შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სანაპიროზე


25-06-2019, 21:07
ავტორი levani8
ნანახია 797

ორიათასოცდაერთი წლის შვიდი ნოემბერი, ღამდება, სანაპიროსთან დგახარ ხელებგადაჯვარედინებული, სახე მაღლა ღრუბლებისკენ გაქვს მიშვერილი, სადაც წვიმის წვეთები შენს სახეზე ისე ეცემა, როგორც მარგალიტი ციდან შენთვის გადმოცვენილი. გამშვენებს გრძელი შავი თმა, რომელსაც წვიმაში განსაკუთრებული იერი შესძენია და ქარიც ხვდება მის მშვენიერებას და ცდილობს მოგტაცოს ისე, როგორც ფოთოლი, მიწიდან ატყორცნილი, რომელსაც უხილავი ძალები მიაცილებენ იქ სადაც მას სურს. გაჰყურებ ცას და ხედავ მზის ერთ პატარა სხივს, რომელსაც ღრუბლებიდან გაჭირვებით გამოეღწიოს, შენში ეს დიდი სიხარულს და შთაგონებას იწვევს. გაჰყურებ ჰორიზონტს, ოკეანის მძვინვარებას და თითქოს შენს თვალებში მოსჩანს ის ოცნებები, რომელსაც ჰორიზონტის მიღმა წარმოიდგენ და ვერცკი ამჩნევ თუ როგორც ცახცახებს შენი სხეული სიცივისგან. გიყურებ და მინდა მოვიდე, შენს გვერდით ჩამოვჯდე და შენთან ერთად გადავეშვა ოცნებების ღრმა წერტილებში. იცი გაფრენა მინდა, ყოველთვის მინდოდა, წასვლა იქ სადაც ვერავინ მომწვდება, იქ სადაც მზის ნახვას ყოველთვის შევძლებ როცა მომინდება, იქ სადაც ღრუბელი გზად იქცევ, გზა რომელსაც მზით გავანათებდი. მიყვარს ღამე, როდესაც მთვარის შუქი განსაკუთრებულ იერს ძენს მიდამოს, მიყვარს თუ როგორ ირეკლავს მის შუქს ოკეანე, ვუყურებ და ვფიქრობ, თუ რა ამოძრავებს ამხელა ოკეანეს, გამუდმებით და არ ჩერდება მისი არცერთი ნაწილი, ვფიქრობ და ვგრძნობ თუ რამხელა სიცოცხლეა მასში, თუ რამხელა ბედნიერებაა მისი ნახვა. სამყაროში ბევრი კითხვაა და პასუხები ძალიან ცოტა. არ ვიცი, შეიძლება რომ არსებობდეს კითხვა პასუხის გარეშე, მაგრამ მჯერა რომ ეს ასე არაა. რისთვის არსეობობს მთვარე ან მზე? რატომ ნათდება მთვარე მზისგან, ხოლო მზეს არ სჭირდება სხვისგან განათება, რატომ აქვს მას საკუთარი სინათლე, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ვდგავარ ოკეანის წინ და ფიქრები მოსვენებას არ მაძლევენ. ვფიქრობ სიკვდილზეც, რადგან ის ჩემი განუყრელი მეგობარი გახდა, განსაკუთრებით მაშინ როცა სამი თვის წინ ლეიკემიის დიაგნოზი დამისვეს რთულ სტადიაში და დღეები ჩემთვის ძვირფას წამებად გადაიქცა. ამბობენ, სიკვდილით არაფერი მთავრდება, რომ სიცოცხლე სიკვდილის მერე იწყებაო და გვებადება კითხვა ამის გამგონეს, მართლა არსებობს კი სიცოცხლე? თუ კითხვა პასუხის გარეშე არარსებობს, მაშინ სადაა პასუხი? სად ვიპოვო, სულ მცირდეით მაინც გავიგო, რომ იმედი მქონდეს, ვზივარ სანაპიროზე და რაღაც სისულელეებზე ვფიქრობ. დაბადებიდან მოყოლებული ადამიანი სიკვდილის გზას გადის, ბოლოს ყველა და ყველაფერი მოკვდება, ყოველი დღე, ყოველი წამი სიკვდილთან მიახლოებაა და რაიქნება მის შემდეგ. მთვარეეე... მზეეე... მთვარეეე... მზეეე... მხოლოდ ეს აზრი მიტრიალებს თავში, რატომ არ მშორდება, იქნებ რამეს მიმანიშნებენ, იქნებ რამის თმა სურთ. მთვარე მზისგან ნათდება... მთვარე მზისგან ნათდება... იქნებ... იქნებ ეს მინიშნებაა, იქნებ მთვარე ეს ცხოვრებაა... იქნებ მართლაც ასეა და როგორც მთვარე ნათდება მზისგან, ეს ცხოვრებაც სხვა უფრო ნამდვილი ცხოვრებისგანაა განათებული, სხვა უფრო ნამდვილი ცხოვრების პატარა ნაწილია და როდესაც მთვარე გაუჩინარდება მზეც მაშინ დაგვენახება... . აი თურმე რატომ მიტრიალებდა ეს ფიქრები თავში, თურმე რისი თქმა ნდომებია თუ ყურს დაუგდებ და დაფიქრდები. ამასობაში დაღამდა და მზის ის პატარა სხივიც გაუჩინარდა. გამოვფხიზლდი, რომ უმალ შენ შემოგხედე და მივხვდი, რომ შენი ოცნებებიც სადღაც შორს გადაკარგულიყვნენ. დავიღალე და ზურგით კედელს მივეყუდე, რომ ნელ ნელა დაბლა მიწაზე ჩავიჩოჩე. ფეხებში ძალა წამერთვა და ხელების გამოძრავებაც მიჭირს. შენ შემომხედე, ისე თითქოს იცოდი სადაც ვიდექი, თითქოს იცოდი რომ გიყურებდი. დამინახე, რომ მიწაზე ვიწექი უმალ ჩემსკენ გამოიქეცი, ხელები სახეზე შემახე და სწორედ მაშინ მივხვდი რამდენი შანსი გავუშვი ხელიდან, რომ მოვსულიყავი, დაგლაპარაკებოდი, იქნებ ყველაფერი სხვანაირად წარმართულიყო და დღეს უცხოებივით არ შევხვედროდით ერთმანეთს და გამეგო ის ოცნებები ყოველდღე სანაპიროზე შენს თვალებში რომ მოსჩანან. ვხედავ როგორ იყურები ზემოთ, თითქოს თვალებით ვიღაცას ეძებ, რაღაცას ითხოვ, მაგრამ მე მხოლოდ ღრუბლებს ვხედავ და გზას, რომელიც მზისგანაა განათებული.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent