შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრებავ, მეხუმრები ხო?


16-07-2019, 16:36
ავტორი Yavista
ნანახია 1 565

ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც საათი ოთხის ოცდახუთ წუთს აჩვენებდა, სამშობიაროს შემოსასვლელი კარები ხმაურით გაიღო და გამოჩნდნენ მამაკაცი და ორსული ქალი, რომელიც ღრმად სუნთავდა და აფორიაქებული მთელი ძალით ჩაბღაუჭებოდა მამაკაცის ძლიერ მკლავს. მათთან წამებში გაჩნდა ექთანი.
-ჩქარა, ჩემს ცოლს მშობიარობა დაეწყო.
-საკაცე მოიტანეთ.- განკარგულება გასცა ექთანმა, მამაკაცს ხელები გააშვებინა და მოსაცდელში დალოდება სთხოვა.
ზუსტად ერთი საათის შემდეგ ექიმი გამოდის და ბატონ გურამს ულოცავს გოგონას შეძენას .
-ექიმო, ჩემი ცოლი როგორ არის.
-ისიც რათქმაუნდა ძალიან კარგად გრძნობს თავს. ბატონო გურამ, თქვენს ცოლს აინტერესებს , რას არქმევთ თქვენს ქალიშვილს რათა დაბადების მოწმობაში ჩავწეროთ.
-ნია. ნია წერეთელი.
ეს არის ისტორია, რომელსაც მამა ყოველ ჩემდ დაბადების დღეზე მიყვებოდა.
ასე და ამგვარად, თვრამეტ ივნისს დავიბადე მე, ნია წერეთელი . რაც თავი მახსოვს, ვცხოვრობ სოფელში. მყავს ორი საუკეთესო მეგობარი ნიტა და ლაშა. საშუალო ფენის ოჯახი ვართ , ვარ დედისერთა. თვრამეტი წლის ასაკში ავარიაში მოვყევი და მეხსიერება დავკარგე. აწ უკვე გუშინ ოცდაერთი წლის გავხდი და შემიძლია ვთქვა რომ მომწონს ჩემი ცხოვრება. არ ვცხოვრობ ფუფუნებაში , თუმცა ყოველ ღამე , სიზმრებში ვხედავ უზარმაზარ ოთახს და გარდირობს , სადაც ათასობით ფეხსაცმელი თუ სარაფანია დაკიდული. მაქვს მწვანე თვალები, პატარა სწორი ცხვირი, სწორი შავი წელამდე სიგრძის თმები , რომელიც მუდმივად დასავარცხნია. ვერვიტან როდესაც თმას ვივარცხნი, რადგან დავარცხნის შემდეგ კოშმარები მესიზმრება მუდმივად. ესეც მოკლე ინფორმაცია ჩემს შესახებ.
რადგან ავღნიშნე, რომ გუშინ დაბადების დღე მქონდა, მაშასადამე გასაკვირიც არ უნდა იყოს რომ მაგარ ,,პახმელიაზე" ვარ. ტრადიციულად, ყოველი დაბადების დღის შემდეგ საწოლის გვერძე მდგარ ძველებულ ხის ტუმბოზე ბორჯომი მხვდება. დალევას ვაპირებდი როცა ნიტა და ლაშა შენოვარდნენ და პირდაპირი მნიშვნელობით კარები შემომიმტვრიეს.
- კარგით რაა გასკდა თავი- მივმართე ვითომ უკმაყოფილომ
- აუ ბოდიში რაა ხოიცი ეს ველური სულ არ მაცდის ხოლმე დაკაკუნებას- აღნიშნა ფაქტი ნიტამ, და მოჭუტული თვალებით გადახედა მის გვერდით მდგომს.
- სოფლელივარ, კულტურა არ მომეთხოვება.- გაღიმებულმა უთხრა ნიტას, რასაც ჩემი ჩაფხუკუნება მოჰყვა.
- აბაა როგორ არის ჩემი აწ უკვე ოცდაერთი წლის გოგო?- შემოვიდა ოთახში დედაც .
- შენს პრინცესას ამ დარტყმულის გამო თავი ასტკივდა.- მაინც მოშხამა ნიტამ ლაშა.
-კარგით რაა, არ დაიწყოთ ისევ. -თვალები გადავატრიალე და ფეხზე წამოვდექი. - ახლაკი გაბრძანდით და მაცადეთ ჩაცმა.
-დედი შენთვის საჩუქარი მაქვს.- მითხრა დედამ და პატარა პარკი გამომიწოდა.- უბრალოდ გუშინ ვერ მოვასწარი ამის გადმოცემა.
ჩავიხედე პარკში და თვალებს ვერ დავუჯერე.
- დედა ეს ხომ ძალიან ძვირი ღირს?- თვალები ვჭყიტე და იმდენად გამიხარდა რომ თავი სიზმარში მეგონა. კარგ სიზმარში.
- ვიცი, მაგრამ როდესაც ვუყურებდი, თუ როგორ მოგწონდა და როგორ გინდოდა შენც გქონოდა ეს პატარა პეპლის კულონი, მე და მამაშენმა ბევრი ვეძებეთ, ვნახეთ სხვადასხვა ფერების, თუმცა მუქი მწვანე თვლებით ვერსად ვერ ვიპოვე. შემდეგ კი...- თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ გაჩერდა.
- შემდეგ?- იმდენად დამაინტერესა ამ უმნიშვნელო სიტყვამ რომ პირდაპირ ვიკითხე. ზოგადად ბუნებით ძალიან ცნობისმოყვარე ვარ.
- უბრალოდ ბედმა გაგვიღიმა- უცბად მიპასუხა, გამიღიმა, თმაზე მომეფერა და ნაჩქარევად გავიდა ოთახიდან.
ჩავიცვი რაც პირველი შემხვდა, კულონიც გავიკეთე და სასაუზმოდ გავედი. ოჰ, ნიტას და ლაშას უკვე მოუსწრიათ სუფრაზე დასხდომა.
- ნიაა მოდი მოდი სანამ ცხელია. - პირგამოტენილმა ნიტამ ძლივს გასაგებად მითხრა და ახლად შეცხელებული ლობიოსკენ მიმითითა.
- ახლავე ხოო.- მეც მივუჯექი სუფრას და შევექეცი დედიკოს უგემრიელეს ლობიოს.
- დღეს რა ვქნათ?- სასხვათაშორისოდ განაცხადა ლაშამ .
- მოდი დღეს მდინარეზე წავიდეთ.
- ნია , მართალი ხარ ხოიცი. - დამეთამხმა ნატაც და ლაშას გადავხედეთ კნუტის თვალებით.
- გამორიცხულია.- მიგვიხდა თხოვნას.
- კარგი რაა ლაშიკო, ამ ერთხელაც იქ წავიდეთ ისევ რაა.
- გამორიცხულია მეთქი, ჯერ ეს ერთი, რომ მდინარე მანდ საკმაოზე ჩქარა ჩამოდის, მეორეც, რომ შორსაა, და მესამეც, რომ ის დაგუბებული ადგილი ძალიან ღრმაა.- სამი თითი აღგვიმართა თვალებთან და კატეგორიული ტონით უარყო ჩვენი თხოვნა.
- ლაშუნ, თუ გინდა რომ მაწყენინო, ამისთვის შესაფერისი მომენტია.- ვითომ ნაწყენმა ჩავილაპარაკე და მაგიდაზე თითების კაკუნი დავიწყე.
- ჯანდაბას თქვენი თავი, მაგრამ გაბრთხილებთ, ეს ბოლოა.
- იუჰუუუ, - დავიყვირე რაღაც არაადამიანური ხმით და ჩემს ოთახში გავედი ნივთების ჩასაწყობად.
ზუსტად ერთ საათში მდინარესთან ვიყავით და დასასხდომ ადგილს ვეძებდით.
- პირველი მე შევდივარ წყალში,- აგვიტყდა ნიტა, ნივთები იქვე დაყარა და
რასაც ქვია გავარდა წყლისკენ.
- შორს არ შეხვიდე ძაალიან, ნიტაა. ვის ვეუბნები მეე, გამოდი აქეთ მანდ ღრმაა ძალიან.- წამდაუწუმ გაჰყვიროდა ლაშა და ისიც უცებ შევარდა წყალში. მე კი ამოვიღე დღიური და დღევანდელი დღის ჩანაწერი გავაკეთე.
- ნიაა დაანებე დღიურს თავი შეხედე რა კარგია აქ. - მიყვიროდა შორიდან ნიტა და თან ხელს მიქნევდა. მაგრამ ჯერ შესვლას საერთოდაც არ ვაპირებდი.
- აჰა, ესე იგი ნია. - ჩაილაპარაკა ჩემს ყურთან ვიღაცამ ძალიან ჩუმად, თუმცა გასაგონად. შემეშინდა, თან ძალიან, თუმცა უკვე მივეჩვიე. შევატრიალე თავი, მაგრამ იქ არავინ იყო, ისევ. ეს ადრეც დამმართნია, თითქოს ხმები ჩამესმის,სადღაც შორიდან, თუმცა ახსნას ვერ ვპოულობ. ზოგჯერ ისეთი მარტივი და ნაცნობი ფრაზები ჩამესმის უცნობი ხმისგან, რომ გარკვევა მიჭირს ეს რეალურად ხდება ჩემს თავს თუ ქვეცნობიერში. კარგი ძალიანაც ნუ ჩავუღრმავდებით. დღიური შევინახე, მე კი მდინარეში შევედი. დღეს წყალი უჩვეულოდ ცივი იყო, ალბათ იმიტომ, რომ გუშინ ღამით საკმაოდ ყინავდა. ზაფხულის მიუხედავად, ჩემს სოფელში ღამით ყოველთვის ყინავს, რადგან მთასთან ახლოს ვცხოვრობთ. გარშემო სულ ორი სოფელია, და უახლოესი ქალაქი მიახლოვებით ასი კილომეტრის დაშორებითაა. ჩვენი სოფელი დანარჩენებისგან იმით განსხვავდება, რონ თითქმის ყველაფერი გვაქვს, რაც შეიძლება ქალაქშიც იყიდო . გარშემო კი მთლიანად ტყეა, ძალიან ლამაზია აქაურობა. ინტერნეტწვდომა არც არადროს გვქონია. რაც საჭიროა ისედაც გვაქვს, მაგალითად ტელეფონები , მხოლოდ სახლის ოღონდ, ისე მობილური აქ არავის აქვს. და კიდევ რამდენიმე საკმაოდ შეძლებულ ოჯახს ტელევიზორიც აქვთ, მაგალითად როგორიც არის ლაშას ოჯახი. მოკლეედ, ჩამორჩენილები ვართ 21-ე საუკუნეს.
დღიურში ჩანაწერის გაკეთების შემდეგ, მდინარეში შესვლა გადავწყვიტე.
- ლაშაა, ხომ იცი რომ არმიყვარს სახეზე წყალს რო მაწუწეებ , მატორივით ხელები გაქვს და როცა წყალს უტყაპუნებ აღარ და აღარ ჩერდები, რაწესიაა ეეს.- განცხადებასავით გააკეთა ნიტამ და თან ამოიბუზღუნა.
- აბა რო არ მიჯერებ ხო უნდა დაისაჯო?- მესმის ლაშას ხმა და 2 წუთში ნიტას განწირული წიკვინი ისმის გარშემო.
ვიბანავეთ, გავგრილდით, დავიზაგრეთ და სახლისკენ მიმავალ გზას დავადექით . თან კაკრას მოსაღამოვდა და აგრილდა. გარეთ მაღაზიაში ლუდები ვიყიდეთ და გზაშივე კარგად შევზარხოშდით.
- მეგობრებო, რაღაც მინდა ვთქვა- ამოვილუღლუღე ლუდისგან გათამამებულმა. - ძალიან მიყვარხართ თქვენ, ძალიან მიყვარს დედა, მამაც ძალიან მიყვარს და ვაფშეე, ეს სოფელი მიყვარს. მინდა რომ სამუდამოდ ერთად ვიყოთ და სამუდამოდ ესე გრძელდებოდეს. - დავამთავრე და ერთმანეთს გადავეხვიეთ.
სახლში შევედი თუ არა, მოვიმარჯვე ჩემი დღიური და სანთლის შუქზე წერა განვაგრძე.
"ასე და ამგვარად, თითქმის ყოველი დღე ჩემთვის ერთნაირია, რაც არც თუ ისე ცუდია, ხომ ასეა? ვფიქრობ რომ ჩემი ნება რომ იყოს ყოველ დღეს ერთნაირს გავხდიდი. ისედაც ყოველი დღე ესეთია და არანაირი ცვლილება არ განმიცდია. მყავს ორი მეგობარი და მშობლები, მეტი რა უნდა ინატროს ადამიანმა? თუმცა გული მიგრძნობს რომ რაღაც რიგზე ვერ არის და ეს ყველაფერი მალე დასრულდება. იმედი მაქვს ვცდები."
დავხურე დღიური და მალევე გადავეშვი ლამაზი სიზმრებით სავსე სამყაროში.

ზაფხულის ძალიან ცხელ დღეს , როგორც ყოველთვის, დილაუთენია ნიტა და ლაშა მადგებიან და მელოდებიან როდის გავიღვიძებ, თუმცა დღეს გადავწყვიტე მათი მოთმინება შემემოწმებინა. იმდენხანს მქონდა თვალები დახუჭული , თავადაც გამიკვირდა. ბოლოს მოთმინება დაკარგულმა ნიტამ ლაშას რაღაც გადაუჩურჩულა და ოთახიდან გავიდნენ. როგორც კი კარები გაიკეტეს, გადმოვბრუნდი და თვალებმოჭუტულმა შევათვალიერე იქაურობა.
-როგორც ჩანს მართლა წასულან.- ჩუმად ჩემთვის ჩავილაპარაკე გაბრაზ წყენილმა და გადავბრუნდი ისევ დასაძინებლად. 2 წუთიც არიყო გასული, ნიტა და ლაშა რო შემოვარდნენ ქვაბების ჯახუნით და ხმამაღალი ყროყინით.
-მაინც არ გავახელ თვალებს. გავიფიქრე თუარა იმ წამსვე ცივმა სითხემ მოიცვა ჩემი სხეული. კივილით მოვრთე იქაურობა.
-ააააააააუუუუუუუუუ კარგიით რააა - ახლა განახებთ როგორ უნდა ცივი წყლის გადასხმა. - გავიფიქრე და სველი ბალიში გავუქანე პირდაპირ ლაშას მოხითხითე სიფათს.
-ნიააკოო შენთავს დააბრალე რაც მოგივა ახლა. - დაიღრიალა მთელს ხმაზე და გაბრაზებულმა მთელი ძალით გამოაქანა ბალიში რომელიც გემრიელად ავიცილე. მერე ადგა და ჩემსკენ სვლა განაგრძო. ამ გაბრაზების განსამუხტად ნიტამ კიდევ ერთი ბალიში იპოვა რომელიც ლაშას კეფაში ესროლა.
-ბალიშებიით ბრძოლაა- ვთქვი ხმამაღლა და კიდევ ერთი ბალიში გავუქანე ნიტას რომელსაც თვალის დახამხამებაც ვერ მოესწრო ისე მოხვდა მუცელში. გაბრაზებული ლაშა და ნიტა ჩემსკენ წამოვიდნენ ავისმომასწავლებელი თვალებით და მეც რაუნდა მექნა საწოლზე დავდექი და უკან უკან დავიწყე სვლა , მერე ლოგინიდან ჩამოვვარდი, მარა ფეხზე მაინც დავდექი და აი მაშინ კი ამისრიალდა ფეხი წყლიან იატაკზე და პოლზე გავიშოტე და თან ნიტაც და ლაშაც გადავიყოლე. ეს ბოლო წერტილი იყო, რო დავიწყეთ სამივემ ერთად ხარხარი მთელ სოფელს ვაზანზარებდით . ხოდა ასე და ამგვარად, ეს დღეც ასე საოცრად დაიწყო, მართალია საწოლიდან გადმოვარდნის და ასრიალების შემდეგ ფეხი საშინლად ვიტკინე , მაგრამ ეგარაფერი ერთ კვირაში გამივლის. ოთახიდან გამოსვლის შემდეგ სახლში მშობლები არ დამხვდნენ, ვიფიქრე რომ ბაღში იქნებოდნენ გასულები , ამიტომ ყურადღება აღარ მიმიქცევია. სუფრა გავშალე და გემრიელად შევექეცით ყველიან მაკარონს. შემდეგ საინტერესო წიგნების განხილვით გავირთეთ თავი და ასე მოგვადგა კარს საღამო. ლაშამ ჩიფსებით მოგვამარაგა.
-უიი გოგო ახალი ამბავი გაიგე?- პირგამოტენილი ნიტა იწყებს საუბარს.
-გოგო წესივრად ილაპარაკე თორე ახლა რო გითხრა ესე ბობო აბაბი აბბავი ბაებე გაიგებ რამეს?- სასაცილოდ გააჯავრა ლაშამ სიბრაზისგან სულმთლად აწითლებული ნიტა.
-არ გინდა რო შენს თავს მიხედო?- ვითომდა განაწყენებულმა თქვა და სანამ ლაშა რაიმეს იტყოდა მე ჩავეჩერი.
-კარგით რა არდაიწყოთ ახლა თორე გაგახსენებთ რომ...
-შენი სახლი შენი წესები. - ერთდროულად თქვეს ნიტამ და ლაშამ და გადაიხითხითეს.
-მოკლედ, 3 დღეა თურმე შენი სიცოცხლე ქალაქელი ბიჭია ჩამოსული . -უცებ მიაყარა ნიტამ და დაელოდა ჩემს რეაქციას.
-რაა? - გამიხარდ-გამიკვირდა ეს ამბავი. გამიხარდა რადგამ ეგ ბიჭი სულ მომწონდა მაგრამ ის იმდენად მდიდარი იყო რომ მე სულაც არ შემომხედავდა და არც მიცნობდა რათქმაუნდა. და გამიკვირდა რადგან 3 დღეა თურმე აქ არის მეკიდე ვზივარ სახლში და ჩირს ვასხამ ძაფზე.
-ჰო რაიყო, წამო დღეს გავისეირნოთ გარეთ და იქნება ბედი გაგეხსნას.
-დღეს ვერა, დედას დავპირდი რომ კიდევ 20 ცალს ავასხამდი. და თან აგე ვერ ხედავ ფეხი რადღეში მაქ?- დავიწუწუნე ერთი ხოშიანად და ტელეფონი მოვიმარჯვე რომელზეც გაბმული ზარი მიმდინარეობდა.
-გისმენ დეე. რახდება? ხო გასაგებია და თქვენ სად ხართ? რააა?- გაკვირვება ვერ შევიკავე. - კარგი მივდივარ.
-რახდებაა?- გაკვირვებულები მიყურებდნენ ნიტა და ლაშა.
-რა და კასპერაანთ ბიჭს რო მოვწონდი ხო გახსოვთ იქითა სოფელში რო ცხოვრობს სულ ერთხელ რო ვიყავი და რო ახტა და გაიკვანძა ნია მომიყვანეთო თორე თავს მოვიკლავო? მაგასთან ზიან თურმე ჩემები მთელი დღეა და ქეიფობენ. ახლაკიდე დედამ მოდი შენც და ღვინო წამოიყოლე ცივიო და თან ახალი კაბა კარადაშია და ეგ ჩაიცვიო თორე ადამიანს აღარ გავხარ მაგ კომბინიზონშიო.- ძლივს ჩამოვაყალიბე მობეზრებულად და წყლის დასალევად ავდექი.
-გოგო იქნება და მაგ ბიჭს გირიგებენ?- ნიტამ თავისი ვარაუდი გაგვანდო რასაც ჩემს მიერ წყლის გადაცდენა და ხველების დაწყება მოჰყვა.
-ნიტაჩკა გადაირიე ხო? ეგ იხვნისკარტა სიტყვას დაძრავს თუარა რო ნიაკო მოწონს ეგრევე გავკიდავ სარეცხის თოკზე მაგ უბედურს.- ირონიულად თქვა ლაშამ და მეტი დამაჯერებლობისთვის ნიტას თვალიც ჩაუკრა.
-ხალხო თქვენ მე ჭკუიდან გადამიყვანთ.- აწ უკვე დაწყნარებული გავედი და კაბის ზებნას შევუდექი.- ან ეს კაბა სადღა ჯანდაბაში დადო დედამ.- კარადა გამოვქექე სულ და ვერაფერიც ვერ ვიპოვე. ავდექი და ჩემი მუდმივი მეგობარი კომბინიზონი ჩავიცვი, თმები ზევით ავიწიე და მეგობრებისკენ გავედი.
-ვაა რაკაი კაბა უყიდია დედაშენს ლალი ნახეე რაგემოვნება ქონიაა.- ეს და თავის ირონიაა რაა უფფ. გავიფიქრე თუარა ნიტამ გაიმეორა იგივე ხმამაღლა.
-კარგით რაა, კაბა ვერ ვიპოვე და ხოიცით რომ გათხოვებას მაინც ვერავინ მაიძულებს ასერომ ეს კომბინიზონიც გამოდგება უბრალო მეგობრული ვიზიტისთვის. ახლა კი თქვენის ნებართვით აბრძანდით და დატოვეთ სახლი რათა ჩავკეტო და ღვინის ამოსაღებად მარანში შევიდე.- დავამთავრე სათქმელი და სახლი დავტოვეთ. ისინი მდინარისკენ გავიდნენ მე კი კოჭლობით ავიარე აღმართი და მარანში შევედი. მერე გამოვედი და კოჭლობითვე გავაგრძელე გზა იქითა სოფლისკენ, არც წეღანდელი ადამიანის მოსალმებას მივაქციე ყურადღება, არც ბავშვების წუწაობას შუა გზაზე, არც უკან რო შავი ჯიპი მომდევს მანჯურიიშპიონივით, არც წრეშიბურთს. მოიცა შავი ჯიპი მომდევსო? გავიხედე წამებში უკან მაგრამ შავი ჯიპი ჩვეულებრივად გაჩერებული იყო და საჭესთანაც არავინ იჯდა. მეორე სოფელში რომ შევედი, ჩემს უკან ფეხის ხმა შემომესმა. არ მიმიხედია ისე გავაგრძელე გზა, თუმცა ვაი და იმ არ მიხედვას. წამებში ფეხებში სიმსუბუქე ვიგრძენი, თითქოს მიწაზე ფეხი ვაფშე არ მედგას. რაღაც სასწაული სურნელი დატრიალდა ჩემს წინ და თავბრუ დამახვია. პირდაპირი მნიშვნელობით, კინაღამ გავითიშე, რომ არა მამაკაცის ბოხი ხმა მე აქამდე ვერც კი გამოვფხიზლდებოდი.
-კიდევ კარგი არ ყვირიხარ თორემ შენი წაყვანა გამიჭირდებოდა ნამდვილად.- რა ნაცნობი ხმა აქვს- გავიფიქრე და
ახლაღა გავიაზრე რომ ვიღაცას გადაკიდებული ვყავდი ჩემი ღვინის ბოთლიანად და იქით მივყავდი სადაც შავი ჯიპი დავლანდე. სიბრაზე მომაწვა იმ წამსვე.
-ეეე დამსვიი ახლავეე იდიოტო კრეტინო მუტანტო გოგოს პატივისცემა მაინც არ იცი? როგორ ბედავ შე უპატრონო შე არაადამიანო დამსვი მეთქი.- წამში მივაყარე ყველაფერი , ღვინის ბოთლი დავუშინე ზურგზე და მოულოდნელი აფართხალებით ძირს გავიშხლართეთ მეც და ის მუტანტი ბატონიც.
-ფუ შენი, ეს ვინ ყოფილა. მეკიდე წყნარი მეგონა, მაგრამ ამის მორჯულებას 2 წელიწადში კი მოვახერხებ.- და ახლა ამას ჰგონია რომ თავისთვის ჩაილაპარაკა თან ჩუმად?-ესეთ რძალს დედაჩემი როგორ გაუძლებს კაცმაარიცის.
შემდეგ ყბა კინაღამ ჩამომვარდა ეგ რო გავიგე. მისთვის არც შემიხედავს ისე ავდექი და კიდევ კოჭლობით მაგრამ თითქოს არც არაფერი არ მტკიოდა მთელი ძალით გავიქეცი უახლოესი მაღაზიისკენ რათა შველა მეთხოვა რო არ გავეტაცებინე არავის. შესვლისთანავე გამყიდველს ვთხოვე რომ მოეშორებინა ის მამაკაცი რომელიც აწ უკვე მაღაზიაში შემოდიოდა.
-საყვარელო კარგი რა? როდემდე უნდა იყო გაბრაზებული ჩემზე ხომ გითხარი რომ ჩემი ბრალი არიყო თვითონ მოვიდა და... უი მაპატიეთ ქალბატონო ასეთი გაუგებრობისთვის უბრალოდ ჩემი საცოლე რაღაცაზე გამიბრაზდა მეტი არაფერი.- კმაყოფილი სახით ჩაილაპარაკა და ირონიული სიფათი მტყორცნა.
-არაუშავს შვილებო , ხდება ხოლმე.- თბილი ღიმილით დაგვასაჩუქრა გამყიდველმა და მერს მე გადმომიჩურჩულა- გოგოოო, შეხედე ამასა როგორ უყვარხარ , ქე პირდაპირ თვალები უნათებს შენ რომ გიყურებს და ცუდს არაფერსა ჩაიდენდა დარწმუნებული ვაარ და მიდი ეხლაი და ჩაეხუტე თვარა ასეთი კანფეტკა ბიჭი მეორე აღარ იქნება აქანე სოფელში.
-რა? ეს.. ეს არ..- ვერაფერი ვეღარ ვთქვი ისე შემრცხვა ამ ქალბატონთან , ყოველგვარი ხმის ამოღების გარეშე დავტოვე მაღაზია კოჭლობით და ერთადერთ სიტყვაზე ვფიქრობდი ,,საცოლე"-ზე რომელიც იმ უცნობმა მამაკაცმა თქვა .
ძალიან სწრაფად მივდიოდი და არაფერი და არავინ არ მაღელვებდა. თითქოს ფეხის ტკივილიც გაქრა. როცა ჩემი სახელი გავიგე, საერთოდაც არ გამკვირვებია, ბოლოსდაბოლოს ვიღაც უცხო მამაკაცმა უცხო ქალს ჩემზე განუცხადა საცოლეაო და.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent