შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერ დამემალები (თავი 2)


19-07-2019, 19:11
ავტორი Strangergirl
ნანახია 1 501

ლილესთვის სრული მოულოდნელობა იყო როდესაც ძმამ თხოვა დემეტრესთან ერთად წადი თორემ შენც დაგაგვიანდება და ჩვეენცო, ვაჩე და მარიამი ასათიანში სწავლობდნენ. ძმას “ანუ ამიერიდან ასე უნდა მომიღოთ ბოლო?” სიფათით გახედა და დემეს მანქანაში წინა სავარძელზე დაიკავა ადგილი.
მთელი მანქანა ბიჭის სურნელს მოეცვა და ეს არაბულს კიდევ უფრო აგიჟებდა. დემეტრემ მანქანა დაძრა, ლილემ კი ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო, რომელიც აშკარად აცნობებდა იმ ფაქტს რომ ანას დღეს ცოცხალი ვერ გადაურჩებოდა. ამჯერად ბიჭს გახედა, რომელიც დროდადრო მისკენ აპარებდა თვალს.
- რატომ ჩამოხვედი? - საუბრისთვის ძალა მოიკრიბა ლილემ და იკითხა ის, რაც ყველაზე მეტად აინტერესებდა,
- რაში გაინტერესებს? - შეცბუნდა ბიჭი,
- რატომ არ უნდა მაინტერესებდეს - თავი ჩაქინდრა არაბულმა,
- ასე მომინდა - უხეშად უპასუხა დემეტრემ და ამჯერად საჭეს მთელი ყურადღება დაუთმო.
- აჰა, მოკლე და კონკრეტული პასუხიც მესმის - თავი გაიქნია ლილემ და უნივერსიტეტში მისვლამდე ხმა არცერთს აღარ ამოუღია.
დემემ ეზოში გააჩერა მანქანა და ლილეს გადახედა,
- ახლა უყურე - ჩაიცინა დემემ - დამელოდე ჯერ არ გადმოხვიდე - ბიჭი მანქანიდან გადავიდა თუ არა მაშინვე ყურადღების ცენტრში მოექცა, მანქანას შემოუარა და ლილეს კარი გამოუღო.
გოგონა ლაღად გადმოვიდა მანქანიდან და დემესთან ერთად აუყვა კიბეებს. მათი ერთად მოსვლა სრული სენსაცია იყო და 2 წუთში მანამ ბევრისთვის შეუმჩნეველ არაბულზე ათასი ჭორი აგორდა. შენობაში შესასვლელ კართან ნატა ჯიქური იდგა და ლილეს მკვლელი მზერით მიშტერებოდა, დემეტრეს წინ გადაუდგა და ფლირტი გაუბა. არაბულმა ძალით მომღიმარი დემეტრეს დანახვისას ჩაიფხუკურა და შენობაში შეაბიჯა. კიბეები აიარა თუ არა ანას გადაეყარა.
- ლილე არაბულო, რატომ არ მპასუხობ არცერთ შეტყობინებაზე? მეორე დღეს კი ვიღაც შენზე შეყვარებული მანიაკისგან ვიგებ რომ უნიში დადეშქელიანთან ერთად მოხვედი. საერთოდაც არ აპირებ რამე ამიხსნა? - შეკითხვას შეკითხვაზე აყრიდა ანა.
- ვაიმე ორი წუთით ამოისუნთქე და აგიხსნი ყველაფერს - თვალები გადაატრიალა გოგონამ და უკვე დამშვიდებულ ანასთან ერთად აუდიტორიისკენ გასწია.
სანამ ლექტორი შემოვიდოდა ლილემ ანას სასურველი ინფორმაცია მიაწოდა.
- ანუ დემეტრესთან ერთად იზრდებოდი? - აღტაცებული საუბრობდა ანა,
- ნუ, თითქმის. მაგრამ მასეთი საოცარი საერთოდ არაფერია - გაღიზიანდა არაბული,
- ნახევარი თბილისი მაგ ბიჭს დასდევს გოგო რა არ არის საოცარი - გაიკრიჭა ანა - ისე რა სახის ურთიერთობა გაქვთ? - ეჭვის თვალით გახედა გოგონამ
- მტრული - ჩაიბურტყუნა ლილემ და შეეცადა მთელი ყურადღება ლექტორისკენ გადაეტანა თუმცა ამაოდ.
უკვე მეორე დღე იყო მის გონებაში სრულ ქაოსს დაესადგურებინა. გარეგანად თითქმის ვერავინ ატყობდა თუმცა დემეტრეს ჩამოსვლას გოგონა აეფორიაქებინა, კონკრეტულ რამეზე კონცენტრაციის მოხდენა კი სულ უფრო და უფრო უჭირდა. დემეტრეს გვერდით ყოფნა ადრინდელზე მეტად ძაბავდა და მასთან გაურკვეველი ურთიერთობა, რომელიც მუდამ ხილულ თვალს იქით რჩებოდა, აშინებდა. როგორ გაემხილა მარიამისთვის რას გრძნობდა მისი ძმის მიმართ როდესაც თავის გრძნობებში ბოლომდე თვითონაც ვერ გარკვეულიყო? მითუმეტეს, მუდამ ფიქრობდა რომ დემეტრე მას და მასთან ურთიერთობას არასერიოზული თვალით უყურებდა. მთელი დღე უწევდა კურსელებისთვის და არა მარტო კურსელებისთვის თავის არიდება. სახლში მივიდა თუარა ინგლისურის თემის წერა დაიწყო. 5 საათი სრულდებოდა როდესაც მისმა ტელეფონმა დარეკა
- ესეიგი, ახლა სასწრაფოდ მოემზადები და 7 საათზე ვაჩესთან ერთად წამოხვალ რესტორანში, ნენე და ზურა აქ არიან და ჩვენთან ერთად წამოვლენ - სწრაფად მიაყარა სათქმელი მარიამმა,
- დაიცა დაიცა რესტორანში რა მინდა?
- ჩემმა მშობლებმა დემეტრეს ჩამოსვლის აღსანიშნავად დახურეს რესტორანი ხოდა ყველა იქ იქნება: ნათესავები, მეგობრები და საქმიანი პარტნიორები
- მოკლედ გიგა და ეკუშა დროს არ კარგავენ - ჩაიკისკისა ლილემ - კარგი გავემზადები
- მიდი მიდი სწრაფად
მარიამს ტელეფონი გაუთიშა თუ არა მაშინვე ვაჩეს გადაურეკა, გაიგო როდის მოვიდოდა და აბანოში შევიდა. წყალი სწრაფად გადაივლო და მომზადება დაიწყო. შავი მუხლს ოდნავ აცდენილი კაბა ჩაიცვა, ქვემოთ გაშლილი და პატარა დეკოლტით. ღია ფერის ტუჩსაცხი წაისვა და წამწამები ოდნავ აიპრიხა. თმები კოსად აიწია და რამდენიმე კულული წინ ჩამოიშალა. საბოლოო ჯამში მისი შემხედვარე ვაჩე გაოცებას ვერ მალავდა,
- დღეს როგორც ვატყობ სამმაგი დაცვა დაგჭირდება - ჩაიცინა ვაჩემ და დაც აიყოლია,
- ნუ აზვიადებ ოღონდაც - ძმას კვლავ ღიმილით შესცქეროდა
- არაფერსაც არ ვაზვიადებ - გაიკრიჭა ვაჩე და ღვედი შეიკრა,
- ისე შენც არაგიშავს და რომ რამე მე და მარიამი მუდამ მზად ყოფნაში ვართ, არავინ მოგიტაცოს - ახარხარდა ლილე ვაჩეს გამომეტყველებაზე.
რესტორანში შესვლამდე გოგონამ ძმას ხელკავი გამოსდო და ერთად შეაბიჯეს უზარმაზარ დარბაზში. კართან შეგებებულ ეკას გადაეხვივნენ და მასთან ერთად წავიდნენ მაგიდისკენ. სანამ დარბაზის ბოლოში მდებარე მაგიდამდე მივიდოდნენ ქალმა და-ძმა უამრავი კონპლიმენტით შეამკო. მაგიდასთან მისვლისას თვალი შეავლო ნატას, რომელიც დემეტრესა და მარიამის შუაში დასკუპებულიყო, ის ხომ გიგას ერთ-ერთი საქმიანი პარტნიორის შვილი იყო. ლილეს უკვე ძალიან აღიზიანებდა ამ გოგოს ქცევები თუმცა ისტერიკას ხომ არ ატეხავდა? დემეს მეორე გვერძე ორი სკამი თავისუფალი იყო, როგორც ჩანდა მათთვის. გოგონა ყველას მსუბუქი თავის დაკვრით მიესალმა და ძმის გამოწეულ სკამზე დაჯდა, ვაჩემ კი დემეს გვერდით დაიკავა ადგილი. საუბრობდნენ, ზოგი სამსახურზე, ზოგი ოჯახზე და ზოგიც გართობაზე. ცოტა ხანში შეზარხოშებულმა ხალხმა საცეკვაოდ იწყო გასვლა, ვაჩეს ნერვიულობა დაეტყო.
- რას იგლეჯ მაგ ხელებს ბიჭო რა ხდება? - გახედა ძმას
- რაღაცას გეტყვი და არ დაიწყო შენებური იცოდე - უპასუხა ვაჩემ
- მითხარი - ჩაიკისკისა ლილემ
- მოკლედ ის გოგო მომწონს და მინდა ცეკვა შევთავაზო - თავი მის წინ მჯდომი გოგოსკენ გაიქნია ვაჩემ
- თათიაზე ამბობ?
- ზუსტად
- საყვარელი გოგოა მე მომწონს - ჩაიღიმა ლილემ და განაგრძო - ახლა მიდი მთელი ძალები მოიკრიბე, ახტი და შესთავაზე ცეკვა
- უარი რომ მითხრას?
- სარკე ხომარ მოგაწოდო? შენნაირ ბიჭს უარს რომელი გოგო ეტყვის - გაეკრიჭა ძმას და სკამიდან რასაც ქვია “ააგდო”.
ღიმილით ადევნებდა თვალს როგორ გაუწოდა ვაჩემ გოგონას ხელი, გოგონას ლოყები ოდნავ შეეფარკლა (რაც ლილეს თვალს არ გამორჩენია) და საცეკვაოდ გაჰყვა. მოცეკვავეებს უყურებდა როდესაც გვერდიდან ჩუმი ჩაცინება მოესმა. დემეტრე მის გვერდით გადმომჯდარიყო და გოგონას ჭინკებ ათამაშებული თვალებით უყურებდა.
- რაიყო? - დაბნეულმა გადახედა ლილემ ბიჭს
- არაფერი უბრალოდ ძალიან შეცვლილი ხარ.... - ტუჩის კუთხე ჩატეხა ბიჭმა
- 4 წელი დიდი დროა დემე - მსუბუქად გაუღიმა ლილემ და ბიჭმაც თავი ჩახარა.
ამ დროს თავს ნატა წამოადგათ რომელიც დემეს ცეკვას სთავაზობდა,
- სწორედ ახლა მივდიოდით მე და ლილე საცეკვაოდ - ლილეს ხელი ჩაჰკიდა და საცეკვაოდ გაიყვანა, გოგონამ ნატას სიბრაზისგან ალმოდებული სიფათი დააიგნორა და დემეს მხრებზე დააწყო ხელები.
ბიჭმა ხელები ლილეს წელზე მოათავსა და ტანის მსუბუქი რხევით აყვნენ მუსიკის ჰანგებს. გოგონას დემეს დაჟინებული მზერა აბნევდა, მის გახშირებულ სუნთქვას კი სახესთან ძალიან ახლოს გრძნობდა. დროის შეგრძნება ორივეს დაეკარგა. ბოლოს მარიამმა გამოაფხიზლა, მუსიკა უკვე 5 წუთია დასრულდაო. მაგიდასთან მჯდომმა ვაჩემ კი ეჭვის თვალით გადახედა “წყვილს” და მარიამს რაღაც გადაჩურჩულა.

ამჯერად ძალიან პატარა თავი გამომივიდა :( თუმცა ყველანაირად ვეცდები ხშირად დავდო, რათქმაუნდა შეფასების მიხედვით <3



№1  offline წევრი anako

იცოდე არ შეწვიტო თორემ რომ შეწყვეტ თუ გაპატიო მერე იქნება laughing laughing
ძაან საყვარლები არაინ და მე მომწონს ძალიან
კაი თავი იყო მომწონს დემე და ლილეე
ვაჩეზე ვგიჟდები რა კაი ტიპია heart_eyes heart_eyes
მოკლედ ძაან მომწონს და ახალს ველოდები უფრო დიდ და მსუყე ტავს kissing_heart kissing_heart
წარმატებები blush blush

 


№2  offline წევრი Strangergirl

power
იცოდე არ შეწვიტო თორემ რომ შეწყვეტ თუ გაპატიო მერე იქნება laughing laughing
ძაან საყვარლები არაინ და მე მომწონს ძალიან
კაი თავი იყო მომწონს დემე და ლილეე
ვაჩეზე ვგიჟდები რა კაი ტიპია heart_eyes heart_eyes
მოკლედ ძაან მომწონს და ახალს ველოდები უფრო დიდ და მსუყე ტავს kissing_heart kissing_heart
წარმატებები blush blush

დიდი მადლობა <3 ძალიან მიხარია რომ მოგეწონა <3 სტიმულს მმატებს ასეთი კომენტარები <3 შემდეგი თავი ბევრად უკეთესი იქნება^^

 


№3 სტუმარი eto

აუ ძაან საყვარლები არიან ლილე და დემე <3 ორივე თავი ახლა წავიკითხე და არ მეყო ისე გემრიელი იყო... იმედი მაქვს მალე დადებ ახალ თავს და არ გვაწუწუნებ მკითხველებს :დ თავებს თუ გაზრდი ძალიან გამიხარდება ცოტა მეტარავება :დ :დ

 


№4  offline წევრი Strangergirl

eto
აუ ძაან საყვარლები არიან ლილე და დემე <3 ორივე თავი ახლა წავიკითხე და არ მეყო ისე გემრიელი იყო... იმედი მაქვს მალე დადებ ახალ თავს და არ გვაწუწუნებ მკითხველებს :დ თავებს თუ გაზრდი ძალიან გამიხარდება ცოტა მეტარავება :დ :დ

როგორ მახარებს ასეთი შეფასებები <3 ხვალ დავდებ აუცილებლად შედარებით დიდ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent