შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქრისტეფორეს სამფლობელოში {10 თავი}


23-06-2019, 20:36
ავტორი Someone wandering
ნანახია 5 430

მზიანი დღე იყო,სწორედ ისეთი ბუნების დანახვა გუნებას რომ გამოგიკეთებდა და სიცოცხლის ხალისს შეგძენდა. პირადად ჩემთვის მზე ჰარმონიასთან და სიცოცხლესთან ასოცირდება,წვიმა კი მელანქოლიასთან. 4 სეზონი არსებობს,განსხვავებული თავიანთი მახასიათებლებით,სწორედ ასე განვსხვავდებით ადამიანები ერთმანეთისგან,ყველა ინდივიდუალურია,საკუთარი მიზნებისა და შეხედულებების არსებობით.
არასდროს გქონიათ ისეთი შემთხვევა,რომ უფრო მეტის გაკეთება შეგიძლიათ,მაგრამ ძალა არ გყოფნით? ნუთუ ჩვენ ცხოვრება იმდენად ამაოა,რომ ძალისხმევა არ გაგვაჩნია? ვფიქრობ არა,მთავარი მონდომება და მომავლის ხედვაა.
******
თავი ქრისტეფორეს მკერდზე ედო,ხელი კი მუცელზე მოეთავსებინა,ცხელი სუნთქვა ბიჭის სხეულს ეფრქვეოდა და მის გრილ სურნელს ერწყმოდა. დილის 10 საათი სრულდებოდა,როდესაც თაისას გაეღვიძა,თვალები გაახილა თუ არა ბიჭის წელს ზემოთ შიშველ სხეულს წააწყდა,თვალები კაკლისოდენა გაუხდა,ტვინში ვერაფრის გადახარშვა ვერ მაოასწრო ისე ატეხა კივილი.
-ჯანდაბა,ჯანდაბა-შეშლილის სახე ჰქონდა,როდესაც ქრისტეფორე იატაკიდან წამოვარდა
-რა გაყვირებს? სულ შეიშალე?-იღრიალა გაურკვევლობაში მყოფმა ბიჭმა
-ამის დედაც,ჩაიცვი,რამე მოიფარე-ბიჭის სრულიად შიშველ სხეულს თვალი აარიდა
-თითქოს გუშინ არ გინახავს-თვალები აატრიალა
- რა მარტივად ლაპარაკობ?-კბილები ერთმანეთს დააჭირა
-კივილი რომ დაიწყე მეგონა რამე საშინელება მოხდა,ახლა ისტერიკები არ დაიწყო,ეს შენც გინდოდა და მეც. აქ დავამთვაროთ ყველაფერი,რაც მოხდა აღარ შეიცვლება-ხელები გაშალა და ჩაიღიმა,საპასუხოდ კი ბალიში მიიღო
-მაგ შენს ღირსებაზე ეგ ბალიში აიფარე,თორემ თავ-პირს გაგიერთანებ-კბილებში გამოსცრა და თეთრეულს დაეჯაჯგურა,კარგად რომ მიეკრა სხეულზე,მხოლოდ სახე უჩანდა,აწითლებული სახე...
-აი,მივიფარე ხედავ?-წარბი აუწია ბიჭმა და თაისას გვერდით გადაინაცვლა
-რა აკეთებ?
-როგორც ხედავ შენს გვერდით ვიკავებ ადგილს-ირონიულად ამოილაპარაკა
-არა! აბაზანში შებრძანდი,მერე მე მოვწესრიგდები.
-ეს ჩემი ოთახია ქალბატონო თაისა.
-სულ ფეხებზე მკ*იდია შენი ოთახია თუ არა!-ხმას აუწია
-გუშინ რომ არ გე*კიდა?-წარბი აუწია და ხმაში სუსხი გაურია
-მომშორდი აქედან.
-გოგო შენ თავში მტრედები ხომ არ გიფრენენ? რა ისტერიკებს მიწყობ აქ,თითქოს მე დაგაბი გუშინ ძალით ლოგინთან.
-ეგ არ მითქვამს,მაგას არ ვამბობ-სახეზე ხელები აიფარა-შენთვის არაფერია,ჩემთვის კი არ არის ეგრე-ცრემლი ჩამოუგორდა სახეზე
-დედას შევეცი-შეკურთხა ბიჭმა და გოგოსკენ მიიწია-თვალებში შემომხედე!..შემომხედე თაისა,თორემ გაგიჟებული ქრისტეფორეს დანახვა არ გესიამოვნება-ყბები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა. გოგომ სახე მისას გაუსწორა და ცრემლები მოიწმინდა.
ეტკინა ქრისტეფორეს,ასეთი სუსტი თაისას დანახვა.
საკუთარ თავს არასდროს აპატიებდა ახლ ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხი რომ მიეღო.
-გუშინ,რამე ძალით გავაკეთე?-დუმილი.
-მიპასუხე-მუშტები შეკრა ქრისტეფორემ,ღმერთმა იცის რად უჯდებოდა ეს არ გამოვლენილი მრისხანება,რომელიც სხეულში გაუჯდა და შინაგანად ღრღნიდა,მოსვენებას არ აძლევდა.
-არა-ტუჩები სიმწრით მოიკვნიტა გოგომ
-კარგი,მადლობა პასუხისთვის-ღრმად ამოისუნთქა ბიჭმა და ნოხზე ზურგით გადაწვა-რა ქალიშვილი გოგოსავით ხარ-სახეზე ხელები შემოიჭდო ბიჭმა და სიცილი დაიწყო-მეგონა რამე ზედმეტი გავაკეთე მეთქი და თავი წუთით შემძულდა-ხმა დაუსერიოზლდა.
-რა თქვი?
-რა ვთქვი?-გაიკვირვა
-ქალიშვილი ვარ ქრისტეფორე-ამ სიტყვებს მთელი გული ამოაყოლა-შენ..ვინ გეგონე?-ტირილი დაიწყო,თავი ვერ შეიკავა. ბიჭმა კი მოულოდნელობისგან პირი დააღო,წამით სუნთქვა შეეკრა,ერთ ადგილას გახევდა.
-მე..მე..-სიტყვებს თავი ვერ მოაბა
-რა შენ,რაა?-ამოიტირა გოგომ
-არ მეგონე,დედა მომიკვდეს,ნატალიას ვფიცავარ თაისა-ხელებით საუბარი დაიწყო ბიჭმა
-რატომ არ გეგონე? ტრუსიკწამოხდილი დავდიოდი შენს წინაშე თუ რა? თუ თამამად რომ გელაპარაკებოდი ''მიცემაზე''? რატომ გეგონე? რატოომ?-კიოდა გოგო და ხელებს უმისამართოდ შლიდა
-არ ვიცი,ჯანდაბაა....-იღრიალა-ღმერთმა დამწყევლოს
-ეს შენ შემაჩვიე იმას,რომ თამაშში აგყოლოდი და მასე მესაუბრა...და შენ მასე განსაზღვრე ჩემი პატიოსნება? -წყენით ამოილაპარაკა და ცრემლები შეიმშრალა.
-მაპატიე,გევედრები...გთხოვ-ვედრება ისმოდა მის ხმაში,უდიდესი ტკივილი.
-პატიებას ნუ მთხოვ,არ მჭირდება...მე ვინ ვარ ჩემზე რამე წარმოდგენა რომ გქონდეს? თანაც უკვე გამ*იმე-სიმწით გაიქნია თავი
-აიი, უკვე ა*ტრაკებ -სუსხი გაერია ხმაში ქრისტეფორეს და გოგოსკენ მიიწია,სახეზე ხელები შემოაჭდო,შუბლი შუბლთან მიაბჯინა და ამოილაპარკა-ყველაზე სუფთა არსება შენ ხარ ვინც კი შემხვედრია-ლოყაზე ფრთხილად აკოცა და ცრემლები კოცნით დაუშრო,რომელიც გოგოს ღაწვებზე გაიკვლევდა გზას-არ იტირო რა,ყველაზე წმინდას გაფიცებ,ჩემს გამო მითუმეტეს...ამად არ ვღირვარ.
-არ ვიტირებ,აღარ...რაც იყო დასრულდა,რაც მოსახდენი იყო მოხდა,სექსი ვის არ ჰქონია?
-ნუ ლაპარაკობ ამჩემფეხა გოგოსავით,არ ხარ მასეთი,იყავი ის ვინც ხარ.
-შენ შემაჩვიე ასეთ საუბარს-თვალი თვალში გაუყარა
-სხვისი ფრაზებით ნურასდროს ისაუბრებ თაისა-თავზე აკოცა
-ერთია სხვისი ფრაზებით საუბარი,მეორე როდესაც სხვის ფრაზებს ისისხლხორცებ და საკუთარ აზრს ამატებ,საბოლოოდ მაგარი რამ გამოდის-ქრისტეფორეს ჩაეცინა
-ფილოსოფოსი ქუთაისელი სტუმარი-ჩაიცინა,შემდეგ კი სახე დაუსერიოზულდა,თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი გაახსენდა და სააბაზანოსთან მისულ გოგოს მიაძახა-თაისა,გუშინ პრეზერვატივი გამეხა და...
-ბავშვი არ გინდა ხო ქრისტეფორე?
-რა?-გაუცნობიერებლად წამოიყვირა-შენ..შენ დავიჯერო ბავშვი გინდა?
-ნუ ღელავ მაინც არაფერი მოხდება-სააბაზანოსკენ შებრუნდა და გზა განარძო
-ეგ როგორ გავიგო?-სულ მთლად დაიბნა ბიჭი,თაისა გაჩერდა და წამით გამოხედა ბიჭს.
-უნაყოფო ვარ-თაისას გამოხედვა,ტკივილით სავსე.
განცდილი სევდა.
არაამქვეყნიური,ტკივილით გაჯერებული გრძნობა,რომელიც ორგანიზმში მეტასტაზასავითაა გამჯდარი.
შეგუება...უბრალოდ შეჩვევა მწარე რეალობასთან.
სურვილი წარსულის დავიწყებისა,ამ მწარე რეალობისა.
*****
სკოლის დერეფანში ნუცასთან ერთად მიაბიჯებდა,კაფეტერიაში უნდა ჩასულიყო,თორემ მისი კუჭი უკვე შალახოს ცეკვავდა.
-ახლა იცი როგორ მშია?-ამოიბუზღუნა და დაქალს გადახედა
-მესმის შენი,მეც მასეთ მდგომარეობაში ვარ,მაგრამ შეხედე რამხელა რიგია-თავი უკან გადასწია ნუცამ
-სხვა რა გზაა,რიგში უნდა ჩავდგეთ.-რიგისენ გადაიწიეს,რამდენმე წუთში კი საკვების ხელში მაგიდისკენ მიიწევდნენ
-ფიზიკა მერამდენე გვაქვს?
-მეოთხე გვაქვს-თვალები აატრიალა ნუცამ
-აუ,როგორ გამიხარდა ჭამის შემდეგ მაგის გაკვეთილზე რომ უნდა ვიყო, ერთ ოთახში-ირონიულად ამოილაპარაკა
-ეს დაჩი არ არის?-უკან გაიხედა ნუცამ
-ვინ დაჩი...სად?-ახლა მიხვდა ვიზეც იყო საუბარი
-საწყალი,სახე როგორ აქვს-ტუჩები დაბრიცა ნუცამ
-რას მესარჩლებოდა აბა იმ დღეს? მეტის ღირსია-ბუზღუნით მოსვა გაზიანი სასმელი ანასტასიამ და თვალი კვლავ დაჩიკენ გააპარა-გამოიხედა,ჯანდაბა,დამინახა.
-კარგი,დამშვიდდი-გაიცინა ნუცამ
-არა რაა,ისეთი თვალები აქვს ვერ მოსწყვეტ,სულ მაგის ბრალია, იდიოტი,იმბეცილი-ლანძარავდა უკვე მისი მიმართულებით მოძრავ დაჩის,რომელსაც ერთი ბიჭი ამოსდგომოდა გვერდით
-გამარჯობა ანასტასია-თვალი ჩაუკრა გოგოს
-გაგიმარჯოს-თვალი თვალში გაუყარა,თან გაუკვირდა თუ საიდან იცოდა მისი სახელი-ვაა,სკოლა იმდენად პატარაა,რომ ჩემი სახელიც მალე გაგირკვევია,ყოჩაღ-ბიჭის თვალებს თვალს არ აშორებდა,მიმიკებს ისწავლიდა,რომელსაც წარბიც არ შეურხევია,უბრალოდ ჩაიღიმა
-მე რასაც მოვინდომებ ყველაფერს ვღებულობ-მხრები აიჩეჩა
-რაღაც არ მგონია ეგრე იყოს,ზედმეტად დიდი წარმოდგენა გაქვს შენს თავზე-გაზიანი სასმელი მოსვა და სველ ტუჩებზე ენა გადაისვა,რომ შეემშრალებინა. დაჩის მხედველობიდან არ გამოჰპარვია გოგოს საქციელი,თუმდა ოსტატურად გაართვა თავი ყველაფერს,არც კი შეიმჩნია რომ მზერა ანასტასიას ტუჩებზე წამით შეაჩერა
-შენ ნუცა ხარ ხო?-ახლა ნუცას მიუბრუნდა
-გახლავართ-ჩაეღიმა
-შენს დაქალს ეს რომ ვაჩუქო,უარს მეტყვის?-ჩუმად ჩაილაპარაკა და ჯიბიდან ამოღებული ფრჩხილის მოვლის საშუალებების კომპლექტი აჩვენა ნუცას,რომელმაც სიცილი ვერ შეიკავა,ანასტასიამ კი ცნობისმოყვარე მზერა მიაპყრო მათ,თუმცა შემდეგ თავი ისე დაიჭირა თითქოს არც აინტერესებდა.
-მის დაქალთან საუბრის გეშინია?-ირონიულად ამოილაპარკა
-როგორც ყველაზე მცოდნეს, შენი გემოვნების საკითხი ნუცას მშვენივრად ეცოდინებოდა-არც მან დააკლო ირონია-რას ფიქრობ ნუცა,მოეწონება?
-ვფიქრობ,ძალიან,მაგრამ ანასტასიასაც ვკითხოთ-გადაიხარხარა
-ანასტასიას არაფერს ვკითხავ,საჩუქარი ყველამ უნდა მიიღოს-ცალყბად ჩაიღიმა და გოგონას ეს კომპლექტი მაგიდაზე დაუდო,თან მისკენ გადაიხარა და უთხრა-ეს ჩემგან საჩუქრად,ფრჩხილებს მოუარე ველურო კატავ-თვალი ჩაუკრა და გახევებული და აფოფრილი გოგო მაგიდასთან დატოვა.
-ეს,გაუთლელ ხეპრე-მუშტები შეკრა
-გავიგონე-ხელი დაუქნია წინ მიმავალმა
-ძალიანაც კარგი,აჯობებს ლოკატორებიან ყურებს მიხედო.
-მერედა შენს ნაზ და ნარნარ ხმას როგორ გავიგონებ ლამაზო?-მისკენ შემოტრიალდა,გაუღიმა და ხელები გაშალა. ეს ფოსოებიც როგორ უხდება.
-ჯანდაბას შენი თავი დაჩი იმბეცილო-ადგილს დაუბრუნდა გოგო.
-ტასო,შენს თავს ვფიცავარ მაგარი ფსიხი და გიჟი ტიპია-სიცილს ვერ იკავებდა დაჩი-აუუ,მაგარი საჩუქარია.
-ამაზე უკეთესი არ მიმიღია არასდროს-ირონიულად ჩაიქირქილა-შენ რა გჭირს,იმ მასხარას აყევი?
-რა მასხარა,მაგარი სტრანი ტიპია-თითქოს დასეროზულდა
-ეგ ისეა სტრანი,როგორც მე ველური კატა.
-ასიანში გაარტყი დაო. მართლა ველური კატა ხარ- სიცილი განაგრძო.
-მორჩი სიცილს,თორემ ნანას ყბიდან ვეღარ ამოვალთ ნუცა!
-ჯანდაბას, მაინც ჭაობში ვართ-ენა გამოუყო ტასოს-საჩუქარი არ დაგრჩეს-მიაძახა გოგოს.
-ხო,დღეს ბალიშის ქვეშ უნდა ამოვიდო-თვალები აატრიალა.
*****
სახლში დაღლილი მივიდა და დივანზე რასაც ჰქვია მიესვენა,თან დაჩის 'არაჩვეულებრივი საჩუქარი' მაგიდაზე დადო.
-მამი,აქ ხარ?-გაუღიმა ამირანმა
-ახლახან მოვედი.
-ძალიან დაღლილი მეჩვენები-გოგოს გვერდით მოკალათდა და თავზე აკოცა
-ხოო,ძალიან დავიღალე მა.
-რა თქვი?-სწრაფად მოშორდა გოგოს-გაიმეორე,რა თქვი.
-რა?-ვერ მიხვდა.
-მამა დამიძახე. მამა...-იცინოდა კაცი და გოგოს ეხვეოდა.
-ვერც გავაცნობიერე-ჩაეღიმა გოგოს.
-აქ რა ხდება,რა ჟრიამულია?-ნატალიაც შემოუერთდა მათ
-ნატალია,ანასტასიამ მამა დამიძახა-ბავშვივით გაახარებული ხმით შესძახა ამირანმა
-მართლა?-სახეზე ხელები აიფარა ნატალიამ და ანასტასიას გადაეხვია
-ღმერთო,ასე გაგიხარდათ?-თვალები აემღვრა გოგოს
-შენ ვერც კი წარმოიდგენ მშობლისთვის ეს რას ნიშნავს ტასო-თმაზე აკოცა კაცმა
-ეს რა არის ანასტასია?
-ეს..ეს ნუცამ მაჩუქა-უხერხული სიტუაციიდან თავი დაიძვრინა გოგომ
-ძალიან ლამაზია,ოქროსფერი-გაეღიმა ქალს
-ესე იგი ჩემს გოგოს ასეთი კომპლექტები მოსწონს
-ვგიჟდები-ირონია გაურია ხმაში-თან ვინც მაჩუქა მასზე ვაფანატებ.
-ჩვენც ძალიან მიყვარს ეგ ბავშვი-ჩაეღიმა ნატალიას
-ღმერთმა დაგიფაროთ-ჩაილაპარაკა გოგომ
-რა?
-არა,არაფერი. დაივიწყეთ-გაეცინა და საჩუქართან ერთად ოთახისკენ გაეშურა-აბა,დროებით.
-დროებით ტასო-ჩაიღიმეს
-ნატალია,დღეს სადმე ხომ არ წავიდეთ?
-გააჩნია,რას შემომთავაზებ?-თვალები დააწვრილა ქალმა
-ჩვენს კაფეში წავიდეთ,სიმშვიდე,სიწყნარე ნამდვილად კარგი იქნება-გაუღიმა კაცმა და ლოყაზე მიეფერა ქალს.
-დიდი ხანია არ ვყოფილვართ,უარს არ ვიტყვი ბატონო ამირან-ფეხზე წამოიმართა ქალი-წავალ,მოვემზადები.
-აქ დაგელოდები-სიყვარულით აღსავსე მზერა შეანათა ცოლს.
ნახევარსაათიანი მზადების შემდეგ წყვილი წასასვლელად ემზადებოდა,როდესაც ქრისტეფორე და თაისა კარში შეეჩეხათ.
-ვაუუ,ნატი რა ვიდზე ხარ?-გაეღიმა ქრისტეფორეს და დედას ჩაეხუტა
-მადლობა ჩემი სიცოცხლე.
-ძალიან მაგრად გამოიყურები ნატალია-გაიცინა თაისამ და ლოყაზე აკოცა ქალს-თქვენც ბატონო ამირან
-კარგი რა,ბატონო არ გვინდა ახლა-იწყინა კაცმა
-უბრალოდ,მიჩვეული ვარ-უხერხულად გაეღიმა
-კარგით ახლა,ნუ დააკომპლექსეთ ეს გოგო-ირონიულობა გაუკრთა ქრისტეფორეს
-ირონიულობა შენი თანმხვედრია ხო ქრისტეფორე?-ნატალიამ შვილს თვალი თვალში გაუყარა
-კარგი,გავჩუმდები შენი ხათრით დე-გაეცინა ბიჭს-ლოყაზე აკოცა ქალმა,შემდეგ კი მამა გადაეხვია-ტასო,არ მოსულა?
-კი,ოთახშია დე,დაღლილია.
-ოოჰ,სკოლამ დაღალა პატარა ქალბატონი?!-თავი გააქნია და მშობლებს რომ დაემშვიდობა მარტო დარჩნენ.
-თაისა,არ გინდა ვისაუბროთ?
-რაზე უნდა ვისაუბროთ ქრისტეფორე?
-შენს მდგომარეობაზე-თვალს არიდებდა გოგოს თვალებს
-რომელ მდგომარეობაზე,უნაყოფო რომ ვარ?-თავს ძალას ატანდა რომ არ აქვთინებულიყო.
-ყველაზე გამოცდილ ექიმებთან წავალთ და იმკურნალებ,შენ არ იდარდო კარგი?-მიუახლოვდა და თმაზე მიეფერა
-ქრისტეფორე,საქართველოში ყველაზე გამოცდილ ექიმებთან დავდიოდი,ყველგან ერთი და იგივე პასუხს ვიღებდი,კმარა,აღარ შემიძლია ისევ იგივეს მოსმენა.
-თუ საჭირო გახდება საზღვარგარეთ იმკურნალებ...
-შენთვის რა მნიშნველობა აქვს?-დაბნეული და დაღლილი მზერა შეანათა ბიჭს.
-როგორ თუ არ აქვს? ამდენი ხანია გიცნობ და შენზე გული შემტკივა..-აზრი ძლივს ჩამოაყალიბა,სიტყვებს ებღაუჭებოდა რამე ზედმეტი არ წამოსცდენოდა
-არ მინდა გული უფრო მეტად მეტკინოს ქრისტეფორე-ცრემლებს გასაქანი მისცა.
-ჰეი...არ გაბედო ტირილი-მოეხვია და თავზე აკოცა,მისი სურნელი ღრამად შეისუნთქა-ბევრი არ იფიქრო ამაზე,უბრალოდ მე დაგეხმარები კარგი?
-არა,არ მინდა,გთხოვ...ამ ჭრილობას ნუ მახსენებ.-თვალები ძლიერად დახუჭა
-რეალობას თვალი თუ არ გაუსწორე ილუზიაში როდემდე იცხოვრებ? იქნებ 100-დან 1% შანსი არსებობს,მერე? თავს ვერასდროს აპატიებ რომ ეს შანსი არ გამოიყენე-ხმა გაუმკაცრდა.
-უკვე გითხარი,რომ საქართველოში ექიმებმა თავიანთი შესაძლებლობების მარაგი ამოწურეს ჩემზე დაკვირვების შემდეგ,შენ გგონია ჩემზე მეტად გტკივა? არ არის ეგრე,შენ გებრალები,მე კიდევ შინაგანად ვიწვი-გულზე ხელი მიიდო და კიბეებზე სწრაფად აირბინა
-არ მოგცემ უფლებას მთელი ცხოვრება ასე იტანჯო-თვალთ მომდგარი ცრემლი ცერა თითით შეიმშრალა და ტასოს ოთახში შევიდა.
-ანასტასია,გძინავს?
-არაა,მოდი ქრისტეფორე.
-ნატალიამ მითხრა დაღლილი არისო.
-ხოო,ფიზიკის მასწავლებელმა იმდენი ილაქლაქა ტვინი გამიბურღა და მის მერე მტკივა-სახეზე ხელები ჩამოისვა.
-ნანა გი*ტრაკებს?-ჩაიცინა და გვერდით მიუწვა
-თანაც როგორ!-თვალები აატრიალა
-რაო,რა მინდაო?
-ერთხელ გაკვეთილზე დავაგვიანე და ორიანი დამიწერა მაგ ნაგლმა ქალმა,მის შემდეგ აღრენილია ჩემზე,არც მე ვარჩენ სიტყვას.
-არადა ჩემს დროს არ იყო მასეთი,მე ძალიან ვევასებოდი და თან კარგად რომ ვსწავლობდი,სულ მაქებდა-ჩაფიქრებული ლაპარაკობდა-ორიანი რა პონტში დაგიწერა? სულ გამოქლიავდა ეს ხალხი.
-აიი,მაგაში გეთანხმები-ჩაიცინა
-უი მართლა,შოთას ძმა შენს კლასში ხომ არ არის? ახალი გადმოსულია.
-შოთას ძმა ჰყავს? მე დედისერთა მეგონა.
-როდის იკითხე რო?-წარბები ზემოთ აწიდა ბიჭმა-დათოა დედისერთა,შოთას ძმა ჰყავს.
-ჩემი ტოლია? რა ჰქვია?
-დაჩი,მაღალი შავგრემანი ბიჭია,ცოტა გრძელი თმა აქვს და ნაცრისფერი თვალები. შეიძლება რამდენჯერმე კი მოჰკარი თვალი სკოლაში,თუ შენს კლასში არ არის, რა თქმა უნდა.
-ჯანდაბა,ეგ იდიოტი შოთას ძმა არის?-ბალიშიდან თავი წამოსწია
-ვაა,უკვე მოასწარი გაცნობა და იდიოტიო იძახი?-წარბები შეკრა-მშვენიერი ბიჭია,მაგრად მიყვარს დაჩი,სიტყვები ტასოო!-თითი დაუქნია დას
-მაგ თითს მოგამტვრევ ქრისტეფორე,არაფერი არ იცი და მაგიტომ ამბობ მაგას,იდიოტია აბა რა არის,ამას რომ გაჩუქებს გოგოს!-საჩუქარი ანახა ძმას,მაგრამ შემდეგ გახსენდა,რომ ძალიან ზედმეტი იტლიკინა და თვალები დახუჭა
-ეს გაჩუქა?-სიცილი აუტყდა ბიჭს-რა მოხდა,ასე კარგად როდის გაიცანი?
-ხოო,სულ რაღაც 2 დღეში ძალიან დავახლოვდით-ირონიულად ამოილაპარაკა
-კარგი ახლა,მეტყვი თუ არა?-თვალი გაუსწორა.
-ნანას რომ ვეჩხუბე,ეგ შემხვდა გზაში,უფროსწორად ჩემს გზაზე მოდიოდა და შევეჯახე,მერე ისე მოხდა რომ ვიკამათეთ,ბევრი მეტლიკინა და სახე დავუკაწრე. დღეს კაფეტერიაში თავისი ძმაკაცის გვერდით იდგა და ეს საჩუქარი მიბოძა ვაჟბატონმა,ღირსი არ იყო სახეშე მესროლა?
-გოგო,ბიჭი დაგიკაწრავს და ტიპმა აქეთ გაჩუქა საჩუქარი,მადლობის მაგიერია?-თვალები დააწვრილა-გეტლიკინა რას ჰქვია?
-ოჰოო, უფროსი ძმის ცნობისმოყვარეობა ჩაგერთო?
-ნუ ცდი ახლა ჩემს მოთმინებას-საწლზე დადო იდაყვი და თავი ზედ დადო ბიჭმა,თან ანასტასიას დააჩერდა ზემოდან
-მეტლიკინა ზუსტადაც,წინ რატომ არ იყურებიო,ლაწირაკი მიწოდა მაგ ნეანდერტალელმა-მუშტები შეკრა-აი,რა ჯანდაბა გაცინებს?
-თაისაც ნეანდერტალელს მეძახის-სული ძლივს მოითქვა ბიჭმა
-შენს დას ლაწირაკს უწოდებენ და შენ იცინი!-გაიბუსხა
-ნუ იბუტები ახლა 17 წლის გოგოსავით-თითქოს დასერიოზულდა-უი,შენ 17-ის ხარ ხო?-ისევ განაგრძო სიცილი,ანასტასიამ კი ბალიში უთავაზა თავში,ისიც არ ჩამორჩა და თავი ბავშვად წარმოიდგინა,ბოლოს კი ორივე იატაკზე აღმოჩნდა
-ანასტასია,ხომ არ გაგიტკბა ჩემზე მუცელზე ყოფნა? გადადი გოგო,ჩამიმტვრიე ყველაფერი-სახე დამანჭა ბიჭმა
-თორემ მე მსიამოვნებს-საწყლად ამოიკნავლა-ჯანდაბა!
-შენ თუ თამაში იცოდე რაა-ხელი აიქნია ბიჭმა
-მერე იტყვის ბავშვი არ ვარო-ენა გამოუყო ძმას-მართალია,შენ ბავშვურობაში ვერ გაგიწევ კონკურენციას.
-ტელეფონზე შეტყობინება მოგივიდა,ლაწირაკო-გადაიხარხარა და თავში წკიპურტი შემოარტყა გოგოს, ხოლო როდესაც ანასტასიას გაცოფებულ თვალებს შეეფეთა,ოთახი სწრაფად დატოვა.
-თუ ვინმე გაგაბრაზებს მე მომმართე,ხოლო როდესაც შენ გააბრაზებ მაშინაც მე ჩამაყენე საქმის კურსში, სხვისგან რომ არ გავიგო შენი სიველურის ამბები-იცინოდა ქრისტეფორე.
-გიჟია -თავი სიცილით გააქნია გოგომ და შეტყობინებას დახედა.
1 მეგობრობის თხოვნა დაჩი მეშველიანისგან.
-ჯერ არ დავეთანხმოთ,ცოტა გავაწვალოთ დაჩიკო-ბოროტულად ჩაიღიმა.-ეჰ რა კარგია ცხოვრება და სხვის ნერვზე თამაში, როგორც გიტარის სიმზე?!
---------------------------
დავასრულე....
გელით...



№1 სტუმარი სტუმარი დარინა

მეგონა რომ ორივე უფრო მეტ გრძნობებს გამოამჟღავნებდააა, ნამდვილად არ ველოდი სიტუაციის ასე შენოტრიალებას თაისა შენეცოდაა, ასე მალე არ მინდოდა მათი ბავშვი მაგრამ ახლა მინდა, რომ პატარა ქრისტეფორე ან თაისა გაჩნდეს ყოველგვარი ექიმებისა და მკურნალობების გარეშეე, მგონი უკვე დროა რომ საკუთარ გრძნობებში გაერკვენ და აღიარონ თავიანთი გრძნობებიი, უფრო მეტი ტკბილი და თბილი მომენტები მინდაააა.

 


№2  offline წევრი სესო

ძალიან ძალიან კარგია♥️♥️ მომწონს ქრისტეფორეს მიდგომა ანასტასიას მიმართ:დდ♥️ ჰოო კიდევ თაისა ძალიან შემწცოდა და ყველანაირად შევიგრძენი მისი ტკივილი♥️:(( ველოდები შემდეგ თავს და რაც მალე იქნება მით უფრო კარგი გოგო იქნები♥️♥️

 


№3  offline წევრი კიკინა

სასიამოვნო წასაკითხი იყო <3 მომეწონა ძალიააან :*

 


№4  offline მოდერი Someone wandering

სტუმარი დარინა
მეგონა რომ ორივე უფრო მეტ გრძნობებს გამოამჟღავნებდააა, ნამდვილად არ ველოდი სიტუაციის ასე შენოტრიალებას თაისა შენეცოდაა, ასე მალე არ მინდოდა მათი ბავშვი მაგრამ ახლა მინდა, რომ პატარა ქრისტეფორე ან თაისა გაჩნდეს ყოველგვარი ექიმებისა და მკურნალობების გარეშეე, მგონი უკვე დროა რომ საკუთარ გრძნობებში გაერკვენ და აღიარონ თავიანთი გრძნობებიი, უფრო მეტი ტკბილი და თბილი მომენტები მინდაააა.

მიღებულია შენიშვნები დარინა,მადლობა რომ ჩემთან ერთად ხარ heart_eyes

სესო
ძალიან ძალიან კარგია♥️♥️ მომწონს ქრისტეფორეს მიდგომა ანასტასიას მიმართ:დდ♥️ ჰოო კიდევ თაისა ძალიან შემწცოდა და ყველანაირად შევიგრძენი მისი ტკივილი♥️:(( ველოდები შემდეგ თავს და რაც მალე იქნება მით უფრო კარგი გოგო იქნები♥️♥️

მიხარია,თუ ის ტკივილი შენამდე მოვიდა სესოო.'
უღრმესი მადლობააა heart_eyes

კიკინა
სასიამოვნო წასაკითხი იყო <3 მომეწონა ძალიააან :*

ძაალიაან ძალიაან დიდი მადლობააა heart_eyes

 


№5  offline მოდერი Someone wandering

სტუმარი თაკო
იმდენად ჩამთრევი და სასიამოვნობწასაკითხია რო არ მყოფნის ეს თავები????????❣️❣️❣️ მალე დადე გთხოვ უფრო მეტო ორივე წყვილზე❤️❤️❤️

ძალიაან მიხარიაა,თუ ეგრეაა. heart_eyes heart_eyes
მადლობაააა დიდიი heart_eyes

 


№6  offline წევრი Sweet Home

მეტი ქრისტეფორე მეტი თაისა. ძალიან კარგია სხვა მხრივ

 


№7  offline მოდერი Someone wandering

Sweet Home
მეტი ქრისტეფორე მეტი თაისა. ძალიან კარგია სხვა მხრივ

ძალიაან დიდი მადლობააა heart_eyes
გასაგებია heart_eyes

 


№8 სტუმარი ანეე

მეტი ქრისტეფორე და ტაისა რაა რა იყო ეს საერთოდ არ ჩანდნენ ამ თავში არადა უფრო მეტ მათ მომენტებს მოველოდი :(
მალე დადე შემდეგი

 


№9  offline მოდერი Someone wandering

ანეე
მეტი ქრისტეფორე და ტაისა რაა რა იყო ეს საერთოდ არ ჩანდნენ ამ თავში არადა უფრო მეტ მათ მომენტებს მოველოდი :(
მალე დადე შემდეგი

მე კიდევ ვფიქრობ,ჩანდნენ grimacing
გასაგებია relaxed

 


№10 სტუმარი სტუმარი tea

მაგრად გააბანძე.
ჯერ ანასტასიაც და თაისაც ერთმანეთს გავს, განსხვავებულ გპგოდ ვერ ქმნი .
ორივე ერთი ტიპაჟიაა...
მერე ეს და აუ გააჟვი რა საუბარი აწვთ ამ გოგოებს ..
მერე კიდე სექსი ტუ ქონდა თაისიასთან ქალიშვილო როა ვერ გაიგო?
და ამ გოგომ სანამ ქალიშვილობას დაკარგავდა უნაყოფო რო იყო რა იცოდა? აი აი მაგრად გააბანძე .
არანაირი გრძნობა, ემოცია, რამის გრძნობა იმენა ჰაერში წერ რაღაცას პროსტა და ეგაა.
სექსი ქონდათ და ეხლა ბავშვი ეყოლებათ და კაროჩეე ნერვები ამეშალა და ვწყევტ კითხვას.

 


№11  offline მოდერი Someone wandering

სტუმარი tea
მაგრად გააბანძე.
ჯერ ანასტასიაც და თაისაც ერთმანეთს გავს, განსხვავებულ გპგოდ ვერ ქმნი .
ორივე ერთი ტიპაჟიაა...
მერე ეს და აუ გააჟვი რა საუბარი აწვთ ამ გოგოებს ..
მერე კიდე სექსი ტუ ქონდა თაისიასთან ქალიშვილო როა ვერ გაიგო?
და ამ გოგომ სანამ ქალიშვილობას დაკარგავდა უნაყოფო რო იყო რა იცოდა? აი აი მაგრად გააბანძე .
არანაირი გრძნობა, ემოცია, რამის გრძნობა იმენა ჰაერში წერ რაღაცას პროსტა და ეგაა.
სექსი ქონდათ და ეხლა ბავშვი ეყოლებათ და კაროჩეე ნერვები ამეშალა და ვწყევტ კითხვას.


ქალიშვილი რომ იყო ვერ გაიგებდა,მანამ სანამ თეთრეულს არ ნახავდა,ზოგიერთი ამას ვერ ამჩნევს,ვინაიდან ოთახში მაგდენი არც გამოჩნდებოდა.
უნაყოფო რომ ხარ შეიძლება მანამ გაიგო სანამ ორსულად იქნები,ან გამოკვლევები ჩაიტარო,ან რამე დარღვევები გქონდეს და ექიმს მიმართო და ა.შ.
დანარჩენი კიდევ მისაღებია,თუ ემოცია შენამდე არ მოვიდა.
ძალიან კარგი,აჯობებს აღარ გააგრძელო,თუ არ მოგწონს.
მადლობა შეფასებითვის innocent

 


№12  offline წევრი Painter

ჰმ... რაღაც ისეთი ვერ იყო როგორსაც ველოდო... მეგონა უფრო მეტი ემოციები, სიტყვები კოცნები და ჩახუტებები იქნებოდა... გარდა ამისა იმაზე გავამახვილებ ყურადღებას რომ თავიან უფრო კარგად დაიწყე... ამ ბოლო ნაწერებში თითქოს აღარ აქცებ ყურადღებას იმდენად და ასე რომ ვთქვათ აფუჩეჩებ. შეიძლება მუზის ბრალია, არ გაძლევს საშვალებას ბევრი სახალისო რამ დაწერო, ვის არ მოსვლია? ჩემიაზრით ჯობია უფრო კარგად ჩაუჯდე, ერთი ორი დღე შეისვენო წერისგან, უფრო ხანგრძლივი დიალოგები შექმნა. ამ ორ წყვილს რაღაც ვერ მოუხდა ყველაფრის ასე დაკიდება და ვითომ არაფერი მომხდარას როლის თამაში. ქრისტეფორეც ძალან მზრუნველი გახდა ანასტასიას მიმართ რაღაცნაირი თბილი და არ უხდება... ჩემი რჩევა იქნება ანასტასიას ნაცვლად თაისას მიმართ თუ გამოხატავს სითბოს, შეპარვებით მაინც, ოღონდ თავს ნუ დააშტერებინებ თაისას დიდი ხნით გთხოვ :დ ნუ დამიტოვებ ქრტისტეფორეს უმამოდ <3 და კიდეევ... თაისა და ტასო მართლა გვანან ერთმანეთს, ცოტა სხვანაირად გიჟები რომ გახადო უფრო კარგი იქნება, ხომ ხვდები? ერთნაირად რომ არ ასაუბრო და მთლად ქაჯები არ გამოიყვანო :დდ იმედია საწყენად ან ცუდი გაგებით არ მიიღებ არაფერს <3 ველოდები ახალ თავს უფრო მეტი თაისა-ქრისტეფორეთი, სადმე შორს წასვლით და იქ გრძნობების ამოფრქვევით ან არ ვიცი რავი :დ <3 ერთი სიტყვით დაგელოდები საყვარელოო <3 როცა არ უნდა დადო აქ ვარ მე <3 უფრო ჩაუღრმავდი და უფრო კარგი გამოვა, არ დაგეზაროს <33 heart_eyes

 


№13 სტუმარი ანეე

როდის დადებ

 


№14  offline წევრი tamuna.s

ვეთანხმები იმ აზრს რომ თავიდან უფრო კარგად დაიწყე. ანასტასიაც ძაან გაქაჯდა, ის სახის ჩამოკაწვრა ძალიან ქაჯობა იყო. ჩემი აზრით ერთ წყვილს რომ დაუთმო დრო ჯობია, ანასტასიაც წინა პლანზე წამოწიე და მგონი ყურადღება გაგეფანტა. ჯობია თაისას და ქრისტოფორეს წყვილზე კონცენტრირდე, ასე უფრო აჯობებს ჩემი აზრით.
საწყენად არ მიიღო ჩემო კარგო.

 


№15 სტუმარი Nino

აიი ძაან ძაან მომწონს. თავიდან მომეწონა ბიჭის აგრესია თაისადმი იმიტო როო ეგეთი "დუშკა" ტიპები მაგრა მევასებაა ძაალიან მომწონს ერთმანეთისადმი დამოკიდებულება, რადგან უყვართ ერთმანეთი მაგრამ არ ტყდებიან ზოგადად ესეთი მოთხრობები ძაან მომწონს და შეეცადე სულ ესეთებიი დაწეროო.❤ და თხოვნაა მექნება თავები გაზარდეე, დანარჩენი ძაან მაგარიაა მაგარი გოგოხარ! ❤❤❤❤❤

 


№16  offline მოდერი Someone wandering

ძაალიაან დიდი მადლობა ყველას.
დიაახ,გუშინ ვფიქრობდი მეც რომ რაღაც მაქვს შესაცვლელი,უფრო სხვაგავრად რომ დავწერო,ჩავუღრმავდე,აზრებს ვერ ვალაგებ თავში ზოგჯერ,იმდენად ბევრია,მაგის ბრალიც არის.
დღეს არ იქნება ახალი თავი,დავფიქრდები ასე ვფიქრობ.
რომ მეტი თაისა და ქრისტეფორე შემოგთავაზოთ,შემდეგ თავში მხოლოდ ეგ ორი იქნება. heart_eyes heart_eyes
ხოომ ზრუნველ ქრისტეფორეს თაისას მიმართ ვერ ვეგუები,მაგრამ ზოგჯერ მოუწევს გამომჟღავნება ბიჭს smile

გეგმაში ისედაც მქონდა ამათი განმარტოვება და ურო მეტი ემოცია,თუმცა ამის დროს ველოდებოდი,ვფიქროობ თქვენი აზრიდან გამომდინარე ეს დრო მოვიდა . ძალიან თბილი ტიპები არ მევასება,მაგრამ ზოგჯერ ესეც საჭიროა,მეტი ემოციისთვის. ანასტასიას და დაჩის არ დავივიწყებ რა თქმა უნდა. მაგრამ მათი წყვილი უფრო მგრძნობიარე იქნება,შეიძლება თავიდან ქაჯი მოგეჩვენათ ანასტასია,თუმცა საბოლოოდ არ ვაპირებ რომ ამ წყვილთან გავაიგივო . heart_eyes

 


№17 სტუმარი ანეეე

აბა დღეს იქნება?

 


№18  offline მოდერი Someone wandering

ანეეე
აბა დღეს იქნება?

დღეს არ მცალია ჩემო კარგებო.
ხვალ ვნახოთ,სავარუდოდ ხვალ დავდებ.

 


№19 სტუმარი სტუმარი ნანა

დადეთ რა შემდეგი თავი,მესამეა დღეა ველოდები ????

 


№20 სტუმარი ანეე

არც დღეს არ იქნება?

 


№21  offline მოდერი Someone wandering

დღეს და ხვალ პროექტზე მუშაობა მომიწია,მაგრამ ვეცდები ხვალ დავდო ყველანაირად.
არ მინდა ტყუილი იმედი მოგცეთ.
ხვალ შუადღეს ვერ დავდებ,საღამოს,ღამე შეიძლება.

მოკლედ,რელაქსაცია რომ გავაკეთოთ.....
ოდნავ გადახვევა გავაკეთოთ და ჩემს ყველაზე დიდ ისტორიას გეტყვით,რომელშიც ბევრ თბილ მომენტს შეხვდებით.
ბევრი ამბებით.
მეგობრებით.
გოგონებითა და ბიჭებით.
ჩემი პირველი ისტორიაა და ძალიან მიყვარს.
''მე მას დავარქვი ჩემი''.
ამ წყვილსაც მალე დავუბრუნდები,მაგრამ გამიხარდება იმ ისტორიას თუ წაიკითხავთ.
თბილ მომენტებს აქაც ჩავაგდებ laughing მაგრამ უნდა გავაკეთო გადასვლები,სულ თბილი ტიპაჟი ვერ იქნება ქრისტეფორე,ესაა ძნელი,ანუ როდესაც ითხოვთ თან თბილი რომ არ იყოს,თან იყოს. მთავარი ისაა,რომ მეც ამ ბალანსის დაცვა მსურს.

 


№22 სტუმარი დუნა

ნეტავ ძაან ფეხებზე არ გეკიდოს ეს მკითხველი...
მგონი ჯობს შენთავს აუკეძალო კომენტარის დაწერა ისტორიაზე, ბოლოს და ბოლოს ფუჭი იმედიც არ გვექნება და როცა დაიდება მაშინ წავიკითხავთ.
‘ხვალ’ ‘ხვალს’ რომ გაიძახი მუდამ

 


№23 სტუმარი სტუმარი ნანა

თუ არ გინდოდა წერა ,თავიდანვე არ დაგეწყო ,ეს რა წესია ,ამდენი ხალხი გელოდება და ეს ხვალ არ დაილია

 


№24  offline მოდერი Someone wandering

ხვალ ხვალს რომ გავიძახი ვამბობ კიდეც რომ არ ვიცი ზუსტად.
წერა ადვილი არაა,მკითხველს ლოდინიც უნდა შეეძლოს გენაცვალეთ,მე ძალით კი არ ვიქცევი ასე.
ჩემზე მეტად არავის გენდომებათ ახალი თავის დადება,ნამდვილად! მე განვიცდი ძალიან რომ ვერ ვდებ,მაგრამ აღარ ვაპირებ ერთი და იგივეს წერას,ვისაც უნდა გაიგებს,ვისაც არა და შეუძლია არ წაიკითხოს ისტორია.
ისტორია რომ მეკიდოს არც ახსნა-განმარტებას დავწერდი,ასე რომ თავი შეიკავეთ!
მადლობა.

პასუხს რომ არ გცემთ პროტესტი წამოვიდა,რატომ გვიკიდებ,პასუხსაც არ გვცემო. ხოდაა :))
თურმე ახლაც გიკიდებთ,გასოცარია პირდაპირ და გულდასაწყვეტიც.

 


№25 სტუმარი მაკი

არ იქნება?! :(

 


№26 სტუმარი მარო

მე გელოდები სულ, მაგის პრობლემა არ მაქვს <3
ერთადერთი, თუ ზუსტად არ იცი როდის დადებ, ხვალს ნუ იტყვი რა, მაინც ველოდებით და გული გვწყდება მერე <3 აბა შენ იცი...

 


№27  offline მოდერი Someone wandering

დავდე უკვე,როგორც ვთქვი,ღამით. heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent