შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ მოვარჯულოთ ტირანი (თავი 3)


19-06-2019, 16:17
ავტორი მირანდა ა
ნანახია 2 408

მცირეხნიანი დასვენების შემდეგ ვდგები ფეხზე და საწოლში გადაშხლართულ გაბრიელს კიდევ ერთხელ ვამოწმებ წასვლამდე,ოთახიდან ფეხაკრეფით ვიპარები და კარს ოდნავ შეღებულს ვტოვებ,დერეფანს ნელი ნაბიჯებით მივუყვები და დაძაბული კისერს თითებით ვიზელ...ხელები ამიწევია და ჩემი სიტყვებიც უკან მიმაქვს,მთლი დღის მანძილზე ვერ ვგრძნობდი დაღლას და ახლა როცა ვიცი რომ სახლში ჩემი საწოლი მელოდება მეტად ვიტანჯები დაღლილობისგან.მისაღებ ოთახში გავდივარ და შემოსასვლელ კართან უზარმაზარ სარკიან კარადის კარს მარჯვნივ ვწევ,ჩემს ფეხსაცმელებს გაფართოვებული თვალებით ვეძებ,ამდენ ფეხსაცმელში ძლივს ვპოულობ და ფრთხილად ვიღებ.
არ ვიცი როგორ ან რანაირად მაგრამ მეოთხე რიგის უჯრა ყიირავდება და თავზე მეყრება ყველა ის ფეხსაცმელი რაც ზედ ელაგა აქამდე. მოულოდნელობისგან ვხტები და თავზე ხელებს ვილაგებ,ვიმუხლები და თვალებს ძლიერად ვხუჭავ..მორჩა?-ჯერ ცალ თვალს ვახელ,მერე მეორეს და ჩემს გარშემო დაყრილ ფეხსაცმელებს შეშინებული ვათვალიერებ,ეს რომ გიგამ დაინახოს ალბად მომკლავს მაგრამ რა ჩემი ბრალია თუ კარადის უჯრა თავისით გადმოყირავდა ? კიდევ კარგი თავზე მაინც რომ არ დამეცა..
ფეხზე ვდგები და უჯრად ორივე ხელით ვიღებ,არც ისე მაღალი ვარ საიმისოდ რომ მივწვდე მეთხე რიგს და არც ისე ძლიერი რომ ამხელა უჯრა ავწიო და ისევ დავაბრუნო თავის აადგილზე,ეს იმას ნიშნავს რომ დღეს არ ამცდება კამათი იმ ტირან კაცთან..ფეხებს ვაბაკუნებ და უჯრას ისევ იატაკზე ვდებ,ცუდის მოლოდინში მყოფი თავში ხელებს ვიშენ,ჯერ არ დამიწყია მუშაობა ნორმალურად და უკვე გაგდების გზას ვადგავარ გული მიგრძნობს.
უკნიდან ვიღაც მხარზე მადებს ხელს და კივილით ვტრიალდები
-ნუ ყვირი-ლაშა პირზე მაფარებს ხელს და ჩემს გაჩუმებას ცდილობს-მე მივხედავ ამას-ცოტა ვმშვიდდები
-დიდი ბოდიშით,მართლა არ ვიცი ეს როგორ მოხდა-კარადას თვალს აპარებს ის და გაღიმებული სახით მიშვებს ხელს
-მჯერა,შენ ნამდვილად არ ხარ იმ სიმაღლის რომ ეს ჩაგედინა-თავისივე ნათქვამზე ეცინება,უჯრას კიდებს ხელს და უპრობლემოდ სვამს თავის ადგილზე-ფეხსაცმელებს ლეილა შეალაგებს-მოსამსახურე ქალზე მეუბნება
-აქ რა ხდება?-მისაღებ ოთახში ფინჯნით ხელში შემოდის გიგა,ჯერ ლაშას უყურებს მერე ჩემკენ იყურება და ბოლოს ძირს მოფენილ ფეხსაცმელებს დაყურებს,ცალ წარბს ზემოთ სწევს და ფინჯანს მისაღებ ოთახში მდგარ უზარმაზარ სასადილო ხის მაგიდაზე დგამს..ჩვენკენ იწყებს სვლას,თვალებს ვჭუტავ,უკვე ვიცი რომ კარგა ხოშიანად გამომლანძღავს და ვცდილობ შევეგუო ამ აზრს აქედანვე,მისი მწარე ენის შესახებ მოსამსახურე ქალმა ლეილამ უკვე გამაფრთხილა და ისიც მითხრა რომ მასზე საშინელი მამაკაცი ჯერ არ უნახავს.
-აქ რა მოხდა?-მკაცრი ტონით მეკითხება და როგორც ყოველთვის ზემოდან ისე დამყურებს თითქოს თავად ღმერთი იყოს მე კი მისი მონა,შვილი ან რამე ამის მსგავსი..
ვცდილობ რაც შეიძლება საწყალი და უცოდველი სახე მივიღო,მაგრამ ამაოდ-ვის ვეკითხები მე?-დამყვირის და შეშინებული უკან ვიწევ,ჩემს უკან მდგარი ლაშა გვერდით მიდგება
-უჯრიდან ფეხსაცმლის გადმოღება მინდოდა და უჯრა გადმოვარდა-ეუბნება ლაშა..არ ვიცი როგორ ვახერხებ რომ რასაც მივდივარ ყველაფერს ვაფუჭებ ნებით თუ უნებლიედ,ჩემი თანდაყოლილი ნიჭი მგონია უკვე ეს.
-სათვალთვალო კამერის ჩანაწერები რომ ვნახო ახლა,შენი სიტყვები გამართლება?-ეკითხება გიგა ძმას
-შეამოწმე ძმაო-მხარზე ხელს ადებს ლაშა,გიგა ცოტა ხანს მზერას წყვეტს ლაშას და ისევ მე დამყურებს,დარცხვენილი შეხედვას ვეღარ ვბედავ,თავს ვხრი და საკუთარ ფეხებს დავყურებ,არ ვიცი რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება თითქოს მართლა მე ვიყო დამნაშავე..
-წადი-მეუბნება და უკან ტრიალდება..რას ნიშნავს წადი ? სამსახურიდან გამაგდო ამ წამს?
-ხვალ რა ვქნა?-დაბალი ხმით ძლივს ვბედავ რამის კითხვას
-რაც დღეს ქენი-ისე მპასუხობს რომ უკან არც ტრიალდება,გახარებული პირზე ხელებს ვიდებ რომ არ ვიკივლო სიხარულისგან.. ფეხზე სწრაფად ვიცვამ და სახლიდან გავდივარ იქამდე სანამ გადაიფიქრებს ჩემს დატოვებას.
სახლში მისულს ლელა ამრავ კითხვას მაყრის,ვცდილობ შეძლებისდაგვარად ყველაზე გავცე პასუხი მაგრამ საუბარი დასრული არ მაქვს რომ უკვე შემდეგ კითხვაზე გადადის,საერთოდ ვერ ვხვდები ამ გოგოს პირი აქვს თუ საფქვავი საშუალება...
გამოკითხვის შემდეგ ოტახში ვიკეტები,დაწოლისთანავე მეძინება და მეორე დილით მაღვიძარას გამაყრუებელი ხმა ტვინს მიღრღნის.საწოლის გვერდით მდგარ პატარა მაღვიძარას ხელს ვკიდებ და ვისვრი მეორე მხარეს.ალბად ექვსი საათია უკვე,შვიდზე იქ უნდა ვიყო,ღმერთო ჩემი ცხოვრება ერთ დიდ ატრაქციონს გავს,როცა ნორმალურ ცხოვრებას ვცდილობ მაშინ ისეთ იდიოტობებში ვეხვევი რომ საკუთარ თავის თავადვე მიკვირს ხოლმე..ან საერთოდ რა ძიძობა ავიტეხე? თანაც ბედი არ გინდა ? ვის შვილს ვუვლი..
ფეხზე ვდგები და მოწესრიგებას ვიწყებ,უკვე ვიცი რომ საზიზღარი კაცის სახლში მივდივარ,ფეხები უკან მრჩება მაგრამ სინდისს რა ვუთხარი იმ ბავშვს ვჭირდები თორემ სხვაგვარად აბა მე ვინ მომანდობდა ჩვილ ბავშვს..
მთელი გზა იმაზე ფიქრში ვატარებ თუ როგორ ავარიდო თავი თავი იმ კაცს და როგორ მოვუარო ბავშვს ისე რომ ტირილი არ დაიწყოს,ტვინი ცოტაც და შუაზე გადამეხსნება..
მივუყვები ისევ ულამაზეს ეზოში ფილებით გაკვალულ ბილიკს,ცოტა ხანს ქოთანში ჩარგულ პაწაწინა,ჩემთვის უცნობ ყვავილს ვაშტერდები,იისფერი პატარა ფოთლები აქვს შუა გული ყვითელი,საინტერესოა რომელი ყვავილია ეს? რაც ყველაზე მეტად მაფიქრებს არის ის,რომ გიგას ნაირი ადამიანი ამდენ ყვავილს უვლის,დავიჯერო ვიზუალი და ხასიათი მანიაკის და მოძალადის აქვს გული კი მზის ? საკუთარ ფიქრებზე თავად მეცინება,დღემდე ვერ ვისწავლე ადამიანების შეცნობა,მაინც ისეთივე ვარ როგორიც წლების უკან ვიყავი უამრავი საინტერესო გაკვეთილის შემდეგაც კი..
მაჯის საათს დავყურებ,დროა სახლში შევიდე... კარს ქალბატონი ლეილა მიღებს.მომღიმარი მესალმება და წარმატებულ დღეს მისურვებს,ქალმა იცის რომ წარმატება ამ სახლში ნამდვილად მჭირდება..ფეხსაცმელს შემოსასვლელშივე ვიხდი როგორც გუშინ,ვფიქრობ კარადაში შევაწყო თუ არა,ვინ იცის დღეს იქნებ მთელი კარადა დამეცეს თავზე ? ფეხსაცმელებში ჯდომის სურვილი არ მკლავნამდვილად,მაგრამ უწესრიგობას ვერ აიტანს ალბად გიგა,სხვა რა გზაა? ფეხსაცმელს ისევ კარადაში ვალაგებ..
ბავშვის ოთახამდე მისულს საშინელი ღრიალის ხმა მესმის,კარებთან ვჩერდები ცოტა ხანს,ეს ალბად გიგას ხმაა,რა ჩემი საქმეა? კარს ვხსნი და ეს-ეს არის უნდა შევიდე ოთახში რომ თავზე მადგება და აქ იწყება ჩემი დღე ულამაზესად..
-რომელია საათი-მეკითხება,გაოგნებული საათს ვამოწმებ,...ჯანდაბა,მთელი ორი წუთი გადაცდა შვიდ საათს -დააგვიანე-მეუბნება და შოკირებული ემოციებს ვერ ვმალავ,პირს ვაღებ
-მეხუმრებით?-წარბებს ზევით ვწევ
-რამე შემატყე?-უხეშად მპასუხობს კითხვაზე კითხვითვე
-დიდად ვერა
-შენი პასუხი არ მჭირდებოდა ამ შემთხვევაში-ამ ადამიანთან ადამიანური დიალოგის დამყარება შეუძლებელია-მეორედ იგივე არ განმეორდეს-მეიუბნება და დერეფანს მიუყვება..
გასაოცარია პირდაპირ ! მთერი ორი წუთი,ორი !
გაბრიელის გაღვიძებამდე სუფთა ტანსაცმელს ვამზადებ,მისი გაღვიძების შემდეგ ვაბანავებ შემდეგ ვაჭმევ რძეს და ბოლოს სახლის ეზოში გამყავს.. დიდი ხის ქვეშ მდგარ მაგიდასთამ ვჯდები,ცალი ხელით ეტლს ვარწევ რომ არ იტიროს გაბრიელმა,მეორე ხელით კი წამებით მომზადებულ ცივ ყავას ვსვამ..
-გაბრიელ იმედი მაქვს შენც მამაშენს არ ემსგავსები ხასიათით-ვბუტბუტებ ჩემთვის...
უეცრად ჭიშკარი იღბა,ეზოში მაღალ ქუსლებზე მდგარი გრძელ ფეხება ქალი შემოდის,შავ მოკლე კაბაში გამოწკეპილი,მოკლე ქერა თმით.. თვალები ზედ ამ ქალზე მრჩება,საოცრად ლამაზია,მისი ფეხები კი... მიუყვება ბილიკს ისე რომ ზედაც არ მიყურებს,არც ბავშვზე კითხულობს რამეს,ალბად შინაური არ არის..
ცოტა ხანში შინ ვბრუნდები ბავშვთან ერთად,ვაძინებ და თავის საწოლში ვაწვენ,ოთახში ქალბატონი ლეილა შემოდის
-დაიძინა?-მეკითხება ის
-კი ახლა ხანს
-წამოდი ჩაი დავლიოთ-მთავაზობს და გადის... მის შემოთავაზებაზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი ახლა,ოთახიდან გავდივარ და ბავშვის ოთახის კარს ღიას ვტოვებ..სამზარეულოში შესასვლელად საჭიროა რომ მისაღები გაიარო..
გზად ის ქერა თმიანი ქალი მხვდება,სავარძელში ზის და ფეხი-ფეხზე აქვს გადადებული
-გოგონი-იძახის,ყურადღებას არ ვაქცევ და გზას ვაგრძელებ-გოგონი-იმეორებს ისევ
-უკაცრავად,მე მეძახით?-ვეკითხები და საჩვენებელ თითს გულმკერდზე ვიდებ
-ხო შენ,მოდი აქ-მივდივარ და მის წინ ვდგები,ფეხსაცმელს იხდის ხელით იღებს და ჩემკენ სწევს-დაალაგე იქ-მგონი ამას რაღაც ეშლება,...ვღიზიანდები.
-ბოდიში?
-დაალაგე სადაც საჭიროა თქო
-მოსამსახურეს ვგავარ?-მაინე ვერ ვაჩუმებ ენას,ადექი და დაალაგე შენი რა მიდის ? მაგრამ არა !
-რა მნიშვნელობა აქვს ვინ ხარ
-ძალიან დიდი-რადგან შევტოპე უკან დახევას აზრი აღარ აქვს
-რამდენს მიბედავ,იცი ვინ ვარ მე?-თვალებს ქაჩავს,დგება და ზემოდან დამყურებს
-არა და არც გაგების სურვილი მკლავს დიდად-ქალბატონი ლეილა გამოდის სამზარეულოდან ამ ქალის ღრიალის გამო
-ლეილა გიგას დაუძახე-ახლა ლეილას უკივის..საწყალი,რას იზამს? მიდის და გიგას მართლა ეძახის,ისიც არ აყოვნებს და ნელი ნაბიჯებით შემოდის მისაღებში..ქერა თმიანი ქალი ცუნცულით მისკენ გარბის,საწყალ სახეს იღებს და მხრებზე ხელებს ხვევს-იცი ამ გოგომ რა მითხრა?-ეუბნება გიგას..არა ამ გოგოს ტვინი ჩერნობილში მოყვა აშკარად
-რაო რა მინდაო-ეკითხება გიგაც
-ფეხსაცმელებს არ დავდებო,მოსამსახურეს ვგავარო?-არ დავდებო როდის ვუთხარი ? კარგად რომ მოემართა შეიძლება დამედო კიდეც...
-მერე?
-რა მერე გიგა
-არ არის მოსამსახურე-გიგას პასუხი მაოცებს-ბავშვის ძიძაა,ვალდებული არარის ფეხსაცმელები ატაროს წინ და უკან.წადი რასაც აკეთებდი გააკეთე-მეუბნება მე..თავს ვუკრავ და სამზარეულოში შევდივარ,ლეილა მაგიდასთან ზის და ჩაის ურევს..
-რა უნდოდა იმ ალქაჯს?-მეკითხება ლეილა
-ფეხსაცმელები გამომაწოდა დაალაგეო
-შეხედე ერთი მაგ უზრდელს-ცხელ ჩაის სვამს და ვხედავ რომ ტემპერატურის გამო იკუმშება
-საერთოდ ვინაა?
-ბატონი გიგას შეყვარებულია-ფერი ფერს მადლი ღმერთსო ამათზეა ნათქვამი რა.. სულაც არ მიკვირს,რაც თითონაა ის ყავს ქალიც..


მთელი დღე გართულებების გარეშე მიდის,მოსაღამოვებულს ტელეფონზე შეტყობინება მომდის ლელასგან ; დღეს რომ შეხვედრაა მწერლები ხომ გახსოვს? რამდენიმე დღის წინ გამაფრთხილე შემეხსინებინა შენთვის
საერთოდ არ მახსოვდა არადა.როგორ წავალ აბა ? ჯერ კიდევ აქ უნდ ვიყო,ორ საათში კიდევ შეკრებაა,პატარა წვეულება,მინდა წავიდე და ჩემი ნაწერები ვინმეს გავუზიარო,მზარეულობაი თუ არა იქნებ ამაში გამიმართლოს მაინც..გიგას უნდა ვთხოვო რომ ადრე გამანთავისუფლოდ დღეს,მაგრამ არა ეს რომ ვთხოვო შემჭამს ფეხებიანად...მაგრამ შანსის ხელიდან გაშვებაც არ მინდა..ძალებს ვიკრებ და გიგას გაბინეტის კარებთან ვისვეტები,ვფიქრობ დავაკაკუნო თუ არა..კარი იღება და გიგაც ხელებში მრჩება
-რა იყო ? -მეკითხება ის..ტუჩს ვიკვნეტ და ვფიქრობ საიდან დავიწყო
-შეგიძლიათ დღეს ადრე გამიშვად ? აუცილებელ საქმეზე უნდა წავიდე-თვალებს ვხუჭავ პასუხის მოლოდინში
-წაბრძანდი როცა გინდა-მგონი მომესმა ,წადიო ?
-მადლობთ
-ხვალ და ზეგ დარჩები ამის სანაცვლოდ,ბავშვის ტანსაცმელს ხელით გარეცხავ-ამატებს კიდევ...გაოგმნებული წარბებს ვკრავ
-მაგრამ..
-არავითარი მაგრამ
-ტანსაცმლის რეცხვა ჩემს საქმიანობაში არ შედის
-მომდევნო ორი დღე შევა-ეს ადამიანი სხვების საწამებლად დაიბადა-გასაგებია იმედი მაქვს ყველაფერი
-რათქმა უნდა-უშმური სახით ვპასუხობ და ბავშვის ოთახში ვბრუნდები...
დაახლოებით ნახევარი საათია ვფიქრობ წავიდე თუ არა წვეულებაზე,ვფიქრობ უნდა წავიდე რადგან არც ისე დიდი სასჯელი მომიჩინა,დიდი რამე ორი დღე ღამე დავრჩები ამ სახლში,იმ ტანსაცმელსაც დავრეცხავ არაფერი მომივა,ადრე სულ ხელით რეცხავდა ძველი ხალხი..
სახლიდან გასასვლელ კარებთან ვდგავარ და ფეხსაცმელს ვიცვამ,ჯერ-ჯერობით გაბრიელსაც სძინავს,ტაქსის ვიძახებ და თხუთმეტი წუთის შემდეგ გავდივარ,ისე რომ ქალბატონ ლეილას ვაფრთხილებ გადასცეს გიგას..
ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ რაშეიძლება რომ ჩავიცვა დღეს ღამით,ტელეფონს ჩანთიდან ვიღებ და ჩემს საუკეთესო მეგობარს ვწერ შეტყობინებას :მოდიხარ დღეს?
მისი პასუხიც მალევე მომდის :არამგონია ანა,ცოტა შეუძლოდ ვგრძნობთავს-საინტერესოა რა სჭირს,მერე გადავურეკავ და მოვიკითხავ..
სახლში მისული ჩემს კარადაში ვძვრები,ვგონებ შესაფერისი არცერთი კაბაა იქ რომ ჩავიცვა,როცა ნერვიულობას ვიწყებ..ჩემს ოთახში საწოლზე წამოსკუპული ლელა რჩევებს მაძლებს,თუმცა კაბები იმდენად იაფასიანი და უღიმღამო მაქვს როგორც არ უნდა ვეცადოთ მაინც არ ჯდება დღევანდელი ღამის გემოვნებაში..ცოტა ხანში დენდარტყმულივით იჭრება ფეხზე ლელა,ოთახიდან გადის და რამდენიმე წუთში უკან ბრუნდება კაბებით ხელში..
-ესენი მოისინჯე აბა,რამდენიმე დღის წინ ვიყიდე-საწოლზე ალაგებს კაბებს..ჯერ შორიდან ვაკვირდები,ზოგი მეტისმეტად მოკლეა,ზოგსაც მეტისმეტად ამოჭრილი გული აქვს,თუმცა ისევ აქედან რომელიმეს ჩაცმა მირჩევნია ჩემი კაბების ჩაცმას..
ვინაიდან და რადგანაც წითელი ფერი ჩემი საყვარელი ფერია,ხელს ვკიდებ წითელ კაბას ისე რომდანარჩენ კაბებს არც ვიზომავ,რამდენი წამი ვატრიალებ აქეთ-იქით და ვერც კი წარმომიდგენია ამ კაბაში ჩემი თავი..სარკის წინ მდგარი სარაფანს ვიხდი,წითელ კაბას ზემოდან ქვემოთ ვიცვამ და კარგად ვისწორებ გვერდებზე,ელვა შესაკრავს ლელა მიკრავს,მადლობა ღმერთს ფეხსაცმელები მაინც მაქვს,უკვე გამზადებული შავ მაღალ ქუსლზე მდგარ ფეხსაცმელებს ვირგებ და ღრმად ვისუნთქავ ჰაერს..
-ჩემი ჩანაწერები სად არის?-ვეკითხები ლელას და ისიც მაშინვე იღებს უჯრიდან დიდ რვეულს და მაწვდის..მღელვარებისგან ყველაფერი დამავიწყდა,თვალს ვავლებ საკუთარ ჩანაწერებს და რვეულს საწოლზე ვისვრი..
მაკიაჟის გაკეთებას ჩემს დას ვანდობ,მისი საყვარელი საქმეა.

ღამის თორმეტი საათია უკვე,დროა წავიდე.
ხელის კანკალით ვრელავ ტაქსის გამოსაძახებლად და უხერხულად ვისწორებ კაბას წამდაუწუმ,ასე ჯერ არ ჩამიცვამს,დიდი ვერაფერი მაგრამ არც ურჩხულს ვგავარ დღეს.

*************************************************************************

უზარმაზარი შენობის წინ ვდგავარ,ნერვიულობისგან ლამისაა გული გამისკდეს,სუნთქვა მიხშირდება და ერთიანად მიბუჟდება ხელ-ფეხი.ძალიან ნელი ნაბიჯებით ავდივარ კიბეებზე,ცოტაც და გადავიფიქრებ ამ შენობაში შესვლას,უკან დაბრუნება მინდა,ვერ შევძლებ ასეთი ხალხის გარემოცვაში ტრიალს და ყოფნას,არც მათ ვგავარ და არც მათსავით ჭკვიანი ვარ..ნების საწინააღმდეგოდ მივდივარ და ბოლო კიბეზე მდგარი ვტრიალდები,ამოვლილი კიბეების რაოდენობას ვითვლი,ღრმად ვისუნთქავ სუფთა ჰაერს,ჩანთას მაგრად ვუჭერ ხელს და წელში ისე ვიმართები გეგონება ისარი მაქვს გადაყლაპული.
შენობის კარს გარეთ მდგარი დაცვის პოლიციელი მიღებს,რაც არის არის..
თავს ვეებერთელა დარბაზში ვყოფ,ირგვლივ მაღალი მრგვალი მაგრამ ვიწრო მაგიდებია თეთრი გადასაფარებლებით რომლებიც იატაკს სწვდებიან.დიდრონი ჭაღი,რომელიც ცენტრში კიდია და საოცრად ანათებს დარბაზს,რომც გინდოდეს ვერსად გაიპარები დასამალად ყველა დაგინახავს. აქა-იქ მიმტანი გოგო-ბიჭები დაიარებიან შავ-თეთრ ფორმებში გამოწყობილნი,გაზიან და ალკოჰოლურ სასმელებს არიგებენ..
გრძელ მარმარილოს მაგიდაზე ხილი ალაგია,ხილის შუაში კი შოკოლადის შადრევანს ვამჩნევ.ნელი ნაბიჯებით მივიწევ წინ,ვირევი ხალხში და არ ვიცი სად დავდგე ან რა გავაკეთო..ერთ-ერთ მაგიდასთან მარტო ვდგები,აქეთ-იქით ვდგები და ვტკბები ულამაზესი გარემოს ყურებით..მიმტანი გოგონა ჩემკენ მოდის შამპანურის ჭიქებით ხელში,თავს ვუქნევ იმის ნიშნნად რომ არ მინდა და ისიც მალევე ქრება..
-გამარჯობა,არ მეცნობით-უკნიდან ვიღაც დაბალი ხმით მეუბნება..ვტრიალდები ფრთხილად და ჩემს უკან მდგარ ორმოც წლამდე მამაკაცს ვუღიმი..ირთვება მშვიდი მუსიკაც და მგონი დაძაბულობა ნელ-ნელამეხსნება კიდეც..
-დიახ..აქ არა მგონია ვინმეს ვეცნო-მხრებს ვიჩეჩავ და უხერხულად ვიშმუშნები
-საინტერესოა..მაშინ რის გამო ხართ აქ?
-იცით,ვწერ და ვფიქრობ რომ არც თუ ისე ცუდად,მინდა რომელიმე პოპულარულ მწერალს ან აკტიურ მკითხველს გამოვესაუბრო,რჩევები მივიღო და გავიგო როგორ შემიძლია რომ წინ წავიწიო ამ საქმეში-ერთ ამოსუნთქვაში ვატევ მთელს წინადადებას.
-ალბად არ გეცნობით-მამაკაცი ეშმაკურად მიღიმის-მე ავთანდილ ორჯონიკიძე ვარ-ღმერთო ჩემო,როგორ ვერ ვიცანი ? ეს ხომ ერთ-ერთი უძლიერესი მწერალია ჩვენს ქვეყანაში ? და არა მხოლოდ ჩვენს..
-უკაცრავად..უკაცრავად-დარცხვენილი თავს ვხრი,მამაკაცი ნიკაპზე ნაზად მახებს ხელს და ისევ ზევით მაწევინებს
-არაუშავს,ზოგჯერ მეც კი მავიწყდება საკუთარი თავი-ცდილობს უხერხული სიტუაცია განდევნოს..-აბა მომიყევი,ბოლოს რის შესახებ დაწერე? -აი ის კითხვაც რომელზე პასუხის გასაცემადაც ორი კვირა ვემზადებოდი.. მოვაღე პირი და ვეღარც ვჩუმდები..
მამაკაცი დიდი ინტერესით მისმენს,ბოლოს კი როცა ვრჩები ჩემი დაწერილი ისტორიის შესახებ მოყოლას ტუჩებს ბრიცავს
-ჭკვიანი გოგო ხარ-სიხარულისგან ახლა გავიშხლართები
-დიდი მადლობა
-აი ეს სავიზიტო ბარატი შენ-გულის ჯიბიდან შავ სავიზიტო ბარათს იღებს დამაწვდის-როცა გეცლება შევხვდეთ,რამეს მოგიხერხებ-არც კი მჯერა...რამეს მოგიხერხებო ? ღმერთო არ არსებობს,ნუთუ მეც გამიღიმა ბედმა ?
ბარათს ვართმევ,გაბრუებული ვდგავარ ერთ ადგილზე და მიჭირს გონზე მოსვლა..

მთელი საღამოა გიჟივით ვიღრიჭები,უკვე რამდენიმე ადამიანს გამოველაპარაკე,თავს საშინლად კარგად ვგრნობ..
დარბაზში შემოსასვლელ კართან ნაცნობ სახეებს ვხედავ,ლაშა გიგა და ნინო..
ცნობილ ხალხში ირევიან,ყველას ესალმებიან და თან შამპანურს მიირთმევენ..
ძმები კოცტად გამოწყობილში შარვალ-კოსტიუმებში,ლაშას ლურჯი ჰალსტუხი მაშინვე თვალს მჭრის,ორივე ძალიან სიმპათიურად გამოიყურება დღეს..ნინოს გრძელი ყავისფერი კაბა,წინ ამოღებული გულ-მკერდით და ბარძაყიდან კოჭამდე შეხსნილი კაბა ერთიანად ბრწყინავს,გრძელი ოქროსფერი თმის კულული მკერდძე ჩამოვარდნილი აქვს და თავისი უზადო სილამაზით დარბაზს ანათებს..
ლაშა შორიდან მამჩნევს,ბედნიერი ხელს მიქნევს და გაკვირვებული მაშტერდება,მერე ჩემკენ სვლას იწყებს და სულ ცოტახანში იმ გადასთან დგება სადაც მე ვდგავარ,შამპანურის ჭიქას დგამს და ხელს ხელზე მკიდებს
-აბა დატრიალდი-მეუბნება და ბავშვივით მაბზრიალებს-შესანიშნავად გამოიყურები ქალბატონო-დარცხვენილი ვერაფრის თქმას ვერ ვბედავ,ვუღიმი საპასუხოდ მეც-აქ რას აკეთებ?-გაკვირვებული მეკითხება და აქეთ-იქით იყურება თითქოს რაღაცას ეძებსო
-მინდოდა ვინმესთვის გამეზიარებინა ჩემი ისტორიების შესახებ
-შენ წერ კიდეც? არა ის ვიცოდი რომ სამზარეულოში ბრწყინავ მაგრამ არ მეგონა ამდენი ნიჭი თუ გქონდა
-თქვენ საიდან იცით ჩემი და სამზარეულოს ურთიერთობის შესახებ?
-შენი აზრით?-მაცდური სახით მაჩერდება-ნინომ მითხრა რათქმა უნდა-ახლა ყველაფერს ნათელი მოეფინა..ცოტა ხანში ნინოც ჩვენკენ მოდის,ერთმანეთს კომპლიმენტებით ვავსებთ და არც კი გვჯერა რომ ასეთ ადგილას გადავეყარეთ ერთმანეთს..მგონი მე და ეს გოგო ვმეგობრდებით კიდეც,ბევრი ლაპარაკი უყვარს მაგრამ რას იზამ,ყველას რაღაცა ნაკლი გაგვაჩნია.ყოველ შემთხვევაში ჩემსავით არ ანადგურებს არე-მარეს,მიკვირს კიდეც აქამდე რამე რომ არ გავაფუჭე..
ცნობილი ტირანი ჯერ კიდევ ხალხშია გახვეული,მის ღიმილს პირველად ვხედავ,რას ერჩიკი ქონია ჰოლივუდის ღიმი ..
ცოტა ხანში გიგა ხალხს შორდება,მოშორებით მაგიდასთან დგება და ირგვლივ იწყებს ყურებას,ზედიზედ მეექვსე ჭიქა შამპანურს სვმს,მგონი ამ ადამიანს დეპრეშია აქვს.
ჩემდაუნებურად მასზე მიშტერდება თვალები,მინდა მოვწყვიტო მზერა მაგრამ არ გამომდის,უეცრად თავს ჩემკენ ატრიალებს და თვალს-თვალში მიყრის,ახლა მოვკვდები კიდევაც.. ძალით ვუღიმი ის კი შორიდან ისეთი სახით მიყურებს გეგონება გასვენებაშია,წარბებშეკრულს ერთიანად გადასდის სახეზე ფერი,მგონი მთლად კარგად ვერ უნდა იყოს,დაჟინებით მაშტერდება კარგა ხანს,მეც არ ვაშორებ თვალს და ვდგავართ ასე ზეზვა და მზიასავით..თვალებით ომს მე ვასრულებ პირველი,მეორე მხარეს ვიყურები და კისერს მარჯვენა ხელით ნაზად ვიზელ,ცოტა დაცხა კიდეც.ვერანდას ახლაღა ვამჩნევ,შეუმჩნევლად ვშორდები ლაშას და ნინოს რომლებიც საუბარში არიან გართული,ვერანდაზე გავდივარ და სარწეველა საქანელაზე ვჯდები.
ამ ღამემ საშინლად დამქანცა,ფეხები საშინლად მტკივა ამ ფეხსაცმელების და დიდ ხანი დგომის გამო.ხელის გულებს ერთმანეთზე ვუსვამ და ჩემს წინ გადაშლილი ლამაზი სურათით ვტკბები.
ვერანდაზე გამოდის ვიღაც,ვამჩნევ მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ..
-აქ რას აკეთებ ?-ისევ გიგა..ეს კაც მოჩვენებასავით ყველგან მხვდება
-ვალდებული არ ვარ გიპასუხოთ,თქვენი სახლის გარეთ თვენ ჩემი უფროსი არ ხართ-არ ვიცი ასე რამ გამაგულიანა,ასეთი პასუხი რომ დავუბრუნე.ტუჩებს ბრიცავს და წარბებს ზევით სწევს,როგორც ჩანს ამ პასუხს არც ის ელოდა
-ვერ შეგედავები-მეორესარწეველა საქანელაზე ჯდება,რომელიც ჩემს გვერდით დგას..ცოტა ხანს ჩუმად ვსხედვართ,არცერთი ვიღებთ ხმას.. მისკენ ვატრიალებ თავს,ფერ წალი რაღაცას აშტერდება ისე რომ თვალსაც არ ახამხამებს,მგონი ამდენმა შამპანურმა მასზე იმოქმედა..რა გავაკეთო?
-ცუდად ხომ არ ხართ?-ჩემს სიამაყეს ცოტა ხნით ვივიწყებ
-დიდი ხანია ცუდად ვარ-ეღიმება..
-რამე დაავადება შეგეყარათ?-შეცბუნებული მთლიანად ვტრიალდები მისკენ
-კი
-არ ინკურნება ? თქვენ ხომ ამდენი ფული გაქვთ,ნებისმიერი ავადმყოფობის დამარცხება შეგიძლიათ-ვაყრი სათქმელს დაუფიქრებლად..მას კიდევ ეცინება
-ყველაფერს ფულით ვერ უშველი-მის ხმაში მწუხარება იგრძნობა,ნუთუ ასე რთულადაა საქმე?
-ასე ცუდადაა საქმე?
-იმას რაც შიგნიდან გედება მთელს სულსა და გულზე ფულით ვერ მოიცილებ,ვერც წამლებით-გაოგნებული ვრჩები..ახლა ვხვდები რასაც გულისხმობდა ამდენ ხანს,მას გული ტკივა.. ვერაფრის თქმას ვბედავ,არც კი ვიცი ვანუგეშო თუ არა-იცი?-აგრძელებს ისევ-ერთ დღეს გაიღვიძებ და მიხვდები,რომ რაც გაბედნირებდა ადრე,სიცოცხლის სურვილს გაძლევდა და გაძლიერებდა ხელებიდან სულ მთლად გამოგეცალა..მიხვდები რომ მარტო ხარ,ყველაფერმა ჩაიარა,სამუდამოდ ჩაიარა-ღრმად ისუნთქავს ჰაერს,თავს ხრის და ერთიანად ეღუშება სახე.ჩემდა გასაკვირად ხელს ხელზე ვახებ
-არაფერს ჩაუვლია-იმედით სავსე მის დამშვიდებას ვცდილობ-ზოგჯერ რაღაცეები სრულდება,რადგან უკეთესი მივიღოთ,არც მარტო არ ხართ,გაბრიელი,ლაშა,ნინო თქვენს გვერდით არიან-ირონიულად ეცინება,ჩემკენ ატრიალებს თავს და თავს დანანებით აქნევს.. მის თვალებში ჩამდგარ ცრემლებს ვამჩნევ..ღმერთო,რა ტკივილი მოუცლინე ასეთი რომ ასეთი ადამიანიც კი ტირილამდე მიგყავს..
-მარტო ვარ..-მის ღაწვებზე ჩამოღვენთილ ცრემლს დავყურებ.. მარჯვენა ხელს კანკალით ვწევ,ძალიან ნელა მიმაქვს გიგას სახესთან ახლოს და ცრემლს ცერა თითით ვაშორებ,მთლიანად ვშლი ხელსა და მთლიანს ლოყაზე ვეხები..დუნდება,ვგრძნობ როგორ ეშვება,ხელის გულზე თავისუფლად მადებს თავს და თვალებს ხუჭავს
-მადლობა-მეუბნება და იღიმის...


სწორედ ეს არის ცხოვრება,ადამიანები რომლებიც ყველაზე ძლიერები ჩანან სინამდვილში იმაზე მეტ მოგონებას და დარდს ინახავენ ვიდრე სხვები..მათი თავდაცვა თავდასხმაა,სხვაზე მაღლა საკუთარი თავის დაყენება და ყველასთვის იმის ჩვენება,რომ ყველაფერი სხვებზე უკეთ აქვს..ასეთ ადამიანებზე გაბრაზება არ ღირს,რადგან არასდროს ვიცით რა ხდება მათი უხეშობის და გაციების მიზეზი..არავინ არის დაზღვეული მსგავსი ცვლილებებისდგან.

********************************************************
მას შემდეგ რაც მე და გიგამ ვერანდაზე საუბარი გავმართეთ ორი თვე გავიდა. იმ ღამის მერე ნორმალური კონტაკტი აღარ გვქონია,ყველაფერი ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა,ყოველდღიური საყვედურები,უხეშობები და ბუზღუნი..თითქოს ის ღამე სიზმარი იყო ან თითქოს მას შემდეგ მცირე ამნეზია დაემართა,ერთმანეთისთვის ნორმალურადაც არ შეგვიხედავს.
ახლა შემოდგომაა,ნოემბრის ცხრა რიცხვია,ამინდებიც საგრძნობლად აირია,ფოთოლცვენაც დაწყებულია უკვე..ქუჩებში გაშიშვლებული ხეები დრო და დრო ტოტებს არხევენ.
მიყვარს წელიწადის ეს დრო,ყველაზე ლამაზი და მშვიდია.
გაბრიელი უკვე ოთხი თვის არის,თვალსა და ხელშუია იზრდება,სიცილი ისწავლა უკვე,თვალებში შემომციცინებს ხოლმე თითქოს რაღაცის თქმა უნდა. მისი სილამაზე დროის გასვლასთან ერთად უფრო მკვეთრი ხდება,თოვლივით თეთრი კანი,უზარმაზარი შავი თვალები და ნახშირისფერი თმა. ისიც კი შევამჩნიეთ რომ სიცილისას მარცხენა ლოყა ეჩხვლიტება..
ახლა ათის ნახევარია,გაბრიელი ნახევარი საათის წინ დავაძინე და ჯერ კიდევ მშვიდად სძინავს.მისაღებ ოთახში გავდივარ და სავრძელში ვესვენები,ჩემს წინ მჯდარ ნინოს ღიმილით ვესალმები
-დაიძინა?-მეკითხება ნინო
-კი რამდენი ხანია,უბრალოდ ცოტა ხანს გავრჩენდი არ გაეღვიძოს თქო ვიფიქრე-ბავშვზე საუბარი მეტისმეტად გვიყოლიებს არადა ყოველ დღე ჩვენი თემა ისედაც გაბრიელია.
კარზე კაკუნის ხმა გვაფხიზლებს,ქალნბატონი ლეილა სირბილით მიდის კარებამდე და ფრთხილად აღებს,ცნობისმოყვარედ გავყურებ ქალბატონს რომელიც კარის გაღების შემდეგ გაქვავებული დგას
-ლეილა რა ხდება?-როგორც ჩანს ნინოც ამჩნევს იგივეს.ფეხზე დგება და კარისკენ მიდის-შენ
აქ რა გინდა-იფხორება ნინო,უკან იწევს და სახეზე ფერი გადასდის,თითქოს ეს-ესაა და უნდა ჩააფრინდეს ვიღაცას თმებშიო ისეთი სახე აქვს.



№1 სტუმარი სტუმარი Gvantsa

ძალიან მომწონს იმედი მაქვს დიდ ხნიან დასვენებებს არ აიღებთ და მალე დადებთ შემდეგ თავს ვკვდები ინტერესით მადლობა რო დებთ და წვალობთ ამ ისტორიებისთვის და მადლობა საიტს რომ არსებობს დღემდე მიყვარს ეს საიტი და ყოველი ისტორია რაც აქ იწერება გელოდებით მთელი სულით და გულით

 


№2  offline წევრი მირანდა ა

სტუმარი Gvantsa
ძალიან მომწონს იმედი მაქვს დიდ ხნიან დასვენებებს არ აიღებთ და მალე დადებთ შემდეგ თავს ვკვდები ინტერესით მადლობა რო დებთ და წვალობთ ამ ისტორიებისთვის და მადლობა საიტს რომ არსებობს დღემდე მიყვარს ეს საიტი და ყოველი ისტორია რაც აქ იწერება გელოდებით მთელი სულით და გულით


უღრმესი მადლობა <3 მიხარია თუ მოგწნთ

 


№3  offline წევრი კიკინა

საინტერესოა <3 ველი შემდეგ თავს <3

 


№4  offline წევრი მირანდა ა

კიკინა
საინტერესოა <3 ველი შემდეგ თავს <3


heart_eyes

 


№5  offline წევრი ვიპნი

დილის საუზმე იყო ჩემთვის :) სამწუხაროდ წინა თავები წაშლილია და თუ იმათაც დადებ კარგი იქნება

 


№6  offline წევრი მირანდა ა

ვიპნი
დილის საუზმე იყო ჩემთვის :) სამწუხაროდ წინა თავები წაშლილია და თუ იმათაც დადებ კარგი იქნება

წაშლილი არ არის ჩემო კარგო ეს მეორე ექაუნთია და აქედან დავდე რადგან წინა ექაუნთს ვერ ვაღდგენდი .. ძიებაში ჩაწერე და გიჩვენებს

 


№7  offline წევრი კიკინა

დღეს დადებ?

 


№8  offline წევრი მირანდა ა

კიკინა
დღეს დადებ?


კი დავდებ დღეს ახალ თავს

 


№9 სტუმარი სტუმარი ანიი

ვაიმე რაააა მაგარიიიაააა... დღეს დადე რა კიდე ვეფარ ვითმენ.....
და მეტი გაბრიელის და ანაბელის მიმენტები რაა ^-^ ^-^ ^-^

 


№10  offline წევრი მირანდა ა

სტუმარი ანიი
ვაიმე რაააა მაგარიიიაააა... დღეს დადე რა კიდე ვეფარ ვითმენ.....
და მეტი გაბრიელის და ანაბელის მიმენტები რაა ^-^ ^-^ ^-^


ძალიან დიდი მადლობა

 


№11  offline წევრი კიკინა

Auuu rato ar dade dges rogor gelodebodiii :(

 


№12  offline წევრი მირანდა ა

კიკინა
Auuu rato ar dade dges rogor gelodebodiii :(

გაგზავნილია და დადებენ მალე ალბად <3

 


№13  offline წევრი Xutu

1.2 თავი სადარის

 


№14  offline წევრი მირანდა ა

Xutu
1.2 თავი სადარის


ძიებაში ჩაწერეთ ისტორიის სახელწოდება და გიჩვენებთ. ამ ექაუნთით არ დამიდია წინა ორი თავი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent