შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემდეგ...(11)


9-07-2019, 17:51
ავტორი Stranger things
ნანახია 1 864

ვუყურებდი და ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ადამიანმა ასე შეგაზიზღოს თავი, მითუმეტეს მშობელმა რომ ასეთი რაღაც გააკეთო იმის გამო რომ მასთან შეხვედრაც კი ამდენად არ გინდოდეს.
****
თვალები რომ გავახილე ჯერ კიდევ ძალიან ბნელოდა, გვერდით დემნა მეწვა და მშვიდად სუნთქავდა, ხელები მთელი ძალით შემოეხვია, თითქოს ვინმე ართმევდა ჩემ თავს. რაღაც ვერ იყო ისე, გადაბრუნება ვცადე და მივხვდი რაც ხდებოდა, ხელები ოდნავ შემიშვა და ახლა უფრო უკეთ მომხვია.
-ვერ დაიძინე?-ვკითხე და თმაში შევუცურე ხელები.
-ვერა.-თავი გააქნია და გავიგე როგორ ამოიოხრა, გამეღიმა და ახლა თითები მის სახეზე გადმოვიტანე.
ჩაიცინა, მიხვდა რომ გავფაქტე, ხელები დამიჭირა თითებზე მაკოცა, თავლის დახამხამებაში მეორე მხარეს გადამაბრუნა ისე რომ ზურგიდან ამეკერო და ხელები წინ გამიკავა.
-ნუ ცუღლუტობ.-ჩაიცინა და მხარზე მაკოცა.
გამაჟრჟოლა, ემოციის გასაფანტად ღრმად ამოვისუნთქე, თვალები დავხუჭე და მის მკლავებში უკეთესად მოვკალათდი.
-აღარ იდარდო, ყველაფერი მოგვარდება უბრალოდ ისევ ბედნიერი იყავი.-ვთხოვე ჩურჩულით.
-არ ვდარდობ, უბრალოდ ვფიქრობდი და ვერ დავიძინე.
ვგრძნობდი რომ ამაზე ლაპარაკი არ უნდოდა, უბრალოდ გამოსვლას ცდილობდა და რაც უფრო მეტს ილაპარაკებდა მეტს გაიხსენებდა. მეტადაც დაიტანჯებოდა, უცებ ისე მომინდა რამე მაინც გამხსენებოდა ისეთი რაც სასწაულებრივად უმკურნალებდა, ისევ მომიშლიდა ნერვებს და მერე იხალისებდა. მინდოდა ბედნიერი ყოფილიყო და ამაზე მეტად ის მინდოდა რომ ეს აქვე და ახლავე მიმხდარიყო, ყოველი წამი რომელსაც დარდში ატარებდა მტკენდა. მინდოდა რომ ჩემი ბედნიერება გამეზიარებინა მაგრამ პირიქით ხდებოდა, ვერ ვუზიარებდი და ერთადერთ გამოსავალს იმას ვხედავდი რომ მისი დარდი პირიქით აქეთ წამომეღო, ძალიან კარგად ვხვდებოდი ამ სიტუაციას ასე მარტივად ვერ წავიღებდი მაგრამ მინდოდა საბოლოოდ ერთად მაინც გვედარდა.
აღარ დაგვიძინია, დემნას მკაცრი მოთხოვნის, დაპირების მიუხედავად რომ თვითონაც დაიძინებდა თვალი არ მოვხუჭე, თვითონ კი მეფერებოდა და ჩემგან განსხვავებით საოცრად მშვიდად გამოიუყურებოდა ,რომ არ მცოდნოდა ასე სტკიოდა ვიფიქრებდი რომ კარგად იყო, არასდროს არაფერს იმჩნევდა მაგრამ მე ხომ ვიცოდი.
ახალი გათენებული იყო ალექსს რომ დაურეკა.
-ჩემთან ერთად ელაპარაკე, მინდა რომ ყველაფერი ვიცოდე და მეც დაგეხმარო.- ვთხოვე , თვითონ კი გამიღიმა, დაიხარა და ტკბილად მაკოცა შუბლზე. ამოვიოხრე და კისერზე ჩამოვუსვი თითები.
ბიჭს უთხრა რომ ადგილს და დროს თვითონ დანიშნავდა და სთხოვა რომ რაც შეიძლებოდა მალე მოეგვარებინა ისე რომ როგორც მოიხსენია „ის ქალი' მეტად აღარ გამოჩენილიყო, თანახმა იყო ნებისმიერ თანხაზეც. როგორც მივხვდი ალექსი მართლა ახლო მეგობარი იყო რადგანაც უცებვე დასთანხმდა ზედმეტი კითხვების გარეშე ,ხოლო დემნა გაცილებით დამშვიდებულად გამოიყურებოდა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს მხრებიდან ტვირთი მომეხსნა. სწრაფად მოვწესრიგდით და ერთად ჩავედით პირველ სართულზე სადაც უკვე ყველას ეღვიძა და დაძაბული სახეებით მიჩერდებოდნენ დემნას.
-რა იყო დაწყნარდით ვინმე კი არ მოკვდა უბრალოდ ძვირფასი დედიკო შემეხმიანა.- თქვა დემნამ და სავარძელში ჩაჯდა.
-მოაგვარე?-კითხა გოგამ.
-კი ყველაფერი კარგადაა.-თავი დაუკრა და მანიშნა ჩემთან დაჯექიო.-რამე მოვიფიქროთ.
-სადმე გავიდეთ.-გაიცინა ირაკლიმ.
-გავიდეთ.-დაეთანხმა მაკოც.-აბა რისთვის ვართ ჩამოსულები ცოტაც და დამიმთავრდება შვებულება, გოგასაც საქმეები აქ და ეს დღე ბოლომდე გამოვიყენოთ.
-მეც დამირეკეს გუშინ.-თავი გააქნია ირაკლიმ-სამსახურში რაღაც პრობლემებია მოკლედ რაა ვიღაცამ იმაიმუნა და ჩემ გარდა მაგას ვერავინ მიხედავს.-უცებ დასერიოზულდა და მობეზრებული გამომეტყველება მიიღო.
-ანუ დღესღა რჩებით?-ვიკითხე და დემნას დაბღვერილი სახის მიუხედავად გვერდით მივუჯექი ჩუმად მჯდარ ელენეს.
-ესე გამოდის.-დამეთანხმა მაკო.
-კარგი.-გამეღიმა.
მომენატრა საავადმყოფო და ის შეგრძნება ოპერაციებზე რომ მეუფლება ხოლმე , ხალხის სახეები, ბოლოსდაბოლოს კიროვაც კი მომენატრა, ამაში დარწმუნებულმა ჩემ თავს შევპირდი რომ მომავლ წლამდე საავადმყოფოდან თავს არ გამოვყოფდი, ვგიჟდებოდი ჩემ პროფესიაზე, ბავშვობიდან სისხლში მქონდა თითქოს და სხვა ადგილზე ვერც წარმოვიდგენდი თავს ახლა კი ყველაფერი ისე მქონდა მონატრებული თითქოს ძალიან დიდი ხნით დამაშორეს სახლს.
-მოკლედ ეხლა ვისაუზმოთ დავისვენოთ და საღამოს ჯერ გერგეტში ავიდეთ და შემდეგ სადმე კარგ რესტორანში დავსხდეთ.-თქვა გოგამ.
-კარგი საუზმეს მე მოვამზადებ.-თქვა ელენემ.
-როგორც გინდა.-უთხრა მაკომ და ქმარს მიეხუტა.
მშვიდად ვისაუზმეთ, დემნაც უკეთეს ხასიათზე იყო და პარალელურად მეც. საუზმის შემდეგ ტელევიზორი ჩართეს, მაკოს საშინელებათა ფილმის შემდეგ მელოდრამა მოუნდა და გოგაც გაწამებული სახით შესცქეროდა მაკოს საყვარელ ტიტანიკს, ირაკლის დიკაპრიოზე ხუმრობები არ ელეოდა, ელენე ცრემლად იღვრებოდა დასაწყისიდანვე დემნა კიდევ ჩაფიქრებული იჯდა, მოკლედ ყველა თავის სტიქიაში იყო.
ხელებში ვიბრირება რომ ვიგრძენი ვიფიქრე დედა ან ანანო მირეკავდა მაგრამ ლევანის შეტყობინება დამხვდა. გაკვირვებული სახით გავხსენი და წაკითხულისგან თვალები გამიფართოვდა.
„ვიცი თეკლა რომ ისე აღარაა ყველაფერი როგორც ოყო, ახლა საქმროც გყავს, ისე გაიქეცი ვეღარც გნახე მაგრამ ძალიან მინდა შენთან ლაპარაკი, მგონია რომ შეცდომას უშვებ, იცი რომ მიყვარხარ და მაინც მაგ კაცს მიყვები ცოლად, ჩვენი წარსულის ხათრით სულ რამდენიმე საათით შემხვდი ხომ იცი არ დავნებდები.“
გავბრაზდი, ძალიან გავბრაზდი უფრო სწორად. რა ჯანდაბა დაემართა როგორ დაეცა აქამდე რომ დანიშნულ ქალს ეუბნებოდა შეცდომას უშვებო, ასეთი ლევანი არ მახსოვს, მასში ყოველთვის ვცემდი პატივს იმას რომ იცოდა თავის სურვილებზე სხვისი ბედნიერება არ უნდა გაეწირა, არავის მიაყენებდა ამის გამო შეურაცხყოფას, დიახ შეურაცხყოფა იყო ჩვენთვის მისი საქციელი კარგად იცოდა რა დამოკიდებულება მქონდა მის მიმართ, ის არ ყოფნიდა რომ ასე გამიცრუა იმედები, ჩვენი და-ძმური ურთიერთობა შესწირა ამ ყველაფერს, შეიძლება სხვისთვის ნორმალური ყოფილიყო მეგობარს რომ ეთქვა მსგავსი რამ, მაგრამ ჩემთვის არა. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ძმამ ამიხსნა სიყვარული, მართლაც ასეთი ურთიერთობა გვქონდა, არასდროს მიმიცია საბაბი ჩემზე სხვანაირად ეფიქრა, ახლა კი მოურიდებლად მეუბნებოდა რომ ჩემი გადაწყვეტილება შეცდომა იყო. და ნეტავ რა იყო მისთვის სწორი დის შეყვარება?
ჩვენი ბავშვობა და თინეიჯერობის წლები გამახსენდა, გამახსენდა ბედნიერი წუთები, სიცილში გატარებული დღეები, ჩემი გაუთავებელი წუწუნი და დარდი რომ ზედმეტად ჩხუბის თავი იყო და სულ შარში ეხვეოდა. ყველას ზედმეტი შემოხედვისგან მიცავდა ...ახლა კი თვითონ.... გული ამიჩუყდა, ცრემლების შესაკავებლად ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი, ამანაც ვერ მიშველა და განერვიულებული გავედი აივანზე. სარწეველა სკამში ჩავჯექი და ლევანის ტელეფონის ნომერი მოვძებნე.
-თეკლა.-პირველივე ზარზე მიპასუხა.-ისე გამიხარდა რომ დამირეკე.
-როგორ იქცევი?-მაშინვე მივახალე და ხმა ამიკანკალდა, ყოველთვის ასე ვიცოდი თუ რამეს აშავებდა მაშინვე ვახვედრებდი , მაგრამ ახლა გაცილებით რთული სიტუაცია იყო.
-როგორ ვიქცევი? -მასაც შეეცვალა ტემბრი.-გგონია გაგიშვებ?
-რას ქვია გამიშვებ? ოდესმე რამე დაპირება მომიცია შენთვის ან მიზეზი რომ ასე იქცევი, რა გჭირს ასეთი ვერ ვიგებ.-ანერვიულდი.-უცხო რომ იყო შენც კარგად იცი ახლა არ დაგელაპარაკებოდი მაგრამ უბრალოდ შენგან მიკვირს. სხვაზე ვერ იტანდი ასეთ რაღაცას და შენ თვითონ რა მოგივიდა?... მისმინე ამ თემაზე ბოლოჯერ ვლაპარაკობთ ამის შემდეგ აღარ გაბედო ასეთი რამის თქმა, დავივიწყებ ყველაფერს რაც ბოლო წლების განმავლობაში მოხდა და ყოველთვის ძველ ლევანად გაგიხსენებ, შენ კიდევ მოდი აზრზე და შეწყვიტე ამაზე ფიქრი, მე ხომ ვიცი არა რომ უბრალოდ აკვიატებაღაა, გიცნობ ლევან, ვიცი რომ ეს არ ხარ.-ღრმად ჩავისუნთქე და ემოციებისგან გადამწვარმა სახე ხელებში ჩავრგე.
აღარაფერი უთქვამს გამითიშა, კიდევ რამდენიმე წუთი ვიჯექი და ვცდილობდი დამევიწყებინა ეს შემთხვევა, ნაბიჯების ხმა რომ გავიგე. დემნა ჩემს გვერდით ჩაეშვა, სიმშვიდე წამში შეეცვალა და გაბრაზებულმა შემომხედა. იქ დავიხედე სადაც დემნა იყურებოდა... ჯანდაბა, ეკრანზე ლევანის შეტყობინება იყო გახსნილი. ტელეფონს ხელი დავტაცე და სახლისაკენ წავედი. შუა გზაში დამეწია, ხელი დამიჭირა და თავისკენ შემატრიალა.
-რა უნდა?-მშვიდად მითხრა.
-შეხვედრა.-მშვიდადვე ვუპასუხე.
-იმედია უთხარი რომ მაგის შანსიც არ აქვს.
-რა გინდა დემნა?-ისეთი გაბრაზებული ვყავი ტონი ვეღარ მოვზომე.-ვერ ვხდები რა დაგემართა, არ მაფიქრ3ნო რომ ეჭვიანობ.
-და რატომ არ უნდა გაფიქრებინო?-გაბრაზდა.-ვეჭვიანობ, რა თქმა უნდა. რა შეხვედრები აიტეხა?!
-ეჭვიანობ?-გაკვირვებული ვიყავი.-მე...მე მეგონა არ აღიარებდი მაგას.
-პანცარა ბიჭუნას ვგავარ?-დამიბღვირა და ხელით სახლისკენ წამიყვანა.-როგორ ბედავს როცა იცის რომ ჩემი საცოლე ხარ.-უფრო თავისთვის ჩაიღრინა.
-სულ გაგიჟდა.-ამოვიოხრე და სახლისკენ წასულს უკან მივყევი.-დაწყნარდი უარი ვუთხარი. ნუღარ ეჭვიანობ უბრალოდ მეგობარია.
-მეგობარი კიი.-ჩაიღრინა.-კიდევ ერთხელ თუ გაბედავს...
-რა მანიაკი ხდები როცა ეჭვიანობ.-თავი გავაქნიე და იმის გახსენებაზე რა კონცერტები დავდგით მე და მარიამმა ლილეზე გამეცინა.
ისეთი სახით შემომხედა ხმა ვეღარ ამოვიღე და დივანზე ჩამოვჯექი, არადა მართალი იყო, მეც ვიეჭვიანებდი. მანიაკი კიდევ ახლა აქ კი არ იჯდებოდა ლევანს მიუვარდებოდა ,ღმერთს მადლობა ვუთხარი რომ როგორც თვითონ თქვა პანცარა ბიჭუნა არ იყო და კონცერტებს არ მიდგამდა, ბედნიერმა შევხედე ჯერ კიდევ გაღიზიანებულს. სამაგიეროდ მე ვიყავი მშვენიერ ხასიათზე და მთელი დღე ისე ვუბღვერდი თითქოს გაბრაზებული ვიყავი. საღამოს ჩემთან ერთად რომ შემოვიდა ოთახში აი იქ მართლა გავბრაზდი.
-შანსი არ გაქ.-შევუბღვირე.-მერამდენე დღეა აქ იძინებ, მართლა საცოლე კი არ ვარ, ბარემ გადავიდეთ ერთად საცხოვრებლად და აღარც იწვალებ.
-კარგი, ჩემთან გადავიდეთ.-თქვა და დამღლელი დღით გაბეზრებული გადაწვა საწოლზე.
-ნუ მაიმუნობ ერთი, ან შენ გადი ან მე გავალ.
-არ ვმაიმუნობ აქედან პირდაპირ ჩემთან წავიდეთ მე არ მიხუმრია თუ გინდა ბარგიც არ წამოიღო ,დამხმარეს ვეტყვი და ყველაფერს იქ დაგახვედრებთ.-მხრები აიჩეჩა და ხელი ჩემკენ გაშალა.-მოდი დავიძინოთ რაა ხვალ ბევრი საქმე გვაქ.
-ოოო დემნა მე ვიხუმრე.-მივხვდი რომ სერიოზულად მეუბნებოდა.
-მე კიდევ არა. კი მინდოდა მეთქვა მაგრამ რადგანაც შენ თვითონ მომაწოდე აზრი ეხლა აღარ დაგანებებ.
-კიი აი გაგიჟდებიან ჩემები.-მაშინვე დედას და მამას რეაქცია წარმოვიდგინე.
-მაშინ ჯვარი დავიწეროთ.-თქვა სხვათაშორისად.-ან ხელი მივაწეროთ როგორც შენ გენდომება , ჩემთვის ისიც საკმარისია რომ ჩემთან იქნები.
გაკვირვებისგან თავლები გამიფართოვდა.
-არა ეხლა ნამდვილად ხუმრობ.-ჩემი ნივთები სწრაფად წამოვკრიფე.-წავედი და დაიძინე შენ.
უკვე გასვლას ვაპირებდი დემნას მობილურმა რომ დარეკა, სწრაფად უპასუხა და წამში გაუქრა ღიმილი სახიდან.
-მოაგვარე?-ჰკითხა ვიღაცას-ვწუხვარ...რას ამბობ?-წარბები შეკრა.-სხვა ვერაფერი მოიფიქრე?!...კარგი, კარგი გასაგებია მთავარია მომშორდა...მადლობა ყველაფრისთვის დანარჩენი იცი რაც უნდა გააკეთო, კარგი.
გათიშა და ისევ საწოლზე დაემხო.
-ალექსი იყო?
-ჰო, დღესვე შეხვდა, უთქვამს დემნა ვარო, სხვანაირად არ გამოვიდოდაო, მაგას ჰგონია შემეცოდება და მეტს მივცემ.-ჩაიცინა.-შენ რაღატომ გარბიხარ, დავიძინოთ.
-არაა.-შევუბღვირე.
ხმის ამოღება აღარ ვაცადე ისე გავედი ცარიელ ოთახში და მხოლოდ დაწოლის შემდეგ გავაანალიზე რომ მის ოთახში ვიყავი, ყველაფერს დემნას სუნი ჰქონდა. გონებაში გამეღიმა მაგრამ გარეგნულად მაინც არ გამოვუტყდი თავს და დავიბღვირე...ეჰ რა კარგი სურნელი ჰქონდა, რაღაცნაირი მზის.
ნახევრად მეძინა შეტყობინება რომ მომივიდა, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვიყავი დემნა არ იქნებოდა. მარიამი იყო. მომიკითხა და თან თავისი ფოტო გამომიგზავნა, ჩემ საწოლში იწვა, გამეღიმა და გადავურეკე.
-გისმენ.-დაღლილი ხმით გამაგონა.
-მეც მომენატრე.-ვუპასუხე შეტყობინებაზე.-და ძალიანაც კარგად ვარ. შენკენ რა ხდება?
-უფ რა ვიცი, ძაან დავიღალე.-ამოიოხრა.-ახლა ოფისს ვერაფრით ვერ შევეჩვიე თან ეხლა ჩემი უფროსი მაინც გყავს და ისეთ რაღაცეებს მავალებენ გეფიცები უკვე მენატრება.
-ჩემთან სახლში ხარ?
-ხო, რაც წახვედი აქეთ გადმივცხოვრდი აბა სამსახურში მისასვლელად უკვე ორი საათი მჭირდებოდა ხოლმე ეხლა კიდევ აქვეა და ფეხითაც კი გავდივარ.
-ანუ ოფიციალურად ახალი რუმმეითი მხვდები არაა?-გამეცინა.
-დიახაც.-მასაც გაეცინა დაღლილი ხმით.-აქედან ფეხის გამდგმელი არ ვარ ჩემ სახლში, შემიძლია გაგიცვალო კიდეც.
-იყოს ,მაინც მე ვიყავი შენთან ან პირიქით ყოველთვის და რა მნიშვნელობა აქ.
-როდის ჩამოდიხარ?
-ხვალ.-ამოვიოხრე.
-უკვე მენატრები.
-მეც, წავედი უნდა დავიძინო მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ, ძილინებისა.
გამეღიმა და მზის სურნელში გახვეულს მშვიდად ჩამეძინა.
მეორე დღეს ისე ჩავედით გზა ბოლომდე ვერ გავიგე, მხოლოდ ის მესმოდა თბილისში გაღვიძებულს მაკო როგორ წუწუნებდა ისე დავიღალე სახლიდან ფეხს აღარ გამოვადგამ ერთი კვირაო.
სახლში მისულმა მაშინვე კიროვას დავურეკე და იმის მიუხედავად რომ მითხრა არაა საჭირო ხვალვე მოსვლაო არ დავანებე და მეორე დღესვე დავიწყე მუშაობა. მარიამის თქმით დემნა სამსახურში არ მისულა რამდენიმე დღით, საქართველოდან გასულა ,როგროც მარიამმა მითხრა ასე ხშირად გადის ხოლმე თურმე, იქაც ბიზნესი ქონია რაღაც და რაღაცას აგვარებსო.
თვითონ ქალბატონი ჩემთან გადმოცხოვრდა მართლა, ამიტომაც დღეებს თუ ვერა სამსახურის გამო, ღამეების უმეტესობას მაინც სულ ერთად ვატარებდით.
საქმეზე ჩვეულებისამებრ გადავერთე და სხვა აღარაფერი მაინტერესებდა, ახლაც მორიგეობიდან ვიყავი დაბრუნებული სახლის კარს ვაღებდი და იმაზე ვფიქრობდი ნეტავ აბაზანაში არ ჩამეძინოს-მეთქი, სიბნელეში ვიღაცამ ძლიერი ხელი რომ მომხვია მუცელზე და ჩემივე სახლის კარზე ამაკრა. უეცარი შიშისგან ისე ავკანკალდი დაყვირებაც ვერ მოვიფიქრე, ალბათ სულ გადავფითრდი და გონება დამებინდა, ისიც კი ვერ მოვიფიქრე რომ უნდა მეკივლა.
-დაწყნარდი.-გავიგე ბუბუნა ხმა.
პანიკამ გადამიარა მაგრამ რა დამაწყნარებდა, უკვე ჩხუბს ვაპირებდი კისერზე რომ ვიგრძენი ტუჩები და ერთიანად ჩამომცხა.
-მომენატრე...ძალიან მომენატრე.-მეჩურჩულებოდა და თან ტუჩებს ჩემი ყურისკენ მიაცოცებდა.
-აქ რა გინდა?-ამოვთქვი როგორც იქნა და ვეცადე სულ ცოტა მაინც მესუნთქა.
-შენს ზევით ვიყიდე ბინა.-მშვიდად მიპასუხა და ერთი ხელის გაწვდენით აანთო სადარბაზოში შუქი.- რამდენიმე დღეა გადმოვედი და ვერაფრით დაგამთხვიე რომ სამსახურში არ ყოფილიყავი.
-ბინა?-ვიკითხე დასაზუსტებლად.
-ხო კომპანია აქეთ გადმოვიტანეთ და ქალაქის მეორე ბოლოდან სიარული მეზარებოდა.-მხრები აიჩეჩა და გამიღიმა.
ღმერთო...სულ დამავიწყდა რა ლამაზი ღიმილი აქ.
-მაინდამაინც აქ?- ჩემი ფიქრების საპირისპიროდ დავუბღვირე.
-თან ვიფიქრე რადგანაც არ გადმოდიხარ ჩემთან, მე გადმოვსულიყავი.- ისევ მიღიმოდა.-თან მშვენიერი შესაძლებლობა მქონდა....ეხლა უნდა გავიქცე მეგობრები მელოდებიან, აი გასაღები და თუ ხახვი, შაქარი ან მეზობლთან ძილი მოგინდება მე არ დამიძახო ისე შემოდი.-გამიცინა ლოყაზე მაკოცა, შემდეგ კი ისე უცებ გაუჩინარდა კიბეებზე ხმაც ვეღარ ამოვიღე.
ჰოო...ანუ ახალი მეზობელი, თავი გავაქნიე ჩემ ხელებში მოქცეულ გასაღებს დავხედე და ფანჯრისკენ გამექცა მზერა საიდანაც მშვენივრად დავინახე როგორ ჩაჯდა დემნა თავის მანქანაში.



№1 სტუმარი სტუმარი თეკო

ძალიან ძალიან მაგარია მოუთმენლად ველი გაგრძელებას

 


№2  offline წევრი დარინა

თეკლამ ცოტა წაუსულელა ამ თავში, დემნაზე რომ შეყვარებული ვარ მგონი ყველა თავის ბოლოს აღვნიშნავ, მიყვარს და რა გავაკეთო.

 


№3  offline წევრი Stranger things

სტუმარი თეკო
ძალიან ძალიან მაგარია მოუთმენლად ველი გაგრძელებას

მადლობა ვეცდები მალე დავდო heart_eyes

დარინა
თეკლამ ცოტა წაუსულელა ამ თავში, დემნაზე რომ შეყვარებული ვარ მგონი ყველა თავის ბოლოს აღვნიშნავ, მიყვარს და რა გავაკეთო.

აბაა ასეთ ბიჭს რომ ახვეწინინებ joy heart_eyes მე კიდევ ძალაინ მახარებს ხოლმე ყოველი თავის ბოლოს ესე რომ მოგწონთ ჩემი პერსონაჟი blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent