შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირობა 10თავი


5-07-2019, 18:02
ავტორი LurjTvala demoni
ნანახია 1 442

- დარო დარწმუნებული ხარ?
- სავსებით.
- გენდობი.
- მოსამართლე მობრძანდება. _ ფეხზე დგება ყველა, მოსამართლე თავის კუთვნილ ადგილს იკავებს და ლაშხიც იწყებს.
- როგორც იცით მე ბრალდებულის, არა უფრო სწორედ ეჭვმიტანილის ადვოკატი ვარ. ვიცი, რომ აქ დამსწრე საზოგადორბიდან არცერთის გულში, არ მიჭირავს სათანადო ადგილი. არცერთ თქვენგანს არ სურს დღეს ჩემი ნახვა, მაგრამ რას ვიზავთ. საქმეს ასე სჭირდება. დიახ როგორც თქვენ ამბობთ, მე დარო ლაშხი ვარ ეშმაკების ადვოკატი, მაგრამ არა. მე მათი ადვოკატი ვარ, ვისაც ჩემი დახმარება სჭირდება. რაც შეეხება საქმეს, ნაფიც მსაჯულებს მინდა მივმართო, მანამ სამან ჩვენი პირველი მოწმე წარსდგება თქვენს წინაშე. მინდა კარგად დაფიქრდეთ, გაიაზროთ, იფიქროთ იმ ყველაფერზე რაც დღეს აქ მოხდება. უსმინეთ მას გულით და არა გონებით.
- ვაპროტესტებ. ბრალდებულის ადვოკატი ნაფიც მსაჯულებზე ზეწოლას ახდენს.
- არავითარ შემთხვევაში. ეს არ არის ზეწოლა, მე უბრალოდ მათ ვთხოვ ყველაფერი კარგად გაიაზრონ.
- პროდესტი მიუღებელია. წარადგინეთ მოწმე.
- მოწმედ ვიძახებ, ეჭვმიტანილი ლონდა გაბისონიას უფროს ვაჟს.
- ვაპროტესტებ. მოწმე არასრულწლოვანია, ის ახლა სტრესულ მდგომარეობაშია ამიტომ შეუძლებელია მის ჩვენებას დავეყრდნოთ.
- ფსიქოლოგის დასკვნით ის სავსებით ჯანმრთელია, მას შეუძლია მისცეს ჩვენება. რაც შეეხება მის არასრულწლოვანებას, მოსამართლის ნებართვით გვაქვს უფლება წარვადგინოთ მოწმედ, და დავკითხოთ ის. რადგან ის ამ ამბის ერთადერთი მოწმეა.
- პროტესტი მიუღებელია. მოწმე შემოიყვანეთ. _ ფიცის დადების შემდეგ კითხვების დასმა ლაშხმა დაიწყო.
- შეგიძლია გაიხსენო რა მოხდა იმ დღეს? _ თბილად უღიმის ბიჭს.
- დილით ადრიანად გამეღვიძა. სამზარეულოდან ბებოს ყვირილი მესმოდა, როგორც კი მათ მივუახლოვდი გაჩუმდნენ. ბებომ გვასადილა, ჩაგვაცვა და სკოლაში გაგვიშვა, მაგრამ მე წიგნი დამრჩა და მალევე მოვბრუნდი. ჩემს ოთახში ვაპირებდი შესვლას, როდესაც მამაჩემის ხმა გავიგე.
- გეუბნები ძალიან ბევრ თანხას გადაიხდიან, უამრავი კლიენტი მყავდ. დიდი ამბავი, ვინ იხ**რს მთავარია ფული გადამიხადონ.
- რას ამბობ შვილო? საკუთარი შვილების დედა უნდა გაყიდო? როგორ შეგიძლია ამ ყველაფრის გაფიქრებაც კი. იცოდე მას და ბავშვებს ხელს მოვკიდებ და აქედან წავიყვან.
- მოგკლავ. მხოლოდ ეს მოვისმინე შემდეგ, ნაბიჯების ხმა გავიგე და იქედან სასწრაფოდ გავიქეცი, სკოლაში არ წავსულვარ. სახლის უკან ვიმალებოდი, შემეშინდა დედასთვის რამე არ დაეშავებინა. მთელი ორი საათი ვიდექი გარეთ, შემდეგ. რაღაც ხმა გავიგე შემეშინდა და სახლისკენ წამოვედი.
მანამ სანამ კარებს გავაღებდი, ბებოს ხმა გავიგე.
- მირჩევნია მოკვდე, ვიდრე ჩემი რძლის და შვილიშვილების გაყიდვის უფლება მოგცე. სახლის კარი, რომ შევაღე დავინახე როგორ დაარტყა ბებომ, მამას რაღაც ნივთი. ჩემი შესვლა იგრძნო. ცრემლიანი თვალები შემომანათა, ბოდიში მომიხადა და მეორე მხარეს გადავარდა. მისი დახმარება ვცადე თუმცა ის უკვე აღარ სუნთქავდა.
- შემდეგ რა მოხდა? _ კმაყოფილი სახით გადახედა ბიჭს.
- ისე შემეშინდა დავიბენი, ვერ მოვიფიქრე დედასთან მივსულიყავი. ამიტომ პირდაპირ პოლიციაში დავრეკე.
- გასაგებია. კითხვები აღარ მაქვს. _ ბედნიერი სახით იკავებს თავის ადგილდ.
- ბავშვის ჩვენებიდან გამოდის, რომ მამაკაცი თავად დედამისმა მოკლა, მაგრამ ექსპერტიზა.
- ექსპერტიზაში წერია, რომ კაცის გარდაცვალებიდან, სულ რაღაც ორ წუთში ქალიც გარდაიცვალა. მისი ჭრილობები იმდენად ძლიერი იყო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდებოდა. _ თავისი წარმატებით კმაყოფილი, ყველას ბედნიერი ღიმილით აჯილდოვებს ჯაში.

- დღეიდან ცხოვრებას ახალი ფურცლიდან იწყებ. ამ ბარათზე საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხაა, კოდი შენი დაბადების წელია. თუ რამე დაგჭირდება ნებისმიერ დროს დამირეკე. მე ყოველთვის დაგეხმარები.
- არ ვიცი მადლობა რით გადაგიხადო. შენ, რომ არა.
- მე, რომ არა ამას სხვა გააკეთებდა.
- არა, ყელა შენნაირი კეთილი არ არის.
- წლები გავატარე ერთ ოთახში ჩაკრტილმა, ამიტომ მე ყველაზე კარგად ვიცი რაც გამოიარე. ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და ბედნიერი მომენტები გამოტოვე, მაგრამ არაუშავს დღეიდან ყველაფერი შეიცვლება. _ ქალს ემშვიდობება და მალევე სცილდება იქაურობას. მანქანაში ჩაჯდომას აპირებდა როდესაც, მისმა ტელეფონმა დარეკა.
- ერეკლე. _ გაისმა კაცის ბოხი ხმა.
- ჯანდაბა. _ მთელი ძალით დაარტყა ხელი მანქანას. - სწორედ ამის მეშინოდა. _ მანქანაში ჩაჯდა და მთელი სისწრაფით მოსწყდა ადგილიდან.
საათ ნახევრიანი მგზავრობის შემდეგ, საქარე მინა ჩამოწია, ტელეფონი მოისროლა შემდეგ კი ჩვეულებრივ განაგრძო გზა.
არ იცოდა სად მიდიოდა, ამ ჯერად გულს მიჰყვებოდა. იქ წავიდოდა სადაც გული მიიყვანდა. საუკეთესო გზა სწორედ მან აჩვენა, სწორედ იქ მიიყვანა სადაც უნდა მისულიყო. ბედნიერ მოგონებებთან. ტვინი გამორთო, უაზრო ფიქრები სადღაც ჯანდაბაში მოისროლა და წარსულის ყველაზე ტკბილი მოგონებები გაიხსენა.
- დარი ერთ დღეს, რომ აღარ ვიყო რას იზავ?
- შენთან წამოვალ.
- ძალიან შორს, რომ წავიდე?
- იქაც წამოვალ.
- შენ ვერ ხვდები დარი. რომ მოვკვდე რას იზავ?
- მეც მოვკვდები.
- არა დარი, შენ უნდა იცოცხლო. ბედნოერი უნდა იყო.
- ნუთუ ვერ ხვდები მაშო? ბედნიერება შენ ხარ. შენ თუ მოკვდები ბედნიერებაც მოკვდება. როგორ უნდა ვიცოცხლო? შეიძლება ვისუნთქო, მაგრამ ვერ ვიცოცხლებ. ზომბად ვიქცევი. რომელსაც რაღაც მისია ექნება, მაგრამ ცხოვრების და ბედნიერებისთვის მიზეზი არა.
- მიყვარხარ.
- მიხარია. _ იღიმის.



- სად არის? _ გაცეცხლებული შემოვარდა სახლში ერეკლე.
- არ ვიცი, სამი დღეა ვურეკავ და გამორთული აქვს. _ ნერვიულად მოიქექა კეფა მაშომ.
- ჩემი ბრალია. _ თავი ჩახარა ნიკამ. - არ უნდა მეთქვა მისთვის ის სიტყვები.
- შენ არაფერ შუაში ხარ. _ სიბრაზე შეერია ხმაში აკოს.
- ნუთუ არ არსებობს, ისეთი ადგილი სადაც ახლა ის იქნება? თან რომელიმე თქვენგანმა ამის შესახებ იცოდეს? _ რაღაც ხავს ეჭიდება ლიჩელი.
- არსებობს.
- სად?
- დაროს, რომ სდომოდა ამის შესახებ ყველას ეტყოდა, მაგრამ მან არავის გითხრათ.
- აკო უნდა ვნახო. დავრწმუნდე, რომ კარგად არის. _ მუდარა გაერია ხმაში ერეკლეს.
- მე წავალ. თუ ის ჩათვლის საჭიროთ დარეკავს, თუ არა და მე მაინც გაგაგებინებთ როგორ არის. გამოყოლა არავინ გაბედოს. იკამ იცოდა ერეკლე მაინც რომ გაჰყვებოდა ამიტომ შემოვლითი გზით, გადაწყვიტა მისი მოშორება. შუაღამე იყო დანიშნულების ადგილას, რომ მივიდა. მაშო ლაშხი იკითხა მიმღებში. დაროს ყველაზე მეტად იკა იცნობდა, იცოდა თავის სახელს არსად გამოიყენებდა. თუ სადმე დამალვა, ყველაფრისგან შორს ყოფნა უნდოდა მაშოს სახელს გამოიყრნებდა, რათა ასე შეეძლო იკას მისი პოვნა. ეს ჯონათანმაც კი იცოდა.
- ვერანდაზეა. _ მშვიდი ნაბეჯებით მუახლოვდა გოგოს, უთქმელად მიუჯდა გვერდით სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოიღო, გაუკიდა და შხამოთ გაივსო ფილტვები.
- რატომ მოხვედი იკა? _ მისკენ არ შრმობრუნებულა, თუმცა ივნო ვინც იქნებოდა.
- შენზე ყველანი ძალიან ნერვიულობს. ერეკლე გიჟს გავს, ყველგან შენ დაგეძებს.
- ერეკლე? _ ირონია შეეპარა ხმაში. - არაუშავს გადაიტანს.
- შეცვლილი ხარ.
- ასე იცის ხოლმე.
- რა მოხდა?
- შეცდომა დავუშვი, უპატიებელი შეცდომა. შევიყვარე ის ვინც არ უნდა შემყვარებოდა, ვენდე მას. მივეცი უფლება ჩემთან ძალიან ახლოს მოსულიყო, და სწორედ მან დამღუპა. კიდევ ერთხელ მატკინა, კიდევ ერთხელ დამანახა, რომ ბედნიერება არ არსებობს. მართალი ვიყავი, ბედნიერება მხოლოდ მაშო იყო. ის და არავის სხვა, არც ნიკა, არც ერეკლე, არც შენ და რაც მთავარია არც მე. მე მართლა ზომბად ვიქეცი. განსხვავება მხოლოდ ის არის, მე შურისძიებით ვიკვებები, ნამდვილი ზომბი კი ადამიანების სისხლით. _ ამდენი წლის შემდეგ, თავს უფლება მისცა ისევ ეტირა. - ერეკლემ ყველაფერი იცოდა, მაშოს ამბავიც კი. ისიც ამ ყველაფერში მისი ნაბი***რი მამიდაშვილი ხელი, რომ ერია. ის ყოველ დღე დაწვრილებით უყვებოდა ყველაფერს დემნას. მისი წყალობით დემნამ ჩემი თითოეული ნაბიჯი იცოდა.
- მოვკლავ. _ ძარღვები დაეჭიმა იკას.
- არა. _ ჩამქრალი ხმით წამოიყვირა ლაშხმა. - დაე ვითამაშოთ მისი წესებით, მანამ სანამ გამარჯვების ზარს ჩვენ შემოვკრავთ და არა ისინი. მან არ უნდა გაიგოს სიმართლე, რომ ვიცით. ეგონოს გაიმარჯვა, მაგრამ არ ეცოდინება წინ რამხელა სიუპრიზი ელის.
- დარო არ მინდა რამე დაგიშავონ, ხომ იცი ამას ვეღარ გადავიტან?
- ყველაფერი კარგად იქნება მენდე.




- მაშო შენი სიყვარული რა ფერის არის?
- შავი.
- შავი? რა შავი მაშო გაგიჟდი?
- დიახ, შავი.
- და რატომ შავი?
- შავი ყველასგან განსხვავებულია. წითელი, მწვანე, ყვითელი ყველა ფერი გაუფერულდება, მაგრამ შავი არა. შავი ყოველთვის შავად დარჩება, სწორედ ამიტომ არის ჩემი სიყვარული შავი. ის არასოდეს იცვლის ფერს.
- რომ წავიდეს?
- მერე რა? შავი მაინც ხომ ჩემთან დარჩება, მე ადამიანს არ ვანიჭებ ფერს. შავი მხოლოდ ჩემი სიყვარულია და არა ის ადამიანი.
- ეგ როგორ?
- მე ჩვენს სიყვარულს მივეცი ფერი, არა თავად მას.
- მგონი ცოტა გიჟი ხარ.
- ცოტა? ცოტა არა, მე ძალიან გიჟი ვარ. ასე იცის, სიყვარული გაგაგიჟებს. შავი სიყვარული კი სულ მთლად გადაგრევს.



№1 სტუმარი manana

სად დავკარგეთ, ძალიან კარგია

 


№2  offline მოდერი LurjTvala demoni

manana
სად დავკარგეთ, ძალიან კარგია

 


№3  offline მოდერი LurjTvala demoni

Sick Dreamer
მომილოცეთ დეიდა დაუბრუნდა...
სიმართლე გითხრა ,ამდენი ხნის მერე მხოლოდ მთავარი პერსონაჟების სახელი და გვარები და სულ მთავარი სიტუაცია მახსოვს ..
ამიტომ დღეს თავიდან გადავიკითხაც და შემდეგ თავზე უფრო დალაგებული ვიანები...

მიყვარხარ


სიმართლე გითხრა არ მეგონა თუ დავბრუმდებოდი, მაგრამ დავბრუმდო ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent