ქრისტეფორეს სამფლობელოში {11 თავი}
უნივერსიტეტიდან დაბრუნების შემდეგ მისაღებში მყოფი ქრისტეფორე მოხვდა თვალში,რომელსაც გვერდი აუარა,ბიჭმა კი მკლავში ჩაავლო ხელი და მისკენ შეატრიალა: -რა თამაშს თამაშობ?-თვალები დააწვრილა -არაფერსაც არ ვთამაშობ ქრისტეფორე-ხელი გააშვებინა -შენ მე ნუ მასწავლი ვინ როდის თამაშობს!-წარბები ზემოთ აზიდა-რა გჭირს,ეს დღეებია ვერ გცნობ,რაც იმ ღამეს მოხდა... -დავივიწყოთ ის ღამე!-კატეგორიული იყო მისი ხმა -მაგ ღამის გამოა ხომ ყველაფერი?-ნესტოები დაებერა. სიჩუმე ჩამოწვა,თაისა გაქცევას ცდილობდა,წასვლა უნდოდა,სადღაც ქრისტეფორესგან შორს. -პასუხს რატომ არ მცემ ? მითხარი,რა ჯანდაბა ხდება!-ხმას აუწია -ყველაფერს ისე მარტივად ვერ ვღებულობ როგორც შენ ბატონო ქრისტეფორე,რადგან იმ ღამის კადრებს არ გახსენებ და გესაუბრები ესე იგი კარგად ვარ?-ხმა ჩაუწყდა -მე შენ გკითხე,ხომ მითხარი არ ვნანობო? და საიდან მოგაქვს ეგ სისულელე,რომ მე ყველაფერს მარტივად ვღებულობ?-ხმას აუწია -თავადაც არ ვიცი რა მინდა,რას ველი,რატომ ვარ უხასიათოდ,უბრალოდ ვერ ვეგუები ხვდები?-ხელებს იქნევდა-22 წლის მაძილზე ბიჭსაც არ გავკარებივარ,შეყვარებულიც არ მყოლია,ჩემი პირველი ღამე ქორწილის დასრულების შემდეგ წარმომედგინა,ჩემთვის საყვარელ ადამიანთან ერთად,მაგრამ მწარე რეალობა ჩემს თვალწინ გადაიშალა,ხელსა და თვალს შუა ყველაფერი გაუფერულდა,ის ფასეულობებიც კი რაც ამ ყოველივეს ახლდა გაიცრიცა...შენ კიდევ მეუბნები რა მოხდაო? ვერ გაიგებ,მე გოგო ვარ,შენ ბიჭი,არ მეგონა რომ ოდესმე ისეთ ადამიანს ჩავუწვებოდი ლოგინში,თუნდაც მთვრალი,რომელიც.. -რომელიც?-ყბები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს ქრისტეფორემ-რომელიც რა? -რომელიც...არ მიყვარს-თვალებში ჩახედა. გაუჭირდა ამ სიტყვების თქმა,საკუთარ გულთან განა მართალი იყო? გონება ჰქონდა არეული,გრძნობებსაც ვერ ალაგებდა,ყველა და ყველაფერი აღიზიანებდა,რადგან რაღაც სურდა,რაღაც ისეთი რაც ყველაფრის ამოხსნაში დაეხმარებოდა,მაგრამ ეს გასაღები ძალიან რთული მოსაპოვებელია. ზოგჯერ ადამიანები იმ მნიშნველოვანს ვეძებთ,რომელიც სინამდვილეში ცხვირ-წინ გვაქვს. -არც მე მიყვარხარ გესმის?-იღრიალა და მკლავში ხელები ძლიერად ჩაავლო-მეტიც,ვერ გიტან,შენი თითქოს უცოდველი სახის დანახვა მაღიზიანებს,ეს მორგებული ნიღაბი მინდა რომ ხელით ჩამოგაძარცვო. არ მიყვარხარ,არ მიყვარხარ-ღრიალს არ წყვეტდა და გოგოს ხელებს ძლიერად უჭერდა მკლავზე-საერთოდ რატომ უნდა მიყვარდე? არავინ ხარ,არავინ! -ვიცი რომ შენთვის არარაობა ვარ,ეგოისტი და შენიღბული,ყველაფერს ვიმსახურებ,მიდი მითხარი,გამასწორე მიწასთან,შენ მეტი რა იცი?-ტირილი დაიწყო -ეს ნიანგის ცრემლები მოაშორე!-სახიდან უხეშად მოაშორა ცრემლები და კბილებში გამოსცრა-რატომ არ იცავ თავს? სად არის მუდამ საკუთარი თავის დამცველი გოგო?! -რა აზრი აქვს ამ ყველაფერს? რაც გინდა ის თქვი,არ ვაპირებ თამაშში აგყვე,დავიღალე. გესმის? და-ვი-ღა-ლე-ხმას აუწია და ხელი ძლივს გაითავისუფლა -არ აპირებ თამაშში ამყვე? როგორ გამაცინე-გულიანად გადაიხარხარა,შემდეგ კი თვალები ბოროტულად დააკვესა და თაისას მწვანეებს საკუთარი ცისფერები გაუსწორა-შენ უკვე ძალიან დიდ და სახიფათო თამაშში ხარ,ჩემთან რომ დაიჭირე საქმე. -მომეცი უფლება ოთახში ავიდე ქრისტეფორე,დავიღალე-კიბისკენ გაიწია,მაგრამ ბიჭმა შეაჩერა-გთხოვ-ვედრებით სავსე თვალებით შეხედა,კაცს რომ გულს მოგიკლავდა ისეთით, ქრისტეფორეს გული უცნაურად აუჩქარდა,დისკომფორტი იგრძნო,თითქოს ყველა და ყველაფერი სულს უხუთავდა და ჰაერი ესაჭიროებოდა,გოგოს გაქცევის ინსტიქტი კარგად იცნო და არ ესიამოვნა,მობეზრდა ეს ყოველდღიურობა,ერთფეროვნება და გაქცევა,გაქცევა ყველაფრისგან. სადმე სურდა წასვლა,განმარტოვება მაგრამ არა მარტო,თაისასთან ერთად,რადგან ფიქრობდა მის გარეშე არაფერი იქნებოდა ისე,როგორც უნდა ყოფილიყო. არ იყო ემოციური ადამიანი,პირიქით ძალიან ძლიერი და მტკიცე იყო,არც ერთი მდედრობითი სქესის წარმომადგენელს აქცევდა დიდ ყურადღებას,რომელიც მისი შეყვარებულის სტატუსით სარგებლობდნენ ადრეულ ასაკში,სწორედ იმიტომ რომ მოთხოვნილებები და შეხედულებები იცვლება,ასევე მოსაბეზრებელი და რუტინული ცხოვრებაც ერთფეროვნებას წარმოადგენს. რას წარმოადგენდა მისთვის თაისა?-ვიღაც შეუცნობელ არსებას,როემლსაც ვერანაირი კუთხით ვერ უდგებოდა,ის მიუწვდომელი ხილი იყო,რომლის დაგემოვნება დიდიხანია უნდოდა,მისი გემო გაიგო,მაგრამ ინტერესი არ განელებულა. რას წარმოადგენდა თაისასთვის ქრისტეფორე?-ვიღაც სარკაზმით აღსავსე,მაგრამ დიდი გულის მატარებელ ადამიანს,რომელთან ყოფნაც არ აღიარებდა მაგრამ,სიმშვიდეს ჰგვრიდა,აზარტში შეჰყავდა დ ბევრ რამეზე აფიქრებდა. -ოთახში არ წახვალ თაისა,არსად გაიქცევი,რადგან იცი არავის გავეკიდები!-ფეხებში ხელი მოჰკიდა და მხარზე გადაიკიდა-ახლა,სადმე ტყეში წავალთ-ღიმილი შეეპარა-ნუ ფართხალებ თორემ გადავარდები და თავ-პირს დაიმტვრევ! -გამიშვი,რა ბავშვივით იქცევი. ქრისტეფორეეე!-ყვიროდა და ზურგში მუშტებს ურტყამდა -ბავშვი ჩემს ზურგზეა მოთავსებული და ყვირის-წაიღიღინა-და მართლა,მე ხომ სარკასტული ვარ? -მაშინ,სარკასტული ბავშვი ხარ! -ამას მეუბნება ადამიანი,რომელიც სპანჯბობს უყურებს-ჩაიცინა და გოგო ჩამოსვა -შენ..შენ მითვალთვალებ? ტუტუცო-მხარზე ხელი ძლიერად დაარტყა -კარი უნდა მიხურო და ხმას უნდა დაუწიო,რა ჩემი ბრალია-მხრები აიჩეჩა და ნატკენ მხარზე ხელი ჩამოისვა,შემდეგ კი ხელჩაჭიდებულმა მიიყვანა გაგულისებული თაისა კარამდე და მანქანაში ჩააჯინა. -სად მივდივართ?-ამოიღრინა გოგომ -სადმე წავალთ,ნუ ღელავ-გოგოს გადახედა,თვალი ჩაუკრა და სიმღერა ჩართო. -ვაა,give me love?-თვალები დააწვრილა თაისამ-შენ რა რომანტიკოსი ბიჭი ყოფილხარ. -ბიჭებმა ჩაწერეს სიმღერები-თავი იმართლა -ხო,როგორ არა-ჩაიფხუკუნა გოგომ -შენ როგორც ჩანს მალე გახალისდი,ბავშვო. -ყველა ბავშვს ასე აძალებ მანქანაში ჩაჯდომას?-ირონიულად ამოილაპრაკა -არა,მხოლოდ ჭირვეულებს-არც ბიჭმა დააკლო ირონია. რამდენიმე საათის განმავლობაში მგზავრობდნენ და ისედაც დაღლილ თაისას ჩაეძინა. -რა გიყო,ასეთი ჯიუტი რომ ხარ?-ღრმად ჩაისუნთქა ბიჭმა-რა მოგიხერხო?-თავი გააქნია და ჩაეღიმა. ******* შებინდებული იყო,როდესაც გოგო გააღვიძა,მანამდე კი სუპერმარკეტში გამზადებული საკვები და სასმელი,ასევე შორიახლოს კარავი იყიდა. -თაისა,გაიღვიძე-მხარზე ხელი შეახო -მმმ,კარგი რა-გვერდი იბრუნა -თაისა,მოვედით,გა-იღ-ვი-ძე- დაუმარცვლა და თმაზე ხელი გადაუსვა. -შენ ხომ ადამიანს არაფერს აცდი ქრისტეფორე-თმა შეისწორა და მანქანიდან გადავიდა,როდესაც ულამაზეს ბუნებას მოჰკრა თვალი-რა ლამაზიაა,ეს ადგილი საიდან იცოდი? -როგორც ჩანს ვიცოდი-გაიღიმა-მთა ასწორებს, არა? -არა,მთა ამშვიდებს-ჩაიღიმა და ხელები გაშალა,ღრმად ჩაისუნთქა ირგვლივ არსებული,მთის სურნელი-ქრისტეფორე,ძალიან მშია-შუბლი შეჭმუხნა -საკვები ვიყიდე და ახლა მანქანიდან გადმოლაგება შენზე იყოს ქალბატონო-თითით მანქანისკენ მიანიშნა,გაოცებულ-გახარებული თაისა კი უცბად შეახტა ბიჭს -აუუ,რაა მაგარიაა,ასე მგონი ცხოვრებაში არაფერი გამხარებია უნივერსიტეტის გრანტის მოპოვების შემდეგ-გაიცინა და ბიჭს ლოყაზე ძლიერად აკოცა-ცოტა ზედმეტი მომივიდა მაგრამ არ მაინტერესებს-ხელი აიქნია და მანქანაში რასაც ჰქვია შევარდა. -გიჟია-სიცილით გააქნია თავი ბიჭმა და კარავი გადმოიღო. მალე საჭმელს შეექცეოდნენ და ამწვანებულ ბუნებას შეჰყურებდნენ. -სიმშვიდეა...-წარმოთქვა თაისამ და თვალები დახუჭა,ქრისტეფორე კი მას უყურებდა -ულამაზესი ხარ-ჩუმად ამოილაპარაკა,თაისამ კი თვალები გაახილა,რააღაცნაირად შეხედა,გამჭოლი თვალით,რააც ამოუცნობით,რომელშიც ბიჭის ცისფერები ჩაიძირა... -ალბათ ბუნების ფონში აგერიე-მხიარულ ნოტზე თქვა გოგომ და თავი დახარა -შენი სილამაზე ბუნების მშვენიერების ფონზე მაინც მკივეთრად ჩანს... -რომ ჰკითხო კომპლიმენტების თქმა არ იცის-გვრდულად ჩაიღიმა-მადლობა,შენც არაგიშავს. -ესე იგი არამიშავს,გმადლობთ კომპლიმენტისვის-თვალი ჩაუკრა-მე იშვიათად თუ შევაქებ ვინმეს,მაგრამ სამართლიანად. -კარგი ახლა,უნდა გავწითლდე?-გაიცინა გოგომ სიწითლის არსესამჩნევად. -შენ ისედაც ყოველთვის წითლდები თაისა. -კარგი ახლა,სხვა თემას შევეხოთ. -ჯერ,ეს ავალაგოთ-თითით გაშლილი სუფრისკენ მიუთითა,ასეც მოიქცნენ,ყველაფერი რომ მოაწესრიგეს უკვე გაშლილ კარავთან ახლოს მდგარ ხის ძირში დასხდნენ. -რა არის შენი მიზანი,თაისა? -ჩემს სფეროში წარმატებებს მივაღწიო და მსოფლიოს გარშემო ვიმოგზაურო. შენ? -ჩემს მიზანს მივაღწიე,წარმატებული მხატვარი ვარ. -სხვა მიზანი არ გაქვს? -სურვილი მაქვს,რომ სხვადასხვა ქვეყნებში ვიმოგზაურო,რომელსაც ყოველწლიურად უკვე ვანხორციელებ-გოგოს გადმოხედა,რომელმაც თავი მხარზე დაადო -ასე ვიქნები რა,გთხოვ-თვალები დახუჭა თაისამ -არ გიშლი,მაგრამ მიყვარს რაღაცას რომ მთხოვ-ოდნავ ჩაეღიმა და ხელით გოგოს თმას შეეხო,რომლის სურნელმაც ნესტოებში მალევე შეუღიტინა და სასიამოვნოდ გააბრუა. -ქრისტეფორე,ასეთი არაპროგნოზირებადი როგორ ხარ? -არ ვიცი,უბრალოდ ასეთი ვარ თაისა,შენსავით.-მხრები აიჩეჩა და გოგოს თმებით თამაში გააგრძელა -მე დეიდაშვილი მყავდა...-ჩუმად ამოილაპარაკა-პატარა დეიდაშვილი,ცოტნე. 3 წლის წინ ლეიკემიით გარდაიცვალა,სულ პატარა იყო, 6 წლის. ვერაფერი ვუშველეთ ქრისტეფორე,ვერ დავეხმარეთ,ძალიან რთულ ფორმაში ჰქონდა გადაზრდილი,იცი როგორ მენატრება? ძალიან თბილი ბავშვი იყო,ძალიან ვუყვარდი,ყოველთვის ცემთან იძნებდა და როდესაც ავად იყო მეუბნებოდა,ხომ არ მოვკვდები,შენთან მინდა ყოფნაო-ცრემლები წამოუვიდა,ვერ აიტანა ცხვირსა და ყელში მოწოლილი ცრემლის დიდი გროვა-მე ვამშვიდებდი და ვეუბნებოდი,როგორ შეიძლება შენი თავი ღმერთმა წაგვართვას მეთქი,ვეფერებოდი,ყოველ ღამე,თეთრად ვათენებდი,რომ ეს დრო არ დამეკარგა მისი მოფერების გარეშე,დედაც შემოვიდოდა ღამით და ორივე ვტიროდით,ძალიან გაგვიჭირდა იმ აზრთან შეგუება,რომ ცოტნე შეიძლება აღარ ყოფილიყო. -იტირე,გულზე მოგეშვება...ძალიან ვწუხვარ თაისა,მტკივა,რომ შენ ასე განიცდი-მისკენ დახრილიყო და შუბლსა და საფეთქელზე ფრთხილად კოცნიდა გოგოს. -მამამისი ავტოავარიით დაიღუპა,დედამისი კი მშობიარობას გადაჰყვა,სასწაულად ენატრებოდა ისინი,დედის სითბო არ ახსოვს,დედაჩემს ეძახდა ‘’დედას’’. საოცარი ბავშვი იყო,ჩემი ძმა-გულამოსკვნილი ტიროდა,ფეხზე წამოიმართა და წასვლას აპირებდა,ქრისტეფორე რომ უკნიდან მიეხუტა და სახე ყელში ჩაურგო,თან ეჩურჩულებოდა -ახლა არ დამტოვო,არ წახვიდე,არ გამექცე,გევდრები,ახლა თუ წახვალ ძალა არ მეყოფა რომ შეგაჩერო-გოგოს ყელთან ჩურჩულებდა,გოგოსთან ერთად განიცდიდა ამ ამბავს,ტანში ჟრუანტელმა დაუარა. თაისა ქვითინებდა და ბიჭის ხელებს საკუთარი შემოაჭდო,წონასწორობა ვერ დაიცვა და ჩაიმუხლა,ისე რომ ბიჭისთვის ხელი არ მოუშორებია,თავი მის ყელში ჩარგო და ჩაეხუტა. -ჩშშ,კარგი,დამშვიდდი. მე აქ ვარ,ჩემო გოგო-შუბლზე მიაწება ტუჩები-ადამიანებს ბევრი ტკივილის გადატანა გვიწევს,ძალიან გვიჭირს,ასეთი დღეები ყველას ცხოვრებაში შეიძლება დადგეს,მაგრამ მასთან გამკლავება უნდა ვისწავლოთ,გახსოვდეს,რომ ცხოვრებაში ცრემლიც ბევრი დაიღვრება,მაგრამ ჩვენთვის ძვირფას ადამიანებან ყოფნით ამ გაუსაძლის დღეებს წარსულად უფრო მარტივად ვაქცევთ,ერთმანეთთან თანადგომაა საჭირო,გამხნევება,ზოგჯერ კი დუმილი. დიახ,დუმილი...წამალი,რომლის მნიშნველობაც ბევრმა არ იცის,რადგან აფთიაქში არ იყიდება. -მადლობა,რომ აქ ხარ-უკვე შედარებით დაწყნარებულმა ამოილაპარაკა ბიჭს ყელთან და იქვე ახლოს, მფეთქავ არტერიაზე აკოცა. განცდილი ჟრუანტელის გრძნობა. ერთიანობა,არა ფიზიკური,არამედ სულიერი. -ზოგჯერ ვფიქრობ,რომ ჩემში ჩემზე მეტი ხარ ქრისტეფორე-ლოყაზე თითებით მიეფერა და მზერა მისას გაუსწორა -ზოგჯერ ვფიქრობ,რომ შენს გარეშე ყველაფერი ხიბლსა და გემოს კარგავს-გოგოსკენ მიიწია და ტუჩებზე დაეწაფა,ნაზად უკოცნიდა ბაგეს,მალე სასიამოვნო ოხვრამ მოიცვა არემარე. -მაპატიე დღევანდელი საქციელი...უბრალოდ ნამდვილად დაბნეული ვიყავი,არ ვიცოდი რა მინდოდა,ჩემს გრძნობებს ვერ ვალაგებ,გაფანტული ბრინჯივით ვარ-გაბუსხულმა ამოილაპარაკა -მასეთი მომენტიც ყველას აქვს, ცხოვრებაში დგება ისეთი პერიოდი,როდესაც არ ვიცით რა გვსურს,ზოგჯერ იმაზეც კი ვფიქრობთ რა ჯანდაბა გვესაქმება ამ სამაყროში,რა არის ჩვენი მომავალი? როგორი წარმოგვიდგენია ჩვენი ცხოვრება რამდენიმე წლის შემდეგ? ჩვენი სიბერე? სიკვდილი?-ჩაიცინა -ღმერთო ჩემო,ამდენ ფიქრს ადამიანი კატასტროფამდე მიჰყავს,შეიძლება გაგიჟდე-გაოცებით ამოილაპარაკა-არ მინდა ამდენი ფიქრი,ეს დღეებია სულ ვფიქრობბ,ვფიქრობ და ყელში ამოვიდა,განტვირთვა მესაჭიროება,ეს ადგილი კი,უბრალოდ იდეალურია. -განტვირთვა ყველას სჭირდება,თავად გიჟსაც კი-ჩაეცინათ -დღეს ‘’სიმართლის საღამო’’ გვაქვს,ასე რომ მაინტერესებს ყველაზე გიჟური რა ჩაგიდენია ცხოვრებაში?-ინტერესიანი მზერით ამოხედა ბიჭს,რომლის კალთაშიც უკვე თავი ჰქონდა ჩადებული,ქრისტეფორეს საკუთარ თმაში მოთამაშე თითები კი ჭკუას აკარგვინებდა,ხოლო ბიჭის თავისუფალ თითებს თავად ათამაშებდა თავის ჭკუაზე. -ჩემი ცხოვრება სიგიჟებითაა სავსე,მაგრამ ერთს ამოვარჩევ როგორმე-თვალები დააწვრილა და ფიქრი დაიწყო-გეი ბარში ვიყავი წასული და ერთი ტიპი ავიკიდე,ოთახამდე რომ ავდიოდით კიბეებზე დავეშვი და გამოვიქეცი,სადღაც 18 წლის ვიქნებოდი-ჩაიცინა,თაისა კი ძლივს მოსულიერდა -ვაიმე,კარგი რაა-სიცილს ვერ წყვეტდა-მანდ წასვლა რამ მოგაფიქრა? -შოთას და დათოს ჰკითხე,ნიძლავი წავაგე-თვალები აატრიალა-ახლა შენი ჯერია. -მე მასეთი ამბით ვერ დავიკვეხნი,მაგრამ...-საჩვენებელი თითი და წარბი ზემოთ ასწია-16 წლის ვიყავი მაშინ,როდესაც უძველებელ თამაშს ‘’სიმართლე და მოქმედება’’ ვთამაშობდით უბნის ბავშვები და დამავალეს იქვე მდგომი გოგოსთვის შოკოლადის მოპარვა,უარზე ვიყავი,მაგრამ თამაში თამაში იყო,ის გოგო მაგიდასთან იჯდა და შოკოლადი მაგიდაზე ჰქონდა მოთავსებული,დაველოდე ეს გოგო შეიძლება სადმე გავიდეს მეთქი და იქვე ონკანი რომ იდგა მას რომ მიუახლოვდა ადგილიდან ‘დავტყდი’,ეს ‘ჩემი’ შოკოლადი წამოვიღე,ისე რომ ვერც კი გაიგო,წამებში მოხდა ეს ყველაფერი და მოვიტანე ბავშვებთან. -ეს იყო გიჟობა? -დამაცადე! შოკოლადის მაგივრად ტყლაპი ყოფლა-სიცილი დაიწყო გოგომ-მერე ციგნის ბავშვმა ჩამოიარა და ცხვირზე მომიჭირა ხელი-რამხელა ცხვირი გაქვს, რომ გნათლავდნენ ნაკურთხი წყალი ცხვირზე ვერ შეგასხესო?!-ტუჩები გაბუსხა-ხომ გთხარი შენსავით გიჟურ ამბებში არ ვყოფივარ.-ენა გამოუყო,ქრისტეფორე კი ტყლაპის ამბავმა გაახალისა -რას ერჩოდა შენს ცხვირს ის მამამისკინტული?-ხარხარებდა -გრძელი ცხვირ მაქვს და იმას! კარგი,თამაში გავარძელოთ. -გრძელი ცხვირი კი არა ენა გაქვს,ენაა! -ჯიშში მაქვს,ყველას გრძელი ენა აქვს მამაჩემის საგვარეულოში-გაიკრიჭა-შემდეგი კითხვა: ყველაზე მეტად რას ნანობ? -ოო კარგი რა, არ მინდა ამ სევდიან თემებზე საუბარი. -ამ ცხოვრებაში მხოლოდ კარგზე ხომ ვერ ისაუბრებ?-ხელები გაშალა გოგომ ,ქრისტეფორემ კი ღრმად ჩაისუნთქა -ბებიაჩემთან არ გატარებულ ბოლო 1 წელს ვნანობ ყველაზ მეტად-თვალი აარიდა გოგოს-ქალის იდეალი იყო ჩემთვის-თვალთ მომდგარი ცრემლის მოშორება შეუმჩნევლად ამაოდ სცადა,თაისა მას მიუახლოვდა,ლოყაზე მიეფერა და ძლიერად ჩაეხუტა,თან კალთაში ჩაუჯდა,ბიჭმა თავი მხარზე დაადო,გოგო კი თმაზე ეფერებოდა. -დედაჩემს ერთხელ გული ძალიან ვატკინე,ისე რომ ტირილი დაიწყო,იმ სიტყვებს ვნანობ,იმ წუთსა და წამს,როდესაც ის ასეთ მდგომარეობაში ჩავაგდე-სევდა შეეპარა გოგოს წარსულის გახსენებაზე -დედები საოცარი ქმნილებები არიან,ნატალიას გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია,მამაც ხომ მაგარია,მაგრამ დედა მაინც სხვაა,ბიჭისთვის განსაკუთრებულად წმინდაა. -როგორც ამბობენ გოგონები მამიკოს მხარეს იხრებიან და ბიჭები დედისკენ-ჩაიცინა თაისამ -მე არ ვიცი კვლევები რას ამტკიცებს და მეცნიერები რას გვიამბობენ,მაგრამ ეს ჩემი აზრია,სხვისი ფილოსოფიური გამონათქვამები და სტატისტიკური მოანცემები მაგრად მკი*დია-გოგოს ქვემოდან ამოხედა,მის ხელებს დააკვირდა,რომელიც თმაში იყო ახლართული,ერთი მტევანი ხელში მოიქცია და ხელისგულზე აკოცა. თაისას ჟრუანტელმა დაუარა,როდესაც ქრისტეფორეს თბილი ტუჩების მგრძნობიარე კანზე შეხება იგრძნო. -უკვე გვიანია,ხომ არ დავიძინოთ? -გეძინება პატარავ?-გაეღიმა ბიჭს -შეიძლება ითქვას,აი სულ ცოტა-თითით აჩვენა -კარგი,მაგრამ ჯერ გამომყევი,რაღაც უნდა გაჩვენო-გოგო ააყენა,ხელი ჩაჭიდა და იქვე ხლოს არსებულ მართობზე აიყვანა-აი,ეს არის ღამის სრულყოფილება. -რამდენი ვარკსვლავია,იდეალურია-სახეზე ხელები შემოიწყო გოგომ,გაოცება ვერ დამალა,გადაშლილი სილამაზის ხილვისგან-ეს,უბრალოდ გასაოცარია,მადლობა რომ აქ მომიყვანე ქრისტეფორე-ცრემლები წამოუვიდა, მწვანეები ბიჭს შეანათა,ქრისტეფორე გვერდიდან მიეხუტა და ტუჩები ყელზე მიაკრო. განცდილი სიამოვნება. ვნება. ფიზიკური და სულიერი სიმშვიდე. ნახევარი საათი მათ თვალწინ გადაშლილ სანახაობას შესცქეროდნენ,მანამ სანამ თაისას ქრისტეფორეს მხარზე არ ჩაეძინა,გოგო ხელში ფრთხილად აიყვანა და კარავში დააწვინა,შემდეგ პლედი გადააფარა და გვერდით მიუწვა. თაისამ ამ დროს თვალები გაახილა,ბუნდოვნად,მაგრამ მაინც.(ძალიან ფხიზელი ძილი ჰქონდა) ქრისტეფორესკენ მიიწია და ბიჭის მკერდზე მოათავსა თავი,ქრისტეფორემ კი თვალები დახუჭა და მის აჩქარებულ გულისცემას დაუგდო ყური,რომელსაც გოგო აუცილებლად იგრძნობდა. გ ა ი ფ ა ქ ტ ა . უფროსწორად გ ა ი ფ ა ქ ტ ნ ე ნ . -ზოგჯერ ადამიანი გამწარებულ გუნებაზე იმას ამბობს,რასაც სინამდვილეში არ ფიქრობს-ჩურჩულებდა თაისა -ახლა ეგ რატომ გაგახსენდა?-კითხა ქრისტეფორემ,თან თმაზე ეფერებოდა -დილით რომ გითხარი ჩემთვის არაფერს წარმოადგენ მეთქი.... -წარმოვადგენ?-ჩაეღიმა -გაცილებით მეტს ვიდრე შენ გგონია-ჩუმად ლაპარაკობდა გოგო -მე იმაზე გაცილებით მეტი მგონია,ვიდრე შენ ფიქრობ-თაისა წამოიმართა და ქრისტეფორეც მას მიჰყვა,ვერც კი გაიაზრა ისე მიადო ბიჭის მხარს საკუთარი შუბლი,ღაწვებზე ჩამოდენილი ცრემლების შეჩერება არც უცდია,ტკიოდა,გულს უღრღნიდა ის რასაც ვერ ამბობდა. მაგრამ,ყველაფერიიცოდა...უკვე იცოდა. -ადამიანი,რომელსაც ძალიან უყვარხარ ვერ გეუბნება,რადგან ეშინია მას ხელი არ ჰკრან. -მაგ ადამიანს უთხარი,რომ ქრისტეფორეს ძალიან უყვარს და სულელური შიში ჯანდაბაში გაუშვას. და ისევ,მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა. ბაგე ბაგეს წინ. შუბლი შუბლის წინ. სასიამოვნო წუთები. სიხარულის ცრემლები. გოგოს ხელები ბიჭის მკერდზე. ბიჭის ხელები გოგოს თმაზე. გაღვივებული გრძნობა-საფუძველი ბედნიერებისა. ****** დილით ადრე დაიძრნენ თბილისისკენ,ჩქარი ავტომობილი და წყნარი სიმღერა მათი მგზავრობის თანხმვედრს წარმოადგენდა. -ქრისტეფორე,სახლში ხომ იცოდნენ,რომ გუშინ ერთად ვიყავით ქალაქგარეთ გასული? -კი იცოდნენ,ნატალიას დავურეკე-გოგოს გადმოხედა და თვალი ჩაუკრა -კარგი რა,ეგრე ნუ მიკრავ თვალს-ჩაიცინა -რატომ?-გაიკვირვა -ძალიან მესაყვარლები,ეგ ფოსოები რომ გიჩნდება-ლოყებზე ორივე ხელი მოჰკიდა -თაისა,თავი პატარა ბავშვი მგონია-გაეცინა ბიჭს-არ ვარ ასეთებს შეჩვეული.... -არც მე ვარ შეჩვეული,ეს ერთდღიანი განტვირთვა და სიმართლის საღამო იყო ორივესთვის,თორემ ირონიულობას ვერც მე ჩავიკლავ ჩემს ხასიათში და ვერც შენ. -ნამდვილად ეგრეა,ჩემო ქუთაისელო სტუმარო-გოგოს გახედა და ტუჩები გამოწია -ბავშვი,დიდი ბავშვი-თავი გააქნია გოგომ -მე გაბრაზებაც ვიცი და კარგად მოქცევაც გენაცვალე-ისევ თვალი ჩაუკრა გოგოს-აუ,თაისა უკან კოკა-კოლა დევს და მომაწოდე რა. -აქ არ დევს ქრისტეფორე. -საჭეს ხელი მოჰკიდე,ვნახავ,პირი გამიშრა-თაისამ საჭე დაიკავა და ქრისტეფორე უკან გადაიხრა,როდესაც კოლას მოჰკრა თვალი,რომელიც სავარძლის ქვეშ იყო შევარდნილი-აი,ავიღებ ახლავე. -ქრიისტეფორეეეე! განწირული ყვირილი. შეშინებული სახეები საყვარელი ადამიანის დაკარგვისა. უგონოდ ყოფნა. --------------------------------- პ.ს. ესეც ახალი თავი. როგორც გუშინ დავწერე,ღამით დავდებდი. მინდა გითხრათ რომ ძალიან დავიღალე ახსნებით,მართლა. იცით რა? ნამდვიად არ მსურს მკითხველი ჯერ ჩემს ისტორიას აქებდეს,შემდეგ კი ჩემს პიროვნებას,როგორც ავტორს შეურაცხყოფდეს და ამბობდეს რომ მე მკითხველი მკი*დია, .ძალიან საწყენი და გასაბრაზებელია. არ მინდა ვინმეს გული ვატკინო და არ ვწერ მეტს არაფერს. მადლობა ყველას ვინც მხარში მიდგას და ხვდება რომ წერა ადვილი არ არის,თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მიმძიმს რომ ვერ ვახერხებ ზოგჯერ თავების ატვირთვას. ველი თქვენს აზრს. ფოტოზე ჩვენი თაისაა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.