შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღალატო! (სრულად)


6-07-2019, 21:15
ავტორი Phoenix..
ნანახია 12 145

ღალატო.!
***
სასამართლოს შენობიდან უკვე თავისუფალი ქალი გამოვიდა, თავაწეული მაგრამ გულში უმძიმესი დარდით! სანამ მანქანაში თავის კუთვნილ ადგილს დაიკავებდა მანამ მის უკან მდგარ კაცს გახედა, ცივი მზერა მიაპყრო მის შავ, სევდისფერ თვალებს და უემოციოდ დაქოქა მანქანა.!
****
ადამიანების უამრავ კატეგორიებს შორი გამოვარჩევ ორს. ზოგს რომელსაც მთელი ცხოვრება უმართლებს, ბედნიერად ბერდება.. და მეორეს რომელსაც ერთი პატარა ბედნიერებისთვის წლები უწევს ტანჯვა.. ყოველთვის ამბობენ ღმერთი ისეთ ჯვარს არ აგკიდებს რის ტარებასაც ვერ შეძლებო.! კი მარა რით იმსახურებს პატარა 6 წლის გოგონა ასეთ ტკივილს? განა როგორ უნდა ზიდოს ობლობის დიდი ჯვარი? ახლად გათხრილი ორი საფლავის წინ დგას შავ კაბაში და მუქ მანტოში გამოწყობილი შავთმიანი გოგონა, ამღვრეული თვალებით.. თვალებდაუხამხამებლად უყურებს გარემოს და ჯერ გაუაზრებლად გრძნობს ძალიან დიდ შიშს.. „სად მიჰყავთ დედა? მამა სად არის? ერთად რატომ არ არიან თუ სძინავთ? იქ არ შესცივდებათ? მეც უნდა გავყვე?“ უამრავი კითხვა ქაოსურად ტრიალებდა პატარა გონებაში და პასუხებს ვერანაირად სცემდა.. წლების მატებასთან ერთად უფრო უჭირდა იმასთან შეგუება, რომ გონებაში ნელ-ნელა უფერულდებოდა მშობლებზე მოგონებები.. ერთი შეხედვით უდარდელი ელენე რობაქიძე საერთოდ არ იყო ის ვინც სხვებს ეგონათ, ეზოშ მუდამ მხიარული,კიკინებიანი და ლამაზი რობაქიძე საღამოს მუდამ სევდიანი იყო.. ღამის საშიში გარემო მუდამ იპყრობდა მთლიანად გოგონას ტვინს. ასე მწარედ ურტყამდა სახეში სიმართლეს.. ბებია და დეიდა ზრუნავს არ აკლედნენ, ანებივრებდნენ როგორც შეეძლოთ..
-ბებუკო, მოდი ჭამეე..-სამზარეულოდან თმაშევერცხლილმა ქალმა გამოსძახა შვილიშვილს და კარაქიან პურს სქლად გადაუსვა ჯემი. სირბილით გამოტანტალდა ბებიას მოსახელე და სკამზე შემოსკუპდა..
-ბეე, დღეს თიკას დაბადების დღეა გამიშვებ? -პირგამოტენილი ლაპარაკოდა და მეორე ხელით კაკაოს აყოლებდა..
-კი გაგიშვებ, ოღონდ ჯერ წიგნი უნდა წაიკითხო.. -სიზარმაცე მორეულმა თვალები გადაატრიალა და ჭამა განაგრძო.. საღამოს მეზობლის დაბადების დღისთვის მზადება დაიწყო. ორი ნაწნავი გაუკეთა ბებომ და საჩუქრით ხელ დამშვენებული გაუშვა მეგობრის წვეულებაზე.. ელენა ნელ-ნელა იზრრდებოდა გარდატეხის პერიოდში ხასიათი საგრძნოლად შეეცვალა, ადრე მორცხვი და ჩუმი გოგო ახლა მეამბოხე გამხდარიყო, მხიარული მომღიმარი და ხმაურიანი.. პიველი სიყვარულიც 16 წლის ასაკში ეწვია მაგრამ როგორც ყოველთვის არც აქ გამოვიდა რამე.. ისევ ტკივილის წინ დადგა როცა ბიჭმა გამოუცხადა შენ ჩემი შესაფერისი არ ხარო..
-ბოლოჯერ ჩამეხუტე და წავალ..-ატირებულმა გახედა შეყვარეულს.. მასზე მაღალმა სილუეტმა ჩაიხუტა..
-წარმატებეი შენ პატარავ.! ბევრი არ იტირო.. დამიჯერე არ ვღირვარ.!-სახეზე მოხვია ხელები.-დარწმუნეული ხარ რომ გაცილეა არ გინდა?-დაბუშტული აწითლეული ტუჩებით თავი გააქნია და სახლამდე გზა ფეხით გაიარა. ოდნავად არ უგრძვნია სირცხვილი, თამამად სლუკუნებდა და ხმამაღლა გიჟივით ლაპარაკობდა. პირველად უყვარდა.. ან ეგონა რომ უყვარდა, მაგრამ ამ ადამიანს უკავშირდებოდა მისი ყველა ბავშვური ოცნება.. მერე მთელი წელი გულ აფანცქალეული ჩაუვლიდა ხოლმე გვერდით ყოფილს და მის მეგობრებს.. მთელი ცხოვრება იბრძოდა მაგრამ მაინც არ შორდებოდა „ყოფილი“ სტატუსი, ბევრჯერ იყო ყოფილი მეგობარი.. ეძებდა, გამუდმებით ეძებდა ნამდვილ მეგობარს..
უნივერსიტეტის პირველ დღეს აღელვებული მივიდა გამოწყობილი სანატრელ შენობასთან, ახედა მაღალ კორპურს და ღიმილით შევიდა დიდი შუშის კარებში.. გაიცნო ჯგუფელები და დაუმეგობრდა.. გაცნობით ექსკურსიაზე ჯინსის შარვალში და შავ უბრალო მაისურში გამოწყობილი წავიდა.. გვერდით მისი ჯგუფელი ეჯდა გიორგი და მთელი გზა მუსიკაზე საუბრობდნენ.. ლაგოდეხის ნაკრძალში ჩანჩექირსკენ დაიძრა მთელი ჯგუფი.. საშინლად რთული ასასვლელი იყო ამიტომ ხშირად ეხმარებოდნენ ბიჭები გოგონებს.. ისიც მშვიდა მიდიოდა, ჯგუფელზე გაბრაზებული რომელმმაც დიდ საჯდომიან გოგოში გაცვალა. ყურსასმენები გაიკეთა და თავისით განაგრძო გზა.. მის წინ მაღალი ბიჭი შეამჩნია, აშკარად სიარულისას დაცხა და მაისური რომელიც ეცვა ადრე ახლა მის წელზე იყო შემოხვეული და ლამაზ ნამზეურ, ნავარჯიშევ სხეულს აჩენდა.. მკერდი გამოკვეთილი ჰქონდა, რამდენიმე კუბიკიც იწონებდა მუცელზე თავს. მუცელზე შუაში თმის ერთი ზოლი ბოლომდე ჩადიოდა და იმდენად მიმზიდველს აჩენდა სხეულს გოგონებს თვალებს უბრმავედა. ყელზე ვერცხლის ჯაჭვით ჰქონდა ჯვარი დამაგრებული.. ხელში გრძელი ჯოხი ეჭირა და იხმარებდა..
-დაგეხმარები..-მაღალ ლოდზე ჯერ თვითნ ავიდა და ხელი გაუწოდა მის უკან მომავალ ელენეს..
-მადლობა..-გაუღიმა და ხელი ჩასჭიდა..
-მე დემნა მესხი ვარ..-გვერდით ამოუდგა.
-მე ელენე რობაქიძე.. პირველ კურსელს არ გავხარ..-გაუცინა.
-მესამეზე ვარ.-დახედა ორი თავით დაბალ გოგოს და გზა განაგრძო.. მის მერე საუბრის თემა არც ჰქონიათ და არც-ერთს უცდია წამოწყება.. ჩანჩქერთან ავიდნენ, სურათები გადაიღს..
-ნანუკა, მე მეგონა აღარ ამოაღწევდი.-მის მეგობარს მიუახლოვდა..
-ნელა მოვდიოდი, რა მეჩქარებოდა..-გაიცინა და ქვაზე ჩამოჯდა.. საღამოს სუფრა გაშალეს, გოგონები საგრძნობლად დათვრნენ..იმღერეს იცეკვეს და უკან ავტოუსში დაბუნდნენ.. უკანა სავარძელთან იყო მოგროვილი ბავშვები.. რათქმაუნდა ბიჭები შანს არ უშვებდნენ ხელიდან გოგოებისთვის უხამსი კითხვები დაესვათ, ნასვამ გოგოებს კი სითამამე შეპარვოდათ და სიცილ-კისკისით პასუხობდნენ კითხვებს..
-ფეისბუქში როგორ მოგძენო..-უკვე ჩამცხრალ სიტუაციის დროს უკანა სავარძლისკენ შებრუნდა დემდა და ელენეს შეხედა..
-ელენე რობაქიძე, ნატალი პორტმანის სურათი მაქვს პრფილზე..-გაუღიმა თამამად და იმ ფაქტმა რომ ასეთ ბიჭს მოეწონა სასიამოვნოდ ააღელვა.. გვიან დაბრუნდა სახში, შხაპი მიიღო და საწოლში შეწვა.. სოციალურ ქსელში მალევე მოუვიდა მეგობრობის თხოვნა და რათქმაუნდა გახარებულმა დაიმატა.. მეორე დილით ლამაზად გამოეწყო, შავი მაღალ წელიან შარვალი და შავი ტოპი ჩაისვა ზევიდან კუbოკრული წითელი პერანგი და თმაც გაიშალა..
-დეი წავედი მე.. -დეიდას აკოცა და სირბილით გავიდა სადარბაზოდან.. უნივერსიტეამდე მუსიკების თანხლეით მივიდა.. პირველმა ორმა ლექციამ მაშვიდად ჩაიარაა. კაფეტერიაში ჯგუფელებთან ერთად იჯდა და გემრიელად მიირთმევდა, უცემ ყურადღება შემოსასვლელისკენ რომ გაექცა და რამდენიმე ბიჭთანე ერთად დემნაც დალანდა. წამით ერთმანეთს შეეჩეხა ამ ორის მზერა და გოგონაც დააბნია, ხელიდან დანა-ჩანგალი გაუვარდა. „ჯანდაბა ელენე ასე ხომ ყველაფერი შესამჩნევია..“
-გამარჯოა ელენე..-მაგიდას ჩაუარა..
-გამარჯობა.. -სულ ეს იყო მათი საუბარი..დღეები სასიამოვნოდ გადიოდა. მიზანს მიაღწია და დემნა მესხს თავბრუ დაახვია.. გაცნობით წვეულებაზე, მესხმა იყოჩაღა და გოგონა მარტო მოიხელთა.
-ელე.. ალბათ ხვდები რომ მომწონხარ.! არ გეტყვი რომ მიყვარხარ, არც ის ვიცი რა იქნება მომავალში, მაგრამ მინდა ვცადოთ.! შენთან თავს კარგად ვგრძნობ.. -გულისფანცქალით უსმენდა და ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა..-რას იტყვი აბა??-მუხლებზე ხელი დაადო მის ფეხებთან ჩამუხლულმა..
-თანახმა ვარ.-ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია და გაუღმაა..-იყო ულამაზესი ერთი წელი შეყვარებულობის.. ერთმანეთის სიყვარულში დარწმუნებულემა მალევე გდადგეს ნაბიჯი. ერთ მშენიერ და მზიან შემოდგომის დღეს ეკლესიაშიც აღმოჩნდნენ..
-დემეე არ მჯერაა.-ცერემონიალის დროს მომავალ ქმარს გადახედა თვალებ აწყლიანებულმა.
-დაიჯერე პატარავ!-თვალი ჩაუკრა დახელზე საკუთარი ტორის ზურგით მოეფერაა. ჯადოსნური ბედნიერებით იყო სავსე ის დღე, ორი უგონოდ შეყვარეული ახალგაზრდა, სამუდამო სიყვარულს ეფიცებოდა ერთმანეთს და ჭირში თუ ლხინში გვერდით ყოფნას ჰპირდეოდა.!
ყველაფერი ისე მიდიოდა როგორც ზღაპარში, ბედნიერი ელენე სწავლას აგრძელებდა უკვე მესამე კურს ხურავდა. დემნამ ერთ-ერთ ავიაკომპანიაში პილოტად დაიწყო მუშაობა..
-დემე ბედნიერი ვარ.!- მანქანაში არსებულ მუსიკა ქალის ხმამ დაფარა..
-მეც ჩემო პატარა.. -ხელში დაიჭირა ქალის სუსტი მტევანი და თითები დაუკოცნა..
-დემე იმდენი ხანია ბედნიერი ვარ რომ მეშინია...
-ჩემო პატარა საკმარისი იყო რაც იტანჯე! ახლა მხოლოდ ბენდიერების დროა. ჩემი და შენი ბედნიერების..-ხან მომღიმარ ცოლს გამოხედავდა და შემდეგ მზერა ისევ გზაზე გადაჰქონდა..

***
-უხ როგორ მძულხარ.. როგორ მეზიზღები რობაქიძეე.. ნეტა ის დღე გაქრეს შენ ყავისსფერ-მომწვანო თვალებში რომ ჩავიძირე და სიცოცხლეზე მეტად შევიყვარე..-მანქანას გიჟივით ატარებდა თბილისის ცარიელ ქუჩებში და სახეზე ყველა ძარღვი, ავისმომასწავლელად მოუჩანდა.. ბავშვობისდროინდელ ეზოში შევიდა და ნაცნობ კართან მისულს საშინელმა სისუსტემ შეუტია.. ახმახი ქალის ბოროტებამ უსუსური აქცია. თავზე დაანგრია ყველაფერი ხუხულასავით. გაუბედავად დააკაკუნა რკინის მასალაზე და ზღურბლზე მდგარ დედას მოწყალების ხელი სთხოვა. ზურგს უკან მიიხურა მესხმა კარები და ზედ ზურგით აეკრა. რამდენიმე ხანი ასე გაფართოებული თვალებით შესცქეროდა მშველელს. მისი განწირული ხმა რომ არ გაეგოთ, ცალი მტევანი პირზე აიფარა, ხოლო ცალით მუხლს დაეყრდნო. მწარედ აქვითინდა. ამხელა ორ მეტრიანი კაცი, ისე დაპატარავდა თითქოს პატარა ჯერ კიდევ ეზოში მორბენალი ბავშვი ყოფილიყო.
-დედა რა მოხდაა?-შეშინებულა ქალმა პირველად დაინახა ატირებული ვაჟკაცი..იქვე ჩაიკეცა დემნა და ჩასისხლიანებული თვალეიდან ცრემლეის ნიაღვარი დაედინა...-ვაიმე შვილო მითხარი რა მოხდა? მშვიდობაა ჩვენს თავს? -ცრემლები გადმოყარა შეშინეულმა ეკამ.. აწითლებულ სახეს ხელებით იფარავდა ააქვითინებული შვილი და ტკივილისგან ხმას ვერ იღებდა..
-მოკვდა.!-მეხის გავარდნასავით იყო ეს ერთი სიტყვა ქალისთვის.. -ის ჩემთვის მოკვდა.! ის აღარ არსებობს ჩემთვის..-დედის მკერდს მიადო, თავი ემბრიონის ფორმა მიიღო.ერთხანს ასე იყო მოქცეული დედის მკლავებში და გონებს საშუალეა მისცა ფიქრი შეეწყვიტა. სიბოროტით აივსო კაცის მზერა.. ისე თითქოს წამის წინ ტკივილისგან არ იკლაკნებოდა..დაფლეთილმა გულმა ისევ იწყო ძგერა და ცხოვრებაც გაგრძელდა..
სახლში დარჩენილი ელენე რობაქიძე კი ტკივილისგან განადგურებული გაუნძრევლა იჯდა სავარძელში.. ერთი საათის წინ მომხდარ სცენარს გონებაში ატრიალებდა და საკუთარ თავს უფრო მეტად იძულებდა!
****
( ერთი კვირით ადრე..)
საღამოს მშვიდად ჩაიცვა პენუარი და ქმარს გვერდით მიუწვა.. ზევიდან მოექცა და მონატრებულ ბაგეეს დაეუფლა.!
-ელენე ამ ბოლო დროს კოცნას ვეღარ ვუჭერ მუღამს.!-მკაცრად თქვა მესხმა.. ქალს სხეული დაუმძიმდა, გონებაში უამრავმა აზრმა წამებში დაიწყეს მოძრაობა.. სიმწრით გაიღიმა, სათითაოდ დაუთვალიერა ქმარს სახის ნაკვთეი და რომ დარწმუნდა ის არ ხუმრობდა თავის ადგილს დაუბრუნდა..
-რას ნიშნავს მუღამს ვეღარ უჭერ?-ჯერ კიდევ გაოგნებულმა თვალი ვერ მოსწყვიტა ჭერს.

-რაც გაიგე იმას.!
-ალბათ მოგბეზრდი და სხვა გჭირდება.! -ისევ ცივად უთხრა და გვერდით გადაბრუნდა.. ცრემლებმა თავისით იწყეს დენა სახეზე..
-იმ დემნა მესხის დედა მოვ*** ვისაც შენს გარდა სხვა ქალი აინტერესედეს.-ოთახში კაცის ხმამაღალი ხმა გაისმა..ისევ ზურგზე დაწვა რობაქიზე და სმენად იქცა.-შეიცვალეე.! აღარ ხარ ის ელენე მე რომ მაგიჯებდა და კოცნითაც რომ შეეძლო ჩემი ორგაზმამდე მიყვანა.. სად გაქრა ჩემი სექსუალური ცოლი? შენი კანის ყოველ უჯრედზე ვგიჯდები! გესმის?. შენ კიდე უსინდისოდ მეუბნები სხვა გინდაო.! სხვა კი არა ჩემი სექსუალური ცოლი მინდა დარუნდეს. აღარც ვარჯიშობ, მთლიანად მოეშვი და სხვებს დაემსგავსე. არ მიზიდავს ხომ იცი ეს შეყოფა-გამოყოფა და მომკალი რაა.. მე გვერდით ის ქალი მჭირდება ვინც მყავდა და არა ის რაც დღეს ხარ.!
-დემნა არ შევცვლილვარ, უბრალოდ ეს ბოლო პერიოდი სექსის გარდა სხვა რამეზეც მიწევს ფიქრი.. ხვდები რომ სამსახურს უკვე ნახევარი წელია ვერ ვშოულობ? იცი ჩემთვის რა საშინელებაა როცა მთელი დღე და ხან შეიძლება ღამეც მიწევდეს სახლში მარტო ყოფნა.?! და რა უნდა მეფიქრა ასეთ რამეს რომ მიცხადებ? -ზურგშექცეულ ქმარს განიერ ბეჭებზე ჩამოუსვა ხელი..-დემნა.. მე არ შევცვლილვარ.. დემნა გადმობრუნდი რაა, გთხოვ..-გული დაუმშვიდდა, საფრთხე ჰორიზონტზე აღარ ჩანდა, მაგრამ ხმა მაინც უთრთოდა.
-როგორ იფიქრე რომ ამ სუნს ოდესმე სხვასში გავცვლიდი?-ცხვირი ყელთან გაუსვა აცრემლებულ რობაქიძეს..მუცელზე მოხვია ხელი და ასე სხეულზე აკრულმა დახუჭა თვალები.. დილით ადრე გაიღვიძა ელენემ, ფორმა მოუმზადა ქმარს და სამზარეულოში ხალათით გავიდა.. მადუღარა ჩართო, ბლინები დააცხო და ისევ საძინებელში დაბრუნდა..
-გაიღვიძე? მე კიდე შენს გასაღვიძელად მოვდიოდი..-მუხლებით დაჯდა საწოლზე და ქმრის ტუჩები დაკოცნა.. -როდის ჩამოხვალ?
-დღეს ჩინეთში მივფრინავვთ.. ზეგამდე ვერ მოვახერხებ პატარავ.-თმა ყურთან გადაუწია.. ასე იცოდნენ ხოლმე ღამის კამათს დილით არასდროს იხსენებდნენ და სამაგიეროდ ცდილობდა ორივე ის არასდროს განმეორებულიყო..
-უიი ცუდია დღეს ლუკას დაბადების დღეა და დაპატიჟებულები ვიყავით.. -მკერდზე თავი დაადო, თლილი თითები მუცელზე აათამაშა რამდენიმე სველი კოცნაც დაუტოვა პრესზე.
-აარაუშავრს შენ წადი და აუხსენი სიტუაცია.! -ნელა წამოდგა.-მე გადავივლებ მანამდე ჩაი გამიკეთე.. -შუბლზე აკოცა ცოლს და სააბაზანოს კარები მიიხურა.. წასვლამდე გემრიელად დაუკოცნა რობაქიძეს ტუჩები დემნამ და მიწებებული ქალი ძლივს ჩამოიხსნა ..მარტო დარჩენილი ელენე მოწყენილი ჩაეშვა სავარძელში და ლეპტოპში მშვიდი სიმღერა ჩართო. სახლი მიალაგა და უკვე მერამდენედ დაიწყო ინტერნეტში საინტერესო ვაკანსიის ძებნა.. საღამო ჟამს უკვე წასვლის დრო რომ დგებოდა მზადებაც დაიწყო, რადგანაც მისი მეგობრის საქმრო დიდი ბიზნესმენი გახლდათ ელეგანტურად უნდა გამოწყობილიყო.. შავი, მუხლამდე კაბა ჩაიცვა მარცხენა ფეხზე მთლიანად ჩახსნილი, ლამაზი დეკოლტით რომელზეც შავი რბილი ბუმბულები იყო დამაგრებული და ლამაზ მკერდს უფრო მადისაღმძვრელს ხდიდა ,რომელიც იდუმალად იმზირებოდა ბუმბულებიდან.. მუქი ყავისფერი თმა გაიშალა და სისხლისფერი პომადით შეიღება ბაგეები. საჩუქარი აიღო და წვეულებაზე წავიდა.. რას წარმოიდგენდა ეს საღამო მისთვის საბედისწერო თუ აღმოჩნდებოდა.!
(თავი 2..)
დილით საშინლემა ტკივილმა გააღვიძა, თვალები კი გაახილა მაგრამ მაინც ბუნდოვნად ხედავდა გარემოს.. არადა საერთოდ არ დაულევია ამდენი.. ნელა წამოიწია და საბანი რომ ჩამოცურდა სხეულიდან მაშინ გაანალიზა რომ სრულიად შიშველი იწვა.. ტვინს სიგნალი წამებში მიეცა და გონებამაც ფორსმაჟორულ სიტუაციაში დაიწყო მუშაობა..
-ღმერთო..-შიში შეპარვოდა ხმას..
-გაიღვიძე..-კაცის ხმამ სრულიად გაანადგურა, დაფლითა და დაანაკუწა რობაქიზის გული სული და გონება! აკანკალებული ხელი შუბლთან მიიტანა და ცდილობდა გამოფხიზლებას.. სამწუხაროდ რეალობაში აღმოჩნდა. ყველაზე საშინელი კი...-არ მეგონა დემნას ცოლი ასეთი ვნებიანი თუ იქნებბოდა..-ორგანიზმში საშინელი ქარიშხალი ტრიალედა.. მთელი სხეული უთრთოდა..
-როგორ გაბედე..
-მე? მე რა შუაში ვარ? შენ ჩამიძვერი უბეში და ს*რი კი არ ვარ უარი მეთქვა შენნაირი ქალისთვის.! -მისი საშინლად ბოროტული სიცილი ყურთან უწუოდა.!
-მე.. მე ამას არ ვიზავდი..-ცრემლნარევი ხმით ამოილაპარაკა, საბნის ქვეშ შეაცურა კაბა და ჩაიცვა, ცრემლები სდიოდა უწყვეტად სახეზე.
-არადა გუშინ სულ სხვაგვარად ლაპარაკობდი საყვარელო..-ზიზღნარევმა გახედა მის წინ მდგარ კაცს.. –„მიდი, მიდი უფრო ძლიერად“-ო, სულ მაგას ყვიროდი..-მისკენ სიმწრით აღმართული ხელი წამებში გააჩერა სახესთან და ბოროტული მზერით შეხედა ქალს. -იცოდე.! არ დაგინახო დემნასთან.. დაშორდები და დაივიწყებ რომ ქმარი გყავს, თორე ვეტყვი მის მეგობართან რომ გორაობდი.!არამგონია გინდოდეს შენმა ქმარმა მკვლელობისთვის მთელი ცხოვრება ციხის ტვალეტები ხეხოს. -ზიზღით უყურებდა ქალს.. -თან ჩვენ ვნებიან ღამესაც ვანახებ! მეეჭვება შენ ცოცხალი გადაურჩე-ისევ ის ბოროტული სიცილი მისწვდა რობაქიძის სმენას.-გასაგებია?!-ლოყებზე ძლიერად მოუჭირა ხელი და წარბაწეულმა დახედა აკანკალებულ ქალს. სახე გაინთავისუფლა მისი ბინძური ხელისგან.. აკანკალებული ფეხეით დაეშვა კიბეებზე. გარეთ გასულმა ნერვიულად დაიწყო გარემოს თვალიერება, ღრმად სუნთქავდა მაგრამ ყელში გაჩხერილი სიმწრის ბურთი საერთოდ არ აძლევდა საშუალებას ესუნთქა, თვალებში ცამდგარი სითხე კი გამოსახულებას უბურავდა.სახლში გაუაზრებლად მივიდა, როგორც რობოტი ისე მოძრაოდა. სახე წაშლილი, შუბლზე ძარღვ გაწყვეტილი.. ცივი შხაპის ქცეშ დადგა.. ყველაზე მტკივნეული სულიდან ამომავალი ბგერები იყო. სული და ხორცი ერთმანეთს რომ შორდება იმ ტკივილს ჰგავდა.ეშინოდა, ღმერთო რომ იცოდეთ როგორ ეშინოდა მისი მომავალი ცხოვრეის, სადაც არსად აღარ ჩანდა ქმარი.. კაცი რომელიც გონების დაკარგვამდე, აღუწერელი გრძნობით უყვარდა.!
-ღმერთო ეს რა ჩავიდინე?ეს როგორ გავაკეთე.. ღმერთო დემნას ვუღალატე.. მე..ეს მე როგორ ჩავიდინე? მე როგორ ვუღალატე..-ახლა უკვე ცხელი წყლის ქვეშ იდგა და მაინც გრძნობდა ცრემლების წვას სახეზე რომელიც წყალს უერთდნეოდა და უსასრულობაში იკარგებოდა.. მთელი სხეული გაიხეხა და მაინც ვერ მოიშორა სიბინძურე.. სპორტული ტანსაცმელით იჯდა იატაკზე და ერთ წერტილს მიშტერებული, მაინც ვერ იაზრებდა მომხდარს..
-ეს როგორ შევძელი..-ჩაწითლეული თვალები მოისრისა და ჩემოდანი გამოიღო, ტანსაცმელ ჩაყარა რაც შეძლო და ძველი სახლის გზას დაადგა.. ან რა აზრი ჰქონდა ტირილს, მოთქმას, გოდებს?! ფაქტი ჯიუტია.! ის მოღალატეა.. საშინელი ადამიანი!.ბიძური სულით და სხეულით.! ბინაში რომ შევიდა გული ასმაგად ეტკინა.. ბებია რომელიც მის გვერდით აღარ იყო, დეიდა კი ქვეყანას მოშორებული.. სრულიად მარტო იყო ის ერთადერთი ადამიანიც კი დაკარგა რომელიც საყრდენად ჰყავდა.! მთელი ცხოვრება ებრძოდა, მუდამ იყო ყოფილი.. თავიდან ყოფილი მოცეკვავე, ყოფილი კლასელი.. შემდეგ უფრო მტტკივნეული, ყოფილი მეგობარი და დაგვირგვინებას აქვს ამ ყველაფერს! ახლა უკვე ყოფილი ცოლი.! სარკის წინ იდგა და საკუთარ ანარეკლს ზიზღით უყურებდა!
-ნაგავო..-ამოიხრიალა და სახეში ხელები დაიშინა, გამეტებით ურტამდა საკუთარ თავს..-გეტკინოს.! სიკვიდლის ღირრსი ხარ.! ბინძურო!-ბოლო ხმაზე გაჰკიოდა და საკუთარ ანარეკლს რომელსაც სახე დაწითლებულ ჰქონდა ზიზღით ათვალიერებდა.. -არა სიკვდილი შენთვის წამალივითაა ახლა.. უნდა იცხოვრო..დიდხანს უნდა იცხოვრო რომ დაიტანჯო მოღალატევ.. ყველაზე მდაბიო ადამიანო.! ყველაზე უსუსურო და სუსტო.! -მერე უკვე ძალა აღარ ეყო და მუხლებზე დაემხო, თავი იატაკზე დადო და ჩახლეჩილი ხმით აყვირდა.-რა საცოდავვი ხარ ელენე.. რა საწყალი ხარ.! -ქვითინით ლაპარაკობდა.. ეს დღეები ჯოჯოხეთად ექცა.. არცერთ ღამეს არ მიჰკარებია ძილი..
აბრახუნებული კარები ხელის კანკალით გააღო და ის მომენტი დადგა მიწის გასკდომა და შიგ ჩავარდნა რომ ინატრა.
-რა ხდება ელენე?- ცივი იყო.. ყინულივით.! დაუკითხავად შევიდა სახლში მესხი და გარემოს მოავლო თვალი, მაცხოვრებლის კვალიც კი არ ეტყობოდა.-სახლში რატომ არ დამხვდა შენი ნივთები? -ჯერ კვლავ ცდილობდა თავი მოეთოკა.-და საერთოდ რა ჯანდაბა ხდება აქ?!-ბოლოს ქალის დუმილმა რომ გააღიზიანა თვითონ აყვირდა.. ოლიმპიურ სიმშვიდით გახედა ქმარს. „ელენე ახლა ძლიერი უნდა იყო, არ გადმოყარო ცრემლები.!“
-წამოვედი სახლიდან.!
-კაი მართლა? ყ*ე კი არ ვარ მაგას მივხვდი.-სახეწაშლილი იდგა დემნა ოთახში.
-შენთან ცხოვრება აღარ მინდა.
-ჰა?-სრულიად მოულოდნელმა სიტყვებმა უფრო გააგიჟა.-რას ბოდავ გოგო?
-აღარ მინდა შენთან ერთად ყოფნა.-ქალის ნათქვამს დემნას ირონიული ჩაცინება მოჰყვა.!
-შენ გგონია მაგ სისულელეს გადამაყლაპებ? -მხრებში წვდა თმააჩეჩილ ელენეს.-ელენე სრულიადნ ნუ გამაგიჟებ.. ახლავე ამიხსენი რა ჯანდაბა მოხდა ამ სამ დღეში.!
-გიღალატე.! -ყვირილით წარმოთქვა ეს სიტტყვა..წამებში შეეცვალაგა გამომეტყველება დემნას. შავი თვალები ახლა კუპრივით გაუხდა და ჩაუწითლდა. სიკვდილი სანატრელი გაუხდა ქმრის თვალები რომ დაინახა.. რა იკითხებოდა მესხის შავ სფეროებში? დიდი დაუტეველი ტკივილი და იმედგაცრუება.! ჩუმად იდგა ქალის წინ და ნელ-ნელა ეკვეთებოდა ძარღვები, ალბათ ტვინი ნელა იაზრებდა ცოლის ნათქვამ „გიღალატე“-ს. დაძარღვული ხელი ასწია რომელიც ქალის სახისკენ იყო მიმართული.. მაგრამ ვერ შეძლო! ვერ გადაახტა საკუთარ თავს.. ცოლის წინ რამდენიმე მილიმეტრით დაშორეული იდგა სახე აწითლებული, თვალები ფართოდ ჰქონდა გახელილი, არაადამიანური ხმა ამოუშვა და ელენეს ბოროტულად ჩააჩერდა! ორივე ხელი საფეთქელთან მიიჭირა.. რობაქიძე კი ალბათ უკვე მერამდენჯერ მოკვადა არ დაუთვლია.. იმაზე დიდი ჯვარი არ არსებობს იყო მოღალატე.. თან იმ კაცის მოღალატე ცოლი ,რომელიც საერთოდ არ იმსახურებს ამას! ამაზე დიდი ტანჯვა არაფერია ქალისთვის რომელიც გაუაზრელად.. გახდა მოღალატე.!
-გაიმეორე რა ქენი?-ნერვებ დაგლეჯილმა, გამწარებულმა მაინც შეძლო ხმის კონტროლი და ხმადაბლა კითხა.. დუმილი ხომ თანხმობის ნიშანია.. -თურმე ყველაზე ბინძური ქალი მყავრებია.! -ტუჩი ზიზღი აეწია მაღლა მესხს.-მე დებილი კიდე მთელი ეს დრო საკუთარ თავს ვაიძულებდი მეკეთეინა მაქსიმუმი რომ შენ არაფერი მოგკლებოდა.. ფუ შენი..კი მაგრამ რატომ? რა არ გქონდა ჩემთან?! -კიდევ ერთხელ წავიდა გამწარებული ქალისკენ ხელ აღმართული მაგრამ ისევ გაშლილი ხელი მომუშტა და დაუშვა.. -არ დავიწყებ იმის რკვევას ვისთან იგორავე.. ეს კაცის ბრალი არაა როცა ქალი ბო*ია.! -ბოლო სიტტყვები უემოციოდ თქვა და კარები ხმაურით გაიხურა.!!
***
-გაგიჟდი ხო შენ?-ბოლთას სცემდა ნანუკა ავალიანი ოთახში.. -ელენე რას ამობ ხვდები?
-კი ნანუკა ვხვდები.!-ყელში ამოსულმა ბრაზმა ამოასხა და ფეხზე წამოხტა..-დავიღალე ახსნა განმარტებებით.. ვშორდებით და მორჩა.-სააბაზანოში შეიკეტა და ნიჟარას ორივე ხელით დაეყრდნო..
-მანდ რომ ჩაიკეტე ვითომ რა ქენი შენი ჭკუით? -არ ცხრებოდა მეგობარი.. როგორ უნდა მობრუნებოდა ენა და ეთქვა დაშორების მიზეზი? ისიც კი უჭირდა საკუთარ თავს გამოტყდომოდა.
-ძალიან გთხოვ მარტო დამტოვე.. არავის ნახვა არ მინდა.. ახლა ისე ვარ გაცოფებული შეიძლება რამე ცუდი გითხრა და გაწყენინო.. გთხოვ უბრალოდ წადი და მეთვითონ დაგირეკავ, უკეთ რომ ვიქნები..-თვალებ დახუჭული ამბოდა რომ ავალიანს გაეგო..
-როგორც გინდა..-შვებით ამოისუნთქა, მისაღეში დაბრუნდა, სავარძელში დაჯდა და ფეხები აიკეცა.. იმდენად დიდ ტკივილს გრძნოდა, გადმოცემას ვერ ახერხებდა, უკვე ტირილიც აღარ შეეძლო.. მხოლოდ ასე იჯდა მუხლებში ჩარგავდა თავს და დუმდა.. ამ დუმილშიც კი ისმოდა მისი სასოწარკვეთილი ყვირილი, შველა, დახმარებაა.. მაგრამ საიმედო არაფერი ჩანდა.!
****
დემნა მეგობრებთან ერთად იჯდა ბარში და სასმელს თვალგაშტერებული დაჰყურებდა.. მერე სათითაოდ გადაავლებდა თვალს მეგობრეს..
-ჰე შე ჩემა ამოღერღე რა გჭირს..-ირაკლიმ დუმილი დაარღვია და სახემოღუშულ ძმაკაცს გახედა.
-მე და ელენე ვშორდეით.-გონება გათიშა და ისე წარმოთქვა ეს რამდენიმე სიტყვა.. როგორ არასდროს წარმოედგინა ასეთი მომავალი.. „ღმერთო ეს რა ხდება ჩემს თავს?!“ გაიფიქრა და ჭიქა გამოცალა.
-შენ შიგ ხომ არ გაქვს? რა შორდებით?? შენ და ელენეე?-გაოცცებული თვალებით უყურებდნენ ერთმანეთს რამდნიმე კაცი, მხოლოდ ერთის თვალებში არ იკითხებოდა გაკვირვება, თითქოს მოელოდა კიდეც..
-ხო ვშორდებით.! ასე გადავწყვიტეთ.. -არაა არავითარ შემთხვევაში არ იტყვის მიზეზს.! მერე რა რომ ქალმა უპატიებელი რამ ჩაიდინა, მაინც არავის შეუქმნის რობაქიძეზე ცუდ წარმოდგენას.. რა ქნას მაინც უყვარს..უღმერთოდ უყვარს ეს მოღალატე ქალი.!
-გამოვ**ლევდები..-შუბლი მოიქექა ლუკამ..-კი მაგრამ რატომ? ბო*იშვილი ვიყო ოდესმე თქვენს დაშორებას თუ წარმოვიდგენდი.! სამაგალითო წყვილი იყავით ტო.!
-რას ვიზამთ ყველაფერი ხდება.. აღარ გვიყვარს ერთმანეთი..-სასმლის ბოთლი აიღო და ჭიქა შეავსო..-ძმურად ამასაც დავლევ და წავალ რაა... მარტო მინდა ყოფნა.
-კაი დემნა რას გვიხსნი, თუ რამე შენს გვერდით ვარ!-ახლა საუბარში ნიკო ქავთარაძე ჩაერთო.. მალევე ნაცნობი ნომერი აკრიფა ტელეფონში სასუველი ტექსტით..
„საღოლ პატარავ.. დამჯერი გოგო ხარ! თუ კაცი მოგინდეს შენს გვერდით მიგულე.!“ გააგძავნა და ისევ ჯიბეში დაარუნდა..
ძლივს დამშვიდებული გონება და გული უცხო ნომრის შეტყობინება სულ უფრო აურია და ყველა გრძნობა რომელიც დიდი ძალისხმევით დაამშვიდა ახლა ატომური ბომბივით აუფეთქა. გამწარებულმა შეტყობინება წაიკითხა თუ არა საკუთარი თავი უკვე მერამდენეჯერ დაწყევლა..
-დეე, ეს რა გავაკეთე.. დედა დამეხმარე რაა! მიშველე გევედრები.. გადამატანინე ეს ჯოჯოხეთი, რომელიც საკუთარ თავს მოვუწყვე.. ხომ იცი რომ ეს მე არ მინდოდა.. ხომ იცი არა?! ვაიმე ალბათ როგორ გრცხვენიათ ჩემი.. ღმერთო ეს რა ჩავიდინე..-საუბრას მშვიდად იწყებდა ხოლმე საკუთარ თავთან და ნელ-ნელა უკვე გააზრებას რომ ამთავრებდა ტირილი უვარდებოდა.. გული ყელში ებჯინებოდა, ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. -ვაიმე დემნა ეს რა გაგიკეთე...-გახსნილ ბაგეებზე ორივე ხელი აიფარა და ყრუდ გაისმა მთელ სახლში ქალის სასოწარკვეთილი ყვირილი.. -ვაიმე... ვაიმეე დედააა.. -დახშულ ბგერები ესმოდა კარს უკან მდგომ დემნას და უარესად ტკიოდა, ორივეს მაგივრად ტკიოდა ეს ცოდვა.. გაბედულად დააკაკუნა და სახეზე უემოციო გამომეტყველა აიკრა.. დიდიხანი მოუწია ლოდინი კართან მაგრამ მაინც გაიღო..
-აქ რა გინდა?-მშვიდად თქვა.
-სალაპარაკო მაქვს.-გვერდი აუარა და მისაღებში სავარძელზე დაჯდა. -გუშინ საშინლად გაბრაზებული ვიყავი,და შენი მოკვლის სურვილი ვენებში მქონდა გამჯდარი.!- ბოროტულად სცრიდა თითოეულ სიტყვას კბილებში.!
-და ახლა აღარ გინდა ჩემი სიკვდილი?-ხელები გულზე დაიკრიფა.. ყოველთვის გამოდიოდა თავის მოკატუნება.! მის კითხვას კი კაცის ირონიული ჩაცინება მოჰყვა.. სახლში სიჩუმე სუფევდა, მხოლოდ ორი ადამიანის დამძიმებული სუნთქვა ისმოდა. კუთხეში მჯდარი რობაქიძე, ნელა აპარებდა მზერას ქმრისკენ და მონატრება უასმაგდებოდა. მისი დასევდიანებული თვალების დანახვაზე კი გული რმანდემიმე დარტყმას ტოვებდა.
-რა იყო ჩემი ყ*ე არ გაკმაყოფილებდა სხვისას რომ ეცი?-ასე არასდროს უსაუბრიათ.. ექვსი წლის მანძილზე ასე არასდროს ტკენია გული.. ორივეს ეს სასიცოცხლო ორგანო მთლიანად დაბზარული იყო და ოდნავ, შეუმჩნევლად ფეთქავდა.. -კიდევ კარგი შვილი არ გვყავს თორე მერე რა იქნებოდა წარმომიდგენია.. როგორ უნდა ეცხოვრა შენნაირი დედის გამო.! -უფლება არ აქვს.. ხმის ამოღების უფლება საკუთარ თავს მაშინ წაართვა როცა სხვის საწოლში სრულიად შიშველს გაეღვიძა..
-ჩემი შეურაწყოფისთვის მოხვედი? -კედელზე აკრულმა ხმადალა თქვა და ნერვიულად გაილოკა გამშრალი ტუჩები.
-არა..-ზიზღით ასწია ზედა ტუჩი მესხმა როგორც იცოდა ხოლმე.. -მაგის ღირსიც არ ხარ.! არავისთან წამოგცდეს რაც გააკეთე.! -ფეხზე წამოდგა და დასუსტებულ სხეულს მიუახოლვდა..-მე და შენ ერთმანეთი აღარ გვიყვარს და მაგიტომ დავშორდით.. არ გაბედო და არ თქვა სიმართლე.!-თვალების ბრიალით უქნევდა საჩვენებელ თითს გამაფრთხილებლად.-საერთოდ არ მინდა ბო*ის ყოფილი ქმარი მერქვვას.-სული ეწვობდა! არა..საკუთარი ტკივილის გამო კი არა.! დემნას რომ აიძულებდა ეს სიყვები ეთქვვა, მის გამო სტკიოდა სხეულის ყოველი ნაგლეჯი..
-მე და შენ რომ გავეყრებით.. -გაუჭირდა თქმა.-ერთმანეთის ცხოვრებასთან არანაირი კავშირი აღარ გვექნება.!-გაყინული მზერით უყურებდა მის წინ მოელვარე შავ სფეროებს და ცდილობდა არც გამოძრავებულიყო
-და შენ გგონია ჩვენი დაშორების მერე მშვიდად და ბედნიერად იცხოვებ?-სარკასტულად უყურებდა მასზე დაბალ რობაქიძეს დემნა და ლოყაზე დაგორებული ცრემლი ინსტიქტურად მოწმინდა.- გახსოვს რა გითხარი მე და შენ პირველად ერთად რომ გავიჩითეთ?-ცალი ხელით მიეყრდნო კედელს და მათ შორის მანძილი უფრო შეამცირა მესხმა.-არ გაგახარებ.! თუ სხვასთან მოგინდება წასვლა.! არ ეღირსები ბედნიერ დასასრულს ჩემს გარეშე.! პატარავ შენ კიდე ვერ ხვდები ვინ გადაიკიდე.!.-ქვედა ტუჩი კბილეს შორის მოიქცია და ბოროტულად გაიღიმაა.-როგორ გაბედე და როგორ მიღალატე.-არაადამიანური ხმა ამოუშვა და მოულოდნელობისგან ქალიც შეხტა.. -არ გაგახარებ რობაქიძე.. გირჩევნია კაბები დაიგრძელო, გულმ-კერდი დაიფარო და თავშლით დაიდფარო ეს ლამაზი თმა რომ კაცს შენთან მოახლოების სურვილი არ გაუჩნდეს.. თორემ..
-ნუ მემუქრები.! -ატირებულმა წამოიკვნესა.
-ნუ გემუქრები კი არა მადლობა თქვი რომ არ გკლავ.! და იცოდე..-საჩვენებელი თითი საფეთქელთან მიადო..-შეუშვი მაგ ტვინში რომ უჩემოდ ბედნიერი დასასრული არ გექნება.! -ვეღარ გაუძლო მის ასეთ გამყინავ ხმას და სახეზე ხელებ აფარებულმა ქვითინი დაიწყო.. გაცეცხლებული სახე ნელ-ნელა დაუმშვიდდა, მის წინ ათრთოლებული სხეულის დანახვაზე მოუნდას მოეხვია ხელები და ისევ ისე დაემშვიდებინა როგორც ადრე. მაგრამ ის ქალი ახლა მოღალატედ ქცეულა და საერთოდ არ იმსახურებდა კაცის სითოს.! მაგრამ.. მაინც ვერ გაუძლო რობაქიძის სასოწარკვეთილ კრუსუნს და შუბლზე მიაკრო ტუჩები..მონატრებისგან და სიამოვნებისგან ორივე სხეულს გააკანკალა, კიდევ ერთხელ შეისუნთქა ქალის მონატრებული სურნელი. ხელები ჩამოაწევინა დაბურცულ ბაგეებს მოწყურებული წაეტანა.. ვნებას აყოლილმა უცებ გაიაზრა, ცხადად წარმოიდგინა როგორ კოცნიდა ეს ბაგეები სხვა კაცის ტუჩეს, კანს და გულის რევის შეგრძნება მთელი ორგანიზმი მოიცვა.. გველნაკბენივით მოშორდა ელენეს..
-გული მერევა შენზე.! -ესღა უთხრა და უკანმოუხედავად დატოვა..
ის ღამე როგორ გადაიტანა ელენემ არ იცის, მის გვერდით დაგდებულ დანას რამდენჯერ წაავლო ხელი არც მე დამითვლია.. ბოლოს გაბედა.. ის ის იყო ბასრი პირი კანს უნდა შეხებოდა გონებაში ყველაფერი დატრიალდა და შორს მოისროლა ცივი იარაღი..
-რას ვაკეთებ.. უარესად ვიქცევი.. დამშვიდი ელენე, ვსოო მორჩა შენი ცხოვრება.! ახლა მხოლოდ სამუშაო თუ გიშველის. სასწრაფოდ რამე უნდა ვნახო..ამოისუნთქე.. წამოდექი და გააგრძელე ცხოვრება.! მუდამ ჩემთან იქნები.. მუდამ ერთად ვიქნებით ჩემს გულში ჩემო სიყვარულო.. ჩემო სასწაულო.! ჩემო ბედნიერებავ..! შენ რომც მაპატიო მე ვერ ვაპატიებ შენს გულის ტკენას.. რომ იცოდე როგორ მეზიზღბა საკუთრი ხორცი, რომ შემეძლოს კბილებით დავიგლეჯდი სათითაო მტკაველს.! არაუშავრს მაინც ბედნიერი ვარ.. ოდესღაც შემთვის ცემდა ეს გული, მაგრამ ახლა შენი მოგონებებით ვიქნები.. გავაგრძელებ ცხოვრებას სიცოცხლის ბოლომდე გავიყოლებ შენს სიყვარულს.!-ცრემლები მოიწმინდა და საწოლში შეწვა, ამდენი დღის მერე დამძიმებული ქუთუთოები მოადუნა და სიბნელეში ჩაიძრა.. დილით ყურებში ჩაძახილმა გააღვიძა.“გული მერევა შენზე“ დაფეთებული წამოხტა და რომ გაანალიზა რაც ხდებოდა გულაჩქარებულმა ისევ დააბრუნა ბალიშზე თავი.
-გული მერევა შენზეო.-მესხის სიტყვები გაიმეორე, მაგრამ ერთი ცრემლიც არ გადმოვარდნია, თითქოს მარაგი ამოწურა და გრძნობებიც სადღაც ამ მლაშე სითხესთან ერთად გაქრა..
კვირები გადიოდა, სასამართლო დარბაზში მოსაართლემ ბოლოჯერ გაიბრძოლა მაგრამ, წყვილმა ისევ მკაცრად განაცხადეს დაშორებაზე და ხელიც მოაწერეს დოკუმენტებს..სასამართლოს შენობიდან უკვე თავისუფალი ქალი გამოვიდა, თავაწეული მაგრამ გულში უმძიმესი დარდით! სანამ მანქანაში თავის კუთვნილ ადგილს დაიკავებდა მანამ მის უკან მდგარ კაცს გახედა, ცივი მზერა მიაპყრო მის შავ, სევდისფერ თვალებს და მანქაანაში ადგილი დაიკავა.
აწკრიალებულ ტელეფონს დაწვდა..
-გისმენთ.
-გამარჯობა, თბილისის აეროპორტიდან გიკავშირდებით.
-დიახ გისმენთ..
-თქვენი რეზიუმე განიხილეს და დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა, ხვალ დილით მობრძანდით და გაგესაუბრებათ უფროსი..
-მადლობა, აუცილებლად მოვალ.. ვინ ვიკითხო?
-ლაშა გოგიაშვილი, განყოფილების უფროსი მენეჯერი..
-კარგი მადლობა.. -ტელეფონი გათიშა და ამ თვის უბედნურებას ერთმა სიხარულმა ოდნავ დაუბრუნა ცხოვრების ფერი.. მეორე დილით გამოწყობილი იდგა აეროპორტის წინ და ნერვიული მიკაკუნებდა ტანის რხევით..
-აქ დაიცადეთ ახლავე გავაფრთხილებ ბატონ ლაშას.-შუა ხნის ქალბატონმა მიუგო.. -მობრძანდით. -კაბინეტის თეთრი კარები შეაღო .
-გამარჯობა ელენე...-მომღიმარი წამოდგა კაცი და ყოფილ სტუდენსტ ხელი გაუწოდა.
-ბატონო ლაშა, აქ თქვენ არ გელოდით.-გულწრფელად გაუხარდა მისი დანახვა..
-დაჯექი.-სავარძელზე მიუთითა.. -ხო თქვენი რეზიუმე რომ ვნახე მაშინვე მივიღე გადაწყვეტილება..
-ძალიან მიხარია იმედებს არ გაგიცრუებთ.-სასიამოვნოდ ისაუბრეს, მოვალეობები გააცნო გოგიაშვილმა..
-შენსკენ სიახლებიია როგორც ვატყობ.. -ღიმილით გახედა ელენეს და მზერა მის მარჯვენა ხელზე გადაიტა სადაც უკვე რამდენიმე კვირაა ოქროს რგოლი აღარ ეკეთა..
-დიახ ცვლილებებია..-უხერხულად შეიშმუშნა..ჯერ კიდე ლექციის პირველივე დღიდანნ გრძნობდა ლაშას ინტერეს მის მიმართ, ყოველთვის ეხმარებოდა და თხოვნეზეც უარს არასდროს ეუბნებოდა.. მთელი ჯგუფისთვის ნათელი იყო გოგიაშვილის დამოკიდეულება ლამაზი სტუდენტის მიმართ. ასე თავის მერხთან მჯდარი თვალმოუშორელად უყურებდა ქვიზის წერის დროს რობაქიძეს და მხოლოდ ეს რგოლი უშლიდა ხელს ქალის მოსახიბლად. ახლა კი გახარებული იყო მეორე შანსით.!
-მოკლედ ელენე, ხვალ ცხრა საათზე იწყება შენი სამუშაო დღე და რომ მოხვალ კაბინეტს მერე განახებ. ახლა მეჩქარება თათბირი იწყება.. -ფეხზე წამოდგა და გოგონა გააცილა. -თუ რამე დაგჭირდა..-ჯიბიდან პატარა ბარათი ამოიღო სადაც კუთვნილი საკონტაქტო ნომრები იყო მითითებული. -დამიკავშირდი ნებისმიერ დროს.!
-დიდი მადლობა, ბატონო ლაშა, დროებით.-თილად გაუღიმა და სახლისკენ გზას დაადგა.. ნანუკას ნომერი აკრიფა და შეხვვედრა დაუთქვა ქალიქს ცენტრში ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში..
-მუშაობა დავიწყე.-ახალ მოსულს ჩაეხუტა და ახალი ამბავი ახარა..
-ვაიმე ელეე რა მაგარია გილოცავ.
-აბა გამოიცანი ვინაა ჩემი უფროსი?-თვალე აცმციმებულმა კითხა..
-ნუ მამკითხავებ რა შენი ჭირიმე.
-უიმე კაი ხოო. ლაშა გოგიაშივილი.. ჩვენი ლექტორი..
-აი ის შენზე რომ ან**ევდა?
-ფუუ რა უზრდელი ხარ რაა. -ხელი აიქნია და ერთ-ერთ მაღაზიაში შევიდა.
-რა რამე ტყუილი ვთქვი?-გაკვირვეულმა აიჩეჩა მხრები და დაქალს უკან მიყვა.-რატომ არ აგიყვანდა, ახლა სულ ახლოს ეყოლები..
-ნანუკა კაი რა.! -არ სიამოვნებდა სხვა კაცზე ლაპარაკი.
-კაი ჰოო.. რას ვყიდულობთ?
-თეთრ პერანგებს, შავიც შეიძლება, კაბებს, ქვედაბოლოეს, შარვლებს და კლასიკურ ფეხსაცმელს..
-რა იყო შე ქალო, ჯექპოტი მოხსენი?-სიცილით დაუყვნენ სექციებს..-ისე დემნა არ გამოჩენილა?-შეაპარა კითხვა..
-არა..
-ელე მე ვერ გავწყვეტ დემნასთან ურთიერთობას, ხომ იცი ლუკაც მეგობროს და თან..
-რატომ მიხსნი? მე გთხოვე გაწყვიტე ურთიერთობათქო? ჩვენ უბრალოდ დავშორდით.. მტრები კი არ ვართ..-ახლაღა გაახსენდა კაცის მუქარა და შიშისგან გაკანკალა.. -შენ არ ინერვიულო..-გაუღიმა და რამდენიმე სამოსი შეიტანა გასახდელში.

(თავი 3)
საგრძნობლად შეეცვალა ხასიათი მესხს, ადრე მხიარული, მომღიმარი კაცი ახლა სრულიად შეიცვალა და პირქუში სახით დაიწყო მოძრაობა. სახლი რომელშიც ცოლთან ერთად ცხოვრობდა დაკეტა და დედასთან გადავიდა.. ერთ თვიანი შვებულება აიღო, ბევვრი თხოვნა არ დასჭირვებია რადგან საკმაოდ კარგი თანამშრომელი იყო დემნა და უფროსმაც მისი მდგომარეობა გაითვალისწინა. ისე ენატრებოდა ელენეს სიახლოვე, მისი უცნაური სიცილი ხითხითში რომ გადადიოდა.. ისე უნდოდა უკან წარსულში დაბრუნებულიყო და ის რამდენიმე დღე აეცილეინა.. თვალები დახუჭა, საზურგეს მიეყრდნო და ცხადად დაუდგა თვალწინ ქალის ლამაზი სხეული. მესხის შეხებისას სიამოვნებით რომ იკლაკნებოდა. ლამაზი სახე სადაც გამოსახული იყო მიღებული ნეტარება, ერთმანეთს დაშორებული მსხვილი ბაგეები.. შორიდან ჩაესმოდა ყურში რობაქიძის სიამოვნეის ბგერები.. მისი ნათქვამი „დემნა“.. თითები, თლილი თითები რომლებიც კაცის განიერ ბეჭებზე დაცოცავდნენ და ყოველ სიამოვნებას მასზე ასახავდნენ.. აბრჭყვიალებული თვალები და ნათქვამი „მიყვარხარ“.. სად გაქრა ეს ქალი?! ასე უცებ როგორ დაკარგა? იქნებ თვითონ დაუშვა შეცდომა?! უამრავი აზრი ეხეთქეოდა ტვინში და ბოლოს თავის უსაშველო ტკივილს იწვევდა.. გონებაში მკვეთრად ესმოდა „ სიყვარულს დრო წაიღებს.! დასრულდება და აღარ იარსებებს.! „
-დემნა ნიკო სად არის ხომ არ იცი?-ბარის ხმაურში გამოარკვია მეგორის ნათქვამმა.
-კანადაში წავიდა. აქ ვერ ნახა სამსახური და მის მეგობარს ჩააკითხა, ალბათ იქ დარჩება.-მხრების ჩეჩვით თქვა და კვლავ მზერა ჭიქას დაუბრუნა.
-როდემდე უნდა იყო ასე?-ლუკამ მხარზე ხელი დაჰკრა.
-არ ვიცი, ლუკა შენ ძმობას ვფიცავარ შეიძლება ჭკუიდან გადავიდე.. ძალიან მიჭირს.! -სევდიანად იღიმებოდა და წვერზე ხელი ჩამოისვა.
-და იქნებ დაილაპარაკოთ და..
-არა.. ჩვენ ერთად აღარასდროს ვიქნებით.!-მკაცრად გამოსცრა კბილებში..
-რაღაცას არ ამბობ ძმაო.-საუბარში ირაკლი ჩაერია.
-შევეშვათ რაა, თქმა რომ უნდოდეს იტყოდა.! -ლუკას სიტყვებმა შვებით ამოასუნთქა. ბევრი დალია, რასაც ქვია დარდი სასმელში ჩაიხშო. მალევე საპირფარეშოში აღმოჩნდა შავგრემან ქალთან ერთად.. უხეშად ექცეოდა მის წინ გადაკუზულ ქალს.თითქოს რობაქიძის ჯავრს მასზე იყრიდა..
-მხეცი ხარ.. ავადმყოფი.-ხელის კვრით გასწია მის წინ მდგარი დემნა და კაბის სწორებით გავიდა.. უგონოდ მთვრალი მიიყვანეს მეგობრებმა სახლში.
-გამარჯობათ ეკა დეიდა.-ლუკა შეშინებულ ქალს მიესალმა.
-ღმერთო საერთოდ აღარ გავს ჩემს დემნას.. მოდით ბავშვებო აქ დააწვინეთ..
-ხომ არ დაგეხმაროთ გახდაში? -კარებთან მდგარმა ერეკლემ თქვა.
-არა ბიჭებო მადლობა, მე თვითონ მივხედავ. გაიხარეთ ასე უპატრონოდ რომ არ დამიტოვეთ..-დაემშვიდობა კაცებს და შვილის ოთახში დაბრუნდა.. -ნეტა რა დაგმართა იმ ქალმა ასეთი შვილო.-თავისთვის ჩურჩულედა და ფეხსაცმელს ხდიდა უგონოდ მწოლიარე კაცს.
-ელენე..-ერთი ამოიხრიალა და ისევ გაითიშა.. გვერდი იცვალა. აზრი არ ჰქონდა ვერ გახდიდა სამოს ამიტომ თხელი საბანი გადაფარა და ოთახი დატოვა..
კარებში იდგა და უყურებდა მის ცოლს როგორ უკოცნიდა ვიღაც კაცი მკერდს და უცხოს მკლავებში სიამოვნებისგან როგორ იკლაკნებოდა ქალი.. ეძახდა ევედრებოდა მესხი ,“ ხელი გაუშვი“ო მაგრამ არცერთს არ ესმოდა. ისევ აგრძელედნენ ფერებას. ქალი ბოროტი უმზერდა და სათითაოდ უკოცნიდა სხეულის ნაწილებს მის წინ არსებულ მამაკაცს, სიამოვნებდა მესხის მტანჯველი მზერა, თვალებში მიჩერებოდა და წამითაც არ აძლევდა გახედვის საშუალეას. იბრძოდა მაგრამ ადგილიდან ვერ ტოკდებოდა კოშმარში დაბმული დემნა.. ორგაზმამდეც რომ მივიდა მაშინაც ჩახედა ქმრის თვალებს და ბოროტულად ხმამაღლა გაიცინა, დაეწაფა პარტნოორს ტუჩეზე..
დაფეთებული წამოხტა საწოლზე და ხელებში ჩარგო თავი..
-ამიდ დედა შე**ცი.. -დაიღრიალა და აკანკალებული ხელით სახე მოსრიდა.. გონებაში კარგად გაუჯდა სიზმარი და ყოველ მომენტზე ღრმად ესობოდა ისრები გულში..
-დე როგორ ხარ?-თავი შემოყო ქალმა ოთახში.
-კარგად.-ცივად უთხრა და სააბაზანოში შეიკეტა. ცხელი დუშის ქვეშ იდგა დემნა და გადაჯვარედინებული ხელებით იყო მიყრდნობილი ცივ კაფელს,ხელებზე შუბლი მიედო და თვალები დაეხუჭა..

-ცხოვრებაზე ხელი რომ მქონდა ჩაქნეული, სწორედ მაშინ გამოჩნდი. და ჩამისახე იმედი, იმედი იმისა რომ ერთ თბილ მზერას, გრძნობით კოცნას და ჩახუტებას ყველაფრის გადასხვაფერება შეუძლია.მე კიდე დაგკარგე..-ბოლოს ტკივილნარევი სიტყვები ამოაყოლა და სარკეშ საკუთარი თავი შეათვალიერა.
დილით ადრე გავიდა სახლიდან რადგანაც ჯერ ხელფასი არ ჰქონდა თავს ვერ მისცემდა იმის უფლებას რომ ტაქსით წასულიყო.. ავტობუსში თავისუფალი ადგილი დაიკავა და ყურსასმენებში მშვიდი სიმღერა ჩართო. მთლიანად ჩაიძირა მოგონებეში და დეტალურად ამოქექა ისინი გონებიდან.. ცხრა საათზე უკვე გოგიაშვილის კაბინეტთან..
-დილამშვიდობის ელენე, გამომყევი..-საბუთებით დატვირთული წინ გაუძღვა ქალს და საკუთარი კაბინეტი აჩვენა.-მოკლედ აქ იქნება შენი სამუშაო ადგილი. შესვენება სამიდან ხუთის ნახევრამდენა ამიტომ შეგიძლია დაბლა არსებულ კაფეტერიაში წაიხემსო.. ყველაფერი უფასოა, მხოლოდ ეს კარტა იქონიე თან. -პატარა პლასტიკური ბარათი გაუწოდა.. თბილად უღიმოდა ლაშა გახარებულ ქალს და თვითონაც სახე ებადრეოდა.-მოკლედ მე დაგტოვებ და აბა შენ იცი თუ რამე კითხვა გაგიჩნდეს ჩემი კაბინეტი იცი სადაც არის.-გაუღმა საბუთები მაგიდაზე დაუწყო.
-დიდი მადლობა ატონო ლაშა. -ოთახში მარტო დარჩენილმა მოაწესრიგა მაგიდა, ნივთები ლამაზად დააწყო და საქმეს შეუდგა.. საღამოს კაბინეტის კარები გამოიკეტა და გასასვლელისკენ დაიძრა..
-სახლში მიდიხარ?-უკნიდან უფროსის ხმა მოესმა.
-არა, საერთოდ არ მინდა სახლში წასვლა.-სევდიანად გაუღიმა.
-მე გაგიყვან სადაც მეტყვი იქ.-გაჩერდა ჯერ ტაბლოს ახედა 30 წუთი ეწერა ავტობუსის გამოჩენამდე, იმისდა გამო რომ საშინლად არ უნდოდა აქ დაყუდება დათანხმდა და ორივე ერთად გაეშურა ავტოსადგომისკენ.
-აბა სად დაგტოვო?-უკვე კახეთის გზატკეცილზე იყვნენ.. საუბარი ნანუკას ზარმა გააწყვეინა.
-ჰო ..
-ელე პირდაპირ ჩემთან მოდი რა..
-რატომ?
-მეგობრები ვიკრიბებით.
-ჩემი ყოფნა აუცილებელია..
-იმის გამო თუ არ აპირებ მოსვლას საშინლად მაწყენინებ..
-კაი ჰო. ნუ იბუტები, მოვალ..-გაეღიმა და ტელეფონი გათიშა. მეგობრის მისამართი უკარნახა.
-რაღაც მოწყენილი ხარ..
-ხო არ მინდა იქ წასვლა მაგრამ ეწყინება ნანუკას. -სივრცეს გახედა..
-ალბათ იმიტომ რომ არასასიამოვნო პიროვნება დაგხვდეა იქ.-თავისთვის მაგრამ ქალის გასაგონრადაც ჩაილაპარაკა. აღარ ამოუღია ელენეს ხმა. მეგორის სახლთან მივიდნენ.
-დიდი მადლობა ბატონო ლაშა.. ხვალამდე.-თბილად გაუღიმა და მანაქან დატოვა. კარებზე დააკაკუნა..
-რო არ მოსულიყავი არ ვიცი რას გიზამდი..-გადაეხვია ავალიანი და სახლში შეატარა. ყველას მიესალმა დაძაბულობა იგრძნოოდა სახლში.. კარგად ხვდეოდა რისგანაც იყო გამოწვეული ეს გარემო. აივანზე ნაცნობი სილუეტი დალანდა და ვითომც არაფერი ისე აიღო სასმლის ჭიქა. მხიარულად ესაუბრებოდა ყველას ახალი სამსახურის შესახებ და მაშინვე გაჩუმდა როგორც კი აივნიდან შემოსული დემნა და მათი ერთი მეგობარი დაინახა..ერთმანეთს ხმადაბლა მიესალმნენ და კვლავ საუბარი განაგრძეს. ამ წყვილის სიმხურვალე ყველას მოსდებოდა და საბოლოო ჯამში ერთი დიდი ცეცხლი გიზგიზებდა სახლში.. სამზარეულოში გასული ელენა დახლს დაეყრდნო და ისე ელოდა წყლის ადუღებას.
-მე შენ რა გაგაფრთხილე? -უკნიდან ცივი და მკაცრი ხმა მოესმა, ნელა შებრუნდა კაცისკენ და მკაცრი მზერა ესროლა.
-შენი არც-ერთი გაფრთხილება არ მაინტერესებს, მე საკუთარი ცხოვრება მაქვს სადაც შენ საერთოდ აღარ ხარ და ამიტომ არანაირი უფლება გაქვს რამე მაფრთხილო და მით უმეტეს დამემუქრო.-მკაცრ მზერით გახედა ყოფილ ქმარს და კარადიდან ჭიქები გამოიღო. მაჯაში ძლიერად სწვდა დემნა და ისევ მისკენ მოაბრუნა.
-შენ საერთოდ ვერ ხვდები რა ხდება ხო მაგ ქათმის ტვინით..! -როგორ ვერ იტანდა ასეთ საუბრებს..
-ხელი გამიშვი და მეორედ არ შემეხო.! -კბილებში გამოსცრა რობაქიძემ მაგრამ ყველამ ვიცით ახლა მხოლოდ მისი შეხება რომ უნდოდა ყველაზე მეტად.
-რა იყო ისეთს რას გიშვება შენი საყვარელი უკვე ჩემი შეხება რომ აღარ გსიამოვნებს?-ირონულად გაიღიმა და სამზარეულოს კარები მიკეტა.
-საერთოდ არ ვარ ვალდებული რამეზე გელაპარაკო.. შემეშვი და დამანებე თავი.!
-ადრე ასეთი არ იყავი.! იმენა მთლიანად გამოგცვალა იმ ჩემი*ამ. ვინაა მითხარი.! -აქ შიშისგან აკანკალდა რობაქიძე.
-შენი საქმე არაა.! ადამიანი არ ხარ? დამანებე რა თავი და მიხედე შენს საქმეს.!
-ადამინი?-გულწრფელად გაიცინა..-და შენი აზრით მე ვგავარ ახლა ადამიანს? სადღამაქვს ადამიანობა შერჩენილი, მთლიანად რომ დაკუწე და გაანადგურე ჩემი ღირსება.. და იმის მერე გგონა რომ მე ადამიანი ვარ..-მხრებში ჩააფრინდა. გაცეცხლებულ თვალებს რობაქიძის ჩამუქეულ და შეშინებულ თვალებს არ აშორებდა. -ელენე... ელენეე... რომ გაგიცანი ერთი თავზე ხელ აღებული ბიჭი ვიყავი.. შენს გამო გავაგრძელე სწავლა, მხოლოდ შენს გამო.. იმის გამო რომ ჩემს ცოლს არაფერი მოჰკლებოდა და ეამაყა ჩემით.. ხვდები მაინც რა დამმართე? -ტუჩები გასავსავა..-არა არამგონია ხვდებოდა, შენ ხომ საერთოდ გკიდია ყველაფერი საკუთარი ვა*ინის გარდა..! იცოდე გაითვალისწინე ჩემი გაფრთხილება და ასე ნუ დადიხარ.-ქალს პერანგზე დახედა საიდანაც ლამაზად მოუჩანდა მკერდი.. ნერწყვი მძიმედ გადაუშვა მესხმა სასულეში და ხელი გაუშვა.. -ნუ მიწვევ.! არ მინდა რამე დაგიშავო.! ხომ იცი არ გამიჭირდება მაგრამ მაინც არ მემეტები „ბო*ის“ სტატუსისთვის.-ირონიული მზერა მოავლო და თავისთვის მშვიდად გაიმზადა ყავა.. თვალი ჩაუკრა გაქვავეულ რობაქიძეს
-შენ სულ ასე უნდა მექცეოდე?-გულწრფელად იკიხა აკანკალეული ნიკაპით.
-და რატომ გგონია რომ ამაზე მეტს იმსახურებ? მე არ მიღალატია მგონი შენთვის ხო? ხოდა რაც დათესე ახლა ნება იბოძე და მოიმკე.!- მისაღებში დაბრუნდა. სიკვდილის ფასად უჯდებოდა ეს საუბარი ქალთან. ყველაზე მეტად ასეთი დემნა ეზიზღებოდა, დემნა რომელიც საყვარელ ქალს უხეშად ესაუბრებოდა. შეურაწყოფას აყენებდა მიუხედავად იმისა რომ საერთოდ არ ემეტეოდა ელენე ამ სიტყვეისთვის. მაგრამ ყველაზე კარგი ნიღაი იყო ტკივილის დასაფარად.!
(თავი 4)
-ღმერთთო ურჩხულად ვაქციე..-გაპარული ხმით თქვა და ჭიქით ხელში დაბრუნდა მეგობრებთან.მშვიდად დაჯდა ნანუკას გვერდით და ცხელ ჭიქას მოხვია თითები. ურცხვად უყურებდა ყოფილ ქმარს და საერთოდ არ ანაღვლებდა მათ გარშემო არსებული უხერხული გარემო.. დაჟინებულ მზერას გრძნობდა დემნა და საკუთარ თავთან გაჩახებულ ბრძოლაში მაინც იმარჯვებდა და ზედაც არ უყურებდა ყოფილ ცოლს. ერთი პერიოდი ითმინა, ბოლოს უკვე მოთმინება დაკარგულმა ბოდიში მოიხადა და სახლი სასწრაფო ვთარებით დატოვა
ელენე რობაქიძე ცხოვრებას აგრძელდა და უკვე დიდი ხნის გაუჩინარებულ ქამრს მაინც ჰყვარობდა. გულში ინახავდა მოგონებებდ და მისი დახმარებით ცცხოვრობდა. სამაგიეროდ გარემოს ეტყობოდა მესხის ზეგავლენა. ქალის გარშემო გამოჩენილი უცნობი მამაკაცები ისევე უკვალოდ ქრებოდნენ როგროც ჩნდებოდნენ.
შუადღიასით შესვენებაზე გამოსული რობაქიძე კაფეტერიაში იჯდა ყავას მიირთმევდა და ერთ წერტილს მიშტერეოდა.. გონებით მთლიანად ჩაიძირა წარსულში და სახეზეც რამდენიმეჯერ მხიარულად გადაურბინა ღიმილმა..
(რამდენიმე წლით ადრე.)
საწოლზე შიშველი იწვა მიმზიდველი სხეული და თეთრი საბანი ფარავდა მხოლოდ საჯდომს, მკვეთრად უჩანდა ლამაზი, შევსებული მკერდი.. მხარბეჭიანი კაცი იქვე საწოლთან იდგა და ფორმის პერანგს იცვამდა, მომღიმარი სახით დაჰყურებდა მძინარე ცოლს და სიამოვნეის ზენიტში ადიოდა. სახელოს ღილეს იკრავდა ქალმა ოდნავ რომ გაახილა თვალი და სხეულის დაეჭიმა..
-მიდიხარ უკვე დემე?-თვალები მოიფშვნიტა..
-ახლა უკვე გამიჭირდება..-ცალი მუხლით დაეყრდნო საწოლს და ჯერ ქალის რილ ბაგეეებს წაეტანა და შემდეგ მოშიშვლებულ მკერდზე ენა აასრიალა.. -ღმერთო რა ლამაზი ქალი მყავს.-თავისით ჩაილაპარაკა მესხმა ფეხებით დაქაჩა ცოლი მისკენ.. -ასე ვერ წავალ ჩემო ქალო..-სიცილით დახედა თვალებ გაბრწყნებულს დ საჯდომზ ორივე ტორი ძლიერად ჩასჭიდა, მუხლებზე გადმოისვა..ვნება მორეული სუსტი სხეული ძიერად აეკრო განიერ გულ მკერდს და თავი უკან გადააგდო, კაცს უკეთ რომ შეძლებოდა ჯერ ყელის და შემდეგ ლავიწების დაგემოვნება.. მალევე გაისმა ოთახში სასიამოვნო ჰანგები..
ფიქრებიდან ნაცნობმა სილუეტმა გამოერკვია..
-ღმერთო როგორ უხდება ფორმა..-განაბული სახე მაშინ დაეძაბა მისი ყოფილი ქმრის ხელი რომ მოეხვია უცხო სხეულს.. წამებში წამოფრინდა და ქორივით დაატყდა თავს წყვილს.
-დემნა..-მკაცრი და შეუვალი იყო რობაქიძის ხმა.. „ნეტა რა უფლებით ვერევი?! არა ჩემია ეს კაცი.!“ გონებამ გაიმარჯვა..
-ელენე აქ რა გინდა.-ქუდი მოიხსნა და მისი მკლავიც მოაშორა ქალს.
-ვმუშაობ შენგან განსხვავებით.!-წაისისინა და გოგონას მოავლო თვალი.. მესხ ირონიულად გაიცინა..
-ნინი წავიდეთ.-არ მიაქცია „ცოლის“გამოხტომას.. მომხიბლელად გაუღიმა მის თანმხლებს,წინ გაუშვა და ქალს მოურუნდა.-მეორედ ესე არ იქაჯო.! დაიმახსოვრე ყველანაირი უფლება დაკარგე.!-მკაცრად გამოსცრა კბილებში და აეროპორტის ტერიტორია დატოვა.
-ფუ რა იდიოტი ხარ ელენე..-უხერხულად მოავლო თვალი შენობას და კაბინეტში ავიდა კაკუნით..
სახლში მისულმა წყალი გადაივლო გრძელი კაპიუშონიანი მაისური ჩაიცვა და მუსიკის ფონზე გადახედა დოკუმეტებით სავსე მაგიდას.. ჩაის ფინჯანი დაიდგა და საქმეში გადაეშვა..
-უშენოდ მგონი მოვკვდები..-გაუაზრებლად წამოილაპარაკა და ხელები შუბლზე მიიდო.. -მოდი აზრზე და იმუშავე ახლა.-გაურაზდა საკუთარ თავს და ფურცლები გადაფურცლა.. მომენტალურად აუტყდა ტირილი.. რა ქნას ენატრება ქმარი.!
როგორც იქნა დააყენეს საშველი ავალიანმა და ლუკამ. მშვენიერ საღამოს წეულება მოაწყეს და ნიშნობაც გამოაცხადეს.. ბედნიერი იდგა მის გვერდით ელენე რობაქიძე სასმლით ხელში და გულმოდგინედ უსმენდა აღფრთოვანებულ მეგობარს.. ლამაზი ტანზე მომდგარი კაბა ეცვა მუხლს კარგად სცდებოდა, ლამაზი დეკოლტით და უკანა ჭრილით. სპილოსძვლის ფერი ნაჭერი მთლიანად იყო დაფარული თვლებით. თმა მაღლა აეწია და კოსად შეეკრა, სახეზე ნაზი მაკიაჯი ჰქონდა გაკეთებული, არც წითელი ტუჩსაცხით ქონდა დაფარული ბაგეები. იქვე შეორიახლოს იდგა დემნა მესხიც და შეპარვით უთვალიერებდა სხეულს ქალს..
-ლამაზია ხო?-უცხო მამაკაცი ედგა გვერდით და ორივეს მზერა ერთ პიროვნებას ეკუთვნოდა.
-რა?-ყბები დაეჭიმა კბილები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა და ხელი მომუშტა.
-გიგი წამო გავიდეთ..-სიტუაციას მიხვდა ლუკა და ნაცნობი დემნას მოაშორა.
ისევ თვალებით დაუწყო ელენეს ძებნა მაგრამ ქალის სხეული ვერსად დალანდა. ჭიქა იქვე მაგიდაზე დადო და საპირფარეშოსკენ გაემართა.. შორიდან მოჰკრა თვალი როგორ შევიდა.. კარეთან რამდენიმე ხანი იდგა.. საკეტის ხმაზე სახელური თვითონ ჩამოსწია და ქალის დაუკითხავად შევიდა..
-რა გინდა დემნა? -გაკვირვებუ თვალეს მესხის სახეზე დაცოცედა..
-რა მინდა??-დანეულობა ეტობოდა.. -აი ამ კანს სხვა ეხეოდა.! ჩემეული სურნელი აღარ ასდის.! -ლავიწის ჩაღრმავებაზე ხელის ზურგი გადაატარა.-აი ეს ტუჩები მხოლოდ მე უნდა მეკუთვნოდეს, მაგრამ ისიც წაბილწე...-ხმა გაუმკაცრდა, თითებით შეეხო აკანკალებულ ბაგეეს.-როგორი ბინძური ხარ.! მაგრამ ამ ტვინიდან ვერ გშლი. ამის დედაც.. არ შემიძლია ჩემს ძალებს აღემატება..
-შეგიძლია ჩემს სხეულს რაც გინდა ის დამართო.. იმსახურეს რადგან შენ მხოლოდ სხეულმა გიღალატა.! -ცრემლები ჩამოუგორდა.-მაგრამ ჩემ სულს არ შეეხო.! -ორივე ხელი გულ-მკერდზე მიადო და გაწევა სცადა, დაბრკოლებაზე სხეული უფრო დაეჭიმა.დემნამ მზერა ტუჩებზე დაასო და მალევე დაეწაფა ბაგეებს.სასიამოვნოდ დაუარა ტალღამ ქალს სხეულში და ერთიანად მოდუნდა.. გათამამდა და ხელები კაცის კეფაზე შემოაწყო. მთელი გრძნობით , მონატრებით უკოცნიდნენ ერთმანეთს ტუჩებს..ნელა მოშორდა მესხი ბაგეებს და შუბლზე შუბლით მიეყრდნო.
-სახლში წადი..-ჩახლეჩილი ხმით თქვა და გრილი სურნელი ტუჩეზე დაეფრქვია რობაქიძეს. ფრთხილად გამოეცალა კაცს და გარეთ აფორიაქებული გავიდა.. რატომღაც ეგონა, სახლში მიაკითხავდა..
-ნანუკა, მე წავალ რა ჩემო პატარაა.-მეგობარს მიუახლოვდა.
-აუ ელე რატომ? იმან გითხრა რამე?
-არაა. უბრალოდ ძაან დავიღალე დაა.. მოკლედ ამ დღეებში წავიდეთ სადმე..-გადაეხვია, ლუკასაც დაემშვიდოა და ტაქსით სახლში მივიდა.. მოაწესრიგა და გამოუცვლელად ჩამოჯდა სავარძელზე.. ერთი საათი ისე გავიდა ვერ მიხვდა, მერე მოჰყვა ორი, სამი და ბოლოს აცრემლებულმა გაიხადა კაბა და საწოლში ემბრიონის ფორმა მიიღ.. როგორ ეგონა დღეს მაინც შეიგრძნობდა კაცის ალერს, საყვარელი კაცის ალერს.. ბალიშში ჩარგო სახე და ბოლო ხმაზე , სასოწარკვეთი აქვითინდა.. მეორე დილით მოწესრიგდა, შავი ტანზე მომდგარი შარვალი ჩაიცვა მაღლებზე შედგა და თეთრი პერანგი გულმოდგინედ შეიკრა, ვალი შეავლო საკუთარ ანარეკლს.. ცხოვრებაში არ ცმია ასეთი დახურული და ახლა მითუმეტეს არ ცაიცვაბს, ბოლო ორი ღილი შეხსნა და მკერდზე გადაიღეღა.. ჩანთს დაწვდა და გარეთ გავიდა.. ერთ საათში უკვე შენობასთან იდგა..
-ელე, დილამშვიდობისა.-უკნიდან გოგიაშვილი მიუახლოვდა.
-დილამშვიდობისა ლაშა.-გადაკოცნა. არასასიამოვნოდ გაცრა როცა მის გამოყვანილ წელზე კაცის ხელი იგრძნო.. შენობაში ერთად შევიდნენ..
-დაღლილი სახე გაქვს.
-ხო გუშინ ჩემი მეგობრის ნიშნობა იყო და გვიანობამდე მომიწია იქ ყოფნა.-გაუღიმა და მის ნაბიჯებს მიჰვა კაკუნით. მისი სახელი შორიდან გაიგო მაგრამ კარგად გაარჩია კაცის ხმაში საშინელი სიბრაზე და ნელა შებრუნდა.. -ლაშა მე ცოტახანში ამოვალ.-გოგიაშვილმა ჯერ ქალს დახედა, მერე მათკენ მომავალ კაცს, ნიკაპზე დაჰკრა თითები და ღიმლით უთხრა თუ რამე დასჭირდეოდა მისთვის დაეძახა..
-არ მჯერა როგორც იქნა საწადელს მიაღწია არა შენმა ლექქტორმა?-თავით უკვე მოშორებით მყოფ კაცზე ანიშნა.
-ეს შენ ნამდვილად არ გეხება, ძალიან გთხოვ ქაჯივით ნუ იქცევი.!-მკაცრი იყო რობაქიძის ხმა.. გაეცინა მესხს..
-ალბათ გუშინელზე ხარ გაბრაზეული,არაუშავრს...
-დიდი ხანია შენი კოცნა აღარ მაღელვებს..-უსირცხვილოდ იცრუა..
-შენ..-მკერდზე საჩვენებელი თითი დაჰკრა.-შენ მუდამ ჩემი იქნები.! ვერავინ ვერ შეგეხება, ამის მერე არავის მივცემ უფლებას შეგეხოს.! შენამდე არავის მოვუშვებ, მაგრამ იცოდე არც ჩემი იქნები.!- ყელზე ოდნავ მოუჭირა ხელი.-იმ შენს ლექტორს გადაეცი მეორედ ხელს მოგკიდებს და დავამტვრევ.-კბილებში გამოსცრა, ქუდი დაიხურა და ექსკალატორს აუყვა.!
(თავი 5)
მთელი შაბათი დღე სახლში გაატარა, გემრიელი წვნიანი მოამზადა და შუადღისით მიირთვა, საღამოს მისი საყვარელი ფილმი ჩართო და კიდევ ერთხელ დაღვარა ცრემლები დასასრულის დროს.!!რამდენი ხანი იჯდა გაუნძრევლად არ იცის, ბოლოს გამოერკვია. მუხლებზე დავარდნილ უსულო ხელებს დააჩერდა..
-ამ თითებს როგორ ვეღარ ვგუობ ბეჭდის გარეშე.!-სევდიანად გაიღიმა.-როგორი ცარიელია ჩემი სული, თითქოს გავქრი ამ სამყაროდან.. ავორთქლდი.. უმისამართოდ დავებოტები სხვა განზომილებაში..-არათითს იწვალებდა კარეზე გაბმული ზარის ხმა რომ გაიგო. ფრატუნით მივიდა საკეტი გადაატრიალა..
-არ არსებობს.-სიხარულისგან წამოიყვირა და მის წინ შავგრემან გოგოს ძლიერად მოხვია ხელები..-ქეთო.. ჩემი ქეთო ჩამოვიდა.!-ბედნიერებისგან გაუნათდა თვალები და სახეც დაუკოცნა მონატრებულ „მულს“..
-ელე როგორ მომენატრე.. ჩემი გოგოო.-ერთმანეთს არ უშვებდნენ ხელს.
-მოდი შემოდი.. -კარები მიხურა და ღიმილით გახედა უმცროს მესხს.. -ასე ჩუმად რატომ ჩამოიპარე? -უსაყვედურა და სავარზელზე მის გვერდით მოკალათდა..
-სპონტანურად გადავწყვიტე ჩამოსვლა..
-გემრიელი წვნიანი მაქვს..
-არა ელე ეკამ დამანაყრაა.-მძიმედ ამოისუნთქა და მუცელზე ხელი დაიდო..
-ჰოო. მომენატრა ეკას საჭმელი..-გაეცინა რობაქიძეს.
-ელენე, ჩემი ძმა გაგიჟდა ხო?
-ყავას დალევ?-კითხვა დააიგნორა და სამზარეულოსკენ გავიდა.
-კი დავლევ.. ისევ ისეთი მიყვარს შენ რომ მიკეთე ხოლმე. -კარებს გვერდით მიეყრდნო მესხი.
-აბა მომიყევი როგორია იაპონია..
-ელენე ახლა აქ ჩემზე სალაპარაკოდ რომ არ მოვსულვარ ხომ იცი.!
-ვიცი და ვცდილობ თავი ავარიდო საუბარს თორე შენთან ყველაფერს დავფქვავ და შენც დაგკარგავ..-არც კი შემობრუნებულა ისე ჩაილაპარაკა.. გოგომ მისკენ შემოაბრუნა აღელვებული რობაქიძე..
-რა ხდება ელენე თქვენს თავს.?
-ყველაზე საშინელ კოშმარში ვარ ქეთო.. საკუთარ თავს ჯოჯოხეთი მოვუწყვე.. -გაჩუმდა..-ჩემი ფსიქოლოგი აშკარად მაკლდაა.-გაეცინა და პატარა ქეთოს გადაეხვია.
-მოდი დავსხდეთ და ვილაპარაკოთ.. ხომ იცი უნდა მენდო..
-ქეთო ისეთ რამ გავკეთე.. მოკლედ ნანუკას საქმროს დაბადებისდღეზე ვიყავი, ხომ იცი ლუკა?-ქეთომ მხოლოდ თავი დაუქნია.- იმ დილით დემნას რეისი ჰქონდა ჩინეთის.. არ დამილევია ბევრი სულ რაღაც სამი ჭიქა შამპანიური.. ხომ იცი სასმელი არ მოქმედებს ჩემზე.. ბოლოს მახსოვს ნიკას მანქანით სახლში უნდა წავსულიყავი..-ტკივილისგან გული შეეკუმშა და რამდენიმე გულისცემაც გამოტოვა.. -დილით კიდე...-ცრემლებმა საუბრის საშუალება არ მისცეს.. -დილით კიდეე იმასთან გავიღვიძე..ღმერთოო..-ხმამაღლა აუტყდა ტირილი.. ხელებში თავი ჩარგო.. გაოგნებული იჯდა მესხი და ყურებს არ უჯერებდა..
-ვაიმე ელენე..
- ისეთი საშინელებები მელაპარაკა. ისეთები.. მიკვირს იქიდან ცოცხალმა როგორ გამოვაღწიე.. მეჩხუბე არრ მეწყინება.. ქეთო ხმა ამოიღე რა.! -სასოწარკვეთლმა გახედა მეგობარს..
-დემნამ იცის?
-მხოლოდ ის რომ ვუღალატე..
-ნიკაზე არ უთხარი?
-ვერ ვუთხარი.. მეშინია, მისი რეაქციის მეშინია.! მე სასიკვდილოდ ვერ გამიმეტებს მას კი დაუფიქრებლად მოკლავს.! არ მინდა ჩემს გამო ცხოვრება და კარიერა დაინგრიოს. ხომ იცი ერთი პრობლემა პოლიციასთან და ყველაფერი დაენგრევა.. მირჩევნია ის იცოდეს რომ ჩემი ნებით გავაკეთე ეს.. -ხმა ჩაუწყდა.. -გეფიცეი ქეთო.. მშობლების სულს ვფიცავარ, მე ეს არ მინდოდა..-ყელზე ძარღვები ეტყობოდა და სახეზე უდიდესი ტკივილი.. -მე ამმას არ გავაკეთებდი.. მე ვერ გავაკეთებდი ამას.. მე სიცოცხლეზე მეტად მიყავრს დემნა.. მმიყვარს გესმის?? -მუხლებზე დაადო თავი.. ტირილისგან მთელი სხეული უკანკალებდა.. -რა რთულია.. ღმერთო რომ იცოდე რა რთულია მის გარეშე ერთი წუთიც კი..
-კაი დამშვიდდი ელე.-თავზე ხელი გადაუსვა რობაქიძეს. -, მაგის გაკეთებული იქნება ეს ყველაფერი.. -დაიხარა და აცახცახეულ სხეულს მოეხვია. -რა გინდოდა მაგის მანქანაში? -ჰაერი აღარ ყოფნიდა რობაქიძეს, გულამოსკვნილი ტიროდა და სათქმელს ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამბობდა..
-ცუდად ვგრძნობდი თავს.. და მითხრა სახლში წაგიყვანო.. მეგობარია მისი.. სულ ჩვენთან იყო.. რას წარმოვიდგენდი..
-კაი ვსო, დამშვიდდი.. ამოისუნთქე თორე გაიგუდები ესე.. ელენეე.-ჩაბჟირეულ ქალს სახეში ოდნავ გაარტყა..-ნუ მაშინებ ელენე.. ამოისუნთქე.. აი ასე. კაი გოგო ხარ. ვსო მე შენთან ვარ..-გულში ჩაიკრა ქალი.. -არსად აღარ მივდივარ, აქ ვიქნები შენთან.. ჩემი გოგო..
-შენზე გული მერევაოო.. ქეთო გესმის?!-ქმრის ასლს ახედა..-ჩემზეე..
-ვსო გაჩუმდი ახლა და დამშვიდდი რაა. ასე გულს დაავადებ..
-ნეტა მოვკვდე.!
-ნუ სულელო. ! ჩემმი ძმა არაფერს არ ამბობს შენზე.. სახლში აკრძალულუა შენი სახელის ხსენება.. მაგრამ ეტყობა ისიც განიცდის.!
-დაეხმარე რაა. დაეხმარე რომ სხვა შეიყვაროს და ბედნიერი იყოს. გთხოვ ქეთო.. უფრო გამაბედნიერებს..
-გაპატიებს ელენე.
-არ მაპატიეს, ღალატს არ პატიობენ. ვერ გადაახტება საკუთარ თავს..
-ჩემ ძლას ძალიან კარგად ვიცნობ..
-შენი ძმის თვალები რომ გენახა როცა ეს ამბავი ვუთხარი ასე აღარ იტყოდი.. -სახე მოიმშრალა და სამზარეულოში დაბრუნდა. მიუხედავად იმისა რომ სამი წლით უმცროსი იყო ელენაზე, ყოველთვის ახერხებდა მის დამშვიდებას.. სულიერად ინკურნებოდა უმცროს მესხთან საუბრის შემდეგ რობაქიძე. საკმაოდ წარმატებული გახლდათ უმც, 22 წლის ასაკში უკვე შეძლო და იაპონიის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ფსიქოლოგიას სწავლობდა, ალბათ ამიტომაც უადვილდებოდა აღელვებული რობაქიძის დამშვიდება.! მოწყენილი და სევდიანი საუბარი მხიარულმა შეცვალა.. დიდი ხანი დაჰქო ქეთომ „რძლის“ სახლში და ბოლოს წამსვლამდე დააიმედა და მარტო დატოვა.. კარები საგულდაგულოდ გადაკეტა ელენემ და ღრმად ამოისუნთქა, თითქოს დიდი ლოდი მოეხსნა, საღამურები ჩაიცვა და მშვიდად დაიძინა..
მისგან განსხვავეით ის ღამე მშვიდი არ იყო დენმა ბატონისთვის.. ხმაურიან ბარში მყუდრო ადგილას იჯდა და სასმელს სასმელზე ცლიდა, მზერა ერთი ქალისკე ჰქონდა მიმართული, მასაც წაბლისფერი თმა ჰქონდა გრძელი, გამოყვანილი წელი, მომრგვალებული საჯდომით. ბოლო ყლუპიც გამოცალა და მსხხვერპლისკენ აიღო გეზი..
-შეიძლება?-დაბალი ხმით კითხა მის გვერდით თავისუფალ ადგილზე. პასუხად მხოლოდ ღიმილი მიიღო.. არ გასჭირვებია უცნობის დაკერვა და მალევე სასტუმროს ნომერში აღმოჩნდნენ,ერთმანეთზე აკრულები.. მესხი ოდნავ სინაზესაც არ იჩენდა ქალის მიმართ, საწოლზე უხეშად დააგდო მუცლით , უკნიდან აეკრო..
-შენს ბიჭს რატომ სძინავს?-ახლა ქალი მოექცა ზევიდან. მზერით ისევ ურეაქციოდ მყოფ ორგანოზე ანიშნა..
-ხოდა იმუშავე რომ ამი*გეს!-თმით დაქაჩა, უცნობის სახე უბესთან მიიტანა.. ოსტატურად ამოძრავდებდა ტუჩებს ..-მომშორდი..-გამოერკვია და ქალის მოშორება სცადა..
-ხომ არ გატკინე..?
-არა უბრალოდ წადი.. -ხმამაღალი ტონით აუბრობდა.. -აღარ მინდა შენთან სე*სი.-ნომერში მარტო დარჩენილმა შხაპი მიიღო და აივანზე წელს ზემოთ შიშველი გავიდა.
-ასე არ შიეძლებბა.! ზედმეტად ხარ მოდებული ჩემს გონებას.. -ამწვარი თვალები მოისრისა და მოაჯირს დაეყრდნო, მოჭუტული მზერა მოავლო ღამის თბილის.. -სად დავუშვი შეცდომა? სად ვერ გაგიფრთხილდი?-კითხვები არ შორდებოდა და საშინლად ატკიებდნენ თავს. დილით ადრიანად დაბრუნდა სახლში, მშვიდად აპირედა საკუთარ ოთახში შესვლას..
-სად დაბოდიალობ მთელი ღამე? -გულზე ხელებ დაკრეფილი იდგა უმცროსი და და გამომცდელი მზერით უყურედა.. -ან საერთოდ რას გავხარ?
-ქეთო ახლა არა რა.!-ხელი აუქნია..
-კაი წადი გამოიძინე, ადამიანს დაემსგავსე და მერე სადღა გამექცევი.! -თავის ქნევით შევიდა სამზარეულოში..
-ნეტა რა მოხდა მათ შორის? -ეკამ დარდიანად გადააქნია თავი.. -შენ ხომ არ იცი რამე?
-არა მე საიდან უნდა ვიცოდე.-ყავა მოსვა..
-ასეთი დემნა მე არ მახსოვს. ნეტა რა მოხდა, განადგურეულია ჩემი შვილი.ელენაც არ პასუხოს ჩემს ზარებს.. აღარ ვიცი რომელ წყალში გადავარდე.. დაღუპეს ერთმანეთი.
-არც ელენეა კარგ დღეში. –ჩაფიქრდა და შემდეგ არც კი უსმენდა დედას..
სახლში სამზარეულოს მაგიდასთან ღვინის ჭიქით იჯდა და ხელში ათამაშებდა. თვალებში ეტყობოდა მთელი გონებით წარწულში იყო გადავარდნილი და ყველა შეგრძნელას აცოცხლებდა.. დღევანდელი დღესავით ახსოვს.
„- თანახმა ხარ ვცადოთ?
-კი თანახმა ვარ.!-ღიმილით უპასუხა..
-აქამდე ვინმეს უკოცნია შენთვის?-შეპარვით კითხა ბიჭმა და თითებით მიეფერა სახეზე.
-კი. შეყვარებული მყავდა და..-სიტყვა რაღაც სასიამოვნო შეხებამ გააწყვეტინა.. „ ახლაც კი გრძნობს პირველი კოცნისგან გამოწვეულ ტალღას მთელ სხეულს, რომ მოედო და გონებაში კარგად გაიდგა ფესვები.. თვალები დახუჭა და ჭიქა შუბლთან მიტაანა.. დეტალურად იხსენებდა მასთან გატარეულ დროს, როგორ სეირნობდნენ ბაღში.. ისიც კი ახსოვს პირველად სად შეარჩიეს პირველი ბავშვის სახელი..
„-მე მაქსიმე მომწონს..-აქ მესხს სიცილი აუტყდა.-რატომ დამცინი?
-შენ შვილს აჩენ თუ ძაღლს?
-საიდან მოიტანე ახლა ეს სისულელე..
- ჩემი მეზობლის ძაღლს ქვია მაქსი.. მაქს.. მაქს.. მაქს.. ასე დავუძახებ ხოლმე. „ მოგონებაში არსებულ კაცის ღიმილზე სასიამოვნოდ გაცრა და ნიკაპით დაეყრდნო მაგიდას.. ნელ-ნელა საწოლისენ გადაინაცვა და ახლა მათი პირველი რომანტიული ღამე გაახსენდა.. ის შეგრძნებები რომელიც დაუფლებული ჰქონდა მთელს ორგანიზმში და სასიამოვნოდ აჟრჟოლებდა.. პირველი სიშიშვლე.. პირველი თბილი კანის შეხება.. მუხლებით იდგა საწოლზე და თვალებზე ცალი ხელი ჰქონდა აფარებული.. ბოლოს ვეღარ გაუძლო და ისევ.. ისევ ატირდა..
სამსახურში თავზე ეყარა საბუთები და სხვა რამეზე ფიქრის საშუალებას არ აძლევდა.. ერთი დოკუმენტიდან მეორეზე გადაიდოდა, ასე გაჰყავდა ყოველი სამშაო დღეს.. ცდილობდა ლაშას ზედმეტად არ მოხვედროდა თვალში. ოფისსაც მაშინ ტოვებდა როცა გოგიაშვილს საქმეში ჩაფლულს დაიგულებდა..
-ელენე..-კარებზე კაკუნის შემდეგ უფროსი შემოვიდა..
-გისმენთ, ბატონო ლაშა ..
-რაღაც მგონია რომ გამირბიხარ.!-სათქმელი პირდაპირ უთხრა და მის წინ სკამზე ჩამოჯდა.
-რას ამბობთ..
-არ გინდა რაა.. -გაეღიმა.-რამე არასწორად გავაკეთე? გეწყინა რამე ჩემგან?
-ბატონო ლაშა, თქვენ არაჩვეულებრივი ადამიანი ხართ.. უბრალოდ ახლა ისეთი პერიოდი მაქვს..
-ელენე დამშვიდდი, რა განერვიულებს? მე არც რამეს გაძალებ და მითუმეტეს არც გავიწროებ.. ჩემი თანამშრომელი ხარ და ვალდეული ვარ შენს კომფორტზე ვიზრუნო, ის რომ რამდენჯერმე სახლში წაგიყვანე არ ნიშნავს იმას რომ სამაგიეროდ მე რამეს მოვითხოვ. ამიტომ გთხოვ მოეშვი ამ დამალობანას.! და მიმიღე როგორც დიდი მეგობარი რომელსაც შენი ბედნიერება გაუხარდება..
-ძალიან მცხვენია ბატონო ლაშა..
-დამშვიდდი ელენე.. აქ სასირცხვილო არაფერია.. მშვენივრად ვამჩნევ როგორ წაივლებ ხოლმე ხელს მაგ ლამაზ არათითზე და ჯერ კიდე შეუცვეველი ხარ უბეჭდობას.. არ ვაპირებ ქმრის აჩრდლის ვებრძოლო.! აღარ ვარ მაგ ასაკში.. უბრალოდ იცოდე რომ ჩემი იმედი უნდა გქონდეს როგორც უფროსი მეგობრის.. -ქვევიდან ახედა ნაცრისფერი თვალებით..-მპირდები?
-გპირდებით..
-მშვენიერი.. აბა შენ იცი გააგრძელე მუშაობა. -ფეხზე წამოდგა.-ეცადე სულ გაღიმეულმა იარო, მესმის რთულია მაგრამ შენს მტრებს შენი ღიმილი დააუძლურებს.! არ დაანახო რომ გაჯობეს და შენზე გამარჯვების საშუალეა არ მისცე.. -კარები გამოაღო, მაგრამ ისევ მიხურა.
-როდესაც კაცი ყოფილს თავს არ ან ვერ ანებებს აქ საქმე ძლიერ გრძნოებთან გვაქვს.. და შეყვარებული მამაკაცისთვის კი ეს დაუვიწყარი და ამოუშლელია.. ამიტომ იბრძოლე.! კაი ახლა წავედი განაგრძე შენი საქმე.-დამშვიდებული დაჯდა მაგრამ სირცხვილის გრძობა მაინც არ ანებებდა თავს და გონებას ურევდა.. სამუშაო საათების დასრულებისთანავე ჩანთაში დარჩენილი დოკუმეტები ჩააწყო, სახლში იმუშავებს ამაზე.. კაბინეტის კარები გაიკეტა და აეროპორტის ჰოლში ჩავიდა.. უკვე უნდა გასულიყო ზურგს უკან საზიზღარი ხმა რომ მოესმა..
-ელენე..-კბილები ერთმანეთს ძლიერად მიაჭირა და ნელა შემობრუნდა. -ჩემო საყვარელო..-კარგად ემჩნეოდა ამ სიტყვებში გაჟღენთილი ირონია დ ბოროტება და საშინლად ამაზრზენი მოელვარე თვალები. კარგად ხვდებოდა ნიკო ქავთარაძის ნათქვამი „საყვარელო“ რასაც გულისხმობდა და გული გაეწულა მის გვერდით არსებული საყვარელი კაცი რომ დალანდა.!
(თავი 6)
-ელენე..-კბილები ერთმანეთს ძლიერად მიაჭირა და ნელა შემობრუნდა. -ჩემო საყვარელო..-კარგად ემჩნეოდა ამ სიტყვებში გაჟღენთილი ირონია დ ბოროტება და საშინლად ამაზრზენი მოელვარე თვალები. კარგად ხვდებოდა ნიკო ქავთარაძის ნათქვამი „საყვარელო“ რასაც გულისხმობდა და გული გაეწულა მის გვერდით არსებული საყვარელი კაცი რომ დალანდა.! -ასე უნდა შეხვდე მეგობარს.-ირონიული მზერით დაჰყურებდა გაოგნებულ ქალს და ხელებ გაშლილი ელოდა მის რეაქციას.
-გამარჯობა ნიკა.-ძლივს ამოღერღა ორი სიტყვა და დემნას გახედა.
-როგორც ყოველთვის კარგად გამოიყურეი.-არ ჩუმდებოდა ქავთარაძე..
-მაპატიეთ მე მეჩქარება.. -გასვლა დააპირა, მკლავში ხელი რომ ჩაავლეს.
-ჩვენ გაგიყვანთ.. ხო დემნა? -მეგობარს მიურბუნდა რომელიც აქამდე ჯერ ჩუმად იდგა.
-როგორც გინდათ.-მხრები აიჩეჩა..
-არა მადლობთ, ჩემს უფროს მივყავარ.-ჰოლში მომავალი ლაშა რომ დაინახა მშვიდად ამოისუნთქა და ხელი უხეშად გამოგლიჯა მისი მტევნიდა..
-ჩვენთან ერთად წამოდი რაა.-არ ჩუმდებოდა ნიკო. რობაქიძე კი უარესად იძაბებოდა და ერთი სული ჰქონდა როდის დააღწევდა მის საშიშ კლანჭებს თავს.. მუდარით გახედა გოგოიაშვილს.
-ბატონო ლაშა, წავედით?-ოდნავ კი დაიბნა კაცი ვერ ხვდებოდა სიტუაციას მაგრამ მალევე გამოერკვა..
-მოგესალმებით ბატონებო.. -თავი დაუკრა ორივეს..-მაპატიე რომ გალოდინე საბუთებს ვაგროვებდი.. წავედით ელენა..-მშვიდად უთხრა და ხელი წელზე შეუცურა. საყრდენი რომ იგრძნო რობაქიძემ მაშინვე შვებით ამოისუნთქა.. სხეული მთიანად დაძაბული ჰქონდა და მანქანაში ჩაჯდომისთანავე მოეშვა..
-ვაიმე მადლობა ბატონო ლაშა.. კიდევ კარგი გამოჩნდით.-ღვედიც შეიკრა.მთელი სხეული უკანკალებდა.
-დამშვიდდი და ამიხსენი რა მოხდა..
-ნუ მკითხავთ რაა. გთხოვთ უბრალოდ აქედან წავიდეთ.. სადმე მეტროსთან დამტოვეთ და მე თვითონ წავალ.
-ვაიმე ელენე.-თავი გაიქნია და ავტომოილი დაძრა. მთელი გზა ხვდებოდა რომ ამ პატარა გოგოს თავს რაღაც საშინელება ხდებოდა მაგრამ არაფერს არ ეკითხეებოდა.. უფრო სწორად ვერ ბედავდა.. არადა სურვილით იწვოდა, მისი დახმარების სურვილით.. -ელე მოვედით.. -ფიქრებში ჩაძირული რობაქიძე გამოარკვია..
-მადლობა ბატონო ლაშა.. ძალიან დიდი მადლობა გაგებისთვის.
-დამშვიდდი ელენე,ამდენი მადლობა კი საერთოდ არაა საჭირო.. მიდი დაისვენე ხვალ მე მივემგზავრები, თურქეთში რამდენიმე დღით და შენც იყავი სახლში.. არ შემეწინააღმდეგო. ცოტა აზრზე მოდი, დამშვიდდი და რომ ჩამოვალ გამოდი შენც. -თბილად გაუღმა. კიდევ ერთხელ მოუხადა მადლობა უფროსს და სახლში ავიდა.. კარებს ზურგით აეკრო.
-ის დაბრუნდა.. ახლა ყველაზე მეტად მჭირდება დე შენი დახმარება.. გთხოვ დამეხმარე.. არ დამტოვო ამ სიბოროტეში მარტო.. დღეს მომეცი ძალა გადავლახო ყველა ქარიშხალი, გავუძლო ყველა განსაცდელს.ჯოჯოხეთური დღეები გამოვიარე, მაგრამ დამანახე ამ ჩიხიდან გამოსასვლელი გზა..შემომხედე.. მიყურე რა დღეში ვარ.. -ხელები მაღლა აღაპყრო და ბოლო ხმაზე დაიხრიალა.. -რას დავემსგავსე, შეხედე როგორ მტკივა.. დამეხმარე რაა. -მუხლეით დაეცა იატაკზე და ხელებიც უსულოდ ჩამოყარა. ერთხანს იჯდა ასე და ჩუმად სლუკუნებდა,-ეჰ ელენა დროა წამოდგე.. -გაეღიმა..-ასე ჯდომა და მოთქმა არაფერს მოგიტანს.. ბოლოს გაგაგიჟებს..-ხხელის დახმარებით წამოდგა და ოთახში შევიდა, თხელი ხალათი მოიცვა ნახევრად შიშველ ტანზე და სამზარეულოში ყავა გაიმზადა. ლეპტოპში მშვიდი ესპანური მელოდია ჩართო, ტანი მოქნილად ააყოლა.. დროა გაიხსენოს მოძრაობები საყვარელი საქმიანობიდან, მოეშვას საკუთარი ცხოვრების გლოვას და გააგრძელოს, თავიდან წამოდგეს ფეხზე, ააშენოს ის რაც დაენგრა.. რამდენიმე წუთიშ შემდეგ იგრძნო შვება თითქოს გახალისდა კიდეც.. ღიმილმაც გადაურბინა სახეზე..
***
კერძო სახლის წინ იდგა დემნა მესხის მანქანა, სხეული დაეძაბა ნაცნობი ავტომოილი რომ მოუახლოვდა. დაელოდა კაცი როდის გადმოვიდოდა და მხოლოდ მაშინ მივიდა..
-რას მივაწერო თქვენი აქ გამოჩენა..
-აქ იმის გამო არ მოვსულვარ, საქმე გაგირჩიო და პაცანა ბიჭივით გებლატავო.. კაცურად სალაპარაკო მაქვს.. იმედია დროს დამითმობ..
-რათქმაუნდა.-ცოტა გაუკვირდა გოგოაშვილს, ვერ წარმოიდგენდა ასე თუ დაიწყებოდა ორი კაცის დიალოგი რომელთაც ერთი ინტერესები ჰქონდათ.. -მობრძანდი.-ხელით ანიშნა და სახლში შეატარა.-სასმელს შემოგთავაზებ ჯერ.
-არა მადლობა არ მინდა.-მკაცრად თქვა და დაუკითხავად მოკალათდა სავარძელზე.
-მაშინ გისმენ.-წინ დაუჯდა გოგიაშვილი.
-ალბათ ხვდები თემა ვის შეეხება.
-ვხვდები. მოდი მე დავიწყებ ლაპარაკს.. -არ დააცადა დემნას. -მოკლედ როგორც მატყობ არ ვარ პატარა ბიჭი სხვას ქალებს რომ ართმევდეს.. მე არ ვაპირებ შენთან ბრძოლას.. არა იმის გამო რომ ელენეს მიმართ რამეს არ ვგრძნობ.. სიმართლეს გეტყვი იმაზე მეტად მიყვარს ვიდრე შენ შეიძლებბა წარმოდგენა გქონდეს ამ გრძნობაზე.. პირველივე ლექციიდან...-გაეღიმა. მოგონებებიც ამოტივტივდა..-მომღიმარმა კარები რომ შემომიგლიჯა და დაგვიანებულმა ბოდიშის მოხდით თავისი ადგილი რომ დაიკავა.. ჭკვიანი ცოლი გყავს.. -თავი გადააქნია..-უფრო სწორად გყავდა.. ზუსტად იმის გამო გავქრი მისი ცხოვრებიდა და დავრჩი მხოლოდ ლექტორი.. მე რომ მისთვის მებრძოლა შეიძლება ამ ომში გამარჯვეულიც მე ვყოფილიყავი, მაგრამ ყველაზე მეტად მას ვატკენდი.. უნდა გენახა რა მონდომებით მიფრიალებდა ლამაზ ბეჭდიან თითებს ცხვირწინ , კარგად გამეგო ქმრიანი რომ იყო.. -ჩაეღიმა და დემნას მკაცრად შეხედა თვალებში.. -მე არ ვიცი რა მოხდა თქვენ ორ შორის და არასდროს ვიკითხავ ამას მაგრამ კარგად ვხვდები რამდენად დანგრეულია სულიერად..
-იცი დღეს როგორც საყრდენს ისე გიყურებდა..-გაპარული, შეშინებული ხმით თქვა. -მე არ შემომხედა..
-დემნა ხო?-თავი დაუქნია მესხმა.. - მას რაღაც შეემთხვა.!-დენდარტყმულივით შეხედა უცებ გოგიაშვილს.
-რა იცი შენ?
-არაფერი, უბრალოდ მას რაღაცის ძალიან ეშინია.. როგორც ძმას ისე გირჩევ, გაარკვიე რა ხდება მის თავს. ! მე არ ვიცი შეიძლება ვცდებოდე მაგრამ გუმანით ვგრძნობ..
-ცუდად გამომივიდა შენთან მოსვლა.. -დადარდიანებულმა თქვა.. -ამ ბოლო დროს მეც არ ვიცი რას ვაკეთებ..
-ეგ არაფერი.. მთავარი ახლა ელენეა..
-მართალია, ყველაფერს გავარკვევ, ძმურად გთხოვ გვერდში დაუდექი.. მე არ შემიძია მასთან მიახლოვება.. კაცურად გთხოვ..
-არ იდარდო. -მხარზე ხელი დაადო.
-მადლობა.. და ბოდიში ასე რომ მოგეჭერი, უბრალოდ ისე ვიყავი..
-ახსნა საჭირო არაა. თუ რამე დაგჭირდა შენს გვერდით მიგულე..
-ნახვამდის.. -გოგიაშვილის სახლიდან სრულიად არეული გამოვიდა. „რა დებილი ვარ.. ეს მე რატომ ვერ მოვიფიქრე? „ სწრაფად დაძრა მანქანა და ადგილს მოსწყდა..
***
ელენეს სახლში მხიარულება იყო. ნანუკას და ქეთოს კისკისი სადარბაზოშიც კი ისმოდა..
-ხოდა ისეთი მოვუქნიე ყბის ჩასმა სჭირდებოდა.-ქეთ სიცილით ყვებოდა თავგადასავალს..
-მტრისას შენი ხელი ძმაო.. ბევრ კაცს სჯობიხარ.-ახლა უკვე რობაქიძე აყვა..
-ისე მანქანის ყიდვა არ გინდა ქალატონო? როდემდე უნდა გატაროს შენმა ლექტორამ..
-ნანუკა.-სახე დაასერიოზულა მაშინვე..-იმ დღეს მელაპარაკა. და სულაც არაა ისე როგორც გგონია.. ისე შემრცხვა ისე შემრცხვა რომ რავი..
-რატომ?-გაიკვირვა
-გოგო ტიპს ვემალებოდდი, ხოდა შემოვიდა ჩემთან და რას მემალებიო ერთხელ რომ წაგიყვანე სახლში ეგ იმას კი არ ნიშნავს შენგან რამეს მოვითხოვო.. მეგობარი ვარ შენიო..
-კაი რაა. და დაუჯერე შენც ხო? -თვალები გადაატრიალა ნანუკამ.
-აღარ მინდა რა კაცთა მოდგმაზე საუბარი.. მშვენივრად ვგრძნობ თავს..-ყელი მოიღერა..
-კაი კაი მე და ქეთო დავბოლდით..-ახითხითდა ავალიანი.. -ისე შენი ძმა რას შვება იცვლის ქალებს და არის ხო? ნეტა ამათ ტვინში ჩამახედა როცა შორდებოდნენ.. გავგიჯდი ქალი ჩემთან რომ იყვნენ მოსულები უნდა გენახა ქეთო როგორ ჭამდნენ თვალეით ერთმანეთს..
-ნანუკა გეყოს ახლა.-ხმას აუწია რობაქიძემ.-საერთოდ არ მინდა დემნაზე ლაპარაკი და ძალიან გთხოვ არ ჩაერიო ჩემს გადაწყვეტილებაში. -მალევე გაუფჭდა ხასიათი..
-როგორც გინდა..ხვალ ამოდით ჩვენთან, ლუკამ მწვადები უნდა შევწვაო..
-ყველა იქნება? -შეპარვით კითხა ავალიანს.
-კი დემნაც იქნება. ქეთო წამოდი შენც..
-ხო თუ ელენე წამოვა მეც წამოვალ რათქმაუნდა.-გაუღმა „რძალს“ და ჩაი დაისხა.
-ამ შუა ზაფხულს რა გასმევს ჩაის?-მხრები აიჩეჩა ნანუკამ.
-ჯერ ესერთი ამ ამინდ საერთოდ არ ეტყობა რომ ზაფხულია და მეორეც მე ჩაი ძალიან მიყვარს.. -გაუღიმა ავალიანს და გემრიელად მოსვა..
შებინდებული იყო გოგონები რომ გააცილა სახლიდან და დარჩა მარტო. სახლი მიალაგა, ტელევიზორს მიუჯდა, საყვარელი სერიალი „მენტალისტი“ ჩართო და მოწყდა სამყაროს.. კარებზე ზარი დარეკეს.. როგორ არ უყვარს ასეთ მომენტებში ვიღაც რომ აწუხეს. მშვიდა ჩამოსწია ურდული და ზღურბლთან ყველაზე ამაზრზენი სახე დაინახა. ქავთარაძემ უხეშად გასწია ელენე და დაუკითხავათ შევიდა სახლში..
-რა ჯანდაბა გინდა ჩემს სახლში..-იერიშზე გადავიდა და მაღალ ტონალობაში ეცადა შიშის დამალვას..
-ჩამოვედი და ჩემი საყვარელის მოსანახულებლად მოვედი.-სახლი მოათვალიერა.
-წადი აქედან.. მე არც შენი საყვარელი ვარ და საერთოდ მოშორდი აქედან.-ხელი კარებისკენ გაიქნია და ხმას აუწიაა. ცოფბედა კაცის ასეთი სიბოროტეზე.-როგორ შეგიძლია დემნას ასე მოექცე.. როგორ აკეთბ ამას?-გულწრფელად უკვირდა.
-შენ როგორ უღალატე ქმარს მის ძმაკაცთან?-ქალისკენ გაიწია.
-მე არ მიღალატია მისთვის.. და არ მაინტერესებს შენ რას იბოდიალებ. არ მომიხალოვდე.. არ მომეკარო..-სწრაფად გაიქცა სამზარეულოსკენ და იქვე დაგდებულ დანას დაავლო ხელი.-ერთი ნაბიჯი და მეთვითონ გამოგასალმებ სიცოცხლეს.-აწყლიანებულ თვალებს აცეცებდა..
-ერთი წუთით შენი ყოფილი ქმარი რეკავს.. -გაეცინა და ტელეფონს ისე უპასუხა თითქოს მისთვის დანა არავის მოუღერებია.-ჰო დემნა.. სად ხართ თქვენ? .. მე ერთ ნაშასთან ვარ.. -ქალს გამოხედა.- გავერთობი და შემოგიერთდებით.. არ დაიშალოთ..-გადაიხარხარა და ტელეფონი გათიშა..-წაარმატებები გვისურვა საყვარელო..
-მოგკლავ.. - ამოიკივლა და მისკენ დანით ხელში წავიდა.. მოქნეული ხელი ჰაერშივე გააჩერა და ძლიერად მოუჭირა მაჯაზეე.-მეზიზღები.. მოგლკავ.. -ტიროდა და ცდილოდა ხელის გათავისუფლებს.. -ოხ როგორ მინდა მოკვდეე. -ბბოლოს ბრძოლა შეწყვიტა და დანაც გააგდო ხელიდან, იმდენად ეტკინა მაჯა.. -ამას რატომ მიკეთებ?
-მაგას ვერ გეტყვი ძვირფასო, მორჩი ისტერიკას და მასიამოვნე..
-არ გაბედო მოკარება ნიკო თორე ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.!-მალევე შეეცვალა სახე ელენეს და ცრემლებიც დაშრა.. -არ გამებედო, წაეთრიე აქედან..
-კაი რაღაც დღეს ძალიან აღელვებული ხარ. ძაან გაგიხარდა ჩემი დაბრუნების ამბავი.. -მისკენ დაიხარა ლოყებზე ხელი ძლიერად ჩაავლო.. მის მაჯას დაეკიდა ქალის სუსტი მტევნები..-ახლა კარგად მომისმინე.. მეორედ ასე აღარ მოიქცე როცა მე და დემნას ერთად გვნახავ. თორე შენი ძვირფასი ყველაფერს გაიგებს და დამიჯერე ისე მოვაწყობ საქმეს მე ვერ შემეხება.. ისე გავანადგურებ რომ მისგან ერთი მტკაველიც არ დარჩება.! ამიტომ სანამ რამეს გააკეთებ მანამ დაფიქრდი გინდა თუ არა შენი მესხის გაქრობა სამყაროდან.!- ძლიერად მოუჭირა ლოყებზე ხელი და გამობურჩულ ტუჩებზე უხეშად აკოცა.. ქალი მაშინვე აფართხალდა, ხელი ძლიერად ჰკრა ნიკომ სუსტ სხეულს და იქვე კედელთან მიაგდო.. კარები კი ხმაურით გაიხურა..
-ააააა..-ბოლო ხმაზე იყვირა, თმაში ხელები შეიცურა და ძლიერად მოქაჩა.. თვალები დახუჭა და ჩაიკეცა..
***
ბარში დემნა და ლუკა ისხდნენ, მხიარულად საუბროდნენ..
-რაო ნიკომ?-სასმელი ჭიქებზე გაანაწილა ონიკაშვილმა..
-ვიღაც ნაშასთან არის და მოვა მალე..
-მოკლედ ეგ არ იცვლება.. სულ ქალები და მოსაწევი..
-დაიკიდე რაა, უსწორდება და იყოს ეგრე დიდი ამბავი. მე კიდე ქალებზე აღარ მი*გება.. -ვითომც არაფერი ისე თქვა..
-ატ*რაკეებ..
-აი ნიკოც მოვიდაა.-ხმამაღლა თქვა მესხმა და მეგობარს გადეხვია.. -რა მალე მორჩი საქმეს..
-ჰო სასწაული ჩამიტარა და.. -თვალები უცნაურად უელავდა ქავთარაძეს..
-მოდი მოდი დავლითო..-ხელები ერთმანეთს გაუხახუნა ონიკაშვიილმა და სასმისი მაღლა ასწია..
-მოდი ჩვენს მეგორობას გაუმარჯოს.! -ჭიქები მიუჭახუნეს ერთმანეთს.. უცნაურად უყურებდა ქავთარაძე დემნას, თითქოს და მსხვვერპლი იყო მისი, ამასთან გამარჯვებასაც ზეიმობდა.. ბოროტება უელავდა ღია ცისფერ თვალებში და საოცრად ირონიული ღიმილი დასთამაშებდა..
***
მეორე დილით ქეთო დაიბარა სახლში, გრძელი თხელი კაბა ჩაიცვა ღილებიანი.. მუქი წაბლისფერი, ტალღოვანი თმა მხრებზე დაიყარა და შეუმჩნეველი მაკიაჟიც გაიკეთა.
-მზად ხარ?
-არა..-სასოწარკვეთილმა გააქნია თავი..
-თავი ხელში აიყვანე. მაღლა ასწიე და წავედთ.. მე შენთან ვარ.. მარტო არცერთთან არ დაგტოვებ. მშვიდად იყავი. -შეათვალიერა ქალი. -როგორც მახსოვს ამ მატერიაზე დენმა გიჯდება..
-ხო, მან მიყიდა ეს კაბა..-შესამჩნევად ოდნავ გაეღიმა. ცხვირზე სათვალე მოირგო და სახლი დატოვეს. მალევე ავიდნენ ონიკაშვილის სახლში და ყველა იქ დახვდათ.
-ქეთო აქ რა გინდა?-ძმას გაუკვირდა უმცროსი მესხის ელენეს გვერდით დანხვა.
-გუშინ ნანუკამ დამპატიჟა და ელენეს გავუერა.. რა იყო?
-არა.. არაფერი. -ლუდის ჭიქა მიაწოდა გოგოებს და დაუფარავად აათვალიერა ცოლი რომელიც მთელ ძალას იკრებდა და მის მზერას აიგნორედა. იღიმოდა, მხიარულებას აფრქვევდა, თითქოს და ის ადამიანი დაბრუნდაო ვინც ადრე დენმას ცოლობის დროს იყო.. ერთი მომენტი იფიქრა გოგოაშვილი ცდება და არაფერიც არ სჭირსო.. „მშვენიერ განწყობაზეა, ტანჯვის არაფერი ეტყობა.“ უსიამოვნოდ გაცრა და ყურადღება სხვა რამისკენ გადაიტანა.. ორივესთვი აუტანელი იყო ერთმანეთთან ასე ახლოს ყოფნა, თან შეუხებლობა.. ხელები ექავებოდა მესხს ისე უნდოდა მისი ლამაზი პატარა სახე, ტორეში მოექცია და დაეკოცნა, რამდენი ცრემლიც დაღვარა მისმა ლამაზმა თვალებმა იმდენჯერ დაეკოცნა ისინი.. საკუთარ ცოლს კარგად იცნოდა, ის ხომ თითქმის მის ხელში იყო გაზრდილი.. ხვდებოდა ყალბი ღიმილი სად იყო.. იმასაც კარგად ამჩნევდა როგორ აპარებდა რობაქიძე თვალს მისკნე.. უღმერთოდ უჭირდათ ორივეს უერთმანეთობა.!
შორიახლოს ნიკო ქავთარაძეც დაძრწოდა თავისი ბოროტული მზერით და ქალს გამაფრთხილებლად უყურებდა.. სუფრას ყველე ერთად მიუსხდა..
-ელენე რას საქმიანობ აეროპორტში? -წაისისინა ქავთარაძემ..
-უფროსი მენეჯერის თანაშემწე ვარ.! -ისე თქვა არც კი შეუხედავს. საუბარი აღარ გაუგრძელეით, გაჩუმდა ელენე და საკუთარ თეფშს დააკვირდა მის მერე ხმა არ ამოუღია..
-ჩვენ დემნას ახხალი თაყვანისმცემელი ჰყავს.-წაიხარხარა ნიკომ და მეგობარს ხელი დაჰკრა. ყველა უხერხულად შეიშმუშნა.. -ხაალხო რა გჭირთ, ისინი დაშორდნენ და საერთოდ არ აღელვებს ელენეს ეს ამბავი..-ახლა ქალს გახედა გაფართოებული თვალებით რომ უყურებდა. -ხომ ასე ელენე?-სიმწრისგან ხმა ვერ ამოიღო.. მხოლოდ მაშინ დაატანა თავს ძალა როცა ქავთარაძემ თვალები დააბრიალა.
-დიახ საერთოდ არ მადარდებს.. -ხელსახოცით ტუჩები მოიწმიდა, მაგიდაზე დადო და ნელა წამოდგა.-მაპატიეთ მე დაგტოვებთ.-არავის გამოპარვია აკანკალებუ ხმა.. სწრაფი ნაბიჯით გამოვიდა სახლიდან.. და გზას გაუყვა.. ხელში ჩააფრინდა მტევანი და უკან შეაბრუნდა.
-ელენე..
-მე ასე არ შემიძია.. მე ამას ვერ გავუძლებ.. ბედნიერი ვარ.. ვეცდები ვიყო თუ შესაფერის ქალს იპოვნი.. მართლა მე ეს ძალიან გამიხარდება..
-რა გიინდა მითხრა რომ ახლო რომ ტირიხარ ბედნიერების ცრემლებია? რომ ბედნიერი იქნები მე თუ სხვა ქალთან მნახავ?? -ორივე ხელი მხრებში წაავლო და შეანჯღრია.-ჯანდაბა ელენე მითხარი რა ხდება შენ თავს. მითხარი რა მოხდა იმ სამ დღეში.. ამოიღე გოგო ხმა..
-გიღალატე დემნა.. და მე არ ვითხოვ შენგან პატიებას.. მე ეს შეგნებულად გავაკეთე..
-მატყუებ.!თვალებში მიყურებ და მკლავ ელენე.!
-როგორც გინდა ისე იფიქრე.-მისი ხელებიდან თავი გაინთავისუფლა.. -მომეცი საშუალეა უშენოდ ვიცხოვრო.!
-არასდორს.! -კბილებში გამოსცრა..-მე სიმართლეს მაინც გავიგე და მერე მართლა არ გაპატიებ.! მერე ნამდვილად არ გაპატიებ.! -თითი სახესთან დაუქნია გამაფრთხილებდა.-სჯობს შენი პირით თქვა სიმართლე.
-მე გითხარი უკვე.-მშვიდა უპასუხა და ზურგი აქცია.. „მაპატიე ჩემო პატარა.. „გულში ამოიტირა და გზა განაგრძო.! „არ ვარ საკმარისად ძლიერი.! მაპატიე ასე რომ გთმობ.! „ ყველაზე მწარე ის ცრემლებია, რომელი გულში იღვრება და დასერილ გულს უარესად გწვავს. საშინელ აუტანელ ტკივილს რომ გგვრის და მაინც ასატანი რომაა. ის ფიქრებია ყველაზე მწარე სიკვდილამდე რომ მიდის. ყველაზე დამანგრეველი კი ალბათ საყვარელი ადამიანის გაშვებაა.. შენი ნებით დათმობა.. ალბათ ქალისთვის ყველაზე მტკივნეული საყვარელი კაცის თვალებში დანახული ცრემლია.. და ეს ცრემლი კლავს ათასჯერ დაუფიქრელად.!
სახლში გამწარებული შევარდა მესხი და საყელოში წვდა მეგობარს.
-რა სისულელები იბოდიელე.. სულ გა*ლევდი ბიჭო?-ჩაწითლებული თვალებით ყურებდა და პერანგში ჩაფრენილი ძლიერად ამოძრავებდა.
- დემნა დამშვიდდი რა ვიცოდი ასეთი რეაქცია რომ ექნებოდა. უბრალოდ ვიხუმრე..
-ხოდა მოეშვი სულელურ ხუმრობეს. -კბილებში გამოსცრა და უხეშად შეუშვა ხელი. -ქეთო წავედით..
-მე ელენასთან მივდივარ.! -გარეთ გასულებმა ძმას გახედა.
-არა, სახლში მოდიხარ. არ დაგინახო მასთან.!
-კაი ერთი, რომელი პატარა ბავშვი მე მნახე რომ შენს დაკრულზე ვცეკვავდე?! ეხლა მას ვჭირდები..
-შემეშვით რა.-ხელი აიქნია და ავტომობილი დაძრა.. მალევე გააჩერა და ისევ გადმოვიდა.-ქეთო მე მივდივარ ელენესთან, არ დაგინახო იქ მოსული.! -მკაცრად თქვა.
-არ აწყენინო იცოდე.
-კარგი..-ახლა კი ელვისისწრაფით მოწყდა ადგილას.!

(თავი 7)
ბევრი აღარ უნერვიულია, სახლში უკვე დამშვიდებული მივიდა.. მალევე მესხიც მიჰყვა და კარეზე გაბმული ზარი დარეკა..
-ჰო..ჰოო მოვდივარ..-სახელური ჩამოსწია და დემნას დანახვაზე ისევ წამოეშალა გრძნობები. -რა გინდა?
-საჩხუბრად არ მოვსულვარ ელენე.. მოდი დავლიოთ.-მარჯვენა ხელი ასწია და დიდი ბოთლით ვისკი აჩვენა..
-ძმაკაცები ვერ ნახე დალევა თუ გინდოდა? შემოდი..-სახლში შეატარა ყოფილი და კარებიც დახურა..
-ორი ჭიქა მოიტანე და რამე მისაყოლებელი.. მე კი შევეჩვიე წყალივით დალევას, მაგრამ შენ გაგიჭირდება.-სავარძელზე ჩამოჯდა და მაგიდაზე ხმაურით დადო ბოთლი..რობაქიძემაც მალევე მოიძა მისაყოლებელი. მისაღეში ქმართან დაბრუნდა.. -მოდი დაჯექი.. ჭიქებში სასმელი ჩამოასხა და მის გვერდით მოკალათებულ ქალს მიაწოდა..
-რას გაუმარჯოს? -ფეხები აიკეცა ელენემ და თავი გვერდით ოდნავ გადახარა..
-ერთგულ ცოლებს გაუმარჯოს.! -ირონიულად თქვა და ჭიქა დაცალა.. ხელში შეეყინა სასმისი რობაქიძეს და დემნას დახმარებით ტუჩებთან მიიტანა.. მწარე სითხე მანაც ბოლომდე დაცალა და სახე დამანჭა სიმწრისგან..
-დამნა რა გინდა?
-მინდა დათვრე და სიმართლე მითხრა. რა მოხდა იმ სამ წყეულ დღეში.!-საუბრობდა და თან სასმისებს კვლავ ავსებდა..-ყოჩაღ თურმე შენც შეგძლებია დალევა.. -ქალის სახეს დაკვირვებით ათვალიერებდა.. მის წინ აღარ იჯდა ის ლაღი ელენე რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა.. სრულიად უცხო ქალი იყო, დიდი ტკივილიანი თვალებით.. ყავისფერი ფერი უფრო ჩაშავებული ჰქონდა თითქოს მისი ნუშისებრი ფორმები მწვანე არასდროს ყოფილიყო.!-დამშვიდდი საყვარელო, ასე შეიძლება გული გაგისკდეეს, ცოტა დაარეგულირე გულისცემა.. -ჩაეღიმა მესხს დამკერდზე ნელა მიადო ხელისგული. სიამოვნებისგან თვალები მიენაბა რობაქიძეს და სხეულში სურვილმა დაუარა.! -და შენ გინდა დამაჯერო რომ ნებით მიეცი სხვა კაცს?! ამის მერე გინდა ეგ აფსურდი დავიჯერო? ასეთი დებილი გგონივარ 30 წლის კაცი? ისევ ისე გემართება.! ჩემს შეხებაზე სსველდები.! -ბოხი, ვნება მორეული ხმით საუბრობდა და ცოლის თვალებს მკაცრი მზერით ბურღავდა.
-დემნა.. -ამოიკნავლა. -მოდი ჭკვიან კაცებს გაუმარჯოს.! -სასმელი მის ჭიქას მიუკაკუნა.- მტერს იოლად რომ ცნობს..-საიდან ამდენი გამედაობა? სად მოიძია ასეთი გამბედაობა ამ გოგომ.. ნუთუ უკვე მოქმედებს ეს 60 გრადუსიანი ვისკი?ორივემ ერთდროულად გამოცალეს მუქი თაფლისფერი სითხე.. ცოლ-ქმარი თვალმოუშორებლად უყურებდნენ ერთმანეთს. მხოლოდ წამით მოაშორედა მზერას ელენეს სახეს როცა ჭიქებს ავსედა.
-მეტი აღარ მინდა..-თავი გააქნია ელემ..
-რა იყო უკვე სიმართლის ლაპარაკის ხასიათზე ხარ და გეშინია?
-არა მაგის არ მეშინია.! -მკაცრად გახედა კაცის სახეს.
-აბა?- მათ შორის მანძილი სულ უფრო და უფრო მცირდებოდა, სხეულების ტემპერატურა კი პიკს აღწევდა.!
-დავივიწყებ თავმოყვერობას და ხელებში ჩაგადნები..-ქვევიდან ახედა მესხს და უკან ოდნავ გადაიწია რადგან მათი სახეები თითქმის ეხებოდა ერთმანეთს. კაცის ხელი საზურგეს ჩაეჭიდა, ქალს გასაქანიც არ აძლევდა, ცალი ფეხი გააშლევინა და ახლა უკვე მთელი ტანით აეკრა რობაქიძის სუსტ სხეულს.. არცერთი არ იღებდა ხმას, მესხის მტევანი ურცხვად დაფათურობდა ლამაზ ფეხებზე.. ყელზე გაუხახუნა ცხვირი და სურნელი შეისუნთქა..
-როგორ მინდა..-მის ყურთან დაიჩურჩულა.. -როგორ მინდა შენი შეხება გულს მირევდეს! -დახუჭული თვალები სწრაფად გაახილა ელენემ.. -როგორ მინდა აღარაფერს ვგრძნოდე ამ მკერდის დანახვისას.!- ახლა ძლიერმა მტევანმა კაბის რამდენიმე ღილი ჩახსნა და მკერდის ღარს საჩვენებელი თითის ზურგი აატარა.. -როგორ მინა ამ ყელის, გამოყვანილი ლავიწების სილამაზე მთლიანად ამოვიშალო მესხიერებიდა.. -მკერდიდან ხელი ჯერ ლავიწის ძვალს გადაატა და მძლიერად შემოხვია გრძელ კისერზე.. -საშინლად მინდა ეს ტუჩები დავაგემოვნო.. და ისევ ისე ვიგრძნო შენი სიყვარული.. ისევ ისე მაკოცო.. მონდომებით რომ ცდილობდი ჩემს აგზნებას.. -ენის წვერი ნაზად გადაატარა ქვედა ბაგეზე.. გახშირებული სუნთქავდა რობაქიძე და სურვილით შეპყრობილმა რამდენჯერმე სასიამოვნო ბგერები ამოუშვა გახსნილი ბაგეებიდან..-მაგრამ.. შენ ხომ აღარ გაღელვებს ჩემი კოცნა..-ისე სწრაფად მოშორდა ქალის ათრთოლებულ სხეულს თითქოს წამების წინ თვითონ არ იწვოდა შეხების სურვილით. - ელენე ვნებას გაუმარჯოს.! დაუძლეველ, ამოქმედებული ვულკანის მსგავს ვნებას.! რომელიც შენში არასდროს გაქრება.! -ჭიქა მიაწოდა და ჯერ პირველმა თვითონ გამოცალა.. ქალმაც დაუყოვნებლივ გადაუშვა მწველი სითხე ხორხში და ხმაურით გადადო მაგიდაზე.. წამებში მოექცა ქმრის მუხლებზე. სუსტ მტევნებში მოიქცია მესხის სახე, არეული მზერით დააკვირდა ჯერ თვალებზე, ნელ-ნელა მზერა ტუჩებზე გადაანაცვლა და მალევე დაეწაფა სასურველ ბაგეებს.. მთელი მონდომებით კოცნიდნენ, ყოველ შეხებაზე უდიდეს სიყვარულს უზიარებდნენ ერთმანეთს. მესხი მოსწყდა ქალის ბაგეებს და სველი კოცნებით დაუყვა ყელს, შემდეგ ლავიწის ჩაღრმავებას, ბოლოს მსუყე მკერდამდეც მივიდა.. ელენეს სუსტი, გრძელი თითები დემნას თმაში იყო ახლართული და სხეულზე უფრო ირკავდა.. მალევე გაანთავისუფლა მაისურისგან, შიშველ მხრებზე გადაატარა თითები.. ნელა დაუყვა დაკუნთულ გულ-მკერდს... მთელი ზურგით იყო მიყრდნობილი სავარძლის საზურგეს დემნა და ვნება აშლილი მზერით აკვიდებოდა ქალის მტევნებს რომლებიც ნელა ხსნიდნენ კაბის ღილებს.. ლამევე გამოჩნდა ელენეს მადისამღძვრელი მკერდი რომელიც ლამაზი მაქმანებიანი ბიუზღალტერით იყო დაფარული.. გამოყვანილი წელი და თეძოები.. კაცმა ძლიერი ხელები ჩასჭიდა მენჯებზე, ძლიერად მოუჭირა.. წელზე შემოისვა და საძინებელში გაიყვანა..რბილ მატერიაზე მოათავსა ქალის სხეული, მუხლეით მის ფეხებ სორის მოექცა.. ერთმანეთით მონატრეულებს აღარაფერზე უფიქრიათ.. მთელი გონებით მხოლოდ სიამოვნებაზე ფიქრობდნენ, ერთმანეთით ტკბებოდნენ.. შუაღამეისას ისევ ფხიზელად იყო დემნა უყურებდა ქალის მისვენებულ სხეულს, მუცელზე რომ იწვა და ლამაზად მოუჩანდა მთვარის შუქზე ხერხემალთან ჩაღრმავება..
-როგორ უნდა დამაჯერო ამის მერე რომ შენ მე მიღალატე.. შენი ცრემლიანი სიამოვნების მერე როგორ გინდა ეს დავიჯერო და ჭკუიდან არ შევიშალო ხვალ სიმართლეს თუ არ მეტტყვი.! -გონებაში ელაპარაკებოდა საყვარელ ქალს და სახეზე ჩამოყრილი თმები ფრთხილად გადაუწია.. -ჩემი ხარ. სულით ხორცამდე ჩემი ხარ, ელენე და არ მოვისვენებ სანამ არ დაგიბრუნე.. ღმერთო რა ლამაზი ხარ.. როგორ უღმერთოდ მიყვარხარ.-წამით გათიშა გონება და ისეთმა აზრებმა შემოიტიეს რომ თაავადაც ძალიან შეეშინდა.- ნეტა რამე ხომ არ დაუშავეს? მასზე ხომ არ იძალადეს? -ბნელი ფიქრები შემოაწვა და უმოქმედობისგან და უცოდინრობისგან კინაღამ ტვინი აუფეთქდა..
დილით ფრთხილად გაახილა თვალები და მის გვერდით მწოლიარ ქმარს გახედა. ძილის დროს ზუსტად ისე ჰქონდა ტუჩები დაბურცული როგორც იცოდა ხოლე.. ორივე ხელით ჩაბღუჯულ ბალიშზე ედო თავი და მშვიდად სუნთქავდა.. ფრთხილად წამოდგა, თხელი ხალათით დაიფარა შიშველი სხეული, ოთახი დატოვა და კარები დაკეტა , ხმაურს დემნა რომ არ გაეღვიძებინა. მისაღბი ოთახი მიალაგა, ზედმეტი ნივთები თავის ადგილას დააწყო და სამზარეულოში ყავა მოიდუღა.. სკამზე მოთავსდა, ხელის გულს შუბლით დაეყრდნო.
-როდის უნდა გადაეჩვიო ასე გამოპარვას? -ახალ გაღვიძებული დაბოხებული ხმით თქვა და ტანს ზემოთ შიშველი მის გვერდით ჩამოჯდა..
-ეს არ უნდა მომხდარიყო..-თავი არ აუწევია ისე თქვა..
-ისე მეუნები თითქოს ჩემი ცოლი არ იყავი და მე შეგაცდინე. -ელენეს ყავა მოსვა.. -სააბაზანოში შევალ მოვწესრიგდები და ვილაპარაკოთ.-შუბლზე ხმაურით აკოცა და ქალი ისევ მარტო დატოვა. გაუნძევლად იჯდა ისევ თავის ადგილას. ფანჯრიდან ხეებს აკვირდებოდა.. -აჰა მე მზად ვარ ყურადღბით მოგისმინო..
-მე სათქმელი არაფერი არ მაქვს.-სერიოზული სახი გახედა მესხს.
-გელოდებიი დაიწყე ლაპარაკი.-მთელი სხეული სიბრაზისგან დაეჭიმა დემნას და ყელზეც შესამჩნევად გამოებერა ძარღვები.
-დემნა მე სალაპარაკო არ მაქვს შენთნ.. -ოლიმპიუი სიმშვიდით აგრძელებდა საუბარს და კანც მოთმინების ძაფს უწყვეტდა.. -შეეგუე იმ აზრს რომ მე შენი ცოლი აღარ ვარ და არც ვიქნები..
-ჩემი გაგიჟება გინდა ხო? გინდა ჭკუიდან შემშალო და რაღაც საშინელება ჩავიდინო არა?! ელენე ჩემ მოთმინებას ნუ ცდი..ამოიღე გოგო ხმა.! -ბოლოს უკვე ყვირილზე გადავიდა.. -ჩემი დედა შე**ცი შენ თუ ამის მერე რამეზე შეგეხვეწო.. ეგ გინდა ხოო ხოდა მიიღებ.! სამუდამოდ შეგეშვები.. მაზოხისტი ხარ.!
-მაპატიე.. მაპატიე ამის გადატანა რომ გიწევს.
-ელენე..
-წადი გთხოვ.. დემმნა წადი გთხოვ და სამუდამოდ დამივიწყე რა..
-ელენე ვინმე გაშინებს? -მოლბა მესხი და ისე განაგრძო ლაპარაკი.. -ელენე მითხარი და გავაქრობ ამ სამყაროდა.. მითხარი თუ ვინმემ გაწყენინა.. პატარავ ამოიღე ხმა გთხოვ.. მომეცი საშუალება რომ დაგიცვა..
-არ შემიძლია დემნა.. გთხოვ ნუღა მტანჯავ რაა. ნუ მმარხავ ცოცხლად.. გთხოვ წადი და დამივიწყე..
-შენ თავს ვფიცავარ გავარკვევ ყველაფერს. და მერე მართლა არ გაპატიებ.! უნდობლობას არ გაპატიებ ელენე იცოდე.. თუ გავიგე რომ ვინმე..
-უბრალოდ წადი..-ატირებულმა გახედა მესხს და სლუკუნით ჩაილაპარაკა.. სიმწრით მოიკვნიტა ქვედა ტუჩი მესხმა და თავის ქნევით გავარდა სახლიდან..
***
-რაღაც ხდება.. ჩემი დედა ვატირეე, რაღაცც ხდება..-ბოლთას სცემდა ლუკას სახში და ხან ნიკოს გახედავდა ხანაც ონიკაშვილს.
-საიდან მოიტანე ბიჭო?-დაძაბულოა ეტყობოდა ქავთარაძეს..
-შეშინეულია.. ჩემთან დაბრუნების ეშინია.. ვერაფერს მებუნება ბიჭო..
-კაი დამშვიდდი ყველაფერს გავარკვევთ..-ლუკამ დაამშვიდა მეგობარი და დაფიქრეულმა გახედა ქავთარაძეს..
***
ქეთოსთან ერთად იყო საყიდლეზე გასული, გულის გადასაყოლებლად..
-წამო რა ვჭამოთ რამე..
-კაი ..-გაუღიმა მეგობარს და სავაჭრო ცენტრის ბოლო სართულზე ავიდნენ.. მესხის მსგავსად ლაფშა შეუკვეთა და გემრიელად შეექცა იაპონურ კერძს.
-მგონი ხვდება ყველაფერს.. -ლაპარაკი დაიწყო რობაქიძემ.
-რატო გგონია ?
-გუშინ მელააპარაკა. ვაიმე ქეთო რა ვქნა არ ვიცი.. მეშინია ძალიან საკუთარ თავს რამე არ აუტეხოს.. ის ნაგავი კიდე არ შორდება გვერდიდან.. ამდენი ფიქრისგან თავის ქალა ამეხდება..
-რაღაც მინიშნებები რომ ვუთხრათ.. შევაპაროთ..
-სიმართლის თქმა რომ მინდოდეს ვეტყოდი, მაგრამ მოკლავს იმას და თავსაც გაიუბედურებს.. გუშინაც ეგ მითხრა გავაქრო აქედან თუ ვინმემ გაწყენინაო.. ქეთო რა ჯანდა უნდა ვქნა.. -შუბლი მოსრისა.
-კაი მოდი დავფიქრდეთ და კარგად ავწონ- დავწონოთ ყველაფერი.. იქნებ რამე გამოსავალი იყოს.. -ინტერესით სავსე მზერა მიაპყრო რობაქიძეს..
***
-მე შენ რა გაგაფრთხილე?-უხეშად შეაღო კარები და ელენეს სახლში შევიდა.. -საერთოდ არ გადარდეს არა დემნა..
-შე უნამუსო.. გაეთრიე აქედან..
-რაღაც ძაან ცუდად აათამაშე ეგ ტ**კი. -ყელში წვდა, ისსეთი ძალით მოიჭირა რომ რობაქიზის სახე გაწითლდა და სუნთქვაც გაუჭირდა-სულ დაგავიწყდა ხომ რაც გააკეთე.. იცოდე ისე მოვსპობ შენს კაცს მისგან ბუნდღაც არ დარჩება.. -ძლიერად ჰკრა ხელი და კედელზე მიეჯახა.. ყრუ ტკივილი იგრძნო მთელ ზურგზე და სახე დამანჭა.. -წყნარი საუბარი ვერ გაიგე ხო?-თმაში ძლიერად ჩააფრინდა..
-გამიშვი გთხოვ.-სიმწრისგან ამოიკრუსუნა და კაცის უხეშ ხელს ორივე მტევნით ჩააფრინდა..
-მეორედ იცოდე აღარ დაგინდობთ არცერთს..
-კი მაგრამ დემნას რას ერჩი.. რაგინდა შენი მეგობრისგან. ასე რატომ იქცევი?!
-მინდა მისი არსება გგაქრეს ამ სამყაროდან.! -დაისისინა და ბოროტული თვალებიი აუბრდღვიალდა.. ვეღარაფრის თქმა მოახერხა რობაქიძემ.. აჩეჩილი თმა ძლივს დაიყენა და ღია კარეს გახედა.. ამ საშინელი კაცისგან უნდა დაიცვას მესხი.. მის კლანჭეს უნდა აარიდოს როგორმე.. ჩანთას დაავლო ხელი და სასწრაფო ვითარებით დატოვა სახლი.. რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლის შემდეგ ნაცნობ სახლს მიადგა, კიბეები ფრთხილად აიარა და რკინის კარზე ნაზად დააკაკუნა..
-ელენე?? შემო..-განზე გადგა უმცროსი მესხიდა აღელვებული რობაქიძე სახში შეატარა.
-იმედია მარტო ხარ სახლში..
-ხო ეკაც მუშაობს, დემნა ჯერ არ დაბრუნებულა რეისიდან..
-ძალიან კარგი.. სახლში ვერ გავჩერდი და მოვედი.. გთხოვ ცივი წყალლი დამალევინე რაა. -სავარძელზე ჩამოჯდა და თავი უკან გადააგდო.
-დღეს ჩემი გოგოები... -სიტყვა გაუწყდა ქალის მოღერილი ყელი რომ დაინახა.. -ვაიმე ელენე ყელზე რა გჭირს.?-ხმაურით დადო მაგიდაზე ჭიქა და გოგონას მივარდა..
-დღეს ნიკო იყო მოსული ჩემთან.. რაღაცეები გაუგია და.. -ამ ტკივილს მიჩვეულმა ისე გადაულაპარაკა მესხს თითქოს ჩვეულერივ, ყოველდღიურ ჭორს უყვებოდა.
-არა... არა უკვე საზღვარს სცდება მისი საქციელი.. ღმერთო რა დღეში გაქვს.. ეს რომ დემნამ ნახოს გააფრენს ელენე..
-ხოდა წამო მაშინ რა სადმე წავიდეთ და მშვიდად ვილაპარაკოთ.. აღარ შემიძლია უკვე ამ სიტუაციის ატანა. უდიდესი წნეხის ქვეშ ვარ.აღარ შემიძლია.. მართლა. -თავი ხელეში ჩარგო და იდაყვებით მუხლეს დააეყრდნო..
-რა არ შეგიძლიაა?-კაცის ხმამ ორივე შეაშინა, ისე შემოიპარა მესხი ვერცერთმა ვერ გაიგო..
-არაფერი.-სახეზე ჩამოყრილი თმები გადაიწია და მუდარით გახედა ქეთოს.
-ჩანთას ავიღებ და წავიდეთ.. -დაამშვიდა მეგობარი.. ოთახში მარტო ყოფილი ცოლ-ქმარი დარჩე.. -წავედით.. -წამოიძახა და გასასვლელისკენ წავიდა.. ელენეც მას გაჰყვა მაგრამ ძლიერმა ხელმა შეაჩერა..
-რატომ გარბიხარ.-თვალეში ჩააშტერდა და მზერა ნელ-ნელა ყელისკენ გააპარა.მხრებზე დაყრილი თმები გადაუწია და საშინლად ეტკინა ის რაც იქ დახვდა. -ელენე ეს რა არის? -ყინულივით ცივი იყო მესხის ხმა.. ამ რამდენიმე სიტყვაში ყველაფერი ერთად ეტეოდა.. საკუთარ თავზე გაბრაზება რომ ვერ იცავდა მის ქალს, იმ ხელების დამტვრევა ვინც ასე ატკინა მის ქალს, უსუსურობა იმის გამო რომ მისი ქალი არ ენდობოდა.. სიბრაზე ყელში მოაწვა და მთელი ძარღვები დაეჭიმა სხეულზე..
&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&
(თავი 8)
თვალებში უყურებდა მესხს და შიშისგან ხმას ვერ იღებდა.
-ელენე მითხარი შენს ყელს რა დაემართა..
-დემნა მეტკინა..-ამოიკრუსუნა და მზერით მაჯაზე აჩვენა.. ხელი მაშინვე შეუშვა და კეფა მოიქექა..
-ელენეე საშინლად მიჭრს თვის შეკავება.
-არაფერს არ გეტყვი..-სწრაფად მიაყარა და გაიქცა..
-ქეთო. რა მოხდა.-შუბლზე ძარღვ გაწყვეტილმა თვალები ოდნავ დახუჭა და დას შეხედა.
-მე ამის თქმის უფლება არ მაქს.-მშივდი იყო ქეთოს ხმა.
-ანუ რაღაც მოხდა. -ძლიერად დაარტყა მაგიდას ხელი, შემდეგ ორივე ხელისგულით დაეყრდნო.. -დედა შევ**ი.. -ფეხი ჰკრა სკამდ და ამოაბრუნა. ქეთოც გავიდა სახლიდან და ეზოში ელენეს კვალიც არ დარჩა, სასწრაფოდ აკრიფა ნომერი..
-ელე სად ხარ..
-გთხოვ ახლა მარტო მინდა ყოფნა.. გთხოვ რაა არ გეწყინოს კაი?
-კარგი ელე მაგრამ საღამოს დამირეკე.. ვნერვიულო შენზე.. თუ სურვილი გექნება ბარში ვიქნებით მე და გოგოები..
-კაი.-თქვა და ტელეფონიც გათიშა..
***
ქრონიკულად ექცა ეს ტკივილი, თითქოს ყოველ დღე იცოდა რაღაც საშინელება უნდა მომხდარიყყო. დილით გაღვიძებისთანავე ემზადებოდა კოშმარული დღისთვის.. ადამიანის ბუნება ხომ ისეა მოწყობილი, ეჩვევა ყველაფერს.. არც ეს შემთხვევაა განსაკუთრებული. ელენე რობაქიძე ცხოვრების სირთულეს 6 წლის ასაკიდან ებრძვის. პირველი დარტყმა მშობლების დაკარგვა იყო რომელმაც ისეთი სიცარიელე დაუტოვა გუში რომ ვერავინ ამოავსებდა მას.. ის სითბო აქვს მოკლებული რასაც დედის სითო ჰქვია.. ახლა მას გვერდით საყვარელი დედა რომ ჰყავდეს, თავს მუხლებში ჩაუდებდა და გაუჩერებლად იტირებდა.. დედის თმაზე გადასმული ხელიც კკი მალამოდ მოედებოდა დასერილ გულზე. მას რომ მამა ჰყავდეს.. მამა რომელიც ბავშვობაში მეფე ეგონა და სულ იმას ეუბნებოდა შენნაირი მეფეს მინდა ცოლად გავყვეო.. ის მამა უნდოდა ეზოში წაქცევისგან რომ გადაარჩენდა ხოლმე.. მისი ძლიერი ხელები ენატრება აქვითინებულს განიერ გულ-მკერდზე რომ მიწვენდა და ისიც მალევე ყუჩდებოდა..
-ღმერთო როგორ მენატრებით.-აივანზე რილ სკამზე იყო მოკალათებული და სივრცეს გაჰყურედა. -როგორ მაკლიხართ.-თავისთვის ჩურჩულებდა და ყავის ფინჯანს ძლიერად უჭრდა თითებს. -ახლა აქ რომ იყოთ.. ნეტა შემეძლოს თქვენი სახეების აღდგენა.. როგორ მჭირდებით..-თავი დახარა და ცრემლემაც გზა გაიკვალეს ღაწვეზეე.თითებით მოისრისა ამწვარი თთვალები.. -ჩემი ბებო..-ახლა მისი მესამე ტკივილისკენ გადავიდა.-შენც როგორ გამწირე ასეთი მარტოობისთვის.. -მოგონებებში წავიდა.
***
ბედნიერი იდგა თეთრი კაბით სალონში.. ღმერთო ისე უხაროდა ეს დღე..
-ნინო ნათლია მე მზად ვარ უკვე.. -მოსამზადებელი ოთახიდან ნათლიას გახედა.. რომელიც დედის მაგივრობას უწევდა..
-ჩემი ვარსკვლავი.. ღმერთო როგორი ლამაზი ხარ.. რა იქნეოდა შენებს ღირსებოდა ასეთი ენეახე.. -მხრით იყო მიყრდნობილი კარების ჩარჩოს..
-ნინო კაი რაა, არ გვინდა ტირილი..
-წავედით ჩემო ლამაზო ელენე ბებო გველოდება.. -ქუსლების კაკუნით გავიდა სალონიდან და იქვე მანქანაში ძლივს მოთავსდა იმხელა კაბით.. გამვლელები ჩერდეოდნენ და დედოფლურ სილამაზე გაშტერებული თვალებით უყურებდნენ.. კარებთან მაქსიმალური სიჩქარით მივიდა ქალბატონი ელენე და გულის ფანცქალით გახსნა..
-ჩემი დედოფალი.. ღმერთო... -ისე ამოთქვა და მაშინვე ცრემლეი წამოუვიდა.. -როგორ გავხარ დედას ჩემო გოგო.. რა ლამაზი ხარ ბებოს გახარებავ.. ბებოს ბედნიერებავ..-შორიდან ეფერებოდა და ხელებს ვერ ჰკიდედა სახეზე.. ცხვირის წვერი აუწვა ვერ გადმოსულმა ცრემლებმა ელენეს.. -მოდი დეიდაშენი მთელი დღეა ჩამოკიდებულია ტელეფონს, დაენახე..-ტელფონი ხელში აიღო და ვიდეოთვალი ჩართო..
-დეიდას გახარებავ.. ვაიმე დე რა ლამაზი გოგო ხარ.. გაგიჟდება შენი დემნა ბატონი.. -ცრემლნარევად გაიღიმა შუახნის ქერა ქალმა..
-ვაიმე დე კი არ მჯერა..-დატრიალდა და სიხარულით ახტუნდა.. -ვაი მგონი მოვიდნენ.. - ჯერ ნანუკა შემოვიდა კარებში.. ლამაზი ატმისფერი კაბა ეცვა გრძელი, დეკოლტით.. ლამაზი ვარდების თაიგული მიაწოდა და მეგობარს გადაეხვია..
-ახლა მოემზადე, შენი პრინცი ამოდის.. უნდა ნახო შარვალ-კოსტიუმი როგორ უხდება..
-ვაიმე ნანუუ.. -წვრილი ხმით აყვირდა და კარებში შემოსულ გაღიმებულ დემნას გახედა.. ბიჭს მუქი ლურჯი შარვალკოსტიუმი ეცვა, შიგნით თეთრი პერანგი და ლურჯი ბაბთა ეკეთა.. ისეთი მიმზიდველი იყო..
-ელენეე. -გაოცებულმა ხელები გაშალა.-უღმერთოდ ლამაზი ხარ პატარავ.. -ტუჩებზე ნაზად შეეხო..
-ბებო..-ბიჭს მიუბრუნდა ელენე.. ცოტა მოშორებით გაიყვანა
-გისმენთ ელენე ბებო..-ხელი მხარზე გადახვია მასზე დაბალ ქალს.
-ბებო გაუფრთხლდი ჩემ ობოლ გოგოს.. -ტირილს ძლივს იკავებდა.. -თვალის ჩინივით.! ისედაც დაჩაგრულია ამ ცხოვრებისგან, გამიბედნიერე ეს ჩემი სიცოცხლე.. დამპირდი რომ მუდამ დაიცავ.. მუდამ გეყვარებაა.. დამპირდი რომ მშვიდად სიკვდილი შევძლო ბებოო..
-აბა რას ამბობთ ელენე ბებო.. სიცოცხლის ფასად გავუფრთხლიდები თქვენ კიდე იზრუნეთ იმაზე რომ შვილები გაგვიზარდოთ.. ჯამრთელად უნდა გვყავდეთ ხომ იცი..-შუბლზე აკოცა აღელვებულ ქალს..
***
ფიქრებიდან დემნას ზარმა გამოარკვია..
-გისმენ.
-ელენე სად ხარ.?
-დემნა გთხოვ დღეს არ მინდა არავისნ ნახვა.. გთხოვ დღეს მაინც დამანებეთ ყველამ თავი.. დამასვენეთ რაა. -ამოიტირა.
-ტირი? -სევდიანი იყო მესხის ხმა..
-ხოო, ვტირი, ბებო მენატრება ძალიან..
-მომეცი უფლება დღეს შენთან ვიყო.. გპირდები არანაირ კითხვას დაგისვამ..-მესხს ტელეფონის მეორე მხრიდან მხოლოდ სლუკუნი ესმოდა.. - გთხოვ.
-სახლში ვარ.-როგორც იქნა ცრემლებმა საშუალება მისცა ხმა ამოეღო.. ნახევარი საათის მერე კარზე გამული ზარის ხმა გაიგო, ფრატუნით შემოვიდა სახლში და დემნას კარები გაუღო.
-იცოდე ერთი კითხვა და..-ლაპარაკი კაცის მსხვილმა ტუჩებმა შეაწყვეტინა.. სახეზე შემოხვეულმა ხელებმა ცრემლები აღარ გაუშვეს ყვრიმალების იქით.. სავარძელზე მოკალათდა კაცი და მუხლებზე დაისვა რობაქიძე, თავი მხარზე ჰქონდა ჩამოდებული ელენეს და გრილ, საყვარელ სურნელს ისრუტდა..
-ერთი იდეა მაქვს.. მოდი ბატიბუტს გავაკეთებ მე, შენ ფილმი მოძენე და ვუყუროთ კაი?
-სიმინდი რომ არ მაქვს? - სევდაგამქრალმა სახით ახედა მესხს.
-მე მოვიტანე.. -პატარა ცხვირზე აკოცა და მუხლებიდან წამოაგო.
-იცოდე ისეთი გააკეთე მე რომ მიყვარს..
-სულ ეგეთს ვაკეთებ მე..-სიცილით გამოსძახა ცოლს. როგორი მონატრებულები იყვენ ერთმანეთის სიცილს.. ბედნიერ სახეებს და გულწრფელად აბრჭყვიალებულ თვალებს.. ქალმა მალე გაამზადა ფილმი საყურებლად და სამზარეულოში მოფუსფუსე „ქმარს“ მიაკითხა..
-ისე რა უცნაურია ხო ყოფილი ცოლის სახლის სამზარეულოში ფუსფუსი?
-არანაირი კიხვებიო შენ არ თქვი?-შუბლშეკრუმა გამოხედა.. -დღეს ისევ ჩემი ცოლი ხარ.! -მკაცრად თქვა და ტაფის ტრიალი გააგრძელა.. -აჰაა მზად არის..
-აუუ რამხელებზეა დამსკდარი დემნა.. ცოტა მარილიც და ეგაა.. -ტელევიზორის წინ მოთავსდნენ, ელენე მესხის ფეხებს შორის იყო მოქცეული და თავი მის კუნთიან მკერდზე ედო..
-მიყვარხარ.. -ხმადაბლა უთხრა ქალს ყურთან და ყელზე მფეთქვ არტერიაზე მიაკრა ტუჩები. ისე ესიამოვნა ამ სიტყვის მოსმენა, ყველა ცუდი შეგრძნება გაუქრო.. თავი მაღლა ასწია და ტუჩის კუთხეში აკოცა..მთელი საათნახევრის მანძილზე ორივე კარგად ნაცნო ფილმს უყურებდა გატრუნულები.. ბოლოს ფინალზე ერთი გემრიელად იტირა რობაქიძემ..
-ისევ ისეთი მტირალა ხარ..-დასცინა მომტირალ რობაქიძეს..
-კაი რა შენ კიდე სულ მაგაზე როგორ დამცინი.. -ღიმილით უსაყვედურა.. -აუ ახლა იცი რა მომინდაა?
-აბა რაა.-ცხვირის წვერზე გაუხახუნა საკუთარი..
-გერმანიაში რომ ვიყავით და სტარბაქსის ყავა რომ დავლიეთ გახსოვს? მმ აი ეგ დამხატავდა ახლა მე..
-წავიდეთ.! -სრულიად სერიოზულმა თქვა..
-რატომ დამცინი დემნაა?
-მართლა გეუბნები.. ადექი ჩაალაგე და წავიდეთ რამდენიმე დღით..
-მერე ჩემი სამსახური?
-დღეს ხუთშაბათია, ხვალაც ხომ არ აპირედი წასვლას.. ხოდა კვირას ან ორშაბათს ჩამოვიდეთ გამთენიისას.. მიდი მიდი წამოხტი, მე მანამდე დავრეკავ.. -გააბედნიერა იმის წარმოდგენამ რომ ქალს სურვილს უსრულებდა..
-თამაზ გამარჯობა..
-გაგიმარჯოს დემნა..
-მოკლედ ორი ბილეთი მინდა როგორმე სადმე ევროპის მიმართულებით..
-აუფ რამ გაგახსენა ახლა..
-მიდი ძმურად მომიგვარე ეგ საქმე რა..
-როდის დაბრუნდები?
-კვირას ღამე..
-ბერლინის მიმართულეით მაქვს ორი ადგილი, სამ საათში არის ფრენა..
-მშვენიერი.. ძმა ხარ..
-რამე ხდება?
-ცოლთან ერთად ბერლინურ არდადეგებს ვიწყობ.! -სიცილით თქვა.
-შერიგდით ბიჭო? -გუწრფელად გაუხარდა კაცს.
-არა.!
-აუუ რას გაუგებ ამ ახალგაზრდებს რაა.
-წავედი და შენთან ვალში ვარ.. მადლობაა..
-მშვიდობიანი ფრენა ძმაო. -ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და ოთახში შევიდა.
-პატარავ.. ბერლინში მივდივართ.
-დემნა..-უცებ შემობრუნდა და კაცს ახედა.. -დიდი მადლობა.. -ხელები მოხვია განიერ მხრებზე და მიეხუტა..
-მიდი პატარავ მოემზადე.. მალე უნდა გავიდეთ. -შულზე აკოცა.. რობაქიძეც მოემზადა, პატარა ჩემოდანში რამდენიმე ხელი ისეთი სამოსი ჩააწყო რომელიც იცოდა დემნას გულს აუჩქარედა.. საცურაო კოსტიუმი და პირადი ნივთები.. პასპორტი ხელჩანთაში ჩადო..
-მზად ვარ. -გაუცინა ქმარს..
-წავედით, ჩემთან გავიაროთ მეც ავიღბ ნივთეს და.. -მანქანის საბარგულში მოათავსა ჩანთა და ავტომობილი დაძრა.. ერთ საათში უკვე აეროპორტში იყვნენ და რეისს ელოდნენ..
-გამარჯობა თინა..-გეითთან ავიაკომპანიის თამანშრომელს მიესალმა..
- ბატონო დემნა როგორ ხართ..-გაეღიმა ქალს.
-მადლობა კარგად, თინა ხომ არ იცი რომელი ეკიპაჟია ამ რეისსზე?
-თუ არ ვცდები ბატონი დაჩის ეკიპაჟია..
-მადლობა.. ჩვენ ცავალთ უკვე.. -ბილეთები მიაწოდა და ტრაპისკენ წავიდნენ.. თვითმფრინავში შევიდა, ქალიც უკან მიჰყვა..
-სადაა თქვენი ბედოვლათი უფროსი. -სიცილით უთხრა ერთერთ ბორტგამყოლს..
-დემნაა აქ საიდან? -გადაეხვია ქალი..
-როგორც მგზავრი ისე ვარ.. გაიცანი ეს ჩემი მეუღლეა ელენე..-„მეუღლე“ მეუღლე“ ექოსავით გაისმა ქალის გონებაშ და წამებში გაუბრწყინდა თვალები.! „ ელენე დაივიწყე დროებით ყველაფერი“
-გამარჯობა..-მიესალმნენ ერთმანეთს.
-დაჩი დაბლაა ჩასული, ძრავეს ამოწმებსს. მოდით თქვენ ადგილებს გაჩვენეთ, თუ ბიზნეს კლასი არ შეივსო გადაგიყვანთ მერე იქით.-ღიმილით გახედა წყვილს..
-არ შეწუხდე ვიკა, აქაც მშვენივრად ვიქნებით. - ერთ საათში უკვე ჩაირთო ძრავები და თვითმფრინავიც გასცდა საქართველოს საზღვარს.. რობაქიძეს კაცის მხარზე ედო თავი და მშვიდად სუნთქავდა.
-დემნა რაღაცა უნდა გთხოვო..
-გისმენ.
-არავის არ ვუთხრათ რა. მიზეზი არ მკიხო.! უბრალოდ ჩვენს საიდუმლოდ დავტოვოთ ეს მოგზაურობა რა.. გთხოვ..
- კა მაგრამ რატომ?-ქალს გაკვირვეულმა დახედა.
-ასე უფრო კაარგია.. არც ნიკოს და ლუკას უთხრა..-ამ საშინელი სახელის წარმოთქვა გაუჭირდა ზიზღის გარეშე.. არადა არ უნდა რამე იეჭვოს.
-კაი პატარავვ.-შუბლზე ნაზად აკოცა და თავი სავარძელს მიაყრდნო.. ისეთი ბედნიერია დღევანდელი დღით, თითქოს ყველა პროლემა გამქრალიყო მათ გარშემო და თავისუფლად სუნთქვის საშუალებას აძლევდა.. ის აქა, მის გვერდით, მხარზე თავი უდევს და მშვიდად სუნთქავს.. ის ბედნიერია.! დემნა მესხისთვის კი ეს ყველაფერს ნიშნავს. მთელი ფრენის მანძილზე ეძინა რობაქიძეს და ამით საშუალებას აძლევდა კარგად დაკვირვეობა მონატრებულ სახეს. ამ ლაქას ქალის გრძელ კისერზე ჭკუიდან გადაჰყავდა..
-ვინ გაბედა შენთვის ამის გაკეთბა.. ასე ძლიერ როგორ გატკინა, ვაიმე ელენე გავარკვევ ყველაფერს. გავარკვევ და სათითაოდ დავამთვრევ იმ დამპალ ხელებს.. იმ ბინძურ თითებს შენს ყელს და სხეულს რომ ასე საშინლად ეხებოდა.. კბილებით დავგლიჯავ იმ ნაბი*ვარს. -დაუტეველ ბრაზს გძნობს სხეულში. აცოფებს ის ფაქტი რომ მის ქალს ვიღაც ასე ცუდად ექცევა და არაფრის გაკეთება შეუძლია.. ისეთი უსუსრუა, ისეთი უძლურია ამ სიტუაციაში.. -ყველაფერი შიცვლება, ყველაფერი კარგად იქნება ჩემო საყვარელო..-მის შუბლთან დაიჩურჩულა და ტუჩები მიაკრა.. იმის მიუხედავად რომ ეძინა ეს რამდენიმე სიტყვა იმედად დარჩა გულში.. იმედი იმისა რომ ყველაფერი შეიცვლება, იმედი იმისა რომ ყველა ჭრილობა შეხორცდება და ტკივილი გაქრება..


(თავი 9)
ბერლინში გამთენიისას იყვნენ , გულზე მიხუტებული გამოიყვანა აეროპორტიდან დემნამ და ცენტრში არსებულ სასტუმროში წავიდნენ..
-მოგესალმებით.-მიმღეში ლამაზად გამოწყობილი და მომღიმარი გოგონა დახვდათ.
-გამარჯობა. ნომერი გვინდა რამდენიმე დღით..
-ახლავე..-მთელი გონება კომპიუტერისკენ გადაიტანა.. -აი, მეექვსე სართული 625 ნომერი.-გასაღები მიაწოდა.-თუ შეიძლება თქვენი პასპორტები დამიტოვეთ, თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ..
-მადლობთ.-მალევე ავიდნენ ნომერში დაა კარები შეაღეს. სტანდარტული ნომერი დახვდათ, საშუალო ზომის სააბაზანო ოთახით, ერთი ორსაწოლიანი ლოგინით, ლამაზი სანათებით და მყუდრო აივნით.
-ელე მიდი მოწესრიგდი და დაწექი.-შუბლზე აკოცა ქალლს.
-შენ არ დაწვები?
-რათქმაუნდა.. -რობაქიძემ ჩანთაში საღამურები მოიძია და აატლასის მუქი ლურჟი პენუარით რომელიც თეთრი მაქმანებით იყო გაწყობილი დაიფარა სხეული, რბილ საწოლში შეწვა.. სააბაზანოდან მალევე გამოვიდა დემნა და ქალს გვერდით მიუწვა უკნიდან აეკრო და როგორც იცოდა თეძოზე მოათავსა დიდი მტევანი. სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა ელენეს და უფრო მიჩოჩდა კაცის სხეულისკენ..
-დემნა, მოდი სამუდამოდ აქ დავრჩეთ რაა. ან სხვა ქვეყანაში.. მოდი ჩუმად ავდგეთ და სხვაგან დავსახლდეთ.-უცებ გადაბრუნდა მისკენ და ყელში ჩარგო თავი..
-ელენე მითხარი რა გაშინებს ასე ძალიან, რომ შეგიძლია შენი ქვეყანა დათმო.. მითხარი გთხოვ.. დაგეხმარები..-გაშლილი თმა მუჭში მოიქცია და ნაზად მიეფერა..
-დემნა ამას არასდროს მაპატიებ...-თითქოს თავისთვის მაგრამ კაცის გასაგონრად თქვა.. დადუმდა მესხი.. ხმა არ ამოუღია, არ უნდოდა ეს მომენტი გაეფუჭებინა.. ხელი მოხვია სუსტ წელზე და ძლიერად მიეეხუტა.
დილით არამქვეყნიური სიმშვიდით გაიღვიძა, მისეულ სურნელს გრძნოდა , ისეთს ეს სხეული მასთან ყოფნის დროს რომ გამოყოფდა,ეს არ იყო პარფიუმის სუნი, ეს საყვარელი ქალის სხეულის არომატი იყო. ყველაზე ტკბილი და ყველაზე ამაღელვებელი. თმა ყელიდან გადაუწია მძინარე „ცოლს“ და ცხვირით შეეხო კანს. ისე ესიამოვნა დილით ეს სურნელი! თან როგორ მონატრებია.! ნაზად დაუკოცნა კანი.
-ჩემი ლამაზი ქალი..-მის ყურთან დაიჩურჩულა და ქალსაც სიამოვნებისგან გაეღიმა..-გაიღვიძე რა.. -ყვრიმალები დაუკოცნა, დიდ მტევნებს კი ელენეს მუცელზე დაასრიალებდა.. აი დაბურცულ მკერდსაც მიწვდა მისი თითები და წრიული მოძრაობით გაუმაგრა კერტები..
-დემნა..-სიამოვნებისგან გააჟრიალა და მუცელი დაეჭიმა, ყველა ნეკნი გამოკვეთილად უჩანდა.. სახიდან ყელზე გადაინაცვლა მესხის ტუჩებმა, ენას ოსტატურად ასრიალებდა ქალის კისერში. აი გზა ლავიწის ძვალზეც გაიკვალეს, სარივით დაეჭიმა რობაქიძეს სხეული და თითებით სახეზე მოეფერა მის კაცს.! თვალს არ აშორებდა ახლად გაღვიძებულ, ვნებაში თავით გადაშვებულ რობაქიძეს და ენას სიამოვნეით ასრიალებდა ქალის უკვე გამაგრებულ მკერდზე.. -დემნა..-ამოიკნავლა და დაჭიმული ზურგი რბილ მატერიას მოაშორა,იკლაკენებოდა სიამოვნებისგა და უკვე ერთი სული ჰქონდა როდის იგრძნობდა მონატრებულ ნეტარებას.. კაცი მისი მუცლიდან ზემოთ ამოიწია და სახეზე დახედა, თვალები დაუკოცნა.
-რაო პატარავ, გინდივარ?! -ცხვირს ლოყაზე უხახუნებდა ხელებით მის საჯდომს ეხებოდა. ამ სიტყვამ რაღაც დამართა რობაქიძეს სხეულში, თითქოს ცხელი ლავა ჩაეღვარა და მთელი შინაგანი ორგანოეი დაუმდუღრა..
-დემენა..-მხოლოდ ამ სახელის წარმოთქმა შეძლო და გახსნილი ბაგეებით დაეწაფა კაცის საყვარელ ტუჩებს..
შუადღე ახალი დაწყებული იყო ჰოლში რომ ჩავიდნენ სასაუზმოდ.. ერთ პატარა მაგიდასთან ისხდნენ გაღიმებული.. დიახ გულწრფელი ღიმილით უყურებდნენ ერთმანეთს ისე როგორც ადრე წლების წინ, როცა მათ გარშემო სიკეთის, სიყვარულის და ბენდიერების მეტი არაფერი იყო.. მთელი ცა მათთვის რომ იყო მოწმენდილი და ღამითაც ვარსკვლავებით გადაჭედილი.. ამდენი დარდის შემდეგ შეძლო და გულწრფელად გაიღმა, უყურებდა მის გვერდით მჯომ დენას და სიცილით საკუთრი თეფშიდან საჭმელს ასინჯებდა..
-არა საჭელში გემოვნება არ გაქვს! -პირგამოტენილმა სიცილით გახედა და დაბურცულ ტუჩებზე ოდნავ შეეხო..
-ერთადერთი რამ რაშიც არ ვემთხვევით.. -გოგონა მოუახლოვდა მათ მაგიდას..
-ბატონო დემნა აი ესეც თქვენი თხოვნა..
-დიდი მადლობა..-გაუღმა და ქაღალდის შეკვრა გამოართვა, მშვიდად ამოაცურა იქიდან არომატური სტარაქსის ყავა..
-დემნაა, ეს როდის მოასწარი..- პასუხად მხოლოდ კოცნა მიიღო.. დასუნა ჯერ და შემდეგ გემრიელად მიირთვა.. ის დღე სასტუმროში გაატარეს, აივანზე ისხდნენ ღვინის ბოთლით და ხილით..
-აბა გაიხსენე პირველად როდის მიხვდი რომ გიყვარდი?.-გაუცინა და ყურძნის დიდი მარცვალი დააგემოვნა..
-აი კუმისში რომ ვიყავით კარვებით და უკან რომ ვბრუნდებოდით, გზაში ძალიან გამიჭარდა იმის გააზრება რომ ჩემს გვერდით აღარ დაიძინებდი, სახლში მუსულმა ვერ მოვისვენე. სულ შენთან მინდოდა და თავში უცებ ერთი სიტყვა გაჩნდა.-თითი საფეთქელთან მიიდო დემნამ.-„მიყვარს“ ეს რომ გავიაზრე იმხელა ენერგია ვიგრზენი ორგანიზმში. დაუტეველი.. -ღვინო მოსვა და გამწვანებულ ბუნებას გახედა..
-მე იცი როდის მივხვდი? ... შენთან სოფელში ვიყავით ბავშვები და ჩვენ საძინებელში რომ ავიპარეთ,მაშინ პირველად მომეფერე, პირველად ვიგრძენი შენი სხეულის სიმხურვალე..-უცებ მთელი გონებით იქ წარსულში სოფლის სახლში წავიდა..
***
ნანუკა და ელენე, გულმოდგინედ აწყობდნენ სუფრას. ათ კაციანი მაგიდა გააწყეს და ყველამ ერთად მოიყარეს თავი, ბიჭემა მწვადები შემოიტანეს.. და ერთი კარგი ქეიფი წავიდა..
-დემნა მოდი ვიმღეროთ.. -ხელში მოიმარჯვა გიომ გიტარა და ძმაკაცს გახედა.ოსტაურად აათამაშა სიმებზე გრძელი თითები და ცოტა ალკოჰოლ გარეული ხმა ამოუშვა ბახტაძემ.. მთელი მაგიდა აჰყვა სიმღერაში, სახლიდან სასიამოვნო მხიარულეის ხმები გადიოდა.. რამდენიმე სადღეგრძელოც მოჰყვა ამ სიმღერას.
-ახლა ნიკო წაგვიკითხავს ლექს. -ნანკა წამოდგა და უკნიდან მოეხვია მეგობარს..
-კაი რა ნანუ.. რა დროს ლექსია..
-ვა ნიკო ლექსებს წერ?-გულწრფელად გაუკვირდა ელენეს და დემნას მხარზე მიდებული თავი ასწია..
-ცოტა დიდია.. -მშვიდად დაიწყო საუბარი, ერთი ამოისუნთქა, ჭიქას ხელი ძლიერად მოჰკიდა და არეული უკვე კარგად დაბოხებული ხმა ამოუშვა ქავთარაძემ..
„გოგოები მრავლად მყავდა ყოველთვის
თავი ყოვლის დამპყრობელი მეგონა,
ერთი ნაზი გაღიმება ვინმესთვის
და ის მარტო, მარტო ჩემი ხდებოდა!
ასე ჩვეულს ტიპს და თავში ავარდნილს,
მხვდება ერთი ლამაზიც რომ არ არის.!
ლამაზს თავშუ უ-დაამატო და ბოლოს ს-ი,
სხვა გზა პროტსა არ არის.!
მოვინდომე ბიჭმა გოგოს გაცნობა,
ჩვეული გზით „დვიჟეენიის წახოდვა“,
ამ დროს გოგო ზედაც რომ არ მიყურებს
ეს ღიმილი რაღათ მინდა.?“-გაეღიმა და უცნაური მზერა მოავლო ჯერ ელენას და შემდეგ სამეგობროს.- „მიტყუებს მისი ღიმილი ნაზი და თბილი,
თითქოს ჩემია! რათითებია, რათვალეია რა კბილებია
ასე ყოფნა ხომ ძაან ძნელია.“-ხმა უფრო დაუბოხდა და ყელზეც ძარღვები გამოუჩნდა.!
-„როგორც იქნა შევედით დიალოგში
გავიცანით ერთმანეთი შორიდან,
ვიბაასეთ სამი წუთი მაქსიმუმ,
და მომეჩვენა საუკუნედ .!“-ჩეღიმა, ხმაურით გადაუშვა ნერწყვი ხახაში და გამშრალი ტუჩები ენით გაისველა.! –„ როდიდან ვარ ასეთი უბრალო და გულჩვილი?
ამ პატარა გოგომ ნეტა რა მიქნა?
ძილის წინ რომ ჩახუტება მინდება
და ადგომისას პროსტა ნახვა რომ მინდა!
ასე გავიდა კვირადა თუ მეტი,
პარალელურად ცხოვრების ტემპი,
მიდის ჯიგრულად ვიცნობ კამანდას
ერთ ტიპსაც ვიცნობ,“ ვბრატობ ნარმალნად“ !
ეს ტიპიც მაინც დაიმახსოვრეთ,
ამ ლექსში კიდევ „გაგვეჩითება“ !
და ამ დროს მე ვფიქრობ იმაზე,
ის გოგო მგონია რომ მიყვარდება!
ასეთი ყოფილა თურმე ეს გრძნობა,
ჩემთვის ვფიქრობდი გზააბნეული,
ხომ არ მეშლება,იქნებ ვერ ვხვდები?
რეებს ვწერ აბა თუ არ ვარ სნეული,
გრძნობით, რომელსაც გულებს უძღვნიან,
გრძნობით რომელიც აგიჟებს, ტანჯავს
მე კი დამტანჯა ამ მოკლე ხანში,
აბა მითხარით სიყვარულს არ ჰგავს?“-აქაც სიმწრით ჩაეღიმა.
-„ნუ მოკლედ გახსოვთ ის ტიპი ალბათ?
„ბრატი ჯიგარი“ რომ მგონებია,
შემთხვევით ვიგებ უცნაურ ამბავს ,-ხმა საშინლად დაეძაბა და უცნაურად ჩაეხლიჩა.
-„ ამ ტიპს ის გოგო მოსწონებია.!
ვაი“- ტუჩის კუთხე ირონიულად ასწია და მისკენ მიმართულ მზერებს გადახედა
-„ ვიფიქრე დავიმტვრევ მუხლზე,
ამან რომ რამე „ნიტო მიქაროს“.!
მაგრამ დავმშვიდდი ცოტახნის მერე
ჯობნით ვერ იზავს „დალშე“ იწვალოს .!
ვიფიქრე ჩემთვის, „დავიკიდე“ მაგრამ..“.-სიტყვა გაუწყდა.
-„მალევე ერთად ვნახე ჩემი ცხოვრება და ის გოიმი.!
თურმე მე თვითონ დავიგე მახე,
საჭირო დროს და საჭირო მომენტში, საჭირო სიტყვა
რომ მეთქვა „პროსტა“, საბოლოოდ ჩემი ცხოვრება
იმასთან კი არა აქ იქნებოდა.!“-თავი ჩაქინდრა, ხელებზე ძარღვეი გამოუჩნდა და ნაცრისფერი თვალები გაუმუქდა.!
-„მოვრჩეთ ტირილს და მოვრჩეთ გოდებას .!
ცხოვრება მიდის არ გველოდება!
პროსტა იცოდეთ რომ ბარტყი ბუდეს,
მაინც ყოველთვის დაუბრუნდება.!
დღეს არა?! მაშინ ხვალ მოვა ის დღე!
ხვალ არა?! მაშინ ოდესმე მოხდება რაღაც ,
რაც ხელს შეუწყობს იმას ,რომ
ჩემი ოქრო ჩემთან იქნება!“-ბოლო სიტყვეი ერთი ამოსუნთქვით დაასრულა და შეუმჩნევლად ღიმილით გახედა რობაქიძეს.რომელიც არც კი უსმენდა ისე იყო გართული დემნას ხელების ფერებით.!
-საღოოლ! მაგარია ძმაო.. ძაან ხარ შენ დამწვარი სიყვარულით..-გიომ ბეჭზე დაარტყა ხელი.. ელენესგახედა ისევ..
-არა ეს ადრე დავწერე.. -თავი გაიმართლა და სასმელი ბოლომდე გამოცალა.!
***
„ღმერთო..! „გულში წამოიყვირა და მომღიმარი სახე უცებ დაექუფრა. „ ღმერთო, ის ლექსი.. ღმერთოო ის ჩემზე იყო? „
-ელე რამე მოხდა?-სახეზე ნელა დაუსვა ხელი..
-არაფერი რაღაც გამახსენდა და.. -თავი იმართლა და აღელვებულმა ჭიქით სასმელი მოსვა.. საშინელ დანაშაულის გრძნობას გრძნობდა..ცდილოდა ამაზე აღარ ეფიქრა და გონებიდან როგორმე გადაეკარგა მაგრამ არაფრით გამოსდიოდა.! გვიან ღამეს ერთად დაწვნენ საწოლში და დემნას მასზე ჩახუტებულს ჩაეძინა. რობაქიძე კი თვალს ვერ ხუჭავდა.. ორ კაცს დაუნგრია ცხოვრება, იმხელა სინანულმა დაიდო ბინა მის გულში რომ ყველაფერი რაც კი აქამდე იყო გაქრა.. მთელი ორგანიზმს მეტასტაზებივით მოედო და გაუყუჩებელი ტკივილი გამოიწვია.. როგორია იყო დამნაშავე,ორი ერთმანეთთან დაკავშირებული ადამიანის გაუედურებაში..საწოლიდან წამოდგა და აივანზე იმის იმედით გავიდა რომ იქ მაინც შეძლებდა სუნთქვას, მაგრამ ამ გრძნოამ სასუნთქი გზებიც კი გადაკეტა. მოაჯირს დაეყრდნო და ისევ წარსულში გადაინაცვლა..
***
კოცონის გარშემო რამდენიმე კაცს მოეყარა თავი და სიბნელეში ცეცხლის ალის განათებით ხედავდნენ ერთმანეთს. ნანუკა ლუკას მკერდზე იყო მიყრდნობილი და გიორგის ტკბილ ხმას უსმენდა, ელენე დენას კალთაში მოკალათებული ლოყით მის შუბლს დაყრდნობილი გატრუნული უყურებდა ცეცხლს.. ნიკო ქავთარაძე თავჩახლირი ჯოხით ნიადაგზე გაურკვეველ ხაზებს ხაზავდა.. გიტარის სიმების მშვიდი მელოდია ისმოდა, ყველაა ჩუმად იჯდა, უცებ მოუნდა გულიდან ამოეშვა სათქმალი და მუხლეს იდაყვეიბით დაყრდნობილმა დაიწყო.! ღრმად ამოისუნთქვა ბგერებიც ამოვიდა.
„სად არის გოგო რომელიც იყო,
ყოველ მზერაში რომ ჩანდა სითბო!
სად არის გოგო კეთილი, თბილი
მუდამ მზრუნველი და მუდამ რბილი?
წავიდა გაქრა და სხვა მოვიდა,
უფრო უხეში, უფრო თამამი,
მე მინდა ისევ ისეთი იყოს !
როგორც მე მინდა ეგრე სად არის?“ -თვალს არ აშორებდა ცეცხლის ალს რომელიც ვარსკვლავებით მოჭედილი ცისკენ მიდიოდნენ და სადღაც უჩინარდებოდნენ.
-„რა ხშირად ვნატრობ ჩავიკრა გულში,
ან მოვეფერო ლამაზ სახეზე,
არ შემიძლია ეს გავაკეთო!
იმას არ უნდა ჩანს მის თვალებზე,
თვალებზე ეტყობა მას ის განწყობა,
რომ აღარ უნდა გაგრძელდეს ასე!“-მზერა ალიდან ჩახუტებულ წყვილზე გადაიტანა და ისევ ნიადაგს დახედა.
-„თითქოს იმას დავედე ტვირთად.
სინამდვილეში არ არის მასე.!
ნუ შეიძლება ეს ყველაფერი იყოს შტერული
ან მცდარი აზრი..
ვნატრობ რომ მართლა ასე იყოს,
მაშინ რაღატო არ არის ნაზი?
ისეთი ზუსტად როგორიც იყო,
როგორ მომწონდა იმის ყურება,
ჩავიხუტებდი არ გავუშვებდი!
მეყოლეოდა მთელი ცხოვრება!- დაგროვებული ნერწყვი გადაუშვა ხახაში და ნაღვლიანი ღიმილით დახედა ხელებს, რომლებიც უკვე საგრძნოლად კანკალებდა.!
-„ძველის ყურებას მონატრებული,
მიწევს ვუყურო რომ არის სხვასთან
როცა უნდა აკოცებს შულზე და
რომ მოუნდება არ გასცემს ხმასაც.!
ალბათ ეგ არის მიზეზი ზუსტად
რაც მე მაფიქრებს,მაწვალებს ამდენს.
ვეჭვიანობ და იმიტომ ვწვალობ,
თორე გავძლებდი ლოდინით რამდენს.“- გაჩუმდა თითქოს ძალების მოკრებას იწყებდა თავიდან, მარტივი ხომ არაა ასე ერთბაშად გადმოიღო დაგროვებული გრძნობები.!
-„რომ არ ვხედავდე, რომ არის სხვასთან,
რომ არ მბურძგლავდეს ბრაზიზგან ამდენს,
შევძლებდი ლოდინს მთელი ცხოვრება,
თუნდაც ბოლომდე გამევლო მარტოს“. -გაეღიმა.
-„ მე მგონი ცოტა ზედმეტიც მომდის,
ვაჭარბებ მგონი ჩემს ასეთ ყოფას,
მგონი სულ არ ვარ ასე ცუდ დღეში,
მგონი უნდა ვიკმარო ცოტაც.
მაგრამ არ ვიცი რით გავძლო ასე,
არ ვარ ჩვეული მე ასე ყოფნას.! “-ხმა გაუმკაცრდა, თვალები ბოროტებით აუგიზგიზდა.
-„ რაზეც ვფიქრობ რომ მე მეკუთვნის
სხვა ეხუტება სხვა ჩუქნის კოცნას.
ვეცადე ლექსით რომ მეთქვა რა მსურს,
რამდენი ვწერე, ვიბოდიალე.!
ერთი რამ მინდა მხოლოდ და მხოლოდ
ჩემი ოქრო ჩემთან რაც შეიძლება მალე.!“-ბოლო სიტყვები კბილებში გამოსცრა და იმის დასამალად რამხელა ზიზღს გრძნოდა დემნა მესხის მიმართ თავი არ აუწევია, სანამ ეს ბოროტება გულში ღრმად არ ჩაიდო.!
***
სკამზე უღონოდ იჯდა და გადაფითრეული უყურებდა ღამე განათებულ ბერლინს. საერთოდ აღარ ჰქონდა სურვილი არსებობის! რთულია იცით? რთულია როცა საკუთარ თავს სხვისი უბედურების მთავარ მიზეზად თვლი..! რთულია როცა შენს გამო ასე ბოროტდებიან.. მერე რა რომ აზრზე არ იყო ქავთარაძის გრძნობების შესსახებ, მაინც ისაა დამნაშავე.! ასე მარტივად გამოუტანა საკუთარ თავს განაჩენი.. არც ეს დღე შეეერგო, როგორ ეგონა, რომ ამ რამდენიმე დღეს ბედნიერი გაატარებდა საყვარელ კაცის გვერდით, მაგრამ როგორც ხედავ ცხოვრებ არასდროს არაა იმ ადამიანის მხარეს რომელმაც წარსულში უნებლიე შეცდომა დაუშვა.! თვალები ტკივილით დახუჭა და ძლივს ამოისუნთქა.
-ელე რატომ არ გძინავს?-აივნის კარებთან დემნას გახედა.
-ვერ დავიძინე.. დემნა იცი ცუდი ადამიანი ვარ.! -ისევ გარემოს გახედა და ისე თქვა რამდენიმე სიტყვა.. -ცოცხალი უბედურება.!
-ელეე..-მის მუხლებთან ჩაიმუხლა.-მითხარი სიმართლა..
-იმის გამო, ისე შემიზიზღებ საერთოდ აღარ მოგინდება ჩემი ნახვა..
-ვეცდები გაგიგო.! -ყბები დაეჭინა. მოსალოდნელ საშიშროებას ელოდა, ცუნამს რომელიც მთლიანად დაანგრევდა მის არსებას. ეშინოდა, საკუთარი თავის შეეშინდა..
-კაი ჯანდაბას.! მე აღარ ვარ შეცოდების ღირსი.! ახლა ყველა გზას გადავჭრი რაც ჩემამდე მოგიყვანს.. მთლიანად გავანადგურებ ჩემივე ხელით შენთან ყოფნის შანს.! მაგრამ იცოდე.. -სიტყვა გაუწრდა.. სად იყო ცრემლები? მის სახეზე ცრემლები არ ჩანდა ზუსტად იმიტომ, რომ გულში ეღვრებოდა და ყველაზე მტკივნეული ზუსტად ეს იყო.! თვალები? ყინულივით ცივი გაუხდა რობაქიძეს, არანაირად აღარ ებრალებოდა საკუთარი თავი.! -იცოდე რომ მთელი არსებით.! სულით ხორცამდე შენი ვარ.! შენს გარდა ჩემს სულს ვეღარავინ შეეხება.! მე მთლიანად გავქრები შენი ცხოვრებიდან.! -რაღაცის თქმა უნდოდა მესხს მაგრამ არ ათქმევინა..-დიახ გავქრები და შენ ჩემს შესაჩერებლად არაფერს გააკეთებ.! -მძიმედ ჩაისუნთქა დემნამ და თვალები წამით დახუჭა.
-გისმენ.! -ხმა მკაცრი ჰქონდა. -მე... -როგორია საკუთარი ხელით მოკლა საყვარელი ადამიანი.? ძალიან რთულია თვითონ მიიღო სიკვდილის გადაწყვეტილება.!-


(თავი 10)
-მე... -როგორია საკუთარი ხელით მოკლა საყვარელი ადამიანი.? ძალიან რთულია თვითონ მიიღო სიკვდილის გადაწყვეტილება.!-იმ საღამოს შენ რომ ჩინეთში წახვედი მე ლუკას დაბადების დღეზე ვიყავი.. -თვალები დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა..- რამდენიმე ჭიქა სასმელი დავლიე და სახლში წაყვანა ნიკომ შემომთავაზა..
-ჩვენმა ნიკომ?-დემნას ხმა არ ჰგავდა ადამიანისას.. უცნაურად გამყინავი იყო..ამ რამდენიმე სიტყვამ კი უარესად გაურთულა საქმე რობაქიძეს, უფრო გაუჭირდა სმართლის თქმა..
-დილით კი..-აი აქ ამოხეთქა და ცრემლების ნიაღვარი წამოუვიდა სახეზე. ხელები სახეზე აიფარა და ხმით ატირდა..
-ელენე ხვდები რას მეუბნები? -უცებ მოშორდა და შიშველ მკერდზე ხელი მიიჭა, გაუსაძლისი ტკივილი იგრძნო! -ელენეე.. ამოიღე ხმა გოგო..
-ხო დილით მასთან გავიღვიძე.. დემნა..- ფეხზე წამოდგა და იქვე მოაჯირრთან აწურულ კაცს გახედა. ადამიანის სახე დაეკარგა და შავი ფერის თვალები წყლით ჰქონდა დაფარული, სახეზე ისეთი ტკივილი ეწერა მსგავსი არსად რომ არ ენახა.. გაოგნებული იჭერდა მარცხენა მკერდზე ხელისგულს და ცდილობდა იქნებ ოდნავ მაინც განელებულიყო ეს დედანატირები ტკივილლი..
-რა ჯანდა ხდება ჩემს თავს..-ჩაიკეცა დემნა და გადაჯვარედინებულ ხელებში ჩარგო თავი, განიერი მხრები აუცახცახდა და აქ მიხვდა ელენე როგორ ატკინა.. -ეს როგორ გამიკეთეთ.. ეს რა გამიკეთეთ..როგორ არ შეგეცოდეთ.. -დახშული ხმით ამბობდა მესხი.. გაქვავებული, გულ გაჩერებული იდგა, თვალებს ვერ ახამხამედა რადგან მისი ცრემლები იმდენამ მწველი იყო სახეს საშინლად სწვავდა.. -წადი აქედან.. -თავი ასწია მესხმა და ქალს ზიზღით შეხედა.. აი ამ სახის დანახვა კლავდა ელენეს. -ელენე წადი აქედან თორე საშინელებას დაგმართებ..-სახეზე კენტად ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა ხელის ზურგით.. -გაეთრიე აქედან.. -მოთმინება დაკარგული ფეხზე სწრაფად წამოდგა და მაჯაში ჩაავლო ხელები.. ჯერ ამოუწყობი ჩანთა ხელში მიაჩეჩა და კარებამდე მიიყვანა.. -აღარასდროს გაბედო ჩემს სიახლოვეს მოსვლა.. წყეული იყოს ყოველი დღე რაც შენთან ერთად მაქვს გატარებული.. მადლობა ღმერთს შენი მშობლები და ელენე არ მოესწრო შენს ბო*ობას.! -ზღურბლს იქით გასულ ქალს ხმაურით მიუკეტა კარები და თვითონ იქვე ჩაიკეცა.. ხმით ატირდა.. ორ მეტრიანი კაცი ტკივილს დაეპატარავებინა და ძლივსღა მოჩანდა ამხელა ოთახში.. ხელი მომუჭა და იატაკს დაუშინა..
-ააა.- ამოიღრიალა და საკუთარი თავი შეზიზღდა.. -ეს რა გამიკეთე ელენე.. როგორ გამანდაგურე.. ეს რა გამიკეთე.. -შუბლზე დაეწყო ხელები და კედელზე მიყრდნობილი ერთ წერტილზე გაეშტერებინა თავი.. კარგა ხანი იჯდა ასე გაუნძრვლად და ცრემლები არ წყდებოდა.. ვერ გაეგო რა ხდებოდა მის თავს, ვინ დაწყევლა ასე, ან რა ცოდვისთვის ისჯებოდა ასე დაუნდობლად. ერთი პერიოდი მაღლა იყურებოდა, თითქოს სცდილოდა ღმერთი დანახვას.. გონების გარშემო უამრავი ტკივილით სავსე კითხვა ტრიალებდა..
-როგორ გაბედა იმის მერე ჩემთან ყოფნა..-აკანკლაებულ, დაძარღვულ ხელებს დახედა და სააბაზანოში შევარდა.. მთელი მონდომებით იხეხავდა მტევნებს და ცდილოდა ელენეს კვალი გაექრო იქიდან.! მთელი საწოლი ამოატრიალა.. ეზიზღბოდა ეს სუნი, ადრე ყველაზე სასურველი სურნელი ახლა იარაღად იყო ქცეული და ყოველ შესუნთქვაზე თავიდან კლავდა მესხს.. ადგილს ვერ პოულობდა ოთახში, სული ეხუთებოდა, სუნთქვას ვერ ახერხედა, უჟანგადოდ დარჩენილი ფილტვები ტკიოდა. ფილტვების ტკივილთან არ მიდიოდა უსიყვარულოდ დარჩენიული გული.. გული რომელიც ასე დაუნდობლად ამოაგლიჯეს და მერე მის წინვე ნაკუწებად აქციეს..
-ღმერთო რისთვის დავიმსახურე.. -საწოლის კიდეზე იჯდა და მუხლეზე იდაყვებით დაყრდნობილი თავისთვის ჩურჩულებდა.. -რისთვის ვისჯები ასე საშინლად.. ან თუ რამე დავაშავე რა საჭირო იყო ამდენად გამწარება, მთელი თავმოყვარეობის, ნამუსის და ღირსების მოსპობა ერთი ხელის მოსმით... კი მაგრამ რისთვის.. ასე რისთვის გამიმეტე ღმერთო..?!-საწოლზე გადაწვა და ჩაწითლებული თვალეი დახუჭა..
***
პარკში ისხდნენ შეყვარეულები და დაბღვერილი სახეებით უყურებდნენ ერთმანეთს..
-დემნა ასე მგონია აღარ გიყვარვარ..-სევდიანად თქვა რობაქიძემ და თავი ჩახარა..
-რას ამბობ ელენე.-ბიჭს ხმა გაუმკაცრდა.-დღე და ღამე შენზე ვფიქრობ, აღარ ვიცი რითი დაგანახო ჩემი სიყვარული შენ კიდე რას მეუბნები...-ხმა აუკანკალდა მესხს.. გული ატკინა გოგოს სიტყვებმა..-სულ შენი ჩახუტება მინდა, კოცნა და შენ მეუბნები აღარ გიყვარვარო?-ფეხზე წამოდგა და წასვლა დააპირა.. თავი ასწია რობაქიძემ და უკან დაედევნა..
-დემნა პამატიე რა.-უკნიდან აეკრა ბიჭს.. -არ ვიცი რა მჭირს.. ამ ბოლო დროს სულ ცუდზე ვფიქრობ .. მეშინია გესმის? მეშინია არ მოგბეზრდეს ჩემთან ყოფნა.. არ მინდა შენი დაკარგვა.. დემმნა გამიგე გთხოვ.. ხომ იციი მე არავინ მყავს, არ მინდა შენც დაგგკარგო.. -უკნიდან ეხუტებოდა და ტირილით ელაპარაკებოდა..
-სულელო შენ.! მე არასდროს დამკარგავ..! გესმის?! -შემობრუნდა და ლამაზი პატარა სახე ხელებში მოიქცია.. -არასროს მოგცემ უფლებას ჩემგან წახვიდე.. ჩემო სიცოცხლე.. იმდენად მიყვარხარ რომ.. -უცეებ გაჩუმდა.
-რომ??
-ღალატსაც კი გაპატიებ.-ღიმილით უთხრა და აწითლებული ტუჩეი დაუკოცნა..
***
გაახსენდა წარსული და ხელისგულები შუბლში დაიშინა..
-არ გაპატიებ. ამას არასდროს გაპატიებ ელენე.. -და უცებ გონებაში კარგად ცნობილმა სახელმა გაუელვა. -ნიკო ქავთარაძე... -კბილები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა და სიბრაზისგან გააკანკალა..
-შენი სიკვდილის დღე ახლოვდება ახ**არო.! შენი დედა მო***ან.. ნაი*ვარო..-მთელი ღამე ოთახში, სიარულში გაატარა.. მომენტებში გრძნობები სძლევდა და ერთ-ერთ კედელთან ჩაიკეცებოდა, მარცხენა მკერდზე ხელებ მიბჯენილი.. სტკიოდაა... ოო როგორ სტკიოდა გული.! მაინც როგორ ბოლომდე იყო დარწმუნებული რომ მისი ცოლი.. მისი საყვარელი ცოლი არ უღალატებდა და თურმე ძმაკაცთან არ ღალატობდა.! ყრუდ ამოიგმენდა და ძლიერად უჭერდა მკერდს ხელს, რომ იქნებ იქ.. შიგნით დარჩენილი ორგანო ამოეგლიჯა და ამ საშინელი ტკივილისგან განთავისუფლებულიყო.!
***
დერეფანში უემოციოდ მიაბიჯებდა, ძლივს მიათრევდა სხეულს, საპირფარეშოში შევიდა და საღამურები გამოიცვალა.. იქვე ჰოლში დაჯდა.! ასე გაუნძრრრევლად და ხანდახან სუნთქვვაც ავიწყდებოდა.. მაშინ მიხვდა რომ ფიქრის გარეშე ყოფნაც შეიძლებოდა თურმე, გონება გათიშული იჯდა და სიამოვნებდა ასე რომ სტკიოდა თვითონაც.
„მეტის ღირსი ხარ ელენე რობაქიძე, არ გაქვს ხმის ამოღების უფლება.! უნდა მოკვდე..! ახლა ადგები და პირველივე ხიდიდან გადახტები და ერთით შეამცირებ დედამიწაზე არარაობების რაოდენობას.. „ სხეული აითრია, იქვე დატოვა ყველა ნივთი, ბერლინის ქუჩას გაუყვა, საბედნიეროდ აი აქვე დახვდა ხიდი, თითქოს მთელი დედამიწა ეხმარებოდა ჩაფიქრებულის ასრულებაში.. ოდნავ დაებურა გამოსახულება, ესეც არწამოსული ცრემლების ბრალი იყო.. მოაჯირს დაეყრდნო და მალევე მეორე მხარეს აღმოჩნდა.. სხეულში უცნაურმა ტალღამ დაუარა, მალევე სიკვდილის სუნიც ეცა! საკუთარი სივდილის სუნს გრძნობდა და გამბედაობაც უფრო ემატებოდა! თავი მაღლა ასწია, თვალები დახუჭა , სასიამოვნო ნიავმა აუფრიალა აბურდული თმა და აი ისიც თავისუფლება იგრძნო..
-არ გაბედო სიკვდილი.! -როგორ აღმოჩნდა ისევ გზის პირას ვერ მიხვდა, გაანალიზებულს უფრო შეეშინდა რადგანა ქ გაავებული დემნა მესხის თვალები დაინახა. მარცხენა ლოყა საშინლად აეწვა.. აქ მიხვდა ეს დემნას მტევანი იყო.! -არ გაბედო სიკვდილი რადგან შენ უნდა იტანჯო.! დიდხანს უნდა იცხოვრო და მთელი ცხოვრება უნდა იტანჯო რადგან ამაზე მეტს არ იმსახურებ.. სიბერის დროს სიკვდილი რომ მოგიახლოვდება იმდენად უნდა იყო დატანჯული მთელი ცხოვრებით, შვება უნდა იგრძნო სიკვდილით.! -კბილებში სცრიდა და მაჯებზე ძლიერად უჭერდა ორივე მტევანს..-ასე ადვილად არ გამოძვრები ამ საქმიდან.! -ზიზღით ასწის ტუჩის კუთხე.. -ფურთხის ღირსიც არ ხარ.! -ხელი ჰკრა და გზა გადაკვეთა, კვლავ სასტუმროში დაბრუნდა და აკანკალებული გოგო იქვე შუა ქუჩაში ხიდთან დატოვა..
თბილისში როგორ დარუნდა არ იცის, მთელი ეს დრო უგონოდ მოძრაობდა, უფრო სწორად ცდილობდა გონება გაეთიშა და მშიდი სახით ემოძრავა.. არ გასჭირვებია მან ხომ მთლიანად „მე“ დაკარგა.. დაკარგა ყველაფერი რაც გააჩნდა, სიცოცხლის სურვილი გაუქრა.. თვალები ჩუქვრა და გული დაეფერფლა.. უსულოდ მოძრაობდა აეროპორტში და თბილისში ცამოსულმა სახლს შეაფარა თავი.. ფარდები გადააფარა ფანჯრებს და საკუთარ თავვს სამუდამო სიბნელე მიუსაჯა.. სამსახური დატოვა და ყველანაირი წყაროს გარეშე დარჩა სახლში, სიბნელეში და სიცივეში.. იქნებ ასე მაინც მომკვდარიყო..
***
ლუკას სახლში მოეყარა რამდენიმე ადამიანს თავი, მშვიდად იცინოდა ნანუკა და შიგადაშიგ ონიკაშვილს კოცნიდა.. იქვე მხიარულად იჯდა ნიკო ქავთარაძეც როცა სახლის კარებზე გაბმული ზარი გაისმა.. სახლის პატრონმა გააღო და ზღურბლთან ადამიანის სახე დაკარგული მეგობარი შერჩა.. უხეშად გასწია მესხმა მეგობარა და მთელი სიბრაზით გაემართა ნიკოსკენ.
-მოასწრო შენმა ცოლმა სიმართლის თქმა?-ირონია განჟღენთილმა სიტყვებმა გაიჟღერეს და შემდეგ მოჰყვა დარტყმის ხმა.. საყელოში სწვდა მესხი მის მსხვერპლს. მისი მოკვლის სურვილი უფრო ძლიერად გაუჯდა სხეულში..
-შენი დედა მოვ**ან.. ა*ვარო.-კარებისკენ გაათრია ქავთარაძე..
-დემნა. დემნაა.. -გაოცებული, დაბნეული დაედევნა ლუკა მეგობრებს.. ნანუკაც არ დარჩა სახლში და რამდენიმე ზარიც კი შეუშვა მეგობრის ნომერზე, რომელიც გამორთული და გასული იყო მომსახურების ზონიდან..
-ეს როგორ გააკეთე შე ახ*ვარო..-ეზოში გამოსულმა უკვე ვერ მოითმინა და კიდევ ერთხელ ძლიერად დაარტყა მსხვერპლს..
-გეტკინა? -არ ცხრეოდა ქავთარაძე..
-ლუკა არ ჩაერიო შენ თორემ.. -საჩვენებელი თითი მათკენ წამოსულ ონიკაშვილს მიუშვირა.. და ახლა ისევ კიდელთან წელში მოხრილ ნიკოს მიუბრუნდა..
- მეც ასე მეტკინა იმ ქალს რომ დაადგი თვალი რომელიც მიყვარდა.-კბილებში გამოცრა და ახლა მან მოუქნია მესხს ხელი..
-შე ყ*ეო.. რომელ ქალს? დანახვის დღდან ჩემი რომ იყო და შენ შიშისგან ჩაფსმული შორს რომ იდექი და თურმე გულში რეებს იდები შე ლაჩარო.!-ძირს დააგდო და რამდენჯერმე კიდევ უთავაზა სახეში.. -ეს როგორ გამიბედე და ჩემ ცოლს როგორ დააკარე ხელი.. -მისი მარჯვენა დაიჭირა და გადაუგრიხა, ძვლის გატეხვის ხმას ნიკო ქავთარაძის ღრიალი მოჰყვა..
-მიყვარდა.. მე მიყვარდა ელენე რობაქიძე.. დანახვს პირველი დღიდან მიყვარდა..-ატირებული მაინც ხმამაღლა ყვიროდა..
-ეგ მეორედ არ გაიმერო თორემ მოგატეხავ მაგ ყ*ლე თავს შე ბო*ო.. -ნეკნეში დაუშინა ფეხები , გამეტებით ურტყავდა წიხლებს და უამრავ სალანძღავ სიტყვებს ეუბნებოდა.. ლუკა ჩაერია საქმეში..
-დაანებე ბიჭო ხელში ჩაგაკვდება..-ზურგიდან დაიჭირა გაცოფებული დემნა მესხი. დაიხსნა მისი ხელებიდან თავი და კიდევ ზედ შესდგა უკვე გონება წასულ ნიკოს. გული რომ მოიფხანა ზედ დააფურთხა და ასე სასიკვდილოდ განწირული დაუტოვა ლუკა ონიკაშვილს.
-შენი ნებაა გადაარჩენ თუ არა ამ მატლს.. -კბილებში გამოსცრა მესხმა ცხვირიდან წამოსული სისხლი ხელის ზურგით მოიმშრალა..
***
თვალებ გაფართოებული ნანუკა ავალიანი მივარდა მეგობრის სახლს და მანამ არ შეწყვიტა ბრახუნი სანამ დასუსტებულმა რობაქიძემ არ გააღო კარები..
-ეს რა გააკე? გოგო სულ გამოშტერდი შენ? -სახლშ შევიდა და ბრაზის მოთოკვას არც აპირედა.
-რა გინდა ნანუკა?-მიკნავლებული ხმით თქვა..
-ბო*ობა თუ გინდოდა რაღა ნიკოს დაუწექი გოგო? -მხრებში ჩააფრინდა ელენეს და შეანჯღრია..
-შენი საქმე არა და წადი აქედან.! -ბოლო შემორჩენილი ძალები გააერთიანა და ხელებიდან თავი დაიხსნა.. კბილებით იჭერდა სულს რომ არ გასძვრენოდა. აი კიდევ ერთი სილა მოხვდა სახეში.
-მცხვენია ასეთი მეგობაი რომ მყავდა.
-დღეიდან აღარ გყავს.! -ხვდებოდა როგორ კარგავდა ნელ-ნელა გონებას.! ყველაფერი ერთმა დიდმა ბურუსმა ჩაანაცვლა და გულში იმედი ჩაუსახლდა..
„მგონი მოვკვდი.! „
„არა არა.. ისე აქ ვარ.. ჯანდაბაა“ თვალები ნელა გაახილა და წამლების სუნმა ცხვირის ნესტოები აუწვა.. სისუსტით გამოწვეულმა თავბრუს ხვევამ ძლივს მისცა საშუალება თვალებში ნორმალურად გამოეხედა.
„ისევ ამ წყეულ ცხოვრებაში ვარ“ უგულოდ გაიფიქრა და თავი გვერდით გადახარა..
-ქალბატონო ელენე..-ოთახში სასიამოვნო გარეგნობის შუა ხნის ქალი შემოვიდა.. თავი მისკენ მიაბრუნდა და სუსტად ახედა. -თქვენი სხეული ძალიან დაუძურეულია, რამდენი ხანია საჭმელი არ გიჭამიათ? -ხმა არ გასცა.. -გასაგებია როგორც სჩანს არ გინდა ჩემთან ლაპარაკი..
-სიკვდილს რატომ არ მაცდით?-ჩაილაპარაკა..
-სიკვდილი გამოსავალი არასდროს არაა ძვირფასო..-შეეცოდა ქალს, ახალგაზრდა ადამიანისგან ნათქვანი ეს სიტყვები გაუკვირდა..
-ჩემთვის შვებაა. -თავი ისევ ფანჯრისკენ გაადახარა.. იმ დღეს რადენიმე გადასხმა გაუკეთეს და სახლშიც გამოუშვეს. დერეფანში გამოსულს ნაცნობი სახე არ დახვედრია.. რათქმაუნდა, მან ხმ ყველა დაკარგა.!
საავადმყოფოდან გამოსულს ლაშა გოგიაშვილი დახვდა სახლის ეზოში..
-ლაშა?
-ელენე შენზე ვდარდობ!
-ნუ დარდობ.! -კიბეებს აუყვა..
-ელენე ადამიანს აღარ გავხარ.
-არც ვარ ლაშა.. მე უკვე დიდი ხანია ადამიანობა დავკარგე..
-შემოვალ რა.. -სიბრალულით გახედა ღია კარებში მდგარ სუსტ სილუეტს.
-შემოდი, მაგრამ სიმართლეს რომ გაიგებ შენც მალევე გაქრები ჩემი ცხოვრებიდან.. -ლასლასით შევიდა სამზარეულოში და წყალი დაისხა.. -ყავას დალევ?
-არა ელენე არ მინდა..
-ლაშა მე იცი მოღალატე ვარ.!-რაში სჭირდებოდა ამის თქმა? უნდოდა მის გარშემო ყველა ადამიანი მოეძულებინა და მარტო დარჩენილი სიკვდილს დალოდებოდა. -საკუთარ ქმარს მის მეგოართან ვუღალატე.! -გაეღიმა.. -ღალატო... -სივრცეს გახედა თითქოს ეს სიტყვა სულიერი არსება იყო და მას მიმართავდა.
-ელენე რას ამბობ?-მოსნასმენმა შოკში ჩააგდო..
-სიმართლეს. შეგიძლია გამლანძღო და წახვიდე.. -ხელით მაგიდას დაეყრდნო, წელში მოიხარა, აქვითინდა და მალევე აიატაკზე აღმოჩნდა.. ლაშას ძლიერი ხელები იგრძნო მხრებში და თითქოს სტიმული მიეცა რომ უფრო ხმამაღლა და თავისუფლად ეტირა.. მის მკალვეში ჩაიკარგა და ხმით დაიწყო ქვითინი..
-უნდა მებრძოლა შენთვის.-ხმადაბლა თქვა და ატირებული ქალი ძლიერად ჩაიკრა გულში..-იქნებ ეს ჯვარი ამეცილეინა შენთვის.. იქნებ ამეცილებინა ეს ტკივილი შენთვის.. -თავზე ხელს უსვამდა და კოცნიდა..
-დავიღალე.. ლაშაა დავიღალე..-ამოისლუკუნა.. -დავიკარგე გესმის? სადღაც შუაში ვარ გაჭედილი, არც ვკვდები და არც ცოცხალი ვარ.. სული კბილებით მიჭირავს.. აღარ შემიძლია დავიღალე..-მის პერანგს ძლიერად უჭერდა ხელს და მთელი სახით გულზე იყო აკრული.
-ჩუუ.. ჩემო გოგო.. ჩუ.. დამშვიდდი..
-დავკარგე ყველა.. ყველა წავიდა ჩემგან.. მაგრამ მე ხომ ვიცი რომ არ მიღალატია მისთვის.. შეიძლეა სხეულმა უღალატა, მარგრამ..
-კაი გაჩუმდი ელე. დამშვიდდი გთხოვ.. -მის გვერდით ჩაჯდა იატაკზე და კარგად მოიხელთა გოგო.. საიმედო მკლავებში, თვალე დასიებულს და გადაღლილს ისე ჩაეძინა ვერ მიხვდა..
თვეები გავიდა ამ საშინლად რთული კვირის შემდეგგ, ლაშას დაჟინებით კვლავ დაუბრუნდა სამსახურს მაგრამ, მის თვალებში არასდროს დაბრუნებულა სიცოცხლის სურვილის პატარა ნაპერწკალიც კი.. უამრავჯერ გამოჩნდა ნიკო ქავთარაძე ელენეს ცხოვრებაში.. უამრავჯერ სცად ქალის დასაკუთრება მაგრამ ყოველთვის ძლიერად მდგარი ელენე როგორღაც ახერხებდა და თავიდან იშორებდა.. აეროპორტის შენობაში ხშირად ხედავდა დემნა მესხს ხან მომღიმარს, ხანაც ჩაფიქრებულს და სადაც არ უნდა ყოფილიყო იმალებოდა.. ეშინოდა.. მისი საშინლად ეშინოდა! სექტემერი იწურეოდა სოციალურ ქსელესი ნანუკა ავალიანის და ლუკა ონიკაშვილის ქორწილის სურათები რომ აიტვირთა.. გული როგორ ეტკინა თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ახლიდან გაეხსნა ის ჭრილობა გულზე რომელიც მეგორის წასლვამ დაუტოვა. მანც ვერ წამოიდგენდა თუ ასე ერთი ხელის მოსმით თუ წაშილიდა საერთო მოგონებეს.! ერთადერთი ვინც ჰყავდა ლაშა იყო.. მისი მეგობარი რომელიც სულს უბერავდა რომ სიცოცხლე გაეგრძელეინა დაღლილ ქალს.. ქეთოო? ქეთოს სამწუხაროდ ისევ იაპონიაში მოუხდა დაბრუნება რადგან სწავლა დაეწყო. მაგრამ მისგან ყოველთვის გრძნობდა მხარდაჭერას.. მიუხედავად ამისა ელენე რობაქიძე ცდილობდა მაინც შორს ყოფილიყო მესხის ოჯახისგან, რადგან ეშინოდა.. ძალიან ეშინოდა დემნა მესხის.!

(თავი 11)
ლუკას სახლიდან დასისხლიანებული ფალანგებით წამოვიდა და ყურებში კიდევ უწუოდა ქავთარაძის სიტყვები.. სურვილი არ ქრებოდა მისი დედამიწიდან გარქობის სურვილი.. მანქანაში ჩაჯდა და დასისხლიანებული ხელები საჭეს მოუჭირა.. სიმწრისგან სახე გაუწითლდა, ძარღვებიც დაებერა ჯერ კისერზე და მერე საფეთქლებზე.. ძლიერად ურტყავდა ახლა საჭეს ხელებს და საშინელ ხმეს უშვებდა იოგებიდან. მანქანა დაძრა, გზას დაადგა.. მალე გაჩნდა გოგიაშვილის სახთან არც უფიქრია ისე დააკაკუნა კარებზე და შუბლი ნერვილად მოსრისა.. ახლა მხოლოდ ერთ რამეზე ფიქროდა, „ელენემ საკუთარ თავს არაფერი დაუშავოს.“
-დემნა..? -არ ელოდა სტუმარს.. -შემოდი, შემოდი.. იჩხუბე..
-კინაღამ მოვკალი ის ნაბი*ვარი.. ახ*არი.. -კბილებში ცრიდა და დახეთქილ ფალანგებს დაჰყურებდა.. არ გაჩერებულა მისი მტევნები, ბრაზისგან ისევ კანკალებდნენ..
-რა მოხდა დემნა..
-ყველაფერი გავიგეე. -შუბლი მოისრისა..-ელენე და ნიკო...ფუ ამის ვერ ვამბო.. ჯანდაბაა როგორ უნდა ვთქვა ეს..-აკანკალებული ხელები სახეზე აიფარა..
-ნიკო შენი ვინაა? -ხმა დაუსერიოზულდა გოგიაშვილს.
-ამის დედაც.. ძმაკაცი იყო...-ცოტახნით ორვე დადუმდა.. ლაშას გაუკვირდა, უფროსწორად ასეთ სერიოზულ ვითარებას არ მოელოდა.. შეიძლება ღალატი აპატიო ქალს მაგრამ.. -ზუსტად მაგიტომ იყო დამფთხარი, ეშინოდა.. -სიმწრით გაეღიმა და ზუსტად ისე მოიქცია ქვედა ტუჩი კბილეს შორის როგორც იცოდა ხოლმე ნერვიულობის დროს.. -ლაშა შენ არ გეხება ჩემსა და ელენეს შორის მომხდარი ამბავ.. გთხოვ ნახე, იქ გერმანიაში სცადა.. მეშინია საკუთარ თავს იმ ყ*ე კაცის გამო რამე არ აუტეხოს.. მე ვერ გამოვჩნდები მასთან.. სანამ გაბრაზება არ გადამივლის... თან ყველაფერი უნდა გავარკვიო..
-დემნა.. ვიცი ახლა გაცოფებული ხარ.. და ყველას მოკვლა გინდა.. დაბნეული და თავზე ლაფ დასხმული.. -დანეული საუბროდა ლაშა და ცდილობდა ოდნავ მაინც გამოეყვანა ამ დგომარეობიდან.. - მართლაც ასე აჯობებს სანამ არ გადაგივლის ეს მდგომარეობა ელენესთან არ მიხვიდე..
-გავარტყი..-გაპარული ხმით ამოიჩურჩულა.. -ხიდიდან ხტებოდა ლაშა გესმის..-თვალებში სითხე ჩაუდგა და სახე წაეშალა, როცა გააცნობიერა რამხელა არაკაცობა ჩაიდინა.. -შემეშინდა.. მისი სიკვდილის შემეშინდა და იმის მაგივრად დამემშვიდებინა გავარტყი და შუა ბერლინში მარტოდ-მარტო დავტოვე..
-დამშვიდდი დემნდა, კი ცუდად მოიქეცი მაგრამ მაშინ შენ ჭკუა არ მოგეკიხებოდა.. -აცახცახებულ მხარზე დაადო ხელი ლაშამ.
-ნაპატიები მქონდა ყველაფერი, მზად ვიყავი მასთან ერად დამეწყო ახალი ცხოვრება.. გესმის შეგუებული ვიყავი უკვე ყველაფერს და იმან კიდე რა მითხრა.. ჭკუიდან შევიშალე ლაშა.. ასეთ მდგომარეობაში იქვე რომ არ მოვკალი და მერე მე არ მვიკალი თავი მიკვირს.. -აღელვებით საურობდა და ცალი ხელით ყბას იზელდა.. -ლაშა კაცი ხარ და ხვდები ეს რასაც ნიშნავს.. ხვდები მაინც რა გამიკეთეს?
-დემნა არც კი მინდა შენს ადგილას თავის წარმოდგენა.. იმედი მაქვს საღი გონებით გაარკვევ ყველაფერს.! ახლა წადი სახლში, მოიწესრიგე თავი, სულ სისხლიანი ხარ.! ელენეზე კი არ იდარდო მე ვიქნები მის გვვერდით..
-საღამოს დამირეკე რაა.. ისე რომ არ გაიგოს.-ფეხზე წამოდგა.-მადლობა ლაშა მოსმენისთვის.-გაუღიმა და სახლი დატოვა. მანქანაში მათი სახლის გასაღები მოიძია და კარგად ნაცნბო გზას დაადგა.. გაუბედავად შეაღო კარები მესხმა, მათ სახში შევიდა სადაც ჯერ კიდევ ტრიალედა სიყვარულის სურნელი.. სავარძელზე წამოწვა და ოთახს მოავლო თვალი. იქვე ორი ერთმანეთზე შეყვარებული სილუეტი დალადა.. ლამაზი მომღიმარი გოგონა რომ ეხვეოდა გაბუსხულ ბიჭს.. როგორ უყურებდნენ ერთმანეთს..
-მე და შენ რით დავიმსახურეთ ასეთი ცხოვრება.. რომლის მდგომარეობა უფრო რთულია ახლა ელენე.? -საზურგისკენ გადაბრუნდა, სახე დამალა და ხმით ატირდა.. კარგა ხანი იყო ასე, შემდეგ გაყუჩდა და მოდუნდა. .ღრმად სუნთქავდა, ნელ-ნელა იაზრებდა ამ დღეებში მომხდარ ამბებს და საკუთარი თავი ერთ დიდ კოშმარში ეგონა.. დამძიმებული სხეული ძლივს აითრია, სააბაზანოშო შევიდა.. ყველგან ელენე ელანდეოდა, სააბაზანოშიც კი ის დახვდა კისკითით რომ ეხვეოდა ქმარს და თმას უქაფებდა.. თავი გააქნია და ლადნები გააქრო. ცხელი წყლის ქვეშ დადგა, ხელით კაფელს მიეყრდნო.. სიამოვნებდა ცხელი წვეთები სახეზე რომ ეცემოდა და ცრემლებს ფარავდა..
საღამო ხანს აივანზე იჯდა და დაბინდული მზერით იყურებოდა ტელეფონი რომ აწკრიალდა..
-გისმენ ლაშა..
-ელენესთან ვარ.. დაეძინა ახლახანს..-არ იცოდა რა უნდა ეთქვა და მხოლოდ რამდენიმე სიტყვა უთხრა.
-როგორ არის?
-ძალიან ცუდად გამოიყურება.
-მადლობა.. -ტელეფონი გათიშა და ისევ უემოციო სახით განაგრძო ყურება..
დღეებბი სწრაფად გადიოდა, არცერთი წამით განელებულა დემნას სხეულში ტკივილი რომელსაც ფესვები გადგმული ჰქონდა.. რეისებზე დადიოდა და მერე სახლში იკეტებოდა.. არც მეგორებს ხვდებოდა, მხოლოდ დედას უკავშირდებოდა, ამბავს ატყობინებდა რომ ჯერ ცოცხალი იყო.. კონტაქტი ქონდა ლაშასთან, სულ კითხოლოდა საყვარელი ქალის ამბავს მაგრამ საკუთარ თავს ვერ ჯობნიდა.. ვერ ივიწყებდა მომხდარს..სექტემბერი იყო დაწყებული ლუკამ ქორწილში რომ დაპატიჟა, იმედი გაუჩნდა, ამდენი ხნის უნახავს ნახავდა და მზერით მაინც მოეფერებოდა.. როგორ უნდოდა ეს ტკივილი გაექრო, მაშინ შეძლებდა ცოლისთვის ამის პატიებას.! მთავარია ტკივილი გაქრეს..! ჯვრისწერაზე ვერ მოახერხა მისვლა რეისიდან გვიან დაბრუნდა და მოსაწესრიგებლად სახლში მივიდა ჯერ.. საღამოსკენ ხალხით გადაჭედილ დარბაზში შევიდა, სახეზე ღიმილი აიკრა, უხაროდა მათი გაბედნიერება მაგრამ ამ მომენტში საერთოდ არ იყო ღიმილის ხასიათზე, მისი ნება რომ ყოფილიყო არც მოვიდოდა აქ..
-გვრიტებო.. გილოცავთ შეუღლებას.-მხიარულად გადაეხვია სიძეს და ლამაზად გამოწყობილ პატარძალს საჩუქარი გაუწოდა.-ნანუკა რა ლამაზი ხარ გოგო.. -ხელზე ნაზად აკოცა.. -სიძეე აბა როგორ გრძნობ თავს..-მხარი მხიარულად გაჰკრა და დარბაზს თვალი მოავლო. გაუკვირდა სანატრელი რომ ვერ დაინახა.. კითხვა მოსვენებას არ აძლევდა ამიტომ პირდაპირ იკითხა.
-ნანუკა ელენე სად არის?-გოგოს სახიდან ღიმილი მოშორდა.
-იმის მერე რაც შენ გაგიკეთა როგორ გავაგრძელედი ურთიერთობას. -ისე გაბრაზდა, ისე გაბრაზდა ალბათ ყველაფერს დალეწავდა ამის უფლეა რომ ჰქონოდა. წარბები მაღლა აზზიდა.
-შენ დაგიშავდა ამით რამე?-მაგიდას დაეყრდნო და წყვილს გახედა.. ნირწახდილმა გააქნია თავი.-ცუდი მეგორები ხართ.! -კბილებში გამოსცრა.. აქ მისი ადგილი არ იყო.! -კარგად გაერთეთ.-ნაძალადევად გაუღმა ნეფე-დედოფალს და დარბაზი სწრაფად დატოვა.. სიბრაზისგან ნაპერწკლეს ყრიდა ავტომობილი დაძრა და მალევე პატარა კორპუსის წინ გაჩერდა, აიხედა სინათლე მოჩანდა მისი ფანჯრებიდან.. დიდი ხანი გაჩერდა იმის იმედით რომ ჩრილს მაინც მოჰკრავდა თვალს. ბოლოს სინათლე რომ ჩაქვრა დაძრა ავტომობილი და სახლის გზას დაადგა..ბოლთას სცემდა და ყველაზე გაბრაზებული სახლის ავეჯზე იყრიდა ჯავრს, სასმელი ბოთლიდან მოსვა და მთელი გულ-მუცელი ჩაუწვა სითხემ. ბოლოს იყვირა და ეს ბოლიც შეაფშვნა კედელს..
-ღმერთო რეებს უკეთბ.. ის მაინც შეიბრალე..! -იღრიალა და სავარძელი გადაატრიალა.
რეისიდან დაბრუნებული მუდამ ხედავდა შორიახლოს მდგარ ელენეს, რომელიც საგულდაგულოდ იმალებოდა კაცს რომ არ დაენახა.. ენატრეოდა მის თვალებში ჩახედა, მისი ხმის გაგონება.
***
საღამო ხანს სამსახურიდან გამოსულს სიმშვიდეში ჩაის დალევა მოუნდა, თან ამინდიც ხელს უწყობდა, სექტემრის თვეში დამახასიათებელი წვიმიანი ამინდი იყო.. ჩაის სახლში მყუდრო კუთხეში დაჯდა და ველური ალუბლის ჩაი შეუკვეთა..
-ელენე.. როგორ ხარ?-თავზე წამოადგა არასასიამოვნო ნაცნობი.
-მადლობა კარგად. გილოცავ დაოჯახებას..-უგრძნობლად მოიკითხა, სახეზე შეეტყო რომ მხოლოდ მოვალეობა მოიხადა..
-მადლობა.. -სკამი დაუკითხავად გამოსწია და მის წინ ჩამოჯდა..
-იცი მეგობარს ველოდები..
-ელენე იცი მე..
-ნანუკა.. გთხოვ ტყუილად არ დაიწყო საუბარი.. ძალიან კარგად ვიცი რომ არც იმაზე წუხარ როგორც მოიქეცი და მითუმეტეს იმაზე რომ ქორწილში სადაც მეჯვარე უნდა ვყოფილიყავი არც კი დამპატიჟე.. -გაიღიმა.. ჩაი ფინჯანში ჩამოასხა.-იცი იმ დღის მერე გავიხხსენე ყველაფერი და ნათელი გახდა, შენ ჩემი როგორ გშურდა!
-მშურდა?-ირონიულად აათამაშა მარჯვენა თითი..
-დიახ გშურდა, შენზე წარმატებული სტუდენის, ბედნიერი მეგობრის და ბოლოს წარმატებული კარიერის.. არ მწყინს.. მართლა..-მშვიდად მოსვა ჩაი და მეგობარს გახედა..
-რამხელა წარმოდგენა გქონია საკუთარ თავზე..
-შენი დამსახურებით მხოლოდ ძვირფასო.. იმ დღეს ოდნავ ღირსეულად რომ მოქცეულიყავი და ოდნავ მაინც დაგეფარა იმის სიხარული,რომ გავნადგურდი ალბათ ასე არ იქნებოდა.. შენთან შედარებით უფრო მაღალ საფეხურზე ვდგავარ.. ლუკა მომიკითხე.. -გაუღიმა და აიძულა მის მაგიდას გაცლოდა.. სიტყვა ვეღარ თქვა ავალიანმა, ან რა ჰქონდა სათქმელი, უკან მოუხედავად წავიდა..ღრმად ამოისუნთქა და აშლილი ნერვები დაამშვიდა.. დიდი ხანი არ გაჩერებულა იქ, რადგან ერთ გარემოში ვერ იქნებოდნენ ავალიანი და რობაქიძე. ჩაი გემრიელად დალია , მალევე სახის გზას დაადგა.. მხრებში გამართული მიაბიჯებდა და სიამაყეს გრძნობდა, ალბათ იმიტომ რომ აღარ იყო დაჩაგრული ქალი. მან შეძლო და საკუთარი თავი დაიცვა.. დღები ერთმანეთს მისდევდა და მის ცხოვრებაში არაფერი ხდებოდა ახალი, ყველანაირ ტკივილთან გამკლავება ისწავლდა და მათთან ერთად ცხოვრებაც შეძლო.! ადრე პატარა თბილისი ახლა იმდენად დიდი გამხდარიყო რომ ამ ორ ადამიანს ერთად შეხვედრა ვერა და ვერ მოუწიათ.. თითქოს ცხოვრება დროს აძლევდა ორივეს..
***
რეისიდან ჩამოსულს თბილისში საშინელი ამინდი დახვდა, წვრილად ცრიდა და ქარი ძლიერად ქროდა.. აეროპორტის შენობიდან გამოსულმა ავტოსაგომამდე სირბილით მივიდა და უკვე თითქმის მთლიანად დასველებულმა ძრავა აამუშავა.. უცებ ავტობუსის გაჩერებასთან ნაცნობი სილუეტი დაინახა. ქარს ებრძოდა ქოლგა რომ არ წაერთმია და ტუჩების მოძრაოით ხვდებოდა როგორი გაბრაზეული იყო. გაეღიმა და მანქანა მის ფეხებთან გააჩერა.
-წაგიყვან.-ფანჯრიდან ახედა გაოგნებულ რობაქიძეს..
-არ მინდა მადლობა, მალე მოვა..-ავტობუსის ტაბლოს ახედა სადაც გარკვევით ეწერა რომ მალე არ მოვიდოდა.. პატრულმაც რაციაში გამოაცხადა მესხის მაქნაის სერიის ნომერი და თხოვნა ავტობუსის ადგილი გაენთავისუფლებინა.
-არ მინდა პატრულთან უთანხმოება, დაჯექი წაგიყვა.. -ღრმად ამოისუნთქა და მალე მოთავსდა წინა სავარზელში.. მე რას გამომაპარებს, მე ხომ კარგად ვიცი როგორ უფართხალებდა კარგა ხნის წინ გაჩერებული გული.. სწრაფად მოატრიალა მანქანა და გზას დაადგა.. ორივე ჩუმად იყო, ცალი ხელით საჭეს ატრიალებდა მეორეთი კი ტელეფონში სასიამოვნო მელოდიას ეძებდა..
-ეს ჩემი სახლის გზა არაა.-დამფრთხალმა გახედა.
-ვიცი.. -ოლიმპური სიმშვიდით უპასუხა და გულში ისეთი რამ გაივლო რამაც პულსის ცემა გაუორმაგა..
-დემნა სად მივდივართ?-მოუსვენდარ დაიწყო მოძრაობა..
-ჩვენს სახლში..-მკაცრად თქვა და ქალს გამოხედა.. გაურკვეველი გრძნობები მოაწვა ელენეს, არ იცოდა რა უნდა ეგრძნო შეშინებოდა თუ გახარებოდა, ვაიდა ისევ რამე სასიამოვნო ეგრძვნო და კვლავ მიეტოვეინა? მისი ხელი ძალით მოიქცია მუჭში და სათითაოდ დაუკოცნა ლამაზი თითები.. ვაი და როგორ მონატრებია მისი კანი.. აი ახლა მგონი ტკივილიც გაქრა.!

(თავი 12)
-დემნა სად მივდივართ?-მოუსვენდარ დაიწყო მოძრაობა..
-ჩვენს სახლში..-მკაცრად თქვა და ქალს გამოხედა.. გაურკვეველი გრძნობები მოაწვა ელენეს, არ იცოდა რა უნდა ეგრძნო შეშინებოდა თუ გახარებოდა, ვაიდა ისევ რამე სასიამოვნო ეგრძვნო და კვლავ მიეტოვეინა? მისი ხელი ძალით მოიქცია მუჭში და სათითაოდ დაუკოცნა ლამაზი თითები.. ვაი და როგორ მონატრებია მისი კანი.. აი ახლა მგონი ტკივილიც გაქრა.!
მშვიდი გამომეტყველებით იჯდა ელენე მაგრამ მის ორგანიზმში ვულკანი ფეთქდებოდა.. მიუხედავად იმისა რომ ყველანაირად ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნეინა გული ისე უცემდა, რომ ამ ორგაანოს ხმა კარგად ესმოდა დემნას.. ხელებს ნერვიულოდ იფშვნეტდა.. სუნთქვა გაუხშირდა ნაცნობ სახლს რომ მიუახლოვდნენ, მთელი მოგონებები წამოეშალა და ნეტარების ჟრუანტელი იგრძნო.!
-არ გადმოხვალ?-როდის მოასწრო დემნამ გადასვლა ვერ გაიგო, გამოფხიზლდა და ფრთხილად გადავიდა ავტომობილიდან.. წინ ქალი გაატარა თვითონ უკან მიჰყვა.. მომხიბლი სიარულით მოძრავ სხეულს უყურებდა და სახეზე მისდაუნებურად ეცვლებოდა ფერები... ბედნირების ფერები.. კარებს გასაღები მოარგო და შევიდნენ..
-დემნა აქ რა გვინდა?-მონატრებულ გარემოს თვალი მოავლო.. არაფერი შეეცვალა კაცს ამდენი ხნის მანძილზე..
- გუშინ წვნიანი მოვამზადე.-პატარა ჩემოდანი იქვე მისაღებში დატოვა.. პიჯაკიც ჩამოკიდა და პერანგის სახელოოები გაიხსნა. -ვჭამოთ რა..
-მე არ მშია.-თავი მაღლა ასწია და ადგილიდან ფეხი არ დაუძვრავს, თითქოს სტუმრად იყო უცხო სახლში..
-მე წყალს გადავივლებბ უცებ მოვწესრიგდები და მოვალ.
-დემნა რა გინდა ვერ ვხვდები? რა საჭირო იყო აქ მოსვლა?-გაკაპასდა და ტონსაც აუწია..
-პატარავ დამშვიდდი..! -ნიკაპზე თითი აჰკრა.. ნერვიულად ამოისუნთქა და იქვე მიყარა ფეხსაცმელი რომელიც ძალიან ტკენდა ფეხს.. ფეხშველა შევიდა მისაღებში და სავარძელზე დაჯდა, ფეხები აიკეცა, ნატკენი ტერფები დაიზილა.ქალის ქცევაზე მომღიმარი მესხი სააბაზანოში შევიდა და იმის გამო რომ მალე უნდოდა რობაქიძესთან საუბარი სწრაფად გამოვიდა.. სპორტული შარვალით და გრძნელსახელოებიანი შავი უბრალო მაისურით.. ახლად ამოსუ თმაზე ხელი გადაისვა, წყლის წვეთები მიმოფანტა ოთახში.. მაგიდაზე კი გამზადებული ყავა დახვდა..
-მადლობა.. -დაღლილი სახით დაჯდა. რამდენიმე ხანში მზერა ქალისკენ გადაიტანა.!
-ახლა მინდა ყველაფერი მომიყვე.! დაწვრილებით.
-რა საჭიროა დემნა?-აღელდა ელენე, როგორია აბა ასეთ რამეზე დაწვრილეით ესაუბრო „ქმარს“..
-იმისთვის რომ მე და შენ ცხოვრება გავაგრძელოთ ელენე.!-სერიოზული სახე მიიღო და ფართოდ გაშლლილ ფეხებზე მტევნები ჩამოდო..
-თუ რამე გაინტერესებს მკითხე, მე ამაზე ასე თავისუფლად ვერ ვისაუბრებ.! -მტკიცედ თქვა და მზერა აარიდა.
-კაი, მეორე დღეს რა მოხდა?- თვალები სიმწრით დაეხუჭა.. საშინელება იყო ამაზე ლაპარაკი მაგრამ ზუსტად ეს უშველიდა მათ ურთიერთობას.. ყველაფრისთვის თვალის გასწორება და ამ საშნელ ამბავზე საუბარი ისე რომ მომავალში არანაირი კითხვა ყოფილიყო..
-მეორე დღეს დამემუქრა, შენგან თუ არ წავიდოდი გაგანადგურებდა..-გაპარული ხმით თქვა და თვალზე მომდგარი ცრემლები მალევე შიმშრალა..“ დედას შე**ცი..“ გულში გაიფიქრა და ძლიერად ჩააფრინდა სავარძლის სახელურებს..
-და შენც ადექი და გაიქეცი სახლიდან..-ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია.. -ჰოო... მერე როდის შეხვდით?
-ერთად რომ შემხვდით იმ საღამოს მოვიდა ჩემთან..-ხმა გაუწყდა..
-შენთან იყო და ისე მელაპარაკა?-სხეული ისე დაეძაბა ძარღვები დასკდომას ჰქონდა..
-არა დემნა.. გეფიცები მას მერე არ მომკარებია.. გეფიცები ყველაფერს არ შემხებია.. მხოლოდ ერთხელ ისიც ყელზე... -ხმა გაუწყდა, ცოტაც და გონებას დაკარგავდა.. რთულია ამ ყველაფრის გახსენება, თქმა და მიტუმეტეს იმ ადამიანისთვის ვისაც ეს სიკვდილის ტოლფასია.
-არ მომატყუო ელენე. იცოდე რომ გავიგო..
-შენს სიცოცხლეს ვფიცავარ.. -ისე ალალად უთხრა, იმხელა გულწრფელობა იდო ამ სამ სიტყვაში, ეჭვი არც შეუტანია მის მერე.. -მეშინოდა.. ძალიან მეშინოდა ვიცოდი რისი გამკეთებელიც იყო, არ მინდოდა თავი საფრთხეში ჩაგეგდო.. მე მოსაკლავად ვერ გამიმეტედი, ის კი შეიძლება..
-მომეკლა?!
-ჰო მოგეკლა.. მერჩივნა ისევ მე გგონებოდი ცუდი,ვიდრე საკუთარი მომავალი გაგენადგურებინა.!
-და უშენოდ რა აზრი აქვს მომავალს?! უშენოდ როგორ უნდა ვიცხოვრო? -წამოიწია და მუხლეს იდაყვებით დაეყრდნო.-ელენე თავიდანვე ყველაფერი რომ გეთქვა..
-შემეშინდა.-ამოისლუკუა და ამოაყოლა მთელი გული. ხელებში ჩარგო სახე და მთელი ტანით აცახცახდა.ასე შორიდან უყურებდა მტირალ ქალს. უნდოდა იმ ნაბი*ვრის მოკვლა.! ვენები უსკდებოდა სიბრაზისგან.. -ახლა რა იქნება?-ვითომ დამშვიდებული, სუსტი ხმით იკითხა.
-მე და შენ თავიდან დავიწყებთ ცხოვრებას.! -მტკიცედ თქვა და წამის მეასედში დაინახა ჩამქრალი თვალები როგორ აბიბინდა მწვანე ბალახივით, წუთის წინ მუქი ყავისფერი თვალები ლამაზ მწვანე სფეროებად გადაიქცა..
-შენ მაპატიებ ყველაფერს? -პირზე ხელი აიფარა.
-მე შენ გაპატიებ საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვას.. ასე რომ გაიმეტე ჩვენი ცხოვრება..შიშს გაპატიებ.! -მიაუახლოვდა მტევნებში მოიქცია სუსტი სახე.
-დემე რას ამბობ ხვდები? შენ ამას იზამ? და ყველამ რომ იცის ეს ამბავი? დემე რას იტყვიან.?-სახეზე ათრთოლებული ხელებით ეფერებოდა და თვალებს აქეთ იქით აცეცებდა.
-ფეხებზე ყველას აზრი.! მე შენთან მინდა.! მე მინდა შენთან.! სხვა არ მაინტერესებს.! მირჩევია მთელ ქვეყნიერებას ვებრძოლო, ავიტანო ყველაფერი.. მაგრამ უშენობა მანგრევს ელენე გესმის?! ბოლოს მიღებს და ძირფესვიანად მსპობს.! მერე უკვე მე ვარ საშიში მთელი ქვეყნიერებისთვის! ხომ არ გავიწყდებოა ჩემს უკან უამრავი ადამიანი რომაა და მათი სიცოცხლე მე მაბარია.! -გაეღიმა და ღიმილის კუთხე დაუკოცნა. -წავიდეთ აქედან ელენე. ავდგეთ და მივატოვოთ ეს ბოროტი ქვეყანა.! - აღელვებულმა ჩახედა თვალეეში.-იქ წავიდეთ სადაც თავიდან დავიწყებთ ცხოვრებას.!
-დემე ამას მართლა იზამ ჩემთვის?-მის მტევნებში მოადუნა სახე და ჩაქინდრა.. -ღმერთო ჩემო... -ისე ატირდა როგორც პატარა ბავშვი, ორ უდიდეს გრძნობას მოიცავდა ეს ქვითინი! უსაზღვრო ბედნიერებას და საშინელ ტკივილს რომ ამის გადატანა უხდება მის საყვარელ ადამიანს.
-შენს გამო სიცოცხლესაც კი დავთმობ.! -თქვა საკუთარ თავში ათასი პროცენტით დაჯერებულმა და მონატრებულ ლამაზ ბაგეებს დაეწაფა.. ისე ნაზად უკოცნიდა როგორ წლების წინ პირველად რომ შეეხო ქალის ტუჩებს. აი ადრე ძალიან ადრე პიველად რომ მიიღო უფლება დაუფლებოდა საყვარელ ქალს.. ყელზე აღმოჩნდა სუსტი თითები და მათ ტანგოს მოცეკვავე ტუჩებს ცრემლები შეერია, რობაქიძის ბენიერეის ცრემლები..
***
გაბედულად გადაადგა ბოლო ნაბიჯი და შავ რკინის კარძე ძლიერად დააკაკუნა. მალევე გაიგო საკეტის ხმა და მსოფლიოში ყველაზე საძულველ სახეს წააწყდა..
-დემნა? -უხეშად გასწია კაცი და მისაღებში შევიდა.
-აქ შენს საცემად არ ვარ მოსული.. შენს გამო წამითაც აღარ მოვიწამლავ ხასითს.! -სავარძელზე დაჯდა. -სიმართლე მინდა.! აზრი არ აქვს სისულელეების ლაპარაკს.! შენთვისვე სჯობს წყობიდან არ გამომიყვანო თორე მეორე ხელს ისე დაგამტვრევ რომ ვეღარ აგიწყონ.!-კბილებში გამოსცრა და ზიზღით ახედა. ქავთარაძე მის წინ ჩამოჯდა. ერთი ამოისუნთქა და დაიწყო.
-ელენე პირველი ნახვისთანავე ჩამივარდა გულში.. უსაზღვროდ შემიყვარდა მისი თბილი ღიმილი, ლამაზი თვალები.! იმდენად ძლიერად რომ ვერც კი გავბედე ამის თქმა .. -ახედა მესხს.-ალბათ უარის შემეშინდა! შენთან რომ გაიჩითა, საშინელი ბრაზი ვიგრძენი..მთელი გულ-მუცელი ამიწვა და დამიფერფლა.. გული ამომაცალა და ისე შორს მოისროლა ვერც კი ვიპოვე.! -მკერდძე ძლიერად მოიჭირა ხელი და სიბრაზით თქვა.. -დიდი ხანი ვიტანდი თქვენს ერთად ყოფნას.. არასდროს მეგონა რომ დაქორწინდებოდით, ბოლო იმედი თქვენს ქორწილში დავმარხე და უსაშინლესი ზიზღი ვიგრძენი შენს მიმართ. ყოველ კოცნაზე ძარღვებში შენი მოკვლის სურვილი მივლიდა და თავს როგორ ვიკავებდი არ ვიცი..! ბოლოს მისი დაუფლების სურვილმა ამიტანა, მეკიდა უკვე მისი გრძნობები შენს მიმართ.! მხოლოდ მისი ხელში ჩაგდება მინდოდა.! -ამაზრზენი ღიმილით საურობდა და თვალს არ აშორებდა მის წინ აფეთქების პირზე მისულ მესხს.-მაგრამ ეგეც ვერ მივიღე.-ყურში ეს რამდენიმე სიტყვა ექოსავით გაისმა და ცუნამივით დაუარა სხეულში.- ნარკოტიკი ჩავუყარე სასმელში, ალბათ ცოტა დოზა მომივიდა.-დანანებით გააქნია თავი, მალევე ჩაებღაუჭა პერანგში მესხის დაძარღვული ხელები.. დიდხანს უყურა მსხვეპლს. რა დიდი სიამოვნებით გაუერთიანებდა ძლივს მოშუშებულ სახეს. მაგრამ არაა მაინც მოთოკა თავვი.. ცივად შეუშვა ხელი და ანიშნა გააგრძელეო.. -მაინც მეწინააღმდეგებოდა.! არ უნდოდა ჩემი შეხება! გაბრუებული იყო და მაინც არ უნდოდა ჩემთან.! მერე გონება დაკარგა და მეც შევეშვი.. დილით გაღვიძებულზე კი დავარწმუნე რომ ჩემთან იწვა.! - აქ მოთმინების ბოლო ძაფი გაუწყდა დემნას და ისევ დაეტაკა მის წინ მჯდარ ქავთარაძეს.
-შე ნაბი*ვარო.. -ძლიერად მოუქნია დამუშტული ხელი.. მეტი არც არაფერი უთქვამს მიიღო აღიარება. ზედმეტად აღარ გაუსვრია ხელები, საკმარისი სისხლი დააღვრევინა და სახლიდან გამოვიდა.. სუფთა ჰაერზე უცნაურმა გრძნობამ დაუარა.! ვერ ხვდეოდა რას გრძნობდა.! ასე გაურკვეველ მდგომარეობაში დაბრუნდა სახლში. კარები ფრთხილად გააღო და ისევ ისე დახვდა ცოლი როგორც დატოვა.. ტკბილად ეძინა ელენეს. ამდენი ხნის მანძილზე მშვიდად ფშვინავდა.. გვერდით მიუწვა და სახეზე მწველი ცრემლი იგრძნო.!
-ჩემი სიცოცხლე ხარ.! მაპატიე რა.. მაპატიე ჩემო სიყვარულო, ყველა ტკივილი, გათენებული ღამე და ყველა ცრემლი მაპატიე.. უღმერთოთ მიყვარხარ ჩემო.. მხოლოდ ჩემო..! ვაიმე ღმერთო როგორ მიყვარხარ.-სახეზე ეფერებოდა და საკუთარ თავში იჩერებდა ამხელა ემოციას იმის შიშით რომ ტკბილად ჩაძინებული რობაქიძე არ გაეღვიძებინა. მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა, ფარდა გადაეწია და მთვარის შუქით განათებულ ლამაზ სახეს დაჰყურებდა.! აი პირველი სხივებიც ამოვიდა და იგრძნო უდიდესი ბედნიერება.!
-ასე ადრე გაიღვიძე?-შეიშმუშნა ქალი, ოდნავ გახელილი თვალებით რომ დაინახა ფხიზლად მყოფი ქმარი გაუკვირდა.
-არც მძინებია!
-რატომ?
-დაკარგულ დროს ვინაზღაურედი და შენს ყურებაში ისე დამათენდა ვერ მივხვდი.-გაუღიმა და მოშიშვლებულ მხარზე დააკრა ტუჩები.
-წინა ღამის ნათევიც ხარ, დემე როგორ შეიძლება ასე, გამოიფიტები.-მაშინვე ჩართო ცოლური ინსტიქტი და აქოთქოთდა. მალევე მესხის ბოხი სიცილი მოჰყვა და კოცნები.. ბევრი კოცნები.!
შუადღისით ფეხაკრეფით დადიოდა სახლში. მგონი დაბრუნდა ძველი დრო, ახლა ისევ ბედნიერია, უსაზღვროთ.. არა გატყუებთ შეიძლება დემნამ აპატოს ეს საშინელი წარსული მაგრამ თვითონ ვერ ივიწყებს.! ანდა როგორ უნდა დაივიწყო ღამე რომელმაც დაგინგირა ცხოვრება, გაგითელ თავმოყვარეობა და სიკვდილის ზღვარს გადაგაცილა. არა ამას ნამდვილად ვერ დაივიწყებს.! მომღიმარი სახე მაშინვე ჩაუქრა და ახლად გაღვიძებულმა მესხმა მაშნვე წაიკითხა რობაქიძის ფიქრები.
-მაგაზე არასდროს იფიქრო.! იმ ღამეზე არასდროს იფიქრო რომელიც არც ყოფილა. იმ ღალატზე არასდროს იფიქრო რომელიც არ ყოფილა. -მმის ფეხებთან ჩაიმუხლა და სპორტულ შარვალზე ზევიდან მოეფერა, გაეღიმა ელეს გაკვირვებულ სახეზე.-ჰო ჩემო პატარა, დიდ ტყუილში გიცხოვრია ეს პერიოდი.. -ბედნიერებით სავსე მოეხვია ქმარს, ძლიერად მოხვია ყელზე ხელები და სახე მის კისერში ჩამალა.. ფიქრი რომ ამხელა ჯვარს ხსნი ქალს რომელიც გიყვარს, ალბათ ამაზე დიდი მიღწევა რა არის კაცისთვის?! „ღალატო შენ რომ არა ალბათ ვერ ვიგრძნოდი მის ასეთ საჭიროებას ჩემს ცხოვრებაში“ უნებლიედ გაიელვა მესხის გონებაში და სივრცეში გაუფერულებულ „ღალატს“ გახედა, რომელიც ისე აორთქლდა მისი ნაწილაკებიც არ დარჩა..
-მიყვარხარ. მიყვარხარ... მიყვარხარ...-სიცილით ამბობდა და კაცს ბედნიერ სახეს კოცნიდა..
-უსაზღვროდ ჩემო პატარა.! -განიერ მკლავებში მოიქცია სუსტი სხეული და ნეტარებაში გადაეშვნენ.. იმ სამყაროში აღმოჩნდნენ ისევ სადაც მხოლოდ მათი სიყვარული, ბედნიერი წუთები და სიხარულის ცრემლები იყო მხოლოდ.! დიახ.. დიახ.. დაბრუნდნენ წარსულში და იმ დღიდან გააგრძელეს ცხოვრება სადაც ცოტა ხნით გაჩერდნენ..

***
მშვიდი გაარემო იყო მათ გარშემო, სიმშვიდეში ჩაძირულები ერთმანეთის გარდა არავისზე ფიქრობდა.. დღის მანძილზე ერთმანეთით ტკბობის მეტს არც არაფერს აკეთედნენ და უკვე კარგად ჰქონდათ დავიწებული ის საშინლად ჯოჯოხეთური დღეები..
რეისიდან დაბრუნეულმა სახლში მისვლისთანავე გამოიცვალა და მეგობრის სანახავად მივიდა..
-ლუკა როგორ ხარ?-გადაეხვია ონიკაშვილს და მის გვერდით ჩამოჯდა..
-რავი ძმაო კარგად.. ვმუშაობ და ვარ რაა.-მხრები აიჩეჩა.-შენ ძმაო? შენ როგორ ხარ?-ხელი მხარზე დაჰკრა ძმაკაცს..
-ისე როგორც ადრე.. -სახე გაებადრა..- ბედნიერი ვარრ ჩემ ცოლთან.!
-ერთი წუთით.. ვერ მივხვდი!
-მე და ელენე ისევ ერთად ვართ.! -კბილები ერთმანეთს ძლერად დააჭირაა.
-ეს როგორ? კი მარაა..
-ეგ შენი ნიკო ერთი ყ*ე კაცაა რომელმაც შურისძიება მომინდომა, შეთხზა უამრავი ამორალური ამბავი.. -ზიზღით ამბობდა..-მოკლე არ მალაპარაკო რაა..ყველაფერი მოგვარდა.
-ძმაო მაგარია მერე.. მოკლედ იცი როგორი სიტუაცია იყო?! ვერ ჩავერეოდი მათ ურთიერთობაში, არ მომეწონა რაც ნანუკამ გააკეთა მაგრამ არრ მქონდა უფლება მათ საქმეში ჩავრეულიყავი და ქალებთან მერჩია საქმეებიი.-თავის მართლებას მოჰყვა ონიკშივი..არაფერი უპასუხია მესხს.. დუმდა და ამ დუმილში ჩანდა რამდენად გაღიზიანებული იყო სრულიად ყველა არსებაზე რომემელსაც ერთი ტკივილი მაინც აქვს მიყენეული მისი ქალისთვის.. -არ გამოუვიდა ნანუკას კარგად.. დაველაპარაკები და ამ დღეებში გამოგივლით..
-როგორც გინდათ,მაგრამ მე იმის პირობას ვერ მოგცემ რომ ელენე მას მიიღებს!-დაუფარავად უთხრა ის რასაც ფიქროდა და ჩვეული ცივი მზერა მიაპყრო.. გაანალიზა ყველაფერი, ამ ერთმა საშინელმა პერიოდმა ყველას ნამდვილი სახე დაანხა და აჩვენა ვინ რისი გამკეთებელი იყო.. ვინ იყო ნამდვილი და ვინ ნიღაბს ამოფარებული.!
-ელე, დღეს სტუმრები გვეყოლება..-სავარძელე წამოჯდა მწოლიარე მესხი და სამზარეულოში ბედნიერად მოფუსფუსე ქალს გასძახა..
-ხოო? და ვინ?
-რომ მოვლენ ნახავ..-ჩაეღიმა.. საღამოს სიმშვიდე კარების ხმამ დაარღვია და დინჯი ნაბიჯით გაემართა დემნა გასაღებდა.
-შემოდით..-განზე გადგა და ახლად დაოჯახებული წყვილი სახლში შეატარა.. არ ესიამოვნო რობაქიძეს წყვილის დანახვა მაგრამ ისე მიიღო ორივე როგორც ღირსეულ ადამიანს შეეფერებოდა.. მშვიდად დაჯდა მათ კომპანიაში და ისე შევიდა კონტაქტში თითქოს მათ არ მიეტოვებინათ, თითქოს ნანუკას ის საშინელი სიტყვები არ ეთქვას.. ბიჭები აივანზე გავიდნენ და ორი ძველი მეგობარი დატოვეს მარტო..
-ელენეე. -საუბრი დაწყება სცადა ავალიანმა..
-არ გინდა რა ნანნუკა.. გთხოვ არა საჭირო მნიქვნელობა.! აქ იმის გამო კი არ ვზივარ რომ რაღაც-რაღაცეებო დამავიწყდა. უბრალოდ ჩემ ქმარს ვცემ პატივს, რომლის მეგობრის ცოლი ხარ.! მე და შენ ყველა ჩვენი ურთიერთობა დავასრულეთ. ახლა მხოლოდ მეგობრის ცოლები ვართ ერთმანეთისთვის.-ფეხი-ფეხზე ჰქონდა გადადებული მშვიდი ხმით ესაუბრებოდა..
-არასდროს მაპატიებ?
-რა გაპატიო ნანუკა? გაუგებრობაში მყოფი რომ ყოფილიყავი მარტო გაგიგებდი.. ჰო რთულია ასეთი ამბის გაგება ადამიანისთვის მაგრამ ჩემი უბედურეით გახარებას.. ვერასდროს.! -საუბარი დაასრულა და ცარიელი ფინჯნები სამზარეულოში შეიტანა.. ავალიანმა მალე მოისურვა წასვა სახლში..
-რა პატარავ?-უკნიდა მოეხვია ცოლს..
-არ ვიცი დემნა.. ცოტა არ იყოს გამიჭირდა..
-მესმის შენი. -ყურთან ვნებიანად აკოცა..-იცი ისეთ ასაკში ვართ ორივე.. შვილის დრო არ მოვიდა..?-შემოაბრუნა და ლოყები დაუკოცნა..
-შვილი გინდა დემნა?
-ჰოო რატომ გაიკვირვე ასე? რა ქმარს ცოლისგან შვილი არ უნდა უნდოდეს?! -გაეცინა..
-ბიჭი მინდა მე..-ახითხითდა ზუსტად ისე როგორც იცოდა ხოლმე. ბავშვურად და გულწრფელად.! -შენნაირი თვალებით, გამოხედვით.. მინდა ჩემი შვილი მამას გავდეს.!
-მე რომ გოგო მინდა? დედას ნაირი ლამაზი ნაზი და საყვარელი გოგო?
-ვნახოთ ვნახოთ.. რომელიმეს გაგვიმართლებს..-გადაიკისკისა და ხელები კისერზე მოხვია..
-მმ მგონი სჯობს საქმე ვაკეთოთ, ლაპარაკის ნაცვლად.!-გემრიელი ბაგეები სათითაოდ დაუკოცნა.
***
პილოტის პროფესია ძალიან რთულია..მამაკაცი 30 წელს რომ აღწევს უკვე ჯამრთელობა ერყევა და ყოველ წლიურ შემოწმებას საჭიროებს.. ბატონი მესხიც მივიდა აეროპორტის კლინიკაში და დაიწყო შემოწმება.! რამდენიმე ეტაპი წარმატებით გაირა, ისე როგორც წლების წინ.. პირველად რომ დგამდა ნაბიჯებს დიდ ავიაციაში.. კაბინეტში თავის ტომოგრაფიას უღებდნენ.. ექიმმა რამდენიმე მოწყოილობა დაუმაგრა თავის ქალაზე და მეორე ოთახში გავიდა, თვალ-ყურს შუშის მეორე მხრიდან ადევნებდა სიბნელეში მჯდარ პილოტს.! ქალს სხეული დაუმძიმდა.. როდესაც კომპიუტერზე გამოსახულება უცნაურად საშიში იყო.. სწრაფად გამორთო მოწყობილობა და პაციენტს მიაკითხა..
-ბატონო დემნა თუ შიძლება კაბინეტში შემობრძანდით.. -არ ესიამოვნა ქალის ხმა მაგრამ წინასწარ შედეგებზე არ უფიქრია..
-გისმნეთ..-მის წინ სავარძელზე ჩამოჯდა..-ყველაფერი რიგზეა?
-იცით მე ვერ გეტყვით დაზუსტებით პასუხს, არც თქვენი შეშინება მინდა..
-ქალბატონო ბელა იყავით პირდაპირი რა..-სახეზე არასასიამოვნო შეგრძნებები დასთამაშედა..
-გირჩევვთ ექიმთან მიხვიდეთ.! -ფურცლებს თავვი დაანეა და კაცს დამფრთხალმა ახედა.-მე ვერ გეტყვით ვერაფერს.!-თვალები ნერვიულად დახუჭა და ამოისუნთქა.. მუხელბს ხელებით დაეყრდნო, ფეხზე წამოდგა და სასწრაფო ვითარებით ერთ-ერთ კლინიკაში მივიდა.. გამოკვლევების შემდეგ კაბინეტში იჯდა და სერიოზული სახით ელოდა ექიმის მისვლას. ტელეფონის ხმამ გამოაფხიზლა, სწრაფად უპასუხო..
-ჰო პატარა.
-დემნა სად ხარ? -აფორიაქება ეტყობოდა ხმაში..
-კლინიკაში პატარა პროედურებს ვიტარებ.!
-დემნა მალე მოხვალ? -ცქმუტავდა რობაქიძე.
-არ ვიცი ელე, შეიძლება ცოტა დამაგვიანდეს.!
-კაი გკოცნიი. გელოდები სახლში მოდი პირდაპირ.! -სიცილით უთხრა და გაუთიშა, ღრმად ჩაისუნთქა და ტელეფონი ხელში აათამაშა.. მალე შემოაღო კაბინეტის კარები შუახნის მამაკაცმა და დამწუხრებული სახლით პაციენტის წინ დაჯდა. ნერწყვი მძიმედ გადაუშვა მესხმა და თვალები მოჭუტა.
-ცუდი ამბავი მაქვს ბატონო დემნა.!-ტუჩები ერთმანეტს მიაწება ექიმმა და თავი გააქნია..-თავის ტვინის სიმსიმნე..-ხმას არ იღედა იმედგაცრუებული პაციენტი.-მეოთხე სტადიაა დაწყებული.
-კი მაგრამ ეს როგორ.?-ატკიებულ შუბლზე ხელი მიიჭირა და სახე წაშლილმა იკითხა..
-გულის რევის შეგრძნებები, თავის ტკივილი, თავბრუს ხვევა ან სისუსტე..
-მხოლოდ ფრენის შემდეგ, ვიფიქრე..
-სამწუხაროდ..-ნერწყვი გაეჭედა სასულეში და ამოსუნთქვა ვერ შეძლო.. -იცით შეგვიძლია ქიიმიები ვცადოთ. მაგრამ უკვე დაგვიანებულია..
-გასაგებია.!
-დანიშნულებას გაგატანთ, ვცადოთ მკურნალობა.!-ანკეტა გადაშალა.
-უნდა წავიდე! -ჩაიბურტყუნა და სწრაფად გამოვიდა კაბინეტიდან. სწრაფად დაძრა ავტომობილი და აკანკალებული ხელებით ძლიერად ჩაეჭიდა საჭეს..
-ჯანდაბა... -ბოლოს ვეღარ მოითმინა და ძლიერად დაარტყა საჭეს მუშტი..
***
ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა ელენე რობაქიძე, ფურცელს დაჰყურებდა... ალბათ ახლა იყო სრულყოფილად ბედნიერი.! საოცრებაა გრძნობდე შიგნით კიდევ ერთი პაწაწინა არსების არსებობას, რომელიც შენში უნდა გაიზარდოს და მოგანიჭოს უდიდესი ბედნიერება, გაგილამაზოს დღეები და დარჩენილი სიცოცხლეც მას მიუძღვნა.! კარები ქმარმა შემოაღო..
-დემნა..-გაიქცა და კისერზე ჩამოეკიდა.. -მომენატრე ძალიან.. -დაუკოცნა სახე.!
-მეც ჩემო პატარა..-ეუცხოა კაცის ხმა მაგრამ ახლა ისეთი ბედნიერი იყო ვერაფერს ამჩნევდა გარშემო.. -რაღაც უნდა გითხრა. -შუბლზე აკოცა რობაქიძეს და შემოსასვლელში მიადო გასაღები.. მისაღებ ოთახში სავარძელში მოკალათდა..
-მეც..-ბედნიერმაა გაიღიმა და მაგიდაზე ჩამოჯდა.. -მე დავწყებ რაა. თორე ბედნიერებისგან შეიძლება გული გამისკდეს.
-გისმენ პატარავ.! -ნელ-ნელა ეპარებოდა აუტანელი ტკივილი შულის არეში.!
-აი ეს ნახე! -ტუჩები ერთმანეთს ძლიერად მიაკრა და სახეზე ხელები აიფარა.. ფრთხილად გახსნა ფურცელი, გარკვევით წაიკითხა რომ რვა თვეში მამა გახდეოდა.. გული ისე აუფართხალდა ვერ მიხვდა ეს შიში იყო თუ ბედნიერება..
-ელენე..
-გლოცავთ მამიკო.! -მხრები აიჩეჩა და კაცის აკანკალებული ხელი სწორ მუცელზე მიიდო.. „რაღა ახლა უნდა მოვკდე!“ გაიფიქრა და მაშინვე დაივიწყა საათის წინ მოსმენილი სასიკვდილო განაჩენი..
-ღმერთო რა ბედნიერი ვარ.! როგორ მიყვარხარ რომ იცოდე..-ქალის ტუჩები დაკოცნა და ისე ძლიერად მიიკრა გულში თითქოს ეს ბოლო და უკანასკნელი ყოფილიყო.! და ინქებ არის კიდეც.!
ქალის მუცელთან ერთად მისი ტკივილიც იზრდებოდა და უკვე აუტანელი ხდეოდა.. ვეღარ დამალავს მის სიკვიდილის მოახლოვებას. ეს მისი გადაწყვეტილება არ იყო.. ღმერთო რა ცოტა დრო ჰქონია ბედნიერეისთვის ამ კაცს და როგორ არ იცოდა.! რა რთულია იმის ახსნა რომ ის მალე მოკვდება.. გაქრება ამ სამყაროდან.. როგორ უჭირს იმის გააზრება რომ მის სიყვარულს აქ მარტო ტოვებს.! თუმცა რატომ მარტო? მის ნაწილს უტოვებს. მის სისხლს და ხორც უტოვებს და ერთმანეთის იმედად ტოვეს ამ ორს.!
-ელენე..-გაცრეცილი ტუჩებბი გაისველა და ღრმად ამოისუნთქა.
-დემნა ცუდად ხარ? -
-ელენე რაღააცას გეტყვი და გთხოვ გაგებით მოეკიდო ამ საკითხს.-მშვიდად საუბრობდა და უკვე კარგად წამოზრდილ მიცელს ეფერებოდა.. „მა გაუძელი გთხოვ რა დედას ნერვიულობას.! „ გულში ჩაწყდა ფიქრი და ბოლო მოუღო.. რა ცოტა დრო გაატარა და როგორ არ ყოფნიდა ეს დრო..
-დემნა მაშინებ.!
-ხომ იცი რომ მიყვარხარ. -ტუჩის კუთხე აზიდა და გაღიმება სცადა.. დაბნეული უყურებდა ქმარს.. -ელეე.. მე ცუდად ვარ. -ხმა გაეცრიცა..- ძალიან ცუდად ვარ.!
-წამალს მოგიტან რა გტკივა მითხარი.-ფეხზე წამოხტა და არეულად დაიწყო სიარული.. მაგრამ გულის სიღრმეში კარგადაც ხვდებოდა მესხის სიტყვების შინააარს.! -ვაიმე დედა.!
-ელე დაჯექი მოდი. -გვერით დაისვა და გამობერილ მუცელზე მოეფერა. -პატარავ..-ახლა ხმა აუკანკალდა და ცოლის ლამაზ სახეზე ჩამოგორებულ ობოლ ცრემლს თითი დაახვედრა. - თავში რახაც მჭირს. -ისე უხსნიდა თითქოს პატარა ბავში იყოს და საქმის სირთულეს ვერ ხვდებოდეს.! - არ ვიცი რამდენი ხანი ვიქნები შენთან.
-დემნაა დღეს პირველი აპრილია? -ატირებულმა ბოლოჯერ ცადა..
-არა პატარავ.-მიიხუტა ქალი და მასთან ერთად ატირდა.. -რა ცოტა დრო მომცა ღმერთმა შენთან ყოფნისთვის.. საერთოდ არ იყო საკმარისი.. -სახე ხელებში მოიქცია და აქვითინებულ ცოლს ტკივილიანი მზერით შეხედა..-ისე მთელი სამი სიცოცხლე არ იქნებოდა საკმარისი..
-დემნა.. ესს. ეს რა ჯანდააა. რატომ არ მითხარი..
-რა საჭირო იყო პატარავ? ტყუილად უნდა გენერვიულა და ასეთ ბედნიერ 5 თვესაც ვერ გავატარებდით..
-და ახლაა.. ახლა ..
-ახლა ძალიან ცუდად ვარ პატარავ.. იძულებული გავხდი მეთქვა.! -გაწყვეტილი ხმთ თქვა და მის მუხლებზე დადო თავი..-აღარ იტირო რა.! ჩემი ხათრით.-ხელი ასწია და ცრემლები მოსწმინდა.. ძლიერად იკავებდა თავს ელენე რობაქიძე. როგორია გაიგო ამბავი, შეეგუო მის წასვლას.. გაქრობას.. -იცი რისი მეშინია?
-რისი?-სლუკუნით ამოიტირა.
-რომ ვერ მოვესწრები მამობას..-მზერა გაეყინა ერთ წერტილზე.
ამის შემდეგ არცერთს არ ამოუღია ხმა. მალე განვითარდა მოველენები, დემნა მესხი ონკოლოგიური კლინიკის პაციენტი გახდაა.. ეკა და ქეთო არ შორდებოდნენ და ელენე ხომ მის საწოლთან ასწორებდა ღამეებს.. ძლიერ სახეს არ კარგავდა დემნა ბატონი და მუდამ ცდილობდა ქალის გამხნევებას, არ სიამოვნებდა მათი სევდიანი სახეები.. ერთადერთი სათხოვარი ჰქონდა.
-ღმერთო ჩემს შვილს მომასწარი.! -ასე ჩუმად ამოიტირებდა ღამე და კიდევ ერთ საშინლად რთულ დღეს გადააგორედა, ნელ-ნელა უახლოვდებოდა მისი სიცოცხლის დასასრულს.!
-ელე წადი რა სახლში ჩემო პატარა მოწესრიგდი, აქ რომ მეჯდები რა სიკვდის გააგდებ თუ რითი დამეხმარები..-გაღიზიანებული ხმა ვერ გააკონტროლა.
-არ მინდა წასვლა დენმა.
-ნუ დამტირი თავს რა! გთხოვ.. -თავი ფანჯრისკენ მიაბრუნა.
-კაი წავალ და საღამოს მოვალ ისევ..-რა ექნა ხვდებოდა მის მდგომარეობას.. რთულია სიკვიდლის ლოდინი, საშინლად რთულია ეგუებოდე ამ მდგომარეობას. სახლში მივიდა, უკვე მერვე თვეში იყო და სიარულიც უჭირდა. სახლში მისულმა გრილი აბაზან მიიღო და სავარძელზე წამოწვა..
-ყველაფერი კარგად იქნება..-თითქოს საკუთარი თავი მოატყუა და ნიკაპიც აუკანკალდა.. -უშენოდ რა გავაკეთო დემნა.. უშენოდ როგორ შევეგუო ამ სამყაროს.. -ფიქრებიდან კარების ხმამ გამოარკვია.. სახლში ქეთო შემოვიდა უჩვეულოდ სევდიანი სახით.!
-ქეთო, მის გარეშე რა უნდა ვქნათ? -გადაეხვია მეგობარს და ისევ ატირდა.
-ელე დამშვიდდი პატარასთვის ასეთი ნერვიულობა არ შეიძლება.-თმაზე ხელი გადაუსვა და ანუგეშა ..-დედა რეკავს.. -აკანკალებულმა უპასუხა. -ხო დე..
-როგორ ხართ?
-მე ელენესთან ვარ. დემნა როგორ არის?
-არ მიშვებს ოთახში, საჭმელზეც უარი თქვა.. მგონი ახლოვდება ქეთო.. -ამოიტირა ქალმა და ელენას არ გამოპარვია სიტყვები..
-დედა წავედი.. -რობაქიძის შეშინებულ სახეზე ფერი გადაუვიდა..
-ქეთო წამიყვანე დემნასთან.. მინდა მასთან ვიყო.. მასთან მინდა.. -ატირდა ხმამაღლა და ფეხზე რის ვაი-ვაგლახით ჩაიცვა.. -არ უნდა დამეტოვეინა მარტო..
-ელე.. ელე დამშვიდდი.. -კარებში სწრაფად გავიდა და უკან გაჰყვა უმცროსი მესხიც. ქუჩაში გასულმა ტაქსის ძებნა დაიწყო უცებ რაღაცამ ძლიერად რომ შეარყია.. -ელე, წ....ბი დაღვარე..-შეშინებულმა თქვა ქეთომ და ხელი ძლიერად მოკიდა..
-დემნასთან მინდა..
-არა ელე სასწრაფოდ სამშობიაროში უნდა წავიდეთ..
-არა არა.. ქეთო დემნასთან მინდა.. მასთან წამიყვანეე. პატარა მოიცდის..
-ელენე წ....ბი დაღვარე გესმის შენ?! დაგეწყო.! -ტაქსში ჩასვა და მისამართი უკარნახა..
-ქეთო დაურეკე.. დაურეკე და უთხარი რომ გაუძლოს რა მისი შვილი იბადება.. -ატირდა. სარკეში მძღოლმა გამოხედა ორ ატირებულ ქალს.. ნაცნობი ნომერი აკრიფა სწრაფად მესხმა.
-დეე ჩვენ სამშობიაროში მივდივართ.. დემნას უთხარი მისი ბიჭი იბადება!
-ღმერთო შენ გვიშველე. ასე ადრე არ უნდა დაწყებოდა.
-ინერვიულა და ალბათ იმოქმედა.
-მშვიდობით იარეთ ახლავე შევალ.-სწრაფად შევიდა პაალატაში უგონო შვილს დახედა. -დედას გახარებავ.. დედაა გაიღვიძე მამა ხდები.. -ცივ ხელზე მოეფერა რომელიც საერთოდ არ გავდა ძლიერ ხელს რომლითაც სულ თავს იწონებდა დემნა მესხი.. -მამა ხდები დედას სიცოცხლევ.! -თავზე მოეფერა, სუსტად გაახილა თვალები.. ოხ როგორ უნდოდა სიცოცხლე.. როგორ წყუროდა სიცოცხლე..
-დე დამალაპარაკე ელენე.. -სუსტად ამოიხრიალა.. ყურთან ტელეფონი მიადო..
-ელე..-მძიმედ ჩაესმა ატირეულ ქალს სუსტი ხმა..
-დენმაა იბადება ჩვენი პატარა იბადება, ჩემო სიცოცხლევ.! –
-ჩემი ბიჭი.. -ბოლო ცრემლებიც გადმოცვივდა..-მიყვარხართ. მიყვარხარ ჩემო პატარავ. ძლიერი გოგო ხარ შენ.. ჩემი ძლიერი გოგო.. ჩემი ცოლი.. ბედნიერების მწვერვალი ხარ ელენე. მიხარია ცხოვრების ბოლო დღეებში ამხელა ბედნიერებას რომ მაზიაარე.. მადლობა რომ შენი შვილის მამა გავხდი.. ღმერთო როგორ მინდა სიცოცხლე.! როგორ მინდა თქვენს გვერდით ვიყო ახლა და მისი ხმა გავიგონო.. -ხმა გაუწყდა..-მის დაბადებას დაველოდები.! -თავი გასწია და ანიშნა ტელეფონი გამოერთმიათ.. ისევ ერთ წერტილს მიაშტერდა..
სამშოიარო ბლოკში ქალის ძლიერი ხმა ისმოდა, იბრძოდა რომ მალე დაბადებულიყო მათი სიყვარულის ნაყოფი. მამას უნდა მოუსწროს.!
ონკოლობიურის ერთ-ერთ პალატაში კი წარსულში ძლიერი მამაკაცი ბოლო წუთებს ითვლიდა..
„-ღმერთო როგორ მინდა სიცოხლე.! „
ახალშობილის ტირილის პარალელურად კაცის მტკივნეული ხმა მოჰყვა..
გაქრა ძლიერი და სიცოცხლის წყუვილით ავსებული ადამიანი, სიკვდილმა შთანთქა და დატოვა უამრავი მიზანი მიუღწეველი, უამრავი სიტყვა სათქმელი.! უსულო სხეულს ეფერებოდა დედის აკანკალებული ხელი.
-შენ მოგიკვდეს შენი დედა, ჩემი უბედური შვილი.. ჩემი უბედურ დღეზე გაჩენილი შვილი.. რისთვის დაიმსახურე ასეთი დასასრული ჩემო ვაჟკაცო..-მთელი სხეულით ჩეხუტა.. -შვილსაც ვერ მოესწარი ჩემო სიცოცხლევ.. ასე როგორ დაგვტოვე მე და შენი ოჯახი.. რისთვის ღმერთო..-გაცრეცილ სახეს უკოცნიდა შვილს.. -დედას სიცოცხლევვ, ვაი მე დედა რროგორ გინოდა სიცოცლხე და როგორ წაგათვეს ამის უფლება.. რატომ ღმერთო.. რატომ ჩემი შვილი..
თვალები გაახილა და ცარიელ პალატას მოავლო თვალი..
-ელე პატარა კარგადაა. ბიჭი შეგეძინა..-ქეთო შემოვიდა მალევე და ქალს ხელზე აკოცა..ვერაფრით კითხულობდა დემნას ამბავს.. არ უნდოდა მოესმინა სიმართლე, სირაქლემას პოზიცია მოირგო და გაჩუმდა სივრცეს გახედა...
სივრცეში მისი დემნა გამოჩნდა... ისევ ისეთი როგორიც ადრე იყო, ლამაზი ნაკვთებით მომხიბლელი ღიმილთ..
-დემნა..
-ჩვენი პატარა ვნახე.. ძლიერი ბიჭია..
-დაგვტოვე?
-მხოლოდ ფიზიკურად წავედი.. მე სულ თქვენს გვერდით ვიქნეი, პატარავ. მუდამ..
-რომ ვერ შევძლო? უშენოდ რომ ვერ ვიცოცხლო?
-უნდა შეძლო ჩვენი ბიჭის გამო უნდა შეძლო.! მას ძლიერი დედა სჭირდება ელენე.. - ვერ ეხებოდა მაგრამ კარგად გრძნობდა მის სიახმოვეს.. გამოღვიძებულმა სიზმარი გააცნობიერა და სასოწარკვეთილები ხმამ მთელი სამშობიარო შეძრა.. დერეფანში ჩუმად ისმოდა ლაპარათი თურმე რა შეემთხვა ამ უბედურ ქალს.. დამამშვიდებლეით აყუჩებდენ ტკივილის რამდნიმე დღეს.
შავებში ჩაცმული ქეთო რომ დაინახა, მალევე მოვიდა გონს..
-ჩემი დემნა სად არის? -საწოლიდან წამოდგა.. ვენებიდან კათეტერი გამოიძრო და გაგიჟებული სხით ტირილამდე მისულ ქალს შეხედა.. -ქეთო მითხარი სად არის ჩემი ქმარი.. ჩემი ბიჭი სად არის? -ყვირილისგან ყელზე დასკდომამდე მიყვანილი ძარღვები მოუჩანდა, გიჟივით ყვიროდა და ხელში მოხვედრილ ყველა ნივთს ხან კარებისკენ, ხან ოთახში შემოსული ლუკასკენ ისროდა.. -სადაა ჩემი ქმარი.. მითხარით სადაა ჩემი ქმარი..-თმებში წაივლებდა ხელს და ძლიერად ტკენდა საკუთარ თავს, მის გასაკავებლადდ წასული ლუკა არ მიიკარა, მკერდძე ძლიერად ურტავდა ხელებს და ბოლო ხმაზე ყვიროდა, ხმაშიკი ცრემლები ჰქონდა შერეული.-ვეღარ ვსუნთქავ.. მის გარეშე ვერ ვსუნთქავ.. მომეცით უფლება მოვკვდე.. არ მინდა მის გარეშე.. მე არ მინდა მის გარეშე წამით სიცოცხლეც კი.! -პერანგძე ძლიერად იჭერდა ხელებს და მის გახევას ცდილობდა რადგან ყელზე ებჯინებოდა და ასე ეგონა ახრჩობდა.. კარებთან გაოგნეული ნანუკა და ქეთო იდგნენ, ცრემლები ბუნებრივად მოსდიოდათ. მათ წინ ხომ ცხოვრება დანგრეული, მარტოდ-მარტო დარჩენილი სასოწარკვეთილი ქალი სიკვდილს ითხოვდა.. მათ წინ დემნას სიყვარულის გარეშე დარჩენილი ქალი ხაოდა .ზეწარს ჩააფრინდა, ბოლო ძალები მმოიკრიბა და ისროლა.. ყველაფერი ნამსხვევეად აქცია.. ბოლოს ძალა გამოცლილი პირქვე დაემხო იატაკზე და საშინელი ტკივილით სავსე ხმა ამოუშვა.. როგორ ტკიოდა უმისობა.. როგორ წაართვეს მისი სიყვარული. ასე უგულოდ მოექცნენ და მოსწყიტეს მის თილ ღიმილს...
-მოდი მოდი ჩემთან და მომხვიე შენი ხელები.. მოდი რა დემნა.. გთხოვ ასე არ დამტოვოო.. ასე არ გამწირო უშენოდ ცხოვრებისთვის.. ასე არ გამიმეტო..
გასვენების დღე, ბოლო საათებს ითვლიდა დენმა მესხის სხეული სახლში. მის გვერდით მუხლებზე მახობილი ქალი ჩუმად ზმუოდა და ხელებით ებღაუჭებოდა სასახლეს.
-დაჯექი დედი, არ შეიძლება ასე.-იატაკიდან წამაყენა ეკამ და გვერდით დაისვა შავებში ჩაცმული ელენე. კისერძე მოხვეულ შავ თავშალს თითებით აწვალებდა.
-უნდა წავიდეთ ელენე.-შეპარვით უთხრა ლაშამ და წამოყენებე სცადა.
-არა.!-ბოლო ხმაზე იყვირა და სასახლეს ჩაეჭიდა. -არაა! არ წახვიდე დემნა რა.! არ წახვიდეე გთხოოვ.! ვაიმე დემნა რა მწარე ყოფილხარ ჩემო ტკბილოო.! არა! არ გავუშვებ. აქ დარჩი რა გთხოვ..-ნახევარი ტანით გადაეფარა ქმარს და არ უშვებდა ხელს. ძალით წამოაყენა გოგიაშვილმა და ხელები შემოხვია. ეზოში ჩავიდნენ. -არ წახვიდეე დემნა გთოხვ, არ დამტოვო ასე მარტოდ-მარტო გეხვეწები რა.!-ტიროდა და მის წინ მდგარ ლაშას მელი ძალით უჭერდა გამწარებული ხელებს.-ვამეე დედაა, ვაიმე რა მწარეხარ ჩემო სიცოცხლეე.-საასახლე გამოასვეენეს და ეზოში გაჩერდნენ. -როგორ გაგიშვა ჩემო სიყვარულო?! როგორ შევეგუეო უშენოდ სახლს! რა ვუთხრა ჩვენს შვილს მამას რომ იკითხავს? რით შევუმსუბუქო უმამობა დემნაა.!-ყვიროდა და ლაშას ეჭიდებოდა. -ვაიმე..-ერთი ამოიხრიალა და უგონოდ დაეცა გოგოაშვილის მკლავებში.
მის დასაფლავებაზე არ გამოჩენილა, მის შვილთან ერთად ოთახში იყო.. სიცოცხლის სურვილს ეს ბიჭი აძლევდა დემნა მესხი.! დიახ მამის სახელი დაარქვა.. დღეები მის ფერებაში გადიოდა, წამით არ ნელდებოდა ტკივილი..მარტო დარჩა.. არ ახსოვს მშობლების დაკარგა, მაშინ სულ ბავშვი იყო და ასე მძაფრად ვერ განიცდიდა.. ახლა კიდე ოთხი ადამიანის სიკვდილით იყო დამძიმებული და მის თვალებში ყველაზე დიდ ტკივილს, ალბათ ქმის დაკარგვა იწვევდა.. სახლში მარტო დარჩენილმა პატარას აჭამა დ საწოლში ჩააწვინა. თვითნ აივანზე დაჯდა და ზეცას ახედა.. ცრემლების ნაკადმა ისევ იწყეს დენა.. კარებზე ჩუმი კაკუნის ხმა გაიგო და ფრთხილად გააღო.. ნიკო იდგა ზღურბლთან შავებში ჩაცმული.. მის დანახვაზე აკანკალდა და ტირილი აუვარდა..
-შენ წამართვი, ის თვვეები შენ წამართვი.. -მკერდზე დაუშინა მუშტები, ძლიერად მიიხუტა მკერდზე აქვითინებული ქვრივი.. -შენ გამო დავკარგე მასთან ყოფნის და ბენდიერების თვეები..
-მაპატიე.. მპატიე.. -ოთახში მასთან ერთად ჩაიკეცა და ძლიერად მიიკრა გულზე.
-მომშორდი.. მოშორდი.. რა გინდა აქ .. რა ჯანდა გინდა. ბედნიერი ხარ?
-ის ჩემი მეგობარი იყო.. ამას როგორ მეუბნები რაც არ უნდა იყოს..
-ეგ მეორედ აღარ გაიმეორო.. შენ მისი მეგობარი არ იყავი.. ასე არ ატკენდი გულს მისი მეგობარი რომ ყოფილიყავი.. ნიკო წადი აქედან და გაქრი ჩემი ცხოვრებიდა.. ახლა მაიცნ მაცადე მშვიდა დცხოვრება.. მის ადგილზე შენ უნდა იყო.! -ღვარძლით ამოილაპარაკა.. რა ქნას ეგოისტია..
-მართალი ხარ.. -ცრემლები მოიწმინდა ქავთარაძემ და ატირებულ ქალს გახედა..
-გპატიობ.! მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი პატიებით შენ უფრო დაიტანჯო.. გპატიობ იმ დღეების წართმევას.. ახლა კი წაეთრიე ჩემი სახლიდან და აღარ გაბედო აქ მოსვლა.. გაქრი ჩემი ცხოვრებიდან.! -კარები გაუღო და აღარაფერი ათქმევინა ისე მიუხურა ცხვირწინ.. ლასლასით შევიდა მათ ოთახში, მისი პერანგი მიიკრა გულძე და ებმრიონის პოზაში დაწვა, თან პატარა ბიჭს უყურებდა, როგორ მშვიდად ეძინა.. მისი შემხედვარე უმძაფრდებოდა ტკივილი, როგორ უნდოდა ენახა როგორ ეთამაშებოდა მამას, როგორ დაემსგავსებოდა მესხს, მიბაძავდა.. ერთად როგორ იამაყებდნენ მათი შვილით.. როგორ წაართვეს ეს ბედნიერება.. ასე უგულოდ როგორ გაუქრეს მისი დემნას სიყვარული.. მოსპეს და მთლიენად მოძირკვეს მისი ბედნიერება.!
***
საფლავთან ქალის სილუეტი კარგად მოსჩანდა, შავი სამოსით იყო დაფარული ლამაზი სხეული რომელსაც წლებმა და ტკივილმა არაფრის დიდებით დაუკარგა ძველებური ეშხი და სილამაზე, პირიქით იმის იმედით რომ ოდესმე მას შეხვდებოდა ინარჩუნედა ფორმებს.. წლები შემდეგ ის ისევ კაპიტანი დემნა მესხის მეუღლე იყო და კვლავ ამშვენედა მის ლამაზ თითებს ოქროს ბეჭედი.. ძლიერი ქალი იყო ელენე რობაქიძე, რომელიც იმ კატეგორიაში შედიოდა ვისაც მცირედი ბედნირებისთვის უდიდესი ტკივილის ატანა უხდებოდა!.
წლებმა მის ტკივილს ვერაფერი დააკლო, ისევ ისე ქვითინებს მის პერანგზე ჩახუტებული და ოდნავადაც არ უნელდება დიდი იარა რომელსაც დემნას სახელი ჰქვია..
პატარა 8 წლის ბიჭი მისეულ სურნელს ატარებს და დედას მუდამ უხაარებს გულს რადგან ასე ჰგავს მამას.. ოცნება აუხდა და სრულიად უფროს მესხს ჰგავს, მასავით შავი თვალები აქვს.. მისი სურნელი ასდის და ცხოვრებას უფერადებს.. მხოლოდ მისთვის ცოცხლობს.. შეიძლება როგორც ქალი სუსტია, მაგრამ როგორც დედა ძალიან ძლიერი.!
მამისეულ პილოტის ქუდი დიდი სიამაყით დაიხურა და შავ ქვაზე გამოსახულ კაცს თავაწეულმა გახედა. პატარა მესხის უკან დედა იდგა და გულში ეწვეთბოდა ცრემლები.. დიახ ის მომავალ ავიატორს ზრდიდა დემნა მესხის სახელით და გვარით.!
ძლიერი ქალია ელენე რობაქიძე.!
***
ეს ნაწარმოები ეძღვნება ყველა იმ დამიანს რომელიც ასეა გამეტებული ტკივილისთვის. ყველა ქალს რომელსაც ერთი გოჟი ბედნიერებისთვის უამრავი რამის გაწირვა უწევს. მინდა იცოდეთ რომ მიუხედავად ტკივილისა ყოველთვის უნდა ეძებოთ მარცვალი ბედნიერება ისე ცხოვრებას აზრიც არ ექნება.! არ მისცეთ ბოროტ ცხოვრებას თქვენზე გაიმარჯვოს.!



№1  offline მოდერი naattii

ვინატრე იქ შემეწყვიტა კითხვა როცა შერიგდნენ და ამ ძილის წინ ამდენი ტირილი ამერიდებინა :( სწორი იყო ელენე ნიკო უფრო იმსახურებდა ასეთ ბედს, აი დემნამ რითი დაიმსახურა არ ვიცი :( თუმცა ცხოვრება უსამართლობითაა სავსე :(

 


№2 სტუმარი kati

Meramdened wavikitxe da vitire am istoriis kitxvisas, ar vici...

 


№3  offline წევრი TamoTi

საოცარი ისტორია იყო♥♥დასასრულმა კარგად მატირა მაგრამ მაინც აღფრთოვანებული ვარ და სავსე ვარ ემოციებით♥♥

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინო

რას მერჩოდიიი ამ ღამე რამდენი ვიტირეეე.მაგარზე მაგარი იყო მართლა.

 


№5 სტუმარი სტუმარი ნელი

კარგი ისტორიაა, სევდიანი...კარგა ხანია არ მიტირია წიგნზე...

 


№6 სტუმარი მარუსაა

მერამდენედ ვკითხულობ აღარ ვიცი უკვე.. და ყოველ ჯერზე მაინც იმავეს განვიცდი და ისევე ვტირივარ.. კაი იქნებოდა ასე რომ არდამთავრებულიყო მაგრამმ.. საბოლოოდ მაინც კარგი იყო სასწაული ხარ სასწაული ისტორიებით ❤

 


№7  offline მოდერი Phoenix..

მარუსაა
მერამდენედ ვკითხულობ აღარ ვიცი უკვე.. და ყოველ ჯერზე მაინც იმავეს განვიცდი და ისევე ვტირივარ.. კაი იქნებოდა ასე რომ არდამთავრებულიყო მაგრამმ.. საბოლოოდ მაინც კარგი იყო სასწაული ხარ სასწაული ისტორიებით ❤

დიდი მადლობა ჩემო საყვარელო.. მიხარია რცა ჩემი ხელით შექმნილს ასეთი შედეგი მოჰყვება, სიმართლე გითხრა ყოველი წაკითხვისას ზღვა ემოციებს იწვევს ისევ და სწორედ ეს მაბედნიერებს. მიხარია ჩემი მკითხველი რომ ხარ. მალე უფრო კარგი ისტორიით გაგაოცებთ. <3

 


№8  offline წევრი Soft girl

ელენე რობაქიძე❤️იმსახურებდა ყველა ვინც ზურგი აქცია ჩამუხლულს ეთხოვათ პატიება❤️
ყოჩაღ❤️❤️

 


№9 სტუმარი სტუმარი ნესტანი

საოცარი ნაწარმოებია როგორ ჩანს უსაზღვრო სიყვარული წყვილის მაგრამ რა დაუნდიბელი მეგობრები ყოლიათ,არ იყო ნიკო საცოცხლებელი პიროვნება არ იმსახურებდა წყვილი ამდენ უბედურებას.კარგი იყო ეს პატარა ოჯახი დარჩენილიყო ბედნიერი მტრის ჯინაზე..მადლობა წარმატებები ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent