შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემდეგ...(5)


23-06-2019, 07:28
ავტორი Stranger things
ნანახია 2 451

დამუნჯებულმა გავხსენი კარი და მარიამს შიგნით შესასვლელად ვუბიძგე...ანუ გამოდის რომ...იქ ერთიდაიგივე ადამიანმა გაგვიშვა...
-თეკლა მართლა არ მინდოდა...მიბრაზდები?

მარიამს უხმოდ მივაწოდე პირსახოცი და აბაზანის კარისკენ ვანიშნე.
-არ გიბრაზდები, სწრაფად დაიბანე თორემ ეხლა მაკო შეამჩნევს რომ იქ აღარ ვართ და აქ დაგვადგება.
-აუ იცი რა გემრიელია?!-გამომძახა სააბაზანოდან.
-მორჩი ჭამას!-შევძახე და საწოლზე ჩამოვჯექი.
აბაზანიდან წყლის ხმა გამოდიოდა და თან მარიამის გულისწამღები სიმღერა ერთვოდა. წესით მაქსიმუმ სამ წუთიანი უნდა ყოფილიყო... მაგრამ რატომღაც გრძელდებოდა და გრძელდებოდა, მე აქედან გაქცევის გზებზე ვფიქრობდი მაგრამ თან მეცოდებოდა დასატოვებლად, ამიტომ უბრალოდ მოვდუნდი და ვეცადე სხვა რამეზე მეფიქრა, ყველაფრის მიუხედავად გონებიდან არ ამომდიოდა დემნა და საშინლად მაინტერესებდა იყო თუ არა ლილე მისი ცოლი, ამ არეულობაში ისიც კი ვერ მოვახერხე რომ მაკოსთვის მაინც მეკითხა, დემნადან ფიქრები ისევ მარიამის დაბდურა საქციელამდე მიდიოდა, სოლო კონცერტს კი ბოლო არ უჩანდა, წამში ისეთმა აზრმა გამიელვა მაშინვე დავინტრიგდი ვეღარ მოვითმინე სანამ გამოვიდოდა რომ მაშინ მეკითხა და გავძახე:
-ვისი სიყვარული აღარ მინდაო მარიკუნიი?!
ცოტა ხნით გაჩუმდა და ჩაიცინა.
-ეს სიყვარული შენ რომ მაჩუქე აღარ მინდა-თქო.-მითხრა დაეჭვებულმა და კვლავ სიმღერა განაგრძო.
-ეგ სიმღერა ვიცი ის ვიკითხე შემთხვევით დამიანეს ხომ არ უმღერი-თქო.
გავიცინე და კიდევ ერთხელ ამომიტივტივდა თავში როგორ ახსენა დემნამ ვიღაც თავისი პარტნიორი დამიანე რომელმაც მისი ასისტენტი ლამაზი მკერდის გამო აიყვანა სამსახურში.
-მაგ იდიოტზე საერთოდ საიდან იცი?-უცებ გამოხსნა კარი მარიამმა და პირსახოც შემოხვეული დამადგა თავზე.
-აუცილებლად დამიანე უნდა მეხსენებინა რომ გამოსულიყავი?-გავიცინე და ელენეს კაბა მივაწოდე.-პირადი რეპეტიტორი გყავს თუ შენ დაამუშავე ეგ სიმღერა ესე საოცრად?
-ინსპირაცია შენი ნამღერიდან წამოვიდა.-ენა გამომიყო ორი წლის ბავშვივით და აბაზანაში შეიმალა კაბასთან ერთად.
-ბაჩი შენზე ზრდასრულია!-შევძახე და სიცილით გავაქნიე თავი.
-შენ კითხვაზე მიპასუხე...დამიანეზე საიდან იცი-თქო?-წარბაწეილი გამოვიდა და ზურგით მოტრიალდა.-შემიკარი რაა.-ელვაზე მანიშნა.
-დემნამ გახსენათ კოტეჯში, საოცარ კონტექსტში, დამიანემ აიყვანა ჩემი ასისტენტიო.
-უიმეე...ეგ ბიჭი ნამეტანი მიშლის უკვე ნერვებს რით ვერ შეიგნო რომ არ მომწონს შეიძლება ადამიანი 24 საათი ფლირტაობდეს? ნახევარი კომპანია მაგაზე გიჟდება-თავი გააქნია.-მეორე ნახევარი კაცია.-დააყოლა სწრაფადვე.-დემნას ვერ უბედავენ და მაგას კი დასდევენ ჯგუფ-ჯგუფად.
ლაპარაკში მარიამმა თმაც გაიშრო და მაკიაჟიც გაიკეთა.
-რა მნიშვნელობა ქონდა სალონში ორი საათი ჯდომას თუ ეხლა ჩემი გაკეთებული მაკიაჟით უნდა ვიარო.-დაიწუწუნა და საქორწილო დარბაზში შეაბიჯა.
-გიხდება.-ღიმილით შემოგვეგება ლილე და მარიამს კაბაზე ანიშნა.
-მადლობა, წამოდი დავსხდეთ ძალიან მშია.
-კარგი ჩვენ მაგიდასთანაცაა თავისუფალი ადგილები და იქ წავიდეთ.-უთხრა ლილემ და მარიამის თანხმობის შემდეგ წინ წავიდა.
-მე მაკოსთან უნდა მივიდე.-ვთქვი და იქით წავედი საითაც მაკო იდგა და მონდომებით მიქნევდა ხელს.
-ეხლა რაღა გააფუჭე?-ვკითხე პირდაპირ.
-არ გაბრაზდე...-აჰაა მივუხვდი.-გოგას მეგობარს მოეწონე და შევპირდი რო გაგაცნობდი.
-გავთხოვდით და მაჭანკლობა დავიწყეთო?-წარბები ავზიდე და მის სახეზე გულიანად გამეცინა.
-რა იყო, მართლა კარგი ბიჭია.-თქვა და წამში აიკერა ანგელოზის ღიმილი.-გაიცანი ეს ნიკაა.- წამის მეასედში შემატირლა ვიღაც ბიჭისკენ.
-გამარჯობა...თეკლა.-ვუთხარი და ხელი ჩამოვართვი.
-სასიამოვნოა.-გამიღიმა ბიჭმა.-ვიცეკვოთ?-მომახალა პირდაპირ.
-იცით არ ღირს...-დავიწყე მაგრამ მაკომ გამაწყვეტინა.
-გიჟდება ცეკვაზე.-უთხრა ბიჭს და საცეკვაო მოედნისაკენ გვიბიძგა...ოჰ, მაკო,მაკო, ამოვიოხრე და საკმაოდ შემთვრალს მონდომებით გავუღიმე.
-ძალიან ლამაზი ხარ.-ეჰ...დაიწყო...
ბიჭი პირს არ აჩუმებდა და მთვრალ ღიმილს არ მაკლებდა, უკვე ერთი სული მქონდა ცეკვა დამთავრებულიყო, წელზე რომ ჩაცურდნენ ბიჭის ხელები.
-უკაცრავად.-ვუთხარი სიტუაციით შეწუხებულმა და მოშორება ვცადე მაგრამ ბიჭმა უხეშად მიმიკრო.-იცით...ჯობს დავჯდე.
-ცეკვა ჯერ არ დამთავრებულა...
-დამთავრდა.-ჩემთვის ნაცნობ ბუბუნა ხმას გაბრაზების ნოტები გამორეოდა და ძარღვებდაჭიმული შემოჰყურებდა ჩემზე შემოტმანსილ ხელებს.
-შენ რა გინდა?!
აჰაა დაიწყო კაცობა...ამოვიოხრე და უაზროდ გაჭიმულ ბიჭს შევხედე.
-ხელები.-ღიმილით ანიშნა და ამ ღიმილში დაუფარავად წავიკითხე მუქარა.
დემნას რაღა უნდოდა, სიტუაციაზე უკვე ნერვები მეშლებოდა. ზუსტად არ ვიცი რა გამომრჩა მაგრამ ბიჭმა სწრაფად მომაშორა ხელები და მოცეკვავე წყვილებს შორის გაუჩინარდა.
-შენთვის არ უსწავლებიათ რომ ნაბი**რებს არ უნდა ეცეკვო?-ზევიდან დამხედა და ტუჩებმოკუმულმა მომხვია ხელები.
საშინლად გავბრაზდი, უკვე ზედმეტები მოსდიოდა, გასაგებია რომ მთელი კვირა ერთად გავატარეთ მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავდა რომ უფლება ქონდა ჩემ საქმეში ჩარეულიყო ან გავეკრიტიკებინე.
-ცეკვა არ ვიცი.-შევუბღვირე და გამოვეცალე.
ყურს მელოდიური სიცილი მისწვდა...ეს სიცილი მენატრებოდა...
-მოდი ჩემთან.-წასულს ხელი მომკიდა და გულზე ამიხუტა.-პატარა ბავშვი ხარ რაა...-გამიღიმა ცხვირზე მაკოცა.
გავხევდი...დაუფიქრებლად მივყვებოდი მის მოძრაობას, მოულოდნელობა ჩემში ერთიანად გავრცელდა და ვიგრძენი როგორ შეგროვდა ლოყებთან.
-გაწითლდი.-კიდევ გამიღიმა და ლოყაზე მაკოცა.
-რას აკეთებ?!-ჯერ კიდევ გაბრუებულმა წამოვიძახე.
-მთელი საღამოა ვერ გამოგიჭირე.-მიღიმოდა და ლოყაზე მეფერებოდა.
-ჩემგან რა გინდა?-ვკითხე ჩურჩულით, გასაკვირია რომ საერთოდ გაიგო.
-ჯერჯერობით ცეკვა.-მიპასუხა და კიდევ გამიღიმა...ეს რაღაც საეჭვოდ იღიმოდა ამდენს.
-შენ რითი განსხვავდები იმისგან?-ვკითხე გაცეცხლებულმა, უეცრად ლილე ამომიტივტივდა თავში და კიდევ უფრო გავბრაზდი.
-იმისგან განსხვავებით ჩემთან ცეკვა მოგწონს.-ამიხსნა და ცხვირი ჩარგო ჩემს კისერში.
-გამიშვი.-თვალები დავუბრიალე და როგროც იქნა გამოვეცალე.
გაბრუებული მივედი პატარძლის მაგიდამდე და გაბრწყინებულ მაკოს რომელმაც ამდენ მოცეკვავე წყვილში მე და დემნა დიდი ალბათობით ვერ შეგვნიშნა თვლები დავუბრიალე, ისიც მიხვდა რომ გაცლა ჯობდა და გოგასთან ერთად სადღაც წავიდა.
ჯერ კიდევ ეიფორიიდან გამოსვლას ვცდილობდი მარიამი რომ მომიჯდა გვერდით.
-ტორზე რა უნდა ვქნათ?-მომახალა პირდაპირ.
-ჯანდაბა ტორტი...-თვალები დავჭყიტე და მაკოს ძებნა დავიწყე.-არადა რამდენი ხანი არჩევდა, გაგიჟდება.
-იქნებ ახალი ვიყიდოთ?-წამოაყენა აზრი.
-დაბადების დღის ტორტი ხომ არაა, რამდენიმე სართულიანი საქორწინო ტორტი სად უნდა ვიშოვოთ?
-კარგი, იქნებ მოვახერხოთ რამე? მაკო მოვძებნოთ.
-აი იქაა.-მოცეკვავე წყვილებს შორის ვანიშნე მე.
-წამოდი.
მარიამმა პატარძალს რაღაც გადაულაპარაკა და ის და გოგა სწრაფად გამოეცალნენ საცეკვაო მოედანს.
-წამოდი დავსხდეთ.-მაკო გაკვირვებული უყურებდა მარიამის გამოცვლილ კაბას.-ეგ ელენესია?
-ხო.-სწრაფად ვუპასუხე და მაგიდასთან ჩამოვჯექი.
-რა ხდება?-იკითხა გოგამ.
-მარიამი ტორტს დაეჯახა.-პირდაპირ ვუთხარი მე.
-მოიცა...რა?-მაკო ფეხზე წამოდგა და სამზარეულოსაკენ წავიდა.
-მაპატიე, არ მინდოდა, შემთხვევით მოხდა.-თავდახრილი მიჰყვებოდა მარიამი.
იმის დასკვნის შემდეგ რომ ტორტს აღარაფერი ეშველებოდა, მაკომ ხმა როგროც იქნა ამოიღო.
-არაუშავს საყვარელო.-მარიამს გადაეხვია.-ძალით ხომ არ გინდოდა, უბრალოდ ტორტია დიდი არაფერი.-მაინც ვერ შეიკავა თავი და ცრემლები წამოუვიდა, ყოველთვის ასეთი გულჩვილი იყო პატარა უსიამოვნებაზეც კი ტიროდა, ამ სიტუაციას კი პატარა ნამდვილად არ ეთქმოდა.
-ძალიან, ძალიან ვწუხვარ... იქნებ ახალი ტორტი ვიშოვოთ...
ცოტაც და ალბათ მარიამიც ატირდებოდა, დემნა და ლილე რომ მოგვიახლოვდნენ, დემნას ბაჩი აეყვანა, ბავშვს მის მხარზე ქონდა თავი ჩამოდებული, ალბათ ეძინა.
-ჩვენ უნდა წავიდეთ.-გვითხრა ლილემ.-ბაჩის ჩაეძინა.
-რა ხდება?-იკითხა დემნამ როგროც კი მაკოს ნამტირალევი თვალები შეამჩნია.
-არაფერი ისეთი... უბრალოდ ტორტი გაფუჭდა.-ამოიოხრა მაკომ და ლილეს გადაეხვია.- ვწუხვარ ასე ადრე რომ გიწევთ წასვლა.
-მოიცა...მაგიტომ ტირი მერე?-კითხა ლილემ.-ნაცნობი კონდიტერი მყავს, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო დავურეკავ და იქნებ რამე მოგვიგვაროს...რომ მცოდნოდა რომ მეორე ტორტი არ გქონდათ აქამდეც დავრეკავდი.
ლილე ორი წუთით გავიდა, მე კი ამ დროის განმავლობაში დემნას ვერ ვაშორებდი თვალს... დაწყნარებულზე ვხვდებოდი... იმის მიუხედავად რომ მასზე თითქმის არაფერი ვიცოდი, მენატრებოდა , მენატრებოდა მისი თითოეული ნაკვთი, ის უჟმური ხასიათიც კი მენატრებოდა, ჩვენი ერთობლივი წიგნის კითხვა, ფილმის ყურება, შუა ღამისას გამართული დიალოგები და სულელური ჩხუბები, უცნაურია მაგრამ მისი გაკეთებული საზიზღარი გემოს ჩაიც კი მენატრებოდა , უშაქრო და მწარე... დემნა არც კი მიყურებდა და ამ ყველაფრის გამო დანაშაულის შეგრძნება მჭამდა...ლილე...თავს შევძახე რომ უნდა გამოვფხიზლებულიყავი და დემნას მიმართ ყველანაირი გრძნობა ჩამეხშო.
-ჩემმა მეგობარმა გადმოგცა რომ არ ინერვიულო, ეს დღე შენია და დიდი სიამოვნებით დაგეხმარება.-ახარა მაკოს იმ წამს მოსულმა გაბრწყინებულმა ლილემ .-ასეთი ამბები ხდება ხოლმე და ნერვიულობად არ ღირს, ხვალინდელი ქორწილისთვის ტორტი ჰქონია გამზადებული, მითხრა რომ შეგვიძლია წამოვიღოთ თვითონ კი ღამით გამოაცხობს ახალს.
-ძალიან კარგი, ახლავე წავიდეთ.-თქვა გოგამ.
-არა მოიცა, სტუმრებს ასე ვერ დატოვებთ...თან შევპირდი რომ დავეხმარებოდი ახლის გამოცხობაში, ამიტომაც მე წავალ.
-ბაჩი?-იკითხა მაკომ.
-ჯერ გაგიყვან, საკონდიტროში დაგტოვებ და მე ტორტს წამოვიღებ , ბაჩის კი არაუშავს ცოტა ხნით მანქანაში დავაძინებთ და შემდეგ წავიყვან სახლში.-თქვა დემნამ.
-იცით...ბატონო დემნა, მანქანით ვარ და შემიძლია ეგ მე მოვაგვარო.-თქვა მარიამმა.
-კი კარგი იქნება.-უთხრა ლილემ.
-მაშ კარგი, ჩვენ წავედით.-თქვა და საოცრად თბილი გაუხდა მზერა ბაჩის რომ დახედა.
ლილე მივიდა და ბავშვს აკოცა, პატარა მაიმუნი მაშინვე გამოფხიზლდა და დედიკოს მოხვია ხელები.
-სად მიდიხარ დეე?-ამოთქვა ნახევრად მძინარემ.
-მალე მკვალ, შენ დემნა წაგიყვანს.
-მე შენთან მინდა....-ამოიტირა პატარამ.
-ცოტა ხნით უნდა წავიდე და მალე დავბრუნდები.-ეჩურჩულებოდა გოგო.
-ჩემი თეკლა ექიმი სადაა?-თვალებით დამიწყო ძებნა.-დედიკო ცოტა ხნით მიდის, შენ ხომ დამაძინებ?-უკვე საკმაოდ გამოფხიზლებულმა შემომანათა გაბრწყინებული თვალები.
ისეთი საყვარელი იყო დაუფიქრებლად გავყვებოდი, თან ქორწილმა საკმაოდ დამღალა, მთვრალი ხალხი უკვე ერთმანეთში ირეოდა, ვინ მოდიოდა და ვინ მიდიოდა ვერ გაიგებდი.
-არა დედიკო, თეკლა ექიმს ვერ ვთხოვთ რომ წამოვიდეს.-თავი გააქნია ლილემ.
-წამოვა!-გამოაცხადა დემნამ და სწრაფად ჩამკიდა თავისუფალი ხელი.-კარგად.
დამუნჯებული სწრაფად ავედევნე კაცს, მაკოსთან დამშვიდობებაც კი ვერ მოვასწარი.
-იქნებ დარჩენა მინდოდა.-ამოვთქვი მე.
-უჩემოდ?-მკითხა და სერიოზული სახით გამომხედა.
-დემნა...-თვალები დავაწვრილე მას შემდეგ რაც გავიაზრე რა მითხრა.
-რაო?
-ცუდად იქცევი.
-რატომ?-წარბები შეკრა და ზევიდან დამხედა.
-არ უნდა მეფლირტავებოდე.
-გეფლირტავები?-გაეცინა მას.
-არაა?-ვკითხე და კიდევ უფრო გავწითლდი.
მანქანის კარი გამიღო, ჩაძინებული ბაჩი კი უკან დააწვინა.
-მე არ ვფლირტაობ.-მითხრა მას შემდეგ რაც მანქანა დაძრა.
-რაცაა...-ამოვიოხრე და აწითლებულ ლოყებზე ხელები დავისვი...სულ ასე როგორ უნდა მემართებოდეს.-არ შეიძლება.
-და რატომ?
ეხლა რომ მეთქვა ცოლი გყავს-თქო, თუნად არ ყოლოდა ეჭვიანობაში გაატარებდა.
-გავგიჟდები.-ამოვიოხრე და თავი ხელებში ჩავრგე.
-ჰეი, კარგი... კარგი ხმას აღარ ამოვიღებ გპირდები.-წარბებშეკრულმა გამომხედა.-არ მინდოდა შენი გაბრაზება.
-მატყუებ.-შევხედე პატარა ბავშვივით... გაეღიმა.-ხო კარგი პატარა ბავშვი ვარ რაა.-მეც გამეცინა,დემნა დაპირებისამებრ ხმას არ იღებდა ამიტომაც მე ვთქვი მის ნაცვლად, ამაზე ისე გამომხედა ლამის ჩამოვდნი...რას მმართებდა ეს კაცი... თავი ხელებში ჩავრგე და ღრმად ჩავისუნთქე...ლილიე რომ მისი ცოლი იყოს და ეს მეფლირტავებოდეს ალბათ გავგიჟდებოდი... მაგრამ არა, ბოლომდე ვერც კი ვხვდებოდი რატომ მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ რაღაცას ვურევდი....ის აქ იჯდა, ასე მონატრებული მე კი არც კი ვუყურებდი, ყველაფრის მიუხედავად ჯიუტად არ ვწევდი თავს.
-მელაპარაკე რაა...
„ეს მე ვთქვი?... ნამდვილად მე ვთქვი...მელაპარაკე და ჯანდაბა შენ... ეგაა თავს ვაჯობე და არ ვუყურებო?...ოჰ თეკლა,თეკლა“ თვითგვემაში ვიყავი დემნამ რომ დაიჩურჩულა.
-გიბრაზდები.
-მიბრაზდები?-თავი წამოვწიე და ფრთხილად გავხედე.
„აჰაა ეხლა თავიც წამოწიე...მერე რა იქნება კისერზე დაეკოდები?!“
-ხო გიბრაზდები, მე ისე მინდოდა შენთან ლაპარაკი ქორწილიდან გამოგაქციე და შენ კიდევ იმის საშუალებასაც არ მაძლევ გიყურო მაინც.-მშვიდად მიხსნიდა და კიდევ უფრო მაბნევდა, ვერაფერით ვეჩვეოდი მის პირდაპირ ხასიათს და თან ეს ძალიან, ძალიან მიზიდავდა მასში.
ლილეზე მეფიქროებოდა...“ჯანდაბა შენ თავს, თეკლა...ეხლა იჯექი ბატივით...გაგერკვია მაინც“
მანქანა დიდ ჭიშკართან გაჩერდა, დემნა მაშინვე გადმოვიდა, ჯერ მე გამიღო კარი და ისე რომ ჩემ გადმოსვლას არ დალოდებია ახლა ბაჩის დასწვდა რომ გადმოეყვანა, უხმოდ გამიძღვა წინ, დიდი ეზოს გავლით ძალიან გემოვნებიანად, მაგრამ მინიმალისტურად მოწყობილ სახლში შევიდა და მაშინვე მეორე სართულის კიბეებს აუყვა.
-მისი ოთახი ზემოთაა.-მიხსნიდა.-შენ თუ გინდა ქვევით დაიცადე, სძინავს და მაინც ვერ გაიგებს შენ იქ ყოფნას.
-არა...წამოვალ.-დავიჩურჩულე მეც.
დემნას მზერას ვერ ვწყვეტდი. ბაჩი პატარა საწოლზე დააწვინა, შემობრუნდა და ჩემკენ წამოვიდა, მე კარში ვიყავი გახევებული.
-წამოდი ჩავიდეთ.
გასვლა არ დავანებე და გულზე მივადე თავი, მეც არ ვიცი რატომ გავაკეთე მაგრამ ეს ის იყო რაც ძალიან მინდოდა...ხელზე მომკიდა და თავისი თითები ჩემსაში ახლართა, ამან კიდევ უფრო მეტად იმოქმედა.
-წამოდი.-ვუთხარი ასე რამდენიმე წუთიანი დგომის შემდეგ და ქვედა სართულზე ჩავედი.
სახლი უკეთესად დავათვალიერე, დიდი მისაღებიდან ორი კარი გადიოდა და უზარმაზარი სახლის პირველი სართული როგორც მივხვდი მხოლოდ ამ სამ ოთახს ეკავა, პირველი კარი ღია ოყო და კარგად ვხედავდი სამზარეულოს, ხოლო მეორე დაკეტილი იყო.
-წამიყვან?-ვკითხე და კარისაკენ წავიწიე.
-ჯერ არა.-მიპასუხა და დიდ, ნაცრისფერ დივანზე ჩამოჯდა.
ცოტახნიანი ლოდინის შემდეგ მოშორებით მივუჯექი, ხელში ჩაბღუჯული ტელეფონი იქვე მაგიდაზე დავდე, თავი კი საზურგეს მივაყრდენი და გვერდულად გავხედე...როგორი უზადო ნაკვთები ჰქონდა, ისეთი გამოყვანილი, უბრალოდ თვალს ვერ ვწყვეტდი.
-რას აკეთებდი მთელი ეს დღეები?-მკითხა და მთელი ამ დროის განმავლობაში პირველად გამომხედა, გაეღიმა და ჩემსავით დაჯდა, ახლა ისიც ისე მიყურებდა როგორც მე მას.
-მაკოს ქორწილის ამბებში ვიყავი თავიდან ბოლომდე გახვეული.-გამეღიმა მე.- ერთხელ მაინც რომ გამოჩენილიყავი უფრო ადრეც გნახავდი.
კედელზე ლილეს, ბაჩის და დემნას ერთობლივი სურათი შევნიშნე, ისე ბედნიერად გამოიყურებოდნენ, რამდენიმე წლის წინანდელი იყო რადგან, ბაჩი ჯერ მხოლოდ ერთი წლის თუ იქნებოდა... ერთიანად ჟრჟოლამ ამიტანა, ფეხზე წამოვხტი და დემნას წინ დავდექი.
-სახლში წამიყვანე.-ვუთხარი მკაცრად.
სახეზე შევატყვე რომ ჩემი ხასიათის ცვლილებამ ძალიან გააკვირვა.
-არა.-მიპასუხა მშვიდად.
მკლავზე ხელი მომკიდა და ისე უცებ აღმოვჩნდი მის გვერდით გააზრებაც ვერ მოვასწარი, ისევ გვერდულად მიყურებდა და ახლა მისი სახე ძალიან ახლოს იყო, გასწორდა, წინ გადაიხარა და პულტს დასწვდა.
-ვერაფრით ვუყურე ახალ სერიას შენ გარეშე.-მითხრა და ტელევიზორი ჩართო.
შემდეგ ისევ გასწორდა და თავის ადგილს დაუბრუნდა.
-არა,არა...-დავიწყე და რაც შემეძლო გავიწიე.-გთხოვ უნდა წავიდე...ასე არ შეიძლება... ძალიან გთხოვ..
-სულ ცოტა ხნით.- მითხრა და შუბლი მხარზე დამადო, ალბათ თავლები დახუჭა.
დიდხანს ვისხედით გაუნძრევლად, უკვე აღარც სურვილი მქონდა გაწევის და აღარც ძალა.
-მოდი პოპკორნს გავაკეთებ.-შემომთავაზა მან რამდენიმე წუთის შემდეგ.-და ერთ სერიას მაინც ვუყუროთ.
-მე გავაკეთებ.-ვუთხარი და მთელი ძალისხმევა დამჭირდა რომ ავმდგარიყავი.
ახლა ორი წუთით გარიდებაც კი შვება იქნებოდა, იქნებ ასე მაინც შემძლებოდა ნორმალურად აზროვნება.
-მაშინ მე დაგეხმარები.-წამოდგომა დააპირა მაგრამ გავაჩერე.
-არა, იყავი...მითხარი რა სად დევს და მე თვითონ გავაკეთებ.
სამზარეულოში გავედი და დემნას მითითებებს მივყევი, მომზადებას უკვე ვამთავრებდი, ჩემმა ტელეფონმა რომ დარეკა.
-მარიამია.-გამომძახა დემნამ.
-არ მცალია, ხმამაღალზე უპასუხე და შენ დაელაპარაკე რაა..-ვთხოვე მე, ალბათ ლილეს და თვითონ სჭირდებათ რამე.
ზარი შეწყდა და მაშინვე მარიამის ხმა გაისმა, ისე მიაყარა სიტყვები დემნამ ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო.
-ვერც კი წარმოიდგენ რა გაგირკვიე, არაა ლილე დემნას ცოლი, სულ ტყუილად ეჭვიანობდი.
...ჯანდაბა, მარიამ.



№1  offline წევრი დარინა

აი ძალიან მომეონს ეს წყვილი თეკლა როგორი გიჟიაა, ბავშვებთან ერთად რომ ჩაჯდა და თამაშობდა ბევრი ვიცინეე, ძალიან მაინტერესებს თავს როგორ დაიძვრენს ბოლო სიტუაციიდან, უკვე წარმომიდგენია ამ სიტუაციაში დემნა როგორ გარრთობაა, ახლა ერთი სული მაქვს შემდეგი თავი როდის იქნებაა.

 


№2  offline წევრი Maia G.

ყოჩაღ მარიამ რაააა :D:D
კარგად ვიხალისე,გელოდები ❤❤❤

 


№3  offline წევრი Stranger things

დარინა
აი ძალიან მომეონს ეს წყვილი თეკლა როგორი გიჟიაა, ბავშვებთან ერთად რომ ჩაჯდა და თამაშობდა ბევრი ვიცინეე, ძალიან მაინტერესებს თავს როგორ დაიძვრენს ბოლო სიტუაციიდან, უკვე წარმომიდგენია ამ სიტუაციაში დემნა როგორ გარრთობაა, ახლა ერთი სული მაქვს შემდეგი თავი როდის იქნებაა.

გაერთობა, გაერთობა joy ვეცდები მალე დავდო blush

მაია❤
ყოჩაღ მარიამ რაააა :D:D
კარგად ვიხალისე,გელოდები ❤❤❤

მარიამი მადლობას გითვლით blush მიხარია რომ მოგწონთ heart_eyes

 


№4 სტუმარი სტუმარი ლიკა

ვა თეკლა ნამდვილს გავს????????(ლ.ა)

 


№5 სტუმარი სტუმარი მარიამი

ვაიმეე ვაიმეეე მოვკლავ ჩემს თავს????????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent