უკანასკნელი ოცნება (სრულად)
თვალი რომ გავახილე უკვე ვიგრძენი რომ სუნთქვა მეკვროდა, ჰაერი არ მყოფნიდა. გავიხედ-გამოვიხედე , სიბნელეა, არც რამის ხმა ისმის, წამოწევაც კი ვცადე ,მაგრამ უშედეგოდ, ვერაფერს ვგრძნობ. ვხვდები რომ რაღაც რიგზე ვერ არის. თვალებს ვხუჭავ, ვახელ, მერე ისევ ვხუჭავ და ასე რამდენჯერმე, რომ იქნებ იქ აღმოვჩნდე სადაც სინამდვილეში უნდა ვიყო. არაფერი იცვლება... მახსოვს, ბოლოს ოთახში ვიყავი, დედა მეძახდა სადილად ჩამოდი, ამდენი ძილიც არ შეიძლებაო. ყური არ დამიგდია, მეორე მხარეს გადავტრიალდი და ისევ ჩაძინება ვცადე, გამომივიდა კიდეც... ახლა რა ხდება? ვერ ვხდები. სად ვარ? ხელი ავწიე და რაღაცას მივატყი, თუმცა ოდნავადაც კი ვერ შევძელი გაშლა. პატარა ოთახია? თუ კარცერი. იქნებ საწოლის ქვეშ ვარ და ვერ ვხვდები, მაგრამ სინათლე? იქნებ წვიმს და მოღრიბლულია, ამიტომაც არ არის არანაირი სინათლე. ვცდილობ თავი დავიმშვიდო, მაგრამ უკვე ფორიაქს ვიწყებ. კიდევ დავაპირე წამოწევა და ახლა უკვე შუბლი მივარტყი რაღაცას, არადა ვიხედები, არაფერია. შიშმა ამიტანა, არ ვიცი რა ვქნა. ორივე ხელს ვწევ და ისევ შეჯახება, აშკარად მყარია, მაგრამ არა ლითონი.ვხვდები რომ ზუსტად ჩემი სიგრძის 'მოწყობილობაში' ვწევარ, მაგრამ სად ვარ? უცებ ყველაფერი განათდა და მინდორში აღმოვჩნდი, ბალახი მწვანედ ბიბინებს და თითქოს ყვავილებს ელაპარაკებოდეს, ხან ერთისკენ იხრება, ხან მეორისკენ. ავდექი, სიარული დავიწყე. უზარმაზარი ხის ქვეშ მჯდარი ადამიანის დანახვისას უზომიდ ბედნიერი ვიყავი, მაშინვე მისკენ გავიქეცი. ბაბუა? ბაბუას აქ რა უნდა. -გივიიი, გივილოო -თეა, შენ ხარ? -გივილოოო, როგორ მომენატრეეე -თეა, ჩემო პატარა, ჩემო საყვარელო -როგორ ხარ, ბაბუ? -მე რა მიჭირს, შვილო, აქ რამ მოგიყვანა არ ვიცითქო ვერ ვუპასუხე, გიჟად ჩამთვლისთქო, ისევ ძველებურად მივესიყვარულე და გული გავუთბე -მომენატრე ბაბუ -ამდენი ხანია ვერ მოგიცლია და ახლა მოიცალე, ხომ? -ბაბუ, შენთვის სულ მცალია -წამოდი, წამოდი, სახლში შევიდეთ სახლში შევედით თუ არა ქარბუქი ამოვარდა, თითქოს ყველაფერი უნდა წაეღო, სახურავი, ფანჯრები, კარები, ყველაფერი რაც კი გაგვაჩნდა. - ბაბუ, რა ხდება? - არაფერი, აქ ხშირად იცის - რამდენად? - რამდენად ხშირად? - ჰო, რამდენად ხშირად - სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ძალიან ხშირად დამაფიქრა, რატომ საბედნიეროდ? რა უნდა იყოს კარგი ასეთ ავდარში. -თეა, ნიაკო როგორ არის? -კარგად ბაბუ, ენატრები ძალიან -ვიცი, ბაბუ, ვიცი, რომელ კლასში გადავიდა -მეორეში, ბაბუ -მამამისი არ გამოჩენილა? -არც მინდა გამოჩნდეს -არ შეიძლება ეგრე , ბავშვს მამა სჭირდება -არ სჭირდება, დედა ჰყავს -ჰყავს, თანაც როგორი, მაგრამ... -არ გვინდა ბაბუ, ნუ ვიჩხუბებთ -ეჰ.. ჩემთვის რომ მოგესმინათ, შვილო, ჩემთვის რომ მოგესმინათ... -ბაბუ, წყალი ადუღდა. -მოდი, მოდი ბაბუს მომზადებული ჩაი ყოველთვის ყველაზე მეტად მიყვარდა, ყველასგან განსხვავებული, არაჩვეულებრივი გემოთი, იცოდა როგორი უნდა ყოფილიყო, ყოველთვის ისეთი გამოსდიოდა. -ბაბუ, რამდენი ხანია ჩვენგან წამოხვედი -წელიწადზე მეტია -და რატომ? -დრომ არ მაცადა, განა მინდოდა? -არ გინდოდა? -ბებიაშენთან მეჩქარებოდა მხოლოდ, სხვა არავისთან -ბებია სად არის? -ბებია? ბებია ვერ ვნახე -სად არის? -არ ვიცი -და ვიპოვოთ -დიდი ხანია ვეძებ, ვერ შევძელი უცებ მუცელში დიდი ტკივილი ვიგრძენი, ჩავიკეცე, კრუნჩხვა დამეწყო, ბაბუა კი მიყურებდა მშვიდად და მიღიმოდა. - კიდევ კარგი, თორემ უკვე ვნერვიულობდი, არაა აქ შენი ადგილი - ბაბუუუუუუუ თვალი გავახილე, ისევ სიბნელე, ისევ ეს დასაწყევლი ადგილი, ბაბუა სად გაქრა, ან ის ლამაზი ქოხი, ქარბუქი, სად გაქრა ჩემი საყვარელი ჩაი. ჰაერი კიდევ უფრო შეზღუდულიყო ამ საშინელ ადგილას. სად ვარ? რა ადგილია? ვინმე მაინც არ არის? ყვირილი დავიწყე, მაგრამ ამაოდ, აზრი არ ჰქონდა, არავის ესმოდა. ისევ სიჩუმე, ეს გონების და სულიერების წამღები სიჩუმე, როდემდე უნდა ვიყო აქ? -გამომიიიშვიიით თვალებს ვხუჭავ, ისევ ვახელ და ჩემთვის უცნობ ადგილას აღმოვჩნდები. მიდი, ბაბუსთან დამაბრუნე ისევ, ჯერ არ გვილაპარაკია, მე ხომ რაღაცები კიდევ უნდა მეკითხა, ვერაფერი მოვასწარი... არ გამოვიდა, თვალი გავახილე და აგურებიან კედელთან ატუზული გავჩერდი. -მისმინე თეა -რა გინდა -უნდა წავიდეთ -რატომ? -ასეა საჭირო თეა? ვინ თეა? თითქოს ორივე ხმა მეცნო, მაგრამ ვერცერთს ვიაზრებდი -გამომყევი -მრავალი წელია არ გამოჩენილხარ და მეც გინდა გადამკარგო? -არა, ნიაკოც.. -აა, იცი კიდეც ნიაკოზე? -თეა, რა თქმა უნდა, ვიცი -ხო, გეტყოდა დედაშენი -არ მინახავს -აბა ერეკლე? -ჰო, ერეკელემ -საბა , მოდი რა, შემეშვი -შენ გარეშე არ წავალ -ხოდა დარჩი საბა? ერეკლე? ნიაკო? იქ მე ვარ? აბა ახლა ვინ ვარ? სად ვარ? რა ხდება? - გამიშვიიი ყვირილი რომ მომესმა გავიხედე, მე ვიყავი. საბას მთელი ძალით ჩაეკიდა ხელი და თავისკენ მწევდა, ეს დრო გამახსენდა. მე და საბას უკვე დიდი ხანი არ გვენახა ერთმანეთი, სანამ ნიაკოზე რამეს გაიგებდა მანამდე გაქრა, აორთქლდა და იმის მერე აღარ მინახავს. ამ დღეს სამსახურიდან მივდიოდი, ძალიან დაღლილი, უკვე საღამოვდებოდა და გასეირნება გადავწყვიტე, ყოველთვის მანდ ვსეირნობდით ხოლმე. გაცნობიერება ვერ მოვასწარი ისე ამეტუზა წინ და საუბარი დაიწყო. სანამ ვიცანი კიდევ რამდენიმე წუთი გავიდა, არ შეცვლილა. რა დამავიწყებს მისი კისერის მარჯვენა მხარეს ნაიარევს, ჩემ გამო რომ იჩხუბა, იმ დროიდან შემორჩენილს. მაშინვე გაქცევა გადავწყვიტე, მაგრამ მივხვდი, რომ ბევრი მქონდა სათქმელი და ადგილზე გავშეშდი. მერე ყველაფერი ის მოხდა რაც ამ წამს დავინახე, მაგრამ როგორ ვხედავ? სად ვარ? მძინავს...? თვალები დავხუჭე, გავახილე და ისევ ეს ასაოხრებელი სიბნელე. ჩემი ნიაკო მელოდება ალბათ, დიდი ხანია არ მინახავს. დეიდა ანებივრებს, უკვე ერთი კვირაა პარიზის დისნეილენდში ერთობა, დედიკო მხოლოდ საღამოს, დაღლილს ახსენდება და რეკავს. ლაპარაკობს მანამ, სანამ არ ჩაეძინება და მერე ისე ტკბილად სძინავს, ისე საყვარლად, რომ ვერც კი წარმოვიდგენ ასეთი საოცრების არსებობას. ჩემი პატარა ნიაკო, როგორ მენატრება... ნელ-ნელა ჰაერი აღარ მყოფნიდა, თითქოს ისეთ სივრცეში მოვხვდი სადაც ჩემს მოკვლას ცდილობდნენ, რა დროს ჩემი სიკვდილია, მერე ნიაკო? მერე სამსახური? სწავლა? ყველაფერი ხომ დაიკარგება, ყველა და ყველაფერი ჩემ გარეშე დარჩება. თვალებს ვხუჭავ და ჩემს პატარა ნიაკოს ვხედავ, როგორ უჭირავს ჩემი ხელი ახალდაბადებულს, თავისი პაწია თითები ჩემს თითზე შემოუხვევევია და მთელი ძალით უჭერს, თითქოს სადმე გავექცეოდე ჩემს საოცრებას. იცით? მაშინ მივხვდი რომ ცხოვრება ერთი დიდი თავგადასავალია, იმ დღიდან რაც ნიაკო ხელში ავიყვანე და გულში ჩავიკარი , მივხვდი, რომ მხოლოდ მისთვის ღირდა სიცოცხლე და ჩემი უკანასკნელი სურვილი ის იყო , რომ თუ ის ოდესმე დასრულდებოდა, მხოლოდ ნიაკოს ხელებში, ნიაკოს გვერდით... სინათლე, ჟანგბადი აღარ მყოფნის... თვალები უკვე თავისით მეხუჭება. N345-ე პალატაში თეა დავითური გარდაიცვალა. გამიზიარეთ შთაბეჭდილებები,სურვილები, ემოციები. გავაგრძელო თუ არა მსგავსი იატორიები, ნახეთ ჩემი პროფაილი გელოდებით შენიშვნებით და კმაყოფილებით |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.