შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამიზნული შხამი #18 (+18)


19-06-2019, 22:16
ავტორი Moonlight17
ნანახია 3 504

18.

- კონკრეტულად ისაუბრეთ, თუ შეიძლება. - უაზრო სათვალის გასწორებით ჩამოჯდა სკამზე მოსამართლე. მთელი ინტერესით მომჩერებოდა. დარბაზი თითქმის დაცარიელდა, მხოლოდ მნიშვნელოვანი და მთავარი პირები იყვნენ დარჩენილნი.
- დამიანე, გთხოვ არ გინდა. - საყვარელი ქალის ხმამ მომმართა. თითქოს თავში ჩაქუჩი ჩამცხესო, ისე დამიარა ელექტრო ნაწილაკებმა სხეულში. ბრაზი ყელში მომაწვა და ცოტაც მეკლდა მხრებში არ ჩავფრენოდი.
- არა ელიზაბეტ, საკმარისია. მომბეზრდა ეს ყველაფერი!
- სიწყნარე! - ხის ჩაქუჩის ხმამ დარბაზში დუმილი მოიწვია და ყველა მაშინვე გაჩუმდა. თუმცა მხოლოდ მე და ელიზაბეტი გავკიოდით. - გისმენთ - მომმართა წყნარი ხმით მოსამართლემ და ხელები მაგიდაზე ჩამოაწყო.
- მე...- ელიზაბეტის მწვანე თვალებში დაკარგულს სუნთქვა შემეკვრა. არ ვიცოდი, ეს ყინულის თვალების მონატრების გამო დამემართა, თუ რაიმე სხვა იყო...- ვყიდიდი იმ დაწყევლილ...- ორივე ხელით ტრიბუნას დავეყრდენი და მოვეჭიდე. ცივი ოფლი მასხავდა. ალბათ ტემპერატურა 40-ს აღწევდა ორგანიზმში.
- ბატონო მოსამართლევ, აქ რამდენ ადამიანს ხედავთ... და რას გეუბნებიან, ადამიანები ერთმანეთს აგიჟებენო, კლავენო, სიცოცხლეს უმწარებენო, მაგრამ მე არც მკვდარი ვარ, არც გიჟი. პირიქით - ყველაზე ნორმალური ვარ და სწორედ ამაშია პრობლემა. - დამძიმებული ჰაერი ხარბად ჩავუშვი ფილტვებში - ყოველთვის ვფიქრობდი, იქნებ გიჟი ადამიანები ყველაზე ჭკვიანები არიან-მეთქი. თავიანთ უსასრულობაში ცხოვრობენ და არ სჭირდებათ თქვენი ნაბოდვარი სიტყვების უაზრო რახარუხი.
ზუსტად იციან ვინ ხართ, არ მოგცემენ მათი გულის ტკენის საშუალებას. აქ აფიცებინებთ რაღაც ვითომ რეალურ უფალზე და შემდეგ თავად ღმერთს ეხვეწებიან, არ დამტოვოო და თვითონ ტოვებენ საკუთარ თავს.
ეს არის თქვენი სამართალი და სასამართლო?! - თვალებში მიბნელდებოდა და იოგები სიტყვების ამოსვლის საშვალებას აღარ მაძლევდა.
- ვფიქრობ, მსჯავდებული გადაიღალა და შოკი აქვს. დამიან, კარგად ხარ? - არა, კარგად არ ვარ... პასუხი გონებაში გავეცი ნიკუშას და თვალები კიდევ ერთხელ დავხუჭე. მოსამართლის სიტყვები ვერ გავიგონე. მხოლოდ ძლიერი მკლავების ჭიდილს ვგრძნობდი მხრებზე დაბუჟების ტოლფასად, რომლებმაც იქიდან გამიყვანეს და ჩემს გახუნებულ საკანში დამაბრუნეს. თვალებს ისევ ვერ ვახელდი. სრულ სიშავეში ელიზაბეტის გამოსახულებას ვხედავდი, მის ლურჯ და მწვანე თვალებს და წარმოდგენა არ მქონდა, რომელი უფრო მიზიდავდა.
- ტკივილი მათი დანახვისას სიმწარეში გადადის... - რაღაც არარეალურმა, ზეციურმა ძალამ სიტყვები პირიდან ამომგლიჯა. თვალები მაშინვე გავახილე. ისეთი სველი მქონდა სახე, გეგონებოდა ახლახანს გადამასხეს ერთი ბოთლი წყალი თავზე. აბესაძე წინ მედგა და თმებს იქექავდა, სახეზე ფერი არ ედო. ცოტა ხანს ასე მიყურა. ბოლოს, ვეღარ გავუძელი მის გაფითრებულ ბრაზიან სახეს და ტუჩის კუთხეებში ღიმილი გამეპარა.
- წინა დღეები იმისთვის გეჩიჩინე და ადვოკატიც იმიტომ აგიყვანე, რომ ეგ სულელი თავი გარეთ კიდევ დიდი ხანი შეგენარჩუნებინა!- ხმადაბლა დამიყვირა ნიკუშამ. ალბათ კამერები რომ არ ყოფილიყო, დამარტყამდა კიდეც.
- მადლიერი რატომ უნდა ვიყო? ყველამ ზურგი მაქციეთ. იმის გამო ვისჯები რაც არც კი ჩამიდენია...
- იქ რა დაგემართა დამიანე?! ხვდები მაინც, რომ საკუთარი თავი ხელში უნდა აიყვანო?
- დამეჯერებინა, როცა მეუბნებოდი ეგ გოგო არ გინდაო... ჩემი იქ ნათქვამი სიტყვები არაფერს ნიშნავს. იმიტომ, რომ ჩემი თავისუფლება კედელს შიგნით თუ გარეთ, უკვე მომაკვდავა.
- საკუთარი სიცოცხლე მოისროლე ყველაფრის აღიარებით. ვერ ხვდები მაინც?! საკუთარი თავი უნდა დაგეყენებინა ამ სიტუაციაში ყველაფერზე წინ!
- მართალია,რაღაც ან ვიღაც ჩემზე მაღლად დავაყენე და ეს რაღაც მისი ფარსი გრძნობები იყო... გამოდის დომინანტობა დავუთმე.. .გრძნობები ბოლომდე არასდროს ქრება. რაგავაკეთო, ცა თავზე ჩამომექცა. უნდა მქონდეს მაინც გამონათების იმედი?!
- დამიანე,არ ქრება იქამდე სანამ შენს თავს აძლევ ამის საშუალებას...
ხმამაღლა გამეცინა. ალბათ ამას ერქვა ისტერიკა. ვერ ვჩერდებოდი. აბესაძეს საყელოებში ხელი მოვკიდე და ახლოს მოვქაჩე, რომ მისთვის თვალებში უფრო კარგად ჩამეხედა. სიცილს ვერ ვწყვეტდი. გაბრაზებული მიყურებდა, მაგრამ ჩემზე ხელის აწევას არ აპირებდა.
- ეს ხუმრობა არარის, დამიანე.
- როგორ არა, უდიდესი ხუმრობაა! ოღონდ ჩემს გარდა არავის ეცინება.
ტაში შემოვკარი და ოდნავ მოვშორდი. -არ შემეძლო.. ვერ მოვუსმენდი.- ხმამაღლა დავიღრიალე და იქვე ჩამოვჯექი. ჩემი სიცილი სადღაც გაქრა, წარბებზე სიმძიმე ვიგრძენი და თვალები მწველი სითხით ერთიანად გამებერა.-იდგა და იტყუებოდა. ასეთს ვერ შევხედავდი.
- ელიზაბეტი შეგიყვარდა და არ იტყუებოდა, რაც ვუთხარი იმას აკეთებდა.
- ხო, ელიზაბეტი შემიყვარდა.. თუ ნატალია. დღემდე არ ვიცი.
ხელი ავიქნიე და თვალებზე მივიჭირე. ადრე ტირილი მაგარ არაკაცობად მიმაჩნდა. - და მთავარი, ისეთი სულელი ვიყავი, მეგონა მასაც შევუყვარდი.
- შეიძლება სიმართლეა კიდეც. ეგ რომ არა, რაფაელს ვერ დავიჭერდით. შეიძლება არასწორია, მაგრამ ბევრ რამეში წაადგა შენს საქმეს. უანგაროდ კი ამ დედამიწაზე არავინ აკეთებს არაფერს, კარგად მოგეხსენება. მე შენს მხარეს ვარ დამიანე. შეგიძლია ის გეზიზღებოდეს ვინც გინდა, მაგრამ მე აქ ვარ. გაიგე?!
- მაგას ვხედავ, ეგეთი დაუნახავიც არ ვარ.
- ანუ, ბოლომდეც არ გაგიფრენია.
- რა მითხარი, რაფაელი დავიჭირეთო?
თავი უხმოდ დამიქნია და ოდნავ მომშორდა. ხვნეშოდა, ისევე, როგორ მე. მაინც ვერ ვხვდებოდი, ასე სწრაფად როგორ მოახერხა.
- კი მაგრამ, რანაირად?!
კვლავ თავი მოიქექა. დავაკვირდი, სერიოზულად იყო შეჩვეული ამ ჟესტის კეთებას, როდესაც რაიმეზე ნერვიულობდა. თუ რაფაელი ჩემსავით გისოსს მიღმა იყო, რაღა ანერვიულებდა?! მისმა თვალებმა ჯერ მთელი საკანი დაიარეს, შემდეგ თითქოს ჩემ უკვე ქრონიკულად შავ თვალის უპეებს მიაჩერდნენ. ჯიბისკენ ძალიან ნელა წაიღო ხელი და რაღაც შავი, ხოჭოს ზომის კოლოფი ამოიღო. პირველად ვხედავდი. არადა რაიმე საინტერესო რომ ყოფილიყო, აქამდე მეცოდინებოდა.
- დარწმუნებული არ ვარ, ღირს თუ არა. უარესად გადაირევი.
- აბესაძე! უკვე ნერვებს მიმოწმებ, თუ ხვდები.
ღრმად ამოიხვნეშა და გამომიწოდა. წარმოდგენა არ მქონდა ამ ‘ხოჭოთი’ რას უნდა გავეღიზიანებინე, უფრო მეტად. უყოყმანოდ გამოვართვი და თითებში დავიტრიალე. ორი ძალიან პატარა ღილაკი ჰქონდა, მაგრამ სანამ რომელიმეს დავაჭერდი, ნიკუშას ხმამ გამაჩერა.
- მოსასმენი აპარატია, რომელიც ელიზაბეტს ჩანთაზე მივუმაგრე. არ იცოდა. ამის შესახებ, რომ გაიგო, ალბათ ნატალია რომ ყოფილიყო, დამარტყამდა. - ბოლო სიტყვებს სევდიანი ღიმილი დაუმატა, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა ეს გამომეტყველება რისთვის მიმეწერა. გული მომეკუმშა. თვალი ძმაკაცს ავარიდე დაღილაკს თითი დავაჭირე.
მოსმენა დავიწყე. საყვარელი ქალის ხმამ,დღეს კიდევ ერთხელ გამყინა. სიტყვები ერთი მეორეს მიემატა. მთელს სხეულში ნერვები ერთი კვირის დაუვარცხნელი თმებივით მებურდებოდა, კისერში, ყელში, არტერიასთან გროვდებოდა და ნელ-ნელა მაცლიდა ჰაერის მარაგს.
მოწყობილობა, ალბათ უკვე კარგი ხნის გაჩერებული იყო. მაგრამ გაუნძრევლად ვიჯექი. იდაყვი მუხლზე ქხონდა ჩამოყრდნობილი და ხოჭოსებრ აპარატს ისე ძალაინ ვუჭერდი ხელს, თვითონ თუ არ გატყდებოდა, უეჭველი იყო, მალე მე დავრჩებოდი მყარი სახრსრების გარეშე.
- დამიანე... - ნიკუშამ ხელიდან ძლივს გამომჯლიჯა აპარატი. უაზროდ შავ იატაკს პირღია მივჩერებოდი. საიდუმლოებებით იყო ჩემი ცხოვრება მოცული. ახლა თითქოს ყველაფერს აზრი ეძლეოდა, მაგრამ მაინც ვერ ვაკავშირებდი ფაქტებს ერთმანეთთან. თავი დაფეთებულმა წამოვწიე და ძმაკაცის სევდიან თვალებს შევეჩეხე.
- ეს სიმართლეა?!
- აბა დამიან, დადგმა ვერ იქნებოდა. აზრზე არ იყო თუ მაგის ჩანთაში ეს ეგდო. თან შენს სარდაფს იცავდა. მოკლედ აღარ ვიცი. ერთ მომენტში მაგ გოგოს ატანა არ მაქვს, მეორე მომენტში კიდევ მაგრად მეცოდება.
ჰაერი ძალდატანებით ჩამქონდა ფილტვებში. უსიამოვნოდ მიღიტინებდა ყელში და სუნთქვის შეჩერების სურვილს მიჩენდა. მოწევა მინდოდა. სამ დღეზე მეტია, რაც არ შემივსია ორგანიზმი ნიკოტინით და ეს ყველანაირ გრძნობას მიმძაფრებდა. ნიკუშასთვის ამის თქმას, აზრი არ ექნებოდა. ისედაც ვიცოდი, ამას ვერ ამისრულებდა. სახე მაგრად მოვიხოკე. აბურდული გონება ოდნავ მწყობრში ჩავაყენე და ჩახველებით ჩაკაწრული ყელის ჩაწმენდვა ვცადე.
- აქ არის?!
- რა?... - დაიბნა აბესაძე.
- ის, აქ არისთქო?! - წამებში მიმიხვდა და თავი დაბნეულმა დამიქნია. ვიცოდი, შეიძლება საკუთარი თავისთვის ამის გაკეთებით უარესი ტკივილი და დარტყმა მიმეყენებინა, მაგრამ გულზე ხელდაკრეფილი ვერ შევხვდებოდი ამ ყველაფერს.
- მისი ნახვა მინდა.
- დარწმუნებული ხარ?! - ისეთი ეჭვის თვალის შემომხედა ნიკუშამ, თითქოს ბავშვობის ძმაკაცს კი არა, სულ სხვა პიროვნებას აკვირდებოდა. თავი დავუქნიე და მზერა ავარიდე. კიდევ დიდხანს რომ მეფიქრა იმაზე, დარწმუნმებული ვიყავი თუ არა, საკუთარ გადაწყვეტილებაში, შესაძლო იყო გადამეფიქრა.
ლითონის კარი ხმაურით გაიღო და მარტო დავრჩი. წინასწარი გრძნობების აფეთქების მოლოდინში სახე ლამის სრულიად ჩამოვიხოკე. საოცარია, როგორ შეიძლება იმ ადამიანს გადავუსვათ ხაზი, რომლითაც ადრე ყოველი დღე იწყებოდა. წყეული კარების ჭრიალი მახვედრებს, რომ დამძიმებულ, ჩაგუბებულ ჰაერს კიდევ ერთი, თითქმის უსიცოცხლო სხეული შეემატა. თავს იმდენად ნელა ვწევ, როგორც შემიძლია. მეშინია მათი დანახვის. იმ უცხო თვალების დანახვის მეშინია, რომლებიც ტკივილით და სითბოთია გაჟღენთილი. არანაირი კამკამა ზღვის ან მოწმენდილი ცის ფერები, არანაირი ცივი გამოხედვა, არანაირი გამჭოლი მზერა.
ორი ზომით დიდ პულოვერში გამოწყობილი, იმდენად სწრაფად და ღრმად სუნთქავდა, მაინც ვხედავდი როგორ აუდ-ჩაუდიოდა მკერდი და დარეგულირებას ცდილობდა. ხელები თეძოებთან გადაეჯვარებინებინა და როგორც ყოველთვის, თითებს ისე იზელდა ერთმანეთში თითქოს, პლასტელინი ყოფილიყო. ძლივს ვიკავებდი ჩემს სხეულში დამწყვდეულ ვნებას, რომ მის ხელებზე, მის ტუჩებზე არ ეძიათ შური. ნერწყვი ძლივს გადავყლაპე. მისი სიახლოვეც კი მთლიანად მანადგურებდა და სიცარიელეში დარჩენილს მარტო მისით გამოწვეული გრძნობებით მტოვებდა. როცა ყველა ნერვი ნელ-ნელა თრთოლას იწყებს, როცა ეს შეგრძნება ბიძგებით გარყევს შიგნიდან. სადაცაა ამოხეთქავს მოგუგუნე ვულკანი და ცეცხლოვანი ლავა დაწვავს ყველაფერს...ყველაფერს გაანადგურებს - ზუსტად ასე ვიგრძენი თავი მისი თვალების დანახვისას.
დაუნდობელი ძალა სწორედ იმ მნიშვნელოვან დეტალებსაც კი მისწვდა, რასაც სიმწრით ვებღაუჭებოდი. არ მინდოდა გაშვება... მაგრამ, საჭიროა. მხრები ნელი აუჩქარებელი მოძრაობით გამეშალა - ისე, თითქოს ჰაერს შევეხე და ჩემს სხეულს შორის სივრცე ვიგრძენი. ჩვენი დუმილი ზედმეტად გაიწელა და ხმაც როგორც იქნა ამოიღო. ყველა ნაკვთმა ნელ-ნელა, ახლიდან დაიწყო თრთოლა.
- როგორ ხარ? - ვიგრძენი, როგორ მომვარდა ყველა მხრიდან იმედგაცრუების ჭავლი...
- არ მესმის, თუკი აქამდე იცოდი, რასაც მაძლევდი როგორ მაბედნიერებდა, როგორ არ იცი, რა მდგომარეობაში ვარ ამ ყველაფრის გარეშე ახლა, როდესაც მეკითხები, როგორ ხარო...
ცრემლების დასამალად ჭერს ახედა და ამოისრუტუნა. შემდეგ თავი დაბლა ჩახარა. ხელები ერთმანეთს შეუშვა და თვალებში შემომხედა. ქვედა ტუჩი დამფრთხალი ბოცვერივით უთრთოდა. ვერ ვხვდებოდი, ახლა მის მიმართ ბრაზს ვგრძნობდი თუ...მაგრამ მისი ყურება, საშინლად მაღიზიანებდა.
- მაპატიე... არ მინდოდა ყველაფერი ასე გამოსულიყო.
იმდენად ხმადაბლა ჩაილაპარაკა, პატარა ხმაურიც რომ ყოფილიყო, ვერ გავიგებდი. სისხარღვები წამში გამიფართოვდა. ნესტოები დამებერა და მეგონა, ახლა მართლაც ვიფეთქებდი.
- “მაპატიე?” სულ ეს ხარ?!
- დამიან, გთხოვ. ყველაფერს აგიხსნი. ნორმალურად დამელაპარაკე უბრალოდ.
თბილი თვალები მარილიან სითხეს მთლიანად მოეცვა. იმდენად ჩაწითლებული იყო გარშემო თეთრი არეალი, ლამის ვუთხარი, ჯობს ექიმთან მიხვიდეთქო.
ფეხზე წამოვდექი. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი პატარა ოთახში, ოღონდ მისი მიმართულებით არა. მასთან დისტანცია უნდა დამეცვა.
- როცა ვხედავ, თუ რად აქცევს ადამიანთა უმრავლესობა ამ ცხოვრებას...უბრალოდ სურვილი მიჩნდება სახეში შევაფურთხო.
- დამიანე... არც მე და არც შენ, არავინ ურტყავს ისე ძლიერად როგორც ცხოვრება. მნიშვნელობა არ აქვს შენ როგორ დაარტყავ.
- ასეთ სიმართლეს როგორ მეუბნები, იმის შემდეგ რაც...
ყელში ბრაზი მომაწვა. ალბათ მოჩხუბარი რომ ვყოფილიყავი, ყველაფერზე თვალს დავხუჭავდი და შუაზე გავგლეჯდი.
- იმის შემდეგ, რაც ერთმანეთი შეგვიყვარდა?
აკანკალებული კარისკენ შეტრიალდა. ამოვიხვნეშე. მისი შეხებაც არ მინდოდა, იმდენად გაღიზიანებული ვიყავი. ანუ მასაც ვუყვარდი?! ეს მაინც იყო რეალური?!
- არასდროს შეგხებივარ, ისე როგორც მე მინდოდა, მაგრამ მაინც მიყვარხარ...არასდროს გითქვამს ჩემთვის, მაგრამ მაინც მიყვარხარ. აი,
არც კი გიცნობ და მაინც მიყვარხარ. რა მარაზმში გადამაგდე ნატალ..ელიზაბეტ წარმოგიდგენია?!
ჩემს თავზე გაბრაზებული, ერთიანად განადგურებული, ბოლო მოღებული, ხელების კანკალით ვესაუბრებოდი. პასუხი მჭირდებოდა! რით დავიმსახურე?!
- უბრალოდ ელი... მთლიან სახელს ნუ დამიძახებ.
თავი სევდიანად ჩაქინდრა. ვხედავდი მისი ცრემლების დამალვას არა მარტო საქციელით, არამედ სიტყვებითაც ცდილობდა.
- ახლა პრეტენზიაც გაქვს?! ღმერთის დამაჯერე, მარწმუნე, და რა?! შენთვითონ ეშმაკი ხარ მგონი, რომელიც ღმერთს ჩემი საშვალებით შეთქმულებას უწყობს.
- შენთან ბედნიერი ვიყავი. არ ვთამაშობდი, მართლა!
ერთი ნაბიჯი ჩემსკენ გადმოდგა და მეც ინსტიქტურად უკან დავიხიე. მასთან ერთად გატარებულმა დღეებმა კიდევ ერთხელ გადამირბინა თვალწინ. ყბა-ყბას მჭიდროდ დავაჭირე.
- მართლა ხვდები როდის ვიყავი ბედნიერი?! არამგონია. ბედნიერებას ყველგან ვგრძნობდი. როცა შიშველს გიყურებდი,შენს სუნს თითებით ვგრძნობდი და ვფიქრობდი,რომ შენში ერთი უჯრედიც კი არ იყო ისეთი,რომელსაც არ მენდომებოდა შევხებოდი,მოვფერებოდი, ან მეკოცნა. როდესაც დამღლელი დღისგან დაქანცულებს ერთმანეთზე მიხუტებულებს გვეძინა. როცა, ბავშვურად ვიქცეოდით, ჩემი პროჟექტორის მიერ განათებულ ოთახში... ეს იყო ელიზაბეტ ჩემი ბედნიერება, რომელიც შენამდე არასდროს მიგრძვნია... ღამით აქ საქმე არაფერია. ვფიქრობდი და ყველაფერს ვიხსენებდი, რაც ჩვენ გამოგვივლია. მინდოდა დამვიწყებოდა და მეტიც მინდოდა საერთოდ აღარ გეარსება! - თვალებში შევხედე. საშინლად გამოიყურებოდნენ. შავებში ჩაცმული თბილი ფერის თვალის უპეები ხსნას ითხოვდნენ. ამოვიხვნეშე, ამ ყველაფრისთვის არ უნდა მიმეცა ჩემზე მანიპულირების უფლება - რა მოხდებოდა საერთოდ არ შეგხვედროდი .ასეთი სიცარიელესთვის როგორ გამიმეტე?! -ასეთი სიმძიმე ჯერ არ მიგვრძვნია. ჩხუბიც კი არ მინდოდა. სიცარიალე სიცარიელეს ნიშნავს, მაგრამ იმდენად მძიმე იყო ეს ამოუქოლავი ხვრელი, რომ ემოციებს ვერაფერს ვშველოდი.
- მე არ ვნანობ შენთან ერთად გატარებულ არცერთ წამს! - სლუკუნით, ძლივს ააწყო წინადადება. ისე საცოდავად გამოიყურებოდა, გული დამეწვა. არადა ბრაზმორეულს, წესით საერთოდ არ უნდა მეგრძნო არაფერი.
- არ ინანებ, აბა რა! ეს ხომ შენი და რაფაელის გეგმა იყო.
- ჩემი არ ყოფილა...დამიანე.
- მართლა, რაღაც ვერ გავიგე... ნიკუშამ ჩანაწერი მაჩვენა. უფრო სწორად, მომასმენინა...
ისედაც თეთრ კანზე ნისლისფერი გადაეკრა. თვალები რომ დაეხუჭა და არ ესუნთქა, მიცვალებულისგან მისი სახის ფერს ვერ განვანსვავებდი. მისი რეაქცია თითქოს ყველაფერზე პასუხს მაძლევდა. მინდოდა რაფაელ გოგოლიძე წინ დამეყენებინა და იქამდე მერტყა მისთვის მუშტები სანამ უკანაკნელად არ ამოისუნთქებდა. - ანუ... სიმართლეა?
თვალებში ჩამხედა. ღრმად ამოისუნთქა და ტუჩები ერთმანეთს ხმის ამოსაღებად დააშორა.

ელიზაბეტი*:

ყველაფერი იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ამას წარმოვიდგენდი. სივრცე არ მყოფნიდა, ოთახი პატარავდებოდა და ასე მეგონა, გარეთ თუ არ გავიდოდი მალე ჩამყლაპავდა.
- ყველაფრის ხელახლა დაწყების შანსი რომ მქონდეს.. უბრალოდ ხელახლა... კიდევ დაგინახავდი შენ. ყველაფერი ისევ ისე. ოღონდ უშეცდომოდ და რათქმაუნდა რაფაელის გარეშე..
ვკანკალებდი. მეც მშვენივრად ვიცოდი, რომ ცხოვრებაში უდიდესი გრძნობა თამაშ-თამაშით და ტყუილებით დამეუფლა. ეს ჩემი სასჯელი იყო. დამიანეს ახლა ვერ დავკარგავდი, როდესაც მას უკვე დაეკარგა საკუთარი თავი. ამის უფლებას არ მივცემდი.
- უფრო სწორად იქიდან უნდა დამეწყო თქმა, რაფოს რომ არ ეარსებათქო... გთხოვ დამიანე, მითხარი რამე, შენი სიჩუმე მაგიჟებს.
- ანუ არის რაღაც, რაც გაგიჟებს. თუ ამასაც არ თამაშობ...
- ყველაფერს გეტყვი. ამის შემდეგ შემიძულებ მაგრამ, თუ მოსმენა გინდა, სიტყვას გაძლევ დამიანე, სიმართლეს გეტყვი...
თვალებიდნ მდუღარე ცრემლები წამომივიდა და მის ფეხებთან ჩავიმუხლე. მინდოდა მის მუხლებზე თავი დამედო და მეტირა. არ ვიცოდი ჩემს პირობას როგორ ავასრულებდი, მაგრამ თუ ეს შანსი იქნებოდა იმის, რომ დამიანე ჩემთან დარჩენილიყო, გავიხსენებდი წარსულს, ბოლოჯერ... ამ ტკივილად დამიანე ღირდა. ჩემი დამიანე ყველაფრად ღირდა!
თავი ურეაქციოდ დამიქნია. გვერძე გადავფოფხდი. ისიც ჩემსავით სკამიდან ძირს ჩამოცოცდა და მომიჯდა.
იმ დღეს მახსოვს გადაუღებლად წვიმდა. ყველა ტელევიზია იმას აშუქებდა, რომ სახლებში დავრჩენილიყავით და არავითარ შემთხვევაში არ გავსულიყავით გარეთ. თბილისსში ასეთი ამინდები იშვიათია, მაგრამ თითქოს ოთახში მჯდარ არც ერთ ადამიანს არ გვიკვირდა. რუსეთიდან რამდენიმე თვის ჩამოსული ვიყავი. ქირით ვცხოვრობდით ჩვენ სამნი, მე, ანა და რაფაელი. ყველას ჩვენ ჩვენი ოთახი გვქონდა რათქმაუნდა. უბრალოდ, მისაღები და სამზარეულო საერთო იყო. მოკლედ, ამ ბინის რეალური პატრონი ჭკვიანურად აკეთებდა ფულს. მაგრამ წარმოდგენაც არ ჰქონდა რა სიბინძურე ტრიალებდა მის გაქირავებულ ბინაში. რაფაელს ჩემთვის სიყვარული არაერთხელ აუხსნია, ყველაზე უცნაური და ბანალური გზებით. მაგრამ მე როგორც უბრალო თანამცხოვრებს, ყოველთვის ისე ვუყურებდი და მის დასთანაც ვმეგობრობდი. ოღონდ დაქალები არასდროს ვყოფილვართ. რუსეთის შემდეგ რეაქცია არ მქონია, როდესაც ერთ დღეს, სახლში მისულმა დავინახე, მაგიდიდან რაფაელი როგორ ისრუტავდა თეთრ ფხვნილს. ყურადღება არ მიმიქცევია, ისე გავედი სამზარეულოში და ჩაიდანი გაზზე დავდგი... იმ წვიმიან, შტორმიან დღეს კი... ჩემთვის წიგნს ვკითხულობდი, რათქმაუნდა რუსულს, ქართულზე გადმოსვლა ისევ მიჭირდა. გარედან შემოსული წვიმის და ქარის ერთობლივი ხმის მიუხედავად, მაინც კარგად ისმოდა და-ძმის ხმამაღალი სიცილი.
- მოდი ელ, შენც სცადე. ძალიან მაგარია. ფრენას გასწავლის.
შემომთავაზა ანამ. რომელიც, როგორც ვიცოდი დღეს პირველად სინჯავდა კოკაინს. რაფაელი, უკვე კარგად შეზარხოშებული, მისვენებული სავარძელზე უაზროდ იღრიჭებოდა.
- ისედაც დავფრინავ ამ წიგნის წყალობით. - ხელით წიგნი მაღლა ავწიე და ოდნავ გავუღიმე. ვაღიარებ ეს სიტუაცია დიდად არასდროს მხიბლავდა, მაგრამ რა გაეწყობოდა. ეს იყო, რაც იყო.
- მიდი რა, მთელი ღამე ასე უჟმურად უნდა იკითხო?!
გამომესარჩლა რაფაელი. თვალები ავატრიალე. ყველაზე მეტად მეზიზღებოდა, როდესაც რაიმე საქციელს მიკრიტიკებდნენ.
- ახლა გაჩვენებ, ვინ არის ჩვენ სამიდან ყველაზე უჟმური. - ხუმრობით ვუთხარი, წიგნი გვერდით გადავდე და მაგიდასთან სწრაფი ნაბიჯებით მივედი. მუხლებზე დავჯექი და კარგად დავაკვირდი თოვლის გუნდასავით ერთად მოყრილ ფხვნილს. რაღაც მხრივ მართლებიც იყვნენ, მთელი ღამე შტორმის დროს წიგნის კითხვაში ხომ არ გავატარებდი. დაძინებაზე ამ ხმებში საუბარი კი არა, ფიქრიც არ შეიძლებოდა. თავი დაბლა დავხარე და მათ მივბაძე. უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა. ცემინება მომინდა, მაგრამ არაფრით მაცემინებდა. ძალიან ცოტა შევიყნოსე, ვიცოდი ეს არაფერს დამმართებდა. მაგრამ რამდენიმე წუთში ისე გავბრუვდი, მიწაზე თუ ვიდექი, საერთოდ ვერ ვგრძნობდი. მათ სიცილს ავყევი და გაჩერება თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა.
- ხომ გეუბნებოდით, არა?! არაფერს ვაშავებთ მხიალურად ყოფნით. - მხრები აიჩეჩა რაფაელმა.
- კი მაგრამ, ამდენი საიდან მოგაქვს? - სიცილით ვკითხე, რადგან დასერიოზულება არ შემეძლო.
- ერთი ტიპია, შენი ასაკის იქნება და ყოველთვის კარგი მარაგი აქვს.
- ღმერთო ჩემო. sაქართველოშიც?! მეგონა ასეთი რაღაცეები მარტო რუსეთში ხდებოდა.
- კარგი რისი გეშინია, სანდო ტიპია. რამდენიც არ უნდა მიიღო, მაინც ცოცხალი დარჩები.
წინადადების დამთავრება და ანას იატაკზე დაცემა ერთი იყო. მუხლებით ცხოველივით მოცოცდა მაგიდასთან. გამჭირვალე, პატარა პარკიდან დარჩენილი ფხვნილი გადმოყარა, რომელიც ალბათ ორი კაცის დოზა იქნებოდა. მე ნახევარიც კი არ შემისუნთქავს და ასე ვიყავი, ისინი კი წარმომიდგენია თავს როგორ გრძნობდნენ. ისიც კი მიკვირდა, რაფაელი კარგად რომ აბამდა სიტყვებს ერთმანეთზე. თუმცა უკვე მიჩვეული იყო კაიფში ყოფნას. მისთვის სიფხიზლე უფრო იყო კაიფი, ვიდრე რეალურად არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა.
- ანა, ბევრი არ მოგივიდეს. - ცოტა შევშინდი, როდესაც შეუჩერებლად განაგრზობდა კოკაინის მიღებას, თან სიცილით სკდებოდა. ნელნელა ისეთი ფერი ედებოდა სახეზე, პომიდორი მონაგონი იყო. რაფაელი ყველაფერს სიცილით აკვირდებოდა.
- ძალიან მაგარია! - ამოილაპარაკა ანამ, როდესაც მაგიდა მოასუფთავა. შოკირებისგან ყბა ჩამოვარდნილი ვუყურებდი.
- აი იმუნიტეტი ამას ჰქვია! - გადავიხარხარე და დივანზე რაფაელის გვერდით ავხოხდი.
ორივემ თვალი გავაყოლეთ, როგორ გავიდა ანა საპირფარეშოსკენ.
- კარგია, არა?... - თბილი ხმით გამომელაპარაკა, როგორც ყოველთვის. სიამოვნებისგან გაბადრულმა მხოლოდ გავუღიმე. სახე ძალიან ახლოს მოსწია.ალბათ მაკოცებდა კიდეც. მხოლოდ რამდენიმე სანდიმეტრი აშორებდა ჩვენს ტუჩებს ერთმანეთისგან . ყველაფერი არაფხიზელი მდგომარეობის ბრალი იყო, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ყოველი მცდელობისას, ახლაც მოვშორდებოდი. ძლიერი ბრახუნის ხმისას ორივე დენდარტყმულებივით შევხტით.
- ანუშკი, კარგად ხარ?! - სიცილით გასძახა რაფაელმა და კვლავ ჩემი ტუჩების თვალიერებას დაუბრუნდა. რამდენიმე წამის შემდეგ, როდესაც ხმა არ გაგვაგონა ანამ. ფეხზე ბარბაცით წამოვდექი.
- წავალ, შევხედავ. - უხერხულად გავუღიმე და გამოვეცალე, რადგან ვიცოდი შესანიშნავი შანსი გამოვაცალე ხელიდან, რომ ჩემთვის ეკოცნა. აბაზანაში შესვლისას გამოსახულებები ერთმანეთში ამერია. ფერები ძლივს დავაწყვე და ცივ კაფელს მხარით მივეყრდენი. გული ამიჩქარდა და ექოსავით დაიწყო ბაგუნი მთელს ორგანიზმში. თითქოს სანახაობა მაფხიზლებდა. ძირს მწოლიარე ანასკენ შენელებული კადრივით დავიხარე და ზურგზე გადმოვატრიალე.
- რაფაელ! - ისე დავიყვირე, როგორც შემეძლო და რამდენიმე წამში, ისიც ჩემს უკან გაჩნდა. მაშინვე ხელი ცხოველივით მკრა და საკუთარ დას ეცა.
- სასწრაფოში...ხომ არ დავრეკო?... - ძლივს ამოვილაპარაკე და თმები ცალი ხელით გადავიწიე. პირი საშინლად გამშრალი მქონდა და მთელს ორგანიზმში მაციებდა. ანას ყურება კი, თავბრუსხვევას იწვევდა. თვალდახუჭული, რაფაელის მკლავებში იყო მოქცეული და ცხვირიდან სისხლი ისევ სდიოდა.
- რაფაელ, ხმა გამეცი! რა სჭირს?! ახლავე დავრეკავ.
მისაღებისკენ გავიქეცი, მაგრამ ეს ჩემს მდგომარეობაში ძუნძულს უფრო გავდა. გაბრუებულმა დავუწყე ტელეფონს ძებნა, ვერსად ვპოულობდი. სასაცილოა, პატარა სახლში სამი ადამიანის ტელეფონებიდან ვერცერთს რომ ვერ იპოვი ადამიანი!
- არა! - რაფაელის განწირულმა ღრიალმა ერთ ადგილას გამყინა. ასე მეგონა, ვინმეს ახლა ხელი რომ ეკრა ჩემთვის, ბზარი გამიჩნდებოდა და ნამტვრევებად ვიქცეოდი. გაბრუებული სწრაფად დავბრუნდი მისკენ. სველი ქაღალდებით უწმინდავდა სისხლს ცხვირიდან, შემდეგ შუბლზე ადებდა. მეორე ხელით კი მაჯაზე პულს უსინჯავდა. ონკანი მოვუშვი, ხელები ცივი წყლით დავისველე და მეც მასთან ჩავიმუხლე. საფერთქლებზე სველი ხელები დავადე ანას და რაფაელს თვალებში შევხედე. რამდენიმე წამით ასე მიყურა. შემდეგ ანასაც მოშორდა და კედელს ურეაქციოდ მიეყრდნო. რამდენიმე ცრემლი ისე გადმოუვარდა, რომ თვალიც არ დაუხამხამებია და მზერაც არ გაუტოკებია. მე მაშტერდებოდა, თუ ქრონიკულად ჰქონდა უკვე თვალები გაშეშებული, ვერ ვხვდებოდი. ანას მაჯას ხელი დავტაცე და პულსიც მოძებნა დავიწყე. გული გაათმაგებით ამიჩქარდა, როდესაც პულსი არ გაესინჯა. ხელი სწრაფად ვუშვი და ცხვირთან ახლოს მივუტანე. ჰაერი საერთოდ არ გამოსდიოდა. არ სუნთქავდა. შეშინებულმა რაფაელს შევხედე.
- რაფაელ... პულსი არ ესინჯება. არ სუნთქავს! - ცრემლებით გავიბერე და როგორც შემეძლო ისე დავუყვირე. ურეაქციოდ წამოდგა ფეხზე და აბაზანა დატოვა. გაშეშებული ვუყურებდი ჩემხელა გოგოს, რომელიც უსულოდ მეწვა მუხლებზე და ცრემლებად ვიღვრებოდი. იმიტომ არა, რომ მის მიმართ რაიმეს ვგრძნობდი. უბრალოდ ერთნაირ სიტუაციაში ვიყავით ახლა ორივე და მეც რომ შევყოლოდი, მათ გართობას, იგივე დამემართებოდა. ადგილზე შევხტი, როდესაც რაღაცის დალეწვის ხმა გავიგე. რაფაელის ღრიალიც არ აყოვნებდა. ფეხზე წამოვხტი. ანას კიდევ ერთხელ შევავლე თვალი და რაფაელთან გავედი. ახლა მაგიდას ლეწავდა. სკამები და ყველა არსებული ჭურჭელი უკვე განადგურებული იყო. მართლა ცხოველს გავდა. მივუახლოვდი და მხრებზე ხელი შევახე.
- რაფაელ. შემომხედე! - უხეშად მომიშორა და ინერციით კედელს მივეხეთქე. გამწარებული ხვნეშოდა, თან ცრემლებიც აღარ მოსდიოდა. აწითლებული თვალების გარშემო ძარღვები მკაფიოდ მოუჩანდა და წარბი ნელენლა უწყებდა თამაშს. - ანა, ის...
- არ გაბედო, თქმა! არ გაბედო მეთქი! - ღრიალით მომიახლოვდა. პირზე ხელი ავიფარე, რომ სლუკუნი როგორმე შემეჩერებინა და შეშინებული თვალებით მივაჩერდი. როგორმე უნდა დამეწყნარებინა. წარმოდგენაც კი არ მინდოდა, ახლა რას გრძნობდა. მოულოდნელად ჩემსკენ გააფთრებული დაიხარა და ნიკაპი ცალი ხელით დამიჭირა.
- რაფაელ, არ გინდა... - ცრემლები უკვე ღაპა-ღუპით მომდიოდა. ჩემი ხმა თითქოს არც გაუგია, ისე წამეტანა ტუჩებზე. თან ნიკაპზე, ისეთი ძალით მიჭერდა, მეგონა მალე ჩემი ყბა ხელში შემოატყდებოდა. თავით დაბლა ჩაიწია და კისერზე ნელა ამისვა ბაგეები. კუთხეში მიმწყვდეული მხოლოდ ვფართხალებდი.
- არ გინდა, გთხოვ! რაფაელ არ ხარ ფხიზელი! - ხელები უფრო ძლიერ მომხვია და გამაკავა. თავი ჩემს კისერში ჩარგო და კანის მტკივნეულად წუწვნა დაიწყო. ფეხები გაბუჟებული მქონდა. გული გაასმაგებით მიცემდა. რაფაელს ვერ ვცნობდი. ისე მაგრად მიჭერდა ხელებს, უკვე ტკივილისგან ვკრუსუნებდი. უშედეგოდ ვცდილობდი თავის განთავისუფლებას, მაგრამ მალევე ამიტაცა ხელში და დივანზე ინერციით დამაგდო. არც დალოდებია მაშინვე ზემოდან მომექცა, მომუშტული ხელები გამიკავა და ზემოთ წამომაწყობინა.
- უკვე თვეებია მამწარებ... - თავისთვის ჩაიდუდუნა. სახე ნელა ჩააცურა კისერთან, შემდეგ ლავიწებთან და ცალი მკერდი თავის პირქვეშ მოიქცია. წამოვიკივლე, მაგრამ ესეც უშედეგო იყო. ძალაგამოცლილმა თვალები მთელი ძალით დავხუჭე, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, არაფერი მეგრძნო, მაგრამ ეს ხომ შეუძლებელი იყო. არ ვიცი რა უფრო მაფორიაქებდა, ის რომ გაცხოველებული რაფაელი მეჯდა ზემოდან, თუ ორი ოთახის მოშორებით მიცვალებული გოგონა.
ვეღარ გავუძელი და ტირილი დავიწყე, ამომხედა და შემდეგ პირი უფრო ძლიერ მომიჭირა. სიმწრისგან უკვე მთელი ძალით ვკიოდი. თავისუფალი ხელით თხელი პერანგი მალევე მომაშორა და ახლა შიშველ კანზე დამიწყო კოცნა. ვიგრძენი, როგორ მოადუნა ხელი, რომლითაც გაკავებული ვყავდი და მაშინვე მუშტების რტყმა დავუწყე რომ გამცლოდა. ვერაფერი დავუშავე, პირიქით უფრო გაღიზიანდა და სახეში მუსტი მთელი ძალით გამარტყა. ტკივილისგან ხმამაღალი ზლუქუნი დავიწყე, ის კი ამაზე უფრო გაგიჟდა და ახლა გამეტებით დამიწყო მუშტების რტყმა.
- მოკეტე! მოკეტე თორემ გეფიცები, ჩემი დის ბედს გაიზიარებ!
კბილები ერთმანეთს შიშისგან მთელი ძალით დავაჭირე, რომ ხმა არ ამომცდენოდა, არადა ტკივილი იმდენად ძლიერი იყო, რომ უკვე ვეღარც გავუძრებდი. თითები ძლიერად ჩავჭიდე დივანის გადასაფარებელს. თვალის გახელაც ვერ მოვასწარი, ისე სწრაფად მომაშორა შარვალი და გაშმაგებით შემომეჭრა სხეულში. სიმწარეს ამჯერად ვერ გავუძელი და წამოვიკივლე, სამაგიეროდ კი სახეში ისევ ძლიერი მუშტი მივიღე. უკვე თითქმის ვეღარაფერს ვგრძნობდი გარდა ტკივილისა და დიდი ზიზღსია. ერთ წერტილს მივაშტერდი, გულში კი ვლოცულობდი რომ ეს ყველაფერი მალე მორჩენილიყო. მისი სახიდან ჩამოღვენთილი საზიზღარი ოფლის წვეთები ზედ მეცემოდა, მისი ოხვრა და დივნის ჭრიალის ხმა გულისრევის შეგრძნებას მგვრიდა. ალბათ ამას მართლა სჯობდა, ანას ბედი გამეზიარებინა და კაიფში მოვმკდარიყავი. ბოლოს, როგორც იქნა დაიღალა, გადაიწია და წამოდგა. თვალი იმ ერთ წერტილს მოვაშორე და მზერა მასზე ძალიან ნელა გადავიტანე. ვუყურებდი, როგორ იწევდა შარვალს და იკრავდა ქამარს. თითქოს არც არაფერი მომხდარა. ბოლოჯერ ზიზღით შემომხედა, შემდეგ ქვედა ნაწილისკენ გაექცა თვალი და გაკვირვება ვერ დამალა. სწრაფად აამოძრავა ფეხები და იქიდან გაქრა. ..როდესაც გონზე მოვედი, თავს ვაიძულე, რომ სასიცოცხლო ძალა გამომეყენებინა და ფეხზე წამოვდექი. ბარძაყები სისხლში მქონდა ამოსვრილი და ყველაფერი მტკიოდა. ძლივს ჩავიცვი ჩემი ნაფლეთებად ქცეული ტანსაცმელი და საკუთარ ოთახში შევიკეტე...
***
თავი ხელებში მქონდა ჩარგული და ვქვითინებდი. ალბათ რამდენიმე წუთი გავიდა მას შემდეგ, რაც დამიანეს ყველაფერი მოვუყევი. წარსულის ტკივილი კი ხელახლა შევიგრძენი და შიშმაც ხელახლა მომიცვა. მხარზე შეხება ვიგრძენი, იმდენად გამიკვირდა, შევცბი, სლუკუნი შევწყვიტე და საყვარელ თაფლისფერებს გავხედე, რომლებიც ცრემლებში ცურავდა.
- გაგაუპატიურა... - ხმადაბლა თავისთვის ამოიჩურჩულა, ისე რომ ჩემთვის თვალი არ მოუშორებია. - ის იყო შენთვის პირველი...
თავი თანხმობის ნიშნად დავუქნიე და ჩავხარე. არ დაუყოვნებია, მაშინვე მოიჩოჩა ახლოს და ორივე ხელი მომხვია. გავთბი. ერთიანად ავივსე. სულ დაიკარგა ის შიში, რომელსაც წამების წინ ვგრძნობდი. თითქოს ცრემლებიც შეწყდა. დამიანეს სითბოს და მისი მკერდის მხურვალებას ვგრძნობდი. რომელიც ისე მაგრად მიხუტებდა, თითქოს ვინმე ჩემს თავს ართმევდა. შუბლზე მისი ცრემლები ვიგრძენი და ამან ხელახლა ამატირა. მინდოდა მოვშორებოდი და მარილიანი სითხე ტკბილი კოცნებით გამექრო მისი თვალებიდან, მაგრამ იმდენად განაბული ვიყავი მის მკლავებში, განძრევაზე საერთოდ ვერ ვფიქრობდი.
- სულელივით მქონდა მაშინ აკვიატებული, რომ ეს იმ ერთადერთის უნდა ყოფილიყო ვინც მართლა მეყვარებოდა.. - ამოვიზლუქუნე და მხურვალე მკერდზე ლოყით უფრო ავეკარი. - არ მინდოდა, ცხოვრებაში პირველი შეგრზნებები ასე უაზროდ გამეფლანგა იმ ადამიანზე, რომლის მიმართ ზიზღის მეტს არაფერს ვგრძნობდი იმ მომენტში. მაგრამ, არაფერი იცოდა. ეგონა, რუსეთის ჩამოსული გოგონა უკვე კარგი ხნის გახრწნილი იქნებოდა და ეს უარესად აცოფებდა.
- კარგი...დამშვიდდი, წარსულშია ყველაფერი და თავისი დანაშაულისთვის პასუხს აგებს.
იმდენად წყნარად მესაუბრებოდა, მისი ხელის რიტმს ყვებოდა თითქოს, რომელიც თმაზე რიტმულად მეფერებოდა. ოდნავ დავმშვიდდი და მოვშორდი. თვალებში ჩავაშტერდი და ღრმად ამოვისუნთქე. - არ უნდა მიმეცა, შენთვის გულის ტკენის უფლება, დამიანე... მაგრამ ეგოისტი ადამიანი ვარ. ან ვიყავი... მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე ვფიქრობდი.
- როგორ გაგამტყუნო?! მეთვითონაც მაქვს ნათქვამი, ამ ცხოვრებაში შენი ტრ#კი მხოლოდ შენი სათრევიათქო. მაგრამ მაინც ვერ ვხვდები...როგორ შეძელი გაჩუმება, თუ მართლა გიყვარდი. როგორ შეძელი გაჩუმება, როცა შენი ერთი სიტყვა მეც და ზურისაც გადაგვარჩენდა.
- ვიცი, ვიცი. გთხოვ მაპატიე.
სევდიანი თვალებით მიყურებდა, მათვალიერებდა. თითქოს ახლიდან მსწავლობდა და მიკვლევდა. ტუჩებგაყოფილი ვერც კის მეუბნებოდა, ვერც არას.
- გამოხვალ აქედან... - იმედის მომცემად ჩავილაპარაკე და კედელს თავით მივეყრდენი.
- რომც გამოვიდე, ყველაფერი ისე ვეღარ იქნება, როგორც იყო. . . - ღრმად ამოისუნთქა და ჩემსავით თავი გახუნებულ კედელს ჩამოჰკრა.
- გამოდის, ვშორდებით...
- როგორ ჰქვია დაშორება იმას, რასაც არასდროს უარსებია?! სულ სხვა ადამიანი ხარ...
ეს არ იყო ირონია, არც რაიმე დაცინვა. მის ხმაში იმხელა ტკივილი ვიგრძენი გულზე ცეცხლი წამეკიდა. გონებაში ყველა შესაძლო ვარიანტს ვალაგებდი, ცხოვრებას დამიანეს გარეშე და ამას მართლაც არ ცხოვრება სჯობდა.
კარი ხმაურით შემოხსნა აბესაძემ. ჩვენი დანახვისას თვალები შუბლზე აუვიდა. ხან ერთს გადმოგვხედავდა, ხანაც მეორეს. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ბოლოერა ძმაკაცზე შაჩერა, რომელიც თავჩაქინდრული იჯდა. დაბნეულ ნიკუშას სიტუაცია განვუმარტე და ფეხზე ფორთხვით წამოვდექი. დამიანეს ოდნავ მოვცილდი და ახლა კედელს მთელი ზურგით მივერყდენი. მუხლები ისე მიკანკალებდა, ცოტაც და ჩავიკეცებოდი.
- დამიანე... თავისუფალი ხარ.
- რა?! - ორივემ ერთდროულად წამოვიკივლეთ. ჯერ ერთმანეთს გადავხედეთ, შემდეგ კვლავ გაბრწყინებულ და გაკვირვებულ ნიკუშას.
- რას ნიშნავს, თავისუფალი ვარ?!
- ბიჭო, ეხლა ნუ გააჭინაურე, სანამ გადაუფიქრებიათ გამოადგი ფეხი. - თვალები დააბრიალა ნიკუშამ და ძმაკაცს მხარში სწვდა რომ წამოეყენებინა.


დამიანე:

ჯერ კიდევ ელიზაბეტთან საუბრით გაბრუებული ვიყავი, როდესაც ნიკუშამ ახალი ამბავი მახარა. გულის სიღრმეში რათქმაუნდა გამიხარდა, მაგრამ უფრო მეტად დავიბენი. როგორ შეიძლებოდა ასე რამდენიმე საათში გადაეწყვიტათ ჩემი თავისუფლება?! სევდიანი, მაგრამ გაბრწყინებული ღიმილით ჩამოვიტოვეთ უკან წამოსული გოგონა და მიმღებში გავედით. დაბნეული ვაცეცებდი აქეთ-იქეთ თვალებს და ვცდილობდი ყველაფერი ჩემით გამერკვია. ამაოდ... ხელში რაღაც საბუთები და კალამი მომაჩეჩეს.
- ყველა ფურცლის ბოლოს, მარჯვნივ, დაბლა მოაწერი ხელი და გავედით. მე გაგიყვან .
თავი გონება ჩამორჩენილი დავშვივით დავუქნიე. სანამ ხელს ავამოძრავებდი, თვალებით ელიზაბეტს ვეძებდი, მაგრამ არსად ჩანდა. დავიჯერო წავიდა_! ჯერ კიდევ ვერ ველეოდი, საყვარელი ქალის ცივ სხეულს, რომელიც ისე მეკვროდა წუთების წინ, ლამის შემსისხლხორცებოდა. სუსტი ვარ...მართლა დამასუსტა ამ ძლიერმა გრძნობამ და ეს გამომჟღავნდა კიდეც. უბრალოდ იმ მომენტში მის მიმართ უსაზღვრო სიბრალულთან ერთად, უსაძღვრო სიყვარულიც ვიგრძენი. ამას ხელშეუხებელს ვეღარ დავტოვებდი....
- მეტყვი რა მოხდა? ან ასე დაჩქარებით რატომ გამომაქციე?
ვკითხე, როდესაც მანქანასი სწრაფად ჩავსხედით. ისე დაძრა, ბუღი დააყენა და სწრაფად გადაუხვია მაგისტრალზე.
- გოგოლიძე ციხეში გადაყვანისას გაქცეულა. ვერ პოულობენ.
- რა?!
სიბრაზისგან ამოიგმინა და საჭეს მაგრად დასცხო ხელი. გამწარებული ნიკუშა იშვიათი სანახავი იყო. თავში მაშინვე საშინელმა აზრებმა გამიელვა.
- და მე რაღაზე გამომიშვეს?
- შენ.. შენ მაგარ შარში ხარ. უბრალოდ გისოსებში ყოფნას ჯობს ისევ შინა პატიმრობაში იყო.
- ეგ რანაირად?!
- შენი აფექტის მდგომარეობის გამო, ფიქრობენ რომ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ხარ და შეიძლება ნარკოტიკებთანაც კი გაქვს შეხება.
- მერე?!
- როგორ მოხდა, არ უარყოფ?! - ჩაეცინა აბესაძეს.
- აუ ნიკუშა, არ ვარ ლანზღანდარაობის ხასიათზე!
- წყნეთში ამყავხარ, გუშინ შენებთან ვიყავით საბუთებზე და შევპირდი სახსალამათს დაგაბრუნებდი. ავუხსნით სიტუაციას, რომ გაურკვევლობაა. იქ იცხოვრებ. კვირაში ორჯერ კაცს გამოგზავნიან შემოწმებებზე და რაღაც წამლებსაც დაგინიშნავენ. მაგრამ, ისეც არ გაქვს გაფრენილი, როგორც თვითონ ფიქრობენ. ამიტომ არ დალევ. შენი ციხეში გაშვებით შესაძლოა ამ მდგომარეობით რაიმე შარი აეკიდებინათ. 2 წელი ასე მოგემსახურებიან კარდაკარ.
- და ორი წელი სახლში გამოკეტილი უნდა ვიყო?!
- მარტო მაინც არ იცხოვრებ. იქ ვერ დაბრუნდებოდი, რაფაელი თუ სუფთა ჰაერზე დააბიჯებს თავისი აყროლებული ფეხებით, პირველი შენს მოსაძებნად იქ მივა, რომ თავისი ხელით ჩაგაძაღლოს.
- ჯანდაბა!!! - გაღიზიანებულმა მუშტი რამდენჯერმე მანქანის ჭერს ავარტყი და ამოვიგმინე.
- დაწყნარდი ახლა, თორემ მე დაგაძალებ იმ წამლების დალევას. გოგონებსაც ამოგიყვან ხოლმე, მოკლედ არ მოგაწყენ გპირდები.
ჩემი ცხოვრება, დღითიდღე უფრო მაგარ ნეხვში ისვრებოდა და სუნის დაყენებასაც არ ერიდებოდა. თავში ათასი აზრი მიტრიალებდა. რაფაელი, საკუთარი თავი ნიკუშა... და რათქმაუნდა ის საყვარელი ქალი, ვის გამოც მგონი მართლაც შემერყა ნერვული სისტემა. მეც მშვენივრად ვატყობდი საკუთარ თავს, რომ კონტროლი აღარ შემეძლო. პატარა რაიმეზე, მაშინვე ვცეცხლდებოდი და ჩემი ამოხეთქვსისთვის წინააღმდეგობის გაწევა, უდიდეს ტანჯვად მიჯდებოდა.
- რაფაელი თუ გარეთაა, ელიზაბეტს მოძებნის. გთხოვ, მოატრიალე მანქანა...
- შერიგდით და რამე?! - ხმა გაებზარა ნიკუშას.
- არც შევრიგდებით, უბრალოდ მოატრიალე ეს დაწყევლილი მანქანა, ხომ შეგიძლია არა?! რამეს დაუშავებს და ამით იმაზე მეტად მატკენს, ვიდრე პირდაპირ ყელის გამოჭრაა!
- ერთხელ უკვე მიგატრიალებინე მანქანა და მიგიშვი იქ, სადაც არაფერი გესაქმებოდა. არა მგონია დაგვიწყებოდა, რაც დაგემართა. ზუსტად მაგ ქალის დევნის გამო ხარ ეხლა შინა პატიმრობაში და მოისვენე ერთ ადგილას! მიხედავს საკუთარ თავს, ან მივხედავ... შენ არ ჩაერიო. ამჯერად მაინც. თვალში არავის გაეჩხირო!
- ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა! - მუშტები საქარე მინის შიდა ნაწილს დავუშინე და თვალები მაგრად დავხუჭე, რომ რაიმე სიგიჟე არ ჩამედინა.



დავბრუნდით!



№1  offline წევრი Hickie

ეს არის შანსი კიდევ ერთხელ წავიკითხო და კიდევ შევიგრძნო ყველაფერი რაც ამ ისტორიამ გამოიწვია ჩემში! ????????
ეს თავი წავიკითხე და ისევ ისეთი შეგრძნებები დამიტოვა როგორიც პირველად წაკითხვისას.
არაკაცია რაფაელი, მეტი რა მეთქმის...

 


№2  offline მოდერი Moonlight17

საყვარელო როგორ გამახარე ❤️❤️
Hickie
ეს არის შანსი კიდევ ერთხელ წავიკითხო და კიდევ შევიგრძნო ყველაფერი რაც ამ ისტორიამ გამოიწვია ჩემში! ????????
ეს თავი წავიკითხე და ისევ ისეთი შეგრძნებები დამიტოვა როგორიც პირველად წაკითხვისას.
არაკაცია რაფაელი, მეტი რა მეთქმის...

 


№3 სტუმარი სტუმარი Lilu

ყველას ვურჩევ რომ ეს ისტორია წაიკითხონ.უბრალოდ სასწაულია და შენ მუნლაით, ვინც გიცნობთ ისედაც ვიცით როგორი სასწაულების მოხდენა შეგიძლია. მალე დაგვიბრუნდი ახალი სიგიჟეებით ❤️

 


№4  offline მოდერი Moonlight17

არც კი ვიცი რა ვთქვა, უღრმესი მადლობა❤️ მალე დავბრუნდები
სტუმარი Lilu
ყველას ვურჩევ რომ ეს ისტორია წაიკითხონ.უბრალოდ სასწაულია და შენ მუნლაით, ვინც გიცნობთ ისედაც ვიცით როგორი სასწაულების მოხდენა შეგიძლია. მალე დაგვიბრუნდი ახალი სიგიჟეებით ❤️

 


№5 სტუმარი გაგუ

ამ ისტორიის რიცხვობრივი რაოდენობა მაოცებს, ყველას თუ არა ამ საიტზე მყოფი ხალხის 90პროცენტს მაინც ყნდა ჰქონდეს წაკითხული...
ეს არ არის ისტორია რომელიც გაგართობს, გაგახალისებს და დროს გაგაყვანინებს. ეს არის ისტორია რომელიც ცხოვრებისეულ სირთულეებზე დაგაფიქრებს.
არაჩვეულებრივი ხარ ავტორ!

 


№6  offline მოდერი Moonlight17

ძალიან ძალიან დიდი მადლობა ❤️
გაგუ
ამ ისტორიის რიცხვობრივი რაოდენობა მაოცებს, ყველას თუ არა ამ საიტზე მყოფი ხალხის 90პროცენტს მაინც ყნდა ჰქონდეს წაკითხული...
ეს არ არის ისტორია რომელიც გაგართობს, გაგახალისებს და დროს გაგაყვანინებს. ეს არის ისტორია რომელიც ცხოვრებისეულ სირთულეებზე დაგაფიქრებს.
არაჩვეულებრივი ხარ ავტორ!

 


№7 სტუმარი Likuna

ღმერთო, ძალიან შოკში ვარ!

 


№8  offline მოდერი Moonlight17

Likuna
ღმერთო, ძალიან შოკში ვარ!

smile

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent