გულისცემა (სრულად)
ჩვენი კავშირი ყოველგვარ წესებს რომ არღვევდა,ჩვენც ვიცოდით.. რომ გავგრძელდით და ხალხში ერთად გამოვჩნდით,ჯვარს გვაცვეს ლამის. ვერავის ვარწმუნებდით,რომ გულწრფელიიყო ჩვენშორის ყველაფერი და, არც იმას იჯერებდნენ, წინასწარ დაგეგმილი არაფერი რომარ ყოფილა. საზოგადოებას იმ წელს ჩვენ ვერ დავარწმუნეთ,რომ ერთმანეთი გვიყვარდა. ვერც იმ წელს და ვერც მერე,ყველაფერი რომ დასრულდა. კეთროვანივით მოგვიშორა თითქმისყველამ და თითო ოროლას თუ შევრჩით. მისი სიყვარული რომარყოფილიყო,ვერ გადავიტანდი. როგორია,ერთ დღეს ყველას უყვარდედამეორე დღეს შენკენ სალანძღავ სიტყვებს ისროდნენ. ლამის გავგიჟდი, ის კვირა თითქმის არ გავსულვარ სახლიდან და ლაშაც გადავიყვანე ჭკუიდან. მე ხომ საერთოდ ცოცხლებშიც არვეწერე. თავზე ჩამომექცა მთელი სამყარო,მაგრამ,მაინც ვერ ვნანობდი. მისი სიყვარული როგორ მენანა? არასწორი ვიქნებოდი, მასთანაც, ჩემთავთანაც. როგორ მენანა? რა მენანა? მთელი არსებით მიყვარდა.. ___ ერთმანეთი ა-დან ჰ -მდე ვიცოდით. ორი და სამი წელი კიარა, მთელი ცხოვრება გვაკავშირებდა ერთმანეთთან. დაბადება,ბაღი,სკოლა,უნივერსიტეტი. ოჯახის იქით არარსებობდა ვინმე,ვისთანაც მეტი დრო მექნებოდა გატარებული. ლაშაც ჩემი ოჯახი იყო. შანსი არიყო,არმოსულიყო და დედას კექსი არ დაეცხო. მერე ერთად ვისხედით და მუცლის ტკივილამდე ვჭამდით. ლაშა ჩემი გონების ყველაზე ადრეულ სკივრშიც კი იყო. საერთოდ ყველგან იყო. სადაც არუნდა ყოფილიყო,იქაც იყო. ჩემზე თითქმის ორი წლით იყო უფროსი,მაგრამ მეტი ეტყობოდა ხოლმე,ისეთი სერიოზული იყო. ჩემზე ორი თავით მაღალიც იყო. მთასავით წამომადგებოდა ხოლმე თავზე და მე ფსკერზე დაგდებული კენჭივით ვუყურებდი ქვემოდან. უსიმპატიურესი იყო. მთელი უნივესტირეტი გიჟდებოდა მასზედა მე ამაზე ვგიჟდებოდი. ვერ ვიტანდი ვერასდროს მის გვერდით ვერცერთ საწინააღმდეგო სქესს. აასე მეგონა ვეღარ ვსუნთქავდი, რომ წარმოვიდგენდი,სხვასთან იყო და ჩემთან არა. ეგოისტობის მწვერვალი ვიყავი. სკოლა რომ დავამთავრე,ის დღე გვერდიდან არ მომშორდა, ცხოვრების ახლა ეტაპზეც შენთან უნდა ვიყოო,მითხრა. ფინალური გააცდინამაშინ და მერე გადაბარებაზე ღამეები მათენებინა კონსპექტებთან,შენი ბრალი იქნება თუ შემეტენაო. ჩემი კლასელები ეცემოდნენ სულ ლაშაზე. ეს ტკიპასავით მეკვროდა ხოლმე და ასე რომ გვიყურებდნენ,ჩუმჩუმად გვგესლავდნენ. თუ რამე მიჭირდა,მთებს გადადგამდა და მაიმც გამომაძვრენდა. ეროვნულებზე ჩემზე მეტს ნერვიულობდა. ყოველ გამოცდაზე მას მივყავდი. შოკოლადებს სულ ძალით მაჭმევდა და მთელიოთხი საათი ადგილიდან არიძვროდა. მერე ისევ სახლში მაბრუნებდა და თუ გარეთ გამოსულს დამინახავდა, სახლში მაბრუნდებდა,რადროს ეგაა,100% იანს არუნდა ჩამოცდეო. ჩწმზე მეტი მონდომებული იყო და მე ის უფროგამიხარდა,მას რომ გავუმართლე იმედები. სხვაგან რომ მოვხდარიყავი,მიანც მასთან გადავიტანდი საბუთებს. აღარ დამჭირდა,სამართალზე ჩავირიცხე სრული დაფინანსებით და იმ დღე ბათუმში ყირაზე გადავედით. ისე დავთვერით,ერთმანეთს ვერ ვცნობდით. სულ ყველას ეუბნებოდა ჩემზე და მეც თავი მომქონდა,თითქოს ერთადეეთი ვყოფილიყავი. საერთოდ,მასთან თავი ასე რომარ გეგრძნო,გამორიცხული იყო. სამყაროს ცენტრი მეგონა თავი. სანამ უნივერსიტეტი დაიწყებოდა, ჩემი დაბადების დღე იყო. ოფიციალურად შემისრულდა 18 და ისეთი ამბავი მომიწყო, იმის მერე,სანამ ჩვენ არ გავხდით,მეტი სალაპარაკო არ ჰქონდა მთელ ქალაქს. მთელი ოზონის სფერო დახეთქა იმ ღამეს, სანამ ყველა ფანჯარა არ დაიღო შუაღამით ბინაში,მანამდე იყო აჭრელებული მთელი ცა ცისარტყელას ფერებით. გაგიჟებას რაღა მაკლდა. აივანზე ვხტოდი და რასაცქვია დავაქციე ცა ცრემლებით. რომ ამოვიდა იმდენ ხანს ვეხუტებოდი,სანამ თვითონ არ ამაფხიკა მისი სხეულიდან,გავიგუდე და დავსველდი შენი ცრემლებითო. იმ ღამე გადავათენეთ მე ლაშამ და დედამ. არ დაგვილევია, ლაშა ან ძაან იშვიათად სვამდა,ან საერთოდ არასდროს. მ დღეს მითხრა,ხვალისთვის ვინახავ თავსო. თენდებოდა რომ დაგვტოვა, წასლამდე ოქროს ყელსაბამი საკუთარი ხელით გამიკეთა,ჩემი ანგელოზიხარო-პატარა კულონზე მიმითითა. იმ დღის შემდეგ აღარასდროს მომიხსნია კულონი,სულ თან მქონდა და მიცავდა,მჯეროდა. ის დღე არასდროს დამავიწყდება. მთელი საღამო თავს დამტრიალებდა და ცდილობდა ყველა დეტალი იდეალურად ყოფილიყო. მთელი სამეგობრო და ლაშა პატარა ბარს მთლიანად ვიკავებდით. იმდღესაც ბევრი დავლიეთ. ბევრი ვიცეკვეთ. სულ ყველაზე ლამაზიხარო-ყოველ წუთას მეუბნებოდა და მეც სიამაყისგან ვიბერებოდი. ჩემი უახლოესი მეგობარი-თათა მთელი საღამო ისე გვიყურებდა,ვერ ვხსნიდი. მერე მითხრა-იმ დღეს გაგშიფრეთ პირველადო. უნივერსიტეტის პირველი დღე ისეთ სტრესში გავატარე, არ მავიწყდება. ლაშას უნდა წავეყვანე და რომ დააგვიანდა,უკვე ეკლებზე ვიჯექი. მის გარეშე საერთოდ არ მინდოდა იქ მისვლა,მაგრამ,დედამ სულ ძალით გამაგდო. მთელი დღე გული ვერაფერს დავუდე, კურსელებიც არ გავიცანი. ყველგან მას ვეძებდი და ყველგან მეჩვვენებოდა. ტელეფონი ავუფეთქე, ბოლოს მივწერე "მეტკინა"-თქო დაის დღე აღარც შევეხმიანე. მეორე დღეს უზარმაზარი შოკოლადებით სავსე ყუთით დამადგა თავზე. "სანამ დამკბენ,რომ დატკბეო"-სულ ძალით მაჭამა ორი ცალი სნიკერსი. რომ ვკითხე სად იყავითქო, ძაან აუცილებელი საქმე მქონდა,მერე გაიგებო. მერე- ძალიან მალე დადგა,იმ საღამოსვე. ვიღაცა ნატამ ლაშა დათაგა ფოტოზე. გავშტერდი. მთელი საათი ეკრანს გაფართოებული თვალებით ვუყურებდი და ისე ვტიროდი,ვერც დედამ გამაჩერა. გავგიჟდი იმ ღამეს,დილიდან შემორჩენილი შოკოლადები სულ კარებში ვესროლე მოსულ ლაშას. არ შემოვუშვი, თვალები სულ ჩაუშავდა და ისე წავიდა, სულ ჩემი ტირილი და ისტერიკა გაყვა უკან. ვერავიტანე. საერთოდ ვერავიტანე რომ ყველაზე მნიშვნელვან დღეს ვიღაცა ნატას გამო არიყი ჩემთან. ლაშა იყო და არეკადრებოდა. ლაშასთვის ანუკა-რომ ვიყავი,მითუმეტეს არუნდა გაებედა ჩემთვის. მთელი ორი კვირა დადიოდა ყოველდღე, არცერთხელ შემომიშვია. მერე თათას დავაბარე-შემეშვასთქო და, მართლა შემეშვა, ოღონდ,ერთ დღით. მეორე დღეს უნივერსიტეტთან დამხვდა-დავშორდი-ო. კიარ მინდოდა,მაგრამ, მაინც ისე ჩავეხუტე,ვაგრძნბინე,რომ მისი თავისუფლება გამიხარდა. თათა გადაირია ლამის, რას აკეთებ თუ ხვდებიო. ვერ ვხვდებოდი. ეგოისტი რომ ვიყავი,ეგ დედამიწაზე ვინც მიცნობდა,ყველამ იცოდა. მე ყველაზემეტად ჩემში ეს თვისება მეზიზღებოდა. ვგრძნობდი,ამის გამო ბევრ რამეს ვაფუჭებდი ირგვლივ და, მითუმეტეს,ლაშას! მაგრამ,ავადმყოფულად მესაკუთრე ვიყავი, და,ვერ გადამაჩვია ვერავინ ამას. იმ ბოლო მისი დაშორების მერე დაიწყო ის, რის გამოც ბოლოს აღარავინ შეგვრჩა არავის. სულ ძალიან ახლო ადამიანების გარდა. მე,თათა და დედა მყავდა ზურგსუკან,რომ მოვბრუნდი. დანარჩენებისთვისყველაზე დიდი ზღვარი გადავკვეთეთ-ერთმანეთი რომ შევიყვარეთ. პირველ კურსს რომ ვხურავდი, მაშინ გარდავიტეხეთ. ბოლო ფინალური იყო და ლაშამ თავი გაიგიჟა,სადმე აღვნიშნოთო. მე ჩემ კურსთან ერთან მივდიოდი და ეს რომ ვუთხარი, კარგიო. საღამოს ბარში ვიყავით, თათაც ჩემ კურსზეიყო და ისიც გვახლდა. ცოტას ვსვამდი,ისიც,გაზავებულს. სამაგიერო,თათა იყო იმდღეს ისეთ უდარზე,ყელას დასალევი დალია. მერე მითხრა,ფხიზელს ვერ გეტყოდი სათქმელსო. რაც მითხრა,იმაზე მეტად გამთიშა,ვიდრე თვითონ იყო. ისე მომახალა,ლაშა გიყვარსო,სუნთქვა შემეკრა და საერთოდ ვერ გავეცი პასუხი. იმდენ ხანს ვიდექი ბარის შესასვლელთან გახევებული, სანამ ლაშა არ მოვიდა და მანქანაში არ ჩამსვა. დიდხანს მეკითხებოდა,რამჭირდა. ლამის ჭკუიდან გადავიდა,სანამ ყველა მომიკლავს,მითხარი,ვინ რა მიქარაო. რას ვეტყოდი?-მე მივქარე თქო? სულ სხვანაირად ვუყურებდი გააფთრებულ ლაშას. სულ სხვანაირად აღვიქვი მისი შეხებაც და მისი კოცნებიც. ვერ გცნობო-მთელი გზა მიმეორა. მე ვეღარ ვუთხარი მიზეზი. ის ღამე სახლში არ მივაყვანიე თავი, პირდაპირ თათასთან ავედი-მთელი გზა უკანა სავარძელზე უხმოდ რომიჯდა.. ის ღამე მეც და თათამაც ისე გადავათენეთ,ცრემლი ვერ შევიშრეთ. თათას დედა გავაგიჟეთ,მერე ერთი კოლოფი სიგარეტი დაგვიტოვა და ის ოცოვე ღერი ისღამე მოვწიეთ. იმის მერე,ვეღარც გადავაგდე. თათამ-მეგონა შენც ხდებოდიო,ბოდიშიო... საბოდიშო რა ჰქონდა,სიმართლე რომ დამანახა? სულ ყველაფერი წვრილმანწვრილმან გავიხსენეთ, ჩემი გაფრენები ლაშას საყვარლებზე და ის ამოუხსნელი უჰორიზონტო ეგოისტობები. დასკვა ისე იდო,ვერც შეიტანდი ეჭვს-ლაშა ლაშხი მთელ დედამიწად მიღირდა. იმისმერე,ისე ავირიე,ვეღარც დავლაგდი. ლაშა კედლებზე გადიოდა,რა დაგემართაო. მე რანაირად მეთქვა-შენ დამემართეთქო? მთელი თვე კატა-თაგვობანას ვთამაშობდით. ის მეძეებდა,მე ვიმალებოდი. რატო?-მცხვენოდა... ამ სირცხვილს ვერ გადავდიოდი, სხვანაირად რომ ვუყურებდი და რომარ შეემჩნია,თვალებში საერთოდ აღარ ვუყურებდი. არადა,მისი მწვანეები მთელ სამყაროს მერჩივნა. ბოლოს,ვულკანივით იფეთქა. ასეთი მე ლაშა არასდროს,არც მანამდე და არც შემდეგ აღარ მინახავს. თათადან გამოვდიოდი, შუა ღამე იყო. ტაქსს ველოდებოდი,ფეხებთან რომ მომიყენა მანქანა. ისე მითხრა,ჩაჯექიო,ეგრევე დავემორჩილე. მთელ სახეზე იმედგაცრუება დასიცივე ჰქონდა, თან ისე ღრმად, შუა აგვისტოში სიცივისგან მაკანკალებდა. მთელი სისწრაფით მართავდა, ოსტატურად ძვრებოდა მანქანებს შორის.. მისი არასდროს მეშინოდა,მაგრამ,იმ დღეს მთელი არსით შემეშინდა. ლაშა,შეაჩერეთქო-მთელი საათი ვუყვიროდი. საერთოდ არესმოდა. თუარ მეტყვი რა ხდება,თავს შევაკლავ იცოდეო. გავაფრინე. 240-ით მივქროდით. მთელ სხეულში მაკანკალებდა და გული საერთოდ თუმქონდა,არ ვიცოდი. ვერ ვსუნთქავდი. მისი დაჭიმული სხეული და დაძარღვული კისერი ჭკუიდან მწევდა. -მიყვარხარ-ისე ვთქვი,მთელი გული ამოვაყოლე. მთელ სალონში გაიყინა ერთი სიტყვა. სუნთქვა სულ დამავიწყდა, თვალები მაგრადმქონდა დახუჭული და ცრემლებს ვერც ვიმშრალებდი. მერე ვიგრძენი,როგორ დაუკლო სიჩქარეს,თუმცა,ამან არუშველა,ისე ავრიე,საჭე ვერ დაიმორჩილა და, სადღაც,რაღაცას მთელი ძალით შევასკდით. თათა მიყვებოდა,ორი დღე გათიშული იყავიო. მე თვალები რომ გაავახილე-ლაშა-თქო,მარტო ამის თქმა შევძელი,მთლიანად ბინტებში ვიყავი. თავზე თვალებდაწითლებული ლაშხი რომ დამადგა,ავტირდი. ისე ცუდად გავხდი,დამამშვიდებლები გამიკეთეს. მეორე დილით გამოვფხიზლდი, ოთახს რომ მოვავლე თვალი, დედა ფანჯარასთან იდგა.. ლაშას მეორე საწოლზე ეძინა. პულსის აჩქარებაზე დედამ შემომხედა. თვალები ნერვიულობისგან სულ სხვანაირი ჰქონდა. ძალიან მეტკინა მისი ტკივილო. თმაზე მეფერებოდა და თითებზე მკოცნიდა. დროდადრო ლაშასკენ რომ ვაპარებდი თვალს-მთელი სამი დღეა არ გშორდებაო-მერე მითხრა. ჩემი დაუდევრობით ვიყავი ძალიან დაშავებული,თორე ლაშას ხელი ჰქონდა მარტო მოტეხილი და მსუბუქი ტვინის შერყევა. მე ამყველაფერთან ერთად ფეხიც მქონდა ბონუსად მოტეხილი და ერთი-ორი ნეკნიც. ლაშამ რომ შეიფხიზლა,დედამ დაგვტოვა.. დიდხანს იდგა და მიყურებდა. მერე-მეც მიყვარხარო-ო და,იქ დავიწყეთ. რომ გამომწერეს,სანამ არ დავდექი გამართულად ფეხზე,არავისთვის არაფერი არ მითქვამს. არც იმ დღის შემდეგ თქმულა მე და ლაშას შორის რამე. იმდენად ვიყავით გადართული ჩემს ჯანმრთელობაზე, გრძნობები მივივიწყეთ დროებით ყველამ. უნივერსიტეტი ორი კვირის დაწყებულიიყო, გაცდენებს საპატიოტ მითვლიდნენ, არ ვნერვიულობდი. თაბაშირები მომხსნეს-როგორც იქნა! ჩემზე ბედნიერი ადამიანი არიყო-ფეხზე რომ დავდექი და ჩემთვის დავიწყე ჭამა. დაკლებულმა შვიდმა კილომ ფერი სულ დამიკარდა,კიარ დავდიოდი,დავცურავდი მეგონა. ჩემი აღზევების პირველ დღეს თათა მესტუმრა ბუშტებით და ტორტით. თათას ლაშაც მოყვა,იმ დღის შემდეგ მანქანას საერთოდ ვეღარ ეკარებოდა.. გვერდით რომ მომიჯდა,თავი მხარზე ჩამოვადე. მენატრებოდა. თან ისე გაუსაძლისად,ის საღამო საერთოდ არ მოვიცილე. რომ წავიდნენ,დედა შემოვიდა ოთახში. სახეზე ყველა ემოცია ეხატა და ამან შემაშინა. მე ვიწექი და ველოდებოდი,როდის მივიდოდა ლაშა სახლში. გვერდით მომიწვა, ფოტოები მაჩვენეო-გამიკვირდა,მაგრამ,მაინც გავხსენი და მეც შევკრთი,ყველგან ლაშა რომ იყო. სამიათასამდე ფოტო ვნახეთ,რაც ტელეფონში მქონდა. ალბათ ათი იქნებოდა ისეთი,სადაც ლაშხი არიყო. -დედა,ძალიან გაგიჭირდებათ თქვენ მასეთი სიყვარული..-რომ დავამთავრეთ თვალიერება,ოთახიდან გასვლისას მომიბრუნდა. თვალები აწყლიანებული ჰქონდა და თანაგრძნობა ეღვრებოდა. იმ წამს ვერ ვიაზრებდი,მაგრამ,დროდადრო გავიგე,რას ნიშნავდა ვერ გაძლება. ვერ გადატანა და, ვერ შეგუება. გამოტყდომიდან,მეორე თვეს,ვირუსივით მოედო ჩვენი ერთად ყოფნა მთელ ქალაქს. დღემდე არვიცი ვინ გაგშიფრა ან ვინ გაგვთქვა.. იმ წამიდან ძალიან ბევრი და ძალიან ცუდი ამბები დაიწყო. დაიწყო და აღარც გათავდა.. ერთი შეხედვით ხიარაფერი,მაგრამ,ჩვენს ყველა ფოტოზე გაბრაზებულ სმაილებს რომ წერდა მთელი სამეგობრო,მანდ ძალიან გადამეკეტა. მთელი კვირა საერთოდ არ გავედი სახლიდან. არავინ ნახვა არ მინდოდა. არ მესმოდა, საერთოდ ვერ ვხვდებოდი და ვერ ვიაზრებდით რა დავაშავეთ ასეთი აგრესიისთვის. სიყვარული დავაშავეთ? საეერთოდ ყველა ფოტო წავშალე სოც-ქსელიდან და მერე მთლიანად გავაუქმე. თუ მათ არ ვჭირდებოდი ლაშას-ანუკა-დ, არც მე მჭირდებოდა არავინ. დედა ხომ მყავდა? თათა ხომ იყო? ჰოდა,მკმაროდა... -მაგრამ,გულში მაინც ჩამწყდა ძალიან დიდი ძაფი.. თვითონ ლაშასაც ვეღარ ვცნობდი ამ ამბებზე. ძალიან განერვიულებული იყო . ჩემთან არიმჩნევდა,მაგრამ,მის მწვანეებში ჩემზე კარგად ვინ წაიკითხავდა განცდებს? ერთმანეთს ვამაგრებდით შეძლებისდაგვარად.. თითქმის ვატარებდი, ყურადღებას არ ვაქცევდი, მეგონა ოდნავ ჩაწყნარდნენ, მაგრამ,ისეთი ტალახი მესროლეს, თან ისეთმა ადამიანმა და თან, ისე მოულოდნელად, მთელიორი დღე საერთოდ გამოვეთიშე ყველაფერს და უბრალოდ ვსუნთქავდი... ბარში ვიყავით მე და თათა.. სტრესიდან ოდნავ გამოსულს,მასთან მშვიდი ლაპარაკი მენატრებოდა. ლაშა ორიდღით ქალაქიდან იყო გასული ოჯახის საქმეებზე და არ ვაწუხებდი. თათას ამბებს განვიხილავდით, მოულოდნელად,უკნიდან ვიღაც მომადგა და,მისკენ შეტრიალებულს,მთელი ჭიქა მოჰიტო სახეში რომ შემომასხა. გავცივდი. მოულოდნელობისგან მოძრაობისუნარი მთლიანად წამერთვა. თავზე ლაშას ყოფილი-ნატა მადგა გააფთრებული სახით და დამცინავი იერით. წამოვენთე. ისეთი ზიზღით ავივსე,ვგრძნობდი როგორ ვიწვოდი ერთიანად. მთელი ბარი ჩვენ გვიყურებდა და ირგვლივ უამრავი კამერა გვიღებდა. -რაო,ჩიტო,მოგწონს ლაშას საყვარლობა?-სახეს ეშმაკური სიცილი უფარავს და გესლებს ჩემი მიმართულებით ისვრის. აქ უკვე მთლიანად გავითიშე, სმენა დამეხშო და ძალიან დიდხანს მხოლოდ გაბმული წუილი და მისი სიტყვები მესმოდა. ვიაზრებდი,რომ არუნდა ავყოლოდი,არუნდა გადამებიჯებინა პრინციპებისთვის და პანიკას არუნდა დავეჩაბნე. უკანასკნელი ძალები საიდან მოვიკრიფე არ ვიცი, სახეზე მთელი ჩემი ირონია მეკრა და თვალებიდან სარკაზმს ვასხივებდი. ისე,რომ არაფერი არ მითქვამს,ბარიდან ამაყი ნაბიჯებით გამოვედი და მხოლოდ მზერით ვაგრძნობინე , რომ მასზე ძალიან მაღლა ვიდექი. მისი არეული სახე არასდროს დამავიწყდება, არც თათას მისმიმართ ნათქვამი "პუტან*ა" და არც სამ საათში ჩემ სახლში მდგომი გააფთრებული ლაშა. დედას ძალიან მაგრად ვყავდი ჩახუტებული. მისი სითბო უფრო მთრგუნავდა და თავს ძალას ვერ ვატანდი,არ მეტირა. სახლში ლაშა რომ შემოვიდა,მთლიანად გავტყდი. მის კალთაში,მის კისერში სახეჩარგული დიდხანს ვიცლებოდი დაგროვილი ნეგატივისგან. არც დედას ვერიდებოდი და არც თათას,მთელი ძალით ვეკვროდი და მისგან ენერგიასა და სითბოს ვიღებდი. ის ღამეც გადავათენეთ და მომავალი მთელი კვირაც. ინტერნეტის ყველა გვერდზე ჭრელი სათაურებით იდო ნატას პანიკა და ჩემი ტრიუმფალური გასვლა. ამას სიცილ-კისკისით მთელი სამეგობრო რომ აზიარებდა,ამას ვეღარ ვუძლებდი. უნივერსიტეტშიც,ქუჩაშიც,ბინაშიც-გაუსაძლისი სიტუაცია იყო. ხალხს სალაპარაკო მიეცათ და ისეთებს თხზავდნენ,ყურითაც არ გაიგონებოდა. ვხედავდი,დედამაც როგორ უკლო გასვლებს. ვინ რას მასწავლიდა,სამსახურიდან როგორც კი მოვიდოდა,ერთი სული ჰქონდა როდის ნახავდა მის გოგოებს. ამ ბოლო პერიოდში,საერთოდ აღარავინ მოდიოდა და არც თვითონ მიდიოდა. თვალები ამოუღამდა და ფერი გაეცრიცა სახეზე. მისი ამ მდგომარეობაში ნახვამ გული უფრო მომიკლა. არიმსახურებდა დედა ამას არც ჩემგან,მიუხედავად იმისა,რომ მე ამაში წვლილი არ მიმიძღვოდა. ლაშას მოსვლებს რაც შეეძლო გაგებით ეკიდებოდა, იცოდა,რომარ მენახა,სულ გავგიჟდებოდი. კექსს აღარ გვიცხობდა,ვის ეცალა საერთოდ მაგისთვის. ლაშა? ლაშა რაც შეეძლო იტანდა.. ლაშა მისასაც,ჩემსასაც,ირგვლის ყველას ტვირთსაც იტანდა და მაინც ამაყი ნაბიჯებით დადიოდა. როგორც სჩვეოდა. ამასობაში,დრო გაგვივიდა ნელნელა.. ახალი წელი მოდიოდა და დრომაც ოდნავ გვიშველა. შედარებით ჩავდექით კალაპოტში. 31 დეკემბერს ლაშასთან უნდა შევხვედროდით ოჯახებით. უარზე ვიყავი,მაგრამ მისმა კატეგორიულობამ მაინც დამითანხმა და საღამოს,ცხრისთვის უკვე მასთან ვიყავით მე და დედა. უხერხულობა არ მიგრძვნია და,არც სხვა მაგრძნობინებდა. თავს ოჯახურ,მშვიდ გარემოში ვგრძნბდი და ამაში ხელს ყველაფერი მიწყობდა. ლაშას დედას ძალიან კარგიურთიერთობა ჰქონდა დედასთან, ჩვენი გიჟური სიყვარულის ხარჯზე,ყველამ ერთმანეთის პლუს-მინუსები ზეპირად ვიცოდით. მსუბუქად შევექცეოდით სასმელს და თორმეტამდე სასიამივნოდ გაგვყავდა დრო. ლაშა შეფიქრიანებული მეჩვენა მთელი საღამო,ცდილობდა არ შეემჩნია,მაგრამ,რაღაცაზე შესამჩნევად ნერვიულობდა. საათმა 12 რომ მიაღწია,ყველა ფეხზე წამოვდექით და შამპანურებით შევივსეთ სასმისები. აივანზე გასვლას ვაპირებდით,ლაშამ რომ შეგვაჩერა ყველა.. დავიძაბე,სახეზე ფერი აღარ ედო. -ანუკა.-ისე გამომხედა,სუნთქვა შემეკრა.მომიახლოვდა,ჩემ წინ დაიხოქა და მისი მწვანე,წყლიანი თვალებით ამომხედა. გავგიჟდი ლამის. რას აპირებდა?! -ბოლომდე ჩემი უნდა გერქვას!-ის სიტყვები არუთქვამს.. საერთოდ,ყველაზე გიჟური სიყვარული შეეძლო და,თვითონაც არაორდინალური იყო.. პატარა,ულამაზესი,ბეჭედი არათითზე გამიკეთა და თითებზე მაკოცა.. მე-მაკანკალებდა. ფეხზე რომ ვიდექი არ მჯეროდა. მეგონა მიწა მქონდა გამოცლილი და ჰაერში ვეკიდე. გიჟი იყო. ისე მიყურებდა,ხმასაც ვერ ვიღებდი. თვალებში ვარსკვლავები უციმციმებდა და მთელი სახით ასხივებდა ბედნიერებას. -გიჟი ხარ!-აივანზე ვიყავით გამოსულები.მე ვეჭდიან თითს ვერ ვაცილებდი თვალს. -ყველას ჯინაზე უნდა ვიყოთ ყველაზე მაგრად!მე რომ სიგიჟემდე მიყვარხარ,ამას წყალი არ გაუვა ანუკა.ისარიფიქრო,ვიღაცის ან რაღაცის გულისთვის ვდგამ ნაბიჯებს. ერთადეეთი მამოძრავებელი წერტილი , ბაზა,ფუძე,საყრდენი ხარ შენ და სხვა დანარჩენი,აფსოლუტურად არ მაინტერესებს.ეს ბეჭედი,არც საზღვრებში გვაქცევს და გვკეტავს და არც მოვალეობებისგან გვანთავისუფლებს. პირიქით,ახლა ძალიან დიდი გამოწვევისწინაშე ვდგავართ და ამ ტალღასაც თუ გადავლახავთ,მერე მთელი დედამიწა ტაშს დაგვიკრავს ჩვენ და ჩვენ სიყვარულს.მთავარია გავუძლოთ,გადავლახოთ და,ვიღაცებს დამტკიცებები არ დავუწყოთ. ვიყოთ ერთად,გვიყვარდეს,ვიცხოვროთ,რაღაცეებს გავუძლოთ,რაღაცები გავატაროთ და ვიყოთ რა! ჩვენ ვიყოთ! მე და შენ.. ლაშა და ანუკა. ლაშხი და ონიანი. კარგი?! -მისი ხავსისფერი თვალები მომაბყრო და გამიღიმა,ჩემი ღიმილით.. ისე ჩავეხუტე,სუნთქვა შემეკრა.. მისი სიყვარული მავსებდა და მაბედნიერებდა. ამ გარშემორტყმულ ნეგატივში უზარმაზარი ოპტიმიზმი ღვივდებოდა და ნელნელა ფარავდაირგვლის ყველაფერს. თუ ბრძოლა რამედ მიღირდა,ეს ზუსტად ის იყო.. ლაშხის გამო თუ მთელი დედამიწის ტალახს დამიშენდნენ, გავძლიერდებოდი და მაინც ავიტანდი.. იმიტომ,რომ მიყვარდა. ყველაზე ძვირფასად,ყველაზე გულწრფელად და ფრთხილად. მიუხედავად იმისა,რომ ჩვენს ურთიერთობას სიმშვიდე აკლდა, მაინც ვგრძნობდი ჰარმონიულობას... ეს გრძნობა დიდხანს გამყვა, ახალი წელიც გასული იყო და თებერვალიც შემოდიოდა. ჩემი ბეჭედი ხელზე ისევ იწონებდა თავს და ყველას ბევრ კითხვას უჩენდა. მითუმეტეს,ისევ ჩემთან,დედასთან ვცხოვრბდი.. ჩვენ არ გვაქცევდა სტანდარტულ რგოლად ბეჭედი, არიყო ეს სახელდარქმეული ნიშნობა ან წინასაქორწინო სამზადისი, ესიყო ძალიან მარტივი ნიშანი , რომ მისი ვიყავი.. ვერც ეს ვერ გაიგო ირგვლივ,ვერავინ!-ისე,როგორც ეს რეალურად იყო... ჩვენი,მათი თქმით,ნაჩქარევი ნაბიჯი ისევ მორიგი შეცდომის ბრალი იყი და დიდი ინტერესით ელოდნენ როდის დამეტყობოდა ეს "შეცდომა" გარეგნულად. ვისთვის რა ამეხსნა?! ვინ იმსახურებდა?! ის,ვისაც სჯეროდა და ამბობდა უხამსობას,სულ რომ დასკვნები დამედო,აზრი არ ჰქონდა.. ამის არც სურვილი მქონდა და,სიმართლე გითხრათ,არც შესაძლებლობა. იმდენად ყველა კუთხიდან ისმოდა კრიტიკა,რომ ფიზიკურად ვერ ავუდიოდი პასუხებს. მერე,მოვეშვი. იმ ფაზაში გადავედით,რომ აღარ ვუსმენდი არავის.. არც მე და,ლაშას ხო თავიდანვე არაინტერესსებდა არაფერი.. მაგრამ,იმ ნატას ფაქტორი,მაინც მთელ გულს მიჭამდა.. ამას ვერ გადავდიოდი.. ჩემი ეგოისტობა და ყველაზე დიდიმინუსი,მესაკუთრეობა, ამაში ძალიან მიშლიდა ხელს... ისიც,თითქოს,სულ იქ ჩნდებოდა,სადაც ლაშას გარეშე მიწევდა ყოფნა. ეს იშვიათად ხდებოდა,თუმცა,ის იშვიათობაც მანგრევდა მთლიანად. მისი გამოხედვა, მისი ჩემკენ მომართული რეპლიკები. ლაშას ვერ ვუმხელდი,თუმცა,ყოველთვის მეშინოდა,რომ რაღაც ისეთს გააკეთებდა ნატა,რასაც არავინ მოველოდით. და, ასეც მოხდა! თან იმ დღეს,არავინროარ ველოდით! თან ისე,მითუმეტეს რომ ვერასდროს წარმოვიდგენდით. მისი ხელწერა იყო,გამოჩენილიყო მაგრამ ისე,რომ ირგვლივ ყველაფერი გაენადგურებინა. ლაშას დაბადების დღე იყო. თებერვლის 20. იმდღეს ისე მოვემზადე,ჩემი თავით ვამაყობდი. ანათებო.-ლაშა წამდაუწუმ მიმეორებდა. მისი ხელი წელზე არცერთ წამს არ მომშორებია და გამუდმებით მინაწილებდა სითბოს. ბარში ვიყავით შეკრებილები, ძალიან პატარა საზოგადოება. მე,ლაშა,თათა,ლაშას ორი უახლოები მეგობარი. მე ,როგორც ყოველთვის,გაზავებულს ვსვამდი. ლაშასის დღე ჰქონდა,ბოლომდე რომ უნდა მიეძღვნა თავი ამ დღისთვის. სიმთვრალეში უფრო ჰქონდა მოძალებული გრძნობები. მერე,მოულოდნელად,ის დაგვადგა თავზე. დემონსტრირებულად. წითელი კაბა ისე ჰქონდა შემოტმასნილი,ყველა დეტალი ეტყობოდა. წინ ჩამოგვიჯდა. ირონიისგან მთელი სახე წაშლილი ჰქონდა. რაღაც ძალიან დიდი ჰქონდა მომზადებული და ვიცოდი გამანადგურებდა ეს. პატარა კლატჩიდან თეთრი კოლოფი ამოიღო და წინ დაგვიდო. ლაშას საერთოდ არედო ფერი სახეზე და ძარღვებიისე ჰქონდა დაბერილი,წამებიუკლდა აფეთქებას. მე მთელი ძალით ვიყავი მასზე ჩაფრენილი რომ კონტროლი არ დაეკარგა. კოლოფს რომ დავხედე,მეგონა მთელმა დედამიწამ შეაჩერა არსებობა. ირგვლივ ყველა და ყველაფერიგაჩერდა. ერთ წამზე გავიყინეთ და მარტო გონება აზროვნებდა. კოლოფი. კოლოფი ორსულობის ტესტის. ტესტი. ორი ხაზით. დადებითი. ორსულობა შემდგარი. მე ვგრძნობ რომ მთლიანად ავიშალე. მთელ სხეულში უწონადობა ვიგრძენი და იქ, გაგიჟებულ ლაშას ფონზე, თვითკმაყოფილი ნატას თანხლებით, მივხვდი,რომ შოკისგან გული წამივიდა. ეს იყო წარმოუდგენელი დარტყმა. სტრესი. გონს რომ მოვედი,მერჩივნა,მკვდარი ვყოფილიყავი. თუ სამყაროში რაიმე განზომილებაში შეიძლებოდა ერთი აგრეგატული მდგომარეობიდან მომენტალირად გადახვიდე სხვა,არარეალურ,წარმოუდგენელ,დაუჯერებელ,შეუცნობელ მდგომარეობაში, ზუსტად ეგ დამემართა... თავზე წამომდგარ ლაშას ცინიკური,სიძულვილით სავსე თვალებით ვუყურებდი და საერთოდ ვერ ვაკონტროლებდი ემოციებს. შეურაცხადი გავხდი. ჩემს ოთახში,აფსოლუტურად ყველა წვრილმანი თავდაყირა დავაყენე, პანიკა შიგნიდან მღრღნიდა. გაუცნობიერებლად ყველაფერს მას ვესროდი და მის უღმერთოდ გაკვირვებულ თვალებს ყურადღებას არ ვაქცევდი. უძრავად იდგა,თვალებში იმხელა იმედგაცრუება ჰქონდა,ყველა გრძნობას ფარავდა ნელნელა. მე,ისევ ვერ ვწყნარდებოდი. დედა ხელებზე მეჭიდებოდა,მაგრამ,ვერ მერეოდა. ისეთ ენერგიას ვგრძნობდი ხელებში,მთელ დედამიწას გადავდგამდი. ირგვლივ ხელმოსაჭიდი რომ აღარაფერი დარჩა,კედელთან ჩავცურდი... ხელებიდან სისხლი ჟონავდა დაიატაკს ეცემოდა. ნაომარს გავდა ოთახი და,მსხვერპლი,შუაში იდგა. ფრთებჩამოყრილი. დიდხანს მიყურა ლაშამ. დიდხანს ეძება თვალებით ხავსს,მაგრამ,ვეღარ ნახა. -ეს რა გააკეთე,ანუკა?!-გასვლამდე,ბოლოჯერ შემომხედა და, წავიდა! წავიდა და,სრულიად გადა-ადამიანებული დამტოვა. დედა ვერ მეკარებოდა. ეშინოდა.. მეორე კუთხეში,არეულობაში იჯდა და მთელი ღამე ქვითინებდა. მე,უემოციოდ,გაციებული,აღარც არაფრის თავი და სურვილიმქონდა.. აქ და,ამ დღეს,ჩვენ,ზღაპარი დავამთავრეთ.. ზღაპარი ჩემთვის.. ყველა გრძნობა სახეცვლილი ადამიანისთვის.. __ ნდობა არ არის რაღაც აბსტრაქტული, თეორიული იდეალიზმი, რომელიც ჩვენი მიღწევის საზღვრებს სცილდება. ნდობა თუ ნდობის ნაკლებობა თან სდევს ყოველ ჩვენს ქმედებას და გავლენას ახდენს ყველაფერზე, რასაც ვაკეთებთ. სანდოობა ის ფუნდამენტია, რომელიც აკავშირებს ურთიერთობებს. ჩვენი განშორების წლის თავს,ძალიან გვიან მივხვდი,რომ ის რაც მოხდა,არავის ბრალი არიყო.. ერთადერთი დამნაშავე,ვის ირგვლივაც მთელი სპექტაკლი დაიდგა, ვიყავი მე და, ის ნდობა,რომელიც ერთმა ზღაპარმა ჩამოამსხვრა. თვითგვემა-კლავს.. ამას საკუთარ თავზე ვცდიდი. მთელი წელი სულ სხვა სამყაროში გადავსახლდი. უკვე აღარც თათა მყავდა და,დედას უკვე მე ვეღარ ვაკადრე ჩემი დედობა... სრულიად შევიცვალე.. ლაშას-ანუკა გაქრა.. საერთოდ რაც დავრჩი,იმას სახელიც ვერ დავარქვი. ჩემი შეცდომის მისახვედრად ერთი წელი რომ დამჭირდა,ამან უფრო გამანადგურა. ეს არიყო დროებითი ტკივილი, ამას არც გამაყუჩებელი შველოდა და არც თავდავიწყება. ყველგან და ყველაში ვგრძნბდი გამკიცხავ მზერას და ფიქრებს. დამსახურებულ ნასროლ ტალახში ძალიან ღრმად ვიძირებოდი, უკვე სუნთქვაც აღარ შეიძლებოდა. რომ მესუნთქა,მაგის ილუზიაც არ მქონდა. მის სიყვარულს კი,ყველაზე ეგოისტურს,მაინც განვიცდიდი. ამ ღრმად დაჭრილ გულში ძალიან ჰქონდა ლაშას გადგმული ფესვები და ვერც საკუთარი თავის სიძულვილმა ვერ გამინება მისდამი სიყვარული. იმ დღეს,რომ ვიგრძენი, ჩემი ძალების უკანასკნელი გაბრძოლება იყო,თათას დავურეკე. თითქმის მთელი წელი არ მქონდა მისი ხმა განაგონი, რომ დამინახავდა,სულ თვალს მარიდებდა.. ან,განზრახ მივლიდა უსალმოდ გვერდს რომ მეგრძნო,დავიმსახურე... არ ვიცი რამ გადააწყვეტინა მოსვლა,მაგრამ, ოთახის კარები რომ შემომიღო,მთელი გულით ამეტირა.. მის თვალებში არეკლილი ჩემი თავი არგავდა ადამიანს. შიში ისე ცალსახად ეხატებოდა,ვერც მალავდა. -ანუკა,რა დაგმართნია..-ხმა ისე ჩაუწყდა,მის მერე ვერაფერი მითხრა. მთელი ძალით მეხუტებოდა და არეულ ადამიანობას მილაგებდა ნელნელა. ერთ წელიადში მთლიანად გამოცვლილი დედა დიდხანს გვიყურებდა, მერე უბრალოდ ადგა და მარტო დაგვტოვა.. ვგრძნობდი,ძალიან ცუდად ვიყავი. ისე ცუდად,რომ საერთოდ ვეღარ ვსუნთქავდი. მეგონა გული კისერში მქონდა და ამოხტომას ლამობდა. მთელ ოთახში ჩემი გულის ძალიან მაგარი ცემა ისმოდა და, ისე მიჭერდა,ტკივილისგან ვიკეცებოდი. მივხვდი,თათა რომ წამოდგა და სადღაც ატირებული რეკავდა. მე წარმოუდგენლად ვკანკალებდი. ერთდროულად მციოდა და მცხელოდა. ვგრძნობდი გონებასაც რომ ვკარგავდი და, საბოლოოდ,გავითიშე. ___ ვიღაცის გაუჩერებელი ჩურჩული მაფხიზლებს.. ისევ აგონიაში ვარ.. ისევ უწონადობას განვიცდი.. ხელზე ძლიერად მეჭიდება ვიღაც და გაუჩერებლად მთხოვს,გამოვფხიზლდე. მინდა ვუთხრა,რომ იქ ვარ,მაგრამ,ლაპარაკი საერთოდ არ შემიძლოა. თვალები რომ დამეწმინდა, პალატაში მხოლოდლაშა იყო და, ჩემ ხელს ლოყით ეყრდნობოდა. წამოზრდილი წვერი მსუბუქად მჩხვეტდა და ჟრუანტელს მგვგრიდა. სანამ მიხვდა,ვუყურებდი,დიდი ხანი გავიდა. მისი სითბო მთელ ტანზე მედებოდა დამაცოცხლებელ ძალას მძენდა. სულს მითავისუფლებდა. გულს ცემის საშუალებას აძლევდ. სუნთქვას მიხსნიდა. ვგრძნობდი,ხელახლა ვიბადებოდი.. გულის ცემა ისე ამიჩქარდა,მთელპალატაში ისმოდა წიკწიკი. რომამომხედა და დამინახა, სახე შეეცვალა. ჩემი ხავსისფერი სფეროები ისე აუწყლიანდა,მზერა ვერავარიდე. პატარა ცრემლი რომ ჩამოუგორდა ლოყაზე,გული ისევ გამიჩერდა. საერთოდ არაფერი უთქვამს, ერთი სიტყვაც კი! მხოლოდ ადგა, ძალიან ფრთხილად მომიწვა გვერდით და თავი გულზე დამადო. გავგიჟდი,ჩემი გულისცემას ისმენდა და ,რიგებად ითვლიდა.. მის მერე, სულ,როცა კი საშუალება მიეცემოდა, გულს უსმენდა. უსმენდა დიდხანს და... ____ ძაალიან ავირიე.. საერთოდ დავიკარგე.. იგრძნობთ თქვენც. ის,რაც ძალიან დიდი ხანია იწერება,მივატოვე,და მეშინია,რომ აღარ დავუბრუნდები. ეს რომჩემი სტილი არაა და,აქ საერთოდ რომ ავირიე,ვიცი.. იმას კიდევ,ვერ ვუბრუნდები. ძალიან ავირიე.. მთლიანად ჩავიკარგე და, გულწრფელად ვგრძნობ რომ.. თქვენი:ანასტასია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.