შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

-რა ბანალურია! (სრულად)


20-07-2019, 00:04
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 11 552

ხმაურმა გამაღვიძა.
ისევ.
მობეზრებულმა ავწიე თავი ბალიშიდან და ბოლო ხმაზე ვიღრიალე
-დამაძინეეეთ!
მაგრამ ჩემი ხმა არავის გაუგონია.
ფეხზე წამოვხტი და ჩუსტებში ფეხი გავუყარე.
პიჟამოებით ჩავედი დაბლა სართულზე და შევეცდები აღვწერო რა სიტუაცია დამხვდა.
მარიშკა ტოროდა და იაკობს ეჩხუბებოდა.
იაკობი ღრიალებდა და მარიშკას ეჩხუბებოდა.
ამ ყველაფერს მშვიდად უყურებდა ილია.
-რა ჯანდაბა ხდება?-ილიას დავადექი თავზე.
-შენმა შერყეულმა ძმამ გაიგო რომ მარიშკას შეყვარებული ყავს და ახლა სახლიდან გასვლას და მასთან შეხვედრას უკრძალავს-მშვიდად ამიხსნა უფროსმა ქურხულმა.
-შენ რას ფიქრობ?-ამჯერად მას დავხედე და კვლავ მოჩხუბარ და-ძმას გავხედე
-იაკობს ვეთანხმები-სიმშვიდეს არ კარგავდა უფროსი ძამიკო
-რას ქვია ეთანხმები, გოგო 21 წლისაა და ვისაც უნდა იმას შეხვდება-ამჯერად მეც ავყვირდი და ბალიში პირდაპირ სახეში ვხიე მშვიდად მჯდომს.
ჩემ კივილზე მარიშკამ და იაკობმაც გამოიხედეს გაკვირვებულებმა.
ხო ცოტა ვერ ვართ ჭკუაზე.
აქამდეც ვიცოდი მარიშკას შეყვარებული რომ ყავდა და ეს დღეც რომ დადგებოდა.
-შენ ვინ გეკითხება?-წამოხტა ფეხზე ორი თავით მაღალი და ბალიში ხელიდან გამომგლიჯა
-აბა შენ ვინ გეკითხება? შენი და თუა ჩემიცაა და მეც მაქვს სიტყვის თქმის უფლება-წარბი ავუწიე მას
-დაეთრევა აქ ღამე ვიღაც "ირთან ერთად და ჩვენ მშობლებთან გვგონია, რა ქვია ამას?-იაკობი ჩაერთო ლაპარაკში.
-ბ'ოზობა ქვია იაკობ, ქალი რო შეყვარებულთან გაისეირნებ მერე ტიტველიც იბანავებ ხვდები? მაშინ შენი შეყვარებულიც კარგი ძუ;კნა ყოფილა -ცინიკურად ვუთხარი, მარიშკას ხელი დავავლე და მეორე სართულზე ავათრიე.
-შენ რომ არ მყავდე-მომეხუტა პატარა და და ლოყაზე მაკოცა
-იდიოტები არიან ნუ მოუსმენ-თმაზე ხელი გადავუსვი და საკუთარ ოთახში დავტოვე.
მე კი მშვიდად გავაგრძელე ძილი.
თითქმის შუადღე იყო კარზე ბრახუნმა რომ გამაღვიძა
-ძილს არ აცლით ადამიანს-ავჯუჯღუნდი მე და ფეხზე წამოვდექი
-რა ჯანდაბა გინდა?-ცალი თვალი დახუჭული მქონდა და ისე ვუყურებდი ილიას.
-შენი და ბარგი-ბარხანიანა სახლიდან გაიპარა, ჩვენ აღარ ვერევით, როგორც გინდა ისე მოაგვარეო-მომიგდო ცივად და კარი მთელი ძალით მომიჯახუნა.
სწრაფად ვჭყიტე თვალი ამის გაგონებაზე და სანამ გონს მოვეგე თითქმის 5 წუთი გათიშული ვიდექი ადგილზე.
ბოლოს მარიშკას ოთახში გავვარდი და ნახევრად დაცარიელებული კარადა ვნახე გავიფიქრე ეს გოგო რა ქარაფშუტაათქო.
მისი ფულის სამალავიც ცარიელი იყო.
ჩემს ოთახში გამოვარდნილმა ტელეფონს ვეცი და დაბლა ჩავედი.
მარიშკასთან ვრეკავდი თან ბიჭებს ვადექი თავზე მშვიდად რომ უყურებდნენ ტელევიზორში ფილმს
-თქვენ რა მართლა არ აპირებთ ადგომას?-დავხედე მათ და ამჯერად ინტერნეტ სივრცეში შევედი და ვნახე როდის იყვნენ იოსები და ჩემი დაიკო ნამყოფი.
უკმაყოფილო ავვარდი მეორე სართულზე ძმების უარყოფითი პასუხების გაგებისას და ფართხა ფურთხით ჩავიცვი.
ვიცოდი ასეთი გაბრაზება იცოდნენ და მათი დარწმუნება არც მიცდია.
ტელეფონში იოსების ნომერს ვეძებდი მაგრამ არ აღმომაჩნდა. ყველა ნაცნობთან დავრეკე ვისაც შეეძლო მისი ნომერი სცოდნოდა და ძლივს გავარკვიე.
მასაც გამორთული ჰქონდა ტელეფონი ისევე როგორც ჩემ ჭკვიან დაიკოს.
დახეულ ჯინსის შარვალსა და უბრალო მოკლე მაიკაზე დუტის ქურთუკი მოვიცვი, ფეხზე თბილი ბათინკები ამოვიცვი და სწრაფად ჩავედი პირველ სართულზე
-მივდივარ-გავძახე ბიჭებს და რომელი მანქანის გასაღებს დავავლე ხელი არვიცი.
არც ქონდა მნიშნვნელობა, ასეთი საყვარელი დაძმობა გვქონდა.
მანქანაში დამჯდარმა აღმოვაჩინე ჩემს მანქანაში ვიჯექი და ორმაგად გამეხარდა.
მანქანა დავქოქე, თან ამჯერად ზარების ახალი კორეანტელი წავიდა.
შემთხვევით დავრეკე ბიჭების ერთ-ერთ ძმაკაც ნიკოლოზთან
-რომელი ხარ?-გაუკვირდა ნიკოლოზს
-ელენე ვარ ქურხული, ილიას და იაკობის და-ავუხსენი მას
-ახლა ვერ აგიხსნი რატომ, მაგრამ მჭირდება იოსებ ორჯონიკიძის სახლის მისამართი ან მისი რომელიმე ახლო მეგობრის ტელეფონი.
-არ ვიცი ელე, შემიძლია გაგირკვიო და დაგირეკო ხუთ წუთში-ჩემმა სერიოზულმა ხმამ ისიც დააფრთხო
-მადლობა, სწრაფად მჭირდება და თუ რამეს გაარკვევ დამირეკე გელოდები, მადლობა-ვუთხარი და პასუხად თანხმობა რომ მივიღე მერე მივხვდი უაზროდ დავდიოდი მანქანით და ერთ-ერთ კაფესთან გავაჩერე
ყავა შევუკვეთე და მაგიდაზე დავჯექი, ტელეფონი წინ დავიდე და მოსალოდნელ ზარზე დავიწყე ფიქრი.
ეს რა ჯანდაბამ გააკეთებინა იმ ქარაფშუტა გოგოს?
ისიც მიკვირდა 21 წლამდე როგორ მიაღწია ისე, რომ არ გათხოვდა, მაგრამ სულ ვცდილობდი მისი ასეთი შემთხვევები ჩვენი ძმებისგან დამეფარა.
არ უყვარდათ ზედმეტი სიცანცარე და სითავხედე და სრულად ვეთანხმებოდი ამაში.
ყავა ჯერ კიდევ არ ჰქონდათ მოტანილი ტელეფონმა რომ დარეკა
-სახლის მისამართს მოგწერ, მისი ახლო მეგობრის, ლაზარე ანდრონიკაშვილის ტელეფონი გავიგე და ორივე მესიჯად მოგივაო-მითხრა და მეც მადლობებით ავავსე და ბოდიში მოვუხადე შეწუხებისთვის.
ყავას არც დაველოდე ფული გადავიხადე და სწრაფად დავჯექი ისევ მანქანაში.
იოსების სახლი აქვე აღმოჩნდა და სულაც არ გამიკვირდა არავინ რომ არ მიპასუხა კაკუნზე, ბრახუნზე და ზარზე.
ბოლო გამოსავალი ისევ ის ვიღაც მეგობარი მრჩებოდა.
ზარი რომ გავიდა თითქოს ამოვისუნთქე
-გისმენთ-გაისმა ბოხი და ნამძინარები ხმა ტელეფონში
-გამარჯობა-უცებ ვერ მოვიფიქრე, რა ჯანდაბით ამეხსნა ვინ ვიყავი?
-იოსებს ვეძებ, მითხეს რომ მისი ახლო მეგობარი ხარ, იქნებ იცოდე სად არის?-პირდაპირ მივაყარე მას
-აზრზე არ ვარ, შეიძლება ახლა დავიძინო?-უხეში იყო ყურმილის მოპირდაპირე მხარეს მდგარი.
-შენი იდიოტი ძმაკაცი მგონი ჩემ დასთან ერთად გაიპარადა და შეგიძლია აწიო ერთი ადგილი და მომაძებნინო?-ნერვებმა მიმტყუნა მე და ლამის ჩავყვირე ტელეფონში
-ნორმალური ხარ? აღარ დარეკო-უკმაყოფილო იყო და ტელეფონის სიგნალიც მალევე მომესმა.
-ახლა რა ვქნა?-ვკითხე საკუთარ თავს და მანქანაში დავჯექი.
ტელეფონი ამოვიღე და ილიასთან დახმარების სათხოვნელად დარეკვას ვაპირებდი ნაცნობი ნომრიდან ზარი რომ შემოვიდა.
-ვინ იოსებიო? გაიპარნენო? რა თქვი?-დამაყარა ბოხმა ხმამ კითხვები ერთიანად.
-მარიშკა და იოსები გაიპარნენ. სად ჯანდაბაში არიან?-ვკითხე უხეთად და საჭეზე ხელების თამაში დავიწყე.
-ახლა გადავრეკავ რამდენიმე ადგილზე, მერე დაგირეკავ, რაო რა თქვი ვინ ვარო?-გაოცებული იყო უცნობი ხმა
-ელენე ვარ ქურხული, მარიშკას უფროსი და.
-კარგი-მითხრა და გამითიშა.
ხუთ წუთში კვლავ შემოვიდა ზარი ტელეფონზე.
მითხარი სად ხარ, გამოგივლი და წავიდეთ მათთანო, ავიღე თუარა ყურმილი მითხრა მან.
-ჩემი მანქანით ვარ, მითხარი სად არიან და მოვალ თვითონ-მეთქი
ადგილი მითხრა სადაც უნდა დავლოდებოდი და მითხრა ნახევარ საათში მანდ ვიქნებიო.
ნახევარი საათი კიარა ხუთი წუთის გზა იყო და დარჩენილი 25 წუთი საჭეზე ხელებს ვათამაშებდი და ისე ვიჯექი.
ტელეფონზე კვლავ ზარი რომ შემოვიდა უცებ ვუპასუხე
-სად ხარ?-მკითხა
-შავ მერსედესში ვზივარ, 000-ნომრებით-ვუთხარი და მიდამო მოვათვალიერე.
მალევე შევნიშნე ჩემ მოპირდაპირე მხარეს დიდი ნისანის ჯიპიდან ვიღაც ფარებს მინთებდა და ხელს მიქნევდა.
-შენ გადმოდი-უკმაყოფილო ხმა მქონდა
-მაგ მანქანით იქ ვერ ავალთ-არც ის აპირებდა პოზიციის დათმობას.
ჯანდაბამეთქი გავიფიქრე, ისე გავუთიშე არაფერი მითქვამს. მანქანა საიმედოდ დავკეტე და მის მანქანაში დავჯექი/
-გამარჯობა, წავედით-მოკლედ ვუთხარი უცნობ, სიმპატიურ მამაკაცს და ტელეფონში ძრომიალი განვაგრძე
-გაგიმარჯოს-უკმაყოფილოდ გადმომხედა და მანქანა დაძრა
ილიას დავურეკე
-ნახე დაიკო?-ირონიული ქონდა ხმა
-მაგარი უნამუსო ხარ, სადღაც მივდივარ ვიღაც უცხოსთან ერთად იმიტომ რომ მარიშკა მოვძებნო, შენ კი თბილად ზიხარ ხო?-ჩუმად ვეჩურჩულებოდი.
თითქოს ნახევარ მეტრში მჯდომი ხმას ვერ გაიგებდა.
-რაო? ვისთან ერთადო?-გავიგე იაკობის ხმა
-ხოდა კარგად რა, გვეძებეთ ახლა ორივე-გავუთიშე და ტელეფონი ისე მივაგდე უკანა სავარძელზე როგორც ჩემს მანქანაში ვიცოდი ხოლმე. მერე გამახსენდა სხვაგან რომ ვიყავი და საწყალი თვალებით გავხედე მძღოლს.
-ახლავე ავიღებ, ბოდიში-საწყლად გავუღიმე და უკანა სავარძელზე დადებული ტელეფონი ავიღე,.
-რა გქვია?-ძმებთან ლაპარაკის შემდეგ ხასიათზე მოსული მივუბრუნდი მძროლს.
-არ იცი ვის ურეკავდი?-გამომხედა კოპებშეყრილმა
-რავიცი, იოსების ძმაკაცი რო ხარ ის ვიცი-მხრები ავიჩეჩე და ძმების მიერ შემოსულ ზარებს გახალისებულმა დავუწყე ყურება.
-ლაზარე ანდრონიკაშვილი-მითხრა და გათბობას უფრო აუწია.
-ელენე ქურხული, სასიამოვნოა-გავეცანი მეც და მივხვდი რომ მცხელოდა ქურთუკი გავიხადე.
-გაცივდები-შუბლშეკრულმა გადმოხედა ჩემს მოკლემკლავიან მაისურს.
-შენ თავს მიხედე-დავუბღვირე და ამჯერად იაკობს ვუპასუხე.
-სად ხარ?-მკითხა ძმამ მშვიდად.
-ყაზბეგისკენ მივდივართ, ჩემი მანქანა ქალაქში დავტოვე, წამოდით-ვუთხარი მოკლედ
-შენი ძმები არიან?-მიხვდა ის
-იცნობ?-არ გამკვირვებია დიდად, ყველა ყველას იცნობს ჩვენს ქალაქში.
-შორიდან-მხრები აიჩეჩა მან.
შემდეგ თითქმის ერთი საათი ვიმგზავრეთ ისე, ხმა არ ამოგვიღია და ლამის ფანჯარაზე მიყუდებულს დამეძინა. ისეთი მოუხერხებელი მანქანა იყო, უხეში ღვედი და სავარძლები ჰქონდა.
ჩემს მანქანას შეჩვეულს ვერც კი მივხვდი როგორ გადამეწია სავარძელი უკან.
-თუ გინდა მოიხსენი ეგ ღვედი-როდესაც მიხვდა ჩემს პრობლემას მითხრა
-არა, პირველად გხედავ, რომ სადმე გადამჩეხო მარტო ამის იმედზე ვარ-გამეცინა მე.
-კიბატონო-გამიღიმა მანაც.
თუ დავაკვირდებოდით საკმაოდ სიმპატიური, კარგი აღნაგობის მამაკაცი იყო, მაგრამ ახლა ნამდვილად არ იყო მასზე დაკვირვების დრო.
ცოტახანში სადღაც, პატარა კაფესთან გააჩერა ლაზარემ და უკანა სავარძლიდან ქურთუკი აიღო.
-ყავას ვიყიდი, თუ გინდა წამოდი-მითხრა და მეც დავწვდი ჩემს ქურთუკს.
მოვიცვი და ტელეფონთან ერთად საფულის ძებნა დავიწყე, ჯანდაბას, მანქანაში მქონდა, ოღონდ არა აქ, ჩემთან.
მაინც მივყევი უკან მაღალ, მხარბეჭიან მამაკაცს და გონებაში ხუთიანი დავუწერე აღნაგობას.
-საფულე ჩემს მანქანაში დამრჩა-გავხედე და რაც შეიძლება საწყალი სახე მივიღე.
-არაუშავს, აიღე რაც გინდა, არაა პრობლემა-პირველად გამიღიმა მგონი მთელი 3 საათის განმავლობაში რაც მას ვიცნობდი.
ორივესთვის შეუკვეთა ყავა, მე კი ვერ ავარჩიე, შოკოლადის ტორტი მეჭამა თუ ბანანის.
სანამ ვარჩევდი ჩემ ძმას კოორდინატებიც ჩავუგდე სადაც ვიყავით და ორივე ნამცხვარი დავადებინე თეფშზე.
რავქნა ვგიჟდები ტკბილეულზე.
ოღონდ იმით დამშვიდებულმა, რომ ჩემი ძმები უკვე 10 წუთში აქ იქნებოდნენ და გადაიხდიდნენ.
-გინდა?-შევთავაზე ზრდილობის გულისთვის ლაზარეს.
სასწაული მოხდა და მეორედ გამიღიმა მან, თან თავი გააქნია.
-მალე ჩემი ძმები მოვლენ-თან ჭამა დავიწყე და თან ვუთხარი მას.
-კარგი-მხრები აიჩეჩა მან.
უხმოდ იჯდა და ხან გარეთ იხედებოდა, ხან მე მიყურებდა.
-რამდენი წლის ხარ?-მკითხა მოულოდნელად და ყავა კიდევ ერთხელ მოსვა
-23, შენ?-დიდად კი არ მაინტერესებდა, მაგრამ ზრდილობის გამო ვკითხე
-შეაბრუნე და გამოიცნობ-გაეცინა მას
-32?-გაკვირვებულმა გავხედე მას
-ხო, ახალგაზრდა ვჩანვარ უფრო ხო?-შეიფერა მან
-არა, მოხუცს-ჩავამწარე სიხარული და გამეცინა.
-მუშაობ?-ისეთ კითხვებს მისვამდა, თავი გასაცნობ ორგანიზაციაში მეგონა თუ არსებობდა ასეთი რამე
-რა თქმა უნდა-ვუპასუხე და ჩემი ძმის მანქანა რომ დავინახე ფეხზე წავხტი.
გარეთ გავედი და შევეგებე
-აქ მარტო რატო წამოხვედი ვიღაცის მანქანით?-უკმაყოფილო იყო ილია, მაგრამ მაინც მომხვია ბეჭებზე ხელი და შუბლზე მაკოცა.
რავქნა, რაც არ უნდა ველურები იყვნენ მაინც საყვარლები არიან და ვგიჟდები მათზე.
მეც მოვეხვიე და იაკობს ენა გამოვუყავი, ისიც დამეჯღანა და კაფეში შევედით.
რადგან ბიჭები ერთმანეთს უკვე იცნობდბებ გაცნობა არ დამჭირვებია.
-მოგისწრია-ჩემს წინ თეფშებზე მანიშნა ილიამ
-ხო, არაფერი მქონდა ნაჭამი-მხრები ავიჩეჩე
-ვფიქრობ ჯობია მანქანა აქ დატოვოთ, უკვე ნახევარი საათის გზა დარჩა და იქ ცუდი გზები და დიდი თოვლია-შესთავაზა ლაარემ
-შენ სად მიატოვე ჩემი ნაჩუქარი მანქანა?-უკმაყოფილო იყო იაკობი
-ყოველ წუთში რატომ მახსენებ შენი ნაჩუქარი როა?-უკმაყოფილოდ გავხედე შუათანა ძმას.
-იმიტომ რომ ჩემი ნაჩუქარია-ხო, მე და იაკობი სულ ტომი და ჯერივით ვწყვიტავთ ერთმანეთს.
-დაწყნარდით, რა ხდება? ელაპარაკე იოსებს?-გახედა ლაზარეს ილიამ
-თვითონ იოსებს არა, მეგობარს, ვის აგარაკზეც არიან, შემდეგ ეს ორი ადგა და მოსაწევად გავიდნენ. იქ რა ისაუბრეს არ ვიცი.
მე და იაკობ დავრჩით მხოლოდ
-შენ გადაიხადე ფული, მე საფულე დამრჩა და ბევრი ვჭამე, სირცხვილია-ვუთხარი მას და სიცილით გადაბჟირებული ძლივს დავაწყნარე
-ნეტა ის ქარაფშუტა რას შვება?-ფეხები გადაფარჩხა და მარიშკაზე დაფიქრდა.
თვითონაც იცოდა ქარაფშუტას რომ ვეძახდით მაგრამ არ წყინდა.
-ალბათ ტკბება შეყვარებულთან ერთად-მხრები ავიჩეჩე
-შეყვარებული კი არა ქმარი, მონატაცებ გოგოს მე სახლში ვეღარ წავიყვან, ხო მომეჭრა თავი?-მეზობელი ნაზიკოსავით ალაპარაკდა ის და სიცილით უკვე ერთმანეთს ვასკდებოდით.
კი ვხუმრობდით მაგრამ ზუსტად ვიცოდი ჯავრობდა პატარა დაზე. იქ ასულს კი დარწმუნებული ვარ ძალიან სერიოზულად მოუწევდა საუბარი.
სანამ ბიჭები შემოვიდოდნენ იაკობმა ფული გადაიხადა და კაფის მეპატრონე იკითხა
მიმტანმაც გვანიშნა გარეთ მდგარ ჩაფუთნულ კაცზე და ჩვენც გავედით.
მიესალმა შუახნის კაცს იაკობი და აუხსნა საქმის ვითარება, მაღლა, მთაში მივდივართ და მანქანა მინდა აქ დავტოვო საღამომდე, იმედია არაფერი მოუვაო, უთხრა და ორმოცდაათლარიანი გაუწოდა მაგრამ საკმაოდ საყვარელი კაცი გამოდგა.
მთელი თვით დატოვეთ ბიძია თუ გინდათ, ფულს რაში მაძლევთო, ჩვენც კმაყოფილი წამოვედით და ლაზარეს მანქანაში დავჯექით.
ამჯერად უკან ვიჯექი ილიასთან ერთად და ღვედის შეკვრა არ მიწევდა.
ნახევარ საათში მართლაც პატარა ორსართულიან სახლს მივადექით.
ლაზარემ ორჯერ დააპიპინა და მანქანიდან გადავიდეთო გვითხრა.
როგორც ჩანს გველოდნენ შეყვარებული წყვილი.
აივანზე გამოვიდნენ მაშინვე და მარიშკა ლოყებაწითლებული შეგვეგება თავის იოსებთან ერთად
-დებილი ხარ-ვუთხარი როდესაც გადავეხვიე და თვალები დავუბრიალე.
შიგნით შევედით. სიცივისგან მობუზული მაშინვე ბუხართან მივედი და ხელები მივუშვირე.
-რა ხდება? რა საჭირო იყო ასე ჩუმად გამოპარვა?-მკაცრი იყო ილია. მარიშკას ძმის მკაცრ ტონზე გული აუჩუყდა და თვალები ცრემლებით აევსო.
-გვიყვარს ერთმანეთი და დავქორწინდებით მალე-სიტყვით გამოვიდა იოსები
-ვინ გიშლიდათ ბიჭო მერე? ნორმალური ადამინივით მოსულიყავი და დაგვლაპარაკებოდი-გაბრაზებული იყო იაკობი.
-გავიგე რომ ჩემთან შეხვედრას უშლიდით-არც იოსები აპირებდა იკან დახევას
-არ გიცნობ კარგად ძმაო და "ლე კი არ ვარ ჩემი და ასე გამოგატანო, მოსულიყავი, გეთქვა, მიყვარს, ასე ვაპირებთ მომავალშიო და სახლში დავაბამდი?-ზედმეტად იყო გაღიზიანებული იაკობი
ძმის ტონზე მარიშკამ უკვე ხმამაღლა დაიწყო ტირილი და მისვლა და დამშვიდება გადავწყვიტე იოსებმა რომ მიიხუტა გულზე.
მაშინვე ადგილზე დავრჩი და ოთახს მოვავლე თვალი.
ყველა დაძაბული იჯდა.
-წამოდით გარეთ ვისაუბროთ-ფეხზე წამოდგა ილია და მანიშნა მარიშკასთან მივსულიყავი.
ბიჭები გარეთ გავიდნენ და შევუდექი დის დამშვიდებას
-ხომ გითხარი, ვერაფერს დაგიშლიან-მეთქი, რატომ წამოხვედი?-ვუთხარი და ლამაზ მწვანე თვალებში ჩავხედე.
-მიყვარს მე იოსები-სლუკუნებდა ის.
-კარგი, კარგი, არავინ გიშლის სიყვარულს-ისევ მოვხვიე ხელები და აღარაფერი მითვამს.
10 წუთში ბიჭებიც შემოვიდნენ.
-დარჩები თუ წამოხვალ და ქორწილის მერე გადახვალ საცხოვრებლად?-კატეგორიული იყო ილიას ტონი
არჩევანის წინაშე დამდგარმა ჯერ შეყვარებულს გახედა და მერე საკუთარ ძმას.
-როგორც შენ გადაწყვეტ-თბილი იყო იოსების ხმა.
-დავრჩები-გაუბედავად განაცხადა მარიშკამ
-მშობლებს შენ დაურეკავ-მხრები აიჩეჩა იაკობმა
-კარგი, მინდა იცოდე რომ შენზე გაბრაზებული არ ვართ, ახლა დაგტოვებთ და ბედნიერებას გისურვებთ-უთხრა ილიამ პატარა დას, ლოყაზე აკოცა, სიძესაც ხელი ჩამოართვა და გარეთ უკანმოუხედავად გავიდა.
იაკობიც უკან მიყვა.
-ტელეფონი ჩართე რომ შეგეხმიანო ხოლმე, გილოცავ ჩემო პატარავ-ყურში ჩავჩურჩულე და ჩავეხუტე,
სიძესაც გავუღიმე და ლაზარესთან ერთად ოთახი დავტოვე.
-კარგად ხარ?-მკითხა ლაზარემ მას შემდეგ რაც თოვლზე ფეხი ამოცდა და კინაღამ ძირს გავიშოტე გულდამძიმებული.
-კი-თავი დავუქნიე და იძულებული გავხდი მკლავზე ჩამოვკიდებოდი ისე მისრიალებდა ფეხი.
-ეს დედას როგორ უნდა ვუთხრათ? წნევა დაარტამს-მანქანასთან მისულს მითხრა იაკობმა და ლაზარეს მხრიდან მისაზე გადავინაცვლე.
მოკლედ დიდი ამბები იყო.
მშობლები თავიდან ძალიან გაბრაზდნენ, მერე შეურიგდნენ და ქორწილზე დაიწყეს საუბარი, მაგრამ არ მოინდომა წყვილმა ქორწილი, სამოგზაუროდ წავიდნენ მალევე.
გაგრძელდა ჩვენი რუტინული ცხოვრება, თუმცა ამჯერად აღარ მაღვიძებდა მარიშკას და იაკობის ღრიალი.
იაკობი სხვა გასართობს რომ ვერ ნახულობდა, ილიასაც ვერაფერს უბედავდა და ამჯერად ჩემზე ჰქონდა მთელი ყურადღება გადმოტანილი.
-როგორი დღე გქონდა?-სამსახურიდან დაბრუნებულს წინ ამესვეტა და გამიღიმა
-შესანიშნავი, შენ?-გავუღიმე და ფეხსაცმელები იქვე მივყარე. ჩანთა და პალტოც გზას გავუყენე და ზურგზე შევახტი გზას.
-მე მშია და მარტო ჭამა დამეზარა, ილია სახლში არაა, წავიდეთ სადმე მოდი?-მისაღებში დივანზე დამაგდო და თავზე დამაცქერდა
-წავიდეთ, ოღონდ გამოვიცვლი-დავეთანხმე და მეორე სართულზე ავვარდი
მეც ძალიან მშიოდა, არც გამზადების და მერე დალაგების თავი მქონდა.
კლასიკური შარვალი და პერანგი გავიხადე და ამჯერად ჯინსი და თხელი მაიკა გადავიცვი.
ქვემოთ ჩასულს იაკობი უკვე მზად დამხვდა, მეც ქურთუკი მოვიცვი და გავუდექით გზას.
-როდის აპირებ ჩვენთან გადმოსვლას?-უკმაყოფილო ხმა ჰქონდა ძმას.
გული წყდებოდა მათი შეთავაზებული სამსახურის ნაცვლად უბრალო კომპანიაში რომ დავიწყე მუშაობა.
-მოვა მაგის დროც-გავუცინე და შეკვეთილ საჭმელს შევექეცი.
წამოსვლას ვაპირებდით უკვე კაფეში ვიღაც გოგონასთან ერთად ლაზარე რომ შემოვიდა.
მაშინვე გვიცნო და ხელის აწევით და ღიმილით მოგვესალმა.
გოგონა იქვე მაგიდასთან დასვა და თვითონ ჩვენსას მოუახლოვდა.
-როგორ ხართ?-გაგვიღიმა და ორივე გადაგვკოცნა.
-შენ როგორ ხარ?-შეუბრუნა რაღაცნაირად, უხეშად სიტყვა იაკობმა
-რავიცი, არამიშავს-მხრები აიჩეჩა ბიჭმა, შემდეგ მე გადმომხედა, კვლავ იღიმოდა
იაკობი მაშინვე დაემშვიდობა კაცს, ხელი მომხვია და კაფედან ისე გავედით.
ამ დაძაბულობის მიზეზი, რა თქმა უნდა, ვკითხე, მაგრამ არ მიპასუხა.
--
უკვე თებერვალი იწურებოდა, გარეთ კვლავ საშინლად ციოდა, მე კი ძმებთან ერთად მანქანაში ვიჯექი და კვლავ ნაცნობ გზას მივუყვებოდით ყაზბეგისაკენ.
ხვალ მარიშკას დაბადების დღე იყო და ვიკრიბებოთ.
თითქმის მთელი გზა მეძინა და მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი მანქანა რომ გაჩერდა.
სახლის წინ უამრავი ხალხი ტრიალებდა.
ძირითადად სულ ახალგაზრდები იყვნენ.
უკმაყოფილო სახით მოვიცვი ქურთუკი და სითბოდან სიცივეში რომ გადავედი შემაკანკალა
-მიდი, შედი თორემ გაცივდები-მიბიძგა სახლისკენ ილიამ
სახლში შესულმა მაშინვე ბუხართან ავიტუზე და ნაცნობ სახეებს დავუწყე ძიება.
ძლივს მოვკარი მარიშკას თვალი გოგონების ჯგუფში ჩამჯდარს
-გამარჯობა დაიკო-დავადექი თავზე.
-როდის მოხვედით?-გაუკვირდა მას და გადამეხვია
-ახლახანს-ვუთხარი და მანაც ახალი სახეების გაცნობა დაიწყო ჩემთვის.
მაინც ვერავინ დავიმახსოვრე. უკმაყოფილო სახით დავბრუნდი ბუხართან და სავარძელში მოვკალათდი.
ტელეფონში საინტერესო ფილმი მქონდა ჩაწერილი და ყურსასმენებით ვუყურებდი, არ მიყვარდა ასეთი სიტუაციები, მითუმეტეს უცხო ხალხით გადატვირთული სახლი. თითქმის მთელი საათი გადართული ვიყავი ფილმზე ვიღაცამ ცალი ყურსასმენი რომ გამომაძრო.
-როგორ ხარ ელენე?-გვერდით ლაზარე მიჯდა და მიღიმოდა
-კარგად შენ?-ზერელედ ვუპასუხე და ფილმი დავაპაუზე.
-მეც-მოკლედ მიპასუხა და როდესაც მივხვდი ხმის ამომღები რომ აღარ იყო კვლავ ფილმის ყურება განვაგრძე.
ოღონდ მართლა არ ვიცი რას აკეთებდა აქ, ჩემს გვერდით სავარძელზე.
უკნიდან ხელის შეხება რომ ვიგრძენი შევხტი, გაკვირვებულმა გავხედე უკან და ჩემს მხრებს შემოხვეული იაკობი რომ დავინახე გამეცინა
-მოგენატრე?-ვკითხე და უკვე მეორედ დავაპაუზე ფილმი
-შემცივდა, მიიწი-ერთ სავარძელში ძლივს ჩავეკვეხეთ ორივე და ამჯერად ერთად განვაგრძეთ ფილმის ყურება, თუმცა ხშირად ვამჩნევდი იაკობის ლაზარესკენ გაპარებულ მზერას.
-იმედია დღეს აქ არ ვრჩებით-ვუჩურჩულე იაკობს
-არა, ხომ არ გაგიჟდი? აქვე პატარა სასტუმროა და იქ დავრჩეთ-გაეცინა მას.
-შენ რომ გათხოვდები ასე არ გამოშტერდე-დააყოლა თან და ლოყაზე მაკოცა.
-ნუ გეშინია ჩემო სიცოცხლევ, არ მიგატოვებ არასდროს-ჩავიხითხითე და მხარზე ძმაკაცურად გადავხვიე ხელი.
-ლაზარე, შენ როგორ ხარ?-მოულოდნელად გადაწვდა იაკობი გვერდით მჯდომს.
-კარგად იაკობ, შენ როგორ ხარ?-დაუბრუნა პასუხი კაცმა
-რატომ არ ერთობი მეგობრებთან ერთად?-გახედა მოცეკვავე ბრბოს იაკობმა
-მშვიდად მირჩევნია ყოფნა-მოკლედ უპასუხა ლაზარემ.
-წავალ ყავას მოვიტან, შენც ხომ არ გინდა?-გავხედე ანდრონიკაშვილს.
-სიამოვნებით დავლევდი-გამიღიმა მან.
ვამჩნევდი რაღაც დაძაბული ურთიერთობა სუფევდა ამ ორს შორის.
სამზარეულოში გასულმა სამი ჭიქა გამოვიღე კარადიდან, თითქმის ყველაფერი არეული იყო, ძლივს მოვაკვლიე ყავას და შაქარს.
ბოლოს სამი ჭიქით ხელში გავედი ბუხართან.
თითქმის უხმოდ დავლიეთ ყავა და შემდეგ ავდექი და წამოვედი.
მომბეზრდა იქ ჯდომაც.
ილიას დავუწყე ძებნა, აივანზე ვიპოვე სავარძელში მჯდომი, ეზოს გადაჰყურებდა.
კარგად ვიცნობდი ჩემ ძმებს.
არც ერთს უყვარდა უცხო გარემოში უცხო ხალხთან ყოფნა ჩემს მსგავსად და ისევე როგორც მე, ცუდად გრძნობდნენ აქ თავს.
მიუხედავად იმისა რომ იოსებთან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, მის მეგობრებს მაინც ვერ ეგუებდონენ ძმები, არც კი ვიცი რატომ.
-რას შვებიი?-ჩავკივლე ყურში და ამჯერად მას ჩავუხტი კალთაში
-მოვიწყინე, არც დალევა მინდა, არც მოწევა და ნატაც არ მპასუხობს-სიცილით აათამაშა მობილური ხელში
-წამოდი სასტუმროში წავიდეთ და რამე ფილმს ვუყუროთ სამივემ-ვგიჟდებოდით ერთად ფილმების ყურებაზე.
-მიდი იაკობს უთხარი, მარიშკას დაემშვიდობე და წავედით-ჩემი წინადადება აშკარად მოეწონა მასაც.
სწრაფად წამოვხტი ფეხზე.
-იაკობ, წავედიით-ვუჩურჩულე ყურში მას და ამჯერად მოცეკვავე ბრბოში მარიშკას ძებნა დავიწყე
-მარიშ, წავედით ჩვენ, ხვალ გამოვალთ ისევ-როდესაც ბრბოდან გამოვიყვანე ვუთხარი
-მოიცა სად მიდიხართ? რას ქვია მიდიხართ?? თქვენთვის ოთახი გავამზადე, დარჩით რა-გაკვირვებულ-გაბრაზებული იყო ის
-ხო იცი გვირჩევნია სასტუმროში მშვიდად ვიყოთ, კარგად გაერთე და ხვალ აქ ვართ-ლოყაზე ვაკოცე და მეტს არავის დავმშვიდობებივარ ისე წავედით.
---
-რას უბღვერ იმ საწყალ ბიჭს?-სასტუმროში მისულებს სიცილით ვკითხე იაკობს ლაზარეზე
-საწყალს? რომ იცოდე რა თავხედი და ნაბი;ვარი ვიღაცაა, შენც შეუბღვერდი-უკმაყოფილოდ გადმომხედა მან, არ ესიამოვნა მასზე საუბრის წამოწყება.
გამიკვირდა მისი პასუხი, სულაც არ ჩანდა ლაზარე ცუდი ადამიანი.
კიდევ ერთხელ გამახსენდა მამაჩემის დარიგება ადამიანს მარტო გარეგნულად ნუ შეაფასებო.
--
სამსახურიდან დაღლილი გამოვედი.
-დამეძინა გუშინ, რას ავყევი იმ იდიოტებს?-უკმაყოფილო ვიყავი.
გუშინ მთელი ღამე რაღაც სერიალს ვუყურებდით მე და ილია, დილით კი პირდაპირ სამსახურში წავედით გამოუძინებლები.
დარწმუნებული ვიყავი ისიც ჩემს მსგავსად ნახევრად მძინარი იქნებოდა.
მანქანაში დავჯექი და ამოვისუნთქე.
მუსიკები ჩავრთე და გზას გავუდექი.
შუქნიშანზე ვიყავი გაჩერებული უკნიდან ბიძგი რომ ვიგრძენი, ჯერ ვერ მივხვდი რა ხდებოდა, ბოლოს რომ მივხვდი ჩემი თეთრი მერსედესი საფრთხეში იყო სწრაფად გადმოვხტი მანქანიდან
-ეს რაარის?-გაოცებულმა გავხედე ჩამტვრეულ უკანა ფარს შეჭეჭყილ ნაწილს.
-ბოდიში, შემთხვევით მომივიდა-გავიგონე ნაცნობი ხმა და გაკვირვებულმა ავხედე ლაზარეს და მის უზარმაზარ ჯიპს.
-სანამ პატრული მოსულა დაახვიე აქედან-გაბრაზებულმა გამოვცერი კბილებში და მანქანაში დავბრუნდი, კარგა ხნის ანთებული იყო მწვანე და მაშინვე გაბრაზებულმა გავხედე უკან გამოდევნებულ ნაცნობ მანქანას.
ფარებს მინთებდა და მანიშნებდა გამეჩერებინა.
გაბრაზებულმა გავაჩერე მანქანა.
-ბოდიში, მართლა შემთხვევით მომივიდა-დამწუხრებული სახე ჰქონდა მას
-გავიგე, ახლა შეიძლება გზა გავაგრძელო?-ვკითხე და კიდევ ერთხელ გავხედე საცოდავად გვერდმილეწილ მანქნას
-არა, გაგიკეთებ ასე ხოარ გაგიშვებ?-უკმაყოფილოდ გადმომხედა მან
-როგორმე ჩემითაც შევძლებ, მეჩქარება და შეიძლება წავიდე?-ყველაფერს ვაპატიებ ადამიანს ჩემი თეთრი რაშის დამტვრევის გარდა.
ეს მანქანა უკვე თითქმის ორი წელია იაკობმა მაჩუქა და ისე ბუბლი, როგორც შვილს.
-კარგი, ხვალ გამოგივლი დილით და სახელოსნოში წავიყვან-მითხრა და პასუხს არ დალოდებია ისე დაჯდა მანქანაში
-იდიოტი-ჩავილაპარაკე და მეც დავჯექი მანქანაში. თითქმის ორი წუთი ველოდე როდის წავიდოდა, მაგრამ საშველი რომ აღარ დააყენა ისევ მე მივაჭირე გაზს ფეხი და სახლში წავედი.
სახლში მხოლოდ მძინარე ილია დამხვდა
-ილი, გაიღვიძეე-გავუწყე ნჯღრევა
-მოდი, შენც დაიძინე-დამპატიჟა მან
-მანქანა დავამტვირიე ილია-თქმა და მისი თვაკების დაჭყეტვა ერთი იყო.
-კარგად ხარ?-ამათვალ-ჩამათვარიერა მან
-ის იდიოტი ლაზარე მებდღვნა უკნიდან, მითხრა გაგიკეთებო და მეთქი არმინდა, ჩემით ვიზავთქო-მოვუყევი მოკლედ და დალეწილი მანქანა ვაჩვენე.
მანაც როგორც კეთილმა ძმამ საკუთარი მანქანის გასაღები დროებით გადმომილოცა და დამპირდ 2 დღეში ამასაც გაკეთებულს მოგიყვანო
--
სამსახურში პრობლემა მქონდა, დებილმა უფროსმა რაღაც იდიოტობაზე ისეთი შარი მომდო, აღარ მოვუთმინე და ტრაკში შეიტენეთ თქვენი იდიოტური კომპანიათქო წამოვედი.
ახლა მთელი დღეები უსაქმოდ დავბოდიალებდი ახალი სამსახურის მოლოდინში და ჩემ ძმებს ვამშვიდებდი, ერთ თვეში თუ ვერ ვიშოვე თქვენთან წამოვალმეთქი.
უკვე გაზაფხული იყო და დილით რა, უკვე შუადღეს ფეხზე ამდგარმა მზე რომ შევნიშნე მივხვდი შესანიშნავი ამინდი იყო სასეირნოდ.
სპორტულები ჩავიცვი და უბანში ბორიალი დავიწყე, სახლში წასვლას ვაპირებდი ჩემმა დამ რომ დამირეკა, ახალი ამბავი მაქვს სასწრაფოდ ჩემთან გამოდიო.
მეც მეტი საქმე არ მქონდა და 20 წუთში უკვე მასთან გავჩნდი.
-რა ხდება?-კარში შესულმა გადავკოცნე და დივანზე დავჯექი, აშკარად მარტო იყო.
ორსულად ვარო პირდაპირ მაჯახა და, რა თქმა უნდა, ძალიან, ძალიან გამიხარდა. ვგიჟდები პატარებზე და მერე მარიშკას და იოსების პატარა წარმოვიდგინე.
მწვანეთვალება, ქერა, უსაყვარლესი ბავშვი.
მარიშკას გემრიელი ნამცხვარი გამოეცხო და გამიმასპინძლდა.
მალევე კარის ხმა გავიგე და სიძე და ლაზარე შემოვიდნენ ოთახში
-როგორ ხარ?-მომესალმა სიძე და მომიკითხა. მეც მამაკაცები გადავკოცნე და კვლავ ჩემს ადგილს დავუბრუნდი.
-გავიგე შენი მანქანა შეულამაზებიათ-გაიცინა იოსებმა, ხმა არ გავეცი, მხოლოდ თავი დავუქნიე და ჭამა განვაგრძე.
-შენ არ გინდა ლაზო ნამცხვარი?-ფეხზე წამოხტა მარიშკა.
ამან უარის ნიშნად თავი გააქნია და მარიშკამაც კვლავ საკუთარი ადგილი დაიკავა
-წავედი ახლა მე, გნახავ ამ დღეებში კიდევ-წამოვდექი ამჯერად ფეხზე, ყველას დავემშვიდობე და მანქანაში დამჯდარმა გვერდით მდგარ ნაცნობ მანქანას გავხედე.
-რატომ ტრიალებს ეს ბიჭი სულ ჩემს გარშემო?-ამოვიოხრე და თავი საჭეს დავადე.
მისი ახლოს ყოფნის დროს აფორიაქებას და დაბნეულობას ახლა ვუმკლავდებოდი, მაგრამ არ ვიცოდი ასე რამდენ ხანს გავძლებდი.
ხანდახან ისე მოულოდნელად შემოიჭრებოდა ჩემს ფიქრებდი, ვერ ვასწრებდი გააზრებას.
მისი მუქი ყავისფერი თვალები თბილად და ამავდროულად მკაცრად იმზირებოდნენ და ისეთ სინთეზს ქმნიდნენ, აუცილებლად დაგატყვევებდათ.
რამდენიმე წუთი დავყავი ფიქრში, თავი რომ ავწიე ჩემი მანქანის წინ ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, ჯინსსა და თხელ მოსაცმელში გამოწყობილი თმააჩეჩილი ლაზარე დამხვდა და წამით მის თვალებს მივაშტერდი.
მერე ისევ ჩემ თავზე მომეშალა ნერვები, მანქანა დავძარი და სწრაფად დავიძარი ადგილიდან.
უკვე 2 წუთის გზა იყო ჩემს სახლამდე ნაცნობმა მანქანამ გზა რომ მომიჭრა დაწინ ჩამიდგა.
-რა გინდა?-გადავედი მანქანიდან და მის კაპოტს მივეყრდენი
-რატომ გამოიქეცი?-წინ დამიდგა ის და ზემოდან დამხედა
-არ გამოვიქეცი, წამოვედი, რა შენი საქმეა?-ხელები გულზე გადავიჯვარედინე მე.
-დიდი ხანია შენთან საუბარი მინდა და ვერ მოვახერხე-ერთი ნაბიჯით წინ მოიწია ის, მინდოდა უკან დამეხია, მაგრამ გამახსენდა რომ მანქანაზე ვიყავი მიყუდებული და არ გავნძრეულვარ
-გისმენ
-მინდა ჩემს კომპანიაში დაიწყო მუშაობა, რეკომენდაცია გაგიწია იოსებმა და მეც თანამშრომელი მჭირდება-მითხრა მოკლედ მან
-არ მინდა-გადაჭრით ვუთხარი მე.
რა ჯანდაბა მინდოდა მის კომპანიაში?
-არც კი დაფიქრებულხარ-უკმაყოფილო იყო ის, პასუხის გაცემას ვაპირებდი უკნიდან მანქანა რო მოგვადგა და დაასიგნალა.
-პასუხისთვის 2 დღეში შევხვდებით-მითხრა მან, ლოყაზე მიჩქმიტა და მანქანა დაძრა, მეც მას მივბაძე.
--
ლაზარე მას შემდეგ არ მინახავს, რაც სამსახური შემომთავაზა, 2 კვირა იყო თითქმის გასული.
მე კი უკვე ორი დღე იყო რაც ოჯახის ბიზნესში ჩავერთე.
სამსახურის შემდეგ მარიშკასთან უნდა გამევლო, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, ლაზარეც იქ დამხვდებოდა.
არც შევმცდარვარ, იქ მისულს ყველას მივესალმე და დივანზე დაღლილი დავჯექი
-გშია ელ?-გადმომხედა დამ თბილად
-არა, ყავას დავლევ-გავუღიმე და ჩანთიდან ტელეფონი ამოვიღე, აქედან პირდაპირ რესტორანში უნდა წავსულიყავი კლასელების სანახავად.
ბანკეტიდან 5 წელი იყო გასული და ეს შანსიც არ გაუშვეს ხელიდან, რა თქმა უნდა.
-გამახსენდა, დღეს ბაგრატი უნდა ნახო-თვალი ჩამიკრა მარიშკამ.
-ბაგრატთან ერთად 23 ადამიანი იქნება კიდე მარიშ-გამეცინა მე და თვალი უნებურად გავაპარე ლაზარესკენ. მიყურებდა და წამში ავარიდე მზერა.
ბაგრატი ჩემი პირველი და უკანასკნელი შეყვარებული იყო. ჩვენთან მეთერთმეტე კლასში გადმოვიდა, თითქმის ერთი წელი ვიყავით ერთად, შემდეგ კი სხვადასხვა უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ არ ვიცი, რაღაცნაირად გაგვიცივდა ურთიერთობა და დაშორება ვამჯობინეთ.
-ნეტა შეცვლილია?-დაინტერესდა ჩემი და და ჩაფიქრებული გავიდა სამზარეულოში.
-ვინაა ბაგრატი?-დასვა კითხვა იოსებმა
-ყოფილი შეყვარებული-აუღელვებლად ვუთხარი და კიდევ ერთხელ შეხვდა ჩემი და ლაზარეს მზერა.
რაღაცნაირად, თითქოს შემაჟრჟოლა მაგრამ არაფერი შევიმჩნიე და მამაკაცს მზერა არავრიდე.
-ოჰოო-გაეცინა იოსებს
ამასობაში მარიშკაც დაბრუნდა ყავის ჭიქით.
-კაბა სად გაქვს?-დააინტერესა ჩემს ირგვლივ ვერაფერი რომ ვერ დაინახა ჩანთის გარდა
-მანქანაში მაქვს ყველაფერი-ვუპასუხე და შემდეგ უკვე მანამდე არ მომეშვა, სანამ ძირს არ ჩამიშვა და ყველაფერი არ ამომატანინა.
შემდეგ უკვე წყვილის ოთახში შევიკეტეთ და მარიშკამ როგორც პროფესიონალმა მაკიაჟის და თმის კეთება დამიწყო.
აი სწორედ ამიტომ მოვედი დღეს აქ.
მეზარებოდა სალონში ცდა.
ზუსტად 1 საათში, ჩემი კულულა გაბუჩქული თმა სწორი იყო და ლამაზად მქონდა მხარზე დაყრილი.
ჩემი ლურჯი თვალები კიდევ უფრო გამოკვეთილი იყო მუქი მაკიაჟის ფონზე.
ლამაზი, ტანზე მომდგარი მუქი ლურჯი კაბა მეცვა.
-რა ლამაზი ხარ, ლაზარეს ნამდვილად დაატყვევებ-თვალი ჩამიკრა დამ
-ეგ რა შუაშია?-მაინც მეგონა აქცენტს ბაგრატზე გააკეთებდა
-ვერ ხედავ როგორ გიყურებს? დებილი კი არ ვარ, ვხვდები ყველაფერს-ჩაიხითხითა მან და ოთახიდან გამისროლა. ამასობაში იკვე 8 სრულდებოდა. აშკარად ჩემი წასვლის დრო იყო.
ისე გავედი, საერთოდ არ შევიმჩნიე მამაკაცების მზერა, უბრალოდ დავემშვიდობე, კარგად იყავითმეთქი, მარიშკას მუცელზე მოვეფერე და ვუთხარი მალე კიდევ გესტუმრებითქო.
რავქნა ძალიან მომწონდა მუცელი თანდათან რომ ებერებოდა
მანქანაში დავჯექი და რამდენიმე წუთში კვლავ ნაცნობი მანქანა გადამეღობა წინ.
მანქანიდან არც გადავსულვარ ისე დავაჭირე სიგნალს ხელი. თუმცა ის ნელი მოძრაობით გადმოვიდა მანქანიდან, ჩემს გვერდით კარი გამოაღო და დაჯდა
-დიდხანს აპირებ ამ სისულელის გაგრძელებას?-გავხედე მას
-გააჩნია, დამჯერი იქნები თუ არა-გაეცინა მას.
-რა გინდა?
-მომწონხარ, მგონი უნდა ხვდებოდე არა?-ჩემკენ შემობრუნდა მთელი ტანით
-მეც მომწონხარ, გადადი ახლა მაგვიანდება-გამეცინა მასზე მე.
რატომ მეცინებოდა არვიცი, ალბათ ძაან ბანალური იყო ჩემთვის.
ან ჯერ კიდევ იმ სიტყვების ზეგავლენის ქვეშ ვიყავი, იაკობმა რომ თქვა, თავხედი და ნაბი;ჭვარიაო.
რაც არ უნდა მომწონებოდა ადამიანი, მაპატიეთ მაგრამ ჩემი ძმის უფრო მჯეროდა ვიდრე უცნობის რომლის მიმართაც გრძნობები მიჩნდებოდა. არ მინდოდა მხოლოდ გულით მემოქმედა.
უკნიდან გამვლელი მანქანები ჯერ ასიგნალებდნენ, შემდეგ რომ ხვდებოდნენ ადგილიდან დამძვრელი არ ვიყავით, გვერდს გვივლიდნენ და მიდიოდნენ.
-არ ვხუმრობ ელენ-გაიღიმა მანაც
-კარგი, სერიოზულად, მერე?-სერიოზული გამომეტყველება მივიღე მე
-არაფერი, კარგად გაერთე-გაიღიმა მან, ჩემი ყბა ხელში მოიქცია, ტუჩზე მოწყვეტით მაკოცა და ისე გადავიდა მანქანიდან და წავიდა, ძლივს გავაცნობიერე რა მოხდა.
-ეს რა ტუტუცია?-ჩავილაპარაკე ჩემთვის გაოცებულმა, მაგრამ გულის სიღრმეში, მომეწონა კიდეც, მისი ქცევა. უნებურად გამეღიმა, ასე გაღიმებულმა დავქოქე მანქანა და რესტორანთან მივედი.
როგორც ბატონმა ლაზარემ დამიბარა, კარგად გავერთე და თითქმის თენდებოდა სახლში რომ მივედი.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ბაგრატი ცოლთან ერთად გამოგვეცხადა კლასელებს, გულრწფელად მივულოცე მას და გართობა განვაგრძე.
--
შუადღე იყო ტელეფონის ზარმა რომ გამაღვიძა, ილია რეკავდა
-აუ რა გინდაა?-ამოვიბუზღუნე თვალებდახუჭულმა
-ადექი, მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს, დახმარება გვჭირდება-უკმაყოფილო იყო ის
-რამდენ ხანში მოვიდე?-ვფიქრობდი რამდენ ხანს მოვასწრებდი კიდევ ძილს
-20 წუთში აქ იყავი-მითხრა და გამითიშა.
ალბათ რამე სერიოზულიათქო და მაშინვე ფეხზე წამოვხტი.
პირი დავიბანე და თმა ისე ავიკარი არც დამივარცხნია.
სპორტულები უსწრაფესად ჩავიცვი, მანქანის გასაღებს ხელი დავავლე და სწრაფად გავვარდი გარეთ.
-ჯანდაბა ოღონდ ახლა არა-ამოვიოხრე წინ ნაცნობი მანქანა რომ გადამიდგა.
უკვე მივეჩვიე მის ასეთ ქცევებს და არც მიკვირდა.
სწრაფად გადავედი მანქანიდან და მანქანის ცხვირს მივეყუდე
-მეჩქარება-მანქანიდან გადმოვიდა თუარა ვუთხარი
-მეც მომენატრე-გვერდით ამომიდგა ის
-ვაიმე, ნუ ბოდავ, გამატარე, მართლა მეჩქარება, საღამოს მე თვითონ დაგირეკავ და სერიოზულად ვისაუბროთ ოღონდ ახლა გამატარე-ვუთხარი ზედმეტად სერიოზულად.
ისიც მიხვდა ალბათ რომ არ ვხუმრობდი, კიდევ ერთხელ ამჯერად შუბლზე დამიტოვა კოცნა და უსიტყვოდ გამეცალა.
კომპანიაში მართლაც სერიოზული პრობლემა იყო.
კლიენტს საჩივარი შეეტანა ჩვენს წინააღმდეგ და ანაზღაურებას ითხოვდა, რომელიც უკვე გადახდილი გვქონდა და პატარა თანხაც არ იყო.
წინ დიდი და დამღლელი სამუშაო გველოდა.
საღამოს სახლში მისულს არც გამხსენებია ლაზარესთვის მიცემული პირობა, დილამდე მშვიდად მეძინა.
--
-შენ ზარს ველოდი-ჩემს ეზოში, ჩემს ავტოფარეხში, ჩემს მანქანას იყო მიყრდნობილი ანდრონიკაშვილი.
-აქ როგორ მოხვდი?-წარბი შევკარი მე
-კარი ღია იყო-ჭიშკარზე მანიშნა მან.
-კარგი, რაგინდა-ჩანთა მანქანაზე დავდე და მის წინ დავდექი
-შენ მითხარი დაგირეკავო, მატყუარა-ხელები გულზე გადაიჯვარედინა მან
-დამავიწყდა-თვალები ავატრიალე მე, მართლა დამავიწყდა და რა მექნა?
-ამისთვის სამაგიეროდ გადაგიხდი-თითი დამიქნია ცხვირწინ.
ამ მომენტში ყველაზე ნაკლებად იაკობის აქ გამოჩენას ველოდი, ძალიან გამიკვირდა, ჭიშკარი რომ გააღო, მანქანის შემოყვანას აპირებდა ავტოფარეხის ღია კარიდან რომ შეგვნიშნა და წამით ადგილს მიეყინა.
სულაც არ გახსენებია შუა ქუჩაში დატოვებული დაქოქილი მანქანა, გაკვირვებული მზერით წამოვიდა დაბნეული ჩვენსკენ.
თითქოს ვერ იჯერებდა, მის წინ ვინ იდგა
-ამას აქ რა უნდა?-ჩემთან მოვიდა პირდაპირ ის
მისი სიმშვიდე იმდენად მაოცებდა, ვერც კი მოვიფიქრე რა მეპასუხა
-ამას აქ რა უნდა?-იმხელა ხმაზე იღრილა მან უნებურად შევხტი
-რა ვიცი, მიდი და თვითონ კითხე-ვუთხარი გაბრაზებულმა, არა მასზე, არამედ ჩემ თავზე გაბრზებულმა, მანქანაში დავჯექი და ისე წამოვედი იქიდან უკან არც მომიხედავს.
სამსახურში არ წავსულვარ, პირდაპირ მშობლების სახლისკენ ავიღე გეზი და წყნეთში ავედი.
სანამ მივიდოდი მანამდე მომივიდა მესიჯი
"ნუ ინერვიულებ, ყველაფერი კარგადაა" ნაცნობი ნომერი იყო, მაშინვე მივხვდი ვინ იქნებოდა. არაფერი ვუპასუხე, იაკობის ზარებიც დავაიგნორე და მთელი დღე მშობლებთან ერთად მხიარულად გავატარე სანამ ჭიშკარს ორი მანქანა არ მოადგა.
ორივე გაბრაზებული სახით მოდიოდა.
დივანზე ხელებგადაჯვარედინებული დავჯექი და დაველოდე მათ მოსვლას.
გაკვირვებულმა გადმომხედა მამაჩემმა.
ბიჭები შემოვიდნენ თუარა იგივე პოზაში დაჯდნენ ჩემს წინ
-იჩხუბეს-დაასკვნა მამამ და დედას გადაჩურჩულა
-ჯერ რ გვიჩხუბია, აწი ვიწყებთ-უპასუხა გაბრზებულმა იაკობმა
-არ ვაპირებ თქვენთან ჩხუბს, სისულელეა-ხელი ავიქნიე მე
-ერთად ხართ?-მკითხა მშვიდად ილიამ
-რა სისულელეა, რა ერთად, ტიპს სამჯერ შევხვდი შემთხვევით სულ, არც ვიცნობ წესიერად-აღვშფოთდი მე
-კი ჭუკჭუკებდით კარგად, თან სად? ჩვენს ავტოპარეხში-ვერ წყნარდებოდა იაკობი
-მარიშკა არ გეგონო, ხმას დაუწიე-წამოვუხტი ძმას ფეხზე
-უკვე საკმაოდ დიდი ვარ იმისთვის დამოუკიდებლად მივიღო გადაწყვეტილება, თუ მომინდება ოდესმე ლაზარესთან ყოფნა ესეც იქნება, თუარა არაფერიც არ მოხდება, შენ კი შენ თავს მიხედე-თვალებში ვუყურებდი მას და ისე ვესაუბრებოდი
-მერე არ უნდა გაიაზრო ეგ შენი ლაზარე ვინ ჩემი ფეხებია? რამდენჯერ მაქვს ნათქვამი, არაა კაი ტიპი, ცუდ საქმეებშიათქო და ფეხებზე გკიდია ჩემი სიტყვა, მე არ მიჯერებ და იმ სი'რს მალე ალბათ კისერზე დაეკიდები, შენთვის ოდესმე ცუდი მდომებია?-არც იაკობი ჩანდა უკან დამხევი, თუმცა მისმა სიტყვებმა საშინლად გამამწარა
-ილია, ადექი და ეს ერთუჯრედიანი აქედან მომაცილე, თორემ ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ-მივმართე უფროს ძმას
-სიმართლე არ მოგეწონა? შენ ხარ იურისტი, მიდი ამოქექე საქმეები, მე არ ვერევი, ტირილით რომ მოხვალ სახლში, ჩემი იმედი არ გქონდეს-მითხრა უხეშად, მანქანის გასაღებს ხელი დაავლო და უკანმოუხედავად გავარდა, უკან გაყვა ილიაც
-კარგად ბრძანდებოდეთ, მე აქ გადმოვდივარ საცხოვრებლად-მივაძახე მათ და მაგიდაზე დადებული ლარნაკიც მივაყოლე კარებს
-რას შვები დედა, მიყვარდა ეგ ლარნაკი-უკმაყოფილო იყო დედა
-წავედი აუზზე-ვუთხარი მშობლებს უხეშად და ჩემ ძველ საძინებელში ავირბინე, გამოვეწყვე და აქვე, მეზობლად მდებარე კომპლექსში გადავედი.
აბონიმენტი ავიღე და გადავეშვი აუზში.
ვიცოდი ახლა მხოლოდ ცურვა თუ დამამშვიდებდა
--
ჩვენი ჩხუბის მერე ერთი კვირა იყო გასული და პირველად მივდიოდი სამსახურში, დავფიქრდი და მივხვდი, უფრო ნერვებს მოვუშლიდი იქ რომ დამინახავდნენ.
წინ ნაცნობი მანქანა რომ გადამიდგა არ გამკვირვებია
მანქანიდან არ გადავსულვარ, ის დამიჯდა გვერდით
-როგორ ხარ?-მკითხა და ლოყაზე მიჩქმიტა
-ასე როდემდე აპირებ გაგრძელებას?-ღვედი შევიხსენი და მისკენ მივბრუნდი
-ხომ გითხარი რომ მომწონხარ?-უკმაყოფილო სახე მიიღო მან
-და ეგ რას ხსნის? კუდში რომ დამსდევ? შენ გამო ისედაც კონფლიქტი მომივიდა ძმებთან, არ ვაპირებ შენთან ურთიერთობას, შემეშვი-ვუთხარი მკაცრად
-ჯერ ერთი, არ ვაპირებ შეგეშვა, მინდა ურთიერთობა ვცადოთ, შენი ძმები ისევე შემეგუებიან როგორც იოსებს.
-გადადი მანქანიდან-ვერ გავიგე რა მეთქვა, აშკარა იყო მიზიდავდა და მომწონდა, როგორც კაცი და საპირისპირო სქესის ადამიანი, მაგრამ იმდენადაც არ მიღირდა, ორი ძმა დამეკარგა მის გამო.
-დღეს, 9 საათზე აუზზე გელოდები-მითხრა, ჩემი ყბა კვლავ ხელში მოიქცია და ამჯერად, ვნებიანად, მომთხოვნად წაეტანა ბაგეებს. ტანში ჟრუანტელმა დამიარა, არც შემიჩერებია, არც კოცნაში ავყოლივარ, ტვინი არეული მქონდა.
როდესაც მომშორდა კმაყოფილმა ჩაიღიმა, აწითლებულ ტუჩებზე ცერა თითი გადამატარა და თვალებში ჩამაშტერდა
-გადადი-ვუთხარი მშვიდად და მზერა ავარიდე.
რაც უფრო ვუღრმავდებოდი საკითხს, ვაანალიზებდი, ეს დამპალი ადამიანი მიზიდავდა, თან ძალიან.
მთელი დღე ისე ვიჯექით სამსახურში ხმა არ გაგვიცია ერთმანეთისთვის მე და იაკობს, ილია როგორც ყოველთვის ძმას ეთანხმებოდა მაგრამ ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებდა ერჯერ თუ სამჯერ საქმესთან დაკავშირებით რაღაც მკითხა.
სამსახურიდან 7 საათი იყო სახლში რომ მივედი და მთელი ორი საათი ვფიქრობდი, წავსულიყავი კი აუზზე?
9-ს ხუთი აკლდა ფეხზე რომ წამოვხტი, საცურაო კოსტუმი უცებ ამოვიცვი და ჩანთაში ნივთები ჩავყარე.
მანქანაში რომ დავჯექი მერე მივხვდი რას ვაკეთებდი და გეგმაც დავსახე გონებაში.
აუზზე რომ მივედი ათის ნახევარი იყო.
ბევრი ხალხი არ იყო, მაგრამ მაინც შევნიშნე აუზში, წყალზე მოტივტივენაცნობი სხეული
ნივთები გასახდელში მქონდა დატოვებული, გავიქეცი და პირდაპირ თავზე დავახტი სხეულს.
ვიგრძენი როგორ შეხტა და აფართხალდა წყლის ქვეშ ჰაერის გარეშე დარჩენილი.
-გიჟი ხარ?-ხველებით მკითხა მან როდესაც ამოყვინთა.
არაფერი მიპასუხია ისე გავცურე სიღრმისკენ და მის მსგავსად წყალზე გავწექი.
-ვიცოდი რომ მოხვიდოდი-მომიახლოვდა ის
კვლავ არაფერი ვუთხარი, მხოლოდ გავხედე და კვლავ ჭერს ავხედე.
წელზე ვიგრძენი მისი ხელი, წამიერად დამიარა ჟრუანტელმა და მის სხეულზე აკრული რომ აღმოვჩნდი წინააღმდეგობა არ გამიწევია
დიდხანს ვიყავით ასე, ის მყარად იდგა ფსკერზე, მე კი მხოლოდ მისი შემოხუველი ხელები მაკავებდა, რომ არ ჩავძირულიყავი.
მალევე შემოვხვიე კისერზე ხელები და ცხვირი მის ყელში ჩავყავი.
ასეთი სიმშვიდე მგონი პირველად ვიგრძენი ცხოვრებაში, ყველა გეგმა, მასთან დაკავშირებით სადღაც შორს გადავისროლე და მთლიანად მას მივენდე.
არ ვიცი რამდენი ხანი ვიდექით ასე, ბოლოს ისევ მე მოვშორდი და თვალებში შევხედე. რამდენიმე წამის შემდეგ კი აუზიდან ამოვედი და გასახდელში შევედი.
არ მინდოდა მომენტი სიტყვებით გამეფუჭებინა.
აუცილებლად გამახსენდებოდა რისთვის ვიყავი მოსული, ეს კი სიტუაციას დაძაბავდა.
საათს რომ დავხედე თორმეტი სრულდებოდა და თვალები გამიფართოვდა. ვერც კი მიხვდი როგორ გავიდა ამდენი დრო
თბილად ჩავიცვი და შენობა დავტოვე, ავტოსადგომზე გასულს ჩემს მანქანაზე აყუდებული რომ შევნიშნე თვალები ავატრილე
-მოდი რა, ერთად ვიყოთ-მითხრა მან და მოსაცმელის კაპიშონი თავზე წამომაფარა
-დრო მჭირდება, კიდევ კითხვებზე პასუხები-ხელები გულზე გადავიჯვარედინე და ისე ავხედე ქვემოდან
-ხო, წამო, სახლამდე მიგაცილებ და ხვალ ვისაუბროთ-მითხრა ღიმილით, მანქანას მოშორდა და კართან მივიდა, მას შემდეგ რაც გასაღებით გავაღე კარი გამიღო, სანამ დავჯდებოდი როგორც იცოდა ისე, ყბა ხელით დამიკავა და ტუჩებზე მაკოცა, შემდეგ კი საკუთარი მანქანით უკან გამომყვა.
მეცინებოდა სიტუაციაზე, ლაზარე ანდრონიკაშვილი საკუთარი მანქანით უკან მომყვებოდა და ჩვენ ერთად ყოფნის ზღვარზე ვიყავით.
სახლში მისულმა მაშინვე საწოლს მივაშურე და მთელი ღამე ლაზარეს ვხედავდი სიზმრად.
--
სამსახურში მისულს იაკობი თვალმოჭუტული მიყურებდა
-რა გინდა?-შევუღრინე მას
-რაღაც სხვანაირად გიციმციმებს შენ ეგ თვალები, რა ხდება-წინ დამიჯდა ის, კი გამიკვირდა ხმა რომ გამცა მაგრამ ცოტა დამშვიდებული ჩანდა.
-დამანებე თავი-ვუთხარი და ღიმილი რომ დამეფარა თავი დავხარე, რავქნა, სულ გუშინდელ ჩახუტებაზე ვფიქრობდი.
რომ მახსენდებოდა რაღაც ამოუცნობი შეგრძნებები ისადგურებდა ჩემში, რაც ძალიან მომწონდა
-გუშინ ლაზარე ანდრონიკაშვილი იყო მოსული გიო, გითხარი?-ჩვენს თანამშრომელს მიუცუცქდა იაკობი და ხმამაღლა გაუბა საუბარი რომ გამეგო
მაშინვე ყურები ვცქვიტე და მისკენ გავიხედე.
-მერე რაო? რა უნდოდა?-ამოხედა გიომაც ინტერესით
-არაფერი, მე და ილიასთან საქმე ქონდა რაღაც, ილია აქ რო იყოს მოგიყვებოდა მარა მე მეზარება-უთხრა და მისი მაგიდიდან საკუთარზე გადაინაცვლა.
გაბრაზებული წამოვხტი ფეხზე და პირველი რაც ხელში მომყვა ის ჩავარტყი თავში, ეს ჩემი ჩანთა აღმოჩნდა
-გამოეტიე გარეთ და ყველაფერი მომიყევი-ვუთხარი, მაგრამ ფეხზე წამოდგომას არ აპირებდა
-რატომ უნდა მოგიყვე? შენ რომ ხვდები მიყვები? ხოდა მეც არ გეტყვი-ჩემს ნერვებზე თამაშს აგრძელებდა ის
-მიდი და მეც მოგიყვებითხოლმე-გავენაზე მე
-გადი, მომშორდი, ყავას თუ მომიტან დავფიქრდები
მთელი დღე დამარბენინებდა, ხან რა მომატანინა, ხან რა, ბოლოს ისევ ილია მოვიდა, იმას შევეცოდე და მითხრა
გუშინ შუაღამეს ეგ შენი ლაზარე თავზე დაგვადგა, მიყვარს თქვენი და და სულ ასე იქნება ჩვენ სიყვარულს წინ ვერ აღუდგებითო, მერე ის გვითხრა, ციხეში ჩემი დანაშაულის გამო არა, მამაჩემის დანაშაული დავიბრალე, ვიცოდი ციხიდან ცოცხალი ვერ გამოვიდოდა, გული აწუხებს, მისი სიცოცხლის გამო ჩემი 3 წელი გავწირეო.
აბა რა უნდა გვეთქვა, ბედნიერები იყავით, მაგრამ ჩვენ დას თუ რამეს აწყენინებ დაგლეწავთთქო და გავუშვითო.
საშოკილი ვუსმენდი მათ და ვერ გამეგო რას ნიშნავდა.
ჯერ ისიც არ ვიცოდი ლაზარე ციხეში თუ იყო ნაჯდომი, მერე მამამისის გამო, კიდევ ერთხელ გადავამოწმე როგორც იურისტმა მისი საქმე და მთელი საღამო, სანამ სამსახურიდან სახლში მივდიოდი ველოდებოდი როდის ჩამიჭრიდა გზას.
ლამის ოცით დავდიოდი მაგრამ რომ არ გამოჩნდა ნერვები მომეშალა.
ტელეფონზე არ დამირეკავს, იოსებს პირდაპირ მისამართი გამოვართვი, გავიგე მარტო რომ ცხოვრობდა და სახლში დავადექი
-აქ რა გინდა?-ლამის დორბლი გადმოვიდა პირიდან ისე გაუკვრდა.
პირდაპირ მივახალე, თანახმა ვარ, შენი შეყვარებულიც ვიქნები და ცოტახანში ცოლადაც გამოგყვები, მარტო იმას ვჯავრობ ეს უბანალურესი ისტორია შვილებს როგორ მოვუყვეთმეთქი.
გაკვირვებული სახე გახარებულმა შეცვალა და იმდენხანს მატრიალა ხელში, კინაღამ გული ამერია.
შემდეგ დაიწყო ისტორია, რომელიც სულაც არ იყო ბანალური, პირიქით, ისეთი იყო შვილიშვილებთან მოყოლის დროს ყველა ბებია რომ იამაყებს!!!!

მოკლედ არ ვიცი რა გამოვიდა, დიდი ხანია არაფერი დამიწერია და ძაან სერიოზული მიზეზიც მქონდა, ახლა დავბრუნდი და იმედია კიდევ მომეძალება მუზა, ცოტა ბანალური თუა არაუშავს, ბანალური ყველაფერი სასიამოვნოა.
მოკლედ ისევ სრული ისტორია, მიყვარს შეუჩერებლად რომ ვწერ მთელი დღე.
მიყვარხართ და გკოცნით.
იმედია აზრზს დააფიქსირებთ <3



№1  offline წევრი Rania

Sheneuli kokrochinA. Sayvareli da tkbili istoria iyooo
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი Maia G.

თბილი,ტკბილი და გემრიელი ისტორიაა,სულ ღიმილით ჩავიკითხე ❤

 


№3  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

Rania
Sheneuli kokrochinA. Sayvareli da tkbili istoria iyooo


madlobaa❤️❤️❤️

მაია❤
თბილი,ტკბილი და გემრიელი ისტორიაა,სულ ღიმილით ჩავიკითხე ❤


madlobaa❤️❤️❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი მარი

კარგი ხარ არაბანალური,
kissing_heart kissing_heart

 


№5 სტუმარი სტუმარი ანი ანი

ძალიაან სიყვარულიკო ისტორია იყო^-^ მომეწონა და ვისიამოვნე ^-^

 


№6  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი გაგრძელებას

 


№7  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

სტუმარი მარი
კარგი ხარ არაბანალური,
kissing_heart kissing_heart

მადლობა ❤️❤️

სტუმარი ანი ანი
ძალიაან სიყვარულიკო ისტორია იყო^-^ მომეწონა და ვისიამოვნე ^-^


დიდი მადლობა❤️

ანი ანი
დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი გაგრძელებას


სამწუხაროდ ისტორია სრულადაა და გაგრძელება არ იქნება❤️

 


№8  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ჟოზე
როგორ მიყვარს მე ეგ შენი პაწაწკუნტელა ისტორიები და როგორ მაკლდა... რა კარგია,როგორ გამიხარდი ნიკი რომ დავინახე და მერე სულ ღიმილით ჩავიკითხე ბოლომდე ❤❤ როგორც ყოველთვის ახლაც ძალიან ტკბილი სახალისო და თბილი ისტორია გამოგივიდა ❤❤❤ წარმატებები და დაველოდეჰი შემდეგს როცა იქნება ❤❤

დიდი მადლობააა❤️❤️❤️❤️ძააან გამიხარდა და უდიდესი მოტივაციიაა ეს ჩემთვისს❤️❤️❤️❤️

 


№9  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ჟოზე
ტომაჩკა
ჟოზე
როგორ მიყვარს მე ეგ შენი პაწაწკუნტელა ისტორიები და როგორ მაკლდა... რა კარგია,როგორ გამიხარდი ნიკი რომ დავინახე და მერე სულ ღიმილით ჩავიკითხე ბოლომდე ❤❤ როგორც ყოველთვის ახლაც ძალიან ტკბილი სახალისო და თბილი ისტორია გამოგივიდა ❤❤❤ წარმატებები და დაველოდეჰი შემდეგს როცა იქნება ❤❤

დიდი მადლობააა❤️❤️❤️❤️ძააან გამიხარდა და უდიდესი მოტივაციიაა ეს ჩემთვისს❤️❤️❤️❤️

უცხო არ ვარ,:დდ "dakarguli" ვარ უბრალოდ ნიკი შევიცვალე ❤❤ ასე ძალიან ნუ მომანატრებ ხოლმე თავს და ისტორიებს ❤❤:))

კიდეკაი მითხარი თორე მეთქი სად დაიკარგაა:დდდ სხვათაშორის ერთი მზად მაქვს უკვე ხვალისთვის დადასრული მაქვს მარტო დასაწერი❤️❤️შენ თუ ხარ უფრო დიდი მოტივაციაა და უფრო მიხარიაა❤️❤️

 


№10  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ჟოზე
ტომაჩკა
ჟოზე
ტომაჩკა
ჟოზე
როგორ მიყვარს მე ეგ შენი პაწაწკუნტელა ისტორიები და როგორ მაკლდა... რა კარგია,როგორ გამიხარდი ნიკი რომ დავინახე და მერე სულ ღიმილით ჩავიკითხე ბოლომდე ❤❤ როგორც ყოველთვის ახლაც ძალიან ტკბილი სახალისო და თბილი ისტორია გამოგივიდა ❤❤❤ წარმატებები და დაველოდეჰი შემდეგს როცა იქნება ❤❤

დიდი მადლობააა❤️❤️❤️❤️ძააან გამიხარდა და უდიდესი მოტივაციიაა ეს ჩემთვისს❤️❤️❤️❤️

უცხო არ ვარ,:დდ "dakarguli" ვარ უბრალოდ ნიკი შევიცვალე ❤❤ ასე ძალიან ნუ მომანატრებ ხოლმე თავს და ისტორიებს ❤❤:))

კიდეკაი მითხარი თორე მეთქი სად დაიკარგაა:დდდ სხვათაშორის ერთი მზად მაქვს უკვე ხვალისთვის დადასრული მაქვს მარტო დასაწერი❤️❤️შენ თუ ხარ უფრო დიდი მოტივაციაა და უფრო მიხარიაა❤️❤️

იფ რა მაგარია .... ❤❤ ანუ ამ დღეებში მეორე პაწაწკუნტელა სიყვარულოკო ტკბილობას დადებ?? რა კაია ❤❤
ძველ ნიკს ვამართლებდი :დდდდ ახლა აღარ დავიკარგები ❤❤ :))

ჩემი საოცარი მკითხველი ხარ შენ❤️❤️❤️

 


№11  offline ახალბედა მწერალი tasusuna

მოკლედ,ტომაჩკა,ამ
კითხვა-კითხვაში ჩამეწვა ჟულიენი :/ ჩემი ქმარი მომკლავს,სასწაულად შია და სამასჯერ მაინც მითხრა მორჩი კითხვას სუნი ასდის სოკოსო.. :/ ჟულიენს რაუჭირს,ტაფას ვეღარ ვცნობ ..
ისეთი გაბადრული დავყურებ მაინც ამ ჩემს შავ ჟულიენს,რომ შევჭამო,არც გამიკვირდება..
მე მიყვარს ბანალურობები,ესეც მომეწონა,
სულ გაბადრულმა ჩავამთავრე და,
ბიჭის სახელი-ლაზარე ხომ საერთოდ!
უზომოდ მიყვარს.
წარმატებები და ხშირადწერე!

 


№12  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

tasusuna
მოკლედ,ტომაჩკა,ამ
კითხვა-კითხვაში ჩამეწვა ჟულიენი :/ ჩემი ქმარი მომკლავს,სასწაულად შია და სამასჯერ მაინც მითხრა მორჩი კითხვას სუნი ასდის სოკოსო.. :/ ჟულიენს რაუჭირს,ტაფას ვეღარ ვცნობ ..
ისეთი გაბადრული დავყურებ მაინც ამ ჩემს შავ ჟულიენს,რომ შევჭამო,არც გამიკვირდება..
მე მიყვარს ბანალურობები,ესეც მომეწონა,
სულ გაბადრულმა ჩავამთავრე და,
ბიჭის სახელი-ლაზარე ხომ საერთოდ!
უზომოდ მიყვარს.
წარმატებები და ხშირადწერე!

ამის წერის დროს ოჯახი მეც მშიერი დავტოვე! იმდენაააად მოვიხიბლე შენი კომენტარით და იმდენად გამათბო და იმდენად ჩამწვდა გულში ლამისაა გამეხეს ყბა ღიმილით და მადლობა ასეთი თბილი რომ ხარ<3 <3 უზომოდ ბედნიერი ვარ და აღარ ვჯავრობ იმ ერთ დღეს მამაჩემი და ჩემი ძმა მარტო პურზე და ყველზე რომ გადავატარე^^ <3<3 ძალიან ბედნიერი ვარ

 


ორი დღეა რაც აღმოგაჩინე,ყოველი ისტორიის წაკითხვის შემდეგ სხვა შენს ისტორიას ვუჯდები.
ძალიან მომეწონა შენი ვითომ ბანალური,სინამდვილეში კი ძალიან საყვარელი ისტორია.
გული გამითბე<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent