შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩიხი #2


13-07-2019, 23:14
ავტორი ქეთათო4
ნანახია 1 569

ოცდათერთმეტ დეკემბერს მსხვილმა ფანტელებმა თბილისი მთლიანად გაათეთრა. მოღუშული სახით შეაბიჯა გასვიანმა ნაცნობ ბარში და მალევე მოირგო მიმტანის ფორმა.
თვალის ფერი გაცრეცოდა სოფიოს. მქრთალ ღაწვებზე ოდნავ წითელი ფერი დაჰკრავდა უჩვეულოდ.
არავის უყურებდა არც კაკის ძებნა დაუწყია მის გაცრეცილ თვალებს. იჯდა...
ერთ წერტილზე ჰქონდა მზერა მიყინული და ფიქრობდა...
ბარში Artificial love მაღალ ხმაზე ჟღერდა.
მყუდრო გარემო იყო პირველად ამხელა ბარში და სოფიოც მიშვებული იჯდა.
მხარზე მძიმე ხელის დადებისას ოდნავ შეკრთა და კანდელაკს ახედა.
-გამარჯობა სოფიო!
-გამარჯობათ ბატონო კაკი! ოდნავ, მოჩვენებით გააპო სახე.
-დღეს თოვს სოფიო. ქალის თვალებს უყურებდა და მის შეცნობას ლამობდა
-ხო რატომღაც თოვს! მხრები აიჩეჩა ქალმა და ისიც აჰყვა თავხედ მზერაში კანდელაკს.
-და შენ ახლა რა გინდა სოფიო?
ქალის მწვანე თვალები სულ ოდნავ გაფართოვდა მოულოდნელობისგან მერე კი ისტერიულად მოედო მის სახეს ბედნიერება
-ახლა სადმე მშვიდ კაფეში მინდა ბატონო კაკი, რომელსაც სავარაუდოდ თქვენ არ კადრულობთ. კუთხეში ჯდომა და იქიდან ფანტელებით სავსე სივრცის ყურება მინდა. კიდევ უჩვეულო სითბო მინდა და ყველაზე მთავარი მწვანე ჩაი ზუსტად ღამის თორმეტ საათზე. კიდევ ერთხელ ახედა გაადრულ კანდელაკს და უაზროდ გაეღიმა
-კიდევ ახალი წელი მინდა შენთან ერთად! თვალები მოაშორა კაცს და საკუთარ გამბედაობაზე გაეღიმა.
-ბანალურია სოფ! ბანალური მაგრამ ყველაზე მაგარი ახალი წელი!
წელის მიდამოზე კაცის სითბოთი სავსე თითის ბალიშები იგრძნო და უხმოდ გაჰყვა.
მიდიოდა კანდელაკი და ყველაზე ლამაზი ქალი მიჰყავდა მასთან ერთად. მიმტანის ტანსაცმელი ეცვა სოფიოს.
თმები მხრებზე ჩამოშლოდა... ლოყები ბედნიერებისგან უხტოდა...
წითელ ბაგეებზე სიცივე აცეკვებულიყო და ოდნავ დახეთქვოდა წითურს ტუჩები...
მოხდენილი ნაბიჯით მისდევდა კაცს. არ იცოდა სად მაგრამ მაინც მიჰყვებოდა კანდელაკს.
მანქანის კარი კაკიმ გაუღო და სავარძლისკენ მიუთითა.
ისევ იგივე ღიმილით დაჯდა სანატრელ ადგილზე და დაელოდა მძღოლს.
სალონში არსებულმა მენთოლის სუნმა მთლიანად მოიცვა სოფიოს ფილტვები და მასში გამეფდა.
მანქანა დაიძრა...
ბედნიერება ისევ ჯიუტად ეთამაშებოდა ქალის სახეს...
თავხედი მზერით მისჩერებოდნენ მისი თვალები კანდელაკს...
გზა იყო ყველაზე ამაღელვებელი და მერე გამოჩნდა ის ადგილი...
კარი ისევ კაცმა გაუღო და სოფიოც ისევ მოხდენილი ნაბიჯით გაჰყვა.
იცოდა ეს ადგილი გასვიანმა, მეტიც ხუთი თითივით იცნობდა ყველაფერს აქ.
სიმშვიდეში ერთად შეაბიჯეს და კუთხეში არსებული ადგილისკენ დაიძრა კაკი სადაც უკვე ისხდნენ.
უხმოდ გაჰყვა სოფიოც...
წყვილმა მათ დანახვაზე უემოციოდ აიქნიეს ხელი და უბრალოდ წამოდგნენ.
იქ დაჯდა კაკი და გვერდით მოისვა სოფიო.
სითბო ფეხის თითებიდან უძვრებოდა ქალს და გაყინულ სხეულს აუჩქარებლად უთბობდა.
-მწვანე ჩაი მოგვიტანე! საყვარელ ხუჭუჭა გოგონას გადასძახა კანდელაკმა და სიგარეტის ღერი თავხედურად მოიქცია ტუჩებში.
მიუხედავად იმისა, რომ სოფიო ვერ იტანდა მწეველებს ახლა ყველაზე მიმზიდველი ეჩვენებოდა კაკი და სიგიჟემდე უნდოდა მის კანში შეძრომა.
-პირველად აქ გნახე! მოულოდნელად დაიწყო კაცმა ლაპარაკი და მზერა ფანჯარას გაუსწორა.
-აბუზული გოგონა ვნახე პირველად აქ, ბევრი კონსპექტით და წიგნებით ხელში. მაშინაც სიმშვიდე მოდიოდა შენგან. მწვანე ჩაის სვამდი და თან რაღაცას წერდი.
თმები ფანქრით გქონდა შეკრული, წარბები შეჭმუხნული და რაღაცაზე ბრაზობდი.
მაშინ პირველად გამეცინა გულწრფელად გოგოზე.
მეორედაც აქ გნახე... მოღუშული სახით. თავპირი ჩამოგტიროდა მაგრამ მაინც სვამდი მწვანე ჩაის და ჯანდაბა. მაშინ პირველად შევნიშნე შენს ყელზე არსებული სამი თავნება ხალი. მეძახდნენ შენთან მაგრამ არ მოვედი.
მერე სამსახურში გნახე ვატოსთან.
იმდენად გავბრაზდი მაშინ, რომ კონტროლი დავკარგე საკუთარ თავზე.
მაღიზიანებს ყველა ის უმნიშვნელო წამი, როცა სხვა კაცი განუგეშებს.
ჯანდაბა სოფ მე შენი ყველა დაღვრილი ცრემლი ეგოისტურად მისწორდება იცი?
მხოლოდ მე მეკუთვნის თითოეული ჩამოგორებული წვეთი მაგ თვალებიდან და მსიამუვნებს.
რაღაც სულელურს ვგრძნობ...
32 წლის ასაკში გასულელდა კაკი.
თავის სიტყვებზე თვითონვე გაიცინა და თავზე ხელი ნერვიულად გადაისვა.
-მოვა დრო როცა იქნები ჩემს გვერდით! შენთავს ვფიცავარ იქნები და რა სტატუსით არ ვიცი.
უბრალოდ არც იფიქრო, რომ შეგიძლია ადგე და შემეშვა.
უსმენდა გასვიანი და თითოეულ სიგმტყვას ატარებდა ტვინში.
არ უკვირდა არაფერი მეტიც არც უხაროდა და არც სიხარულისგან იყო გაგიჟებული, უბრალოდ ფიქრობდა რატომ ხდებოდა მის თავს ასეთი რამ.
უყვარდა კაკი?
დიახ უყვარდა ეს კაცი მაგრამ ეშინოდა...
ეშინოდა იმ დღის როცა გაიღვიძებდა და აღარ იქნებოდა მის გვერდით კანდელაკი.
თორმეტი საათი იყო მწვანე ჩაი პირველად, რომ მოსვა და ხელები ჭიქაზე ახლართა.
ყველაფერი კარგად იყო, კაკი უკვე მეოთხე ღერს ეწეოდა მაგრამ ყველაფერი კარგად იყო.
კაფე იყო მეტად მშვიდი... თორმეტი საათი და მწვანე ჩაიც იყო... და ყველაზე მთავარი კაკი იყო მის გვერდით.
თორმეტს გადასცდა... ფიფქები ისევ დათარეშობდნენ თბილისის ქუჩებში...
ახალ 2019 წელს შემოეხსნა კარი და ყველასთან დამდგარიყო.
ბედნიერი იყო სოფიო.
ახალი წელიც ბედნიერი იყო სოფიოთი.

კაფე ორ საათზე დატოვეს.
მისამართი არც უკითხავს ისე მიიყვანა კუთვნილ ადგილზე და თვალებდაწვრილებულმა გადახედა ქალს.
-ღამემშვიდობოს სოფიო!
-ახალწელს გილოცავ კაკი! წვერიან ლოყაზე ტუჩები მიაწება და მერე ფრთხილად დატოვა ავტომობილი.
სახლის კიბეზე ასულს ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა.
-,,მეც გილოცავ ახალ წელს სოფ"
სახე გაებადრა... კაკის სურნელით გაჟღენთილი ქურთუკი საკიდზე დაკიდა და აბაზანაში შეიკეტა.

სოფიოდან წამოსულს ღიმი სახეზე ჯოუტად დასთამაშებდა და მობილურს ხელში ათამაშებდა.
სამი იყო დაწყებული..
ხალხი ისევ გარეთ იყო ...
სიცილი აყრუებდა თბილისის დიდ ქუჩებს და კაკიც უნებურად ჰყვებოდა მათ გულწრფელ ბედნიერებას.
აზრები ერეოდა თავში...
მანქანა ისევ მოაბრუნა და სოფიოს მიმართულებით აიღო გეზი.
ასე ვერ წავიდოდა...
კიბეები ერთი ამოსუნთქვით აიარა და კარზე ზარი დარეკა.
სუსტი ნაბიჯების ხმა სქელ კარშიც კი კარგად ესმოდა...
საკეტის ხმაც მალევე გაიგო და მერე გამოჩნდა ქალის სილუეტი.
მწვანე ხალათში გახვეული სუსტი სხეული...
-კაკი! გაოცება ვერ დამალა სოფიომ
-ჩაიცვი მიდი ქვემოთ გელოდები ბაკურიანში მივდივართ. მხოლოდ ეს სიტყვები არანაირი შეხება.
მხოლოდ სიტყვები და მერე მოქმედებები.
შავი აუდის მარკის მანქანა ღამის ოთხ საათზე უკვე ბაკურიანის გზას დაადგა.
არანაირი შეხება, უბრალოდ სიგიჟემდე შეყვარებული ორი გული.
-----
,, ახლა დავიბადე...
ვგრძნობ სიხარულს და მის მნიშვნელობას. ვიაზრებ ყველა იმ წამს რაც მაკავშირებს უკვე ამ კაცთან და ეგოისტურად მსიამუვნებს მის გვერდით ყოფნა.
მსიამუვნებს მის დანახვაზე აცეკვებული გული და ამღერებული უჯრედები.
13 დეკემბერს ვნახე პირველად. მაშინ დიდი თოვლი იყო ქალაქში..."





აიი არ ვიცი მეტს უბრალოდ ვერ ვწერ.
დიდ ემოციებთანაა ეს მოთხრობა დაკავშირებული.
მაპატიეთ.
იმედია მოგწონთ.
მიყვარხართ ძალიან, უკიდეგანოდ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent