შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულით მოგებული ბრძოლა(თავი 3)


11-07-2019, 23:10
ავტორი მმარიამმი
ნანახია 348

სიყვარულით მოგებული ბრძოლა(თავი 3)

..............................
მეორე დღეს თბილისისკენ გავეშურეთ.
-აუ რა კაი იყო დასვენებაა.კიდე მინდაა.-მოწყენილმა შევჩივლე იოს.
-ერთი კვირა კიდე ხო ისვენებ?
-უჰ თბილისში მაგრად დავისვენებ.
-მერე რა გინდა თბილისში?ბჭები შეკვეთილშ მივდივართ და წამოდით შენ და ტასიაც.
-ბიჭო ცურვა არ ვიცი და რა მინდა მანდ?
-კაი ერთი.მერე ფული არ მაქ და ვერ გიყიდი კვატიან კამერას თუ რა.-ბოლო ხმაზე დაიწყო სიცილი და ენა გამომიყო.
-დებილო.
-წამოხვალ?
-კაი ხო წამოვალ ჯანდაბას.
აი ასე დავგეგმეთ შეკვეთილში წასვლა.იმავე დღესვე შევიძნე ზღვისთვის საჭირო ნივთები.სახლში საკმაოდ გვიან დავბრუნდი.წყალი გადავივლე და საწოლში მოწყვეტით ჩავესვენე.
მეორე დღეს მე,დათა,იო,ილო და ტასო შეკვეთილისაკენ გავეშურეთ.ცოტაა დავისვენეთ და ნაშუადღევს ზღვეზე გავედით.ჩემი საცურაო კოსტიუმებიდან შავი,ერთაინი ზურგამოღებული კოსტიუმი ავირჩიე.წელს ვევით პატარა შავი შარფი კაბასავით მოვიხვიე და სანაპიროსაკენ დავიძარი.
ჩემს გარდა რათქმაუნდა ყველა ზღვაში შევიდა მე კი შეზლონგზე დავწექი და მზის სხივებს გზა მივეციი.
-ვაიმეე გოგო რისთვის წამოხვედი?
-აუ იოანე შემეშვი.-გაღიზიანებულმა გავძახე.შევამჩნიე როგორ აანიშნა დათს რაღაც.ისიც მოვიდა მხარზე გაამიდო და გზას გაუდგა.
-დროზე დამსვი თორე წამში გავაშანშალებ სტატიას იმის შესახებ თუ როგორ ძალადობს ბატონი წერთელი ერთ უმწეო ჟურნალისტზე.-თან ვკიოდი და თან მწარედ ვუტყაპუნებდი ძლიერ ზურგზე.
-კაი ახლა დაშანტაჟებებს არ არ ვართ.-გადაიხარხარა და ზღვაში ჩამაგდო.არ იცის ამ იდიოტმა რო ვერ ვცურავ.კინაღამ დავიხჩვი.თვითონ გამწირა და თავადვე გადამარჩინა.
-აუ ბოდიში.-დანანებით მომართა და ზღვიდან ამომიყვანა.- ვერ იტყვი რო არ იცის ამ შენმა დამ ცურვა?აუ სულ გამო***ვდი?
ყველა თავზე დამადგა.მალევე მივედით სახლზე,მოვსულიერდი და გაღიმებული გამოვედი.
-ნუ იროჟებით ერთი რა თქვენი ჭირიმე.კაჟივით ვარ კაჟივით.ჰე ახლა ვითამაშოთ რამე რა.
-აუ რაა?-ბავშვივით დაიწყო ცქმუტვა ტასიამ.
-ნამიოკობანა.
-ხუთნი რომ ვართ?-ახლა იომ დასვა კითხვა.
-აუუჰ.
-მე მივდივარ და მალე მოვალ.ითამაშეთ თქვენ.-კარებთან მდგომმა ილომ მოგვაძახა და კარი გაიხურა.
-დავაი დავიწყოთ.მარა ვინ ვისთან ერთად იქნება?-აქამდე ჩუმად მყოფი დათა შემოგვიერთდა.
-მოდი ჯეირანი ვითამაშოთ და ვინც პირველი გავარდება ის და ბოლოს გავარდნილი იქნებიან წრთ გუნდში. -აზრი გმოთქვა ტასომ.
-კაი დავიწყოთ.
ჰმ...ბედი რომ არ გექნება ადამიანს რა.ბატონ დათასთან მოვხვდი.
-მე ვიწყეებ.-დაიყვირა ტასომ და მომიახლოვდა.
-პოტენცია-ჩამჩურჩულა და ჩაიღიმა.
-აუუჰ ვითომ ძან რთული სიყვა მითხრა რა.-გავიცინე და განვაგრძე.-შესაძლებლობა ნამიოკი პ.
-პოტენცია.
-კიიიიი.-დავიკივლე და ხელი გვაუწიე,მანაც ჩაარტყა და გამიღიმა.
საკმაოდ კარგი მოთამაშე ყოფილა წერეტელი 10-ით 4 მოვიგეთ.ბოლოს ისეთი გახარებული ვიყავი კისერზე შევახტი,ძლივს გავიაზრე რა გავაკეთე.უხერხულად გავიწეიე და დივანზე ჩამოვჯექი.ამასობაში ილიაც შემოგვიერთთდა.
-აბა რა ქენით?
-დათამ და დეამ მოიგეს.-ამოიბუზღუნა ტასომ და წარბები შეკრა.
-კაი კაცო.-ვითომ გაიკვირვა ილიამ და ტასოს ცხვირზე თითი ჩამოკრა.-აუ მეც რომ მინდა თამაში.მოდი სიმართლე თუ მოქმედება ვითამაშოთ.
ას გაიგონა თუ არა ტასიამ მაშნვე ფეხზე წამოხტა და ბოთლის მოძებნა დაიწყო.ბოთლი ილიამ დაატრიალა.აუუ ბედი არ მიმართლებს რა.დაბადებიდან უბედური ვარ მე საცოდავი.
-ოპაა დათა დეას.-კელები ერთმანეთს გაუხახუნა ილიაამ და ჩაიღიმა.
-სიმართლე თუ მოქმედება?
-ჯანდაბას მოქმედება-გაბრაზებულმა დავიჩურჩულე.
-აუ რა შარში გაყავი თავი.-ჩაიცინა დათამ და განაგძო.-მოკლედ,ხვალ ადრე ადგები და ჩემტან ერთად ზღვაზე წამოხვალ.ცურვა უნდა გასწავლო ქალბატონო დეა.
-არააა,გამორიცხულიაა.
--როგორ გეკადრებათ.-გაიღიმა და თვალი ჩამიკრა.
-აუ კაი რა.-ამოვიბუზღუნე.-აი გთხოვ რომ ახლა არა რა და მერე სხვა დროს რა.-აი ლამისაა მეტირა ისე არ მინდოდა რომ ჩემთვის ცურვა მას ესეავლებინა.
-ვაიმე თუ ძმა ხარ სხვა რამე უთხარი თორე არაა ამის საქმე კარაგდ,პირველად თხოვს ვიღაცას რაღაცას.-აუ რა კაი ძმა მყავს რა.
-ოჰ კარგი რა.ვნახოთ.-მაინც არ დანებდა წერეთელი.
აი ასე ჩავამთავრეთ ეს სარამო.მეორე დრეს დათას თბილმა ხმამ გამაღვიძა.
-ადექი პატარავ.ცურვა უნდა გასწავლო.
-არ ვარ მე პატარაა.-ძილისაგან შეცვლილი ხმით დავიბუზღუნე და ენა გამხმარ ტუჩებს მოვუსვი.
მივხვდი რომ სხვა გზა არ მქონდა ამიტომაც მოვწესრგდი და წერეთელს ზრვაზე გავყევი.
არა სასწაული აეს ბიჭი.ჩემი შიში სადღაც გააქრო.ძალიან მაე მასწავლა ცურვა,ნუ ყოველ შემთხვევაში არც ზღვაში ჩასვლა შემეშინდება და არც დახჩობის შიში არ მომკლავს.
-რაო,ყოფილა საშიში?.-კითხვა დამისვა გაღიებულმა დათამ.
-არა.-მეც გავუღიმე.
..........................................
[დათა]
„სიყვარული მომაჯადოვებელი ყვავილია,მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა,რომ მიხვიდე და მოწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე.“
.............................................
ვგრძნობ რომ ჩემში რაღაც იცვლება.ყველაფერი თავდაყირა დგება.სულ მასთაან მინდა ვიყო,ძალიან მიზიდავ ეს პატარა გოგო,ძალია.ყოველთვის ვიცინოდი როცა ამბობდნენ რომ ერთი ნახვით შეყვარება არსებობსო.მაგრამ მგონი მე თვითონაც ერთი ნახვით შემიყვარდა.ჰმ...სასაცილო არა?მიყვარს მაგრამ მიჭირს მასთან სიახლოვე,მიჭირს რადგან ვიცი რამდენი რამ გადაიტანა,ვიცი თუ როგორი წვალების შემდეგ გაუმთელდა ნაფლეთებად ქცეული გული,სწორედ ამიტომ არ მინდა მის სიახლოვეს ყოფნა,არ მინდა ჩემდაუნებურად მის გულში შევიჭრე.რა თავსატეხი გამიჩინე დეა აბაშძე?
............................................
[დეა]
მეორე დღეს დედაქალაქს დავუბრუნდით.თბილისში ჩასულმა ვიგრძენი რომ სამსახური ძალიან მომენატრა,ამიტომაც გადავწყვიტე შვებულებიდან ადრიანდ დავბრუნებულიყავი.საღამოს თავი მოვიწესრიგე და ადრიანად დავწექი.დილას ადრე ავდექი,შავი კლასიკური შარვალი,თეთრი მაისური და ამავე ფერის დაბალი ფეხსაცმელი.მხარზე შავი ტყავის ჩანთა მოვიგდე და მხიარულად დავადექი სამსახურისაკენ მიმავალ გზას.ყველა გააკვირვა ჩემმა დანახვამ.
-ვაა დეა ასე მალე დაბრუნდი?-მომიახლოვდა ტატო და ჩამეხუტა.
-ჰო ასე მალე.-გავიღიმე და განვაგრძე.-ვერ წარმოიდგენთ როგორ მომენატრეეთ.იმედია რაიმე კარგი საქმე დამახვედრეთ.
-კი გადასარევი.ირაკლი ბალანჩივაძე ხომ იცი?
-რომელი ირაკლი,2 თვის წინ ციხიდან რომ გაიქცა?-გაკვირვებულმა დავსვი კითხვა.
-ჰო ეგ.ახლა ბატონმა ბალანჩივაძემ 17 წლის გოგოს გაუპატიურება მოინდომა და მიაღწია კიდეც სასურველ შედეგს.
-ვაიმეე რას ამბობ?საზიძრარი.როგორი ამაზრზენი ადამიანი.ან საერთოდ ადამიანია?-ბრაზისაგან ნაპერწკლებს ვყრიდი.
-ჰო.მოკლედ თუ გინდა შენ დაგითმობ და დაწერე სტატია.
-მე?
-რა იყო არ გინდა.
-კი როგორ არა.მასალა გვაქვს.
-კი.
აი ასე მოვკიდე ხელი ძალიან მნიშვნელოვან საქმეს.მთელი ღამე გავათენე სტატიის წერაში.რედაქციაში გავაგზავნე და მომავალ დრეს დაველოდე.დილასვე დაიბეჭდა ჩემს მიერ დაწერილი სტატია.
საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ საშინელ ამბავს.
....................................
„ადამიანი ერთადერთი ცოცხალი არსებაა,რომელმაც იცის რომ უნდა მოკვდეს“.ჰო ყველა ადამიანმა იცის რომ ადრე თუ გვიან მოკვდება,მაგრამ როდესაც სიკვდილს თვალებში ჩახედავს შიში ეუფლება,იმის შიში რომ ყველა ლამაზი დღე უკან დარჩება და ვეღარასოდეს შეიგრძნობს ბედნიერებას,სიხარულს.ეშინია იმის რომ საყვარელ ადამიანებს ვეღარასოდეს ნახავს,ვერასოეს გაიგებს მათ ხმას,ვეღარ შეიყვარებს,ვეღარ იქორწინებს,ვეღარ ეყოლება შვილები და ვეღარ მიაღწევს წინსვლას.პირიქით შეიძლება წამის მეასედში შენი ცხოვრება ისე გადატრიალდეს რომ წარმოუდგენელი სისწრაფით განიცადო დაღმასვლა და სადღაც უფსკრულში ჩაიძირო.აი ეს დამემართა მეც.სახლისაკენ მივდიოდი და ისევ იმ ამბავზე ვფიქრობდი.შევამჩნიე როგორ გამოვიდა მოსახვევიდან დიდი შავი ჯიპი.ვცდილობდი საჭის დამორჩილებას მაგრამ არაფერი გამოვიდა.აი ასე წამის მეასედში გადატრიალდა ჩემი ცხოვრება.მერე რა მოხდა?მერე მხოლოდ ბინნდი,ექიმები,შეშინებილი ახლობლები,ვიღაცის თბილი ხელი ჩემს ხელზე და მედიკამენტების სუნით გაჟღენთილი ჰაერი.
................................
[დათა]
„ცხოვრება ტრაგედიაა,კომედიური წუთშესვენებით.“ჰო,ცხოვრება,რა უნდა ვთქვა მასზე?ჩემი მტელი ცხოვრება ერთი დიდი ტრაგედია.ხელიდან მეცლება ყველა ვინც მიყვვარს.მშობლები და და ახლა დეა.ადამიანი რომელსაც ჩემს გულში შემოსვლის საშუალება მივეცი.ჰო,ტელეფონზე გამაყრუებელი ზარისა და იოანეს ანერვიულებული ხმის გაგონებისთანავე ვიგრძენი როგორ ჩამწყდა რაღაც.მაშინ მივხვდი რომ მიყვარდა.გიჟივით გავვარდი.აი ასეთი გიჟური და ქაოტური იყო მომდევნო ერთი კვირა.თეთრად გათენებული ღამეები.ტასიას ატირებული სახე.გაგიჟებული ილია და გაუბედურებული იოანე.ყველა გაგვანადგურა იმ საზარელმა შემთხვევამ.იმ ერთმა უბედურმა დღემ.რატომ მაინც და მაინც ჩვენ?არა რა ცხოვრებამ ბრძოლა გამოგვიცხადა.დეა მთელი ერთი კვირაა კომაშია.ნაცნობმა ექიმმა ძალიან ბევრი თხოვნის შემდეგ პალატაში შემიშვა.საშინელება იყო ასეთ დღეში მყოფი დეას დანახვა.მის თავთან ჩამოვჯექი.ხელი ჩავკიდე და ძლივს წარმოვთქვი რამდენიმე სიტყვა.
-რატომ მაინც და მაინც შენ დეა?ძლივს გავიღიმე ამდენი წლის შემდეგ და ეს ღიმილიც სამუდამო მოგონებად უნდა დამრჩეს?წარსულს უნდა ჩავაბარო შენი ზღვისფერი თვალები?-ამდენი ხნის შემდეგ ისევ გადმომვარდა ერთი პატარა ცრემლი.დაბურული თვალებიდანაც კი შევნიშნე როგონ შეირხა დეას წამწამები.რამდენიმე წამში კიდევ ერთხელ დავინახე მისი პატარა ოკეანეები.
-დათა.-ძლივს დააშორა ტუჩები ერთმანეთს და საოცრად შეცვლილი ხმით ჩემი სახელი წარმოთქვა.
აი ამ წამს ვიგრძენი ნანატრი ბედნიერება მაგრამ ვინ თქვა რომ ბედნიერება მარადიულია?

.....................................скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent