შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარა საქართველოს დიდი თბილისი (სრულიად)


18-07-2019, 12:23
ავტორი kim-analisa
ნანახია 2 559

თავი 1

საქართველო, თბილისი.. პატარა ქვეყნის დიდი დედაქალაქი, დიადი ხალხით. ყოველ შემთხვევაში ასე უწოდებენ მაღალი საზოგადოების „ გმირ" წევრებს. გმირობა სხვა და სხვა გვარი შეიძლება იყოს. მაგალითად დაეხმარო გაჭივრებულებს საჭმლით, სასმლით, ტანსაცმლით ან სწავლაში. დაეხმარო სხვა მდიდრებს „ გაჭირვების" ჟამს ან იქნებ მართლაც გმირი იყო და სამშობლოს ბრძოლაში დაეხმარო?... ყველა ერთშია. ამ დიდებულ ოჯახს რომელზეც ახლა ვსაუბრობ ყველა ნაირი გმირი ჰყავს სახლში... რომელ ოჯახს? აჰ ჰო... თორელების ძლევამოსილ ოჯახს!... მოდი სულ თავიდან დავიწყოთ... გაგეცნოთ? აჰჰ არა. ხომ ვთქვი სულ თავიდან. მე კი ამ ამბის დასაწყისთან არაფერი მაკავშირებს.. მეც მხოლოდ მსმენია.

****
უზარმაზარ შენობაში წინ და უკან დადიოდა და თან ყოველ წუთს დიდ ეკრანს უყურებდა - ჩამოვიდა! - სიხარულისგან წამოიყვირა და წინ გადმოცვენილი გრძელი, წითელი თმა უკან გადაიყარა. ხალხის მასისკენ წავიდა, მათ გვერდი ძლივს აუქცია და წინ გაიჭრა. მაშინვე შენიშნა მაღალი ახალგაზრდა მამაკაცი რომელსაც ასე ელოდა. ქერა თმა საკმაოდ წამოეზარდა და წვერიც მოეშორებინა, თუმცა აშკარა იყო რამოდენიმე დღის გაუპარსავი ჰქონდა. კაცმაც აშკარად შენიშნა. თავისი ღია ლურჯი თვალები შეანათა, მკრთალად გაუღიმა და მისკენ დაიძრა. ქალი გზაში შეეგება და კისერზე ჩამოეკიდა - მომენატრე! - ძალიან დარწმუნებული იყო გოგო საკუთარ სიტყვებში. კაცს კი მის ტონზე ჩაეცინა და წელზე ოდნავ შეახო ხელი, შემდეგ კი სწრაფად მოშორდა - საკმარისია, წავიდეთ.. უთხარი ვინმეს? - მხოლოდ მანქანაში ჩაჯდომის შეხედა ქალს - არა, ხომ მითხარი არავისთვის მეთქვა?
- კარგი გოგო - გვერძე მჯდომს ცხვირზე ხელი პატარა ბავშვივით დაკრა და მანქანა დაქოქა... - რატომ არ ეუბნები სხვებს? სუირპრიზს უწყობ? - უპასუხოდ დატოვებული კითხვების შემდეგ ხელ ახლა სცადა საუბრის წამოწყება - წვერი გაიპარსე?
- ხო და ახლა ისევ ვუშვებ
- რატომ?
- ქართველ გოგოებს ხო ლამბერები ევასებათ? იქ არაა ეგრე - გველურად ჩაიცინა - ანუ ბევრი გყავდა? - ქალის ბავშვურ სიტყვებზე და ტონზე მართლა მოუნდა გაცინება, თუმცა რატომღაც გაჩერდა - არა, შენ გარეშე იმპოტენტი ვარ.. - საწოლიდან წამოდგა, შარვალი ამოიცვა და სიგარეტის მოსაწევად აივანზე გავიდა. მალევე იგრძნო როგორ აეკრო ზურგიდან ნახევრად შიშველი წითური - რატომ არ მეუბნები არაფერს? - კაცმა თვალები მობეზრებით აატრიალა - ვიკაა.. მგონი იცი აქ რისთვისაც ხარ.. უფრო სწორად იყავი, წადი.. - გაბრაზებულმა ქალმა ნივთებს ხელი დაავლო და გარეთ სწრაფად გავარდა. აშკარა იყო ცრემლებს ძლივს იკავებდა - ჩემი კარგიც მო**ყან - ხმადაბლა შიკურთხა და სააბაზანოსკენ გასწია... საშხაპის ცივ კედელს ეყუდებოდა, წყლის ცხელი წყვეთები კი კანს სწვავდა.. ფიქრობდა, ვინ იცის რაზე? მაგრამ ფიქრობდა.. თვალები მაგრად დაეხუჭა, კბილებს კი ისე აჭერდა ერთმანეთს ისედაც გამოკვეთილი ყბის ძვალი კიდევ უფრო მეტად გამოეკვეთა. ხელით სველი თმა უკან გადაიწია... ხმა მოესმა. წითური ნამდვილად წავიდა და რამოდენიმე დღე ამაყი ქალის როლს არ მოიშორებდა. წყალი სწრაფად დაკეტა, პირსახოცს ხელი დაავლო და გარეთ გავიდა.. სავარძელში მშვიდად მოკალათებულიყო, რაღაც საშინლად უაზრო ფორმის პატარა ქანდაკებას ხელებში ათამაშებდა და ისე აკვირდებოდა თითქოს წუთი წუთზე რაიმე ძალზედ მნიშვნელოვანს აღმოაჩენდა - შეგ*ცი თორელო! - მაშინვე წამოიყვირა მამაკაცმა როდესაც გაიაზრა ვის უყურებდა და ბოლო ხმაზე ახარხარდა - შენც ასევე " Big Bro" - ღიმილით დაუკრა თავი დაუპატიჟებელმა სტუმარმა - რა დღეში ხარ შე ჩემა? საშინლად დაუკმაყოფილებელი მამრის სიფათი გაქ! - მასპინძელმა გადაწყვიტა გათამამებული სტუმრისთვის ჭრილობაზე მარილი მოეყარა - ერთი ქალის ერთგულება ცუდი სულაც არაა - ბრძნული ხმით წარმოთქვა უმცროსმა, თუმცა სახეზე ეტყობოდა რომ საკუთარ სიტყვებში ეჭვი ეპარებოდა - შეიძლება არცაა თუ ის ერთი გაძლევს მაინც - ნაგლად გაიცინა უფროსმა - ახ, ახ რა ძალიან გაირყვენი რუსეთში ყოფნისას ყველა მეორეს რომ ჟიმ*ვდი აქ ასე კი არაა. თუ იმდენი ხანია მოწყდი საკუთარ მიწა წყალს დაგავიწყდა. აქ მარტო ის წითური ნაშა თუ გეყოლება ბაბუ და კაი ჰა ერთი ორ ბანძ ძუკნ*საც ააგდებ ალბათ
- არ დამვიწყებია არაფერი. ჩემ ასაკს შეეშვი ღლაპო. ისე გინდა ჩემი ისტორიები მოგიყვე? და მერე შენი უმწიკლო რო გამოგიშვებს და**ძრიე
- ფუუ! დამპალო რა ლექსიკაა? მე შენ ასაკს შევეშვები თუ შენ ჩემ გოგოს შეეშვები და ამ საღამოს მოხვალ!
- სად? - მამაკაცს სასმელი გადასცდა და ხველება აუტყდა - დაწყნარდი, არ გეკადრება თორელების სიამაყე ვაჟს ოჯახის ხსენებაზე დაპანიკება - ბიჭმა ზურგზე ხელი " გამამხნევებლად" დაკრა და გასასვლელისკენ დაიძრა - ჩემი გოგო უნდა წარვუდგინო ოჯახს. თუ გინდა ვიკაც დაპატიჟე!..

****
ტელეფონზე დრო და რესტორნის სახელი მესიჯის სახით მიიღო, თვალები აატრიალა, თუმცა მომზადება მაინც დაიწყო. გადაწყვიტა გაეცნო გოგო რომელმაც უკვე თითქმის ერთი წელი მისი უმცროსი ძმა სერიოზულად გააბა... რესტორანში მისვლამდე ერთ ადგილას შეიარა და დანიშნულების ადგილზე მართალია გვიან, თუმცა საშინლად ეფექტურად გამოჩნდა. მის თეთრ პერანგს, შავ შარვალს, მომაკვდინებელ ღიმილს და ლურჯ თვალებს საშინლად მოუხდა ორი დიდი, წითელი ვარდის თაიგული.. წამში მიიპყრო რესტორანში ყველა ქალბატონის მშიერი და გამწარებული მამაკაცების მზერა. ერთ- ერთ მაგიდასთან მოცინარი ძმა შენიშნა და სასწრაფოდ მისკენ გაემართა. ბიჭი ფეხზე წამოდგა და უფროს ძმას ისე გადაეხვია თითქოს საუკუნე არ ენახოს - ვიცოდი რომ მოხვიდოდი
- იღბლიანი ხარ ნაბ*ჭვარო - გაიცინა და უმცროსს თვალებით ანიშნა ყავისფერ თმიანი გოგონასკენ, რომელიც საკმაოდ თბილად, თუმცა სხვა აქ მყოფი ქალბატონებისგან განსხვავებულად უმზერდა მას - იმედია არავინ მიწყენს თუ თაიგულს ჯერ ჩემ მშვენიერ ქალბატონს მივართმევ - ღიმილით დაიძრა მაგიდასთან მჯდარი თვალებ აწყლიანებული ქალისკენ - დედა - ეს სიტყვა წარმოუდგენელი სითბოთი წარმოთქვა, ალბათ იმიტომ რომ ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვის - აფერისტო, მოდი ჩემთან - ქალმა ღიმილით უხმო შვილს თავისთან და მაგრად მოეხვია - არ იტირო დე, თორე ხო იცი მაგრა გავჭედავ - თავზე აკოცა და ყურში ჩაჩურჩულა ქალს, მანაც ღიმილით დაუკრა თავი - ახლა კი ამ უცნობ მშვენიერ ქალბატონს გავეცნობი, იოანე თორელი - ღიმილით აკოცა გოგონას მარჯვენა ხელს და შემდეგ თაიგული მიაწოდა - ჯელტმენი - თავისთვის ჩაიბურტყუნა უმცროსმა თორელმა, თუმცა უფროსს ეს არ გამორჩენია და ძმის ქცევაზე ჩაეცინა - სასიამოვნოა, სოფიო ჯავახი. ლექსოსგან თქვენზე ბევრი მსმენია - გოგონამ თაფლისფერი თვალები შეანათა ჯერ იოანეს, შემდეგ კი ლექსოს. აშკარად თვალებით შეუქო ძმა - იმედია მხოლოდ კარგი, ვიმედოვნებ თაიგული მოგეწონებათ, არ ვიცი რა ყვავილი მოგწონთ
- ძალიან მომეწონა...- საღამომ შესანიშნავად ჩაიარა. მართალია სუფრას რამოდენიმე სახე აკლდა თუმცა ამას პრობლემები არ გამოუწვევია. სოფიო შესანიშნავი მოსაუბრე აღმოჩნდა და იოანესთან საერთო ენაც სწრაფადვე გამონახა, მესაკუთრე უმცრო თორელი ვახშმის ბოლოს უკვე აღარც მალავდა თუ როგორი უკმაყოფილო იყო მათი ასე უეცრად დამეგობრებით - მაპატიეთ, ჩემი წასვლის დროა
- აქ ვერ დაგაკავებ საყვარელო. მე წაგიყვან!- სწრაფად წამოიჭრა ფეხზე და შეყვარებულსაც სასწრაფო წესით დაატოვებინა დარბაზი - ეს ღლაპი ჩემზე რა ეჭვიანობს? - მამაკაცს სიცილი აუტყდა როდესაც დედასთან ერთად მარტო დაჩა - არ ეჭვიანობს, უბრალოდ სოფიოს ვერავის უყოფს. როდესაც მე ველაპარაკები მაშინაც ასე იქცევა.. - დედის სიტყვებმა კიდევ უფრო მეტად გაახალისა. ცოტა ხანი კიდევ დაჰყვეს იქ, შემდეგ დედა თავად მიაცილა სახლში და ერთი ნაცნობი ადგილისკენ დაიძრა უფროსი თორელი...


თავი 2
თბილისი, თბილისი... რადგან ისევ ამ მშვენიერ ადგილზე ვსაუბრობთ მოგვიწევს ისევ თორელებს შევეხოთ.. დიად თორელებს ბევრი ჰყავს მტერი, ბევრად მეტი ვიდრე მეგობარი. თუმცა მტრებს არ შესწევთ ძალა შეეჭიდონ ქალაქის მეფეებს. არა ყველას... თბილისი დიდია, საქართველოსთვის მართლაც რომ დიდია, თუმცა არც იმდენად რომ ორმა ოჯახმა მართოს. ამიტომაც არიან მხოლოდ თორელები. მართალია პრეზიდენტის რეზიდენცია არ უკავიათ, თუმცა ნუთუ რეზიდენციაზე ბევრად უკეთესი არაა თორელების სასახლე?... ულამაზესი ადგილია. საოცრად დაპროექტებული და წარმოუდგენლად ეული.. უკვე წლებია მხოლოდ ლალი, ზოგჯერ კი ვასილ და ლექსო თორელები ცხოვრობდნენ იქ. არავის უფრთხიან, მითუმეტეს ჟურნალისტებს. ალბათ ამიტომაც არ მალავენ თუ როგორი თავისუფლები არიან. ვერავინ აშინებს მათ. ვერც კრიმინალები და ვერც პოლიტიკოსები... მეტის მეტად ძლიერები ჩანან არა?.. თუმცა ძლიერება არაა მხოლოდ შიშის ზარს სცემდე ყველას.

****
ერთი კვირაა რაც მშობლიურ მხარეს დაუბრუნდა. ამ დროის განმავლობაში ნოსტალგიას ნამდვილად არ შეუპყვრია. არც საყვარელი ადგილების მონახულება დაუწყია და არც ძველ ნაცნობებს სტუმრებია. ძირითადად სახლში იყო, მხოლოდ საღამოობით ტოვებდა თავის ბუნაგს და გარე სამყაროს უერთდებოდა. დღესაც ასე მოიქცა, ხვალიდან ოფიციალურად უნდა შეუდგეს მუშაობას ამიტომ წინასწარ გადაწყვიტა განტვირთვა.. კლუბში შევიდა თუ არა " მოცეკვავე" ახლაგაზრდებს თვალი მოავლო. იცოდა იქ მისი ნაცნობი და მითუმეტეს მეგობარი არავინ იქნებოდა. არ ჰყავს ეს წყეული მეგობრები და იქ ვინ უნდა ეპოვა? მთელი ცხოვრება ლექსოზე ახლობელი არავინ ჰყოლია და რომ ჰკითხო არც სჭირდება... ბართან ჩამოჯდა, ისე რომ მთელი დარბაზისთვის შეძლებოდა თვალის მოვლება და ბარმენს შეკვეთა მისცა. ეს კლუბი დღეს გაიხსნა და ეტყობოდა კიდეც. უბრალოდ თვალიერება დიდი ხანია შეწყვიტა, ახლა უკვე " მსხვერპლს" ეძებდა, როდესაც ნაცნობი წითური თმა შენიშნა რომელიც მთელი მონდომებით ეკვროდა ვიღაცის სხეულს - ეს ძუ*ნა! - სხეული ბრაზისგან დაეჭიმა. ქალი მთელი კვირა გადაკარგული იყო, ახლა კი ამ ფოორმაში მისმა დანახვამ საშინლად გააღიზიანა. ფეხზე სწრაფად წამოიჭრა, მისკენ გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი და სხეულზე სითხის შესხმაც იგრძნო - ჯანდაბა!
- ბრმა ხარ ბიძაჩემო? გზა თუ აგებნა დაცვას დავუძახოთ - მაშინვე შემოესმა წკრიალა ხმა და ერთი წამით სიამოვნებისგან თვალები დახუჭა, თუმცა როდესაც გაიაზრა რა უთხრეს თავისი მ
ლირჯი თვალები ავის მომასწავლებლად მიანათა გოგონას. საშინელი განათების მიუხედავად შეძლო წარბ აწეული გოგონასთვის თვალი შეევლო. მისმა მადის ამღძვრელმა ფორმებმა სწრაფადვე გადააფიქრებინეს გოგოს მოკვლა, თუმცა არა დასჯა. თავის აზრებზე ჩაეცინა და გოგოს დიდ ცისფერ თვალებში ჩააშტერდა - შენი სახელი?
- რა საჭიროა რომ იცოდე? - გოგონას მაცდურმა ღიმილმა მიახვედრა რომ ისიც იგივეზე ფიქრობდა რაზეც თავად. ხელი სწრაფად ჩაავლო და ყველა უკან მოიტოვა. მათ შორის თვალებ აწყლიანებული წითურიც...

****
საწოლზე მოწყვეტით დაეცა და გვერდით მყოფ გოგონას გადახედა, რომელიც უკვე საწოლზე წამომჯდარიყო - საით? - წამოიწია და გოგოს ყავისფერ, გრძელ თმებს " წაეთამაშა" - ჩემი წასვლის დროა - საკმაოდ მკაცრად წარმოთქვა და წასასვლელად მოემზადა - შეგიძლია დარჩე, გვიანია - წარმოუდგენლად მშვიდი ტონით წარმოთქვა და ზურგი აქცია გოგონას, მან კი თვალები მობეზრებით აატრიალა - საჭირო არაა მოწყალება თორელო, ვერ წარმოიდგენ და სახლი მაქ. რაც გვინდოდა ორივემ მივიღეთ. დროა დავიშალოთ - საკმაოდ უდარდელად წარმოთქვა თავისი მონოლოგი, თმა გაისწორა და ოთახი დატოვა - მოიცადე! თავიდანვე იცოდი ვინც ვიყავი? - მამაკაცი სწრაფად წამოდგა ფეხზე, გასასვლელისკენ დაძრულ გოგონას დაეწია და ხელი მაგრად წაავლო - ხო, მერე რა? მეგონა თორელებს ეგეთები მაგრად გეკიდათ? თან ამხელა კაცს გარჩევებს ხომ არ დაგიწყებდი? სად გაქ ახლა შენ მაგდენი დრო - გოგონას თავისივე სიტყვებზე სიცილი აუტყდა, თუმცა კისკისი კივილში გადაეზარდა როდესაც თორელმა თმებში წაავლო ხელი - ახლა კარგად მიყურე პატარა ბ*ზო. " უცხო ბიძიებს არ უნდა ელაპარაკო" - ს გაკვეთილი არ უნდა გამოგეტოვებინა...

****
ადრე გაიღვიძა. უფრო სწორად საერთოდ არ ძინებია იმ პატარა ძ*კნას გამო. თავადაც არ ესმის ასე რამ მოუშალა ნერვები. იმ გოგოს ისეთი არაფერი უთქვამს... გოგონაზე ფიქრისას თავის და უნებურად გაახსენდა მოცეკვავე წითელთმიანი და ტელეფონი ხელში შეათამაშა, თუმცა მოგონებებში ვიღაც უცნობიც ამოტივტივდა, რომელსაც ეს სულელი ქალი ეცეკვებოდა. ისევ იგრძნო როგორ მოაწვა გაბრაზება. თავზე თითქოს ვიღაც მთელი ძალით უჭერდა ხელებს.. მაგრამ ყველაფერი წამში გაქრა როდესაც იმ თავხედი გოგოს ცისფერი თვალები გაახსენდა - რა თქვა, რა მქვიაო?...


თავი 3
თორელები, სამეფო გვარი. თუმცა არა ერთადერთი. ბევრს შიშის ზარს სცემენ, მაგრამ არა ყველას.. კიდევ ვინ არიან? ვის არ ეშინია თორელების? არის ერთი... თბილისი, აქ უამრავი მშვენიერი ადგილია, მაგალითად სამება. ულამაზესია.. მეტად ავღწერო? რატომ? ახლა არ თქვათ ნანახი არ გვაქო.. რატომ დავიწყე ამ ადგილით? დღეს აქ გვარების კურთხევაა, ოღონდ მე ერთ კონკრეტულ გვარზე ვსაუბრობ... არა, არა არ იფიქროთ რომ ისევ მათზე. დიადი თორელები ეკლესიურები ნამდვილად არ არიან. ხოო ეხმარებიან ეკლესიას, მაგრამ არ ჯერათ რომ ლოცვა გადაარჩენთ, მოქმედება ურჩევნიათ. აი ისევ მათზე დავიწყე არა და სხვებზე უნდა მესაუბრა.. ვინ სხვებზე? მოკლედ.. გაზდელიანები. წარმოუდგენლად კეთილშობილები, ეკლესიურები.. ახლაც დგანან ეკლესიაში, სანთლებით ხელში, თავ დახრილები და მთელი გულით „ ლოცულობენ"... თორელებთან შეჯიბრი ნამდვილად არასდროს მობეზრდებათ.. ეს მანამ გაგრძელდება სანამ მიწაზე მთელი ძალით არ დაენარცხებიან ან არ გაიმარჯვებენ...

****
ეკლესიიდან გამოსული გაზდელიანების უზარმაზარი ოჯახი პირდაპირ სახლისკენ დაიძრა.. სახლში შეკრებილების უმეტესობა საკუთარ საქმეს აკეთებდა და დანარჩენებს არც იმჩნევდა.. - რაზე საუბრობენ? - ნახევარ საათში უკვე 30- ჯერ დასვა ქალმა ეს კითხვა და წინ და უკან სიარულს მოჰყვა. სავარძელში მყოფმა თვალები აატრიალა და მხოლოდ ერთი წამით გაიხედა კიბეებისკენ, რომლის დასარულს პირდაპირ იყო დიდი ყავისფერი კარები. - მე ვის ველაპარაკები? - აშკარაა გადაწყვიტა ჯავრი მასზე იყაროს, რადგან მხოლოდ სასწაულით თუ გაიგებს ოდესმე რაზე საუბრობენ ოთახში მყოფები - მეე თინა? - მშვიდი ტონი და ირონიული ღიმილი შეაგება ქალს რომელიც ცოტაც და თმებს დაიპუტავდა - სად ბრძანდებოდი? - მაინც არ ეშვებოდა ქალბატონი თინა საყვარელ გერს - აქვე
- ეგ რას ნიშნავს? ჩვენთან ერთად რატომ არ იყავი?
- როდის მერე ითვლება მიზან შეწონილად ხალხში ჩემნაირ ნაბ*ჭვართან ერთად გამოჩენა? - ქალმა დროის გასაყვანად მომარჯვებული ჟურნალი მაგიდაზე დააგდო და " საყვარელ" დედინაცვალს წინ აესვეტა - პასუხები მუდამ მზად გაქვს ბ*ზი დედაშენივით. იმის მაგივრად დაგვიჩოქო და ყველას ფეხები გვიკოცნო დამდგარხარ აქ ქალბატონივით და მეტლიკინები - ქალბატონი თინა ირონიულ ღიმილს არ იშორებდა, წითელ თმიანს კი სიმწრის ღიმილი მოჰფენოდა სახეზე და სადაცაა გასკდებოდა - ვიკა! - მეორე სართულიდან, ბოხი ხმით წარმოთქმულმა მისმა სახელმა სახე წამში აუმჟავა - თავი დახარა და ნელა ახედა მამაკაცს, რომელიც თან კიბეებზე ჩამოდიოდა და თან სალანძღავ ტექსტს ამზადებდა - სად იყავი? - წინ გადმოყრილი წითელი თმა უკან გადიწია და ოთახში ახლახანს შესულებს კარგად დააკვირდა.. არავინ, საერთოდ არავინ იყო გაზდელიანების უზარმაზარ, დიდებულ ოჯახში ისეთი ვინც მას დაიცავდა.. უკვე აღარავინ.. - ჯობს თინას მოახსენო რაზე ბჭობდით, თორემ სადაცაა გასკდება. მე სად ვიყავი და რატომ მოგვიანებით განვიხილოთ
- რა თქმა უნდა, გაიქეცი. შეგიძლია დაიკიდო ოჯახი და მისი პრობლემები და მოგვაკითხო ისევ მაშინ როცა ფული შემოგაკლდება - ამჯერად კუთხეში, ჩუმად მდგარმა ქერა გოგონამ დაიწყო მისი გაკიცხვა - ლიკუნა თითქოს შენ ფულის გარდა სხვა მიზეზი გაქვს აქ რომ ჩერდები და ჩემ ძვირფას ძმას იტან
- ვიკა! - ზიზღით სავსე თვალებთ მოათვალიერა მთელი ოთახი და გასასვლელისკენ დაიძრა... - სად ჯანდაბაშია ეს ტელეფონი? - მანქანაში სწრაფად მოკალათდა და მობილურის ძებნა დაიწყო. სასურველი ნომერი კონტაქტებში მოძებნა და მაშინვე დარეკა - მიპასუხე, მიპასუხე თორელო...


****
მთელი დღე სამსახურში გაატარა. საქმეებში თავიდან ბოლომდე ჩაფლულს არც ლურჯ თვალება უცნობი გახსენებია და არც " მოღალატე" წითური. გვიანი საღამო ნამდვილად არ ყოფილა თუმცა ამ დროს სამსახურში აღარ უნდა ყოფილიყო.. ფურცლებს დასჩერებოდა თან რაღაც შენიშვნებს იწერდა კარები ყოველგვარი ნებართვის გარეშე რომ შეუნგრიეს - თორელო! ძალიან ბევრს მუშაობ. ასე გაგიჟდები ძმაო.- ძალიან ბედნიერი ხმით საუბრობდა უმცროსი თორელი - თუმცა შენიც მესმის. ისეთ ასაკში ხარ სხვა არაფერი აღარ შეგიძლია, ზიხარ და მუშაობ - ბოლომდე ღიმილით უსმენდა ძმის მონოლოგს, თუმცა ბოლოს გაბრაზებული მზერით მაინც დაასაჩუქრა - რას გადაეკიდე ამ ჩემ ასაკს ღლაპო? და საერთოდ რას აკეთებ აქ? - კითხვას კითხვა დაამატა როდესაც კედელზე დაკიდებულ საათს დააკვირდა. შემდეგ კი ძმის ღრმა ამოოხრება გაიგონა - რა?
- სოფიოს უნდა შევხვედროდი, თუმცა საქმე გამოუჩნდა - ჩუმად, მაგრამ ძმისთვის გასაგონად ჩაილაპარაკა. მას კი მაშინვე სიცილი აუტყდა - ოუ გადაგაგდეს ჩემო ცხოვრებავ?
- იოანე! გაგიფენ უნამუსო ვიყო! - ბიჭმა უფროს ძმას თვალები დაუბრიალა და შემდეგ მაგიდაზე დაყრილი საბუთებიდან ერთ- ერთი აართვა - თურქებთან დასადებ კონტრაქტს ამუშავებ? - წარბ აწევით იკითხა უკვე კომფორტულად მოკალათებულმა და უფროსი ძმისგან ჩუმი თანხმობის მიღების შემდეგ ისევ საბუთებს დახედა - რატომ? ეს ხომ უკვე დაამუშავეს და დასრულებული ვარიანტი წარუდგინეს ვასილს - ფურცლები მაგიდაზე დაყარა. ფეხზე წამოდგა და სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძვრინა
- შეცდომები ვიპოვე და გადავწყვიტე ყველაფერი თავიდან დამემუშავებინდა - ყველაფერი სწრაფად ახსნა და ძმას გვერდიტ ამოუდგა - რაც გინდა ის ქენი, მაგრამ ისეც ნუ იზამ რომ მთელი კომპანიის საქმეები შენ აკეთო. რა? რა ნაირად მიყურებ ძმობას გაფიცებ? - უმცროსმა თორელმა ტუჩბთან მიტანილი სიგარეტის ღერი დაბლა დასწია და ძმის უცნაურ სახეზე გაიცინა - შენობაში მოწევა არ შეიძლება ლექსო! - კაცმა მთელი სერიოზულობით წარმოთქვა სიტყვები, რაზეც ბიჭს სიცილი აუტყდა - შენობა ჩვენია და რასაც გვინდა იმას ვიზამთ - თუმცა იოანეს სახე არ შეცვლია და ბიჭიც მაშინვე დაწყნარდა - ატრ*კებ? - ღიმილით იკითხა - შენობაში მარტო მოწევა არ შიძლება ლექსო! - ძლივს შეკავებული სიცილი წასკდა თორელს და ძმას სიგარეტის კოლოფი ხელიდან აართვა - მაგარი ს*რი ხარ შენ ძმობას ვფიცავარ!
- ოფფ - " ნაწყენი" ძმის სიტყვები დააიგნორა და ამღერებულ მობილურს დახედა. მაშინვე შეეცვალა სახე და ეს ლექსოსაც არ გამორჩენია - რა მოხდა?.. ე ბიჭო თქვი!
- არაფერი - წყნარად ჩაილაპარაკა და მობილური ჯიბეში ჩააცურა - წამო, წავიდეთ...


****
- ნაბ*ჭვარი ხარ თორელო! - ბოლო ხმაზე იკივლა და საფლავის წინ ჩაიკეცა...

თავი 4

თბილისი მშვენიერი ქალაქია, თუმცა არა მუდმივად ბედნიერი. ამ ქალაქს მშვენიერება უფალმა მიანიჭა. ბედნიერებას და უბედურებას კი ხალხი აძლევს. უფრო სწორად მმართველები.. თორელები და გაზდელიანები

***
" სახლში იყო.. უბრალოდ იყო, რადგან ამის დრო იყო.. უეცრად ხმაური გაიგონა. ჯერ ოთახიდან გავიდა. მიხვდა რატომღაც ის არ იყო, სახლი დატოვა.. გაბრაზდა. სისხლი ტვინში მიაწვა, ღრიალს აპირებდა როდესაც დაიანხა ხალხი რომელიც მის გვერდით შეიკრიბა.. ხელ აწეულები იდგნენ და ელოდნენ რომ ის ვინც ვალდებული იყო რამეს მოიმოქმედებდა.. მოლოდინისას გული სიამაყით შეევსო. მათი სწორი საქციელი ეამაყებოდა. ალბათ ისიც აქვე იყო და ასე იქცეოდა.. ასე გრძელდებოდა რამდენიმე საათი. წინ და უკან დადიოდა და ეძებდა, როდესაც გაიგონა რომ გაიცა საშინელი ბრძანება რომლის შესრულებაზეც პოლიციამ უარი თქვა. შვებით ამოისუნთქა და უფრო მეტად შეავსო მისი სხეული სიამაყემ. ეგ ხალხი და მათი გადაწყვეტილება იმდენად ეამაყებოდა თითქოს ამ გრძნობას ვეღარ დაიტევდა.. შემდეგ აირია, ყველაფერი აირია. ფერადი კვამლი შენიშნა. ხალხი რომელიც გარბოდა, რომელიც ჰაერს ეძებდა. ვერ ასწრებდნენ და გული მისდიოდათ. ერთი მეორეს მიყოლებით ეცემოდნენ. თვალები ეწვოდა, მაგრამ მშვენივრად ხედავდა ფორმიანებს რომელიც ზემოდან სიამაყით უცქერენ დაცემულებს. იცოდა ზუსტად იცოდა ისინიც იქ იყვნენ, იმ შენობაში ვირთხებივით რომელიღაც ოთახის კუთხეში შეყუჟულები და თავიანთი დასვრილის აწმენდას სხვას ავალებენ.. დაცარიელდა. დანებდნენ? არა! ბრუნდებოდნენ.. ისვროდნენ. ახლა ისვროდნენ. სისხლი. ბევრი სისხლი დაიღვარა, მათ შორის მისიც. ცდილობდნენ რაც ხელში მოხვდებოდათ ის აეფარათ. დაცემულებს აყენებდნენ. შეწყვეტას ითხოვდნენ.. თვალები ცრემლით აევსო, არ იცის სიამაყე ტკივიმა და დარდმა როდის ჩაანაცვლა. ცოტაც და გასკდებოდა, ხედავდა ესროდნენ მათ, ესროდნენ მას. ტკივილის იკეცება. აღარ ინდობდნენ, აღარ არჩევდნენ დიდს და პატარას.. შეწტვეტას სთხოვდნენ. ახსენებდნენ რომ ძმები არიან, მაგრამ არ წყვეტდნენ და უფრო მეტს ისვროდნენ.. ასეთი იყო ბრძანება.. ტირილი უნდოდა, მაგრამ არ ტიროდა რადგან ისინი არ ეცემოდნენ და სჯეროდა სადღაც ამ ხალხში ისიც მყარად იდგა ფეხზე. საშინად ხდებოდა როდესაც დასახიჩრებულ ხალხს ხედავდა.. ეძებდა, მათ შორის ეძებდა ყავისფერ თმებს და მწვანე თვალებს..." - საწოლიდან შეშინებული წამოფრინდა. სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა.. მთელი სხეული დაცვარული ფქონდა.. ოთახს თვალი მოავლო და როდესაც დარწმუნდა რომ მარტო იყო ძლივს დამშვიდდა. თავზე ხელი ნერვიულად გადაისვა და სწრაფად წავიდა სააბაზანოსკენ.. სველი ხელები სახეზე ჩამოსვა, სახეზე მიკრული თმები გადაიწია და სარკეში კარგად დააკვირდა საკუთარ თავს. ზიზღისგან სახე დაეჭიმა, გულის რევის შეგრძნება გაუჩნდა. გრძნობდა ყელში გაჩხერილ ბურთს რომელსაც ვერ იშორებდა. თვალები საშინლად ეწვოდა, საკუთარ ჩაწითლებულ თვალებს უყურებდა. თვალს ვერ აშორებდა ანარეკლს რომელიც ნელ- ნელა ითხაპნებოდა. საშინლად უნდოდა ბოლო ხმაზე ეღრიალა, ცრემლები გადმოეყარა. როგორც მაშინ.. მაშინ ხომ არ დაფიქრებულა, ხალხის არ მორიდებია, ვერ შეიკავა და იტირა და ახლა? ახლა ვისი სცხვენია? ნუთუ საკუთარი თავის? იმდენად ამაზრზენი და საცოდავია რომ საკუთარ თავსაც კი ემალება.. ღმერთო რა დღეშია... უეცრად მოკრა თვალი, დაინახა და თვალები ისევ აემღვრა. შრამი, მუცელს მთელ სიგრძეზე მიუყვებოდა. უნდოდა ხელით შეხებოდა თუმცა ესეც ვერ გაბედა. ესეც ვერ გაბედა, როგორც მაშინ ვერ გაბედა მის ყავისფერ თმებს შეხებოდა და მწვანე ამღვრეული თვალები დაეკოცნა. ეთქვა რომ ცოცხალი იყო თავადაც და მათი მწვანე თვალებაც.. - ხარ თორელოოო! - ბოლო ხმაზე აღრიალდა და სააბაზანოს იატაკზე დაეცა - საძაგლობა ხარ იოანე თორელოო! ამაზრზენი ხარ! არა კაცი ხარ! საშინელი.. არა ადამიანი.. - ნელ- ნელა ხმას უწევდა და კედელთან ემბრიონის პოზაში იკეცებოდა... ალბათ მთელი ცხოვრება ასე დარჩებოდა, რომ არა კარებზე ატეხილი ბრახუნი. ძლივს წამოდგა, კინაღამ დაეცა. საერთოდ არ ადარდებდა მის სახეს თუ დაინახავდნენ ახლა...- შე ყ*ეო! - კარები გააღო თუ არა ყბაში ძლიერი მუშტიც მოხვდა - რა?! - მამაკაცი წამში მოვიდა გონს და გაცეცხლებული თვალები შეანათა მოღრიალე ბიჭს - ტელეფონს რატო არ პასუხობ ჰაა?!
- რა გინდა შე ს*რო ლაწირაკო! - უმცროს თორელს საყელოში ჩააფრინდა და კედელს ააკრო - რა რა მინდა ბიჭო?!- ბიჭს სიტყვა შუაზე გაუწყდა როდესაც უფროს ძმას სახეზე დააკვირდა - რა გჭირს შე ჩემა?!
- რა გინდოდა? - დამფრთხალი მოშორდა ძმას და სასწრაფოდ ზურგი აქცია - რა მინდოდა კი არა რა გჭირს
- ამოღერღე და დაახვიე თორელო!
- ვასილი გახდა ცუდად - ამ სიტყვებების გაგონებისას წამით შეაბარბაცა, თუმცა მხოლოდ წამით და კიდევ უფრო მეტად შეზიზღდა საკუთარი თავიც და მთელი თორელების მოდგმაც. ვერასოდეს აპატიებს.. - რომელ საავადმყოფოშია?
- არაა საავადმყოფოში. პროსტა დედამ დაუძახეო.
- წავიდეთ.- მაისური გადაიცვა და კარებისკენ დაიძრა როცა ბიჭმა სიტყვებიც დააწია
- ვასილამ არ მოიყვანო, დაისვენოსო
- აბა რატო მ*ტყანი ტვინი შე ღლაპო!
- არ ჩანდი და.. რა გჭირს არ მეტყვი ხო?.. არასდროს არ მეუბნები. სულ ამ დღეს ხდები ხოლმე ცუდად- ბიჭის ბავშვურ დუდღუნზე ღიმილი ვერ შეიკავა - აი თურმე რატომ მობრძანდი ალექსანდრე!
- აუ რა ალექსანდრე რამდენი წლის ვარ? დღეს დავრჩები რა? - უცებ წამოიძახა ლექსომ და ძმას მთელი მონდონებით ჩააშტერდა თვალებში - რა? შენ შ*გ ხო არ გაქ? რა გიყო ამხელა კაცს გვერდით მოგიწვინო და ნანა გიმღერო თუ ზღაპარი წაგიკითხო?
- ფუ რა დამპალი ხარ! ხო შენ მარტო ქერა ნაშებთან დაიძინე და ვიკასთან.. და საერთოდ ვინ თქვა რომ შენ უნდა მოგიწვე აქ დავიძინებ - ბიჭმა თავით დივნისკენ ანიშნა და ძმისგან ჩუმი თანხმობა მიიღო. თუმცა უფროსი თორელი ნამდვილად არ ფიქრობდა ამაზე.. აწყლიანებული მწვანე თვალები, სველი ყავისფერი თმა...

****

- ვიკაა! - მანქანიდან გადმოვიდა და წამში გაიგო ზურგს უკან თავისი სახელი - ვაიჰ რიტა როდის დაბრუნდი? - მართლა მთელი გულით გაუღიმა ამ საშინლად წიკვინა ხმის პატროს ქალმა და ძლიერად გადაეხვია - ორი დღის წინ. როგორ გამიხარდა შენი ნახვა. მომენატრა ეს ლამაზი მწვანეები - ქალმა საყვარლად მომზირალის მწვანე თვალების გარშემო წრეები შემოხაზა - და.. მოიცა ეს რა არის? თმა წითელი რატომ გაქვს? მაპატიე მაგრამ ყავისფერი უფრო გიხდებოდა - რიტამ აშკარა უკმაყოფილება არანაირად არ დამალა და სახეც სასაცილოდ დამანჭა - ვიცი, მაგრამ ასე მინდა. კარგი რა დროს ესაა. წამოდი სადმე ჩამოვსხდეთ
- კარგი - მხიარულად შემოკრა ხელები და მისთვის არც თუ ისე მომხიბვლელ აწ უკვე წითელ თმას და მის მშვენიერ პატრონს გაჰყვა...

თავი 5

თბილისიი, ისევ თბილისი. სავსეა ნაგავით, ყველანაირი გაგებით. ყოველი სახის ნაბიჭვრის პოვნაა შესაძლებელი აქ. ან თუნდაც ერთი მრავალმხრივი , მაგალითად ეს...

****
დიდი ხანია გაეღვიძა, უფრო სწორად არც ძინებია. არ ინძრეოდა, მგონი არც კი სუნთქავდა. იწვა,ფანჯრისთვის ზურგი ექცია და გონების გათიშვას ცდილობდა. თუმცა არ გამოსდიოდა, ყველაფერს კადრებივით ხედავდა. ჯანდაბა! ხედავდა ხო, ხედავდა! ცოტაც და გასკდებოდა, მაგრამ არა იმიტომ რომ სავსე იყო. პირიქით ასი პროცენტით ცარიელი იყო. ჰელიუმის ბუშტივით იყო რომელიც თხელი კედლების გამო წამი წამზე გასკდებოდა.. მარტოა! სჭირდება რამემ, ვინმემ შეავსოს.. მწვანეები სჭირდება. გრძნობს რომ ყველაფერი შეიცვალა. ამ წლების მანძილზე ყველაფერი შეიცვალა. ასეთი ეგოისტი ნაბ*ჭვარი რომ არ ყოფილიყო იქნებ მისი მწვანეები ახალა ასეთი სევდიანი არც ყოფილიყო. ბედნიერი ყოფილიყო. ოჯახი ყოლოდა.. ჯანდაბა არა! ისევ ეს დამპალი შეგრძნება. ის არ უნდა იყოს ბედნიერი! სხვასთან ერთად არ უნდა იყოს ბედნიერი.. სწრაფად წამოდგა ფეხზე და გარეთ გავარდა. ახლად გაღვიძებული უმცროსი თორელის ხმა გაიგონა, თუმცა საერთოდ ეს არ ადარდება
- მძულს მარტოობა. ვერ დამტოვებ. ამ ყველაფერთან მარტო ვერ დამტოვებ..

****
წინა დღე რიტასთან ერთად გაატარა, საშინლად მშვიდად იყო და დილით გადაწყვიტა რომ ეს დღეც ასე გაეტარებინა თუმცა გოგონას არ ეცალა. მარტო ყოფნა არ უნდოდა. იმაზე ფიქრმაც კი ცრემლები მოგვარა რომ მარტო უნდა ყოფილიყო. სწრაფად მოემზადა და ქუჩაში გავიდა. შეიძლება მის გვერდით არავინ იყო მაგრამ იმის ცოდნა რონ გარშემო ხალხი იყო მაინც ამშვიდებდა... წყნარად იჯდა და საუზმობდა როცა მის გვერდით მძიმე სხეული „ დაეცა" მშვიდად გადახედა ახლად გამოჩენილს - აქ რა გინდა?
- გავიგე ჩემი ცოლი გაგილანძღია - ბიჭმა მშვილი ღიმილით დააჯილდოვა გვერდით მჯდომი - გეწყინა? - ქალს ხასიათი გამოუსწორდა
- მე მხოლოდ ის მწყინს მე რომ მასავით არ გიყვარვარ
- რას სულელობ?
- რა ვიცი აბა. შეიძლება დავრჩე?
- მე გაგდებ? სულელო ბავშვო. მოდი მშვიდად ვისაუზმოთ..

****
მთელი ქალაქი გიჟივით მოიარა.. უეცრათ შუა ტრასაზე შეჩერდა. მიხვდა.. ეძებდა მაგრამ რისთვის ან სად? ისეც კი არ იცოდა სად უნდა მოეძებნა და რომც მოეძებნა რა ეთქვა რა უნდოდა?.. თავის საცოდაობაზე გაეცინა. დიდებული თორელების საამაყო ვაჟი გიჟივით დარბოდა წინ და უკან და ეძებდა გაზდელიანების უკანონო შვილს... ვასილს ნამდვილად გული დაარტყავდა ეს რომ გაეგო. არა თვითონაც ვერ იტანდა გაზდელიანებს, მაგრამ.. რა მაგრამ? რა მაგრამ?! ნეტავ რითი აპირებს ამ სისულელი გამართლებას.. თვალი გაუშტერდა... ხედავს, მის ზურგს და წითელ თმას.. და ეს ვინ ჯანდაბაა?.. მანქანიდან სწრაფად გადმოვიდა და შენობისკენ დაიძრა. კარები სწრაფად შეაღო და ალბათ მაგიდასთანაც იმ წამსვე მივარდებოდა მათი სახეები რომ არ დაენახა.. ჯანდაბა! ეს მეორე აქ საიდან?!.. ვერც კი მიხვდა ახლა უნდა გაბრაზებულიყო თუ არა. თუმცა რას უნდა გაებრაზებინა? უბრალოდ ორი შეშლილი იჯდა და საუზმობდა. და- ძმა გაზდელიანიბი.. შეხედა, ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს შუშის თვალებით უყურებდნენ და არა მისი მწვანეებით... ახლა რომ აქ იყოს ამათ საცოდაობას ხედავდეს ბოლო ხმაზე გადაიხარხარებდა. ალბათ თორელს ყველაზე მეტად მოხვდებოდა. დასცინებდა, ეტყოდა რომ იდიოტია, რომ ქალი კი არა მისი თვალები უყვარს. მხოლოდ და მხოლოდ მსგავსების გამო... მანქანაში დაბრუნდა და იქ დაიწყო ლოდინი. წუთებს ითვლიდა და ცოტაც და ლოცვას დაიწყებდა რომ მარტო დარჩენილიყო ქალი - რა იდიოტივით ვიქცევი. კიდევ კარგი ამას ვერავინ ხედავს
- აბა ბიჭოო! - კარები სწრაფად გაიღო და ნაცნობი, აუტანელი ხმა გაიგონა. ჩაეცინა. გაბრაზებას აზრი არ ქონდა, თუმცა მაინც უნდა ეგრძნო ამ იდიოტს რომ რასაც ახლა აკეთებს მეტის მეტია. თვალები აატრიალა და საკმაოდ შესამჩნევი გაღიზიანებით გადახედა იდიოტურად მომღიმარ ბიჭს
- რა გინდა ბიჭო აქ?!
- შენ თვითონ რა გინდა აქ?
- მე საქმე მაქ! - წყობილებიდან გამოყავდა მის უდარდელ ტონს - მეც!
- რა საქმე გაქ ლექსო? - თვალები დააწვრილა ძმის სისულელეებით დაღლილმა
- ვარკვევ ჩემ საყვარელ უფროს ძმას რა საქმე აქვს!
- მითვალთვალებ შე ლაწირაკო?! - უეცრად გაუმკაცრდა ხმა უფროს თორელს - გეკადრებაა? - ისე შეცხადა ძმის სიტყვები თითქოს ამ წამს იოანემ კენედის მკვლელობა დააბრალა - დილით რომელზე ადექი იცი? მასე ადრე მე? შანსი არაა! მერე გიპოვე - სიცილით დაამთავრა წლის წინადადება და ძმისგან დაბღვერილი სახეც დაიმსახურა - უიმეე, უჟმური, უმადური! ნეტა ერთი რას ზიხარ აქ? ვერ ხედავ ძმასთან ერთადაა და რომც არ იყოს შენ რა მერე? რომელი ამის ქმარი შენ ხარ ნეტა ერთი - როცა მიხვდა რომ იოანე აღარ დაინდობდა მანქანიდან სასწრაფოდ გადახტა - იდიოტი! - ლექსოს იდიოტს კი ეძახის მაგრამ სიმართლეს ამბობს ეს იდიოტი. ჯობია წავიდეს...

****
- რა უნდოდა? - მშვიდად მოსვა კუთვნილი ყავის კიდევ ერთი ყლუპი და დას ჩვეული სიმშვიდიდ გადახედა.. გაეღიმა, მსგავსებამ გააღიმა. ისეც მუდამ მშვიდი იყო. გაზდელიანების ოჯახის წევრობის კვალობაზე მეტის მეტადაც კი - არ ვიცი - გულრწფელად უპასუხა. მართლა არ იცოდა რა ჯანდაბა უნდოდა იოანეს, არა მარტო მისგან. იმასაც ვერ ხვდება ზოგადად რა უნდა, მაგრამ როგორ შეიძლება მიხვდეს თვითონ როცა თავად თორელმაც არ იცის - მართლა
- მჯერა, მართლა - დის თავის მართლებაზე გაეცინა უმცროს გაზდელიანს. ფეხზე წამოდგა, ქალს შუბლზე აკოცა და წასასვლელად მოემზადა
- ვაჩე! გამიხარდა რომ გნახე
- მეც გამიხარდა ვიკა. თავს გაიფრთხილდი!
- ანუ? - ძმის „ მკაცრ" ტონზე გაეცინა. ქვე ტექსტი აშკარა იყო - ჩამოშორდი შენთვის ჯობია - დის სახე ხელებში მოიქცია და მუდარით ჩააშტერდა თვალებში
- ჩამოშორებული ვარ. არ იადრო - ხელის გულზე აკოცა უმცროს ძმას და ღიმილით მიაცილა კარებამდე...

თავი 6
ისევ და ისევ თბილისის ქუჩებში სეირნობისას სწორედ მისმა მწვანე თვალებამ უთხრა " და ერთხელ შენს ცხოვრებაში გამოჩნდება ახალი სახელი, რომელიც წინა სახელს მტვრად გადააქცევს."... ნეტავ სიმართლეა?.. ძველი სახელები გაქრება და მათ ადგილას ახალი მოვა?.. ძველი სახეები, თვალები.. მათ ახლები ჩაანაცვლებს?.. და თუ ეს მართლა მოხდება, როდის? რა დრო სჭირდება ამას?... მისი ჩანაცვლება ჯერ ვერავინ.. ვერც ვიკამ.. ვერც ვიკა გაზდელიანმა შეძლო შეევსო საუკეთესო მეგობრის დაკარგვით გამოწვეული ტკივილით გაჩენილი ადგილი, ლუკა გაზდელიანის ადგილი... მაგრამ მწვანე თვალები. ვიკას მწვანეებიც ისეთი მნიშვნელოვანია...

****
- გამარჯობა ცისფერ თვალებავ - ღიმილით მიესალმა და გოგონას წინ სკამზე უნებართვოდ მოკალათდა. გოგონამ ნაცნობი სახის დანახვისას ჩაიცინა და სკამის საზურგეს მიეყრდნო - თვით იოანე თორელი
- ვიცი ვინც ხარ და რაზე მუშაობ - მშვიდად საუბრობდა, გარემოს თვალი მოავლო და გოგონას ფინჯნიდან მოსვა ყავა - ვიცი რომ იცი - კაცს უკვე აღარ უყურებდა. იოანეს უსმენდა და წერას აგრძელებდა - კესარია, მთელ ისტორიას თუ ის მოგიყვება ვინც ყველაფრის ეპიცენტრში იყო?..
- დაიწყე...

****
- 15 წლის წინ: გაზდელიანები მთავრობაში ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირები იყვნენ. დავით გაზდელიანის ოჯახის უფროსის მარჯვენა ხელი- ვასილ თორელი.. ოჯახის ყველა ბინძურ საქმეს ის აგვარებდა. ოჯახებიც მეგობრობნენ. მათი უფროსი ვაჟები იოანე თორელი და ლევან გაზდელიანი კი საუკეთესო მეგობრები იყვნენ. იოანე გაზდელიანების უფროს ვაჟზე ნამდვილად დამოკიდებული იყო. ამაყობდა რომ მისი უმცროსი ძმა ერქვა. ბიჭი ლევანზე პატარა იყო და უფროსების საქმეებში არ ერეოდა. რასაც ვერ ვიტყვით ლევან გაზდელიანზე. არ იყო მამის და ბიძის საქმეებით აღფრთოვანებული და ცდილობდა რაიმე მაინც შეეცვალა... იმ წელს კიდევ ერთი მაღარო ჩამოინგრა. უსაფრთხოების წესები არ იყო დაცული. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, მაგრამ ამ შემთხვევას ათი ადამიანი ემსხვერპლა და ბევრად მეტი დაშავდა. ამან ხალხის უზარმაზარი აგრესია გამოიწვია. ბევრად დიდი ვიდრე წარმოდგენა შეიძლებოდა.. ერთ დღესაც გაზდელიანებისთვის მშვენიერი აღარ იყო მათი ქალაქი.. ხო ქალაქი, თბილისი ნამდვილად მათი იყო. 15 წლის წინ მმართველები ისინი იყვნენ. უეცარი სიმშვიდე დაირღვა მთელს ქალაქში. ქუჩებში ხალხი გამოჩნდა.. ორი მეგობარი ზაფხულის ცხელ დღეს წინა ღამით გართობის შემდეგ ერთად ატარებდა, როგორც ყოველთვის... ლევან გაზდელიანმა ყველაფერი შეიტყო და სახლისკენ წავიდა. სიმართლე ითქვას იქ ყველა ფეხებზე ეკიდა ერთი ადამიანის გარდა. ისიც მასსავით მწვანე თვალება იყო.. თორელმა რა თქმა უნდა არ იცოდა რა ხდებოდა. როდესაც გაიღვიძა და მეგობარი სახლში არ დახვდა კეთილი ინება და ყველაფერი გაარკვია. მაშინვე მიხვდა ლევანი სად და ვისთან იყო. ბევრი არ უფიქრია ისე წავიდა გაზდელიანების სასახლისკენ.. ხალხთან ერთად იყო და პირველად იაზრებდა რამდენს აშავებდა იმით რომ უბრალოდ არ ერეოდა. ამჯერად ნამდვილად ხალხთან ერთად იყო.. გაზდელიანების სახლს არა მარტო დაცვა არამედ პოლიციაც და სპეც რაზმიც იქ იყო. თავიდან თითქოს შემწყნარებლები იყვნენ თუმცა შემდეგ ყველაფერი აირია.. ცდილობდა ლევანი დროულად ეპოვა, ამ დროს თავადც დაშავდა.. უკვე ფეხზე ძლივს იდგა იმდენი ჭრილობა მიიღო, მაგრამ ამაყობდა.. საკუთარი თავით ნამდვილად პირველად ამაყობდა, იცოდა ლევანიც იამაყებდა ამიტომაც ეძებდა. უფრო სწორად თავს არწმუნებდა რომ ამიტომ ეძებდა. ალბათ უბრალოდ ხვდებოდა რომ ახლა თუ ვერ იპოვიდა ძმას და ერთადერთ მეგობარს სამუდამოდ დაკარგავდა...
- თუ გინდა შევწყვიტოთ.. - ჩუმმა, აღელვებულმა ხმამ მოიყვანა გონს და აიძულა რეალობას დაბრუნებოდა. ერთ ადგილს მიჩერებული თვალები გოგონაზე გადაიტანა რომელიც წყალს აწოდებდა - არა დღეს უნდა მოვრჩეთ.. - ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, თვალები დახუჭა და თავი უკან გადააგდო -... დაინახა. ხალხისგან არც თუ ისე შორს პატარა ჯგუფი იყო შეკრებილი, ის კი შუაში მოემწყვდიათ.. მაშინვე მისკენ გაიქცა, მანაც შენიშნა და თავისი მწვანეები მიანათა.. ლევანი ხალხს დაწყნარებას სთხოვდა ბიჭს კი უკან დახევას... თორელმა ნელ- ნელა დაიწყო სიტყვების გარჩევა... ერთ- ერთი გარდაცვლილის ოჯახის წევრმა იცნო და ახლა ყველაფერი მას ბრზალდებოდა. გაზდელიანების ყველა ცოდვისთვის პასუხს ლევანს სთხოვდა.. სცადა მასტან მისვლა, მაგრამ ხალხი ხელს უშლიდა.. წინ წაწევას ცდილობდა, როდესაც ყვირილი გაიგონა, შემდეგ კი ძირს დაცემული მეგობარი დაინახა.. ხალხი მაშინვე შემოეცალა ბიჭს, მხოლოდ ერთი ოც წლამდე ბიჭი ედგა სისხლიანი დანით თავზე.. მასთან მიირბინა. დაიფიცებს რომ მაშინ ლოცულობდა.. ლოცულობდა რომ ის.. არ იცის რისთვის ლოცულობდა, მაგრამ ლოცულობდა. ჯანდაბა ხო! ძირს იჯდა მომაკვდავი მეგობრის მწვანე თვალებს უკანასკნელად უყურებდა და ვიღაც მასზე ძლიერს თხოვდა სასწაულს. რამეს ოღონდ სასწაულს... ხედავდა როგორ ქრებოდა მისი იმედი, თვალები რომელიც იმედს აძლევდა, საყვედურობდა, სჯიდა, მისით ამაყობდა და სხვა უამრავ ემოციას გამოხატავდა ახლა ქრებოდა და გრძნობდა თვითონ ნელ- ნელა იყინებოდა.. ხელი ფრთხილად შეუშვა, ტრასაზე დააწვინა და ფრთხილად დაიძრა ისევ ერთ ადგილას გაყინული დამნაშავისკენ. ბიჭი მხოლოდ მაშინ გაინძრა როდესაც იოანე თორელის, ახალი იოანე თორელის, მარტო დარჩენილი იოანე თორელის მუშტი მოხვდა. თავის დაცვა სცადა და თორელი იგივე დანით დაჭრა რითიც წუთების წინ გაზდელიანი სიცოცხლეს გამოასალმა... სასაცილოა მაგრამ არ ტკენია, მგონი იმ წამს ვერ მიხვდა რა დაემართა. არც იმ საცოდავ ბიჭზე ბრაზობდა. მისი მოკვლა უნდოდა ხო, მაგრამ არ ბრაზობდა.. ვიზეც ბრაზობდა ახლა იმ გალავნის უკან იყო. ვინც სძულდა ახლა იმ სასახლის კედლებში იმალებოდა... ვერ გრძნობდა, მაგრამ ჭრილობამ მაინც თავისი ქნა... თვალები რომ გაახილა თეთრი ჭერი შერჩა ხელში, ყველაფერი გაახსენდა და ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს ვიღაცას მისი გული ხელში მოექცია და მთელი ძალით უჭერდა. მზერა ჭერს მოაშორა და გვერდით გაიხედა.. მწვანე თვალები... ცოტაც და სიხარულისგან შეჰყვირებდა, მაგრამ ეს სისხლიანი იყო... კარგად დააკვირდა, მზერა თვალებს მოაშორა და სახეზე დააკვირდა ის არაა.. პატარა 15- 16 წლის გოგონა სკამზე, მის თავთან იჯდა და ბიჭს შეშინებული დაჰყურებდა. როცა მიხვდა თორელმა გაიღვიძა სახე ისევ სატირლად დაბრიცა, მაგრამ ვერ იტირა. ცრემლები აღარ ჰქონდა.. არაფერი უთქვამს. მას არაფერი. არაფერი გაუკეთებია. მას არაფერი.. თორლმა გასწია მისკენ ხელი და საფეთქელზე შეეხო.. თვალებს უკეთ დააკვირდა. ღმერთო როგორ გავდა.. სწრაფად წამოიწია და უმცროსი გაზდელიანი მკლავებში მოიქცია.. გოგონა ვერ მაგრამ იოანე ტიროდა. " შენთვის ვლოცულობდი" დაიჩურჩულა პატარა ქალბატონმა და თორელს ხელები უკეთ მოხვია. მაშინ არაფერი უპასუხია, უბრალოდ ეხვეოდა ადამიანს ვისაც იმ დღიდან ლევანი უნდა ჩაენაცვლებინა. მან ასე გადაწყვიტა და არ დაფიქრებულა ამას რა მოჰყვებოდა.. ტიროდა თავად წყნარდებოდა მაგრამ გოგოს პატარა გულს ამძიმებდა... შემდეგ იყო " გლოვა". დაკრძალვაზეც თორელების უფროსმა ვაჟმა გაზდელიანების არა სასურველი შვილის გვერდით დაიკავა ადგილი. იმ დროს ამას ყურადღება არავინ მიაქცია. ამჯერად გოგონა ტიროდა, იოანეს კი სახეზე არაფერი ეწერა.. ხალხის წასვლის შემდეგ საფლავთან იდგნენ, ორივე. თორელი იმ თვალებს უყურებდა ასე რომ უყვარდა გოგონა კი იმედს. იმ ბავშვს იოანე თორელის იმედი ჰქონდა!.. სასაცილოა. იცი იმ იმედმა პატარა გოგოს ძმის დაკრძალვის დღეს რა უთხრა? - კაცი გაიმართა და ცისფერ, შეშინებულ თვალებში ჩახედა გოგოს - " ნუ ლოცულობ! აღარ ილოცო ვიკა! მაინც არ გისმენენ!" უთხრა თავისი სიმართლე, გაოცებულ ბავშვს თვალები დაუკოცნა და იქედან გაქრა.. მაგრამ სამწუხაროდ არა სამუდამოდ... 15 წლის მანძილზე როცა უნდოდა ჩნდებოდა და ვიკა გაზდელიანის ცხოვრებას ურევდა... პატარა მტირალა გოგო, გამწარებულ ქალად იქცა. იოანე თორელის წყალობით.. გუშინაც და ამ დილითან რომ გეკითხა დაიფიცებდა იოანე თორელი რომ ვიკა გაზდელიანი არის ქალი, რომლის ჩანაცვლებაც შეიძლება და ჩაანაცვლებდა კიდეც..
- მაგრამ? - გოგონამ ნელა შეაპარა კითხვა და გამომცდელად ჩააშტერდა თვალებში. ეს კაცი მართლა ძალიან მოსწონდა, მაგრამ ახლა გიჟდება მასზე და ერთი სული აქვს როდის აღიარებს - მისი თვალები.. ამ ყველაფრის მოყოლის შემდეგ. იმის გახსენების შემდეგ რაც ამ ნაბ*ჭვარმა თორელმა 15 წლის განმავლობაში ამ თვალებს დამართა მიხვდა... რომ ვიკას მწვანე თვალები უყვარს და სხვა ყველა მეორე ხარისხოვანია... წარმატებები კესანე ესენიც გამოგადგება - სწრაფად წამოდგა ფეხზე. გოგონას მაგიდაზე რამოდენიმე ფაილი დაუგდო და გსასვლელისკენ წავიდა - ეს.. თორელო ამით ხომ იცი რაც შემიძლია? - გაფართოებული თვალებით შეხედა კაცს რომელსაც უკვე შენობის დატოვებაც მოესწრო...

****
მთელი ღამე საშინელი მორიგეობის შემდეგ სახლში მისულს არაფერი არ უნდოდა შხაპის და ძილის გარდა. სახლში შესვლისთანავე აბაზანაში ჩაიკეტა. მარტო საკუთარ ფიქრებთან დარჩენა და თორელის სახის გამოჩენა ერთი იყო.. თავიდან თვლიდა რომ ძმის დანატოვარი იყო. ლევანის მეგობარი აუცილებლად კარგი იქნებოდა და თვითოანც დაუმეგობრდებოდა, მაგრამ იოანეს უკვე მთელი პლანეტა სძულდა და მასაც აძულებდა. მართლა ვერ იტანდა, რადგან საკუთარი თავი შეაძულა, თავი დაამცირებინა! ვინმე იფიქრებს რომ აბუქებს, რომ წასვლა შეეძლო.. არ შეეძლო. არა შუბლზე იარაღს არ მიადებდა, მაგრამ გაანადგურებდა.. ყველანაირად. ვერ იტანდა რადგან ასე უყვარდა მისი ზღისფერი თვალები. ვერ იტანდა რადგან უყვარდა რომ მას მასში რაღაც თუნდაც მხოლოდ თვალები მოსწონდა, რომელიც ლევანს აგონებდა - მითხარი რომ ჩემზე ფიქრობ - მისი ხმის გაგონება საერთოდ არ გაკვირვებია. ორი დღის წინ დადგმული ცირკის შემდეგ ნამდვილად ელოდა - აქ არავინ არაა, არც ვაჩე
- ვხედავ - ამ საღამოს ნამდვილად მშვიდობით იყო მისული ქალთან. გადაწყვეტილი ჰქონდა ყველაფერი მოეთმინა, თუმცა აშკარად დიდი ძალა დასჭირდებოდა - წადი
- არა!
- როგორ? - ქალმა მხოლოდ ახლა შეხედა მის სახეს. იოანე ნამდვილად დიდი თავის ტკივილია, მაგრამ ამდენი უარის შემდეგ ხვეწნას ნამდვილად არ დაუწყებდა. კაცმა თვალები აატრიალა ქურთუკი გაიხადა და საწოლზე წამოწვა - იოანე რა..
- სამ დღეში ქორწილი მაქვს! - ქალს სიტყვა თავისი სასტიკად ცივი წინადადებით გააწყვეტინა. თვალები დაეხუჭა და მშვიდად ელოდებოდა ვიკას რეაქციას. უფრო სწორად ასე ეგონა გაზდელიანს - რა? - მაშინვე ფერი დაკარგა. მის სიტყვებს გონება გაუჩერებლად იმეორებდა. წამში აქცია კაცს ზურგი და აივანზე გავიდა. თორელს კი სახეზე საოცრად კმაყოფილი ღიმილი გამოესახა - რა ავდმყოფი ხარ თორელო - საკუთარი თავი " შეაქო" და ვიკას უკან გაჰყვა. ქალი რკინის მოაჯირს მთელი ძალით ჩაფრენოდა და ღრმად სუნთქავდა. იოანე კი კარის ჩარჩოს მიყრდნობოდა და კმაყოფილი იღიმოდა - სამ დღეში ქორწილი გაქვს!
- გავი.. რა? - სახეზე ფერი კიდევ უფრო მეტად დაკარგა - რას ბოდავ შე.. - კაცს მივარდა და მუშტების რტყმა დაუწყო. ასეთი ისტერიკა მანამდე მხოლოდ ერთხელ მოუწყო დაახლოებით ათი წლის წინ, როდესაც პირველად დაინახა იოანე სხვასთან ერთად. თორელს მაშინდელი ვიკა გაახსენდა და მაშინვე სიცილი ატეხა. ქალმა კი გაორმაგებული ძალებით შეუტია. უკვე ტიროდა იოანე კი სიცილს არ წყვეტდა - ჩშშ.. დაწყნარდი, დაწყნარდი - ცდილობდა ბოლო ხმაზე აყვირებული ქალი საკუთარ მკლავებში მოექცია თუმცა ეს უკვე ძალიან რთული იყო - კარგი გეყოს! - თორელის გაყინულმა ხმამ აიძულა გაჩერებულიყო, თუმცა ტირილი არ შეუწყვეტია.. ხელები მხრებზე შემოაწყო და სახე მის სახეს გაუსწორა - შენ..
- გაჩუმდი ვიკა! - კიდევ აპირებდა თორელი რაღაცის თქმას როდესაც კარებზე ბრახუნი ატყდა - აუ ეხლა თუ ის შენი ტვინის ბურღი მეზობელია შენი კივილის გამო ჩათვალე სერიოზულ შარში ხარ ვიკა! - ქალი ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა რა ხდებოდა. იოანემ ხალათი შემოაცვა და კარებისკენ უბიძგა.. თორელი მართალი იყო - ვიკა, შვილო რაღაც ხმა მომესმა. ხომ კარგად ხარ? - კითხვა ვიკას დაუსვა თუმცა მისთვის ზედაც არ შეუხედავს. თვალებით სადამდეც შესძლო დაზვერა სახლი და საბოლოოდ უხერხულად მდგარ ქალსაც შეხედა - ყველაფერი კარგადაა ქალბატონო მზია. უბრალოდ ცოლობა შევთავაზე - უეცრად მომღიმარმა იოანემ გამოყო თავი საძინებლიდან. ამან საერთოდ გააგიჟა გაზდელიანი - შემომთავაზე? შემომთავაზე თუ მიბრძანე?!
- ვიკა შენ არ იცი...
- რა არ ვიცი რა? ყველაფერი ვიცი! შენ ხარ ავადმყოფი თორელო! ახლა უბრალოდ თავში დაგარტყა რაღაცამ! არ ვიცი რამ მაგრამ გადაგივლის, ალბათ სამ დღეში! - ხაზი გაუსვა მის მიერ მიცემულ ვადას - არ გადამივლის! მისმინე გთხოვ..
- მთხოოვ? ვოუ! შენ რა მოწიე დღეს? თურმე მთხოვს! ეგ სიტყვა 5 წუთის წინ უნდა გეთქვა შე მანიაკო!
- ვიკა! რატომ არ გესმის?
- რა არ მესმიის? რამე მითხარი? 15 წელი! 15 წელია ბლუყუნებ რაღაცას ჩემ თვალებზე! ეგ არ მესმის? გავიგე რომ ლევანის მსგავსი თვალები მაქვს მაგრამ ზედმეტი მოგდის! გავიგე რომ ლევანი შენი ძმა იყო. რომ გიყვარდა მაგრამ მე..
- მე შენ მიყვარხარ! - ვიკა გაზდელიანმა მოძრაობის უნარი დაკარგა. სამმა სიტყვამ მოკლა და გააცოცხლა - შეენ მიყვარხარ! შენ! შენი თვალები მიყვარს იმიტომ რომ შენია! და სამ დღეში ქორწილი გვაქ გაზდელიანო თუ გებევრება და არ გინდა ქორწილის გადახდა ხვალვე ვიქორწინებთ! ჯვარი დავიწეროთ. ვიკაა! მითხარი რამე - შეშინებულმა თორელმა წაქცევის პირას მყოფი გაზდელიანი დაიჭირა და ხელში აიტაცა. გაკვირვებულ მეზობელს კი კარები ცხვირ წინ მიუხურა - ვიკა. ვიკა მითხარი რამე.. ვაიმე ვიკა თუ გინდა დამარტყი რა - პატარა ბავშვივით ლაპარაკობდა თორელი და ქალს სახეს და ხელებს უკოცნიდა - შენ რომ ღმერთის არ გჯერა? - ღიმილიანი სახით ჩაილაპარაკა, სლუკუნს ვერ წყვეტდა - შენ ხომ გჯერა - სერიოზული სახით ჩაილაპარაკა თორელმა და ჩუმი თანხმობაც მიიღო - ხოდა დავიწერთ ჯვარს - შუბლზე აკოცა მომღიმარ გაზდელიანს და გულზე მიიკრა...

****
- ძლივს! აი ძლივს
- მორჩი ლექსო! - ძმას შეუღრინა და ჰალსტუხი შეისწორა - მოიცა რაა! დღეს მაინც არა! ბოლო ბოლო ქორწილიაა!
- ნუ ღრიალებ ბიჭო! - ოთახში სწრაფად შევიდა მომღიმარი ქალი - ნელა! - უცებ შეუღრინა მომღიმარს უფროსმა თორელმა - შენ მასწავლი? დაგავიწყდა რომ ექიმი ვარ?
- მე კი მაგ ბავშვის მამა და შენი ქმარი! - სწრაფად მივიდა თორელი ვიკასთან და გაბერილ ქალბატონს ტუჩებზე დააცხრა - აუ მეც ასე ვიქნები მალე - სიხარულით წამოიძახა უმცროსმა თორელმა, უფროს კი სიცილი აუტყდა - შენ აქამდე ბევრი გიკლა ძამიკო!
- აქ შენთვის რაღაცაა - ვიკამ ქმარს ამანათი მიაწოდა და მანაც კითხვა ნარევი მზერა ესროლა - არ ვიცი გახსენი! - შეფუთვა სწრაფად გახსნა და ხელში საშუალო ზომის წიგნი შერჩა.. " პატარა საქართველოს დიდი თბილისი" - " ეძღვნება ყველა მწვანე თვალებას"



№1  offline წევრი იაგამი

საინტერესოა ♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent