შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძმები (თავი 5)


9-07-2019, 14:40
ავტორი naattii
ნანახია 569

ძმები (თავი 5)

უკვე ერთი კვირა გასულიყო და ზედმეტად მშვიდად მიდიოდა ლილუს ცხოვრება, შვებით კი ამოისუნთქა, მაგრამ გულის რაღაც ნაწილი მოსვენების უფლებას მაინც არ აძლევდა ბოლომდე, გუმანით აგრძნობინებდა ეს სიმშვიდე დიდხანს არ გაგრძელდებაო. ცდილობდა ყურადღება არ მიექცია და მუშაობას ჩვეულებრივ განაგრძობდა. გიჟდებოდა თავის დარბაზზე, შეეძლო მთელი დღე ფიქრებისგან გონება ისე გაეწმინდა არაფერს შეეწუხებინა. ახალ ხალხს იცნობდა, უმეგობრდებოდა, სხეულს იკაჟებდა და სხვასაც ეხმარებოდა ცხოვრების შეცვლაში, მეტი რა უნდა ენატრა ადამიანს? ერთ მსგავს საღამოს სამსახურიდან გამოსული გაჩერებისკენ მიდიოდა შვი ტოიოტა რომ წამოეწია და მისკენ გახედვისას ფანჯარა ჩამოიწია.
-ქალბატონო ლილუ_ნაცნობი თაფლისფერების მოლოდინში იმედგაცრუება დაეჯახა უცხო შავი თვალების დანახვისას.
-დიახ.
-დაბრძანდით, გველოდებიან.
-ვინ?
-არამგონია შეკითხვები აუცილებელი იყოს_თვალი ჩაუკრა ბიჭმა და კიდევ ერთხელ მიუთთა კარისკენ.
ლამის კანკალით ჩაჯდა გოგო უკანა მხარეს და წამოკივლებაც ვერ მოასწრო ისე გათიშეს არც ისე სურნელოვანი სითხით.
იგივე სიმშვიდე იყო მთელი კვირა განყოფილებაში და გაბრიელი და იოანე უკვე ყველაფერზე ჯავრს იყრიდნენ, არცერთი საქმე გაჭიანურებიათ ასე და თავიანთ თავებს არ გავდნენ, უკვე მერამდენედ ათვალიერებდნენ სხეულის ნაწილებს, აღმოჩენილ ტერიტორიებს, კიდევ კითხულობდნენ ჩვენებებს და გიჟდებოდნენ ერთი პატარა ნაბიჯითაც რომ ვერ იძვროდნენ წინ. ბაჩოს ბინის გაჩხრეკამ არაფერი ახალი მიცა, ვერც მის ნაცნობ-მეგობრებს მიაკვლიეს, ვერც ოჯახს, თითქოს ციდან ჩამოფრენილიყო.
-ახალი ამბავი მაქვს ბიჭებო_გახარებულმა შემოგლიჯა მმაუკამ კარები და წამსვე გაბრუნდა.
-გვეშველა_სიხარულით შემოკრა ტაში იოანემ და სწრაფად მიყვა უკან.
-აბა?_კომპიუტერის ეკრანს მიაჩერდა გაბრიელი.
-მოკლედ, იოანეს გეგმას მივყვებოდი და ლილუს კამერების მეშვეობით ვუთვალთვალებდი, მადლობა მთავრობას, უკვე იმდენი კამერებია ქუჩებში მეზობელი ლამარა და ნარგიზა აღარ გვჭირდება.
-მამუკა ცოტა სწრაფად_დიდი მოთმინებით არ გამოირჩეოდა გაბრიელი
-ნუ ეს ერთი კვირა სიმშვიდე იყო, აი დღევანდელი ჩანაწერი_თითის დემონსტრაციული დარტყმით ჩართო ჩანაწერი და კმაყოფილი მიაწვა საზურგეს, თან გახარებული დააკვირდა ბიჭებს სახეზე.
-მდაააჰ_შუბლი მოიქექა იოანემ და გაბრიელს თავით ანიშნა გავიდეთო. ჩუმად დაბრუნდნენ ოთახში და ერთმანეთს გადახედეს.
-მათთან შეკრული გგონია?_ისევ უმცროსმა დაარღვია სიჩუმე.
-მანქანით მიკითხვა ბევრს არ ნიშნავს_ჩაფიქრებული დააბოტებდა გაბრიელი.
-კაი ძმა რა, მართლა რამე არ მაფიქრებინო, სავარჯიშო დარბაზის მენეჯერს, რომელის მეგობარიც მოკლეს და ეჭვმიტანილთა სიაშია, სამსახურის შემდეგ აკითხავს ასეთი მანქანა, კაი ვინმე შეყვარებული საყვარელი სულერთია ასეთი რომ ვიფიქროთ ასეთი სახით საუბარი არ ექნებოდა და არც უკან ჩაუჯდებოდა აკანკალებული.
-რას მთავაზობ აბა_დაღლილი თვალები მოისრისა გაბრიელმა.
-დაელაპარაკე.
-მეე?
-ხო თქვენ სხვანაირად ჟღურტულებთ_სიცილის დამალვას მთელი ძალით ეცადა იოანე -მე კი მამუკასთან ვიქნები და სახლში მანამ არ გავუშვებ სანამ იმ მანქანის პატრონს არ ვიპოვით.
-კარგი_მალევე დაეთანხმა ძმა და იოანეს გაკვირვებული სახე არ შიმჩნია.
-უთვალთვალებენ ხომ იცი_მაინც შეაპარა გაფრთხილება.
-ტვინიკოსა_თვალების ბრიალით დატოვა კაბინეტი და იოანე ახითხითებული დატოვა. ისიც მამუკასკენ წავიდა და დაუკაკუნებლად შეუღო კარი, მოსაცმელი კაცის გვერდით მდებარე სკამზე გადაკიდა და იქვე დაჯდა.
-მამუკა, ამაღამ პაემანი გვაქვს_ხელი დაკრა კაცს ბეჭზე და დავალების მიცემას შეუდგა.


ვერაფრით დაიმშვიდა ლილუმ აკანკალებული სხეული და სახლში როგორც კი დაბრუნდა მაშინვე სააბაზანოს მიაშურა. ცხელ წყალს მიუშვირა სხეული და გაუნძრევლად დაელოდა კანის გათბობას. რატომ გაყო ამ შარში თავი, ხომ შეიძლებოდა დარჩენილიყო თავისთვის მშვიდად. ნეტავ სცოდნოდა, ნეტავ ადამიანებმა იცოდნენ სად და როგორ უშვებენ შეცდომებს და ცხოვრება ბევრად იოლი გახდებოდა. აღარ იქნებოდა გულისტკენა, ზედმეტი თავსატეხები, არა, ნამდვილად შეცდა მაშინვე უნდა მიეტოვებინა ყველაფერი. სიმწრის რამდენიმე ცრემლიც გადმოუვარდა და ფიქრებს შეყოლილი გვიან მიხვდა უკვე დიდი დრო რომ იყო გასული და პირსახოც შემოხვეული გავიდა ოთახში საღამურის მოსაძებნად.
-არ აანთო_ლამის ისევ გაიყინა ნათურისკენ წაღებული ხელი ნაცნობმა ხმამ რომ შეაჩერებინა და გაკვირვებულმა გახედა სიბნელეში გამოკვეთილ მაღალ სხეულს.
-აქ რა გინდა?
-რომ გითხრა შენს კარგად ყოფნაში უნდა დავრწმუნებულიყავითქო დამიჯერებ?
-რატომაც არა, ჩვენ ხომ ასე ვზრუნავთ ერთმანეთზე_ირონია გაკრთა გოგოს ხმაში და პირდაპირ პირსახოცზე გადაიცვა საღამური.
-სად წაგიყვანეს?
-ეჭვიანობთ ბატონო გამომძიებელო?_დაწვრილებული თვალებით ახედა ბიჭს და პირსახოცი სკამზე გადაკიდა. სველი თმა კისრიდან უკან გადაიგდო და აიძულა გაბრიელს მის ყელზე მოთარაშე წყლის წვეთებისთვის ეყურებინა.
-ხომ იცი, რომ ამ საქმეს არ შევეშვები?_ნერწყვის გაჭირვებით გადაყლაპვა არ შეიმჩნია გაბრიელმა.
-შენთვისვე იქნება უარესი_მხრები უდარდელად აიჩეჩა გოგომ.
-კარგი, ვთქვათ გეშინია, ვთქვათ ყველაფერს მიგიხვდებიან, დავიჯერო არ შგიძლია რამე ისეთი მითხრა რაც სხვამაც იცის და ვერ დაეჭვდებიან ვისგან გავიდა ხმა? ნებისმიერი რამ, ერთი სახელი მაინც_უფრო მიახლოვდა გოგოს რომ დაებნია და ოდნავ დაიხარა -მხოლოდ ერთი სახელი.
რა იქნებოდა რომ ეთქვა? მისი სახელი ხომ ასე ცნობილი იყო? იქნებ ორი კურდღელი დაეჭირა? იქნებ ასე ყველა მოეშორებინა და თავისუფლად ამოესუნთქა? იქნებ.... ჯანდაბას.
-არ ვიცი ძაღლების ჯიშებზე რას ფიქრობ, მაგრამ მე ყველაზე მეტად ნაგაზი მომწონს და მაფორიაქებს_ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და საწოლს მიუახლოვდა.
-გასაგებია_გაეღიმა გაბრიელს, -რამე გჭირდება? იქნებ დახმარება შევძლო.
-დამიჯერე თავს იმხელა პრობლემაში იგდებ სხვის დასახმარებლად მალე წამიც არ გექნება_თვალი ჩუკრა გოგომ და ისევ სააბაზანოშ მიიმალა, გაბრიელი და როგორც მოვიდა სიბნელეს შეზრდილი, ისევე გაქრა ბინიდან.

-აქ იყო_მარტო დარჩენილმა ლილუმ მაშინვე კანკალით აკრიბა მოცემული ნომერი.
-............
-გავაკეთებ, მხოლოდ იმიტომ რომ ეს ჩემი თავისუფლბის ბილეთია, ხომ ასეა? ხომ შევთანხმდით?
-...............
-გასაგებია, ეს საქმეც და ჩემს სახელს და გვარს ივიწყებთ_ხვნეშით გათიშა ტელეფონი და მთელი სიბრაზე ლოგინზე დაყრილ ბალიშებზე გადმოანთხია. скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



რას თამაშობს ჟღალი ქალბატონი? გაბრიელს რამე რომ დაემართოს მაგის გამო დავაპუტავ იმ წითელ თმებს smile
ეს თავი ზედმეტად პატარა იყო და საერთოდ არ მეყო pensiveდაველოდები შემდეგ თავს, ჩემი თაბაგარი სულ ნუ დაივიწყე, ველოდები დაჩის შემდეგ თავში smile heart_eyes heart_eyes

 


№2  offline მოდერი naattii

რუსკიმარუსია
რას თამაშობს ჟღალი ქალბატონი? გაბრიელს რამე რომ დაემართოს მაგის გამო დავაპუტავ იმ წითელ თმებს smile
ეს თავი ზედმეტად პატარა იყო და საერთოდ არ მეყო pensiveდაველოდები შემდეგ თავს, ჩემი თაბაგარი სულ ნუ დაივიწყე, ველოდები დაჩის შემდეგ თავში smile heart_eyes heart_eyes

იმდენად ცოტა დრო მაქვს ფიზიკურად ვწერ ვწერ :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent