წარსულის აჩრდილი (მოუშუშებელი იარები) 1
{1} ნაწილი ყველაფერი ადრე თუ გვიან იცვლება, როგორც არ უნდა გინდოდეს ეს ზოგი რაღაც შენს წინააღმდეგ ბრუნდება, ზოგიც პირიქით... მე? მე არ ვიცი, ალბათ ჩემს ცხოვრებაში ისეთი რამ მოხდა რასაც ყველაზე მეტად არ მოველოდი, უბრალოდ ვერ წარმოვიდგენდი და ეს? იმ ადამიანმა გააკეთა რომლისგანაც ყველაზე მეტად არ მიველოდი, ყველაფერი შეიცვალა, ნათელი ფერები უკუნით შავად იქცა ყველაფერი ჩაქრა მასში რაც სიცოცხლის სურვილს იწვევდა და ეს ყველაფერი უბრალო დღით დაიწყო, მაგრამ საშინლად მტანჯველი სამი თვით გაგრძელდა რის შემდეგაც ის სამუდამოდ მოკვდა, მია ჯექსონი სამუდამოდ გაქრა!. თავი1 -ორასოთხმოცდაჩვიდმეტი, ............თვრამეტი -გეყოფა რაა მთელი დღეებია ვარჯიშობ და არ გბეზრდება მაინც? ხის ყველაზე მაღალი ადგილას მდებარე ტოტს ხელს ვუშვებ და მოხერხებულად ვხტები ძირს, ლუკასს ყურადღებას არ ვაქცევ ისე ვიწყებ ხისთვის მუშტების ქნევას ხელების გადაყვლეფამდე, -აღარ შემიძლია მერამდენედ უნდა ვუყურო ამ სცენას? ლუკასი იწყებს წუწუნს და თვალს მარიდებს მე კიდევ ჩემს საქმიანობას ვაგრძელებ, თან გონებაში დაუსრულებლად ვიმეორებ ~შეინარჩუნე კონტროლი! -კატერინა სამუდამოდ აქ ხომ ვერ გამოიკეტები? აგრძელებს ისევ თავისას -ყოველდღიური ვარჯიშის თანმხლებით! ბოლოს ხმა უმკაცრდება და თითქმის ყვირილზე გადადის -დაანებე კატერინა მაგ ხეს თავი, შეხედე სულ შენი სისხლით იკვებება ეს ხე და იმიტომ აქვს ასეთი უცნაური ფერის ფოთლები!! ხეს თავს ვანებებ და ხელებს ვუსწორებ თვალს, თითქმის გადამეყვლიფა სულ სისხლიანი მაქვს მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელდება, მალევე იწყებს ხორცი დაგლეჯილი ადგილების შევსებას და მალე ისე მემჩნევა თითქოს ხელებზე უბრალოდ სისხლი წამისვესო, ზიზღით დავყურებ საკუთარ ხელებს და შემდეგ ლუკასისკენ გადამაქვს მზერა, რომელიც სინანულით შემომყურებს -კეიტ კარგი რაა, წამიდი ცოტა ქალაქში გაიარე ლუნასს ძალიან უნდოდა შენთან მოსვლა მაგრამ გამოცდები აქვს, ხომ იცი ბოლო კურსზეა ის ქაჯი და ჭკუაზე არაა დაფარფატებს სახლში მთეელი დღეები და გაიძახის უკვე ექიმი ვაროო აქ ორივეს ეცინება მარა ლუკასს სახე მალევე უსურიოზულდება -წამო რაა ხომ დაპირდი მას რომ ერთად იქნებიდით? შენ პირობას არღვევ! კეტერინა თვალს არიდებს მას, სადღაც შორს წალაქის მხარისკენ იხედება და თვალებს დაღლილი ხუჭავს, მაშინვე წაარმოუდგება ის პატარა ბიჭი, რომელიც კინაღამ შემოაკვდა რომ არა ლენა! -გახსოვს წინაზე რა მოხდა? თვალებს ვახელ თუმცა მისკენ ჯერ კიდევ არ ვიყურები, ვეკითხები და ვგრძნობ მასაც როგორ ეძაბება სხეული მაგრამ არ ნებდება -ხომ სამი წლის წინ! ახლა შეხედე შენ თავს სრულებით ნორმალურს გავხარ თავს აკონტროლებ! -მაგაში დარწმუნებული ხარ? მკვახეთ ვუბრუნებ პასუხს და მაშინვე ვგრძნობ როგორ უვლის ჟრუანტელი, შიშის ჟრუანტელი! -კი! არ ტყდება მარა ხომ იცის არა? გულის სიღრმეში ხომ ლუკასიც ხვდება სიმართლეს, მაგრამ იმასაც აანალიზებს რომ ამით თავის საუკეთესო მეგობარს სამუდამოდ დაკარგავს და მაინც! მაინც ებღაუჭება ძაფს, რომელიც შეიძლება ნებისმიერ წამს გაწყდეს! ფიქრებიდან მისი განძრევის ხმამ გამომიყვანა, რომელიც ნაბიჯებს ჩემკენ დგამს უშიშრად და მოულოდნელად მკლავებში მიქცევს, მეც ანალოგიურს ვაკეთებ ვეხვევი, და ზურგზე ხელს ვუსმევ -ყველაფერი კარგად იქნება ყურში წყნარად ჩამჩურჩულებს და ღიმილით მშორდება -კაი წავედი მაშინ მე ხომ იცი ელაიზა? თავს უთქმელად ვუქნევ -მისი ქორწილია ბედნიერი იკრიჭება და მანქანისკენ მიდის -ხო ყველაფერი მოვიტანე და შიგნით შევიტანე წინაზე რაც დამაბარე თვალს მიკრავს და მანქანას ძრავს, ბოლოს იცის უჩინარდება, ქრება, და ისევ მარტო რჩება უღრან ტყეში. 5 წელი! მართლაც რომ დიდი დროა, საკუთარ ფიქრებში ავლებს თვალს წინა წლებს და საშინელი სიმარტოვის შეგრძნება და ის ტანჯვა ეუფლება რასთანაც ყოველთვის ბრძოლა უწევდა, მხოლოდ იმ ორისთვის არ უნდა დაეკარგა თავი! მხოლოდ მათთვის უნდა ეცხოვრა! გამარჯობაათ, ამ ისტორიის წერა 4 წლის წინ დავიწყე და თქვენი აზრი მაინტერესებს გავაგრძელო? ძალიან ჩახლართული ისტორიაა სამი ნაწილისგან შედგება, ველი თქვენს შეფასებებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.