ბიჭი ყვავილების თაიგულით (1) ეძღვნება 20 ივნისის ღამეს
ეძღვნება 20 ივნისის ღამეს -ალო, ელენე, აქეთ არ წამოხვიდე -რატომ? რა ხდება? მშვიდობაა? -არა, გვესვრიან, აქეთ არ მოხვიდე, გეხვეწები, მალე გამოვაღწევ და მოვალ. -შენი ხმა წყდება, სანდრო, არ მესმის. -ვაიმე ... ჯანდაბა ... ბიჭო, გოგოს მოკიდე ხელი და შეიყვანე მანქანაში. ალო ელენე, აქ ხარ? -აქ ვარ, აქ, რა ხდება? -არ ინერვიულო, ყველაფერი მალე დამთავრდება ... ქუჩაზე დაიმალე. -სად? -უკანა ქუჩებზე, გამზირს არ გაეკარო ... წყალი, წყალი მიაწოდეთ, დროზე... -სანდრო, ნუ მაშინებ, კარგად ხარ? -გაიქეცი, ელენე, გაიქეცი ... აქ დასრულდა ჩვენი საუბარი, შეშინებული და ანერვიულებული ხმით მიყვიროდა სანდრო და ვგრძნობდი, რომ წინ ძალიან დიდი ტრაგედია გველოდა. ვერც კი ვხვდებოდი რა ხდებოდა იმ მომენტში რუსთაველის გამზირზე. ჩემი დაბადების დღის მეორე დღე იყო, შუადღის ოთხ საათზე ძლივს გავახილე თვალები და ცეკვით დასიებული ფეხები ძლივსძლივობით გადმოვალაგე საწოლიდან. სანდრომ მაშინვე გადაწყვიტა ჩემი ნახვა და შეხვედრის ადგილად რუსთაველის გამზირი, პირველი გიმნაზიის შენობა აირჩია. ხშირად გვიხუმრია, როგორ გიცნო-მეთქი და ხან პურით მივდიოდით დანიშნულების ადგილას, ხან კი რაიმე გაზეთით. იმ დღეს კი ყვავილების თაიგულით აპირებდა მოსვლას და შემთხვევით წამოსცდა კიდეც, იასამნისფერი ვარდები გიყიდეო. ჯერ კიდევ გაოგნებული დავყურებდი ეკრანჩამქვრალ ტელეფონს, როდესაც თავისუფლებიდან რუსთაველამდე ხმაურის დიდი ტალღა წამოვიდა. -ამათი დედა მოვ*** -გაიქეცით -არ დაიშალოთ, ჭყუა ვასწავლოთ ამ ყ**** -სისხლი მოსდის, ბიჭო, ხელში აიყვანე ხმები ჩემში შემოიოდა და გადიოდა, მნიშვნელობას კი ვერ ვიგებდი. ვიდექი გამოფენის წინ და ვუყურებდი როგორ მორბოდა ხალხი. ზოგს სისხლიც მოსდიოდა და სრულიად უცნობ ადამიანებს ეყრდნობოდნენ სიარულისას. მაშინვე მივხვდი, რომ სანდრო საფრთხეში იყო და ტელეფონი სწრაფად მოვიმარჯვე ხელში. სამჯერ დავურეკე და პასუხი არ გამცა, ყოველ გასულ ზარზე კიდევ უფრო მიჭერდა გულზე რაღაც, უხილავი მარწუხები. მეჩვიდმეტე ცდაზე აიღო. -ელენე, უსაფრთ ... ჯანდაბა ... როგორ ხარ? ... ნუ ისვრით, ბიჭო ... ხალხის ხმაური, კივილი და გინება სანდროს ხმას ფარავდა. ისმოდა გასროლის ხმა და სასწრაფო დახმარების შემაძრწუნებელი კივილი. -რუსთაველის მეტროსთან ვარ მალე მოდი. -გაიქეცი და სახლში დამელოდე. ირბინე და უკან არ მოიხედო ... გესმის? ისევ სროლის ხმა და ქალების კივილი ყუმილში შემოდის. -სანდრო, მალე მოდი, გეხვეწები. -რას აკეთებ, ბიჭოო ... აა ... - ყვირილი და სავარაუდოდ ტელეფონი ძირს ვარდება. აღარ მესმის სანდროს ხმა, თუმცა ქაოსური ხმა არ სცილდება ტელეფონს. ველოდები. ველოდები სანდროს ხმას, თუმცა არსად ჩანს. ბოლოს კი ტელეფონი ითიშება, ან ბატარეა ჯდება, ან ვიღაცამ გადაუარა და დაიმსხვრა. მალევე შეჩერდნენ რუსთაველისკენ მომავალნი, მე მათკენ გავიქეცი და შუა გზაზე ჩაცუცქულ ბიჭს თავზე დავადექი. -რა ხდება? - ვერც კი ვიაზრებდი რა ხდებოდა რუსთაველის გამზირზე, რატო მოსდიოდათ სისხლი, ან საერთოდ სად იყვნენ ამდენი ახალგაზრდები ერთად. -ტელევიზორი არ ჩაგირთავს? - იმდენად გაკვირვებულმა მკითხა, რომ დრო იყო ინტერნეტში ყველა სიახლე დამეძებნა - ვიღაც რუსი შემოაბრძანეს ქვეყანაში და პარლამენტიდან მოგვიწოდებდა აფხაზეთის დამოუკიდებლად აღიარებას, სი*** კაცი. -და ახლა რა ხდება, ახლა? - საკუთარ თმებს ჩავებღაუჭე და მუხლებზე დავეცი. -მშვიდობიანად გავედით აქციაზე და პოლიციას მოვ*** ყველაფერი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები დაგვიშინეს. შეეშინდათ პარლამენტში შეიჭრებიანო. თავში მხოლოდ ერთი სიტყვა - ტყვიები მოძრაობდნენ. -უკაცრავად და ბიჭი ხომ არ დაგინახავთ თაიგულით ხელში? -არა, მაგრამ იმედი მაქვს გაქცევა მოასწრო, რადგან თუ იქ დარჩა კარგი არაფერი მოუვა. -ადექით, მეგობრებო, არ შევუშინდეთ ამ მთავრობის მონებს - ვიღაცამ მკლავებში ხელი მოგვკიდა და ფეხზე აგვაყენა. სრულიად გაუაზრებლად ვდგამდი ნაბიჯებს წინ, პარლამენტისკენ და შიში ყოველ წამს უფრო მიმატებდა. მეშინოდა არა იმის, რომ რამე დამიშავდებოდა, არამედ იმის, რომ ვინც ყველაზე მეტად მიყვარს იმ მომენტში შიშველი ხელებით იდგა შეიარაღებული პოლიციის წინაშე, რომელიც აქციის მონაწილეების დარბევით იყო დაკავებული. ვუახლოვდებოდი ხალხის ნაწილს, რომლებიც ხეებს, პარალელური ქუჩების ასახვევებს, ქაშვეთის ეკლესიის ეზოს შეფარებოდა და მაისურები ცხვირზე აეკრათ გაზისგან დასაცავად. ქუჩაში დარბოდნენ ჟურნალისტები და ცდილობდნენ ყველაფერი გადაეღოთ და დაეფიქსირებინათ, ზოგი პოლიციის წინ მუხლებზე იდგა და შიშველი ხელებით ზემოთ აპყრობილი ეხვეწებოდა მათ შეჩერებისკენ. - ნუ გვესვრით, ქართველები არა ხართ? - ბოლო ხმაზე გაჰკიოდა ერთი ბიჭი და მისი ხმა ხანჯლად ეცემოდა ჩემს გულს. მე იქ ვერ დავინახე შეშინებული სახეები, მე ყველას თვალებში ცეცხლს ვხედავდი, რომელიც მალე ამოიფრქვეოდა, მე ვხედავდი გამწარებულ თვალებს, ახალგაზრდებს, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოსთვის და ამ თვალებში მე კიდევ სხვა თვალებს დავეძებდი, იმ თვალებს თავი ყველაზე მეტად, რომ შემაყვარა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.