შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რაე (თავი 3)


14-07-2019, 19:32
ავტორი MoonDaughter
ნანახია 1 280

-მოხიბლული მეჩვენები. -ზურგს უკან, მარცხენა ყურთან ახლოს იგრძნო ბგერათა ვიბრაცია მარიამმა.
-რა გქვია? -ღიმილით იკითხა გოგონამ, ისე რომ გაბესკენ არ გაუხედავს. დამთვრალი უყურებდა ნახევრად შიშველ სტრიპტიზიორს, როგორ ასრიალებდა ფეხებს ბოძზე. -ანდაც, მოიცა. არაფერი მიპასუხო. -გაბესკენ შებრუნდა მარიამი. -სასმელზე დამპატიჟე. -რადიკალური იყო გოგონას ტონი. გაბეს მოეჩვენა რომ მას რაღაც განზრახვა ჰქონდა, შეიძლება ზუსტად ისეთივე, როგორიც თავად გაბეს. ბიჭმა ცალყბად, დაკვირვებით გაუღიმა გოგონას და ბარისკენ წავიდა. მარიამიც მშვიდად გაჰყვა უკან, თან მოცეკვავეებისკენ აპარებდა მზერას.
ბართან ჩამოსხდნენ, გაბემ სასმელი შეუკვეთა. თან დაკვირვებით ათვალიერებდა მარიამს, თუმცა ეს უკანასკნელი სრულიად მშვიდად, თითქმის უემოციოდ და დაჟინებით აკვირდებოდა მოცეკვავეებს და ნელ-ნელა წრუპავდა მიწოდებულ სასმელს. გაბეს ზედაც არ უყურებდა.
-ხომ არ სცდიდი? -შეჰყვირა გაბემ.
მარიამმა სწრაფად გამოხედა, თითქოს იუკადრისაო, თუმცა თვალებში ცეცხლი ჰქონდა. ცდუნების, ან რაღაც ამდაგვარი. ასეთი სახე ბავშვებს აქვთ, როცა დანაშაულზე წაასწრებენ. რამოდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ კი, გოგონას გაეღიმა და თავი გადააქნია. ბარისკენ შემოატრიალა თავი და ალკოჰოლი ბოლომდე ჩაცალა. სახე ოდნავ დაეჭყანა.
-არა, მე... ცოტა...-თვალები ოდნავ მოჭუტა, თავი გვერდით გადახარა, თითქოს სწორ სიტყვას ეძებსო. -ცოტა სხვანაირი იმიჯი მაქვს.
-მათაც. -თავის მოძრაობით მოცეკვავეებისკენ ანიშნა გაბემ.
მარიამს თვალები გაუდიდდა და სწრაფად გახედა გაბრიელს.
-ეს, როგორ?
-ჩვეულებრივად. -მხრები აიჩეჩა გაბემ. -აი, ის წითელთმიანი სამი შვილის დედაა. უფროსი ცხრა წლის არის, ბიჭია. შუათანა გოგონაა, 5 წლის. ბოლო კი, 3 წლის ვაჟი. ქმარი ჰყავს, ყოფილი ნარკომანია, ახლა ლოთობით ბრუვდება. -სწრაფად მიაყარა გაბრიელმა. -მოკლედ, ჩვეულებრივი ბანალური ისტორიაა. აი ის ქერა... -აქ ცოტათი შეჩერდა გაბე. -ის ქერა, ცხრამეტი წლის არის, რომელიღაც მთიანი სოფლიდან გამოიქცა. თხუთმეტი წლის ასაკში გაათხოვეს, ქმარიც თავისხელა იყო, ხოდა სცემდა ის ბიჭი. სამი თვის ფეხმძიმე რომ იყო, მუცელი მოეშალა. თურმე, მამამთილის შარვალი არ გაურეცხავს. ყოველთვის, როცა ამ ამბავს ყვება (თანაც, ძალიან ხშირად ყვება საგრიმიოროში), ამბობს „გამომრჩა, გამომრჩაო“. ხოდა უცემია დედამთილს ამის გამო, ქმარსაც არ დაუკლია როცა წააქეზეს. სისხლდენა რომ დაეწყო, რაიონის საავადმყოფოში მოუხდათ გადაყნა და იქიდან გამოიქცა. ექთანი მოეხმარა, როგორც თავად ამბობს.
-რა საშინელებაა. -წარბები შეკრა მარიამმა.
-აი იქ, მაღლა რომ ცეკვავს. ხედავ? -სახე ოდნავ ახლოს მიუტანა გაბრიელმა მარიამს.
-ხუჭუჭა? -თვალები მოჭუტა მარიამმა.
-ჰო, ეგ. მამამისი ბიზნესმენია, ოღონდ საქართველოში არა, შვეიცარიაში. არც ფული აკლია, არც გარეგნობა, არც განათლება და არც ჭკუა.
-აბა, აქ რა უნდა? -გაოცებით იკითხა გოგონამ.
-შენ როგორ ფიქრობ? -მზაკვრულად გახედა გაბრიელმა.
მარიამმაც გამოხედა, ცხვირები ლამის ერთმანეთზე ჰქონდათ მიბჯენილი იმდენად ღრმად იყვნენ თემაში ჩაფლულნი.
-ოჰ, შენი ლატენტური სურვილები სრული პერვერსია მგონია. -სუნთქვა აუჩქარდა გაბრიელს.
რამოდენიმე წამი ასე უყურეს ერთმანეთს, შემდეგ კი მარიამი სწრაფად ჩამოსრიალდა სკამიდან და გასასვლელისკენ დაიძრა თითქმის დამფრთხალი.
გაბემ თვალები დახუჭა, ხელები ნელა მეფურად აღმართა მაღლა და დრედებზე გადაისვა ხელი.
-რა გეგმა გაქვს, გაბრიელ? -მიუახლოვდა ლეო.
გაბრიელმა მშვიდად გაახილა თვალი, ირიბად გახედა ლეოს და თავით წასვლისაკენ ანიშნა. ორივე გასასვლელისკენ დაიძრა.

***
ბნელოდა. გაბე და ლეო თოთხმეტსართულიანი კორპუსის სახურავზე იდგნენ. გაბე ახლოს იყო სახურავის კიდესთან, ქალაქის ნახევარი ნაწილი ჩანდა იქიდან. ლეო კი მის უკან, 5 ნაბიჯის მოშორებით იდგა და ღრმა ნაფაზს ურტყამდა.
-ისეთი რამისკენ მივდივარ, მეც კი შიში მიბყრობს, ლეო. -დადინჯებული ხმით წარმოთქვა გაბრიელმა.
-გაჩერებას ხომ არ ფიქრობ?
დენდარტყმულივით გამობრუნდა უეცრივ გაბრიელი და ლეოს მიუახლოვდა, თითქმის განრისხებული.
-რას კითხულობ? აბა, აწი გაჩერება შეიძლება? -თითქმის დამარცვლით წამოიძახა გაბრიელმა. -განა აწი, გაჩერება შეიძლება, ლეო? ან საერთოდ, ნუთუ ვერ ხვდები რას შევეჭიდეთ?! დაფიქრდი, დაფიქრდი ლეო. სამყაროს შეხედე, ბუნებას შეხედე. ბუნება ხომ ასეთი ჭკვიანია, მან იცის რომ დგება დრო, როცა აღარაფრის გამოსწორება აღარ შეიძლება, დგება დრო როცა ყველაფრის თავიდან დაწყებაა საჭირო და დაიწყებს ნგრევას. მიწა დატყდება, წ....ბი ადიდდებიან, ჰაერი ქარბორბალად გადაიქცევა და სამყარო მიწასთან გასწორდება. დედამიწა თავიდან დაიბადება. -გაბრიელს ისეთი ცეცხლი ჰქონდა თვალებში, იმხელა ენთუზიაზმი იკვეთებოდა მის სიტყვებში, გეგონებოდათ საცაა გაფრინდებაო. -ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ, ლეო. -სწრაფად გაბრუნდა უკან გაბე და ქალაქს გადახედა, ხელები გაშალა. -სამყარო შოვინისტურ ხალხებადაა დანაწევრებული. ჩვენ უნდა დავანგრიოთ ყველა ეს მოგონილი კლიშეები, ჩვენ აქედან დავიწყებთ. მერე კი ყველგან ჩვენ ვიქნებით, გესმის? -სწრაფად შემობრუნდა გაბრიელი. თითქოს ლაპარაკშივე ებადებოდა გენიელური იდეები და თავადაც მოხიბლული იყო. ჩვენ მოვაწყობთ სახელმწიფო გადატრიალებას. -თითქმის ჩურჩულით თქვა ბოლო წინადადება გაბემ. -ისინი თავად წამოეგებიან ჩვენს ანკესზე, ისინი თავად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ეს იქნება იდეათა ბრძოლა და ჩვენ ამას კულისებიდან ვადევნებთ თვალს.
-ბევრი სისხლი იქნება. ჩვენებს ბევრად მარტივად წარმოუდგენიათ. ჩვენს ახლობლებსაც კი დავკარგავთ ამ ბრძოლაში, გაბე. -შეფიქრიანებული საუბრობდა ლეო.
გაბრიელმა ღრმად ამოისუნთქა, ჯიბიდან გახვეული ამოიღო და გაუკიდა. ღრმად მოქაჩა და მთელი სახე კვამლმა შთაუნთქა.
-რევოლუციონერი რევოლუციონერი არ არის, თუ მას რამე ენანება ამ სამყაროში. -ხაზგასმით თქვა მან.

***
-რატომ არ დამელოდე? -ცოტათი წყენა შეემჩნეოდა ხმაში თორნიკეს.
მარიამი თავის ლოგინზე წამოწვა და ტელეფონი კარგად მიიდო ყურზე.
-რომ დაგლოდებოდი, შეიძლებოდა გადამეფიქრებინა.
-და რომ წახვედი, რა გაარკვიე მაგით? -საყვედურით ჰკითხა თორნიკემ.
-არ ვიცი. მგონი... -უჭირდა საუბარი მარიამს. -ვერაფერი... ჯერ.
-ჯერ? კიდევ აპირებ იქ წასვლას? -გაკვირვებული სიბრაზით ჩასძახა ტელეფონში თორნიკემ. -მსგავს ადგილებს არ ხარ შეჩვეული მარიამ, დამაცადე. დამიჯერე და დამაცადე.
-დაივიწყე, სისულელეა. -სხვათაშორის ჩაილაპარაკა მარიამმა. -არაფერს ვაპირებ, დამშვიდდი. ძილინებისა, თორნიკე. -სწრაფად სურდა საუბრის დასრულება მარიამს და პასუხს არ დალოდებია, ისე გათიშა ყურმილი.

რამოდენიმე წუთის განმავლობაში ჭერს მიშტერებოდა, შემდეგ კი წამოდგა. სარკეს მიუახლოვდა, საკუთარი სხეული შეათვალიერა და მოულოდნელად თვალებში ჩახედა საკუთარ თავს. უმალვე გაეცალა სარკეს, შეეზიზღა თითქოს საკუთარი ფიქრები. ტანსაცმლიანად შეწვა ლოგინში და თვალები დახუჭა.
დრედებიანის სახე მოაგონდა, როგორი დაჟინებული, როგორი ხარბი და თვალწამრტაცი იყო თითქოს. დრედებიანიც და სტრიპტიზიორებიც... მთელი ის გარემო. როგორ იზიდავდა და თან როგორ რცხვენოდა ამ მიზიდულობის.
„ჩემი სურვილები პერვერსიულია?“ -ჩაილაპარაკა გოგონამ. „ეს საიდანღა მოიტანა? რა შემატყო?“ -თანდათან ბრაზდებოდა მარიამი.
ღამე ძალიან გაიწელა გოგონასთვის. ვერ ისვენებდა. მერე უცებ, წამოდგა. ოთახში გაიარ-გამოიარა და ოთახის აივანზე გავიდა. უნდოდა, სუფთა ჰაერი ჩაეყლაპა, მაგრამ ფორიაქი ვერ გაიქრო. რაღაცამ დაჰქანცა სრულიად, თითქოს რაღაცასთან ბრძოლით დაიღალაო და მხრები დაღლილად ჩამოაგდო. აივნის კარს მიეყრდნო და რაღაცაზე ჩაფიქრდა. ხელების სრესვით შებრუნდა ოთახში და ბოლოს შედგა. დოინჯი შემოირტყა, რამოდენიმე წამით იდგა ასე. ბოლოს კი, ფეხსაცმელი ჩაიცვა და ფრთხილად გავიდა. შეუმჩნევლად დატოვა პრეზიდენტის სახლი.

მთელი ღამე სტრიპტიზ კლუბში გაატარა, რაღაცნაირად თითქოს გამოვიდა არისტოკრატის კონდიციიდან და საკუთარ ეშმაკებს დაუგდო ყური. რაღაც ეჭვს უღრღნიდა. მამამისის გამო მოვიდა ამ კლუბში და უცბად, არსაიდან გაჩნდა დრედებიანი, მისი სიტყვები ანკესზე წამოცმულ ჭიას აგონებდა მარიამს, თუმცა ვერ ხვდებოდა, რატომ დაეუფლა ასეთი შეგრძნება. სურდა ისევ დრედებიანის ნახვა, დაკვირვება მასზე, თუმცა იმ ღამეს მას დრედებიანი არ უნახავს. გაბე კი მთელი საღამო აკვირდებოდა ფარულად, დროდადრო კმაყოფილი ღიმილი გადაეკვრებოდა სახეზე და ის შიში, რაც მაღალსართულიანი შენობის თავზე დაეუფლა, კლავ იგრძნო, თითქოს უზარმაზარი სიმაღლიდან ვარდებაო, ამ დროს სახე უსერიოზულდებოდა და სუნთქვაც უხშირდებოდა.

გამთენიისას, როცა მარიამმა კლუბი დატოვა, საიდუმლო დარბაზში ჩავიდა გაბე და იქ ევა დაუხვდა. განმარტოვება ძალიან მოსწონდა ევას, არც ლაპარაკი უყვარდა დიდად. გაბეს დანახვაზე კი ყოველთვის, რატომღაც თვალები უსევდიანდებოდა. დარბაზში შესული გაბეს დანახვაზე, წამოდგა და სამი ნაბიჯი გადადგა მისკენ.
-დანარჩენები, ზევით არიან? -ჰკითხა ევამ.
გაბემ ირიბად გადმოხედა, ისევ ამოიღო პალტოს ჯიბიდან და ორი ნაფაზი მოქაჩა, ევას გაუწოდა. ამ უკანასკნელმაც მოქაჩა ერთხელ, ორჯერ, მესამედაც აპირებდა, თუმცა გაბემ აართვა.
-გეყოფა. -ოდნავ მიუახლოვდა გაბე.
ევა სახე აუხურდა, მთელი სხეული აუმსუბუქდა, თითქოს. გაბემ ცერა თითი ტუჩებზე აუსვა, მაგრად, ნიკაპისკენ ჩამოსერა და მარჯვენა ხელში მოიქცია ევას კისერი. ტუჩები ტუჩებთან მიუტანა, ევას კი გატოკებაც აღარ შეეძლო, ცივმა ოფლმა დაასხა და ძუძუს თავები ეკლებად ექცა. გაბე აკვირდებოდა ევას რეაქციებს და ოდნავ გაეღიმა.
-კოიტუსი? -გაეცინა გაბეს.
ევა კი თითქოს სწორედ ამას ელოდაო და ერთიანად გამოათავისუფლა ყველაფერი, რასაც ინახავდა. საყელოზე სწვდა გაბეს და ბოძზე მიანარცხა, ამ უკანასკნელსაც წინააღმდეგობა არ გაუწევია. ევა მთელი ძალით ექაჩებოდა პალტოზე გაბეს, წამებში პალტო იატაკზე დაეცა. შემდეგ მაისურზე დაუწყო ჯაჯგური... გაბემ ხელები გაუკავა ევას და ადგილი შეუცვალა. ახლა ევა იყო აკრული ბოძზე, სწრაფად სუნთქავდა და თითქოს ტირისო, ისეთ ბგერებს აჟღერებდა მისი ბაგეები.
-ჩშშშ...-სახე ახლოს მიუტანა გაბემ. -დამშვიდდი.
ევამ ენით ტუჩები გაისველა და თვალები დახუჭა. გაბემ დახუჭული თვალები ფრთხილად დაუკოცნა ევას. გოგონას ტირილი წასკდა, თუმცა თვალებს არ ახელდა.
-ჩშშ...მშვიდად, მშვიდად. მე აქ ვარ. მშვიდად. -ეფერებოდა გაბრიელი. შემდეგ კი ნელა, შეუმჩნევლად აუცურა ხელი მაისურზე და გახადა.
საიდუმლო, მყრალ დარბაზში, ბოძზე მიკრულმა, გაბეს თეძოებზე ფეხებშემოხვეულმა დაკარგა ევამ თავისი ქალწულობა. როცა ყველაფერი გათავდა, გაბემ ფრთხილად დასვა ევა. სწრაფად ჩაიცვა და ევასაც ანიშნა, ჩაიცვიო. ეს უკანასკნელი კი თითქოს ფეხებს მყარად ვერ დგამსო, სულ ცახცახებდა. რაღაცის მოსმენა სურდა გაბესგან, ან მას სურდა რამის თქმა მისთვის, თუმცა ევასთვის დამაყრუებლად მიიზლაზნებოდნენ დუმილის წუთები. გაბე ხმას არ იღებდა, ევა კი ხმის ამოღებას ვერ ბედავდა. თითქოს, ყველაფერზე საუბრის უფლება ჰქონდა, იმის გარდა, რაც რამოდენიმე წუთის წინ მოხდა.
-რა გეგმები გვაქვს? -უაზროდ იკითხა ევამ, სანამ გაბე პალტოს იცვამდა.
გაბრიელმა უცებ გაჰხედა, თითქოს გაუკვირდა, მერე კი გაეცინა. ახლოს მივიდა ევასთან, მარჯვენა ხელში მოიქცია ევას სახე, ცერა და საჩვენებელი თითით ამობურცულ ტუჩებზე მოუჭირა ხელი და წამით ღიმილიანი მზერა გაუჩერდა მასზე, შემდეგ კი აკოცა.
-ძალიან ლამაზი ხარ. -ღიმილგადაკრული დააკვირდა გაბე. -იცი ეს?
ევას გაეღიმა. პირდაპირ თვალებში უყურებდა გაბეს და თითქოს თვალები აემღვრა.
-ბუბა მეუბნებოდა ხოლმე. -სულ მთლად გაევსო წყლით თვალები ევას.
-ბუბა ვინ არის? -ბოძს მიეყრდნო გაბრიელი.
ევამ თავი ჩახარა, თითქოს უჭირდა წინადადების დაწყება, ან საერთოდაც სუნთქვა უჭირდა იმ მომენტში. ერთი კი არის, რამოდენიმე ხანი ხმა ვერ ამოიღო.
-მოდი ჩემთან. -ხელით მოჰქაჩა გაბემ და მისკენ მიიზიდა. -მომიყევი. -ნიკაპიდან აჰქაჩა გაბრიელმა და თავი ააწევინა. ევამ თვალები მაინც აარიდა ბიჭს და ძალა მოიკრიბა.
-ძმა არის ჩემი... -აქ თითქოს ყელში რაღაც გაეჩხირაო და თვალები მოიშვნიტა პატარა ბავშვივით. -უფრო სწორედ...იყო. ძმა იყო, ძმაზე უფრო მეტი - ტყუპისცალი იყო ჩემი. -კანკალით ამოისუნთქა ევამ.
-რა მოუვიდა? -ცივად იკითხა გაბემ.
-ერისთავი ახალი გაპრეზიდენტებული იყო. ერთ ღამეს, ბუბა კლუბში იყო თავის მეგობრებთან ერთად და... ხომ იცი, როგორც ხდება. სასმელი, კლუბური ნარკოტიკი, კლუბური მუსიკა...-ხმოვნებს ძალიან წელავდა ევა. -ჰოდა, ერთ გოგოს აეკიდა. ნუუ, როგორც მისი მეგობრები ყვებოდნენ შემდგომ, თავად ეს გოგო იწვევდა და ესეც წამოეგო. ა-არ, არ ვიცი. -ხმა აუკანკალდა ევას. -რაღაც წალაპარაკება მოუვიდათ შემდეგ ამ გოგოს და ბუბას და ჩემმა ძმამ შეაგინა, ხელიც ჰკრაო ამბობენ. -ცოტა ხანი გაჩუმდა ევა. სიმწრის ღიმილი გადაეკრო სახეზე. -ერისთავის საყვარელი ყოფილა და... -უზარმაზარი ზიზღი აენთო თვალებში ევას. -მეზიზღება! -მოულოდნელად წამოიყვირა.
-დამშვიდდი, მშვიდად, პატარავ. -შუბზე აკოცა გაბრიელმა. -მოკლეს?
თვალები ერთმანეთს მაგრად დააჭირა ევამ, ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა. სუნთქვაც კი უჭირდა, თითქოს.
-ამიტომ ვარ თქვენთან, მინდა რომ დაიტანჯოს. მინდა რომ ჩემი ძმის გამო შური ვიძიო. არ მასვენებს, გესმის? მჭამს ყოველ ღამე შიგნიდან. -მოშორდა ევა გაბეს და ხელები დაეგრიხა. -ყოველ ღამე, როცა ვწვები ბუბას ცოდვა არ მაძინებს გაბე, შიგნიდან მჭამს ბოღმა. ამ კაცის ყოველ დანახვაზე, მე ჩემ სხეულს ვტოვებ, სატანა მისახლდება, ვეღარ ვაზროვნებ. გესმის ჩემი, გაბე? -ვედრებით ყვიროდა ევა.
-ააჰ. -ბოძს მოშორდა გაბე და დრედებზე გადაისვა ხელი. წარბები ოდნავ შეკრა. -სიმართლე გითხრა, რომ მცოდნოდა შურისძიება გამოძრავებდა, რაეს წევად არ გაგხდიდი.
-რატომ?
-იმიტომ რომ შურისძიების სურვილი ემოციაა, ეს გვასუსტებს. შურისძიების სურვილი ესაა ის, რაც ყველაზე ფასეულია ამჟამად შენთვის. ის კი, ვისთვისაც რაიმე ფასეულია ამ ქვეყნად, ვერ მოაწყობს რევოლუციას.
ევამ წარბები შეკრა და გულდასმით დააკვირდა გაბეს. ამ უკანასკნელმა კი მშვიდად გადმოხედა.
-უკვე გვიანია. -გამჭოლად შეხედა გაბრიელმა. -უჩემოდ არაფერი მოიმოქმედო, ხელი არ შემიშალო ევა და გპირდები, როცა ყველაფერი ჩაივლის, მე დაგეხმარები შურისძიებაში.
-მინდა, რომ პრეზიდენტი მოკვდეს. -ზიზღით თქვა ევამ.
გაბრიელს კი გაეღიმა, ცივად, ქვასავით უგრძნობი ღიმილი ჰქონდა გაბეს.
-ეგ არ არის შურისძიება. - ისევ აენთო თვალები გაბრიელს, დიდი ენთუზიაზმით აღივსო უეცრად. -მან შენ ყველაზე საყვარელი ადამიანი წაგართვა. შენც ასე უნდა მოექცე.
-ის გოგო? -დაბნეულად წარმოთქვა ევამ. -პრეზიდენტის შვილი?
გაბეს ისევ გაეღიმა და უჩუმრად დაუკრა თავი თანხმობის ნიშნად.
-უნდა... მოვკლათ?
-სიკვდილზე უარეს რამეს დავმართებ, გპირდები. ოღონდ, ხელი არ შემიშალო, ევა. გაბრთხილებ! -თითი დაუქნია გაბრიელმა.
-კარგი. -უპასუხა ევამ და გაბრიელს მიუახლოვდა, უნდოდა მოჰხვეოდა მას, თუმცა გაბემ შეაჩერა.
-ეს სიყვარული არ იყო ევა, ეს სექსი იყო. -მიაყარა გაბემ და სწრაფად დატოვა დარბაზი.
ევა მყარად იდგა, არანაირი გრძნობა, არანაირი ემოცია არ გამოუხატავს. წამში სრულიად გაქვავდა, თითქოს არანაირი ქალური ემოცია აღარ იყო მასში.

***
დილიდან, ქალაქის ქუჩებში ალიაქოთი და პანიკური შეძახილები ისმოდა.
„ეს რა ხდება?!“, „ჩვენი აღსასრული დგება.“ „გვაპატიე, უფალო...“ „ტრაგედია დატრიალდება“, „რაღაც დიდი უბედურება გვიახლოვდება“... ისმოდა ყოველი მხრიდან. ქალაქის ცენტრალური უბნის ვიწრო ქუჩის ასახვევში მოხუცი, შავთავსაფრიანი ქალი, კანკალით, ძლივს იხრებოდა და ცდილობდა მოჩუქურთმებული, მართლმადიდებლური, შუაში გადატეხილი ჯვრის ერთმანეთთან მიმაგრებას, თან მისუსტებული ხმით ტიროდა, ცრემლები ძლივს გაირჩეოდა მის დამჭკნარ სახეზე. „გვაპატიე, უფალო“, „გვაპატიე, ღვთისმშობელო“, ბუტბუტებდა და ტიროდა ჩუმად.
მთელი ქალაქის ქუჩები, იქ, სადაც კამერები არ ფიქსირდებოდა, სავსე იყო ქვეყნის დახეული დროშებით, დამსხვრეული ხატებითა, თუ საეკლესიო ჯვრებით. თითქმის ყველა ქუჩის კედელზე კი გაკრული იყო წარწერა : „სახელმწიფოს სახელით“.



№1  offline წევრი Rania

Zalian saintereso istoriaa. Karagadac cer. Ubralod zlivs gavixsene imxela intervali gqondatt. Iqneb male dadot momdevnoo
--------------------
Q.qimucadze

 


№2 სტუმარი სტუმარი ქეთი

როგორც იქნააა. როგორ გნატრობდი, ვერ წარმოიდგენ. არ დაიკარგო რაა, შეუდარებელი ხარ

 


№3  offline მოდერი MoonDaughter

Rania
Zalian saintereso istoriaa. Karagadac cer. Ubralod zlivs gavixsene imxela intervali gqondatt. Iqneb male dadot momdevnoo

დიდი მადლობა, ჩემო კარგო. <3 კიი, მესმის აბსოლუტურად, უბრალოდ გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ მოვახერხე. მაქსიმალურად ვეცდები დავაჩქარო, კვირის ბოლომდე, მე4 თავსაც დავდებ აუცილებლად.
<3
სტუმარი ქეთი
როგორც იქნააა. როგორ გნატრობდი, ვერ წარმოიდგენ. არ დაიკარგო რაა, შეუდარებელი ხარ
მადლობა, ქეთი <3 ძალიან მახარებ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent