შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემდეგ...(12)


13-07-2019, 03:40
ავტორი Stranger things
ნანახია 1 748

ჰოო...ანუ ახალი მეზობელი, თავი გავაქნიე ჩემ ხელებში მოქცეულ გასაღებს დავხედე და ფანჯრისკენ გამექცა მზერა საიდანაც მშვენივრად დავინახე როგორ ჩაჯდა დემნა თავის მანქანაში.

*****
თავი გავაქნიე ჩანთა მისაღებშივე მივაგდე და პირდაპირ აბაზანისაკენ ავიღე გეზი, გრილმა წყალმა შედარებით გამომაფხიზლა და იქვე ჩაძინებასაც გადამარჩინა, სამაგიეროდ აბაზანიდან გამოსულს ამესვეტა მარიამი წინ. ამოვიოხრე...არა მგონია ახლაც წყალს გადავერჩინე.
-ხმა არ გავიგო შენი, მეძინება.-თქმა არ ვაცადე ისე ვტკიცე უარი.-ხვალ ისევ საავადმყოფოში ვარ წასასვლელი.-ხელით ვანიშნე ხმაც არ ამოეღო და ნახევრად მძინარე წავედი საძინებლისკენ.
-ეს ჩემი სახლია უკვე და შენი წესები აღარ მოქმედებს.- შუა გზაში დამეწია და ხელით გამაპორწიალა კარადისკენ.-ჩაიცვი და კლუბში მივდივართ.
-გაგიჟდი?-ამოვიოხრე მისი კიდევ ერთი წამოწყებით გაბეზრებულმა და საწოლზე მივესვენე.- როდის იყო კლუბებში დავდიოდით?
-ხო და რო არ დავდიოდით და არც კი ვიცით როგორია იქაურობა დღეს გამოვცადოთ და გავარკვიოთ.
-ხვალ არ გამოვა კლუბის ტესტირებები?- დემონსტრაციულად წამოვიმართე და მარიამის ხელებში მოქცეულ კაბას შევუბღვირე.-ეგ რაღაა?
-წინა წელს გაჩუქე მაგრამ როგორც ვხედავ არც კი ჩაგიცვამს.-შემომიბღვირა.
-სად უნდა ჩამეცვა?- შავ ნაჭერს დავაკვირდი.- ან როდის დადე აქ? ხო გითხარი უკან წაიღე-თქო.
-ხო და მეც ავდექი და წავიღე რაა.-გამომაჯავრა.
-დამაძინე.-დავუმარცვლე შეწუხებულმა და ხელებში მოჩეჩებული უმოკლესი კაბა საწოლზე მივაგდე.
-ნუ ხარ მასეთი გამოუსვლელი!...თუ რაცაა, დღეს მაკომ დარეკა, თეკლას ვერ ვუკავშირდებიო.
-რა უნდოდა?-უცებ ვერ მივხვდი.-ტელეფონი მქონდა დამჯდარი.
-მაგას ვამბობ ზუსტად დამაცადე, კლუბში მივდივართ და ორივე უნდა წამოხვიდეთო.-მახარა და მიგდებული კაბა ხელებში გაასწორა.-ნუ ისვრი ამას აქეთ-იქით, ჩაიცვი და მორჩი წუწუნს ხო იცი ბოლოს რა იქნება მაინც, ყბას რაღატომ იღლი?
-რა გაუგებარი ხარ? სადაც გინდა შენ იქ წადი მე რა შუაში ვარ...
-მიტყდება მარტო შენ სასტავთან ერთად წასვლა და იქნებ მიხვდე ეხლა, თან არაფერს დაგიშავებს ერთი საათი.
-ხო კარგი მომეცი აქ და გადი.-კაბა ავართვი ხელიდან და კარადაში მაღალქუსლიან ფეხსაცმელს დავწვდი.-მაკიაჟის გაკეთების თავი არ მაქ და შენ რომ მორჩები აქეთაც გამოდი.
მარიამი გახალისებული ღიღინ-ღიღინით გავიდა და კარი ხმაურით მომიკეტა. სწრაფად გავემზადე და გოგოს მოლოდინში ალბათ ნახევარი საათი მაინც გავლიე ,ბოლოს როგორც იქნა გამომეცხადა, იმდენად ლამაზი იყო რომ ჩხუბისაც კი მომერიდა და უხმოდ გავუწოდე მაკიაჟის ჩანთა.
-დავამთავრე.-მითხრა რამდენიმე წუთის შემდეგ და კმაყოფილი სახით მომაჩერდა. სარკეში ერთიანად შევავლე ჩემს თავს თვალი და კმაყოფილი დავრჩი, მართალია კაბის სიგრძეზე წუწუნი მაინც დავაპირე მაგრამ მარიამი მიმიხვდა და სანამ რამეს ვიტყოდი მანამდე გამიყვანა ოთახიდან.
-მაკომ მომწერა უკვე იქ არიან და ჩვენღა გველოდებიან.-ტელეფონი ჩანთაში ჩაიდო და სახლის კარი გამოაღო.
მალე კლუბში ვიყავით და უკვე ნაცნობ სახეებს ვეძებდით რაც ბნელი განათების გამო ნამდვილ ვერ გამოგვდიოდა.
-ვხედავ.- ხელი წამავლო და მოცეკვავე სხეულებში გაიკვლია გზა.
-გამარჯობა.-პირველი ირაკლი მოგვესალმა და სასმელი მომაწოდა.
მე ყველას სათითაოდ გადავეხვიე და მხოლოდ მაშინ ვინებე დაჯდომა. კლუბში ნორმალური სიტუაცია იყო, ეტყობოდა რომ შედარებით ნეიტრალური ადგილი აერჩიათ, ერთადერთ შემაწუხებელ ასპექტს ზედმეტად ხმამაღალი მუსიკა წარმოადგენდა და ეგეც იმიტომ რომ ძალიან ვიყავი დაღლილი.
-მიკვირს გამოგყვა.-თავი გააქნია მაკომ და მარიამს გადასძახა, სხვანაირად შეუძლებელი იყო აქ რამე გაგეგონა.
-მეც მაგრამ მთვარია გამომყვა, ეს რომ საავადმყოფოს დაინახავს აღარაფერი ახსოვს ქვეყანაზე.-თავი გააქნია ჩემმა დაქალმა.-კიდევ ველოდებით ვინმეს?
-ჩემი მეგობარი ნიკა უნდა მოვიდეს.-გვითხრა გოგამ.
მაკომ ეშმაკური მზერით გადმომხედა...რა უნდა? სახელი მეცნობოდა, მგონი ქორწილიდან...აჰ, ნიკა, გამახსენდა, მასთან ვიცეკვე, ის იდიოტია ხელების ფათური რომ დამიწყო.
მის გახსენებაზე დემნა ამომიტივტივდა თავსი და დღევანდელი შემთხვევა, თითქოს ახლაც ვგრძნობდი ჩემ ხელში ჩაბღუჯულ, მისი ბინის გასაღების სიცივეს.
ბიჭის შეხებისგან გამოწვეული ჟრუანტელის გახსენებაზე კი სულ ავირიე, სიწითლის გასაქრობად კოქტეილი მოვსვი, ამანაც ვერ მიშველა წამოვდექი და ქალების ტუალეტისკენ გავემართე, ფრთხილად მივაბიჯებდი ჩაბნელებულ დერეფანში და ნელ-ნელა ვხვდებოდი რომ არასწორად წავედი, ჯობდა მეკითხა საით იყო. გაბრუნებას ვაპირებდი რაღაცის მსხვრევის და გინების ხმები რომ მოისმა ამას დაერთო საოცარი ხმით ტირილი, გოგო იყო, აშკარად რაღაც სჭირდა, დახმარებას ითხოვდა, ჩემში ექიმის ინსტიქტებმა იმძლავრეს და ვერც კი მივხვდი ისე უნებურად შევხსენი შავი კარი საიდანაც კივილის ხმები მოდიოდა.
წინ გადაშლილმა სანახაობამ კი სრულად დამადუმა, ქერა გოგო იატაკზე მორთხმით ეგდო და განწირული ხმით კიოდა. თავზე ზორბა ტიპი წამოდგომოდა და გოგოსთვის თმაში ჩაევლო ხელი, საოცარი გაბრაზება და სიშმაგე გამოსახვოდა სახეზე და ბინდგადაკრული შემომცქეროდა.
-შენ აქ რა გინდა?!-დამიყვირა და გოგოს თმას ხელი უშვა.
შოკისგან დადუმებულმა ნაბიჯის გადადგმა ძლივს მოვიფიქრე ჩემივე გამყინავმა ხმამ რომ გაკვეთა ოთახი.
-შენ თვითონ რა უკეთებ ამ საწყალს?
რომ არ მცოდნოდა ეს მე ვთქვი არც კი დავიჯერებდი ისეთი მკაცრი ხმა მქონდა.
-როგორც ვხედავ შარს ეძებ.-ჩემკენ წამოვიდა, ტუჩები ირონიულმა სიცილმა გაუპო.
გაქცევას აზრი არ ჰქონდა, თვალები მოვაცეცე რამე მასიურის პოვნის იმედით მაგრამ მხოლოდ სანათი შევნიშნე ისიც იმდენად მოშორებით რომ ვერ მივწვდებოდი. ქერას გავხედე, რომელიც სიტუაციით დაბნეული კიდევ უფრო მეტად ტიროდა და მონდომებით ჩაფრენოდა კაბინეტის ყავისფერ იატაკს.
იმედი გადამეწურა, მივხვდი შიშისგან როგორ ავკანკალდი მაგრამ ვეცადე არ შემემჩნია...ახლა თუ გადავრჩები აღარასდროს შევალ სხვის კაბინეტში დაუკაკუნებელად, ვლოცულობდი და მძიმე სიტუაციის მიუხედავად, ჩემს თავს გონებაში მოთქმით ვლანძღავდი ასეთი დაუდევრობისთვის.
-ალექს.-ოთახი მკაცრმა ხმამ გაარღვია, ვიგრძენი როგორ მომეხვია მუცელზე ძლიერი ხელი და ნაცნობ სურნელში გახვეული მკვრივ ზედაპირზე აკრული აღმოვჩნდი.
ღონემიხდილი ჩავაფრინდი დაძარღვულ ხელს და შვებისგან კიდევ უფრო ავკანკალდი.
-რა ჯანდაბას აკეთებ?-ხმა გაციებული ჰქონდა და დაძაბული ძლიერად მიკრავდა მუცელზე.
-დემნა.-უცებ დაიბნა კაცი, სახეზე ფერები გადაუვიდა და უკან დაიხია.-საქმეებს ვაგვარებდი ,ხდება რამე?
-ეგ ვინაა?-დემნამ ყურადღება არ მიაქცია დაბნეულ სიტყვებს და ქერაზე ანიშნა.
-შემოგზავნილია.-კაცმა ამოიხვნეშა და ზიზღით დახედა გადაფითრებულ სხეულს.
-მერე მანდ რა უნდა?-ახლა უფრო მკაცრი იყო დემნა.
-დაწყნარდი, უბრალოდ ვუხსნიდი რომ აქ შემოსვლა ცუდი აზრი იყო და იმას ვეუბნებოდი რა მოუვიდოდა მის დამკვეთს თუ კიდევ ერთხელ გამოგვიგზავნიდა ვინმეს.
-და ეს?-როგროც მივხვდი ჩემზე ანიშნა.
-ჩაერია.-ტუჩია აიბზუა კაცმა.
ვიგრძენი როგორ შეუტოკდა დემნას ბრაზისგან მხრები, სწრაფად დამხედა და ისევ უცნობს მიმართა.
-ამაზე კიდევ ვილაპარაკებთ...გოგოს წამოდგომაში მიეხმარე და ექიმთან მიიყვანე, დაწყნარება სჭირდება.-უცნობმა შეწინააღმდეგება დააპირა მაგრამ მივხდი რომ დემნას შეხედა თუ არა გადაიფიქრა.- მოაწესრიგეთ ,ბოდიში მოუხადე და სახლში გაუშვი, მისივე უფროსთან მოვაგვარებთ დანარჩენს.
კაცმა ფრთხილად წამოაყენა ქერა და ჩემზე მოჩერებულმა გაიყვანა ჯერ კიდევ ღია კარში, არ გავნძრეულვართ, მხოლოდ მაშინ დავმშვიდდი ბოლომდე კარი რომ დაიკეტა. დემნამ ამოიოხრა, ხელები გამიშვა და თავისკენ მიმატრიალა.
-შენ აქ რა გინდა?-დაღლილი სახით მიყურებდა.-რამე ხომ არ დაგიშავა?-უცებ ეცვალა გამომეტყველება და მოშიშვლებულ მხრებზე გადაიტანა მზერა.
-კარგად ვარ.-ტუჩები მოვმუწე და ამდენი ხნის შეკავებული ქვითინი წამსკდა, ვეღარ ვჩერდებოდი.-ის კიოდა და...მე...მე შემეცოდა.-ვლუღლუღებდი დემნას კისერში და მლაშე ცრემლით ვუსველებდი პერანგს.
დაძაბულს ხელები მოვხვიე წელზე და დაცულობის გრძნობისგან გულაჩქარებული კიდევ უფრო მეტად ავტირდი.
-ჩუ, ჩუ პატარავ.-მეჩურჩულებოდა და ძლიერად მიხუტებდა.-არ უნდა შემოსულიყავი, ვინმესთვის უნდა დაგეძახა.
უცებვე ამიტაცა ხელში, სავარძელში ჩაჯდა და მეც კალთაში მიმიჩინა ადგილი, ოდნავ წინ გადაიწია და აკანკალებულს რბილი მატერია მომახვია, შედარებით დავწყნარდი, დემნა ჩემს სახეზე, კისერზე და მოშიშვლებულ მხრებზე ნაზად დაასრიალებდა თითებს. მისი თითებისგან წამოსული იმპულსები მთელ სხეულს ედებოდნენ და სიამოვნებისა და სიმშვიდის ნირვანას ქმნიდნენ. რამდენიმე წუთში უკვე სრულიად აღვიქვი სიტუაცია და შედარებით დაწყნარებულმა ავხედე ბიჭის იდეალურ ნაკვთებს.
-ვისი კაბინეტია?-ვიკითხე და ჩემზე შემოხვეულ პლედს დავხედე.
-ჩემი.-მითხრა მშვიდად.-როგორ ხარ?
-უკეთესად.-თავი გულზე დავადე და ვეცადე მასზე მომეხდინა კონცენტრირება.- უბრალოდ შემეშინდა.
-აქ რა გინდოდა?
-გზა ამერია, კივილი გავიგე და შემოვყევი.
-კლუბში რა გინდოდა საერთოდ?-ამოიოხრა და თმაზე მომაკრა ტუჩები.
-მაკომ დაგვპატიჟა მე და მარიამი.-ამოვიოხრე.-არად ახლა უნდა მეძინოს.
-რა დაინახე?-სხეული დაეჭიმა და დაძაბული დამაკვირდა.
-არაფერი ისეთი.-თავი გავაქნიე და ვეცადე რამდენიმე წუთის წინ ნანახი სცენა გონებიდან ამომეგდო.-ის კაცი ვინაა?
-ალექსია.
ესაა ალექსი?.. გაკვირვებისგან ამოვიოხრე, არ ველოდი ასეთი...ასეთი მოძალადე თუ იქნებოდა.
-აბა პოლიციელიაო?-ამოვთქვი გაკვირვებულმა.
-არის კიდეც.-ნიკაპზე წამომავლო ხელი და თავლებში ჩამაცქერდა.-მართლა კარგად ხარ?
-კი დაწყნარდი.-ვუპასუხე და ყბაზე მივაკარი ტუჩები, თვალები დახუჭა და თავი უკან გადასწია.
ისევ გულზე დავაბრუნე თავი, რამდენიმე წუთით ვისხედით, სანამ მყუდროება კარის ხმამ არ დაგვირღვია.
-შემოვიდე?-უკმეხად იკითხა ალექსმა და პასუხს არც დალოდებია ისე ჩამოგვიჯდა მოპირდაპირე დივანზე.-ვინაა?- დემნას ჩემზე ანიშნა.
-თეკლაა.-უცებ წამოდგა და მეც მასთან ერთად წამომაყენა, კარში გავედით.
ზევიდან დამყურებდა და სახეზე მეფერებოდა.
-მაკოსთან და მარიამთან დაბრუნდი.-მითხრა და ამიოხრა.- რამდენიმე წუთში მოვალ და სახლში წავიდეთ...აღარსად შეხვიდე.
სწრაფად მაკოცა ლოყაზე და ისევ კაბინეტში შებრუნდა. რამდენიმე წუთსი სრულიად დაწყნარებული ვიჯექი მაგიდასთან სადაც უკვე ისეთი მთვრალები იყვნენ ჩემი ამდენი ხნით გასვლა ვერც ერთმა შენიშნა მარიამის გარდა.
-სად იყავი?-დაძაბული მომაჩერდა.-საპირფარეშოში ვერ გიპოვე.
-იცოდი რომ ეს დემნას კლუბი იყო?-მისი შეკითხვა დავაიგნორე და კოქტეილი მოვსვი.
-შენ არა?-გაუკვირდა და ეჭვით შემათვალიერა.-სადმე ნახე?
თავი დავუქნიე.
-გასაგებია.-ჩემი გაუჩინარება დემნას შეაწერა და იმ წამს მოსულ სტუმარს შეაჩერდა.
ნიკა ღიმილიანი სახით მიყურებდა, ყველას მიესალმა და დემონსტრაციულად მომიჯდა გვერდით, შევუბღვირე და საგრძნობლად შორს გავიწიე. ახლა ამ ბიჭის თავი ნამდვილად არ მქონდა.
-როგორ ხარ?-არ შეიმჩნია და თვითონაც მოიწია.
ვიცოდი რომ მალე დემნა უნდა მოსულიყო და თუ დაინახავდა რა მონდომებით ცდილობდა ეს ბიჭი ჩემთან მოახლოებას ,არა მგონია ისედაც გაბრაზებულს მარტივად გაეტარებინა.
-მშვენივრად.- ზრდილობიანად გავუღიმე და ფეხზე წამოვდექი.-სასმელს შევუკვეთავ.-ცარიელი ჭიქა ავაფრიალე.-რამე წამოგიღოთ?
-კი იგივე.-ელენემ ჭიქა მომაწოდა და მეც უკვე წასვლას ვაპირებდი ირაკლიმ რომ დამიჭირა.
-მოიცა...იყავი მე მოვიტან.
ოჰ ირაკლი, ოჰ ირაკლი რაა...იქნებ დამაცადო?! აზრით აშკარად მოხიბლულ ნიკას გავხედე და წარბები შევკარი.
-იჯექი.-ვუთხარი და ბარისაკენ ავიღე გეზი.
სანამ ბარმენი ჭიქებს ავსებდა, მე ისევ რამდენიმე წუთის წინ მომხდარზე მეფიქრებოდა, ბევრი კითხვა დამიგროვდა პასუხები კი მხოლოდ დემნამ იცოდა, ამოვიოხრე და ბარს ორივე ხელით დავეყრდენი. უკნიდან ძლიერი სხეული რომ ამომიდგა, გაბრაზების ტალღებმა დამიარა, მაგრამ წამში მოვეშვი სასმელებისა და სიგარეტის სუნს ნაცნობი მზის სუნი რომ გამოერია. იმის ნიშნად რომ ვიცანი თავი მხარზე მივადე და გავინაბე, დემნამ მუცელზე მომხვია ხელები, თავისკენ შემაბრუნა და გამიღიმა. ღრმად ჩავისუნთქე, ერთიანად ჩამომცხა.
-წავედით.- ბარმენს რაღაც ანიშნა, ხელი ჩამკიდა და კლუბიდან გამიყვანა.
-მოიცა...არ გამიფრთხილებია.-შუა გზაში გამახსენდა და ოდნავ შესამჩნევად შევეწინააღმდეგე მანქანისკენ წასულ ბიჭს.
-მე ვუთხარი მარიამს.- მანქანის კარი გამიღო და დასაჯდომად მიბიძგა.-ელენესთვისაც გავატანე კოქტეილი ასე რომ თავისუფალი ხარ.
მთელი გზა ჩუმად ვიჯექი და დაჰიპნოზებული, ნახევრად მძინარე ავყურებდი გამოქანდაკებულ სხეულს. ლიფტში შესულებმა ჩემი სართულის ნომერს რომ მივაჭირე თითი, მხოლოდ მაშინ ვიგრძენი ჩემ წელზე მოხვეული ხელი.
-ჩემს საწოლში მირჩევნია ძილი.-მივუხვდი სათქმელს და ლიფტიდან გასულმა როგორც შემეძლო ისე ჩავიცინე.
-ძილინებისა.-შუბლზე მაკოცა.
გამიკვირდა რომ არ შემეწინააღმდეგა, ცოტა ხანს მიყურა და კიბეებს აუყვა.
მე კიდევ დიდ ხანს შევყურებდი, ბედნიერი კიბეებს... საოცრად ბედნიერი და დაღლილი.
სახლში თვალდახუჭული შევედი და უკვე მძინარე რბილ საწოლზე მივესვენე.


****
ერთიანად გაფითრებული მივუყვებოდი კიბეებს, ლიფტის გამოძახება არც კი მიფიქრია, ჩემ ბინას ისე ჩავუარე არ შემიხედავს და გაყინული მზერა გავუსწორე შავ კარს. ვიცოდი რომ სახლში იყო, შეიძლება უკვე ეძინა. არც კი მიფიქრია გასაღებით გამეღო კარი, თეთრი ზარის ღილაკი მოვძებნე და უჩვეულოდ გათეთრებული თითი წავიღე მისკენ. ზუსტად ვერ მივხვდი რამდენი დრო გავიდა, კარში ნახევრად შიშველი დემნა რომ გამოჩნდა, როგორც ჩანდა აბაზანას მოვწყვიტე, წყლის წვეთები შემორჩენოდა დანამულ სხეულზე.
ჯერ კიდევ გუშინ თავს ბედნიერად ვგრძნობდი, ახლა კი...ახლა განადგურებული ხმასაც ვერ ვიღებდი, რა სასტიკია დრო, როგორ შეუძლია რამდენიმე საათში ის განგაცდევინოს რასაც შეიძლება წლები და კიდევ უფრო მეტი დრო დასჭირდეს რომ გადაიტანო. რა სწრაფი და დაუნდობელია თითოეული ტკივილის წუთი და როგორ უსირცხვილოდ გახვევს თავის წესებს, სამართალს.
გაბრუებულმა ავუსვი შიშველ მხარზე ხელი, ტკივილისგან ერთიანად მეწვოდა სული და სხეული ის კი ისეთი გრილი იყო, ამოვიოხრე და გაშმაგებით დავეპოტინე სასურველ ტუჩებს.
შეკრთა...არ ელოდა, წამში მომხვია ხელი და მთელი სხეულით ამიკრო, ბედნიერებისგან, სიამოვნებისა და ამავდროულად საოცარი ტკივილისგან ცრემლები გადმომცვივდა. იგრძნო და წამში მომშორდა, სუნთქვის დარეგულირებას ეცდა და გაბრუებულმა შემომხედა.
მხოლოდ იმ წამს მივეცი თავს უფლება მეტირა, ამდენი ხნის შეკავებული ცრემლები წამომსვლოდა, ტკივილისგან მოვიკეცე და რომ არ მისი ძლიერი ხელები აუცილებლად დავეცემოდი.
-თეკლა.-ანერვიულდა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია.-ყველაფერი კარგადაა?
-მიშველე.-ამოვთქვი და ძლიერ ხელებში მივესვენე.



№1  offline წევრი დარინა

სულ როგორ უნდა ეხვეოდეს შარში თეკლა , მიწვალებს ჩემ ბიჭსდა ნერვებს მიშლის, იმედია ცუდი არაფერი მოსვლია თორემ მასზე მეტად ალბათ დემნას ეტკინება.

 


№2  offline წევრი Maia G.

ოჰოოოო,ნეტავ ეხლა რაღა მოხდა????
მე კი გულზე შემომეყარა დემნას ხომ არ შეეშალა რამე მეთქი,მაგრამ,როგორც სჩანს ასე არაა......
დაგელოდები სხვა რა გზა მაქვს :D ❤❤

 


№3 სტუმარი ლიზიკო

აუმალე დადეთ რა შემდეგი თავი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent