შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიჩუმის სიბნელე(6,7)


28-06-2019, 21:47
ავტორი phoenixb
ნანახია 1 255

სახლში დაბრუნებული მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი როდის დამირეკავდა თემური და პასუხს მომთხოვდა,მაგრამ ჩემი ბინის სივრცე სრულ სიჩუმეში იყო.იატაკზე ათობით ოქმის ფურცელი იყო მიმოყრილი და ახლა მე მხოლოდ ნიკოლოზი თუ დამეხმარებოდა.როდესაც პირველად ნატალია გაგუას შევხვდი,სასამართლო პროცესზე მის დაკითხვამდე ერთი საათი იყო დარჩენილი,უფროსმა ჯორჯაძემ მასთან საუბრის ნება არ დამრთო და მხოლოდ ერთ წინადადებას მიმეორებდა „ელენე ის ბრალდების მოწმეა,უფლება არ გაქვს ამის და თან მან იცის რომ სიმართლე უნდა თქვას,საჭირო არაა ესაუბრო“,მეც ზუსტად ის მინდოდა სიმართლე ეთქვა,მაგრამ სასამართლო პრაქტიკაც კი არაა საჭირო რომ მიხვდე მოწმე უნდა მოამზადო რომ არ დაფრთხეს და თავისდაუნებურად, დაბნეულმა ზედმეტი ინფორმაცია არ მიაწოდოს მოსამართლეს,ბრალდების მხარეს ამის სრული უფლება ჰქონდა და მეშინოდა გაგუას ის არ ეთქვა რაც პროკურორს აწყობდა.მოწმეს სასამართლოზე ბევრი შეკითხვა დავუსვი,ჯვარედინი დაკითხვისას მას მხოლოდ კი ან არა უნდა ეპასუხა ჩემთვის,მუდმივად ცდილობდა ამ კონკრეტული პასუხებისგან თავის არიდებას,ახსნას იწყებდა რასაც ჩემი პროტესტი მოჰყვებოდა და საბოლოო ჯამში მთელი დაკითხვა რეალურად ჩემ ყვირილში გადაიზარდა.არ მესმოდა თემური რატომ იყო ასეთი რადიკალური მაშინ და არა ახლა,ვერ ვიტყვი მაშინ არ მენოდობოდათქო,მე და მას ზუსტად იგივე ურთიერთობა გვაქვს,მაგრამ იყო რაღაც რაც ეჭვის დონეზე მღრღნიდა.რეალურად ნატალია გაგუამ პირდაპირ დაადო ხელი ზვიადს,თქვა რომ ის სახმსახურიდან დაახლოებით ორი საათით იყო გასული და იმაზე მეტად განერვიულებული და გაღიზიანებული დაბრუნდა ვიდრე წასვლისას იყოო.თუმცა სასამართლოს ძირითადი პასუხი არ გააჩნია,მოტივი-რის გამო უნდა მოეკლა ზვიადს თავისი კომპანიის მთავარი არქიტექტორი რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო,რა უნდა ჰქონოდათ გასაყოფი ? ისე როგორ უნდა დაძაბვოდათ ურთიერთობა რომ სასიკვდილოდ გაემეტებინა? ჩემ თავში ათასი ფიქრი დახტოდა,ამჯერად ის აზრიც მღრღნიდა რომ უფროსი ჯორჯაძე უარს ამბობდა წილზე და მაიძულებდა თემური დამერწმუნებინა და მისთვის ხელი შემეწყო,რატომ ამბობს უარს ? ვერ ვიტყოდი რომ ისიც ლევანს გავდა,მხოლოდ დახარჯვაზე რომ ფიქრობს და არა გამომუშავებაზე,ოთხი წელი სწავლობდა შვეიცარიაში ბიზნესის ადმინისტრირებას,ეს მისთვის საუკეთესო შანსი იყო,გამხდარიყო იმ კომპანიის მეწილე რომლის წლიური ბრუნვა სამ მილიონ ლარს უდრიდა,მაგრამ ჯიუტად,ხისტად და ძალადობრივად ცდილობს საერთო არაფერი ჰქონდეს მამამისის ბიზნესთან.ახლა თავისუფლად შემიძლია თავი ჩემ არეულ მისაღებ ოთახს შევადარო,ისიც ისეთივე სავსეა აზრებით როგორც იატაკი ათობით სასამართლო ჩანაწერის ფურცლით.მადუღარას ვრთავ და ყავას ფინჯანში ვყრი,ჩემი ტელეფონი წკრიალებს და წამში ვწვდები.
-ელენე წყნეთის აგარაკზე ამოდი,ნატალია გაგუა მე მყავს ! ... -მომენტალურად მითიშავს ტელეფონს,ისე რომ პასუხის გაცემას კი არა გაფიქრებასაც ვერ ვასწრებ.მხოლოდ ჩანთას და გასაღებს ვწვდები და ლამის კისერს ვიტეხ კიბეებზე ჩარბენისას.
დაახლოებით ერთ საათში ვარ ჯორჯაძეების აგარაკზე,ჭიისკარი იღება და მე კართან ნიკოლოზის ფიგურას ვლანდავ.სახეზე კმაყოფილება და სიბრაზე ერთდროულად დასთამაშებს,როცა პირველად წავაწყდი მის ასეთ გამომეტყველებას,ვერ მივხვდი ეს შესაძლებელი იყო თუ არა,მაგრამ ერთი წლის მანძილზე მის გვერდით მუშაობამ მასწავლა ეს რასაც უნდა მანიშნებდეს.
-რა გაუკეთე ? ...-ძლივს ვიკავებ სიბრაზეს სანამ პასუხს გამცემს.
-სიმართლე გითხრა წამოსვლა არ უნდოდა და ცოტა შევაშინე...-დამცინავად ამბობს და თვალს მიკრავს.
-ნიკა ხუთშაბათს სასამართლოზე უნდა გამოვიდეს და...
-არაფერი დამიშავებიათქო,ცოტათი შევაშინე უბრალოდ.
სახლში შევდივარ და კითხვაც არ მჭირდება ისე ვხვდები სადაც არის ჩემი მოწმე,მისი მოუსვენარი და მძიმე ნაბიჯების ხმა მესმის.სავარძელში ვთავსდები და მასაც ხელით ვანიშნებ იმავე ქმედებისკენ.ჩემ წინ თავსდება და საკმაოზე ხმამაღლა,მოუსვენრად მიყვირის რა გინდათ ჩემგანო.
-ნატალია ხუთშაბათს სასამართლოში გამოსვლისას უნდა თქვათ რომ წინა ჩვენებისას იცრუეთ...-ამ ჩემი მშვიდი ტონის თავდვე მეშინია.
-და ამჯერად რა უნდა ვიცრუო ?...-მომწონს მისი ეს უეცრად გადაკეთებული საქმიანი ბარიტონი.
-შრომის ხელშეკრულება რომელიც თქვენსა და კომპანიის მეწილე ზვიადს შორის გაფორმდა,მისი მოვალეობის დროებით შეუსრულებლობისას თქვენ დაწინაურებას გულისხმობს,ანგარების მოტივით იცრუეთ რათა მისი ადგილი დაგეკავებინათ,სინამდვილეში ის კაბინეტიდან არ გამოსულა,მთელი ის დრო ოფისში იყო.
-რა მელის ამის შემდეგ ?
-თქვენ სასამართლო ცრუ ჩვენებისთვის პასუხისმგებლობას დაგაკისრებთ,მაგრამ გპირდები რომ საპროცესო შეთანხმებას მივაღწევ და გირაოთი გაგანთავისუფლებ.გირაოს კომპანია თავის თავზე აიღებს.
-ამჯერად ვინაა მუქარის ობიექტი...-დამცინავად მეუბნება ის და თავის გამჭოლ მზერას მაჩეხებს.
-ამჯერად ? ...-მგონი დამაბნია კიდეც.
-ხო,ამჯერად ვისით მაშინებთ,ვის სიცოცხლეს ვდებ სასწორზე ჩვენების არ მიცემის შემთხვევაში ?! რით ვერ ჩამოყალიბდით ?
-ნიკოლოზ გარეთ დამელოდე...-ცივად ვამბობ და როცა ვხვდები რომ გასვლას არ აპირებს კიდევ ერთხელ ვაკვირდები,ოღონდ ამჯერად თქმა მუქარას ემსგავსება.კარის გაჯახუნების ხმა მესმის და ამჯერად ჩემში იღვიძებს რაღაც,ძალიან საზიზღარი ნაწილი,რომელიც არც კი ვიცი რა შედეგს მომიტანს.
-ერთმანეთსაც კი არ ენდობით?...-დამცინავად აბრიალებს თვალებს.
-რას ნიშნავს „ამჯერად“?...ეგ თვითკმაყოფილი იდიოტის სიფათი მოიშორე,თორემ რასაც ნიკოლოზი გპირდებოდა იმას მე შეგისრულებ,წესიერად ამიხსენი რა ჯანდაბას გულისხმობ?!...-ღვარძლიანად ვსისინებ და მისკენ ვიხრები.
-ჯერ იყო და ჯორჯაძემ ის მომთხოვა სასამართლოზე თქვი რომ ზვიადი ორი საათით იყო გასული ოფისიდან და დაბრუნებული უჩვეულოდ აღელვებული და გაღიზიანებული მოგეჩვენაო,ახლა არის და მემუქრებით რომ თქვენივე მუქარის ქვეშ ნათქვამი ყველა სიტყვა უარვყო,საკუთარი თავი ცრუ მოწმედ პირდაპირ სასამართლოზე გამოვაცხადო...რა გინდათ ? გინდათ რომ არქიტექტორის მოკვლა საკუთარ თავზე ავიღო ? ...-ნელ-ნელა ეცვლება ხმა და ბოლოს სასოწარკვეთილებისგან გაგიჟებული ბოლო ხმაზე წივის.
-ადგილს დაუბრუნდი,დაჯექითქო ! ...-ვუყვირი მეც,რადგან არ ესმის.
-ჯორჯაძემ სასამართლომდე გნახა და დაგემუქრა ? ... -თავს მიქნევს თანხმობის ნიშნად...-ვიცი ალეკო გეგეჭკორზე,თუ იმას არ გააკეთებ რაც გითხარი,მის მიმართ საქმეს ავღძრავ,პირადად მე! იცი პროკურორს პირველ რიგში რას ეკითხებიან ? ნახავ როგორ დაემხობა მთელი კარიერა თავზე როცა მოსამართლე გაიგებს მისი და შენი ახლო ურთიერთობის შესახებ.მან სასამართლოს დაუმალა თავის მოწმესთან ახლო კავშირი,ეს კი კანონით ისჯება...
-ყველაზე ცუდი რაც შეიძლება დაემართოს,საქმეს ჩამოაშორონ და საყვედური გამოუცხადონ...-თავმომწონედ და გამომწვევად მეუბნება,მისი ტონი რაღაც არ მომწონს.ფეხზე ვდგები,მასთან ახლოს მივდივარ და ზემოდან დავყურებ,მინდა ეს დაძაბულობა იგრძნოს.
-შენ ადგილზე დარწმუნებული ვიქნებოდი ჩემ სიტყვებში,მითუმეტეს ხედავ რაზეც ვართ წამსვლელები...გარისკე,თამაში უფრო საინტერესო გახდება...-მასთან საუბარი დავასრულე,მივახვედრე ყველაფერს და ვიცი რომ შიში თავისას გააკეთებს.ესაა რომ კართან მისულს მისი სიტყვები ერთ ადგილზე მაშეშებს,ძარღვებში სისხლი მეყინება და ჩემ თავში უეცრად ოცამდე ხმა ჩნდება რომელიც ერთსა და იმავეს იმეორებს.
-ზვიადი მართლა არ წასულა ოფისიდან,იმ დღეს წამითაც არ დაუტოვებია თავისი კაბინეტი...-მისკენ ვტრიალდები,ის მიყურებს და ამჯერად მე ნამდვილ ნატალია გაგუას ვხედავ,ყოველგვარი ემოციისგან დაცლილს და გულწრფელს...-რაც მითხარი იმას გავიმეორებ სასამართლოზე,მაგრამ იმიტომ არა რომ ალეკოს ემუქრები,იმიტომ რომ ეს ზვიადს ნამდვილად არ ჩაუდენია და ამის მერე მე საკუთარ სინდისთან ვიქნები მართალი.
კარს ვიჯახუნებ და უსიტყვოდ მოვდივარ,მანქანის კართან ვჩერდები,სანამ ნიკოლოზი ჩემამდე მოაღწევს სუნთქვა უნდა დავირეგულირო,სისხლი სახეზე მაწვება.ჩემი ქვეცნობიერი პასუხს მაწვდის მაგრამ არ მინდა დაჯერება,არ მინდა ამის დაშვება.
-სახლში დააბრუნე და ხუთშაბათამდე გააკონტროლე რამე სისულელე არ ჩაიდონოს...-მანქანის კარს ვაღებ,მაგრამ გვერდით მდგომის ხელი მწვდება და მაჩერებს.
-რა გითხრა ?
-ნიკოლოზ ყველამ ჩვენ-ჩვენ საქმეს მივხედოთ კარგი ?! ... -რატომღაც მისთვისაც მომინდა ადგილის მიჩენა,არც კი ვიცი რატომ.
ჩემ ბინაში დაბრუნებული,იატაკზე ვისვრი ჩანთას და გასაღებს და ყოველგვარი ზედმეტი ცერემონიების გარეშე ვემხობი საწოლს სახით...მე ჩავიძირე,ამჯერად მხოლოდ სიზმრების სამყაროში,მაგრამ დანარჩენი ხვალინდელი დღის ამბავია.
მეორე დილით,სანამ დღის განრიგში თავჩარგული ყავას ვაგემოვნებდი და თემურის შეხვედრების და ხელმოსაწერი ხელშეკრულებების სიას საკუთარ თავს ვუხსნიდი,ტელეფონი აწკრიალდა.
-გისმენ თემურ,ახლა გამოვდიოდი სახლიდან...-არ მამთავრებინებს ისე მეჭრება.
-ელენე,გუშინ ბათუმში წავედი,გვიან ღამით...დღესვე უნდა ჩამოხვიდე.ბარგი ჩაალაგე ოთხშაბათამდე აქ ვრჩებით.
-მოხდა რამე ? დღეს შეხვედრები გაქვს და ხელმოსაწერი საბუთების გროვა...-გაკვირვებული ვარ მისი ასეთი უეცარი ვოიაჟით და ვერც წარმომიდგენია როგორ ვერ დაფიქრდა დღევანდელ შეხვედრაზე გაყიდვების შტატის მთავარ მენეჯერთან.
-გაიარე ოფისში,თამთას საბუთები გამოართვი და წამოიღე!
-თემურ...-კიდევ ვცდილობ შევეკამათო.
-ელენე მეჩვენება თუ ამ ბოლო დროს ძალიან მიეჩვიე შეწინააღმდეგებებს? გააკეთე რასაც გეუბნები ! ... -ღრიალებს ტელეფონში და ვხვდები რომ ჩემი გუშინდელი გმირობა ჯორჯაძეებში მაინდამაინც სახარბიელო მდგომარეობაში არ ჩამაგდებს.
ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო,კარადიდან ვიღებ პატარა ყავისფერ ჩემოდანს და ტანსაცმელს ვალაგებ.დედას ვურეკავ და ვტხოვ არ ინერვიულოს თუკი ამ დღეებში ვერ დამიკავშირდება.მე ხომ არ ვიცი რა ხდება ბათუმში.დედა ისევ ნერვიულობს,მას არ სჯერა რომ ყველაფერი კარგადაა,ცდილობს თავის სიზმარზე მომიყვეს,ნახევრად არც მესმის რას მეუბნება,ჩემოდნის ჩალაგებასა და საჭირო საბუთების ძებნისას,მესმის მხოლოდ „გველები“ და „მთლიანად შენ გარშემო“,როგორც კი ჩანთის ელვა შესაკრავს ვკრავ სწრაფად,დამაჯერებლად ვუხსნი არ ინერვიულო გველების ბავშვობიდან არ მეშინია,პირიქით მიყვარსთქო და ვემშვიდობები.მთავარია მან იცოდეს სად ვარ,ეს სრულიად საკმარისია.ოფისში მისული თამთასთან შევრბივარ ,რომლთანაც თემურს უკვე დაურეკავს და ისიც გამზადებულ საბუთებს მახვედრებს თან მიხსნის რომ ეს ძირითადად ახალ მშენებლობასთან დაკავშირებული მიწის,არქიტექტორების და სამშენებლო შტატის თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულებებია.მადლობას ვუხდი და მანქანაში მოთავსებული,ვფიქრობ რამხელა გზა მელის გასავლელად,თანაც მარტოს.დაახლოებით სამი საათის შემდეგ შევამჩნიე რომ ვიღაც მომყვებოდა,ამ გზაზე ძალიან მარტივია შეუმჩნეველი დარჩე,უამრავი მანქანა მოძრაობს და ყველა ერთი მიმართულებით წინ,ვერსად გადაუხვევ და გასაკვირიც არაფერი რჩება.მაგრამ ჩემ უკან მომავალი აშკარად სამსახურიდან მომყვებოდა და მუდმივად უკან მედგა,მაშინაც კი როცა გადასწრების საშუალება ჰქონდა.თითქოს მძღოლის სახეც მეცნო როცა დავაკვირდი,ამგრამ გზას თვალს ვერ მოვაშორებდი სამ წამზე მეტ ხანს,ამიტომ ვერ მოვახერხე შემეთვალიერებინა,თანაც სარკეში მაინდამაინც კარგად არ ჩანდა.ეს მხოლოდ ჩემ შიშებს დავაბრალე მანამ სანამ მანქანამ არ გადამისწრო და აშკარად მანიშნა ავტომობილი გამეჩერებინა,ჯერ იყო და გვერდით ამომიდგა,მერე გადამისწრო და ლამის დავეჯახე ისე შეანელა სვლა.მანევრირებას არ მოეშვა და მივხვდი გზაზე სხვასაც შევუქმნიდი პრობლემას.როგორც კი ავტომობილი გავაჩერე გადასვლა დავაპირე,მაგრამ დავინახე რომ წინ მდგომი მანქანიდან მამაკაცი გადმოვიდა და მას კიდევ ორი მოყვა უკან ჩემი მანქანისკენ,სანივთო უჯრისკენ ხელი წავიღე და ორი თვის წინ თემურისგან მიღებული საჩუქარი გადმოვიღე,რომ დამემალა.ტელეფონს წავავლე ხელი,უკანასკნელად თემურს ვესაუბრე,ამიტომ მასთან დავრეკე და მეორე სავარძელზე გადავაგდე ტელეფონი,რომ ვერ შეემჩნიათ,კარი ჩავკეტე,თემურის ხმა გავიგე ტელეფონს მიღმა და ვიგრძენი ჩემი სახე როგორ დაიძაბა,როგორ დამეუფლა უმწეობის შეგრძნება,როცა მანქანის ფანჯარაზე მოკაკუნე თითები დავინახე და მის მიღმა მოქუფრული სახეები.“გისმენ ელენე,სად ხარ?“,მე მხოლოდ ვხრიალებ „მიშველეთქო“ და იქედან ვისმენ პასუხად „ვერ გავიგე,გამიმეორეო“ , „მიშველე!“ ვყვირი ბოლო ხმაზე და ამის პასუხად ჩემ კარზე ბრახუნი იწყება,ყვირილი რომ გავაღო,მე მხოლოდ იმედი მაქვს სხვა ავტომობილების,ეტყობა იმედი ისევ სულელური იმპულსია.თავს მაღლა ვწევ,მექანიკურად ვაწვები ღილაკს და ჩემ გვერდით სავარძელში უცხო მამაკაცი თავსდება.ტელეფონს თიშავს და სანამ სხვებიც მოთავსდებიან,მანქანიდან გადავყავარ ჩემთვის რატომღაც ნაცნობ კაცს,ვერ ვიხსენებ მაგრამ უნდა ვიცნობდე.უკან მათავსებენ,ის კაცი კი ჩემ ადგილს იკავებს და ავტომობილს ძრავს.
-ამიხსნით რა ხდება?...-ვცდილობ ჩემ ხმას კანკალი არ შეეპაროს.
-ვისაუბრებთ,იქ სადაც დახმარების იმედი არ გექნება...-მესმის ყველაზე ბოხი ბარიტონით წარმოთქმული ეს სიტყვები და ვცდილობ სახეებიდან ამოვიკითხო საქმე ვისთან მაქვს,ეს გაყინული გამომეტყველება,რომელსაც შიშის ან აღელვების ნაპერწკალიც კი არ აქვს სახეზე მოთმინებას მაკარგვინებს.ისე იქცევიან თითქოს ამ წუთას ძალით არ მოთავსდნენ ჩემ მანქანაში და ღმერთმა უწყის სად მივყავარ.უკან ვიხედები და ვცდილობ გავარკვიო მათი მანქანა იქ დატოვეს თუ არა,ჩემდა გასაკვირად უკან მოგვყვებიან.
დიდი ხანი არ გვივლია,არც მაინდამაინც შორს წამოვსულვართ მთავარი გზიდან,როცა ნაძვის ხეებით ბუნებრივად შექმნილ სამანქანო ბილიკისკენ არ შეუხვიეს და საძოვრებისკენ არ წავიდნენ.სახლიდან ადრე გამოვედი უკვე შუადღე იყო,ყველას შეეძლო ჩემი დანახვა,თუკი სოფლიდან საძოვარზე ჰყავდათ საქონელი.ვიცოდი ეს საქმე იმ დაწყევლილ ზურაბს ეხებოდა და ეს ჩემ მოთმინებას უკვე ცლიდა.ავტომობილი გაჩერდა და რასაც ქვი გადამათრიეს,საჭესთან მჯდომი წინ დამიდგა და შემაშინებლად გამომიცხადა.
-მე ვაჩე გაგუა ვარ,ვიცი ეს გვარი შენთვის უცხო არაა...-თავს ვაქნევ და გონებაში უკვე ვხარშავ რაშიცაა საქმე...-ვიცი რის გაკეთებასაც აპირებთ,ვიცი რაც გაუკეთეთ მას!
-არ მგონია იცოდეთ თქვენ ამ საქციელს რა შედეგი მოყვება...-ვიცი გამაღიზიანებელი ვარ,მაგრამ თავს ვერ ვუხერხებ ვერაფერს.ამას მაშინ ვხვდები როცა ის მხარში მაფრინდება და მგონი რაც ძალი და ღონე აქვს მიჭერს რომ ძვალი გამიტეხოს.
-სასამართლოზე არ გამოვა ! არ გამოვა!...-ღრიალებს როცა ისევ შეპასუხებას ვაპირებ და ამჩნევს...-და თუ კიდევ ერთხელ მას ვინმე შეეხება,თუ კიდევ ერთხელ მოინდომებთ თქვენ ბინძურ მკვლელობაში გახვიოთ იცოდეთ სუფთა არავინ დარჩება მაგ საქმიდან.
-მისთვის არავის არაფერი დაუშავებია,მან თავად მითხრა რომ სიმართლეს იტყოდა რადგან წინა პროცესზე იცრუა.
-ახლა კარგად მომისმინე ჯორჯაძეების ძუკნა,ყველაფერი ვიცი,ვიცი რომ თქვენ აიძულეთ იმ კაცის დადანაშაულება,ახლა გინდათ აღიაროს და თვითონაც დამნაშავე გამოვიდეს...გითხარი თავი დაანებე,მასთან თუ კიდევ ერთხელ ვნახავ ვინმე თქვენიანს გეფიცებით რომელიმეს შეგიწირავთ და ციხეში წავალ...-არ ცრუობს,ვუყურებ და ვხვდები ის ადამიანია ვისაც თითქოს დასაკარგი არაფერი აქვს.
-სასამართლოზე გამოვა და სიმართლეს იტყვის...-სანამ ჩემი ერთი ხელი ძვლის ტეხვის საშიშროების ქვეშაა,მეორეს ვძაბავ და იარაღს ვიღებ,მის მუცელს ვაწვები და იმისდა მიუხედავად რომ ამას პირველად ვაკეთებ,იმისდა მიუხედავად რომ შიში მჭამს და ლამისაა გული გამისკდეს ადრენალინისგან,მაინც ზიზღით ვჩურჩულებ...-მგონი ვერ ხვდებით ვისთან აქვს საქმე! თქვენი ძველბიჭურ სტალკვას და მუქარებს ჯორჯაძეები არ შეჭამენ...-ღვარძლიანად ვჩურჩულებ და მოულოდნელად თვალები თავისით მეხუჭება,ძლიერ ტკივილს ვგრძნობ სახეში და პირში მეტალის გემოს,როცა ვაანლიზებ რომ მთელი ძალით მითავაზეს სახეში,უკვე მიწის სითბოს ვგრძნობ,თვალებს ვახელ და სანამ სრული სერიოზულობით მემუქრებიან ვცდილობ მათი სახეები დავიმახსოვრო.
-თემურ ჯორჯაძეს გადაეცი სანამ სხვის ქალს შეეხება,თავისაზეც იფიქროს,თორემ ეს ამბავი კარგად არ დამთავრდება.
როცა ვლანდავ,რომ მიდიან და მათი მანქანა ადგილს წყდება,თვალებს კიდევ ერთხელ ვხუჭავ და სანამ წამოდგომას დავაპირებ,ღრმად ვსუნთქავ,ძალებს ვიკრებ.ვიცი რომ ასე დიდხანს ვერ დავრჩები,ჩემ ხელისგულებს ვეყრდნობი და მერე ცალ მუხლს სანამ ორივე ფეხზე დადგომას მყარად შევძლებ.იარაღს ვიღებ,მანქანის კარს ვეჭიდები და სავარძელში ვთავსდები.ჩემი გონება მკარნახობს რომ თემურს ახლავე უნდა დავურეკო,მაგრამ მომხდარის გაანალიზება მირჩევნია.მაქნანას ვძრავ და როგორც კი ისევ მთავარ გზაზე გავდივარ,ფიქრს ვიწყებ,ღირს თუ არა ამ ამბის გამხელა.მე მხოლოდ მინიმალური ზიანი მომაყენეს,ეს არაფერს ნიშნავს,გამაფრთხილეს,მაგრამ მინდა ეს გაფრთხილება თემურმა ნახოს.არ ვეხები ჩემ ნიკაპზე თავისუფლად წამოდინებულ წითელ სისველეს და სანამ მე საკუთარი თავისთვის შექმნილი საფრთხის გაანალიზებით ვარ დაკავებული ვგრძნობ სახეზე როგორ მახმება ჩემი გამბედაობის შედეგი.
რამდენიმე საათში მე უკვე ჯორჯაძეების სახლის ჭიისკართან ვიყავი და ეზოში სანამ მანქანას დავაყენებდი დავლანდე ნიკოლოზის ჩემკენ მომავალი ფიგურა.მანქანიდან გადავდივარ და როცა მის შეშფოთებულ გამომეტყველებას ვაწყდები,ახლოს მოდის,ლამის მილიმეტრს არ ტოვებს ჩვენ შორის,ხელზე მეჭიდება და ხელისგულში მოქცეულ იარაღის წართმევას ცდილობს,მის მიღმა ჩვენკენ მომავალ თემურს ვუყურებ და ხელისგულს ვათავისუფლებ. თემური ჩემამდე მოდის და ერთიანად შეშდება.ჩემი სახე ახლა სასიამოვნო საყურებელი ნამდვილად არაა ვიცი.
-ეს რაა? ეს ვინ გააკეთა? ... - თემური ახლოს მოდის და მისი ხმა აშკარად წყდება ...
-ეს რუსუდანმა და ლიანამ არ უნდა ნახონ...-შეშინებულიც კი არ ვარ,ეს სულელური ნაბიჯი და მუქარა ვერ შემაშინებს.
-საზაფხულო სახლში შევიდეთ,იქ ვილაპარაკოთ...-მხარზე მეჭიდება ნიკოლოზი, სიარული ნამდვილად არ მიჭირს,ვერ ვხვდები რა საჭიროა,მხარს ვითავისუფლებ და თვალებს ვუბრიალებ როცა გაკვირვებული მაკვირდება.
თემურს თავისი სახლის უკან პატარა საზაფხულო კოტეჯი აქვს,კარს მიღებენ და ოთახის სივრცეში ვიყინები როცა თავზე ახარხარებულ ბიჭებს ვადგებით, ხმა წყდება და ახლა ყველას თვალი მე მეწებება.გული უცნაურად ცვლის ფეთქვის სიხშირეს როცა უფროს ჯორჯაძეს ვხედავ,თემური მითითებს დაჯექიო და ყველა ფეხზე დგება.სავარძელში მოთავსებულს თავზე მადგება.
-რა მოხდა ? მოთმინებას ვკარგავ,მოყევი დროზე ! ... -ნამდვილად არ გამოირჩევა თავშეკავებულობით.
-გზაში მანქანით ამეკიდა ვიღაც...
-რას ნიშნავს ვიღაც ?
-თემურ ცუდადაა, რა დროს ეგაა...-ნაცნობი ხმა მესმის,მისკენ ვიხედები და პასუხის დაბრუნებას ვერც ვასწრებ,გია შემოდის ოთახში.“რუსუდანი აქ მოდისო“ იძახის და სანამ თემური რამეს იტყოდეს,ისევ ალექსანდრეს ხმა მესმის.
-მამა წადი დედასთან,ელენეს მოვაწესრიგებ და მოვიყვან,მანამდე რამე მოიფიქრე...იცოდე აქ მოვა ! ... -იმეორებს დამაჯერებლად და ეს აზრი მეც მომწონს.ჯერ მეთვითონაც ვერ ვახერხებ საუბარს.
კოტეჯში ბიჭებთან ერთად ვრჩები,ლევანი ჩემთან მოდის,მის სახეზე თანაგრძნობას პირველად ვხედავ,იხრება და გაბზარული ხმით მეკითხება ეს ვინ გააკეთა,თქვიო.ასეთ მდგომარეობაში რომ არ ვიყო ალბათ გამეღიმებოდა კიდეც.უფროსი ჯორჯაძის საყვედური წვდება ყურთასმენას „რა დროს ეგაა ლევან,წადი ჯამი და სუფთა წყალი მომიტანე“-ო,როგორც კი ეს უკანასკნელი მოთხოვნას ასრულებს,ამჯერად თხოვნა ჟღერდება,“წადი დედასთან და მე მოვიყვან იქ“-ო . უსიტყვოც იცლება ოთახი და იქ მხოლოდ მე, ჩემ წინ ჩამუხლული და თვალებმოწებებული ალექსანდრე ჯორჯაძე ვრჩებით,ის ბინტს სუფთა წყალში ასველებს და ჩემ სახეს ეხება,მის თითებს ვაკვირდები და ჩემში სიმშვიდის შეგრძნება იბუდებს.
-ბევრი გაქვს სასწავლი...-ჩურჩულებს ის.
-მაგალითად?
-რომ ყველა მომთმენი არაა...-მიყურებს და მიღიმის...-ვინ გაგალამაზა ?
-შენი საქმე არაა...-ვბურდღუნებ პატარა ბავშვივით და როცა ჩემ გახეთქილ ტუჩს ბინტი ეხება მტკივნეულად ვიჭყანები.
-ცოდვებმა იცის...-არ დამაკლო არც მან.მეღიმება და ჩემ მიერ შელამაზებულ მის თვალს ვაკვირდები,მაინდამაინც ძლიერი ვართქო ვერ ვიტყვი,სულ ცოტათი აქვს თვალის უპე შელურჯებული,მექანიკურად ვეხები თითის ბალიშებით მის ნატკენ ადგილს და მის მზერას ჩემსას ვახვედრებ.
-არ მინდოდა, მართლა...-ვჩურჩულებ და ყელში მოწოლოლ ბურთს ვყლაპავ,რომ ჩემი ცრემლები არ გათავხედნენ და სადაც არიან იქ დაეტიონ.მთელი სხეული მეძაბება როცა მისი თითები ჩემ გახეთქილ ტუჩს ეხებიან და მისი ხრიალი მესმის.
-მეც ვწუხვარ,მართლა...-მის სახეს ახლოს ვიგულებ,ცხელი სუნთქვა მალამოსავით ედება ჩემ სახეს და როგორცკი ჩვენ გავცლით თვალის კუთხეებში ჩალაგებულ სიმართლეებს,ის მილიმეტრს არ ტოვებს ჩვენ შორის, მძიმედ სუნთქავს როცა სადაცაა შემეხება,ჩემ გახეთქილ ტუჩს მალამოდ ედება და მე რაც შემიძლია მაგრად ვაჭერ თვალის ქუთუთოებს ერთმანეთს,ხელისგულები მის კისერზე მიცურავენ და სანამ მის თბილ მკლავებში ვარ მოქცეული,ვხვდები რომ ამ წამს ის ერთადერთი რამ დავთმე რასაც არასდროს შევლევივარ.პირველად თემურთან სამსახურის თაობაზე მოსულს,როგორც კი აყვანაზე თანხმობა გამომიცხადეს, ნიკოლოზმა რჩევა მომცა,ის რჩევა არასდროს ამომმვარდნია თავიდან.ახლა თვალწინ დამიდგა ეს სიტყვები - „ყველაფერი არ გაიმეტო,რაღაც დაიტოვე“.ასეც იყო, მე ყველაფერი არ გამიმეტებია,ამ მომენტამდე.ამ მომენტში კი ვგრძნობ რომ ეს უკანასკნელიც გავიღე ჯორჯაძეების ოჯახისთვის.ჩემი ხელისგულები მას შორდებიან და თვალებს ვახელ.
-მითხარი რატომ არ გინდა მეწილეობა ? ...-თვალები არასდროს იტყუებიან,შეგიძლია მელაპარაკო და მომატყუო მაგრამ თვალები?!
-ელენე შენ მართლა არაფერი იცი ? ... -ათასობით ემოცია დარბის მის სახეზე,მაგრამ არცერთი იმ დოზით,რამდენითაც დაბნეულობა.უარყოფის ნიშნად თავს ვაქნევ და ვემზადები რომ ახლა მთავარი კვანძი გაიხსნება.
-თემური...-ის ისაა მან რაღაც უნდა თქვას რომ კარში ნიკოლოზი ჩნდება და მისი სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ ყველაფერი დაინახა.ალექსანდრე დგება,ჯამი მიაქვს და პირისპირ მხოლოდ მე და ნიკა ვრჩებით,ის მაკვირდება,მე ჩვეული გამომეტყველება მიბრუნდება და ვიცი,ღმერთო ვიცი რომ ის მიხვდა,ყველაფერს მიხვდა!



№1 სტუმარი ნათია41

ველოდებოდი როდის გააგრძელებდი ამ ისტორიას. ჯერ კიდევ ბუნდოვანია ყველაფერი ცოტა ნათელი შემოიტანე რა? ჯოეჯაძეს რატომ აწყობდა ჯერ დადანაშაულება და მერე ზვიადის სასარგებლოდ წასვლა. კაი მიხვდა რომ მასთან ერთად ჩაიძირებოდა მაგრამ სხვა ხომ არაფერია კიდევ? ალექსაბდრე რატომ ამბობს უარს წილზე? მალე გახსენი კარტი ცოტაზე მაინც

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent