შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემდეგ...(13)


18-07-2019, 17:46
ავტორი Stranger things
ნანახია 1 578

ტკივილისგან მოვიკეცე და რომ არ მისი ძლიერი ხელები აუცილებლად დავეცემოდი.
-თეკლა.-ანერვიულდა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია.-ყველაფერი კარგადაა?
-მიშველე.-ამოვთქვი და ძლიერ ხელებში მივესვენე.
**************


აღარ მახსოვს საწოლთან როგორ მივედი ან როგორ დამეძინა, თვალები რომ გავახილე პირველად რაც აღვიქვი უცხო ოთახი იყო, ნელ-ნელა ვიაზრებდი სად ვიყავი... ჯანდაბა, აქ არ უნდა მივსულიყავი... წამოდგომა დავაპირე თუ არა აქამდე დივანზე შეუმჩნევლად მჯდარი სხეული წამოიზიდა, საწოლს მოუახლოვდა და კიდეზე ჩამოჯდა.
-დემნა...-ამოვიჩურჩულე სიბნელეში და მისი ხელი მოვძებნე.
-როგორ ხარ?-ჩემი თითები დაიჭირა და ორივე ხელში მოიქცია.
-უნდა წავიდე, მაპატიე არ უნდა მოვსულიყავი არც კი ვიცი რატომ...-უცებ გამოვერკვიე და წამოდგომა დავაპირე.
-მიხარია რომ ჩემთან მოხვედი.-მითხრა და უკვე წამომდგარი ძლიერად მომიქცია ხელებში.-კიროვამ დარეკა.
მის სიტყვებზე გავიყინე და უღონოდ მივესვენე მკლავებში.
-სანამ გეძინა, მე ვუპასუხე.-წინააღმდეგობა რომ ვეღარ იგრძნო მშვიდად განაგრძო.-შენს გამო ნერვიულობდა და ყველაფერი მომიყვა, გადმოგცა რომ შეგიძლია რამდენიმე დღით დაისვენო.
-მოგიყვა...-სიტყვა მოვსინჯე და სიმწრის ჟრუანტელმა დამიარა.
რამდენიმე საათის წინ მომხდარი წყვეტილ კადრებად გამახსენდა.
საავადმყოფოში ახალგაზრდა ძალიან ლამაზი გოგო შემოიყვანეს, სისხლისგან იცლებოდა და ტკივილისგან გულწასული უღონოდ ესვენა კაცის მკლავებში, უკან კივილით მოყვებოდა ქალი, ისე ნერვიულობდა ცალკე მას დასჭირდა ექიმი. მერე როგორც აღმოჩნდა ეს კაცი და ქალი გოგოს მშობლები იყვნენ. კიროვა ძალიან დაღლილი იყო, მორიგეობა უკვე უმთავრდებოდა. გოგოს შინაგანი სისხლდენაც ჰქონდა, ოპერაციამ არც ისე რთულად ჩაიარა, რა თქმა უნდა, მეც დავესწარი ეს მოვლენა ამ ბოლო პერიოდში ხშირი იყო მაგრამ რატომღაც მთავარი ექიმი დღეს განსაკუთრებით გულკეთილად მექცეოდა და მეც თავიდან ბოლომდე ჩამრთო ოპერაციაში.
ცოტა ხანში მშობლების წინ ვიდექი და პაციენტის მდგომარეობაზე ვუხსნიდი, ხშირად ასე არ ხდებოდა მაგრამ ახლა რატომღაც დამაინტერესა როგორ აღმოჩნდა ჭრილობა გოგოს მუცელზე. დედამ კანკალით მომიყვა როგორ დაგორდა მისი შვილი კიბეზე და იქვე დაჭედებულ ლურსმანს წამოეგო პირდაპირ. მე რატომღაც უფრო განერვიულებული გამოვბრუნდი და სხვა პრაქტიკანტების ოთახს მივაშურე, დღეს პაციენტს საფრთხე აღარ ემუქრებოდა მაგრამ იმის მაგივრად რომ დამეძინა ველოდებოდი როდის გაიღვიძებდა, ხშირად დავდიოდი მის პალატასთან ახლოს, რამდენიმე საათში უცნაური მტვრევის ხმა რომ გავიგე პალატაში შესულს კი საშინელი სიტუაცია დამხვდა, გოგო საწოლიდან წამომდგარიყო, გარშემო ყველაფერი დაელეწა თვითონ კი ფანჯარას ეჭიდებოდა რომ გაეღო, ჭრილობა გახსნილი ჰქონდა და თეთრ ხალათზეც ნელ-ნელა ეზრდებოდა წითელი ლაქა.
-არ მომიახლოვდე!-მიყვირა და როგორც იქნა ფანჯარაც გააღო.
მისკენ გავიწიე მაგრამ იქ მისულს უკვე რაფაზე ასული დამხვდა, ისე დამიყვირა რომ გავწეულიყავი თორემ გადახტებოდა მიკვირს ვინმემ როგორ ვერ გაიგო.
-მაპატიე.-გავიწიე თუ არა სიტყვის თქმაც არ მაცალა ისე გადაეშვა.
დანარჩენი ზუსტად აღარ მახსოვს როგორ შემოცვივდნენ ხმაზე ექიმები, შემდეგ პოლიციის სირენები, ბოლოს რაც მახსოვს კითხვებს მისვამდნენ და შემდეგ სახლში გამომიშვეს, მახსოვს როგორ მომინდა დემნა ერთხელ მაინც მენახა და შემდეგ აღარაფერი.
-ხომ იცი რომ ვერაფერს გააკეთებდი?-დემნას ხმამ გამომარკვია, სიბნელეში მონოტორულად მისვამდა თავზე ხელს.-რაც თქვენი საქმე იყო ხომ კარგად გააკეთეთ, დანარჩენი შენი ბრალი აღარაა.
-ვიცი მაგრამ იქნებ რაღაც მაინც ყოფილიყო, ხომ მეცნაურა მშობლების მონაყოლი, იქნებ მთავარი ექიმისთვის მეთქვა და კამერებიან ოთახში გადაგვეყვანა ყოველი შემთხვევისთვის.-ამოვიოხრე და თვალებში ჩავხედე.-პირველი პაციენტი ხომ არაა ვინც ჩემ თვალწინ მოკვდა, აქამდეც ყოფილა შემთხვევები მაგრამ ვიცოდი რომ ყველაფერი გავაკეთეთ ახლა კი...ჯერ ძალიან პატარა იყო.- გოგო გამახსენდა და ტანში გამცრა.
-მშობლებმა დამალეს?-ხმა მასაც შეცვლილი ჰქონდა.
-ჰო, რცხვენოდათ ხალხს რომ გაეგო რას იფიქრებდნენ...-ღრმად ჩავისუნთქე და უცებ ძალიან ძლიერი გაბრაზება ვიგრძენი.-არადა ის ვერ გათვალეს რომ გამოფხიზლებული კიდევ ეცდებოდა ს....არაფერი არ მითხრა, იმდენად უნდოდა მომკვდარიყო.-უკვე ცრემლები წამომივიდა.-ჩემ თვალწინ მოიკლა თავი და თან მომიბოდიშა რომ ამას აკეთებდა, იმდენად უნდოდა სიკვდილი სცენაც კი არ დაუდგამს, არც სენტიმენტალური სიტყვები უთქვამს, არც დრამა სდომებია და არც აკვიატება იყო რომ ყურადღება მიექცია...მას სიკვდილი უნდოდა...-დემნა ჩუმად იჯდა და მისმენდა, ვხვდებოდი რომ თითოეული სიტყვა აინტერესებდა, არც მაწყვეტინებდა, უბრალოდ მისმენდა და მეფერებოდა.-ამიტომ გავხდი ექიმი... მიყვარს სიცოცხლისთვის მებრძოლი ადამიანები... დაუღალავი შრომა იმისთვის რაც ღმერთმა ასე ძვირფასად გვიბოძა, ის კი...პირველი იყო იმ კედელებში ვისაც სიცოცხლე არ უნდოდა...მომავალი ექიმი ვარ უნდა შემეძლოს ადამიანს პირველ რიგში სიცოცხლის სურვილი გავუღვიძო...ის გოგო კი...
-მისმინე...-გამაწყვეტინა და ნაზად ამიწია ნიკაპი.-ადამიანი ხარ პირველ რიგში, მარტივი არაა როცა შენ თვალწინ ვინმე თავს იკლავ, ბევრი ალბათობა არსებობს მაგრამ მათგან მხოლოდ ერთია ის რაც მოხდა... ტყუილად ნუ იტანჯავ თავს, ექიმი ხარ, სასწაულებსაც ჩაიდენ მაგრამ გადამხტარს ვერ მოაბრუნებ.
ძნელი იყო იმის გააზრება რაც სრულიად უცნობმა გოგომ გააკეთა ჩემ თვალწინ, დემნასთან მონაყოლის მერეც კი არ მასვენებდა ის გრძნობა რომ რაღაც ვერ გაკვეთე.
-ტრიუმფალური თაღი წაკითხული გაქვს?
უკვე თენდებოდა, დემნას საწოლზე ვიწექით გულაღმა ერთმანეთის გვერდით, ვერც ერთი ვიძინებდით. არც ვლაპარაკობდით მაგრამ როგორც ჩანს დემნას ჩუმად ყოფნა აღარ უნდოდა.
-სინანული ყველაზე უსარგებლო რამ არის ამქვეყნად. გამოსწორება საერთოდ არაფრის არ შეიძლება, თორემ ეს რომ შეიძლებოდეს ყველანი წმინდანები ვიქნებოდით. ცხოვრება არ აპირებდა ჩვენგან სრულყოფილ არსებათა შექმნას. ვინც სრულყფილია მისი ადგილი მუზეუმშია.- ერთი ამოსუნთქვით ამოილაპარაკა და გაეცინა.- ვფიქრობ შენ მუზეუმში მოიწყენდი.
-მაგ სიტყვებს კაშკაშა შუქისთვის მინახავდი?-თავი ფანჯრისკენ გავაქნიე და ღიმილით ვანიშნე რომ ვიცოდი.
მზე უკვე ამოსულიყო და ვარდისფერ ცაზე სხივებს აკაშკაშებდა, ოთახი ყვითელი ფერით ოყო სავსე. დემნას გაეღიმა ჩემ სიტყვებზე.
-განა შეიძლება სიმართლე იყოს ბნელში ნათქვამი სიტყვა? ნამდვილი სიტყვებისთვის კაშკაშა შუქია საჭირო.-გაეღიმა.
-კარგად ციტირებ.-მისკენ გადავბრუნდი.-მე კი ვფიქრობ რომ თუ სრულყოფილების ადგილი მუზეუმშია მაშინ ჩვენი ადგილი იქაა როსთვისაც სრულყოფილი ვიქნებით. თუ ბერნინს გამოიტანენ და საბავშვო ბაღის ეზოში დადგამენ ის მაინც ბერნინი იქნება...სრულყოფილება არსად წავა.
-მაგრამ იქიდან გამოსულს ჩვენი სრულყოფილება გაგვიქრება.-ისიც გადმობრუნდა და თვალებში ჩამხედა.-სადაა შენი სრულყოფილი ადგილი?
მაშინვე გაიელვა ჩემს თავში ადგილმა და მის წარმოდგენაზე გამეცინა.
-მითხარი, პირველი რომელიც გაიფიქრე ისაა.-მიხვდა რომ უცნაური იქნებოდა.-რაც არ უნდა სასაცილო იყოს ისაა შენი სრულყოფილება.
-ჩემი ბავშვობის კარადა.- ვთქვი და გამეცინა, რაც არ უნდა ყოფილიყო უკეთესად ვიყავი.
-კარგი და სადაა?
-სოფელში, ბებიას სახლში.-მხრები ავიჩეჩე.
-კარგი... წავედით.-ხელი მომკიდა და ჩემთან ერთად წამოდგა.
-სოფელში?-გამეცინა და კარში გასულს უკან მივყევი.
სუსტი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც წამიყვანა, გზაში კი ჩემი და ბებიას ამბებს მაყოლინებდა.
-კარგად ვარ.-ვუთხარი რადგან მივხვდებოდი როგორ ადარდებდა ჩემი მდგომარეობა.- უბრალოდ მის მშობლებს ვერ ვუგებ, არ აქვს მნიშვნელობა მათი მიზეზით გადახტა თუ სხვა იყო გარეული, ფაქტი ისაა რომ კარგი მშობლები ვერ იყვნენ... შეიძლება ზედმეტი მომდის მაგრამ მე მისი თავლები დავინახე, უკანასკნელი ამოსუნთქვა გავიგე...რაც არნუდა იყოს, შვილის სიკვდილს არც ერთი მშობელი იმსახურებს.
-და მაინც ახლა მათ სინანულს აზრი აღარ აქვს ადამიანის წინაშე, ახლა ღმერთთან სინანულში უნდა გაატარონ მთელი სიცოცხლე- დემნამ უნებურად საჭეზე აათამაშა თითები.-არ იმსახურებდნენ მაგრამ მათი თავმოყვარეობა რომ არა, ახლა მათი შვილი ცოცხალი იქნებოდა. თავმოყვარეობა ბევრია, გაქრება და შემდეგ ისევ მოვა, პატივისცემაც ასე, სამაგიეროდ ძვირფასი ადამიანი ერთია და თუ ის წავა ან გაქრება ულევი თავმოყვარეობა და პატივისცემა მაინც დარჩება, უბრალოდ აზრს დაკარგავს.
მანქანა ბებიას სახლთან გააჩერა, მანქანის კარის გახსნა არ ვაცადე ისე გადავხტი და მონატრებულ ეზოში შევედი.
-აქ აღარავინ ცხოვრობს.-ვუთხარი და გასაღების გამოსაღებად, ყვავილის ქოთნის უკან შევძვერი.
რამდენიმე წუთში უკვე ჩემი დიდი თეთრი კარადის წინ ვიდექით.
-ესაა?-ჩაიცინა და უზარმაზარ კარადას ახედა.
-მხოლოდ ჩემი კი არა ეს მაკოს კარადაც იყო.-თავი ვიმართლე და კარი გავხსენი.
-შეძვერი.
თავით მანიშნა და მეც წამში აღმოვჩნდი შიგნით. ჩამოვჯექი და თავი ხეს მივადე. კარი დაკეტა, თვითონ კი მოპირდაპირედ ჩამოჯდა საწოლზე. რამდენიმე წუთი ხმას ვერ ვიღებდი და ჩემი სრულყოფილებით ვტკბებოდი. ბებიას ხშირად დავმალულვარ აქ, მახსოვს სულ მეთამაშებოდა და თვითონაც უყვარდა ჩემთან ერთად აქ ჯდომა, ვარსკვლავებიან სანათს ავხედე, ეს მეცხრე დაბადების დღეზე მაჩუქა, მაშინ მითხრა რომ როდესაც ამ სანათს ავანთებდი და წარმოვიდგენდი იმ ადგილს სადაც ახლა ყოფნა მინდოდა აუცილებლად ვიგრძნობდი თავს ისე თითქოს მართლა იქ ვიყავი, მე იმდენად მომწონდა ჩემი კარადა არასდროს მინატრია სხვაგან ყოფნა, მაგრამ ახლა მთელი გულით მსურდა წამით მანც მენახა ბებია, იმ ადგილას აღმოვჩენილიყავი სადაც ახლა იყო, ხელი ავწიე და სანათის ჩამრთველს მოვავლე.
-ეს კარადა ხომ სახლშიც შემიძლია წავიღო მაგრამ იქ ჩვეულებრივი გახდება.- ვეცადე ცოტა ხმამაღლა მეთქვა იმ იმედით რომ გაიგებდა.-შენ ის მითხარი სადაა დემნას იდეალური ადგილი?
-ჯერ არ ვიცი.-ხმაზე შევატყვე რომ ეღიმებოდა.-რომ გავარკვევ გეტყვი.
დიდ ხანს არ დავრჩენილვართ ეს ადგილი ძალიან მიყვარდა და არ მინდოდა გაცრეცილიყო. ყოველთვის ყველაფერი ადვილად მბეზრდებოდა ამიტომაც იმ სიმღერასაც კი რომელიც მიყვარდა დღეში ერთ ჯერზე მეტად არ ვუსმენდი, ამით თითქოს ვიზოგავდი, იდეალურ ადგილზეც იგივე წესი ვრცელდებოდა.
თბილისში დაბრუნებულები ისეთი გადაქანცულები ვიყავით დაწოლისთანავე დაგვეძინა, საღამო იყო თვალები რომ გავახილე, დემნას ეღვიძა მაგრამ როგორც ჩანდა ადგომას არ აპირებდა, უხმოდ მოვათვალიერე მისი ოთახი და შემდეგ ისევ თვალებში ჩავაშტერდი.
-რატომ არასდროს არ გიწყვია გარშემო, პირადი ნივთები ან ფოტოები მაინც.- ვკითხე ის რაც ამდენი ხანია მაინტერესებდა.
სრულიად ცარიელ ოთახს ვუყურებდი სადაც მარტო ავეჯი იდგა, ადამიანი იფიქრებდა რომ აქ არც არავინ ცხოვრობდა, წინა სახლიც ზუსტად ასე ჰქონდა მოწყობილი. მხოლოდ ახლა გამახსენდა, კოტეჯშიც რომ არასდროს იღებდა ჩემოდნიდან თავის ნივთებს და სახლში არ აწყობდა.
-ბავშვობის ამბებია.-თმა ყურს უკან გადამიწია და ხელი ლოყაზე ჩამომისვა, მის შეხებაზე ჯერ კიდევ ჟრუანტელი მივლიდა ვერაფრით შევეჩვიე ყოველთვის მეგონა რომ ცოტაც და გული გამისკდებოდა.
ამ ორი სიტყვით ყველაფერი ნათქვამი იყო, ამოვიოხრე და მთელი სხეულით მივეხუტე, დემნამაც სწრაფადვე მომხვია ძლიერი ხელები.
-არასდროს მყოლია ოჯახი, მაგრამ შენ....-გამიღიმა.-პირველად მომინდა მეცხოვრა ვინმესთან ერთად, პირველად გავატარე მთელი კვირა ისე რომ თავს სახლში ვგრძნობდი.-კოტეჯს იხსენებდა.- შენი ამ ოჯახურობით, ამ სითბოთი და სისადავით, უბრალოდ მაგიჟებ. ჩემთან მინდა რომ ცხოვრობდე, სულ უბრალოდ აქ იყო. ბევრი საყვარელი ადამიანი არასდროს მყოლია მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ვისწავლე ისაა რომ ვინც ასეთია არ უნდა დაკარგო...შენ კი სეთიი პატარა თხა რომ ხარ, ხომ ვიცი რომ ჩემი ხარ მაგრამ უბრალოდ მინდა რომ სწორად იცოდე.
-შენ შინაური ცხოველი გინდა თუ რუმ მეითი გაერკვიე ეხლა.-გამეცინა მაგრამ მის სახეზე წამში დავსერიოზულდი.- მიყვარს ჩვენი კოტეჯის დღეები.- გავუღიმე სრულიად დასერიოზულებულმა და კიდევ უფრო მეტად მივეკარი გულზე.
ასე გავხდი დემნას პატარა თხა მთელი დღეებით...ის კიდევ ნელ-ნელა ჩემს ყველაზე კომფორტულ ბალიშად გადაიქცა. თანაცხოვრების მესამე დღე იწურებოდა, მე კიდევ იმის მიუხედავად რომ რამდენჯერმე მოვასწარით ომის გადახდაც კი, მაინც გაბრწყინებული ვიდექი, დემნას სამუშაო მაგიდაზე ჩვენი და მეგობრების საერთო ფოტო დაედგა, ყაზბეგში ვიდექით ერთ-ერთ მწვერვალზე და ყველა საკუთარ სტიქიაში მყოფი შემოვცქეროდით კამერას. ყოველთვის მეგონა რომ უცხო ადამიანთან ერთად ვერასოდეს ვიქნებოდი, მითუმეტეს ვერასდროს ვიცხოვრებდი. ახლა კი ისეთი შეგრძნება მქონდა რომ უკეთესი ვხდებოდი ვივსებოდი , მეგონა როდესაც მას ვეხებოდი ჩემი უჯრედები სრულყოფილნი ხდებოდნენ. დემნა სულ სხვა სამყარო ოყო, ვიცოდი რომ მისთვის უკვე ჰაერივით ვიყავი, ამას კი გარეგნულად ყველაზე მეტად მისი სურვილი გამოხატავდა რომ რაც შეიძლება სახლი მყუდრო გაგვეხადა პირადი, სენტიმენტალური ნივთებით.
გამეღიმა და ფოტოს დავწვდი უკნიდან ხელების მოხვევა რომ ვიგრძენი, ბედნიერი გავიყურსე დემნას მკლავებში. დაიხარა კისერში მაკოცა და სურათი ისევ თავის ადგილას დადო, შემდეგ ფრთხილად შემატრიალა თავისკენ, ლოყაზე ტკბილად მაკოცა. თვალებდახუჭულმა აწია სახე და გაინაბა.
-სადღაც უნდა წავიდეთ.-თვალები გაახილა და ზემოდან ღიმილით დამაცქერდა.
-სადღაც ანუ მე არ მეტყვი.-გამეცინა და კარებისკენ წავედი.-წავედით.
დემნამ ხელი ჩამკიდა და მთელი გზა აღარ გაუშვია,მე კი მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე ნაცნობ ბილიკთან რომ გავჩერდით.
-კოტეჯში მივდივართ?-ვკითხე გაბადრულმა.-დარჩენას თუ ვაპირებთ ბარგი არ გვაქვს.-გამახსენდა და წარბები შევკარი.
-მხოლოდ რამდენიმე საათით.-მითხრა და მანქანიდან გადავიდა, გზა სრულ სიჩუმეში გავიარეთ დემნა ხელს არაფრით მიშვებდა და მეც სრული სიამოვნებით მივყვებოდი უკან. კოტეჯში შესული ერთიანად დავმშვიდდი , ვიგრძენი თითქოს სახლს დავუბრუნდი, იმის მიუხედავად რომ ეს დღეები დემნასთანაც იმავეს ვგრძნობდი ახლა ამ სახლში ყველაფერი მეტად გაძლიერებულიყო. დემნამ ამოისუნთქა, მთელი ამ დროის განმავლობაში პირველად გამიშვა ხელი, პირისპირ დამიდგა და გამიღიმა.
რაღაცის თქმას ვაპირებდი უცებ უცნაური ხმა რომ გავიგე და ფეხებთან უცხო არსება ვიგრძენი, სწრაფად დავიხედე და გაკვირვებისგან სიცილი აღმომხდა...ჩემს ფეხებთან პატარა საყვარელი თხა იდგა, მაშინვე დავიხარე და იმის მიუხედავად ცოტა შემეშინდა ყავისფერ ბეწვზე მოვეფერე.
-რა საყვარელია...-დემნას სიცილით ავხედე.-აქ რა უნდა?
-თავიდან ვიფიქრე რომ ციყვი სჯობდა მაგრამ მაგათი ამბავი რომ ვიცი, დაკაწრულს ის ბეჭედი რაღას მოგინდებოდა
დემნა ლაპარაკს აგრძელებდა მე კიდევ ერთიანად გაოცებული შევყურებდი ნიშნობის ბეჭედს რომელიც პატარა თხას კისერზე ბაფთით ჰქონდა მიბმული, მე კი უკვე აღარაფერი მესმოდა.
-ცხოველების გარეშე ვერა?-აღმომხდა და გამეცინა.
-ნუ იცინი თხის გარეშე ყველას შეუძლია, ძლივს მოვიფიქრე ჩემით რომანტიკული რაღაც...მგონი...- დემნა დაიხარა და ბეჭედი ფრთხილად მოიქცია თითებში.-აბა რას იტყვი?
-მეგონა მე ჯერ კიდევ სამი დღის წინ გითხარი თანხმობა.-მხრები ავიჩეჩე და გამეღიმა.
უცებ გაუბრწყინდა თვალები, ახლა თვითონ გადმოიხარა და ტუჩებზე დამწვდა.
-მიყვარხარ.-წამით მომშორდა და პირდაპირ ტუჩებზე დამჩურჩულა.-ჩემო პატარა თხა.
აჰაა...ამის შემდეგ პატარა თხას რომ დამიძახებდა ნამდვილად ვეღარ გავუბრაზდებოდი.
რამდენიმე საათში უკვე თბილისში ვბრუნდებოდით, ჩვენი თხა პატრონმა სანამ არ წაიყვანა მანამდე ფეხი არ მოვიცვალე იქიდან. კაცი რომელმაც თხა ისევ თავის სახლში წაიყვანა, მას ჩვენთვის გაზრდიდა და შეგვეძლო როცა მოგვინდებოდა მაშინ გვენახა. ცოტა ხნის შემდეგ ალბათ ამ ამბავზე კარგად ვიცინებდი ახლა კი უბრალოდ ბედნიერებას და დემნას მიმართ პატივისცემას ვგრძნობდი, ვიცოდი რომ მამისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა როგორ ვეყოლებოდი გვერდით, მითუმეტეს უკვე დათანხმებული, სამაგიეროდ იცოდა ეს რა მნიშვნელოვანი იყო ჩემი ოჯახისთვის და ჩემთვის, ასე კი გამოხატავდა თუ რამდენად მნიშვნელოვანი ვიყავით ჩვენ მისთვის. იმის მიუხედავად რომ ყველაფერი ზედმეტად სწრაფად მოხდა საოცარი სიმშვიდე არ მტოვებდა.
-დინა დეიდამ დამირეკა დღეს.-დაიწყო დემნამ.-ხვალ სავახშოდ გვესტუმრებიან, თვითონ და თავისი შვილი, ხომ იცი ჩემი პარტნიორი დამიანე.-კიროვას ხსენებაზე აზრები სულ გამეფანტა.
-კიროვა?-კიდევ დავაზუსტე.
-დინა დეიდა ისეთი თბილი ქალია მიკვირს სამსახურში ასე როგორ გაშინებს.-გაეცინა და წამით გამომხედა.- არაფერი დაგეგმო ხვალ საღამოსთვის.
-ვახშამი ჩენ მოვამზადოთ.-ვთქვი და ფრთხილად გავხედე.-დამხმარე არ გვინდა რაა.
-კარგი.-გაეღიმა.-მაშინ ვეტყვი საერთოდ არ მოვიდეს.
სახლში მისულმა მარიამს დავურეკე რომელიც ერთადერთი ადამიანი იყო ვინც ჩემი დემნასთან გადასვლის ამბავი იცოდა, ვუთხარი რომ ხვალს საღამოს ველოდებოდით და დაღლილმა მალევე გავუთიშე. თვალი ჩემს თითზე წამოცმული ბეჭედისკენ გამექცა და ვიფიქრე რომ ყველას ხვალ ვეტყოდი, ჯობდა ერთიანად ამეტანა მთელი ტალღა. უკეთესად მოვთავსდი და იმის წარმოდგენაზე ხვალ რა სახე ექნებოდა მარიამს დამიანეს დანახვაზე ხმამაღლა გამეცინა.
-ყველას ხვალ ვუთხრათ არაა?-დემნა ფიქრებს მიმიხვდა და ნახევრად მძინარემ ჩაილაპარაკა.
-მეც მაგაზე ვფიქრობდი.- ჩავფიქრდი.-საერთოდ მგონი ჯობია თხის ამბავი გამოვტოვოთ.-გამეცინა.
ვიცოდი რომ გულის შეტევა რომელიმეს გარანტირებული ჰქონდა...“კიდევ კარგი ექიმი ვარ“-თქო გავიფიქრე. თხის ამბავი კი ისე მომინდა მხოლოდ ჩვენთვის დაგვეტოვებინა, უბრალოდ ჩვენ გარდა არავისთვის მემეტებოდა.
-იგივეს თქმას ვაპირებდი.-დემნამაც ჩაიცინა და ხელები უკეთესად მომხვია.

___________________
ბოდიში რომ ამდენი ხნით დავიგვიანე, ვიცი ჩემი მხრიდან ძალიან დიდი უპასუხისმგებლობაა, მითუმეტეს მაშინ როცა ისტორია უკვე ძალიან უახლოვდება დასასრულს, მაგრამ ხომ იცით არაა როგორ იცის ხოლმე ზაფხულმა გაზარმაცება : მიხარია რომ კითხულბთ და დიდ მადლობას გიხდით მათ ვინც ყოველთვის აფიქრისებთ თქვენს აზრს ♥



№1  offline წევრი დარინა

მომნატრებიან ესენი, მიყვარს თბილი დემნა.

 


№2  offline წევრი Rania

Zalian miyvars es istoria. Ertianad cavikitxe da moutmenlad gelodebiiii
--------------------
Q.qimucadze

 


№3  offline წევრი Stranger things

დარინა
მომნატრებიან ესენი, მიყვარს თბილი დემნა.

კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში ასე დაგვიანებისთვის მადლობა რომ ყოველთვის აფიქსირებთ აზრს heart_eyes

Rania
Zalian miyvars es istoria. Ertianad cavikitxe da moutmenlad gelodebiiii

Rania
Zalian miyvars es istoria. Ertianad cavikitxe da moutmenlad gelodebiiii

მადლობა blush

 


№4 სტუმარი kati

Velodebi dasrulebas, rom kidev ertxel gemrielad wavikitxo.

 


№5  offline წევრი Stranger things

kati
Velodebi dasrulebas, rom kidev ertxel gemrielad wavikitxo.

მიხარია რომ მოგწონთ ვეცდები მალე დავდო ♥

 


№6  offline წევრი ბატცი

როდის დადებთ გაგრძელებას?

 


№7  offline წევრი Stranger things

ბატცი
როდის დადებთ გაგრძელებას?

დღეს♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent