შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული და ტკივილი (18თავი)


16-06-2016, 11:47
ავტორი ♥love love♥
ნანახია 2 352

-რაა? ნიკა? მოიცა ნიკა... ჩემი საუკეთსო ძმაკაცი? თიკო შენ რა მეხუმრები?
-არ სანდრო რა გეხუმრები? მართლა გეუბნები. მეც გავოცდი გუშინ რომ მითხრა ნიკა მიყვარსო, მაგრამ რა უნდა მეთქვა. შენზე თქმა ნამდვილად არ მინდოდა. ვიცოდი რომ გადაირეოდი, მაგრამ მეტი გზა არ მქონდა. ვერ მოგატყუებდი, მაპატიე.
-რა პატიებას მთხოვ გადაირიე? რა გაქვს შენ საპატიებელი? ნინის მსგავსი ნამდვილად არ ხარ. მგონი მაგ გოგომ საერთოდ გააფრინა ხომ იცი? არა რა აუცილებლად უნდა დავივიწყო.
-მე შენკენ ვარ ჩემო საყვარელო ძამიკო. ყველანაირად დაგეხმარები რაც შემიძლია.
-კარგი მადლობა. ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ...
-სანდრო გთხოვ გამიშვი ნუ მიღუტუნებ რა, აღარ შემიძლია.
-კარგი ხო... ერთი კვირა სკოლაში აღარ ვივლი.
-რატო სანდრო? ისედაც ბოლო კვირა დარჩა.
-ნინის ნახვა აღარ მინდა, შენ იცი სიყვარულის ასახსნელად რომ მივედი ნიკა რატომ არააო რომ იკითხა? მაშინ მაგაზე ყურადღება საერთოდ არ მიმიქცევია. რას ვიფიქრებდი ნიკა თუ უყვარდა.
-შენ თუ არ ივლი სკოლაში არც მე ვივლი.
-რასქვია შენ არ წახვალ? შენ კარგი მოსწავლე ხარ და ტყუილად არ გააცდენ.
-აუ ეგრე ცუდად არც შენ სწავლობ, თან ბოლო კვირაა და ვინ რას მეტყვის? თან ხომ შეგპირდი ყველანაირად დაგხმარებითქო? მე რომ სკოლაში ვიარო შენ 24 საათი ოთახში ჩაიკეტები და არაფერს შეჭამ. ისედაც არ ხარ მსუქანი და მალე მხოლოდ ძვლები დარჩები.
-ვინ დარჩება მხოლოდ ძვლები? მოდი დროზე აქ
-არაფერიც მიდი და დამიჭირე თუ მაგარი ხარ.
-ოპა. დაგიჭირე. რაო რა თქვი რა ხარო?
-არაფერი გამიშვი ხელი სულელო.
-თქვი დროზე რა მიწოდე და გაგიშვებ.
-სანდრო გამიშვი მეტკინა.
-თიკო მაპატიე ძალიან გთხოვ ძალით არ მინდოდა. ძალიან გეტკინა?
-ისე რა. კარგი არაუშავს. ეხლა კი გამიშვი. საქმეები მაქვს და ნუ ხარ მაგ ოთახში ჩაკეტილი. გამოდი და მომეხმარე.
-აუ მოგეხმარო არ ის. მეც საქმეები მაქვს.
-რა საქმეები გაქვს ვაჟბატონო?
-ნიკა უნდა ამოვიდეს აქ, რაღაც უნდა ვუთხრა.
-მოიცა ნიკას აქ რა უნდა? სანდრო არ მითხრა ეხლა რომ იმის თქმას აპირებ რასაც მე ვფიქრობ.
-ჩემი მიხვედრილი დაიკო. კი სწორედ მაგის თქმას ვაპირებ.
-არა სანდრო გთხოვ არ გინდა. ნინი გადამერევა.
-თიკო მომისმინე: ნინი უკვე დიდი ხანია გადარეულია და სანამ შენც გადაგრევს თავს დაანებებ, არ გჭირდება ეგეთი ეგოისტი დაქალი. მეკი ნიკა მჭირდება და ჩემს პირობას ვერ დავარღვევ.
-რა პირობაზე ლაპარაკობ?
-ნიკას და მე პირობა გვაქვს დადებული, რომ თუ ეგეთ რაღაცეებს გავიგებთ ერთმანეთზე აუცილებლად ვეტყვით. ეხლა კი მაპატიე უნდა დავურეკო... პრივეტ ნიკა როგორ ხარ?
-ვა სანდრო? არამიშავს შენ როგორ ხარ?
-ეჰ მეც რავი ვარ რა. საქმე მაქვს სერიოზული და ამო რა ჩემთან.
-კაი გარეთ ვარ ისედაც და 5 წუთში მანდ ვიქნები.. პრივეტ თიკო როგორ ხარ?
-რავიცი არამიშავს შენ როგორ ხარ?
-მეც არამიშავს სანდრო სად...
-აქ ვარ. მორჩი თიკოს ყურებას აქ გასართობად არ ამომიყვანიხარ ვაჟბატონო.
-აუ კაი რა როგორი სახე გაქვს რაარი? გაიცინე თორე მალე ტირილს დავიწყებ.
-ნიკა ისეთი რამ უნდა გითხრა საქმე სასაცილოდ კიარა, მართლა სატირლად გექნება.
-ვაიმე, რა ხდება ასეთი? თიკო ჩემს მოკვლას აპირებს?
- არამგონია მოკვლას გიპირებდეს, მაგრამ თუ დადებით პასუხს მიიღებს შეიძლება გაგიმეტოს.
-ვაიმე რას მერჩით? ერთი საწყალი ბიჭი ვარ ნუ გამიმეტებთ სასიკვდილოდ.
-აუ დავიწვი ამის საცოდაობით რა. მიდი თიკო შენ ყავა მოადუღე და მე ვეტყვი, იქნებ ყავის დალევა მაინც მოასწროს სიკვდილამდე.
-აუ სანდრო ნუ გამიხეთქე გული. თქვი რა.
-კარგი. ნიკა ნინის ხომ იცნობ?...



№1  offline წევრი ♥love love♥

ლანა ქურასბედიანი. უკვე დიდები არიან. 17 წლის თითქმის

 


№2 სტუმარი Maxii

Agar deb axal tavs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent