ტკივილი გაძლიერებს სრულად
ვინმეს რომ ჩემთვის ეთქვა, შენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლებაო სიცილით იქვე მოვკვდებოდი. უზრუნველი ცხოვრება მქონდა. მყავდა დედა რომელიც ძალიან მიყვარდა, ასევე მამა რომელიც ჩემთვის ყოველთვის კაცის ეტალონი იყო. და მყავდა ძმა რომელიც ჩემთვის ძმაზე მეტიც იყო. ის იყო ძმაც, დაც, საუკეთესო მეგობარიც. ყველაფერი მქონდა ბედნიერებისთვის თუმცა, მოხდა ყველაზე საშინელი რამ, რამაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. 2010 წლის 1 სექტემბერი იყო, შემოდგომის პირველი დღე. ბავშვობიდან მიყვარდა შემოდგომა, დღე საკმაოდ ციოდა შემოდგომას ეს არ შეშვენოდა. მჭიდროდ ვიკრავ ტანზე ჩემს თხელ მოსაცმელს და მივუყვები სახლის გზას. გზაში ჩემი ძმა ლუკა მირეკავს. - კატო სად ხარ? - გზაში ვარ ლუკ, სახლში მივდივარ. რა ხდება? - მალე მოხვალ სახლში? - ფეხით მოვდივარ. კი სადღაც ათ ცუთში, რახდება ლუკა? _ ავნერვიულდი რადგან არასოდეს ყოფილა ლუკა ესეთი მკაცრი. - სასწრაფოდ მოდი სახლში. _მეუბნება და ტელეფონს მითიშავს. რა ბზიკმა უკბინა ნეტა რა მოუვიდა. პ ფიქრებში ვიყავი გართული როდესაც ჩემს წინ, შავი ჯიპი გაჩერდა. იქედან ორი ბიჭი გადმოდის, აზრზე მოსვლასაც ვერ ვასწრებ რომ მანქანაში რასაც ქვია მტენიან. აზრზე როცა მოვდივარ განწირული ვკივი, თუმცა ცხვირზე თეთრ ნაჭერს მადებენ და მეც ვითიშები. გონს სადღაც მიყრუებულ ადგილას მოვდივარ. სკამზე ვარ მიბმული ისე რომ ოდნავადაც ვერ ვინძრევი. ვცდილობ როგორმე გავითავისუფლო ხელები თუმცა უშედეგოთ. ახლაღა ვავლებ თვალს იქაურობას, რაღაც მიტოვებული ქარხანა. ჩემს მარჯვნივ ერთი ლეიბი დევს, მარცხნივ კი დაგლეჯილი სავარძელი. სად ჯანდაბაში ვარ? ან ვინ გამიტაცა? გონებაში მხოლოდ ჩემი იდიოტი ძმის სახელი მომდის, მხოლოდ მას შეეძლო ესე უაზროდ ეხუმრა ჩემთვის. ლუკას სახელს გავჰკივივარ მთელ ხმაზე თუმცა, ტრაკ..თ პასუხს არავინ მიბრუნებს. - ლუკა შე იდიოტო, კრეტინო უტვინო ბიჭო გამოდი გიცანი, კარგი რა ლუკ რა უაზრობა მოიფიქრე ახლა. გეფიცები თავის თუ გავითავისუფლებ დაგახრჩობ აი ნახავ. _ვყვირი ბოლო ხმაზე თან ხელების გახსნას ვცდილობ უშედეგოდ. - კარგი რა ლუკ გამოდი. _ ვემუდარები ჩემს ძმას თუმცა ხმას არავინ მცემს. ეს უკვე მაშინებდა, ეს რომ ლუკა ყოფილიყო უკვე სიცილით გაწოლილი იქნებოდა ჩემს ფეხებთან. ახლა უკვე მართლა შემეშინდა და ცრემლები გადმომცვივდა. -არის აქ ვინმე? _ უშედეგოდ ვყვიროდი, ჩემს ყვირილზე ვიღაც შემოდის. თვალები ცრემლებით მაქვა სავსე და სილუეტს კარგად ვერც ვამჩნევ. ჩემს წინ იმუხლება უცნობი, ერთი ხელი ჩემსკენ მოაქვს და ცრემლებს მწმენდს. - ვინ ხარ? _ ვეუბნები მას რადგან ვერ ვიცანი. - აქ მანამ იქნები სანამ მე მოვინდომებ პატარავ. _ირონიით მეუბნება ის და შემზარავად ხარხარებს. - ვინ ხარ? ან ჩემგან რა გინდა? ფული თუ გინდა მოგცემ? _მეუბნები სასუწარკვეთილი. - შენი ფული არ მჭირდება, მე მხოლოდ შენ მჭირდები. მეუბნება ის თან მის ბინძურ ხელებს დაატარებს ჩემს სახეზე. - ხელი გამიშვი არ მომეკარო. _მყვირი. -ნუ ყვირი, აქ შენს ხმას ვერავინ გაიგებს. _ისევ ისე შემზარავად ხარხალებს. - გეფიცები განანებ, გესმის განანებ. მამაჩემი მალე მიპოვის და აქედან წამიყვანს. _ პატარა ბავშვივით ვამბობ. - მამაშენი? _ უფრო ხარხარებს ჩემს გულუპრყვილობაზე. - მამაშენი ვერაფრით გიშველის, მან ეს ყველაფერი იცის. იცის სადაც ხარ თუმცა შენს გადასარჩენად არაფერს არ გააკეთებს გესმის? _ ყვირის წყობიდან გამოსული. - ვინ ჯანდაბა ხარ? რა გინდა ჩემთან? - მე შენ მინდიხარ ეკატერინე. - პედოფილი ხარ? - არამგონია 23 წლის გოგოსთა სექსუალური ურთიერთობა, პედოფილობას ნიშნავდეს ეკატერინე. - შენ მართლა შეშლილი ხარ. გეფიცები აქედან როგორც კი გავალ მოგკლავ გესმის, მოგკლავ. _ ვყვირი წყობიდან გამოსული. თუმცა ის ჩემს ყვირილს არაფრად აგდებს და ოთახიდან გადის. ერთი კვირა გავიდა რაც აქ ვარ, ამ დროის განმავლობაში ის პედოფილი არ გამოჩენილა. დღეში სამჯერ ჩემთან ვიღაც ბიჭი შემოდის და ლანგარზე დადებული საჭმელი მოაქვს, პირს არაფერს ვაკარებ და ისევ ისე გააქვს. შეღავათი იმით გამიკეთეს რომ იმ დამპალი სკამიდან ლეიბზე გადმომაბეს. ხო სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გადმომაბეს. ვერ ვიჯერებდი რომ მამაჩემი ჩემს გამო არაფერს არ აკეთებდა. ეს დაუჯერებელი ფაქტი იყო, თუმცა სადღაც გულის სიღრმეში მაინც ვუშვებდი. ლევანი ხომ ესეთი იყო. კარგი ის თუ არაფერს აკეთებდა ლუკა, ლუკა ხო ჩემს გამო თავსაც გასწირავდა. არა აქ ნამდვილად რაღაც სხვა ამბავია. ფიქრებში ვიყავი გართული როდესაც თავზე, ის პედოფილი დამადგა. - რაზე ფიქრობს ჩემი გოგო? _ ჩვეული ორონიით მეუბნება. - არა ვარ შენი გოგო, რით ვერ გაიგე ეს? _ ისეთი ხმით ვუკივლე რომ მეც შემეშინდა. ამის თქმა და საშინლად ამეწვა მარჯვენა მხარე ,სიმწრის ცრემლები გადმომცვივდა, თუმცა არაფერი შევიმჩნიე. - შენ სულ ჩემი იქნები გესმის, არაღარასოდეს თქვა რომ შენ არ ხარ ჩემი. - ღმერთმა დაგწყევლოს. მე არასოდეს გავხდები შენი გასაგე... _სათქმელი ვერ დავასრულე ისე უეცრად მეცა, ერთიანად შემომახია ტანსაცმილე. ველურივით დაეძგერა ჩემს სხეულს, ვცდილობდი როგორმე თავიდან მომეშორებინა თუმცა ერთი ხელით ვერაფრით მოვიშორე. მხოლოდ ის მოვახერხე რომ ფრჩხილებით სახე დამეხოკა, ფეხის ამორტყმა ვცადე მაგრამ არაფერი გამომივიდა. ვემუდარებოდი ვთხოვდი რომ არაფერი დაეშავებინა თუმცა, მას არაფერი ესმოდა. - გთხოვ არ გინდა. ძალიან გთხოვ ეს არ გააკეთო. გემუდარები არაფერი დამიშავო. _უშედეგოთ ვემუდარებოდი. არ მომეშვა მაქამდე სანამ საწადელს არ მიაღწია. მან მე გამაუპატიურა, უსულო საგანივით მი**მარა და მიმაგდო. ის კი თავისი ჰორმონებით დაკმაყოფილებული, გვერდით ეგდო. იმ დღეს შემზიზღდა საკუთარი თავი, იმ დღეს შემზიზღდა მამაჩემი რომელიც ჩემს გადასარჩენად არაფერს აკეთებდა. იმ დღეა დაკარგა ჩემმა ცხოვრებამ ფასი, იმ დღეს შემძულდა დედამიწა და სწორედ იმ დღეს ვუარყავი უფალი. არაფრის გაკეთება არ შემეძლო ვერც ვყვიროდი, ვერც ვინძრეოდი, მხოლოდ ცრემლები მცვიოდა თვალებიდა, და სული მეწვოდა. ვწყევლიდი ჩემი გაჩენის დღეს. ვწყევლიდი ჩემს თავს, ვწყევლიდი მამაჩემს. მთელი სამი თვე ესე გრძელდებოდა, ის ყოველი კვირის ბოლოს შემოდიოდა ჩემთან და ჩემზე ძალას ხმარობდა. ისე ვიყავი დასუსტებული, შეწინააღმდეგების თავიც არ მქონდა. მხოლოდ ცრემლები მცვიოდა და ჩემ თავს ვუმეორებდი რომ მე ყველას დავსჯიდი. დღეს ოთხი თვე გავიდა რაც გატაცებული ვარ. თუ არ ვცდები ახლა დეკემბერი უნდა იყოს. ის მოძალადე ერთი თვეა არ გამოჩენილა. მისისტებული ვეგდე "ჩემს" ლეიბზე თვალებს ძვლივს ვახელდი, როდესაც კარის შემონგრევის ხმა მესმის. თვალებს ვერ ვახელ თუმცა ვგრძნობ როგორ მიახლოვდება ვიღაცის სხეული, ხელებოდან თოკებს მხსნის და ხელში ავყავარ. მხოლოდ მის ტატუს ვხედავ ყელზე, შემდეგ არაფერი მახსოვს. გონს საავადმყოფოს პალატაში მოვდივარ, თვალების გახელა მიჭირს თუმცა თავს ძალას ვატან და გაჭირვებით ვახელ თვალებს. თავზე თეთრ ხალათიანი მადგას, რომელიც ჩემი დანახვოსას სასწრაფოდ გადის პალატიდან, უკან კი ექიმთან ერთად ბრუნდება. - თავს როგორ გრძნობთ? _ მეკითხება საშუალო ასაკის ექიმი და მიღიმის. - უკეთაც ვყფილვარ. _ ვამბობ მე და თავს გვერდით ვატრიალებ. - თქვენი ორგანიზმი ძალიან დასუსტებულია, თქვენს მდგომარეობაში ეს ძალიან საშიშია. - რა მდგომარეობაში? ვეკითხები და მხოლოდ ახლა ვაბრუნებ თავს. - თქვენ თვე ნახევრის ფეღმძიმედ ხართ. _ მეუბნება ისე ვოთომც არაფერი. - რას ამბობთ. _ გაოგნებული ვარ ამას ნამდვილად არ მოველოდი. - ეს შეუძლებელია ექიმო. მე, მე შეუძლებელია ორსულად ვიყო, ეს რაღაც აფსურდია. იქნებ გეშლებათ რამე? _ვყვირი წყობიდან გამოსული. - დამშვიდდით ძალიან გთხოვთ. - როგორ თუ დავმშვიდდე? მითხარით, როგორ უნდა დავმშვიდდე? როდესაც მეუბნებით რომ მე იმ ნაბიჭვრის, შვილი უნდა გვაჩინო. რა ვუთხრა ჩემს შვილს? რა ვუთხრა გამაგებიეთ? როგორ ვუთხრა მას რომ მამამისი მოძალადეა. _წყობიდან ისე გამოვედი რას ვამბობდი მე თვითონაც არ მესმოდა. - აბორტი გინდათ? _ ცივი ხმით ამბობს კაცი. - არა. არა აბორტი არ მინდა, ვერ მოვკლავ მას ვერ მოვკლავ, მას არაფერი დაუშავებია. ექიმმა დამამშვიდებელი გამიკეთა და დაუბრუნდი ჩემს ძველ მდგომარეობას. გონს რომ მოვედი თავზე სახეწაშლილი დედაჩემი მედგა, მის გვერდით კი მამაჩემი დგას. - კატო შვილო როგორ ხარ? _ მეკითხება შეშინებული დედაჩემი. - ძალიან კარგად დედა. ისე კარგად ვარ რომ მეტიც არ შეიძლება. მთელი ოთხი თვის განმავლობაში გატაცებული ვიყავი, ათასი რამ გამოვიარე. ამ ხნის განმავლობაში ვიღაც ნაძირალა მაუპატიურებდა. თქვენ, აი თქვენ კი. _ხელს მათკენ ვიშვერ. - ჩემს გადასარჩენად არაფერი არ გააკეთედ. დღეს ვიგებ რომ ორსულად ვარ. მითხარი ამ ყველაფრის მერე როგორ ვიყო? _ვეკითხები მას და ზიზღით აღსავსე თვალებით ვიყურებ. - შენი შვილი აღარ არსებობს. _ განაჩენივით ჩამესმა ყურში მამაჩემის ხმა. - რას ქვია ჩემი შვილი არ არსებობს? - აი ასე აბორტი გაგიკეთეს. _ უდარდელად მეუბნება. - შენ ვინ მოგცა უფლება? გამაგებიე შენ ვინ მოგცა ამის უფლება? ვინ მოგცა უფლება ჩაერიო ჩემს ცხოვრებაში? რა უფლებით მოუსწრაფე ჩემს შვილს სიცოცხლე გამაგრბიე? არაკაცი ხარ ლევან არაკაცი. _ ისეთი გამწარებული ვყვიროდი, ვერც კი შევამჩნიე ჩემი ძმის იქ არ ყოფნა. დედაჩემს მივუბრუნდი და ვეკითხები. - სად არის ლუკა? - კატო ის , ის. _ სათქმელს თავს ვერ უყრიდა და ასლუკუნდა. - ხო, ხო სად არის ლუკა? _ისევ ვუმეორებ. - ლუკა დაიღუპა. _ამბობს მამაჩემი. _ ლუკა დაიღუპ, ლუკა დაიღუპა მხოლოდ ეს ჩამესმოდა ყურში. მთელი ჩემი პრობლემები დამავიწყდა. მხოლოდ მამაჩემის მიერ ნათქვამი ლუკა დაიღუპა ჩამესმოდა ყურებში. - როგორ თუ დაიღუპა? - შენი გტცების შემდეგ ყველგან შენ დაგეძებდა. _ამბობს დედაჩემი. - ერთი თვის შემდეგ შენს კვალს მიაგნო თუმცა, გზაში ავარია მოუვიდა და დაიღუპა. როგორც გავიგეთ ვიღაცამ ავარია განგებ მოაწყო. _ რა გამოდის რომ ჩემი ძმა ჩემს გამო დაიღუპა. ეს შეუძლებელია, ლუკა არ მომკვდარა. - შენი ძმა შენს გამო დაიღუპა. _ ამბობს მამაჩემი და თითს ჩემსკენ იშვერს. - შენს კისერზეა მისი სისხლი. _ ფეხზე გიჟივით ცამოვხტი, ტკივილის მიუხედავად. მამაჩემს მივვარდი საყელოში ხელი ჩავავლე და კედელზე ავაკარი. - არასოდეს თქვა რომ ის ჩემს გამო დაიღუპა. ეს შენ ხარ ყველაფერში დამნაშავე, შენ იცოდი ჩემი გატაცების შესახებ და ხელი არ გაანძრიე. შენ რა კაცი ხარ მითხარი. რატომ არ დამიხსენი, რატომ არ წამომიყვანე იქედან გამაგებიე? - ამით ჩემს ბიზნეს დავაზარალებდი. _უსირცხვილოდ ამბობს . - ანუ შენს შვილს შენი ბიზნესი არჩიე? გამაგებიე შენ რა კაცი ხარ? გიჩივლებთ შენც და იმ არაკაცსაც. ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევთ, გაგანადგურებ ლევან ამილახვარო გესმის, გაგანადგურებ ჩემს ფეხებთან დაჩოქილს მოგიწევს შემევედრო რომ დაგინდო. - ვერაფერსაც ვერ იზავ, საჩივრის შეტანის უფლებას არ მოგცემ, ის ჩემი ბიზნეს პარტნიორია. არ მოგცემ უფლებას ჩემს ბიზნეზს რამე დაუშავო. ჩემი შერცხვენის უფლებას არ მოგცემ. _ ჩემს ხელებს სასწრაფოდ იშორებს და პალატიდან გადის, მტოვებს ესე გაქვავებულს. დედაჩემი კი მას უკან მისდევს. - ჩემი ძმის სულს ვფიცავ გაგანადგურებ ამილახვარო. _ ვყვირი ბოლო ხმაზე და გონებას ვკარგავ. - როდის შემეძლება წასვლა? _ ვეკითხები იმ წამს შემოსულ ექიმს. - კიდევ ერთ დღეს თუ გაატარებთ აქ ძალიან კარგი იქნება. _სანდომიანად მიღიმის ჭაღარა შეპარული კაცი. - დღესვე მინდა წასვლა. _ გადაჭრით ვამბობ. - შვილო იცი, შენი ორგანიზმი ძალიან დასუსტებულია, იქნებ კიდევ ერთი დღით დარჩე? _ მუდარა გარეული ხმით მეუბნება. - ისა ბატონო ექიმო. _მისი სახელი არ ვიცოდი ამიტომ დავიბენი. -დემნა, დემნა მქვია შვილო. - დიახ ბატონო დემნა, მე სამედიცინოზე ვსწავლობ, ასე რომ შემიძლია ჩემს თავს მივხედო სახლის პირობებში. - კარგი როგორც შენ იტყვი , მხოლოდ შენი ხელმოწერა მჭირდება. - და სად მოვაწერო ხელი? - ჯერ შენი სახელი და გვარი მჭირდება. შენმა მშობლებმა არ მოგვცეს უფლება საბუთები გაგვეფორმებია. - ეკატერინე ამილახვარი. _ ჩამქრალი ხმით ვამბობ. მახსოვს როგორ ვამაყობდი ჩემი წარმომავლობით. ვამაყობდი იმით რომ, მე თავად ლევან ამილახვარის შვილი ვიყავი, თუმცა დღეს მძულს ის ლევანი, ადრე ჩემი მამა რომ ერქვა. ყველაფერს ვიღონებ მის გასანადგურებლად, არ ვაპატირბ ჩემს განწარებას, არ ვაპატიებ ჩემი ძმის სისხლს, ასევე ჩემი ჯერ არ დაბადებული შვილის მკვლელობას. ნელ-ნელა მოვუღებ ბოლოს. ფიქრებიდან ექიმის ხმას გამოვყავარ. - ქალბატონო ეკატერინე. _მესმის ახალგაზრდა ბიჭის ხმა. ვერც კი შევამჩნიე ისე გავიდა დემნა ექიმი, და შემოვიდა სულ სხვა. - დიახ გისმენთ? - აი აქ მომიწერეთ ხელი. _ მეუბნება ის და მეც იქ ვაწერ ხელს სადაც მიმითითა. -რაღაც მინდა გკითხოთ? თუ არ შეგაწუხებთ? _ მეუბნება ცოტა დარცხვენილი. - დიახ გისმენთ? - იცით საბუთებში წავიკითხე რომ თქვენ ამილახვარი ხართ? - დიახ. - იცით მე ერთი ბავშვობის მეგობარი მყავდა, თან თქვენ ძალიან გავხართ მას. - ლუკაზე ამბობთ არა? - დიახ ლუკაზე ვამბობ. - ლუკა ჩემი ძმა არის. _ არ შემიძლია ლუკაზე წარსულში ლაპარაკი, ვერ მოვიხსენიებ მას როგორც გარდაცვლილს. - ძალიან ვწუხვარ ლუკას გამო. _მეუბნება დამწუხრებული და თავს ხრის. - ის ძალიან კარგი ადამიანი იყო. - ძალიან გთხოვთ ნუ საუბრობთ ლუკაზე წარსულ დროში. - კარგით ბოდიში. - შენ თუ ლუკას მეგობარი ხარ რატომ არ მახსოვხარ? ან შენი სახელი? -თორნიკე, თორნიკე ახალაია. შენ პატარა იყავი მე რომ საზღვარგარეთ წავედი. სულ რაღაც ხუთითვეა დავბრუნდი. - აჰა გასაგებია. თორნიკე შეიძლება რაღაც გთხოვო? - კი როგორ არა. - შეგიძლია დამარეკინო, ჩემს მეგობარს მინდა დავურეკო. - კი როგორ არა, აი აიღე. _ ტელეფონს მაწვდის და მეც სასწრაფოდ თემოს ვურეკავ, ჩემს ბავშვობის მეგობარს. ორი ზარის შემდეგ ისიც მპასუხობს. - ალო. _ მესმის მონატრებული ხმა. - თემო, კატო ვარ. - კატო შენ, შენ როდის დაბრუნდი? ძალიან მენატრებოდი. - თემო შეგიძლია მომაკითხო, საავადმყოფოში ვარ. - რა გინდაა საავადმყოფოში? რა მოხდა? ხო მშვიდობაა? _ მესმის თემოს განერვიულებული ხმა. - გრძელი ამბავია შემდეგ მოგიყვები. შეგიძლია მოხვიდე? - კი როგორ არა, მისამართი მითხარი. - მისამართი. _დავიბენი და საწყალი თვალებით გავხედე თორნიკეს. - ღუდუშაურის საავადმყოფო. _ისიც სასწრაფოდ მეობნება. - გავიგე კატო ხუთ წუთში მაქ ვარ. _მეუბნება თემო და მეც ტელეფონს ვთიშავ. - ეკატერინე აქ შენი ტანსაცმელია. _თორნიკე იქვე დადებული ტანსაცმელისკენ მითითებს. - კი მაგრამ მე ეს ტანსაცმელი არ მცმია. - ვიცი დაცვამ მოიტანა. როგორც გავიგე დედათქვენმა გამოატანა. დაცვა კი კართან გელოდებათ. _აი სად დაგერხა კატო ახლა როგორ გავიპარო. აქაც თორნიკეს დახმარება მჭირდება. საწყალი თვალებით ვუყურებ მას, ის კი უმალ ხვდება ყველაფერს. - რით შემიძლია შენი დახმარება? - შეგიძლია ექთანს თხოვო პალატაში შემოვიდეს, მე მაქამდე გამოვიცვლი. - კი როგორ არა, ახლავე დავუძახებ. თორნიკე პალატიდან გადის და ისაა შარვლის შესაკრავს ვიკრავ პალატაში ექთანი შემოდის - რით შემიძლია დაგეხმაროთ? - შეგიძლია შენი ხალათი მათხოვო? - კი როგორ არა. _ მის ხალათს იხდის და მე მაწვდის. სასწრაფოდ ვირგებ ტანზე მის მიერ გამოწვდილ ხალათს, ასევე რესპირატორს ვიკეთებ. -მე რა გავაკეთო? _მეკითხება დაბნეული გოგო. - ჩემი გასვლიდან ათ წუთში ყვირილი ატეხე, თითქოსდა თავში რაღაც ჩაგარტყი და გავიქეცი. შენს ხალათს მიმღაბში დავტოვებ. _ უცებ მივაყარე სათქმელი და კართან მივედი. გასვლას ვაპირებდი უკან მივბრუნდი ექთანს ლოყაზე ვაკოცე, მადლობა გადავუხადე და უცებ გავედი. გარეთ გასულს კართან ორი დაცვის ბიჭი დამხვდა. სასწრაფოდ გავეცალე იქაურობას. როგორც კი თვალს მოვეფარე, თავქუდმოგლეჯილმა ჩავირბინე კიბეები, მიმღებში ექთნის ხალათი დავტოვე და გასასვლელისკენ გავიქეცი, გარეთ თემო დამხვდა. მონატრებულ მეგობარს გადავეხვიე. - რა მოხდა კატო? _ მეკითხება შეშინებული თემო. - გთხოვ აქედან სასწრაფოდ წამიყვანე, ყველაფერს შემდეგ მოგიყვები. _თემოს მანქანაში ვჯდები და ისიც სასწრაფოდ ეცლება იქაურობას. - კატო ამიხსნი რა ხდება? მამაშენი ამბობდა რომ ქვეყნიდან წახვედი. - არსად არ წავსულვარ, გატაცებული ვიყავი. - რას ამბობ? ვინ გაგიტაცა? რატომ გაგიტაცა? კატო ამიხსენი თორემ გავგიჟდები. - ყველაფერს აგიხსნი ოღონდ ჯერ პოლიციაში წამიყვანე. გთხოვ არაფერი მკითხო. ყველაფერს შემდეგ აგიხსნი. _ თავს მიქნევს და გზას აგრძელებს. ვიცი არ მოისვენებდა სანამ ყველაფერს არ ავუხსნიდი, თუმცა ჯერ ამის თავი არ მქონდა. თემო მანქანას პოლიციის შენობის წინ აჩერებს. მეც სასწრაფოდ გადმოვდივარ და შენობაში შევდივარ. მიმღებში გოგო მხვდება დაზეპირებული ტექსტით. - რით შემიძლია დაგეხმაროთ? - კაპიტანი ლაშა ამაშუკელის ნახვა მსურს. _ვეუბნები მე ის კი თვალების ქაჩვით მეუბნება. - ბატონი ლაშა ახლა დაკავებულია. - ძალიან გთხოვთ, სასწრაფოდ უნდა ვნახო. უთხარით რომ ეკატერინე ამილახვარს სურს მისი ნახვა. _ ჩემი გვარის გაგონებისას, ეგრევე წამოხტა ფეხზე და იქაურობას გაეცალა. ხუთ წუთში უკან დაბრუნდა. - ქალბატონო ეკატერინე წამობრძანდით, შეგიძლიათ ბატონ ლაშას კაბინეტში დაელოდოთ. _მეუბმება ის და წინ მიმიძღვის. - აი აქ დაელოდეთ. ბატონი ლაშა ახლავე მოვა. _მეუბნება და კაბინეტის კარს მიღებს. შიგნით შევდივარ და იქვე სავარძელში ვიკავებ ადგილს. საშინლად გაიწელაა დრო მგონია ერთი წელია ველოდები, ის კი არანაირად არ ჩქარობს მოსვლას. ფეხზე წამოვდექი და ათასჯერ დავფარე კარიდან სავარძლამდე მანძილი. როგორც იქნა ლაშაც მოვოდა, ჩემი დანახვისას ჩემკენ წამოვიდა და გადამეხვია. - კატო აქ რას აკეთებ? ხო მშვიდობა? _ მეკითხება განერვიულებული. - ლაშა შენი დახმარება მჭირდება. - რა ხდევა კატო? - საჩივრის შემოტანა მინდა. - ვის უჩივი? - ლევანს. - რასამბობ კატო? მამაშენს უჩივი? - აღარასოდეს თქვა რომ ის მამაჩემია, ის აღარ არის მამაჩემი. დღეიდან ის ჩემი დაუძინებელი მტერია. _ვამბობ გამწარებული. - რა ხდება მომიყევი? _დავიწყე მოყოლა და ყველაფერი მოვუყევი, გატაცების დღიდან დაწყებული გიშინდელ დღემდე. ვცდილობდი არაფერი გამომჩენოდა და ყველა დეტალს ზედმიწევნით ზუსტად მყვებოდი. - ლაშა გთხოვ დამეხმარო, არა როგორც მეგობარმა არამედ როგორც პოლოციელმა. _ მუდარით ვეუბნები მე, ის კი გაოგნებული მიყურებს, ჯერ კიდევ ვერ გადახარშა ჩემი მონაყოლი. - ლაშა გესმის? - კი, კი მესმის ყველაფერში დაგეხმარები კატო. რაც შემიძლია და არ შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ. - ლაშა ვიცი ლევანი ყველაფერს იღონებს, რომ ეს საქმე არ გამოიძიონ. ამიტომ ყველაფერი უნდა გამირკვიო იმ არაკაცის შესახებ. მე ეს დღეები აქ არ ვიქნები, ლევანი ყველგან დაიწყებს ჩემს მოძებნას, სოფელში წავალ ბებოსთან და ბაბუსთან. ახლა ეს ყველაზე კარგი გამოსავალია. - კარგი კატო მე ყველაფერს გავარკვევ და დაგიკავშირდები. ფრთხილად იყავი გთხოვ. _ მეუბნება ის და გულში მიკრავს, ისე ძლიერად მხვევს ხელებს ალბათ ცდილობს ესე დამიცვას. ლაშას დავემშვიდობე, კაბინეტიდან გამოსვლას ვაპირებდი როდესაც დავინახე, კართან მდგომი თემო. შორიდანაც კარგად ჩანდა მისი დაბერილი ძარღვები და ჩაწითლებული თვალები. მან ყველაფერი გაიგო, არადა არ მინდოდა მისთვის ყველაფრის დაწვრილებით მოყოლა. მასთან მივდივარ და ვეხვევი. - ჩემო გოგო რამდენი რამ გადაგიტანია. _მეუბნება და ვგრძნობ როგორ მეცემა მისი ცრემლები ბეჭზე. - გეფიცები ყველას გავანადგურებ, ვინც კი ხელი დაგაკარა. - ვიცი თემო და ამიტომ შენი დახმარება დამჭირდება. - ყველაფერში გქონდეს ჩემი იმედი. _ამბობს და გასასვლელისკენ დავიძარით. უკვე სამი კვირა ლაშასგან სიახლეებს ველოდები თუმცა უშედეგოთ. დროებით გადავდე ეს საქმე, ჯერ ჩემს პროფესიას მივხედავ, თუმცა არ ვაპირებ ხელი ჩავიქნიო. საკმაო ძალები და ფული მჭირდება მის გასანადგურებლად. სამსახურის ძებნა დავიწყე თუმცა ყველგან ჭრის ლევანის სახელი და ყველგან უარით მისტუმრებენ. საცხოვრებლად ბაბუას ნაჩუქარ ბინაში გადავედი, უნივერსიტეტში სიარულიც დავიწყე, დღესაც უნივერსიტეტში ვარ, ლექცია დავამთავრე და უნივერსიტეტიდან გამოვდიოდი როდესაც, ჩემი ლექტორი დიმიტრი მაჩერებს. - ეკატერინე შვილო ერთი წუთით შეიძლება? - დიახ ბატონო დიმიტრი. - შვილო შენ ერთ-ერთი საუკეთესო ხარ ჩემს კურსზე. _ მეუბნება გაბრწყინებულო სახით. - გმადლოვთ. _ დარცხვენილი ვეუბნები. - მინდა რაღაც შემოგთავაზო. - გისმენთ. - იცი ღუდუშაურის საავადმყოფოში, ერთი ძველი მეგობარი მყავს. დღეს დამირეკა და მთხოვა, ჩემი კურსიდან საუკეთესო გავაგზავნო მასთან სამუშაოდ. ეგრევე შენზე ვიფიქრე, მე შენზე უკეთესი სტუდენტი არავინ მყავს. _ დავიბენი მისგან ესეთ შემოთავაზებას არ ველოდი. - ბატონო დიმიტრი იცით მე. _ სათქმელს არ მამთავრებიებს ეგრევე მეუბნებ. - იცოდე უარს არ მივიღებ. დამხმარე ექიმი იქნები, გამოცდილებასაც მიიღებ. - არა რას ამბობთ, ესეთ შემოთავაზებაზე უარს როგორ ვიტყვი. უბრალოდ ამას ნამდვილად არ ველოდი. - ვიცი რომ დიდი ხანია სამსახურს ეძებ, მინდა რამით დაგეხმარო. - თქვენ ძალიან მეხმარებით. - ანუ თანახმა ხარ? - დიახ რათქმაუნდა. _ ვეუბნები მე და გახარებული ვეხვევი ჩემს ლექტორს. - კარგი, კარგი გეყოს. _ სასწრაფოდ მიცილებს. - ხვალ ათ საათზე საავადმყოფოში მიხვალ და დემნა ახალაიას იკითხავ, იცოდე არ შემარცხვინო. _თითს გამაფრთხილებლად მიქნევს და ტუჩის კუთხეში სიცილი ეპარება. - დიდი მადლობა ბატონო დიმიტრი. - არ არის საჭირო. _ამბობს და იქაურობას ცილდება. რა ბედნიერებაა, როგორც იქნა რაღაც გამომიჩნდა თან ჩემი პროფესიით. ახლა აუცილებლად დავიწყებ ჩემი გეგმების განხორციელებას. აუცილებლად მივაღწევ მიზანს. არ მოვისვენებ მანამ სანამ ამილახვარს ჩემს ფეხებთან დაჩოქილს არ ვნახავ. ყველაფრისთვის პასუხს ვაგებინებ, წავართმევ იმას რის გამოც მე დამინგრია ცხოვრებას, სწორედ მისი კომპანიის განადგურებით დავიწყებ. კმაყოფილი ღიმილით ვტოვებ უნივერსიტეტს და სახლისკენ მივდივარ. ერთი წამითაც ვერ შევძელი თვალის მოხუჭვა. ისეთი აჟიტირებული ვიყავი სამსახურთან დაკავშირებით ახლა ნამდვილად ვერ დავიძინებდი. ღამის სამი საათი იქნებოდა, ყავა გავიმზადე და აივანზე გავედი. შავი Marboro- ს კოლოფიდან ერთი ღერი სიგარეტი ამოვიღე გავუკიდე და ერთიანად გადავიშვი კვამლი ფილტვებში. მომავალ ექიმს მოწევა არ შემშვენოდა თუმცა, ჩემი პრობლემებიდან გამომდინარე არ შემეძლო რომ არ მომეწია. დეკემბრის მიუხედავად გარეთ საკმაოდ თბილოდა. ვარსკვლავებით გადაჭედილ ცას შევსცქეროდი, როდესაც დავინახე ყველასგან გამორჩეული მოციმციმე ვარსკვლავი, პირველი რაც გავიფიქრე ლუკა იყო. ის ჩემთანაა მას მე არასოდეს მივუტოვებივარ. ვამბობ ხმამაღლა და უფრო კარგად ვაკვირდები ვარსკვლავს. ის უფრო და უფრო უმატებდა ციმციმს, შემდეგ ადგილს წყდება და სანამ ჩამოვარდებოდა სურვილს ვიფიქრებ. მახსოვს ჩემს დაბადების დღე 24 თებერვალს, მე და ლუკა აივანზე ერთმანეთზე მიხუტებულები ვისხედით. იმ დღეს 18 წლის გავხდი. - კატო. _ფიქრებიდან ლუკას ხმას გამოვყავარ. - ჰოო. - რაზე ფიქრობ? _ მეუბნება ის ისე რომ თვალს არ აცილებს ცას. - ყველაფერზე. _ვამბობ მე და უფრო კარგად ვეკვრები მას. - შენ რაზე ფიქრობ? _კითხვას უკან ვუბრუნებ. - მე, მე მომავალზე. - მომავალზე? _გამიკვირდა რადგან ლუკას არ უყვარდა მომავალზე საუბარი. ის არასოდეს აწყობდა მომავლის გეგმებს. - ჰო მომავალზე. მეშინია მე რომ აღარ ვიქნები შენ ვინ დაგიცავს? - კარგი რა ლუკ რას ამბობ? შენ სულ ჩემთან იქნები. - კატ დამპირდი, დამპირდი რომ ისეთი ადამიანი იქნები მე რომ გამიხარდება. დამპირდი რომ თუ მე შენს გვერდით არ ვიქნები, არავის მისცემ შენი წყენინების უფლებას. თუ ვინმემ გაწყენინა, დამპირდი რომ სამაგიეროს გადაუხდი. - ლუკ მაშინებ. ვამბობ მე და ვატყობ როგორ მიკანკალდება ნელ-ნელა ქვედა ყბა. - დამპირდი კატო. _ არ მეშვება. - გპირდები. - აკანკალებული ხმით ვამბობ. -გპირდები თუ ვინმე მაწყენინებს, ცხოვრებას ჯოჯოხეთად ვუქცევ. _ კანკალი ტირილში გადამივიდა. გულში მთელი ძალით მიკრავს და შუბლზე მკოცნის. საშინელება მის გარეშე გატარებული, თუმდაც ერთლი დღე. სიგარეტი იქვე დავაბიჩოკე,სახლში შემოსვლას ვაპირებდი როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმე. ვინ უნდა იყოს ესეთ დროს? თემო ვერიქნება მუშაობს. კარს ნელ-ნელა მივუახლოვდი, ჩუმად გავიხედე და დავინახე კართან ატუზული ლაშა. სასწრაფოდ გამოვაღე და გაკვირცებული სახით მივაშტერდი ბიჭს. - ლაშა ხომ შვიდობაა? - კი, კი კატ უბრალოდ რაღაცეები გავარკვიე. - შემოდი კარში რას დგახარ? აქ დაჯექი. _ მივუთითე იქვე დადებულ სავარძელზე. - აბა რა გაარკვიე მითხარი? _ მეც მის წინ მოვკალათდი და ინტერესით ვაკვირდები ლაშას. - იმ აღწეტილობით ვინც მოთხარი, მამაშენის კომპანიონი აი ეს უნდა იყოს. _ ფოტოს წინ მიდებს, ისარის სწორედ მან დამინგრია ცხივრებს, მან გამაუბედურა. - კატო კარგად ხარ? -კი ლაშ. სწორედ ეს კაცია, მან გამიტაცა. - გიგა ჟღენტი 38 წლის. ყავს მეუღლე თამარ ჭანტურია 19 წელია ეთად არიან. ასევე ყავს ორი შვილი, მარიამი და ეკატერინე. - ეკატერინე? _ხავილის მაგვარი ბგერებით ვამბობ. - ხო ეკატერინე. - ასაკი? - 17 წლის. - გასაგებია ლაშ დიდი მაადლობა, შენ ძალიან დამეხმარე. - არაფრის რისი მადლობა. ამ საბუთებს დაგიტოვებ შენ გქონდეს. _ ლაშას დავემშვიდობე და ჩემს ოთახში შევედი. გარდერობი გამოვაღე, ტანსაცმლის კარადის უკანა კარი გავაღე და ჩემს ფარულ ოთახში შევედი., სადაც სქემა მქონდა, როგორ გამენადგურებია გიგა და ლევანი. ჩემს სქემას კიდევ ეშევამატე ფოტოები. გიგას შვილოს ფოტოს ხელში ვატრიალებდი. ძალიან ლამაზი შვილი ჰყავს, ეკატერინე ჩემი სეხნია. ჩემსავეთ შავი დიდი ხვეულა თმები აქვს, ისეთივე შავი თვალები როგორც მე. ეს გოგო საოცრად მგავს, ახლა ზუსტად ვიცი როგორ შეიძლება მასზე შურისძიება. სწორედ მისი შვილის მეშვეობით გავანადგურებ. ვიცი საშინლად ვიქცევი თუმცა სხვა გზა არ მაქვს. ისევე უნდა დაიტანჯოს ჟღენტი როგორც მე ვიტანჯები. ისევე უნდა მოვუღო ბოლო როგორც მე მომიღო. ჯერ- ჯერობით არასაკმარისი ინფორმაცია მაქვს, კიდევ მჭირდება რაღაც ისეთი. ეკატერინეზე ყველაფერი უნდა გავიგო, უნდა გავიგო სად დადის, რა მოწონს, თავისუფალ დროს რა აკეთებს. ყველაფერს ვიღონებ ჟღენტის გასანადგურებლად. ლუკა სულ მეუბნებოდა, გეშინოდეს მისი ვისაც დასაკარგი არაფერი აქვს. სწორედ ესე ვარ მეც დასაკარგი არაფერი მაქვს, ამიტომ ყველაფერს ვიღონებ ჩემი გეგმის განსახორციელებლად. უკვე დილის შვიდი საათი არის, სააბაზანოში შევდივარ სხაპს ვიღებ. ვფიქრობ ყველაფერზე, როგორ შეიძლება ვიშოვო ფული, როთაც ლევან ამილახვარს გავანადგურებ. დრო ისე გავიდა ვერც მივხვდი. აბაზანიდან გამოვედი, წინა დღეს გამზადებულ შავ ქვედაბოლოს და შითელ პერანგს ვიცმევ, ფეხზე დაბალძირიანი ჩექმები ჩავიცვი, მკვეთრი მაკიჟი გავიკეთე და სამზარეულოში გავედი. ყავისთვის წყალი დავადგი, უშაქრო ყავა ეს ის არის რაც ყოველთვის მშველის. არასოდეს არ ვყრიდი ყავაში ან ჩაიში შაქარს, ჩემი ძმა სულ წუწუნებდა, მაგას რა გასმევსო, თვითონ ისეთ ტკბილ ყავას სვავდა გაგიჟდებოდი. ლუკას საქციელების გახსენებისას მეღიმება, ერთიანად ვუშვებ ყელში ცხელ სითხეს და სამზარეულოდან გავდივარ. ჩანთაში ტელეფონს ვდებ, საკიდიდან შავ მანტოს ვხსნი და სახლს ვტოვებ. სულ რაღაც ოც წუთში საავადმყოფოში ვარ. მიმღებში გოგო გაღიმებული სახით მხვდება. - რით შემიძლია დაგეხმაროთ? _ ამბობს ის. - იცით მე დემნა ახალაიასთან მაქვს შეხვედრა. - ბატონი დემნა თათბირზეა, წამობტძანდით კაბინეტში დაელოდეთ. - კარგით. _ ვამბობ მე და უკან მივყვები გოგონას, რომელიც ქუსლების კაკუნით მიდის დერეფანში. კაბინეტის კართან ცოტახნით შევჩერდი, სადაც დიდი ასოებით ეწერა განყოფილების გამგე დემნა ახალაია. - შემობრძანდით. _ფიქრებიდან გოგონას ხმას გამოვყავარ და მეც კაბინეტში შევდივარ. - ყავას ხომ არ ინებებთ? - არა გმადლობთ. - კარგით მე დაგტოვებთ, ბატონი დემნა მალე მოვა. _გოგონას გასვლიდან სულ მალე კაბინეტში, ის ექიმი შემოდის მე რომ მკურნალობდა გატაცების შემდეგ. - თქვენ? _ გაკვირვებისაგან ძვლივს ვამბობ სათქმელს. - ეკატერინე მოხვედი შვილო. _ ჩემს გაკვირვებას აიგნორებ და ისე მეკითხება. - დიახ მაგრამ მე. - არაფრის თქმა არ არის საჭირო. დიმიტრიმ მითხრა როგორი კარგი გოგო ხარ, ამიტომ გადავწყვიტრ შენი აყვანა. ვიცი რომ სწავლას მალე ამთავრებ, მაგრამ კადრები გვჭირდება და გადავწყვიტე შენი აყვანა. _ ისე ერთიანად მომაყარა სათქმელი ძვლივს გავიაზრე. - დიდი მადლობა, მე რომ ამირჩიეთ. _ ვამბობ დამორცხვით. - ძალიან კარგი ანუ თანახმა ხარ? - დიახ რათქმაუნდა. - ხელი აქ მომიწერე. _მის გამოწვდილ საბუთებს ხელს ვაწერ. - წამოდი შენს კაბინეტს განახებ. ფეხზე დგება და მეც უკან მივყვები. -ბატონო დემნა, იცით მე არ მინდა აქ გაიგონ ჩემი ამბავი. - ეკატერინე შენ, შენი ცხოვრება გაქვს ამიტომ მე არ ვაპირებ აქ ჭორაობას. არავის აქ უფლება შენს ცხოვრებაში ჩაერიოს. _ გამიხარდა მისგან ესეთი რაღაცის მოსმენა. ერთ-ერთ კაბინეტს ვუახლოვდებით სადაც დიდი ასოებით ჩემი სახელი და გვარი წერია. - ეს შენი კაბინეტია. _მეუბნება ის და კაბინეტის კარს ფართოდ აღებს. არც ისე დიდი თუმცა ჩემთვის საკმარისი ოთახია. - ახლა საქმე მაქვს უნდა წავიდე, ჩემს შვილს გამოვუშვებ რომელიც საავადმყოფოს დაგათვალიერებინებს. _მეუბნება ისე რომ ჩემს პასუხს არც ელოდება იქაურობას ტოვებს. დემნა ექიმის წასვლის შემდეგ, კაბინეტის კარს ვიღაც გიჟივით აღებს. - აბა წავედით საავადმყოფოს დასალაშქრად? _ ვიცანიბეს თორნიკეა, ლუკას მეგობარი. - დაკაკუნება არ გასწავლეს? - ოჰ როგორი სერიოზულია. იცი მიკვირს როგორ შეიძლება, ლუკასნაირ ცანცარას შენნაირი სერიოზული და ჰყავდეს? _სერიოზული ბიჭის სახეს იღებს და ისე მიყურებს. - ღმერთო ჩემო. _ვამბობ მე და ხელებს ჰაერში ვმართავ. - როგორ გავხარ ჩემს ძმას. _ვამბობ დანანებით. - ჰო ყველა ამას ამბობს, იცი როდესაც მე და ლუკა ერთად ვიყავით კლუბში, ყველა გვეკითხებოდა ძმები ხომ არ ვიყავით, რაზეც გვეცინებოდა. - იცი ლუკას ძმაკაცებს არ ვიცნობ, ერთადერთი ყიფიანი ვიცი. - ვაჩე ყიფიანს იცნობ? _ ისეთი სახით მეუბნება თითქოსდა ქვეყნის საიდუმლო გავთქვი. -არა დათოს. -დათოს, მეთქი ვაჩეს თქო. - და ვაჩე ვინ არის? - წამო თან დაგათვალიერებინებ. _მასთან ერთად ვტოვებ კაბინეტს. - ვაჩე და დათო ძმები არიან. - მართლა? არ ვიცოდი დათოს ძმა თუ ყავდა. _გამიკვირდა რადგან დათოს ძმა არასოდეს უხსენებია. - ხო ვაჩე წლებია აქ არ ცხოვრობდა, ისიც ჩემთან ერთად ჩამოვიდა გერმანიიდან. აი აქ ლაბორატორიაა. - ლანაჩკა როგორ ხარ? _ლაბორატორიაში შესული ესალმება ვიღაც გოგოს. -გაიცანი ეს ჩვენი ახალი ექიმია. ჩემსკენ ანიშნებს და მეც თავს ვუკრავ. კიდევ დიდი ხანი დავდიოდით, მთელი საავადმყოფო დამათვალიერებია. ბოლოს კაფეტერიასთან შევჩერდით. - რას დალევ? - უშაქრო ყავას. _ ვამბობ მე და ადგილს ვიკავებ. - უშაქრო? _ მეკითხება გაკვირვებული. - ხო უშაქრო. ახლა არ მითხრა რომ შენ ყავაში ოთხ კოვზ შაქარს ყრი? - კი და შენ საიდან იცი? _ გაოგნებული სახით მომაშტერდა. - ლუკაც ზუსტად ეგრე სვავს. - ხო ვიცი. _ მხიარულად ამბობს. - ბევრი მეგობარი ჰყავდა ლუკას? _მაინტერესებს ლუკას სამეგობრო. - კი საკმაოდ. იცი დღეს ყველანი ვიკრიბებით, არ გინდა წამოხვიდე თან ჩემს შეყვარებულს გაგაცნობ. - ვაიმე როგორ შეიძლება შენნაირ ცანცარას შეყვარებული ჰყავდეს. - აჰა ანუ არ შეიძლება ჩემნაირ ცანცარას ვინმე უყვარდეს? ლუკას რომ უყვარდა. - ჰო არ შიძლება. ვამბობ მე ისე რომ ვერც კი გავიაზრე რა თქვა. - რაა ლუკას შეყვარებული ჰყავს? - ჰო რა არ იცოდი? _ ისე მეუბნება ვითომც არაფერიო. - არა არ ვიცოდი. _გაოგნებული ვამბობ. - ისიც ჩვენი სამეგობროს წევრია, ჰო და წამოდი დღეს გაგაცნობ. _ნამდვილად ვერ გავუშვებდი ამ შანს ხელიდან, გადავწყვიტე წავსულიყავი. - კარგი ახლა წამოდი საქმეს დავუბრუნდეთ, სამსახურის შემდეგ გასასვლელთან დაგელოდები. _ ლოყაზე ხმაურით მკოცნის და იქაურობას ეცლება. ეს ბიჭი ნამდვილი გიჟია ჩემთვის ვამბობ და კაბინეტში შევდივარ. იქვე დადებულ ხალათს ვიცმევ და კაბინეტს ვტოვებ. გარეთ გასულს მესმის ექთნის ხმა რომელიც შველას ითხოვდა, მეც იქეთკენ ჩქარი ნაბიჯებით მივდივარ, შორიდანაც კარგად ჩანს ახალგაზრდა ბიჭი რომელსაც საკმაოდ ბევრი სისხლი მოსდის. სასწრაფოდ მივირბინე იქ. - რა მოუვიდა? _ ვეკითხები ექთანს. - ცეცხსასროლი იარაღითა დაჭრილი. დემნა ექიმი არ არის ვურეკავთ თუმცა გამორთულია, ოპერაცია სასწრაფოდ სჭირდება თუმცა. - მე გავუკეთებ. - თქვენ? _ გაკვირვებას ვერ მალავს გოგო. - დიახ მე, საოპერაციო გაამზადეთ ახლავე მოვალ. მიუხედავად იმისა რომ ეს ჩემი ორველი რთული ოპერაციაა, საერთოდ არ ვნერვიულობ. მაწამდეც გამიკეთებია ოპერაცია, თუმცა უფრო იოლი. უკვე სამი სააათია ოპერაცია დაწყებულია, იმაზე რთული სიტუაცია აღმოჩნდა ვიდრე მეგონა, ტყვია გულთან ახლოს იყო მოხვედრილი. ტყვიის ამოღება მოვახერხე თუმცა პულსაცია დაეცა. პაციენტს ვკარგავდი, მისი გადარჩენა შევძელი. სამსაათ ნახევრიანი ოპერაცია როგორც იქნა დასრულდა. საოპერაციოდან გამოვედი თუ არა ეგრევე პაციენტის ახლობლები მომმვარდნენ. - ექიმო როგორ არის? _ მეკითხება ასაკოვანი ქალი, ალბათ დედამისია. - დამშვიდდით ქალბატონო ის კარგად არის. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ახლა პალატაში გადაიყვანენ, თქვენ კი ცოტახანში შეგეძლებათ მოინახულოთ. - დიდი მადლობა ექომო, ღმერთმა გაგახაროთ. _ ნამტირალევი თვალებით მეუბნება ქალი. _იქაურობას უნდა გავცლოდი როდესაც დავინახე, გოგო რომელიც კუთხეში მიყუჟული ქვითინებდა. მივუახლოვდი და მხარზე ხელი დავადე, შეშინებული თვალებით ამომხედა. - ნუ გეშინია, ექიმი ვარ ის კარგა არის ,არ ინერვიულო. - მართლა, მართლა ექიმო? _ სიხარულით ფეხზე წამოხტა და მეხვევა. - დიახ ყველაფერი კარგადა. _მშორდება და ბიჭის ოჯახისკენ მიდის. კაბინეტში შევდივარ და მძიმედ ვეშვები სავარძელში. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა ვერც კი გავიაზრე, მხოლოდ ახლა მივხვდი რაც გავაკეთე. არ ვიცი საიდან მქონდა ამდენი ძალა, რომ ვერ შემეძლო და ჩემს გამო დაღუპულიყო, ჩემს თავს ვერ ვაპატიებდი. -ყოჩაღ ქალბატონო კატო, ძალიან კარგად დაიწყეთ. _მესმის კარიდან თორნიკეს ხმა. ეს ბიჭი ფიქრის საშუალებასაც არ მაძლევს. - იცი აქ რატომ შემოვედი? - ალბათ მე მელოდებოდი, როდის შემოვიდოდი. - ვერ გამოიცანი. აქ დასასვენებლად შემოვედი. - დასვენება თუ გინდა გაემზადე, სამუშაო დღე დამთავრდა ბარში წავიდეთ. _ ამბობს ის და კარებს ფართოდ აღებს, მეც სასწრაფოდ ვიხდი ხალათს, ჩემს ქურთუკს ვიღებ და მასთან ერთად ვტოვებ საავადმყოფოს. სულ რაღაც ნახევარ საათში, მანქანას ბართან აჩერებს და მეც გადმოვდივარ. შიგნით შესულს საშინელი ხმაური მხვდება, აბა რას ელოდი ეკატერინე? ვეუბნები ჩემს თავს და თორნიკეს უკან ავედევნე. ისიც ერთ მაგიდასთან ჩერდება და მე უკან ავესვეტე. - როგორც იქნა მოხვედი. _ მესმის გოგოს წკრიალა ხმა, თორნიკეც მისკენ იხრება და ტუჩებში კოცნის. - ვიღაც უნდა გაგაცნოთ. _ ამბობს ბიჭი და ჩემკენ იხედება, ყველას მზერა ჩემსკენ მოიმართა. - ეს ვინ არის? _ ისევ ის გოგო ეკითხება. - ეს ეკატერინე ამილახვარია ლუკას და. _ თორნიკე სათქმელს ამთავრებს და ყველას გაკვირვება გამოესახა სახეზე. თავს ისე ვგრძნობდი თითქოს მოჩვენება ვიყო. - არ არსებობს. _ ამბობს მათგან ერთ-თერთი და ჩემსკენ მოდის. ისე მეხვევა თითქოსდა წლებია მიცნობს. - ანუ შენ ხარ ჩვენი პატარა გოგო. - პატარა და თან თქვენი? _გაკვირვებული ვარ. - ნუთუ არ გახსოვარ? - სამწუხაროდ არა. - მე გიორგი ვარ დვალი. - მართლაც რომ არ არსებობს. _ გახარებული ვამბო და ახლა მე ვეხვევი მთელი ძალით. -როდის ჩამოხვედი? _ათი წლის ვიყავი როდესაც გიორგი ესპანეთში წაიყვანა ოჯახმა. - მომენატრე. - მეც მომენატრე ბარტყი. _ისევ ისე მომმართავს როგორც ბავშვობაში. -მოდი გაიცანი, ესენი ჩვენი მეგობრები არიან. ეს იკა მეუბნება მაღალ გამხდარ ბიჭზე, ეს შაკო ახლა ქერა ბიჭისკენ მითითებს, ესენი ტყუპები გაბრიელი და ელენე მეუბნება,გვერდი-გვერდ მჯდო გოგო და ბიჭზე. - ეს ჩემი შეყვარებულია სალო. ახლა თორნიკე მეუბნება, ეს კიდევ ნინი არის ის.. _ სათქმელს არ ვამთავრებიებ ისე ვეუბნები. - ის ლუკას შეყვარებულია. _ ვამბობ მე. - კი მაგრამ შენ, შენ მის შესახებ ხომ არ იცოდი?. _ მეკითხება დაბნეული თორნიკე. - უბრალოდ მივხვდი. ის ისეთი ლამაზია. _ ავღნიშნე მისი გასაოცარი სილამაზე. - სწორედ ის გოგო ვისაც ლუკა შეიყვარებდა. _ ვამბობ მე და გოგოს გვერდით ვიკავებ ადგილს. - სასიამოვნოა შენი გაცნობა ნინი. - ჩემთვისაც. დარცხვენით მეუბნება გოგო. - ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. ახლა იქვე მსხდომ ბავშვებს ვეუბნები. - ძალიან მინდოდა თქვენი გაცნობა. - აბა რას შვებით? _ჩვენს მაგიდას ბიჭი და გოგო მოუახლოვდა. ბიჭი იქ მსხდომებს ესალმება და მე მომაშტერდა. - კატო გაიცანი ეს ვაჩე ყიფიანია. - სასიამოვნოა. ვამბობ მე და ფეხზე ვდგები, რათა ხელი ჩამოვართვა. ხელს ვუწვდი თუმცა ის არც იმჩნევს ჩემს ხელს. სასიამოვნოაო მეუბნება და ადგილს იკავებს. ეს რა იყო? ვამბობ ხმამაღლა და ჩემს ადგილს ვუბრუნდები. მართლაც ძალიან კარგები არიან ლუკას მეგობრები, ისინი ისეთი ხალისიანები არიან, მეც გადმომედო მათი ენერგია. ესე კარგად დიდი ხანია არ ვყოფილვარ. მთელი ის დრო რაც მათთან გავატარე, ვგრძნობდი მწველ მზერას ვაჩესგან. არ ვიცი რატომ იქცევა ესე, მას ხომ გვერდით გოგო ჰყავს. ან ის რა იყო არ შეეძლო ხელი ჩამოერთმია? უჟმური გაუთლელი ხეპრე. -იცით დღეს კატომ ჩვენთან დაიწყო მუშაობა? _ ამბობს თორნიკე. - მართლა ბარტყი ექიმი ხარ? _მეკითხება გიორგი. - სამედიცინოზე ვსწავლობ ხო. - დღე სამ საათ ნახევრიანი ოპერაცია ჩაატარა. _ არ ჩერდება თოკა. - მართლა? _ამბობს სალომე. - ხო მართლა. _ ეთანხმება თოკაც. - კი მაგრამ ეგ როგორ, ოცდასამი წლის გოგომ ამხელა ოპერაცია როგორ ჩაატარე? _ ახლა უკვე იკა მეკითხება. - ბავშვობიდან საავადმყოფოში ვარ, პირველად თხუთმეტი წლის ვიყავი ოპერაციას რომ დავესწარი, ბიძაჩემი ექიმი იყო (დედაჩემის ძმა) მეც სულ მასთან ვიყავი. ცხრამეტი წლის ასაკში უკვე მასთან ვმუშაოდი ექთნად, პარალელურად უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ეს ჩემი პირველი ოპერაცია არ ყოფილა. ამაყად ვამბობ მე. - აუ რამაგარია. _ ახლა ნინი მეუბნება. - ხო პირველად ბიძაჩემის დაჟინებული თხოვნით, აპენდიციტის ( ჭიაყრლა დანამატში) ოპერაცია გამაკეთებინა. ისე ვნერვიულობდი ლამის მე ავღმოვჩნდი საოპერაიო მაგიდაზე, თუმცა ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. _ გამეცინა ჩემს ამბავზე. - მე ეგ არ ვიცოდი. _მეუბნება თორნიკე. - როდის გაიგებდი დღეს დილიდან იმდენს ლაპარაკობ ვერ გაგაჩუმე. - ეგრე არა შენ მაცადე ხვალ რა გიქნა. _მემუქრება და ენას მიყოფს. - ნინი შეგიძლია შენი ნომერი ჩამაწერინო? _ ვეკითხები ჩემს გვერდით მჯდომ გოგოს. - კი როგორ არა. _ტელეფონს ვაწვდი და ველოდები როდის ჩამიწერს ნომერს. - აჰა გამომართვი. _ ამბობს ის მეც ტელეფონს ვართმევ და ჩანთაში ვდებ. - კატო არ გინდა უფრო ძლიერი დალიო რამე? _ მეკითხება შაკო. - არა მადლობა, ლუდიც საკმარისია. - ერთი ლუდი თუ შეიძლება. _მიმტანს შეკვეთას აძლევს შაკო მასაც ჩემთვის განკუთვნილი ლუდი ჩემთან მოაქვს, მეც ერთი მოყუდებით ვუშვებ ყელში სითხეს, ჩემი ამ საქციელის დანახვისას ყველას სიცილი უტყდება. ყველას ჰო ის გაუთლელი ხეპრეც იცინის. - რაა? _ გულუპრყვილოდ ვკითხულობ - რა გაცინებთ? -საოცრად გავხარ ლუკას. _ მეუბნება ტირილნარევი ხმით ნინი. - ჰო ვიცი. _ ვამბობ ვითომც არაფერიო. - ლუკაც ზუსტად ესე სვამდა. _ისევ ნინი მეუბნება და ვხედავ როგორ ცვივა თვალებიდან ცრემლები. ამის მოთმენა აღარ შემეძლო. - მე უნდა წავიდე. _ვამბობ და ფეხზე ვდგები. - სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. _იქაურობას სასწრაფოდ ვეცლები და გარეთ გამოვდივარ, გარეთ გამოსული ერთიანად ვისრუტავ ჰაერს. იქვე მდგომ ტაქსში ვჯდები, მისამართ ვეუბნები და ტირილი მიტყდება. ჩემი ბრალია მართალი იყო ლევანი, მე რომ არა ლუკა ახლა ცოცხალი იქნებოდა, მე რომ არა ის ახლა მისი სიყვარულის გვერდით იქნრბოდა, ღმერთმა დაგწყევლოს ეკატერინე ვუმეორებდი ჩემს თავს. ჩემი ბრალია ჩემი ძმის სიკვდილი. ტაქსი ჩემს სახლთან ჩერდება ფულს ვაძლევ და სასწრაფოდ შევდივარ სადარბაზოში. გიჟივით ავირბინე შვიდი სართული, ლიფტის არსებოდა დამავიწყდა. კარს მივუახლოვდი თუ არა დავინახე ყუთი რომელსაც გარედან "ეკატერინე ამილახვარს დიდი სიყვარულით" აწერია. ეს რა ჯანდაბაა? კარს ვაღებ და ყუთთან ერთად სახლში შევდივარ. იქვე სავარძელში ჩავესვენე და ყუთს დავწვდი სადაც წერილი დამხვდა. " ჩემო ძვირფასო ეკატერინე. ვიფიქრე მოვენატრები თქო ამიტომ საჩუქარი გამოგიგზავნე, როდესაც მენატრები ყოველდღე ამ ვიდეოს ვუყურებ, თუ შენც მოგენატრები შეგიძლია შენც უყურო. ხო მართლა გეტყვი იმასაც რომ შენი ძმა მე მოვკალი. სულ მალე შევხვდებით ეკატერინე." - მოგკლავ ჟღენტო არ გაცოცხლებ. _მთელ ხმაზე დავიყვირე. ყუთში ჩადებული სიდი ამოვიღე და ლეპტოპი ჩავრთე. თვალებს ვერ ვუჯერებდი, ვიდეოში ყველაფერია აღწერილი, როგორ მაუპატიურებდა მთელი ამ ხნის განმავლობაში ის პედოფილი. გიჟივით მოვისროლე ლეპტოპო, ყველაფერი დავლეცე რაც ხელში მომყვა. მოგკლავ, მოგკლავ არ გაცოცხლებ გაგანადგურებ. ყველაფერს ვლეწავდი თან ვყვიროდი. ძალა გამოცლილი იქვე კედელთან ჩავიკეცე, თავი ჩავხარე და ბოლო ხმაზე ვტიროდი. გაგანადგურებ გეფიცები, გაგანადგურებ შენი ხელით მოგიღებ ბოლოს, შენივე ხელებით გაგათხრევინებ საფლავს. დამპალი ლეპტოპი არ ჩერდება ისევ ჩართულია, ჩემი კივილი არემარეს აყრუებს, ის კი მაინც არ ჩერდება. კარების შემომტვრევის ხმა მესმის. ფეხზე არც წარმოვმდგარვარ მხოლოდ თავი ავწიე. კართან თორნიკეს და მის უკან მდგომ ვაჩეს ვხედავ. ისინი ჯერ მე მიყურებენ შემდეგ ლეპტოპში ჩართულ ვიდეოს. ფეხზე წამოვხტი და ვიდეო გამოვრთე. - თქვენ აქ რას აკეთებთ? - შენ გამოგყევით. _მეუბნება თორნიკე და იქაურობას თვალს ავლებს. - აქ რა ომი მოხდა? - ხო. _ვამბობ მე და სამზარეულოში გავდივარ, მაცივრიდან ცივ წყალს ვიღებ და ერთიაანად ვსვამ. უკან დაბრუნებულს, ისინი ისევ იმ პოზაში მხვდებიან როგორც დავტოვე. - რატომ გამომყევით? - ვიფიქრე რამე ვაწყენინეთ თქო ისე გიჟივით გამოვარდი. ისევ თორნიკე მპასუხობს ის ხეპრე კი ხმას არც იღებს. - და მარტო ვერ გამომყვებოდი? - მხოლოდ ვაჩე იყო ფხიზელი. კატო აქ რა მოხდა? - არაფერი რა უნდა მომხდარიყო? _მხრების ჩეჩვით მივდივარ სავარძლამდე. - ეკატერინე. _პირველად ამოიღო ხმა ამ ხნის მანძილზე იმ ხეპრემ. - ჰო. _ვამბობ მე და მისკენ ვბრუნდები. - რა მოხდა აქ? _კბილებში გამოსცრა მან, ძარღვებ დაბერილი იკავებს ადგილს ჩემს წინ და თვალებში მიყურებს. - არაფერი. _ისევ ისე ვამბობ. - რა მოხდა მეთქი აქმ _ ისე საშინლად დაიღრიალა შემეშინდა და შევხტი. - არაფერი უბრალოდ ნერვები მომეშალა და ყველაფერი დავლეწე. რა იყო არა მაქ ჩემს სახლში უფლება რაც მინდა ის გავაკეთო? თუ ნებართვა შენგან უნდა ავიღო? _ვერც კი შევამჩნიე ისე ავუწიე ხმას. - გააჩნია რის გაკეთებას აპირებ. _ორაზროვნად მეუბნება ის. - ჩემს სახლში რასაც მინდა, როცა მინდა და რამდენჯერაც მინდა იმას გავაკეთებ. _ თვალებში ისე ვიყურებდი თითქოსდა შიგნით რამის წაკითხვას შევძლებდი, მისმა შავმა თვალებმა წამით ჩამითრია, თუმცა გონს მალევე მოვედი და ფეხზე წამოვდექი. - უნდა წავიდეთ. _ ამბობს თორნიკე. ორივენი ისე ტოვებემ სახლს მათთვის არც კი შემიხედავს. მათი წასვლის შემდეგ შხაპი მივიღე, ყავა გავიკეთე და ჩემს Marlboro- სთან ერთა აივანზე გავდივარ. გემრიელად ვკალათდები სარწევ სავარძელში და გავსცქერი უსასრულობას. ის თვალები სადღაც მინახავს, გონებაში ვაჩეს შავი თვალები ამომიტივტივდა. მართალია მეც შავი თვალები მაქვს თუმცა მისი თვალები, ისეთი შავია უკუნით ღამეს მოგაგონებს. ღამეს სადაც ვერაფრის დანახვას ვერ შეძლებ. დიდხანს ვეცადე გახსენებას თუ რატომ მეცნობოდა ესე ეს თვალები მაგრამ სულ ტყუილად. ტელეფონზე ესემესი მოვიდა, ზანტად წამოვწიე სხეული საწოლზე დადებული ტელეფონი ავიღე და ისევ უკან დავბრუნდი. ესემესი უცხო ნომრიდან იყო. " სულ არ შეცვლილხარ კაწია" ეს ვინღა ჯანდაბა? ვეუბნები ჩემს თავს და პასუხს ვწერ. " ვინ ხარ?" " ნუთუ ვეღარ მცნობ? დღეს დაგინახე ისევ ისეთი ხარ როგორც ადრე" ახლა ნამდვილად გავაფრენ. " ვინ ხარ მეთქი?" ვუმეორებ კითხვას. " აივნის ბიჭუნა. _ვერ მხედავ ხელს გიქნევ" აივნის ბიჭუნა ღმერთო ჩემო არ არსებობს ის ისევ გამოჩნდა ვამბობ ხმამაღლა და პასუხს ვწერ. " შენ, შენ ისევ გამოჩნდი?" " მე არც არასდროს გავმქრალვარ" "ხო მაგრამ არც გამოჩენილხარ. რატომ გამოჩნდი ამდენი ხნის შემდეგ?" წლებია მისგან არაფერი მსმენია. პირველად ხუთი წლის წინ გამოჩნდა, არასოდეს არ მინახავს თუმცა ყოველ საღამოს მწერდა, ერთ დღესაც არ ტოვებდა ყოველ საღამოს ძილის წინ. " მომენატრე" " მოგენატრე?" "ჰო ეკატერინე მომენატრე და შენ არ მოგენატრე?" არაფერი მიმიწერია არ ვიცოდი რა მიმეწერა ამიტომ, სახლში შემოვედი დასაძინებლად. საწოლში შევწექი თვალები დავხუჭე და ისევ ესემესი მომივიდა. " ძილინებისა ეკატერინე" პასუხი არ მიმიწერია გადავბრუნდი და თვალები დავხუჭე. დილით რვა საათზე გამეღვიძა, სასწრაფოდ წამოვარდი ფეხზე. აბაზანაში შევედი წყალი გადავივლე სულ რაღაც წამებში, მოვწესრიგდი და თავქუდ მოგეჯილი გავაარდი სახლიდან. ტაქსი გავაჩერე მისამართი ვუპასუხე და ვთხოვე რაც შეიძლება მალე მივეყვანე. უკვე ცხრის ნახევარია მე კიდევ ცხრაზე იქ უნდა ვიყო, ვაგვიანებდი თან საშინელ საცობში მოვყევი. ზუსტად ცხრაზე სამსახურში ვიყავი, კიბეები ავირბინე და ჩემს კაბინეტში შევედი, სადაც თორნიკე დამხვდა. - თავს როგოგორ გრძნობ კატო? _მეკითხება ჩვეული მხიარულებით. - კარგად ვარ თოკა შენ? - ცოტა თავი მტკივა. - უშაქრო ყავა გიშველის. _ვეუბნები მე რაზეც ის იჭყანება. - კარგი რა მეღადავები? -არა რატო სერიოზულად გეუბნები. ტყავის ქურთუკს ვიხდი და ჩემს ხალათს ვიცმევ. - ეს რა არის? _ვეკითხები როდესაც ჩემს მაგიდაზე დადებულ საქახალდეს ვხედავ. - გუშინ რომ ბიჭს ოპერაცია გაუკეთე მისი ანალიზებია. კარგი მე გავედი თუ დაგჭირდი იცი სადაც უნდა მომძებნო. _ ფეხზე დგება და კარში უჩინარდება. საქახალდეს ვშლი. სახელი გვარი ბაჩო ჩხეიძე 25 წლის. ისიც არ ვიცოდი ოპერაცია ვის გავუკეთე, ანალიზების პასუხს ხელში ვიკავებ და პალატისკენ მივდივარ. კარზე ვაკაკუნებ და პასუხს არ ველოდები ისე შევდივარ. - რა ამბავია? _ გაოგნებული მივჩერებივარ ხალხს რომლებსაც გაევსოთ პალატა. - როგორ შეიძლება ავადმყოფთან ამდენი ხალხი? სასწრაფოდ დატოვეთ პალატა. _ვამბობ გამრაზებული. - ექიმო შეიძლება მე დავრჩე? _ეს გოგო ვიცანი გუშინ რომ ტიროდა ის არის. - კი როგორ არა. _ ვეუბნები მე და პაციენტს მივუბრუნდი. - აბა როგორ ხართ? ბატონო ბაჩო - დღეს უკეთ ვარ ექიმო. - ძალიან კარგი, ანალიზებშიც ყველაფერი კარგადა, საშიში არააფერია ასე რომ ორ დღეში გაგწერთ. - ძალიან კარგი უკვე აღარ შემიძლია აქ ყოფნა. - რატომ ცუდად გექცევიან? - იციათ ექიმო. ახლა გოგო მეუბნება - გისმენთ? - გუშინ ექთანს ბევრჯერ ვთხოვე თუმცა დარჩენის უფლება არ მომცა. - კარგით მე მოვაგვარებ მაგ პრობლემას. თუ რამე დაგჭირდებათ დერეფნის ბოლოში მარჯვნივ ჩემი კაბინეტია. _ პალატიდან გამოვდიოდი როდესაც ექთანი შემეჩეხა. - თქვენ იყავით გუშინ მორიგე? _ვეკითხები ახალგაზრდა გოგოს. - კი, რა ხდება? - რატომ არ მიეცით გოგოს დარჩენის უფლება? - იცი აქ არ შეიძლება დარჩენა. _მეუბნება ის და ალმაცერად მათვალიერებს. - და მე მოგეცით უფლება შენობით მელაპარაკოთ? - მოიცა რა უფლება უნდა ავიღო? არ ვაპირებ ახალ მოსულ, ვიღაც სტუდენტ გოგოს თქვენობით ველაპარაკო. აქ ალბათ მამიკოს ფულებით მოხვდი არა, პრინციპში რა მიკვირს შენნაირებს ტვინის მაგივრად თავში ფული უდევთ. - გეფიცები თუ მეორედ ეგეთი ტონით დამელაპარაკები, ჩემი ხელიათ მიგაბრძანებ ამ საავადმყოფოდან. აღარასოდეს გაბედო ჩემთვის ეგეთი რამის თქმა. ზურგი ვაქციე და კაბინეტისკენ მივდიოდი, როდესაც თვალს დამიბნელდა და რომ არა ვიღაცის მკლავები იქვე დავეცემოდი. გონს პალატაში მოვდივარ და თავზე დემნა ექიმი მადგას ექთანთან ერთად. - რა მომივიდა? - გონება დაკარგე შვილო, თავს როგორ გრძნობ? - ახლა უკეთ ვარ, გმადლობთ. _ექთანს თვალებით რაღაც ანიშნა და ისიც სასწრაფოდ ტოვებს იქაურობას. - კატო შვილო. _შეშინებული თვალებით მიყურებს კაცი. - რა ხდება? - სამი საათი გქონდა გონება დაკარგული. ანალიზები აგიღე, ექო და ტომოგრაფიაც გადაგიღე. _სათქმელს თავს ვერ უყრის ის. - პირდაპირ მითხარით რა მჭირ? - შენი საშვილოსნო დაზიანებულია, ეს ყველაფერი აბორტამდე დაზიანდა. ასევე მწვავე ინფექცია გაქვს. კატო შვილო შენ. - რა ხდება? _წყობიდან გამოვდივარ და ხმას ვუწევ. - კატო შენ შვილი აღარასოდეს გეყოლება. _ მეუბნება ის და სანამ აზრზე მოვალ პალატას ტოვებს. ეს შეუძლებელია, ეს შეუძლებელია. მე დედა ვერასოდეს გავხდება, ღმერთო რატომ მსჯი ესე, რა დავაშავე ნუთუ არ შეიძლება მეც ვიყო ბედნიერი. როგორ თუ დედა ვერ გავხდები, ეს ხომ შეუძლებელია. უფრო და უფრო მიმძაფრდება შურისძიების სურვილი. ესე ხელ-დაკრეფილი ვერაფერს გავხდები, დახმარებისთვის გადავწყვიტე ნათლიაჩემს მივმართო, იქვე ტუმბოზე დადებულ ტელეფონს დავწვდი და პალატა დავტოვე. ნათლიაჩემი გელა დუმბაძის ნომერი ავკრიბე, რამოდენიმე ზარის შემდეგ მიპასუხა. - გისმენთ. - ნათლი მე ვარ კატო. - კატო საყვარელო როგორ ხარ? რამდენი ხანია არ გამოჩენილხარ ხო მშვიდობა? _ მესმის ნათლიაჩემის თბილი მოსიყვარულე ხმა. - კარგად ვარ ნათლი შენ? - მეც კარგად ვარ სად დაიკარგე? - დღეს გამოგივლი სამსახურში თუ გცალია? - კი როგორ არა გელოდები. - კარგი შვიდისთვის მაქ ვიქნები. - კატო ხო მშვიდობა? _ანერვიულებული ხმით მეუბნება. - კი, კი მშვოდობაა. _ტელეფონს ვთიშავ და კაბინეტში შევდივარ. დრო საშინლად გაიწელა ექვს საათზე საავადმყოფოს ვტოვებ და ნათლიასთან მივდივარ. ხუთ სართულიან შენობაში შევდივარ, მიმღებში გოგონა მცნობს და ჩემსკენ მოდის. - ქალბატონო ეკატერინე როგორ ხართ? - კარგად ვარ თამთა შენ? - მეც ვარ რას ვიზავ. ბატონ გელასთან ხართ? - დიახ შეხვედრა მაქვს. _ გოგონას ვეცლები და ნათლიაჩემის კაბინეტისკენ მივდივარ. დაუკაკუნებლად შევდივარ შიგნით და მონატრებულ ნათლიას ვეხვევი. _- რამხელა გამხდარა ჩემი გოგო. მეუბნება ის და რამოდენიმეჯერ მატრიალებს. - აბა მითხარი რა ხდება? ვიცი რაღაც გინდა ისე არ მოხვიდოდი. _მეუბნება თან იცინის. - კარგი რა ნათლი რას ამბობ? მართალია ახლა მართლა შენი დახმარება მჭირდება თუმცა, არ თქვა რომ შენს გოგოს ისე არ ახსოვხარ. _გაბუტული ვეუბნები. - კარგი ხო ვიხუმრე. აბა რა ხდება მითხარი? - შენი ერთ-ერთი კერძო დეტექტივის დახმარება მჭირდება. _ნათლიაჩემს თავისი კერძო დეტექტივების ოფისი აქვს, საუკეთესო გაწვრთნილი ბიჭებით და გოგოებით. ისიც ერათ დროს საუკეთესო იყო. - ოღონდ საუკეთესო მინდა. -კი როგორ არა ახლავე გამოგიყოფ ერთ-ერთ საუკეათესოს. რაშია საქმე? - გთხოვ ახლა ვერ აგიხსნი მოგვიანებით იყოს. უბრალოდ გეტყვი იმას რომ სახლიდან დიდიხანია წამოვედი და მარტო ვცხოვრობ. - გასაგებია. _ მეუბნება და კაბინეტიდან გადის, სულ მალე უკან გოგოსთან ერთად ბრუნდება. - კატო გაიცანი ეს თეკლა აბაშიძეა. ის იქნება დღეიდან შენი პირადი დეტექტივი. - სასიამოვნოა. _ვეუბნები მე და ხელს ვართმევ. - შენს ხარჯებს მე დავაფინანსებ. _ღიმილით ამბობს ნათლიაჩემი. - არა რას ამბობ?, მე ეგ არ მითხოვია. _დარცხვენილი ვეუბნები. - ეს ჩემი საჩუქარია. მეუბნება და ლოყაზე ხმაურით მკოცნის, გელას კაბინეტს თეკლასთან ერთად ვტოვებ. - თქვენ თვითონ აირჩიეთ სად სჯობს ვილაპარაკოთ? _ ვეკითხები ჩემს დეტექტივს. - მოდი ჯერ შევთანხმდეთ არავითარი თქვენ, შენობით მომმართე. - კარგით, კარგიი. - აი ეგრე. - სჯობს შენთან წავიდეთ უფრო კარგად ამიხსნი ყველაფერს. - კარგი როგორც გინდა. ტაქსის გაჩერებას ვაპორებდი რომ გამაჩერა და მოტოციკლეტისკენ მიმითითა. - მეღადავები ხო? - არა რატომ? - იცი მეე.. _ დავიბენი არვიცოდი როგორ მეთქვა რომ მეშინოდა. - ახლა არ მითხრა მეშინიაო? _საწყალი თვალებით გავხედე ის კი ახარხარდა. - რაგაცინებს? _გაბრაზებული ვეუბნები. - მეშინია და რა ვქნა? - კარგი, კარგი ნუ გეშინია. _ჩაფხუტი მომაწოდა თან დამეხმარა გაკეთებაში. - ნუ გეშინია საკმაოდ კარგად ვმართავ, მენდე არაფერს დაგიშავენ. - კარგი. _ვეუბნები და მის უკან ვიკავებ ადგილს. გული ლამის გამისკდა მთელი სისწრაფით რომ მოწყდა ადგილს. ისე დააქროლებდა მეშინოდა არ გადმოვარდნილიყავი. ბოლოს როგორც იქნა ჩემს სადარბაზოსთან გაჩერდა, ისე გადმოვხტი იქედან ძირს დავარდი. - მადლობა ღმერთო რომ დამეხმარე. _ხელებს ჰაერში ვწევ და მადლობას ვუხდი ღმერთს, ის ისევ იცინის ახლა ამ გოგოს რაღაცას ჩავარტყამ თავში. ფეხზე წამოვდექი და სადარბაზოში შევედით, მე ისევ კიბით დავიწყე ასვლა ისიც უკან მომყვა. ბოლოს კარებთან გავჩერდი გასაღებს ვეძებდი ლიფტის კარები რომ გაიღო. უკან მივიხედე და ჩემი მეზობელი თამრო ბებო დამხვდა. - კატო შენ ხარ შვილო? - დიახ მე ვარ. - აა კარგი მეთქი ვინე ქურდია თქო. _ ქალბატონ თამარას მხედველობის პრობლემა აქვს. - არა ნუ გეშინიათ მე ვარ. _როგორც იქნა კარებს ვაღებ და სახლში შევდივარ. თეკლა კი ბრაზიანი თვალებით მიყურებს. - ლიფტი თუ მუშაობა ფეხით რატომ ამომიყვანე? - არ მიყვარს ლიფტები. _ვამბობ მე და ქურთუკს ვიხდი. - ეს შენი სახლია? მეუბნება გაკვირვებული და არეულ სახლს თვალს ავლებს. - კი ჩემია. ბოდიში არეულობისთვი, გუშინ ძალიან მომეშალა ნერვები და ყველაფერი დავლეწე, დალაგება ვერ მოვახერხე. - არაუშავს მე დაგეხმარები. _ მეუბნება და სახლის ლაგებას იწყებს. სადღაც ერთ საათში ყველაფერი დავალაგეთ და სამზარეულოში ყავის დასალევათ გავედით. - მადლობა. _ვეუბნები მე და ყავით სავსე ფინჯანს წინ ვუდებ. - მომიყევი ახლა რაში გჭირდება ჩემი დახმარება? - ერთი გოგოა ეკატერინე ჟღენტი, მინდა მასზე ყველაფერი გამირკვიო. ჰყავს მამა გიგა და დედა თამარი ასევე ჰყავს და მარიამი. - ფოტო თუ გაქვს? - კი, კი როგორ არა. _ჩემი ოთახისკენ წავედი, გარდერობის კარები გამოვაღე და ფარულ ოთახში შევედი. ვერ შევამჩნიე როგორ მომყვებოდა უკან თეკლა. ოთახში შემოვიდა და გაოგნებისგან პირი დააღო. - ეს რა ჯანდაბა. - სქემა. _ ვამბობ და ოთახს ვტოვებ, ისიც უკან მომყვება კარებს საგულდაგულოდ ვკეტავ. - აი ეს გოგოა. _ვეუბნები და ფოტოს ვაწვდი. - ძალიან გგავს შენი და არის? - არა ჩემი მტრის შვილია. _ კბილებში ვცრი მე. - გასაგებია ყველაფერს გავიგე და გაგაგებინებ. - ეს ჩემი ნომერია ამ ნომერზე დამიკავშირდი. _ფურცელზე დაწერილ ნომერს ვაწვდი, ისიც მართმევს და სახლიდან გადის. უკვე ორი თვე გავიდა რაც საავადმყოფოში მუშაობა დავიწყე. საკმაო გამოცდილება მივიღე, ვაკეთებდი ოპერაციებს ბატონ დემნასთან ერთად. მარტოც ბევრჯერ გამიკეთებია, უკვე ერთ-ერთი საუკეთესო ექიმი გავხდი. დღეს 24 თებერვალია ჩემი ოქროს დაბადების დღე. დილით ჩვეულებრისამებ სამსახურში წავედი, კაბინეტში როგორც ყოველთვის თორნიკე დამხვდა. - დაბადების დღეს გილოცავ კატო. _მეუბნება და მეხვევა. - მადლობა. _ვამბობ და მეც ვეხვევი. - ეს ჩემგან. სასაჩუქრის ყუთს ვართმევ და სასწრაფოდ ვხსნი. - მადლობა თოკა, ეს ძალიან ძვირფასია. - შევამჩნიე როგორ გიყვარს საათები, დიდხანს არ მიფიქრია და გადავწყვიტე საათი მეყიდა. თოკა მართალია საათები ძალიან მიყვარს, შეიძლება ითქვას კოლექციონერიც ვარ. - უღრმესი მადლობა. _კიდევ ერთხელ ვეხვევი მას და ლოყაზე ხმაურით ვკოცნი. - აბა რას აპირებ დღეს არ ავღნიშნოთ? - არა რაღაც არა ვარ ხასიათსე. - არ მაინტერესებს, დღეს ყველანი ბარში ვიკრიბებით, უნდა ავღნიშნოთ შენი ოქროს იუბილე. - თოკა. _ვამბობ მე მაგრამ სათქმელს არ მასრულებიებს. - არავითარი თოკა, ეს უკვე გადაწყვეტილია. - კარგი ჰო. _ხელებს დანებების ნიშნად ვშლი. კარზე კანუნია პასუხს არც ელოდება ისე შემოდის ჩვენი ექთანი ქეთი. - ქალბატონო ეკატერინე ბატონო თორნიკე. - რა ხდება ქეთი? - ექვსი წლის ბავშვი შემოიყვანეს. _ამბობს ის ანერვიულებული ხმით. - რთული მდგომარეობაა. - სად არის პაციენტი? - 204 ნომერ პალატაშია ქალბატონო ეკატერინე. - კი მაგრამ მაქ ხომ. _ დაბნეული ვეუბნები მე რადგან იმ პალატაში სიმსივნური დაავადების ბავშვები გადაყავთ. - დიახ ზუსტად ეგ მდგომარეობა. _კაბინეტიდან სასწრაფოდ გავდივარ, თორნიკესთან ერთად პალატაში შევდივარ. სადაც სახეხაშლილი მშობლები მხვდებიან. - თუ შეიძლება დაგვტოვეთ. _ვეუბნები მათ და ისინიც სასწრაფოდ გადიან. - ქეთი სად არის ბავშვის ანალიზები? _ვეუბნები ექთანს და ისიც სასწრაფოდ ანალიზებს მაწვდის. - სიმსივნე ტვინთან ახლოსა, ის ყოველ დღე იზრდება. დღეს ბავშმა გონება დაკარგა. _მეუბნება ქეთი და ბავშვისკენ მითითებს. - სასწრაფოდ გადაუღეთ ტომოგრაფია, აიღეთ ახალი ანალიზები და ჩემს კაბინეტში შემომიტანე. - კატო მას სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. _მეუბნება ამდენ ხანს ჩუმად მყოფი თორნიკე. - ვიცი მაგრამ ეს სარისკოა. _ვამბობ მე და ბავშვისკენ ვიხრები, ის ისეთი უსუსურია, პატარა ანგელოზია. მისი ქერა კულულები, უფარავდა ნახევარ სახეს, თმა გადავუწიე და სახეზე მოვეფერე, თითქოს რაღაც იგრძნოვო. თვალები გაახილა. მისი ცისფერი დიდი თვალები შემომანათა. - დედა. _ ისეთი რაღაც ვიგრძენი წამით ვიფიქრე, ხომ შეიძლება ახლა ჩემი შვილი მეძახდეს დედას თქო. თვალები ცრემლებით ამევსო თუმცა, ტირილის უფლება არ მივეცი ჩემს თავს. - დედა გარეთ არის საყვარელო, დავუძახებ და ახლავე მოვა. _ კარისკენ მივბრუნდი სახელური ჩამოვწიე, გასვლას ვაპირებდი ერთხელ მოვიხედე უკან და იქაურობას გავეცალე. - ექიმო როგორ არის ჩვენი შვილი? - ვერ გეტყვით რომ ყველაფერი კარგადაა. თავიდან ავიღებთ ანალიზებს, გადავუღებთ ტომოგრაფიას და შემდეგ ყველაფერს დაწვრილებით მოგახსენებთ. - ექიმო ყველაფერი იღონეათ ჩემი შვილის გადასარჩენად. _მეუბნება ბავშვის მამა. - დამშვიდდით თქვენი შვილი კარგ ხელშია. _ პასუხს თორნიკე ცემს, მე კი იქაურობას ვცილდები. სამი საათის შემდეგ უკვე ბავშვის ანალიზებით ხელში შევდივარ, საკომფერაციო დარბაზში სადაც ექიმებს თავი მოეყარათ. მხოლოდ ბატონი დემნა არ ბრძანდებოდა რადგან საზღვარგარეთ არის წასული მივლინებაში. ბავშვს სასწრაფო ოპერაცია სჭირდება თუმცა ის ჩამოსვლას ვერ მოახერხებს. - ოპერაცია შენ უნდა გააკეთო ეკატერინე. _მეუბნება ირაკლი ექიმი. - მე ვერ შევძლებ. _ ვამბობ თავდახრილი. - შენ ამას შეძლებ. _მხარს თორნიკეც უბავს. - არა, არა მე ამას ვერ გავაკეთებ. რომ ვერ შევძლო და დაიღუპოს. - გაიხსენე ის ოპერაციები რომლებიც ჩაატარე. შენ ეს შეგიძლია ბატონი დემნა შენზე დიდ იმედებს ამყარებს, ამბობს რომ შენ საუკეათესო ხარ. - კი მაგრამ, ის ოპერაციები რაც მე ჩამიტარებია არაფერია ამასთან შედარებით. მე ჯერ კიდევ სტუდენტი ვარ. ვამბობ და თავს ძირს ვხრი. - კატო თუ ოპერაციას არ ჩაატარებ ის დაიღუოება. _მეუბნება თორნიკე და ჩემს გვერდით იმუხლება. - შენ ეს შეგიძლია ეკატერინე. _მეუბნება და ხელს სახეზე მისმევს. - უნდა დავფიქრდე. _ვამბობ და ფეხზე ვდგები. - კატო ხვალ ოპერაცია უნდა ჩატარდეს, საფიქრალი დრო არ გვაქვს. _ოთახიდან გამოვდივარ და კაბინეტში შევდივარ სადაც ასაკოვანი მამაკაცი მხვდება. - თქვენ ალბათ ჩემი შვილიშვილის ექიმი ხართ? - დიახ მე ვარ. - მე ანასტასიას ბაბუა ვარ, ვაჟა გულედანი. _მეუბნება კაცი და ხელს მიწვდის, მეც ხელს ვართმევ. - ეკატერინე ამილახვარი, სასიამოვნოა. _ ვამბობ და ადგილს ვიკავებ. - რა მდგომარეობაა? - სასწრაფო ოპერაციაა სჭირდება. - მერე რას უცდით გაუკეთეთ. _ გადაჭრით ამბობს. - ბატონო ვაჟა ყველაფერი ესე ადვილად არ არის, ოპერაცია სარისკოა შეიძლება ვერ გადავარჩინოთ, ან რამე ნაკლი დარჩეს. სიმსივნე ტვინის მარჯვენა მხარეს არის. - იცოდეთ თუ ჩემს შვილიშვილს ოპერაციას არ ჩაუტარებ, გაგანადგურებ. _გაბრაზებული ამბობს კაცი და ფეხზე დგება. - უკვე დაგასწრეს. _ ხმადაბლა ვამბობ. კიდევ ერთხელ ტრიალდება ჩემკენ და ოთახიდან გადის. მეც უკან მივყვები ბავშვის პალატაში შევდივარ, მისი უსულო სხეულის დანახვისას, გულში რაღაც ჩამწყდა. ახლა უკვე მივეცი ჩემს თავს ტირილის უფლება, მის საწოლთან ახლოს ჩამოვჯექი და ვბუტბუტებდი. - არ შემიძლია, ჩემს გამო რამე რომ დაგემართოს თავს ვერ ვიცოცხლებ. თუმცა ოპერაცია რომ არ გაგიკეთო მაინც დაგემართება რამე, ყველაფერს ვიღონებ შენს გადასარჩენად, გპირდები შევძლებ. გაგიკეთებ ოპერაციას, შენ გამოჯანმრთელდები, არ მივცემ ჩემს შიშს უფლებას დავნებდე, გეფიცები ყველაზე წმინდას შენ გამოჯანმრთელდები. ცრემლებს ვიშრობ და პალატას ვტოვებ. - ხვალისთვის ყველაფერი გაამზადეთ, ოპერაცია დილის თერთმეტზე იქნება. - შენ ამას შეძლებ. _მეუბნება თორნიკე და მეხვევა. მე ამას შევძლებ, ვუმეორებ ჩემს თავს და საავადმყოფოს თორნიკესთან ერთად ვტოვებ. ბარში შესვლისას სამარისებული სიჩუმე დამხვდა. უკან გაბრუნებას ვაპირებდი როდესაც ტაშის ხმა და სიმღერა გავიგე. მოვბრუნდი და რას ვხედავ ყველანი აქ არიან ტორტით და ბუშტებით. სანთლებს ვაქრობ და ყველას ვეხვევი. - ძალიან დიდი მადლობა, ყველას ვამბობ და ახლა ჩემს თემოს ვეხვევი, რომელიც არვიცი საიდან მაგრამ აქ დამხვდა. - აქ საიდან? _ კიდევ ერთხელ ვეხვევი მეგობარს. - აქ ვმუშაობ ბარმენად. - მართლა არ ვიცოდი. _გამიკვირდა რადგან აქ ხშირად ვარ, თუმცა თემო არ მინახავს. - ჰო სულ რაღაც ერთი კვირა. - მიხარია. - აქ მოდით. _ამბობს თორნიკე და ჩვენც იქეთ მივდივართ. თემო იკას გვერდით იკავებს ადგილს, ჩემი ადგილი აღარარის ამიტომ თემოს კალთაში ვკალათდები.. - რას დალევთ? _მეკითხება მიმტანი, რომელიც თვალს არ აშორებს, ჩემს თემოს. - ფორთიხლის წვენი და არაყი. _ ვამბობ მე შემდეგ ყველა თავის სასმელს ეუბნება. თემოს ვეჭორავებოდი როდესაც თავზე ის გაუთლელი ხეპრე მადგება. - გილოცავ. მეუბნება მშრალად. - მადლობა. _ მშრალად ვეუბნები მეც და ჩემს წვენს დავწვდი, დალევას ვაპირებდი როდესაც მისი ხმა ისევ მესმის. - შენი შეყვარებულია? _მეკითხება ხეპრე და თემოზე მანიშნებს ხველება, ამიტყდა რადგან წვენი გადამცდა, თემო ზურგზე ხელს მარტყამს და სულს ძვლივს ვითქვამ. - არა ძმაკაცი. _ვეუბნები ჩაწითლებული თვალებით, თან ხველებას ვაგრძელებ. - ფრთხილად უნდა იყო. _ ირონიული ღიმილით მეუბნება და თოკას გვერდით "ეკვეხება" რადგან ადგილი არ არის. ცოტახანში ისევ უახლივდება ჩვენს მაგიდას ვიღაც გოგო, რომელიც იმ ხეპრეს უხტება კალთაში და ტუჩებში ლოღნის. ჰო ლოღნის აბა მე ესეთი კოცნა ჯერ არ მინახავს. - ფუ რა საზიზღრობა. _ ცოტა ხმამაღლა გამომდის ნათქვამი და ყველა ჩემკენ იხედება თან იცინიან. - გინდა შენც? _ ხეპრე ჩემკენ იხედება და მეკითხება. - მე? _თითს ჩემკევ ვიშვერ და ისე ვეკითხები. - ჰო შენ. - არა ღმერთმა დამიფაროს, შენთან ზასაობას მირჩევნია გველს ვეზასაო. _ მთელს ხმაზე ვხარხარებ, რაზეც მის ჩაშავებულ თვალებს ვაწყდები. - მაგასაც ვნახავთ ახვლედიანის ქალიშვილი. _ ქალიშვილოს გაგონებაზე უფრო მიტყდება სიცილი, ის კი ფეხზე დგება ჩემკენ მოდის და ერთი მოძრაობით ბეჭებზე მიდებს. ბეჭზე გაკიდებული გავყავარ გასასვლე კარში, ვცდილობ როგორმე გავუსხლტე ხელიდან თუმცა უშედეგოთ. - დამსვი შე გაუთლელო ხეპრევ, არ გესმის შენ გეუბნები? შე იდიოტო მუტანტო, დამსვი მეთქი რომ გეუბნები არ გესმის. - მოკეტე. _ მეუბნება ის და საჯდომზე ხელს მირტყამს. - დამსვი. _ დავიყვირე და მალევე დამსვა. - აღარასოდეს გაბედო გესმის? ვუყვირი მე ის კი მაჯაში ხელს მკიდებს და მის სხეულზე მიკრავს. - და რომ გავებო რას იზავ? _ თვალებში მაშტერდება. - თუ კიდევ ერთხელ გაბედავ და ხელს დამაკარებ, მაგ სახეს აგახევ გასაგებია? _ მუქარით ვეუბნები მე, ის კი ხარხარებს. - რა გაცინებს შე ხეპრევ? - ეკატერინე რა სასაცილო ხარ. მეუბნება და ტუჩებში მკოცნის. გავიბრძოლე თუმცა ისე ძლიერ ვყავდი სხეულზე აკრული ვერ მოვიშორე. წამით მეც ავყევი, ის ისეთი თბილი მეჩვენა, ისე სასიამოვნოდ მიკოცნიდა ჯერ ერთ შემდეგ მეორე ტუჩს. სიამოვნებისაგან გოგნებას ვკარგავდი, თუმცა თვალწინ ის სცენა დამიდგა როგორ მაუპატიურებდა ჟღენტი და სასწრაფოდ მოვცილდი. მთელი ძალით გავარტყი სილა სახეში. - თუ კიდევ ერთხელ გაბედავ და ხელს დამაკარებ, ლუკას სულს გეფიცები გაგანანებ გესმის? _ ხელს გულზე ვურტყამ და იქაურობას ვცილდები. - ვიცი რომ მოგეწონა ეკატერინე. _მეუბნება ის და უკან ბრუნდება. ტაქსის გაჩერება მინდოდა თუმცა აქ ტაქსები საერთოდ არ არიან. ახლა მხოლოდ ტირილი მინდოდა, მხოლოდ ჩემი ლუკას ჩახუტრბა მხოლოდ ის თუ მიშველის. ამდენი ხნის შემდებ პირველად ვდგავარ ჩემი ძმის საფლავთან და ვტირი, მთელი გულით ვტირი. - ლუკ ჩემო სიხარულო, მენატრები იცი როგორ მენატრე. სული მეწვის, გული მტკივა, სხეულის თითოეული უჯრედი მტკივა შენს გარეშე. ყველაფერს დავთმობდი ახლა შენი ჩახუტება რომ შემეძლოს. მის საფლავთან დავწექი თითქოს ესე უფრო ახლოს ვიქნებოდი მასთან. რომ იცოდე ახლა როგორ მიმძიმს უშენობა. თუმცა გპირდები, ყველას დავსჯი ვინმაც ტკივილი მოგაყენა. შენს სულს ვფიცავ ყველას ვაზღვევინებ. აქ მანამ არ მოვალ სანამ თავად ლევან ამილახვარს, შენს საფლავთან დაჩოქილს არ ამოვიყვან. ფეხზე ვდგები, ლუკას ცივ საფლავს ვკოცნი და იქაურობას ვცილდები. ფეხით მივუყვები სასაფლაოს გზას, ხვალ ძალიან მძიმე დღე მელის ვამბობ ხმამაღლა და ტაქსს ვაჩერებ. სადარბაზოს კიბეებზე ისევ ფეხით ავრბივარ. თითქმის ჩემს სართულთან მისული ვხებავ, მთელი მეშვიდე სართული ვარდებით და გვირილებიითა მორთული. - ეს რა არის? _გაოგნებისგამ ძვლივს ვამბობ. ფრთხილად ვიკვლევ გზას, მეშინია რომელიმე არ გავაფუჭო, კართან დადებულ ყუთს ხელში ვიღებ სადაც ჩემი სახელი წერია. ეს თუ ისევ ის ნაბი*ვარია გეფიცები მოვკლავ. ბრაზით ვამბობ ჩ და ყუთს ვათვალიერებ. " აივნის გოგონას აივნის ბიჭუნასაგან" მარჯვენა მხარეს წარწერა წავიკითხე. სასწრაფოდ ვაღებ კარებს და შიგნით შევდივარ. ყუთს ვხსნი სადაც შეფუთული საჩუქარი მხვდება, შეფუთვას ვხსნი სადაც ოქროს სახლია, აივანზე ზუსტად ისე როგორც მე ვჯდები ხოლმე სიგარეტით ხელში გოგონა ზის, მის მოპირდაპირე აივანზე კი ბიჭია რომლის სახე არ ჩანს. გოგოს აივანი სულ ბრილიანტის ფვლებით არის გარშემორტყმული. ეს საოცრებაა ვამბობ და ტელეფოს დავწვდი, სადაც იმ წუთას მოსული ესემესს ვხსნი. -" იმედია საჩუქარი მოგეწონა კაწია" -" კი ძალიან ლამაზია" _სასწრაფოდ ვუბრუნებ პასუხს. -" დაბადების დღეს გილოცავ" _მისი პასუხიც არ აგვიანებს. " დიდი მადლობა" _ ვწერ და ტელეფონს გვერდით ვდებ. სადარბაზოში გავდივარ ვარდები და გვირილების თაიგულები სახლში, შემომაქვს ყველა ყვავილს წყალში ვდებ რათა არ გაფუჭდეს. შემდეგ სააბაზანოში შევდივარ წყალს ვივლებ და საწოლზე ვეხეთქები. დილით ადრიანად ვდგენი, დილის პროცედურებს მალევე ვრჩები და სახლიდან გავდივარ. საავადმყოფოში შესული პირდაპირ ჩემი კაბინეტისკენ მივდივარ, სადაც ისევ ის ასაკოვანი კაცი მხვდება. - დილამშვიდობის. _ვესალმები და ხალათს ვიცმევ. - დღეს ოპერაციამ წარმატებით უნდა ჩაიაროს. _ ამბობს კაცი და ჩემს პირდაპირ იკავებს ადგილს. - ბატონო ვაჟა ერთხელ უკვე ვთქვი, ოპერაცია ძალიან სარისკოა თუმცა თქვენ, თქვენი არ დაიშალეთ. ასე რომ დღეს ოპერაცია ჩატარდება, თუმცა ვერ მოგცემთ გარანტიას რომ ის 100% წარმატებით დასრულდება. ძალიან გთხოვთ თუ ჩემთან ისევ მუქარისთვის მოხვედით გეტყვით რო არ არის მუქარა საჭირო. მ ე ყველაფერს გავაკეთებ პატარა ანასტასიას გადასარჩენად. _მის პასუხს არც ველოდები ისე ვტოვებ კაბინეტს, ბავშვის პალატასთან შეგროვებულ ხალხს ყურადღებას არ ვაქცევ და შიგნით შევდივარ. სადაც ანასტასიას დედა მხვდება ბავშვის ხელი ხელში უჭირავს და თავი მის გულთან უდევს. ფრთხილად შევახე ხელი მხარზე, ისიც სასწრაფოდ წევს თავს და თვალებში მიყურებს. - თქვენ ხართ ექიმო? შემაშინეთ. _ ფეხზე დგება ქალი. - მაპატიეთ არ მინდოდა თქვენი შეშინება. როგორ არის? _ ბავშვისკენ ვუთითებ. -გუშინდელთან შედარებით კარგად ეძინა. -ძალიან კარგი დღეს ყველაფერი დასრულდება და მის ცხოვრებაში ნათელი ფერები გამოჩნდება. - ექიმო ხომ ყველაფერი კარგად იქნება? _ მისი დიდი ცისფერი წყლიანი თვალები შემომანათა ქალმა. - ქალბატონო. - ლიკა. -დიახ ქალბატონო ლიკა, თქვენს მამამთილს უკვე ვესაუბრე. ვერ გეტყვით ოპერაცია როგორ დასრულდება, თუმცა მე ყველაფერს ვიღონებ მის გადასარჩენად. არ დავუშვებ მან ესეთ პატარა ასაკში დაასრულოს სიცოცხლე. - ექიმო თქვენ გყავთ შვილი? _მისმა კითხვამ დამაბნია არ ველოდი, თვალები ცრემლით ამევსო ჩემს ცვლილებას ხვდება და ბოდიშს მიხდის. - ბოდიში არ მინდოდა. _თავს ხრის ქალი. - არაუშავს, არა მე არა მყავს შვილი. - გეყოლებათ აუცილებლად, თქვენ საუკეთესო დედა იქნებით. _ ხწლებს მხვევს და გულში მიკრავს. მესიამოვნა უცხო ადამიანისგან ესეთი სიტყვები. პალატაში ექთანი შემოდის, პატარა მოსამზადებლად გაჰყავს სულ მალე ოპერაციაც დაიწყება. ოპერაციისთვის ყველაფერი მზადაა, საოპერაციოში ჩემთან ერთად სამი ექიმია. ანესთეზიოლოგი ბავშვს ანესთეზიას უკეთებს და მეც ვიწყებ. ხელები ისე მიკანკალებს თითქოსდა ახლა დავეცემი, თუმცა თავი ხელში ამყავს და მეც ვიწყებ. ექთანი ყოველ წამს შუბლზე დაცვარულ ადგილს მისუფთავებს. სიმსივნეს სათავსოსაც მივადექი ახლა მხოლოდ მისი ამოკვეთაღა დამრჩა თუმცა ბავშვის პულსაცია ეცემა, აპარატის გამაყრუებელი წრიპინი ჩამესმის ყურში. ფიქრებიდან ირაკლი ექიმის ხმას გამოვყავარ. - კატო პაციენტს ვკარგავთ. ყვისირ კაცი და ელექტრო შოკს ხელებში მაჩეჩებს. - კიდევ ერთხელ. - კატო უკვე გვიანია, დავკარგეთ. ამბობს ისევ ირაკლი. - კიდევ ერთხელ თქო. _ ვყვირი. -კატო. - კიდევ ერთხელ. _ისევ ყვირი და პაციენტს პულსაცია უბრუნდება. - გადარჩა. _ გახარებული ამბობს ექთანი და მეც ჩემს საქმეს ვუბრუნდები. ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. 7 საათიანი ოპერაციის შემდეგ, ნაკერები დავადე და საოპერაციოს ვტოვებ. სახეწაშლილი ვუახლოვდები, ბავშვის მშობლებს. - ექიმო როგორ არის? _მეუბნება ბავშვის მამა. - ექიმო როგორ არის? _მკლავებში ხელს მკიდებს და მანჯღრევს. - ყველაფერი კარგად არის. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. _ვამბობ მე და იქაურობას ვცილდები - შენ ეს შეძელი. მეუბნება თორნიკე და გულში მიკრავს. - შენ ეს შეძელი კატო. - მე ეს შევძელი. _მხოლოდ ეს ფრაზა მიტრიალებდა თავში. კაბინეტში შესვლას ვაპირებდი როდესაც დავინახე ჩემკენ მომავალი ვაჩე. - ეკატერინე. მეძახის ის და მეც ვჩერდები. - გისმენ? - დიდი მადლობა. გულში მიკრავს, მისმა საქციელმა გამაკვირვა. ვერ მივხვდი მადლობას რატომ მიხდის, ან ეს ჩახუტება რას ნიშნავს. - მადლობას რატომ მიხდი? _ვეკითხები გაკვირვებული. - ანასტასია ჩემი ნათლულია. - სამადლობელი არაფერია, ეს ჩემი მოვალეობაა. _ცივად ვიშორებ მის ხელს და ოთახის კარებს ვაღებ. შიგნით შესული იქვე კართან ვიკეცები, ცრემლებს გასაქანს ვაძლევ და მეც ვტირი. მე ეს შევძელი მხოლოდ ამას ვუმეორებდი ჩემს თავს. გომზე კარზე კაკუნის ხმას მოვყავარ, მეც სასწრაფოდ ვდგები ფეხზე ცრემლებს ვიწმენდ და კარს ვაღებ. კარში ანასტასიას ბაბუა ბატონი ვაჟა მხვდება, კარს ფართოდ ვაღებ და შიგნით ვუშვებ. - მადლობას გიხთი ჩემი შვილიშვილის გადარჩენისთვის. _მეუბნება ის და თავს ძირს ხრის. - ანასტასია ჩემი ნანატრი შვილიშვილია, წლები ველოდით მის დაბადებას, ექიმები გვეუბნებიან რომ შეუძლებელი იყო ჩემს რძალს შვილი გაეჩინა. თუმცა სასწაული მოხდა და მან შეძლო შვილის გაჩენა. _ ვამჩნევ როგორ სდის ცრემლები. - ბოდიშს გიხდი ძალიან ცუდად გელაპარაკე. - ვხვდები რასაც გრძნობთ. - არა თქვენ ვერ მიხვდებით რა არის ელოდო პატარა სიცოცხლეს. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გააჩინოთ შვილი. _ ცრემლს იწმენდს. - არ არის ეგრე. _ მის წინ ვდგები. - იცით სულ რაღაც ორი თვის წინ, გავიგე რომ შეუძლებელია დედა გავხდე. თქვენ კი მეუბნებით რომ არ მესმის თქვენი ტკივილი, მე ყველაზე მეტად მესმის ტკივილი რომელსაც თქვენ გრძნობთ. - მაპატიე არ მინდოდა ამის თქმა. - არაუშავს. _ სავარძელში ვჯდები. - მადლობა მინდა გადაგიხადოთ. - თქვენ უკვე გადამიხადეთ მადლობა. - არა მე სულ სხვა რაღაც ვიგულისხმე. - ვერ გავიგე? _ წინ ვიხრები. - თქვენი ბანკის ანგარიშის ნომერი მინდა. - რათ გინდათ? _ვეკითხები ინტერესით. - თქვენ მე ვერ მიცანით? _მეუბნება სიცილით. - უნდა მეცვნეთ? - მე ყველაზე დიდი ავტომობილების კომპანია მაქვს, არამარტო საქართველოში არამედ ევროპაშიც. ამიტომ გთხოვთ მომცეთ თქვენი საბანკო ნომერი. - არა გმადლობთ, მე ეს ყველაფერი ფულის გამო არ გამიკეთებია. - კარგი როგორც გინდა, თუ რამე დაგჭირდება ამ ნომერზე დამირეკე. _სავიზიტო ბარათს მაწვდის ის და კაბინეტიდან გადის. პატარა ანასტასიას გამოჯანმრთელება წარმატებით მიმდინარეონს, უკვე ორი კვირა გავიდა მის მერე. ამ ხნის განმავლობაში ხშირად ვხედავდი ვაჩეს ჩვენი " ურთიერთობა" მხოლოდ მისალმებით შემოიფარგლებოდა. ახლაც ანასტასიას პალატაში ვარ ძალიან შემაყვარა პატარა ანგელოზმა თავი. - თავს როგორ გრძნობ პატარავ? _ლოყაზე ვკოცნი და მის ახალ ანალიზებს ვამოწმებ. - კარგად ვარ კატო შენ? _მეუბნება მისი წკრიალა ხმით. - მეც კარგად ვარ პატარავ. გინდა გაგახარო? - კი. _მეუბნება ისევ ისე და მისი ცისფერი თვალებით მათვალიერებს. - დღეს უკვე შემიძლია გაგწერო. _ღიმილით ვეუბნები და ველოდები მის რეაქციას. - მართლა რა მაგარია. _ სიხარულისგან ხტუნვას იწყებს თუმცა მალევე, მოწყენილი მიყურებ. - რა მოხდა პატარავ? _ მის გვერდით საწოლზე ვჯდები. - მერე რომ ვეღარ გნახავ. - ნუ ნერვიულობ როცა მოგინდება დამირეკე და გნახავ. - მართლა? _ბედნიერებით ევსება თვალები და მეხუტება. მთელი ძალით მხვევს მის პატარა ხელებს. - ხო მართლა. ვ _ეუბნები მე და მეც ვხვევ ჩემს ხელებს. კიდევ დიდიხანი ვიქნებოდი ესე რომ არა ვიღაცის ჩახველების ხმა. გონს მალევე მოვდივარ და ბავშვს ვცილდები. კარისკენ ვიხედები სადაც კართან აყუდებულ ვაჩეს ვხედავ. - ხელი ხომ არ შეგიშალეთ? _ ირონიით მეუბნება. - ნათლია. _სიხარულით წევს ხელებს ანასტასია ნათლიამისისკენ. - როგორ ხარ პატარავ? - იცი დღეს სახლში შემიძლია წავიდე. _სიხარულით ეუბნება ანასტასია ნათლიამისს. - ძალიან კარგი პატარავ. - მე დაგტოვებთ. ვამბობ და კარისკენ მივდივარ, კართან მისულს დაჩის ხმა მაჩერებს. - როგორ შეგიძლია ესე უცებ შეაყვარო ადამიანებს თავი? _ვერ მივხვდი რას გულისხმობდა, მოვბრუნდი და რაღაცის თქმას ვაპირებდი ანასტასიამ დამასწრო. - ის ანგელოზია ნათლი. იცი ოპერაციას რომ მიკეთებდა ვიღაც ვნახე. - ვინ ნახე ანასტასია? _ ეკითხება ნათლიამისი. - თეთრებში ჩაცმული ბიჭი, მან მითხრა რომ კატო ანგელოზია. - როგორი ბიჭი იყო? _ახლა მე ვეუბნები. - ცისფერთვალება მაღალი ბიჭი იყო, ქერა თმებით. _ლუკა ეს ლუკა იყო, ჩემი ლუკა ანასტასიასთან მივიდა. - ეს უბრალოდ შენი წარმოსახვაა. ნარკოზის დროს ესე იცის ხოლმე. _ვეუბნები ბავშვს და იქაურობას ვეცლები. კაბინეტში შევდიოდი როდესაც ტელეფონმა დამირეკა. - გისმეთ. - ქალბატონო ეკატერინე ბანკიდან გაწუხებთ. _ მესმის ბიჭის ხმა. - დიახ გისმენთ. - შებიძლიათ ბანკში მოხვიდეთ? - კი მაგრამ, რა ხდება? - ვიღაცამ თქვენს ანგარიშზე 50 000 ევრო დარიცხა. _მეუბნება ის და ტელეფონს თიშავს. ერთი საათია უკვე რიგს ველოდები, როგორც იქნა ჩემი დროც მოვიდა. ოპერატორთან მივდივარ და ვეკითხები. - დღეს ბანკიდან დამირეკეს, მითხრეს რომ ჩემს ანგარიშზე ვიღაცამ ფული დარიცხა, მგონი რაღაც შეცდომაა. - თქვენი სახელი და გვარი. - ეკატერინე ამილახვარი. - ერთი წუთით. _მეუბნება ახალგაზრდა გოგო და მეც ველოდები. - არა არანაირო შეცდომა, თქვენს ანგარიშზე მართლა დაირიცხა დიდი რაოდენობის თანხა. - კი მაგრამ ეგ როგორ? ვინ დარიცხა? - ადრესატი ვაჟა გულედანია. _ გაოცებისგან პირი ღია მრჩება. ბანკიდან გამოსული ბატონ ვაჟას მოცემულ ნომერზე ვრეკავ. - ბატონო ვაჟა. _ვეუბნები როცა მის ხმას ვგებულიბ. - დიახ ეკატერინე. _ეგრევე ხვდება ვინც ვარ. - ეს რატო გააკეთეთ? მე ხომ გითხარით არ მინდა თანხა თქო? - ეს მე მინდოდა, ფულს უკან არ მივიღებ ასე რომ მოგიწევს გამოიყენო. თუ კიდევ დაგჭირდება შეგიძლია შემაწუხო. სათქმელს ამთავრებს და ისე რომ ჩემს პასუხს არ ელოდება ტელეფონს მითიშავს. -ახლა რა გავაკეთო? როგორ დავუბრუნო ეს ფული უკან? თუმცა მან ხომ მითხრა უკან არ დაიბრუნებს. ჯანდაბა ეკატერინე რა იდიოტი ხარ შეირგე რა. მეუბნება ჩემი მეორე მე, როგორ თუ შევირგო ეს ფული მე არ მეკუთვნის. შენ ხომ გინდოდა ლევანის განადგურება ახლა გაქვს შანსი გაანადგურო. ისევ ეს მეორე მე. რაც იქნება იქნება ვამბობ და ტაქსში ვჯდები. ყველაფერი ჩეულებრისამებ მიდიოდა ისე როგორც მე მინდოდა. თეკლამ ყველაფერი გამირკვია, უკვე დაწვრილებით ვიცოდი ეკატერინე ჟღენტის ყოველი ნაბიჯი. ვიცოდი სად დადიოდა რას აკეთებდა, ისიც გავიგე რომ ჩემსავეთ, მედიცინის მუშაკი უნდა გამხდარიყო. განსხვავება მხოლოდ ის იყო რომ მას პედიატრი უნდოდა გამოსულიყო. კვირა დღე იყო მე აივანზე ვიჯექი ჩემს ყავასთან და სიგარეტტან ერთად, თან ჩარკვიანის მენატრებას ვუსმენდი, როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა. ყავის ფინჯანთან ერთად, სახლში შემოვედი. კარებს ვაღებ და კართან ატუზულ დედაჩემს ვხედავ. არ ვაპირებდი ისტერიკების მოწყობას. კარს ფართოდ ვაღებ და შიგნით ვუშვენ. უხმოდ შემოდის, სავარძელში ჯდება და თავს ხრის. - დალევ რამეს? _ ვეკითხები ვითომც არაფერიო. - წყალი თუ შეიძლება. _ სამზარეულოში გავდივარ, უკან წყლით სავსე ფინჯანით ვბრუნდები მას ვაწვდი ის კი ერთი მოყუდებით ცლის წყალს, ისე როგორც მე მჩვევია. - კატო შვილო. _მისი წკრიალა ხავერდოვანი ხმა სულ ჩამქრალიყო, ახლაღა ვაკვირდები მის სახეს. სახე სულ დანაოჭებია, აღარ იყო ის ქალი რომელიც სულ თავს უვლიდა, მისი მწვანე თვალები მე რომ მიყვარდა სულ ჩაცვენოდა. მისი გრძელი ხვეულა თმა, რომელიც სულ მოწესრიგებული ჰქონდა ახლა, უწესრიგოდ ეყარა ბეჭებზე. მისი სიფრითანა ხელები სულ დამჭკნარი ჰქონდა. ვაკვირდებოდი და მიკვირდა სად გაქრა ქალო რომელიც ესე ძალიან მიყვარდა, დედაჩემი ესეთი არასოდეს მენახა არაფერი ჰქონდა იმ ძველი ნანკას სგან შემორჩენილი. - არ მეგონა ისევ შენი შვილი თუ ვიყავი. _ ცივი ხმით ვეუბნები. - კატო მაპატირ გთხოვ, ვიცი შეცდომა დავუშვი არ უნდა გავყოლოდი იმ დღეს ლევანს, შენთან უნდა დავრჩენილიყავი. _ჩემს ფეხებთან იმუხლება, ჩემს ხელებს თავის ხელებში აქცევს და მიკოცნის. - თუმცა მას რომ არ გავყოლოდი, ვერაფერს ვერ გავივებდი. ვერ გავიგებდი თუ როგორ ცდილობდა და ცდილობს ის შენს განადგურებას. - მან მე უკვე გამანადგურა, ამაზე მეტს ვერ გამიკეთებს. - კატო გთხოვ მომისმინე. - რა ხდება? - ლევანი შენს აქციებს ყიდის. - რას შვება? _ვამბობ გაკვირვებული. - კომპანიამ დიდი დანაკარგი ნახა, ლევანმა ფულის ფლანგვა დაიწყო. უნდოდა ჩემი წილი გაეყიდა თუმცა უარი ვთქვი. ლუკას გარდაცვალების შემდეგ, ლუკას აქციები შენი გახდა. ლუკას ადვოკატისთვის საბუთი მიუცია სადაც მის 20% შენ გჩუქნის, ამას დამატებული შენი 25%. შენ კომპანიის სრულუფლებიანი მფლობელი ხარ, მინდა ჩემი 15% შენ გადმოგცე. კომპანიის 60%- ის მფლობელი იქნები, ლევანს არ აქვს უფლება გაყიდოს შენი წილი. მე დაგეხმარები მის განადგურებაში, მე დაგეხმარები ყველაფერში. თუ საჭირო გახდა სასამართლოზე ჩვენებასაც მივცემ. - მე არ ვიცოდი თუ კომპანიაში წილი მქონდა. _ ვამბობ გაოგნებული რადგან არასოდეს მსმენია ამის შესახებ. - ბაბუაშენმა ( ლევანის მამამ) კომპანიის წილები გაყო, ყველაზე დიდი წილი შენ დაგიტოვა თუმცა ლევანმა მიისაკუთრა. შენ კომპანიის 50% მფლობელი იყავი, აქედან 20-20% მე და ლუკას დაგვიტოვა, ხოლო 10% ლევანს. ლევანმა საბუთები გააყალბა და ყველაფერი შეცვალა. როდესაც 24 წლის გახდებოდი, კომპანიას სათავეში შენ უნდა ჩადგომოდი, მე ეს ყველაფერი ერთი კვირის წინ გავიგე. შენი გატაცება ლევანის მოწყობილი იყო, ლუკას ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა, ლევანის პარტნიორის მიერ იქნა დაზიანებული. როდესაც ეს ყველაფერი გავიგე სახლიდან გამოვიპარე, დიდხანს გეძებდი შემდეგ მამაჩემისგან გავიგე სადაც იყავი. აი აქ ყველა საბუთია რითიც ლევანის განადგურებას შეძლებ. _ მოსმენილმა შოკში ჩამაგდო, თურმე რა ადვილად შემეძლო ლევანის განადგურება. მე კიდევ არაფერი ვიცოდი, ახლა ზუსტად ვიცი როგორ გავანადგურებ ლევანს. დედაჩემს ხელი მოვკიდე და ფეხზე წამოვაყენე, სავარძელზე დავაწვინე პლედი გადავაფარე და ჩემს ოთახში გავედი. საბუთებს გადავხედე ბევრი ვერაფერი გავიგე თუმცა ადვოკატი ყველაფერს მიხვდებოდა. ახლა საუკეთესო ადვოკატი მჭირდება, იქვე საწოლზე მიგდებულ ტელეფონს ვიღებ და ბატინ ვაჟას ვურეკავ. - ეკატერინე მშვიდობა? _მისი პასუხი არ აგვიანებს. - ბატონო ვაჟა თქვენი ნახვა მინდა, თუ შეიძლება? _ მისი პასუხის მოლოდინში ვისუსები. - კი როგორ არა, ერთ საათში კომპანიაში გელოდები. _ტელეფონს თიშავს. ტელეფონი იქვე მოვისროლე და მომზადებას შევუდექი. ფურცელზე დედას წერილი დავიწერე და სახლიდან გავედი, როგორც ყოველთვის ტაქს ვაჩერებ და მისამართ ვეუბნები, სულ რაღაც ნახევარ საათში დიდი შენობის წინ ვდგავარ, დაცვას გვერდს ვუვლი და შენობაში შევდივარ. მიმღებში გოგონასკენ მივდივარ, ის კი ალაცერად მათვალიერებს და იროონით მიღიმის. - გისმენთ რა გგნებავთ? - ბატონ ვაჟასთან შეხვედრა მაქვს? - თქვენ? _ირონიით მეუბნება გოგო. - იცი აქ რამდენი შენნაირი მოდის და ამბობს, რომ ბატონ ვაჟასთან შეხვედრა აქვს? _ალმაცერად მიყურებს ის მე კი სურვილი მაქვს, იმ ქერა თმებით ვითრიო აქვე. - მგონი ბატონ ვაჟას არ მოეწონება, ქალბატონ ეკატერინე ამილახვარს ესე რომ ელაპარაკები სოფიკო. _ მესმის ნაცნობი ხმა და მეც იქეთკენ ვბრუნდები, სადაც პატარა ანასტასიას მამა მხვდება. ჩემსკენ მოდის და ხელს მართმევს - როგორ ხარ კატო? - კარგად ვარ ბატონო კახა თქვენ? - კარგი რა, რა ბატონი მხოლოდ კახა. - კარგი კახა. _ ღიმილით ვამბობ რაზეც მასაც ეღიმება. -ანასტასია ხომ კარგად არის? _ვეკითხები ინტერესით. - კი, კი კარგადაა. იცი სულ შენ გკითხულობს? - მართლა ამ დღეებში თუ მოვიცალე მოვინახულებ. -ქალბატონო ეკატერინე არ ვიცოდი თუ თქვენ. _ მესმის გოგონას დაბნეული ხმა. - არაუშავს. _ კახასთან ერთად მივდივარ ბატონი ვაჟას კაბინეტისკენ. კახა ლიფტთან რომ შეჩერდა ფერებმა გადამირბინა სახეზე. - მირჩევნია კიბით ავიდე. ვამბობ მე დაბნეული რაზეც მას ეცინება. - შენ რა მეცხრამეტე სართულზე ფეხით აპირებ ასვლას? - ჰო რაა. - არ მითხრა ლიფტის მეშინიაო? - დახურულ სივრცეს ვერ ვიტან, კლაუსტროფობია მაქვს. - კარგი ფეხით ავიდეთ. _ ჩემთან ერთად მიემართება მეცხრამეტე სართულზე. მეათე სართულზე ვიყავით როდესაც გაჩერდა ქლოშინით. - არ მიკვირს რატომ ხარ ესეთი სუსტი. _ნაწყვეტ ნაწყვეტ მეუბნება. - რატომ? - შენ თუ ყოველ დღე ესე დადიხარ ფეხით, კიდევ კარგად ხარ. _ფეხზე დგება და გზას აგრძელებს. - ძვლივს. _ გახარებული ამბობს კაცი და კაბინეტის კარს დაუკაკუნებლად აღებს. - რა მოგივიდა კახა? _მესმის ბატონი ვაჟას შაშინებული ხმა. - ქალბატონმა ექიმმა გადაწყვიტა მავარჯიშოს, მთელი ცხრამეტი სართულის კიბეები ფეხით მატარა. _ ძვლივს ამბობს კაცი და სავარძელში ჯდება. - ეკატერინე მიხარია რომ მოხვედი. _ თბილად მესალმება ბატონი ვაჟა. - აბა გისმენ რა ხდება, რაში გინდოდა ჩემი დახმარება? - იცით მერიდება ამის თქმა. _დამორცხვით ვამბობ მე. - ნუ გერიდება მითხარი. თბილად მიღიმის კაცი. - სანდო ადვოკატი მჭირდება, იცით მეც მყავდა ადვოკატი თუმცა მას ვერ ვენდობი. - გასაგებია, ჩემს ადვოკატს ვეტყვი და ის დაგეხმარება, ხო მშვიდობა? - კი, კი ყველაფერი კარგადა, უბრალოდ ჩემი აქციების დაბრუნება მინდა. - რა აქციების? _ინტერესდება კაცი. - თქვენ ალბათ იცით ლევან ამილახვარი? - ლევანი კი როგორ არა, რამე პრობლრმა გაქვს მასთან? - ის მამაჩემია. - მამაშენი? _ გაკვირვებას ვერ მალავს. - დიახ, მან კომპანიის აქციები მომპარა. ადვოკატის მეშვეობით მისი დაბრუნება მსურს. - გასაგებია. მე ყველაფერში დაგეხმარები, ჩემს ადვოკატს დაველაპარაკები და დაგიკავშირდება. - დიდი მადლობა ბატონო ვაჟა. ფეხზე ვდგები და კაბინეტს ვტოვებ, ისევ ფეხით მივუყვები კიბეებს. ამ ჯერად მიმღებში გოგონა მიღიმის და ისე მემშვიდობება. გარეთ გამოვდივარ, ხარბად ვუსუნთქავ ჰაერს, სიგარეტის კოლოფს ვხსნი, ერთ ღერ ვიღებ და ვუკიდებ. წასვლას ვაპირებდი როდესაც ახალგაზრდა ბიჭი მომიახლოვდა. - ქალბატონო ეკატერინე, ბატონმა ვაჟამ მიბრძანა სახლამდე მიმეყვანეთ. - არა გმადლობთ არ შეგაწუხებ. _ვეუბნები და გზას ვაგრძელებ. - არა არ ვწუხდები პირიქით, ჩემთვის დიდი პატივი იქნება თქვენი გაცილება. - კარგით როგორც გნებავთ. - აქეთ წამობრძანდით. _მანქანის უკანა კარს მიღებს, ჩაჯდომას ვაპირებდი როდესაც შევჩერდი. - შეიძლება მანქანაში მოვწიო? ვეკითხები ბიჭს რომელიც ყურებამდე მიღიმის. - დიახ როგორ არა. _ადგილს ვიკავებ და ის კარს კეტავს, სულ მალე თვითონაც იკავებს თავის კუთვნილ ადგილს. - და ჩემი მისამართი არ გაინტერესებს? _ვეკიათხები ინტერესით. - ვიცი. _უხმოდ მივყავარ სახლამდე, მანქანის კარებს მიღებს და მეც გადმოვდივარ. - მადლობა. თბილად ვუღიმი ბიჭს და სადარბაზოში შევდივარ. სახლის კარებს ვაღებ სადაც დედაჩემი მეგულება თუმცა ის იქ არ მხვდება. - დედა. _ რამოდენიმეჯერ ვეძახი ბოლოს სამზარეულოდან გამოსულ დედაჩემს ვხედა. - მოხვედი კატო, ვიფიქრე ეშიება თქო და შენი საყვარელი სალათი გაგიმზადე. - მადლობა. ვეუბნები მშრალად და საბააზანოში შევდივარ, შხაპს ვიღებ და უკან ხალათ შემოხვეული ვბრუნდები. - კატო მე წავალ. _ ნაღვლიანი ხმით მეუბნება დედაჩემი. - სად მიდიხარ? - არვიცი ალბათ სოფელში წავალ მშობლებთან. - დარჩი ჩემთან არ წახვიდე, მარტო შენ დამრჩი. _ მთელი ძალით ვეხვევი დედაჩემს და ცრემლები მცვივა. - ნუ ტირი საყვარელო. _თბილად მეუბნება. - მარტო არ დამტოვო დე. - აღარასოდეს დაგტოვებ საყვარელო, გპირდები სულ შენთან ვიქნები. _მეუბნება და მთელ სახეს მიკოცნის. - ყველაფერს ვიღონებ რომ ლევანის განადგურებაში დაგეხმარო, არ ვაპატიებ შენს გამწარებას. ასევე არ ვაპატიებ ლუკას სისხლს. მეორე დღეს უკვე ბატონი ვაჟას გამოგზავნილ ადვოკატი სახლში მსტუმრობს. - მობრძანდით. _ვეუბნები და კარს ფართოდ ვუღებ. - ქალბატონო ეკატერინე ბატონმა ვაჟამ მთხოვა დაგხმარებოდით. - რამეს დალევ შვილი? _ საუბარში დედაჩემი ერთვება. - ყავას თუ არ შეწუხდებით ოღონდ უშაქროს. - უკვე მომწონხარ. _ვეუბნები სიცილით. - შენი სახელი? - ალექსი. - ალექს ახლა რა ხდება... _ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი კომპანიასთან დაკავშირებით, მას კი მთელი ამ დროის მანძილზე ერთხელაც არ ამოუღია ხმა. მონოლოგი დავასრულე და ახლა მას ველოდები. - გასაგებია, მე ყველაფერში დაგეხმარები. ყველანაირ საბუთს შევისწავლი და დაგიკავშირდები, თქვენ სრული უფლება გაქვთ კომპანიის მფლობელი გახდეთ. - მაგრამ არის ერთი რამ, მე არ მინდა კომპანიის მფლობელად მე გამოვჩნდე. შესაძლებელია კომპანიის აქციები სხვას გადავუფორმო, ისე რომ ლევანმა ამაზე არაფერი იცოდეს. არ მინდა ჯერ რამე გაიგოს, როცა დრო მოვა. ყველაფერს შემდეგ ვეტყვი. - კი როგორც გინდა. მე საბუთებს მოვამზადებ ყველაფერს ისე გავაკეთებ რომ მან არაფერი იეჭვოს. - გასაგებია დიდი მადლობა. _ადვოკატს ვემშვიდობები და ჩემს ოთახში შევდივარ. ესეც ასე ლევან ყველაფრისთვის პასუხს აგებ, თუმცა ჯერ ადრეა. დაველოდები იმ მშვენიერ დღეს როცა შენ ჩემს მუხლებთან დაჩოქილი მოხვალ. ფიქრებიდან დედაჩემის ხმას გამოვყავარ. - კატო შვილო. - ჰო დედა. - უკვე შეგიძლია მასზე შური იძიო რატომ ყოყმანობ? - ჯერ ადრეა დედა. - რას ელოდები საყვარელო? მეუბნება ის და ჩემს გვერდით იკავებს ადგილს. - დედა გატაცების დროს მე რამდენი წლის ვიყავი? _ვეუბნები დედაჩემს და თვალებში ვუყურებ. -23 საყვარელო რა არ გახსოვს? - ხოდა სწორედ 23 წლის ასაკში 1 სექტემბერს ჟღენტის გოგოსაც იგივე დღე ელის. მაქამდე ჯერ ექვსი წელია 2017 წლის 1სექტემბერს ყველაფერი დასრულდება. ჟღენტის გოგოსაც იგივე ტანჯვის გადატანა ელის რაც მე გავიარე, და მამამის ამ ყველაფერს საკუთარი თვალით ვაყურებინებ. ბოროტულად ვიღიმი და დედაჩემს უფრო ვეკვრი. ორ დღიანი დასვენევის შემდეგ სამსახურში სიარული აღვადგინე. დიდი არაფერი ხდებოდა ჩვეულებრივად ვღებულობდი პაციენტებს, ვაკეთებდი ოპერაციებს. არაფერი საგანგაშო მომხდარა ჩემს ცხოვრებაში. დღეები ჩვეულებრივად გადიოდა, მას თვეებიც მოზდევდა. ივლისის შუა რიცხვები იყო, ადვოკატმა საბუთები რომ მომიტანა, კომპანიის ჩემი და დედაჩემის წილი, თეკლას გადავუფორმე რათ ლევანს არ გაეყიდა ჩემი წილი. თეკლა ჩემთვის ყველაზე სანდო ადამიანი იყო. ამ ხნის განმავლიბაში ვაჩეს არც შევხვედრილვარ, ბავშვებთან ჩვეულებრივიბრივი ურთიერთობა მქონდა. უნივერსიტეტიც დავასრულე, დიპლომიც ავიღიღე ახლა უკვე დიპლომიანი ექიმი ვარ. თუმცა უფრო მეტი გამოცდილება მჭირდებოდა, ამიტომ გადავწყვიტე სწავლა უკრაინაში გამეგრძელებინა, ქალაქ ეკატერინობურსკში გაავრძელებდი და ხარისხის ამაღლებას გერმანიაში ვაპირებდი. საქართველოდან დედასთან ერთად წავედი. უკრაინაში ორი წელი ვსწავლობდი, შემდეგ გერმანიაში გადავედი. ვერ გეტყვითით რომ გერმანიაში ყოფნა გამიჭირდა, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა სად ვიცხოვრებ, მთავარი ყოველფვის შურისძიება იყო და ესეც არის. გერმანიაში ჩასვლიდან ერთ წელში, მუშაობა საუნივერსიტეტო კლინიკაში დავიწყე. გერმანული კლინიკები საუნივერსიტეტო, კერძო და რაიონული სახით არსებობს. საუნივერსიტეტო კლინიკები მხოლოდ საავადმყოფოები არაა. ეს სამეცნიერო ცენტრებია, სადაც ახალი ექიმები იზრდებიან. საუნივერსიტეტო კლინიკები იკვლევენ, იგონებენ და აახლებენ მედიცინის შესაძლებლობებს. სწორედ ამ დაწესებულებებშია ყველაზე მეტი საერთაშორისოდ აღიარებული მეცნიერი თავმოყრილი. აქ მკურნალობა უცხოელებისთვის ძვირია და საუნივერსიტეტო კლინიკებში მხოლოდ იშვიათად, რთულ პაციენტთა ქეისებით მიდიან. აქ იმაზე მეტი გამოცდილება მივიღე ვიდრე მეგონა. ახლა ნამდვილად შემეძლო თქმა რომ მე ერთ-ერთი საუკეთესო ვიყავი. გერმანიაში სახელი კარგად გავითქვი, დღეს უკვე ყველამ იცის ვინ არის ეკატერინე ამილახვარი, და არა ლევან ამილახვარის შვილი ეკატერინე. აქ არ აინტერესებთ შენი წარსული, არ აინტერესებთ ვისი შთამომავალი ხარ. მთავარია ვინ ხარ შენ? და რისი გაკეთება შეგიძლია. მუშაობასთან ერთად ბიზნეს კურსებსაც გავდიოდი. ძალიან ბევრ მეილეილს ვღებულობდი საავადმყოფოდან, ზოგან მთავარი ექიმის ადგილს მთხოვაზობდენ, ზოგან განყოფილების გამგის ადგილს. ღუდუშაურის საავადმყოფოდანაც მომივიდა მეილი. როგორც თორნიკესგან გავიგე, ბატონი დემნამ დასვენება მოინდომა და სამსახურიდან წავიდა, განაცხადა ახლა შვილიშვილებს მივხედავო. უი ხო დამავიწყდა თქვენთვის მეთქვა, თორნიკემ და სალომ იქორწინეს გოგო და ბიჭი შეეძინათ. მე პატარა მიას ნათლია უნდა ვიყო, თორნიკეს ვთხოვე სახელს მე ავურჩევ თქო, რაზეც დიდი სიამოვნებით დამთანხმდა. ექვსი წელი, ექვსი წელი გავიდა მას შემდეგ რაც საქართველო დავტოვე. უკვე 30 წლის ქალი ვარ. ამდენი წლის შემდეგ პირველად დავდგი საქართველოს მიწაზე ფეხი, დედაჩემი გერმანიაში დარჩა. როგორ მომნატრებია აქაურობა. ხარბად ვისუნთქავ ჰაერს და ჩემი მეგობრებისკენ მივდივარ. პირველი ჩემს ნათლულს ვეხველი, რომელიც საოცრად მგავს ხასიათიდ. ამდენი წლის მონატრებულ მეგობრებს მოვესიყვარულე და სახლისკენ წავედით. სახლის კარებს ვაღებ, სადაც ყველაფერი დალაგებული მხვდება, სალოს და თოკას ძაან მოუნდობებით. პირდაპირ სამზარეულოსკენ წავედი, წყლის დასალევად. მაცივრის კარებს ვაღებ წველებით და საჭმლიდ გაუვსიათ. მეცინება თოკას საქციელზე და უკან ვბრუნდები სადაც ყველა მოკალათებული დამხვდა. - თოკ გეგონა ამდენი ხანი მშიერი ვკვდებოდი? თუ ომი იწყება? გერმანიაში ვიყავი ავღანეთში კი არა. - კარგი რა კატ, სჯობს მოხვიდე და მოგვიყვე, რას აკეთებდი ამდენი ხანი გერმანიაში? _მობეზრებით მეუბნება ბიჭი. - რა უნდა გაეკეთებინა გერმანიაში, ალბათ ნაშებს აგდებდა. _ჩემს მაგივრად პასუხს იკა სცემს და ხარხარებს. - შენ როგორიც დაგტოვე ისეთივე ხარ, სულ არ შეცვლილხარ. - ამას რა შეცვლის, კაცი ბერდება თუმცა ტვინი ისევ ბავშვის აქვს. _ ახლა შაკო ამბობს და მის ნათქვამზე ყველას ეცინება. - თემო შენ როგორ ხარ? _ უკნიდან ვეხვევი ბავშვობის მეგობარს. - კარგად ვარ სიხარულო. - ვაჩე სად არის? _ სხვათაშორისოდ ვიკითხე. - საქმეებზე. _ ანთებული თვალებით ამბობს თოკა. მთელი ღამე მათთან ერთად გავატარე, პატარა მიას ჩემთან ერთად ეძინა, ისეთი საყვარელი და თბილი ბავშვია ბედნიერებით ვივსები მისი ყურებით. დღეს აგვისტოს 31 უკვე დროა ლევანმა პასუხი აგოს მისი დანაშაულისთვის. ქუსლების კაკუნით მიემართება ეკატერინე ამილახვარი კომპანიაში, ხალხის მზერას აიგნორებს და პირდაპირ სხდომათა დარბაზში შედის, მის გვერდით მისი ადვოკატი ალექსანდრე შონია დგას. დაუკაკუნებლად აღებს დარბაზის კარს. ყველას მზერა მათკენ არის მიმართული, მთავარი ამილახვარი გაოგნებული უყურებს მის ქალიშვილს, ეკატერინე სულ აღარ არის ისეთი, როგორიც ოცდაოთხი წლის ასაკში. ის ისეთი თავდაჯერებული და ამაყია, მისი თბილი მზერა სადღაც გამქრალიყო, მის თვალებში მხოლოდ შურისძიება და ზიზღი იკითხებოდა, აღარ გავდა ეკატერინე იმ დაუცველ პატარა გოგონას, რომელსაც ყველა ჩაგრავდა. - მოგესალმებით ყველას. _ ვესალმები იქ მყოფ საზოგადოებას და პირდაპირ, ლევანისკენ მივიწევ. - შენ აქ რას აკეთებ? _გაკვირვებული მიყურებს ამილახვარი. - როგორ შეიძლება მე, ეკატერინე ამილახვარი რომელიც ამ კომპანიის მფლობელი ვარ, მითხრან რას ვაკეთებ აქ? - რეებს ბოდავ, ხომ არ გავიწყდება ვინ ვარ? _ მის ღრიალს ყურადღებას არ ვაქცევ და ხმამაღლა ვიცინი. - ხმას ნუ უწევ. როდესაც მე მელაპარაკები ხმას ნუ უწევ ლევან. _ხმა არც ამიწევია ისევ ისე წყნარად ვეუბნები. - რამდენს ბედავ? -ალექს საბუთები. _ვეუბნები მას ისიც უცებ მაწვდის, საჭირო საბუთს. - აი ეს ნახე ლევან, ამ საბუთების მიხედვით მე ამ კომპანიის 90% მფლობელი ვარ. არა მარტო 90%- ის არამედ ის 10%- ტი მე მეკუთვნის შენ რომ გაყიდე. ახლა კი დროა დატოვო პოსტი, უკვე მე ვარ აქაურობის ბატონ-პატრონი. - რეებს ბოდავ შე ლაციეიკო? _ხელის დარტყმას აპირებდა, როდესაც ჰაერში დავუჭირე. - არასოდეს გესმის? არასოდეს გაბედო ჩემთვის ხელის დარტყმა, თორემ გეფიცები ამ ყველაფერს არ დავჯერდები. - ეს არ გააკეთო ეკატერინე. _მუდარა გარეული ხმით მეუბნება ის. - შენით წახვალ თუ დაცვას დავუძახო. - აქედან არსად წავალ. - დაცვა, დაცვა. _რამოდენიმე წუთშუ დაცვა ჩემს გვერდით დგას. - წაიყვანეთ. _გავეცი ბრძანება თუმცა ისინი არც კი იძვრიან. - წაიყვანეთ მეთქი. _ ლევანს ხელს კიდებენ და ძალით გაჰყავთ გასასვლელისკენ. - ერთი წუთით. კართან მისულ დაცვას ვაჩერებ. -ლევან შენ ახლა სამსახურის გარეშე ხარ, თუ გინდა დასუფთავებაში ნაცნობები მყავს, და სადმე მეეზოვედ "გაგიჩითავ" სამსახურს. _ მთელი ირონიით ვეუბნები. - ამას არ შეგარჩერ ეკატერინე, გესმის? არ შეგარჩენ გაგანადგურებ. _მისი ხმა შორიდან ჩამესმოდა, თუმცა ყურადღებას არ ვაქცევ. - აბა აქ რისთვის შევიკრიბეთ? _გაშეშებულ ხალხს ვეუბნები, რომლებიც გაოგნებულები მიყურებენ. - იმედია გაცნობა არ დამჭირდება, მე აქაურობის პატრონი ვარ, დღეიდან ყველაფერს მე შემითანხმებთ. ხო მართლა სულ მალე ახალი დირექტორი გეყოლებათ, მის ვინაობას სულ მალე გაიგებთ. _ იქაურობას ვეცლები და ლევანის ყოფილ კაბინეტში შევდივარ. - ეკატერინე აქ რას აკეთებთ? _მეკითხება ლევანის მდივანი, არასოდეს მომწონდა ეს გოგო ყოველთვის ცდილობდა ჩემს ნერვების მოშლას. ბოლოს როგორც გავიგე მამაჩემის საყვარელი იყო. - არავითარი ეკატერინე, მე ქალბატონი ეკატერინე ვარ გესმის. ჰო კიდევ რაც შეეხება ჩემს აქ ყოფნას, აქ შენს გასანთავისუფლებლად მოვედი ლელაჩკა. _მთელი სიძულვილით ვეუბნები რაზეც ქალის ცეცხლმოკიდებულ თვალებს ვიღებ. - როგორ ბედავ ჩემთან ესე საუბარს? ყველაფერს მოვუყვები ბატონ ლევანს. _გაკაპასებული ყვირის ქალბატინი ლელა. - წესიერად მელაპარაკე გოგო, შენც შენი საყვარლის გზას გაუდგები გესმის, სწორედ ისე გაგაგდებ როგორც ის გავაგდე. ამის მერე თვალით აღარ დამენახო. _ კაბინეტის კარს მთელი ძალიათ აჯახუნებს და გადის. - ესე თუ მოგწონს ეს კარები გაგატნევ ლელაჩკა. _მისი ხმა აღარ მესმის რადგან იქ უკვე აღარ იყო. ახლა მხოლოდ სანდო პირი მჭირდება ვინც კომპანიის მართვაში დამეხმარება. ფიქრებიდან ტელეფონის ხმას გამოვყავარ თემო მირეკავდა, მეც სასწრაფოდ ვპასუხობ. - ხვალოსთვის ყველაფერი მზად არის კატო. - ძალიან კარგი, ყველაფერმა შეცდომის გარეშე უნდა ჩაიაროს თემო. ერთი დაუდევარი ნაბიჯი და. - ვიცი, ვიცი არ არის საჭირო ახსნა. - გასაგებია, ჩემს ზარს დაელოდე. ტელეფონს ვთიშავ და სავარძელში ვჯდები. სულ მალე შევხვდებით ჟღენტო, არ მოვისვენებ სანამ არ გაგანადგურებ. ნეტა თუ წარმოიდგენ რა გელის ხვალ, ყველაფერი ზუსტად ისე მოხდება როგორც მე მინდა. სავარძლის საზურგეს მივეყრდენი და ვისკის ბოლო ყლუპი ყელში გადავუშვი. მეორე დღეს დილოთ ადრე გამეღვიძა, მოუსვენრად დავდიოდი ოთახში წინ და უკან, თემოს ზარს ველოდი მანაც არ დააყოვნა. - გისმენ თემო. - კატო ჟღენტის გოგო ჩვენთან არის, ყველაფერი რიგზეა არ ინერვიულო. _თემოს ზარმა ისე გამახარა სიხარულისგან ვხტუნავდი. - ძალიან კარგი, ხომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. - კი, კი ყველაფერი კარგად არის. ახლა შენი ჯერია. - კარგი, მამამის მე დავურეკავ. _თემოს გავუთიშე და ტელეფონზე გიგას ნომერი ავკრიბე. უკვე მესამედ რომ დავრეკე მხოლოდ შემდეგ მიპასუხა. - გისმენთ. - იმედია მოგენატრე საყვარელო. _მთელ ირონიას ვაქსოვ ამ სამ სიტყვაში. - შეენ? - ხო მე ვარ, კარგია რომ მიცანი. - რაო მოგენატრე პატარავ? _ მისი ამაზრზენი ხმის გაგებისას გულის რევის შეგრძნებას დამეუფლა. - კი ძალიან, ისე მომენატრე რომ შენი საყვარელი ქალიშვილი მე წავიყვანე. - რა სისულელეს ამბობ? ჩემი შვილი უნივერსიტეტშია. - არა საყვარელო შენი შვილი ჩემთან არის. - ჩემს შვილს რამე რომ დაუშაო მოგკლავ. - შენ უკვე მომკალი, სწორედ შვიდი წლის წინ მომკალი. ჩემი მოკვლა უკვე შეუძლებელია. - ეკატერინე ჩემს შვილს ხელი არ დააკარო გთხოვ, ყველაფერს მოგცემ რაც გინდა ოღონდ მას არაფერი დაუშაო. _ მესმოს მისი მუდარა ნარევი ხმა, დარწმუნებული ვარ ახლა კანკალებს. - ვიცი ,ვიცი რომ ყველაფერს მომცემ მხოლოდ მას შემდეგ რაც, ისიც იმავეს გამოივლის რაც მე გავიარე. - გთხოვ ეკატერინე ოღონდ ეგ არ გააკეთო, ოღონდ მას არაფერი დაუშაო და ყველაფერს მოგცემ. _ტელეფონს ვთიშავ და მთელ ხმაზე ვიცინი, სწორედ იმას გააკეთებ რასაც მე გეტყვი ჩემთვის ვამბობ და სახლს ვტოვებ. ამჯერად ტაქსით აღარ ვმოძრაობ, ჩემს მანქანაში ვჯდები და იმ ადგილისკენ მივდივარ სადაც ეკატერინე ჰყავთ. ორ საათიანი მგზავრობის შემდეგ მანქანას სახლთან ვაჩერებ და გადმოვდივარ, სახლის კარს თემო მიღებს. საყვარელ მეგობარს ვეხვევი და სახლში შევდივარ. - სად არის? -ოთახში ძინავს. - ოთახი სად არის? - მეორე სართულზე მარჯვნივ პირველი კარი. _თემოს ვემშვიდობები და მეორე სართულისკენ მივდივარ. ოთახის კარს ვაღებ და ვხედავ ლოგინზე მწოლიერ ეკატერინეს. ჩემს შესვლას გრძნობს და თვალებს ახელს. - ვინ ხარ? _მეკითხება შეშინებული. - მეგობარი. - მეგობარი? რაღაც არ მახსენდება რომ შენ ჩემი მეგობარი იყო. - მეგობარი ვარ დამიჯერე. - რა გინდა ჩემგან? _მეკითხება ინტერესით. - შენგან არაფერი. - ჩემგან თუ არაფერი გინდა აქ რატომ ვარ? - შენგან არა მაგრამ, მამაშენისგან ნამდვილად მინდა რაღაც. - რა გინდა მამაჩემთან? - ძალიან ბევრ კითხვას სვამ. - შენ მომიტაცე და უფლებაც არ მაქვს გავიგო რატომ? - სჯობდა მამაშენს ეთქვა. - რა დაგიშავა მამაჩემმა? - იმაზე მეტი ვიდრე წარმოიდგენ. - და მაინც? - სჯობს შენი თვალით ნახო. ვეუბნები მე და ლეპტოპს ვრთავ, ლეპტოპში იმ ვიდეოს ვრთავ რომელიც ჟღენტმა გამომიგზავნა. - შეუძლებელია, ეს შეუძლებელია. მამაჩემი ამას არ იზავდა. _ ტირილით მეუბნება გოგო. - შენი ხნის ვიყავი როცა მამაშენმა გამიტაცა, მეც ისევე მწყუროდა სიცოცხლე როგორც შენ. თუმცა მამაშენმა იმ დღეს მომკლა, გული ამომაცალა, ცხოვრება დამინდრია გამანადგურა გესმის. მამაშენის წყალობით გავხდი ისეთი როგორიც დღეს ვარ. შენ არაფერი დაგიშავებია თუმცა, მშოებლების დანაშაულზე შვილები აგებენ პასუხს ეკატერინე. - ეს შეუძლებელია, მამაჩემი არა მამაჩემი ამას არ იზავდა. _მაინც თავისას გაიძახოდა. - მამაშენმა ჩემი ძმა მოკლა ეკატერინე, ჩემი ცხოვრების ერთადერთი ნათელი წერტილი, მამაშენმა მომიკლა ისე რომ ხელიც არ აკანკალებია. არ მემეტები იმ ყველაფრისთვის რაც უნდა გაიარო, თუმცა მე არაფრის შეცვლა შემიძლია. დავიფიცე რომ მეც ისევე მოვუღებდი ბოლოს როგორც მან მომიღო. - მე, მე ეს არ ვიცოდი. გეფიცები ამაში ჩემი ხელი არ ურევია. მე გიხდი ბოდიშს მის მაგივრად. _ჩემს ფეხებთან იჩოქება. - ბოდიში დაგვიანებულია ეკატერინე. _ოთახიდან გამოვდივარ და კარს ვკეტავ, თვალებიდან წამოსულ ცრემლს ვოშორებ და ქვედა სართულზე ჩავდივარ, სადაც თემო მხვდება. თუმცა თემოს ყურადღებას არ ვაქცევ და სახლიდან გავდივარ. შენ ამას არ იმსახურებდი ეკატერინე, ჩემს თავს ვეუბნები და მანქანაში ვჯდები. უკვე ორი კვირა რაც ეკატერინე მე მყავს, კომპანიაში ჩემს კაბინეტში ვიჯექი თან ვისკს ვსვამდი, ვფიქრობდი ყველაფერზე. შეცდომას ხომ არ ვუშვებდი უდანაშაულო ადამიანის დასჯით, თუმცა მეც უდანაშაულო ვიყავი. მეც მამაჩემის ცოდვების გამო ვაგებდი პასუხს, ღმერთ ვფიცავ არ მინდა ეკატერინეც ისე დაიტანჯოს როგორც მე. თუმცა თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ მე რას ვგრძნობ, ჩემი ცხოვრება 23 წლის ასაკში დასრულდა. მე მაშინ მოვკვდი როდესაც ჩემი ძმა, ჩემი ტანჯვა რომც დავივიწყო ლუკას სიკვდილს ვერ დავივიწყებდი. კიდევ დიდხანს ვიჯდებოდი ესე რომ არა კარის შემონგრევის ხმა, თვალები ნელ-ნელა გავახილე და ჩემს წინ თავად ვაჩე ყიფიანი იდგა, არაფერი ქონდა იმ ვაჩესი რომელსაც მე ვიცნობდი. ძალიან შეცვლილი იყო, თითქოს დაბერებული. - აქ რას აკეთებ? ანდა საერთოდ დაკაკუნება არ გასწავლეს? იქნებდა რას ვაკეთებ? - შენთან სალაპარაკო მაქვს. _ ჩემს სიტყვებს აიგნორებს და პირდაპირ ჩემს წინ იკავებს ადგილს. - რა ხდება? - რას აკეთებ ეკატერინე? - ისეთს არაფერს ვისკს ვსვავ უბრალოდ. _ვეუბნები ვითომც არაფერი და მხრებს ვიჩეჩავ. - ძალიან კარგად იცი რაზეც გეკითხები. - ვერ ვხვდები, რა გინდა ვაჩე? - კატო მე ვიცი რაც გამოიარე, თუმცა არა ხარ მართალი იმ საწყალი გოგოსგან რა გინდა. თუ შურის ძიება გინდა მამამისზე იძიე, მას თავი დაანებე. - რაზე ლაპარაკობ? ვერ მივხვდი რას მეუბნებოდა. - ვიცი რომ შვიდი წლის წინ გიგამ გაგიტაცა, ვიცი რაც გადაიტანე მე ყველაფერი ვიცი. მე ვიყავი ის ადამიანი ვინმაც იქედან წამოგიყვანა. - შენ არაფერი იცი ვაჩე, შენ არფერი იცი გესმის. - კატო გთხოვ გაუშვი ის გოგო. - არა ამას ვერ გავაკეთებ. - შენც მას გავხარ. _ მეუბნება მშვიდად თუმცა აქ მე ვეღარ მოვითმინე. - არასოდეს გაბედო და თქვა რომ მე მას ვგავარ, მე მას არ ვგავარ გესმის, მე მისნაირი არასოდეს ვიქნები. ფეხზე წამოვხტი და მის წინ დავდექი. - რითი იქნები მასზე ნაკლები, თუ შენც იგივეს გააკეთებ? - რა გინდა ვაჩე, ან შენ საიდან გაიგე ეკატერინე ჩემთან რომ არის? - ის დათოს შეყვარებულია. - ვისი? _ გაოგნებული ვეუბნები. - ჩემი ძმის შეყვარებული. - მე, მე ეს არ ვიცოდი. - კატო მე შენი ცხოვრების ყოველი დეტალი ვიცი, ვიცი რა ტკივილიც მოგაყენა მან თუმცა ეკატერინე არაფერ შუაშია. - შენ ვერც კი წარმოიდგენ მე რა გადავიტანე, შენ ამის წარმოდგენა არ შეგიძლია. იცი რა ძნელია იცხოვრო ტკივილით, იცი რა რთულია როდესაც შენ და შენი მტერი, ერთი და იგივე ჰაერს სუნთქავთ. იცი რა ძნელია როდესაც იცი რომ ის აქ დადის, შენ კი არაფრის კეთება შეგიძლია მის გასანადგურებლად. მან ჩემი ძმა მოკლა, მთელი ოთხი თვე ჩემზე ძალას ხმარობდა. იცი რა ძნელია როცა გებულობ, რომ დედა ვერასდროს გახდები, მან მე მომკლა გამანადგურა, მთელი ამ წლების მანძილზე მხოლოდ ის მაცოცხლებდა, რომ მას ერთ დღეს ბოლოს მოვუღებდი. შენ კი ამის შემდეგ მოდიხარ და მეუბნები რომ იცი რაც გამოვიარე, შენ არაფერი იცი ვაჩე, არაფერი იცი. ვყვირი წყობიდან გამოსული მკერდზე ხელს ვურტყამ, შემდეგ კი ძალა გამოცლილი მუხლებზე ვეცემი. - შენ არაფერი იცი ვაჩე. - მაპატიე კატო, მე ეს ყველაფერი არ ვიცოდი, მაპატიე გთხოვ. ჩემს წინ იმუხლება და ჩემი სახე ხელებში მოიქცია. - შენ იცი რა ძნელია ყოველ კაცში მას რომ ხედავ, ყოველ დღე ის საშინელი კადრები რომ გესიზმრენა. - მე, მე გავაქრობ ამ ტკივილს შენი გულიდან კატო. _ თვალებში მაჩერდება და ისე მეუბნება - შენ არაფრის გაქრობა შეგიძლია ვაჩე. _ ფეხზე წამოვდექი და კართან მივედი, კარის გამოღებას ვაპირებდი ვაჩეს ხმა რომ გავიგე. - მე შენ მიყვარხარ ეკატერინე, იმაზე მეტად მიყვარხარ ვიდრე წარმოიდგენ. ყველას გავანადგურებ ვინც ხელი დაგაკარა გპირდები. ოღონდ ეკატერინე გაუშვი და გპირდები ჩემი ხელით მოგიყვან გიგას. _სათქმელს ამთავრებს თუ არა კარს ვაღებ და გავდივარ, მისთვის პასუხის დაბრუნებას არ ვაპირებდი. კიბისკენ დავიძარი როდესაც ლიფტიდან პოლიცია გამოვიდა, თან მე მკითხულობდნენ. - მე ვარ ეკატერინე. _ მათთან მივდივარ. - რა ხდება? - ჩვენ დეტრქტივი მაჩაბელი და დეტექტივი ტატიშვილი ვართ, განყოფილებაში უნდა წამობრძანდეთ ქალბატონო. - რა დავაშავე? _ინტერესით ვეკითხები. - თქვენ ბრალი გედებათ ლევან ამილახვრის მკვლელობის მცდელობაში. - უი მოკვდა? ვინ მოკლა? მცდელოდა, აჰა ანუ არ მომკვდარა? - თქვენს წინააღმდეგ საჩივარი შემოიტანეს, მოწმე ამტკიცებს რომ თქვენ ესროლეთ ბატონ ლევანს. თუ შეიძლება ჩვენთან ერთად წამობრძანდით. - კარგით არამაქვს პრობლემა, ოღონდ ლიფტით არა. შენობიდან მათთან ერთად გავდივარ, პოლიციის მანქანაში ვჯდები და შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აჩერებენ მანქანას. დაკითხვის ოთახში ერთ-ერთ დეტექტივთან ერთად ვიჯექი. - სად იყავით გუშინ საღამოს ათ საათზე? - სახლში. _მშრალად ვეუბნები და გარემოს ვათვალიერებ. - ვის შეუძლია ამის დაამტკიცე? - არავის მე ზოგადად, მარტო ვცხოვრობ. - რა ურთიერთობა გაქვთ დაზარალებულთან? - არანაირი. - როგორ თუ არანაირი ის მამათქვენია? - ის არ არის მამაჩემი, სისხლით კავშირი მამაშვილობას არ ნიშნავს. მასთან საერთო მხოლოდ სისხლი და გვარი მაქვს, მეტი აარაფერი. - გასაგებია, თუმცა თქვენ როგორც გავიგეთ, ბევრჯერ დაემუქრეთ მამათქვენს მოკვლით. - ეს სიცრუეა, მე მას მოკვლით არ დავმუქრებივარ, ვაღიარებ დიდი სიამოვნებით მოვკლავდი თუმცა მისთვის სიკვდილი შვებაა. მე მას მხოლოდ განადგურებით და ყველაფრის წართმევით ვემუქრებოდი. - ეკატერინე შენ ამ საქმეში მთავარი ეჭვმიტანილი ხარ, თუ შენს უდანაშაულობას არ დაამტკიცებ დიდხანს მოგიწევს, ციხეში ყოფნა. - შეგიძლიათ ვინმეს თხოვოთ, ჩემს სახლში დამონტაჟებული ვიდეო კამერის ჩამაწერები ამოიღონ, მე მას ჩემი ლეპტოპით ვაკონტროლებდი. - ჩვენი ორი დეტექტივი უკვე თქვენს სახლშია. და რატომ დაგჭირდათ კამერების დამონტაჟება, საკუთარ ბინაში? - სიფრთხილეს თავი არ სტკივა, მე თავს ვიცავ ყოველი შემთხვევისთვის. - მტრები გყავთ? - ამას რა კავშირი აქვს გამოძიებასთან? - პირდაპირი კავშირი. - კი მყავს. და ვინ არის ის, ვინმაც ჩვენება ჩემს წინააღმდეგ მისცა? -გიგა ჟღენტი. _მისი სახელის გაგებისას გემრიელად გამეცინა, რამაც დეტექტივის გაკვირვება გამოიწვია. - ანუ ესე გადაწყვიტა ჩემი გაჩერება. - ვერ გავიგე რას ამბობთ? _გაკვირვებული მეკითხება დეტექტივი. - მანამ სანამ ბოროტმოქმედის ჩვენებას დაეყრდნობით, მისი უდანაშაულობა უნდა გამოიძიოთ. _ორაზროვნად ვეუბნები - ბატონო აკაკი ერთი წუთით. კარებს ვიღაც აღებს და როგორც გავიგე აკაკი გაჰყავს, სულ რაღაც ათ წუთში უკან ბრუნდება. - ეკატერინე შენი სახლი გაჩხრიკეს, იქ იმაზე მეტი საინტერესი დეტალი იპოვეს ვიდრე თქვენ თქვით. - რა დეტალი? - ვიდეო ჩანაწერები ამოღებულია, თქვენ ალიბი გაქვთ თუმცა, არის ერთი რამ, თქვენს სახლში საიდულო ოთახს მიაგნეს, სადაც გიგა ჟღენტის და მისი ოჯახის ფოტოები იპოვეს. -დიახ ძალიან მიყვარს ჟღენტის ოჯახი და მათ ფოტოებს ვაგროვებ. _ირონიით ვეუბნები და საზურგეს ვეყრდნობი. - რადგანაც ალიბი მაქვს შემიძლია წავიდე ბატონო დეტექტივო? - დიახ შეგიძლიათ თუმცა, აი აქ ხელი მომიწერეთ. სანამ გამოძიება არ დასრულდება ქვეყნიდან არ გახვიდეთ. _საბუთს მაწვდის და ხელს ვაწერ, ფეხზე წამოვდექი და იქაურობა დავტოვე. შენობიდან გამოვედი თუ არა ტაქსში ვჯდები და იმ სახლისკენ მივდივარ სადაც ეკატერინე მყავს, ტაქს სახლთან ახლოს ვაჩერებ და გადავდივარ. სახლში მისული პირდაპირ ეკატერინეს ოთახში შევდივარ. - საქმე მაქვს შენთან? ვეუბნები და მის საწოლთან ვჯდები. - რა ხდება? დიდიხანია არ გამოჩენილხარ. _მეუბნება და საწოლზე ჯდება. - ეკატერინე მე არ მინდა შენი ამ საქმეში გასვრა, თუ შენ ჩემთან ითანამშრომლებ გეთიცები ხელს არ დაგაკარებ. - მე რა უნდა გავაკეთო? ინტერესით მეუბნება ის. - მამაშენის დასანტაჟებაში უნდა დამეხმარო, მქონდეს შენი იმედი? - კი, კი ყველაფერში დაგეხმარები, დაგეხმარები მის განადგურებაში. მე ესეთი მამა არ მჭირდება. - ვიდეოს სადაც მე და მამაშენი ვართ დავამონტაჟებ. იქ შენი სახე იქნება აღბეჭდილი, თემოსთან ერთად. ამის მეშვეობით მამაშენს დავაშანტაჟებ, მას ყველაფერს წავართმევ არაფერს დავუტოვებ, ცხოვრების ბოლომდე ქუჩაში მოუწევს ცხოვრება. - მე რა უნდა გავაკეთო? - ახლა შენ მაკიაჟს გაგიკეთებ, შემდეგ ვიდეო ჩანაწერი გავაკეთოთ, სადაც შველას მამაშენს სთხოვ, დანარჩენი მე მომანდე კარგი? - კარგი. - გპირდები შენ არაფერს დაგიშავებ. _ეკატერინეს შესაფერის მაკიაჟს ვუკეთრბ და ვიდეოს ვუღებ, სადაც მამამის შველას თხოვს. ვიდეოს გაგზავნიდან ერთ საათში ჟღენტს ვურეკავ. - მოგენატრე საყვარელო? _ირონიით ვეუბნები მას ის კი მთელ ხმაზე მიყვირის. - მოგკლავ შე ბო.ო, ჩემს შვილს ხელი არ დააკარო, გესმის მას არ შეეხო თორემ მოგკლავ, თუ მას რამეს დაუშავებ. - მოკეტე. _მთელ ხმაზე ვყვირი. - ახლა კარგად მომისმინე შე პედოფილო, თუ შენი შვილის დაბრუნება გინდა, ხვალ დილის ათ საათზე ნოტარიუსთან მოხვალ, მთელს შენს ქონებას მე გადმომიფორმებ. მხოლოდ შენი დამპალი სახლი არ მჭირდება. თუ ამ ყველაფერს არ გააკეთებ, მის წამებას აღარ დავჯერდები და მის გვამს სახლში, ჩემი ხელით მოგიტან გასაგებია. - ახლა შენ მომისმინე. - გასაგებია მეთქი, თუ ახლავე მოვკლა. - კარგი, კარგი როგორც მეტყვი. - ხვალ დილით ჩემი ადვოკატი დაგირეკავს, მისამართს გეტყვის და იქ მიხვალ. - კარგი როგორც მეტყვი. მეუბნება და მეც ტელეფონს ვთიშავ. - ხვალ ყველაფერი დამთავრდება. ვეუბნები ეკატერინეს. - და რომ არ გადმოგიფორმოს? - მაგ შემთხვევაში დამონტაჟებულ ვიდეოებს გავუგზავნი. თუ მაგანაც არ გაჭრა,პოლიციაში წარვადგენ ყველაფერს. - იმედია ყველაფერი კარგად იქნება. - რომც არ გამოვიდეს გპირდები, შენ ხელს არ დაგაკარებ. - მადლობა. _მეუბნება გოგო და იქაურობას ვცილდები. მთელი ღამე მოუსვენრად ვიყავი, ხვალინდელ დღეზე ვფიქრობდი. ბოთლას ვცემდი მთელ სახლში ერთ ადგილას ვერ ვისვენებდი, ათასჯერ დავფარე აივნიდან სამზარეულომდე მანძილი. ახლაც აივანზე ვარ და სამზარეულოსკენ მიციწევდი, როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა. ფეხის წვერებით მივედი კართან სადაც ვაჩეს სილუეტს ვხედავ, კარის გაღების თანავე სასმლის სუნი მხვდება. - აქ თუ იმის სათქმელად, მოხვედი რომ გიგას ვგავარ და მასსავეთ ცივსისხლიანი ვარ, თავს ნუ შეიწუხებ ეკატერინესთვის არაფრის დაშავებას ვაპირებ. _ერთიანად ვეუბნები სათქმელს და იქვე სავარძელში ვჯდები. - კიდევ დიდხანს იდგები მაქ თუ შემოხვალ? _ვეუბნები ჯერ კიდევ კარებში მდგომ ვაჩეს, ისიც მალევე შორდება კარს და ჩემს გვერდით ჯდება. - მაპატიე ეკატერინე. _მეუბნება ნაღვლიანად, ახლაღა ვამჩნევ მის ჩაწითლებულ თვალებს, მის ხელებს საიდანაც სისხლი ზდის. - რა მოგივიდა იჩხუბე? - ისეთი არაფერი უმნიშვნელო კამათი მომივიდა. _ფეხზე ვდგები, აბაზანაში შევდივარ საიდანაც სამედიცინო ყუთი გამომაქვს და უკან ვბრუნდები. - დაგიმუშავებ. - არა არ მინდა უმნიშვნელო ჭრილობა. _მის ლაპარაკს ყურადღებას არ ვაქცევ და ჭრილობის დამუშავებას ვიწყებ, მართალია საშიში არაფერი იყო თუმცა მე ჩემი საქმე გავაკეთე, ჭრილობა შევუხვიე და ერთი აბი გამაყუჩებელიც მივეცი. - მადლობა. -არაფრის. _ მშრალად ვეუბნები. - როდის უნდა გეთქვა სიმართლე? საზურგეს ვეყრდნობი და თვალებ დახუჭული ვეუბნები. - რა სიმართლე? _ გაკვირვებული ვეუბნება. - მე ყველაფერი ვიცი ვაჩე. - რა იცი ეკატერინე? _ისევ ისეთი ტონით ამბობს. - ვიცი რომ ამდენი წელი შენ მემესიჯებოდი, ვიცი რომ ბიჭუნა აივნიდან შენ ხარ. - საიდან გაიგე? _დაბნეული მეუბნება . - როდის უნდა მიხვდე, რომ მე მიზანს ყოველთვის ვახწევ ვაჩე. - არ შემეძლო მეთქვა. _სევდიანად მეუბნება. - ისე ამხელა კაცი ბიჭუნას სულ არ გავხარ იცი? _ სიცილნარევი ხმით ვეუბნები და მხოლოდ ახლა ვახელ თვალს. - რატომ რას მიწუნებ? _გაკვირვება გამოესახა სახეზე. - შენ რა გინდა მითხრა 33 წლის კაცი ბიჭუნა ხარ? ახლაღა ვაკვირდები მისი სახის ნაკვთებს, მართლაც რომ საერთოდ არ ეტყობა ასაკი. - რა არა? მის გამომეტყველებაზე მეცინება. - კარგი რა ვაჩე. და რატომ ვერ მეტყოდი სიმართლეს? - როგორ მეთქვა ჩემი საუკეთესო ძმაკაცისთვის, რომ მისი 15 წლის და დანახვის თანავე შემიყვარდა. -15 წლის? გაკვირვებული ვეუბნები. - ჰო პირველად რომ დაგინახე 15 წლის იყავი, სკოლიდან მოდიოდი ისიც მახსოვს რა გეცვა იმ დღეს. - მართლა და რა მეცვა? _ინტერესით ვაჩერდები თვალებში. - შენი საყვარელი შავი მაისური ლურჯი ნახატით, თეთრი მოკლე შორტი და თეთრი კედები. ეს შენი შავი თმა ნახევრად გაშლილი გეყარა მხრებშე. _თმებზე ხელს მისმევს და ისე მეუბნება. - ანგელოზს გავდი, ისე საყვარლად იცინოდი შენს კლასელ ბიჭთან ერთად. - შენ ისიც გეცოდინება ვინ იყო ის ბიჭი? - კი როგორ არა, შენი კლასელი ჩემი მამიდაშვილი ავთო დვალი იყო. - მოიცა ავთო შენი მამიდაშვილია? - ჰო არ იცოდი? - არა საიდან. და რატომ ვერ ეტყოდი ლუკას ამ ყველაფერს? - თორნიკემ ყველაფერი იცოდა, ერთ დღეს ბარში ვიჯექით როდესაც ერთ-ერთმა ჩვენგანმა საუბარი წამოიწყო. შეიძლებოდა თუ არა ძმაკაცის დის შეყვარება, ლუკა ძალიან გაბრაზდა. თქვა რომ მის დას ვერცერთი მისი მეგობარი ვერ შეიყვარებდა, ისიც დაამატა რომ ძმაკაცის და საკუთარი დასავეთ უნდა გიყვარდესო. განა ლუკასი შემეშინადა უბრალოდ მე პატივი ვეცი მის გადაწყვეტილებას. იმ დღის მერე ეს სიყვარული გულში ჩავიკალი, მეგონა უბრალო გატაცრბა იყო თუმცა წლები გადიოდა, დავრწმუნდი რომ ეს უბრალო გატაცება არ იყო. შემდეგ ქვეყნიდან წასვლა გადავწყვიტე. აქ რომ დავბრუნდი გეძებდი მაგრამ ვერ გიპოვე, შემდეგ ლუკასთან მივედი და ყველაფერი მოვუყევი, ძალიან გაბრაზდა იმ დღეს ხელიც დამარტყა. ავარიამდე ერთი საათით ადრე დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი სიყვარულისთვის მებრძოლა. შემდეგ ლუკას ამბავიც გავიგე, თუმცა შენ არსად ჩანდი. მეგობრების დახმარებით გავიგე შენი, ადგილსამყოფელი და იქედან წამოგიყვანე. შემდეგ ბარში გნახე, შენ ისეთი შეცვლილი და ქალური იყავი, მივხვდი რომ არ შემეძლო შენი გაშვება. შენს დაბადების დღეზე, თემოს კალთაში რომ გნახე ძალიან გავბრაზდი, ეჭვიანობის პიკი მქონდა როდესაც მას ეხვეოდი და ეჩურჩულებოდი. - თემო ჩემი ბავშვობის მეგობარია. ბაღიდან ერთად მოვდივართ, სკოლაშიც ერთ მერხთან ვიჯექით, ყველას და ძმა ვეგონეთ. ვერავინ იფიქრებდა რომ ჩვენ სხვა სისხლი გვქონდა. - ჰო ვიცი, გიორგიმ ყველაფერი მითხრა. - მე გიორგის ვიცნობდი თუმცა, სხვა დანარჩენენს რატომ არ გიცნობდით? - ლუკა ამბობდა არ მინდა ჩემმა დამ ჩვენს წრეში იმოძრაოსო, მას შენთვის ყოველთვის საუკეთესო უნდოდა. - და რატომ არ უნდოდა ლუკას თქვენს წრეში ვყოფილიყავი? - ჩვენი ცხოვრება განსხვავებული იყო. ჩვენთვის მთავარი გართობა, რბოლები და წამალი იყო. - მოიცა ლუკა წამალს იკეთებდა? _გაოგნებული ვეუბნები რადგან ლუკაზე ამას ვერ ვიფიქრებდი. - არა ლუკა ჩვენში ყვალაზე განსხვავებული იყო, ის არ იკეთებდა მხოლოდ რბოლებში იღებდა მონაწილეობას. _ ცოტა ამოვისუნთქე, ვერ წარმოვიდგენდი ჩემს ძმას ნარკომანად. - ახლაც იკეთებ? - არა უკვე ათი წელია თავი დავანებე. - ძალიან კარგი. _ვეუბნები მე და ფეხზე ვდგები. - არაფერს მეტყვი? _მეკითხება ის და უკან მომყვება. - რა უნდა გითხრა? - გითხარი რომ მიყვარხარ, შენ კი არაფერი გითქვამს. - რა გითხრა_? - შენ არაფერს გრძნობ? - მგრძნობელობა დიდი ხნის წინ დავკარგე. _ყავისთვის წყალი დავადგი და ორ ფინჯანში ყავა ჩავყარე. - ეკატერინე რატომ არ გინდა დაივიწყო ყველაფერი? - არ შემიძლია ვაჩე, იცი როგორ მინდა დავივიწყო თუმცა ვერ ვივიწყებ. თვალის დახუჭვის თანავე მის სახეს ვხედავ, ლუკას სისხლი როგორ ვაპატიო. ლევანს ყველაფერი წავართვი, ახლა რიგი გიგაზე მიდგა. როდესაც მას გავანადგურებ მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქავ ნორმალურად. - ლევანი რა შუაშია? - შუაში კი არა თავშია. ლევანის გამო მოხდა ეს ყველაფერი. - არ არსებობს, ლევანმა ეს ყველაფერი იცოდა? - ლივანმა იმაზე მეტი დამიშავა, ვიდრე წარმოიდგენ. - რა გააკეთა? _ ძარღვებ დაბერილი მეუბნება. - ჩემი გატაცების ამბავი იცოდა თუმცა ხელი არ გაანძრია. როდესაც საავადმყოფოში ვიყავი, იქ გავიგე რომ ორსულად ვყოფილვარ. მიუხედავად ტკივილისა ბავშვის მოშორება არ მიცდია, შოკიდან გონება დავკარგე. გონს რომ მოვედი ლევანნმა მითხრა აბორტი გაგიკეთეო, ჩემი შვილი მოკლა გესმის, შემდეგ გავიგე რომ უნაყოფო ვარ და ბავშვის გაჩენას ვერასოდეს შევძლებ. -იმკურნალებ და გაგიჩნდება. რაღაც ხავს ეჭიდება ის ჩემს დასამშვიდებლად. - არა ეს შეუძლებელია, ჩემი დაზიანებული საშვილოსნოთინ ეს შეუძლებელია. სასწაული უნდა მოხდეს მე რონ დედა გავხდე. - ბავშვს აიყვან, მთავარია შენ იყო კარგად. - შენ არ იცი რა ძნელია ჩემთვის ეს ყველაფერი. - თუმცა შენ მაინც ძლიერი ხარ, არ დაცემულხარ. - ტკივილი გაძლიერებს ვაჩე, ეს ტკივილი არ გაძლევს დანებების საშუალებას. მე ტკივილმა მომცა ძალა დღეს აქამდე მოვსულიყავი. მე ტკივილმა გამაძლიერა, სწორედ იმ ტკივილმა არ მომცა დანებების უფლება. არ მოვისვენებ სანამ ლევანის და გიგას ჩემს მუხლებთან დაჩოქილს არ ვნახავ. - შემდეგ, შემდეგ რა იქნება? მეკითხება ის და ყავას სვამს, რომელიც იმ წუთას დავასხი. - შემდეგ მე წავალ. - და სად აპირებ წასვლას? - იქ სადაც ბოროტება არ იქნება, იქ სადაც სუნთქვა არ გამიჭირდება. - და მე, მე რა ვქნა შენს გარეშე? - შენ სხვას იპოვი ვინც შენი ღირსი იქნება. - მე არ მინდა სხვა, მე მხოლოდ შენთან მინდა. მხოლოდ შენ და არავინ სხვა. - მე ეს არ შემიძლია ვაჩე, მე არ ვარ შენი ღირსი. მე ვერ მოგცემ იმას რასაც მოგცემს სხვა. მე ვერ გაგხდი შენ ბედნიერ კაცს, შენ ჩემთან დაიტანჯები. - მე შენთან მინდა ბედნიერებაც და უბედურებაც. მე შენთან მინდა ყველაფერი. შენთან ყოფნაც გამაბედნიერებს ეკატერინე. _ მისი პირიდან წამოსული ჩემი სახელი სულ სხვანაირად ჟყერდა. - მე ვერ გაგიმეტებ შენ იმ ცხოვრებისთვის ვაჩე, მე ვერ გაგიმეტებ იმ ტკივილისთვის რასაც მე გავდივარ. - ნუ ფიქრობ რა იქნება ხვალ, იცხოვრე დღევანდელი დღით ეკატერინე. - არ შემიძლია. _ვამბობ და სამზარეულოდან გავდივარ. - იქნებ ვცადოთ? _ ხავს ეჭიდება. - არ ვიცი. ვამბობ მე და უკან შემოვბრუნდი, სადაც ვაჩეს მკერდს ვეჯახები. - გთხოვ შეეცადე, თუ არაფერი გამოვა მე თვითონ გაგიშვებ. - უნდა დავფიქრდე. - კარგი. _ შუბლზე მკოცნის და გასასვლელ კარისკენ მიდის. ვაჩეს წასვლის შემდეგ უღონოდ ვეშვენი საწოლში. დილით ტელეფონის ხმა მაღვიძებს, ტუმბოზე დადებულ ტელეფონს ხელში ვიღებ, ალექსი მირეკავდა. სასწრაფოდ ვპასუხობ. - კატო გაგღვიძე? - არაუშავს. _ნამძინარევი ხმით ვეუბნები. - რა ხდება? - არ მოვიდა კატო. - რას ქვია არ მოვიდა? - უკვე ერთი საათია ველოდები და არ მოვიდა. - დაურეკე? - კი დავურეკე, მაგრამ არ მპასუხობს. - გასაგებია. _ტელეფონს ვთიშავ და გიგას მეილზე დამონტაჟებულ ვიდეოს ვგზავნი. შემდეგ მის ნომერზე ვრეკავ და ისიც უმალ მპასუხობს. - რატომ არ მიხვედი? - ვერ მოვიცალე. - ხოდა ახლა მეილი გახსენი, ყველაფერი შენს თავს დააბრალე. თუ იმას არ გააკეთებ რასაც გეუბნები, შენი მარიამიც მალე ჩემთან იქნება. შენ კარგად იცი მარტო ამას არ დავჯერდები. იმ ყველა მტკიცებულებას და შენი ყველა მაქინაციის შესახებ პოლიციაში წარვადგენ. მე არ ვხუმრობ იცოდე, თუ აქამდე არ გეშინოდა ჩემი, აწი მოგიწევს შეგეშინდეს რადგან მე არ ვხუმრობ. - ეს რა გააკეთე? ხომ გითხარი მას არ შეეხო თქო? რატომ გაიმეტე ის ამისთვის. _მესმის მისი არაადამიანური ხმა, ალბათ ვიდეოს უყურებდა. - შენ ჯერ კიდევ არ იცი მე რა შემიძლია, ნუ გამოცდი ჩემს მოთმინებას. თუ ერთ საათში შენი ქონების პატრონი მე არ გავხდები, გეფიცები ყველაფერ წმინდას შენი შვილის სისხლიან ტანსაცმელს გამოგიგზავნი, შემდეგ კი მის გვამს მე თვითონ მოგიტან გასაგებია? - ეკატერინე. - გასაგებია მეთქი? - კი, კი გთხოვ მას არაფერი დაუშავო და ყველაფერს მოგცემ რაც მაქვს. ტელეფონს ვთიშავ და ალექს მესიჯს ვუგზავნი, შემდეგ კი სააბაზანოში შევდივარ. მე უკვე ჟღენტის მთელი ქონების პატრონი ვიყავი, თუმცა მისი ბინძური ფული არაფერში მჭირდებოდა, ამიტომ ყველაფერი ეკატერინეს გადავუფორმე. დღეს უკვე ოქტომბრის შუა რიცხვებია, ეკატერინე "ტყვეობიდან" გავანთავისუფლე. როგორც გავიგე ლევანი გამოჯანმრთელდა, დღეს უკვე დროა ყველაფერი დასრულდეს. "ტკივილის გზაზე ჩავწვდი მე აზრს! ვგრძნობ მალე შემოვკრავ გამარჯვების ზარს!" ორივეს შეტყობინებები გავუგზავნე და ლუკას საფლავთან დავუთქვი შეხვედრა. მე უკვე ადგილზე ვიყავი, ლუკას ქვას ვეფერებოდი როდესაც ორი სხეულის მოახლოვება ვიგრძენი. უკან ნელ-ნელა მოვიხედე სადაც გიგა და ლევანი დამხვდა. - კარგია რომ მოხვედით. _ირონიით ვეუბნები მათ. - აქ რატომ დაგვიბარე? _ინტერესით მეკითხება ლევანი. - შენ რა ჩვენს მოკვლას აპირებ? _ახლა გიგა მეკითხება. - არ ვაპირებ თქვენს ბინძურ სისხლში ხელების გასვრას. რაც შეეხება თქვენს აქ ყოფნას, აი აქ. _ ლუკას საფლავზე ვანიშნებ. - სწორედ აქ დაიჩოქებთ და ჩემს ძმას პატიებას თხოვთ, მე თქვენი ბოდიში არაფერში მჭირდება. ხოლო თუ ამას არ გააკეთებთ. _იარაღს ბუდიდან ვიღებ და მათ ვუმიზნებ. - თუ ამას არ გააკეთებთ ხელის აუკანკალებლად გაგასხმევინებთ ტვინს, გასაგებია ეს თქვენთვის? - არ ვაპირებ მკვდრისთვის პატიების თხოვნას. _ზიზღით უყურებს ლუკას საფლავს ლევანი. საკონტროლო გასროლა ჰაერში მოვახდინე. - შემდეგი ტყვია შუბლში მოგხვდება. _ვეუბნები ლევანს. - ახლავე დაიჩოქე აქ თორე, გეფიცები მოგკლავ. _ნელ-ნელა მოიწევს ჩემკენ და საფლავთან იჩოქება. - შენც. _ ვეუბნები გიგას და ისიც იგივეს აკეთებს. - მოუხადეათ ბოდიში. - მაპატიე ლუკა შვილი. - ბოდიშს გიხდი ლუკა, მაპატიე გთხოვ. - არ მესმის უფრო ხმამაღლა. - გეფიცები ვნანობ რაც გავაკეთე, გეფიცები უფალს გეფიცები ყველაფერს ვნანობ. _ამბობს ლევანი და ცრემლს იწმენდს. - მეც ვნანობ ლუკა, ყველაფრის შეცვლა რომ შეიძლებოდეს ამ შეცდომას არ დავუშვებდი. - სინანული გვიანია. _ ცივად ვეუბნები და იქაურობას ვცილდები. შემდეგ ვჩერდები და გიგას ვეუბნები. - თუ გინდა დანაშაული გამოისყიდო, შენ კარგად იცი რაც უნდა გააკეთო, შენნაირებს ამ ქვეყნად არაფერი ესაქმებათ. ტყუილად ამძიმებ შენი ცოდვებით ამ ცოდვიან საქართველოს. უკან შემოვბრუნდი და იქაურობას ვცილდები. შემდეგ კი ვაჩეს ვურეკავ. - მე მივდივარ. _ვეუბნები როგორც კი მისი ხმა მესმის. - სად? - ყვარელში. _ვიფიქრე ყველაფერზე და თანახმა ვარ, ვცადოთ თუ რამე გამოვა. - ძალიან კარგი, მეც წამოვალ. _ტელეფონს ვთიშავ და მანქანაში ვჯდები. შემდეგ კი ყვარელის ერთ-ერთ სასტუმროს ფოიეში ვდგავარ და ნომერს ვიღებ. დღეიდან ყველაფერს თავიდან ვიწყებ. არ შევეგუო მე ჩემს წყეულ ბედს. და ყველა ოცნებას შევასხამ ფრთას! ტკივილი, რომელიც გაძლევს შანსს! როცა ზიხარ და ელი, რომ მოვა შენი მხსნელი! ფუჭი სიტყვების ნაცვლად, სჯობს საქციელი ძნელი... უსასრულობის მიღმა არსებულ კარს! ვიცი გავაღებ, არ ვყრი ფარ-ხმალს!!!! ტკივილი რომელიც არ გაძლევს შანს (არის იგივე) ტკივილი,რომელიც შენ გაძლევს შანს!!! აივანზე ვიჯექი ყავის ჭიქით ხელში, რათქმაუნდა ჩემი სიგარეტიც თან მქონდა. ვფიქრობდი ვარ კი მე ბედნიერი, მომცა შურისძიებამ ბედნიერების საშუალება. სანამ გიგა ჩემს ნათქვამს პირდაპირი მნიშვნელობით არ გაიგებს ბედნიერი ვერ ვიქნები. აქაც შურისძიებაზე როგორ ფიქრობ. მეუბნება ჩემი მეორე მე. მოკეტე რა შენღა მაკლდი. არ შეგიძლია დატკბე იმით რაც გაქვს. ისევ ნერვებს მიშლის. და რა მაქვს ხომ ვერ მეტყვი. ყველაფერს თავი რომ დაანებო ვაჩე გყავს. ვაჩე და რა არის ჩემთვის ვაჩე. ნუთუ არაფერს გრძნობ მის მიმართ, რატომ არ გინდა გამოუტყდე შენს თავს რომ ის გიყვარა? მიყვარს რა სისულელეს ამბობ. შენ ჩემი მეორე მე ხარ თუ მტერი. მე შენი ის მხარე ვარ რომლის დანახვაც არ გინდა. ამომძახა მეორე მემ. ნუთუ მე ის მიყვარს არა რა სისულელეა. თუ სისულელეა რატომ ეჭვიანობდი მასზე, რატომ დათანხმდი მას შემოთავაზებაზე, შენ ის გიყვარს კატო. არ ვიცი დაბნეული ვეუბნები მე. უაზრო ფიქრების გასაფანტად თავი გავაქნიე და ულამაზეს ხედს გავხედე, რომელიც სასტუმროს აივნიდან იშლებოდა. "ჩემში არსებულ ზიზღს ჩავურაზავ მე კარებს და დროა ბედნიერებას გავუღო კარი" ფეხზე წამოვდექი და აივნის მოაჯირს დავეყრდენი. არ ვეთანხმები გამოთქმას, როდესაც ამბობენ რომ " მხოლოდ მთაშია თავისუფლება" თავისუფლება ყველგან არის, თავისუფლებაა როდესაც თავისუფლად სუნთქვა შეგიძლია. მე უკვე თავისუფალი ვარ. საღამოს ათი საათი იქნებოდა, ნომერში შემოვედი არვიცი რატომ მაგრამ ტელევიზორი ჩავრთე, ალბათ გული მიგრძნობდა. - ცნობილი ბიზნესმენი გიგა ჟღენტი ერთი საათის წინ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც გაირკავა, ის ჯერ ეკლესიაში იმყოფებოდა, სახლში დაბრუნებულმა კი თავი ჩამოიხრჩო. ჩვენ გავესაუბრეთ მამაოს რომელმაც ბოლოს ნახა გარდაცვლილი, ის ამბობს რომ გარდაცვლილმა მოინანია მისი ცოდვები. ესეც ასე მან ჩემი ნათქვამი პირდაპირი მნიშვნელოდით გაიგო, ძალიან კარგი უკვე ერთით ნაკლები ბოროტმოქმედი დადის. აბაზანაში შესვლას ვაპირებდი როდესაც კარზე დააკაკუნეს. კარის გასაღებად წავედი, სადაც სასტუმროს მომსახურე პერსონალი დამხვდა. - ქალბატონო ეკატერინე ფოიეში ვიღაც ბიჭი გკითხულობთ. _ მეუბნება გოგონა და სანდომიანად მიღიმის. - ახლავე ჩამოვალ. _ საწოლზე დადებულ ტელეფონს ვიღებ და სასტუმროს ფოიეში მივდივარ, ალბათ ვაჩე ჩამოვიდა და ის მკითხულობს. ქვემოთ ჩასულს არავინ დამხვდა, მიმღებში ბიჭს ვეკითხები ვინ მკითხულობდა, გარეთ გელოდებიანო მეუბნება და მეც გასასვლელ კართან მივდივარ. იქაც არავინ დამხვდა. ნუთუ ყველა ერთიანად გაგიჟდა, უკან შემობრუნებას ვაპირებდი ვიღაცამ დამიძახა და მეც იქეთკენ მივბრუნდი. - ბატონმა ლევანმა მოგიკითხათ. მეუბნება ის და შემდეგ მხოლოდ ორჯერ გასროლის ხმა მესმის. ამას მოყვა კივილი, ბუნდოვმად ჩამესმოდა ვიღაცის ხმა რომელიც მთხოვდა თვალები არ დამეხუჭა. შემდეგ კი აღარაფელი მახსოვს. მწვანე ბალახზე ფეხშიშველი მივდიოდი, ნუთუ მოვკვდი ჩემს თავს ვეუბნები, თუმცა ეს არც სამოთხეს გავდა და არც ჯოჯოხეთს. გარშემო მხოლოდ მწვანე მინდორია, მეტი არაფერი. რაც ძალა მქონდა წინ მივრბოდი, ალბათ აქედან გასაქცევს ვეძებდი, თუმც ვერსად გავრბოდი. ჩემს წინ წამებში თეთრებში ჩაცმული ბიჭი გაჩნდა, რომელიც სასწაულად გავდა ჩემს ლუკას. - აქ რას აკეთებ კატო? - ლუკ შენ ხარ? _ ვცდილობდი მისკენ წავსულიყავი თუმცა ერთი ადგილიდან ვერ ვიძვრი. - კი მე ვარ. შენ აქ რას აკეთებ? _ისევ ისეთი ინტონაციით მეუბნება. - არ ვიცი, მხოლოდ გასროლა მახსოვს, შემდეგ კი აქ გავიღვიძე. - შენ აქ არ უნდა იყო, ჯერ კიდევ არ დაგისრულებია შენი მისია. - რა მისია ლუკ? - შენ ჯერ არ გიპოვნია ბედნიერება კატო. უკან უნდა დაბრუნდე. - არ მინდა დაბრუნება ლუკ, არ მინდა იქ აქ მინდა შენთან. მუდარით ვეუბნები. - შეუძლებელია. მეუბნება და ზურგს მაქცევს. - არ წახვიდე გთხოვ, იქ ვერ გავძლებ შენს გარეშე მოვკვდები, გესმის გთხოვ არ დამტოვო ლუკ, გთხოვ წასვლამდე ერთხელ მაინც ჩამეხუტ. გთხოვ ლუკა არ წახვიდე. - აქედან წადი კატო. _არც შემობრუნებულა ისე მეუბნება, ჩემი თხოვნის მიუხედავს არც კი შემოუხედავს ჩემთვის, ისე წავიდა არც კი დამემშვიდობა. გონს საავადმყოფოს პალატაში მოვდივარ, ვცდილობ როგორმე თვალები ერთმანეთს დავაშორო. როგორც იქნა თვალები გავახილე, ჩემს გვერდით ვაჩეს ეძინა. ჩემი ხელი თავის ტორში ჩაეჭიდა, ოდნავ როგორც კი გავარყიე ხელი, თველები ეგრევე გაახილა. - ეკატერინე კარგად ხარ? - წყ.ალ.ი დამარცვლით ვეუბნები მე, ის კი ფრთხილად ცდილობს ჩემთვის წყლის მოწოდებას. - ახლა კარგად ვარ. _უკვე თავისუფლად ვეუბნები. -ძალიან შემაშინე. - ყველაფერი კარგადა. დამამშვიდებლად ვეუბნები. - ექიმს დავუძახებ. მეუბნება და პალატიდან გადის. უკან კი თორნიკესთან ერთად ბრუნდება. - მძინარას გაუღვიძებია. - დიდიხანს მეძინა? - კი უკვე ორი კვირა გძინავს. თავს როგორ გრძნობ? მეკითხება თორნიკე და ჩემს გასინჯვას იწყებს. - ყველაფერი კარგადაა საშიში არაფერია. - ძალიან კარგი, ანუ შემიძლია წავიდე. წამოდგომა დავაპირე თავბრუ დამეხვა და უკან დავბრუნდი. - არა ჯერ ვერ წახვალ, სუსტად ხარ აქ უნდა დარჩე ცოტახნით. მეუბნება და გარეთ გადის, პალატაში კი ვაჩე შემოდის. - ძალიან მანერვიულე. მეუბნება და ჩემს გვერდით ჯდება. - ბოდიშს გიხდი რომ განერვიულე. - ვინ დაგჭრა? - არ ვიცი. - გიგა ვერ იქნებოდა, მან თავი მოიკალა. - ხო ვიცი ტელევიზიით გავიგე. - კატო მართლა არ იცი ვინ იყო? - არა არ ვიცი. - კარგი გავარკვევთ. ძალიან მიყვარხარ ეკატერინე. _მეუბნება და ლოყაზე ხელს მისმევს. - მეც მიყვარხარ. ჩემი პირიდან წამოსული ეს სიტყვები მეც გამიკვირდა, თუმცა არ ვნანობ რადგან მე ის მართლა მიყვარს. - შენ, შენ მე მართლა გიყვარვარ? დაიბნა ბიჭი. - ჰო მართლა მიყვარხარ. - დაჭრამ იმოქმედა. _ბოლო ხმაზე იცინის. - თუ კიდევ ერთხელ დამცინებ აღარ გეტყვი. - კარგი, კარგი გპირდები აღარ გეტყვი. ჩემკენ იხრება და მთელი გრძნობით მკოცნის ტუჩებში, ისეთი ნაზი და საყვარელი იყო, ლამის მის ხელებში დავდნი. გონს ჩახველების ხმას მოვყავარ. ვაჩეს ვიშორებ და კართან მდგომ ბავშვებს ვუყურებ, ჩემი ნათლული პირდაპირ ჩემკენ მოდის და ლამის თავზე მახტება. - მომენატრე ნათლი. _მის პატარა ხელებს ნაზად მხვევს და მეც ვეხვევი. - მეც ძალიან მომენატრე პრინცესავ. - აღარ დაიძინო ამდენ ხანს. _ თბილად მეუბნება. - აღარ დავიძინებ გპირდები. - როგორ ხარ კატო? ჩემკენ ნინი მოდის და მეხვევა. - კარგად ვარ ნი შენ? - უკეთ. ნინის თვალს ვაშორებ და კარისკენ ვიხედები სადაც ერთ უცნობ სილუეტს ვხედავ. - ის კაკია, ნინის შეყვარებული. მეუბნება გიო და ახლა ის მეხვევა. - კატო აგიხსნი. მეუბნება ნინი და ვაჩერებ. - არაფრის ახსნა არ არის საჭირო, შენ არ ხარ ვალდებული ჩემს მკვდარ ძმას, მთელი ცხოვრება უერთგულო. შენ უფლება გაქვს იყო ბედნიერი. - დღეს გადავიღალე შეგიძლიათ მარტო დამტოვოთ. ახლა მხოლოდ მარტო ყოფნა მინდოდა, პალატიდან ყველა გავიდა და მარტო ვაჩე დარჩა. - ეკატერინე კარგად ხარ? - კი კარგად ვარ. თვალზე მომდგარ ცრემლს ვიშორებ და ჰორიზონტს გავსცქერი. - ეკატერინე რა გჭირს? ვეღარ მოვითმიმე და ხმით ავტირდი. - ნინის არ ვამტყუნებ თუმცა, მერჩივნა მის გვერდით ჩემი ლუკა ყოფილიყი. _ვაჩეს მკერდზე თავს ვადებ და ისე ვტირი. - დამშვიდდი გთხოვ, ნუ ტირი. ვაჩემ მკლავებში ჩამეძინა, ძილშიც ვგრძნობდი მის თბილ ხელებს რომელიც ჩემს მხრებზე დათარაშობდა. საავადმყოფოდან რამოდენიმე დღეში გამომწერე. ცხოვრება ჩვეულებრივ გავაგრძელე, მანამდე სანამ ტელეფონზე ლევანიმ არ დამირეკა. - ერთხელ გაგიმართლა თუმცა მეორედ მიზანს აუცილებლად მივახწევ. - როგორ მეცოდები რომ იცოდე. ზიზღით ვეუბნები. - მოგკლავ გესმის, მიზანს აუცილებლად მივაღწევ. - ყველაფერი დასწრებაზეა ლევან, შეიძლება მე დაგასწრო და მაგ უტვინო თავში ტყვია დაგახალო. ნუ გგონია რომ ფარხმალს დავყრი გეფიცები ციხეში ამოგალპობ, შენ კარგად იცი იქ შენნაირებს რასაც უკეთებენ. - ვერაფერსაც ვერ იზავ. მეუბნება ის და ტელეფონს თიშავს. შენღა დამრჩი ლევან და შენც გაგანადგურებ. ბოროტულად ვამბობ და პოლიციაში მივდივარ. სამინისტროში შესული, პირდაპირ ლაშას კაბინეტისკენ მივდივარ, შიგნით დაუკაკუნებლად შევედი. - მოდი კატო მოდი. მეუბნება ბავშვობის მეგობარი და მეც ვეხვევი. - რამ შეგაწუხა ქალბატონო. - ლაშ შენი დახმარება მჭირდება. - რა ხდება კატ? - აქ ყველა ის დოკუმენტია რითიც ლევანის დაჭერას შეძლებ. _ლაშას წინ დოკუმენტებს ვუდებ. - ასევე ის არის დამნაშავე ლუკას სიკვდილში, ჩემს გატაცებაში და რაც მთავარია, ის ყოველთვიურად ათეთრებდა ფულს. მოკლედ შეგიძლია ლევანზე ძებნა გამოაცხადო, და კიდევ ყველაზე მთავარი, ლევანის ვითომ დაჭრაც მისივე მოწყობილია, ჩემი დაჭრაც ლევანის მოწყობილია, ის ბიჭი ლევანმა გამომიგზავნა სასტუმროში. - გასაგებია კატ, დღესვე გამოვაცხადებ მასზე ძებნას. ლაშას კაბინეტიდან გამოვდივარ და ვაჩეს სახლისკენ მივდივარ. კარზე რამოდენიმეჯერ დავრეკე ზარი, ბოლოს წასვლას ვაპირებდი . როდესაც კარები გაიღო და კართან ძალიან ლამაზი ქალი დგას, სადღაც 50 წლის იქნებოდა ძალიან გავდა ვაჩეს მასსავეთ, შავი დიდი თვალები ქონდა. - გამარჯობა. ვეუბნები მორცხვად. - ეკატერინე შვილო შენ ხარ? მეკითხება ქალი, დავიბენი ნუთუ ის მიცნობს. - დიახ ქალბატონო. - შემოდი, შემოდი მე ვაჩეს დედა ვარ მაკა. - სასიამოვნოა. ვეუბნები და სახლში შევდივარ. - ვაჩე გასულია მალე დაბრუნდება, მოდი მის მოსვლამდე ჩვენ ყავა დავლიოთ. გაგიკვირდა ალბათ საიდან გიცნობ? - დიახ. - ვაჩეს მთელი ოთახი შენი პორტრეტითა მოწყობილი, შეუძლებელია შენნაირ გოგოს ვინმე არ იცნობდეს. სანდომიანად მიღიმის ის და მანიშნებს იქვე ჩამოვჯდე. - ვაჩე შენზე იშვიათად ლაპარაკობს, თუმცა რასაც ამბობს ისიც საკმარისია. - რას ინებებთ? თავზე ასე 20-21 წლის გოგო დამადგა. - უშაქრო ყავა თუ შეიძლება. -ახლავე. მეუბნება ის და იქაურობას ცილდება. - ვაჩეს არ უთქვამ ესეთი ლამაზი დედა რომ ყავდა. აღფრთოვანებული ვეუბნები მე რადგან ის ნამდვილად ლამაზია. - იცი უკვე მომწონხარ. გახარებული მეუბნება ქალკ. - ექიმი ხარ ხო? -დიახ ქირურგი. - ძალიან კარგი, ერთ სახლში ორი ექიმი საკმარისია. - ორი ექიმი? - ჰო ვაჩეც ხომ ექიმია. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ვაჩე თუ ექიმი იყო, ჩემთვის არასოდეს უთქვამს ეს. - რისი ექიმია? იცით მე არაფერი ვიცოდი. დაბნეული ვეუბნები. - ააა არაუშავს, ვაჩე კარდიოლოგია. - ძალიან კარგი. ვეუბნები და ყავას ვსვავ. -როდის აპირებთ დაქორწინებას? - სულ მალე. მესმის უკნიდან ხმა და მეც იქეთ ვიხედები, ჩემს უკან კი ვაჩე დგას. - ჯერ ამაზე არდრეა ლაპარაკი. მეც ეგრევე ვეუბნები. - მიხარია რომ ერთმანეთი გაიცანით. ამბობს ვაჩე და ჩემს გვერდით იკავებს ადგილს. - როგორ ხარ საყვარელო? - კარგად ვარ შენ? - უკვე კარგად ვარ. მეუბნება და საზურგეს ეყრდნობა. - ლუციკო ერთი ყავა ჩემთვისაც მოიტანე. - შენ ვერ მოიფიქრე ჩვენი ერთმანეთისთვის გაცნობა და თავად მეწვია ჩემი სარძლო სახლში. - ხვალ სვანეთში მივდივართ? ამბობს ვაჩე და მე გაკვირვებული ვუყურებ. - სვანეთში? - ხო ხვალ დილით გავდივართ. - დავდივართ? - ხო შენც მოდიხარ. - და ვინ გადაწყვიტა რომ მეც მოვდივარ? - მე, მე გადავწყვიტე. - და შენ როდის მერე წყვეტ მე რა უნდა გავაკეთო? - კარგლით ბავშვებო ნუ ჩხუბობთ. სიცილით გვეუბნება ქალბატონი მაკა. - კარგი ხო ვიხუმრე, ვიცოდი უარს არ იტყოდი. ვიცი რომ სვანეთი ძალიან გიყვარს. - კარგი ჰო. სიცილით ვამბობ მე და მხარზე თავს ვადებ. შემდეგ ყველას ვემშვიდობები და სახლში მივდივარ, ვაჩეს თხოვნას რომ სახლში გამიყვანს, უარს ვეუბნები და მანქანაში ვჯდები. შემდეგ კი სახლში მივდივარ, კართან ისევ რაღაც ყუთი მხვდება და მეც ვხსნი. შოკისგან თვალები შუბლზე ამივიდა, ეს რა ჯანდაბა ხმამაღლა ვყვირი და ყუთს ხელს ვკრავ. ყუთი რომელიც კართან დამხვდა აშკარად ლევანის გამოგზავნილი იყო, რადგან შიგნით შხამიანი გველი დევს თუ არ ვცდები შავი მამბა ჰქვია. ვცდილობ როგორმე ფრთხილად გავიდე ოთახიდან, ბოლოს უკვე ფეხს ვუჩქარებ და სირბილით შევდივარ ოთახში კარს ვკეტავ და სამაშველოში ვრეკავ. - სამაშველო გისმენთ. მეუბნება ოპერატორო გოგო. - სახლში დიდი გველი მყავს, თუ არ ვცდები შავი მამბა. ძალიან გთხოვთ გამოუშვით ჯგუფი - თქვენი მისამართი - ვერა ჭოველიძის #6 სასტუმრო “Rooms”-ის გვერდით.მე-7 სართული შავი კარი. - ჯგუფი უკვე გამოვიდა სულ მალე მაქ იქნება. ტელეფონს ვთიშავ და აივანზე გავდივარ, ეს გველი აქ რომ შემოძვრეს აივნიდან გადავხტები. გველების ისე მეშინია მირჩევნია აივნიდან გადავხტე. აივნიდან ვიხედებოდი როდესაც სამაშველოც მოვიდა.სულ რაღაც ხუთ წუთში ვიღაც აივნიდან ჩემს აივანზე შემოძვრა. - სად არის გველი? მეკითხება ბიჭი მე კიდევ ჯერ შოკში მყოფი ძვლივს ვეუბნები. - შემოსასვლელში. ვეუბნები მე და ისიც იქითკენ მიდის. - თავისუფალია შეგიძლიათ გამოხვიდეთ. იძახის ბიჭი და მეც ნელი სვლით მივიწევ იქეთ. - საიდან მოხვდა ეს გველი თქვენთან? მეკითხება უკვე როგორც მივხვდი უფროსი. - გამომიგზავნეს. დაბნეული ვეუბნები. - ეს შავი მამბაა, ამ შხამიანი გველების გავრცელების არეალი - აფრიკაა, როგორც წესი, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, მომენტალურად ესხმის თავს მსხვერლს. - რას ამბობთ? გაოგნებული ვეუბნები. - კიდევ კარგი დროულად დარეკეთ, თორემ მას რომ ეკბინა ვერც გადარჩებოდით. ჩვენი ვალდებულებაა საპატრულო ეკიპაჭი გამოვიძახოთ. ისევ ის კაცი მეუბნება. - კარგით, ოღონდ ჯერ ეს გველი წაიყვანეთ აქედან. ვეუბნები მე და მათაც გველი გაჰყავთ. სურ რამოდენიმე წუთში სახლში პოლიციაც შემოდის. - ვის შეეძლო საჩუქრის გამოგზავნა? მეკითხება პოლიციის ოფიცერი. - ლევან ამილახვარს, დღეს დილით დამირეკა და დამემუქრა. - თქვენი სახელი და გვარი? მეკითხება ოფიცერი. - ეკატერინე ამილახვარი. - როდის მიიღეთ საჩუქარი? - სახლში ათი წუთის წინ დავბრუნდი, კართან კი ეს ყუთი დამხვდა. ვეუბნები მე და ყუთისკენ ხელს ვწევ. - გადაგებია, აი აქ მომიწერეთ ხელი. ოფიცრის მოწოდებულ ოქმს ხელს ვაწერ და შემდეგ სახლს ყველა ტოვებს. სვანეთისთვის ყველაფერი მოვამზადე, ჩემოდანი გასასვლელ კართან დავდე შემდეგ კი სააბაზანოში შევედი. დილით ყვირილის ხმა მაღვიძებს, საწოლოდან წამოდგომა დავაპირე და იქვე დაგდებულ ჩემს ხალათზე ფეხი ამიცდა და პირდაპირ იატაკზე გავიშხლართე. ღვემეთო რა უიღბლო ვარ, ფეხზე ძვლივს წამოვდექი იქეთკენ წავედი საიდანაც ხმა მესმოდა. აივნიდან გადავიხედე სადაც ჩემი მეგობრები დავინახე. - კატო ყველანი შენ გელოდებით. მესმის გიორგის ხმა. - ახლავე ჩამოვალ, თუმცა ბარგს მარტო ვერ ჩამოვიტან. სათქმელს ვამთავრებ და ვაჩე ეგრევე სადარბაზოსკენ მოდის, ცოტახანში კი კარზე ზარის ხმა გაისმა. კარს ვაღებ და მონატრებულ სხეულს ვეხვევი. - მომენატრე. - მეც ძალიან. ვეუბნებიბდა უფრო ვეკვრი. - დროზე თუ არ წავედით აქ მოგვიწევს დარჩენა. მეუბნება და მეც სასწრაფოდ ვშორდები. - აი ეს ჩაიტანე, გამოვიცვლი და მეც მალე ჩამოვალ. ტუჩებში მოწყვეტით მკოცნი და საძინებელში შევდივარ, პირველი რაც ხელში მომყვა ის ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი. - როგორც იქნა გვაღირსა. ამბობს შაკო და ჩემკენ მოდის, ხელში ავყავარ და მატრიალებს. - დამსვი ბიჭო, შენ ისევ პატარა ხომ არ გგონივარ. ამხელა ქალი ვარ იქნებ დადივარდე და დავილეწო. _ვეუბნები სიცილით და ისიც ძირს მსვამს. - აბა წავედით. ყველანი მანქანებში გადანაწილდნენ, თორნიკე სალო გიო და ბავშვები ერთად, შაკო იკა და კიდევ ორი გოგო ერთად. მე ვაჩე ნინი და ის ბიჭი თუარვცდები კაკი ერთად. მე წინ ვიჯექი ვაჩეს გვერდით ის ორნი კი უკან, არ მინდოდა ცუდად გამოსულიყო ამიტომ კაკის გავეცანი. - მე კატო ვარ ამ სამეგობროს არც ისე ძველი წევრი. - სასიამოვნოა მეუბნება ის და ჩემს ხელს თავის ტორს ახვედრებს. - მიხარია შენი გაცნობა. ვეუბნები და ჩემს ადგილს ვუბრუნდები. - დიდი ხანია იცნობთ ერთმანეთს? უკან არ ვბრუნდები ისე ვრუბნები. - სამი წელია. მეუბნება ნინი - ძალიან კარგია. მანქანაში მუსიკას ვრთავ. სასიამოვნო ჰანგებმა გაიჟღერეს, ირაკლი ჩარკვიანის - სულს მოგცემ. ძალიან მიყვარს ეს სიმღერა, ყოველთვის ლუკა მახსენდება მასთან ერთად ხშირად ვმღეროდი ხოლმე. - კარგი რა ჩარკვიანი? ირონიით მეუბნება ვაჩე. - რა შენ არ გიყვარს? გაკვირვებული ვეუბნები. - არა რა სისულელეა, როგორ შეიძლება ნარკომანი მეფეთ აღიარონ. ისევ ირონიით ამბობს. - კაცს მისი ცხოვრებით ვერ განსჯი ვაჩე, შეიძლება ადამიანი იჩხერდეს ანდა ქურდობდეს თუმცა შენ არ იცი მან რა გამოიარა. მის ყველა სიმღერას თუ კარგად მოუსმენ და ჩაწვდები აზრს. მას კიარ უნდა უსმენდე არამედ უნდა გესმოდეს მისი, შენ ვერც უსმენ და არც გესმის რა გრძნობა მოდის მისი ნამღერიდან. მისი ერთხელ ნათქვამი სულს მოგცემ, იმაზე მეტი გრძნობით არი ნათქვამი, ვიდრე ჩვენი ათასჯერ თქმული მიყვარხარ. _მხოლოდ ეს ვთქვი შემდეგ მთელი გზა ხმაა არ ამომიღია. ჩანთიდან ყურსასმენები ამოვიღე, ტელეფონს შევუერთე და იქ ვუსმენდი თვალებ დახუჭული ჩემი საყვარელი მომღერლის სიმღერებს. თვალები მხოლოდ მაშინ გავახილე როდესაც ვაჩემ მანქანა გააჩერა, ჩემს ბარგს ხელი მოვკიდე და სახლში შევედი. მხოლოდ ერთი ვიკითხე სად იყო ჩემი ოთახი და მეც იქეთკენ წავედი, ბარგი იქვე საწოლთან დავდე საჭირო ნივთები ავიღე და სააბაზანოსკენ ავიღე გეზი, უკან დაბრუნებული კი პირდა საწოლზე დავეხეთქე. დილით ჩემი მიას ხმა მაღვიძებს, ნაზად მეფერებოდა თმებზე და რაღაცას მეჩურჩულებოდა. - დილამშვიდობისა საყვარელო. - დილამშვიდობის ნათლი. მეუბნება თან თბილად მკოცნის ლოყაზე. - დიდიხანია გღვიძავს? - კი უკვე ერთი საათია ვცდილობ შენს გაღვიძებას. გაბუტული მეუბნება. - ახლავე მოვემზადები და გემრიელობები გავაკეთოთ. ლოყაზე ვკოცნობდა სააბაზანოში შევდივარ, არც ისე მოკლე სარაფანს ვიცმევ და გარეთ გამოვდივარ, მია ხელში ამყავს და ქვემოთ ჩავდივარ. ქვემოთ ჩასულს ყველანი იქ მხვდება, ვაჩეს გარდა. გულში რაღაც ჩამწყდა თუმცა ყირადღებას არ ვაქცევ. - დილამშვიდობის. ვესალმები ყველას. - დილამშვიდობის. ერთიანად მეუბნებიან ისინი. - მია ხომ გითხარი არ გააღვიძო თქო. საყვედურს ეუბნება სალო ბავშვს. - მასთან მინდოდა და რა მექნა. მოწყენილი ეუბნება ჩემი პატარა და უფრო მეკვრის. - ჩვენ გემრიელობები უნდა გავაკეთოთ. ვეუბნები მათ თან სამზარეულოში შევდივარ, სადაც წელზემოთ შიშველი ვაჩე მხვდება. - როგორ ხარ? თბილად მეუბნება ჯერ მიას კოცნოს შემდეგ მე. - კარგად ვარ შენ? - მეც ვარ რა. აბა რა უნდა გააკეთოთ? ინტერესით მეუბნება. - რაც ჩემს პატარას უნდა. თბილად ვეუბნები მე და მიას ბარის მაგიდასთან ვსვავ. - რა გავაკეთოთ პატარავ? - შოკოლადიანი ბლინები. ისიც ეგრევე მპასუხობს. - ისე გიხდება ბავშვი. მეუბნება ვაჩე და სამზარეულოდან გადის. ბლინების კეთება მალევე დავასრულეთ, ზემოდან შოკოლადს ვუსმევ, თან პარარელურად ჩაისთვის წყალი დავადგი. ყველაფერი მზად გვქონდა მე და მიამ სუფრაც გავაწყვეთ და ყველას დავუძახეთ. - უგემრიელესია. ამბობს კაკი. - მია მოდი ჩემთან, აცადე ნათლოაშენს ჭამა. უკვე მერამდენედ ეუბნება საყვედურს სალო თუმცა მია, ჯიოტად არ მიდის მასთან. - იყვეს სალ არ მიშლის ხელს. მშვიდად ვეუბნები. - ისე აქ ქორწილი რა კარგი იქნებოდა. ამბობს შაკო და ყველანი მე მიყურებს. - მე რას მიყურებთ, ჩემს გარდა ნახეთ რამდენი ხართ დასაქორწინებელი. - ჩვენ შენი ქორწილი გაგვიხარდებოდა. მას გიორგიც ყვება. - მეც გამიხარდებოდა შენი ქორწილი გიო. ირონიით ვეუბნები მე და ბლინს შევექეცი. - მე არ მინდა ჩემი ნათლია გათხოვდეს, მერე ჩემთან აღარ იქნება. ეჭვიანად ამბობს მია და ტირილს იწყებს. - ნუ ტირი საყვარელო, მე სულ შენთან ვიქნები. დამამშვიდებლად ვეუბნები თუმცა ის ტირილს მაინც არ წყვეტს. - კატო არ გინდა მიას მოგაშვილებ? სიცილით მეუბნება თოკა. - ხოდა ვიშვილებ. ენას ვუყოფ და მიასთან ერთად ვტოვებ სამზარეულოს. გარეთ გავდივარ და მასთან ერთად ვჯდები ჰამაკში. - კარგი საყვარელო არ იტირო, ნახე მე სულ შენთან ვიქნები. ჩემს მკლავებში ჩაძინებულს პლედი მოვაფარე და ოთახში ამყავს. მთელი ერთი კვირა ჩემთან ეძინა, გვერდიდან ერთი წუთითაც არ მცილდებოდა, თქვენ წარმოიდგინეთ და აბაზანაში რომ შევდიოდი კართან მიცდიდა. ეშინოდა მარტო რომ დამეტოვებინა სადმე წავიდოდი. ერთ დღეს ვაჩემ გამომიცხადა გავისეირნოთო, ოთახში გამოსაცვლელად ავედი ქვემოთ ჩამოსულს კართან ატუზული მია დამხვდა, ბოლო ხმაზე ყვიროდა მეც უნდა წამოვიდეო. სალო თხოვდა გაჩერებულიყო თუმცა ის გაჩერებას არ აპორებდა, სახლი მიასთან ერთად დავტოვეთ. სვანეთის დასათვალიერებლად წავედით, მია მკლავებიდან არ მცილდებოდა. ვაჩე თხოვდა მასთან მისულიყო თუმცა უარის ნიშნად თავს აქნევდა. მესტიის ერთ-ერთ კაფესთან გავჩერდით სადაც ვაჩეს რომანტიული გარემო ჰქონდა მოწყობილი. ვახშმობის შემდეგ შუქი ჩაქრა მიას შეეშინდა და მე ამეკრო, უეცრად ყველაფერი განათდა და მთელს კაფეში ჩარკვიანის - დრო ( best version) ჩაირთო ვაჩე კი დაჩოქილე მეუბნებოდა რაღაცას, ისეთი დაბნეული ვიყავი ვერ აღვიქვამდი რა ხდებოდა. - კატო ცოლად გამომყვები? მხოლოდ ეს სიტყვები ჩამესმოდა ყურში, გონს მალევე მოვედი და კისერზე შემოვეხვიე, ცალი ხელით რადგან მეორე ხელში მია მეკავა. - რათქმაუნდა. ვამბობ ხმამაღლა, შემდეგ იყო ბევრი ტაში კოცნა და ჩახუტება. მია, მიას კი ისევ ჩემს მკლავებში გატრუნულს ეძინასახლში დაბრუნებული კი მკლავებიდან დამისხლტა და ყველას უყვებოდა როგორ მთხოვა ხელი ვაჩემ, და როგორ მკოცნიდა. ბავშვები ერთი მეორეს მიყოლებით გვილოცავდნენ ამ ბედნიერ დღეს. ჯვარი უშგულის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარ – ლამარია- ში დავიწერეთ. ქორწილი არ მინდოდა, მიუხედავად ვაჩეს თხოვნისა ქორწილზე უარი ვთქვი. თაფლობის თვე კუნძულ კრიტზე გავატარეთ, ნამდვილად არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ, ტვინი გავთიშე და აღარ ვფიქრობდი იმ უბედურ დღეებზე, ცხოვრებას დღევანდელით ვაგრძელებდი. არავის მივცემდი უფლებას ჩვენს ცხოვრებაში ჩარეულიყო. ნინიმ და კაკიმ იქორწინეს. გიორგიმაც იპოვა თავისი საოცნებო გოგო, როგორც თვითონ ეძახის თავისი ბაჭია. შაკო და იკა ისევ ისე დაეხეტებიან. ჩემმა თემომაც იპოვნა თავისი რჩეული, ძალიან მომწონს ჩემი სარძლო ელენე ნამდვილად ის გოგოა ვინც თემოს ეკუთვნის. დედაჩემი გერმანიაში გათხოვდა ძალიან კარგ ადამიანზე, მიხარია მისი ბედნიერება. ლევანი, ლევანი დაიჭირეს და 35 წელი მიუსაჯერ, თუმცა როგორც გავიგე იქ ფილტვის კიბო დაემართა და სამ წელში გარდაიცვალა. მე და ვაჩე ძალიან ბედნიერები ვართ, მიუხედავად იმისა რომ შვილი არ გვყავს, ერთმანეთს ვავსებთ. სამსახურში დავბრუნდი, რათქმაუნდა საავადმყოფოში უკვე განყოფილების გამგე ვარ. მთელი ის ფული რაც ლევანს წავართვი მთლიანად თავშესაფრებში ჩავრიცხე. ეკატერინე ჟღენტთან კარგი ურთიერთობამაქვს, ისიც ჩვენთან მუშაობს პედიატრად. მალე ის და დათოც იქორწინებენ. ერთ დღეს ჩვეულებრივად საავადმყოფოში ვიყავი თავბრუ დამეხვა და გონება დავკარგე. ბედნიერების პიკს მივაღწიე როდესაც ლალიკომ მითხრა რომ ორი თვის ორსული ვარ. შემდეგ იყო ბედნიერი ცხრა თვე, ნუ ჩემთვის ბედნიერი ცოტა ვაჩე დავღალეთ მე და ჩემმა ბიჭმა. რა ჩემი ბრალია მას უნდოდა მე კი არა, ის მთხოვდა ხან შოკოლადის ნაყინს დეკემბერში, ხან მარწყვს თებერვალში. ცხრა თვემაც მალე გაიარა და ჩემი პატარას ტირილმა გააპო მთელი საავადმყოფო. ლუკა, ჰო ლუკა დავარქვი. ძალიან ლამაზი ბავშვია, ლუკას ნაირი მწვანე თვალები აქვს მისნაირი გამოხედვა, ეს ბავშვი საოცრებაა. ღმერთს ყოველდღე მადლობას ვუხდი, რომ მეც მომცა საშუალება გამეგო რა არის დედობა. ჩემი ოჯახი შეივსო, ყველანი ძალიან ბედნიერი გახადა ლუკას დაბადებამ. ნანატრი შვილი გაჩნდა ოჯახში. სიყვარუსლ სიხარულს არ ემუქრება სიბერე, როგორც სიმღერებს ვერას აკლებს დრო. ❤ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.