შემდეგ...(10)
იმით დამშვიდებულმა რომ მონსტრები აქ არ მოვიდოდნენ მშვიდად დავხუჭე თვალები, სულ ბოლოს დემნას სიტყვებიღა გავიგე. -არადა ჯობდა აქ მართლა ზღაპრის სანაცვლოს დამეძინებინე. მეორე დილით ხმაურმა გამაღვიძა, უცხო ოთახში ვიყავი, ხმა კი კარადის მხრიდან მოდიოდა , როგორც მივხვდი ელენე რაღაცას ეძებდა -გაგაღვიძე?-როგორც კი დამინახა ყველაფერს ხელი უშვა და დამნაშავის სახე მიიღო.-მაპატიე, არ მინდოდა კაბას ვეძებდი და... -აქ რა მინდა?-ვკითხე და ვცადე წამოვმდგარიყავი. -ჩემთან?-სახე დაბნეული გაუხდა.-რომ გავიღვიძე აქ იწექი, მე ვიფიქრე რომ ღამით გადმოხვედი. -აჰაა, ჰო... დავფიქრდი ....დემნამ გადმომიყვანა? ალბათ იფიქრა რომ მარტოს შეიძლება კიდევ შემშინებოდა, გუშინ ხომ დამპირდა სანამ გაიღვიძებ გაგიყვანო, ესეიგი პირდაპირ აქ წამომიყვანა. -გუშინდელი ფილმის შემდეგ ცოტა შეშინებული ვიყავი.-ავხსენი სიტუაცია და კარს მივუახლოვდი.- მოვწესრიგდები და ჩამოვალ. სწრაფად ჩავიცვი და პირველი სართულის კიბეებზე დავეშვი, მაკოს გარდა ყველა მისაღებში იყო და რაღაცაზე იცინოდნენ. -დილამშვიდობის. -თეკლა!-გააზრებაც ვერ მოვასწარი, ისე უცებ წამოდგა ირაკლი და მომეხვია.-გაიღვიძე! როგროც იქნა, სად იყავი გოგო ამდენ ხანს?-უცებვე მომშორდა და შემომიბღვირა.-მოვკვდი მშიერი. -მაკომ სანამ თეკლა არ გაიღვიძებს მანამდე საუზმეს არ მოვამზადებ ყველამ ერთად ვჭამოთო.-ამიხსნა სიტუაცია ელენემ და გვერდით გაიწია რომ ჩემთვის ადგილი გაეთავისუფლებინა. -გაგეღვიძებინებინეთ მერე.-მხრები ავიჩეჩე და სამზარეულოდან დაბრუნებულ ირაკლის შევხედე. -რას ამბობ რომ გამეღვიძებინე მერე მამა ზეციერიც ვერ გამაღვიძებდა მე!-ხელები გადაიჯვარედინა და დემნას გახედა. -ამას სოფლის ჰაერზე გადაყვანამ აწყინა.-თავი გააქნია გოგამ ირაკლის სიტყვებზე. მეტი ვეღარ მოვისმინე, რადგან უკვე სამზარეულოსთან ვიყავი. -რას გვიკეთებ?-ვკითხე მაკოს, ლოყაზე ვაკოცე და დახლზე ჩამოვუჯექი. -ყველაფერს.-გაეცინა.-და რაც შეიძლება ბევრს. მალევე ვისაუზმეთ და ტელევიზორთან გადავინაცვლეთ. - წამო რაა აუზში ჩავიდეთ.-ამოიოხრა გოგამ და ცოლს ხელი მოხვია. -აუ კი, სანამ მოსაღამოვდება.-თავი დაუკრა მაკომ და ფეხზე წამოდგა. -აუზიც გაქვს?-კითხა ელენემ დემნას. -კი, უკანა ეზოშია. ორ წამში ყველა კიბეზე იდგა, გამეცინა მათ შემართებაზე და მეც მივყევი, თან უკან მოსიარულე დემნას გავხედე. -შენ გადამიყვანე ხო ელენესთან? -მე?-გაეცინა.-არაა, შენი ნაცნობი მოჩვენება იქნებოდა სარდაფიდან. -მაშინ, მადლობა სარდაფის მოჩვენებას.-გავიცინე და ჩემი ოთახისკენ წავედი. რამდენიმე წუთში უზარმაზარ აუზთან ვიდექი. -ვაააჰ!-ემოცია ვერ დამალა მაკომ.-შენ მაგარ მაყუთს შოულობ ხო?- კითხა დემნას და გაეცინა. -ჰო.-დემნასაც გაეღიმა. -ვაიმე მაშინ დღეს თუ შენი საკრედიტო ბარათი გაუჩინარდა არ ინერვიულო სათუთად მოვუვლი, შეგიძლია რამდენიმე საათი არც მოძებნო.-თავი გააქნია და შეზლონგზე წამოჯდა.-შენ იცინე და მართლა დამიჯდა ჭკუაში. -კარგი.-უკვე ხმამაღლა გაეცინა დემნას. სწრაფად გაიხადა მაისური და ბიჭებთან ერთად აუზში ჩახტა. თვალი გამიშტერდა დაკუნთულ მხრებზე და იმხელა ნერწყვი ჩავყლაპე ხველა ამიტყდა. -ვაიმე...-ამოვიხავლე და წყლის ჭიქას დავწვდი. „ხრჩობა! კიდე გაგიშტერდეს აბა თვალი არ გინდა?!“-გონებაში ვლანძღავდი ჩემს თავს და მოსულიერებას ვცდილობდი. -რა მოგივიდა... მაკომ უცებ მომაწოდა თავისი წვენიც და მეც საბოლოოდ ამოვისუნთქე. -არაფერია... -მე ვიცი რა კი არა ვინც მოუვიდა.-ჩაიცინა ელენემ. -ეს როდის გაცუღლუტდა?-შევუბღვირე და ისევ დემნასკენ გამეცა თვალი...ეჰ შენი საშველი ხო ვერ იქნება, გამოიხედე გოგო აქეთ!-არავინაც არ მომივიდა. -არა ელენეც რო იტყვის რაა.-გამოხტა მაკო.-ესეიგი მართლა შესამჩნევია და ეხლა ჩუ სანამ მე გაგაჩუმე და მაგ ვიღაცამაც გაიგო. -რა უნდა გამეგო?-ეშმაკური ღიმილით მოგვიახლოვდა დემნა. ეს როდისღა მოვიდა?! ამოვიგმინე და იმის გააზრების შემდეგ რომ ყველაფერი გაიგო ,სახეზე მზის ქუდი ჩამოვიფხატე. -ის რომ თეკლამ გვითხრა ეხლა დახრჩობა უნდა გავითამაშო რომ დემნამ ხელოვნური სუნთქვა გამიკეთოს და თქვენ არ ინერვიულოთო.-გაიცინა მაკომ და მანამ წამოხტა ფეხზე სანამ მივწვდებოდი.-რაა?! ჩვენ კიდევ ვეჩხუბებოდით არაო. -ეხლა დაგახრჩობ და არა მგონი გოგამ ხელევნური სუნთქვის გაკეთება იცოდეს, მერე რამდენიც გინდა მიშალე იმ ქვეყნიდან ნერვები.-ხელები გადავიჯვარედინე და პატარა ბავშვივით დავუბღვირე. დემნას გაეცინა, დაიხარა ლოყაზე მაკოცა და ჩემს გვერდით შეზლონგზე დაწვა. ცოტა ჩვენც ვიცურავეთ, შემდეგ ელენემ საზამთრო დაჭრა და ბიჭებიც ამოვიდნენ წყლიდან, რაღაცაზე ვიცინოდით დემნას ტელეფონმა რომ დარეკა, უცებ შეეცვალა სახე და გავიდა. ხმას აღარავინ იღებდა. გოგა დაძაბული შეჰყურებდა ირაკლის, ამ უკანასკნელსაც არაფერი ეტყობოდა თავისი გიჟი ხასიათის და შეწუხებული გაჰყურებდა დემნას ,რომელიც ნერვიულად დადიოდა და შორიდანაც ეტყობოდა როგორი გაბრაზებული იყო. რამდენიმე წუთში ტელეფონი ყურიდან მოიშორა, ისე მიარტყა ხელი შემოსასვლელის კარს ადგილზე შევხტი, რაღაც ჩაილაპარაკა და სახლში შევიდა. გოგა ფეხზე წამოდგა დაგვიბარა აქ იყავითო და ირაკლისთან ერთად უკან მიჰყვა. -რა მოხდა?-იკითხა ელენემ. -არ ვიცი მაგრამ ძლიან იყო გაბრაზებული,რაღაც ისე ვერაა,დაინახე ირაკლის და გოგას სახეები?!-უცებ ანერვიულდა მაკოც.-შევიდეთ რაა... -ხო წამოდი.-ელენეც წამოდგა. ხმას ვერ ვიღებდი, ასეთი დემნა არასდროს მენახა უცებ გადავიცვი კაბა და მაკოს უკან მივყევი, იქ არ იყვნენ. -მაცადეთ რამდენიმე წუთი, მოვაგვარებ და გამოვალ.-მეორე სართულიდან მესმოდა დემნას ხმა, არ ყვიროდა მაგრამ სულ შეცვლილი ჰქონდა. რამდენიმე წამში კიბეზე ნაბიჯების ხმაც გავიგე და ირაკლი და გოგაც გამოჩნდნენ. გვერდით ჩუმად მოგვისხდნენ, მაკო გოგას მიეხუტა და განერვიულებულს ლოყაზე ჩამოუსვა ხელი. -რას სჭირს? -მოაგვარებს.-ამოთქვა და ცოლს თავზე აკოცა. არაფერი აღარ გვიკითხავს, მთელი დღე არ გამოჩენილა, მე კიდევ უკვე სერიოზულად ვნერვიულობდი, ადგილზე ვერ ვისვენებდი ასვლა და ნახვა მინდოდა. გოგა და ირაკლი ხმას არ იღებდნენ და კიდევ უფრო მამძიმებდნენ სიჩუმით, ვერაფრით ვხვდებოდი ასე უცებ რა უნდა მომხდარიყო რომ ასეთი რეაქცია გამოწვია, მარიამსაც კი მივწერე სამსახურში ხომ ყველაფერი კარგადაა-თქო. მისი პასუხის შემდეგ ეგ ვარიანტი სწრაფადვე გამოვრიცხე ,არ არსებობს რამე ხდებოდეს კომპანიაში და მარიამს არ სცოდნოდა, ანუ პირადი იყო მაგრამ რაა? რამდენჯერაც ასვლა დავაპირე არ გამიშვეს, მითხრეს არვის ნახვა არ ენდომებაო. მე კიდევ ახლა ისე მინდოდა უბრალოდ ჩავხუტებოდი მიანც, ხელები მეწვოდა აქედანაც კი ვგრძნობდი რომ ცუდად იყო. შემდეგ როგორც იქნა ჩამოვიდა , დაიბარა მივდივარ, მალე დავბრუნდებიო და შუა ღამისას მოვიდა, უსიტყვოდ ავიდა ზევით და აღარ გამოჩენილა. ჩვენ კიდევ ცოტა ხანს ვიყავით და იმის დასკვნის შემდეგ რომ აღარ ჩამოვიდოდა დასაძინებლად წავედით. მაინც ვერ ვისვენებდი, საწოლში ვტრიალებდი, ფილმიც ჩავრთე მაგრამ გული ვერ დავუდე, გასვლას ვერ ვბედავდი, თუ ვინმეს ნახვა ენდომებოდა ხომ ჩამოვიდოდა, თავლები დავხუჭე და ვეცადე დამეძინა. -ჯანდაბა...-ამოვიოხრე და წამოდგომას ვაპირებდი, კარი რომ გაიღო და სწრაფადვე დაიკეტა. არ შემშინებია, სილუეტის მოძრაობაზე ვიცანი, უცებვე წამოვდექი და საწოლისკენ მომავალს ისე ძლიერად მოვეხვიე, ხელები მეტკინა, თითქოს იმ წამს დაიწყო სუნთქვაო ამიოხრა და ჩამეხუტა, დივნისკენ დაიძრა და ჩემთან ერთადვე დაჯდა, კალთაში ჩამისვა და გულზე ამიხუტა, საკუთარი გულის ცემა მესმოდა, ის კი მეფერებოდა და ხმას არ იღებდა. -უშენოდა მოვიწყინე.-დაიწყო და სახე ჩემ თმაში ჩარგო.-ბოდიში დღევანდელისთვის. -რაღაც ცუდი მოხდა ხო?-ვკითხე, ლოყაზე ვაკოცე, ღრმად ამოვისუნთქე სიამოვნებისგან და გავინაბე. -ხო მაგრამ მოვაგვარებ, ხვალ სადმე გავისეირნოთ და ნორმალურად დავისვენოთ.-სიბნელეში ბუნდოვნად დავინახე როგორ სცადა გაღიმება მაგრამ სახე მოექცა და ისევ ჩემ თმაში ჩარგო თავი. -მელაპარაკე, მინდა რომ მეც დაგეხმარო. ვიგრძენი როგორ ჩაეცინა და ტუჩები მომაკრა კისერზე. -ოჯახური ამბებია.-ისევ ჩაეცინა მაგრამ ეს პირველი სიცილისგან განსხვავებით ირონიული იყო.-დედაჩემმა დამიკრეკა. -რამე სჭირს? -არა, ჩემთან შეხვედრა უნდა.-თავი გააქნია.-დავიღალე. -ვერ ვხვდები... -ოცდაორი წელია არ მინახავს.-ამიხსნა მაგრამ კიდევ უფრო დამაბნია.-ვერ ვიტან ამაზე ლაპარაკს. -დემნა...შენზე ფაქტობრივად არაფერი არ ვიცი, უბრალოდ მელაპარაკე.-ვთხოვე მე. -არაფერია საინტერესო.-თავი გააქნია -ხო მაგრამ შენ ჩემზე ყველაფერი იცი მე კიდევ ისე მინდა შენზეც გავიგო რამე მაგრამ არასდროს მიყვები, ახლა თუ არა აბა სხვა როდისღა? ცოტა ხანს მიყურა შემდეგ კი თავი დამიქნია და დაიწყო. -ასე ბავშვობის გამო ვარ...შვიდის ვიყავი მამა რომ წავიდა, უბრალოდ წერილი დატოვა და მას შემდეგ აღარც დაბრუნებულა, დედაჩემი დეპრესიაში ჩავარდა, მამაჩემის გამო ოჯახთან იყო ნაჩხუბარი, ასე რომ სულ მარტო დავრჩით, სმა დაიწყო,გახდა და ჭკუიდან შეიშალა,დიდი ალბათობით ნარკოტიკასაც იღებდა მაშინ ვერ ვხვდებოდი მაგრამ ასე იყო, მანამდეც არ ყოფილა ზედმეტად თბილი ან მოსიყვარულე დედა,მაგარამ ახლა ცოცხალ გვამად იქცა რომელსაც მხოლოდ იმ კაცსღა ვახსენებდი, რომელმაც მიატოვა და სხვას გაეკიდა .-ხმა გაებზარა, მინდოდა გამეჩერებინა რადგან ვხვდებოდი როგორ სტკიოდა მაგრამ უბრალოდ ვერ ვალაპარაკობდი და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რომ არ უნდა მეტირა...ახლა არ უნდა მეტირა.-სახლში უცხო კაცები მოჰყავდა. მე კიდევ უბრალოდ ზედმეტი ბარგი ვიყავი ამიტომაც, ბავშვთა სახლში წამიყვანა და იქ დამტოვა, ყველაფერი ზედმეტად მშვიდად მოხდა,იმდენად მძულდა სახლში მის გვერდით ყოფნა, უფრო სწორად მის აჩრდილთან ყოფნა,რომ წამითაც არ მინერვიულია, უბრალოდ გაციებული ვიყავი... მას შემდეგ აღარ მინახავს. - ამოისუნთქა და გაღიმება სცადა.-ნუ ტირი იქ ყოფნას ბავშვთა სახლში მერჩივნა...ეგ რომ არა ახლა ის არ ვიქნებოდი რაც ახლა ვარ.-ხელით ნაზად მომწმინდა ცრემლები, ვერც კი მივხვდი ისე ავტირდი.- მერე დამიკავშირდა წლების წინ, არ ვიცი რა მელაპარაკა მაგრამ ძირითადად ფული მომთხოვა, ჩემმა ადვოკატმა მოაგვარა ყველაფერი ეხლა კიდევ არ ვიცი საიდან გაიგო ჩემი ნომერი მაგრამ დამირეკა და შეხვედრაზე მელაპარაკებოდა რაღაცეებს...-თავი გააქნია. -შეხვდები?-ისე ვთქვი ჩემი ხმა ნორმალურად ვერც კი გავიგე. -არა...არ ვიცი, არ მინდა მაგრამ მაშინ თვითონ მოვა. ამოიგმინა და თავი უკან გადაწია, ღრმად სუნთქავდა, არ ვიცოდი რა მეთქვა ამიტომაც უბრალოდ კისერზე მოვეხვიე და ვაიძულე შემოეხედა, თვალებში სევდა ქონდა ჩამდგარი, სიბნელეშიც კი კარგად ვხედავდი როგორ უჭირდა ლაპარაკი. -შენ აღარ იდარდო...რამეს მოვიფიქრებ.-დავამშვიდე და ჩავფიქრდი.-დიდი ძალისხმევა დამჭირდა რომ გამეღიმა.-მე შენთან ვარ. -მე კიდევ ვგიჟდები შენზე.-ამოიოხრა.-ჩემი პატარა თხა ხარ. ვხვდებოდი რა ცუდად იყო, ვერც კი იცინოდა უბრალოდ სანამ მე ვფიქრობდი მეფერებოდა. მე კიდე ეს მინდოდა?! ისედაც არეულს ფიქრები უფრო მერეოდა მაგრამ თავს ვაიძულებდი რო მისთვის მეფიქრა. -კარგი მაშინ მე გეტყვი რას ვფიქრობ. ალექსს გავუშვებ.-მითხრა რამდენიმე წუთის შემდეგ. -ალექსი ვინაა?-ვიკითხე რადგან არ მეცნობოდა. -ჩემი ბავშვობის მეგობარი, ერთდ გავიზარდეთ პოლიციელია და იურიდიულ საქმეებშიც ერკვევა, ის შეხვდეს. არ მინდა რომ კიდევ ვნახო, წაიღოს რამდენიც უნდა გადავუხდი უბრალოდ აღარ მინდა ჩემ ცხოვრებაში ოდესმე გამოჩნდეს. ვუყურებდი და ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ადამიანმა ასე შეგაზიზღოს თავი, მითუმეტეს მშობელმა რომ ასეთი რაღაც გააკეთო იმის გამო რომ მასთან შეხვედრაც კი ამდენად არ გინდოდეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.