შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ გაზაფხული მოვა...(თავი 9-10-11-12)


15-07-2019, 14:09
ავტორი Elisabeth_
ნანახია 1 555

თავი 9

-ჩქარა, დაგვაგვიანდება!-გასძახა სამზარეულოს მაგიდიდან ძმას.
-იქამდე ექვსი საათია!-არც ძმის ხმამ დაიგვიანა.
-საქმეც ბევრია!-ახლა ხუჭუჭა გოგომ წამოიყვირა.
-ყველა გაბერე?-ისევ პირველი ხმის პატრონი იყო.
-გოგო, რა გეჩქარება? გავბერავ, რა!-ბიჭმა ხმას აუწია, თუმცა მაინც ეტყობოდა, რომ რაღაც ძალიან უხაროდა.
-შენ კი გაბერავ, მაგრამ მე რომ ვერ მოვისვენებ ყველას ახლავე თუ არ ვნახავ?-გოგოს ხმა დაუწვრილდა. ბიჭმა კი რაღაც ჩაიდუდუნა, დას ყურადღებას არ აქცევდა, თუმცა ხუჭუჭას ხმაც გაიგო, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ჩუმად თქვა...
-მეც ვერ მოვისვენებ!
რა თქმა უნდა! მის ხმას ყველგან გაიგებდა! ჩაეცინა და წითელი ბუშტით ხელში მიუახლოვდა მათ.
-შენც, ნენე?-ისე თქვა, თითქოს ქალის საქციელმა საშინლად დასწყვიტა გული,-შენგან ამას ნამდვილად არ მოველოდი...
-ცანცარის დროა ახლა?!-შავი თვალები მიანათა ნენემ. უცნაურია, თვალები სულ არ უგავდა თორნიკესას. თორნიკეს მწვამე თვალები ჰქონდა, გამჭირვალე.
-რატომ არაა?-გაბომაც შეუტია.
-ისე, მართალია,-ახლა თეოს შემოუტია შიშმა,-როგორ წავიდა გახსოვს?-ძმას ახედა სკამზე ჩამომჯდარმა.
-მერე, რა!-წარბი შეკრა გაბომ,-მთელი ცხობრება თქვენთან გაატარა და ახლა როგორ არ შეგვიშვებს?!
-სულ შენი ლუკას ბრალია, რა!-თეომ დაიწუწუნა. გაბო კი წამით დაფიქრდა, რამხელა განსხვავებას ანიჭებდა თეოსა და ნენეს. ზუსტად იგივე სიტყვები ნენესგან რომ მოესმინა, აუცილებლად ჩასწყდებოდა გულში რაღაც.
-რაზეც არ უნდა მეთქვა აქამდე, არ უთხრა ნენეს ან კესოს-თქო, არაფერზე მისმენდი და რას ვიფიქრებდი მაინც და მაინც ამას თუ დაუმალავდი?!-წამოიყვირა ოდმავ გაბრაზებულმა. თეომ ხმა ვერ ამოიღო, ნენემ კი მაგიდაზე დაგდებულ ერთ ღერ სიგარეტს დაავლო ხელი, წამში სანთებელაც აანთო და ლამაზ, ვარდისფერ ბაგეებს შორისაც მოიქცია.
თვალები აენთო გაბოს. საშინლად არ მოსწონდა სიგარეტი ნისიმეს ხელში. თვითონაც ვერ გააანალიზა, როგორ ააცალა ქალს 'ეშმაკის საკმეველი' და როგორ მისცა ამის მაგივრად წითელი ბუშტი. მერე სიგარეტი საფერფლეში ჩააქრო და იქვე ჩააგდო, ხელი თავზე გადაუსვა ნენეს და თბილად თქვა:
-თქვენ არ ინერვიულოთ! მე არ ვიყო გაბრიელ ბაქრაძე, თქვენ თუ ძალით არ შეგსვათ კესოს ოთახში!
ცინიკურად მიიღო მისი სიტყვები ნენემ. თუმცა, რა იცოდა, თუ სიმართლეს ამბობდა.

რამდენიმე წუთით დაიგვიანა თორნიკემ. ათს ზუსტად ოთხი წუთი გადასცდა და კარიც შემოაღო.
ახლა ორი ბაქრაძე და ორი ჩადუნელი იყო ბინაში.
შემოსული არ იყო გოგონების ხმა რომ გაიგო.
-ტორტი მოიტანე?
-კი!-ისიც არანაკლებ უცნაურად გრძნობდა თავს,-და შოკოლადები?
-აქაა!-უკვე სამზარეულოს მაგიდასთან მდგარ თორნიკეს უთხრა ნენემ.

ალბათ, როგორ მოსწონდა თორნიკეს ეს სიტუაცია.
მთელი თავისი არსებით კესოს გვერდით იჯდა ახლა. მის მაგივრად უხაროდა და სამწუხაროდ არ იცოდა, რამდენად სჭირდებოდა მისი სიახლოვე კესოს...

თორმეტის ათ წუთზე ფეხზე წამოიჭრნენ გოგონები. წავედითო დაიძახეს და შემოსასვლელში აისვეტნენ.
-ადრეა ჯერ,-გაბომ სცადა შეწინააღმდეგება, თუმცა აზრი არ ჰქონდა. თავისი გაიტანეს ქალბატონებმა და კესოს სახლის კარსაც დათქმულ დროზე ოცი წუთით ადრე მიადგნენ.

იგრძნო კესომ, რომ მარტო აღარ იყო. უხერხულად შეიშმუშნა. მერე ზარის ხმაც გავრცელდა მთელ ბინაში და ცოტა ხანში კარში უკვე გაღიმებული კესო იდგა.

-გილოცაავთ!-ალბათ, რაც შეეძლოთ ხმამაღლა იყვირეს. ამ სიტყვამ კი ბედნიერების ექოდ მოიარა ჯერ მთელი დერეფანი, მერე სადარბაზო და, იქნებ, სხვა ბინების კარებზეც დააკაკუნა ამ ბედნიერების გასაზიარებლად.

ათობით ბუშტი ეჭირათ ხელში გაბოს და თორნიკეს, თან ღვინის ბოთლებს ინაწილებდნენ.
ნენეს რამდენიმე შოკოლადით სავსე პარკისთვის ჩაებღუჯა ხელი, თეო კი თავისი პატარა, ოდნავ სქელი, თუმცა საოცრად ლამაზი თითებით დიდ ტორტს ეჭიდებოდა.
-მე ვკითხო?-გაბომ თავისი ხასიათი არც ახლა დაივიწყა. რა უცნაური იყო ეს ბიჭი, მუდამ ხუმრობდა და სიტუაციის განმუხტვაც, როგორც ახლა, ყოველთვის გამოსდიოდა. დანარჩენებს გადახედა, ჩაეცინა და განაგრძო,-კესო, შემოგვიშვებ თუ აქედან აღვნიშნოთ?-გაბრწყინებული, ცისფერი თვალები მიანათა იუბილარს.
-არ ხარ ღირსი!-ენა გამოუყო კესომ, თუმცა კარს მაინც მოშორდა, რათა მეგობრები სახლში შემოეშვა.

მხოლოდ თეფშები და ჭიქები გამოიტანა კესომ სამზარეულოდან, დაბალ მაგიდაზე დააწყო და გოგონებს მიუჯდა გვერდით. გაბო და თორნიკე აივანზე იყვნენ და, რომ შემოვიდნენ კესომ შენიშნა გაბრიელის უცნაური, თითქოს გულდაწყვეტილი სახე.
მათ წინ დასხდნენ ბიჭები და გაბომ ნენეს შეხედა, რომელიც კესოსა და თეოს შორის იჯდა. მერე დას გაუსწორა თვალი.
-თეო, წყალი მომიტანე, რა,-ე.წ. 'კნუტის თვალები' ძალიან უხდებოდა მის სწორ, ლამაზ ცხვირს და თხელ, წითელ ბაგეებს, რომელთა შორის ორი დიდი კბილი ცდილობდა გამოჩენას.
-რა ვქნა?-თეომ წარბები აზიდა.
-წყალი...
-წადი და მოიტანე!-მკაცრი გამომეტყველებით შეხედა თეომ ძმას.
-აუ, მიდი, რაა,-გაბოს თვალები აუწყლიანდა. კესოს კი ჩაეცინა, გაბოს მრავლისმეტყველი მზერა მიაპყრო და ფეხზე ადგა.
-მე მოგიტან,-თქვა, გასვლისას მხარზე დაარტყა ხელი მსუბუქად და სამზარეულოს კედელს მიეფარა.
გაბომ კი დრო იხელთა და ნენეს გვერდით გადაჯდა. დაინახა გრაფინითა და ჭიქებით გამოსული კესოს სახე და თორნიკეს ანთებული თვალები, თუმცა... ალბათ, ნისიმეს გვერდით ჯდომა უნდოდა ყველაფერზე ნეტად იმ წამს და მეგობრები არ აინტერესებდა. არც ის აინტერესებდა, რას ფიქრობდა ნენე. იცოდა, ერთ დღეს მიაღწევდა საწადელს და ქალბატონი ნისიმეც დაინტერესდებოდა მისით.

რა თქმა უნდა, იმ ღამით წასვლას არავინ აპირებდა. უყურებდა კესო მეგობრების გაბრწყინებულ სახეებს და ვერ ხვდებოდა, დათას გამო როგორ იჩხუბა? დათას თუ ლუკას გამო... ესეც კი არ ესმოდა.
უკვე ოთხი საათი ხდებოდა, როცა გოგონებს აშკარად შეეტყოთ სახეზე, რომ ეძინებოდათ. კესო ფეხზე ადგა და ოთახების დალაგება დაიწყო. მამამისის ოთახში გაბო და თორნიკე დაიძინებდნენ. მამამისი... როგორ სწყდებოდა გული... როგორ უნდოდა მხოლოდ ერთი წამით მაინც ენახა მისი სახე, მისი თბილი ღიმილი... საკუთარი თავი ეზიზღებოდა, დიდ დროს რომ არ ატარებდა მასთან. რას იფიქრებდა თითოეულ წუთს თუ ინატრებდა ასე ძალიან...

მერე თავის ოთახში გადაინაცვლა. და დალაგებაზე აღარც უფიქრია. თვალები იმ ერთ ფრაგმენტს მიაშტერა, რომელიც მისი გასვლისას იქ ნამდვილად არ იყო.

პატარა, თეთრი კონვერტი და ლურჯი ყვავილების თაიგული.
გულაჩქარებული მიუახლოვდა საწოლს და მასზე დადებული კონვერტი ხელში აიღო. გახსნა და იქიდან თეთრი ფურცელი ამოაძვრინა. კანკალით გაშალა და კითხვა დაიწყო.

'იცი, მე არ ვარ ცუდი ადამიანი...
მაპატიე. არ ვიცი ამას როგორ გაიგებ, მაგრამ მინდა, რომ მაპატიო. არ მინდოდა ასე მომხდარიყო, შენთან მინდოდა ყოფნა ამ დღეს. მინდოდა საუკეთესო ყოფილიყო შენთვის ეს მოლოცვა. ახლა კი... ახლა არ ვიცი საერთოდ ნახავ თუ არა ამას.
მარტო არ ხარ, კესო. ჯერ არა! მე აქ ვარ. ახლაც აქ ვარ. და სანამ ამ წერილს არ წაიკითხავ აქ ვიქნები. არ ვაპირებ წასვლას.
იცი, მინდა გნახო და ყველაფერი აგიხსნა. გითხრა, რომ არ ვარ მკვლელი და დამნაშავე...
შანსი რომ მქონდეს ყველაფერს სხვანაირად გავაკეთებდი. შენც ყველაფერს გეტყოდი...
იცი... საჩუქრის ასარჩევად სულ შენ დამყვებოდი... ახლა კი გაბოსაც ვეღარ ვხვდები და... არ ვიცი რა გინდა, რას ელოდებოდი... მაგრამ მე ამას გჩუქნი. კესანე. ასე ჰქვია ამ ყვავილს. შენი სახელი. და შენს თავს მაგონებს. მართლა ძალიან გგავს...
იცი? ალბათ, როცა ფანჯრიდან გამოიხედები, მე უკვე აღარ ვიქნები აქ. წავალ. ჰო, წავალ, რომ თავი გადავირჩინო. მაგრამ სამუდამოდ არა!
არ ვიცი უნდა თუ არა ეს შენს გონებას, მაგრამ ვიცი, გულის სიღრმეში შენც გინდა ჩემი ნახვა.
არ ვიცი მიყვარხარ თუ არა, კესო. მართლა... არ ვიცი რა არის სიყვარული. მაგრამ ვიცი, შენს გარეშე ერთი წუთის გატარებაც კი არ მინდა.
გპირდები, დავბრუნდები. შენთვის დავბრუნდები და შენს კითხვებს პასუხებს გავცემ.
დროებით!'

აკანკალებული ხელი პირზე ჰქონდა აფარებული. მერე თხელი, ნატიფი თითებით აიღო თაიგული ხელში.
კესანე.
ლამაზი, პატარა და ლურჯი.
კესოს საყვარელი ფერიც ლურჯი იყო.
ყვავილისთვის ხელი არ გაუშვია, ისე მიუახლოვდა ფანჯარას იმ იმედით, რომ იქ ლუკას დაინახავდა. დიახ, ლუკას ნახვა უნდოდა და არა დათასი. თუმცა გარეთ არავინ იყო, ვერავის ხედავდა. მხოლოდ აკაშკაშებულ ლამპიონებს, რომლებიც მთვარესთან ერთად ანათებდნენ თბილისის ბნელ ქუჩებს.
და სამწუხაროდ არ იცოდა, რომ იქ, სადღაც, ლუკა იმალებოდა. იმალებოდა და თაფლისფერი თვალებით უყურებდა კესოს, გონებაში კი უკვე ესაუბრებოდა მას...

თავი 10

-რას გააკეთებდით საყვარელ ადამიანთან რომ იყო მთელი ღამე ერთ ოთახში?-ნისიმემ გაბრწყინებული თვალები მოავლო მეგობრებს.
-მარტო რომ ვიყოთ?-გაბომ შანსი ხელიდან არ გაუშვა და როცა ნისიმე დაეთანხმა ჯერ დაფიქრდა, მერე ისევ ქალს შეხედა,-ფილმს ვუყურებდი, ველაპარაკებოდი, მოვეფერებოდი... ვაგრძნობინებდი, რომ მიყვარს იმაზე მეტად, ვიდრე მას ჰგონია...
ღრმა, თბილი ხმით ლაპარაკობდა, თან ნისიმეს მუქ, თაფლისფერ თვალებს უყურებდა და იღიმოდა. თავისდაუნებურად ეღიმებოდა, როცა ხედავდა როგორ ეფაკლებოდა გოგოს ლოყები, როგორ ეთამაშებოდა თხელი თითებით ხვეულ თმას...
-თორნიკე, შენ?-თითქოს მხოლოდ გაბოს გასაჩერებლად გადაიტანა ნენემ მზერა ძმაზე.
-მე?-თორნიკემ ღრმად ჩაისუნთქა, მერე კესოს შეხედა და ჩაეღიმა, მერე დანარჩენებს გადახედა,-არ ვიცი... რაღაც განსაკუთრებულს...
-გაიგე ახლა რა არის ამისი 'რაღაც განსაკუთრებული,'-გაბომ წარბები აზიდა და ხელებგადაჯვარედინებული მიეყრდნო სკამის საზურგეს.
კესო... კესოს სხვანაირი პასუხი ჰქონდა. შეიძლებოდა სიტყვები იგივე, თუმცა...
-მე უბრალოდ მოვუსმენდი. ვუყურებდი, მის სახეს შევისწავლიდი... მოვუსმენდი და მერე მეც მოვუყვებოდი ჩემ ისტორიებს, იმ იმედით, რომ გაიცინებდა, ჩამეხუტებოდა და შუბლზე მაკოცებდა...-მაგიდას უყურებდა. იღიმოდა, თუმცა ეს ღიმილი უფრო სევდიანი იყო. თვალწინ ის რამდენიმე ღამე ედგა, დათასთან რომ გაატარა. მერე გაახსენდა, რომ დათა ლუკად გადაიქცა და უკვირდა, რომ იმ მომენტში, როცა ამას ამბობდა, ლუკაზე ფიქრობდა...
-ეს, მგონი, შეყვარებულია,-თეომ ნენეს გადაუჩურჩულა, თან ჩაიხითხითა. თორნიკემ გაიგო გოგოს სიტყვები და რაღაც საშინელი იგრძნო... როგორ არ უნდოდა... როგორ არ შეეძლო აეტანა შეყვარებული კესო, მაშინ, როცა იცოდა, ეს სიყვარული მას არ ეკუთვნოდა...
-შენ რას იზამდი, თეო?!-თორნიკემ ბრაზის გაფანტვა სცადა. მთელი ინტერესი თეოს მიაპყრო.
-აუ, კარგი, რა!-ქალმა წამოიყვირა, თან მუშტი მთელი ძალით ჩაარტყა თორნიკეს, თუმცა მამაკაცს რეაქცია არ ჰქონია, მხოლოდ გაიცინა, თეომ კი წუწუნი განაგრძო,-მე რომ გავაკეთე ის რაც მინდოდა, იმიტომ ველოდები ახლა გერმანიიდან ჩამომავალ შვილს!
-ახლა?-კესომ თვალები დაჭყიტა, თითქოს უცებ გამოფხიზლდა.
-უკვე ჩამოდის?!-ნისიმეც წამოიჭიმა.
-ჰო, ბექამ დამირეკა, შვებულებას ვიღებო, ბავშვს მოენატრეო და ჩამოვდივარო,-მაგიდას დაშტერებოდა, ხელები ერთმანეთზე დაეწყო, სკამის საზურგეს ეყრდნობოდა და ფიქრობდა. არ ეღიმებოდა, არც მოღუშულა, უბრალოდ იჯდა და წარბაწეული ფიქრობდა.
-რატომ ვიფიქრე, რომ მარტო ნათლულს ვნახავდი და არა იმას?-ყალბი ღიმილი აიკრა სახეზე ნენემ.
-შენ წარმოიდგინე, ჩემო ნენე, მეც ეგრე მეგონა,-დანანებით გააქნია თეომ თავი.
-უნდა აღვნიშნოთ!-გაბომ ტაში შემოჰკრა(თითქოს ბექას ჩამოსვლაც უხაროდა). და ამის შემდეგ აღარ ჰქონდა მნიშვნელობა არც თეოს წუწუნს, ბავშვს როგორ დავხვდე ასეო, არც კესოს გაბრაზებას, ამის ხასიათზე არ ვარო... ნისიმე? არა, მას პრობლემა არ ჰქონია. გაბოს გვერდით იჯდა და არ აინტერესებდა ვინ რას იფიქრებდა მასზე. ცოტა ხნის შემდეგ, როცა უკვე საკმაოდ ბევრი დალიეს, ის უპრობლემოდ ეკვროდა გაბოს მკერდს. მამაკაცს სიბრაზეც კი ეკიდებოდა ამის გამო. რა იქნებოდა, სხვასთანაც, ნასვამს ასეთი რამ რომ გაეკეთებინა?! ვერ აიტანდა! იცოდა, ასეთ შემთხვევაში თავს ვეღარ გააკონტროლებდა.

-წავიდეთ, გამოიძინე ცოტა,-თორნიკემ ნახევრად თვალდახუჭულ კესოს მხარზე დაადო უხეში მტევანი. ქალმა უგონოდ დაუქნია თავი. თორნიკემ გაბოს რაღაც ანიშნა და კესოს ფეხზე ადგომაში დაეხმარა. გაბომ როგორ გაიგო, რას გულისხმობდა თორნიკე? რა თქმა უნდა არც მას და არც თორნიკეს არ დაულევიათ, ქალბატონებს უყურებდნენ.

გზაში ხმა არ ამოუღიათ. ძველი თბილისის შენობებს აკვირდებკდა კესო, ვინ იცის მერამდენედ... ცოტა ხანში ჩაეძინა კიდეც. თორნიკე კი უყურებდა. უკვე ქალის კორპუსის წინ გაჩერებულიყო მანქანა. თორნიკე კი თვალს არ აშორებდა მშვიდად მძინარეს. რამდენი ხანია ასეთი არ უნახავს... ენანებოდა გასაღვიძებლად. გაეღიმა. და კესოს რომ დაენახა, აუცილებლად სამუდამოდ დაამახსოვრდებოდა ეს ღიმილი.

ნელა მიაბიჯებდა სადარბაზოს კიბეებზე. ხელში კესოს სუსტი სხეული ეჭირა და ცდილობდა, არ შეეწუხებინა ის. ფრთხილად გააღო ჩაკეტილი კარი, მერე ცარიელ სახლში შევიდა, კესოს ოთახში შეაბიჯა და ქალი ფრთხილად დააწვინა საწოლზე.
ოდნავ შეიშმუშნა კესო, წარბი შეკრა, თხელი, წითელი ბაგეები შეეხსნა.
თორნიკე უკვე მასთან იჯდა. მომღიმარი სახით უყურებდა ქალს, მის გამჭირვალე, მწვანე თვალებში კი მძინარე კესოს ლამაზი სახე ირეკლებოდა.
სახეზე ჩამოყრილი თმა გადაუწია. მის თვალებში სევდა გამოჩნდა.
-ნეტავ იცოდე, როგორი კარგი ხარ, კესო... ნეტავ იცოდე, როგორ მიყვარხარ,-თითქმის უხმოდ ჩაილაპარაკა. მისი ხრინწიანი ხმა ცარიელ, ჩუმ სახლში გავრცელდა და სადღაც კესოსთან ახლოს დაიდო ბინა. და იმის შიშით, რომ ამ ხმას გაიგონებდა კესო გაღვიძებისთანავე, თორნიკე სახლიდან გავიდა.

***

-თეო დაწექი!
-რატომ უნდა დაწვეს?! რა გინდა შენ?!
-აუ, შენ ჰო გეძინა?!-გაბომ დივნიდან ახლადწამომდგარი თეოდან ნისიმეზე გადაიტანა მზერა. იმ მომენტში რომ გენახათ, აიცილებლად შეგეცოდებოდათ მამაკაცი...
-ვის?! მე?!-ნისიმე ბარბაცით გაემართა გაბოსკენ.
-ნენე, გთხოვ,-ჩაეცინა მამაკაცს ქალის საქციელზე, მის ბავშვურად არეულ სახეზე,-დაიძინე, რა!
-არ მინ და!-თითქოს გაბოსთვის გასაგებად დამარცვლა.
-გინდა, ნენე, გინდა...
-გაბო, ჩემი შვილი სადაა?!-თვალდახუჭულმა თეომ ძმას გამოსძახა. და გაბომ ინანა საკუთარი გადაწყვეტილება.
-აღარ გაბედოთ დალევა! ორივეს ვეღარ გაგიძლებთ და მეც გავლოთდები!
-გაბო?-ნენემ წარბაწეულმა ახედა გგვერდით მდგომს. თვალებს ძლივს ახელდა, ძლივს ლარაკობდა, თუმცა მაინც მოახერხა და ორი სიტყვა ერთმანეთზე გადააბა,-შენ ბექა არ იყავი?

***

დიდხანს დადიოდა ძველი თბილისის ქუჩებში. მეტეხის ეკლესიის წინ იდგა. იდგა და მდორედ მოსიარულე მტკვარს უყურებდა.
ტელეფონის ხმა გაიგო. რომ დახედა, კესოს ნომერი დაინახა და თავისდაუნებურად გაუნათდა მოღუშული სახე, გამჭირვალე, მწვანე თვალები გაუბრწყინდა და ღიმილით უპასუხა.
-თორნიკეე!-ქალმა კაცის სახელი ოდნავ გაწელა.
-კიდე მთვრალი ხარ?-თორნიკეს ჩაეცინა.
-არა!-კესოს სიცილიც გაიგო,-არა, უბრალოდ, ისეთი რაღაც უნდა გთხოვო...
-რა უნდა მთხოვო?
-დათას საქმე ხომ ისევ შენია?
-კესო, ეგ ლუკაა და ჰო, ჩემია,-ხმა შეეცვალა თორნიკეს.
-გააუქმე, რა, ბრძანება.
-რა ბრძანება?
-აღარ უთვალთვალონ.
-კესო, შენ ამ საქმეს ჩამოშორდი!
-არა...-კესომ ხმა დაიწვრილა და თორნიკემ წარმოიდგინა როგორ ჩადგა მის თვალში მოჩვენებითი ცრემლი,-აუ, თორნიკეე...
-რა გინდა?!-ვითომდა მკაცრად იკითხა მამაკაცმა.
-რაღაც მოვიფიქრე.
-რა მოიფიქრე?
-გაუშვი შენი ხალხი დევდარიანების სახლიდან და გაიგებ.

და ეს იყო ბოლო, რაც კესომ თქვა.
არ შეეძლო თორნიკეს, ქალს შეწინააღმდეგებოდა.
არ შეეძლო, რადგან ხვდებოდა, გულს ატკენდა. ვერ აიტანდა საყვარელი ქალის წყენით დაბნელებული თვალების ყურებას.
იმ დღეს დევდარიანების სახლის მიმდებარე ტერიტორიას ყველა უცხო პირი მოშორდა.
უყურებდა მარიტა, რომელიც ჯერ კიდევ მარტო იყო სახლში. უყურებდა ერთმანეთის მიყოლებით როგორ მიდიოდნენ მანქანები სიძველისგან და ბოლო დროს მომხდარისგან გაფერმკრთალებულ გზაზე.

სექტემბერი დაიწყო.
კესო შორიდან ადევნებდა თვალს დევდარიანების სახლს, რომელშიც ორი ადამიანი ერთმანეთს ენაცვლებოდა, ღამის გასათევად. მარიტა და თომა იმაზე მეტად ედგნენ გვერდში ერთმანეთს, ვიდრე ამას ვინმე წარმოიდგენდა. საბოლოოდ, როცა სექტემბრის პირველი კვირის მიწურულს, ქალბატონი ეკა საავადყოფოდან გამოწერეს, სახლი თითქოს შეივსო. წესით, უნდა გაეცოცხლებინათ სახლი, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველამ გაიცნო, თუმცა... რამდენი რამ შეიცვალა. იესე დევდარიანი აღარ იყო, საკუთარმა შვილმა მოკლა. ლუკამ... იმ ლუკამ, ხელს არავიზე რომ არ ასწევდა... იმ ლუკამ, ციხიდან რომ გაიქცა და სახლიც ძებნილის სტატუსით რომ დატოვა.
ცდილობდნენ არ შეემჩნიათ, ერთმანეთისთვის არ დაენახვებინათ, რომ სტკიოდათ, აუტანლად სტკიოდათ რაღაც მარიტას, თომასა და ეკას. ყოველ დღე უცინოდნენ ერთმანეთს, მერე კი, ღამით, ოთახში რომ გადიოდნენ, ცისფერი თვალებიდან გრძნობით სავსე ცრემლები სდიოდათ.
და მაინც, როგორ ჰგავდა მათი თვალები ერთმანეთს. ზღვისფერი იყო, ღრმა და კრიალა. მთელ სამყაროს დაინახავდით მათ თვალებში... დაინახავდით იმ უკიდეგანო სივრცეს, ოკეანესავით რომ იშლებოდა და, თუ დააკვირდებოდით, ყველაფერს წაიკითხავდით იქ... ყველაფერს...

***

სექტემბერი იწურებოდა. კესო ყოველ დღე მიდიოდა დევდარიანების სახლთან იმ იმედით, რომ იქ ლუკას დაინახავდა.
ყოველ ღამე ფიქრობდა. ფიქრობდა ლუკაზე. არა, დათაზე. თუმცა, რა განსხვავება იყო მათ შორის..? ერთი ადამიანის ორი სახელი. კესო კი დიდ შეუსაბამობას ხედავდა დათასა და ლუკას შორის.
ლუკა მკვლელი იყო, დათა კი მეგობრებთან გართობის მოყვარული.
ლუკამ მოკლა 15 წლის თაია კალანდაძე, დათა კი ყველაზე დიდ პატივისცემას გამოხატავდა გოგონების მიმართ.
ლუკამ საკუთარ მამას სამი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, დათამ კი... დათამ რამდენიმე ღამე გაატარა კესოს ოთახში ისე, რომ მისთვის ზედმეტი არაფერი უთქვამს...
დათა უბრალოდ დათა იყო.
დათა უყვარდა კესოს.
დათა ენატრებოდა...

ვეღარ ხვდებოდა, რატომ სჭირდებოდა ლუკას საქმის თავის თავზე აღება, იმიტომ, რომ მისი ნახვა უნდოდა თუ იმიტომ, რომ ამას მისი სამსახური მოითხოვდა?

თუმცა ფაქტი ერთი იყო.
დრო გადიოდა. საქმე კი ჯერ კიდევ არ იყო დახურული და ეს ნაწილობრივ კესოს ბრალი იყო.

სახლში თითქმის არ მიდიოდა. ყოველ დღე იქ იყო, ხეებს ამოფარებული დევდარიანების სახლის ფანჯრებს უმზერდა.
ყოველ ღამე საკუთარ თავს ეკითხებოდა, იქ რა უნდოდა, ასე რატომ იქცეოდა... თუმცა მაინც არ ტოვებდა იქაურობას.

-კესო, სად ხარ?-ტელეფონში თორნიკეს ანერვიულებული ხმა გაიგო.
-რა იყო, ცუდი სიზმარი ნახე? სად უნდა ვიყო?-გაკვირვებულმა უპასუხა.
-რომ არ ვიცი, მაგიტომ გკითხე!
-მაღაზიაში ვარ, წყალს ვყიდულობ და ისევ მივბრუნდები დევდარიანებთან.
-მადლობა დეტალური ინფორმაციისთვის,-თქვა თორნიკემ და გათიშა. რაღაც უცნაური იგრძნო კესომ. ვერ მიხვდა ეს მისი ხმის გამო იყო, მისმა სიტყვებმა გამოიწვია თუ რამე სხვამ. ყურადღება არ მიაქცია ამას კესომ. სალაროსთან დატოვა ფული და წყლის ბოთლით წავიდა კარისკენ.

უკვე კართან იყო, როცა შეჯახება იგრძნო.
თავი მაღლა ასწია.
-უკაცრავად,-მაღალმა, ქერათმიანმა მამაკაცმა ჩქარა ჩაილაპარაკა და ქალს მოშორდა.
თვალი გააყოლა კესომ მამაკაცს, რომელოც სახეს წვერით იფარავდა.
აშკარა იყო, სადღაც ეჩქარებოდა მაღალს. ან იქნებ რამეს გაურბოდა?
კესოს საკუთარი თავის გაუკვირდა: უცხოებს როდიდან აკვირდებოდა?
თავი გააქნია, უცნობზე ფიქრები გონებიდან რომ ამოეგდო, კარის სახელურს თავისუფალი ხელი ჩასჭიდა და თავისკენ მოზიდა, მერე კი მაღაზია დატოვა.

იქ კი უკვე ნაცნობი ადამიანი დაინახა.
გაეღიმა.
გული აუჩქარდა. მის თვალებს დააკვირდა, მის ღიმილს, მის გამომეტყველებას...
და ნელი ნაბიჯით დაიძრა მისკენ.

თავი 11

-აქ არ უნდა მოსულიყავი,-ამბობს ქალი ღიმილით.
-აქ შენ არ უნდა იყო,-მამაკაციც ღიმილით პასუხობს.
-ჩემი გეგმის მიხედვით...
-შენი გეგმის მიხედვით ცხოვრებას უაზროდ კარგავ, მე კი მენატრები!
-თორნიკე, კარგად ხარ?-ქალმა უცნაურად იკითხა, მამაკაცის მწვანე თვალებს შეხედა. თითქოს იქ დაიკარგა. ჭაობივით იყო. გამჭირვალე ჭაობივით...
უწინდელზე სევდიანი ეჩვენა კესოს თორნიკეს თვალები. დიდხანს ფიქრობდა. დიდხანს უყურებდა და იქ რაღაცას ეძებდა.
და მერე თითქოს იპოვნა კიდეც. იქ დაინახა სიყვარულით სავსე მზერა... მაგრამ ეს მზერა თორნიკეს არ ეკუთვნოდა. იქ, სადღაც ღრმად, ხედავდა ბნელ ქუჩაში მდგარ, სევდიანად მომღიმარ დათა დადეშქელიანს.

თორნიკეს არაფერი უთქვამს. უბრალოდ ძლიერად მოჰხვია ხელები კესოს სუსტ სხეულს.
-თორო, რა გჭირს?-მხრებჩამოყრილმა ქალმა, მის მკერდში ჩამალულმა, ამოილაპარაკა. თვითონ არ ჩახუტებია. უბრალოდ, იდგა და ჯერ კიდევ ზაფხულის სითბოში თორნიკეს გულისცემას უსმენდა.
-არაფერი...-ამოილაპარაკა კაცმა და თითქოს მთელი გული ამოაყოლა ამ ერთ სიტყვას, მერე ჩუმად დაამატა,-მომენატრე.
კესომ გაიღიმა. ეს ღიმილი ოდნავ უხერხულსაც კი ჰგავდა. ქალი შეიშმუშნა და თორნიკემაც ხელი გაუშვა.
-რატომ მოხვედი?-იკითხა კესომ ოდნავ მკაცრად.
-იმიტომ, ჩემო კესო, რომ ბავშვი არ გინახავს, არც სიძე, და არც ლუკა-დათა ჩანს სადმე...
-ჯერ ერთი, ბავშვი ვნახე, ეგ არსება ჩემი სიძე არაა და დათა მალე გამოჩნდება!
-კარგი, რა! არ გამოჩნდება, კესო! არ იცნობდე მაინც...
-არ ვიცნობ...-დანანებით ჩაილაპარაკა კესომ. თორნიკეს წარბი შეეკრა და ღრმად სუნთქვადა. მისი ანერვიულების მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, თუმცა კესო კონკრეტულად მაინც ვერაფერს დაასახელებდა.
-წავიდეთ,-დაიჩურჩულა მამაკაცმა. სულ ერთი წამით გაჩერდა კესო, ჩაფიქრდა, ალბათ, დათაზე, მერე კი ხელოვნური ღიმილი მიანათა თორნიკეს.
-წავიდეთ.

***

-დე, ნახე ვინ მოვიდა!-შესძახა გახარებულმა თეომ.
პატარა ბიჭი მაშინვე წამოხტა და კარისკენ გაიქცა.
-კესო დეიდა!-შესძახა წვრილი, ლამაზი ხმით.
კესომ ცელები გაშალა და ბავშვი ხელში აიტაცა.
-ეგ ვინ გასწავლა?-სიცილით ჰკითხა.
-მამიკომ!
-არ ვარ მე დეიდა, ერეკლე,-სცადა შენიშვნა მიეცა პატარასთვის, თუმცა მისმა მონატრებულმა ჩახუტებამ ხმა დაურბილა. ერეკლე იატაკზე დასვა და თეოსთან გავიდა, სამზარეულოში, უკან კი თორნიკე მიჰყვა.
-სად ხარ დაკარგული!-თეო მეგობარს შეეგება, გადახვევასაც კი აპირებდა, თუმცა კესომ უცნაურად შეხედა.
-აქ რაღაც ცუდი აურაა,-წარბაწეულმა ჩაილაპარაკა.
-კარგი, რა!-თეომ თვალი აარიდა ქალს, მაგიდას მიუახლოვდა და ჩამოჯდა.
-სადაა გაბო?-ღიმილით მიუჯდა კესო მონატრებულ მეგობარს.
-წავიდა...
-სად?-კესომ არ დაანება. სამზარეულოს მოავლო თვალი, ალბათ, საჭმელს ეძებდა.
-გაბომ და ნენემ პროტესტი გამოაცხადეს, მე ამასთან არ გავჩერდებიო, ადგნენ და წავიდნენ,-გამოაცხადა სამზარეულოში ახალშესულმა თორნიკემ, რომელიც ბავშვს ართობდა ამ დრომდე.
-ჰა?-გაკვირვებულმა წამოიძახა კესომ, თან გადაიხარხარა კიდეც.
წამით სიჩუმემ დაისადგურა. მხოლოდ ერეკლეს პატარა ნაბიჯების ხმა ისმოდა სახლში. მერე კი კარი გაიღო.
-ამას აქ რა უნდა?-ზიზღით ჩაილაპარაკა კესომ, თან ფეხზე წამოდგა.
-კესანე!-მამაკაცის ხმამ გაიჟღერა. ბედნიერებით იყო ეს ხმა სავსე. ვინ იცის, რამდენ ხანს ნატრობდა მისი პატრონი იმის შეგრძნებას, რასაც ახლა გრძნობდა.
-ბექა!-და აი, ქალმა ისევ ზიზღით ჩაილაპარაკა.
თორნიკე და თეო დაიძაბნენ. ეს უკანასკნელი, ალბათ, ფიქრობდა უკეთეს შეხვედრაზე, თორნიკე კი უკვე ნანობდა საკუთარ საქციელს.
-აქ ამიტომ მომიყვანე?-გადაულაპარაკა თორნიკეს მკაცრი ტონით კესომ, მამაკაცს კი ხმა არ ამოუღია. მხოლოდ ამოიხვნეშა და თითქოს სინანულიც უნდოდა გაეგდო ზედმეტ ჰაერთან ერთად, თუმცა არ გამოუვიდა.
-შენც გაბრაზებული ხარ?-არასასურველი სტუმარი წარბებაწეული უმზერდა კესოს. რომ არ სცოდნოდა ვინ იყო, ქალს აუცილებლად შეეცოდებოდა.
-აა, თან მეკითხები კიდეც?-კესოს გაეცინა,-მეკითხება!-ახლა უფრო ხმამაღლა გადაიკისკისა ქალმა.
-ჰო, რა იყო...-ბექა ოდნავ დაიბნა.
-თეო, მიდი, ერეკლე გაიყვანე, თორემ საკუთარ ტყავში ვერ ვეტევი და ცოდოა ბავშვი!
-დამშვიდდი, კესო, დამშვიდდი...-ნერვიული ღიმილით შეხედა თეომ მეგობარს, თუმცა მაინც ადგა ერეკლეს გადაყვანად და გზაში თორნიკეს გახედა დახმარების უსიტყვოდ სათხოვნელად.
-როგორ გაბედე, საერთოდ, აქ მოსვლა?-ხელებგადაჯვარედინებული კესო სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა. ახლა თორნიკეც ფეხზე იდგა და საჭირო მომენტს ელოდა. საწყალმა, ცოტა ხნის წინ ეს ამბავი გადაიტანა, როცა საკუთარმა დამ დაინახა ბექა, ახლა კი მისი საყვარელი ადამიანი უნდა აეტანა.
-კესო, არ გაინტერესებს რა მოხდა სინამდვილეში?!-ბექა ქალს მიუახლოვდა.
-სინამდვილეში შენ თეოს უღალატე.
-არ მიღალატია!
-აბა, რა უნდოდა შენს ოთახში?
-დასარჩენი არ ჰქონდა და...
-და რატომ ასეირნებდი ქალაქიდან ქალაქში?!-კესო ღიმილით აგრძელებდა.
-თორნიკე, კაცი არ ხარ? შენ მაინც დამეხმარე!-ამოიკნავლა ბოლოს მარტო დარჩენილმა.
თორნიკემ მხრები აიჩეჩა, მერე წარბაწეულმა დაამატა.
-მე რომ კაცი ვიყო, თეოს გამო აქამდე მოგკლავდი.
ბექას გული დასწყდა. მის ნაცრისფერ თვალებში იმხელა ტკივილი გამოჩნდა, მთელ სამყაროს რომ უდრიდა. სამწუხარო კი ის არის, რომ ეს ტკივილი ვერც კესომ შენიშნა და ვერც თორნიკემ.

ის რამდენიმე საათი ერთად გაატარეს თორნიკემ და კესომ.
ყველაფერი იყო იმ დროს კესო თორნიკესთვის და ქალიც, თითქოს, სხვანაირად უყურებდა მეგობარს. მისი მწვანე თვალები იმდენად ელამაზებოდა, მისი სიცილი და ხუჭუჭა თმა კი ისეთი უცნაური არასდროს მოსჩვენებია.
ბოლოს, როცა ლისისტბაზე დასეირნობდნენ, კესო სიცივემ შეაწუხა. თორნიკემ ღიმილით გადახედა.
-რატომ არ იცვამ თბილად?-აციმციმებული თვალებით მოავლო მის სხეულს მზერა.
-თბილად ვიცვამ, უბრალოდ, ამინდი არ მიწყობს ხელს!-პატარა ბავშვივით ჩაილაპარაკა კესომ და იმ წამსვე იგრძნო, თორნიკეს შავი მანტო როგორ შემოეხვია სხეულზე. მერე ხელი მოჰხვია კაცმა ქალის გამოყვანილ წელს და თავისკენ მიიზიდა.
რატომღაც, არასდროს თვლიდა კესო, რომ თორნიკეს ზედმეტი მოსდიოდა. თუმცა, უბრალო მეგობრის კვალობაზე... დიახ, სულ ოდნავ ზედმეტი იყო...
-გახსოვს, როდის გნახე პირველად?-ჩაიცინა მამაკაცმა. კესომ თავი დაუქნია, ღიმილით.
-სკოლაში. პირველად რომ მივედით, ნენესთან ერთად იდექი. სკოლის ფორმა ოდნავ დიდი გქონდა და ერთი სული გქონდა როდის მოშორდებოდი იქაურობას, რომ თავისუფლად გემოძრავა, ხელები ჯიბეებში ჩაგეწყო და გამართული მხრები მოგედუნებინა. მანამდე კი, თავაწეული გვიყურებდი პატარებს, არადა, მეოთხე კლასში იყავი...
-დიდი ვიყავი!-თორნიკემ შეუსწორა ირონიული სიმართლე.
-რამ გაგახსენა ეგ?-ქალმა მაღალს ახედა. თხელი თითებით თორნიკეს ხელს ეთამაშებოდა.
-უბრალოდ...-თორნიკე გაჩერდა. ამოიხვნეშა,-ისე...
-რა გჭირს?-ქალმა დაბნეული მზერით შეათვალიერა გვერდით მდგარი. თორნიკემ თავი გააქნია. არაფერიო, ჩაილაპარაკა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა წინ. კესანე არ განძრეულა. წარბშეკრული უყურებდა მამაკაცს, რომელიც კვლავ გაჩერდა. ჯერ კიდევ ზურგს აქცევდა, ისე ლაპარაკობდა ბოხი, ხრინწიანი ხმით.
-იცი, რა კარგი იყო შენი ყურება? ყოველ დღე, ყოველ წუთს...
-თორო...-კესო დაიბნა. სიცივემ დაუარა მის სუსტ სხეულს.
-მიხაროდა, დედა რომ მეუბნებოდა, ნენე გააცილეო. მიხაროდა, რადგან იქ შენ გნახავდი.
-რას ამბობ, გესმის?-ნერვიულად გაეცინა კესოს.
-ვიცი, არასწორია. არ შეიძლება, დაუშვებელია... მესმის, კესო. მაგრამ, რა გავაკეთო?! დაგინახე თუ არა...  ამას აქამდე რატომ ვერ ამჩნევდი?! რატომ დაბრმავდი ასე! დათას ვხედავ შენს თვალებში, იმ დათას, მთელი ცხოვრება ზურგს რომ გაქცევდა! და მე? მე რატომ ვერ მამჩნევ?!
-თორნიკე...-ეს აღარ იყო კესოს ხმა. წარბშეკრულს ყელში რაღაც დიდი გაეჩხირა, გულზე საშინლად მძიმე დააწვა... უნდოდა გაეჩერებინა თორნიკე, თუმცა არ გამოუვიდოდა.
-მინდოდა დამემალა. ასე უფრო კარგი იქნებოდა. მაგრამ... ვერ შევძელი,-უკვე თვალებში უყურებდა. და ასეთი ბნელი არასდროს მოსჩვენებია კესოს მისი თვალები. რა უნდა ეპასუხა არ იცოდა. უყურებდა თორნიკეს და მასთან ერთად დათას ხმა ესმოდა. მასთან შეხვედრა, თეოს დაბადების დღე, ის დღე, სამსახურთან რომ დახვდა შუა ზაფხულში. ისიც ახსენდებოდა, ფანჯროდან როგორ შედიოდა ყოველ ღამით მის ოთახში. და ბოლოს, საკუთარი დაბადების დღე, კესანე და წერილი... არაერთხელ გაუმხელია ლუკას თავისი გრძნობების შესახებ. ვერ მიიღებდა თორნიკეს... არ შეეძლო...
-მაპატიე,-გაიგო რამდენიმე წამის შემდეგ თორნიკეს გამტყდარი ხმა. მერე მამაკაცმა გვერდი აუარა.
დატოვა. თვითონ კი წავიდა.
და თან წაიყოლა თავისი სევდა. ალბათ, დიდხანს იფიქრებდა ორივე და საბოლოოდ დაივიწყებდნენ იმ ღამეს.
თუმცა მომენტები ასე უბრალოდ არ ქრება. ისინი მუდამ ჩვემთან არიან და ყველაზე ცუდ დროს გაგვახსენებენ თავს...



თავი 12


ადამიანს ისე არაფერი ანადგურებს, როგორც ემოციები.
ჰოდა, მანაც ზედმეტად ბევრი გადაიტანა ერთი დღისთვის: ჯერ ერეკლე ნახა (ნახევარი წელია ბავშვი არ უნახავთ... გაზრდილა-მის ასაკში ხომ ყოველ დღე იცვლებიან!), მერე ბექა, ბოლოს კი თორნიკემ გაუმხილა მწარე სიმართლე. იმასაც ვერ ხვდებოდა, რატომ უთხრა თორნიკემ, ლუკა მთელი ცხობრება ზურგს გაქცევდაო.
ორი დღის განმავლობაში არავისთან ულაპარაკია და არც ის მოუკითხავს ვინმეს.
ისევ დევდარიანების სახლს უთვალთვალებდა. რამდენიმე მეტრის მოშორებით იმალებოდა, თუმცა საკმაოდ კომფორტულად იყო მოწყობილი-ხის ძირში იჯდა და ტელეფონს დაჰყურებდა. წამდაუწუმ რთავდა, ეკრანს შეხედავდა, მერე გამორთავდა, ისევ ჩართავდა და ასე გააგრძელებდა, ნაცნობი სილუეტი რომ არ დაელანდა კერძო სახლის ღობესთან.
თავიდან არ დაიჯერა. ფეხზე წამოდგა. ვერ მოხვდა რატომ, გული აუჩქარდა. მას მიაჩერდა.
რა უცნაური იყო-თითქოს მისთვის მნიშვნელოვანი ვინმე დაენახოს.
იქნებ, მართლაც ასე იყო? არ იცოდა. სიმათლეს ყველა თავისებურად დაინახავდა, კესო კი, როგორც ყველა ადამიანი, საკუთარ თავს მოატყუებდა. მოატყუებდა მანამ, სანამ ამ ამბავს თავად არ დაიჯერებდა. ასე იქცეოდა დათას გაცნობის შემდეგ და, აი, შედეგი-ვერ ხვდებოდა რა უნდა ეგრძნო მისი დანახვისას.

ლუკა დევდარიანი კი თომასთან ერთად იდგა ხის, ყავისფერ ღობესთან. თმა გაზრდოდა და კოსად შეეკრა, ოქროსფერი წვერი მოეშვა. მისი თაფლისფერი, მომწვანო თვალები კი შორიდანვე ანათებდნენ. უმცროსი რაღაცას სთხოვდა, ეს მის ცისფერ თვალებში ჩანდა, თუმცა ლუკა უბრალოდ იღიმოდა და თხელი თითებით ამოძრავებდა სიგარეტის ერთ ღერს. მერე წითელ ბაგეებს შორის მოიქცია და მოუკიდა. თომას მოაშორა სახე, ბოლს რომ არ შეეწუხებინა, მერე ისევ ძმას შეხედა და მშვიდად უთხრა რაღაც. კესო ვერ აანალიზებდა, როგორ უახლოვდებოდა. და ბოლოს, რამდენიმე ნაბიჯიღა აშორებდა, როცა მათი ხმა გაიგო.
როგორი უცნაური, გამტყდარი ხმა ჰქონდა ორივეს...

-ლუკა, ვერ ხვდები რას აკეთებ?!
-ვხვდები, ყოველთვის ვხვდები.
-გთხოვ, კიდევ ერთხელ გთხოვ, წადი!
-თქვენგან? ისევ დაგტოვოთ შენ და მარიტა? არა, თომა. თან ვიცი, რასაც ვაკეთებ.
-რას აკეთებ?

ძმის უცნაურობით დატანჯულმა თომამ თვალები გადაატრიალა. მერე კესოს სხეული დალანდა. ჩუმად შეიგინა და ლუკას ჩაეჭიდა მხარზე. მოდის, დაიმალეო სთხოვდა. ლუკამ თავი გააქნია. თომას ხელი მოიშორა, ისე გაუღიმა, უფროს ძმას რომ შეეფერება და თბილად დამატა:
-სახლში შედი, თომა.
მერე კი, როცა უმცროსმა ზურგი აქცია, ქალისკენ შებრუნდა.
კესო გაშეშდა. დაიბნა. გული ამოვარდნაზე ჰქონდა. აკანკალებული ხელით შავი თმა ყურს უკან გადაიწია.
ლუკამ გაიღიმა.
კესოს გაუღიმა.
და აციმციმებული თვალებით, მშვიდად ამოილაპარაკა.
-ვიცოდი, რომ მოხვიდოდი.
რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. თითქოს ბუნებაც კი ხვდებოდა, მათთვის ხელი რომ არ უნდა შეეშალა.

დადუმდა ქალი. ვერ ხსნიდა მიზეზს, თუმცა ფაქტი ერთი იყო-არ შეეძლო ეთქვა ის, რასაც მთელი ეს დრო ალაგებდა გონებაში.
-რას აპირებ?-უცნაურად გაიღიმა ლუკამ,-უკვე უნდა დამაპატიმრო?
კესო არ განძრეულა.
უბრალოდ უყურებდა.
გაზაფულივით იყო ლუკას თვალები. ახლად მოსული გაზაფხულივით, ჯერ კიდევ რომ ეტყობა ზამთრის გავლენა.
-მოდი, სახლში შევიდეთ,-მშვიდად თქვა ლუკამ, თან თვალებდაწვრილებულმა შეხედა ქალს. კესომ თავი გააქნია.
-არა,-უხმოდ ამოილაპარაკა.
-აი, ლაპარაკი გახსოვს,-ჩაეცინა მამაკაცს,-წამოდი,-ხელი ჩაჰკიდა ქალის წვრილ, სუსტ ხელს და სახლისკენ წავიდა.

კედლების მეორე მხრიდან სწვავდა კესოს თომასა და მარიტას თვალები. ნანობდა. საკუთარ საქციელს ნანობდა და ეზიზღებოდა კესანე ორბელიანი, იქ რომ მივიდა, მერე კი გაქრა და მარტო კესო დატოვა...

ზურგი აქციეს თომამ და მარიტამ.
ყურადღება არ მიაქციეს, სცადეს მაინც, თუმცა აშკარა იყო ის სიძულვილი, მათში რომ იწვევდა კესო.
დათა ხელს არ უშვებდა.
მეორე სართულზე აიყვანა.
ერთ-ერთი კარი გააღო და კესო ოთახში შეიყვანა.
-გეტყოდი, როგორ მომენატრე, მაგრამ, ალბათ, თავხედობაში ჩამომართმევ...-თქვა ლუკამ, როგორც კი კარი დაკეტა.
-შენი ოთახია?-კესომ ისე ამოიკნავლა, თითქოს ეს იყო უკანასკნელი, რაც სიკვდილის წინ დააინტერესებდა.
-კი,-მშვიდად უპასუხა ლუკამ, თან საწოლზე მიანიშნა, დაჯექიო.
კესანემ იუარა. ოთახში მოჰყვა სიარულს, თითქოს რაღაც ხელჩასაჭიდს ეძებდა.
პატარა მაგიდას მიუახლოვდა, რომელიც ოთახის კუთხეში იდო.
ფურცლები დაინახა.
-რას აკეთებდი ჩემ ჩამოსვლამდე?-ლუკამ არ შეიმჩნია ქალის დაბნეულობა. კესომ არ მიაქცია ყურადღება მის კითხვას, ფურცლებს დაავლო ხელი.
ცა.
ცის უამრავი ფოტო იყო.
ყველა განსხვავებულად, ყველა განსაკუთრებულად ლამაზი.
-კარგად იღებ,-ჩუმად თქვა კესომ.
-ჰო, ან ცაა ზედმეტად კარგი...
-ზედმეტად კარგი?-კესოს ჩაეცინა.
-ჰო. გახედე,-ფანჯარაზე მიანიშნა,-ნახე, რამხელაა, როგორი თავისუფალი და მიუწვდომელი.
კესომ გარეთ გაიხედა. თეთრი ღრუბლები გუნდ-გუნდად მოჰფენოდნენ ლურჯ ცას.
-არ უწევს გაქცევა, არ უწევს თავის დაღწევა. იქ მისი ადგილია, მისი სამყაროა... ადამიანებმა კი უბრალოდ უნდა ვუყუროთ. ციხეში არ ჩანდა ცა...
-ამიტომ გამოიქეცი?-ხმაჩამწყდარმა კესომ ძლივს წარმოთქვა.
-არა. უსამართლობის გამო.
-რას გულისხმობ?-კესო ცდილობდა სიტუაცია დაკითხვად არ ექცია. რასაც კითხულობდა ნამდვილად აინტერესებდა.
-უსამართლოდ დამიჭირეს, კესო. სამი წელი სხვის გამო ვიჯექი ციხეში!
-მაშინ, რატომ თქვი, რომ შენ იყავი დამნაშავე? შენ საკუთარი ნებით ჩაბარდი!

ლუკა გაჩერდა. თვალები გაუშავდა, დაუბნელდა. რაღაც შეიცვალა მასში. რა იცოდა კესომ, რა მოხდა იქ... რა იცოდა, რა დაემართა პატარა თაია კალანდაძეს...

-რა გჭირს?-კესოს არ გამორჩენია მამაკაცის ცვლილება. რაღაც მოსწყდა მის შიგნეულობას, რაღაცამ დაამძიმა. უნდოდა ჩახუტებოდა, ძალიან უნდოდა, მაგრამ არ შეეძლო და ეს ბოლოს უღებდა...
-არაფერი,-ლუკამ მზერა აარიდა ქალს. შემდეგ კითხვას დაელოდა და კესომაც არ დააყოვნა.
-ელენე ჯინჭარაძე შენ მოკალი?-ლუკას ყველა მოძრაობას აკვირდებოდა ქალი, თან კითხვებს ალაგებდა გონებაში.
-არა.
-არა?-კესოს გაეცინა,-ტყუილები არ გამოგდის, ლუკა.
-ან შენ ვერ ერკვევი ადამიანებში,-ლუკამ ქალს გახედა. კესოს სული შეეხუთა.
-იცი, როცა შენზე ლაპარაკობდნენ, ყოველთვის საუკეთესო გამომძიებელი მეგონე... ახლა კი ვერ ვხვდები, რამ აგირია გონება.

'შენ!' ფიქრობდა კესო, თუმცა ხმამაღლა მხოლოდ ახალი კითხვა დასვა.
-მაშინ, ვინ მოკლა?
-მე არა, კესო.
-ვიცი, რომ იცი, ლუკა!
-იმ დღეს ციხიდან ორი ადამიანი გაიქცა, კესო,-ლუკამ ერთი ნაბიჯი გადადგა ქალისკენ,-ლუკა დევდარიანი და მირიან ახვლედიანი. შემთხვევით, ან იქნებ სპეციალურად, ისინი ერთ ციხეში იყვნენ, ერთ შენობაში!
-რა?-კესომ უკან დაიხია. არ სჯეროდა! არა! არა... სჯეროდა... ეს ხომ ლუკა იყო... დათა... კესოს დათა...
ლუკამ თავი გააქნია, არაფერიო, მერე კესოს მოშორდა.
იქნებ, თვითონაც ნანობდა მასთან შეხვედრას? იქნებ, შანსი რომ ჰქონოდა, ყველაფერი სხვანაირად გაეკეთებინა?
-შეგიძლია წახვიდე,-თქვა ბოლოს. ოთახის კარი გააღო და კესოს შეხედა.
ქალი კარისკენ დაიძრა. ლუკას წინ გაჩერდა. წარბშეკრულმა კარის სახელურს ჩასჭიდა თხელი თითები და წამში ლუკა და კესო ისევ დაკეტილ კარს უკან აღმოჩნდნენ.
-არ მინდა წასვლა. აქ მინდა და აქ ვიქნები, სანამ არ მომიყვები!

ახლა ლუკა დაიბნა. შეეშინდა. შეეშინდა საკუთარი თავის, იმის, რასაც მალავდა, იმის, რისი გაკეთებაც უნდოდა...
კესოს შეხედა ბნელი თვალებით, წარბშეკრულმა, სულშეხუთულმა... ღრმად ჩაისუნთქა მძიმე ჰაერი და ლაპარაკი დაიწყო.
-რა გაინტერესებს?
-რა მოხდა 2015 წელს?-რამდენიმეწამიანი ფიქრის შემდეგ, კესომ ყველაზე ძველი, ყველაზე რთული კითხვა დაუსვა.
დათას გაეღიმა. ტკივილით გაეღიმა.
-იცი, მგონია, რომ არ დამიჯერებ,-ჩაილაპარაკა და საწოლზე ჩამოჯდა.
-სცადე,-ქალის ხმა უფრო საქმიანი გახდა.
-დედას მეგობრის ქორწილი იყო. თაია პატარძლის ნათესავი იყო, მაშინდელი ციხის უფროსის შვილი. იმ დღემდე საერთოდ არ ვიცნობდით მას... ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა, სანამ ერთ-ერთმა სტუმარმა ჩემს ძმას... სანამ მან თომას თავისი თოფი არ აჩვენა. გაუხარდა თომას, ბავშვი იყო და თავი დიდი ეგონა... იარაღი გამოვართვი და შემთხვევით გავისროლე...
-ლუკა, ეს შენს ჩვენებაშიც წავიკითხე. მე რამე ახალი მინდა, მაგალითად-რატომ თქვა დედაშენმა, რომ სროლის დროს იქ არ იყავი, მერე კი ჩვენება შეცვალა!
-არ ვიცი, ვერ დამინახა, ალბათ...-კაცმა თავი დახარა, დამნაშავესავით.
-ლუკა, იტყუები!-გაბრაზებით წამოიძახა კესომ.
-მაცდი იმის მოყოლას, რაც გამოგადგება?!-ლუკასაც შეეცვლა ტონი. კესო დანებდა, თავი დაუქნია, განაგრძეო და უფროსმაც წარსული გაიხსენა.
-ჩემი ხელიდან გასროლილი ტყვია არ მოხვედრია თაიას. სიმართლე ისაა, რომ ვიღაცას შურისძიება უნდოდა და მისი სამიზნე არა თაია, არამედ მამამისი იყო. მამის სუსტი წერტილი კი, რა თქმა უნდა, შვილია...
-შენ რატომ დაგიჭირეს?
-არ ვიცი... ალბათ, იარაღი მე მეჭირა და ახალი ისტორიების შეთხზვა არ დასჭირდებოდათ,-ნერვიულად ჩაეცინა ლუკას,-მხოლოდ ის ვიცი, კესო, რომ მკვლელი არ ვარ... არ ვიყავი, სანამ მამაჩემს არ მოვკლავდი... მხოლოდ ის ვიცი, რომ მე არ მომიკლავს ელენე, არ შემოვსულვარ შენს ოთახში, ბათუმში და არ შევხებივარ მამაშენს... გეფიცები, ეს ჩემი ბრალი არაა...

ეს არ ყოფილა მათი საუბრის დასასრული, თუმცა კესოს სამუდამოდ დაამახსოვრდებოდა ლუკას სიმართლით სავსე, ცრემლიანი თვალები.
მიაგნებდა თუ არა ნამდვილ მკვლელს, არ იცოდა. მეტიც, ეჭვი ეპარებოდა იმაში, რომ ქორწილში ლუკამ გაისროლა... თუმცა იცოდა, რომ ლუკა დევდარიანი დაეხმარა და იცოდა, რომ მუდამ გვერდში ედგებოდა ის, თუნდაც მისგან შორს ყოფილიყო...



№1  offline წევრი Rania

Zalian aviriee. Gagimeoreb rom saocrad kargad cerr. Ai ramoxda da xdeba jer ver chavcvdii. Tornike zalian mecodebaa. Kesosi jer veraferi gavogee
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი Elisabeth_

Rania
Zalian aviriee. Gagimeoreb rom saocrad kargad cerr. Ai ramoxda da xdeba jer ver chavcvdii. Tornike zalian mecodebaa. Kesosi jer veraferi gavogee

ყველაზე მეტად მახარებს ჩემს ნაწერზე ამას რომ ამბობენ, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა ❤ ❤ იმედია მალე გაერკვევი ყველაფერში ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent