შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩიხი #1


11-07-2019, 13:37
ავტორი ქეთათო4
ნანახია 1 634

კიდევ ერთი საშინელი ღამე მიაბარა წარსულს და მის ძველ, ფერგასულ მოსაცმელს დასწვდა.
აქაურობა იმაზე მეტად აღიზიანებდა ვიდრე ეს ვინმეს წარმოედგინა და მეტიც ვერ იტანდა იმ უჰაერობას რასაც აქ განიცდიდა.
თითქმის სირბილით დატოვა ხმაურიანი ბარი და შეერია აგრესიით, ბოღმით სასვე სოციუმს. მიაბიჯებდა მათთან ერთად, თავაწეული თუმცა უამრავი წყვილი თვალი ექაჩებოდნენ ქვემოთ.
საღამო ხანი იყო და ეს კიდევ უფრო დიდ პრობლემას ქმნიდა.
ჩიხს მიუახლოვდა თუ არა მაშინვე გაქრა თავდაჯერებული სოფიო გასვიანი და მასში შეშინებულმა ქალმა დაიმკვიდრა ადგილი.
ფეხაკრეფით გაემართა სახლისკენ, თუმცა ყვირილის და გინებოს ხმა მაინც დაეწია და აიძულა უკან მიეხედა.
-შე ახვარო რაო დაკარგე შენი ბოსი? სადაა ის *ლე? მოვიდეს გიშველოს!
ღრიალებდა მამუკა ონიანი და გამეტებით ურტყამდა ფეხსაცმლის წვერს კაცის მუცელს.
ზუსტად ხუთი წუთი იდგა იქ და უყურებდა უგონოდ მყოფ მამაკაცს.
რამდენჯერმე შეტრიალდა და გზა განაგრძო თუმცა გულმა ვერ მოუთმინა და კაცის დასახმარებლად გაიწია.
ნელი, თითქმის უხმო ნაბიჯით მიუახლოვდა უგონოდ მყოფს და ზემოდან დააჩერდა.
მთლიანად სისხლში იყო ამოთხვრილი და სუნთქვაც ძალიან უჭირდა.
ხელი რამდენიმეჯერ დაადო თუმცა რეაქციაც არ ჰქონია კაცს.
წვალებით ნაყიდი პროდუქტებიდან წყლის ბოთლი ამოიღო და რამდენიმეჯერ დაასხა თავზე.
ამან ნამდვილად გამოიღო შედეგი და ძირს დაწოლილმა მამაკაცმა თვალები მაშინვე გაახილა
-ამის დედაც! ჯერ გვარიანად შეიკურთა ვატო კობახიძე შემდეგ კი ქალს ახედა.
-ესე ჩავკაიფდი, რო მომელანდა თითქოს მცემეს? ჩაიცინა და წამოდგომა სცადა თუმცა უშედეგოდ.
-წითურ ანგელოზს ვხედავ? ქვემოდან ახედა ქალს და ტუჩის კუთხე ჩატეხა
-მგონი არ უნდა დაგხმარებოდი! ხელები გულზე დაიკრიფა დეამ და პროდუქტების ჩალაგება დაიწყო.
-რატომ ტო? დავიჯერო ეგეთი ცუდი ტიპი ვჩანვარ?
-ტყუილად არ ურტყამენ!
-მაგრამ ხანდახან უფროსის მუშტი მის თანაშემწეს ხვდება! აი თან რომ არ დამხმარებოდი ჩემი უფროსი შენც გაგიბრაზდებოდა!
-ფეხები არ მომჭამოს შენმა ბოსმა! წამოინთო და ზურგი აქცია კობახიძეს.

რთული ცხოვრებით ცხოვრიბდა სოფიო გასვიანი. მამა არასდროს უნახავს დედას კი თითქმის ყოველ საღამო აჰყავდა მათ ბინაში საყვარლები რასაც ვერასდროს ეგუებოდა.
მერე დადგა დღე როცა გადაწყვიტა წამოსულიყო იმ ქალის სახლიდან რომელსაც შვილადაც არ მიაჩნდა სოფიო და ასე აღმოჩნდა დიდ ქალაქში, სულ მარტო.
ყველაფერი წარსულს მიაბარა სოფიომ და ცხოვრება ახლიდან დაიწყო. 23 წლის იყო,სწავლა დამთავრებული თუმცა ცხოვრებაში არ უმართკებდა და ახლაც იმის მაგივრად, რომ საკუთარი პროფესიით გამხდარიყო დიზაინერი, ბარში მიმტანად მუშაობდა. რამდენი ლამაზი ქალი უნახავს სოფიოს და უოცნებია მათ ჩაცმაზე მაგრამ ამაოდ.
ის მაინც მიმტანი სოფიო გასვიანი იყო.
დილა ქაოსურად დაიწყო. რვა საათზე წამოხტა საწოლიდან და სასწრაფოდ ჩაიცვა ისევ იგივე რაც გუშინ.
დეკემბრის ცამეტი იყო.
გარეთ საშინელი სიცივე მძვინვარებდა და სათითაო სისხლის უჯრედს უყინავდა ქალს.
მშვიდი, გაწონასწორებული ნაბიჯით მიუყვებოდა რუსთაველს.
არავის უყურებდა და არც არავის იმჩნევდა გარშემო, მხოლოდ ის იყო... მხოლოდ ის და სხვა არავინ.
ბარის კარი შეაღო თუ არა ისევ ის არეული სიტუაცია დახვდა და გულისრევის შეგრძნება ყელში მოაწვა.
საკმაოდ პრესტიჟული ადგილი იყო კაკი კანდელაკის ბარი, თუმცა არასდროს უნახავს მისი სახე სოფიოს.
ბევრ ცნობილს ნახავდით აქ, ბევრ ბიზნესმენსაც და ბევრ ნაბი*ვარ არსებასაც.
გამოიცვალა და მაშინვე შეუდგა საკუთარ, დამღლელ სამუშაოს.
ხმაურს მიჩვეული იყო...
აქეთ-იქით დარბოდა და სხვადასხვა მაგიდებზე მიჰქონდა სასმელი.
დახლთან იჯდა ისევ, რომ დაუძახა ვიღაცამ და მათი მაგიდისკენ წავიდა. არავისთვის შეუხედავს იკითხა რას ინებწბდნენ და სანამ დამკვეთი რამეს იტყოდა ნაცნობ სახეს წააწყდა.
-ჰეი წითურო! კაცის ხმამ გაიჟღერა და სოფიოც მალევე წამოენთო ნაცნობ ბგერებზე
-აქ მუშაობ? ფეხზე წამოდგა კობახიძე და მის გვერდით დადგა
-გაიცანით წითური გოგონა რომელმაც გადამარჩინა! ხელი მოხვია წელზე და გაიკრიჭა.
მწველ მზერას გრძნობდა ქალი. ყველა ადგილი ეწვოდა თითქოს ცხელი შანთით წვავდნენ.
-ვატო არაა ეს სიცანცარე საჭირო! ერთ-ერთმა ურჩია და ვატოც მალევე დაწყნარდა.
-რა სიცანცარე ტო ღადაობ? პირველი ადამიანია რომელმაც თქვა ,,შენმა ბოსმა ფეხები არ მომჭამოსო"
-მართლა? კუთხეში მჯდარმა ქუდიანმა თავის ამოწევა ინება და ახლოდან დააკვირდა ქალის ნაქვთებს.
ლამაზი იყო სოფიო... დახვეწილი ნაქვთებით და ულამაზესი ტუჩებით... ლერწმის მსგავსი ტანით და მოქნილი გრძელი თითებით.
წითური ანგელოზი გინახავთ?
თუ არ გინახავთ და ვეჭვობ ასეა სოფიოს თუ სადმე დაინახავთ მიხვდებით, რომ ანგელოზია.
-კი ზუსტად ეგრე თქვა! ისევ საფირმოდ გადაიხარხარა კობახიძენ და სოფიოს მოთმენის ძაფიც გაწყდა.
-საკუთარი ბოსებით დამუქრება მოდაშია? თუ შენ არაფრის თავი არ გაქვს მის გარეშე! და საერთოდ სხვა მოგემსახუროთ, რომ ჩამოვდექი მოცლილივით! ესენიც შენნაირები არიან!
სათითაოდ მოავლო მზერა ყველას.
-შენი უფროსი აქედან გაგადებს ამის გამი დამშვიდდი! ვატოს მზერას, რომ წააწყდა ისევ მოეშალა ნერვები
-ჩემი უფროსი იმედია თქვენზე ჭკვიანი, განათლებული და რაც მთავარია სუფთა გულისაა! ბანდიტებო!
ფეხები დააბაკუნა პატარა ბავშვივით და მათ მაგიდას გაეცალა.
-კაკი! გვერდით მჯდომმა ქუდიანს გახედა და მაშინვე ამოიკითხა მის სახეზე გაბრაზება.
-რა გაბრაზებს ვერ გავიგე?
-დედაც მოვტყან ნერვები არ მაქვს და ახლა კიდე ეს ლაწირაკი ბავშვი!
-23 წლისაა!
-მე 32 რამე პრობლემა? ხმა გაუმკაცრდა კანდელაკს
-მოგეწონა? ბასილაიამ ვატოს აბრჭყვიალებულ თვალებს გადახედა.
-ძაან საყვარელია, როგორც ქალი კი არა მისი ქცევები მომწონს. მისი სინაზე და სიველურე ისე ერწყმება ერთმანეთს... კარგი გოგოა!
-ალქაჯი შეგიყვარდა ვატუსი? ახარხადა ბესარიონი.
-გააჯვით! ხელი აიქნია და მდუმარე კანდელაკს გახედა.
-კაკი რა გჭირს?
-ეხლა არა ვატო ეხლა არა!
ფეხზე წამოდგა და სწრაფი ნაბიჯით ავიდა მეორე სართულზე.
კაბინეტის კარი ლამის შეანგრია და ხმაურით გამოსწია სკამი.
გიჟს ჰგავდა კაკი კანდელაკი.
საკუთარ თავზე უფრო ბრაზობდა ვიდრე სხვებზე, მაგრამ ცხოვრებაში პირველად მოუნდა ეცემა და თავპირი დაელეწა მისი ახლო მეგობრისთვის.
კარზე ფრთხილად დააკაკუნეს და მაშინ ოდნავ დამშვიდდა, სახე დაალაგა და ისე ჩაეშვა სავარძელში.
მის წინ წითური იდგა მოწიწებით.
ჯერ თვალებს არ დაუჯერა სოფიომ და რამდენჯერმე საკუთარი თავიც დაწყევლა და ზედ ნიცაც მიაყოლა.
-ბატონო კაკი! ამოილუღლუღა და მუხლებში ძალა გამოეცალა
-გისმენ სოფიო! თვალები მის ყელს მოავლო, სამი ხალი, რომ ვარსკვლავივით ციმციმებდნენ... მერე მზერა მის დაბნეულ თვალებს გაუშტერა.
-წყალი შეიძლება? ძლივს ამოილუღლუღა და იქვე დადებულ ჭიქას დასწვდა.
ერთი ამოსუნთქვით ჩაცალა მთლიანი ჭიქა და ფრთხილად დააბრუნა კუთვნილ ადგილზე.
-ბატონო კაკი! ხმა ისევ უკანკალებდა გასვიანს
-გისმენ სოფიო! ისწვ მკვეთრად წარმოთქვამდა მის სახელს კაკი კანდელაკი
-მოკლედ მე სამსახურიდან მივდივარ! არაა, არაა მე კი არა ნიცა მიდის თანაც შვებულებაში.
თითები ნერვიულად ახლართა ერთმანეთში და კაცის ცივ თვალებს გაუსწორა მზერა.
მთელი სხეული უთრთოდა გასვიანს, გული ამოჯდომას ჰქონდა თუმცა შეძლებისაგვარად ახერხებდა ამ ყველაფრის დამალვას.
-მითხრეს უკვე! ფეხზე წამოდგა კანდელაკი.
ნელი, უხმო ნაბიჯით გაიარა მათ შორის მანძილი და მის წინ, ოსტატურად დადგა.
მძიმე სუნთქვა, ყელზე ეცემოდა გასვიანს და მეტად ძაბავდა.
კაცის თლილ თითებს წამით გაუსწორა მზერა და მერე დაიკარგა...
მის თითებში დაიკარგა სოფიო...
მისი თლილი თითები შემოეჭიდა ქალის წვრილ მკლავებს.
ვერაფერს ხედავდა გასვიანი...
სტკიოდა, მაგრამ ხმას ვერ იღებდა..
სიმბოლური კაკუნის ხმა და მისი გათავისუფლებული მკლავი...
-შეგიძლია გახვიდე! უემოციო ტონი და ისევ დაკარგული სოფიო გასვიანი.

____
,,დავიკარგე... კაკი კანდელაკის შემდეგ დავიკარგე და ახლა ისევ მას მივსდევ... არ მიყურებს მაგრამ მის მზერას ვგრძნობ... არ მეხება მაგრამ მის შეხებას ვგრძნობ...
მის სუნთქვას ისევ ვგრძნობ ყელთან. ჩემს აცეკვებულ გულს ვგრძნობ მის დანახვაზე მაგრამ ჩამქრალ თვალებსაც ვგრძნობ...
ჩემს ჩამქრალ თვალებს ვგრძნობ ქერა ეშმაკის დანახვაზე, მას რომ გვერდს უმშვებენს.
შეხვედრიდან ერთი თვე გავიდა... ნეტავ სულ არ მენახე...
ნეტავ არასდროს ჩამეხედა იმ სარკეში სხვები, რომ თვალებს უწოდებენ."

წერა დაასრულა და ბლოკნოტი ჩანთაში ჩააბრუნა.
თვალები ეწვოდა უკვე ისე დაიღალა, თუმცა გმირულად იდგა ფეხზე და კლიენტებს უღიმოდა.
მობეზრებული ჰქონდა უკვე ყველა წამი თუმცა ვერ მიდიოდა. ბევრჯერ მოიკრიბა ძალა, რომ ეთქვა კანდელაკისთვის წავალო თუმცა ვერ ამბობდა.
სიტყვებს ვერ პოულობდა ამისთვის.
ბოლო წყვილი გააცილა ღიმილით და ხელები უღონოდ ჩამოყარა.
მხოლოდ ის იყო დიდ სივრცეში...
თვალი მოავლო ყველა კუნჭულს და საბოლოოდ მზერა ჩაბნელებულ ოთახს მოავლო ქალის კისკისი, რომ აყრუებდა.
სისხლი აუდუღდა...
ფეხები არ ემორჩილებოდნენ...
მერე იყო ვატო კობახიძე და მისი გულწრფელი ღიმილი,რომელმაც აზრზე მოიყვანა.
-წითურო! ისევ თბილად მიმართავდა სოფიოს.
-გამარჯობა ბატონო ვატო! ბაგეები ერთმანეთს დააშორა სოფიომ და წყალი მოსვა.
-ისევ არ გელაპრაკება?
-ვინ? გაიკვირვა ქალმა
-გთხოვ არ გინდა. მე ყველა მასზე შეყვარებული ქალის თვალები მინახავს. ყველა სოფიო მაგრამ შენნაირი არა.
ამის დედაც მშურს კანდელაკის.
შენი თვალები მხოლოდ მას ხედავენ...
როგორ ინთება მის დანახვაზე შენი თვალები ნეტავ იცოდე, მაგრამ მაშინვე ქრება როცა უემოციოდ ადის ზემოთ.
ახლაც ჩამქვრალი გაქვს თვალები!
ალბათ, იმიტომ რომ ნინას სიცილი აყრუებს აქაურობას.
-სისულელეა! ხელი გააქნია სოფიომ და ჩანთას დასწვდა
-სისულელე ისაა, რომ შენ შეგიყვარდა კაკი კანდელაკი. ესეიგი უკვე ჩიხში ხარ!
___
23 დეკემბერს ძალიან დიდი თოვლი მოვიდა.
9 დღე იყო დარჩენილი ახალ წლამდე თუმცა სოფიო არ ჩქარობდა.
ისევ ბარის ერთ ბნელ კუთხეში იჯდა და ცრემლებს უხმოდ ყლაპავდა.
მის წინ მჯდარ კაკი კანდელაკს უყურებდა...
მერე იგრძნო შეხება და კობახიძეს ახედა.
-სოფიო!
-გამარჯობა ვატო
-როგორ გამხდარხარ! გაოცება ვერ დამალა კაცმა
-რას ამბობ? გაიკვირვა გასვიანმა და ფეხზე წამოდგა
-სულაც არ ვარ გამხდარი! თავი გააქნია და შეძლებისდაგვარად გაიცინა
-ასე როგორ შეგიყვარდა? მზერა ესროლა სოფიოს და უხმოდ გაეცალა იქაურობას.

მთელი დღე ვერ მოიცალა დასაჯდომად.
ერთი მაგიდიდან მეორეზე გადადიოდა...
მარტო იყო ამხელა ბარში.
ჩამოჯდომას აპირებდა ნაცნობი მაგიდიდან ქერა ქალმა, რომ დაუძახა და უხმოდ მივიდა მათთან.
გულის რევის შეგრძნება მაშინვე მოაწვა ყელში, ქალზე შემოხვეული კაკი, რომ ნახა ნასვამ მდგომარეობაში.
-წყალი, რომ მოგვიტანო შეიძლება? ქალის წკრიალა ხმამ წამით ისიც მონუსხა და უხმოდ დაუქნია თავი.
თითქმის სირბილით მიირბინა დახლთან და წყლით სავსე ჭიქა მიუტანა წყვილს.
-სოფიო! ნაცნობი ხმის გაგონებაზე ნაწილებად დაიშალა გასვიანი. ფრთხილად შებრუნდა მათკენ და ისევ იმ თვალებს წააწყდა ასე, რომ უყვარდა.
-დიახ ბატონო კაკი! თავი შეიმაგრა ქალმა.
-ჩიხიდან გასასვლელი აღარ არსებობს!
მზერა მის ყელს გაუსწორა კაცმა, მერე წამოდგა და ქერა ქალის გარეშე დატოვა ბარი.
_____
თუ რამე შემიქმნია ჩემი ფანტაზიებიდან გამომდინარე ეს ალბათ საუკეთესოა ჩემთვის.
არ ვიცი რამდენად მოგეწონებათ და სწორედ ამიტომ ვდებ პატარა თავს!
მორფოლოგიუ-სინტაქსური შეცდომები მაპატიეთ!



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

იმედია დაასრულებ

 


№2  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი ნინო
იმედია დაასრულებ

სამწუხაროდ წინა მოთხრობა წაიშალა საერთოდ აქედან????

 


№3  offline წევრი ეირინ

შემდეგი როდის იქნებააა?საოცარი ისტორია იქნება დარწმუნებული ვარ♥♥♥

 


№4  offline წევრი Maia G.

მე მომეწონა ძალიან ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent