შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უმისამართო წერილები

5-07-2019, 16:54
ავტორი ლეა
ნანახია 1 431

ძვირფასო...
დღეს ისევ მესიზმრე, ჩვეული ღიმილით მიცქერდი და ხელში ჩემთვის უსაყვარლესი გვირილები გეჭირა. შენამდე მანძილი ელვის სისწრაფით გადმოვკვეთე და ხელები მხრებზე მოგხვიე. ფილტვები შენი არაამქვეყნიური სურნელით ავივსე და ბედნიერს ხმამაღალი ოხვრა აღმომხდა. რა უსამართლობაა, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი და მეტად ძვირფასი წუთები იმაზე მალე ქრებიან, ვიდრე ზოგადად დრო გადის. გამოღვიძებული იმედგაცრუების საშინელმა გრძნობამ ჩამიხუტა.
ძვირფასო...
54-ე ღამეა სარკმლიდან ერთად ვუმზერთ ღამის ქალაქს. მე შენს წინ ზურგით ვდგავარ. მუცელზე შენი თბილი ხელები შემომხვევია. ჩუმი, რიტმული სუნთქვა ჩემი სიმშვიდის პირდაპირპროპორციულია. მთვარის შუქი სახეზე გვეფინება და ყველა ემოცია სააშკარაოზე გამოაქვს. შენკენ ნელა მაბრუნებ, თმას ყურს უკან მიწევ და როცა ჩემი ნერვული დაბოლოებები სასიამოვნო აღელვებისაგან ფოიერვერკს აწყობენ, ჩემს თავს ხელებიდან წყეული უსამართლობა გგლეჯს. მე კი, გულდაწყვეტილი, ცრემლიანი, ძლივს შეკოწიწებული მოთმინებით ველოდები შენთან შეხვედრას...
ძვირფასო...
224-ე ღამეა უშენოდ... გრძნობები ადამიანებზე დაუნდობლები აღმოჩნდნენ. ადამიანები გატკენენ, შემდეგ, ზურგს გაქცევენ და დაგტოვებენ ტკივილების პირისპირ. ამ დროს, მიტოვებულს, გათელილს ათასგვარი გრძნობა ჩაგავლებს ხელს ქეჩოში და აღარასოდეს აღარ დაგეხსნება. შენ კი ისღა დაგრჩენია შეეგუო ან იბრძოლო მაშინაც კი, თუ მას აზრი აღარ აქვს...
ძვირფასო...
უშენობამ ისე წამიჭირა ყელში ხელები, რომ უჰაერობამ ფილტვები დამიხეთქა. სიცარიელემ შეავსო შენი ადგილი. ღამეული სიზმრები კოშმარებად მექცა. ახლა, ყოველი ღამე სულთან ჭიდილია.
სისულელეა ელოდებოდე იმას, ვინც იცი არასდროს მოვა
სისულელეა ილაპარაკო, როცა იცი არავის ესმის
რა საჭიროა თავს იტყუებდე, თითქოს არ გტკივა ნაიარევი
შემომეჩვია სულის ტკივილი, დარდს არ მიქარვებს აღარც ტირილი
ფიქრებში ისევ შემომაღამდა, მესამე დღეა ფეხზე ვათენებ
სხეული აღარ მემორჩილება, სწადია სულს გაეყაროს
ეშმაკი მხარზე შემომჯდომია, ხარხარით ჩემგან სუიციდს ითხოვს
არ მინდა ვინმეს სუსტი ვეგონო, ანდაც ვინმემ თქვას ახია მასზე
თუკი რამ ძალას ვპოულობ თავში, ვდგები და სულში სინათლეს ვანთებ...

№1  offline წევრი izabella

მართლაც და ყველაზე დიდი უსამართლობაა როცა ბედნიერი წუთები ელვის სისწრაფით ილევიან, ხანდახან გინდა, დრო გაჩერდეს.
რეალობაში გადაუდგმელი ნაბიჯები მეხსიერებაში იმდენად ილექება, რომ ხშირად სიზმარში ისხამს ფრთებს და ცხადში დაუსრულებელი სიზმარში მიგყავს ბოლომდე.
მართალია ადამიანები გვტკენენ და მიდიან, მაგრამ ის ტკივილი რაც გულში რჩება ასმაგად გვტკენს თან არაერთხელ. ხან ისე გიჭერს გულზე სუნთქვის საშუალებას არ გაძლევს. ისიც მართალია, რომ სუსტები ნებდებიან და რაც ხსნა ჰგონიათ გამოუსწორებელ, უპატიებელ შეცდომად იქცევა ხოლმე სუიციდის სახით.
როცა შენი არ ესმით, არც ღირს ვინმესთვის გულის გადაშლა, მაინც ვერ გაიგებენ ან არ გაიგებენ. მოლოდინი დიდია, შედეგი ნული და იმედგაცრუების ფონზე უფრო ვატკენთ საკუთარ თავს.
ადვილია სიკვდილი, მაგაზე ადვილი ალბათ არაფერია, წუთის წინ სუნთქავდი, წუთის შემდეგ ვეღარ შეძლებ. ცოცხალი თუ ხარ გამუდმებული ბრძოლა გიწევს, პირველ რიგში საკუთარ თავთან, ბევრი რამის გადასალახად, ვიღაცების წარსულში დასატოვებლად, არადა თუ არ დატოვე უარესი იქნება. ადვილი არ არის ამდენი იმედგაცრუების ფონზე საკუთარ თავში იპოვო ძალა, რომ წინ კი არ წახვიდე უბრალოდ ცხოვრება გააგრძელო. არც გაღიმებაა ადვილი ვიღაცის დასანახად, როცა არ შეგიძლია ვერც ვერავის მოაჩვენებ თავს ბედნიერად, ყველა ხვდება რომ ყალბი ხარ და თამაშობ. ჩვენს სულში რამდენად ძლიერი, ან სუსტი ქარიშხალი ტრიალებს მარტო ჩვენ ვიცით.
ალბათ ერთმანეთის სულში ჩახედვა რომ შეგვეძლოს ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, შეიძლება უკეთესად, შეიძლება უარესადაც, მაგრამ ცვლილებები იქნებოდა აუცილებლად.
ხშირად სანამ ჩვენ ნაბიჯის გადადგმაზე ვყოყმანობთ და ვცდილობთ გამბედაობა მოვიკრიბოთ, ვიღაც აუცილებლად გვასწრებს. იმას ითვისებს რაც დიდი ხანია გვეკუთვნის, მერე მობეზრდება და წარსულის მტვრიან თაროზე შემოდებს. იმასაც ატკენს და ჩვენც. ხანდახან რაც შენია არავის არაფრის დიდებით არ უნდა დაუთმო, იმიტომ, რომ ის შენია და სხვისი ვერასოდეს იქნება.
ვხედავ, რომ სევდით ხარ სავსე, მეც დამასევდიანე იცი? მაგრამ გულის კუნჭულში ყველაზე დიდი სინათლე გყავს გამომწყვდეული, რომელიც ელოდება, რომ კარი გაუღონ და მზესავით აენთოს, მაგრამ გასაღები ჭირდება და კიდევ მეორე ადამიანი, თვითონ ვერც გასაღებს მოარგებ და ვერც კარებს გაუღებ.
მომავალ ჩანახატამდე♥♥♥

№2  offline წევრი ლეა

izabella

იზაბელა,რა საოცარი ვინმე ხარ♥ ყოველთვის მგრძნობ და ხვდები თითოეული სიტყვის უკან რა იმალება. ვამაყობ,ჩემი მკითხველი რომ ხარ♥♥♥

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent