შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთებშია თავისუფლება! (6) გაქცევა


7-07-2019, 03:20
ავტორი truelove
ნანახია 3 069

-როგორ გაბედეს!-მთავარმა მუშტი მაგიდაზე დაარტყა და ყვიროდა-ახლავე აქ მომგვარეთ ის ლაწირაკი ჯიშკარიანი,ჩემი უფლებით თავს მოვკვეთ მთელი ქალაქის წინაშე.
-დამშვიდდით მთავარო,ნერსე ჯიშკარიანის მოკვლა არავითარშემთხვვაში არ შეიძლება.-მრჩეველი ახლოს ეჯდა და ცდილობდა უფროსი დაეწყარებინა.
-რასქვია არ შეიძლება?!!!-დაიყვირა მთავარმა.
-მამამისი ამ ქალაქის მამაა,ხალხს მისი სჯერა
და დიდ პატივს სცემს მის ოჯახს. თუ რამეს დაუშავებ ხალხი ამას არ გაპატიებთ სხვა რამე უნდა მოვიფიქროთ ჩემო ბატონო.
-მაინც რა?!!
-მე გეტყვით-ფეხზე ერთ-ერთი მმართველი წამოდგა.
ეს ადამიანი მთელს ქალაქში განთქმული იყო თავისი სიბრძნით სწორედ ამიტომ იკავებდა თავის თანამდებობას.
-მთავარო..შენ ქალიშვილი გყავთ ხომ ასეა?
-დიახ,მაგრამ ჩემი ქალიშვილი რაშუაშია?
-უფროსი ჯიშკარიანი აქ დაიბარეთ და თქვენი ქალიშვილი გაატანეთ ნერსესათვის.
-ბატონო?!-გაოცებულმა შეხედა მთავარმა-ნერსე ჯიშკარიანმა ის გოგო დანიშნა.
-დიახ,მაგრამ მხოლოდ იმიტომ,რომ თავისი ოჯახის ღირსება დაეცვა,თქვენ პირობა დაარღვიეთ ამას ჯიშკარიანები არ მოითმენდნენ,ახლა კი თქვენი ქალიშვილი მიათხოვეთ და ნიშნობასაც გააუქმებენ,თანაც ეს კავშირი უფრო გაამყარებს თქვენს ურთიერთობებს ქალაქის მამასთან.
-რომ არ გააუქმონ?!
-გააუქმებენ,რადგან ამ გოგონას ღირსებას შევულახავთ შემდეგ კი თვითონ თავისი ფეხით გავაქცევთ აქედან.
-უფროსი ჯიშკარიანი მოიხმეთ.
სახეზე მთავარს ღიმილმა გადაურბინა და ამდენი დღის შემდეგ ამ ღამეს მშვიდად დაეძინებოდა.


-ნასია! სწრაფად გაიღვიძე!!!-კარს უკან ნერსე ბოლო ხმაზე მიყვიროდა.
-მღვიძავს-გავძახე ნამძინარევი ხმით.
-ხო გეტყობა,ეზოში გელოდები,მშვილდისარი არ დაგრჩეს.
გამეღიმა და საწოლიდან წამოვდექი,სწრაფად გადავივლე სპორტულები ჩავიცვი და ეზოში გავედი.
ნერსე ვარჯიშობდა და ხეზე მიკრულ სავარჯიშოს ურტყავდა...ეს ჩემი შანსი იყო..მისკენ სწრაფად გავიქეცი ვიყვირე და თავს დავესხი,თუმცა მოტრიალდა ხელი დამიჭირა და ძირს დამაგდო თვითონ კი ზევიდან გადმომაწვა ხელები დამიჭირა და თავისი ზღვისფერი თვალებით ჩამხედა.
-რამდენჯერ უნდა გასწავლო,რომ თავდასხმის დროს არ იყვირო?
-უბრალოდ გაგიმართლა-მხრები ავიჩეჩე.
ფეხზე წამოდგა და მეც წამომაყენა.
-სროლაში ივარჯიშე?
-კი,გუშინ მთელი დღე ვვარჯიშობდი სანამ წასული იყავი.
-სიტყვების არ მჯერა,მაჩვენე.
-სხვათაშორის ზოდიაქოთიც მშვილდოსანი ვარ და ახლავე ნახავ რა შემიძლია.
-ზოდიაქოების და ვარსკვლავების აქ არ გვჯერა.-გაიცნა ნერსემ.
მშვილდი დავჭიმე და ისარი მოვამზადე სამიზნეს დავუმიზნე ჩავისუნთქე და ვისროლე..ისარი ელვის სისწრაფოთ გავარდა და ცენტრს საკმაოდ აცდა,თუმცა მოვარტყი.
-კარგია,პროგრესი გაქვს მაგრამ რაღაც გეშლება და მინდა გაიგო რაში უშვებ შეცდომას.
-ისარს ვზიდავ არასწორად?
-არა.
-აბა მშვილდი არ მიჭირავს სწორად?
-ნწ,არც ეგ.
-აბა?
-კიდევ ერთხელ ისროლე.
იგივე მოძრაობები გავიმეორე და უნდა გამესროლა,როცა ნერსემ ხელები შემომხვია და ის ხელი გამისწორა,რომლითაც ისარი მეკავა..მისი თავი თითქმის ჩემს მხარზე ედო..მის სუნთქვას ვგრძნობდი,მისი ამონასუნთქი ყელზე მელამუნებოდა..მისი სურნელი თავბრუს მხვევდა,მისი ხმა ყურში ჩამესმოდა..მას შევხედე,თვითონაც შემომხედა..ჩვენი ცხვირები ერთმანეთს შეეხო..ნერსე თვალებში დაჟინებით მიყურებდა.
-და ბოლოს..-ჩაიჩურჩულა ნერსემ..ისარს ხელი გავუშვით და ზუსტად ცენტრში მოხვდა.
უცბად მომშორდა და წავიდა.
ხო რათქმაუნდა ტიპური ნერსე ისევ აქაა გვიფიქრე და კიდევ ერთი ისარი ვისროლე.

-მამა შებრძანდით-დაცვამ უფროსი ჯიშკარიანი შეიყვანა დიდ დარბაზში.
-მოგესალმები მამა-მთავარი წამოდგა და ხელოთ მაგიდისკენ მიუთითა-დაბრძანდით გთხოვ მიირთვით რამე-გრძელ მაგიდაზე ძალიან ბევრი სახეობუს საჭმელი ეწყო.
-დიდ მადლობას მოგახსენებთ მოპატიჟებისთვის და გამასპინძლებისთვის,მაგრამ მე დღეს უკვე მივიღე საკმარისი საკვები.
-აა უი უკაცრავად,მაშინ საქმეზე გადავალ.
-მთელი ყურადღებით გისმენთ.
-მამა,თქვენ კარგად იცით ერთი თვის წინ როგორ გადაიკვეთა ჩემი და თქვენი ვაჟის გზები..ამის შემდეგ ნორმალურად ვერ ვიძინებ ძალიან ვწუხვარ,რომ ასეთი გზით მოგვიწია ურთიერთობა,თუმცა გამოსავალი ვიპოვე იმისათვის,რომ ჩვენი ურთიერთობები უფრო გაღრმავდეს გთავაზობთ მშვენიერ გზას..ქორწილს..ჩემი ქალიშვილი და თქვენი ვაჟიშვილი,ამ ქალაქის ნამდვილი მეფე-დედოფალი გახდებიან.
-ჩემმა შვილმა სხვა ქალი დანიშნა,სხვას მოახვია თავისი ნაბადი,ნუთუ გინდათ,რომ ჩემმა ვაჟიშვილმა თავისი სიტყვა გატეხოს?
-მე ჩემიქალიშვილი ღირსეულად გავზარდე,თქვენს თვალწინ იზრდებოდა და იცით როგორი პატიოსანიც არის,თქვენმა ვაჟმა კი მოღალატის შვილი დანიშნა,რომელიც კაცმა არიცის პატიოსანია თუ არა!-ტონს აუწია მთავარმა.
-მე ჩემი სიტყვა უკვე ვთქვი თანაც ამაზე მე კიარა ჩემს შვილს უნდა დაელაპარაკოთ,ჩემი ვაჟიშვილი ჩემთვის განკუთვნილი ნივთი არარის ის ადამიანია და მისი ცხოვრება ჩემი გადასაწყვეტი არარის.-ფეხზე წამოდგა ჯიშკარიანი და კარისკენ წავიდა შემდეგ მოტრიალდა ჯვარი გადასახა იქაურობას..
-უფალი გფარავდეთ-თქვა და კარი გაიკეტა.
-ახლა რაუნდა ვქნათ?!-მთავარი ბრძენს მიუტრიალდა.
-ის რაც დაგეგმილი გვქონდა,შენს გოგონას შეუთანხმდი თანაც ის ბიჭიც გზაშია.
-იცოდე გენდობი და იმედი არ გამიცრუი მწიგნობარო.

-მოვედი-სახლში უფროსი ჯიშკარიანი შევიდა.
-გამარჯობა,ძვირფასო-მარინე ქმარს მიესალმა და თბილად გადაეხვია.
-ნერსე სახლშია?
-არა ბათუ წაიყვანა და სადღაც არიან.
-კარგი მაშინ სასტუმრო ოთახში დაველოდები.
-კარგი.
სასტუმრო ოთახში ვიჯექი და წიგნს ვკითხულობდი.
-საღამომშვიდობისა ძვირფასო ათანასია.
-საღამამომშვიდობისა-გავუღიმე ოთახში შემოსულ ზურას.
-რას კითხულობ?
-სიამაყეს და ცრურწმენას.
-ოჰ მშვენიერი სიყვარულის ისტორიაა..ახალგაზრდობაში მეც წავიკითხე მაგას,რომ დაასრულებ ერთ კარგ წიგნს გათხოვებ..
-სიამოვნებით წავიკითხავ..იცით თბილისში უმეტეს დროს ბიბლიოთეკაში ვატარებდი ერთი პერიოდი საქართველოს კულტურას და ტრადიციებს ვეცნობოდი კუთხეების მიხედვით,მაგრამ ასეთი არაფერი მინახავს რაც აქ ხდება.
-რას გულისხმობ?
-ამ ყველაფერს ფიცს,ასეთ ქორწილს,ასეთ მმართველობას ყველაფერი ძალიან სხვანაირია.
-მიეჩვევი საყვარელო.
-არა,ვერ მივეჩვევი..მე აქ ვერ ვიცხოვრებ..მამაჩემისგან რამე ხომ არ ისმის?
-ყველაფერს დრო განკურნავს,აქაურობა არცისეთი ცუდია როგორიც გგონია,აქაური ბუნება ჰაერი..მართალია ისეთი ცხოვრება არარის აქ მაგრამ დამიჯერე მაინც კარგია,რაც შეეხება მამაჩემს არაფერი ვიცი.
-გასაგებია..რაღაც მინდა გკითხოთ.
-გისმენ შვილო.
-მამაჩემი როგორი იყო პატარაობაში?
ზურას ჩაეცინა და სევდიანი -თვალებით ამომხედა.
-ცელქი,როგორც ყველა ბავშვი,მაგრამ ყველა ბავშვისგან ერთი თვისება გამოარჩევდა..კარგად მალავდა თავის სიცელქეს.
-ხო ეგ კარგად გამოსდის ეხლაც.
ორივეს გაგვეცინა. კარის ხმა იყო ალბათ ნერსე და ბათუ მოვიდნენ.
-მამა როგორ ხარ?-ოთახში ნერსე და ბათუ შემოვიდნენ.
-კარგად შვილებო თქვენ როგორ ხართ?
-კარგად..
-ნერსე შვილო შენთან სალაპარაკო მაქვს..მარტო.
ფეხზე წამოდგა ზურა,რომ ცალკე ოთახში გასულიყო.
-არშეწუხდეთ-ფეხზე წამოვხტი-მე გავალ.
-წამო რძალუკა ცხენით გავისეირნოთ-გამომცდელად მითხრა ბათუმ.
-არც კი იოცნებო,რომ ცხენზე დავჯდე.
-ტყიდან რომ გამოვრბოდით კაცი ვერ დაგასწრებდა ისე ახტი ცხენზე.
ოთახის კართან ვიყავით.
-სხვათაშორის მანდ მოსაკლავად მომსდევდნენ.
ოთახიდან გამოვედით და ეზოში გავედით სასეირნოდ.
-რახდება მამა?-ნერსე მამამისს წინ დაუჯდა.
-დღეს მთავარმა მიხმო..თქვენი ამბები მომიყვა და შენთან ურთიერთობის დალაგება უნდა. ამისგამო კი მისი ქალიშვილის და შენი ქორწილი შემომთავაზა.
-რა?!-ნერსე დაიძაბა.-მე ნასიაზე დავინიშნე.
-იგივე პასუხი დავუბრუნე მეც,თუმცა ასე არგაჩერდება შენც ხომ იცი არა?!
-გგონია,რომ რამეს გეგმავს?
-ასე ვეჭვობ,ნასიას ყურადღება მიაქციე და შენც ნუ ივლი ძალიან ბევრს ტყეებში.
-ეს მთავარი არ წყნარდება,წინაზეც მარტივად გამოძვრა,ნასიას თმის ღერიც,რომ ჩამოუვარდეს გეფიცები ყველას გადავაბიჯებ და მოვკლავ.
ზურამ ჩაიცინა.
-ესეც ასე როგორც იქნა ჩემი ვაჟის სიყვარულს მოვესწარი.
ნერსე დაიძაბა და წელში გაიმართა.

ოთახში ვაპირებდი ასვლას სასტუმრო ოთახიდან ჩემი სახელი,რომ მომესმა დამაინტერესა და მოსმენა დავიწყე..ასეთი რამ ცხოვრებაში არ გამიკეთებია,მაგრამ დარწმუნებული ვარ ნებისმიერი ადამიანი დაინტერესდებოდა მითუმეტეს ასეთ სიტუაციაში.
-რა სიყვარული..უბრალოდ შემეცოდა და მაგიტომ გადავარჩინე.
-შვილო თავს ნუ იტყუებ ის შენი ცოლი უნდა გახდეს.
-ვიცი. თავს არ ვიტყუებ არც არასდროს მითქვამს,რომ მიყვარს.
-როგორც შენ იტყვი.
ადგილზე გავიყინე გულში რაღაც ჩამწყდა,მაგრამ რა ვერ ვხვდებოდი. თუ არ ვუყვარდი ასე რატომ მექცეოდა? თუ არ ვუყვარდი ასე რატომ მიცავდა? თუ არ ვუყვარდი რატომ მიყურებდა ასე თვალებში? კიბეებს ზომბივით ავუყევი და ღაპაღუპით ჩამომდიოდა ცრემლები..როგორ დამღალა ამ ყველაფერმა ერთი თვის სევდა თავიდან შემომაწვა და ემოციებისგან ვიყავი სავსე..დავიღალე ამ სიტუაციით..საერთოდ რა მეგონა? რა სულელი ვიყავი ვფიქრობდი,რომ სიყვარული ვიპოვე..ვფიქრობდი,რომ ამ ჯოჯოხეთში მაინც ვიქნებოდი ბედნიერი..საკმარისია მას არც კი ვაინტერესებ უბრალოდ შევეცოდე და სულ ეს იყო..შევეცოდე.
დიდი ჩანთა ავიღე კარადა გავაღე და ყველაფერი რაც იქ მედო ჩანთაში გადმოვიტანე საფულე გავხსენი და 50 ლარიანი იდო შიგნით..საკმარისი იყო თბილისში ჩასასვლელად.
ჩანთა ავიღე და ეზოში ჩავედი..იმ ხეს შევხედე სადაც სამიზნე ეკიდა..ცრემლები მომადგა..კიდევ კარგი ეს საუბარი მოვისმინე,თორემ მავიწყდებოდა,რომ უნდა გავქცეულიყავუ და შეიძლებოდა ნერსეც შემყვარებოდა.
კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი იქაურობას და თავლაში შევედი.
არმეგონა,რომ ამას ოდესმე გავაკეთებდი,მაგრამ უკვე იმდენჯერ მომიწია ცხენზე ჯდომა,რომ შიშს შევეჩვიე კიდეც,თუმცა მარტო არასდროს ვმჯდარვარ სულ ნერსესთან ერთად და ერთხელ ბათუსთან ერთადაც.
ეზოდან გასვლა არ გამჭირვებია უკვე ძალიან მენდობოდნენ დაცვის წევრები ისევე როგორც ვიცოდი გზები აქედან ჩუმად გასაქცევად.
-ჩშშშ-ცხენს თოკი შევხსენი და თავლიდან გამოვიყვანე.მასზე ვცადე შეხტომა,მაგრამ უშედეგოდ.
-კარგი რაა მიდი ძალიან გთხოვ შენს გარეშე ვერაფერს გავხდები.
თეთრ ცხენზე ძვლივს ავბობღდი.
-აბა წავედით..ვცდილობდი თოკი შემენარჩუნებინა და არ გადმოვარდნილიყავჯ მთელი სხეული მიკანკალებდა,მაგრამ აქ დარჩენას ყველაფერი მერჩივნა. შუა ღამე იყო ქალაქი,რომ დავტოვე და გზაზე გავედი.
-იცი ცხენუკა უკვე მომწონხარ-ვლაპარაკობდი ჩუმად და გზაზე მივდიოდი.
გამთენიისას უკვე თბილისში ვიქნებოდი და ეს საშინელი ჯოჯოხეთიც დასრულდებოდა,როგორც კი ფეხს თბილისში დავადგავდი ყველაფერს ვფიცავარ რომ ამ ამბავს დავივიწყებდი და ცხოვრებას ჩვეულ რიტმს დავუბრუნებდი.
სულელი ვარ,მახსოვს პირველად აქ,რომ ჩამოვედი და გავიქეცი ნერსემ დამიყვირა ვერ გამექცევიო..ახლა კი შემომხედეთ.
-გაგექეცი ჯიშკარიანო!!!-ვიყვირე და პირველად ამდღეების განმავლობაში მთელი გულით გავიცინე.


პ.ს ესეც მეექვსე თავი ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის იმედიმაქვს მოგეწონათ



№1 სტუმარი სტუმარი ანი ანი

აუუუფ რატომ გაიქცააა?! :( :( :(
ნერსეს იმედი მაქვს ახლა..
იმედია დააბრუნებს რა :(
შემდეგს დღეს ღამე ვერ დადებ?
ასე განაგძე ძალიან სასიამოვნო და რაც მთავარია საინტერესო წასაკითხია ♡

 


№2  offline წევრი ვარა შველიძე

კარგი იყო მაგრამ პატარა თავი არ მეყო

 


№3 სტუმარი სტუმარი ანა

არშეგიძლია ცოტა დიდიი თავი დადო თუ ხვალ დადებ? იცი ძალიან დამაინტერესა და ძაან ცუდია ლოდინი :Dდ

 


№4  offline წევრი anako

მაინც გააქციე ქალოო?ვავა რა ქალი გაიქცაა?!
ნერსეს ნასია უყვარს და არ აღიარებს
და ამაინც რა ცნობისმოყვარეები ვართ ეს ქალები (მე არა ოღონდ joy joy)
იმედი მაქვს ნერსე იპოვის და მთავარს სულს გააფრთხობინებს თორემ მე მოვკლავ უნამუსო ვიყო,უკვე ნერვებს მაგლიჯავს და ისედაც ხომ გაქანებული ნერვოზი მქონდა უფრო გავგიჟდი smile smile
მოკლედ უკვე ბევრჯერ ვთქვი როომ ეს ისტორია მიყვარს და დიდი რომ არ გამომივიდეს ეს უაზრო ლაპარაკი ახალს ველოდები რააა
და ნასია დააბრუნე თორე აგჩეხავ joy joy

 


№5  offline წევრი Elea_Nora

არამგონია მასე მალე აგხდენოდეს ოხნება ნასია:დდდ ნერსე მასე მალე არ დაგთმობს გოგონიიი???????? მოკლედ რააა ეს მთავარი ვერ ისვენებს როგორც ჩანს უნდა მალე დაამთავროს სიცოცხლე???????? მალე აუსრულებს ოცნებას ნერსე ნუ ღელავს მოკლედ ძაან ჩამითრია ამ ისტორიამ და სულით და გულით ველოდები ხოლმე მის დადებას❤️❤️ წარმატებები და თავები გაზარდე გთხოვ თუ ამის შესაძლებლობაა❤️❤️

 


№6 სტუმარი აბჯ

დღეს ღამე დადებ?!

 


№7 სტუმარი MODA

Good job. დღეs დადებ?

 


№8  offline წევრი truelove

ხვალ დავდებ საღამოსკენ ❤️❤️❤️

 


№9 სტუმარი სტუმარი მაიკო

ვაიმე რა ძალიან კარგი იყო,მაგრამ არ მეყო???? მალე დადეთ რააა

 


№10 სტუმარი სტუმარი ანა

მალე დადებ?

 


№11 სტუმარი ლჰფ

აუუფ სადარიიი ;'(

 


№12  offline წევრი truelove

დავამატე და დადებს მალე ადმინი

 


№13  offline წევრი Takk.22

დღესაც არ დადებ? მოუთმენლად ველი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent