შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ მოვარჯულოთ ტირანი (თავი 5 )


22-06-2019, 17:09
ავტორი მირანდა ა
ნანახია 3 208

ინტერესით ვაჩერდები მისი ხელის მოძრაობას,უცბად აზვრენს გრძელ თითებს შარვლის უკანა ჯიბეში და პატარა შავ კოლოფს მუჭაში მაშინვე იქცევს. დაახლოებით ვხვდები ახლა რის გაკეთებას აპირებს,ხოდა მეც უკვე გეგმას ვადგენ როგორ მოვგუდო ეს ადამიანი იქამდე სანამ სიტყვას დაძრავს..ისევ ჯდება სავარძელში და ფეხს ფეხზე იდებს,ცოტა ხანს მშვიდი სახით გაყურებს მის წინ მჯდარ უკვე ასაკში შესულ ჩემს მშობლებს და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება,რომ თითქოს თვალებით ესაუბრებიან ერთმანეთს.
მოულოდნელად ფეხზე ვდგები და ისტერიულ სიცილს ვტეხ,ვცდილობ როგორმე მათი ყურადღება მივიქციო მაგრამ ამაოდ,მამაჩემი წარბებს კრავს და სკამზე მჯდარი თავს ჩემკენ ატრიალებს,თვალებით მანიშნებს რომ დავჯდე და მეც მაშინვე დამჯერი შვილივით სავარძელს ვეკვრი. უკვე წარმომიდგენია მათი რეაქცია როცა გიგა იმ საშინელ სიტყვებს წარმოსთქვამს ბაგეებიდან რისი გაგონებაც ახლა ყველაზე ნაკლებად მინდა.
ღრმად ისუნთქავს ჰაერს ჩემს გვერდით მჯდომი,ხელს ჩემი ხელისკენ აპარებს და ნაზად მეხება,უხერხული ღიმილით ვპასუხობ და ვცდილობ მისი დიდრონი ხელისგან განვთავისუფლდე მაგრამ ხელის გულს შეუმჩნევლად,ძალიან ნელა მაჭერს ხელზე და ისიც ეშმაკურად მიღიმის,რაც ალბად იმის მანიშნებელია რომ არ მიღირს რაიმეს გაკეთება ახლა.
-მოკლედ -მშვიდი ხმით იწყებს,ყველა ყურადღებით აჩერდება გიგას და სახეებზე ეტყობათ რომ ერთი სული აქვთ როდის მოისმენენ იმას რისი თქმის სურვილიც ტანჯავს მათ წინ მჯდარ ახალგაზრდა მამაკაცს უკვე რამდენიმე წუთია. მარჯვენა ხელს წინ სწევს,მუჭას ხსნის და მის ხელის გულზე მოთავსებულ შავ კოლოფს მაგიდაზე ხელის ერთი მოქმედებით აცურებს,მაშინვე ყველას ყურადღება კოლოფზე გადააქვს
-ეს რა არის საყვარელო ? -ეკითხება დედაჩემი და ორივე ხელით კოლოფს მის ხელის გულებში იქცევს,რატომღაც არ ხსნის და ისევ უკან აბრუნებს მალევე.
გიგა ფეხზე დგება,სავარძელს ოდნავ შორდება და გვერდით იწევა,თავს ხრის და მოულოდნელად იმუხლება,თვალებგაფართოვებული პირზე ორივე ხელს ვიფარებ რომ სიბრაზისგან ყვირილი არ ავტეხო.
-რას აკეთებ ?- მამაჩემი ფეხზე იჭრება,მისკენ რამდენიმე ნაბიჯს დგამს და მისივე ფეხებთან მოქცეულ გიგას ბრაზით აშტერდება.
-მინდა თქვენი ქალიშვილის ხელი გთხოვოთ -ამის გაგონებაზე დედაჩემი,მამაჩემი და ლელა ერთდროულად ატრიალებს თავს ჩემკენ,ტუჩს სიმწრისგან ვიკვნეტ და ვცდილობ არაფერი შევიმჩნიო,გაოცებულ სახეს ვიღებ,ფეხზე ვდგები და გიგასკენ მივდივარ
-გიგა რას აკეთებ ?- ვეკითხები მე
-მინდა,რომ ჩემი ცხოვრების მეგზური გახდე,მინდა რომ ჩვენს სიყვარულს ნამდვილი სახელი დაერქვას,მინდა რომ შვილები გვყავდეს,ჩემი სახლის დიასახლისი გახდე,ჩემი ქალბატონი -ამ კაცმა ნამდვილად იცის როგორ ითამაშოს,არც გამიკვირდება თუ გავიგებ რომ სამსახიობოზე აქვს ჩაბარებული ადრე. მთელს სხეულზე სიმხურალე მივლის,ნერწყვს გაჭირვებით ვყლაპავ და საწყლად ვკრავ წარბებს -ბატონო,ქალბატონო-ფეხზე დგება და დედაჩემისკენ მიდის -დამრთავთ ნებას რომ თქვენი შვილი გავაბედნიერო ? -შოკირებული დედაჩემი ჯერ მამაჩემს გაყურებს,მერე ლელას და ბოლოს ისევ გიგას აშტერდება
-კი მაგრამ.. რამდენი ხანია რაც ერთმანეთს ხვდებით ? -წინ გამოდის მამაჩემიც
- იცით.. -წინადადების დასრულებას არ მაცდის ისე მეჭრება საუბარსი გიგა
- იცით,ჩვენ დიდი ხანია უკვე რაც ერთმანეთი გვიყვარს,უბრალოდ ჩემი სტატუსის გამო არ ვასაჯაროვებდით,ხომ ხვდებით,ჟურნალისტები,ხალხი .. -დამაჯერებლად საუბრობს ეს ეშმაკის მოადგილე.. ჯანდაბა..
- და რას წარმოადგენთ ? -ლელას კითხვა მოულოდნელად ისმის,იმის მიუხედავად რომ უკვე იცის ვინ არის გიგა ვერ ვხვდები საერთოდ რატომღა არკვევს ახლიდან
- მე უმსხვილესი კომპანიის მთავარი დირეკტორი ვარ,ალბად გაგიგიათ და მოგისმენიათ რაიმე ჩემს შესახებ, გიგა ქავთარაძე -გაოცებისგან პირი ღია რჩება ყველას,რათქმა უნდა ჩემი გამოკლებით
- რა? (მამა)
- ბატონო,მესმის თქვენი რეაქციის,მესმის ყველაფერი.. მაგრამ გულს ვერ უბრძანებ (გიგა)
- როდის გადაწყვითეთ დაწორწინება? რამდენი ხანია უკვე ამას რაც გეგმავდით ( დედა)
- იცით ანაბელმა არაფერი იცოდა ამის შესახებ,ალბად სახეზევე შეატყობთ,მის გარეშე აღარ შემიძლია და უცბად გადავწყვიტე ეს გამეკეთებინა,როგორც კი თქვენი ჩამოსვლის შესახებ შევიწყვე მაშინვე აქ მოვედი (გიგა)
- საიდან გაიგე მათი ჩამოსვლის შესახებ ? -დაეჭვებული თვალებს ვჭუტავ
- საყვარელო,ხომ იცი რომ ყოველთვის ყველაფერი ვიცი ? (გიგა)
- ახლა მხოლოდ ანამ კი არა,ჩვენც ვიცით ეგ (ლელა)
- აბა რას მიპასუხებთ ? -იღიმის გიგა და მკლავებში თვალის დახამხამებაში მიქცევს,მეც უხერხულად ვხვევ ხელებს წელზე
- კარგი,კარგი.. უცნაურია მაგრამ .. თანახმა ვარ მე -მამაჩემის პასუხი გულზე ისარივით მესობა,ყველაფერს მოველოდი მისგან გარდა ამ პასუხისა. გიგა მაგიდისკენ მიდის,კოლოფს იღებს და ბეჭედს თითებს შორის იქცევს
- მინდა ეს მომენტი ყველამ ნახოს -მიღიმის და თითზე მაცვამს ბეჭედს... -ვიცი რომ არ გიყვარს როცა შენს გამო ვიხარდები ძალიან,მაგრამ ეს ხომ ჩვენი სიყვარულის დამადასტურებელი ერთ-ერთი რამაა ? მაპატიე რომ ბრილიანტია -აცხადებს და შუბლზე მკოცნის... მშობლები ჩვენკენ მოდიან,გვეხვევიან და მერე ჩემს თითზე მორგებულ ბეჭედს ურცხვად ამოწმებენ.. ახლა რაც მინდა არის ის,რომ მიწა შუაზე გაიხლიჩოს,ჩამიყოლოს შიგნით და მერე ისევ შეერთდეს,ერთი პრობლემა არ მყოფნიდა ახლა მეორე დაემატა,ჩემი მშობლების გამაღიზიანებელი საქციელი. ხელს ფრთხილად ვწევ,ზურგს უკან ვმალავ და უხასიათოდ ვიყურები მეორე მხარეს
- შემიძლია ჩემს საცოლეს ცალკე გავესაუბრო -ჩემს გვერდით მდგომი ხელს მხვევს მხრებზე და გასასვლელი კარისკენ მივყავარ.. ახლა ალბად ყველაფერს მივახლი პირში რაც კი გონებაში მომივა,არა უფრო უკეთესი,ბეჭედს გადავაყლაპებ!
სადარბაზოში გავდივართ და კარებს ფრთხილად იკეტავს ზურგს უკან,მომღიმარი სახე ეცლვება,ისევ მკაცრ სახეს იღებს და თავს რამდენჯერმე ატრიალებს
- ეს რა ჯანდაბა იყო ახლა? -ვეკითხები ხმადაბლა და მისკენ მივიწყევ
- ხელი გთხოვე,ვიცოდი რომ უარს იტყოდი -მპასუხობს დინჯად
- და თუ იცოდი მაშინ იძულებული რატომ გამხადე ?
- იმიტომ,რომ საქმე მოითხოვს ამას
- მე ადამიანად არ მთვლი ? -ყელში თითქოს უზარმაზარი ბურთი მეჩხირება,თვალებზე ცრემლები მაწვება,თავს ვხრი და ვხვდები რომ ვერაფერსაც ვეღარ ვეტყვი,რომც ვუთხრა აზრი არ ექნება
- არა -მპასუხობს და ისე მივლის გვერდს რომ მხარს მხარზე მკრავს -მეჩქარება ახლა - კიბეებზე ჩერდება - ა ხო,მართლა.. -საფულიდან ბარათს იღებს და მაწვდის - ხვალვე შეუდექი კაბის ძებნას,ქორწილი ერთ კვირაში იქნება, ამ ბარათით იყიდი რაც დაგჭირდება,რასაც საჭიროდ ჩათვლი, მერე ჩემთან სახლში მოდი სხვა საკითხები უნდა მოვაგვაროთ,თან მამაჩემს გაიცნობ,უკვე შევატყობინე ყველას ამ ამბის შესახებ იქამდე სანამ აქ მოვიდოდი,ამიტომ .. -წარბებს ზევით ზიდავს და კიბეებზე ჩასვლას აგრძელებს.
ბარათით ხელში ვდგავარ ერთ ადგილზე გაშეშებული,მეორე ხელით უნებლიედ წამოსულ ცრემლებს ვიწმენდ და თავს დანანებით ვიქნებ,საერთოდ რა მინდოდა რომ მივდიოდი და მათ საუბარში ვერეოდი ? მართალია გიგა,ყველაფერი ჩემი ბრალია..

სახლში დაბრუნებული ბარათს მაგიდაზე ვდებ,სკამზე ვჯდები და თავს ხელებშუა ვიქცევ
- ეს რა არის ? -გვერდით მიჯდება დედა
- ბარათია,ამის დახმარებით შევიძენ კაბას
- უკვე კაბა უნდა იყიდო ?
- ხო ერთ კვირაში იქნება ქორწილი
- ასე მალე რატომ ? ან რა უნდა მოასწროთ ?
- მთავარია ერთად ვიყოთ,მჯერა რომ გიგა ყველაფერს მოაგვარებს -ვუღიმი და ხელზე ვეფერები,ბარათს ვიღებ და ჩემი ოთახისკენ მივიწევ,შიგნით შევდივარ და კარს საკეტით ვკეტავ.. ჩემზე ახია..

****
მას შემდეგ რაც გიგა ჩემს სახლში იყო უკვე ექვსი დღე გავიდა,საქორწილო კაბის საქმე მეორე დღესვე მოვაგვარე,დიდად არ მინდოდა განსაკუთრებულად მდიდრული კაბა მაგრამ მშობლების ამბავი ხომ იცით ?
ყველაფრის ორგანიზება საკუთარ თავზე აიღო გიგამ,ალბად ეს იმიტომ რომ მე არ მენდობა ანდაც იმიტომ რომ უყვარს ყველაფერი ისე რომ არის როგორც თვითონ მოსწონს,თითქმის არაფრის კეთება მიწევს და ეს ყველაფერი უფრო დამღლელად მეჩვენება,მთელი რვა დღეა რაც ტყუილუბრალოდ დავხეტიალებ ქალაქის ქუჩებში იმის გამო რომ ვინმეს ეჭვი არ გაუჩნდეს იმის შესახებ რომ ყველაფერი ტყუილია ჩემი სახლში ჯდომის წყალობით,ამ ხუთი დღის განმავლობაში გიგაც მხოლოდ იმას ცდილოობდა რომ სახლიდან შორს მოაგვარებინა საქმეები და ჩემს მის სახლში არ მისვლას საიდუმლო შეხვედრებს აწერდა.
ესეც არ იყო საკმარისი და,იძულებულიც კი გამხადა რომ მდიდრული ტანსაცმელი მეყიდა,დედაჩემს და ჩემს დას მეტი რა უნდოდათ ? მომკიდეს ხელი და რაც კი მაღაზია არსებობს ქალაქში ყველა მომატარეს,ყველაზე მაღალ ფასიან ტანსაცმელს წასწვდნენ ხელებით და არა მხოლოდ ჩემთვის..ზოგჯერ შთაბეჭდილება მრჩება იმის,რომ გიგას თანმხობა იმიტომ უთხრეს რომ კარგად გაანალიზეს რაოდენ მდიდარ ოჯახში მგზავნიან,ალბად იმედიც დიდი აქვთ გულის სიღრმეში იმის რომ მატერიალურად დაუდგება გვერდით გიგა,გიგა თუ არა მე მაინც.
მეექვსე დღეს დათგმული შეხვედრისთვის ჩემს ოჯახში ალიაქოთია,გიგას მამა უნდა გვესტუმროს გვახარა ნინომ ჩვენს სახლში მოსვლი თდა ერთი ორი მწარეთაც გამცხო გულსატკენი სიტყვები განაწყენებულმა იმის შესახებ რომ გიგას და ჩემი სიყვარულის ამბავს ამდენ ხანს ვმალავდი..ვინ იცის ჩემს გონებასა და გულში რა ჯანდაბა ხდება ? ყველაფერს ისე მოვერგე თითქოს და არაფერია უჩვეულო ამ ამბებში,გიგას უაზრო თამაშში ჩემდაუნებურად პროფესიონალურად ჩავერთე და ზოგჯერ მეც კი მიკვირს როგორ ვახერხებ ასე კარგად ემოციების მართვას იქამდე სანამ ოთახში მარტო არ ვიკეტები..

-ანა,მოდი მალე-მეძახის დედაჩემი და მეც მაშინვე საკუჭნაოდან სამზარეულოში გავბრივარ მომღიმარი სახით -რამდენიმე საათში გიგა და მისი ოჯახი გვესტუმრება,მინდა ყველაფერი მაღალ დონეზე იყოს,ჩვენ როგორც შეგვეფერება ისე,მოდი დამეხმარე ერთი,ღუმელიდან ნამცხვარი გამოიღე და აი აგერ,მაგიდაზე დადგი -მეუბნება და თითს მაგიდისკენ იშვერს.. ყველაფერს სწორად ისე ვაკეთებ როგორც მავალებს,თანაც ისეთი ხალისით რომ ვინმე იფიქრებს კიდეც ერთი სული მაქვს როდის მობრძანდება ჩემი მომავალი მეუღლე..
მამაჩემი მისაღებ ოთახში მეზობლის სახლიდან გამოტანილ უზარმაზარ ხის მაგიდას დგამს,კარგად ამოწმებს ხომ ყველაფერი რიგზე არის და დაღლილი სკამზე ჯდება,შუბლზე ხელს ისვამს და ქოშინს ყვება.
მაგის შუა გულში ხილით სავსე უზარმაზარ თეფშს ვდგამ და გვერდით პატარა ლარნაკში მოთავსებულ ყვავილებს ვუდგამ,ლელას ერთი რაც ევალება არის ის,რომ იჯდეს ჩუმად და იქამდე მოასწროს ჩაცმა-დახურვა სანამ სტუმრები მოვლენ.
- იცი რა მაინტერესებს ?-მეუბნება დედაჩემი და თან მაგიდაზე თეფშებს აწყობს
- რა?
-ჯერ არ გითქვამს რატომ მიმალავდი შენი და გიგას ამბავს
-არ მინდოდა წინასწარ რამე მეთქვა,ხომ იცი ყოველთვის ფრთხილი ვიყავი ამ საქმეში -ვიცინი და ვეხვევი მკლავზე,ბედნიერი შუბლზე მკოცნის და ფრთხილად მიცილებს..
ოთახში შევდივარ,კარადიდან მარკიან კაბას ვიღებ და სხეულზე ვირგებ,სარკის წინ მდგარი საკუთარ თავს ვაჩერდები და ვცნობ.. ეს მე არ ვარ ! არ შეიძლება რომ მე ასეთი ვიყო,ასეთ ტანსაცმელში გამოწყობილი და თანაც ასეთი უბედური,ვგრძნობ ჩემს შინით როგორ ფორიაქობს გული საგულეში და მარცხენა ხელს გულზე ვიდებ,თვალებს ვხუჭავ და დაღლილი სარკის წინ მდგარ დაბალ სკამზე ვჯდები.
რამდენჯერმე ვცადე სიმართლე მეთქვა,მაგრამ რამდენეჯრაც დავაპირე იმდენჯერ გაჩუმება ვარჩიე,ჩემი მშობლების ბედნიერებით სავსე თვალებს ყოველ წამს ვაწყდები ყველგან და ერთიანად მბოჭს,მანადგუებს რადგან არ შემიძლია მათი ბედნიერება ერთი ხელის მოსმით უბედურებად ვაქციო,არც ის მინდა რომ გაბრიელს შეექმნას საფრთხე,მაგრამ არც ის მსიამოვნებს რომ მე ვიტანჯები..
დიდი სავარცხლით თმას ვივარცხნი,უკან ვიყრი ხვეულებს და ღრმად ვისუნთქავ ჰაერს,ოთახიდან ისევ მისაღებში ვბრუნდები და სავარძელში ვესვენები,ჩემს წინ კდელზე დაკიდულ საათს ავშტერებივარ,უკვე ექვსი საათია და სადაცაა ისინიც მოვლენ,აფორიაქებულ დედაჩემს ცოტაც და გული წაუვა ნერვიულობისგან,ყოველ წამს იმას იმეორებს რომ ვაი და არ მოვეწონოთ, ვაი და რამე არასწორად თქვან ან გააკეთონ ?
გაშლილ მაგიდას სკამებს ვუდგამთ აქეთ-იქიდან და ახლაღა მშვიდდება ყველა,ოთახს სიჩუმე ეუფლება და ცოტა ხანს ყველა თავის ნაჭუჭში იკეტება.
- რა ლამაზი ხარ- თვალებაცრემლიანებული მამაჩემი შორიდან კომპლიმენტს მეუბნება და მეც საპასუხოდ მხოლოდ ვიღიმი,მეტი რა მეთქმის რო ?

კარებზე ზარის ხმა ისმის,ფეხზე ვდგები,მშვიდად მივაბიჯებ შემოსასვლელისკენ და სახელურს ვაბჯენ ხელს,ჩემს უკან მთელი ჩემი ოჯახი დგება,კარს ვაღებ და ჩემს წინ მდგარ ქავთარაძეების მთლიან შემადგენლობას ვაწყდები
-მობრძანდით-ვიწევი გვერდზე და გზას ვუთმობ,ისინიც მაშინვე შიგნით შემოდიან და ჩემი ოჯახის წევრებისკენ მიიწევენ,ბოლო დარჩენილი ჭაღარა თმიანი მამაკაცი ცოტა ხანს ზღურბლთან ჩერდება,მათვალიერებს და ხელს მიწვდის,ჯერ ვერ ვხვდები ვინაა მაგრამ მეც ხელს ვუწვდი,ვუღიმი და ვცდილობ მსუბუქად მოვქაჩო ჩემკენ რომ სახლში შემოვიყვანო
-ძალიან სასიამოვნოა შენთან შეხვედრა -მეუბნება და უკვე ვხვდები ვინ შეიძლება იყოს ეს მამაკაცი
-მადლობთ,ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა
-დავითი-მეუბნება და მეხვევა-გიგას მამა ვარ მე,ალბად მიხვდი
-კი მივხვდი-ვიცინი და მეც ხელებს ვხვევ-ნუ იდგებით,მობრძანდით-მაგიდისკენ ვიპატიჟებ ბატონ დავითს და მაგიდის თავში ვაჯენ,დანარჩენი ყველა აქეთ-იქით ვუსხდებით მაგიდას
-როგორ უცბად გადაწყვიტეს ბავშვებმა ყველაფერი-იძახის ბატონი დავითი და მამაჩემს თვალს არ აშორებს
-გაოცებული ვარ ჯერ კიდევ-აყოლებს მამაჩემიც და ბატონო დავითი მაშინვე ისე იღიმის თითქოს რაღაც ტვირთი მოხსნეს მხრებიდან
-მზად ხარ ხვალინდელი დღისთვის ? -მეკიტხება მე
-კი ბატონო დავით,ხვალ დილაუთენია სალონში ვარ ჩაწერილი,სალონიდან მოსვლის შემდეგ კაბასაც მოვირგებ საბოლოოდ (მე)
-მაინც ნაწყენი ვარ რომ არაფერი მითხარით (ნინო)
-მაპატიე ნინო,ასე იყო საჭირო (გიგა)
-ხვალ მე მინდა დაგეხმარო ყველაფერში (ნინო)
-რა თქმა უნდა -ვპასუხობ და ფეხზე ვდგები,მაგიდის გულში მდგარ თეფშს ვიღებ და ბატონ დავითს ვაწვდუ -თუ შეიძლება,მიირთვის,ჩემი მომზადებულია-ვაყოლებ და ისიც მაშინვე მაცლის ხელიდან თეფშს,თავის თეფშზე მცირე ოდენობის ბადრიჯანს იღებს და მაშინვე შეექცევა
-მგონი,მზარეული აღარ დაგვჭირდება-იცინი და თან ილუკმება
-ხო,ჩემი ლამაზი მეუღლე ამ საქმეში პირველია -პასუხობს გიგა და ხელს მკიდებს ხელზე.. მინდა რომ წამოვხტე,ის ხელი მოვატეხო,ის ბადრიჯნებიც ზედ შევაყარო და მერე გავაგდო,მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია ?
-ალბად იცით რომ გიგას ვაჟიშვილი ყავს-იძახის ნინო
-კი გვითხრა ანამ -პასუხობს მამაჩემი -რატომ არ მოიყვანეთ ? მოგეყვანათ,შევხედავდით ბავშვს
-გაბრიელს უკვე ეძინა ბატონო-პასუხობს ლაშა და მკაცრი სახით მაშტერდება მე.ვერ ვხვდები რა უნდა,მაგრამ ვბცდილობ მზერა ავარიდო..

საღამო სასიამოვნო აღმოჩნდა,ერთმანეთი გავიცანით,კარგადაც გავუგეთ და ცოტა ხანს დამავიწყდა კიდეც ყველაფერი,გიგას მამა საშინლად საინტერესო და თბილი კაცი აღმოჩნდა,სწორედ ისეთი როგორსაც ნამდვილად არ მოველოდი..
მათი წასვლის ჟამს გიგა ჩემთან ერთად გასვლას ითხოვს გარეთ,ყველა ნებართვას აძლევს და მაშინვე მაშორებს იქაურობას,სადარბაზოსთანღა ჩერსდება და ხელს მიშვებს
-ყოჩაღ-პიჯაკს იფერთხს
-რა?
-კარგად გამოგდის ხალხის მოტყუება-მეუბნება და იღიმის
-ზოგჯერ ყველას კარგად გამოგვდის ამის კეთება
-მე მიგულისხმე ხომ ?
-როგორ მიხვდი ?
-ჩვენ ორის გარდა არავინ იტყუება
-ხო..-თავს ვატრიალებ და ყურადღება სხვა რამეზე გადამაქვს,მიახლოვდება და მხრებზე ხელებს მკიდებს,გაოგნებული მისკენ ვატრიალებ ისევ თავს,უკან უკან მიოვიწევ და ისიც მე მომყვება ფეხდაფეხ,კედელს მთელი ზურგით ვეხები,წასასვლელი არსადაა,მთელი ძალით ვცდილობ მოვიშორო მისი ხელები მაგრამ არ გამომდის. გამომცდელი მზერით თვალს-თვალში მიყრის,ენით ქვედა ტუჩს ისველებს და ჩემკენ იხრება,ახლა ცოტაც და გული ამერევა,ძალა მეცლება და ორივე ხელს ძირს ვწევ,უმწეოდ ვაჩერდები მეც და ვცდილობ არაფერზე ვიფიქრო.
უფრო მეტად იწევა ჩემკენ,ახლა მის სუნთქვას ვგრძნობ ჩემს ბაგეებთან,გული გამალებით მიცემს,თვალებს ძლიერად ვხუჭავ და ტუჩებს ვკუმავ რომ კოცნა ვერ შეძლოს,ერთ ხელს მიშვებს და კისერზე მეხება თავისი დიდრონი მტევნებით და თავს ზევით მაწევინებს.
თვალებს ვახელ,აზრზე მოვდივარ
-რა ჯანდაბას აკეთებ?- ვეკითხები და ხელს გულ-მკერდზე ვკრავ,ძვრა არ აქვს
-ვცდილობ გავიარო რეპეტიცია-მპასუხობს და ეღიმება
-რის რეპეტიცია?
-კოცნის,მინდა ხვალ დამაჯერებელი იყოს -მისი პასუხი ჭკუიდან მშლის
-რომელ კოცნაზე მელაპარაკები ? კოცნა არ იქნება -ჯიუტად ვპასუხობ
-ვაი თუ იყოს?
-ვაი თუ არ იყოს?
-შენი რა მიდის ? მაკოცნინე,მგონია რომ გამოცდილი ხარ -ეშმაკური გზით მიდგება ახლა
-მაშინ რეპეტიცია აღარაა საჭირო -ვპასუხობ და კიდევ ვკრავ ხელს,ვიშორებ და სადარბაზოსკენ სვლას ვიწყებ,ეს-ესაა უნდა შევიდე შიგნით რომ წელზე მკიდებს ხელებს,უკან მექაჩება და ზედ მიკრავს,სუნთქვა მეკვირს,გაოცებული ვშეშდები და ერთ წერტილს ვუშტერებ თვალებს.

ჩემთვის უცხო შეგრძნება მეუფლება,ერთიანად მეყინა მთელი სხეული,არ ვიცი რა გავაკეთო,სად წავიდე,რა ვთქვა ან საერთოდ უნდა ვთქვა და გავაკეთო საერთოდ რამე ?
ხელებს წელზე მიჭერს,უფრო და უფრო ძლიერ მიკრავს ზედ და თავს ჩემი კისრის მიმართულებით ხრის,ცოტა ხანს ჩერდება,მის თბილ სუნთქვას ვგრძნობ,ამ საზიზღარ კაცს რაღაცა აქვს მიზნად დასახული ნამდვილად,რაღაც მინდა რომ მოვიმოქმედო,მაგრამ არაფერი შემიძლია.
მოულოდნელად კისერზე ნაზ ამბორს ვგრძნობ,ეკლები მაყრის,გული მაშინვე საშინლად მიწყებს ფეთქვას,თვალებზე ბინდი მედება და რამდენჯერმე ვაფახუნებ რომ აზრზე მოვიდე,კისერზე მობჯენილ ტუჩებს ცოტა ხანს არ მაშორებს და ვდგავარ ასე გაუნძრევლად დაახლოებით ორი წუთი.
წელს მინთავისუფლებს თავისი ხელებისგან,ისევ სწორდება წელში ,რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ წინ,მისკენ მთლიანად ვტრიალდები და საცოდავი სახით ვაკვირდები,საერთოდ არ მესმის რა ხდება ახლა, რა უტრიალებს იმ გამოლაყულ თავში ..
ღმერთო რა უნდა ჩემგან ამ მტანჯველ ადამიანს ? ახლა რომაგი თამაში წამოიწყო ?


მოგესალმებით..
ბოდიშით დაგვიანებისთვის და ახლა პატარა თავისთვის,მაგრამ სამწუხაროდ მეტად დიდი თავის დადება ვერ მოვახერხე დღეს.
ხვალ კი საინტერესო და უზარმზარი თავი გელით :D



№1 სტუმარი ნათენაძე

ნეტაარ მოვკვდე ახლა.. აღარ დააგვიანო რა

 


№2  offline წევრი ნორმი

ძალიან კარგი ისტორიააა.
ყოჩაღ შენ...
უგემრიელესი და უმაგრესია!
--------------------
მორფეოსი

 


№3  offline წევრი მირანდა ა

ნათენაძე
ნეტაარ მოვკვდე ახლა.. აღარ დააგვიანო რა


არ დავაგვიანებ <3

ნორმი
ძალიან კარგი ისტორიააა.
ყოჩაღ შენ...
უგემრიელესი და უმაგრესია!


დიდი მადლობაა

 


№4 სტუმარი ანეე

კარგი იქნება მატერიალურზე ასე ძალიან თუ არ გაამახვილებ ყურადღებას...
ანაბელის მშობლები თითხოს ხარბ ადამიანად გამოიყვანე...
ის მომენტი გიგამ რომ აღნიშნა ბრილიანტის ბეჭედიაო ეგეც ზედმეტი იყო ვფიქრობ...
ამ გიგას ხასიათს ვერ ვხვდები საერთოდ რა უნდა იმასაც ვერ ვხვდები
იმედია შემდეგს მალე დადებ

 


№5  offline წევრი მირანდა ა

ანეე
კარგი იქნება მატერიალურზე ასე ძალიან თუ არ გაამახვილებ ყურადღებას...
ანაბელის მშობლები თითხოს ხარბ ადამიანად გამოიყვანე...
ის მომენტი გიგამ რომ აღნიშნა ბრილიანტის ბეჭედიაო ეგეც ზედმეტი იყო ვფიქრობ...
ამ გიგას ხასიათს ვერ ვხვდები საერთოდ რა უნდა იმასაც ვერ ვხვდები
იმედია შემდეგს მალე დადებ


მატერიალურ მხარეს სპეციალურად ვუსვამ წითელ ხაზს. ყველაფერი რაც წერია არის წინასწარ გათვლილი <3 შემდეგ თავს ხვალ დავდებ,მადლობა რომდაინტერესდი ჩემი ისტორიით <3

 


№6 სტუმარი სტუმარი ანა

ველოდები დიდი ინტერესით... სასიამოვნო წასაკითხია.. ????????????????

 


№7  offline წევრი მირანდა ა

სტუმარი ანა
ველოდები დიდი ინტერესით... სასიამოვნო წასაკითხია.. ????????????????

მადლობაა

 


№8 სტუმარი ანეე

როდის დადეებ?

 


№9 სტუმარი ია

როდის დაიდება შემდეგი თავი????

 


№10  offline წევრი მირანდა ა

ხვალ დავდებ გოგოებო ან დღეს გვიან ღამით როცა შინ დავბრუნდები,ბოდიშით დაგვიანებისთვის

 


№11 სტუმარი სტუმარი ირმა

კარგი ისტორიებია მაგრამ, ისე აგვიანებთ ახალი თავების დადებას სურვილი აგარ მაქვს წაკითხვის.

 


№12  offline წევრი Xutu

Dges dadet zalian gtxov

 


№13 სტუმარი ანეეე

აუუ დადეეეეე გთხოოვ

 


№14 სტუმარი A

როდის დადებ შემდეგ თავს? უკვე რამდენიმე დღეა ველოდები. დადე რა მალე. გელოდები უამრავი.

 


№15 სტუმარი სტუმარი პაწუკა

სულ დასრულებულ ისტორიებს ვკითხულობ მაგრამ ამ ტირანმა ისე ჩამითრია უკვე ნორვოზი მაქვს ველოდები ახალ თავს და არ ჩანს????

 


№16 სტუმარი ანეეე

დადეეეე მალეეეეე

 


№17  offline წევრი Soposofi

Rodis shen tqvi davdebo da imis mere 3 dge gavida :(

 


№18 სტუმარი სტუმარი პაწუკა

კარგით რა ???? წინა თავი ისეთი პატარა იყო მეგონა მომდევნოს მალე წავიკითხავდი????

 


№19 სტუმარი უცნობიიიი

ძალიან მაგარია და ველოდები შემდეგ თავს რაც შეიძლება მალეე

 


№20 სტუმარი ანეეეეეეე

დავიტნჯეეეე ... დადე რაა მალე

 


№21 სტუმარი სტუმარი თეკო

დადეთ რააა მალეეე

 


№22 სტუმარი სტუმარი ნათია

აღარ იდება?

 


№23 სტუმარი ანკ

როდის დადეეეეეეებ

 


№24  offline წევრი ვარა შველიძე

როდის დადებ

 


№25 სტუმარი მიკო

დადებ ოდესმეე?!

 


№26 სტუმარი სტუმარი თეკო

როდის დაიდება

 


№27 სტუმარი ,,,,

რატო არ დებთ შემდეგ თავს??? ან თუ ვერ დებ და აგვიანებ ხო უნდა დაწეროთ ვერ ვახერხებ დადებასო

 


№28 სტუმარი სტუმარი Tamta

Au Dade raa shemdegi Ravi gtxoov????????

 


№29  offline წევრი Soposofi

როგორც ჩანს ამ ისტორიამ დაყვინთა :)))

 


№30 სტუმარი სტუმარი გვანცა

დადეთ გაგძელება რა ველი გულით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent