შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა ფერის არის შენი თვალები?(1)


17-07-2019, 23:29
ავტორი მმარიამმი
ნანახია 1 622

რა ფერის არის შენი თვალები?
თავი 1
„სიყვარულს ისეთი სათვალე უკეთია რომლიტაც სპილენძი ოქროდ გვეჩვენება,სიღარიბე-სიმდიდრე,ხოლო ცეცხლის ნაპერწკლები-მარგალიტებად.“ნეტავ მათაც ასე დაემართებათ?ვნახოთ,ყველაფერს დრო გვიჩვებებს.
****************
-ვაიმე მიშველეთ.-სახლში გამწარებული შევარდა და კივილი მორთო.
-რა იყო დედა,რა დაგემართა?-სამზარეულოდან ნანას შეშფოთებული ხმა მოესმა.
-დედა ნიკა სადაა?
-გიორგისთანა გადასული.რა დაგემართა შვილო აღარ იტყვი?
-არაფერია ისეთი.წავალ მე გიოსთან და ნინისაც ვნახავ.
-ჰო კარგი.ტანსაცმელი იყიდე შენ ხვალისთვის?
-არა,გავიყოლებ დრეს ნინის.
პასუხს აღარ დალოდებია ისე გავარდა ნინის სახლისკენ.სწრაფად შევიდა მისარებში და ქოთქოთი დაიწყო.
-გოგო რა სალონში გამიშვი?შემომხედე რას დამამსგავსა.ერთი გამაგებინა ვინ იყო ის გოგო და მეტი არ მინდა არაფერი.რანაირად არ იცის,რომ მშრალ თმს წესიერად ვერ შეჭრის,ჰა?მითუმეტეს ხვეულს.უიმეე.-არც ამოუსუნთქავს ისე მიაყარა ყველაფერი.
-დედა ჩემო დღეო.-ფეხზე წამოხტა ნიკა და სიცილი ატეხა.-ეს ჩემი სულით გიჟი და მართლა აფთარს რანაირად დამიმსგავსეს?-იქედან გიორგი აყვა,კინარამ გაიგუდენ იმდენი იცინეს.
-რა გაცინებთ ნორმაში გაქვთ ტვინი თვენ?ქორწილში მაინც არ მივდიოდე?რას დამამსგავსა.აუუუუ.-მთლიანად გადმოაფრქვია ლავა მარიამმა და ძმას მიადგა.
-ნიკუშ,შენ ასე კარგად სად იჭრი თმებს?
-ვაიი ახლა არ მითხრა ბიჭურად ვაპირებ თმის შეჭრასო,თორემ მოვკვდები სიცილით.ასე ახალგაზრდას მიმეტებ გოგო?-წამითაც არ გაუჩერებია სიცილი.
-აუ ვერ ხარ რა.დასაცინად მაქვს საქმე?მითხარი ერთი?
-კაი მარუს დაწყნარდი,მე ვიცი კარგი სალონი და წაგიყვან იქ,ჩემი წიწილაც წაიყვანე.ხო გინდა მოლში გავლა?
-ვუმე გიო მაგაზე კარგს რას იზამ?-მალევე დაკარგა მოწყენილობის შეგრძნება,მაგრამ ნიკაზე გაბრაზებული იყო და კარგადაც წაკბინა.
-დაქალის ძმას რომ უფრო ვიყვარვარ,ვიდრე საკუტარს არ გრცხვენია?
-ვაი შენ ჭკუა მოგცა მე ფული.-ნიკამ დას გაუცინა და ლოყაზე ხმაურიანად აკოცა.
-არ გაკლია შენ ფული.-ისევ წაკბინა მარიამმა საყვარელი ძამიკო და გიოს მანქანაში ნინისთან ერთად ჩახტა.მალევე მივიდნენ კარგად მოწყობილ,დიდ სალონში.თმები კარედ შეიჭრა.საოცრად უხდებოდა მოკლე სტილი მის მუქ,ხვეულ თმას.
-დედა მარუს რა მყავხარ ასეთი ანგელოზი.ნწ,ნწ,არ მოგვტაცონ შენი თავი ქალო.-გადაიკისკისა ნინიმ და მხარზე ხელი დაკრა.
-რაღა დროს მოტაცებაა შე ქალო,რომელი საუკუნეა?ნუ გეშინია არ მომიტაცებენ,შენთან ვიქნები სულ.
-ხო,რომ გავთხოვდები ჩამიხტი საწოლში.
-ჩემს გარეშე ვის მიყვებიბი წიწი?
-მოაშორე ეგ წიწი თორემ გაგწეწავ.-გაბრაზდა ქალბატონი ნინი.
-კარგი ნინუც,დაწყნარდი.-ერთხელ კიდევ გაიცინა და ნინსთან ერთად სავაჭრო ცენტრისაკენ წავიდა.ხვალ მისი უსაყვარლესი დეიდაშვილის ქორწილი იყო,ამიტომაც დიდ სამზადისში იყვნენ.გიორგიმ ორივე ქალაქში წაიყვანა,მარტო დატოვა გოგონები და უთხრა ნიკა მოგაკითხავთო.მათაც შეირგეს თავისუფლება.ერთ-ერთ ტანსაცმლის მაღაზიაში შევიდნენ და თავიანთი მოსაწონი კების ძებნა დაიწყეს.
-ვიპოვეე.-დაიკივლა ნინიმ და ვერცხლისფერი კაბა ააფრიალა.-ეს რომ არ მომერგოს გავაფრენ იცოდე.
-აუუ რა ლამაზია.-აღფრთოვანებისგან პირი დაღო მარიამმა.
მალევე გამოვიდა გასახდელიდან მომღიმარი ნინი.
-ვინ ხარ გოგო ასეთი ამაზი?ფთ,ფთ თვალი არ გეცეს.-ხეზე მოხუცი ცრურწმენიანივით დააკაკუნა და აკისკისდა.
-მიხდება?
-დაგაკვდა ნინუც,დაგაკვდა.ჰე გამოიცვალე თორე დავრჩი უკაბოდ.
პრეტენზიული გახლდათ ანჯაფარიძეების გოგო.ამიტობაც ბევრი სიარული მოუხდათ.უამრავი კაბა ნახეს,მაგრამ არცერთი არ იყო მარიამის მოსაწონი.ზოგო დიდი ჰქონდა,ზოგი პატარა,ზოგის ფერი არ მოეწონა,ზოგის ხარისხი.ბოლოს ძალაგამოცლილმა მოჰკრა თვალლი წითლად მოელვარე კაბას,იმასაც კი არ მიაქცია ყურადღება რომ გოგნას ხელში ფრიალებდა.მისკენ დაიძრე.
-საით გოგო?
-აუ გახედე რა ლამაზი კაბაა.-მარიამმა კაბსკენ მიუთითა დაქალს და გაიღიმა.
-ერთია მარიამ.
-ერთია და ჩემია.-ეშმაკურად ჩაიღიმა და გოგოს მიუახლოვდა.გვერდს ძალიან სიმპატიური ბიჭი უმშვენებდა.მაღალი,მუქი წაბლისფერი თმით,სწორი ცხვირითა და სქელი ტუჩებით.აი თვალები ჰქონდა საოცარზე საოცარი ფერის,თითქოს ჭაობისფერი იყო,მაგრამ მომენტებში ნაცრისფერიც დაჰკრავდა.სრულიად განსხვავებული ორი ფერი ციმციმებდა მის თვალებში,ხან ერთი გამოდიოდა ასპარეზზე,ხან მეორე.დაახლოებით 18 წლისა იქნებოდა.მაგრამ ვინშეამჩნია მისი გარეგნობა?თვალებით ჭამდა მარიამი კაბასაც და გოგოსაც.განა ცუდი გოგო იყო,ან ძალიან მესაკუთრე?არაფერიც.უბრალოდ იმედი ჰქონდა,რომ გოგო კაბას რარაც წუნს უპოვნიდა და თავის ადგილას დაუბრუებდა.მაგრამ შენც არ მომიკვდე.ნახევარი საათი ატრალა ხელში კაბა.ბოლოს მოთმინებაგამოლეული მარიამი წამოენთო.
-ყიდულობთ თუ არა ამ კაბას?დავიღალე ბოლოს და ბოლოს,თუ ყიდულობთ იყიდეთ,თუ არა და ვიყიდი მე.რად უნდა ამდენი დაჯვირვება?იმას ხომ არ არკვევთ რამდენი მეტრი ქსოვილი დაიხარჯა მის შესაკერად?-ყველა სიტყვა ჯორის წიხლებივით მიატარა და თვალი გაფითრებულ გოგოს გაუსწორა.
-ვაიმე რა გაკივლებს?გამომართვი.-კაბა მიაჩეჩა და ბიჭს შეხედა.მისსახეზე მოთამაშე ღიმილმა უფრო გააღიზიანა.სწრაფად მოშორდა მარიამს და ადგილ მოსწყდა.
-უიმე რა კარგად მიასვი.-გადაიკისკისა ნინიმ დამარის გახედა.
-აუ რა ქაჯივით მოვქეცი.
-კარგი რა დაწყნარდი არ იყო მყიდველი ეგ.მიდი ახლა გაისინჯე არ გადამრიო.რამდენიმე წუთში გასახდელიდან გამოსულ მარიამს მოჰკრა თვალი.საოცრება იყო.პირდაპირ ანატებდა.17 წლის გოგო ისე ასკივებდა როგორც ცაზე მოკაშკაშე ვარსკვლავი.
-შენ ჩემი მზე ხარ ამომავალი....-წაიმღერა ნინუცამ და ხმამაღლა გადაიკისკისა.-აუ რა ლამაზი ხარ იცი?ნებისმიერს მოჭრი თვალს.მართლაც რომ ხატავდა ეს კაბა.წითელი იყო,ბროწეულის ყვავილისფერი.არც ძალიან სადა და არც ძალიან მდიდრული.მუხლს ოდნავ ახდენილი,ცოტათი ამოჭრილი გულითა და კარგად მორებული ზურგით.საერთოდ არ იყო ვუულგარული,მაგრამ მარიმს სულ სხვა ეშხს სძენდა.
ვიყიდო?-გაღიმებულმა იკითხა და დაქალს გახედა.
-აბა რა უნდა ქნა გოგო?შეარყიე ცოტა მამიკოს ბიუჯეტი.-ისევ გაიცინა ნინიმ და გასახდელში შეაგდო.
-მე ფეხსაცმლის განყოფილებაში გავალ,ავარჩევ რამეს.რომ გამოიცვი მოდი შენც.
-კარგი.-გასახდელიდან გამოსძახა და ელვაშესაკრავის გასახსნელად დაიწყო „ბრძოლა“.ისეთი საშინელი შესაკრავი იყო ვერა და ვერ მოახერხა გაეხსნა.ამ ჯაჯგურში დაეცა და ხელი მაგრად მიარტყა კედელს.სიმწრისაან წამიოკივლა.გასახდელის კარი გაიღო,ბედად ღია დარჩა,თორემ ვინ ივის რამდენ ხანს მოუწევდა გრილ იატაკზე ყოფნა.მის წინ ლამაზთვალება ბიჭი იდგა.საკმაოდ ადვილად იმახსოვრებდა სახეებს,თუნდაც წამით მოეკრა თვალი ადამიანისთვის,მის გონებაში მაშინვე იდებდა ადგილს.მალევი იცნო,ის ბიჭი იყო „კაბის მტერს“ რომ ახლდა.მარიამს მიუახლოვდა და ფეხზე წამოაყენა.
-ხომ არ დაშავდი?-ირგვლივ გაფანტა საოცარი ბგერები.გასაოცარი ბარიტონი ჰქონდა.
-არა.გმადლობთ დახარებისთვის.-მორიდებულად უპასუხა და ოდნავ გაუღიმა.
-რა დაგემართა?
-ეს წყეული ელვა ვერ გავხსენი.
-დაგეხმარო?
-ახლა გამასწარი აქედან.-წამში წამოენთო მარიამი.-საკმარისად დამეხმარე,მოვუხერხებ რამეს.კვლავ გაუღიმა ბიჭმა და გასახდელი დატოვა.როგორღაც მოახერხა კაბის გახდა.გამოიცვალა და სალაროსთან მივიდა,გადაიხადა და ნინისთან შესახვედრად ფეხსაცმლის მაღაზიიისაკენ გაემართა.
-გოგო სად დაიკარგე?-შეტევაზე გადავიდა ნინი.
-უი მე,ამ ელვას ვერ მოვუხერხე ვერაფერი,გადავირიე პირდაპირ.კარიც ღია დამრჩენია მე საცოდავს,იმდენი ვიჯახირე ბოლოს დავეცი,ხელი ისე მწარედ მივარტყი კედელს გეფიცები ძლივს ვანძრებ.-ყველაფერი დაწვრილებით უამბო.
-თავიდანვე მომეწონა ეგ ბიჭი მე.ბედი გაგეხსნა გოგო.-კვავ გადაიკისკისა აკისკისებულმა ნინიმ,მაგრამ მარიამმა ისეთი მზერა ჰქონდა სიცილი მალევე შეწყვიტა და თემა შეცვალა.-დროზე ავარჩიოთ ფეხსაცმელი და მერე აფთიაქში გავიაროთ,კარგი მალამო ვიცი,გიშველის.
ფეხსაცმელი საკმაოდ მალე აარჩიეს,აფთიაქშიც გაიარეს და ნიკას დაურეკეს.
-ნიკუშ მოვრჩით ჩვენ.ქალაქში ხარ თუ დაბრუნი სოფელში?
-ქალაქში ვარ მარუს.მითხარი სად ხართ და მოვალ 5 წუთში.
-მოედანზე,შადრევანი რომაა იქ.-ქუთაისის ცნობილ შადრევანთან იყვნენ გოგონები და ნიკას ელოდნენ.დრო საუბარში გალიეს.მალევე მოსისინდა ნიკა გაკრიალებული მანქანით.გოგონები უკან დასხდნენ.
-რაღაც ძალიან პუნქტუალური გახდი ძამია შენ.-იმერული კილო და ხალისი შესძინა ნინიმ ნათავამს.მარიამი უხმოდ იჯდა.ხელის ტკივილიც აწუხებდა.მხოლოდ ერთ რამეზე ფირობდა-რა ფერის იყო უცნობის თვალები.
-მარუს რა ლამაზი ხარ გოგო დაგხატა მაგ ვარცხნილობამ-დას გაუღიმა ნიკამ და მანქანა დონატების საყიდლად გააჩერა.არ გამორჩენია მარიამის დაბნეულობა.-რა გჭირს მარიკუნა?
-ხელი მტკივა ნიკუშ,გასახდელში დავეცი და კედელს მივარტყი.
-ჩემი ხიფათიანი.-დას ლოყაზე უჩქმიტა და საუბარი განაგრძო.-ექიმთან ხომ არ წავიდეთ?
-უი არ გადამრიო ახლა.ექიმი არა ის,მალამო მიყიდა ნინიმ და მიშველის.ჭადი ახლა დონატი მინდა მე.-მოწყენილობა ნაგავში გადაუშვა ტკივილთან ერთად და გახალისდა.
-შოკოლადის.-თვალი ჩაუკრა ნიკამ და გზა გააგრძელა.
****************
სახში მალევე დაბრუნდნენ.მარიამმა ყველას აჩვენა თავისი შენაძენი.ხელის ტკივილმაც მალევე გადაუარა.ზემოტ ავიდა იბანავა,პიჟამა ჩაიცვა და საწოლშ ადრიანად შეწვა.უყვარდა აქურობა,ეს სახლი,ეს ოთახი,აქ გამეფებული სურნელი,და აქ მცხოვრები ბებია-ბაბუა.ვინმეს რომ ეგ=კითხა სად ყოფნა გახარებს ყველაზე მეტადო,წამითაც არ დაფიქრდებოდა ისე ეტყოდა ხომულიო.ტელეფონზე ზარის ხმა გაიგონა.ვიდეო ზარით რეკავდა ქალბატონი ნინი.
-გოგო სიცხე ხო არ გაქ?რამ დაგაწვიანა ასე ადრა.ახტი ახლა დროზე მოვდივარ.
-მობრძანდი ჩემო წიწილავ,შენთვისა ეს კარები სულ ღია სხვისთვის კი არა.-გადაიკისკისა მარიამმა,ტელეფონი გათიშა,ფეხზე წამოფრინდა,სარაფანი გადაიცვა და პირველ სართულზე ჩავიდა.ცივი ყავა მოამზადა,სანაყინეებში ნაყინი გადანაწილა და ანგარზე სხვა სასუსნავებთან ერთად დააწყო.ნიკა ძმაკაცებთან ერთად იყო,თემური და კახა მარანში,ხოლო ნანა საყვარელ დედამთილთან ერთად სერიალს უყურებდა.
-გოგონებო ყავას ხომ არ დალევთ.-ლანგარი მაგიდაზე დადო და ქალებს შუაში ჩაუსკუპტა.
-რა დროის ყავაა ბებია არ გადამრიო,9 საათია უკვე.-აქოთქოთდა ლილი.
-კაი ბებო არ იცი რა ხამიც ვარ,ეს მაცოცხლებს და რანაირად უნდა მომკლას.-გაიცინა მარიამმა და ბებოს ლოყაზე აკოცა.
-ვისთმის მოამზადე მარიკუნა ესენი?ჩვენი ნიკო მოდის?-თბილად კიითხა შვილს ნანამ.
-ხო მოდის ქალბატონი.რომ დამინახა დაწოლილი ვიყავი წამომენთო რა დროს ძილიაო.-გაიცცინა მარიამმა და ახლა თვითონ დასვა კითხვა.-ჩემ ჭინკას ძინავს?-კიდევ ერთი წევრი ჰყავდა ამ დიდ ოჯახს,3 წლის ნიტა.ვიანიდან ნანა ადრე გათხოვდა გადაწყვიტა მესამე შვილიც გაეჩინა 33 წლის იყო ნიტა რომ გაჩნდა.ყველა თავს ევლობოდა პატარა ქალბატონს.
-კი დედა აბა მაგას რო ეღვიძოს აკლებული ექნებდა მთელი სამეზობლო.
-უიჰ ჩემმი სიცოცხლე მოვიდა.-მარიმმა ზარის ხმა გაიგონა და ფეხზე წამოფრინდა.-ჩემი წიწილა.-ნინის კისერზე შეახტა და აკისკისდა.
-ვაიმე ფისუნა დამამტვრევ წელში.-ახლა ნინმ დაიწყო სიცილი.ოთახში შევიდა,ნანა და ლილი გადაკოცნა,ორუვე მოიკითხა და მარიამთან ერთად ეზოში გავიდა.მრგვალ მაგიდაზე დააწყვეს სასუსნავები და ნაყინის ჭამა დაიწყეს.
-აუჰ მარიამ შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა.-გაიცინა ნინიმ და ლიკმა ყეში გადაუშვა.
-გოგო თმას როგორ იკეთებ?-კითხვა დასვა მარიამმა.
-რავი დავისწორებ ჩემთ,არ მინდა სალონში.
-არ გადამრიო გოგო,მოდი ჩემთან და გაგიკეთებ ე.
-მეც ეგრე მინდოდა მარა შემრცხვა.-გადაიკისკისა და მარიამიც გააცინა.
-უჰ რა მორიდებული მყავხარ რა.
ღამის 2 საათამდე იჭუკჭუკეს.კიდევ დიდხანს არ დაიძინებდნენ ხვალინდელი დრე რომ არ გახსენებოდათ.
დილას ადრე წამოფრინდა მარიამი.მშობლების ოთახიდან ნიტას ტირილის ხმა შემოესმა.ოტახში შევიდა,პატარა ხელში აიტაცა ცრემლები მოწმინდა და დააწყნარა.
-წამი ნიკას დავახტეთ არ გინდა?
-მინდა.-ჭინკაათამაშებული თვალებით გახედა მარიამს და მის კალტაშ ჩახტა.უფროს ძმმას ოთახში შეუვარდნენ და თავზე დაახტდნენ.ნიკამ თვალები გაახილა და ნიტას ეცა.თმები აუჩეჩა და ლოყები გემრიელად დაუკოცნა.
-მე არ მინდა ჩახუტება?-გაიბუტა მარიამი და ნიკას გახედა.
-ვუიმე ჩემი პატარა.-ხელიდ დაავლო მარიამს და საწოლზე დააგდო.ლოყებზე ხმაურიანად აკოცა და ასე შემოირიდა.
-ბიჭო ადექი დროზე,შენი დეიდაშვილის ქორწილია ბოლოს და ბოლოს.უჰ.ე რომ გამათხოვებენ საწოლით მოგიყვანენე ქორწილში.-ვითომ გაბრაზებული მზერა სტყორცნა მარიამმა.
-არ გათხოვებ მე შენ.-არც ნიკა ჩამორჩა.
-კაი ერთი.შენი ჭირიმე ნეტა ვინმე მომეწონოს და მეტი არ მინდა შენ გკითხო.
-გოგო არ გათხოვებთქო.
-ნუ გამათხოვებ ბატონო,ვერც შენ მოიყვან ცოლს,ჩემნაირი წუნკალი მული არავის უნდა გენაცვალე.-ენა გამოუყო და ფეხზე წამოფრინდა,ხხელში ბალიში აიღო და ძმას დაუშინა თავში.
-ვაიჰ მარიამ კი არ იცი რას გიზამ.-ფეხზეე წამოდგა და მარიამი საწოლზე დააგდო.
-მეღიტინებაა.-დაიკივლა მარიამმა და სიცილი ატეხა.ნიკა პატარა დაიკოსაც მიდგა.იმხელა ხმაზე იცინოდა სამივე ოთახი აიღეს.
-გამიშვი უნდა ჩავიცვა.-გაბრაზებულმა დაიძახა მარიამმა.
-წაბრძანდი ბატონო.
მარიამმა თავი მალევე მოიწესრიგა.ახალი წითელი კაბა ჩაიცვა,ნანას დაჟინებული თხოვნით მაღალქუსლიანები მოირგო,გრძენ ფრჩხილებზე წითელი ლაქი წაისვა და მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა.თმები უბრალოდ გაიშალა და ქვემოთ ჩავიდა.პირი დაღეს ისე გაოცდნენ მარიამის სილამაზით.მალევე ლამაზად გამოწყობილი ნინიც მოვიდა.მარიამმა თმები ლამაზად დაუხვია.ორივე ბრწყინავდა.
^^^^^^^^^^^^^^^^^^^
ჯვარიც დაიწეეს,ხელი რამდენიმე დღის წინ მოაწერეს,ამიტომაც ეკლესიიდან ახლაგაზრდები პირდაპირ მარტვილისკენ გაეშურენ.ნამდვილად ლამაზი ადგილები იყო ფოტოების გადასაღებლად.მარიამი საყვარელ დეიდაშვილ მიუახლოვდა.წყვილს გვერდით მიუდგა და რამდენიმე ფოტო გადაიღო.მერე ტელეფონი ამოიღო კლაჩიდან,გვერდით მოიყენა ნინი და ფოტოც გადაიღო.
-აუ ნინუც ერთი ფოტო გადამიღე რა.-ნინის ტელეფონი გაუწოდა და ლამაზად გაიღიმა.
-დუდუნა თვალეი დახუჭე და გამიღიმე.
მარიამმაც შეურულა თხოვნა.მალევე გაისმა ჩხაკუნის ხმა.
-გაახილე ლამაზო,შენს თვალებსაც გამოვაჩემ ფოტოში.-გაისმა ბოხი ბარიტონი.უმალ გაახილა თვალები და მზერა მის უცნაურ თვალებს გაუსწორა.
-ის სად ჯანდაბაში წავიდა?ან ყველგან შენ რატომ ხარ.უჰ.-ბუზღუნი დაიწყო და ნინის საძებნელად გაეშურა.
-გოგო რა დამმართე ეს ჰა?
-კარგი ახლა არ გესიამოვნა მაგის დანახვა ხომ?-დაეჭვებით კითხა და გაიღიმა.
-არა!-მტკიცედ თქვა მარიამმა და გაბრაზებული მწვანეები მიანათა.თვალი ნიკას მოკრა და თავისკენ მოიხმო.-რაო ჩემო სიმპატიჩნო ძამიკოო არ გინდა ჩემტან ფოტო?
-ასეთმა ლამაზმა გოგომ დამდოს პატივი და ფოტო არ გადავიღო?-გაიღიმადა ფოტოს გადასაღებად მოემზადა.
რამდენიმე სათში დარბაზში ისხდნენ.გადაქანცული მარიამი ნინის გვერდით დაჯდა.თეფშზე როგორც ყოველთვის ხეზარი გადმოიღო და მადიანად შეექცა.მალევე მოაკითხა ნიკამ.
-ადექი გოგო ვიცეკვოთ.
-აუ არ მინდა.
-გკითხე?-იცოდა როგორ ვერ იტანდა მარიამი ცეკვას და სპეციალურად აღიზიანებდა.
-ველურო.
ფეხზე წამოდგა და ძმას ეცეკვა.მერე ძმაკაცი მოადგა/
-მარუუსიი.
-ვაიმე გიორგიი.
-ჰე ახა არ დამიფშვნიო ეს სათუთი გული.-ვითომ მოიღუშა.
-ოჰ გიორგი გიორგი.
ერთი მასაც ეცეკვა და დაუბრუნდა თავის ადგიოლს.ძალიან კარგი თამადა უძღვებოდა სუფრას.მისმა ომახიანმა ხმამ გამოაფხიზლა მარიამი.
-აბა ახლა დედმამიშვილების სადღეგრძელოს დროც დადგა,პატივ დამდებთ თუ მობრძანდებით.-გაიღიმა და დიტოს დედმამიშვილებს დაელოდა.მარიამმა გაოცებისაგან პირი დააღო,თამადასთან მისული უცნაურთვაალება უცნობი და „კაბის მტერი“ რომ დაინა.აი ამას ნამდვილად ვერ იფიქრებდა.
-ეს გახლავთ ჩემი ალექსანდრე,ჩვენი საამაყო ბიჭი,ჩვენი მომავალი იურისტი და ამასთანავე წარმატებული ფოტოხელოვანი.საოცარი ადამიანი.დალოცვილი იყავი შვილო.
-ვაიმე მარუსაა ბედი გაგეხსნათქ რომ გეძახდი კი არ გატყუებდი.აუუ შენი მონაწერი გამახსენდა.-აკისკისდა ნინი.
-რა მონაწერი.
-უი შენ სკლეროზიი არ გქონდეს რა.-ტელეფონი მოიმარჯვა და მონაწერი წააკითხა.რამდენიმე დღის წინ ნინის ჰქონდა შემოტევა შეყვარებული მინდაო მარიამს ებუზღუნებოდა,მერე მანაც არ ჩამოგრჩებიო და ვითო განცხადების ტექსტი მიწერა.ბავშვობიდან გიჟდებოდა ამ სახელზე.აი ასეთი იყო განცხადება-„გამომეხმაურეთ ალექსანდრეები,მაღლები,ჭკვიანები,შავგვრებნები,ან წაბლისფერთმიანები,კარგი ოჯახის შვილები,პერსპექქტიულები,კარგი გვარის მქონენი 17-იდან 19 წლამდე.P.S.ცოტა წუნკალი ვარ მაგრამ გამიძლებ“.ამ დროს კი ხუმრობდა და იცინოდა რას ვიზამ მართლა ვინმე ალექსანრეს რომ შვეუყვარდეო მაგრამ ახლა სულ არ ეცინებოდა.ტელეფონი ნინის მიაჩეჩა და გაბრაზებული გავარდა გარეთ.დაქალიც უკან გაყვა.
-აი რა მოხდა ახლა ასეთი გამაგებინე?უბრალოდ ბიჭმა ერთხელ გამიღიმა და ფოტო გადამიღო.ვხუმრობდი გოგო მაშინ ვხუმრობდი,უი მე.რა მნიშვნელობა აქვს რა ერქმევა და რა გვარის იქნება?მთავარია შემიყვარდეს.უჰ.შევწუხდი რა.რა კავშირი აქ ამას იმ სულელურ მონაწერთან?
-კარგი რა მარიამ დაწყნარდი,ვხუმრობ გოგო რა იყო?ნუ ისე კი აქ კარგი სახელი და გვარი.ალექსანდრე ამირეჯიბი.-თეატრალურად წარმოთქვა და გაიბადრა.
-მოგკლავ.-გამწარებულმა წამრმოთქვა მარიაამმა.
-შედი ახლა ნუ იგრუზები,გეხუმრე და ნუ მამანანებ რა.
-ჰო კარგი.-ხასიათზე მოვიდა მარიამი და დარბაზში შევიდა.თავის ადილას დაჯდა.
-მეცეკები ლაამაზო?-ალექსანდრე მოუახლოვდა და ხელი გაუწოდა.
-გამასწარი.
-რა დაგიშავე გოგო ასეთი?
-არ მიყვარ ცეკვა.
-უჰ კარგი ერთი.მეცეკვე რა თან ლაპარაკი მინდა შენთან.
-ოჰ მოუშორებელი ჭირ ხარ რა.-ბუძრუნით წამოდგა და ალექსანდრეს ცეკვაში აყვა.
-საოცარი გარეგნობა გაქვს.
-კაი ხო არ მეხუმრები?-საოცრად ესიამოვნა ბიჭის ნათქვამი მაგრამ ამას შეიმჩნევდა?
-კარგი რა მარიამ რა უხეში ხარ.
-მერე რას მელაპარაკები,ვინ გთხოვა?
-მაინც და მაინც უნდა გეთხოვა?
არაფერი უპასიხა,თვალებიაატრიალა და ცეკვა გააგრძელა.
-ფოტომოდელობაზე არასდროს გიპიქრია?
-აი ვერ ვიგებ რა გინდა?რას მეთამაშები ადამიანო რა ფოტომოდელის ტანი კი მე მაქვს?-გაბრაზებულმა უპპასუხა.
-საერტოდ არ აფასებ შენს თავს.-მხოლოდ ეს უთხრა,ყელზე სველი კოცნა დაუტოვა და გახევებული დატოვა.



№1  offline წევრი anako

რაბ საყვარელია სანდრუკელააა
მე მივისაკუთრე უკვეეე და ნუ ამახევთ
ახალს ველოდებიი ძაან საყვარლები არიან და ძაან მომეწონა

 


№2  offline წევრი მმარიამმი

power
რაბ საყვარელია სანდრუკელააა
მე მივისაკუთრე უკვეეე და ნუ ამახევთ
ახალს ველოდებიი ძაან საყვარლები არიან და ძაან მომეწონა

❤️❤️

 


№3  offline წევრი იაგამი

კარგი სიუჟეტია მთავარია როგორ განვითარდება, ველოდები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent