შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუ ჩამითრევ ჯოჯოხეთში (თავი პირველი)


13-07-2019, 15:51
ავტორი BleckHeartMIA
ნანახია 1 450

ოდესმე თუ ჩაფიქრებულხარ რატომ ქვია შეცდომას შეცდომა? ალბად იმიტომ,რომ შეცდომაა...ვფიქრობ, ადამიანმა თუ გინდა თავი ცოცხლად იგრძნო ბევრი შეცდომა უნდა დაუშვა,ბევრჯერ უნდა შეცდე,რომ შემდეგ ამ შეცდომებზე ისწავლო.მე მინდოდა თავი ცოცხლად მეგრძნო,ისე ცოცხლად,როგორც არასდროს,ცოცხლად ყოფნა მინდოდა, არაამქვეყნიურად ცოცხლად ყოფნა,მინდოდა დიახაც!მინდოდა და მივიღე კიდეც!
იცით რა არის ჩემთვის სიცოცხლე? გული რომ საგულედან გივარდება, ვენებში სისხლი აფორიაქებულია თითქოს გაბრაზებული მდინარესავით რომ ჩქებს და ეხეთქება კედლებს,როგორც ადიდებული მდინარის წყალი ქვებს.თითქოს ესაა ჩემთვის სიცოცხლე,როცა კაპილარებში,ვენებსა და არტერიებში სისხლი მოძრაობს და გავიწყდება საით მიედინება, არ აქვს მნიშვნელობა გულიდან ორგანოებამდე თუ პირიქით.
გარეთ საშინელი ამინდია,წვიმს,განა უბრალოდ წვიმს?არა ეს რაღაც სხვაა თითქოს ცუდი ამბის მომასწავლებელია ეს წვიმა,ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს გარეთ რაღაც ცუდი ხდება მინდოდა ეს შეგრძნება სადღაც გამქრალიყო,ამიტომ ჩავრთე კომპიუტერი და მეგობარს მივწერე.ცოტახნის შემდეგ ჩემს საწოლში ჩავწექი, შემდეგ უცნაური გრძნობა დამეუფლა ისეთივე,როგორიც ყოველ საღამოს. მე ვარ მია თვრამეტი წლის გოგონა,რომელიც სულ რაღაც ორ თვეში სკოლას დაამთავრებს.გოგონა რომელსაც საშინლად მოსაწყენი ცხოვრება აქვს,მკაცრი მშობლები,აუტანელი და დამღლელი ყოველდღიური გრაფიკი ადამიანი რომლის მოვალეობებშიც მხოლოდ სწავლა შედის და არანაერი გართობა.სწორედ ამ უცნაური გრძნობის დროს ვფიქრობ,რომ არ შეიძლება ასე,ეს არ უნდა ხდებოდესმეც უნდა ვგავდე სხვა მოზარდებს,მაგრამ რატო არ ვარ მათნაერი? რატომ არ შემიძლია მათთან ერთად გვიანობამდე გართობა? რატომ არ შემიძლია იმ ყოველივეს გაკეთება რასაც ისინი აკეთებენ თითქმის ყოველდღე? ანუ როგორც ჩემი მშოვლები მოიხსენიებენ რატომ არ შემიძლია შეცდომების დაშვება? აი იმ შეცდომების რომლებსაც შეუძლიათ თავი ცოცხლად მაგრძნობინონ.
მეგობრები საერთოდ არ მყავს,მხოლოდ ერთი მეგობარი მყავს ისიც ბიჭი უსიმპატიურესია ხანდახან ვფიქრობდი ნეტავ ჩემი მეგობარი კი არა შეყვარებული იყო თქო,მაგრამ რაღაც მეეჭვება გოგონები მოწონდეს რადგან არასდროს არ ყოლია შეყვარებული და არც არასდროს არ უთქვამს ვინმე გოგოზე მომწონსო. ჩვენი მეგობრობა ცოტათი განსხვავდება სხვებისგან უმეტეს დროს მესიჯობაში ვატარებთრადგან სანდრი არ ცხოვრობს ჩემს პატარა ქალაქში და დროდადრო თუ ჩამოვა ხოლმედა ისიც ათი წუთით ვნახულობთ ერთმანეთს,რადგან როცა აქააა ჩემთვის არ ცალია.ან ვერ იტანს ჩემს წუწუნს, მე ხომ სულ იმ ნანატრ შეცდომებზე ვწუწუნებ იმ თავისუფლებაზე რომელსაც ჩემი მშობლები მიზღუდავენ... სანდრი კი სხვანაერია,სხვანაერი არა მათთნაერი იმ ადამიანების მსგავსი რომლებიც შეცდომებს უშვებენ და თავისუფლებაც აქვთ.ყოველ საღამოს მასთან მესიჯობით მეძინება და დღევანდელი დღეც არაა გამონაკლისი.
-ჰეი რას შვრები ბებს?
-იდიოტო...შენ?
-მე გარეთ ვარ...
-ამდროს?
-ხოო ბებს...მისმინე ეხლა უნდა გავიქცე მეგობრებთან ერთად ვარ
-მოვიწყენ უშენოდ...
-ერთ საიტს გეტყვი შედი და იქ გაერთობი
-ჰმმმ
-შენები ვერ გაიგებენ არ იდარდო...
-იდიოტი ხარ იცოდი?
-კი
სანდრის აღარ მოუწერია მხოლოდ იმ საიტის ლინკი ჩამიგდო.საიტზე გადასვლა არ მიფიქრია სანამ; მივხვდი რომ რაც არ უნდა მეცადა ვერ დავიძინებდი ამიტომ გავხსენი საიტი რაღაც ონლაინ ჩათი იყო,პარამეტრები დავაყენე რაც უმარტივესი იყო ვარ გოგო და ვეძებ ბიჭს სხვა არაფერი არ ჭირდებოდა რეგისტრაციას თუ არ ჩავთვლით,მეტსახელზე ბევრი არც მიფიქრია და „ბებსი „ დავაწერე,რამდენიმე ლაწირაკს ვესაუბრე ბოლოს დავიღალე ყურსასმენები გავიკეთე და მობილური გვერძე გადავაგდე, მხოლოდ ხმა მესმოდა ვინც საუბრობდა16 წლის ზემოთ ვერავინ ვნახე,ჩათიდანგამოსვლას ვაპირებდი,როცა სასიამოვნო ხმა შემომესმა
-ჰეი აქ ხარ?........




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent