ნურავის ეცეკვები სხვას (სრულად)
თავი 1. უჩვეულოდ თბილი საღამო იყო ქალაქში გაზაფხულის პირობაზე. პატარა ქალაქი ახმაურებულიყო, ყველას უხაროდა ასეთი გამოდარება. ქუჩებში იყო ხალხი გამოსული, მოზარდები სიცილ-კისისით დარბოდნენ აქეთ-იქით, ცოტა მოზრდლები სკვერებში ისხდნენ და საუბრობდნენ, პატარა ბავშვებს ასეირნებდნენ ერთმანეთზე შეყვარებული მშობლები, მხოლოდ ერთი ქალბატონი მიდიოდა ქუჩაში, ამაყი, თავდაჯერებული ნაბიჯებით და მეგობრებთან მიიჩქაროდა. ტანზე ფირუზისფერი, წვივამდე კაბა ემოსა და მაღალქუსლიანებზე მდგარი ამაყად მიაპობდა ფილაქანს. ხასხასა ლურჯი თვალები უელავდა ქალბატონს, შავი წელამდე დატალღული თმა ლამაზად ირხეოდა თბილ სიოზე. დიდი სისხლისფერი ტუჩები, ბედნიერებისგან შუაზე გაპობოდა. გაზაფხული მისი დროა, ქალბატონის დროა. ბარის შესასვლელთან მივიდა და შიგნით შესულმა მალევვე ამოიცნო მისი ორი განუყოფელი ნაწილი. სავარძლებზე ისხდნენ, კისკისებდნენ და უალკოჰოლო კოკტეილს სვამდნენ. მათკენ მოხდენილი ნაბიჯებით წავია და მისი დანახვისთანავე გაებადრათ სახე დაქალებს. -სესიი, როგორციქნა მოაღწიეე.-შეუღრინა ნინიმ მეგობარს და შავი თვალებიდან ნაპერწკლები გადმოყარა. -ჰო, ფეხით გამოვისეირნე.-მხრები აიჩეჩა და ოფიციანტს ხილის კოქტეილი შეუკვეთა. -ჰო, კარგი ამინდია.-დაეთანხმა თეკლაც. -შენ ბავშვი სად დატოვე?-წარბი აუწია. -ქმარს და მაზლს ჩავაბარე.-თვალი ჩაუკრა და გაიცინა. -როგორ გაუმართლა ჩემ ნათლულს ჯაჯღანა დედას რომ მოშორდა ცოტახანს.-გაიცინა ნინიმ. -კარგი ნინი რაა.-ხელი ჩაიქნია თეკლამ. -უკვე აპრილის ათია 16ში დაბადებისდღე gაქვს სეს რამე უნდა ვქნათ, მალე გავიდა ეს დრო.-ამოიოხრა ნინიმ. -მალე ჩამოვა შენი ქმარი და დაისვენებ.-გაეცინა სესის.-ჩემ დაბადებისდღეზე იმ რესტორანში წავიდეთ ახალი რომარის, თან დაჩიც ჩამოგივა მაგდროს.-ენა გამოუყო ნინის. -შე გაუთხოვარო შინაბერა ქალო.-შეუღრინა ნინიმ.-იცი როგორ მენატრება? გულქვა ეს. -26 წლის ბავშვს რატომ მიწოდებ შინაბერას ქალაუ? მე რომ ახლა სიყვარულსაც დრო გამოვუყო იცი რამოხდება? -რა?-აგრესიულად კითხა ნინიმ. -რა და პატრონი აღარ მეყოლება.-გაიცინა და თითქოს სამყარო მისი ღიმილით დატყვევებული, გაიყინა. -ამხელა მასწავლებელი ქალი ხარ, ის ვერ უნდა მოახერხო რომ ვინმე ახოვან, ჯელტმენ კაცსაც გაუღო გულისკარი? -ზუსტად აღნიშნე, მასწავლებელი ვარ, სადამრიგებლო კლასი მყავს და ისტორიას და სამოქალაქოს ვასწავლი. იმისთვის არ მცხელა რომ სიყვარულის გამო მოვდუნდე.-ამოიოხრა. -დედაშენმა დამირეკა, ნერვიულობს.-გაეცინა ნინის.-ვინმე გაურიგეთო მარა მერე მიხვდა რაც თქვა და გადაიკისკისა.-სიცილით უთხრა ნინიმ. -ჯერ ვერ შეგპირდებით მაგრამ კაცი რომ მომინდება გავთხოვდები. -ისე შენი ცოდნით ლექტორობასაც გაქაჩავ, მითუმეტეს საზღვარგარეთ სწავლობდი. -ვნახოთ, შესაძლოა ლექტორობაზეც ვიფიქრო.-გაეცინა. -არ გავისეირნოთ გარეთ? ძლივს ამინდი გამოვიდა.-ამოიბუზღუნა თეკლამ. -გავიდეთ.-გაეცინა სესის, ანგარიში გაასწორეს და ბარიდან გამოვიდნენ. რუსთაველს მიუყვებოდნენ, იცინოდნენ და მათი სილამაზით და ბუნებრივობით ხალხს აოცებდნენ. -სესილია მას.-სესომ უკან მიიხედა და მისი სადამრიგებლო კლასიდან გოგონა რომ დაინახა გაეღიმა. -როგორ ხარ ლანა?-გაუღიმა. -კარგად ვარ მას.-გაუღიმა გოგონამაც.-მას ექსკურსიაზე კლასში უმეტესობამ ყაზბეგი აირჩია და რასვიზამთ? -ორდღიანში წავალთ პატარავ-თბილად გაუღიმა ბავშვს და ლოყაზე მოჩქმიტა. -კარგით მას, ნახვამდის.-ლოყაზე აკოცა საყვარელ მასწავლებელს და მეგობრებთან გაიქცა. -რა საყვარელი ბავშვი იყო.-მოილაპარაკა ნინიმ. -ამათი კლასი რომ ჩავიბარე მეშვიდე კლასელები იყვნენ დამრიგებელი გარდაეცვალათ და მე ავიყვანე, ყველა ჩემი შვილივითაა, ამათთან დროის გატარებას არაფერი სჯობს.-ჩაილაპარაკა ღიმილით. -მეცმინდაყაზბეგში.-ამოიწუწუნა თეკლამ. -წამოხვალთ?-წარბები აუთამაშა სესიმ. -ვნახოთ.-რუსთაველს მიუყვებოდნენ, 3 ქალი, ჩამოყალიბებული, ჭკვიანი, მიზანდასახული ქალი. მასწავლებელი, ფსიქოლოგი და მომავალი ექიმი. სამივე მათგანის ცხოვრბა ერთმანეთთან იყო დაკავშირებული სამივე მათგანი ზედმიწევნით კარგად იცნობდნენ ერთმანეთს. მათი ურთიერთობა ჯერ კიდევ მეხუთე კლასში დაიწყო და 26წლისები ისე შესრულდნენ ერთმანეთი არ მიუტოვებიათ. მხოლოდ სესილი იყო 25 წლის, ახალგაზრდა, გამოუცდელი და ულამაზესი ქალი რომელიც დედამ გაზარდა, მამამისს არიცნობდა, არც სურდა რომ გაეცნო, განა დედა უკრძალავდა ურთიერობას და აზზღებდა მამამისის თავს, არა! არამედ ყოველთვის იმას ფიქრობდა რომ ვისაც ის არ სჭირდებოდა არც თავად დასჭირდებოდა. სახში შევიდა თუარა, გამოიცვალა, წყალი გადაივლო, დედასთან გავიდა მისაღებში. დედა იყო მისი წამალი, ქალი რომელმაც გაზარდა და აქცია იმად ვინც ახლა იყო სესილი. ქალბატონი ნანა, ზედმეტად მოწესრიგებული და განათლებული ქალი გახლდათ, პროფესიით ფსიქოლოგი. ულამაზესი იყო ნანა და სესილიც მას გავდა გარეგნობითაც და მტკიცე მაგრამ თბილი ხასიათითაც. დედასთან დაჯდა და ჩაფიქრებულს მხრზე ხელი ჩამოუსვა. -დეე, რამე გჭირს?-კითხა და ლოყაზე აკოცა. -ჩემო პატარავ, მამაშენზე რატომ არასდროს მეკითხები?-კითხა თვალცრემლიანმა. -მომიყვები?-კითხა და ცნობისმოყვარეობა მოეძალა. -მოგიყვები.-გაუღიმა.-მამაშენი გიორგი გერლიანია.-ამოიოხრა, სესილიას კი ცივმა ოფლმა დაასხა, გვარი მისი ჰქონდა.-სვანეთში ცხოვრობს თავის მშობლებთან და ძმასთან ერთად. დედამისმა ვერ მიმიღო და მეც თბილისში გადმოვსახლდი. მამაშენისთვის ოჯახი ყველაფერი იყო მაგრამ მე უფრო ბევრი ვიყავი. დედამისმა დააძალა ჩემი გაშვება, სვანი რძალი უნდოდა მაგრამ გიორგის ცოლი არ მოუვანია, განა იმიტომ რომ არ შეეძლო, უბრალოდ არ უნდოდა და დედას სამაგიერო გადაუხადა. ერთ დღეს როცა კლინიკიდან დაბრუნდა დედამისმა გამოუცხადა მეზობლის კაცთან შევუსწარიო, ყურებს ვერ დავუჯერე, გიორგის განადგურებულ სახეს ვერ გავუძელი ავდექი და წამოვედი. იცოდა რომ მე არავისთან არ ვყოფილვარ სხვასთა უბრალოდ ის ვერ აიტანა დედამისმა რომ ეს იკადრა. გამომიშვა და წამოსვლის წინ მაგრად ჩამეხუტა.-ცრემლები ჩამოსცვივდა თვალის ბაგეებიდან. -ჩემზე იცის?-კითხა სესილი ხმაგატეხილმა. -გუშინ გაიგო, ნაზი ბებო რომ იყო მოსული, მისი ნათესავია, მას უთქვამს რამხელა გოგო გყოლიაო. დღეს დამირეკა, ხმაგატეხილი, იმედგაცრუებული მელაპარაკებოდა, ვერგავუძელი და ავტირდი, იცი რამითხრა? შვილის დამალვას არ გაპატიებო მაგრამ მერე მოლბა, ხვალ ჩამოვა და ვიიც რომ აქ მოგაკითხავს დე. არ აწყენინო გთხოვ სესი, მნ არაფერი იცოდა.-ამოიტირა ქალმა. შეძრწუნებული იყო ქალბატონი სესილი, ვერასდროს იფიქრებდა რომ ეს მოხდებოდა, მამას ნახავდა და თან ისე რომ არ გალანძღავდა მიტოვებისთვის მაგრამ ახლა დიდი სურვილი გაუჩნდა რომ მის დიდ მკლავებში ჩამალულიყო. -დე, გაჩერდი გთხოვ, მე არ გადანაშაულებ არც შენ და არც მას.-თავზე აკოცა ატირებბულ ქალს.-მომიყევი მასზე. -ჩემო პატარა, შენ მას გავხარ, მასსავით კეთილი გული და ლურჯი კამკამა თვალები გაქვს. პროფესიით ექიმია, ქირურგი თან ერთერთი საუკეთესო საქართელოში მაგრამ მხოლოდ სვანეთში მოღვაწეობს, ვერ შეეგუა ქალაქის ხმაურს, ხელი დღემდე მოწერილი გვაქვს და არც ჯვარი აგვიყრია, არ დაგვჭირვებია არცერთს. შარშან შემთხვევით შევეჩეხე დედამისთან ერთად იყო, ჩვენ კლინიკაში მოსული. ჩემ გვერდით ხომ იცი სტომატოლოგი რომარის ლია, მაგასთან იყვნენ მოსულები, რო დამინახა შეცბა ბებიაშენი, გიორგიმ კიდევ ისევ ისე შემომხედა როგორც ადრე მიყურებდა. ირონიული მზერა შევავლე ქალბატონ გულნარის და კაბინეტის კარი მოვხურე. რის ფასად დამიჯდა ღმერთმა იცის.-ამოიოხრა, კარზე ზარი გაისმა, წამოდგა სესილი და კარი გააღო, საკმაოდ მაღალი, მხარბეჭიანი დაახლოებით ნანას ასაკის ან ცოტა უფროსი მამაკაცი იდგა, ზუსტად სესილიასნაირი თვალებით და სახის იერით. შეცბა სესილი, ნანა გამოვიდა კარში და გიორგი რომ დაინახა გაავებული მზერით მდგარი შეცბა, თვალები ისევ ცრემლებით აევსო. ქალბატონი ნანა ასაკის მიუხედავად საკმაოდ ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, მაღალი, თხელი სწორი ფეხები, გამხდარი, ჩამოსხმული ტანი, გრძელი შავი თმით და ლამაზი სახის ნაკვთებით. -გამარჯობა.-ამოთქვა სესილიმ. -ახლა როგორ გავეცნო ნანა? 25 წლის ქალს მივესალმო მე შენი მამიკო ვართქო?-საკმაოდ ბოხი და მკაცრი ბარიტონი გაჟღერდა ოთახში. -გიორგი.-ამოიტირა ქალმა. -კარში უნდა იდგეთ?-ორივეს გადახედა სათითაოდ, სახლშ შეაბიჯა გიორგიმ და სესილის თვალი შეავლო სახეზე, თვალები აუცრემლიანდა და თავი დახარა, ნანას გახედა და მისკენ დაიძრა. მის წინ დადგა და თვალები დახუჭა, რღმად ჩაისუნთქა რომ აჩქარებული გულისცემა დაეხშო მაგრამ არ გამოუვიდა, მაგრად მოხვია ხელები ატირებულ ქალს და გულში ჩაიკრა. კარგახანს ქვითინებდა მის გულ-მკერდში ჩამალული ქალი და თან იცინოდა, სესილი ღიმილით შეჰყურებდა და არანაირ ბრაზს არ გრძნობდა არცერთის მიმართ, მხოლოდ ბებიამისს ადანაშაულებდა და მართალიც იყო. -მისაღებში შევიდეთ.-თქვა ნანამ და მამაკაცს მოშორდა, სესილიც მას შეჰყვა და ბოლოს გიორგიმაც შეაბიჯა მონატრებლ ოთახში. სავარძლებზე მოხერხებულად მოთავსდნენ და ჩაფიქრდნენ ბოლოს გიორგიმ მომღიმარ სესილის გახედა და თავადაც გაეღიმა, როგორი პატარა ეჩვენებოდა 26 წლის ქალი იმ წუთს, მოუნდა რომ მოხვეოდა და ეთქვა მიმიღე და დამიძახე მამაო მაგრამ ჰქონდა კი ამის უფლება? სესილი სავარძლის საზურგეზე გადაწვა, თვალები დახუჩა, ამოიოხრა და გაიღიმა. -ახლა ორივე იმის გამოცნობას ცდილობთ მე რას ვფიქრობ, რთულია გამოიცნო სხვა რას ფიქრობს. მე არცერთს გადანაშაულებთ, ანდაც რატომ უნდა დაგადანაშაულოთ? მეც ასე მოვიქცეოდი, მე მამა მჭირდება როგორც ადამიანი ჩემ ზურგს უკან მაგრამ პირობას ვერ მოგცემთ რომ ბებიაჩემს მივიღებ.-ლაპარაკი დაასრულა და თვალები გაახილა. მამამისს შეხედა რომელიც ამღვრეული თვალებით უყურებდა, დედამისის ბედნიერ ღიმილს და ცრემლიან თვალებს. უცბათ წამოდგა გიორგი და შვილი გულში ჩაიკრა. შეხება და ელექტროდენების დავლა ერთი იყო, თითქოს ხომ არაფერი მაგრამ თავის ნაწილს ეხუტებოდა, უხაროდა ასეთი შვილი და ცოლიც რომელმაც ასეთი შვილი გაუზარდა. -ავანაზღაურებ შეძლებიდაგვარად გეფიცები.-უჩურჩულა გიორგიმ. -მჯერა მაგრამ მე მომავალი უფრო მადარდებს ვიდრე წარსული.-ლოყაზე აკოცა მამას და კისერზე ისევ შემოხვია ხელები. ნანა ცრემლებს ღვრიდა მაგრამ ერთხელ შემოუძახა თავს დაწყნარდიო და თვალებიც დაუმშვიდდა. -გიორგი დედაშენი?-იკითხა შიშშჩამდგარი ხმით ნანამ. -კარგი რა ნან, ამხელა ფსიქოლოგ ქალს მოხუცი დედაჩემის გეშინია?-გაეცინა გიორგის. -დედაშენის კიარა დედაშენის ენის მეშინია.-ჩაიდუდღუნა. -როგორც კი ორივე მოიცვლით სვანეთში ჩავალთ და დედაჩემს შენ თავსს გავაცნობ მხოლოდ იმიტომ რომ იცოდეს რამხელა შეცდომა დაუშვა.-მწარედ ჩაეცინა გიორგის.-შენი აზრით ამხელა კაცი ისევ დედაჩემის გერდით ვიცხოვრებდი?-წარბი აუწია ნანას.-თან თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო საავადმყოფოში მომიწვიეს, ალბათ გადმოვალ აქ.-სევდანარევი ხმით ჩაილაპარაკა. -დარწმუნებული ხარ?-კითხა ნანამ და მხარზე ჩამოადო თავი. -სავსებით.-დარწმუნებულმა ჩაილაპარაკა და ამოიოხრა, სესომ ჟურნალების მაგიდიდან ბლოკნოტი ამოიღო, პირველივე გვერდზე გადაშალა და რაღაც შეამოწმა. -ხვალ ზედიზედ 5 გაკვეთილი მაქვს.-თვალები აატრიალა მაგრამ მერე გაეღიმა. -რა გაკვეთილი?-იკითხა გიორგიმ გაკვირვებულმა. -ისტორია-სამოქალაქოს მასწავლებელია.-გაეღიმა ნანას.-ბავშობიდან უნდოდა და აისრულა კიდეც. -ლექტორობასაც ვაპირებ, ჯერ არ გადამიწყვიტავს, ალბათ სკოლის მერე უნივერსიტეტში წავალხოლმე.-მხრები აიჩეჩა სესილიმ. -მიზნებში შენ გგავს, ასრულება ჩემნაირი იცის.-გაეცინა გიორგის. -რაც მინდოდა ავისრულე.-ენა გამოუყო და დაეჭყანა. -ისევ ბავშვი ხარ.-თავი გააქნია გიორგიმ. -45 წლის ბებერი ჰოარ გგონივარ ბებერო?-წარბი აუწიანანამ. -მე ვარ ბებერი?-წარბები შეკრა სვანმა. -49 წლის ხარ გიორგი, არც პატარა ხარ.-თავდაჯერებულმა ჩაილაპარაკა. -ვგავარ მე ბებერს?-მომღიმარ სესოს გადახედა და თვალი ჩაუკრა. -ნწ, დედას ტოლი მეგონე როდაგინახე.-მხრები აიჩეჩა სესილიმ. -გველი გამიზრდია უბეში.-ჩაიდუდღუნა ნანამ. -მე ადრე უნდა ავდგე და დავწვები, თქვენთვის დამითმია მოედანიც და ბურთიც.-გაიცინა სესილიმ, ჯერ გიორგის აკოცა ლოყაზე მერე დედამისს შუბლზე და ოთახში შევიდა, დაწვა და ტკბილად დაეძინა ეუფორიაში მყოფს. მისაღებში კი უჩვეულოდ თბილი და ტკბილი აურა იდგა. -მოგიხდა სიბერე გერლიანო.-გაეცინა ნანას. -შენც აბაშიძის ქალო.-გულზე მიიკრა საყვარელი სხეული და ტუჩები დაუკოცნა. -მომენატრე.-ცრემლიანი თვალებით ახედა და უფრო მაგრად შემოეჭდო საყვარელ მამაკაცს. -მეც მენატრებოდი.-სევდიანად გაუღიმა და თმაში შეუცურა თითები. -მეძინება.-ამოიბუტბუტა ნანამ. -საძინებელი ისევ იქ არის?-გაეცინა გიორგის და ქათქათა კბილები გამოაჩინა. -არასდროს შევცვლიდი იმას რაც პირდაპირ შენთან მაკავშირებდა.-გაუღიმა, წამოდგა და გიორგისთან ერთად საძინებელში შევიდა, მთელი ღამე ჩახუტებულებს ეძინათ და სესოს წასვლაც არ გაუგიათ. ქალბატონი კი დილით ადრე ადგა, კარადასთან მივიდა და ინტერესით შეათვალიერა გარდერობი. შავი კლასიკური შარვალი, კრემისფერი სვიტრი, კრემისფერი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და შავი ლეტოპის ჩანთა აიკიდა, მანქანის გასაღები აიღო და სკოლისკენ წავიდა. პიველი გაკვეთილი თავისუფალი ჰქონდა ამიტომ გოგოებს წერდა, ოთხისკენ ჩვენ კაფეში მოდითო. გაკვეთილები ჩაატარა, კლასის ექსკურსია დაგეგმა, თავის ბავშვებს მოესიყვარულა და გაკვეთილებიც დასრულდა. კაფეში მივიდა, ცივი ლიმნის ჩაი შეუკვეთა და გოგოების წინ დაჯდა. -მამაჩემი გამოჩნდა.-ამოიოხრა და მოყოლა დაიწყო, გაოცებულები იყვნენ გოგოები და ხან თვალებს აჭყეტდნენ ხან ეღიმებოდათ. -ესეც დეაბადებისდღის საჩუქარი.-ჩაილაპარაკა თეკლამ. -ბედნიერი ვარ.-გაეღიმა სესის და დაჟინებული მზერა იიგრძნო, აქეთ-იქით მიიხედ-მოიხედა მაგრამ ვერავინ შენიშნა და შეეშვა. რამდენიმე დღე სრულ იდილიაში გავიდა. 16 რომ გათენდა, ოთახში ერთად შეხტნენ, ნანა, გიორგი, თეკლა, ნინი და თეკლას პატარა მარიამი. -გილოცაავთ.-შეჰკივლეს გოგოებმა და დაქალი ჩაკოცნეს, საჩუქრები მისცეს და ნანა მიუშვეს. -დეე, ჩემო პატრა, გილოცავ, მინდა რომ სულ ასეთ ლაღს და ბედნიერს გხედავდეს ჩემი თვალები დედუ. ყოველწელს თავიდან ვბედნიერდები ამ დღეს და თავიდან ვიბადებით მე და შენ ერთად. მიყვარხარ დე და ყველაფერს კარგს გისურვებ.-გაუღიმა და დედამისის ნაჩუქარი ოქროს კოლიე გაუწოდა ლამაზი ფირუზის თვლით, ისე მოუხდა სესილის მაღალ ყელს და ფითქინა კანს წამით ისიც იფიქრა ნანამ სპეციალურად მისთვისაა შექმნილიო. მართალია თვალები სხა ფერის ჰქონდა, უფრო ლურჯი, აღელვებული ზღვისფერი თვალები ჰქონდა მაგრამ თვალებზეც კი უზომოდ მოუხდა. -ჩემი დროაა.-გაიცინა გიორგიმ და საწოლზე ჩამოუჯდა სესის. ჯიბიდან ლამაზი, წითელი ფუთა ამოიღო, თავი ახადა და ლამაზი გიშრისთვლიანი ვერცხლის ბეჭედიც გამოჩნდა, ისეთი ლამაზი იყო, ორნამენტებიანი და მაინც სადა. ბეჭედი აიღო და სესის გაუწოდა, მანაც გამოართვა და მარჯვენა შუათითზე მოირგო.-მინდა ყოველთვის გახსოვდეს რომ ჩემი საგანძური ხარ და ყველაზე მეტად მიყვარხარ მაა, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ.-გაუცინა და გულშ ჩაიკრა. -მეც მიყვარხარ მამი.-ლოყაზე აკოცა და ბეჭედს კიდევ დახედა.-აშკარად ჩემ თითებს ამშვენებს.-გაიცინა და კიდევ აკოცა მეორე ლოყაზე. მთელი დღე მხიარულობაში გაატარეს, 4 საათისთვის მოლში წავიდნენ და კაბების არჩევა დაიწყო. შავ წვივამდე კაბა აიღო, ბარძაყის შუამდე ჩახსნილი, ტანზე გამოყვანილი, მოტკეცილი, ზემოთ ლამაზი დეკოლტე და მოშიშვლებული ლავიწები. შავი მაღალქუსლიანები შეუხამა და გახარებულები გამოვიდნენ სავაჭრო ცენტრიდან. საღამოს სარკის წინ დადგა ქალბატონი სესილია, კაბა და ფეხსაცმელები უკვე ჩაეცვა, სარკის წინ დაჯდა და მაკიაჟის კეთება დაიწყო, მსუბუქი მაკიაჟი იმით დააგვირგვინა რომ ტუჩები სისხლისფრად შეიღება. დატალღული თმა მხრებზე დაყარა და სარკეში გამოსახულებას გაუღიმა. უკვე 8 საათი იყო, მისაღებში გავიდა და კლასიკურად გამოწყობილ მშობლებს დაენახა. გიორგიმ გაუღიმა, ულამაზესი ხარო და მანქანით რესტორნისკენ წავიდნენ, მეგობრები და ახლობლები უკვე მოეთავსებინათ თავის ადგილას თეკლას და ნინის და თავადაც ქმრების გვერდთ იდგნენ და თავაზიანად ესალმებოდნენ უცნობ და ნაცნობ ხალხს. მისი მანქანიდან გადასვლა და ისევ დაჟინებული მზერის გრძნობა ერთი იყო, ყველა ულოცავდა და ესალმებოდა, მისტვის ახლობელი ადამიანები იყვნენ, თანამშრომლები, მეგობრები, კლასელები და ნათესავები რომლებმაც გიორგის დანახვისას ლამის პირები დააღეს. მხიარულობდნენ, ლოცავდნენ და ეს ყველაფერი მომაბეზრებელიც კი გახდა, უფროსებმა დატოვეს მალე სუფრა და დამშვიდობების შემდეგ დაიშალნენ, დარჩნენ მხოლოდ კლასელები და მეგობრები. მაგიდასთან იჯდა როცა რესტორანში რამდენიმე მამაკაცი შემოვიდა და დარბაზის ბოლოს მყუდრო ადგილი დაიკავეს, განსაკუთრებით მოხდენილი ნაბიჯებით მიდიოდა ერთ-ერთი მაგრამ ვერ დაინახა სესიმ მისი სახე. მალე საცეკვაოდაც გაიყვანა მისმა კურსელმა იუბილარი. -ძალიან ლამაზო ხარ გოგოჩკი.-წარბები აუთამაშა დიმამ, სესოს გაეცინა და დაიმორცხვა. -რატომ არაფერი გშველის მასხარავ?-ცხვირზე მოუჭირა ხელი. -რასშვრები ტოო, მარცხვენ.-თვალები უბრიალა და მერე ორივეს გაეცინათ. -შეიძლება მეწყვილე წაგართვათ?-სასიამოვნო, ტანში განმვლელი, ბოხი და ამავე დროს ხავერდოვანი ხმა გაისმა სესილიას უკან. -რათქმაუნდა.-გაუღიმა დიმამ და დატოვა აფორიაქებული გოგო. რამ ააფორიაქა? მისმა ხმამ. მის წინ გამოჩნდა მალე, წელზე ხელები შეუცურა, სესილიმაც მხრებზე დააწყო ხელის მტევნები და თვალებში შეხედა, მისი მამაკაცური სახის ნაკვთები ზედმეტად ესიმპატიურა სესის. ლურჯი თვალები ჰქონდა უცნობს დაგადაპარსული თმა, სესილიზე ნახევარი თავით მაღალი მაინც იქნებოდა, ახლაც როცა მაღალქუსლიანები ეცვა. სწორი ცხვირი, დიდი ტუჩები და ოდნავ მოშვებული წვერი. ლურჯი თვალები უელავდა, აღელვებულ ზღვას გავდა და მათში ნელნელა იძირებოდა სესილია. -გავიგე იუბილარი ყოფილხარ.-ჩაიცინა უცნობმა.-გილოცავ. -მადლობა.-მორცხვად ამოთქვა სესომ. -ლამაზი ხარ სესილია.-მის ყურთან დაიჩურჩულა და მისი სურნელი რღმად შეისუნთქა, სესილი გაშეშდა და თვალები დააჭყიტა. -საიდან მიცნობ?-კითხა და თვალი თვალში გაუყარა. -მიკვირს შენ რომ ვერ მიცანი.-წარბი აუწია. -უნდა მეცნე?-მანაც იგივე ჟესსტი გაიმეორა და თვალებში ჯიქურად ჩააშტერდა. -ვალდებული არიყავი მაგრამ მოსალოდნელი იყო.-გაეღიმა. -კითხვაზე არ გიპასუხია. -არც არის პასუხი საჭირო.-საფეთქელზე აკოცა და მუსიკაც დამთავრდა, სწრაფად მოსწყდა ადგილს სესილი და ისევ მაგიდასთან დაბრუნდა. სულ გადაავიწყდა ის უცნობი და ისე მხიარულობაში ჩაერთო, ღამის 3 საათი იყო დაშლა რომ გადაწყვიტეს, იუბილარი სახლში მიიყვანეს ნინიმ და დაჩიმ და თავად სახლში წავიდნენ. რამდენიმე კვირა გავიდა, ყაზბეგშიც წაიყვანა კლასი და ჩვეულ ცხოვრებასაც დაუბრუნდა. მაისი დაიწყო და შუა რიცხვებში კლასმა ქეიფი გადაწყვიტა, რატომაც არაო, ისევ ბანკეტი მოვაწყოთო ნინიმ და ყველა აყვა. წითელი, სისხლისფერი კაბა ეცვა ქალბატონ სესილის, ლამაზი რღმა დეკოლტით, გრძელი, ორივე ფეხზე ჩაჭრილი და უკან მხოლოდ ნახევარი ზურგი დაეფარა, წითელი, ღია ფეხსაცმელი, მოირგო ნფეხზე, ტუჩები ისევ სისხლისფრად შეიღება, თმა უბრალოდ გაიშალა და წავიდა. დარბაზში ეფექტურად შესვლა უნდოდა და შევიდა კიდეც, ისეთი მოხდენილი და ამაყი ნაბიჯებით მიდიოდა, მარტო იყო და მაინც ეტყობოდა რომ მასთან ახლოს არავინ უნდა მისულიყო რადგან მისი გულის გასაღები მხოლოდ ერთ მამაკაცს ეკუთვნოდა, მხოლოდ სესილიამ იცოდა რომ ეს მამაკაცი მალე გამოჩნდებოდა, გრძნობდა კიდეც ამას. მაგიდასთან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სესილიას ეფექტურმა შესვლამ. სესილიამ ადგილი დაიკავა და კლასელების საუბარში ჩაერთო, ისევ საცეკვაოდ გაიწვიეს, უცნაურად აუფორიაქდა გული და მის კლასელ ნოდიკოს გაყვა საცეკვაოდ, ნელი ვალსი ჟღერდა დინამიკებიდან, ნოდიკო ბევრ რამეზე აცინებდა მაგრამ უეცრად მოსორდა თალი ჩაუკრა და დატოვა გაოცებული სესილი, ისსევ ის ხელები იგრძნო წელზე, ისევ ის ჟრუანტელი, ის სურნელი, ხმა და ყველაფერი. ისევ იგივე მამაკაცი იდგა მის წინ და გამომცდელად უყურებდა თვალებში. -ყოველთის როცა ვინმეს ვეცეკვები რატომ ჩნდები იქ?-კითხა გარიმებულმა. -პირდაპირ გითხრა?-მასაც გაეღიმა. -მიკიბვ-მოკიბვები არმიყვარს მისტერ უცნობო. -კარგი, შენ ჩემ გარდა არავის უნდა ეცეკვო სესი.-გაოცებულმა შეხედა მამაკაცს და მალევე გაეცინა. -რატომ?-ისევ იცინოდა. -იმიტომ რომ ჩემი ხარ სესილია! არ გაბედო და არავის გაუღო შენი გულის კარი....კარი რომელსაც მხოლოდ ჩემი გასაღები ერგება!-მკაცრად მოუჭრა. -მგონი ცოტა ძაან შეშლილი ხარ.-გაოცებული უყურებდა. -ჭკვიანი ქალი მეგონე სესილია.-გაუღიმა უცნობმა.-როგორ გიხდება წითელი ფერი და მაინც როგორი დიდი სურვილი მაქვს ის ტატუ ვნახო მკერდის ქვეშ რომ მალავ საგულდაგულოდ.-ყურისძირში აკოცა შოკირებულ ქალს. -რაა?-ამოილუღლუღა გაოცებულმა.-შენ საიდან იცი? -ხედავ? მე ყველაფერი ვიცი, ყველაფერს ვგრძნობ, ყველაფერს ვხედავ, ის ტატუც ვიცი, მენჯზე რომ იწონებს თავს. რატომ მალავ?-კითხა და თვალი ჩაუკრა. -არის რაღაცები რისიც სხვისთვის ჩვენება არგინ და და მხოლოდ შენი და შენი მეორე ნახევრის უნდა იყოს.-მტკიცედ ჩაილაპარაკა. -მართალი ხარ.-თვალი ჩაუკრა და მისი სურნელი ისევ შეისუნთქა.-ყოველთვის ამ სუნამოს ხმარობ. -არ მიყვარს სუნამოების გამოცვლა.-გაეღიმა.-ისე მაინც რამდენ ხანს უნდა მაინტრიგო? -დიდხანს არ გალოდინებ.-გაუცინა. -მალოდინებ? საოცრად დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე.-ნიშნისმოგებით უთხრა. -ჰო, რაღაცით ვგავართ ერთმანეთს.-თვალი ჩაუკრა.-ორ დღეში ყველაფერს გაიგებ.-ისევ საფეთქელზე აკოცა და სწრაფად მოშორდნენ ერთმანეთს. ისევ მაგიდასთან დაბრუნდა და ნინის და თეკლას ანიშნა მერე აგიხსნითო. მალევე დაიშალნენ და გოგოებმაც მთელი გზა არ მოასვენეს და ყველაფერი მოაყოლეს, გაოცებულები უყურებდნენ და ელოდნენ ორი დღის გასვლას. სახლში მისულს საწოლის გარდა არაფერი ელანდებოდა სწრაფად გამოიცვალა, დაწვა და დაიძნა. სიზმარში მისი მოელვარე ლურჯი თვალები ესიზმრებოდა და უნეებურად ეღიმებოდა. დილით ხმაურმა გააღვიძა, ოთახის კარი გიორგიმ შემოაღო სიცილით. -დილამშვიდობის მა.-გაუღიმა და შუბლზე აკოცა მომღიმარ შვილს. -რახდება?-ვკითხე და დედას გაუღიმა. -რახდება შვილო და ხვალ კორტპორატიულზე წამოხვალ? დაპატიჟებული ხარ პირადად მთელი საავადმყოფოს მფლობლისგან.-გაიცინა გიორგიმ.-ჩემი მეგობრის შვილია, ჩემხელშია გაზრდილი ეგ პატარა მუჭუჭი.-გადაიხარხარა. -რით დავიმსახურე ასეთი პატივი?-გაეცინა სესის. -აბა რაგითხრა მამიკო?-მხრები აიჩეჩა გიორგიმ.-წამოხვალ?-წარბები აუთამაშა შვილს და ნანა გულზე მიიხუტა. -წამოვალ მაგრამ სახელი მაინც მითხარით მთლად ისე რო არვიყო.-ჩაიბუზღუნა და თვალები დახუჭა. -თარაშ ასათიანი.-ნანამ დაასწრო თქმა. -შენ იცნობ დეე? -ვიცნობ რომელია, ისე მიყვარს ლამისაა მიგათხოვო კიდეც.-გაიცინა მაგრამ გიორგიმ რომ ჩაახველა გაჩერდა და ხელები დანებების ნიშნად მაღლა აწია.-მართლა კარგი ბიჭია.-მხრები აიჩეჩა. -რაღა ბიჭი, კაცია, ეგ ისე დაბერდება ცოლს არ მოიყვანს.-ხელი ჩაიქნია გიორგიმ. -განა რამდენი წლისაა?-შეუღრინა ნანამ.-33წლისაა ჯერ. -დედი, ბებერ ძიაზე მათხოვებ გოგო?-თვალები დაუჭყიტა. -ნეტა გენახა რა ბიჭია, შეგრცხვება შენი სიტყვების. -ბარემ შენ მისთხოვდი არგინდა?-წარბი აუწია გიორგიმ. -ჩემი ბუზღუნა ქმარუკაა.-ლოყაზე აკოცა. -შენმა დედამთილმა დარეკა.-ნიშნისმოგებით შეხედა ნანას. -რაო? მოაშორე ეგ ნამუსგარეცხილი ქალიო?-გაეცინა დედას.-ისე რა დამიწუნა ამხელა თავადის შთამომავალ ქალს ვერგავიგე რაა. -მომენატრა და ჩამოიყვანეო. -რაო?-წამოიძახეს სესომ და ნანამ. -შენგარეშე არწავალთ მაა.-გაეცინა გიორგის. -აშკარად კოცონზე უნდა დამწვას.-თავი გააქნია ნანამ და მერე გაეცინა. -აბა საყიდლებზე არგავიდეთ?-ტაში შემოჰკრა გიორგიმ. -მოვემზადები და წავიდეთ.-გაიცინა სესიმ. წამოდგა, ხელ-პირი დაიბანა, გაემზადა და მისაღებში გავიდა. უკვე გადამწვარი დადიოდა, აღარაფრის თავი ჰქონდა.-1კვირიან შვებულებას ავიღებ თორე ტვინი ამიფეთქდა უკვე. ჩემ მაგივრად ნათიას შევუშვებ არმეტყვის უარს.-დედას ელაპარაკებოდა და მანქანაში ჯდებოდა, როცა მისი მოსწავლე დაინახა. -გამარჯობა სესილია მას, როგორ ხართ? -გადამწვარი დათა.-გაუცინა სესომ.-შენ როგორ ხარ? ეს კვირა რომ აცდენდი ხომ კარგად ხარ? -დიახ მას, რაღაც პრობლემები მქონდა და ვერ მოვდიოდი.-თავი დახარა და გამიღიმა.-ნახვამდის მას, ორშაბათს ვერა და სამშაბათს გნახავთ.-თბილად გაუღიმა. -ორშაბათს რატომ ვერა? -მას დასვენებაა.-გაეცინა დათას და დაემშვიდობა. მანქანაში ჩაჯდა და გაკვირვებულ მშობლებს გადახედა.-ჩემ სადამრიგებლო კლასშია.-გაეცინა. -დათა ასათიანი არ იყო დედი ეს ბავშვი.-გადმოხედა ნანამ. -კი. -იცი ვინარის? -ჩემი მოსწავლე. -არა გოგო ეს ბავშვი არის თარაშის ძმიშვილი.-გაეცინა დედაჩემს. -რამხელა გაიზარდა.-თავი გააქნია გიორგიმ და მანქანა შუქნიშანთან გააჩერა. -ორი წელია ვასწავლი და ერთი ცუდი არმახსოვს ამ ბავშვისგან, ძალიან სამართლიანია და თუ ჩხუბობს სამართლიანად. -ოჯახში ყველა მასეთი ყავს და აბა რაიქნება? მშობლები გარდაცვლილი ყავს, თარაში ზრდის დათას.-ამოიოხრანანამ. -ვნახოთ ეგ თქვენი თარაში ვინ არის ასეთი.-გაეღიმა სესის.-მშობლებზე ვიცოდი, ავტოკატასტროფაში დაეღუპა მგონი. -ჰო, პატარა იყო, 3 წლის.-სევდიანად ჩაიღიმა გიორგიმ და მოლთან გააჩერა მანქანა. ბევრი იმხიარულეს ერთად, ბევრ მაღაზიაში შეიარეს და არაფერი მოეწონათ, ბოლოს როგორციქნა სესომ ითავა დედამისის ტანსაცმელზე ზრუნვა. შავი, გრძელი კაბა აყიდინა, ზემოთ ბარხატის, ქვემოთ კი გაშლილი და ფრიალა, წვივამდე მკლავიუთ, უფრო აახალგაზრდავებდა ნანას. მამამისს ცისფერი პერანგი და შავი პიჯაკი შარვალთან ერთად. თავად კი დიდი დილემის წინაშე დადგა. ვერცხლისფერი ატლასის კაბა მოირგო, წვრილი ბრეტელით და კოჭს ოდნავ აცდენილი სიგრძით, მის უზადო სხეულს და თეთრ კანს იმდენად უხდებოდა გიორგი და ნანა გაოცებულები შეჰყურებდნენ. მალევე წამოვიდნენ მოლიდან და პიცის საჭმელად წავიდნენ. სახლში დაღლილები მივიდნენ, არვიცი რამ განაპირობა ის ფაქტი რომ ჩვეული მრავალწლიანი ოჯახივით ცხოვრობდნენ მაგრამ ფაქტია რომ ერთად ბედნიერები იყვნენ. გიორგი ცდილობდა თითქოს დაკარგული წლები ენაზღაურებინა და სესილიც აძლევდა ამის უფლებას. მეორე დღეს, წინა დღისგან მკვდარივით დაღლილმა შუადღის ორ საათზე გაეღვიძა, წამოდგა და მისაღებში გავიდა, მამამისის გვერდით დაჯდა და ისე მიეკრო გულზე როგორც ბავშვებმა იციან. -რომელ საათზე მივდივართ?-ამოიფრუტუნა. -7ზე მაა.-გაუცინა და თავზე აკოცა. -დედა სად არის? -სალონში.-მხრები აიჩეჩა გიორგიმ. -კიდევ კარგი მაგისგამო არ გამაღვიძა.-გადაიკისკისა და უცბათ დასერიოზულდა.-იმდეია გაზულუქებული ექიმები არიქნებიან. -გაზულუქებულის რაგითხრა მაა, მაგრამ ერთი-ორი ახალგაზრდა ექიმი გვყავს.-თვალი ჩამიკრა და გულზე მიმიკრა.-რამდენი დავკარგე უშენოდ მაა.-ამოიოხრა. -წარსულზე ნუფიქრობ, მომავალზე იფიქრე მამი.-ლოყაზე ვაკოცე და წამოვდექი, წავალ წყალს გადავივლებ.-სააბაზანოში საათნახევარი დაჰყო და ბოლოს წყალი გაუცივდა მერე ინება წყლიდან ამოსვლა და გარეთ გასვლა. საოცარ სიმსუბუქეს გრძნობდა, გული კრგს უგრძნობდა, ოთახში შევიდა და სახლის ფორმით დაჯდა სარკის წინ, თმაში ზეთი შეიზილა, იასამნის არომატით და ტანის კრემიც იმავე ურნელის წაისვა. სამზარეულოში გავიდა და სადილის კეთებას შეუდგა. მისთვის საყვარელი სალათი გააკეთა და კართოფილი იმ დონემდე მიიყვანა ლამის სიშავეში გადავიდა. განა საჭმლის კეთება არ იცოდა, უბრალოდ ასეთი უყვარდა. გიორგი სამზარეულოში შვიდა და კართოფილს რომ შეხედა გაოცებულმა და მომღიმარმა ახედა შვილს. -მეც ასეთი მიყვარს.-გაუღიმა და თავზე აკოცა. -თხილის სუნელი მქონა აქ, წყალში გასახსნელი არ გინახავს მაა?-მაცივარში იქექებოდა და უცბათ იპოვა სასურველი. წყალში გახსნა, მწარე თხილის სუნელი და თასში ჩაასხა. მშვიდად და ხალისიანად ისადილეს, ცოტა ილაპარაკეს, პიტნის ჩაი დალიეს და ამასობაში 6 საათიც მოვიდა, კარი ულამაზესმა და ყველა მაამკაცისთვის სასურველმა ქალმა შემოაღო.-დედა?-გაოცებული უყურებდა სესილი ნანას, ისიც ბედნიერი შესცქეროდა ახალი ვარცხნილობით ქმარ-შვილს. -მიხდება?-კითხა და წარბები აუთამაშა გიორგის. მხრამდე შეჭრილი შავი თმა იმდენად უხდებოდა 10 წლით ახალგაზრდა ჩანდა თუმცა არც ახლა იყო ხნიერი. -გიხდება დედი, გიხდება.-გაუცინა სესიმ და ოთახში გავიდა. მალე მოემზადა და უკვე მაკიაჟით, დასწორებული მბზინავი თმით, ჩაცმული იდგა სარკის წინ. საათის ისრები ზუსტად შვიდს უჩვენებდა. მისაღებში, მომლოდინე მშობლებთან გავიდა და დატრიალდა. კომპლიმენტების მიღების შემდეგ მანქანაში ჩასხდნენ და დარბაზისკენ წავიდნენ. ლამაზ და მადისაღმძვრელ ყელს დედის ნაჩუქარი ფირუზისთვლიანი ყელსაბამი უმშვენებდა, ტუჩებს კი კვლავ წითელი პომადა. საკმოდ პრესტიჟული რესტორნის წინ გააჩერა მანქანა გიორგიმმ და მანქანიდან გადავიდნენ, ერთ მხარეს ცოლი ამოუდგა მეორე მხარეს კი ქალიშვილი. დარბაზში შევიდნენ თუარა ყველას ყურადღება სესილიას სილამაზემ მიიქცია. არანაირი გადამეტებული მაკიაჟი მაგრამ მაინც ლამაზი და განსაკუთრებული სახის ნაკვთები, ჩამოსხმული ტანი და წრფელი, მბწყინავი ამოუცნობი ფერის თვალები. იქვე, მრგვალ მაგიდასთან დადგნენ და ხალხს უღიმოდნენ. ამდენ უგულო და ცივსისხლიან ექიმებში პირველად მოხვდ ქალბატონი და თავის ბავშობის ოცნება გაიხსენა, როგორ უნდოდა სამედიცინოზე ჩაბარება მაგრამ ამხელა პასუხისმგებლობა არ აიღო თავზე. მუსიკის სასიამოვნო ჰანგები გაისმა და მასთანაც მივიდა ერთ-ერთი ახალგაზრდა ექიმი. -ძალიან ლამაზი ხართ, ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ბატონ გიორგის ასეთი ლამაზი შვილი ეყოლებოდა, არასდროს საუბრობდა თქვენზე.-გაუიღიმა და ვნებაარეული მზერით შეხედა. -არის მიზეზები ამისთვის.-გაუღიმა.-თქვენი სახელი? -ნიკო. თქვენი როგორც ვიცი სესილია. -დიახ.-გაეღიმა და უეცრად ის გაახსენდა უცნობმა რომ უთხრა ჩემ გარდ არავისთან გაქვს ცეკვის უფლებაო, გაეღიმა, აქაც ხომ ვერ მომაგნებსო და თავი დახარა. -შეიძლება პარტნიორი წაგართვათ?-ნაცნობი ხმა მოესმა ზურგსუკან და გაშეშდა, გაშრა და ღიმილიც სახეზე შეეყინა. -რათქმაუნდა.-თავაზიანად გაუღიმა ჩემ ზურგსუკან მდგარ ახლა უკვე ნაცნობ ფიგურას და სწრაფად გაეცალათ, ისევ იგივე გრზნობა და ისევ ის ელექტროდენები გულიდან მთელი სხეულის გავლით. -მითვალთვალებ?-გაბედულად კითხა და გაეღიმა მის გაოცებულ სახეზე. -შეიძლება ასდეც ითქვას.-თვალი ჩაუკრა და გაიცინა.-აღიარე არმელოდი და ჩემი სიტყვები მაინც გახსენდებოდა არა? -ვაღიარებ.-გაუცინა.-ვერც კი ვიფიქრებდი რო მართლა ორ დღეში გავიგებდი ყველაფერს.-წარბი აუწია. -შენი წითელი ტუჩები მიწვევს სესილია. -ცუდი ხერხებით მეფლირტავები.-ქვემოდან ახედა. -ფლირტი არ მჭირდება, აგიყვან და წაგიყვან, აი ასე გადაგიკიდებ ზურგზე და შენი მშობლებისაც არ მომერიდება ისე გაგიყვან ამ ხალხისგან.-ყურთან უჩურჩულა და ისევ შეისუნთქა მისი სურნელი.-სუნამო აღარ გასხია. -ზოგჯერ ადამიანს უნდა ეგონოს რომ თუ სუნამო არ გასხია შენ ბუნებრივ სუნს ატარებ, სხვასთან ჩემ ბუნებრივ სურნელს არ გამოვაჩენ მერე მარტივად ამოსაცნობი ვიქნები. -სუნითაც სეიძლება ადამიანის ცნობა მასწავლებელო? -რათქმაუნდა შეიძლება. -მაგრამ მე შენი სუნი საერთოდ არ მქონდა ნაგრძნობი ისე შეგიცანი.-თვალი ჩაუკრა და მუსიკაც დამთავრდა. გიორგისკენ და ნანასკენ წავიდა და უცნობიც უკან მიყვა. -რატო მომყვები?-კითხა და ტუჩის კუთხე ჩატეხა. -მალე გაიგებ.-სესილიასთვის არც შემოუხედავს ისე უთხრა და გიორგის გაუღიმა. ძლიერად გადაეხვია და მერე ნანას მიუბრუნდა, მასაც თბილად მიესალმა. -აი დე რო გეუბნებოდით, თარაშ ასათიანი.-დედამ გააცნო მისი თავი და სესმაც გაოცებულმა ახედა. გამეცინა, ისტერიული სიცილი აუიტყდებოდა მამამისი რომ არ გახსენებოდა. -სასიამოვნოა თარაშ ბატონო.-თვალებში ჯიქურად ჩააშტერდა და ირონიულად გაიღიმა. -ჩემთვისაც.-სარკაზმი გაურია ხმაში და თვალი არ მოუშრებია მისი თვალებისთვის. -რატომ მაქვს ისეთი გრძნობა რომ პირველად არ ხედავთ ერთმანეთს?-იკითხმა გიორგიმ. -იმიტომ რომ ადრეც შევხვედრილვართ უბრალოდ მე არ ვიცნობდი მას.-გაუღიმა და მერე მას გადახედა. -სესილი მას თქვენ ხართ?-დათის ხმა მოესმა და გაეღიმა. -დათა, რამხელა გაზრდილხარ შვილო.-წამოიწყო ნანამ. -ნანა დეიდა, როგორ ხართ?-ნანას გადაეხვია, კლასიკურ სამოსში გამოწყობილი დათა. -კარგად პატარავ შენ?-კითხა ნანამ და თავზე გადაუსვა ხელი.-შენი მასწავლებელი ჩემი შვილია.-გაუცინა და ახლა სესილის გადახედა. -თქვენზე ნაწყენი ვარ მასწავლებელო.-ცხვირაბზუებულმა უთხრა. -რატომ დავით?!-მისი სახელი გამოვკვეთა და წარბი აუწია. -აუ მას სულ მაშინებთ მასე რომ მიყურებთხოლმე.-შეშფოთებული სახე მიიღო.-რატომ და მეორე ოქმზე რომ მომაწერინეთ ხელი თქვენ და მანდატურებმა. -აბა რაგეგონა ასე უბრალოდ რომ დგებოდი და იმ ბავშვს სცემდი?-ისევ ავუწიე წარბი. -რატომ სცემა?-ჩაერია თარაში. -რატომ და უაზროდ ამიტყდა და მერე წყალი გადამასხა, არც ვაციე არც ვაცხელე და სამჯერ დავარტყი.-ჩაახველა. -ყოჩაღ, ბიძი, ეგრეუნდა აბა ისე როგორ?-მხარზე დასცხო ხელი და გაოცებულმა გადახედა სესილიამ, თარაშმაც გადმოხედა და მის სახეზე გაეცინა.-რა? -ნუ ვაღიარებ კარგი დარტყმა გქონდა.-ხელი გაუწოდა და მანაც ხელისგულზე ხელი დაარტყა. -რა ჯიგარი მასწავლებელი ხარ შვილო?-გაეცინა გიორგის. -იმიტომ მიჯერებენ ყველაფერს.-ამაყად გაიჯგიმა და დათის თვალი ჩაუკრა. -დედა, დამეწვა გული.-ირონიულად თქვა თარაშმა და შეწუხებული სახე მიიღო. -ნუ ეჭვიანობ ბიძი, პატარები არმოწონს.-თვალი ჩაუკრ დათიმ, დედაცემმა და მამაჩემმა კი ჩაიცინეს. -გველი გამიზრდია უბეში.-ჩაიდუდღუნა და თავში მსუბუქად წამოარტყა.-ყოვლისმცოდნე მაიმუნი ეს. -თარაშ, ილია სად არის?-კითხა გიორგიმ თარაშის მამაზე. -დედასთან ერთად დგას გველების ბუდეში.-ტრავმატოლოგებისკენ გაახედა. -შენ და ტრავმატოლოგების მტრობა არასდროს განელდება თარაშ?-გაეღიმა ნანას. -ნახევარი ბავშობა მაგათ ვუყურებდი და მომბეზრდნენ უკვე.-გაეცინა თარაშს და გიორგის გახედა. -წავალთ ჩვენ, დავიხსნით მამაშენს გველების ბუდიდან.-გაიცინა გიორგიმ, ცოლს ხელი დაავლო და ძმაკაცისკენ წავიდა. დარჩნენ მხოლოდ თარაში დათა და სესილი. -ნიაკო მოვიდა, ბიძი წავალ მე.-უცბათ გაეცალათ დათაც და დარჩნენ მხოლოდ ორნი. წითელი ღვინის ჭიქებით და ამოუცნობი გრძნობებით. -ახლა გაიგე ვინ ვარ?-გაუღიმა თარაშმა. -ნუ, გასაგებიაა მაგრამ მაინც საიდან გაიგე ჩემზე ამდენი? სიმართლე მითხარი პირველად სად მნახე?-ღვინო მოსვა. -პირველად კახეთში გნხე.-გაეღიმა.-ილიას ტბაზე, ოქტომბერში, კონცერტი იყო და თათარას ჭამდი. სიცივისგან გაკანკალებდა მაგრამ ისეთი ნეტარებით ჭამდი რომ სამყაროს არსებობა გავიწყდებოდა. -ბევრი კაკლით იყო და ძალიან გემრიელი თან და ახლა შენ მოსაკლავი ხარ როგორ მომინდააა.-ამოიბუზღუნა და მერე გაეცინა. -მერე საიდა გაიგე რომ ნანას და გიორგის შვილი ვიყავი? -ეგ შენ დაბადებისდღეზე გავიგე.-გაუღიმა.-უცნაური გოგო ხარ უცნაური მეგობრებით და ოჯახით. -გეთანხმები. ანუ კახეთში გამიცანი. -გაცნობით შენ გამიცანი ქალბატონო სესილია, თორემ მე იმ დღიდან გიცნობ.-თვალი ჩაუკრა და მომაკვდინებლად გაუღმა. -სასაცილო ხარ.-გაუცინა სესილიამ.-ახლა რაგინდა ჩემგან მისტერ ამოუცნობო არსებავ? -დღეისთვის ზედმეტის გაგება ნუ მოგინდება.-წარბაწევით გახედა.-ხვალე შენთან ვარ დაპატიჟებული.-გაეცინა. -რატომღაც არმიკვირს.-თვალები აატრიალა სესომ. -აღიარე ძალიან მოგწონვარ. -ვაღიარებ ძალიან ნარცისი ხარ. -მაგრამ ასეთი მოგწონვარ. -თუ პირიქით, შენ მოგწონვარ? -კომენტარის გარეშე. -ძალიან კარგი.-ნიშნისმოგებით გახედა და თვალი ჩაუკრა. ........................................................................................................... თავი 2 მთელი ღამე ფიქრობდა მის თვალებზე და ჯერ კიდევ არ ეჯერა ეს ყველაფერი. თავი სიზმარში ეგონა რომელიც ზედმეტად ჩახლართული ეჩვენა. მოსწონდა თარაში, ორი აზრი არ არსებობდა რომ ძალიან მოსწონდა.გამთენიისას, მზის პირველ სხივებს სიხარულით შეხვდა და გაღიმებულს ჩაეძინა. ნანამ გააღვიძა, როცა მთელი ძალით დაეცა საწოლზე. -დედა მეძინებაა.-გაეცინა, ძილშიც კი ატყობდა როგორი ცნობისმოყვარე იყო ნანა. -რადროს ეგარის? მიდი მითხარი ყველაფერი დედას კრუსუნა რაა.-შვილს მხარზე დაუსვა ხელი, სესიმაც ამოიოხრა საწოლზე წამოჯდა და ყველაფერი დეტალებში მოუყვა.-ბედია ბედიი.-საწოლიდან წამოხტა და ცეკვა დაიწყო, კივილზე გიორგი შემოვარდა რახდებაო და სექსუალურად მოცეკვავე ცოლი რომ დაინახა და მოკისკისე სესილი თვითონაც გაეცინა. -არ იზრდება დედაშენი.-თავი დანანებით გააქნია. -სიბერე სიბერეშიც მეყოფა.-ენა გამოუყო ქმარს და შვილს დაახტა თავზე.-ქორწილიააა ქეიფიაა გრიალიიი. -დედა გაჩუმდიიი.-ამოიკისკისა სესიმ.-მე არ ვთხოვდები და თქვენ თუგინდათ გადაიხადეთ დიიიდი ქორწილი. -ვაბშე რა ქორწილი აგიტყდათ?-წარბები აქაჩა გიორგიმ. -გული მიგრძნობს მალე ქორწილი იქნება.-ამოიოხრა ნანამ. -ღმერთო შენ დამიფარე.-ამოთქვა სესილიმ, თვალები აატრიალა და ბალიში თავზე დაიფარა.-მამა უთხარი რომ ჩემი და თარაშს შორის ვერაფერი დაინახე და არც ქორწილი იქნება.-ამოიბუტბუტა. -თავს იტყუებ შვილო?-წარბი აუწია გიორგიმ.-ილიამ დარეკა, ხუთზე მოვალთო. -საქმე მაქვს მე უნდა გავიდე და მალე მოვალ.-წამოდგა სესილია. -რა საქმე დედი?-თვალი ჩაუკრა ნანამ. -გეტყოდი რაც მაგრამ ჰოიცი როგორი ზრდილობიანი ვარ.-ენა გამოუყო აჟიტირებულ დედას და კარადასთან მივიდა.-ტატუზე ვარ ჩაწერილი. -ტატუ გაქვს მაა?-გაუცინა გიორგიმ. -2 აქვს თან და არავის გვანახებს, ტატუმასტერიც გოგო ყავს, არავისთვის უნახებია ამდენი წელია.-შეუღრინა ნანამ. -აუ დეე ნუ ბუზღუნებ რაა, ფოტოები ჰოგანახე?-გაუცინა.-ახლა ისეთ ადგილას ვიკეთებ რომ ყველა დაინახავს.-ლოყაზე აკოცა. -რა უნდა გაიკეთო?-სიხარულით თვალები გაუნათდა ნანას. -ლავიწის ქვემოთ, პატარა ტოტი ბოლოში ცისფერი ყვავილით.-მშობლებს გაუღიმა, და სააბაზანოში შევიდა, მოწესრიგდა და კარადასთან დადგა. ნახევარ საათში უკვე ტატუსალონში შედიოდა. მის ტატუმასტერთან შევიდა და გადაკოცნა, ამ გოგოს უკვე კარგახანია იცნობდა. ლავიწთან მოშიშვლებული ადგილი აჩვენა, მანაც ჯერ კალმით დაახატა მერე კი ტატუს კეთება დაიწყო. საერთოდ არ სტკენია, ბოლოში ის ცისფერი ყვავილიც ძალიან მოეწონა და ზომაც პატარა რომ იყო უფრო სადა და ლამაზი ჩანდა. სკოლაში გაიარა, დირექტორთან შევიდა და ბატონმა დიმიტრიმაც დიდი სიამოვნებით მიიღო კოლეგა.-ბატონო დიმიტრი იმ საქმეზე მინდოდა დალაპარაკება. -გისმენ აბა.-გაუღიმა კაცმა. -ბავშვებსაც რომ მოტივაცია გაუჩნდეთ, წლის ბოლოს საუკეთესო ბავშვები ქალაქგარეთ წავიყვანოთ ექსკურსიაზე, მთიან ზონაში. მეცხრე კლასის ზემოთ. მაგალითად რაჭა, ან სამეგრელო, კარგ მარშუტს შევადენთ მე და ქალბატონი თამრიკო, გეოგრაფიის მასწავლებელი. იქნებ ბანაკი მოგვეწყო ან რაიმე მსგავსი. -მშვენიერი იდეაა, და პირადად შენ გავალებ ამ საქმეს, მოტივაციაც მეტი გაჩნდება სწავლის.-გაუღიმა კაცმა.-ძალიან კარგი გოგონა ხარ სესილია, როგორც შვილი ისე მიყვარხარ. ღმერთმა 3 ბიჭი მარგუნა, სულ მინდოდა გოგოც მყოლოდა.-გაეღიმა სევდიანად.-მოკლედ ამ საქმეს შენ და თამრიკო მიხედავთ.-ტაში შემოჰკრა კაცმა და სესილიც მალე დაემშვიდობა. საათს დახედა უკვე ექვსის ნახევარი იყო, სტუმრები გაახსენდა და მაშინვე გაიქცა მანქანისკენ. -დედაა.-დაურეკა, როცა მაღაზიასთან გააჩერა. -ჰოუ. -რამე წამოვიღო? -არაფერი დე, მალე მოდი.-დედის ღიმილნარევვი ხმა მოესმა და მიხვდა რომ სტუმრები მისულები იყვნენ. -ხუთ წუთში მოვალ.-მანქანა დაძრა და ეზოში შეიყვანა, უბანში გააჩერა, პატარებს ჩაეხუტა და მეოთხე სართულზე აუყვა კიბეებს. კარი შეაღო და ჩანთა საკიდზე ჩამოკიდა, მისაღებში შევიდა და სტუმრებს მიესალმა.-გამარჯობა.-ილია და მარინა გადაკოცნა და დათას გვერდით დაჯდა. თარაში არ ჩანდა მაგრამ იცოდა რომ მივიდოდა. -როგორ ხარ სესილია?-თბილად გაუღიმა მარინამ. -კარგად ქალბატონო მარინა თავად?-მანაც თბილი ღიმილით მიუბრუნა კითხვა. -მშვენივრად. რასშვრება ჩემი შვილიშვილი სკოლაში?-დათას გადახედა. -ძალიან კარგი ბიჭია და ივნისის ბოლოს ბანაკში მიგვყავს მე. -რა ბანაკი?-კითხა აღტაცებულმა დათამ. -დირექტორს ველაპარაკე და წლის საუკეთესო მოსწავლეებს მეცხრე კლასის ზემოთ, ბანაკში წავიყვანთ, მაღალმთიან რეგიონში. ამჯერად სვანეთით დავიწყებთ ალბათ. -აი რას ნიშნავს ახალგაზრდა და კრეატიული მასწავლებელი.-გაიღიმა ილიამ.-თარაში სადარის მარინა?-ცოლს გადახედა და მანაც მხრები აიჩეჩა. -მოვა.-დათას უჩურჩულა სესილიმ და თვალი ჩაუკრა, მანაც თვალები მოჭუტა და ჩაახველა. -საიდან იცით?-კითხა მანაც ჩუმათ. -აი ნახავ, მაქსიმუმ ერთ საათში. სულ ასე აკეთებს. -დავნიძლავდეთ მას?-წარბი აუწია დათამ. -რაზე გინდა ჭინკა? -თუ მოვა, ყველაფერს შეგისრულებთ რასაც მოინდომებთ ბანაკში რომ ვიქნებით. -თუ არ მოვა, მე შეგისრულებ.-ხელი გაუწოდა და ორივემ კმაყოფილი სახე მიიღო. კარზე ზარი რომ გაისმა ნიშნის მოგებით გადახედა დათას რომელიც გაოცებული იყურებოდა. კარი სამზარეულოდან გამომავალმა ნანამ გააღო და მისაღებიდანაც გაიგეს როგორ გაისმა თარაშის სახელი. -აუ მას ღადააობთ?-გაოცებულმა კითხა ხმამაღლა. -დაუჯერე ბებიას შვილო.-თავში წაოვარტყა მსუბუქად და გაუცინა. თარაში მიესალმა, გადაკოცნა, გიორგის გადაეხვია და დათას გვერდით თავისუფალ ადგილას დაჯდა. -აუ ძია ეს რა გააკეთე რაა.-აბუზღუნდა დათა. -რაო ჩიტო გაები ორკვირიან მახეში?-გაიცინა და თმა აუჩეჩა. -რახდება?-იკითხა თარაშმა. -გაჩუმდი თორე ნიშანს არგაღირსებ არც სამოქალაქოში და არც ისტორიაში.-გააფრთხილა და ისიც გაისუსა. -ჯოჯოხეთისთვის გამწირე ძიაა.-ამოიკნავლა საწყლად. -რაიყო ბიჭო, ეგეთი ტირანი ვარ ჩემი სურვილების რო გეშინია?-წარბი აუწია. -მამენტ კი.-თავი დაუქნია. სესომ კი ისეთი სახე მიიღო რა მაკადრეო. -შენ კლასი ვინ განდო?-აქამდე ჩუმად მყოფმა თარაშმა კითხა და გაოცებული მზერა მიაპყრო.-დათა მითხარი თორე იმ ოთახში შესვლას არ გაღირსებ ჩვენ როვიცით.-წარბი აუწია. -ღმერთო შენ მიშველე.-ამოიდუდღუნა დათამ და წამოდგა, ილიასთან მივიდა და გვერდით მიუჯდა.-მიშველე რა. -სესი მოდი დეე.-სამზარეულოდან გამოსძახა ნანამ. -მოვდივაარ.-გასძახა სესო და წამოდგა, სამზარეულოში შევიდა და დედასთან დადგა.-რახდება. -რასაყვარლებიხართ დეე, აბა ტატუ მანახეე.-მაისური გვერდით გადაუიწია და შეჰკივლა.-რაარის გოგო ეს რაწითელია.-დაიკივლა და სესომაც პირზე ააფარა ხელი და აკისკისდა. -ვაიმე ცუდათ ვაარ.-აკაკანდა და სიცილისგან მოიკეცა, გიორგი შევარდა გაოცებული და სიცილისგან მოკეცილი შვილი და შეშფოთებული ქალი რომ დაინახა კიდევ უფრო ჭყიტა თვალები, გიორგის თარაში მიჰყვა და მათ დანახვაზე გაეცინა.-წყალიი.-ამოიხრიალა სესილიმ და ნანამაც სწრაფად გაუწოდა ჭიქა.-ვაიმე დედა ცუდათ ვარ, ეს რაიყოოო.-ძლივს ამოისუნთქა და მამას გახედა.-მამაა ცუდათააა შენი ცოლის საქმე, ბერდება მგონი. -რახდება ამიხსნით?-ისევ გაოცებული იყო. -რახდება მამა და შემომიტყუა აქ მემეგონა მოხმარება უნდათქო და დამაყენა რასაყვარელი ხარო, ტატუ მაჩვენეო, ვაჩვენე და იკივლა რაწითელიაო.-ისევ გაიცინა. -აუ გამისკდა გული რა.-გულზე მიიდო ხელი გიორგიმ.-გოგო აბა რაგეგონა?-დაუტია უცბათ. -მერავიცოდი რომელი სტაჟიანი ტატუს მოყვარული მე ვარ?-დაუტია ქმარშვილს.-ღმერთო როგორ შემეშინდაა. -არა რაა არუნდა მეჩვენებინა.-დაიბუზღუნა სესილიამ და ოთახიდან გავიდა. მისაღებში დაჯდა და ამოისუნთქა. -რახდება შვილო?-კითხა ილიამ. -ტატუ გავიკეთე სადღაც სამი საათია და დედაჩემმა სიწითლე რომ დაინახა ცუდი რეაქცია ჰქონდა.-გაუღიმა. -აი მე რა მაქვს.-მარინამ კეფაზე თმა აიწია და კისერზე გამოსახული ლოტუსი დაანახა.-უკვე ზომაზე მეტად მომწონხარ.-თვალი ჩაუკრა და თმა ისევ ჩამოიშალა. -ლამაზი ტატუა.-აღნიშნა სესომ და დათას თვალი ჩაუკრა. -მეოთხე ტატუს როდის აპირებთ ქალბატონო სესილია?-თარაშმა გადახედა ირონიულად. -როცა მომინდება.-გაუღიმა ნაგლად და წყალი მოსვა. -დანარჩენი ორი სად გაქვს სესო?-კითხა მარინამ და წარბები აუთამაშა. -არავის ეუბნება, თავისთვის იტოვებს.-ირონიულად თქვა ისევ თარაშმა. -შენ რა გაჭიკჭიკებს ნეტავ ვიცოდე, შენ თუ გგონია ჩემი ყველა ტატუ თვალხილულია იდიოტი გამიზრდიხარ შვილო.-გაიცინა მარინამ. -რას გაუგებ ამ ქალებს თარაშ?-კითხა ილიამ და თვალი ჩაუკრა. -რო ვერ ამოვიცანი იმიტო არ მყავს ცოლი.-გაიცინა და დათას გადახვია ხელი.-არ გინდა ბიძი არც ცოლი, არც შეყვარებული შეირგე ცხოვრება და იყავი შენთვის. -ნეტა შენი სიტყვების თავად გჯეროდეს.-ხმადაბლა უთხრა სესომ და დათას ჩაუკრა თვალი. -გყავდა საცოლე მაგრამ არ მოიყვანე ჰოდა იბოდიალე ახლა ეგრე.-შეუღრინა მარინამ. -მე თავიდანვე ვიცოდი რომ იმ გოგოს ცოლად მომყვანი არიყო.-მხრები აიჩეჩა ილიამ. -მშვენიერი გოგო იყო.-ისევ თავისას აგრძელებდა მარინა. -დედა გაჩერდი გეხვეწები რაა.-მწარედ ჩაეცინა თარაშს. -მე შვილიშვილი მინდა! დათა უკვე გავზარდე კიდევ მინდა პატარა ფუშფუშა ბავშვები. -დედა რა გინდა რომ გითხრა?-გაუცინა თარაშმა.-პირდაპირ მკითხე რისი კითხვაც გინდა. -ვინმე გიყვარს საერთოდ? -მიყვარს.-თავდაჯერებულმა უთხრა და გაეცინა. -ვინ?-გაოცებული იყო მარინა. -დედაა შენი აზრით თქმის მერიდებოდა აქამდე და იმიტომ არგითხარი? -რამდენიხანია? -1 წელია. -ერთად ხართ?-დააყარა კითხვების კორიანტელი. -არა.-თავი ღიმილით გააქნია. -რატო შვილო, გრცხვენია?-კითხა შეწუხებული სახით. -აუ დედა სერიოზულად?-იმდენი იხარხარა თარაშმა რომ ცრემლებს ხელისგულებით იწმენდდა. სესილია კი გაოცებული უყურებდა მის სიცილს, მოსწონდა მისი ყურება როცა იცინოდა.-გპირდები მაქსიმუმ 4 თვეში რძალი გეყოლება.-თვალი ჩაუკრა და წყალი მოსვა. -ვიმახსოვრებ, თქვენც დაიმახსოვრეთ.-ყველას გადახედა და გაეღიმა. ნანას მაგიდის გაწყობაში მიეხმარა და მაგიდასთან დასხდნენ, სესოს კლასელმა დაურეკა ნოდიკომ და მანაც სიხარულით უპასუხა. -გისმენ. -სად ხარ სესიკული?-კითხა როგორც ყოველთვის მხიარულმა. -სახლში, რახდება? -რახდება გოგოჩკები და ის ადგილი გაგირკვიე, საოჯახო სასტუმროა, სახლში იქნებით, ძალიან კარგი სიტვაცია იქნება, გაწყობს? -საიდან იპოვე.-გაეცინა ნოდიკოს ყოვლისშემძლეობაზე.- გვაწყობს კი. სად არის ტერიტორიულად. -უშგულშია დისგულო. -ერთწამს მაცადე.-მისაღებში შევიდა.-მამაა, უშგულში კარგი გზებია? ივნისში რო წავიყვანო ბავშვები. -ბანაკის ბავშვები?-კითხა გიორგიმ. -კი. -თუ ივნისის ბოლოს წახვალთ კარგი იქნება, უსაფრთხოც მეტნაკლებად.-გაუღიმა. -ნოდარიკოო, პირველ ივლისს მინდა, 14 დღით. ფოტოები გადმომიგზავნე როგორი სახლია. -არარის პრობლემა. დედაშენი მომიკითხე. -შენც.-გაეცინა და ტელეფონი გაუთიშა.-ნოდომ მოგიკითხათ ქალბატონო ნანა. -ეე შვილო მეც კი გეუბნებოდი თავის დროზე დააფასე ის ბავსვი ასე რო უყვარხარმეთქი მარა როარმომისმინე იმიტოა რო ჭკნები შინაბერა. -აუ დედა ნუ დაიწყებ ხოლმე გეხვეწები რაა, არმინდა მე გათხოვება, რატო მაძალებ?-მობეზრებულად კითხა და წვენი მოსვა. -შენც გახდები დედა და მიხვდები.-დაუცაცხანა. -ან გავხდები ან არა.-გაუღიმა ნიშნისმოგებით მაგრამ ამღიმილში სევდაც იგრძნობოდა. -როგორმინდა ისევ პატარა იყო რო გვარიანად ჩაგთეთქვო. -დედა ნუ იღლი თავს ნერვიულობით, გავთხოვდები აბა რასვიზამ, შინაბერა მასწავლებელი მტერს.-ლოყაზე აკოცა და გაუღიმა. -ჰო მაგაში ვეთანხმები.-გაეცინა თარაშს. -შენ ჩუ.-შეუღრინა და ჭამა განაგრძო. -არა კაი ათხოვებ და გინდა გათხოვდეს მესმის მარა მე არ მეკითხები?-წარბი აუწია გიორგიმ ცოლს. -მამა ჰოარგინდა როგავთხოვდე.-წამწამები აუფახუნა. -ჯერ არა, ერთი სამოცამდე ადი შვილო და მერე გათხოვდი.-ირონიულად უთხრა. -ცხოვრების ბოლომდე ვერ მომიშორებთ.-გაუღიმა მშობლებს და მათ შეშინებულ სახეებზე აფხუკუნდა. -დაგენიძლავები მალე გათხოვდები.-გაუცინა თარაშმა. -დასკვნა დადო ბაბუმ.-დათას გადახედა სესომ. -ამან ახლა ბაბუ დამიძახა? -გამელოტებული კი ხარ და თუ გინდა დიდ ბაბუს დაგიძახებ.-ნიშნისმოგებით გადახედა. -ორივე ბავშვები ხართ, არცერთის დაოჯახება არიქნება.-ხელი ჩაიქნია ილიამ. -დათა დაგასწრებთ ორივეს და მერე მიყურეთ ასე.-ახლა გიორგიმ წამოიწყო და სამივემ ერთდროულად აატრიალა თვალები. -მე შეყვარებული მყავს.-ამაყად გამოაცცხადა დათამ და სესის და თარაშს ერთად გადასცდათ წვენი. -რაო?-იკითხა ხმაჩახლეჩილმა თარაშმა. -ლანა ქვია. -რაო?-ახლა სესილიმ გაიკვირვა.-ჩვენი ლანა?-გაეღიმა. -ჰო.-თავი დაუქნია. -საღოლ ძმაო, აი გემოვნებაც ამას ქვია რაა. ამის იმედი გქონდეთ მარინა დედა.-გაეცინა სესოს.-კლასში იციან ბოშო? -არა. -ძალიან კარგი, დიდხანს დამალეთ. ჰოიცი სიყვარულსა მალვა უნდაო.-გაუცინა.-ჩემი დაქალის დიშვილი ნახეე. -თეკლას დიშვილზე იძახით დეე?-გაუცინა ნანამ. -ჰო.-ტელეფონს დახედა.-ზოგჯერ მგონია რო ეს გოგო სუპერმენია, ძაღლი ახსენეო რაა. გისმენ თეკლუ. -ნანაჩკა მანდ არის?-მოცინარმა უპასუხა. -კი. -სპიკერზე ჩართე მალე. -ჩავრთე. -ნანაჩკა გოგო ახლა ნამდვილად ვწუხვარ თქვენი შვილის შინაბერობას, ჩემ 13 წლის დიშვილსააც კი შეყვარებული ყავს და დაგრჩებათ ეგ ეგრე. ისე გარიგებაზე არგიფიქრიათ?-მიაყარა სათქმელი და სესილისაც აუტყდა ისტერიული ხარხარი. -დედა დამეწყო.-სიცილით ძლივს ამბობდა და სიცილისგან იატაკზე ლამის მოიკეცა. -რა დაეწყო ოღონდაც, ორსულად აშკარად არარის.-იკითხა თარაშმა. -ეჰ შვილო, მაგას ახლა ისტერიული სიცილი აქვს, ამოხეთქავს ხოლმე ერთიანად ნაგროვებს, ვერ გააჩერებ კაიხანი.-სიცილით თქვა ნანამ.-თეკუუ, ხვალე გამოდი და ბავშვიც გამოიყვანე, შვილიშვილს ეს არ მაღირსებს და შენ პატარას მაინც მოვეფერო. -ყავა დამახვედრე და ამოვალ, ლანაც უნდა წმაოვიყვანო გავაგიჟებ მაგას.-გაიცინა თეკლამ.-წავედი ნანუ.-გათიშა და სესილისაც ხელიდან გაუვარდა ტელეფონი. -წყალი მინდა.-ამოიხავლა 40 წუთიანი სიცილის მერე. მთელი თვაალების გარსი დაწითლებული ჰქონდა და ისევ ეცინებოდა. -რა შარში გავყავი თავი.-ჩაქიდუდღუნა თარაშმა. -რათქვი ბიძი?-კითხა თვალებგაბრწყინებულმა დათამ. -გაჩუმდი ბავშვო.-შეუღრინა და მერე გაეცინა. უკვე დამშვიდებული სესილი გამოვიდა სამზარეულოდან და თავისი ადგილი დაიკავა. -ბოდიში.-მორცხვად თქვა და საფეთქელზე მიიდო ხელი. -ახლა თავი აგტკივა, მერე ძილი მოგერევა და მკვდარივით დაგეძინება, დილით კიდევ საშინელ ხასიათზე გაიღვიძებ არა?-კითხა თარაშმა როცა მაგიდ აალაგეს და დივნებზე გადაინაცვლეს. -ჰო.-გაკვირვებულმა უხრა და შეხედა. -გადაღლილიხარ ბიძია გადაღლილიიი.-წარბები აუქაჩა და თვალი ჩაუკრა. -კაიი? არვიცოდიიი.-მობეზრებით აატრიალა თვალები.-ნერვოპათოლოგი ხარ ბიძიკო? -არაა, ძალიან შორსაა ჩემი პროფესია. -გინეკოლოგია.-უთხრა დათამ და გაიცინა. -ეგ არუნდაგეთქვა დათიი.-თავი დანანებით გააქნია ნანამ. -რატო?-გაიკვირვა ბავშვმა. -პანიკურად ეშინია გინეკოლოგი კაცების.-გაეცინა ნანასაც. -რატო?-გაკვირვებული ჩანდა თარაში. -დედას ბრალია.-გადაჭრით თქვა და ნერვიულად ამოიხვნეშა.-უფროსწორად დედას სიზმრის. -რა უქენი ამისთანა.-გაიკვირვა გიორგიმაც. -6 წლის წინ სიზმარში ვნახე ვითომ მეუბნებოდა უშვილო ვარო, ავხტი დავხტი და წავიყვანე ექიმთან შემოწმებაზე გოგი ერქვა, დამპალი კაცი ეგ. გასინჯა და მეტი არაფერი ვიცი არაფერს მეუბნება, მერე აღარსად წამომყვა. -გოგი სადაღაშვილი?-იკითხა ილიამ. ნანა დაეთანხმა და თარაშმაც ხმადაბლა შეიკურთხა. -პირველი არ ვყოფილვარ როგორცჩანს.-სევდიანად გაიღიმა სესილიამ. -ესეიგი გოგი არა?-მწარედ ჩაეცინა გიორგის, უკვე ყველაფერს ხვდებოდა. -მაგარ შარში გაყო თავი და ჩააძაღლეს მერე. -როგორ ვთქვა რომ არ მიხარია?-ამოიოხრა ნანამ. სესოს მატკლისფერი დაედო და გიორგიმ შეამჩნია შვილის ფერწასული სახე და აკანკალებული ხელები. -მაა კარგადხარ?-კითხა შვილს და გულზე მიიკრა. -კარგად ვარ.-გაუღიმა და წყალი მოსვა. ცოტახანს იჯდა და უსმენდა მათ, მერე ნინიმ დაურეკა და აივანზე გავიდა.-გისმენ ნინჩ. -როგორხარ პატარავ?-კითხა მხიარულად. -კარგად შენ?-გაეცინა და ისე კითხა. -რავიცი გოგო, მაგარიამბავი მაქვს, ხვალე შუადღით გამოვალ და გეტყვით შენ და თეკლას. -მისმინე, თეკლა მოვა ხვალე ჩემთან 4ზე და შენც მაგდროს მოდი.-გაეცინა ნინის აჟიტირებულ ხმაზე. -კაი პაწკუუ.-კოცნის იმიტაცია გამოუგზავნა და გაუთიშა, ცოტახანს აივანზე იდგა, მერე თარაში ამოუდგა გვერდით და სიგარეტს მოუკიდა. -დედაშენის შიში, უსაფუძვლო არყოფილა?-კითხა ისე რომ ჰორიზონტისთვის თვალი არ მოუშორებია. -ჰო.-ამოიჩურჩულა და კბილებშორის მოიქცია ქვედატუჩი რომ არ ატირებულიყო. -სხვა ექიმთან არ ყოფილხარ? -არა, რა აზრი ჰქონდა? -რაო რაგითხრა? უშვილო ხარ და ვერაფერს უშველიო?-ირონიულად თქვა. -ჰო.-ხმაგატეხილმა თქვა. -ხვალე გაკვეთილებს რომ მორჩები სკოლასთან დაგხვდები, ჩემ კურსელთან წაგიყვან, მე გაგსინჯავდი მაგრამ კაცი გინეკოლოგების გეშინია და აბა რანაირად?-ჩაეცინა.-ერთ-ერთი საუკეთესოა არშეგეშინდეს. -არმინდა. -სესილია მაბრაზებ! არშეიძლება გლოვა იმაზე რაც იმ თაღლითმა გითხრა, იქნებადა ძალით გითხრა ეგ? გთხოვ ჩემი ხათრით გააკეთე ეგ. -რატო აკეთებ ამას თარაშ?-მისი ამოუცნობი ფერის სფეროები შეანათა და ორივემ იგრძნო განსხვვებული მუხტი, რომელიც ორივეს შინაგანად სჭამდა. ვეღარ მოითმინა თარაშმა მასთან მივიდა, ჩაეხუტა და საფეთქელზე აკოცა. -მენდე.-ჩასჩურჩულა და თმაზე დაუსვა ხელი. მერე მოშორდა და ისევ შიგნით შევიდა. კიდევ დიდხანს იყვნენ და მხიარულობდნენ ერთად. უკვე გვიანი იყო რომ წავიდნენ და მილაგების შემდეგ, დაწვნენ დასაძინებლად. დილით რვის ნახევარზე ადგა, გიორგის და ნანას უკვე ეღვიძათ, დილის პროცედურები ჩაიტარა, შავი კლასიკური შარვალი, ვერცხლისფერი მისური და ვერცხლისფერი მაღალქუსლიანი ჩაიცვა, თმა დაისწორა და სამზარეულოში გვიდა. -სკოლიდან რომ წამოვალ საქმეზე უნდა გავიდე და ნინი და თეკლა მოვლენ დეე და დააოკე სანამ მოვალ.-გაუცინა, ლოყაზე აკოცა და წყალი მოსვა. -წამო გაგიყვან მა, მეც სამსახურში მივდიარ.-შვილს გაუღიმა გიორგიმ და წამოდგა. ნანას დაემშვიდობნენ და სახლიდან გავიდნენ, სკოლასთან გაუჩერა მანქანა, ლოყაზე აკოცა მამას დაემშვიდობა და შიგნით შევიდა. ჭორიკანა მასწავლებელი დაუდგა და წარბები აუთამაშა. -რისი კითხვა გინდა ეკა?-გაუცინა მეგობარს. -ვინ იყო ის ზესიმპატიური მამაკაცი რომ მოგიყვანა?-მის კითხვაზე გულიანად გაიცინა. -მამაჩემი იყო ეკუნ, მამაჩემი.-გაუცინა და სამასწავლებლოში შევიდა. -ხუმრობ? აკვანში გაგაკეთა?-ცოტა თამამი ქალი იყო და არაფრის ერიდებოდა, შეატყვეთ ალბათ. -49 წლისაა.-გაუცინა და თავის სადამრიგებლოს ჟურნალი აიღო, ზარი დაირეკა თუარა სამასწვლებლოდან გავიდა და თავის კლასში შევიდა.-გამარჯობაა სიხარულებოო..-ბავშვებს გაუცინა და მაგიდასთან მივიდა.-რატო ხართ ასე ცოტა? -მოვლენ მაას, დაბლა იყვნენ ჩასულები.-უთხრა ნინიმ და გაუღიმა. ფანჯარასთან მივიდა და ეზოდან დაინახა თავის მოსწავლეები, ფანჯარა გამოაღო და თავი გადაყო.-ბავშვებოო, მალეეთ.-სიცილით უთხრა და მათაც ჩქარა ამოირბინეს. -ქალბატონო მასწავლებელო, არგადავარდეთ.-თარაშის ხმა მოესმა და გაკვირვებულმა გაიხედა უკან. -თარაშ?-გაიკვირვა სესილიამ. -როგორც მხედავთ.-გაუცინა.-გამარჯობა ბავშვებოო.-გაოცებულ გოგოებს გადახედა. -აქ რაგინდა? -დათუნას ტელეფონი დარჩა მანქნაში და უნდა მივცე. -ძიაა, რაგინდა აქ?-გაუცინა და მასწავლებელს თვალი შეუმჩნევლად ჩაუკრა. -ტელეფონი დაგრჩა, გაკვეთილებისმერე მოგაკითხავ. -მას, რო დარჩეს შეილება?-თხოვნით გახედა დათამ. -თუ ისტორიით დაინტერესებულია ბრძანდებოდეს.-გაუღიმა, თარაშმაც მხრები აიჩეჩა და ბოლოსკენ წავიდა, თავისუფალ მერხზე მოთავსდა და თვალი ჩაუკრა დაფასთან მდგარ სესილიას.-ღმერთო შენმიშველე.-ამოიდუდღუნა და ბვშვებს მიუბრუნდა.-ვინ მოყვებით? -მეე მას.-ხელი აიწია ლანამ და სესილიც სიხარულით დასთანხმდა, მაგიდას მიეყრდნო და მისი მოსმენა დაიწყო, როგორ ყვებოდა ლანა საბჭოთა კავშირზე გაკვეთილს და როცა მორჩა რღმად ამოისუნთქა. -გაკვეთილის ბოლომდე იაქტიურე და ნიშანს დაგიწერ.-გაუღიმა და დანარჩენებს გადახედა.-რომელი უნდა ავხსნა?-კითხა ბავშვებს და ამოიოხრა. -20-30იანი წლები მას.-წამოიძახა დათამ და წიგნი გადაშალა. სესილიამაც ცარცი აიღო და დაფაზე, თარიღები და მოვლენები ლამაზი ხელწერით ჩამოწერა, მერე მობრუნდა და ახსნა დაიწყო. უყურებდა თარაში როგორ დიდი სიამოვნებით ხსნიდა გაკვეთილს სესილია და გულში დიდი სითბო და სიყვარული ეღვრებოდა. აგიჟებდა ეს გოგო თავისი ამოუცნობი ხასიათით.-რამე ტერმინი ან მოვლენა ჰოარ გაინტერესებთ გაკვეთილიდან?-კითხა და გაუღიმა ბავშვებს. -არა მას.-წამოიძახა ერთ-ერთმა. -მე მაინტერესებს.-ხელი აიწია თარაშმა. -გისმენ.-სასაცილოდ შეწმუხნა ცხვირი სესომ. -რამდენ კლასში შედიხარ დღეს? -მარტო აქ და მეთერთმეტეში. -რომელსაათზე ხარ თავისუფალი? -ორზე.-თვალები აატრიალა სესომ. -კარგი, ორზე გამოვივლი და წაგიყვან იქ რო გითხარი, უარი არ მიიღება, მორჩა.-წამოდგა, ბავშვებს დაემშვიდობა და კლასიდან გავიდა. დათას გადახედა წარბებს უთამაშებდა და იცინოდა, თითი დაუქნია და ისიც გაჩერდა. კიდევ ორი გაკვეთილი ჩაატარა და ორიც გახდა. დათას შეაკითხა კლასში, მანაც ჩანთა აიღო და კლასიდან გამოვიდა. სხვა ბავშვებსაც დაემშვიდობნენ და სკოლიდან გავიდნენ. გასასვლელთან ეკა შენიშნეს კოლეგებთან მოლაპარაკე, ყველას დაემშვიდობა სესილია და სკოლის წინ მდგარი თარაშისკენ წავიდა დათასთან ერთად. -მოვედით.-შესძახა დათამ. -ბებო გელოდება სახლში.-მანქანისკენ უბიძგა. დათაც მაშინვე უკან შეხტა, თარაშმა კი წინა კარი გაუღო სესოს და ისიც სიცილით წავიდა მანქანისკენ, მერე ეკას მტაცებლური ზერა დაინახა და სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა თარაშს ლოყაზე აკოცა. მალევე მიხვდა თარაში რაში იყო საქმე და გველურად ჩაიცინა. თავი გააქნია, მანქანას მოუარა და ჩაჯდა. დათა, სახლთან მიიყვანა და მანქანა დაძრა, მალევე გააჩერა საავადმყოფოსთან და რო შეატყო როგორ ნერვიულობდა სესილია, ხელი მაგრად ჩაკიდა.-ნუ გეშინია.-გაუღიმა და საფეთქელზე აკოცა, როგორც ყოველთვის. მანქანიდან ერთად გადავიდნენ, მიმღებში ყველამ იცნო თარაში და ყველა მიესალმა, უპრობლემოდ ავიდნენ ქალბატონი ელენას კაბინეტში და იქ შესულებს მხოლოდ ქალბატონი დახვდათ.-შეიძლება ქალბატონო ელენა? -თარაშ?-სიხარული აღებეჭდა სახეზე.-როგორხარ ბრო? -კარგად ელი, საქმე გვაქვს, როგორც საუკეთესოსთან ისე მოვედით შენთან. სესი გაიცანი ჩემი მეგობარი ელენე, ელო ეს სესოა, გიორგი ჰოიცი ტრავმატოლოგი, იმის შვილია. -სასაიამოვნოა.-ერთხმად თქვეს. -აქ რამ მოგიყვანა?-გაუღიმა როცა მისი ანერვიულებული სახე დაინახა. -6 წლის წინ ვიყავი ექიმთან და მითხრა რომ უშვილო ვიყავი და ახლა გავიგე რომ თაღლთი იყო და ეჭვი მაქვს რომ არასწორი პასუხი მითხრა.-ამოიოხრა. -კარგი, არარის პრობლემა, გაგსინჯავ.-თავისი ხელით აუღო ანალიზები, მერე გვერდით ოტახში გაიყვანა ექოსკოპიაზე. -რამენ ხანში იქნება ანალიზები? -ერთ საათში, დაჩქარებულად ვაკეთებინებ.-გაუღიმა.-აქ მსგავსი რაფერი ჩანს, არამგონია რომ სიმართლე ეთქვა, თუ რამე დრღვევაა, გამოვასწორებთ, არარის პრობლემა. ეს მოიწმინდე და გამოდი.-ისევ გაუღიმა და ოთახიდან გავიდა, მალე მიყვა სესოც და თარაშის წინ ჩამოჯდა.-რამე გადაცილება ჰომარ გქონია, ან გვიან ჰომარ მოგსვლია ან ადრე? -არა, არასდროს. -ყრუ ტკივილები? -არა.-თავი გააქნია. -კარგი, 10 წუთში იქნება პასუხები.-ამოისუნთქა და საზურგეზე გადაწვა. ლაპარაკში გალიეს დრო და ბევრიც იხალისეს ერთად, ექთანმა შემოიტანა ანალიზები და ისევ გავიდა.-ვნახოთ რა სჭირს შენ საშვილოსნოს.-გაუღიმა და სისხლის საერთო ანალიზის პასუხები გახსნა. კარგახანს ამოწმა ყველაფერი ნორმაში იყო თუარა.-მოკლედ არანაირი დარღვევა არგაქვს, სხვადროს რამდენიმე ექიმთან გადაამოწმეხოლმე.-გაუღიმა.-სრულიად ჯანმრთელი ხარ.-თვალები აუცრემლაინდა და სახეზე აიფარა ხელები, რღმად ამოისუნთქა და გაეცინა. საავადმყოფოდან მალევე გამოვიდნენ, მანქანასთან მისულმა ვეღარ მოითმინდა და თარაშს მაგრად მოხვია წვრილი ხელები. -მადლობა.-ჩასჩურჩულა და ლოყაზე აკოცა. მანქანაში ჩასხდნენ და სახლისკენ გაუყვნენ გზას. კორპუსთან გაუჩერა მანქანა თარასმა და ჩაფიქრებულს გახედა, ცოტახანს უყურა მერე კი თავადაც გაეღიმა. -სესი.-მხარზე შეახო ხელი და მანაც მალევე შემოხედა ცრემლიანი თვალებით.-რა გატირებს?-გაოცებული უყურებდა. -მე პატარა მეყოლება. მე შემეძლება რო პატრა მყავდეს. ამდენხანს მეგონა რომ ამას ვერასდროს შევძლებდი. შემიძლია თარაშ გესმის? გაიგე? პატარა მეყოლება, მოცუცქნული საყვარელი, ბუშტი.-ცრემლები სცვიოდა თვალებიდან და მალე ისტერიკა დაეწყობოდა, ხელი მოხვია თარაშმა და გულზე მიიკრა საყვარელი ქალის სხეული, თან ამშვიდებდა. -პატარა გეყოლება, პუტკუნა და ლამაზთვალება, თან ერთი კიარა რამდენიც მოგინდება იმდენი.-ეჩურჩულებოდ და თმაზე ეფერებოდა.-დამშვიდდი ნუღარ ტირიხარ. შემომხედე სესი, შემომხედე.-თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა. -ბავშვი მინდა.-გაიცინა სესომ და თარაშიც აიყოლია.-უნდა გავთხოვდე, ნეტა ისევ ვუყვარვარ ნოდოს?-გადაიკისკისა, თარაში კიდევ უცბათ გამწარდა და თვალები დახუჭა. -ანუ გათხოვება და ბავშვი გინდა?-წარბი აუწია და ისე შეხედა მოცინარ ქალს. -მინდა. -გამომყვები ცოლად?-დაუფიქრებლად უთხრა მაგრამ სესოს კი შეახმა სიცილი სახეზე. -ჰა? -ჰო რაიყო, ქმარი და ბავშვი ჰოგინდა?-გაეცინა. -დამანებე თავი რა, მიგდებს მასხრად.-გაეცინა.-ჯერ მაინც არგავთხოვდები. -დაგელოდები ცუნცულ.-წარბები აუთამაშა. -მასხარა. მადლობა თაშ.-ლოყაზე აკოცა და მანქანიდან გადახტა. სწრაფად აირბინა კიბეები, თარაში კი უყურებდა მიმავალს და ეღიმებოდა. -ეს გოგო მაინც ჩემია.-დაუფიქრებლად თქვა და მანქანა დაძრა, ბიჭებს დაურეკა და ბარში შეკრიბა. სესილიამ კი ოთხი სართული აიფრინა და სახლში ბედნიერი შეფრინდა. -დედიი, მოვედიიი.-მისაღებში შეაჭრა და დედამის და დაქალები დალანდა, ლანაც იქ იყო. -რაბედნიერიხარ?-ეჭვით გადახედა ნანამ.-სადიყავი სკოლის მერე დედას ჩიტო? -თარაში ვნახე.-მხრები აიჩეჩა და რომ მიხვდა რაც თქვა თავისი თავი დასწყევლა. -თარაში ვინარის?-გაიკვირვა ნინომ. -თარაში? ჰოო, აი ლანას შეყვარებულის ბიძა.-ლანას შეაწმინდა ხელები. -რაო დედი თარაშმა?-ეშმაკურად ჩაიცინა ნანამ. -მოკლედ მაშინ ექიმთან როვიყავით, იმ კაცმა მითხრა რომ უშვილო ვიყავი.-ამოიოხრა.-თარაში მიხვდა გუშინ ყველაფერს და დღეს ძალით წამიყვანა ექიმთან, შვილსაც გავაჩენ და თან არაერთს.-გაოცებულ დედას, დაქალებს და მოსწავლეს გადახედა. -თვითონ რატო არ გაგსინჯა? -ეგღა მაკლია თარაშს ვუსალო ფეხები.-შეუღრინა დედას და ლანას იქყოფნა რო გაახსენდა ენაზე იკბინა.-გასასინჯად ვიგულისხმე.-ჩაილაპარაკა და თეკლას გადახედა. -ნუ უყურებ შენ ლანას ეგრე, აქეთ გასწავლის რა და როგორ.-გაეცინა და ლანაც აიყოლია. -მოკლედ ახლა მე უნდა გითხრათ რაღაც.-გაიცინა ნინიმ. -გისმენთ.-თქვა ნანამ. -ორსულად ვარ.-წამოიძახა და ცოტახანში ყველამ გაიაზრა რაც თქვა ნინიმ. ოთხივე ულოცავდნენ და ერთი ამბავი ჰქონდათ. ცოტახანში ლანა წამოდგა და დათუნას სანახავად წავიდა. -აბა რა თარაშიო, რას ამბობდი?-წარბები აქაჩა ნინიმ. -იცი ვინარის თარაში? ჩემდაბადებისდღეზე და ბანკეტზე რომ მეცეკვა ეგ უცნობია თარაში. -არააა?-გაიკვირვა თეკლამ. -ეგ სექსბომბა კაცი?-წამწამებს აფახუნებდა ნინი. -დიახ. -ბედია ბეეედი.-თავის აზრზე იყო ნანა. -ცოლად გამომყევიო.-გადაიკისკისა სესომ. -რაო?-სამივემ ერთხმად შესძახა. -ბავშვი მინდა მეთქი, წავალ ვინმეს გავყვებიცოლადთქო და მე გამომყევიო.-ისევ იცინოდა. -გაყევი.-თეკლამ და ნინიმ ერთხმად წამოიძახეს. -რა გავყვე გოგო ცუდათ ჰოარხარ?-ისევ გაეცინა. -ეგ ისეთი კაცია ძმაო უნდა გაყვე აბა ისე როგორ?-მხრები აიცეჩა ნინიმ. -გაკლიათ რაა.-კიდევ დიდხანს ისაუბრეს, მერე გოგოებს ქმრებმა მოაკითხეს და გიორგიც მოვიდა, გადაღლილი. ყოველდღე დადიოდა სკოლასი, ყოველდღე ნახულობდა თარაშს, მის ოჯახს და ხვდებოდა რომ არიყო გულგრილი ამბიჭის მიმართ, პირიქით ძალიან მოსწონდა და შეიძლება უყვარდა კიდეც. სწავლა დამთავრდა, სულ სკოლაში იყო და ნიშნებს აჯამებდა, პარალელურად ბანაკის ამბებს აგვარებდა. ტარაშმა შესთავაზა, ჩემ სახლში წავიდეთ უშგულშიო და ისიც დათანხმდა, თითო კლასიდან 4-5 ბავშვი გამოდიოდა, სახლი საკმაოდ დიდი იყო როგორც ჩანდა. პირველ ივლისს 25 ბავშვთან ერთად სვანეთისკენ დაიძრნენ, სესილია და თარაში. თამაშებიც მოიფიქრეს და აქტივობებიც შეადგინეს. დილით კი, ახალგაღვიძებულები აჟიტირებულები იყვნენ. 4 საათში უკვე სახლში იყვნენ, შიგნიდან ხმაური გამოდიოდა, სესილია შეშინდა, თარაშმა კი თვალი ჩაუკრა. -ნიკააა.-დაიძახა და სახლიდან ორი ბიჭი ერთმანეთის მიყოლებით გამოვარდნენ, ერთი მირბოდა მეორე მისდევდა. -მოგკლავ შესაცოდაო.-უყვიროდა ერთ-ერთი გაბრაზებული. -თარაშ მიშველე გეხვეწები, დამხვრიტავს როდამიჭიროს.-სასოწარკვეთილი ეხვეწებოდა, ბავშვები სიცილით ერთმანეთს აწყდებოდნენ. -ბიჭო, დაწყნარდით რაგჭირთ?-თარაშიც იცინოდა. -ჩემი ხაჭაპური შეჭამაა.-ბუზღუნებდა ასაკით შედარებით პატარა. -ღმერთო შენ დამიფარე.-ამოიოხრა თარაშმა.-ლაწირაკოო, მერედა რა რამოხდაა? -მშია თარაშ და შენ შეგჭამ უნამუსო ვიყო. -ცოლი არ გამიღვიძო თორე გაჩენის დღეს გაწყევლინებ.-შეუღრინა მეორემაც. -უკვე მღვიძავს და იქნებ ამ ბავშვების მაინც შეგრცხვეთ?-თვალები დაუჭყიტა ორივეს. -სალამი ღლაპუცებო.-გაიკრიჭა სანდრო. -სესი მოდი.-სესილიას დაუძახა თარაშმა- მოკლედ, ეს არის სესილია, ესენი ჩემი მეგობრები არიან, ნიკა, სანდრო და ნიკას ცოლი მარიამი. -სასიამოვნოა.-ერთმანეთის გაცნობის შემდეგ თარაში ბავშვებს მიუბრუნდა. -მოკლედ ბავშვებო, რამდენი გოგო და რამდენი ბიჭი ხართ? -13 ბიჭი და 12 გოგო.-უთხრა სესიმ. -კარგი, სახლში არის 10 საძინებელი, 5 მაღლა 5 დაბლა, ეგ თქვენთვის, ნუ იასნია ჩვენთვის კიდე ცალცალკე. არანაირი შეზღუდვები არგექნებათ არაფერში მაგრამ სადმე რომოგინდებათ სახლის გარდა გასვლა გვეუბნებით რომელიმე ჩვენგანს. თამაშები გაიმართება ყოველდღე, დაიყვებით 5 ჯგუფათ, თითო ჯგუფს ჩავიბარებთ თითოეული ჩვენგანი. რამე გაუგებარია? -არა.-ერთხმად შესზახეს ბავშვებმა. -ჰოდა ახლა, ამ თასიდან ამოიღეთ ფურცელი და ხმამაღლა გამოაცხადეთ ვის გუნდში მოხვდით.-საბოლოოდ, ყველა გადანაწილდა, დათუნა სესოსთან მოხვდა, ლანა კი თარაშთან. ბარგი ოთახებში აიტანეს და გადანაწილდნენ. მართლაც დიდი სახლი იყო, ყველა საძინებელს თავისი სააბაზანო ჰქონდა, მხოლოდ თარაშის და სესოს ოთახს აერთიანებდა სააბაზანო. ცოტა დაისვენეს, მერე კი ქვემოთ ჩავიდნენ და ყველა ერთად შეიკრიბნენ დიდ უშველებელ ხესთან ასევე დიდ უშველებელ ეზოში. -პროგრამაში გვაქვს ისევე როგორც ფიზიკური ასევე შემეცნებითი თამაშები და ასევე ჩემი და თარაშის ერთობლივი იდეით „განძის კუნძული“. დაგირიგდებათ მინიშნებები და მითითებული ტერიტორიის ყოველ ადგილას ჯგუფს შეხვდება ახალი მინიშნება. 5 სხვადასხვა ფერისს ფურცელზე ეწერება მინიშნებები, ყველა გუნდს თავისი ფურცელი ექნება. განძში კი ახალი თამაშის სახელს იპოვით, უფროსწორად გამოცანას რომლის გამოცნობითაც ახალი თამაშისთვის მომზადება შეგეძლებათ.-აჟიტირებულ ბავშვებს გაუღიმა.-თამაშებს ხვალე დავიწყებთ, დღეისთვის სრული თავისუფლება გექნებათ და რაც გინდათ ის აკეთეთ. -ჭაში არ ჩავარდეთ, სადმე არ აძვრეთ და არაფერი მოიტეხოთ და გაიტეხოთ, 3 ექიმი კი ვართ აღჭურვილობით მაგრამ მაინც გაფრთხილდით.-გაიცინა თარაშმა, მომღიმარ სესილიას გადახედა და მერე სანდროს და ნიკას რომლებიც ეშმაკურად იცინოდნენ. -თარაშ, საუზმე მზად არის და მაგიდებიც უკანა ეზოში გავაწყვეთ.-სახლიდან მარიამი გამოვიდა ცოტახანში სესილიასთან ერთად. -ალაგდიით.-დაიძახა თარაშმა და ახარხარდა, უკანა ეზოში გავიდნენ, მთების ულამაზესი ხედი გადაეშალათ თვალწინ და სესილია გაოცებული შესცქეროდა აქამდე არსად ნანახ ასეთ სილამაზეს. ისაუზმეს, იხალისეს მერე ყველამ ერთად დაალაგეს და ეზოში დასხდნენ, ნელნელა სუსხი ეპარებოდა სიოს. ბიჭებმა აიტეხეს კოცონი დავანთოთო და ყველა ერთად აგროვებდნენ ფიჩხებს. გოგოებმა თბილად ჩაიცვეს, ოთახებში ავიდნენ, სესომ ნაჭრის, თავისუფალი, ბორდოსფერი, ბრეტელიანი კობინიზონი ჩაიცვა და ამავე ფერში კლეჩატი პერანგი მოიცვა, ქვემოთ ჩავიდა და ბავშვებისკენ წავიდა. -აბა ხალხო ჰო გაგიგიათ რაც ბანაკში ხდება ის ბანაკში რჩებაო?-წამოიძახა სანდრომ. -ეეე ღლაპუუც ნორმალურად მოიქეცი ცოტა.-დაუყვავა ნიკამ. -მაცადე რაა.-შეუღრინა უფროს მეგობარს.-მოკლედ, რამდენი სვამთ ლუდს?-გაუცინა ბავშვებს. 20მა ბავშვმა ვსვამთო, დანარჩენმა ალერგია გვაქვსო ისიც გოგოებმა. სესო არაფერს ეუბნებოდა, უფლებას აძლევდა ეხალისათ. -როდის მოახერხე ყიდვა?-გაუცინა მარიამმა. -მანქანის სბარგული თუნუქის ქილებითაა გატენილი რძალო. მაგას რამოსწრება უნდოდა?-გაეცინა და თავისი მანქანისკენ წავიდა. მაცივრის ყუთებში ჩაყრილი ჰქონდა გაციებული ჰეინეკენები და სწრაფად ამოიღო ერთი ყუთი.-მოკლედ რაც აქ ვიქნებით გვეყოფა.-გაიცინა და ბავშვებს დაურიგა.-ქალბატონო სესილია, დალეევთ? თუჩემი მოსაზრება მასწავლებელთან დაკავშირებით სიმართლეა და სკოლისგრდა სხვას ვერაფერს ხედავთ?-ამასსხარდა. -როგორი ცუდი წარმოდგენა აქვს ჩემზე.-ლანას გადახედა. -სანდრო ბიძია, ალკოჰოლი და სესილია მასწი ერთი ფუძიდან წამოსული სხვადასხვა განხრით წასული ინდივიდები არიან. -რაიო? რა სანდრო ბიძია გოგო, მოწყდი აქედან. არ დამაბერა ეს 25 წლის ბიჭი.-დაუყვავა უცბათ. -ვაიმე მართლა ღლაპი ყოფილხარ სანდრო.-აკისკისდა სესო, ყუთიდან ლუდი ააცალა და ცეცხლისკენ წავიდა. თარაშის გვერდით დაჯდა და მუხლები მოკეცა. -ბავშვებთან სხვანაირი ხდები.-ცეცხლისთვის თვალი არ მოუშორებია თარაშს ისე უთხრა. -ადამიანი რაც უფრო პატარაა მით უფრო სუფთა სული აქვს, მძულს ბავშვების შემდეგ სამასწავლებლოში შესვლა ან სხვადასხვა თავშეყრის ადგილებში სადაც ბვშვები არ არიან.-ბავშვებს გადახედა და გაეღიმა. ყველა ცეცხლს შემოუსხდნენ, ჩარღმავებულ ადგილას სპეციალურად ჩაბეტონებულში კოცონი გიზგიზებდა და ათბობდა ირგვლივ ბავშვებს. -შენ დიდი ხარ მაგრამ ბავშვივით სუფთა გული გაქვს.-ჩუმად უთხრა და შეხედე, მისი ლურჯი კამკამა თვალები სესილიას ასევე ლურჯ, ზღვისფერ თვალებს მიანათა. -ზედმეტად კარგი ვარ შენ თვალში, ეს ცუდია. -რატომ? -იმიტომ რომ რამე რომ შემეშალოს იმედები მეტად გაგიცრუვდება. -ბიძი, მიდი რამე მოგვიყევი.-თხოვა დათამ და ლანას მხარზე ჩამოადო თავი, თან მის თითებში ახლართა თავისი თითები და გაიღიმა. -რა მოვყვე?-ჩაეცინა თარაშს. -აი ის, შენ კლასელს რო კაბა ჩახადე.-გაიცინა სანდრომ. -აუ ჰოო.-გაეცინა ნიკასაც. -კაი რა.-ჩაეცინა თარაშს. -მოკლედ.-დაიწყო ნიკამ.-მეთერთმეტე კლასში ვიყავით და სკოლის პოპულალური ბიჭების 5ეულში შევდიოდით, კლასელები ვიყავით და ნუ აი როგორ სასტავში ვიყავით იცით? როკაივბიჭობდით და პასტაიანად რაზბორკებზე ვიყავით, ვინ იფიქრებდა რო რაც სახლში ვიყავით სულ ბიოლოგია ქიმიას ვსწავლოპბდით, ვერც ვერავინ იფიქრებდა თუ ექიმები გავხდებოდით.-ჩაეცინა.-მე ყველა გოგოსთან ჩვეულებრივ ვიყავი ერთად 4 შეყვარებულიც მყოლია და 4 გარტყმაც მიმიღია ერთმანეთის მიყოლებით. თარაში სხვანაირი იყო, თუ გოგო ძირფესვიანად არ მოეწონებოდამ, გარეგნობითაც და გონებითაც ვაბშე ძაღლად არ აგდებდა. ჰოდა ერთი კლასელი გვყავდა რაღაც დაგიმალოთ და მთელი სკოლის ბიჭებთან ნამყოფი. ჰოდა ვიზე რითი ნაკლები ვარო და აეკიდა თარაშს, შუა დერეფანში ბავშვებით გადაჭედილ ადგილას დგას და ჭორაობს თარაშის შეყვაებული ვარო, ამ ფსიქოპატმა რო გაიგო ვიღა გააჩერებდა, იმდროს მართლა მხეცი იყო, ჰოდა მივარდა ამ გოგოს და მთელი სკოლის წინ შეარცხვინა და თუ კაცი გინდა უარს არცერთი ქათამი არ გეტყვისო და ისედაც მოკლე კაბა ერთი ხელის მოსმით ჩახადა და საწყალი გოგო ადგილიდან ვეღარ იძვროდა. მე შემეცოდა.-მხრები აიჩეჩა ნიკამ. -მაშინ მეათე კლასში ვიყავი მე და მთელი სკოლა ააბუნტა მაგ ამბავმა.-ჩაეცინა მარიამს.-მერე ვაბშე წავიდა ის გოგო საზღვარგარეთ. ამ დამპალს კიდევ საერთოდ არ აწუხებდა სინდისი.-თარაშისკენ გაიხედა. -გათხოვდა, შვილიც ყავს 5 წლის გოგო. მეცოდება ის ბავშვი.-დაიჭყანა თარაში. -რაიყო სინდისმა შეგაწუხა და გაიკითხე?-ახარხარდა სანდრო. -არა, ჩვენ კლასელს გაყვა.-მხრები აიჩეჩა ნიკამ. -აი ეს მესმის რაა.-ამოიოხრა ლადომ. მეთორმეტე კლასელმა. -სესი მას თქვენც გექნებათ რამე მსგავსი ისტორია, თაყვანისმცემლები არგაკლიათ ალბათ.-ჩაფიქრებულ სესილიას გახედეს ბავშვებმა. -მეცხრე კლასში მომეწონა ერთი ბიჭი.-გაეცინა.-თვითონ მეათეში იყო, ამ ბიჭსაც მოვწონდი, უფროსწორად ასე მითხრეს. მაშინაც სამი დაქალი ვიყავით მე, თეკლა და ნინი, ახლაც ასე ვართ. მერე გავაცნობიერე რომ საერთოდაც არმომწონდა ეს ბიჭი და შევეშვი, უბრალოდ სკოლაში პოპულალური ბიჭ იყო და ამიყოლიეს გოგოების ბუნტმა. ზოგადად არასდროს არავინ მომწონებია, მთელი 26 წლის მანძილზე, ასეც შეილება ითქვას.-ჩაეღიმა.-ახლა ის ბიჭი ჩემიდაქლაის ქმარია და ბავშვს ელოდებიან, თურმე მეკიარა ჩემი დაქალი ნინი მოსწონდა.-გადაიკისკისა. -დაჩიზე ამბობთ მას?-აკისკისდა ლანაც. -დიახ, დიახ. -მაგრამ დარწმუნებული ვარ ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლებოდათ მას.-წამოხტა კიდევ ერთი მეთერთმეტე კლასელი. -შეიძლება მაგრამ იცოდნენ რომ ლაპარაკს აზრი არჰქონდა და მათ მიმართ ვერასდროს ვერაფერს ვიგრძნობდი.-მხრები აიჩეჩა.-რო გითხრათ მთლად მიზანდასახულები იყვნენ და ცდილობდნენ ჩემი გულის მოგებასთქო არა.-გაეცინა. -ან უბრალოდ ვერ ახრხებდნენ.-არხეინად თქვა თარაშმა. -შეიძლება.-მხრები აიჩეჩა. თავი 3 ცეცხლთან ისხდნენ, 25 ბავშვი და 5 ზრდასრული პიროვნება. უყურებდა თარაში, როგორი ლაღი იყო სესილია ბავშვებთან და ხვდებოდა რომ ამ ქალს ვერასდროს დათმობდა ვერაფრის გამო. ფიქრითაც ვერ იფირებდა იმის შესაძლებლობაზე რომ სხვა შეიძლებოდა შეხებოდა მის სასურველ და საყვარელ ქალს. უცნაურად იღიმოდა მთელი საღამო და ეს არც ბავშვებს და არც მეგობრებს გამორჩენიათ, იჯდა ასე უბრალოდ ხან ვარსკლავებით მოჭედილ ცას და ხანაც ცეცხლს შეჰყურებდა. მისი და სესილიას სხეულები იმდენად ახლოს იყო, ასე ეგონა რომ კოცონზე მეტად ის ათბობდა. ისევე როგორც სესილიას ეგონა თარაშთან სიახლოვე გლობალური დათბობა. -ლექსო გიტარა არ გაქვს?-იკითხა პატარა ცისფერთვალება მეცხრეკლასელმა და მეთერთმეტე კლასელ ბიჭს გადახედა. -კი, წამოვიღე, მოვიტან.-სიხარულით წამოფრინდა და სახლისკენ ჩქარი ნაბიჯებით წავიდა, თარაშმა და სესომ ერთმანეთს გადახედეს და გაეცინათ. ლუდი მოსვა სესომ და დანამულ ტუჩებზე ენა გადაისვა. თარაშს კი აენთო გონებაში წითელი და სხვებმა ალბათ ვერც შეამჩნიეს ეს ფაქტი. მალე დაბრუნდა ლექსო, გიტარა იქვე დადო და თავის ადგილზე დაჯდა.-ვინ დაიწყებს.-იითხა და ხელში აათამაშა. -მე.-გაიცინა თარაშმა და გაოცებულ მეგობრებს თვალი ჩაუკრა. -ისტორიული მოვლენის წინაშე ვართ ხალხო.-დაიწყო ნიკამ.-10 წელია არ დაუკრავს.-გამოსვლა დაასრულა და ლუდი მოიყუდა. -იმღერებ ბიძი?-თვალები გაუბრწყინდა დათას. -ვიმღერო?-წარბები აუთამაშა. -აუ კიი.-სესილიამ შემოჰკრა ტაში და თარაშმაც თავი დაუქნია. -“ზღვისფერი გაქვს თვალები და, თავათ ჰგავხარ ზღვას, თუ არ შეგებრალები და, მითხოვდები სხვას, მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას, გადავლხავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს, ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს, შენს სიყვარულს ქარს, და მოგიკლავ მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს… ზღვის ფერი გაქვს თვალები, და თავად ჰგავხარ ზღვას.” /კ.გამსახურდია/ დაასრულა თუარა, წინადადება ჩარკვიანის „მე გადავცურავ ზღვას“ გააჟღერა. აჟრიალებდა ისე სიამოვნებდა მისი ხრიწიანი ხმის მოსმენა სესიალიას. ვითომ ხო არაფერი, უბრალოდ მღეროდა მაგრამ ამ ნამიოკს კარგად იაზრებდა და გულში ბედნიერებისგან ინთებოდა. თვალს არ აშორებდა მისთვის სასურველ მამაკაცს და უფროდაუფრო უძლიერდებოდა ის გრძნობა რასაც მის მიმართ გრძნობდა. თვალები ჰქონდა დახუჭული თარაშს მაგრამ მაინც გრძნობდა საყვარელი ქალის მზერას რომელიც ნახევარ მხარს უწვავდა, ყველა უყურებდა ამ ორს და მეცხრეკლასელი ბავშვებიც კი ხვდებოდნენ რომ ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილები, უხდებოდნენ და ავსებდნენ ერთმანეთს. დაასრულა სიმღერა მაგრამ არ შეუწყვიტავს მელოდიის გაჟღერება. -ჰო და ძვირფასო, ნურავის ეცეკვები სხვას!-მელოდიაც მორჩა და ბავშვების ოვაციებიც გაისმა, იღიმოდა სესილია და ამ ღიმილით ამბობდა ყველაფერს, ამ მზერით ეფერებოდა საყვარელ მამაკაცს და ისიც იგივე ღიმილით პასუხობდა. თვალი ჩაუკრა და გიტარა დათუნას გადააწოდა. -როგორ მწარედ ხარ შეყვარებული.-თავი სიცილით გააქნია სანდრომ და ესმაკურად გადახედა სესილიას. -შესაძლოა.-მხრები აიჩეჩა და ტუჩები გაილოკა. -მეძინება.-ამოიოხრა მარიამმა და ნიკას მხარს მიეყრდნო. -ჰოდა ჩვენ წავალთ ახლა, გვეძინება, თქვენც მალე დაწექით დილით ადრე უნდა ავდგეთ.-ბავშვებს შემოუძახა ნიკამ და ცოლთან ერთად საძინებლისკენ წავიდა დამშვიდობების შემდეგ. ცოტახანში ბავშვებმაც დაიწყეს დაშლა, დარჩნენ მხოლოდ დათა, ლანა, სანდრო, სესილია და თარაში. ლანას უკვე დათას მხარზე ეძინებოდა ამიტომ წამოაყენა დათამ და მის მხარზე დაყრდნობილი წაიყვანა სახლისკენ. სანდრომ ლუდი ბოლომდე ჩაცალა, ნაგვის ყუთში ჩააგდო და წამოდგა. -წავედი, აბა თქვენიცით, არ გადაგვწვათ.-ისევ მხიარულ ნოტაზე იყო, სახლისკენ წავიდა და მალე ისიც მიიმალა, მხოლოდ ორნი დარჩნენ. ორივე ერთი გრძნობით და ერთი ფიქრით. მოთენთილმა სესილიამ მხარზე ჩამოადო თავი თარაშს და შენელებულ ცეცხლს გუსწორა თვალი. -გეძინება?-ჰკითხა უჩვეულოდ დამთბარი ხმით. -კი, მაგრამ აქ კარგია.-ღრმად ამოისუნთქა. -რაზე ოცნებობ ქალბატონო მასწავლებელო?-ხელი მოხვია და უფრო აიკრა სხეულზე. -მე? აქამდე დედობაზე ვოცნებობდი შენი წყალობით ამიხდა ოცნება, ახლა ალბათ სიყვარულზე ვოცნებობ, ენით აღუწერელ სიყვარულზე რომელსაც არც დროის, არც ადგილმდებარეობის და საერთოდ არაფრის განცდა ექნება. სხვა ყველაფერი მაქვს. შენ? -ბედნიერებაზე რომელიც კარგახანია მხოლოდ დათუნას ყურებით მოდის ჩემთან.-ამოიოხრა. -სულ მინდოდა სვანეთში წამოსვლა, არასდროს ვყოფილვარ.-თემა გადაიტანა დაცაში აიხედა. -აქაურობა ღმერთის დახატულიაო, სვანები ამბობენხოლმე.-გაეცინა.-შენმა ბიძაშვილმა რომელსაც არიცნობ, მითხრა გამომიარეო, წამოხვალ? -მე? არავის ვიცნობ მამაჩემის გარდა, რამინდა იქ.-გაეცინა მწარედ. -მამაშენი და დედაშენი ერთკვირაში მოდიან.-ჩაეცინა.-შენზე მეტი მე ვიცი სესი.-ცხვირზე მოუჭირა ორი თითი. ისე ესიამოვნა მისი შემოკლებული სახელი გაგება თარაშის პირიდან რო ლამის ხელებში ჩაადნა. -ბავშვები მყავს ჩასაყვანი თბილისში.-ბოლო იმედსაც გამოებღაუწა. -ჩავიყვანთ და წამოვალთ, ნუ მეწინააღმდეგები, შენი ოჯახია და უნდა იცნობდე, იცი რაჯიგარი ბიძაშვილები გყავს? ბიძაზე და ბიცოლაზე აღარაფერს ვამბობ. ბებო გყავს ცოტა უცნაური ქალი, თავადისქალია და ჰოაზრობ, ყველაზე მეტი გონია თავი.-გაეცინა. -რა გვარია?-იკითხა კისკისით სესილიამ. -დადეშქელიანია. თავისებური ქალი არის მაგრამ კარგი ქალია, შვილიშველბზე გიჟდება, შენც შეგიყვარებს. მას ხომ ხელოვნურად თავადური და ამპარტავნული ქცევები არ აქვსმის მსგავსად შენც შინაგანად ხარ ამაყი, შენი თავის ფასი იციი და ერთ გამოხედვაშიც კი გეტყობა ის სიამაყე და დიდსულოვნება რასაც ატარებ გულით. ბებიაშენის ბუნებრივი გენებია. -და მე შევიყვარებ ბებიაჩემს? -შენ იმდენად დიდსულოვანი ხარ, ვინმე შენთვის ძვირფასიც რომ მოეკლა აპატიებდი.-შუბლზე მიაკრა გახურებული ტუჩები. -ბიძაშვილები? -დემეტრე, ნიტა, საბა და ყველაზე პაწუკა ნენე.-ჩაეღიმა.-დემეტრე და ნიტა თბილისში ცხოვრობენ, საბა და ნენე აქა არიან, სწავლობენ ჯერ. დემეტრე შენზე კიარა ჩემზე დიდიც არის, 34 წლისაა. ცოლი მოიყვანა ახლა და პატარა შვილი ყავს ლეა. ნიტა 28 წლისაა, ექიმია სხვათაშორის მაგრამ ლექტორად მუშაობს, ქმარი ყავს ლადო და 7 წლის ბიჭი დამიანე, გოგოს ახლა ელოდება მეხუთე თვეშია ჩემი პაციენტია. საბუკა, ყველაზე სერიოზული ტიპია და ყველაზე მეტად მაგის იმედი უნდა გქონდეს, სწავლა ახლა დაამთავრა 24 წლისაა მაგრამ აქაურობას ვერ მოწყდა და ცოტახანს ისე აქუნდა იცხოვროს, მერე წამოვა თბილისში და გამართავს პროცესებს.-გადაიხარხარა.-ნენე ჩემი ნაბოლარაა, იცი რასაყვარელია? შენ გგავს ძალიან, თვალებით, სახის იერით და ყველაფრით საერთოდ, ტანითაც კი, 18 წლისაა, ეროვნულებს აბარებს ახლა და ყველაზე საოცარი ის არის რომ მაგასაც მასწავლებლობა უნდა როგორც შენ. -ორეული მყოლია.-ჩაეცინა.-მიმიღებენ ვითომ? -იცი როგორი კარგები არიან? მიგიღებენ კიარა გადაგყვებიან თან, მე ასე ვფიქრობ რავიცი.-მხრები აიჩეჩა.-ძალიან გეძინება ხვდები?-გაუცინა და ცხვირზე წაეთამაშა თითებით. -ასე კარგია.-ამოიბურტყუნა ძილბურანში მყოფმა. ცეცხლს წყალიმიასხა თარაშმა და ხელში აიტაცა პატარა სხეული, ოთახში შეიყვანა და საწოლში დააწვინა.-დაიძინე ჩემთან რა.-ამოიბურტყუნა და თარაშიც გვერდით მიუწვა, ხელი მოხვია გულზე მიიკრო პატარა სხეული და ორივემ ერთად დაიძინა. დილით თარაში სახეზე რაღაცის შეხებამ გააღვიძა, სესილი წამომჯდარიყო საწოლზე და თავის ფაფუკ შავ თმას სახეზე უსვამდა. -მეღუტუნება სესილია.-სიცილს ამოაყოლა სიტყვები. -ადექი უნდა ვითამაშოთ.-საწოლიდან წმაოვარდა და თარაშც ინერციით გადავარდა საწოლიდან, ისეთი ხარხარი ატეხა, დააღვიძა მთელი ბავშვები, ორივე მუცლის ატკივებამდე იცინოდნენ. ნამძინარევი სანდრო, მარიამი და ნიკა შევარდნენ და ძირს მხოხავი ტარაში და მოკეცილი სესილი რო დაინახეს იფიქრეს ესენი ვერ არიან მთლად დალაგებულებიო და ერთმანეთს გადახედეს. -რა გჭირსთ ხალხო?-იკითხა სანდრომ. -გადავარდა...საწოლიდან...ის.-თარაშზე ანიშნებდა სესილია. ახლა უკვე ერთად ატეხეს ხარხარი ხუთივემ. მერე დამშვიდნენ და დდერეფანში დადგნენ. -ადექიიიით, გაიღვიძეეეეეთ.-ყველა ოთახის კარი გაიღო სანდროს ღრიალზე და ნამძინარევი ბავშვები გამოცვივდნენ. 20 წუთში დაბლა იდგნენ, ისაუზმეს და რომ მორჩნენ თამაშიც დაიწყეს. საღამომდე თამაშობდნენ, საბოლოოდ კი სესიალიას და მარიამის გუნდმა მოიგო და დატოვეს ბიჭები ხახამშრალები.ყოველ დღე ერთმანეთისგან განსხვავდებოდა, სხვადასხვა თამაშებით, ხუმრობებით და ბოლოს მაინც ყველა კოცონთან, ლუდებით და გიტარით ხელში. ბოლო ოთხი დღე შემეცნებითი იყო, ლამარიაში ავიდნენ, მუზეუმშიც, სხვადასხვა წყარო ნახეს, ფოტოებს იღებდნენ ყველგან სადაც შესაძლებელი იყო. უფროდაუფრო ახლოვდებოდნენ ტარასი და სესილია, მარტალია სულ ჩხუბობდნენ და ჭამდნენ ერთმანეთს მაგრამ მაინც იგრძნობოდა მათ შორის ქიმია.ბოლო დღეს ყველა გარეტ ისხდნენ, მწვადებს წვავდნენ და განსაკუთრებით ბევრი ლუდი ჰქონდათ მომარაგებული. თარაში მწვადს წვავდა, მარიამი და სესილია მაგიდას შლიდნენ, სანდრო და ნიკა თარაშს ართობდნენ. ყველას გული წყდებოდათ რომ მიდიოდნენ მაგრამ უფრო მეტი მოტივაცია ჰქონდათ რომ შემდეგი წელსაც ასე წამოსულიყვნენ ისევ. მთელი საღამო საუბრობდნენ და ერთმანეთს შესციცინებდნენ თვალებში. დათამ ლანას გადახვია ხელი და თავზე აკოცა, ვიზე რითი ნაკლები ვარო ნიკამ და ცოლს გადახვია ხელი, თარაშმა სესილიას ჩამოადო თავი, გაშტრებული იყურებოდა სანდო აქეთ-იქით. -რაო სანდრიკ, დარჩი ეული სნეული?-ახარხარდა თარაში. -მე ჩემი თავი მიყვარს. და შენ ვაბშე ვიზე რას ამბობ?-ხელები შემოხვია საკუთარ სხეულს და ყველა ერთხმად ახარხარდა. გვიანობამდე ისხდნენ, მერე ადგნენ ბარგი ჩაალაგეს და დასაძინებლად დაწვნენ. დილით ადრე გაიღვიძეს ავტობუსში ჩასხდნენ და თბილისისკენ წავიდნენ. თბილისსი რომ ჩავიდნენ ორი საათი იყო, ბავშვები დაარიგეს და მარიამს, ნიკას და სანდროს დაემშვიდობნენ. ახლა უკვე თარაშის მანქანით წავიდნენ, დათა, თარაში და სესილია. სვანეთსი შებინდებისას ჩავიდნენ, ძალიან დაღლილები იყვნენ, თარაში მითუმეტეს და სახლთან გააჩერა თუარა მანქანა ღრმად ამოისუნთქა. -მოვედით.-სესილიას გადახედა რომელსაც დაღლილი და შესინებული სახე ჰქონდა. -ის მამაჩემი არ არის?-გზაზე მომავალ კაცს გახედა რომელიც ცხენზე ამაყად შემომჯდარი მიუყვებოდა ხეებს შორის გზას. -ეგ ქალბატონო ბიძაშენია.-გაუღიმა და მანქანიდან გადავიდა. სესილი და დათაც მას გადაყვნენ. მკაცრი სახე ჰქონდა კაცს და თვალები ზუსტად სესილიასნაირი. -ანდრია ძია.-გაუღიმა თარასმა და მხურვალედ გადაეხვია. -თარაშ, როგორ ხარ?-კითხა ღიმილით, ძალიან გავდა გიორგის, მერე გაოცებულ სესიალიას გადახედა ასევე გაოცებული მზერით.-ნენეს გაზრდილი ვარიანტია.-ჩაილაპარაკა და ბედნიერებისგან თვალებში ცრემლები გაუკრთა, სესილიასთან მივიდა და ხელი მოხვია. საოცარი სითბო იგრძნო სესილიამ და თვითონაც მოხვია ხელები.-ყველა აქ არის, მარტო შენ გვაკლდი ბიძი.-გაუღიმა და შუბლზე აკოცა. სახლიდან გიორგი გამოვიდა და ჭიშკრისკენ წავიდა მომღიმარი. სესილიამ როგორც კი მამამისი დაინახა მისკენ წავიდა და ჩაეხუტა, მანაც მოხვია დიდი მკლავები და შიგნით ჩამალა შვილის სხეული, თარაში და დათა მომღიმარები უყურებდნენ, ანდრიას ცრემლები ჰქონდა ჩაგუბებული თვალებში. -მამიი მომენატრე.-ამოიკრუსუნა სესილიამ. -მეც მომენატრე მაა.-თავზე აკოცა შვილს და ხელი გადახვია. თარაშს და დათას მიესალმა და სახლისკენ წავიდა. ღია ვარდისფერი თეთრში მაისური, მარწყვის გამოსახულებით, ნაჭრის ამავე ფერის შორტი და თეთრი ბოტასები ეცვა ქალბატონ სესილიას. თმა აჭიმული ჰქონდა ზემოთ და სახის ნაკვთებს ლამაზად გამოსახავდა. საოცრად უხდებოდა მის ბავშურ სახეს ვარდისფერი. სახლში შევიდნენ და მაშინვე მიიქციეს ყურდღება. -გამარჯობა.-ყველას მიესალმა და გაუღიმა. სამზარეულოდან ქოთქოთთ გაამოვიდა პუტკუნა ქალი და გიორგის და სესილიას დანახვაზე გაშრა, თვალებში ცრემლი ჩაუდგა და გაეღიმა სიხარულისგან. მისკენ წავიდა, ცრემლები მინც მოსდიოდა, მაგრად ჩაიხუტა სესილიას სხეული და თმაზე დაუსვა ხელი. -როგორი ლამაზი და კარგი ხარ შვილო, ღმერთმა ბედნიერი გამყოფოს.-შუბლზე აკოცა და მოშორდა. გაშტერებულ ახაგაზრდებს გადახედა და სიბრაზე მოედო.-რამ გამოგაშტერათ ხალხო ვერ ხედავთ როგორი დაძაბულია საწყალი გოგო?-თვალები დაუჭყიტა და დაუცაცხანა. მაღალი, სიმპატიური, ლურჯთვალება ბიჭი წამოიმართა და მათკენ წავიდა. -დეე რატო გვეჩხუბები? შეხედე როგორ გვანან ნენე და სესილია. ძლიერი გენები გვაქვს აშკარად.-ჩაიცინა და სესილიას მიუახლოვდა.-თქვენი მონამორჩილი, ყურმოჭრილი მონა დემეტრე.-თავი დაუხარა სიცილით. მერე გასწორდა და ჩაეხუტა. -მართლა როგორ გვგავს, არა რაა აშკარად ჩვენი გენებია.-ორსული გოგო გამოვიდა და მიხვდა ნიტა იყო.-მე ნიტა ვარ.-გაუღიმა და ხელი მოხვია, სესილია მუცელზე უყურებდა. -შეიძლება შევეხო?-მორიდებულად კითხა და გაუღიმა. -კიი.-მანაც გაუღიმა, ხელი მუცლისკენ წაიღო და ფრთხილად შეეხო, მაშინვე იგრძნო ბიძგი და თვალები აუცრემლიანდა.-მოეწონე და დაარტყა დედიკოს, მოგესალმა.-გაუცინა და მხარზე ჩამოუსვა ხელი. -საბააა.-ზემოთა სართულიდან მძიმე ნაბიჯების ხმა მოესმათ, მალე გამოჩნდა საბაც, დინჯი ნაბიჯებით, ნამდვილი სვანი, აი ზუსტად რაზეც თარაში ლაპარაკობდა ის თვისებები ჰქონდა ბატონ საბას. ბუნებით თავადი იყო ისევე როგორც სესილია. -გამარჯობა.-თბილად გაუღიმა სესილიამ და ამაყი მზერა სტყორცნეს ერთმანეთს, ყველა მიხვდა ამას და ჩაიცინეს. ახლა ერთმანეთის წინ ორი ლომი იდგა, ორივე ძლიერი, გამორჩეული თვისებებით და ამაყი მზერით. -გამარჯობა.-აშკარად მოეწონა ბიძაშვილი საბას და თბილად გაუღიმა. თბილად მოეხვია და შუბლზე აკოცა, განსხვავებული და გამორჩეული მზერა ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ ამ ორს. -სიტყვა უკან მიმაქვს.-ჩაახველა დემეტრემ.-ჩვენი გარეგნობა და ბებიის გენები.-ჩაასწორა და სიცილიც გამოიწვიეს. -ვინ მოვიდა?-კიბეზე ლაღი ღიმილით ჩამოირბინა ნენემ და გაოცებულმა შეხედა თავის გაზრდილ ვარიანტს.-არააა? -კიი.-თავი დაუქნია დემეტრემ სიცილით. -ვაიმე რასაყვარელი ხააარ.-უცბათ იკივლა და შეაფრინდა მომღიმარ სესილიას.-ანუ შენ ასაკში მეც საყვარელი ვიქნები.-ყველას გაეცინა და მისაღებში ჩამოსხდნენ. -დედა სადარის მაა?-გიორგის კითხა და მანაც გაიცინა. -დედამთილთან, შეხვალ?-თვლი ჩაუკრა. ამაყი გაუხდა მზერა ქალბატონ სესილიას, წელში გაიმართა და გიორგიც მიუხვდა, წამოდგა და ერთ-ერთი ოთახისკენ უბიძგა. ტეთრ კართან გაჩერდა და დააკაკუნა. თანხმობის შემდეგ შეაღო კარი და შიგნით სესილიასთან ერტად შევიდა. პატარა მაგიდასთან ისხდნენ ნანა და მისი დედამთილი, ყავას სვამდნენ და ფანჯარაში იყურებოდნენ. -დეე მოხვედი?-კითხა ნანამ და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიხედა მოხუცმა. დედას გადაეხვია და შემდეგ ბებიამისს გადახედა, უცნაური ჰქონდათ მზერა ორივეს. მასთან მივიდა და თბილად გაუღიმა. -გამარჯობა.-ამაყად თქვა და ქალსაც კმაყოფილი ღიმილი მოედო სახეზე. გიორგი და ნანა ოთახიდან გავიდნენ, ქალის წინ სკამზე მოთავსდა სესილია და წელშ გასწორდა. გარეთ გაიხედა, თითქმის დაბნელებული იყო.-მთელი ბავშობა მჭამდა ერთადერთი კითხვა, ინ ვიყავი, სად იყო მამაჩემი და სად მყავდა ოჯახი რომელსაც მამჩემი ეკუთვნოდა. ერთადერთხელ ვკითხე დედაჩემს მამაჩემის შესახებ და მხოლოდ ის მითხრა რომ მამაჩემი საამაყო კაცია მერე ცრემლები წასკდა და მეც აღარაფერი მიკითხავს მამის სესახებ. განა იმიტომ რომ არ მაინტერესებდა, არამედ იმიტომ რომ ვიცოდი დედას ვატკენდი. მტკიოდა მასინაც მამაჩემის სესახებ ჭორებს რო იგონებდნენ და მასინაც ჩემ კლასელებს მაამები რომ აკითხავდათ, ცრემლებს ვმალავდი და ღამით ვფეთქებოდი ვულკანიდან ეს დედაჩემმაც კი არ იცის.-გაუღიმა.-წამით არ დამიდანაშაულებია არც დედა და არც მამა, შემეძლო სახლიდან წასვლა, გადაკარგვა და ყველას დავიწყება მაგრამ არ გავაკეთე, იცით რატომ? მირჩევნია ჩემ თავს ვატკინო ვიდრე სხვას. მ არც ტქვენ გადანაშაულებთ, ძველი ყაიდის ქალი ბრძანდებით და მიზეზიც გექნებოდათ რომ დედაჩემი სახლიდან ასე სასტიკად გაგეშვათ, მასინ ვერ გაგიგებდით მაგრამ ახლა თქვენ თვალებში დიდ სინანულს ვხედავ, ხედავთ თქვენ შვილიშვილს რომელიც ხასიათით, სიჯიუტით და სიამაყით თქვენ გგავთ და ნანობთ ყველაფერს რაც ჩაიდინეთ. მე გპატიობ ბე, მე გაპატიე, ყველას ვაპატიე, ყველაფერი, არ მაქვს გულსი წყენის ჩადების ძალა და ალბათ ესეც ჩემი ძლიერი მხარეა.-გაუღიმა თვალცრემლინ ქალს და წამოდგა, მასთან მივიდა და ჩაიმუხლა.-მიმიღებ როგორც შვილიშვილს თუ ვიყო სტუმრის სახით?-კითხა და დანაოჭებულ ხელზე დაადო ხელი. -ვამაყობ შენით და დედაშენით, ასეთი რომ გაგზარდა.-სახეზე მიადო დანაოჭებული ხელი და კარზე კაკუნმა ორივე შეაკრთო, კარში საბამ შემოყო თავი. -შეიძლება?-იკითხა და თანხმობის სემდეგ საძინებელში შევიდა. ერთნაირი მზერა, ერთნაირი თვალები, ერთნაირი სახის ნაკვთები და საბოლოო ჯამში ორივე ბებიის მსგავსი. -ნენეზე მეტად თქვენ გავხართ ერთმანეთს, იმას გადმოსცემთ თვალებით რაც სულში გაქვთ, თქვენ კი სული ერთნაირი გაქვთ.-ამოიოხრა მოხუცმა.-მე დავაშავე და ამისთვის ღმერთი დამსჯის.-შვილიშვილებს გაუღიმა.-იცოდეთ, თქვენ ნამდვილად ხართ ის ადამიანები ვინც მინდოდა რომ ჩემ შვილებს გასჩენოდათ.-წამოდგა, ხელიდან, ოქროს ფირუზისთვლიანი ბეჭედი მოიხსნა და სესილიას გაუწოდა.-ეს მაშინ მაჩუქა ბებიაჩემმა როცა მამაჩემმა ჩემი თავი გააცნო, მაშინ 12 წლის ვიყავი, მართალია დამაგვიანდა მაგრამ ეს ჩემგან გქონდეს.-ბეჭედი საჩვენებელ თითზე გაუკეთა და ლოყაზე აკოცა შვილიშვილს. საბა იდგა და იღმოდა, უყურებდა ორ თავის მსგავს ქალს და უხაროდა რომ ამ სამყაროში კიდევ იპოვა თავისნაირი. ხელი მოხვია სესილიას და გულზე მიიკრა აწ უკვე საყვარელი ბიძაშვილი. მერე ბებიას აკოცეს ლოყაზე ორივემ და მასთან ერთად გავიდნენ მისაღებში. მთელი საღამო მხიარულობდნენ, მერე აიჩემეს ცეცხლი ავანთოთო და კოცონი დაანთეს ეზოში. თარაშთან მივიდა სესილია და წინ ჩამოუდგა. -მადლობა.-ლოყაზე აკოცა თარაშს. -მადლობას ნუმიხდი, მაინც მოხდებოდა ეს.-შუბლზე აკოცა საყვარელს სხეულს. -ჯერ ხომ აქ უნდა იყოთ?-წამწამები აუფახუნა. -იცი ჩემი სახლი სადარის?-კითხა სიცილით. -სად?-კითხა გაოცებულმა. -აი იქ.-გვრდითა სახლზე მიუთითა და მასაც სახე გაუნათდა. -მართლა?-სიცილით კითხა. -მართლა, მართლა.-ხელი გადახვია და ცეცხლთან ახლოს დააყენა.-შეგცივდება პატარა მასწავლებელო, ოთახში ადი და ჩაიცვი. -თარააააშ.-ყელზე დაეკიდა ნენე. -რაო ჭინკა?-კითხა სიცილით. -ერთად ხართ?-კითხა სიცილით და გაბრწყინებული თვალებით. -არა.-სწრაფად უარყო სესილიამ. -ჯერ არა.-შეუსწორა თარაშმა და გაოცებულმა ახედა სესილიამ. -მე არ მეკითხები? -საჭიროა? -კი.-თავი დაუქნია და ლოყაზე აკოცა მოცინარს. -ნენე, მანქანიდან ბარგს გადმოვიტან, შენ ოთახში აიყვანე რო ჩაიცვას თორე ამას კი ვერ გააგებინებ რო ცივა და შესცივა.-მანქანისკენ წავიდა დაგოგოებიც უკან გაყვნენ. სწრაფად გადმოიღო მოზრდილი სპორტული ჩანთა და სახლისკენ დაიძრა. ნენეს ოთახში აიტანეს და ქალბატონმაც გამოცვლა დაიწყო. ოთახში ორი საწოლი იდგა, 1 ნენეს დაქალისთვის განკუთვნილი რომელიც ხშირად რჩებოდა მასთან მაგრამ ახლა ეს საწოლი სესილიამ აითვისა და პრეტენზიაც არავის გამოუთქვამს მიუხედავად იმისა რომ სახლში ბევრი ცარიელი ოთახი იყო. ყველას უკვირდა როგორ ზრუნავდა თარაში სესილიაზე და უხაროდათ კიდეც. სპორტულის ლურჯი შარვალი ჩაიცვა, თეთრი მაისური შუაში ლურჯი გულით და ნაცრისფერი ჟაკეტი. ქვემოთ ჩავიდა და ცეცხლთან დაჯდა. ბევრი იმხიარულეს, მერე იდეა წამოჭრეს რამე ვითამაშოთო. ნიტამ თქვენი თავი არმაქვსო და დასასვენებლად წავიდა ქმართან ერთად. დემეტრეს ცოლმა ბავშვი ზემოთ აიყვანა და თვითონაც ჩაეძინებოდაო სიყვარულით წარმოტქვა დემეტრემ. დარჩნენ მხოლოდ სანათესაო, თარაში და დათა. -რა ვითამაშოთ?-მხიარულად შესძახა დემეტრემ საბამ თვალები აატრიალა და ჩაიცინა. -მე არასდროს.-მხიარულად შესძახა ნენემ. -დაიწყე პაწ.-ლოყაზე აკოცა თარაშმა. -მე არასდროს მყოლია შეყვარებული.-სესილიას და ნენეს გარდა ყველამ ჩამოწია თითები.-შეყვარებული არყოლია?-გაკვირვებული იყო ნენე და სესილიას ეკითხებოდა. -რა საჭიროა?-მხრები აიჩეჩა. -აუ რაჯიგარი ხაარ.-გაუცინა დემეტრემ.-მე არასდროს მიჭამია ბანანი.-სახე დამანჭა საწყლად. -რომელი ბანანი შე*ემა?-ხმამაღლა ჩურჩულა თარაშმა და საბა, თარაში, დათა და დემეტრე ერთად აროხროხდნენ. ნენემ სესილიას გადახედა და მერე ერთად გადახედეს უკვე დაწყნარებულ ბიჭებს. -რა ბანანი?-გაოცებულმა კითხა ნენემ. -პატარა ხარ ჯერ არშეილება შენთვის.-თველი ჩაუკრა დათამ. -ამ ღლაპს დამიხედეთ რაა.-გაეცინა ნენეს, სესომ კი მოწვა რაზეც ლაპარაკობდნენ და ისე მისცხო მხარში თარაშს ხველება დააწყებინა. -მეტკინა ქაჯო.-შეუღრინა. -უარესის ღირსი ხარ, არმეცოდები.-სიცილით ეუბნებოდა, მხარზე მოუთათუნა ხელი და მერე დემეტრეს გახედა.-არც შენ შემეცოდები.-გაუღიმა და ნენეს გადახედა, ისიც მიხვდა და ჩუმად ფხუკუნებდა. -კარგი ჰო. მე არასდროს მიკოცნია ბიჭისთვის.-სახე დამანჭა საბამ, თარაშს კი სახეზე ფერები ეცვალა, თითს წევდა დემეტრემ რო დაინახა. -ბიჭოიმნაირი ხარ?-აროხროხდა და სიმწრით მოცინარ თარაშს გახედა ყველამ. -არაა?-აკისკისდა სესილია. -ჩემი არიყო ჩამიდეს.-ხელები დანებების ნიშნად აწია.-ანუ რახდებოდა იცი? კლუბში ვიყავი გათისული მთვრალი და მაგარი ნაშა დავინახე მივედი ვაკოცე და მერე მითხრა კაცი ვარო.-თვითონაც გაიცინა.-კიდეკაი სხვარამეზზე არგადავედი.-ჩაახველა. -კიდეკაი.-ჩაუბურტყუნა მოცინარმა სესილიამაც. მთელი ღამე მხიარულობასი გაატარეს, გამთენიისას დაიშალნენ, დათა და თარაში სახლში გადავიდნენ, დანარჩენები კი სახლში შევიდნენ. საღამურეკი ჩაიცვა სესილიამ და მკვდრივით დაიძინა ისევე როგორც ნენეს. დილით პირველი საათი იყო, პატარა ბაჯბაჯა ლეა რომ შეფრატუნდა ოთახში. -ადექით ლაა.-წაიტიტინა და ჯერ უმცროს მამიდას დაახტა შემდეგ უფროსს. ბოლოს ამინც სესილიამ დაითრია პატარა ლეა და ჩაეხუტა. -პაწკუუ, დაიძინე.-ფუმფულა ლოყები დაუკოცნა თავის მსგავს ბავშვს. -ცეცო მამიდა ადექი ლაა, მამა და ბიძიები ჩანადილოდ წავიდნენ, ბაბუები ქაალაქში და ავდგეთ ლაა.-ბუზღუნებდა თავისთვის, სესილიას კი მთელი სხეული უთბებოდა ამ პატარა ტიტინას წყალობით. -შეგჭამ ახლა.-ლოყები და ყელი დაუკოცნა და წამოდგა. შავი ნაჭრის შორტი და შავი მაისური ჩაიცვა ლიმნის გამოსახულებით, ფეხზე შავი ბოტასები და თმა დაივარცხნა. ლეასაც მისი მსგავსი შავი თმა და ლურჯი თვალები ჰქონდა. პატარა კისკისაც გვერდით დაუჯდა სარკესთან და უყურებდა. ქვემოთ ერთად ჩავიდნენ ხელჩაკიდებუები და მისაღებში მსხდომ ქალებს მიესალმნენ. -მომენატრე დეე.-ნანამ ლოყაზე აკოცა შვილს. -მეც დე.-გაუცინა ქალს და ლოყაზე აკოცა. ლეა კალთაში ჩაისვა და ისიც რაღაცებს ეტიტინებოდა. -ცხენზე არგინდა დაჯდე?-კითხა ნანამ და თავზე გადაუსვა ხელი შვილს. -ცოტა მერე. ისინი სად არიან სანადიროდ? -აქვე, პატარა ხევია და იქ არიან ჩასულები, სანადიროდ კიარა გასართობად არიან. -ჰოდა ჩავშლი გართობას.-დამპლურად ჩაიცინა და დემეტრეს ცოლს, ნია გახედა მოწყენილი რომ იჯდა.-რახდება ნიაა?-ჩუმად კითხა გვერდით მჯდომს. -ხასიათები მეცვლება სულ, წეღან ვიცინოდი ახლა რაღაც გადამიტრიალდა, მოვიწამლე გუშინ და ცუდად ვარ.-ნიტამ რომ გაიგო ეს ყველაფერი ვაშლის თეფში მაგიდაზე დადო და რძალს გახედა. -მუცელი რაადგილას გტკივა?-ადგილი აჩვენა.-ორსულად ხარ.-დასკვნა დადო და ისევ გააგრძელა ვაშლის ჭამა. -არამგონია.-მხრები აიჩეჩა, მაგრამ მაინც ჩაიცინა.-შეიძლება.-ფართოდ გაეღიმა. -ახლა მე რასვიზამ იცი?-ლეას შეხედა სესომ და ხელში აათამაშა.-გინეკოლოგი კაცების ჰოარგეშინია?-კითხა სიცილით. -არა, რატოუნდა მეშინოდეს?-გაიკვირვა ნიამ. -მე მეშინია და მეთქი ვინმე ჩემნაირს ვიპოვითქო.-მხრები აიჩეჩა.-მოკლედ ახლა მე წავალ ბიჭებთან, მერე თარაშს გამოვიტყუებ და ისიც დარწმუნებული ვარ სიხარულით წამოვა.-ლეას ლოყები დაუკოცნა და სავარძელზე გადასვა.-ცხენები სად არიან?-იკითხა უცებ. -უკან სადგომია იქ არიან, შავი ცხენია ყველაზე ჭკვიანი და სწრაფი, თორი ქვია, ფრთხილად იყავი.-ბიცოლამისმა, ანამ უთხრა და ისიც თავლისკენ წავიდა. ანდრია და გიორგი უკან ბაღში იყვნენ, აქეთ-იქით დადიოდნენ ტან ლაპარაკობდნენ. -მამაა.-დაუძახა და მათაც სესილიასკენ გაიხედეს. -ჰო მა.-გაუღიმა შვილს და შუბლზე აკოცა. -თორი უნდა წავიყვანო და ნადირობა ჩავაშხამო იმათ.-გადაიკსიკისა.-ჰოდა საიტ წავიდე?-ანდრიამ აუხსნა სადაც იქნებოდნენ და ცხენს უნგირიც დაადგეს. თვალის დახამხამებაში შემოხტა ცხენზე ქალბატონი სესილია და კისერზე დაუსვა ხელი. -ვინ გასწავლა მაა ჯირითი?-გაუცინა შვილს. -დედას ბიძაშვილმა ლევანიკომ.-მამას გაუცინა. -მაშინ კარგად გეცოდინება. აბა შენიცი.-ანდრიასთან ერთად ისევ ბაღებისკენ წავიდა სესილიამ კი ელვის სისწრაფით მოწყვიტა ცხენი ადგილს, გაოცებულებმა შეხედეს ანდრიამ და გიორგიმ, ფანჯრებიდან კი დედამისმა და ბიცოლამისმა მაგრამ ადარდებდა კი ვინმე სესილიას? იმდენად სიამოვნებდა მის სხეულზე მტამაშე სიო, ირგვლივ მთები, გვერდით მდინარე და ჰაერი რომელსაც სხვაგან ვერსად შეისუნთქავთ. ბევრი იარა სესილიამ, ბოლოს ბიჭების ხმაური მოესმა, თარაშის ხმა ამიცნო, მათი ხარხარი და ხმას გაყვა. თოფით ხელში რომ დაინახა ლამის დადნა მაგრამ თავი შეიკავა, ცხენი უფრო დიდი სისწრაფით წაიყვანა და ზუსტად მათ წინ მოქაჩა აღვირი და ისიც ო ფეხზე დადგა. გაოცებულები უყურებდნენ ბიჭები და ყბა ჰქონდათ ჩამოვრდნილი. -აბა რაზე ნადირობთ ბიჭებო?-გადაიკისკისა და ცხენიდან ჩამოხტა. -ეს რამაგარი ყოფილა.-გაეცინა დემეტრეს. -არადა ჩემი თავი ჩემპიონი მეგონა.-გაოცებული იყო თარაში. -ტიტულს გართმევ თაშ.-ლოყაზე მოუთათუნა და თოფისკენ წაიღო ხელი.-სროლაც ჰოარ გასწავლო?-ცხვირი აიბზუა. -მაგით არა ქალბატონო, ამით უნდა ისწავლო სროლა.-წელის ქამრიდან იარაღი ამოოიღო და ხელში შეათამაშა. -რაჯანდაბათ გინდა იარაღი?-სახე დამანჭა სესილიამ. -აქ რომ ხარ ქამარ-ხანჯალით უნდა იარო არიცოდი ეგ?-წარბი აუწია თარაშმა. -გაკლია რაა.-ხელი იქნია სეისლიამ და მოწყენილ დათუნას გახედა.-რა სჭირს იმას? -სიყვარულის ალში იწვის.-აროხროხდა დემეტრე. -დათუნაა, ნუ ჩამოგტირის თავპირი არსად გაგექცევა ეგსენი შეყვარებული.-გაუცინა სესილიამ და იარაღი გამოგლიჯა თარაშს ხელიდან.-ახლა უყურე.-გაუცინა და წვრილ ბოძს დაუმიზნა, 20 მეტრის მოშორებით. კარგად უმიზნებდა და ბოლოს გასროლის ხმაც გაისმა. ზუსტად მიზანსი ჰქონდა მორტყმული. -ეს გვეღადავება?-გაეცინა დემეტრეს. -მომეცი ეგ.-საბამ გამოართვ და ახლა თვითონ დაუმიზნა. -ორი ერთნაირი რაა.-ხელი ჩაიქნია თარაშმა. საბამ კი დაუმიზნა და ზუსტად ნატყვიარში დააჭედა ტყვია. -საღოლ რაა.-ხელები დანებბის ნიშნად აწია დათამ. საბამ კი სესილიას გადახედა და თვალი ჩაუკრა. -ოჰ, აქ ვინ ყოფილაან.-უცხო ბიჭის ხმა მოესმათ და მანაც უკან გაიხედა. -ლუკა როგორ ხარ?-ღიმილით კითხა დემეტრე. -კარგად, თქვენ?-ბიჭებს გადახედა. -არაგვიშავს.-ნაგლად გაუღიმა თარასმა. -ამ მშვენებას არ გამაცნობთ?-სესილიასკენ გაიხედა და თავიდან ფეხებამდე აათვალიერა. -სესი, ეს ლუკაა აქაურია, ლუკა ეს სესილიაა, გიორგის შვილი.-მტკიცედ წარმოთქვა საბამ, სესილიამაც ამაყი მზერით გახედა მის თვალში უკვე მდაბიო ლუკას. -სასაიამოვნოა.-ცინიკურად გაიცინა ლუკამ.-მერე ქალი რატომ უნდა დაყვებოდეს სანადიროდ კაცებს?-გასაგები იყო რასაც წარმადგენდა სესილია მი თვალში. -იცი რახდება ლუკიტო?-გაუღიმა თარაშმა.-აი ეს ქალი.-სესილიაზე ანისნა.-შენზე კარგადაც ისვრის და ცხენსაც კეთ აჭენებს. ალბათ ხვდები ტიპიური გოგოშკა არარის.-მხარზე დაკრა ხელი.-მითუმეტეს, აქ უცხო არავინაა, მხოლოდ ბიძაშვილები და მე.-თვალი ჩაუკრა და „მე“ გამოკვეთა. აშკარად მიახვედრა რომ არაფერი გამოგივაო. -ღადაობ? სროლაში ქალმა როგორ უნდა მაჯობოს?-გულწრფელად გაეცინა. სესილიამ კი აირაღი შეათამაშა, გადატენა და ლუკას მიმართულები ისროლა, ყურთან ძალიან ახლოს ჩაუფრინა ტყვიამ და მის უკან ხეს მოხვდა. -თუ კიდევ ერთხელ გამოკვეტ რომ შენკაცი ხარ და მე ქალი ტყვიას მაღლა კიარა პირდაპირ ფეხებსუა მოგარტყავ და აღარც შენ იქნები სრულფასოვანი კაცი გაწყობს?-წარბი აუწია. -მიხვდი რის თქმას ვცდილობთ ხომ?-ნაგლად გაუღიმა საბამაც. -ბოდიში.-ამოიკნავლ სა საიდანაც მოვიდა იქ წავიდა. -რა ლაჩარია.-თავი გააქნია სესილიამ და იარაღი თარაშს დაუბრუნა.-შენ გამოდისაქმე მაქვს ორიწამი.-თარაშს გადახედა და მანაც უსიტყვოდ დაუქნია თავი. გვერდით გავიდნენ.-მოკლედ ეჭვი მაქვს რომ ნია ორსულად არის და უნდა წმოხვიდე, რამე მიზეზი მოიგონე და წამოდი. -კაი წამოვალ.-ბიჭებან მივიდნენ.-უნდა წავიდეთ ჩვენ, რაღაც საქმე გვაქვს, თუ მალე მოვრჩი დავბრუნდები.-ბიჭებს დაუბარა დასესილიას უკან შემოხტა ცხენზე. მალე არცერთი აღარ ჩანდა ჰორიზონტზე, სესილიასდა გასაოცრად აფთიაქთან მივიდნენ. -აქ აფთიაქი თუიქნებოდ არმეგონა. -საჭიროა.-გაუღიმა თარაშმა და აფთიაქში შევიდნენ.-ლამარა დეიდა როგორ ხართ?-გაუღიმა დაახლოებით 50 წლის ქალს. -კარგად ვარ სვილო, ეს ანგელოზივით გოგო საიდან მოიყვანე? -გიორგი გერლიანის შვილია.-გაოცდა ქალი, გადაირია, მერე დაწყნარდა და კითხა რაგინდათო.-იმდღეს ყუთებით რო გამოვგზავნე წამლები ყველაფერი გახსენით და გაყიდვაშია? -კი შვილო მაგრამ ამ პატარასოფელში ეს ორსულობის ტესტები რათგვინდა.-ეჭვით შეხედა. -საკმაოდ დიდი სოფელია ლამარა დეიდა.-გაუცინა თარაშმა.-ზუსტად ეგ გვინდა, სტუმარი გვყავს და ცუდათ გაგვიხდა ეჭვი გვაქვს და 5 ცალიი მომეცით.-მალე წამოვიდნენ იქედან, სესილია სემოჯდა ცხენზე, თარაში კი ფეხით მიყვებოდა. -შენ გახსენი აფთიაქი?-გაოცებავერდამალა სესილიამ. -კი, აბა ზამთარში გზები იკეტება დიდთოვლობის გამო და საჭიროა აქაც.-გაუღიმა და იქვე მსხდარ მოხუცებს მიესაალმა. სახლშ მივიდნენ და მაშინვე პარკი გაუწოდეს ნიას, მანაც უპრობლემოდ გამოართვა და საბაზანოში შეიკეტა. 10 წუთიანი ლოდინის სემდეგ გამოვიდა და ახარა ხალხს ორსულად ვარო. ყველა გახარებული იყო, განსაკუთრებით სესილია და ყელა ხვდებოდა მის სიხარულს. ლეა კალთაში ჩაისვა, თმა აჩეჩილი ჰქონდა. ლამაზად დაუწნა და ზედ მიიხუტა პატარა სიფრიფანა არსება. მალე ბიჭებიც მივიდნენ, სიცილ ხარხარით შევიდნენ სახლში და დაღლილები დასხდნენ მისაღებში. დემეტრემ ცოლს ხელი გადახვია და ისიც სუროსავით მიეკრო ზედ. ლეა თვალებს ხუჭავდა ისე ეძინებოდა, გულზე მიიკრა სესილიამ, ეფერებოდა, ნაზად კოცნიდა და მასაც ნელნელა ეძინებოდა. -რასშვრებით აბა?-იკითხა მხიარულად და ჩაძინებულ შვილს თბილი თვალებით შეხედა. -რას ვშვრებით დედა და თავს ვევლებით ორსულებს.-გაიცნა სამზარეულოდან გამომავალმა ანამ. -კიდე ვინმეა ორსულად ნიტას გარდა?-გაიკვირვა საბამ. -კი.-ერთხმად შესძახეს დემეტრემ და ნიამ. -შენ საიდან იცი?-კითხა ნიამ. -მიხვდი როგორციქნა?-გაუღიმა ცოლს და გულზე მიიკრა. -ეს ნახეთ რაა.-გაეცინა ნიტას.-გილოცავ ძამიკუნა.-ლოყაზე აკოცა საყვარელ ძმას. -მადლობა.-გაუღიმა და მუცელზე მოეფერა.-დამარტყა.-შეჰკივლა უცებ. -ჩემგარდა ყველას რატო გარტყავთ?-ლადომ ამოიბუზღუნა და უფროსი ვაჟი მიიკრა გულზე. -შენ სვანი არხარ და ეს აშკარად ჩვენკენ მოდის.-გაუცინა დემეტრემ და ენა გამოუყო. -რითი ჩამოვუვარდებით წერეთლები სვანებს?-წარბი აუწია იმერელმა და ცოლს გახედა. -ახლა არდაიწყოთ რაა.-მკაცრად თქვა საბამ. -როგორც თავადისკაცი იტყვის.-გაეცინა ლადოს. -ბავშვს ავიყვან მე.-სესილის გაეცინა და ლეა ხელში აიტაცა. ოთახში აიყვანა, თავის საწოლზე დააწვინა და გვერდით მიუწვა, სახეზე ეფერებოდა ტუჩებგაბუშტულ ფერიას და ოცნებობდა მასაც ყოლოდა ასეთი. ცოტახანს იწვა, მერე დაბლა ჩავიდა ისევ და საუბარში ჩაერთო. თარაში და დათა სახლში იყვნენ გადასულები, საბას გვერდით იჯდა და სხვადასხვა თემაზე საუბრობდნენ. ნენე ეროვნულებზე დადიოდა ყოველ კვირას და 20ში რჩებოდა ბოლო გამოცდასაც. -ცხენებით გავიდეთ?-კითხა საბამ და თვალი ჩაუკრა. -გავიდეთ.-ერთად წამოდგნენ და დაიბარეს ცხენებით უნდა გავიდეთო. სახლიდან ელვის სისწრაფით გავიდნენ ორივე და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, საბოლოოდ იმ აზრზე შეჩერდნენ რომ ორივე მაგრად ჯირითობდა და ისევ სახლისკენ წავიდნენ. სახლში შესულებს, მისაღებში ილია და მარინე დახვდათ. გულთბილად მოიკითხეს ერთმანეთი და გადაღლილები ჩაესვენნენ დივანში. -სესი მამიდა.-კიბისთავიდან დაუძახა ლეამ და ისიც წამებში წამოფრინდა. -მოვდივარ ჩემო პატარა, დამელოდე.-სწრაფად აირბინა კიბე და ლეა ხელში აიტაცა.-კარგად ეძინა ჩემ გოგოს? -მე სულ შენთან მინდა ძილი.-წამწამები აუფახუნა. -დედიკო და მამიკო რას გიშლიან კნოპკა?-კალთაში ჩაისვა. -არაფერს მაგრამ შენთან მინდა.-ლოყაზე აკოცა.-დეე, შეიძლება? -შეიძლება თუ სესილის უნდა.-ბავშვს გაუცინა და დემეტრეს უფრო აეკრო. -მაშ ჩემან იძინებ პატარა ქალბატონო?-გაუცინა და პუტკუნა მხარზე ნაზად მოჩქმიტა. -კი.-თავი დაუქნია სიცილით, კისერზე მოხვია ხელები და სესილიმაც ღრმად შეისუნთქა საყვარელი სურნელი. ყველა გაღიმებული უყურებდა მათ, ნანა ცრემლიანი თვალებით. თარაში შევიდა სახლში დათასთან ერთად და ხალხს გადახედა. -მე ქუთაისში უნდა წავიდე.-ცუდი ხმა ჰქონდა თარაშს. -რა ხდება?-იკითხა ილიამ. -საავადმყოფოში რაღაც ხდება არვიცი კარგათ. საბა შენ უნდა წამომყვე.-საბას გადახედა მანაც უხმოდ დაუკრა თავი და ოთახში ავიდა. -დარწმუნებული ხარ რომ ყველაფერი რიგზეა?-ახლა გიორგიმ კითხა. -კარდიოქირურგს ოპერაციაზე რაღაც შეეშალა და 5წლის პაციენტი შემოაკვდა.-ამოიოხრა და სახეზე ჩამოისვა ხელები. -რასამბობ შვილო?-დაიძაბა ილია. -გვიჩივლებენ სანამ არ დავამტკიცებ ჩვენ უდანაშაულობას და რო ვერ დავამტკიცებ ეგ მაგიჟებს. -წავედით?-იკითხა საბამ. შავი კლასიკური შარვალი, კლასიკური ფეხსაცმელი და შავი სადა მოკლემკლავიანი მაისური ეცვა. -წავედით.-თავი დაუკრა თარაშმა და სახლიდან გავიდნენ. ქუთაისში შესვლისტანავე საავადმყოფოსკენ აიღეს გეზი, გააჩერეს და სახეწასლილი, გაგიჟებული თვალებდაწითლებული შევარდა თარაში. ყველამ ხმა ჩაიგდო განრისხებული ტარაშის დანახვაზე. ბავშვის მშობლებისკენ წავიდა, არიცოდა რა უნდა ეთქვა მათთვის, დადგა მათ წინ თავჩაღუნული და ისიც არანაკლებ განიცდიდა ამ ამბავს.-გამარჯობა.-ამოიჩურჩულა და სახეწაშლილ მშობლებს თვალი ვერც გაუსწორა. -გამარჯობა.-გაოცებული ჩანდა კაცი. -მე ვწუხვარ, დამიჯერეთ. ამ საავადმყოფოს მფლობელი ვარ თარაშ ასათიანი.-სახეზე ხელები ჩამოისვა.-ყველაფერს გავაკეთებ რო სამაგალითოდ დაისაჯოს დამნაშავე.-ამოიჩურჩულა და თვალების ცრემლები ჩაუდგა.-არც კი ვიცი როგორ დავუშვი და ასეთი უცოდინარი ექიმი ავიყვანე სამსახურში. -ბატონო თარაშ, მე ჩემი ქალიშვილი მომიკვდა რომელიც ჩემთვის ყელაფერი იყო. თანდაყოლილი დაავადებით დაიბადა და ყოველდღ ვიბრძოდი რომ ჩემ შვილს დაძინების შემდეგ დღის სინათლე ენახა. რომ დაიბადა ექიმმა გვითხრა სრულწლოვნობას ვერ მიაღწევსო, საშინლად მეტინა გული. ყველაფერი გავაკეთე და საოპერაციოდ მოვამზადე, იმედი საერთოდაც არმქონია, მითხრეს შეიძლება საოპერაციოდან ცოცხალი ვერც გამოვიდესო მაგრამ მე ჩემი სულის ნაწილი დავკარგე. თქვენ დამნაშავე ხართ, დიახ! სწორად ვერ შეაფასეთ ექიმი და წამართვით დღები რომლებიც ჩემ შვილთან ერთად უნდა გამეტარებინა. მაგრამ მთავარი დამნაშავე ღმერთია. ასე რომ გამწირა იმიტომ. ჩივილს თქვენზე არ ვაპირებ ექიმს კიდევ გპირდებით ძალიან დიდხანს ჩავაყუდებ ციხეში. ვხვდები კარგი ადამიანი ბრძანდებით რომ ასე მამაცურად წარსდექით სასოწარკვეთილი მამის წინ, მაგრამ სხვა დროს ასეთ შეცდომას ნუ დაუსვებთ-გატეხილი მაკრამ ამაყი ხმით წარმოთქვა კაცმა და მხარზე ხელი დაკრა. -ვწუხვარ, მართლა წუხვარ, ღმერთმა გაძლება მოგცეთ.-სახე ხელებით მოისრისა და სწრაფად წავიდა ექიმის კაბინეტისკენ. კარი შეგლიჯა და საშინელი არაყის სუნი მოხვდა ცხვირში, სახე დამანჭა. მამისტოლა კაცს გამგელებული მივარდა და არაფრის თქმა აცადა ისე დარტყა, იმდენი ურტყა ბოლოს ექთანი რომ შევიდა მერე მოვიდა გონს.-შე ღორო, ამ ცოდვას როგორ გაუძლებ. ფუ, გაეთრიე აქედან და პოლიციას ჩაბარდი თორემ ყელს გამოგჭრი ჩემი ხელით!-სწრაფად უთხრა ადგა და კაბინეტიდან გამოვარდა, საბა ნახა ბავშვის ცხედრის გადასვენებამდე დარჩა შემდეგ კი დაცლილი, დაპატარავებული და სასოწარკვეთილი დაბრუნდა სვანეთში სადაც ერთადერთი მანუგეშებელი, სესილია ელოდებოდა. 4 თავი სახლში მისვლისთანავე დაინახა თარაშმა, ეზოში მჯდარი სესილია, რომელიც ცეცხლს მისჩერებოდა, მასთან მივიდა და გვერდით მიუჯდა. არცერთი იღებდა ხმას, ცრემლებით ევსებოდა თვალები თარაშს, სესილიაც გრძნობდა რომ ცუდათ იყო თარაში. მის გადატყავებულ ხელებს დახედა და გული მოუკვდა. მისი ხელები თავისაში მოიქცია და ლოყა დაადო. მის ცრემლიან თვალებს შეხედა და თვითონაც ჩაუდგა თვალებში ცრემლები. -5 წლის ბავშვი იყო სესილია, პატარა ანგელოზი.-ცრემლები გადმოსცვივდა და თავი დახარა. ვეღარ მოითმინა და მაგრად მოეხვია ბიჭს. -დამშვიდდი.-ჩუმად ეჩურჩულებოდა.-ყველაფერი კარგად იქნება. -შეგცივა, შევიდეთ.-ცოტახნის შემდეგ უთხრა თარაშმა და ფეხზე წამოდგა, სესილიაც წამოაყენა და ჩაეხუტა. დიდხანს იდგნენ ასე მერე შიგნით შევიდნენ და სავარძლებში ჩაეშვნენ. ანა და ნანა დედამთილთან ერთად სვამდნენ ჩაის მისავე ოთახში. ანდრია და გიორგი ბუხართან იდგნენ, დანარჩენები ლაპარაკობდნენ. ლეა სესილიას ჩაუხტა კალთაში გულზე დაადო თავი და გაიტრუნა. თარაშმა ხელები მუხლებზე გადაიჯვარედინა და ზედ დაადო თავი. ამხელა კაცი თითქოს ძალიან პატარა და უსუსური იყო. საბაც შეძრწუნებული იყო, ხმას არიღებდა, ბუხრის ცეცხლს მიშტერებოდა და თვალს არ აშორებდა. ნიტა გადაიღალა და ოთახში ვიდა ლადოსთან ერთად. დამიანე კარგახნის ჩაძინებული იყო. ნია წუწუნებდა, დემეტრე კი გულზე იკრავდა საყვარელ ცოლს. ნენე ოთახში მეცადინეობდა. მარინა და ილია გადმოვიდნენ დათუნასთან ერთად და შვილს რომ შეხედეს გული მოუკვდათ. -თარაშ.-მხარზე ხელი დაადო ილიამ. -გისმენ.-გატეხილი ხმით უთხრა. -მოაგვარე? -ჩემი ხელით შემეძლო მომეკლა ის არაკაცი, მთელი ცხოვრება ციხეში ამოვგუდავ.-ამოიღრინა და ღრმად ამოისუნთქა.-არ მიჩივიან და ეგ მაგიჟებს, ჩემ საავადმყოფოში შვილი მოუკლეს და არ მიჩივიან რაშენი ბრალიაო. შეძლება გავგიჟდე.-სახე ხელებით მოისრისა და ამოიოხრა. -უკვე გაიგო მთელმა საქართველომ.-ამოიოხრა ნიამ და ტელეფონი მიუბრუნა. -შემოწმებებს დავიწყებ, ოპერაციებზე დავესწრები მხოლოდ პროფესიონალებს დავტოვებ და სადაც საგრძნობლად შემცირდება პერსონალი იმ კლინიკას დავხურავ და ექთნებს სხვადასხვა ფილიალებსი გადავანაწილებ. -შენი ტელეფონი რეკავს.-ტელეფონზე ანიშნა სესილიამ. სწრაფად აიღო და უპასუხა. -გისმენ გიგი.-ამოიოხრა.-პრესკომფერანცია დანიშნე მაშინ.-თვალები თითებით მოისრისა.-სვანეთში ვარ, სადაც უნდა იქ მოვიდნენ.-კისერი გვერდით გადახარა სესილიას კი მოუნდა რომ მთელი ყელი დაეკოცნა მისთვის.-ზეგ ველოდები მაშინ, ნახვამდის.-ტელეფონი გათიშა და გიორგის და ილიას გადახედა.-ზეგ აქ გავმართავ პრესკომფერენციას, თქვენ უნდა მედგეთ გვერდით თორე შევიშლები.-სიგარეტს ხელი დაავლო და გარეთ გავიდა. გიორგი და დემეტრე გაყვნენ. საბა ისევ ცეცხლზე იყო მიშტერებული და ვერ ერკვეოდა. -საბა, კარგად ხარ?-სესილიმ მხარზე მიადო ხელი. -კარგად ვარ სეს, ცოტა გული ამიჩქარდა. -ლეა დაიჭირე და ვალერიანს მოგიტან.-ბავშვი ბიძამისს გადაუწვინა მკლავებში და ბებიამისის ოთახისკენ დაიძრა. კარში შეყო თავი.-ვალერიანი გაქვთ? -რადგინდა დედა ვალერიანი?-ნაანამ კითხა და ჩაის ფინჯანი მაგიდაზე დადგა. -საბას უნდა გული აუჩქარდა, წნევის აპარატიც მინდა.-ჩამოარაკრაკა და ანას შესფოთებულ სახეზე გაეცინა.-ნუ გეშინიათ არაფერი ისეთი, ინერვიულა და ბუნებრივია.-ანა უცბათ წამოხტა, წამლების უჯრიდან წამლები და წნევის აპარატი ამოიღ და სეისლიას მისცა. ისიც მალევე გავიდა ოთახიდან და საბასთან მივიდა, წნევა ნორმაში ჰქონდა, ვალერიანები დაალევინა და ეზოში გავიდა. თარაში გარეთ დადიოდა და ეწეოდა. ხელიდან აართვა სიგარეტის ახალანთებული ღერი და თავად მოიქცია ტუჩებშორის. -გიხდება.-გაუღიმა და ჯიბეებში ჩაიწყო ხელები. ნაპასი დაარტყა სესილიამ და სექსუალურად გახსნა ბაგეები, ბოლი გამოუშვა და გაეღიმა თარაშის გაოცებულ სახეზე.-ეწეოდი? -არა, მაგრამ ანგელოზიც ნუ გეგონები თარაშ ბატონო.-თვალი ჩაუკრა. სიგარეტი ისევ ტუჩებშორის მოიქცია და ისევ დაარტყა ღრმა ნაპასი, თარაშს ჩაეცინა, სახე ახლოს მიუტანა და ტუჩთან ახლოს აკოცა. ბოლი ამოუშვა სესილიამ და თვალები აუკიაფდა. სიგარეტი ხელიდან აართვა ისევ თარაშმა და შუბლზე აკოცა. სიგარეტის ნამჭვი ფეხით გასრისა და სესილიას ხელები მოხვია. მანაც კისერზე შეუცურა გაყინული თითები და სახე მის ყელში ჩარგო. -სესილია.-ჩუმად წარმოთქვა მისი სახელი და თავი ააწევინა, ნიკაპზე ორი თითი მოკიდა და ტუჩებზე შეხედა. სესილიას ტუჩები უთრთოდა ისე უნდოდა თარაშის კოცნა. კოცნა რომელიც ჯერ არ განუცდია მის ბაგეებს. ნელა დაიხარა თარაში და სანატრელი პირველი ამბორი მოპარა მის ბაგეებს. ველურად მაგრამ მაინც ნაზად კოცნიდა და ეს აგიჟებდა სესილიას. კოცნაში აყვა და ხელები კისერზე უფრო კარგად შემოხვია. ცოტახანში ჰაერი გამოელიათ ორივეს და დარცხვენილმა სესილიამ თარაშის ყელში ჩარგო სახე. ჩაეცინა თარაშს და წელზე ხელები სუროსავით შემოხვია. ჰაერში აიტაცა სესილიას სხეული და იდგნენ ასე, სესილია მიწისგან შორს თარაშის სხეულზე აკრული, თარაში კი მიწაზე მყარად მდგარი. -შენი სურნელი მომწონს.-ამოიბურტყუნა და ღრმად შეიგრძნო თარაშის სურნელი. -მე კი შენი სურნელი მაგიჟებს.-ამოიჩურჩულა და ყელში აკოცა. -ბიძიი, გეძახიან.-დათამ გამოსძახა სიცილით და მანაც მაშინვე დასვა სესილია ძირს. ხელი გადახვია და სახლისკენ წავიდნენ. სახლში ჯერ სესილია შევიდა, ფეხდაფეხ მიყვა თარაშიც. ბევრი ილაპარაკეს და ღამით გვიან დაიშალნენ. სანამ წავიდოდა ტარაში მანამ გაიტყუა სესილია ცალკე გარეთ და კიდევ ერთხელ დააკვდა მის ტუჩებს, მერე ადგილს მოსწყდა და შიდა კარიდან გადავიდა თავის ეზოში. სახლში აკუსკუსდა და ოთახში შეკუსკუსდა. საღამურები ჩაიცვა ტუჩები ეწვოდა, მისი შეხება ახსენდებოდა. ლეას ჩაეხუტა და ტკბილად გადაეშვა ორივე ძილის სამყაროში. დილით პატარა ქალბატონმა გააღვიძა. -მამიდაა, გაიღვიძე ლაა.-სახეზე ეფერებოდა და თან კოცნიდა. -გისენ პრინცესა.-თვალები ისევ დახუჭული ჰქონდა და იღიმოდა. -მშია და დაბლა მინდა.-ამოიტიტინა და ტუჩები გაბუსხა. სესილიამ გადაიკსიკისა, საწოლიდან წამოდგა, გოჭებიანი საღამურები ეცვა, ხელში აიტაცა ლეას პუტკუნა სხეული და კიბეს ჩაუყვა. მისაღებში იჯდა ყველა მაგრამ სესილიას რეაქციაც არ ჰქონია, მათ კი ბევრი იცინეს 26 წლის გოგოს გოჭებისადმი სიყვარულზე. თარაში იდგა და იღიოდა, ასეთიც მოსწონდა სესილია, ყველანაირი მოსწონდა. ასეთი ბავშური უფრო იზიდავდა ვიდრე დაქალებული და სერიოზული. უყვარდა მის თვალებში სიხარულის და ბედნიერების სხივებს რომ ხედავდა. -მე და ლეაკოს გშია.-ბუზღუნით განაცხადა სესილიამ და აკისკისებული ბავშვი გულზე მიიიკრა. ლეას კვატებიანი საღამურები ამშვეებდა, ისეთი სასაცილოები იყვნენ ერთი ყვითელში და ერთი ვარდისფერში შემოეჭმევოდა ადამიანს. თარაში იდგა და ფიქრობდა რომ ერთ დღეს აუცილებლად იქნებოდა მისი ოჯახი ასეთი. -ჩაიცვით და ისე ჭამეთ, მანამდე არ დაიშვებით სუფრასთან.-საბამ გამოხედა სამზარეულოდან და მანაც ენა გამოუყო. -რას უწუნებთ ჩემ გოჭებს?-სხეულზე დაიხედა და გაიცინა. ლეას ხელი დაავლო და მაღლა ავიდა. გამოიცვალა, სპორტუულის შარვალი, თეთრი ზედა და თეთრი ბოტასები ჩაიცვა, ლეას ცისფერი კაბა ჩააცვა და კიბეები ჩაირბინა. სამზარეულოში შეიჭყიტა და მოფუსფუსე საბას დანახვაზე გაეცინა.-ვის ოჯახშიც შენ შეხვალ რაა. -მოვიტანეე.-თარაში შემოვიდა მწვანილების დიდი კონით ხელში და თან იცინოდა.-აჰა გაჩუქებ, დღს საოცრად ოხრახუშივით გამოიყურებით.-სესილიას გააწოდა და მანაც შეიფერა და ისე გამოართვა. -მადლობა ბატონოჩემო.-წამწამები აუფახუნა და თარაშმაც ვეღარ გაუძლო, მოწყვეტით აკოცა და საბას მიუბრუნდა.-თავისუფალივარ? -ხარ.-ეშმაკურად ჩაიცინა და თარაშმაც ეჭვის თვალით შეხედა. სამზარეულოდან გავიდნენ და მისაღებში შესვლისთანავე იკივლა სესილიამ. -რახდება?-დემეტრე წამოხტა ფეხზე. -რა საყვარელი ხააააარ.-ჩაიცუცქა და მის წინ მოთამაშე ნაგაზის ლეკვს თავზე გადაუსვა ხელი.-შევჭამ ახლა ამაას.-საწყალი ბავშვის სახე მიიღო და ფუმფულა და სუფთა ლეკვი გულზე მიიხუტა.-საიდან გაჩნდი აქ ბომბორა?-ეფერებოდა და ისიც გულზე განაბული ეკვროდა. -გუშინ შემომიძვრა სახლში და ჰოარ გავაგდებდი?-მხრები აიჩეჩა თარაშმა და ლეკვს თავზე ისე გადაუსვა ხელი რომ ყურები სასაცილოდ შეუფართხალდა. -ვაიმე რა საყვარელიააა.-ამოთქვა როცა აწკმუტუნდა. -სახელი არ აქვს, დაარქვი.-გაუცინა თარაშმა. -ბომბორა.-მაშინვე თქვა და გაღიმებულ თარაშს გაუცინა. ლეა მიბაჯბაჯდა და ლეკვს თავზე გადაუსვა ხელი. -ორი ერთნაირი.-საბა გამოვიდა სამზარეულოდან და ლეა აიტაცა ხელში.-ძიას გოგო. -ძიკოო.-ყელზე მოხვია ხელები და შუბლზე აკოცა. -გიჟი ბავშვი.-თავი გააქნია საბამ და სესილიას გადაუსვა თავზე ხელი.-შენც ბავშვი ხარ ძია გენაცვალოს. -დღეს რაკარგხასიათზეა ეს? რახდება?-გაკვირვებული იყო ნიტა. -ძმა დაგეწვა სიყვარულში ნიტ.-გაიცინა საბამ და გაოცებულ საზოგადოებას გადახედა.-რაიყო არშეილოება? -დედააა.-აროხროხდა დემეტრე.-დეეეე.-ხმამაღლა ღრიალებდა. -რა ჯანდაბა გინდა?-სახლში შემოვარდა ანა. -შენი ბიჭი შეყვარებულია დედიკოოო.-აროხროხდა დემეტრე. -ვიცი დედა შეყვარებული რომ ხარ და მაცადე დავუყარო ქათმებს საჭმელი.-შეუღრინა დემეტრეს. -საბაზე ვამბობთ.-არხეინად მჯდომარე საბაზე მიანისნა ნიტამ. -დედააა, რახდება საბა სიცხეგაქვს დედა?-საბასკენ წავიდა და შუბლზე მიადო ხელი. -ვაიმე დედა დაწყნარდი რაა.-გაეცინა საბას.- გაგაცნობ მერე და მიხვდები როარმაქვს სიცხე.-ხელზე აკოცა დედამისს და მერე ლიას დაუკოცნა ტუჩები. -რაქვია?-წარბები აუთამაშა თარაშმა. -რამდენი წლისაა?-ახლა სესილია მიუსკუპდა გვერდით. -ლილე ქვია, 20 წლისაა. -სად სწავლობს? -ჟურნალისტიკაზე სწავლობს.-თვალები აატრიალა. -აუფ, ჟურნალისტი და იურისტი ერთად?-სახე დაბრიცა თარაშმა. -მტერს და ავს.-სესილიაც აყვა და ერთად დაიწყეს ხარხარი. -იცი რა მორცხვი და საყვარელია? ვაბშე არგავს ჟურნალისტს.-გაეღიმა საბას. -ყურებს იქითააა შეყვარებული ეს.-ხელი ჩაიქნია დემეტრემ. -შენ არა?-თვალები აუწყლიანდა ნიას. -ვუიმეე ჩემი პატარაა.-სასაცილოდ აბლუყუნდა დემეტრე და ნია გულზე მიიკრო. -როდის მოგყავს ბიჭო ცოლად?-წარბებია აუთამაშა სესილიამ. -შენ თუ ქორწილში გინდა გრიალი თავად გათხოვდი.-წაკბინა და სესილიაც მოეშვა ლაზღანდარობას და მხარში მისცხო. -მიპოვე კარგი ბიჭი, საჩემო და გავთხოვდები.-წარბები შეკრა. -აი.-თარაშისკენ გაიშვირა ხელი, მანდ კი წითელი აენთო სესილიას. -ამოგგლეჯ ენას.-გაუღმა და ისე უთხრა.-ღლაპი ეს. -თარაშ არ წაიყვან? ჩვენ გატანთ.-ხელები დანებების ნიშნად აწია, თარაშისგან კი ერთი გულიანი წამორტყმა მიიღო თავში. -შენ, შენს ლილეს მიხედე და შეგვეშვი ჩვენ.-შეუბღვირა თარაშმა და სვანურად შეკრა წარბები. -მოვედიი.-ნენე შემოხტა სახლში. -აბა როგორი იყო ბოლო გამოცდა?-გაუცინა თარაშმა და გულზე მიიკრო. -ძალიან მაგრად დავწერე.-ამაყად მოიღერა ყელი, უკან ანდრია და გიორგი მოყვებოდნენ სიცილით. -შვებულება გამდის მალე.-ამოიბუზღუნა დემეტრემ. -ისე ამბობს შვებულება გამდისო გეგონება უფროსი არიყოს.-აროხროხდა საბა. -ყველაფერს უნდა მიხედვა შვილო.-წარბი აუწია დემეტრემ. -სამ საათზე ჟურნალისტები მოდიან.-ამოიოხრა თარაშმა. -ორი საათია.-საათს შეხედა სესილიამ. -წავალ გავემზადები და დავხვდები.-ფეხზე წამოდგა და სახლისკენ წავიდა. ღელავდა, ანდა რაუნდა ეთქვა? მე არაფერშუაში ვარ იმ ექიმის ბრალიაო? როგორ აიყვანა სამსახურის თავის თავზეც ეშლებოდა ნერვები. შხაპი მიიღო, თავი მოიწესრიგა, შავი კლასიკური შარვალი, მაისური და ფეხსაცმელები ჩაიცვა. აივანზე გავიდა და გვერდითა ეზოში მოთამაშე სესილია და ლეკვი დაინახა. გაეცინა და სიგარეტს მოუკიდა. უყურებდა მის ბავშურობას და მოსწონდა ეს ყველაფერი. ეს გაურკვევლობაც მოწონდა და სესილიასთან ასეთი მიზიდულობაც. შორს გაიხედა და ორი ჯიპი დაინახა მისი სახლისკენ რომ მიიწევდნენ. სწრაფად ჩავიდა ქვემოთ და ეზოს კარი გააღო. ჟურნალისტები ღიმილით მიიღო, გადაფარებულში დასხდნენ, უჩვეულოდ ცხელოდა. მარინემ ცივი, ლიმნის წვენები გაუტანა სტუმრებს და ოპერატორებს. ცოტახანს ისაუბრეს, მერე კი ჩაწერა დაიწყეს. -ბატონო თარაშ, რას იტყვით 5 წლის ბავშვის თქვენ საავადმყოფოში სიკვდილზე. ჩვენ გვაქვს იმფორმაცია რომ ეს ქირურგის ბრალი იყო.-წამოიწყო, ნაზმა და საყვარელმა გოგონამ, სტაჟიორმა. -პირველ რიგში ვუსამძიმრებ ბავშვის მშობლებს.-ამოიოხრა.-ვაღიარებ ეს არის ჩემი შეცდომა, არ უნდა მიმეღო სამსახურში არასაკმარისად კომპეტენტური ადამიანი. ჩემ დაქვემდებარებაში მყოფ ყველა საავადმყოფოს შეუჩერდა ქირურგიული მომსახურება. არსად აკეთებენ ოპერაციებს მანამ სანამ ექიმების კომპეტენტურობაში არ დავრწმუნდებით, არამხოლოდ მე არამედ ქვეყნის საუკეთესო ექიმები, როგორიცაა ბატონი გიორგი გერლიანი თუნდაც რომელიც ტრავმატოლოგიურ ოპერაციებს დაესწრება, ასევე ჩატარდება სხვადასხვა დაკვირვებები და ტესტირებები. მე თავად არ შეიქმნია ეს კლინიკები, იმ პერიოდში შევისყიდე როცა უკვე ფუნქციონირებდა, ამიტომ აპარატურაც გამოიცვლება და უახლესი აპარატურით აღვჭურვავთ. რაც შეეხება ამ დიდ ტრაგედიას, მინდა გითხრათ რომ დამნაშავე უმკაცრესი ზომებით დაისჯება.-მკაცრად თქვა ბოლო ფრაზა და ამოისუნთქა. -როდის აღდგება ქირურგიული მომსახურება? -დაახლოებით ორ თვეში, მანამდე კი მხოლოდ ანალიზები და გამოკვლევების ჩატარება იქნება შესაძლებელი.-უცბათ დაბლა დაიხედა და მის ფეხებთან მოპარული ბომბორა რომ დაინახა გაეღიმა და ხელში აიყვანა. მუხლებზე დაისვა და მოეფერა. -და რას უპირებთ კლინიკებს სადაც საგრძნობლად შემცირდდება პერსონალი?-ისევ ეს ჭკუის კოლოფი მორცხვი გოგო. -უპრობლემოდ, ზედმეტი საუბრის გარეშე დავკეტავთ. ჯობს კლინიკაში იყოს ნაკლები პერსონალი და მეტი წარმატებული ოპერაცია ვიდრე პირიქით.-გაუღიმა. -მადლობა ინტერვიუსთვის.-გაუღიმა ჟურნალისტმა. -პირიქით მადლობა თქვნ რომ ამხელა გაურკვევლობაში არ ამყოფეთ ხალხი.-გაუღიმა ჟურნალისტებს და წამოდგა, ლეკვი ისევ ხელში ეჭირა. უკვე წასვლას აპირებდა, შიდა კარიდან საბა და სესილია რომ გამოვიდნენ სიცილით. გვედით ლეა მოყვებოდა სესილიას და ხელზე ძლიერად ეჭიდებოდა. -ლილეე.-დაიძახა საბამ და გაოცება გამოესახათ სახეზე თარაშს და სესილიას. უცბათ მისკენ გაიხედა ლილემ და გაოცება ვერდამალა. -საბაა?-გაოცებული და თვალებგაბრწყინებული უყურებდა ლილე საბას. სესილიამ დრო იხელთა, ლეა ხელში აიტაცა და თარაშთან მივიდა. -როგორ ჩაიარა?-კითხა უცებ და ლოყაზე აკოცა. -შეძლებისდაგვარად კარგად.-გაუღიმა და თვითონაც ლოყაზე აკოცა. -სეს, ეს ჩემი ლილეა.-გაუღიმა და გოგოს თავზე აკოცა.-ლილ, სესო ჩემი ბიძაშვილია. -სასიამოვნოა.-გაუღიმა სესომ. -ჩემთვისაც.-ლილემაც თბილად გაუღიმა და ლოყები აუწითლდა.-უნდა წავიდე.-საბას მიუბრუნდა. -გაგაცილებ.-საბამ თავზე აკოცა. ერთმანეთს დაემშვიდობნენ, საბამ გააცილა, დიდხხანს ეხუტებოდა, ბოლოს ყელში აკოცა და გაუშვა, ეზოში სიხარულით სავსემ შეაბიჯა.-სექტემბერში მუშაობას ვიწყებ. -სად?-კითხა თარაშმა. -დემეტრესთან და კიდე ერთ კომპანიაში.-მხრები აიჩეჩა და ლეა ჩაკოცნა. -ჩემთანაც იმუშავე.-გაუცინა თარაშმა. -არმეზარება ჰიცი. -ვიცი საბუ, ვიცი.-სესოს გადახვია ხელი და საფეთქელზე მიაკრო ტუჩები. -წავედი მეე, ლეასაც წავიყვან, აბა თქვენ იცით.-თქვა თუარა ელვის სისწრაფით მოსწყდა ადგილს და დარჩნენ მხოლოდ თარაში და სესილია. ხელი მოკიდა და სახლის უკან გაიყვანა, კედელზე ააკრა და ტუჩებზე ველურივით ეტაკა. მთელი ვნებით და გაგიჟებით უკოცნიდა ტუჩებს და ხელს მის წელს მარწუხივით უჭერდა. სესილიას სხეულს ცეცხლი ეკიდებოდა, სურვილით იწვოდა, თავისი თარაშის სურვილით. -მთელი დღა შენი ტუჩები საეჭვოდ მიწვევენ.-ჩაეცინა როცა მოშორდა. -მაბრაზებ თარაშ.-თავი სიცილით გააქნია სესილიამ. -მხოლოდ მე მაქვს შენი გაბრაზების უფლება პატარავ.-ცხვირზე დაკრა თითი და ისევ წაეტანა ტუჩებზე. -პატარავ?!-წარბი აუწია სესილიამ. -ჰო, პატარა ხარ.-ისევ გაუცინა. -ვინ ვართ ერთმანეთისთვის თარაშ?-ღიმილით კითხა, თარაშსაც ჩაეცინა, გულზე მიიხუტა სესილია და თავზე ხელი გადაუსვა. -ვინ გინდა რომ ვიყოთ?-კითხა, სესილია მოშორდა და საყელო შეუსწორა. -რას მთავაზობ?-ეშმაკურად კითხა. -ყველაფერს.-გადაჭრით თქვა და სახეზე მოეფერა თლილი თითებით. -ჰოო?-წამწამები აუფახუნა. -ეჭვი გეპარება?-წარბი აუწია. -ვუიმე როგორი კარგი ხარ.-ამოიბურტყუნა, მისი სახე ხელებში მოიქცია და ტუჩები დაუკოცნა. -ნელნელა სწავლობ.-წაიგველა და ტუჩჩზე უკბინა. -მეტკინა, დამპალო.-გაიბუსხა და ტუჩები გაბუშტა. -რაგიყო რაა.-ამოიოხრა სესილიას კი სიცილი აუტყდა.-რაგაცინებს? -აუ, უდიპლომო სასიძოში, ის კაცი რო ხბოს ეუბნება „ლაგიყო ლაა“-ო ეგგამახსენდა.-ხელებით უხსნიდა და იცინოდა. -გიჟი ხარ სესილია, გიჟიიი.-თარაშსაც გაეცინა. -გიჟი გიჟისთვის თარაშბატონო.-თვალი ჩაუკრა და სახლის წინა მხრისკენ დაიწყო სვლა. თარაშიც უკან გაყვა ღიმილით, წელზე ხელი შეუცურა და სახლში შეარბენინა. -გამოვიცვლი თორე სული მეხუთება, როგორ ვერვიტან ამ ფორმალურობას.-თვალები აატრიალა და ოთახისკენ წავიდა. სესილია მისაღებში ელოდებოდა, ირგვლივ ნახატება და სურათებს ათვალიერებდა, მოსწონდა იქაურობა, კარგი აურა ტრიალებდა. მალე გმოჩნდა თაარაშიც, სპორტულებში გამოწყობილი, როგორ მოსწონდა სესილიას, თარაშის ტანზე სპორტული სტილი ენით ვერ აღწერდა. ხელი ჩაკიდა თარაშმა, თავზე აკოცა და სახლიდან გაიყვანა. ლეკვი აიტაცა ხელში და გულზე მიიკრა. ყველა დაფანტული იყო აქეთ-იქით ჰოდა ცხენებით წავიდეთო თარაშმა და სესილიაც დათანხმდა. თორი შეკაზმა და სადგომიდან გამოიყვანა, თარაში უკვე გარეთ ელოდებოდა თავის ნებიერასთან ერთად. ერთდროულად შემოახტა ორივე ცხენს და სწრაფად მოსწყდნენ ადგილს. თავადაც არიცოდნენ საით მიდიოდნენ, ერთმანეთს მიყვებოდნენ და ივსებოდნენ, ბედნიერებით, ერთმანეთით, მთებით და რაც მთავარია სიყვარულით. თავი 5 მთებს შორის მიდიოდნენ მანქანით, სესილიას ხელი ეჭირა და დროდადრო ცერით ეფერებოდა, სესილიაც ფანჯრიდან უყურებდა სვანეთის მთებს, ჰაერს ღრმად ისუნთქავდა და ეღიმებოდა. მდინარის პირას გააჩერა მანქანა, კოშკთან. ვიცოდი სიყვარულის კოშკის შესახებ მაგრამ ნანახი არ მქონდა, მართლაც რომ გასაოცარი იყო. ეულად მდგარი, თითქოს და აუარება სევდას ინახავდა. მანქანიდან გადავედით და წინა მხრიდან მივეყრდენით.უსიტყვოდ ჩაკიდა ხელი თარაშმა და სხეულზე აიკრო. თარაში მანქანას ეკვროდა, თარაშს კი სესილია. უყურებდნენ და ტკბებოდნენ იმით რაც ჰქონდათ, ერთმანეთით უპირველესყოვლისა. თარაშისკენ შებრუნდა და კისერზე მოხვია ხელები, მანაც წელზე მარწუხებივით შემოხვია ტორები და სესილიას ტუჩებს დასწვდა. მერე ძლიერად მიიკრო გულზე და მის კისერში ჩარგო თავი. -მალე უნდა წავიდე.-ამოიოხრა თარაშმა და სესილიამაც დაიხსნა თავი მისი მკლავებიდან, მისი სახე ხელებშ მოიქცია და ტუჩები ტუჩებზე მიაკრო. -და ასევე მალე ჩამოხვიდე.-გაუღიმა და ცხვირზე ცხვირი გაუხახუნა. -გავგიჟდები მალე.-ამოთქვა თარაშმა და თვალები მინაბა. -არ წავიდეთ?-კითხა სესომ და მხრებზე დაალაგა ხელები. -წავიდეთ.-მალე ადგილს მოწყდნენ და ისევ სახლშ დაბრუნდნენ, ყველა ეზოში დახვდათ, მომღიმარ სზოგადოებას გადახედეს და წარბი აწიეს. -რახდება?-იკითხა სესილიამ. -ოჰჰ, გვრიტებოო.-გაუცინა დემეტრემ. სესილიამ და თარაშმა ერთნაირად, სვანურად შეკრეს წარბები და ერთმანეთს შეხედეს, მერე გაიცინეს და ლამის ძირს დაწვნენ სიცილისგან. -გვრიტი არა ტოროლა შე*ემა.-ამოიხითხითა საბამ. -ფუ რა *ლე ხარ.-თავში წამოუთაქა თარაშმა დემეტრეს. -ეე ჩვენც აქ ვართ სხვათაშორის.-ამოიღრინა ნენემ. სესილია გვერდით მიუჯდა და წამწამები აუფახუნა.-ღამე მოგიყვები.-ღიმილით უთხრა და უფროს ბიძაშვილს მიეხუტა. -ჩვენც მოგვიყევი.-დაეჭვებით თქვა საბამ. -არა.-ნენემაც გადაჭრით თქვა და საბას თვალი თვალში გაუყარა. დემეტრე ყველაფერს ხვდებოდა, იცოდა როგორი სტილის ამბავიც უნდა მოეყოლა ნენესთის და ცოტაარიყოს ბრაზდებოდა. -მოკლედ ხალხო.-დაიწყო თარაშმა.-ერთად ვართ.-სესილიას თავზე აკოცა და ბიჭებს გადახედა. -კაიგაჩე გვრიტო.-გაიცინა საბამ. ყველას მიულოცა მაგრამ თითქოს მერე დარეკა სესილიას გონებაში ზარებმა. -თაშ.-იდაყვი მიკრა ხელზე. -ჰოუ.-ხელი გადახვია და გულზე მიიკრა. -მამაჩემმა იცის? -არა სეს და ისე დავიწყებდი შენთან ურთიერთობას მამაშენს როარ სცოდნოდა.-ცოტაარიყოს ირონიული გაუხდა ტონი თარაშს.-ბავშვი ვარ რო დავმალულიყავი?-წარბები შეკრა და ხელი მოაშორა. -თააშ.-მაშინვე მიუცუცქდა.-თარააშ.-ყელში აკოცა. ყელიდან ყურისძირში, სიამოვნებდა თარაშის დაბურძგლული კანი და რეაქციები როცა ეხებოდა. საფეთქელზე აკოცა, მერე ლოყაზე, ცხვირის წვერზე, ბოლოს ტუჩებამდეც მაღწია. -ჩემი გიჟი ქალი.-ხელი მოხვია, კალთაში გადაისვა, ჩაეხუტა და ახითხითდა. -ნუმეძახი ეგრე რაა.-გაეცინა სესოს. -აბა როგორ დაგიძახო სეს? -როგორც გინდა.-ყელში აკოცა. -ცუღლუტობ სეს.-გაეღიმა თარაშს. -მეე? არაა რასამბოობ.-მოჩვენებითად გაიკვირვა. -დედაშენი გვიყურებს.-ღიმილით უთხრა და ლოყაზე აკოცა. -დავიღუპე.-გაშლილი ხელი შემოირტყა შუბლში.-შენ სახლთან მანქანა გაჩერდა თაშ.-გაკვირვებულმა წამოყო თავი. -წამო ვნახოთ ვინარის სტუმარი.-მხიარულად წამოდგა ფეხზე და სესილიაც გაიყოლა. თარაშის სახლის ეზოში გავიდნენ და გრძელფეხება ცხენი დაინახეს. იგრძნო სესილიამ როგორ დაიჭიმა თარაში და მხარზე შემოხვია თლილი თითები. -დამშვიდდი.-ჩუმად უთხრა და ცინიკურად მომზირალ გოგოს გახედა მკვლელი მზერით. -აქ რა გინდა?-იყვირა თარაშმა. -მომენატრე.-წიკვინა ხმა ამოუშვა გოგომ თარასს კი სიცილი აუტყდა. -ვინ დაგპატიჟა აქ თეკო?-უხეშად კითხა და ყელზე ძარღვი დაებერა, სესილია ვერაფერს იგებდა. -არავის დავუპატიჟებივარ, უბრალოდ მომენატრე და მოვედი, არშეიძლება?-ცრემლებით აევსოი თვალები ეგრედწოდებულ თეკოს. -არა! არავითარ შემთხვევასი არ შეიძლება! შენნაირი დამპალი სულის პატრონი არუნდა ტრიალებდეს ჩემ ირგვლივ.-ნელნელა მისკენ მიიწევდა. სესილიაც მიყავდა და ამას ვერ აცნობიერებდა. -ეს ვინარის? ჩემ თარაშს რატომ ეხვევი?-ახლა სესილიას გადაწვდა.-უკვე ამ არსებაში გაცვალე? -უკაცრავაად? არ მახსოვდა შენი თავი ვინმეს თუ გავუყავი.-თარაშს უთხრა და გოგოსკენ ირონიული მზერით გაიხედა. -თარაშ მომენატრე, გთხოვ თავიდან დავიწყოთ, გემუდარები. მჭირდები თარაშ. -შენ გოგო თავი რამეს მიარტყი?!-ბოლო ხმაზე იღრიალა და გვერდითა ეზოდანაც შემოცვივდა ხალხი.-მაშინ რატო არ ფიქრობდი მაგაზე ჩემი შვილები რო მოკალი იმ დაწყევლილ ადგილას? თან 1 კიარა, ტყუპები მოკალი გესმის? შენ მეუბნები რო მოგენატრე?! ამ ჩემ *ლეს თუ არც! იცი ახლა რასიზამ? როგორც მოკაკუნდი მაგ შენი დაუთმობელი ფეხსაცმელებით, კაკუნებით და პოდიუმის ნაბიჯებით ისე გაა*ვავ აქედან! თურმე მოვენატრე სეს გესმის? მოვენატრე როცა ჩემი შვილები მოკლა პროფესიის გამო. შენ საერთოდ რა ქალი ხარ?! ქალი კიარ ფიტული ხარ! იცი აი ამ არსებაში, როგორც შენ უწოდებ, რატომ გაგცვალე? ეს ქალია, პიროვნება და საერთოდ ყველაფერია გესმის? შენ მკვლელი ხარ! მკვლელი რომელმაც შვილები გაწირა. არშეგეცოდა მაინც?! მიპასუხე! არ შეგეცოდა?-ღრიალებდ ბოლო ხმაზე, სესილის მაგრად კიდებდა ხელს, სესილიაც განიცდიდა მასთან ერთად, თეკო კი იდგა გაშეშებული და ვერაფერს ამბობდა. გგონიათ წუხდა? არა! -წადი თორემ აქვე მოგკლავ! გესმის?! წაეთრიე აქედან!-უღრიალა. -დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს იგივეს ვიზამდი, პოდიუმს არ მოვშორდებოდი და არც ვწუხვარ რომ ეს გავაკეთე.-თვალებში შეხედა, თარაშს კი ელდა ეცა, არ სჯეროდა რომ შეიძლებოდა ასეთი სასტიკი ყოფიიყო ქალი და მითუმეტეს დედა. უკან გაბრუნდა სანამ თარასი ბრაზს ამოაფრქვევდა და წავიდა. მანქანა ადგილს მოწყვიტა და წავიდა, სამუდამოდ. -თარაშ შემომხედე.-გაოცებულ, გაშტერებულ თარაშს შეხედა სესილიამ და სახეზე მოუთათუნა თითები. ყველა გაოცებული უყურებდა თარაშს. მარინე და ილიაც შოკში იყვნენ. დათას ცრემლები სდიოდა, ახსოვდა როგორ იყო თარაში, მისი ცრემლებიც ახსოვს. მასთან მივიდა და მეორე გვერდიდან ამოუდგა. -უნდა მომეკლა.-ამოთქვა თარაშმა და სესილიასკენ გაიხედა. დათა ბებიამისთან მივიდა და მხარზე დაუსვა ხელი, დამშვიდდიო. სესილიას ესმოდა თარაშის ტკივილის და ორმაგად სტკიოდა. -დამშვიდდი.-მაგრად შემოხვია ხელები და თარაშმაც ობოლი ცრემლი გადმოაგდო თვალიდან რომელმაც სესილიას დაუწვა მხარი. -შენ ასე არასდროს მატკინო, გთხოვ სესი.-ჩუმად უთხრა და მხარზე აკოცა. -არასდროს გატკენ.-ამოიჩურჩულა და ყელში აკოცა.-სახლში შევიდეთ გინდა? -ვსიო კარგად ვარ.-გაუღიმა და ხალხს გადახედა.-კარგად ვართქო ნუმიყურებთ მასე. დედა მოსულიერდი აბა შენიცი.-მანანას შუბლზე აკოცა, მანაც ხელები შემოხვია შვილს და თავზე გადაუსვა ხელი.-მანო კარგი რაა, მორჩი მოთქმას.-ხმა დაძაბა და დათასკენ გაიხედა.-აბა შენიცი დავით, მიხედე ბებიას და ბაბუას, გიორგი ძიას თანხმობა მაქვს, სესო უნდა წავიყვანო ცოტახანს, აბა თქვენიცით.-ყველას გადახედა, სესილიას ხელი დაავლო და მანქანისკენ წაიყვანა. ისიც უპრობლემოდ ჩაჯდა. -სად მივდივართ თაშ?-გაუღიმა და ლოყაზე აკოცა. -ტყის სახლში.-ხელზე ხელი მოუჭირა, უკვე დაღამებას იწყებდა. მალე ავიდნენ ტყის სახლში, მხოლოდ ერთი საწოლი, ბუხარი, მაგიდა და სკამები იყო. -რალამაზიაა.-იღიმოდა სესო და თარაშს ეკიდებოდა მხარზე. -შენზე ლამაზი არარის სეს.-გაუღიმა და ტუჩებზე მიაკრო ტუჩები, კოცნაში შეყოლილებმა ვერც გაიგეს როგორ აღმოჩნდნენ საწოლზე. მაინც გამოფხიზლდა თარაში და მოშორდა წამით მაგრამ სესილიამ ისევ თავისკენ მიიზიდა და ალბათ ეს იყო თანხმობა ყველაფრისთვის. მალე შემოაზარცვეს ტანსაცმელი ერთმანეთის სხეულებს და სრულიად შიშვლები დარჩნენ ერთმანეთის პირისპირ. შეიძლება უცნაურადაც კი მოგეჩვენოთ მაგრამ ისე სიამოვნება სესილიას ის წუთიერი ტკივილიც რომ თავი მაზოხისტი ეგონა. მთელ ტანს უკოცნიდა თარაში და ათას საალერსო სიტყვას ეუბნებოდა. ძლიერად და ხშირად შედიოდა მასში და სესილიას ხმაც ნელნელა უმატებდა ტემბრს. ბოლოს ერთდროულად ამოუშვეს სიამოვების პიკს მიღწეული ხმები და ბედნიერებამაც პიკს მიაღწია მათში. თარაშის გულზე ედო თავი და მის თატუზე ატარებდა თითებს. მოწონდა მისი გაურკვეველი ტატუც რომელიც აქამდე არ ჰქონა შენიშნული. თარაშსაც გახსენდა სესილიას ტატუები და უცბათ წამოიწია. -რა..რახდება?-იკითხა სესილიამ და ლოყები აუწითლდა. -ტატუები არმინახავს კარგად.-ენა გამოუყო და ყელში აკოცა.ყელიდან ქვემოთ ჩამოუყვა და ნეკნებზე, მკერდთან ახლოს გაკეთებული მთვარე რომ დახვდა გაეღიმა. -რაგაცინებს?-კითხა სიცილით. ოდნავადა არ რცხვენოდა თარაშთან მისი სიშიშვლის, უყვარდა და ეს მთავარი იყო. ხელი აწია და იმავე ადგილას გაკეთებული მზე დაანახა.-ღადაობ? -შენ ხარ ჩემი მთვარე და შენით ვარსებობ მე.-ტუჩებზე დასწვდა. სევ აიწია და ახლა მენჯზე დააკვირდა ლოტუსის პატარა გამოსახულებას. -სრულყოფილების და სიწმინდის ნიშანი ისვეე როგორც დედაჩემს? საინტერესოა.-გაეღიმა.-შენ ჩემი სრულყოფილება ხარ სესი.-ტუჩებზე დასწვდა აშკარად დაღლილ სესილიას და მერე ყელში აკოცა.-მეგემრიელები. -თარაშ.-ამოიკრუსუნა და კისერზე შემოხვია ხელები. -მიყვარხარ სეს.-ამოთქვა და მაგრად ჩაიკრა გულში. -მეც მიყვარხარ.-გაუღიმა და ყელში აკოცა. თარაშმა საწოლის გვერდით დაგდებულ შარვალს ჯიბეებში დაუწყო ქექვა და სიგარეტი ამოაძვრინა. ტუჩებშორის მოიქცია და მოუკიდა. ღრმა ნაპასებს არტყამდა და სესილიაც მიშტერებოდა მისთვის მიმზიდველ სახეს. სიგარეტი წაართვა და თვითონ მოიქცია ნახევრად ჩამწვარი ღერი ტუჩებშორის.-გიხდება მოწევა.-გაუღიმა. -შენ კიდევ მოუხშირე, მიუხედავად იმისა რომ შენზე მომწონს.-წარბები შეკრა თარაშმა და ისევ წაართვა სიგარეტი.-უნდა დავბრუნდეთ.-გაუცინა და ლოყაზე აკოცა. -ახლა?-ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და საცოდავი სახით შეხედა. -ჰო, ახლა.-შუბლზე აკოცა, წამოდგა და ჩაცმა დაიწყო. სესისაც ჩააცვა და ხელში აიტაცა, მანქანაში სიცილით ჩასვა. საწოლს სისხლიანი ზეწარი ჩამოაცალა და დაწვა, ცოტახანს ელოდებოდა, მერე ნაკვერჩხალს წყალი დაასხა და სახლის კარი გამოხურა. მანქანაში ჩაჯდა და მცქმუტვარე მდგომარეობაში მყოფ სესილიას სიცილით გადახედა. -ნუ დამცინი იდიოტო.-შეუბღვირა და ამოიოხრა. -რატო ცქმუტავ პატარავ?-წარბები აუტაამაშა. -მშვენივრად იცი რატომაც.-შეუღრინა. ფეხებსშორის ისევ გრძნობდა წვას და სიმხურვალეს. სახლამდე ძლივს ჩააღწიეს და სესილიას აღარაფრის თავი ჰქონდა სახლში შესვლისას. უკვე 3 საათი იყო, ნენეს ფანჯარაში შუქი ენთო, გაუკვირდა სესილიას, თარაშს დაემშვიდობა, ჩაეხუტა და მხურვალე კოცნითაც დააჯილდოვა შემდეგ კი ოთახში ავიდა ახალდაბადებული ჟირაფის ნაბიჯებით. კარი შეაღო და ნენე დახვდა საწოლზე გაწოლილს თვალები ჭერისთვის ჰქონდა გაშტერებული.-ნენეე. -სესი, რაღაცნაირად ვარ.-გაუნძრევლად უთხრა. -აუ მეც და უნდა ვიბანაო, გთხოვ წყალს გადავივლებ არდაიძინო და მომიყევი ყველაფერი.-შუბლზე აკოცა და შხაპის მისაღებად შევიდა სააბაზანოში. ჯერ ისევ ვერ იჯერებდა რომ თარაშთან იწვა. ანდაც რა დაჯერება უნდოდა? მიიღო სიამოვნება კაცისგან რომელიც სიგიჟემდე უყარდა. გოჭებიანი საღამურები ჩაიცვა და ისევ ოთახში გავიდა. თმა ჩაიწნა და ნენეს გვერდით მიუწვა. -დათო ქვია, თბილისელია, სკოლაში იყო ჩამოსული რაღაც პროგრამით და ტრენინგებს გვიტარებდა ეს დღეები. მეოთხეკურსზე გადავიდა. დღეს ბოლო ტრენინგი ჩააატარა და წასვლის წინ ისე საყვარლად დამემშვიდობა. ლოყაზე მომითათუნა ხელი და შუბლზე მაკოცა, მერე თვალი ჩამიკრა და მალე შევხვდებითო მითხრა. რაღაცნაირი გრძნობა მაქვს რო ეს ბიჭი ჩემია, ჩემთვისაა და ვერ ვუშვებ.-ამოიოხრა და სესილიას გახედა. -რა მწარედ გიყვარდება ჩემო გოგო.-გაუცინა და ლოყაზე აკოცა.-ჩემსავით. -უიმე, აბა სადიყავით ქალბატონო ამდენხანს?-წარბაწევით გადახედა. -მთის სახლში.-გაუღიმა და თავი ბალიშში ჩარგო. -აუუ, სესოოო, ახლა მითხარი რო ივაჟკაცა იმ იდიოტმა.-სიცილით უთხრა. -ივაჟკაცა რომელია, ძლივს ვდგავარ ფეხზე.-გაუცინა და ლოყები აუწითლდა. -აბა თქვენიცით გაგვიგორეთ ერთი 11 ბავშვი და ფეხბურთის გუნდი შექმენით.-გაიცინა და აწითლებულს ლოყაზე აკოცა. -აუ ნენე რადამპალი ბავშვი ხარ.-ჩაიხითხითა. კიდევ ბევრი ილაპარაკეს და მალევე ჩაეძინათ ერთმანეთზე მიხუტებულებს. დილით კიარადა შუადღით ბიჭების როხროხმა გააღვიძეს. თავები წამოყვეს ერთდროულად და ჯერ ბიჭებს შეხედეს მერე ერთმანეთს და მერე ისევ ბიჭებს. სესილიამ ამოიოხრა და ისევ ბალიშზე მიესვენა, ნენე კი სესილიაზე. -ადექიიიით, გვიანობამდე ჭორაობამ იციიის.-აროხროხდა დემეტრე. უცბათ დასცხო თავში ორივეს ყველაფერმა და ისევ წამოყვეს თავები. -რაო?-კითხა ნენემ სესილიას. -შენც გაიგე?-სესილიამაც კითხა და მერე ორივე ერთდროულად დაიწყანა.-გაგიხმეს თავი დემეტრე გერლიანო და გადაქვესკნელდი ერთდღეს. -დაგერხათ ორივეს.-აფხუკუნდა საბაც. -რახდება ხალხო აქ?-თავი შემოყო თარაშმა. -ჯანდაბა!-ნინემ და სესილიამ ერთხმად შესძახეს და ისევ ბალიშზე დაემხნენ. -ადექი სესო ადექი, ამდენხანს ვის გაუგია წოლა?-აფხუკუნდა დემეტრე.-რამე გტკივა თუ რატო წკმუტუნებ?-კითხა სიცილით და თარაშსაც გადაურბინა ფერებმა. -შენ დაგტირივრ დემეტრე, ახლა თვალს რომ გავახელ და ისევ აქ დამხვდეთ თქვენ სამი ერთად გისვრით ფანჯრიდან.-ამოიბურტყუნა და ძილი გააგრძელა მაგრამ აცდის ვინმე? -ადექიიი.-ხელზე დაექაჩა თარაში. -მოგკლავ თარაშ ასათიანო! არგაცოცხლებ.-ამოიტირა და ნენეს მიეკრო. -რა ატირებთ?-ორივეს ცრემლები სდიოდათ. -ახლა შეილება გავგიჟდე.-აკვირდებოდა დემეტრე. -ღადაობთ ჰო?-საბაც საწოლთან დადგა და დააკვირდა. -რა გატირებს სესი?-თბილი ზმით კითხა თარაშმა. -წადით, ყველა! ჩემ სიყვარულს ვეხუტები და დამაცადეეთ.-ამოიდუდღუნა სესილიამ და ნენეს მიეკრო. ნენეც მას მიეკრო. -გვაცადეეთ.-ახლა ნენემ ამოიბურტყუნა ბიჭები კი სიცილისგან უკვე ცუდათ იყვნენ. სესილია ნენეს გამოაცალა მკლავებიდან და სხეულზე აიკრო ტარაშმა. -ახლა მართლა ვეხუტები.-ამოიდუდღუნა და ყელში გაუხახუნა ტუჩები. -სესი გამოფხიზლდი პატარავ.-ხითხითებდა ტარაში.-გაიღვიძეეე.-ტუჩებთან ამოიჩურჩულა და აკოცა. მალე გაახილა თვალები სესილიამ და თარაში რომ დაინახა გაეღიმა. -უნდა ავდგე, ჩავიცვა და უკვე მეზარება.-ამოიბურტყუნა ისევ. -მორჩა, ეს გამოაფხიზლებთ.-საბამ დიდი ჯამებით შემმოიტანა წყალი, ერთი სესილიას ჩააცალეს ბეჭებში, ერთი კი ნენეს დაასხეს თავზე. ორივე გაგიჟებული წამოხტა და ბიჭებზე უარესად გაბრაზდნენ. -არგაცოცხლებთ, არცერთს!-დაიყვირა სესილიამ და სამ მუშკეტერს გაეკიდა. მთელი სახლი და ეზო მოირბინეს და ბოლოს რომ დაიღალნენ, სესილია ისევ თარაშმა დაიჭირა და მანაც იგრძნო ისევ ტკივილი და ტუჩზე გამეტებით იკბინა. -გეუბნებოდი გაჩერდითქო.-ჩასჩურჩულა და ოთახისკენ გაარბენინა.-ცაიცვი და ჩამოდი.-მოწყვეტით აკოცა და კარში გაუჩინარდა. სწრაფად ცაიცვა, ნაჭრის შორტი და მაიკა და დაბლა ჩავიდა. თარაშის გვერდით დაჯდა და თავი გულზე მიადო.-დღეს საღამოს მივდივარ. -აუუ.-დაიწუწუნა და ყელში მიაკრო ტუჩები.-როდის ჩამოხვალ? -არვიცი სეს, შეილება ერტი თვეც ვერ ჩამოვიდე ან მეტი და სენი წამოსვლის დროც მოვიდეს. ბათუმიდან ვიწყებთ მე და მამაშენი, კიდევ მამაჩემი. -სამივე მიდიხართ?-სახე მოეღუშა სესილიას. -მარინაც მოდის, დედაჩემიც ექიმია.-გაუცინა.-დათუნაც მიმყავს. -აუ კარგი რააა.-უფრო მოიწყინა სესომ. -სულ ტელეფონი გეჭიროს ხელში ჰო?-გაუღიმა და შუბლზე აკოცა, მერე ხელი დაავლო და სადღაც გაიყვანა.ცხენების სადგომში შეიყვანა და ტუჩებზე დააცხრა. -ახლა არმითხრა აქ უნდა გაგ*იმოო.-გადაიკისკისა სესიმ. -ზუსტად მიმიხვდი.-გაუცინა თარაშმა და წელზე სემოისვა სესილია. კედელზე ააკრო და შორტის უბე გვერდით გადაუწია ტრუსთან ერთად. სწრაფად შეერთდა მათი სხეულები და სესილიას სიამოვნების ამოძახილებს ტუჩებით ახშობდა თარაში. ბიძგები რომ გააძლიერა და შეანელა, სიამოვნების პიკს მიაღწია სესილიამ და სხეული აუკანკალდა, გააცია, გახურდა და კანკალს მაინც არ წყვეტდა, ფეხდაფეხ მიჰყვა თარასიც და ცხელი სპ*რმის ჩარვრაც იგრძნო სესილიამ სხეულში. საბოლოოდ ამოიკვნესა და თავი მხარზე ჩამოადო.ცოტახანს იგივე პოზაში დარჩნენ, ბოლოს ორივემ გაიცინა, თარასის სხეულიდან ჩამოცოცდა და შორტი გაისწორა. ხელი დაავლო თარაშმა და თავლის მეორე გასასვლელისკენ წაიყვანა, იქედან სვანეთის ულამაზესი მთები გადაიშალა და აქაიქ ფრინველებიც შეინიშნებოდნენ ცაში. ტუჩებზე დააკვდა თარაში და ისევ სახლისკენ წაიყვანა. შიგნით შევიდნენ და ისევ გვერდიგვერდ დასხდნენ. ეშმაკურად უყურებდნენ და უცინოდნენ წყვილს დანარჩენები, ესენიც თვალებს ატრიალებდნენ. ხუთი საათი იყო თარაში რომ წამოდგა და სესილიასაც მოაწვა სევდა.ბარგი გამოიტანა სახლიდან და მანქანის საბარგულში ცადო. გიორგი და ნანაც მიდიოდნენ. ყველას დაემშვიდობა სესილია და ბოლოს თარაშის ჯერი რომ დადგა მაგრად ჩაეკრა გულში. -მალე გნახავ თაშ.-ჩასჩურჩულა და ლოყაზე აკოცა. -ჩემო პატარა.-ყელში მიაკრა ტუჩები და მალევე მოშორდა, მანქანაში ჩაჯდა და დაიძრა ქალქისკენ რომელიც ძალიან უფერული ეჩვენებოდა სესილიას გარეშე. ........................................................................... -სესი ჩავედი.-დაურეკა და გადაღლილი ხმით უთხრა ბათუმის კლინიკაში ჩასვლის ამბავი. უკვე ორი კვირა იყო მათი ბოლო ნახვიდან გასული. -ძალიან დაიღალე?-კითხა სევდიანი ხმით. ენატრებოდათ ერთმანეთი, უსაზღვროდ. -მთავარია მალე გნახავ და მაგას რა მნიშვნელობა აქვს.-ჩაეცინა და მბილურშიც იგრძნო სესილიამ ის ჟრუანტელი მისი ღიმილი რომ ჰგვრიდა. -ძალიან, ძალიან მენატრები.-ამოიბუზღუნა სესილიამ. -მეც მენატრები პატარავ, შენც და შენი სიმდიდრეებიც.-გაეცინა თარაშს. -დამპალო.-გადაიკისკისა სესომ.-წადი დაისვენე და მერე დამირეკე.-„კოცნა გაუგზავნა“ და გაუთიშა. ............................................................................... ზუსტად 20 დრე იყო მათი ბოლო ნახვიდან გასული, სესილიამ აიკრიბა გუდანაბადი ნენესთან ერთად და ქალაქში წამოვიდა. აგვისტოს შუა რიცხვები იყო, საშინლად ცხელოდა თბილისში. სახლში შესვლისთანავე კონდენციონერი ჩაართვევინა ნანას და სახე შეუშვირა. საღამოს ნენესთან ერთად სასეირნოთ წავიდა, თარაში მეორე დღეს ამოდიოდა გერმანიიდან, აპარატურის საყიდლად და შესამოწმებლად იყო წასული. ბინის მისამართი იცოდა და უნდა დადგომოდა მოულოდნელად. ნენესთან ერთად რუსთაველს მიუყვებოდა, ლაპარაკობდნენ და იცინოდნენ, ნენე რომ გაჩერდა და მომღერალი ბიჭებისკენ გაიხედა. -სესი, იქ დათოა.-ჩურჩულით და ხმის კანკალით უთხრა, სესილიამაც ხელი დაავლო და მათკენ წაიყვანა, ზუსტად დათოს წინ დადგნენ რომელსაც ხელში გიტარა ეჭირა და მღეროდა ბიჭებთან ერთად. -კარგი გემოვნება გქონია ბიძაშვილო.-გაუცინა და ისევ ბიჭებს შეხედა. დათომ მსმენელებს ამოხედა, ნენე რომ დაინახა ჯერ გაუკვირდა მერე გაეღიმა და თვალი ჩაუკრა. -ახლა მოვკვდები.-თქვა გაოცებულმა მერე კი თვითონაც გაეღიმა. მალე მორჩა დაკვრას დათო, წამოდგა და ნენესკენ წავიდა, გადაკოცნა და სესილიასაც მიესალმა. -როგორ ხარ ნენე?-კითხა თბილი ხმით და გაუღიმა. -კარგად დათო შენ?-მანაც გაუღიმა. -არამიშავს, აქ საიდან? -ჩემი ბიძაშვილის დამსახურებაა.-სესილიასკენ ანიშნა.-ჰო მართლა, სესი ეს დათოა ჩვენ სკოლაში ტრენინგებზე იყო ჩამოსული. დათ ეს სესილიაა როგორც ვთქვი ჩემი ბიძაშვილი.-გაიღიმა. ერთმანეთი გაიცნეს ცოტა ისაუბრეს, მერე კი ნენე დაემშვიდობა და ისევ გააგრძელესს გზა.-რასაყვარელიაა გავგიჟდებიი. -მოწონხარ.-დასკვნა დადო სესილიამ. -ვიცი.-ენა გამოუყო და გაუცინა. -რავქნათ ახლა მე და შენ?-წარბები აუთამაშა. -სუში მინდა.-ტუჩები გაილოკა ნენემ. -ჩემი გოგო ხარ.-გაუცინა.-ძალიან ძალიან მინდა.-აცქმუტუნდა ადგილზე. ხელი დაავლო და უახლოესი სუშიბარისკენ გააქცია. სუში ჭამეს და წამოვიდნენ, მერე ნაყინი მინდაო ატყდა სესილია. ლუკა პოლარესაც ესტუმრნენ და ბოლოს სახლში დაბრუნდნენ. მეორე დღეს დილიდან წამოდგა ფეხზე. ემზადებოდა, იცოდა თარაში საღამოს ექვსზე ჩამოვიდოდა და უნდოდა რომ ბინასი დახვედროდა. წითელი ნაჭრის კომბინიზონი და კრემისფერი, ღია მაღალქუსლიანი ჩაიცვა. ტუჩები ახლაც წითლად შეიღება. მიდიოდა, თარასის ბინისკენ და ბედნიერებას გრძნობდა. დემეტრემ და საბამ ზუსტად აუღწერეს ბინა და მისამართი. გასაღები დათუნას წაყალობით ჰქონდა, კიბე აირბინა და გასაღებით გააღო კარი. მისაღებში უკვე იყო ჩემოდნები, საძინებლისკენ მიდიოდა ეგონა თარაშს ეძინებოდა. ეძინა კიდეც მაგრამ მარტოს არა, თეკოს გვერდით ეძინა. ფეხსაცმლის ხმაზე თვალები გაახილა თარაშმა და კარში დაყუდებული სესილია რომ დაინახა გაოცებისგან თვალები ჭყიტა, მერე გვერდით ნელა მიიხედა და თეკო რომ დაინახა თავის თავი შეზიზღდა. წინ აღამის ჩამოსული ისე გამოთვრა თეკო სესილიათ ეჩვენებოდა. რამ იცის ეს? სურვილმა თუ მონატრებამ? ფაქტია რომ უღალატა, ან ასე ეგონათ, შეტრიალდა სესილია, შეტრიალდა და წავიდა. არც ისტერიკები დაუწყია და არც არაფერი. ადგა და წავიდა! გაეკიდა თარაში, გააჩერა კიდეც. -სესი გთხოვ სეს, მართლა არაფერი მახსოვს პატარავ გემუდარები, გთხოვ არდამტოვო.-ემუდარებოდა და სესილიას ხელზე კოცნიდა. -შემეშვი თარაშ, გეყოს თავმოყვარეობა და ნუმატყუებ. -არგატყუებ გეფიცები სესი. -შემეშვი თას, ბედნიერებას გისურვებ.-ხელი გამოგლიჯა და ამაყი ნაბიჯებით წავიდა გასასვლელისკენ. ეძახდა თარაში, მისდევდა მაგრამ ის მიდიოდა, არ ჩერდებოდა. წინ მიიწევდა და უფროდაუფრო უცარიელდებოდა გული. უყვარდა ეს კაცი ძალიან უყვარდა! ჩანთა რომელშიც ორსულობის ტესტი იდო ორი წითელი ხაზით მაგრად ჩაბღუჯა, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. მხოლოდ ერთი კითხვა ტრიალებდა ორივეს თავში: -აპატიებს და დაბრუნდება?! თავი 6 სახლშ განადგურებული მივიდა, ნანა და გიორგი გაოცდნენ შვილის დანახვისას, ნენე კი ყველაფერს უსიყვოდ ხვდებოდა, მიზეზი არიცოდა და დიდად არც ინტერესდებოდა. სკოლაში დარეკა და დეკრეტული შვებულება მოითხოვა. უპრობლემოდ გაუგო დირექტორმა და 1წლიანი შვებულება მისცა. შინაგანად იშლებოდა და წასვლა უნდდა, აიბარგა და წავიდა კიდეც. გიორგისთვის და ნანასთვის არაფერი უთქვამს, იცოდა რომ მივიდოდა თარაში, ამიტომ დროზე აიბარგა და ნენესთან ერთად ბათუმში წავიდა. მშობლებს დაუბარა არავისთვის არაფერი ეთქვათ და ისინიც უპრობლემოდ დათანხმდნენ. საბამ წაიყვანა ორივე მანქანით და მთელი გზა თვალს ადევნებდა სესილიას რომ რამე მაინც მოეყოლა მათთვის. -ორსულად ვარ.-ამოთქვა როცა საბამ მანქანა გადააყენა მაღაზიაში შესასვლელად. -რაა?-ერთად შეჰყვირა და-ძმამ და გაოცებულებმა გახედეს სესილიას. -და თარაშმა თეკოსთან მიღალატა.-ცრემლები მოაწვა. -ბათუმში არწაგიყვან.-თავი გააქნია საბამ. -არშემიძლია საბა იქ ყოფნა, 1 წლის შემდეგ დავბრუნდები. ვინ იცის იქნებ აღარც ვუყვარდე ანდა მე ვაპატიო.-მკრთალად გაიღიმა. -აარწარმომმიდგენია რომ თარაშს თეკოსთან ეღალატა, ჭირივით ვეიტანს იმგოგოს. მე რომ მასეთი რამე შემმთხვეოდა და ჩემ შვილზე დაემალათ ალბათ ჭკუიდან შევიშლებოდი სესილია. არქნა ეგ რაა.-შეევედრა საბა. -როცა დრო მოვა გაიგებს, არმინდა ამაზე კამათი გთხოვ.-ამოიოხრა და გაოცებულ ნენეს მიეყრდნო. -ექიმთან იყავი?-გაეღიმა საბას. -არა.-თავი გააქნია სესიმ. -ბათუმში რომ ჩავალთ მივიდეთ.-გაუღიმა ნენემ და თავზე აკოცა. -ჩამოხვალთ ხოლმე?-კითხა თვალცრემლიანმა. -აბა რასვიზამთ?-გაუღიმა საბამ და გულზე მიიკრა ბიძაშვილი.-კარგად დაფიქრდი ჰოო? თარაში არიზამდა მაგას, მთვრალი კიარა კაიფში რომ ყოფილიყო მაინც. შეილება მოეკლა თეკო მარა მასთან არდაწვებოდა. -1 წელში დავბრუნდები. -შვილის დამალვა რომ არგაპატიოს? მერე?-წარბი აუწია საბამ. -ნუ მეუბნები ეგრე.-ამოიტირა და ცრემლებმაც უღალატეს. -იცი ახლა რასვიზამ? ვიჩალიჩებ რომ ყველაზე გემრიელი ნაყინი გიპოვო და მერე გიყიდო. გინდა? -მინდა.-თვალები გაუბრწყინდა. საბას აღარაფერი უთქვამს, ნაყინები იყიდა, საჭესთან დაჯდა და გზა განაგრძო. ბათუმში ჩავიდნენ თუარა კლინიკაში მივიდნენ, სპეციალური მოთხოვნით ქალ გინეკოლოგთან. ძალიან საყვარელი და თბილი ქალი აღმოჩნდა ქალბატონი ეკა. შვილივით მიიღო სესილია და შესთავაზა კიდეც ჩემთან იცხოვრეო. ქალბატონი ეკა 49 წლის მარტოხელა ქალბატონი გახლდათ. 23 წლის გოგოსთან ერთად მარტო ცხოვრობს, ქმარმა მიატოვა და სრულიად მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობს ქალიშვილთან ერთად. სესილიაც დასთანხმდა და ეკასთან წავიდა სახლში. როგორც შვილი, ისე გამოუყო ოთახი თავისი სააბაზანოთი და მის შვილსაც გააცნო სტუმარი. ეკას შვილი როგორც უკვე ვთქვი 23 წლის ანა ბაქრაძეა, შესაშური სილამაზის და ნიჭის გოგონა. პიანისტი, მომღერალი და საერთოდაც სულით მდიდარი ადამიანიც გახლავთ. ისე მიიღო სესილია როგორც და. ბატუმში ჩასვლის დღიდან მშობლების და მეგობრების გარდა აღარავის ეხმიანება. თარაშზე მხოლოდ ის იცის რომ სადღაც წავიდა, ყველაფერი ილიას ჩააბარა და წავიდა. სესილიამ კარგად იცოდა რომ იმ მთის სახლში იქნებოდა მაგრამ ჯიუტად არავის ეუბნებოდა. ნელნელა იბერებოდა და ზამთარიც მოდიოდა. გამოკვლევებზე დადიოდა და თავისი ბიჭის ფოტოებს აკვირდებოდა. თითებს თავად უთვლიდა და ეღიმებოდა. ბევრჯერ უფიქრია თარაშზე, ბოლოს იმ დასკვნამდე მიდიოდა რომ დრო სჭირდებოდა და ალბატ მერე დაელაპარაკებოდა კიდეც. ისეთი ლამაზი იყო ორსული სესილია ქუჩაში დიდი სითბოთი უყურებდნენ. ნანა და გიორგი რომ ჩაიდნენ და გაბერილი შვილი დაინახეს გაბრაზდნენ რატომ დაგვიმალეო, მაგრამ ბავშვის დარტყმა რომ იგრძნეს გაუარათ ბრაზმა. ბედნიერები იყვნენ მაგრამ აკლდათ თარაში რომელიც თებერვალში დაბრუნდა თბილისსი, სრულიად შეცვლილი, სერიოზული, ცარიელი თვალებით, ფეთქებადი ხასიათით და დიდი ზიზღით საკუთარი თავის მიმართ. სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა დათამ მის კანზე ნაიარევები მაგრამ დუმდა თარაში. ცოტას ლაპარაკობდა და თუ ლაპარაკობდა ირგვლივ ყველაფერს ყინავდა. თეკო? თეკო იმ დღის შემდეგ მხოლოდ იმას გაიძახოდა ერთად არვწოლილვართ, თავიდან მე მივადექი სახლში მაგრამ გაჩერდა და ბევრი მიღრიალა მაგრამ მე მაინც იქ დავრჩი და გვერდით მივუწექი, მე ეს კაცი მიყვარსო. სხვა არაფერს იძახდა და მართალიც იყო. თარაშს ეღალატა საკუთარი თავისთვის? საყვარელი ქალისთვის? მისი და თავის ღირსებისთვის? შანსი არარის! ისევ დაიწყო საავადმყოფოების შემწმება, გიორგი არაფერს იმჩნევდა, ხვდებოდა თავადაც სჯიდა თარაშ საკუტარ თავს და თავს ჩარევის უფლებას აღარ აძლევდა, თარაშიც მისი შვილი იყო და ხელს არ კრავდა. ბატუმის ლინიკაში რომ გადაწყვიტა წასვლა საბას და ნენეს ფერები გადაუვიდათ მაგრამ არაფერი შეუმჩნევიათ, დემეტრე გულში ზეიმობდა, იცოდა რომ შეხვდებოდნენ ერთმანეთს. 1 მარტს დედამსს და მთელ ქალებს მიულოც დედის დღე და ბათუმისკენ დაიძრა. გვიან ჩავიდა და სასტუმროში დაბინავდა. მთელი ღამე მშვიდად ფშვინავდა ამ თვეების მანძილზე პირველად. 2 მარტს საავადმყოფოში წავიდა, შეამოწმა ყველაფერი და ფანჯრიდან იხედებოდა როცა სამშობიაროს შენობაში რომელიც ასევე მისი საკუთრება იყო, 2 პაციენტი შემოიყვანეს. ერთს რთული მშობიარობა აქვსო ყვიროდნენ და თარაშს სთხოვეს თქვენ შედით ბლოკშიო. ზედმეტი კითხვების გარეშე გამოიცვალა, ჰიგიენური ეტაპები გაიარა და პაციენტთან შევიდა რომელიც სასინელი ტკივილებისგან იტანჯებოდა. სახეზე არც შეუხედავს თარაშს, წ....ბი დაღვრილი ჰქონდა და ბავშვის თავის ჩანდა. საკმაოდ დიდი ბავშვი იყო და ამიტომ უჭირდა დედას ასე ძალიან. ამოიღო თუარა თარაშმა ხმა გაიყინა პაციენტი მაგრამ ტკივილი იმდენად ძლიერი იყო გაოცებაც აღარ შეეძლო. უცებ გაჩუმდა და თარაშმაც ახედა, თავადაც შოკში იყო. როგორია ამშობიარებდე ქალს რომელიც გიყვარს და შენი ცოლი არარის. თავს დაბნევის საშუალება არმისცა, ჩვეულად განაგრძო თავისი საქმე და ხანდახან თუ შეხედავდა სახეზე, 4 საათი იბრძოდა სესილია რომ მასში მყოფი ცოცხალი არსება მის სხეულს მოშორებოდა და დამოუკიდებლად ესუნთქა. ბოლოს როგორც იქნა პატარა ბიჭიც მოშორდა დედის საშვილოსნოს და ჭიპლაიც საკუთარი ხელით გადაჭრა თარასმა. ბოლოს ამოისუნთქა და საოპერაციოს კედელთან ჩაიკეცა. თავი ხელებში ჩარგო და ცრემლები გადმოუშვა გაყინული ზღვისფერებიდან. სესილია რომ გაითიშა იმ დროს მოვიდა გონს. ბავშვს დახედა და თითებზე აკოცა პატარა წითელ არსებას, შემდეგ სესილია მოაწესრიგეს და თავადაც მოწესრიგდა. გარეთ გავიდა და ღრმად დაიწყო სუნთქვა. ეჭვი არეპარებოდა იმაში რომ მისი შვილი იყო ის ბავსვი მაგრამ ჯრ კიდევ შოკში იყო. სესილია რომ პალატაში გადაიყვანეს, საკუთარი ხელით შეიყვანა ახალშობილი, დედამისის პალატაში. დედის რომელსაც უკვე ეღვიძა და ისიც კარგად ახსოვდა რომ თარაშმა ამშობიარა. ვერც სესილია პატიობდაშესაძლო ღალატს რომელიც სულაც არყოფილა ღალატი და ვერც თარაში პატიობდა შვილის დამალვას. ბავშვის „საწოლი“ სესილიას საწოლის გვერდით დადგა და იქვე დივანში ჩაეშვა უემოციო სახით. ვერ ცნობდა სესილია ახალ თარაშს, სულ სხვანაირ იცნობდა, უნებურად გადმოსცვივდა თვალებიდან ცრემლები და იმის ძალაც არჰქონდა რომ შეემშრალებინა. თავის შვილს უყურებდა და ბედნიერდებოდა. -არ უნდა დაგემალა.-გამტინავი ხმა გავრცელდა ოთახში და სეისლიაც შეკრთა. -არ უნდა გეღალატა.-ნიშნის მოგებით ამოიხრიალა ხმაწართმეულმა და ყელის სიმშრალის გამო შუბლი შეჭმუხნა, უსიტყვოს წამოდგა თარაში, საწოლის გვერდით მდგარი წყლის ბოთლლიდან წყალი ჩამოუსხა და თავად დაალევინა. -არ მიღალატია.-სრულიად მშვიდად და უემოციოდ უთხრა ისევ და ბავშვთან მივიდა. ხელსი აიყვანა ახალშობილი და გულზე დაუწვინა სესილიას. -ჩემი თვალით მაინც არ მენახა როგორ მიღალატე თარაშ.-ამოიტირა. -შენ თუ მართლა გგონია რომ მე ჩემს პრინციპებს, გრძნობებს, სინდისს და შენ, ქალს რომელსაც ვაღმერთებ, თეკოსთან გიღალატებდი აღარვიცი რაუნდა გელაპარაკო.-ისევ ეს უემოციობა და სესილიას აშლილი ნერვები. -რატომ მელაპარაკები ასე უემოციოდ?-კითხა ნერვებმოშლილმა. -როგორიც გამხადე შენი წამოსვლით ისე გელაპარაკები სესი.-მაინც როგორ თბილად ჟღერდა თარაშის წარმოთქმული „სესი“. -რაც დაგემართა შენ თავს დააბრალე.-მკაცრად თქვა და ბავშვს დახედა. -ლაპარაკის დრო და ადგილი რომ იქნება მერე ვილაპარაკოთ, შენთვის გადაღლა არშეიძლება, გიორგის და ნანას დავურეკე და შენის ნებართვით ჩემ მშობლებსაც რომლებსაც შვილიშვილი შეეძინათ, წინაარმდეგი ხარ?-ირონიულად კითხა და ჯიქურად ჩააშტერდა თვალებში. -არა.-ამოიჩურჩულა და პატარას შუბლზე აკოცა. -სახელი რა ჩავაწერინო?-ოდნავ, სულ ოდნავ დამთბარი ხმით კითხა. -რაც შენ გინდა.-ისევ ამოიჩურჩულა და მერე თარაშს შეხედა. მანაც თავი დაუკრა და უემოციო, დინჯი და სესილიასთვის გამაგიჟებელი ნაბიჯებით დატოვა პალატა. ანკეტის შესავსებად წავიდა და რეგისტრატორის გაოცებული სახე დააიგნორა. გაბრიელ ასათიანიო რომ უთხრა და უარესად დააჭყიტა თვალები რეგისტრატორმა ამაზე ოდნავ გაეღიმა. -ჩემი შვილია, ნუ ხარ გაოცებული.-მეგობრულად უთხრა და სიხარულისგან ლამის ცას ეწია მაგრამ ემოციების გამოხატვა რომ აღარ შეეძლო ეს იყო მისთვის სასჯელი. საავადმყოფოს მოსაცდელში დაჯდა მშვიდად და ხალხს რომელიც ესალმებოდა თავადაც უბრუნებდა სალამს. გრძობდა რომ მამა იყო, მისი ნაწილი სადღაც ცოცხლობდა და ცამდე უხაროდა. იქვე სკამზე ჩამოჯდა და მალე იგრძნო მხარზე ხელი. თავი ნელა ასწია და გაღიმებული გიორგის დანახვაზე თავადაც გაეღიმა. ფეხზე წამოდგა და გიორგის გადეხვია, შემდეგ ილიას, ნანას და მარინესაც არდააკლო ჩახუტებები და ნენე რომ შეახტა ზედ მაგაზე მთლად გადაირია და ამდენი თვის განმავლობაში პირველად გაიცინა გულიანად. -გილოცავთ მამიკოო.-დემეტრე თავის ამპულაში იყო და ყველას ართობდა. საბა იდგა მხოლოდ სერიოზული სხით მაგრამ თვალები უბრწყინავდა. -მადლობა.-გაუცინა და საბასკენ გააპარა მზერა. -შერიგება შენზე იყოს, ბევრი იტანჯა სესილიამ და კიდევ რო აწყენინო გეფიცები თავს წაგაჭრი.-სიცილნარევი სერიოზულობით ჩასჩურჩულა საბამ და ძლიერად მოეხვია უფროს მეგობარს. -შესვლა შეიძლება თარაშ?-კითხა ნანამ და ბიჭს გაუღიმა. -დღეს არა, ხვალ რამდენსაც გინდათ შეგიშვებთ.-თავადაც გაუღიმა და ღრმად ჩაისუნთქა. -რთულად იმშობიარა?-კითხა მარინემ. -მალე დაეწყო ჭინთვები, მაგრამ 4 საათი იწვალა. -ახლა არმითხრა მე ვამშობიარეო.-გაოცებულმა შეხედა დემეტრემ. -კაი არგეტყვი.-მხრები აიჩეჩა. -და მანდედან გაიგე რო აქ იყო არა?-კითხა საბამ. -არცუნდა გამეგო?-უცბათ დაიძაბა. -აპირებდა ჩამოსვლას.-მხრები აიჩეჩა ნენემ. -მორჩით ამთემაზე ლაპარაკს.-დასჭექა გიორგიმ.-რა დაარქვით? -გაბრიელი. შენ დაარქვიო ასე გამომიცხადა.-მხრები აიჩეჩა და წამოდგა.-სახელი არმითქვამს, ვეტყვი, დავხედავ და მოვალ.-სწრაფი მაგრამ დინჯი და მოხდენილი ნაბიჯებით წავიდა პალატისკენ. მომღიმარი მზერები გააყოლეს თარაშს და ყველა მიხვდა რომ ეს უბრალოდ მიზეზი იყო და მათი ნახვა ახლა წყალივით სურდა. კარზე დააკაკუნა და შევიდა. მკერდი მოშიშვლებული ჰქონდა სესილიას და ბავშვსვ აჭმევდა, ისიც თხლაფათხლუფით ჭამდა და ღიმილს გვრიდა სესილიას და ახლა უკვე თარაშსაც. საწოლის გვერდით სავარძელზე ჩამოჯდა და ამოიოხრა. -რა დაარქვი?-კითხა სესილიამ ისე რომ ბავშვისთვის თვალი არ მოუშორებია. -გაბრიელი.-ამოთქვა და ბავშვს შეხედა. -დედას გაბრიელი, ჩემი გაბრიელი.-ჩურჩულებდა და შუბლზე ეფერებოდა პატარებს. თარაში უყურებდა და ფიქრობდა რომ ეს იყო ბედნიერება, ასეც იყო მაგრამ მაინც ბოჭავდა ის ფაქტი რომ სესილიამ არაფეი იცოდა, ეგ კიარა და თავადაც არაფერი ახსოვდა, არცერთი დეტალი იმ ღამის. -ჭამას მორჩა, დავაწვენ თორე დაიღლები. დაიძინე სანამ ისევ გაიღვიძებს.-უკვე ჩაძინებული ბავშვი გამოართვა და თავის „საწოლში“ დააწვინა. შემდეგ სესილიას მიეხმარა საწოლზე კარგად დაწოლაში, მაინც ვერ შეიკავა თავი, შუბლზე აკოცა და პალატიდან გავიდა. ისევ დანარჩენებთან ჩავიდა და ახლა უკვე ნიკა, სანდრო და გაბერილი მარიამიც დაინახა. გაეღიმა და მათკენ წავიდა, სამივეს გადაეხვია და მათი მილოცვებიც არ დატოვა მადლობების გარეშე. -გიორგი?-უცებ ეკა გაჩნდა დერეფანში სესილიას პალატისკენ რომ მიდიოდა. -ეკა, რამდენი ხანი არ მინახავხარ.-გაუღიმა გიორგიმ და დიდი ხნის უნახავ მეგობარს და კურსელს გადაეხვია. -ეკა, როგორხარ?-ახლა ნანა მიესალმა და საბამაც გაოცებული მზერა სტყორცნა. -ეკა დეიდა, როგორ ხართ?-ნენე და საბა მიესალმნენ. -ბავშვებო, ერთად რაგინდათ თქვენ?-ჯერ წყვილს გადახედა შემდეგ და-ძმას. -სესილია, გიორგის შვილია.-გაუღიმა საბას. -დედა რასამბობ ბიჭო? მერე არუნდაეთქვა იმ ჩერჩეტ ბავშვს?-გაეღიმა თბილად და მის უკან მდგომ შვილს გადახედა.-ეს ანაა, ჩემი შვილი. -სასიამოვნოა.-გაუღიმა ანამ. ბოლოს ყველაფერი რომ გაარკვიეს თარაში მივიდა მათთან. -გამარჯობა ეკა დეიდა.-თბილად გაუღიმა იდეაში მის დაქვემდებარებაში მყოფ პირს. -თარაშ გამარჯობა შვილო, მადლობა რო დაგვეხმარე, პერსონალის შემცირების შემდეგ აუარება საქმე გვაქვს და დღეს მართლა პიკი იყო. ძალიან გაუჭირდა მშობიარობა ჩემ სესის?-თარაშს გაუღიმა და მხარზე მეგობრულად დაუსვა ხელი. -4საათი მშობიარობდა მაგრამ დიდი ბიჭი გვყავს, ჯანმრთელი სრულიად.-გაეღიმა. -შენ გგავს, შენც გოლიათი იყავი.-მარინემ დაუძახა და გაიცინეს კიდეც მაგრამ ეკა ნამდვილად გაურკვევლობაში იყო. -ვერაფერი გავიგე.-ისევ გაოცებული იყო. -ჩემი შვილია გაბრიელი ეკა დეიდა. მე გამომექცა სესილი.-სევდიანად გაუღიმა და ამოიოხრა.-პერსონალს რაც შეეხება უკვე მოვიწვიე რამდენიმე საუკეთესო ექიმი და მალე შემცირდება საქმეც. -გილოცავ თარაშ, ნამდვილი განძი გყავს გვერდით.-ხელები მოხვია ეკამ. მერე ცოტახანს კიდევ ისაუბრეს და მალევე წავიდნენ ეკა და ანა, მაგრამ სანდროს მახვილ თვალს რას გამოაპარებდით? ჰოდა დაინახა თუარა ანა მასინვე ააფრიალა თეთრი დროშები გულში. ანამაც შეხედა, შეკრთა და ლოყები აუწითლდა, გაეცინა სანდროს და მეტჯერ აღარც შეუხედავს. ღამე ყველა წავიდა, სასტუმროში დაბინავდნენ და საავადმყოფოში მხოლოდ გიორგი, ილია და თარაში დარჩნენ მაგრამ გვიან გიორგი და ილიაც წავიდნენ. თარასი პალატაში შევიდა, სესილია ისევ ბავშვს აჭმევდა, სავარძელში ჩაჯდა და ამოიოხრა. დაღლილი იყო, თანაც ძალიან. 3 ოპერაციას დაესწრო, 1 თავად ჩაატარა და მინიმუმ 4 დღე იმ პალატის გარდა სხვაგან დაზინებას არ აპირებდა. -დაიღლებოდი წადი.-უთხრა სესილიამ და ლურჯი თვალები შეანათა. -ჩავთვალოთ რო არ გითქვამს.-სავარძლის საზურგეზე გადადო თავი და თვალები დახუჭა.-აბა რაქენი დაძლიე შიში კაცი გინეკოლოგების მიმართ თუ ვერა? -ვერა.-თავი გააქნია ღიმილით. -აბა მე როგორ შემეგუე? -შენ, შენ ხარ თარაშ.-დამაბნეველი მზერა მიანათა სვამს, მაგრამ მაინც ვერ დააბნია. -ჰო, მე, მე ვარ.-სევდიანად გაეღიმა და თვალი თვალში გაუყარა. -მომიყვები?-კითხა სესილიამ. -ძალიან გვიანი ჰო არარის?-კითხა გატეხილი ხმით. -გვიანია?-ტვინმა განგაშის ზარები ატეხა. -გვიანი რომ ყოფილიყო, წლების სემდეგ რომ გაეგო, შეიძლება არც მეპატიებინა მაგრამ მთავარია რომ ჩემი შვილის დაბადებას დავესწარი, მონაწილეობაც მივიღე და ეს სიხარული ფარავს იმას რომ მთელი ეს დრო შენთან არ გამიტარებია მხოლოდ იმიტომ რომ რაღაც არასწორად გაიგე.-ამოიოხრა. -სიხარულიც აღარ გეტყობა თარაშ, რა გრძნობაზე მელაპარაკები? ფიტული ხარ.-სევდიანი ხმით უთხრა. თარაშმა თავი გააქნია და პერანგის ღილების გახსნა დაიწყო, ბოლოს ერთიანად გადაიძრო თეთრი პერანგი და თავისი ნაიარევებით დადგა სესილიას წინ რომელსაც თარაშის სხეულის დანახვაზე ტირილი მოუნდა. -ეს ამ 9 თვეში მოხდა სესი, აი ესენი იმ ავარიისა, მთელ სანაცნობოსი რომ გეძებდი, ყველაფერი რომ მოვიარე და ურეკთან ტრაილერს სევასკდი. თვალები რომ გავახილე ვიფიქრე რატომ გადავრჩიტქო.-გაეღიმა. შემოტრიალდა და ზურგი დაანახა.-რასაც ახლა უყურებ იმ დღისაა, ტყის ქოხში რომ წავედი, ზამთარში, ფეხით წავედი სრულიად მარტო, მხოლოდ თოფით და ტყვიებით. ეგენი მგლის ნახელავია, ზურგიდან რომ დამესხა თავს და ბოლოს ჩემი სისხლის წვეთები მის სისხლის გუბეში იკარგებოდა. ეს არაფერია, მაშინაც ვინატრე ნეტავი წავეყვანე თავისთან რომ ასე არარ მეტანჯათქო. სულის ჭრილობებს ვერ დაგანახებ სესილია მაგრამ მაგასაც დაინახავ თვალებსი თუ ჩამხედავ. ჩემში ეჭვი შეიტანე, კაი მესმის მეც ვერ ვიფიქრებდი სხვანაირად, ნახევრად შიშველი ვიწექი საწოლში ყოფილთან ერთად მაგრამ რომ არ მომისმინე? რატომ არ დამაცადე? არ დამიჯერე, გეუბნებოდი არ მახსოვსთქო მაგრამ არ დამაცადე, არ დამიჯერე, გაიხურე კარები და წახვედი.-ამოიოხრა და პერანგის ღილების შეკვრაც დაასრულა. გაოცებული წამომჯდარიყო სესილია საწოლზე და ცრემლები სდიოდა, ღაპა-ღუპით და დიდი ალბათობით ვერც გრძნობდა.-ტირი? კარგი რაა, ნუ ტირი, არ შეიძლება შენთვის. გადაწექი და დაიძინე, გთხოვ ეს მაინც დამიჯერე.-თავისი ხელით გადააწვინა ისევ და ბავშვს დახედა.-მამას პატარა კაცი.-თითებზე აკოცა ნაზად და მისი სურნელი ღრმად შეიგრძნო. სესილიას მიბრუნდა საბანი რომ ჰქონდა გადაფარებული სახეზე და სლუკუნებდა, გაეღიმა, საბანი გადახადა და ცრემლიან თვალებში ჩახედა, შემდეგ საათს ახედა და ისევ გაეღიმა.-დედების დღეს გილოცავთ დედიკო.-გაუცინა და ტუჩები დაუკოცნა, შემდეგ დანისლულ თვალებზე და მაგრად ჩაიკრა გულში სესილიას ძალაგამოცლილი სხეული. დიდხნს იხუტებდა, სანამ ბოლომდე არ ჩაესვენა თარაშის მკლავებში, მშვიდად ეძინა მთელი ღამე, თარაში კი მათ მშვიდ ძილს დარაჯობდა. ორჯერ წამოიტირა პატარამ, ერთხელ დაამშვიდა თარაშმა, მეორედ კი აშკარად შიოდა იმხელაზე გაჰკიოდა და დედიკოს გაღვიძებაც მოუწიათ. შემდეგი რამდენიმე დღე, სულლ მნახველები მიდიოდნენ, 5დღეში გამოწერეს და, სასტუმროში დაბინავდნენ კიდეც. 1თვე დარჩნენ ბათუმში, სეირნობდნენ საღამოობით და სიხარულით უვლიდნენ პატარას. 1 თვის შემდეგ თბილისში დაბრუნდნენ, სესილიას მოთხოვნით თარაშმა ნანასთან დატოვა ორივე და თავად მშობლების სახლში წავიდა. დათა კარგახანია არუნახავს და მოენატრა, რომ ნახა ისე ჩაიკრა გულში, საწყალი ბავშვი ვეღარ სუნთქავდა. ყოველდღე მიდიოდა და დედა-შვილს ნახულობდა. საგრძნობლად ჰქონდა მომატებული გაბრიელს და საგრძნობლადაც იყო დამძიმებული. სესილიას ეცინებოდა, მანანას მონაყოლიდან იცოდა რომ თარაშიც ასე იყო, გარეგნობითაც მას დაემსგავსა და წონითაცო გულში ფიქრობდა. ნიტამ რომ ნახა ბავშვი წაუშტვინა და ასათიანებსაც ძლიერი გენი ჰქნიათო თქვა. ბავშვის მონათვლა ზაფხულისთვის გადადეს, ჰოდა, ზაფხულის სიცხეებისთვის რომ თავი დაეღწიათ, სვანეთში წავიდნენ ივლისის დასაწყისში. ამჯერად თარაშმა თავის სახლში აღარ გაუშვა და თავის სახლშ შეიიტანა ბარგი. საღამომდე ისვენებდნენ, მერე სესილიამ, ნაჭრის პრაქტიკული კომბინიზონი ჩაიცვა, კლეჩატი პერანგი მოიცვა და ბავშვთან ერთად ეზოში გავიდა. გაშლილ მაგიდასთან მოთავსდა ბებიამისის გვერდით და ბავშვი გვერდით მჯდარ თარაშს მიაწოდა. თან ელაპარაკებოდა და ეთამაშებოდა. -რამსიმძიმე ხარ დეე.-წარბები შეკრა.-ცოტა მოუკელი ჭამას ლაა, არგინდა? დედას ბუშტი.-მოკისკისე ბავშვს ხელზე აკოცა. -დაანებე თავი რატოუნდა დაიკლოს? გიჟია ეს. -ჩამწყდა ხელები. -დაიწყე ვარჯიში მერე ვინ გიშლის? -თან ბავშვს მივხედო?-შეუღრინა და წამსვე გააჩუმა. -სულ რატო იღინები?-კითხა თარაშმა. -თარაშ აქვე მოგკლვ თუარ გაჩუმდები.-დამამშიდებლად ჩაისუნთქა. -პოსტმშობიარობის პერიოდი აქვს.-ჩაიფხუკუნა ნიტამ და თავის პატარას დაუკოცნა ლოყები.-ჰო დეე? დედაას გოგო. -აქამდე ექნებოდა ეგ.-თავი გააქნია თარაშმა. -მორჩით ჩემ ხასიათზე ლაპარაკს.-ამოიოხრა და სალათს დასწვდა.-წითელი ღვინო შეილება?-კითხა თარაშს. -არა.-თავი გააქნია. -გაგისმეს თავი.-ჩაიბურტყუნა მაგრამ დემეტრემ გაიგო და აროხროხდა. -რა სჭირს ჩვენ სესოს?-თვალი ჩაუკრა. -არაფერი.-თავი გააქნია.-ასე გავიღვიძე დილით და მივხვდი რომ ნერვები მაქვს ასლილი, რაზე ან ვიზე არვიცი.-მხრები აიცეცა. -გაუხმეს თავი.-ახლა ნენე აქაქანდა და წამში ყველამ მისკენ გაიხედა.-რა? -შენ რაღა გჭირს?-კითხა საბამ. -მერავიცი?-მხრები აიჩეჩა. -ღმერთო შენ დაგვიფარე.-სიცილით ამოიოხრა ქალბატონმა ბებიამ და ახლა ყველამ მას გახედა. ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს, თვალი ჩაუკრეს ერთმანეთს და აკაკანდნენ. -კრიტიკული დღეები გაქვს?-ჩასჩურჩულა თარაშმა და სესილიას გაშეშებაც გამოიწვია. -დამპალი არსება ხარ.-მხარზე მისცხო მუჯლუგუნი და გაეცინა თან. -მართალი ვარ? -მოკეტე თარაშ.-თვალები დაუჭყიტა. -კარგი.-მხრები აიჩეჩა სიცილით. დაძინებული გაბრიელი იქვე „კალიასკაში“ ჩააწვინა და ისევ სუფრასთან დაბრუნდა. ცოტახანს იცინოდნენ, საუბრობდნენ, იღრინებოდნენ, მერე სიჩუმე ჩამოწვა და თარაშმაც ისარგებლა მომენტით და ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო, სესილიას დაუდო მაგიდაზე და მანაც გაოცებულმა შეხედა. -ეს რა არის?-გაოცებულმა კითხა. -რავიცი, გახსენი და ნახავ.-მხრები აიჩეჩა. სესილიამაც გახსნა ყუთი და თეთრი ოქროს, ბრილიანტის ბეჭედმა დაუწყო ყურება.-რომანტიულ სიტყვებს არ და ვერ გეტყვი, ჰოდა, ცოლად გამომყვები სესი?-სიცილით კითხა და თვალებში ბედნიერების სხივები უკრთოდნენ. -რავიცი გავყვე?-ხალხს გადახედა თარაშს კიდევ ჩაეცინა და ხელები გადაიჯვარედინა.-ჯანდაბას გამოგყვები.-გაუცინა და კისერზე შემოხვია ხელები. ხელში აიყვანა თარაშმა ისე როგორც პირველად, თარაში მყარად იდგა ფეხზე, სესილია კი თარაშზე იყო მიყრდნობილი და საერთოდ არ ეხებოდა მიწას. ატყდა ოვაციები და ერთი ამბები. ქორწილი ნათლობასთან ერთად გადავიხადოთ ვიწრო წრეშიო განაცხადეს და ყველა დაეთანხმა. 15 ივლისს, შავ ჩოხაში და სვანურ ქუდში გამოწყობილი თარაში, ბიჭებთან ერთად ტაძარში დახვდა სესილიასაც რომელსაც ლურჯი კაბა ეცვა თეთრი დეკოლტით და წელზე ვერცხლისფერი ქამრით. თეთრი თავშალი ლამაზად ეხვია თავზე და ხელში გაბრიელი ეჭირა პატარა ჩოხაში გამოწყობილი. გაეღიმა თარაშს და თავი ჩახარა. რამდენად გასაკვირიც არუნდაიყოს, სესილიამ ბებიამისის საქორწინო კაბა ჩაიცვა. საკურთხევლის წინ იდგნენ, ჯერ ჯვარი დაიწერეს შემდეგ კი ბავშვი მონათლეს. ისეთი კარგები იყვნენ ერთად მომლოცველები და ტურისტებიც ვერ წყვეტდნენ თვალს. ფოტოებიც გადაიღეს და ვიდეორგოლიც. თარაშის მეჯვარე სანდრო იყო ხოლო სესილიას მეჯვარე თეკლა. სახლში წავიდნენ სადაც ოჯახისთვის განკუთვნილი სუფრა იშლებოდა და ლხენისთვის ემზადებოდნენ, დილით კი წაიყვანდნენ ბავშვს და წავიდოდნენ. სად? გაგეცინებათ და თავადაც არ იცოდნენ. ენდობოდნენ ერთმანეთს და ყველგან გაყვებოდნენ დაუფიქრებლად. ამჯერად თარაშმა იცოდა რომ შეკვათილში საკუთარ შუშაბანდსი წაიყვანდა მაგრამ იცოდა ეს სესილიამ? ნწ, არა და არც აინტერესებდა! მთავარია ყოფილიყო თარაში და ერტად ყოლოდათ გაბრიელი. სხვა არც არაფერი სჭირდებოდა ბედნიერებისთვის არცერთს. თავი 7 ყველა აღმართს დაღმართი მოყვება და დაღმართს აღმართი. რა იყო უცაბედათ დატრიალებული სიხარული სესილიას და თარაშის ცხოვრებში? წამიერი შესვენება თუ მარადიული ბედნიერება? როგორ უცნაურად ჟღერს „მარადიული ბედნიერება“ არა? მარადიული ხომ არაფერია? მე ვფფიქრობ რომ არის! დიახ, დიახ არმოგესმათ! ჩემი აზრით სიყვარული მარადიულია. სიყვარული მათთვის ბედნიერებასთანაა გაიგივებული და არა ტანჯვასთან, იქნებ ესეც უწყობს ხელს იმას რომ მათთან მარადიულმა ბედნიერებამ დაისადგურა? სვანეთიდან სექტემბერში დაბრუნებული სესილია, თარაში და გაბრიელი, ახალ სახლში გადავიდნენ. მყუდრო და საყვარელ სახლში ლამაზი ეზოშ და სიმშვიდის თანხლებით. ყველაფერი თავის ჭკუაზე მოიწყო სსილიამ ახალ სახლში და ოჯახური ცხოვრება დაიწყეს ერთად. ბედნიერები იყვნენ, ყველანაირად! ყველა გაგებით! სესილია სამსახურში გადიოდა, ამიტომ სამსახურში წასასვლელად ახალი კლასიკური ტანსაცმლის ყიდვა გადაწყვიტა. ბავშვი, დათას და დიდ ბავშვებს ანუ, დემეტრეს, საბას, თარაშს, ნიკას და სანდროს დაუტოვა და გოგოებთან ერთად საყიდლებზე წავიდა. მთელი მოლი სიცილ-კისკისით მოიარეს, იმდენი ტანსაცმელი იყიდა, ბოლოს მანქანის საბარგულში ვეღარ ტევდა. სახლშ მისულს სიმშვიდე რომ დახვდათ გაუკვირდათ და სახლში თამამად შეაბიჯეს. ეზოში გაბუსხული ბიჭები დახვდათ, გარეთ გავიდნენ და კალიასკაში მწოლიარე გაბრიელს შეხედეს, მიუახლოვდნენ და ლამის გული წაუვიდატ ისეთი სუნი ჰქონდა. ბიჭები გაბუსხულები უყურებდნენ გაბრიელს ის კი იცინოდა და ჭყიპინებდა. -რახდება?-იკითხა სიცილით სესილიამ და გაბრიელი ხელში აიტაცა. -ჩაისვარა, რამენი ვეხვეწეთ ცალკე მე ცალკე ბიჭებმა არქნა ჯერ დედიკო მოვა და რაცგინდა ის ქენითქო მარა ვინ დამიჯერა? ჰოდა იყოს ახლა საღამომდე აღარ მივეკარები.-ამოთქვა თარაშმა. -ნეტავ თავად თუ გჯერა საკუთარი სიტყვების თაშ?-გაეცინა სესილიას და ბავშვი სასწრაფო ვითარებაში სააბაზანოში გაიყვანა. საკმაოდ ცხელოდა, ამიტომ ნენეს დახმარებით აბანავეს პატარა კაცი, ყურებიანი პირსახოცი შემოახვიეს და მისაღებში გაიყვანეს ჯერ.-გავსუფთავდი და მომეფერეთ.-ამოიწრიპინა ბავშვის ხმით სესიმ და თარაშს შეხედა. სწრაფად წამოდგა ფეხზე და ხელში აიტაცა გაბრიელი. -მამას კაცი.-კოცნა დაუწყო და გაბრიელიც აკისკისდა. -წეღან ებუტებოდა.-წაიდუდღუნა სესილიამ დაბავშვი გამოარტვა.-ჩავაცმევ და მოვიყვან.-ლოყაზე აკოცა პატარას და ოთახში შეიყვანა. ლურჯი ბოდე ჩააცვა და ისე გაიყვანა გარეთ.-ნახე როგორ უხდება თვალებზე.-ამოთქვა და ლოყები დაუკოცნა ბავშვს.-შეგჭამ დეე. -გადი გოგო იქეთ.-ხელიდან გამოსტაცა თარაშმა. -მე წავედიი.-უცბათ თქვა დათამ და სანამ რამის კითხვას მოასწრებდნენ მანამდე უნდოდა თავის დაღწევა მაგრამ... -სადმიდიხარ რომეო?-კითხა დემეტრემ. -ჯულიეტასთან.-გაუცინა დათამ. -წადი არ ალოდინო.-თვალი ჩაუკრა თარაშმა. -გვიან მოვალ დღეს.-მიაძახა თარაშს და ლანასთან წავიდა. -ეს ღლაპი ნახეთ რაა.-ჩაიბურტყუნა საბამ. -შენი ლილეჩკა სადარის საბუ?-კითხა სესილიამ. -ტელევიზიაში.-ამოიოხრა. -დაურეკე ამოვიდეს.-უთხრა თარაშმა. -არა. -რატო? -ნაჩხუბრები ვართ.-ამოიღრინა. -ოჰოო.-გაეცინა სესოს.-თქვენ როდის მიდიხართ საყიდლებზე?-თარაშს გადახედა. -ხვალე წავალთ.-ლოყაზე აკოცა ცოლს და ბავშვი ხელში შეათამაშა.-მამას კაცი. -ზეგ სკოლა იწყება, როგორ მომენატრნენ ბავშვები.-გაეღიმა სესის. -პირვე დღეს ეს ბატონიც მიგყავს?-კითხა ნენემ. -დიახ ბატონო.-გაეცინა და შვილს ლოყები დაუკოცნა.-დედიკომ ბანწიკი უყიდა.-აკისკისებულს ხორციან ფეხზე უჩქმიტა. -აუ ღადაობ?-გაეცინა თარაშს. -მაგარი მასტი იქნება.-გაეცინა საბას.-გამოგივლით მარა მაგრად ტეხავს მეთერთმეტე კლასელ ბიჭს რო მშობელი მისდევს. -რატო ტეხავს?-გაეცინა თარაშს.-გადაიტანს არაუშავს. თან მარტო დათასთან ჰოარმოვდივარ არა? ცოლი მყავს ბოლობოლო მასწავლებელი. -როგორ გაკლია თარაშ.-გაეცინა სესოს და ყბის ძვალზე აკოცა ქმარს. -გადი შე ატეხილო ქალო იქეთ.-ჩურჩულით უთხრა და თვალები სასაცილოდ უბრიალა. მთელი დღე მხიარულობდნენ, მეორე დღეს ბიჭები წავიდნენ საყიდლებზე, გოგოებს განტვირთვის დღე ჰქონდათ, დაღლილები რომ მოვიდნენ სახლში თარაში და დათა და კართოფილის სუნი იგრძნეს მაშინვე მოეხსნათ დაღლილობა. ადრე დაიძინეს და გაბრიელსაც არ შეუწუხებია მთელი ღამე. დილით რომ გაიღვიძეს დათა უკვე ამდგარი იყო. ჯინსის შარვალი, თეთრი უყელო „სარუჩკა“ და კეტები ეცვა, ისეთი სიმპატიური იყო სესო მივიდა და ლოყები დაუკოცნა. -ჩემი დიდი ბიჭი.-გაუცინა და დათამაც მოხვია ხელები. რაქნას მაინც ბავშვია. -ასე ადრე რამ აგაყენა რომიო?-კითხა თარაშმა. -სავარჯიშოთაც ვიყავი და გავემზადე კიდეც, შენ თუ მასე გააგრძელებ დაიდებ ჩემხელა ღიპს ბიძი.-თვალიჩაუკრა და ვაშლი ჩაკბიჩა. -მართალს ამბობს.-დაეთანხმა სესოც. -სხვათაშორის მშვენიერი პრესი მაქვს.-წარბები აწკიპა თარაშმა. -წადი მოწესრიგდი მალე მერე გაბრიელს უნდა მივხედო.-უთხრა სესომ. -არის უფროსო.-გაუცინა და ოთახისკენ წავიდა. წყალი გადაივლო, შავი კლასიკური შარვალი და თეთრი პერანგი ჩაიცვა, მკლავები აიკეცა და ოთახიდან გავიდა. სესომ ლოყაზე აკოცა და ოთახში აირბინა, გაბრიელს უკვე ეღვიძა, ბავშვი მოაწესრიგა, პაჟებიანი შავი შარვალი, თეთრი მოკლემკლავიანი პერანგი და ჭრელი ბაფთა გაუკეთა. თმა დავარცხნა და თარაშს გაუყვანა. თავადაც გამოეწყო, შავი კლასიკური შარვალი, ნაცრისფერი მბზინავი ზედა და შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაიცვა, თმა დაისწორა და ოდნავ მაკიაჟი წაისვა. ჩანთა და სათვალე აიღო და მისაღებში გავიდა. -წავედით?-იკითხა მხიარულდ. -ახლა მასწავლებელი დაგიძახო თუ ბიცოლა?-გაეცინა დათას. -რომელიც გაგიხარდება ჩემო სიმპატიურო.-ლოყაზე აკოცა დათას და თარასს ბავშვი გამოართვა. -ჩემი სექსუალური ცოლი.-გაეცინა თარაშს და ლოყაზე აკოცა ცოლს. ბავშვის ჩანთა მანქანაში ჩადეს და სკოლის გზას გაუყვნენ. სანამ მივიდოდნენ გული უფანცქალებდა სესილიას, მანქანიდან გადადგა ნაბიძი თუარა მონატრება მოაწვა. მთელი კლასი გარეთ დახვდა პლაკატებით: „დაბრუნებას გილოცავთ სესილია მას!“ თვალები ცრემლებით აევსო და გაბრიელს გაუცინა. გვერდით ამოუდგნენ დათა და თარაში, ბავშვი თარაშს მიაწოდა და ყველას სათითაოდ ჩაეხუტა და მადლობა გადაუხადა ასეთი დახვედრისთვის. კოლეგებს მიესალმა და თარაშს ბავშვი გამოართვა. ყველა ეფერებოდა გაბრიელს, ისიც იცინოდა და უხაროდა. დათა შორიდან უყურებდა დამრიგებელს, ბიძაშვილს და ბიძას. ლანას ჩაეხუტა და სამაჯური აჩუქა. ბოლოს კლასში ავიდნენ. სესილიას გაბრიელი ეჭირა ხელში, თარაში უკვე წასული იყო. ერთად ხსნიდნენ სასწავლო წლის გეგმას და გასულ წელს იხსენებდნენ. ბევრი იცინეს, გაბრიელსაც ეთამაშნენ და დაიშალნენ. საღამოს აღსანიშნავად წავიდნენ მაგრამ სესილიამ უარი თქვა წასვლაზე. სახლში გვიან მივიდა დათა, წარბგახეთქილი. სესილიამ რომ დაინახა შეშფოთდა მაგრამ არაფერი უკითხავს თარაშისგან განსხვავებით. -ვისთან იჩხუბე? -რავი ვიღაც კაცები იყვნენ, შენი ტოლები ალბათ. შეაწუხეს იმენა გოგოები, ნეტა გენახა როგორი სისხლიანები წავიდნენ.-გადაიხარხარა. -ყოჩაღ.-გაუცინა თარაშმა. -ვინ და ვინ იჩხუბეთ?-სიცილით კითხა სესილიამ. -მე, კაიშაურმა, გასვიანმა, ცერცვაძემ და ლანამ. -ლანამ?-ერთად შეყვირეს სესიალიამ და თრააშმა. -ჰო, ვიღაცას უკნიდან ბოთლი უნდა ჩაერტყა ჩემთვის და ისეთი სთხლიშა ჩემ შეყვარებულს რასუბედავო აზრზე ვერმოდიოდა საწყალი კაცი. -როგორ გავს თეკლას.-აკისკისადა სესილია. -საღოლ, მაგარი მცველი დაგითრევია ბიძი. -წავედი მეძინება, ხვალ სკოლაა და რომ დავაგვიანო დამრიგებელი გამიბრაზდება.-აფერისტულად მოიწყინა და სესილიას ლოყაზე აკოცა. -წადი წადი.-თვალი გააყოლა სესილიამ სიცილით. -როგორ გაიზარდა.-ჩაილაპარაკა თარაშმა. -აბა ახლა რა ვქნათ?-წარბები აუთამაშა ქმარს. -მეორე ბავშვზე მუშაობა არგვაწყენდა ცოლო.-გაიცინა და ცოლის ტუჩებს დასწვდა. საძინებელში ავიდნენ და „დაიძინეს“. დილით ადრე წამოხტა თარაში და მძინარე ცოლის გაღვიძება გადაწყვიტა. ხელები უფრო ძლიერად შემოაჭდო მის სხეულს და სახე დაუკოცნა. ბოლოს ტუჩებამდეც მიაღწია და მთელი მონდომებით წაეტანა ბაგეებზე. სწესილიაც რომ აყვა ჩაეცინა და კოცნა გააღრმავა. უფრო ღრმადაც შეიჭრებოდნენ გაბრიელის ჭყიპინი რომ არ გაეგოთ. ერთმანეთს შეხედეს საცოდავი თვალებით და ამოიოხრეს. წამოდგა სესილია, გაბრიელი ხელში აიტაცა და ლოგინში ჩაიწვინა. ჭყიპინებდა და ხელ-ფეხს იქნევდა პატარა ასათიანი, თან იცინოდა. მაგრად ჩაკოცნეს ბავშვი და სესილია წამოდგა კიდეც. სწრაფად მოემზადა, შავი მოკლე ქვედაბოლო, შავი მაღალქუსლიანი და შავი მაისური ჩაიცვა. თმა ისევ დაისწორა და დათას ოტახში შევიდა. ისევ არდახვდა ოთახში უკვე დაბლა ელოდა. გაბრიელს ჩააცვა, ჩანთა აიღო და თარაშის მანქანაში ჩახტა. ბავშვი მარინეს მიუყვანა თარაშმა, სესილია და დათა სკოლაში დატოვა ხოლო თავად კლინიკაში წავიდა. ექიმის ხალათი მოირგო და სულ სხვა ადამიანი გახდა. მშობიარე შემოუყვანეს, 3 პაციენტი ამშობიარა იმ დღეს და სახლში გადამკვდარი დაღლილი დაბრუნდა. ლაპარაკის თავიც აღარ ჰქონდა, შხაპი მიიღო, მისაღებში დაეხეთქა დივანზე სესილიას გვერდით და გაბრიელი გადაისვა კალთაში, გულზე მიიხუტა და ისიც გაინაბა. -რთული დღე იყო?-კითხა სესილიამ და ყელში აკოცა. -3 ქალი ვამშობიარე.-თვალებმინაბულმა უთხრა და გაურიმა, თან გაბრიელს ეფეებოდა ბეჭებზე. -რატო აირჩიე გინეკოლოგობა?-კითხა სესომ. -არაფერია იმაზე სასიამოვნო დასანახი და შესაგრძნობი როცა შენ ხელში ახალი ადამიანი ევლინება ქვეყანას.-გაუღიმა ცოლს და ლოყაზე აკოცა. -ყველაზე გამორჩეული მშობიარობა რომელი იყო?-გაუღიმა. -შენი და ჩემი რძლის.-ამოიოხრა.-მაშინ 22 წლის ვიყავი, პრაქტიკები ახალი დაწყებული მქონდა და საოპერაციოში რომ დავინახე მარიამი, ლამის იქვე ჩავუვარდი ხელებში ექიმს და ნათესაურმა კავშირმა უფრო მძლია მაგრამ დროთა განმავლობასი განმივითარდა ეს გრძნობაც და შენზე იმიტომ არ გამჭირვებია. ამიტომ დათას დაბადებასაც შევესწარი და გაბრიელისაც. -როგორ დაიღუპნენ? -ჩემი ძმა, ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესმენი იყო და ბევრი მტერი ყავდა, დათა მაშინ ჩემთან იყო სახლში წასაყვანად მოდიოდნენ და ჩემი ძმის მანქანა აფექდა, არვიცი რატომ მაგრამ ვერც ამის დამკვეთი იპოვეს და ვერც ჩემი ძმის და რძლის სხეულები. იფიქრეს ყველანაირი კვალი გააქრო აფეთქებამ მათი სხეულებისო, არვიცი ბოლომდე კიდევ არ მჯერა, აზრზე ვერ მოვდივარ და გადახარშვა მიჭირს ამ ყველაფრის.-ამოიოხრა და თვალები მაგრად დახუჭა.-აუ სეს, თავი მტკივა, არაფერი მიჭამია და სალათი გამიკეთე რა.-ცოლს გაუღიმა და განაბულ გაბრიელს თავზე აკოცა.-მამას ცხოვრება ხარ გაბი. მამას ყველაფერი.-ეჩურჩულებოდა და სესილიას მომღიმარ სახეს თავისას აგებებდა. სახლის კარი გაიღო და დაღლილი დათა შემოვიდა, დივანზე ბიძამისის გვერდით დაჯდა და გაბრიელს გაუცინა.-სადიყავი ძმიშვილო? -ქალებში.-სრული სერიოზულობით უთხრა და თვალები დახუჭა.-მშია. -წადი იბანავე, არმომეკარო, ფუუ.-აწიკვინდა ქალივით თარაში. -აუ კაი ბიძი რაა.-ახარხარდა დათა.-რამეტყობა ქალებში ყოფნის? ბიჭებთან ვიყავი. -იმნაირი ხარ შვილო?-სამზარეულოდან თავი გამოყო სესილიამ. -ღმერთო შენ დამიფარე.-ამოიოხრა დათამ და საძინებელში ავიდა.-წავედი, ვიბანავებ და ჩამოვალ.-გაბრიელს აკოცა და ოთახში ავიდა. მოწესრიგდა და ისევ დაბლა დაეშვა. სესილიას სამზარეულოს ბარზე ჩამოუსკუპდა და ბანანი მადიანად ჩაკბიჩა.-მას, აბა რას გამიმხელთ მომავალ ექსკურსიაზე? -შენ როგორ ფიქრობ აბა?-წარბები აუთამაშა სესილიამ. -კახეთი?-კითხა დათამ. -ეგარის, კარგი ინტუიცია გაქვს. წინაწელს სადიყავით? -სამეგრელო-გურია. -მერე მოგეწონა?-კითხა ღიმილით და კიტრის ჭრა განაგრძო. -აუ კი, ძაან მაგარი იყო განსაკუთრებით გურია მომეწონა, მართლა მოლურჯო მთები ყოფილა. -ჰო გურია ლამაზია.-გაეცინა სესოს.-ლანაც გურულია ჰო? -ჰო.-გაუღიმა და გაბრიელი აიყვანა ხელში.-ჩემი კაცუნა. -კაცუნა რაღა ჯანდაბაა?-იკითხა თარაშმა. -გიბერდება ქმარი მასწ.-გაეცინა თრააშს. -ლაწირაკი ბავშვი ეს.-ჩაიბურტყუნა სიცილით თარაშმა.-აუ დათა რო დაიბადე რას გავდი იცი? -რას? -მაიმუნის ტრ*კს.-ჩაიფხუკუნა დათას სახეზე.-წითელი იყავი და პატარა. -ისე ამბობს გეგონება ყველა ბავსვი ეგეთი არიყოს და არც თვითონ იყოს გინეკოლოგი რაა.-გაეცინა.-დაგამშვიდებ და გეტყვი რომ შენც მასეტი იქნებოდი სადღაც 50იან წლებში.-ენა გამოუყო. -უხ შე ვირიშვილო მაიმუნო. -ვაიმე მორჩით მეტკინა ყურები.-აკისკისდა სესილია, გაბრიელიც აჰყვა და ორივე ერთად კისკისებდნენ. -ბიძი რამდენის ხარ? -35 ვხდები ლაწირაკო.-ენა გამოუყო. -ჩემი მორიელუკა ქმარი.-ლოყაზე აკოცა სესომ. -გაჩერდი ერთი.-ხმა სასაცილოდ დაიწვრილა თარაშმა. -გიჟი ხარ თარაშ, გიჟი.-გაეცინა სესილიას და ასე სიცილ-კისკისში გავიდა საღამო. დღები დღეებს მისდევდა, მალე ექსკურსიაზე წაიყვანა ბავშვები სესილიამ და იქედან ძალიან ბედნიერი ჩამოვიდა. 15 ნოემბერს თარაშის დაბადებისდღეზე რესტორანში იყვნენ, თარაშის კოლეგები, თანამშრომლები, მეგობრები, ოჯახი, და საკმაოდ კარგადაც ატარებდნენ დროს. სესილიას ცეკვა სთხოვა საბამ და ისიც გაყვა, ცოტახანს ცეკვავდნენ, მერე საბა გაჩერდა და ხელი უშვა სესილიას, მაშინვე მიხვდა რაც ხდებოდა და გაეცინა. -ხომ გითხარი ჩემ გარდა ნურავის ეცეკვები სხვასთქო.-საყვედურნარევი ხმით უთხრა და სესილიას რომ არ სცოდნოდა აფერისტობდა იმ წამსვე დაიწყებდა მის სახეზე სიცილს. -ნათესავებიც მეკრძალება?-წარბი აუწია სესილიამ. -რათქმაუნდა! შენთვის მხოლოდ მე უნდა ვარსებობდე სეს.-ლოყაზე ცხვირი გაუხახუნა. -თარაშ. -გისმენ. -მიყვარხარ. -მეც ძალიან მიყვარხარ სეს.-გაუღიმა და მის წელზე თითები აათამაშა. -თარაშ. -რაო?-თვალებში ჭინკები უხტოდნენ. -ორსულად ვარ.-მოულოდნელად უთხრა და ლამის ტირილი დაიწყო თარაშს რეაქცია რომ არ ჰქონდა. -ვიცი.-მხრები აიჩეჩა და ლოყაზე აკოცა. -რანაირად? -მარტივად ვცნობ ორსულ ქალს სესი.-გაუცინა და შუბლზე მიაკრა ტუჩები.-მადლობა რომ ასეთი კარგი ხარ.-გაუღიმა და ამ ღიმილში ცააქსოვა ყველაფერი. -მიყვარხარ ასათიანო! ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ! -პატარავ.-თავზე გადაუსვ ხელი და გაუცინა. ბოლოს მის ტუჩებსაც დასწვდა და ვნებიანად აკოცა კიდეც. -ჩემო ბებერო.-გაუცინა და ყელში მიაკრო ტუჩები. -სესილია, მოგხვდება და ხომ იცი რომ გამკეთებელი ვარ?-წარბი აუწია და მაგიდისკენ მასთან ერთად დაიძრა. -ველოდები მოუთმენლად.-თვალი ჩაუკრა და თარაშმაც ღრმად ამოისუნთქა. მთელი საღამო უკან დაჰყვებოდა თარაში და მოსვენებას არ აძლევდა სესილიას. ბოლოს ხალხიც რომ დაიშალა, დაავლო ხელი და სახლშ წაიყვანა. ოთახში კი კიდევ ერთი ცხელი ღამე გაატარეს ერთად. დილით გაღვიძებულ სესილიას თარაში ისევ მძინარე დახვდა. მისკენ გადაიწია და სახე დაუკოცნა, მერე სხეულსაც ჩაუყვა და პრესზეც მიაკრო გახურებული ტუჩები. კანი დაებურძგლა თარაშს და სესილიას თავი ზემოთ ამოაწევინა, ტუჩებზე დაეკონა და კარგახანს აღარ მოსწყდომიან ერთმანეთს. უბრალოდ იწვნენ და ეხუტებოდნენ ერთმანეთს, ასე სრულიად შიშვლები, სესილია თარაშის სხულზე აკრული ღრმად სუნთქავდა და დროდადრო თუ შეახებდნე ერთმანეთს გახურებულ ტუჩებს სხეულზე. მერე ადგნენ და მისაღებში ჩავიდნენ სადაც დათა და გაბრიელი დახვდათ. დათა ბანანს აჭმევდა გაბრიელს და ისიც მადიანად იტლოყნიდა მსხვილ, წითელ ტუჩებს. -დათიკო სურპრიზი გვაქვს შენთვის.-მხარზე ხელი დაჰკრა თარაშმა. -გისმენთ.-გაუღიმა. -მოკლედ, ორსულად ვარ.-გაუღიმა სესილიამ და დათას რეაქციამაც არ დააყოვნა. ისეე გაუხარდა როგორც საკუთარი შვილის დაბადება უხარიათ ხოლმე. დიდი ოჯახი იყვნენ, თარააში, სესილია, დათა და გაბრიელი. ვინ იცის იქნებ უფრო დიდიც გამხდარიყო მათი პატარა ოჯახი სულ მალე. თავი 7 ბავშვის ამბავს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, ყველას უხაროდა, ყველა გიჟდებოდა ისე უნდოდათ კიდევ ერთი პატარა, სახლში. ნანა და გიორგი სიხარულისგან ფრინავდნე ისევე როგორც ილია და მარინე. ნუ დათაზე საუბარიც აღარ ღირს. ბავშვს მაისის დასაწყისში ელოდებოდნენ. ყველა თავს დასტრიალებდა ორსულ სესილიას და სულ იმის შიშით იყვნენ რამე არ მოუვიდესო სკოლის გადამკიდე მაგრამ მარტივად მშვიდდებოდნენ, იქ რომ დათა ეგულებოდათ. გადიოდა დღები, კვირები და მალე საახალწო ციებ-ცხელებაც დაიწყო. ოდნავ გამობურცული მუცლით, 4 თვის სესილია ოჯახთან ერთად მიაბიჯებდა სავაჭრო ცენტრში. მხოლოდ გაბრიელი აკლდათ, მისი მოსუვენრობის გამო ბებოებთან და ბაბუებთან დატოვეს. დიდი ნაძვისხე შეარჩიეს, ნაძვისხე წითელში და თეთრში გადაწყვიტეს გაეკეთებინათ. გადაწყვიტეს კიარა დიასახლისმა გასცა ასეთი ბრძანება. მერე გულმა არ მოუთმინა სესილიას და ტანსაცმლის მაღაზიებისკენ წავიდა, თარაში და დათაც უსიტყვოდ, უპრეტენზიოთ ასრულებდნენ სესილიას სურვილებს. საორსულო ზედები იყიდა და რამდენიმე კაბასაც დასწვდა, კლასიკური საორსულო შარვლებიც და ფეხსაცმელები რომლებიც კლაისკურიც იქნებოდა და კომფორტულიც. მერე აიძულა ბიჭები, თქვენც იყიდეთო და ისინიც უპრეტენზიოდ დათანხმდნენ. თავისი ტანსაცმელები რომ იყიდეს გაბრიელისთვის განკუთვნილი ტანსაცმელებისკენ წავიდნენ. ტრადიციულად ერთი ბანწიკიც გაუყოლა დედიკომ და ეს უკვე პატარა ასათიანის გარდერობში მეცხრე ბანწიკი იქნება, თავადაც ხომ 9თვის ბრძანდება. ბევრი იშოპინგეს, დათა სამჯერ გაუშვეს დატვირთული, მანქანისკენ და მეოთხე ჯერზე სესილია ნაყინით და პარკით ხელში გამოდიოდა ხოლო ბიჭები პარკებით დატვირთულები მაგრამ სესილია შეჩერდა. -რახდება სესი?-კითხა დათამ და ლოყაზე აკოცა. -საჩუქრები არგვიყიდია.-გაეცინა და ისევ შებრუნდა. თვალები აატრიალეს დაღლილმა ასათიანებმა და უკან მივნენ სესილიას. აქსესუარების მაღაზიისკენ წავიდნენ და ბევრი წუწუნის შემდეგ ისევ დატვირთულები გამოვიდნენ იქედან. ძლივს დაიძრნენ სახლისკენ და შესვლისთანავე სამზარეულოში გაიქცა სესილია და მაცივრიდან ბროწეულის წენი გამოიღო. ცოტა დაისვენეს და ნაძვისხის აწყობას შეუდგნენ. იმხელა აღმოჩნდა რომ კიბის მოტანაც გახდა საჭირო. საბოლოოდ ულამაზესი მწვანე ნაძვისხე აღმართეს, წითელ და თეთრ ფიგურებში მორთეს, აქაიქ ხელოვნური დიდი ყვავილებიც ჩაუმაგრეს და ნათურები მოახვიეს. სახლიც ნათურებით მორთეს და ნაძვისხის ძირში მოზრდილი თოვლის ბაბუა და ურემიც დადგეს. მერე დტანსაცმელები შეალაგეს საკუთარ კარადებში და ბებია-ბაბუებიც მოადგნენ სახლში გაბრიელთან ერთად. -ჩვენ სურპრიზი გვაქვს, ჰო ბე?-კითხა გაბრიელს ნანამ. -რა სურპრიზი?-იკითხა თარაშმა. -ბები ეს ბინარის?-კითხა მარინემ და თარაშისკენ გაიშვირა ხელი. -მა-მა.-ამოიბურტყუნა დამარცვლით ბავშვმა გა გაიკრიჭა. თარაშშის ემოციები უნდა გენახათ, მთელი სახლი შემოირბინა ყვიროდა მამა დამიძახაო, სესილია თან იბუტებოდა, თან უხაროდა შვილის პირველი სიტყვები. -დედას რატო არ იძახი დეე?-კითხა გაბუსხულმა შვილს, მან კი გაუცინა. -ნურას უკაცრავად.-შეუსწორა მანანამ.-ბები ეს ვინარის? -დე-დი.-აჭყიპინდა ისევ გაბრიელი და სეისლიასსაც გაუბრწყინდა თვალები. -ვაიმე თარააშ გაიგე? დედა დამიძახა.-ტირილი დაიწყო და გაბრიელი გულშ ჩაიკრა. -დე-დი.-ისევ მარცვლიდა და ცოცხლი თავით არ ამბობდა „დედას“. -დედის ცხოვრება ხარ შენ დე.-ბეჭებზე ხელი დაუსვა შვილს და თავზე აკოცა. -დათასაც მალე იტყვის.-ამაყად გაიჯგიმა. -და-თა.-ისევ აბლუყუნდა და გაიცინა, თავადაც უხაროდა რომ აგებინებდა ხალხს. -ჰოგითხარით.-გაიცინა დათამ და ხელში აიტაცა ბავშვი.-ჩემი ტლიკინა. -მამასთან ასეთი მსგავსებაა..-თავი დანანებით გაიქნია ილიამ. -მამა სერიოზულად?-წამში ისევ ის მკაცრი და შეუვალი სვანი გახდა.-გეგონება მე მეზობელს ვგავდე. -ამ ბოლო დროს მგონია რო ვიღაც მითვალთვალებს.-ამოთქვა სიცილით დათამ. -გიკვირს?-კითა ეშმაკურად ილიამ. -რატომ არუნდა მიკვირდეს? -მალე გაიგებ.-თვალი ჩაუკრა და დაეჭვებულ თარაშს გადახედა. -დაველოდებით.-დათას მაგივრად თარაშმა უპასუხა და გაბრიელს ყელი დაუკოცნა. 31 დეკემბერს ყველა სესილიასთან და თარაშთან ივნენ, ,გოგოებიუ სახლის საქმეებს აგვარებდნენ, ბიჭები მზა პროდუქტებზე და მსგავს საკითხებზე დარბოდნენ. 11 საათზე სუფრის გაწყობა დაიწყეს, სესილიას ახლოს არ აკარებდნენ არაფერს. მაგრამ იმდენი იძალადა, რაღაცებში მაინც მიეხმარა. 12ს რომ წუთები აკლდა ეზოშ გავიდნენ და მიწაზე დადებულ ყუთებს, თარაშმა, დემეტრემ და საბამ მოუკიდეს, მალე ერთმანეეთის მიყოლებით გაჩნდა ცაზე ულამაზესი ფიგურები და ფერები. სესილია და გაბრიელი ჩაიხუტა თარაშმა და ცოლს ახალი წელი მიულოცა. მალე ისევ შევიდნენ სახლშ და სუფრას მიუსხდნენ. კარზე ზარი გაისმა, ერთხელ, ორჯერ სამჯერ და ბოლოს დათა წამოდგა ფეხზე. კარისკენ მიიწევდა, თავაწეული, მხრებში გამართული, შეუჩერებელი და დიდი მომავლის მქონე დათა რომელსაც ეგონა რომ ცხოვრებაში ყველაფერი დალაგებული ჰქონდა, მაგრამ იყო კი რამე დალაგებული? კარი კუშტი მზერით მაგრამ მაინც მომღიმარმა გამოაღო და ადგილზე გაიყინა როცა მისი მსგავსი ორი ქალი და ზუსტად მისნაირი მამაკაცი დაინახა. მარტივარ ამოიცნო ფოტოებში ნანახი მისი მშობლები და მზერა გაეყინა მათზე.-დათა ვინ მოვიდა?-მისაღებიდან თარაში გამოვიდა, ადგილზე მიეყინა, წაბარბაცდა მაგრამ თავი შეიკავა ბავშვის გამო. -გამარჯობა.-ამაყად თქვა მამაკაცმა. თვალებში ბედნიერება, სევდა და ცრემლები ჰქონდა ჩაგუბებული, თარაში მისკენ წავიდა, არანაკლებ გაოცებულ და აშკარად გაყინულ დათას შეხედა და მხარზე ხელი დაჰკრა. -ლადო.-აკანკალებული ხმით შეხედა ძმას და შემდეგ რძალს.-მარიამ.-ცრემლებმა ჯებირები გადმოლახეს და თარაშის და ლადოს ლოყებზე გაჩნდნენ. ძმას გადაეხვია და ძლიერად ჩაიკრა გულში. მისაღებიდან გამოსული ილია თვალცრემლიანი უყურებდა ძმების შეხვედრას. ლადოს მოშორდა და მარიამს გადაეხვია, ატირდა ქალი და მერე როგორ ატირდა. დათაზე აშკარად ასაკით პატარა გოგონა სიამაყით სავსე იყურებოდა დ არემარეს აკვირდებოდა. გაყინულ ძმაზე გადაიტანა ყურადღება და ჩაეღიმა.-გამარჯობა პატარა ქალბატონო.-თვალცრემლიანი თარაში პატარა გოგონას უყურებდა. -შენ თარაში ხარ არა?-ღიმილით კითხა 13-12 წლის გოგონამ. -გახლავარ.-გაუცინა. -მე თებეა ვარ.-წმინდა, კრიალა ხმით ელაპარაკებოდა და დათასაც ამ ბავშვის მიმართ დიდი სითბ უჩნდებოდა. მშობლებს ახედა და ღრმას ამოისუნთქა. -დათა.-ლადო მისკენ წავიდა, დათამაც ამაყად, ჯიქურად შეხედა ცრემლიან თვალებში მამას და სიმწრით ჩაეღიმა. ახსენდებოდა ყოველი დღ და ღამე რაც ტირილში გაატარა და მშობლების მონატრება სჭამდა. ხელი მოხვია დათამ მამამისს და მანაც ძლიერად ჩაიკრა გულში შვილი. ცოტახანში მოშორდანენ ერთმანეთს და დათამ გაუბედავი ნაბიჯებით დედისკენ გასწია. მის წინ დადგა და ცრემლები ცერებით შეუმშრალა ისე როგორც პატარაობისას იცოდა. ვეღარ მოითმინა მარიამმა და მთელი ძალით შემოებღაუჭა 14 წლის ახლოდან უნახავ შვილს. ტიროდა და დათას მაისურზე ღვრიდა ცრემლებს. უკვე ყველა მისაღებში იყო და თვალცრემლიანები უყურებდნენ ოჯახს. თარაშს მაისურზე ჩაებღაუჭა სესილია დაცრემლიანი თვალებით და კითხვისნიშნებით სავსე თვალები მიანათა თარაშს. ისიც თითქოს მიუხვდაო თავი მსუბუქად დაუქნია და გულზე მიიკრა ცოლი. -მეც მინდა ჩახუტება რა.-აბუზღუნდა თებეა და ნამიოკი ჩაურტყა ძმას. -ეს ბავშვი ვისთანარის?-მოჩვენებითი უკმაყოფილებით ჩაილაპარაკა დათამ და თებეას აცრემლებული თვალები რომ დანახა გაეცინა.-მოდი აქ.-ხელზე დაექაჩა და აზლუქუნებული და გულში სიცილით ჩაიკრა. -დამპალი ბიჭი ხარ!-ამოთქვა ისე რომ მისი გულიდან თავი არ აუღია. -შენ კიდე მტირალა ღლაპი.-დას დასცინა და შუბლზე აკოცა. -შევიდეთ.-ხმამაღლა დასჭექა ილიამ. ცოტახანში ყველა მისაღებში ისხდნენ და ყველ;ა ლადოს და მარიამს აკვირდებოდნენ. დათა და თებეა გვერდიგვერდ ისხდნენ. -გისმენთ.-ისევ მკაცრი და შეუვალი გახდა თარაში. -ბუჩუკურები იმედია გახსოვთ, ჩენ კომპპანიას რომ მტრობდნენ.-ამოიოხრა ლადომ.-დათას ემუქრებოდნენ და მარიამს რომლის ორსულობაც იმ მოწყობილი აფეთქების შემდეგ გავიგეთ. ვიცოდით რისი გამკეთებლებიც იყვნენ მთელი ოჯახი, ამიტომ გავითამაშეთ ჩვენი სიკვდილი და კომპანიის გაკოტრება, კომპანია ისევ ჩვეულ სიმაღლეზეა ოღონდ სხვა სახელით. სანამ მთელი ოჯახი ციხეში არ მოხვდნენ და მათი ყველა მოკავშირე არ განდგურდა ვერ გამოვჩნდით. ახლა ყველა ციხეშია და ჩვენც დავბრუნდით.-მოყოლა დაასრულა და მოცინარ ძმიშვილს გახედა. -სად იყავით ამდენხანს?-იკითხა გიორგიმ. -გორში.-გაეცინა მარიამს. -ღმერთო..-ამოთქვა დემეტრემ რომელიც ჯერ ისევ ვერაფერს იჯერებდა. -და თქვენ ყველაფერი იცოდით არა?-მშობლებს გადახედა თარაშმა. -ვიცოდით.-თავი დაუკრა მარინემ. -და მეც რომ მცოდნოდა რამე შავდებოდა? ამდენი წელი ცოცხალ ადამიანებს რომ ვგლოვობდი არგეცოდებოდით მაინც?-იკითხა აგრესიულად. -თარაშ.-მხარზე შეეხო სესილია.-დაწყნარდი.-გაუღიმა და თარაშიც წამსვე დაწყნარდა. გაბრიელი ხელში აიტაცა და ზემოთ ავიდა ნახევრად ჩაძინებული ბავშვით. სესილიაც მას გაჰყვა, ლადოს გამამხნევებლად გაუღიმა და მხარზე ხელინაზად შეახო, მანაც გაუღიმა რძალს. ბავსვის ოთახში შევიდნენ, სესილიამ გაბრიელის კარადიდან საღამურები გამოიღო, პამპერსი გამოუცვალა ჭყიპინას, მერე საღამურები ჩააცვა, პუტკუნა ფეხები დაუკოცნა, თხელი წინდები ამოაცვა და საწოლში ჩააწვინა. ირგვლივ ბაიშები შეუსწორა საწოლს და ნელა დაარწია. 5 წუთში უკვე მშვიდად ეძინა გაბრიელს და თარაშის მომღიმარ სახეს ახედა სესილიამ. დაიხარა თარაშ, ჯერ შვილს აკოცა შუბლზე მერე ცოლს მოხვია ხელი და წამოაყენა, ლოყები და ტუჩები დაუკოცნა და ქვემთ ხელჩაკიდებულები ჩავიდნენ. ისევ იმავე ადგილებზე დასხდნენ. ცოტახნის შემდეგ სუფრასთან გადაინაცვლეს და კარგადაც მოილხინეს. თებეამ გამოაცხადა მეძინებაო და დათამაც თავის ოთახში აიყვანა, თავის მაიკა მისცა და გამოსვლის წინ შუბლზე აკოცა უმცროს დას. გვიანობამდე მხიარულობდნენ, ბოლოს დაიშალნენ, ნანამ და მანანამ ჩვენ დავალაგებთო, ლადოს და მარიამს დიდი საძინებელი გამოუყო, ყველაფერი გაუმზადა და დასაძინებლად წავიდა თარაშთან ერთად. დათა ჩაძინებულ დას მიუწვა გვერდით, ხელები მოხვია და გულძი ჩაიკრა, მისნირი, ოდნავ განსხვავებული სურნელი ჰქონდა. თითქოს თებეამაც იგრძნო და ღიმილით მოხვია ხელები უფროს ძმას. ასე ორივეს ტკბილად ეძინა, შუადღემდე. თარაში ჯერ მუცლადმყოფ შვილს ელაპარაკა, სიყვარული აუხსნა მთვრალმა მერე კი მშვიდად და უშფოთველად დაიძინა ცოლთან ჩახუტებულმა. მარიამმა ძილის წინ კიდევ გადმოაფრქვია ცრემლები ლადოს გულზე, მანაც დაამშვიდა ცოლი და მშვიდად დაიძინეს. დილით პირველმა მძახლებმა გაიღვიძეს, გაღვიძებული გაბრიელი საწოლიდან ამოიყვანა ნანამ და ჩააცვა, მერე ქვემოთ ჩაიყვანა და აჭამა. პატარა ღორმუცელამ მაინც ვერ მოისვენა და სანამ დედიკო და მამიკო გაღვიძებულები არ დაიგულა მანამდე ჭყიპინებდა. ლადო და მარიამიც ადგნენ, შვილების ოთახში შეიხედეს და ჩახუტებული და-ძმის დანახვაზე გაიბადრნენ. ქვემოთ ჩავიდნენ და გაბრიელს ეთამაშნენ. -მოკლედ ამდენიხანია თქვენ ნახვას ვნატრობ და ახლა აღარსად გამშვები აღარ ვარ, დათასი მითუმეტეს, აქ უნდა იცხოვროთ, უარი არ მიიღება.-ამოიქოთქოთა თარაშმა. -სესილიასთან უხერხულია თარაშ.-გაუღიმა მარიამმა. -ჩემთან? რასლაპარაკობთ? პირიქით მე ძალიან მინდა , რომ გამიცნობთ მიხვდებით რომ მოსარიდებელი არაფერია.-თბილად გაუღიმა და ახვანცალებულ მუცლადმყოფ ბავშვს წარმოსახვაში გაუღიმა, მუცელზე გადაისვა ხელი და ისიც გაჩერდა. -არ ისვენებს მამას კაცი?-შუბლზე მიაკრა ტუჩები თარააშმა. -რა იცი რო ბიჭია?-წარბი აუწია სესომ. -ვიცი და ნუმასწავლი.-თვალები დაუბრიალა და სესილიამაც მხრები აიჩეჩა სიცილით. -დათა და თებეა სადარიან?-იკითხა ილიამ. -სძინავთ.-გაეღიმა მარიამს.-ჩახუტებულებს. -რასაყვარელია თებეა.-გაეღიმა სესილიას. -მადლობა ბიცო.-უკნიდან მიეპარა თებეა და ლოყაზე აკოცა. -წოდება წამართვა?-აბუზღუნდა დათა და მეორე ლოყაზე აკოცა სესილიას, მანაც გადაიკისკისა და გვერდით ჩამომჯდარ ბიჭს თავი მხარზე დაადო.-დამრიგებელო, ასე რომ გნახოს დირექციამ სკოლიდან გაგაგდებენ მიკერძოებისთვის.-გაეცინა დათას. -სახლში ჩემი დათა ხარ და სკოლაში მოსწავლე.-ენა გამოუყო მოხარხარე ბიჭს. -ჩემი ბუშტი სადარის?-იკითხა უცებ და ფეხზე წამოფრინდა, მანეჟში მოთამაშე გაბრიელისკენ წავიდა, ამოიყვანა და ლოყები დაუკოცნა. ისიც ახვანცალდა ბიზაშვილის მკლავებში. მერე თებეა დაუდგა გვერდით და გაბრიელმაც მისკენ გაიშვირა ხელები, თებეას ხელებში მოთავსდა და შეიფერა. დათა გაოცებული უყურებდა, მერე დედამისის გვერდით ჩამოჯდა და გულზე მიიხუტა გულაჩუყებული ქალი.-დღეს ბიჭები მოდიან ბიცო.-ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა ქალს. -ლანასაც უთხარი, მომენატრა ჩემი გოგო.-სახე გაებადრა სესილიას. -ლანა ვინარის?-თავი წამოყო თებეამ. -ჩემი შეყვარებული.-ენა გამოუყო დას. -ოჰჰ, იქნება ახლა ვინმე გადაპრანჭული არა?-წარბი აუწია სასაცილოდ. -ვნახოთ.-ეშმაკურად ჩაიცინა დათამ და სესილიას და თარაშს თვალი ჩაუკრა. -ჩვენ წავედით.-ფეხზე წამოდგნენ ნანა და გიორგი. -ჰო, ჩვენც წავალთ.-ილია და მარინეც წამოდგნენ, მალე წავიდნენ, უკვე საღამო მოდიოდა დათამ რომ ტელეფონით სადღაც დარეკა. -ლაზო, მიდი ბიჭებს უთხარი, ლანას გაუარეთ და ჩემთან ამოდით.-ჩაეცინა და დას შუბლზე აკოცა. მალევე გათიშა და ისევ თებეას მიუბრუნდა.-მოკლედ, ახლა, ჩემო პატარა დაიკო, ჩემი სერიოზული ძმაკაცების წინ არ იცეტო თორე გავგიჟდები.-გაუცინა და მერე თვალები უბრიალა. -კარგი რა დათა, ვერ ხედავ რა სერიოზული გოგო ვარ? -კი, რომ ვხედავ მაგიტო გეუბნები.-გაუცინა და თავზე აკოცა.-თარაშს ვეტყვი და სახლში გაგიყვანს გინდა? -ჰო ტანსაცმელს წამოვიღებ, ყველაფერი წამოვიღე გორიდან და სად რა მაქვს არვიცი.-გაბრიელი ისევდათას მიუყვანა და ცოტახანში ტარასთან ერთად სახლში წავიდა, მალევე დაბრუნდნენ პატარა ჩემოდნით, დათან თავის ოთახში აიტანა და გარდერობის ნაწილი გაუნთავისუფლა პატარა დას. მანაც სიხარულით ლოყაზე აკოცა ძმას და ტანსაცმლის ამოლაგება დაიწყო. -ჩემ გვერძე თავისუფალი ოთახია, ამ კარით გავდივარ ხოლმე რო ვხატავ, დაგითმობ და შენგემოზე მოაწყვე როგორც გინდა.-ლოყაზე აკოცა თებეას და ოთახიდან გავიდა. გამოიცვალა თებეამ, წყალი გადაივლო და შავი ლამაზი, სადა კაბა მოირგო. თმა ცხენის კუდივით შეიკრა და ტუჩებიც ოდნავ შეიფერადა. მერე რა რომ 14 წლისა? მამამ ნება დართო მხოლოდ ოდნავ შეეფერადებინა ისედაც სისხლისფერი ტუჩები. დათას მსგავსად ლურჯი თვალები აქვს თებეას და პატარა მოცუცქნული ცხვირი. ოთახიდან გავიდა და კიბეები ჩაირბინა, უკვე ბინდდებოდა. სტუმრებიც მოსულები დახვდა. დათამ ძმაკაცებს მშობლები რომ გააცნო პირები დააღეს სამივემ მაგრამ მალევე გაუღიმეს და ძმაკაცის მშობლებს დიდი მოწიწებით მიესლამნენ მაგრამ ლადოს მალევე ჩაბრატდნენ ოგორც თარაშს. ლანაც გაიცნეს მარიამმა და ლადომ და ძალიანაც მოეწონათ „სარძლო“. ლნას ლოყები უწითლდებოდა ამრიამის თბილ გამოხედვაზე და შავ, პიჯაკში და შარვალში გამოწყობილს ლამის იყო ყველაფერი შემოეხია ტანზე ისე სცხელოდა. თებეას შესვლა ყველამ დაინახა და დათაც ფეხზე წამოიჭრა.-ეს ჩემი დაა თებეა.-შუბლზე აკოცა გაოცებულ გოგოს.-ესენი არიან, ლუკა, ლაზარე და თორნიკე.-სიმპატიურ ბიჭებზე მიუთითა, ცისფერთვალება ლუკაზე, შავთვალება ლაზარეზე და მწვანეთვალება შავგვრემან თორნიკეზე. -აუ რაჯიგარი ტიპია.-გაიცინა ლუკამ. -გაჩუმდი ბიჭო მაცადე.-შეუღრინა დათამ.-აი ეს ლანაა.-სადად გამოწყობილ ლნაზე მიუთითა რომელსაც მაკიაჟის კვალიც არ ეტყობოდა სახეზე თუ ოდნავ შეფერადებულ ტუჩებს არ ჩავთვლით. -სასიამოვნოა.-გაოცებულმა ამოილუღლუღა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოავლო თვალი. მერე თავი გააქნია, აზრზე მოვიდა და ლანას თბილად გაუღიმა.- სულ სხვანაირი მეგონა და უკვე მწარე მულობისთვის ვემზადებოდი.-ამოიბურტყუნა და დათას ლოყაზე უჩქმიტა. -მუ მჩქმეტ გოგო.-თვალები უბრიალა და გვერდით მოისვა. მაგრამ ისევ წამოხტა და აფართხალებული გაბრიელი გამოართვა მარიამს. -ჩემთან უნდა.-განაბულ ბავსვზე მიანიშნა და ისევ ბიჭებს გადახედა.-რატო გააჩუმე ეხლა ხმას ვერარ გამცემენ.-დათას გადახედა საყვედურნარევი ხმით. -რამდენი წლის ხარ ღლაპო?-გაუცინა ლუკამ. -14ის.-გაუცინა და მერე დანარჩენებს გადახედა.-იმათ არ მოვეწონე?-ძმას „გადასჩურჩულა“. -რამდენს ლაპარაკობს, საერთოდ არ გგავს მაგ საკითხში.-გაეცინა ლაზარეს.-როგორ სწავლობ თებეა? -ლეპტოპს ვიღებ.-მხრები აიცეჩა. -ანუ ბანაკში გაიჩითება ხოლმე?-ღიმილით გადახედა დათას. -სავარაუდოდ.-ჩუმად მყოფ თორნიკეს გადახედა.-რაგჭირს ბიჭო. -აუ საიდანღაც მეცნობა და ვერვიხსენებ.-ამოიდუდღუნა და შუბლი მოისრისა. -კაფედან.-შეახსენა სესილიამ და ტუჩზე იკბინა. -უი ჰო.-წარბები გახსნა თორნიკემ. -კაფედან? რომელი კაფედან?-გაუკვირდა დათას. -თედოს დის დაქალია და კაფეში მივაკითხეთ.-მხრები აიჩჩა თორნიკემ.-ჰო, იქ კიდე იყვნენ ბიჭები. ღლაპები მაგრამ მაინც.-წარბაწევით გადახედა. -ვინ ბიჭები თები?-ხელი გადახვია დას. -მეგობრები.-თორნიკეს ღრენით გადახედა. -ჰოო.-ლოყაზე აკოცა და თორნიკეს თვალი ჩაუკრა.-გავიცნოთ შენი მეგობრები თუ მართლა მეგობრები არიან? -მომშორდი.-ძმასაც შეუღრინა და ხელი გააწევინა.-მეგობრები და შეყვარებული.-ნიშნისმოგებით გადახედა. -შეყვარებული?-გაეცინა დათას. -ყოფილი შეყვარებული.-თვალები აატრიალა. -საინტერესოაა.-ჩაილაპარაა ლუკამ და დათას თვალი ჩაუკრა, კაცმა არიცოდა იმ 4ის გარდა ეს თვალის ჩაკვრა რას ნიშნავდა... თავი 8 მთელი საღამო მხიარულობდნენ, გვიან დაიშალნენ მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც გადაშალა „ჯინსების თაობა“ თებეამ და ცოტა წაიკითხა, ტკბილი ძილისთვის. მაგრამ როგორც ყოველთვის ახლაც ცრემლებით გაბერილმა დაასრულა კითხვა. არც კი იცის მერამდენედ კითხულობს მაგრამ ძილისწინ რომ თუნდაც მონაკვეთი არ წაიკითხოს ისე ვერიძინებს. ცრემლები მოიწმინდა და ოთახში შესულ დათას გაუღიმა. -რა სჭირს ჩემ პატარას?-თბილად კითხა დათამ და თავზე აკოცა. -წიგნს ვკითხულობდი.-ამოიტირა. -რა წიგნს?-ტუმბოზე დადებულ ჯიგნს დააკვირდა და სახე გაებადრა.-„ჯინსების თაობა“? -ჰო.-ამოიტირა. -ამ დღეებმა ჩაიაროს და სპექტაკლზე წავიდეთ გინდა? -მინდა.-სახე გაუბრწყინდა თებეას. -მერე ლაზოს სპექტაკლზეც წავიდეთ. -მსახიობია? -გასართობათ კარგი საშუალებააო მასე გამოგვიცხადა. მერე სამედიცინოზე აბარებს.-გაეცინა დათას. -საყვარელი.-ცხვირი მოჭმუჭნა თებეამ.-სხვათასორის გორის თეატრში მეც მასე ვიყავი და ჩემმა რეჟისორმა აქ გამიწია რეკომენდაცია.-ამაყად გაიჯგიმა პატარა ქალბატონი. -როგორ ძალიან მიყვარხარ იცი? -ვიცი.-გაუღიმა, ჩაეხუტა და მალე ორივე მშვიდად ფშვინავდნენ. თარაში და სესილია გაბრიელს აძინებდნენ და თავადაც ტკბილად დაეძინათ, მეორე დილით კიისევ გაბრიელის ჭყიპინმა გააღვიძათ. თარაში წამოდგა როგორც ყოველთვის და საწოლში გადმოიყვანა პატარა ბუშტი. შუაში ჩაიწვინა და ტკბილად დაუკოცნა ლოყები. სესილიამაც ღიმილით გაახილა მიბნეტილი თვალები და ქმარ-შვილს გაუღიმა. მისკენაც დაიხარა თარაში და მხურვალედ დაუკოცნა ბაგეები, გაბრიელი კიდევ უფრო აჭყიპინდა და ხელ-ფეხის ქნევა დაიწყო. -რაო დეე?-ძილისგან დაბოხებული ხმით კითხა სესილიამ, შუბლიდან ცხვირის გავლით დაუსვა საჩვენებლი თითი და მანაც გაუღიმა. -დე-დი.-ისევ აჭყიპინდა გაბრიელი. -დედის სიყვარული ხარ შენ.-ბავშვის ყელში ჩამალა ცხვირი და ღრმად შეიგრძნო მისი სურნელი. თარაშისკენ გაიწია გაბრიელმა და ბუთქუნა ხელები სახეზე დაუტყაპუნა. -მა-მი.-ისევ აჭყიპინდა. ხელში აიტაცა თარაშმა და გულზე დიწვინა, მანაც შეიფერა და გაიტრუნა. ცერათითი პირში ჩაიდო და ლოკვა დაუწყო. -მამას დათვის ბელი.-გაიცინა თარაშმა და თავზე აკოცა პატარას. მალე ადგნენ და ქვემოთ ავიდნენ. 10 დღე გაგრძელდა სტუმრიანობა და ამბები. მერე დათა და თებეა, ბიჭებთან და ლანასთან ერთად ავეჯის მაღაზიაში წავიდნენ. თებეამ თვალები აუციმციმა ლადოს და ისიც უპრობლემოდ, ღიმილით დასთანხმდა მისი ანგარიშის დაცარიელებას. შევიდნენ თუარა მაშინვე გამოაცხადა წითელში და თეთრში მინდა ოთახიო და დათამაც ერთი ამოიხვნეშა. თეთრი ავეჯი და წითელი აქსესუარები იყიდა, შუშის საწერი მაგიდა და წითელი ფარდები. ლაზარე ვერ იტანს წითელ ფერს და ამრეზით უყურებდა ყველაფერ წითელს რაც თებეას ნერვებს უშლიდა. -მართლა ბავშვია.-ამოიბურტყუნა როცა მორიგი წითელი სანათი აიტაცა თებეამ. -იახ ბავშვი ვარ და კარგახანს არც ვაპირებ გაზრდას. -შეყვარებულთან ერთად კაფეებში მე დავდივარ არა?-დაგესლა უცბათ. -ახლა შემიძლია უპრობლემოდ გამოვჭრა ყელი.-ამოიბუზღუნა და ლაზარეს შეუბღვირა. -კბილებით?-წარბები აუთამაშა ლაზომ. -არა დანით.-თავიდან ვერმიხვდა და რომ გაიაზრა რაც უთხრა საშინლად გაბრაზდა.-იდიოტო.-თავში წამოარტყა და დათას გადახედა მიშველეო. -გაჩერდით.-მკაცრად თქვა დათამ.-კიდე რამე გინდა ვიყიდოთ? -კი. -რა? -თეთრეული იდიოტო.-დაიღრინა ლანამ. -ამას რაღა სჭირს?-გაოცებული უყურებდა ლუკა. -მოკეტე ლუკა თორე ვერ გადამირჩები.-ღრმად ჩაისუნთქა ლანამ. -მებოდიში.-ხელები დანებების ნიშნად აწია და მზრები აიჩეჩა. სახლში გადაღლილები დაბრუნდნენ. 20ში თებეა და დათა სკოლაში ერთად რომ მივიდნენ ყველას გაოცება გამოიწვიეს. წარმოგიდგენიათ? ორი ერთნაირი ასევე ორ ერთნაირ ზრდასრულთან ერთად სკოლის ეზოში, ამაყი და ერთნაირი ნაბიჯებით? მედიდური, თავადური ნაბიჯებით რომლებსაც თავად არ აქცევდნენ ყურადღებას მაგრამ გარშემომყოფების სიმპატიას და გაოცებას იწვევდა. სკოლაში შეაბიჯეს თუარა მაშინვე სესილიას ძებნა დაიწყეს რომელიც საკმაოდ ადრე წავიდა იმ დღეს სკოლაში. სამასწავლებლოსთან გაჩერდა დათა, დააკაკუნა და თავი შეყო კარებში. უკვე ყველა მასწავლებელი პოსტზე იყო. ეკა სესილიას ტვინს უბურღავდა და ისიც მობეზრებული გამომეტყველებით იჯდა და ისმენდა როგორ გეზარდა ბავშვი. -სესილია მას.-ღიმილით დაუძახა. -დილით შენი დანახვა გვინდოდა დათა ზუსტად.-უკმაყოფილოდ ამოიბურტყუნა ეკამ. -ვისაც საჭიროა გაეხარდათ მას.-თვალი ჩაუკრა გაბრაზებულ ქიმიის მასწავლებელს და მომღიმარ ლადოს გადახედა. -იკითხე ერთი რომელს?- ისევ უკმაყოფილო იყო ქალბატონი. -მე ეკა, მე.-ძლივსძლივობით წამოდა ფეხზე სესილია და ღიმილით გაემართა კარისკენ.-და სხვათაშორის დათა სამართლიანი ბავშვია რაც ყველამ იცის, სწავლითაც ბრწყინვალეა და თუ შენ ძმისშვილს ჭკუა ასწავლა ძალიანაც კარგი უქნია. -ეს მიკერძოებაა სესილია.-ირონიულად წარმოთქვა.-ყველამ კარგად ვიცით რომ დათა შენი ხათრით გადაყავთ კლასიდან კლასში, იმიტომ რომ შენი მაზლიშვილია, რომელიც გარდაცვლილია და დათას შენი ქმარი ზრდის, ასე არაა?-ისევ ეს ირონია. დათას და სესილიას გაეცინათ, ფართოდ გახსნა კარი დათამ, სამასწავლებლოში ამაყი ნაბიჯებით შევიდა და საოცრი სიცივე შეიტანა. 11 წელი ამ სკოლაში ისე ისწავლა ეს ქალი სულ ამ სიტყვებს აგონებდა. ირგვლივ მიმოიხედა და უსიამოვნოდ გააჟრჟოლა. -ქალბტონო მასწავლებელო, იქ ნუ ყოფთ მაგ დაგრეხილ ცხვირს სადაც არ გესუნთქებათ.-თვალი ჩაკრა და დანარჩენებს გადახედა.-ჰოო, რაც შეეხება მიკერძოებას, იცი რავქნათ? -ამაყად თქვა.-ჰო რაც შეეხება ჩემ მშობლებს, გული უნდა აგწყვიტოთ და გითხრათ რომ კართან ახლა მამაჩემი, დედაჩემი და ჩემი და დგანან რომელიც ახლახანს გადმოვიდა ამ სკოლაში და ქალბატონი თამრიკოს, ჰო ზუსტად გაიგეთ, გეოგრაფიის მასწავლებლის სადამრიგებლოშია რომელსაც დიდ პატივს ვცემ თქვენგან განსხვავებით. ამის მერე ეცადეთ ბევრი სიახლე გაიგოთ და თბილისის ზღვაზე სხვის ქმრებთან ერთად „სეირნობას“ შეეშვათ.-ირონიულად ლაპარაკობდა, სესილია გულში ხარხარებდა.- ჰოო, რაც შეეხება მიკერძოებას, იცი რავქნათ? თქვენ ყველამ სათითაოდ, შემიდგინეთ 100 კითხვა და გამიკეთეთ გამოცდა, თუ 100დან 51ს ვერ ვუპასუხებ ჩემიფეხით წავალ სკოლიდან. გაწყობთ? -პირადად ვიზრუნებ შენი საკითხების სიძნელეზე.-აღშოთებული ელაპარაკებოდა ეკა, გეგონება ტყუილად აკადრეს რამე. -ძალიან გამიხარდება.-ჩესტი გაუკეთა.- ახლა კი იქნებ დამდოთ პატივი და ბიცოლაჩემი აქედან გამატანოთ?-მკაცრად დასჭექა და იქ მყოფი მასწავლებლები ადგილზე გაყინა მისმა სიმკაცრემ.-ასეთი ბოღმა საიდან ტოო?-ამოიოხრა როცა კაბინეტიდან გამოვიდნენ. -მეამაყები.-სიცილით დაჰკრა მხარზე ხელი ლადომ. -ვინ სცემე შვილო ასე რომ გადაგეკიდა? -აი ის ფულის მუსუსი.-ზიზღით გამოსცრა კბილებში და იქვე მდგომი მოხარხარე ბიჭისკენ გაახედა. -რა დაგიშავა ასე რო დაალურჯე? -მაგას ვერ გეტყვი მარა მაგრად მიქარა.-თვალი ჩაუკრა დედამისს. ბიჭისკენ გაიხედა და დაინახა როგორ იცინოდა მისი მიმართულებით, თან ხელებს იშვერდა. თებეას გადახედა და თვალი ჩაუკრა, წელში გაიმართა და ბიჭისკენ დაიძრა. -ახლა ბათქი იქნება.-ამოიკნავლა სესილიამ. -მეც გამაცინე თედო.-მოჩვენებითი სიცილით წავიდა მისკენ. -მეთერთმეტე კლასელ ბიჭს დედიკო და მამიკო დაგყვებიან სკოლაში? ბიცოლა არ გეყოფოდა ზედამხედველად? აქამდე რატომ არ აჩენდი გრცხვენოდა? არარსებოს ბიჭებო გაიგეთ? მშობლების რცხვენოდა. -შემოგხედავ ნორმალური ბიჭი ხარ, ამოიღებ ხმას და ვსიო მაგარი ლენჩი გამოდიხარ.-საყელოში ხელი წაავლო, მარტივი მოძრაობით მის უკნ მოექცა და საყელო უკან მოქაჩა.-მე წინაზე რა გითხარი? ოჯახს ნუ ახსენებ ჩემთან თორემ მოგკლავთქო არგითხარი თედო?-ყურში გამყინავი ხმით ეჩურჩულებოდა, სესილია მისკენ წავიდა და არ გაჩერდებოდა დათას რომ არ ენიშნებინა. მანდატურებიც გააჩერა და თვალი ჩაუკრა.-შეხედე, ის ჩემი ოჯახია! დედა, მამა, დაიკო, ბიცოლა და მუცლად მყოფი ბიძაშვილი. აი შენ თუ გაბედავ მათზე რამის თქმას, პირობას გაძლევ ჩემი ხელით გამოგჭრი ყელს და დამერწმუნე ხელიც არ გამიკანკალდება. ისიც გეყოს ლანაზე ლაპარაკი რომ მოგითმინე გესმის?! არ გესმის და გამაგებინე, აგიხსნი და კიდევ გაგიმეორებ. ყელს მოუფრთხილდი თედუნა, მამიდასთან სექსის გამო არ გამოგჭრას მაამაშენმა ყელი, ჩემზე ადრე.-ბოლო სიტყვები ჩურჩულით დააყოლა და ხელი უხეშად შეუშვა. -სასტიკი და ამზრზენი ტიპი ხარ.-ჩაიქირქილა თედომ. -მართალი ხარ, სასტიკი ვარ.-მხეცისმაგვარი მზერით შეხედა. -დათიი.-უკნიდან ლანას ხმა მოესმა და მაშინვე მოეშვა. ღიმილით მიბრუნდა უკან და მისკენ მიმავალ ლანას ხელები გაუშალა ჩასახუტებლად. მანაც თავი ღიმილით დახარა და მის მკლავებში გემრიელად მოთავსდა. -ძალიან მიყვარხარ.-ყურში ჩასჩურჩულა. -მეც მიყვარხარ დათი.-ყბაზე აკოცა ერთი თავით მაღალ ბიჭს. ლადო და მარიამი თებეას კლასისკენ დაიძრნენ, სესილია ისევ სამასწავლებლოში შევიდა. თედო კი თავის ამალასთან ერთად გაიძურწა სკოლიდან. კლასისკენ ხელჩაკიდებულები წავიდნენ და როგორცყოველთვის გვერდიგვერდ მოთავსდნენ. უკან ლაზარე და თორნიკე ეჯდათ, წინ კი ლუკა და ლანას დაქალი. მაშინვე სიცილი დაიწყეს. გიჟდებოდა ლანა ისე მოსწონდა დათას ტანზე, ჯინსის თავისუფალი შარვალი, მოლურჯო დუტი და ყელიანი როლინგი. ლამის იყო ჩაებღუჯა და აღარასდროს გაეშვა. კლასში სესილია შევიდა, ერთი ხელი მუცელზე ედო, მეორეთი კი ჟრნალი ეჭირა. -სურპრიზი მაქვს ხალხო.-გადაიკისკისა სესომ. -აუ მას ძალიან ძალიან რო გვიყვარხართ იცით?-მოულოდნელად ჩაეხუტა კლასში შემოსული ირაკლი. -ჩემი ბუთქუ, როგორ მომენატრე.-ლოყაზე მოჩქმიტა და მისი ადგილისკენ ანიშნა.-მოკლედ დღეს სამ გაკვეთილს ჩაგიტარებთ, ორი ისტორია გაქვთ და 1 სამოქალაქო ამიტომ დღეს ამ კლასიდან გამსვლელი მე არვარ.-ხელები აწია დანებების ნიშნად. -აუ მას ვილაპარაკოთ რა, გთხოვთ.-აბუზღუნდა ანი. -რაზე ვილაპარაკოთ?-იკითხა მხიარულად. -გაბრიელზე მას.-სიყვარულით სავსე ხმით ჩაილაპარაკა რეზიმ. -შიძლება ქალბატონო მასწავლებელო?-კარშითარაში და გაბრიელი გამოჩნდნენ, დიდი საბავშვო ჩანთით. -აქ რაგინდათ?-მათკენ წავიდა სესილია. -დედიკოსთან და დათასთან გვინდა ჩვენოო.-დაიბუზღუნა თარაშმა. დათა ფეხზე წამოდგა და თარაშს ბავშვი ხელებიდან ააცალა. -ჩემი ტლიკინა.-მერხისკენ წაიყვანა, სკამზე დაჯდა და მერხზე დაისვა გაბრიელი. -ბავშვი არუნდა განდოს კაცმა რაა.-დაიბუზღუნა სესილიამ და მგიდისკენ წავიდა. -დათა, გამოცდა როდის გაქვს?-ძმიშვილს კითხა თარაშმა და მისკენ წავიდა. ბიჭები და ლანა გადაკოცნა დანარჩენებს კი თბილად მიესალმა. -რა გამოცდა?-თავი წამოყო სესილიამ. -მართვის მოწმობის.-მშვიდად ჩაილაპარაკა თარაშმა. -დღეს გაკვეთილების მერე მივდივართ.-ბიჭებზე ანიშნა. -ჰოდა მე და გაბრიელიც წამოვალთ.-გაუცინა. -აუ სესო, ბავშვები არ იყვნენ და მასწავლებელმა გამომიშვა, აქ ვიქნები რაა.-ბუზღუნით შემოვიდა ოთახში თებეა და გაოცებულ ბავშვებს გადახედა.-გამარჯობა.-თბილად გაიღიმა და დათასკენ წავიდა.-მომიყვანე ბავშვი ჭკუიდან არ გადაიყვანო.-აღრენილმა უთხრა და მისკენ გადაწეული გაბრიელი ხელში აიტაცა. -ეს ვინარის?-იკითხა რეზიმ. -უი მართლა, მე თებეა ვარ, დათიკოს დაიკო.-ბავშვებს გადახედა და მოჭყიპინე გაბრიელს ცხვირზე აკოცა. -რაო?-თვალები ჭყიტა ისევ რეზიმ. -რა გქვია ბიჭი შენ?-თვალებმოჭუტულმა კითხა. -რეზი.-წარბი აუწია. -რევაზ, დათას და ვარ, აი ამ დათასი, შენი კლასელის.-გაუღიმა საყვარლად და წამში მოალბო ბიჭი. -რასაყვარელი ხარ.-ლოყაზე აკოცა ლუკამ. -მეც მიყვარხარ ლუკიტო.-გადაიკისკისა და გაბრიელი ისევ დათას მიაწოდა.-თარაშიკოო.-წამწამები აუფახუნა. -რა უნდა ჩემ თების? -კლინიკაში მიდიხარ?-წამწამები აუფახუნა. -არა. დღეს ვისვენებ.-ცხვირზე დაჰკრა თითი და ხელი გადახვია. -კაცი ვერაფერში გამოგიყენებს რა.-ამოიფრუტუნა. მასე გაგრძელდა 3 გაკბვეთილი, ბოლოს რეზის თვალებს შეეჩეხა პატარა თებეა და გული აუფორიაქდა, თინეიჯერულად, საყვარლად. 3 თვე ისე გავიდა ყოველდღე ხედავდა რეზის და ყოველდღე უფორიაქდებოდა გული. ამასობაში დათამ მართვი მოწმობაც აიღო და მამამისმაც აჩუქა მანქანა. ის გამოცდაც ჩააბარა და ყველა საგანში 100/100 აიღო, ფიზიკის გარდა. იქ 100/98 აიღო და ეკას დაბოღმილ სახეზე გულიანად ეცინებოდა. სესილიამ და თარაშმა ბავშვის სქესი გაიგეს. მეორე ბიჭს ელოდებოდნენ თარაში ჭკუაზე არიყო, მეორე ბიჭი მეყოლებაო მაგრამ გოგოც ძალიან უნდოდა, გულის შეწუხებამდეც კი. ბოლო თვეში სესილიამ სამსახურს თავი დაანება და ხანდახან თუ მივიდოდა სკოლაში რომ კლასისთვის დაეხედა, ექსკურსიაზე გეოგრაფიის მადსწავლებელმა წაიყვანა შიდა ქართლში. მაისის ბოლოს კი თარაშს კიდევ ერთი პაციენტი შეუყვანეს და კიდევ ერთხელ ამშობიარა საკუთარი ცოლი, თავისი ხელებით. პატარა მათე გულში მაგრად ჩაიკრა და თვალცრემლიან ცოლს შეხედა რომელიც მათი შემყურე ცრემლებს ყრიდა თვალებიდან. ზაფხულში, უფროსწორად აგვისტოს დასაწყისში სოფელში წავიდნენ, სვანეთში. ბებიამისთან საუბარში ირთობდ სესილია თავს, ხანდახან ცხენჯე შემოხტებოდა და დაჰქროდა მთებში უგზოუკვლოდ, ქოხშიც აიარეს თარაშმა და სესილიამ და კიდევ ერთი ვნებით სავსე წუთები გაატარეს იმ პატარა ხის ქოხში. ბავშვები იზრდებოდნენ, დათა კაცდებოდა, სკოლა რომ დაიწყო დათა თითქმის აღარ იყო სახლში, მთელი წელი ხან რომელ მასწავლებელთან იყო ხან რომელთან. ბედნიერები იყვნენ ერთად, ბედნიერები და რაც მთავარია ლაღები. თებეა და რეზი კი ერტმანეთისგან ფარულად ეტრფოდნენ ერთმანეთს, რეზი სკოლის შემდეგ საღვარგარეთ მიდიოდა და ყველაფრისგან თავს იკავებდა, თებეა მართლაც რომ ცუდათ იყო ამის გაგების შემდეგ მაგრამ ალევე გადაუარა. ბოლო ზარი იყო, დათა და ლანა ჭკუაზე არ იყვნენ, ერთმანეთის დაჟღაბნის პერანგებზე ხალისოდნენ და სესილიას პერანგზეც აწერდნენ მილოცვებს, გაძლებისთვის და ერთად ყოფნისთვის. თვალცრემლიანმა უყურა სესომ მათ წარმოდგენებს და სიმღერას რომელშიც სესილიაც იყო მოხსენიებული. კლიპშიც და საერთოდ ყვლგან ეტრფოდნენ ბავშვები მათ საყვარელ დამრიგებელს. თქვენ ის უნდა გენახათ რეზის რომ დააწერა თებეამ წითელი ფლომასტერით გილოცავო. ხელები უკანკალებდა მუხლებთან ერთად და საყვარლად იღიმოდა. ბოლოს მხურვალედ გადაეხვია „ძმის ძმაკაცს“ და მხარზე მისცხო ხელი. ეროვნულებზე გვერდიდან არ შორდებოდა ძმას და მის კლასელებს, ბოლოს კი როცა აიშალნენ და ყველა გამოცდას მორჩნენ ისევ სვანეთში წავდნენ. სესილიამ იმ დღეს აღმოაჩინა ორსულად რომ იყო, როცა ბოლო გამოცდას მორჩა დათა. დემეტრე ეღადავებოდა რა კურდღლებივით ყრით ბავშვებსო. მოკლედ ასე იყო თუ ისე, იანვარში, მესამე ბიჭი, იოანე გაუჩნდათ სესილიას და თარაშს. მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, უხაროდათ პატარა ასათიანის დაბადება. წლები გადიოდა, ბავშვები მშვენდებოდნენ, დათამ, ლაზარემ და ლუკამ სამედიცინოზე ჩააბარეს, რეზი წავიდა, შვეიცარიაში გაფრინდა სასწავლებლად, თორნიკე კი იურიდიულზე წავიდა ლანასთან ერთად. გიორგის, ილიას, ნანას და მარინეს ასაკი არ ეტყობოდათ, ერთად დადიოდნენ დასასვენებლად და ირგებდნენ ცხოვრებას. თებეაც გაიზარდა და კიდევ უფრო დამშვენდა, მეთორმეტე კლასში რომ გადავიდა წლის დასაწყისში, დილით გამოუცხადა სესილიამ მეოთხე ორსულობაზე, ყველა გაოცებული იყო მითუმეტეს თარაში და გულშ ფიქრობდა ახლაც რომ ბიჭი იყოს ალბათ ჭკუიდან გადავალო. მაისში, თებეას ბოლოზარის მეორე დღეს სესილიას მშობიარობა დაეწყო, მეოთე ბიჭი, ალექსანდრე შეეძინათ და თარაში უკვე გიჟს გავდა, ერთი გოგო როგორ ვერ უნდა გავაკეთოო? მაგრამ რად გინდა? უკვე 4 ბიჭის მამა იყო, ბიჭების რომლებიც დედისკოს გამოხედვით და მამიკოს ხასიათებით დაიბადნენ. ოთხივეს ლურჯი ჩამძირავი თვალები და საოცრად მსგავსი გამოხედვა ჰქონდათ, საბასი და სესილისი. სკოლიდან წამოვიდა სესილია, მე სხვა კლასს აღარ ავიყვან ჯერჯერობითო განაცხადა და უნივერსიტეტში დაიწყო ლექციების კითხვა. თებეამ იურიდიულზე ჩააბარა, საოცრად ლამაზმა და მომხიბლელმა თებეამ მაშინვე დაიმსახურა საწინააღმდეგო სქესის სიმპატიები როგორც კი უნის ეზოში შედგა ფეხი, მაგრამ ეკუთვნოდა კი მისი გული სხვას რეზის გარდა? არა და ალბათ ვერც ვერასდროს დაისაკუთღრებდა სხვა. უკვე მეორე კურსის სტუდენტი იყო, საღამოს გამოვიდა უნივერსიტეტიდან და ლუკას დაბადებისდღეზე წავიდა. ბართან გააჩერა მანქანა და საოცრად მოხდენილი ნაბიჯებით, მაღალქუსლიანების კაკუნით წავიდა შესასვლელისკენ. შიგით შესული, ნაცნობი სახეებისკენ დაიძრა, ლუკას მიულოცა, საჩუქარი მიაწოდა, ძმის გვერდით დაჯდა და მისთვის განკუთვნილი წვენი მოსვა. ვერცხლისფრი კაბა ეცვა ლამაზად გაფორმებული, თვალს სჭრიდა ირგვლივ ყველას მისი სილამაზე. კაბაზე კი არ ვამბობ.. ჰაჰ, თებეაზე გეუბნებით. სამმა წარმოსადეგმა ახალგაზრდამ სთხოვა ცეკვა მაგრამ ყველა ჯიუტად გაისტუმრა უკან, ბოლოს კარისკენ გაიხედა და ნაცნობი, სიმპატიური და დაკაცებული სილუეტი რომ დაინახა წვენი ლამის გადასცდა მაგრამ თავის მოთოკვა შეძლო და ლუკას გაოცებულმა გაახედა. მხოლოდ მან იცოდა რეზის მიმართ გრძნობების შესახებ, მანაც თვალი ჩაუკრა და ფეხზე წამოდგა. ყველა მხურვალედ გადაეხვია ახლახანს დაბრუნებულ მეგობარს და იმდენი კითხვა დააყარეს თებეასთვის ვეღარ მოიცალა. ბოლოს შეხედა და გაშეშდა,ასეთი ლმაზი არ ახსოვდა: -ეს ის ტლიკინა ბავშვია?-გაოცებული ჩანდა რეზი. -როგორ ხარ რეზი?-თბილად გაუღიმა თებეამ. -შეძლებისდაგვარად.-მხრები აიჩეჩა.-თავად? -არამიშავს.-გაიცინა და გადაეხვია, ზუსტად ისე როგორც ბოლოზარის დროს. -რას დალევ რეზი? -ორმაგი ვისკი.-გაუღიმა სევდიანად და თებეა კიდევ ერთხელ აათვალიერა. -მოყევი, სად დაგვეკარგე, აქამდე სადიყავი შე*ემა.-მხარზე დაჰკრა ხელი დათამ. -რავი ბიჭო არიცი სასამართლოს ამბები? ხან რომელ საქმეს მტენიან ხან რომელს. -ესეც მომავალი იურისტია.-ხელით ანიშნა თებეაზე. -კეთილი იყოს შენი ფეხი ჯოჯოხეთში.-გაუცინა და ვისკი მოსვა. -მარტო სასამრთლოში მუშაობ? -არა ბიჭო მამაჩემის კომპანიაშიც მე ვარ და კიდე მომივიდა შეთავაზება, ვნახოთ რასვიზამ. თქვენ რასშვრებით?-თბილად გადახედა ყველას. -აი თებეას ვათხოვებთ და ვაართ.-მხრები აიჩეჩა ლუკამ და ყველას თვალები უბრიალა. სახე შეეცვალა რეზის, მხეცის გამომეტყველება ჰქონდა იმ წამს, თებეას გახედა და მის სახეზე ემოციების ნაკადი რომ დაინახა პირი დააღო. -ღადაობთ ტო? -არა რას ვღადაობთ.-მხრები აიჩეჩა დათამ. -არა!-მკაცრად თქვა რეზიმ. -რა არა, რეზი?-ეშმაკურად გაიცინა თორნიკემ. -არ გათხოვდება.-უდარდელად ჩაილაპარაკა. თებეა უკვე ტუჩებს იჭამდა ისე აინტერესებდა რეზი რას იტყოდა. -რატო?-კითხა ლაზარემ და თვალი ჩაუკრა. -იმიტომ რომ მე დავბრუნდი.-ფეხზე წამოდგა, დათას თვალი ჩაუკრა, მანაც თავი დაუკრა შეუმჩნევლად, თებეას ხელი დაავლო რეზიმ და ბარიდან გაიყვანა გაოცებული გოგო. -სად ჯანდაბაში მიგყავარ რეზი?-მკაცრი ხმით კითხა თებეამ. -ცოლად მომყავხარ.-მშვიდად უთხრა. -რას შვრები?-გაოცებულმა კითხა. -ცოლად მომყვებიმეთქი.-მისკენ შებრუნდა, ერთი ხელი წელზე მოხვია, მეორე კეფაზე შეუცურა და მის ტუჩებს შეახო ცხელი ტუჩები. -კარგი რაა რეზი, ახლა ღამეა და თან ხვალ უნივერსიტეტი მაქვს.-ჩაიბურტყუნა. -დაიკიდე მე გამეცადინებ.-გაუცინა, ხელი ჩაკიდა, მანქანაში ჩასვა და კახეთისკენ წაიყვანა. იქ რომ ჩავიდნენ ვისღა ახსოვდა სად და როგორ იყვნენ? სახლი შეაღო თუარა რეზიმ მაშინვე ტუჩებზე დაეძგერა თებეა.-მეტიჩარა ხარ თებეა, მეტიჩარა.-სიცილით ჩაილაპარაკა და ოთახისკენ წაიყვანა. -მოიცადე.-უცბათ თავი წამოყო თებეამ, ტელეფონი მოძებნა და სწრაფად დარეკა.-დათიი.-ჩასძახა მხიარულად.-გავთხოვდი და არ მომძებნო ძმაო.-გადაიკისკისა და მობილური გათიშა, რეზის ტუჩებს დასწვდა დ ვნებიანად დაუკოცნა ბაგეები. დათა კი ყურმილსიქეთ გაოცებული უყურებდა ხალხს. -რაო შე*ემა?-კითხა სიცილით ლუკამ. -გავთხოვდიო.-ჩაილაპარაკა დათამ. -რაო?-ერთხმად შეჰყვირა ყველამ, ცოტახანში კი ისტერიული სიცილი აუტყდათ. -გათხოვდა ეს დამპალი.-გაეცინა დათას და ლანას გადახედა წარბების თამაშით. -არც იფიქრო.-ცხვირი აიბზუა ლანამ. -დამაბერებს ეს.-ამოიბუზღუნა დათამ. -მართალი ხარ, მეკიდევ ბებერი ქმარი არ მჭირდება.-გაეცინა ლანას და წარბები ეშმაკურად აათამაშა. -რას მთავაზობ?-კითხა ჩურჩულით. -სხეული, გული და სული უკვე მოგიძღვენი, ახლა რაღა გინდა?-კითხა ვნებიანი ხმით. -შენი ხელი რომლზეც ჩემი ნაჩუქარი ბეჭედი იქნება წამოცმული.-საოცრად მშვიდი და ვნებისგან დაბინდული თვალლები მიანათა დათამ. შემდეგ რა იყო? შემდეგ იყო მარიამის სიხარულისგან დაწყებული კივილი, როგორია გოგო და ბიჭი ერთ დღეს დააოჯახო? ბედნიერებისგან ავსებული თვალები და თვალებ გაბრწყინებული თებეა რეზისთან ერთად. ჯერ ისევ „შვებულებაში“ მყოფი დათა და ლანა. სიყვარულისგან გაგიჟებული ზრდასრული ბავშვები და ასევე პატარა ბავშვებიც და კიდევ ერთი, ყველაზე ტკიბილი ორსულობა სესილიათვის. გაბრიელი, მათე, იოანე, ალექსანდრე და ახლა უკვე პატარა კიკინებიანი, ყველაზე საყვარელი და დინჯი, მორცხვი და უდიდესი სილამაზის პატრონი ანიტა. გოგონა რომელსაც თავს ევლებოდა 4 ძმა, დედა და რაც მთავარია მამა, რომლისთვისაც ის ახდენილი ოცნება იყო, ოცნება რომელსაც მხოლოდ სესილია აუხდენდა და აუხდინა კიდეც. ბევრი გამოიარეს, თითოეულმა მათგანმა მაგრამ შვილებით ხარობდნენ, ვინ იცის მომავალში კიდევ რა მოხდებოდა? არც არავინ, მაგრამ ერთშ დარწმუნებულები იყვნენ....დრო მათ სიყვარულს ვერაფერს დააკლებდა, პირიქით შემატებდა კიდეც. ქალბატონ ანიტას 15 წლის იუბილეზე, გადაწყვიტეს რესტორანში წასულიყვნენ. უფროსი ძმები ყოველ ნაბიჯზე თვალებში შესციცინებდნენ პატარა ლამაზთვალება დას და თავის აზრებს ახვევდნენ თავს. მიუხედავად იმისა რომ გაბრიელი ანიტაზე ბევრად დიდი იყო, ძალიან კარგად ესმოდათ ერთმანთი. ანიტა იყო ის ერთადერთი, რომელმაც ასაკის მიუხედავად ყველაფერი იცოდა. თითოეულ ძმას გრძნობდა, იცოდა რა აწუხებდა მათ და ხშირადაც აძლევდა რჩევებს. თებეას ოთახში შესახლდა და ცისფერ, ყვითელ და თეთრ ფერებში გადააკეთა. მისი სილამაზის და ტანის პატრონს ხშირად იწვევდნენ სამოდელო სააგენტოებში მაგრამ ჯიუტად იმეორებდა ჩემი სხეულის ნახვის უფლება არავის აქვსო. დედას დაემსგავსა. გაბრიელი კალათბურთელი გახლდათ ისე კი ბიზნესზე ჩააბარა. მათე? მათე ცოტა სხვა თემაა, მათე უცნაურია, ამიტომაც მოეპრიანა და პოლიტიკაში წავიდა. იოანე რაგბს გაყვა, საყვარელ სპორტს და საყვარელ საქმიანობას, ასევე ხატავდა და ამ სფეროშიც ნიჭიერი გამოდგა. ალექსანდრემ თავიდანვე იცოდა რომ სამედიცინოზე ჩააბარებდა და ყველაფერი გააკეთა ამისთვის. ანიტა ჯერპატარააა, ძალიან პაატარა მაგრამ მაინც ყველაზე დიდი, დედიკოს მსგავსად. ყველა რესტორანში შეიკრიბა, უხაროდა ანიტას ყველას ნახვა, ბედნიერდებოდა თებეას პატარა დაჩის ყურებით და დათას პაწუკა, ნაზი მარიამის მოფერებითაც. სესილია თარაშს ელოდებოდა რომელიც საშინლად რთული მშობიარობიდან მოიჩქაროდა. დათამ ბიცოლას ხელი გაუწოდა და საცეკვაოდ გაიყვანა, თითქოს ყველაფერი მეორდებაო, შეთქმულივით იმ დროს მივიდა თარააში და მისი ცხელი ხელი შეახო ცოლს წელზე. -ჩვენი მეხუთე ანგელოზის დაბადებას გილოცავ ქმარო.-ლოყაზე აკოცა. -მეც გილოცავ პატარავ.-ყელში აკოცა ცოლს და მისი სურბელი ღრმად ჩაუშვა ფილტვებში. -თარაშ.-გაუღიმა, ყბის ძვალზე აკოცა. -მე რა გითხარი სესი?-მოჩვენებითი სიბრაზით ჩაილაპარაკა. -რა მითხარი თაშ?-კითხა საოცარი ვნებიანი ხმით და თვალები ეშმაკურად აუფახუნა. ქმრის თმაში თითო ოროლა შევერცხლილ თმას თიტებით მიეფერა და გაეღიმა. -ჩემ გარდა ნურავის ეცეკვები სხვას, რამდენჯერ გითხრა ტო?-მოჩვენებითი სიბრაზით ჩაილაპარაკა და ცოლის ტუჩებს კიდევ ერთხელ მთელი ვნებით დასწვდა რასაც ოვაციების გარეშე არ ჩაუვლია.... დასასრული. მეგობრებო <3 ახალი ნიკით დავრეგისტრირდი <3 ძველი პაროლი დამავიწყდა და მაილითაც ვეღარ აღვადგინე ასე რომ ახლა "კესანე 123"-ის ნაცვლად ამ ნიკით ვიქნები <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.