შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძმები (თავი 9)


20-07-2019, 12:12
ავტორი naattii
ნანახია 1 990

სიწყნარეს მოეცვა ჭომის დასახლების ბოლო ორი ქუჩა, ამდენი წელი იყო ტყუპები ამ ქალაქში ცხოვრობდნენ, მაგრამ ამ ადგილას ნამდვილად პირველად იყვნენ. რამდენიმე სახლის მოშორებით უკვე ტყეც მოჩანდა და ქალაქიც დასასრულისკენ მიდიოდა.
-აქედან ზამთარში ნეტა ციგურებით ეშვებიან თუ ციგებით_დაფიქრებულმა გამოხედა იოანემ უკან მოტოვებულ გზას და ჩაფიქრებულ ძმას გახედა.
-რომელ ნომერშ ცხოვრობს_სახლები მოათვალიერა გაბრიელმა
-ეს უნდა იყოს_საქაღალდეში ჩახედვის შემდეგ მოპირდაპირე, თთქმი მიტოვებულის შესახედაობის სახლს ახედა ბიჭმა.
-ვინმეს ეძებთ?_იქვე მდგომი ბიჭებიდან ერთ გამოეყო და ძმებს მიუახლოვდა.
ყოველგვარი ზედმეტი სიტყვის გარეშე ამოიღო მოწმობა გაბრიელმა და ბიჭს დაანახა.
-ოჰოჰ, გასაგებია, აქაურობა ზეპირად ვიცი, იქნებ დაგეხმაროთ_ხელები სიცილით ასწია ბიჭმა დანბების ნიშნად.
-მალხაზი სახლშია?
-რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ვიცოდი ერთხელ მოაკითხავდნენ_ისევ ჩაეცინა ბიჭს -მაგრამ, თუ მისგან რამისდაცინცვლა გინდათ სასმელით დაენახეთ, მშინვე მოეწონებით_თვალი ჩაუკრა ბიჭა და მაღაზიისკენ მიანიშნა. იოანეც მაშინვე წავიდა ოხვრით და სასმლის რამდენიმე ბოთლი შეიძინა.
-არამგონია დაკაკუნება გაიგოს_პირდაპირ შეაღეს კარი და ლამის გული აერიათ დაგუბებული სუნისგან.
-რამდენი წელია ეს დედა ...... ამ სახლიდან არ გასულა_ცხვირი გადაიკეტა ბიჭმა ხელებით.
-როგორც ჩანს დიდად არც შუქი უყვარს_სანათი აანთო მობილურში გაბრიელმა და მალხაზის ძახილით მიყვა პატარა დერეფანს. ლამის მთელი სართული მოიარეს და ძლივს მიაგნეს ბოლო ოთახში მთელ ტახტზე ვარსკვლავის ფორმაში გაწოლილ კაცს. როგორც ჩანდა მთვრალს დაეძინა და მთელი ხმით ხვრინავდა, ჯერ კიდევ იქვე ეყარა სასმლის დაცლილი ბოთლები.
-რამე ეშველება ახლა ამას ვითოომ?_დაეჭვებით დახედა ლამის მკვდარივით მოხრიალე კაცს და გამქრალ ძმას მოხედა უკან -გაბრიელ, სად წახვედი?
-გამოსაფხიზლებლად რამე დაგვჭირდება_წყლით სავსე ვედრო დაანახა მანაც ძმას და წამებში დააცალა მასპინძელს თავზე.
-რა ჯანდაბაა_რეაქციამაც არ დააყოვნა და მალხაზი ღრიალით წამოხტა ფეხზე.
-აბა, წყნარად, წყნარად_ხელები აწია გაბრიელმა და სკამზე ჩამოჯდა -სალაპარაკო გვაქვს მალხაზ ბატონო, ამიტომ რაც შეგილია გამოფხიზლდი და დაჯექი.
-თქვენ ვიღა ჯანდაბა ხართ_ბიჭებს გადახედა კაცმა და დანანებით გაკრა ფეხი უკვე ცარიელ ბოთლებს.
-კეთილის მსურველები_ცბიერი ღიმილით დაალაგა იოანემ მაგიდაზე არყის ბოთლები და კაცის გაცისკროვნებულ სახეზე ჩაიცინა.
-ახლა რაც გინდათ მკითხეთ_ბოთლებზე თვალისმოუშორებლად მიუჯდა მაგიდას და ამჯერად ინება ბიჭებზე შეეხედა.
-ამ ბიჭებს რამდენად კარგად იცნობდი_სურათი დაუდო მაგიდაზე გაბრიელმა.
-რაო მოკლეს თუ სუნთქავენ ჯერ კიდევ?
-ანუ იცნობ?
-რასაკვირველია, ერთად გავიზარდეთ, მაღლაფერიძე სულაც არ ჩანდა ისეთი ნაბი*ვარი როგორიც დადგა, აი სანდრო კი_თავი გადააქნია კაცმა.
-სანდრო? ამ შუანას სანდრო ქვია?
-დიახ, სანდრო ნემსიწვერიძე, ერთ ეზოში ვიზრდებოდით, ლამის ერთად გვეძინა, სკოლაც ერთმანეთის გვერდით დავამთავრეთ, მერე მაგათმა ვიღაც ბობოლა იპოვეს.
-რას ნიშნავს ბობოლა იპოვეს?_წარბები შეეკრა იოანეს.
-სწავლა და მუშაობა იმ პერიოდში არავის უნდოდა, ამ ორა კი მომავალი წამალში დაინახეს და იმ დროს ქუთაისში პირველ გამსაღებელთან დაიწყეს საქმის ჩალიჩი.
-განაგრძე, მერე?
-რამდენიმე წელი არხეინად იყვნენ, მაშინ პოლიციის მოსყიდვას რა უნდოდა და კარგადაც შოულობდნენ, მაგრამ შემდეგ სახლებში მიადგნენ, სანდროს და ჰყავდა, იმისი გარევაც მოინდომეს და ბიჭუნას შეეშინდა მამაჩემი ჩემი დის გამო მომკლავსო. მაღლაფერიძეს ის გოგო ე*იდა ამიტომ ჩვეულებრივად გააგრძელა, რაღაც დროის მერე კი სანდრო შემთხვევით ვნახე, ეს ამბები რომ ვიცოდი ვკითხე რა მოიფიქრეთქო და მითხრა თავად გაიგებო. მართლაც გავიგე_არაყს თავსდახური მოხსნა მალხაზმა და პირდაპირ მოიყუდა.
-რა გაიგე?_დაძაბული უსმენდა გაბრიელი.
-ნაგაზს საპერნიკი გამოუჩნდაა_ჩაიცინა კაცმა -ხოდა ამ გამო*ირებულმა იფიქრა ორ კურდღელს მოვკლავო, ნაგაზს დიდი წამლის შეკვეთა აშოვნინა, იმ ახალს კი ჯაშუშობისთვის რამდენიმე ათასი დოლარი გამოართვა და აითესა. ეგონა ჩემებს შეეშვებიან და მე დამიწყებენ ძებნასო, მაგრამ პირიქით გააკეთა, ორი მოწინააღმდეგე ჯგუფი დააზავა და მის წინააღმდეგ გააერთიანა, მშობლები ამოუხოცეს, დას კი ნაგაზი თავის ჭკუაზე ატრიალებდა დაშინებით_მხრები აიჩეჩა კაცმა და ისევ სასმლით დაისველა გამომშრალი ყელი.
-მოიცა, ანუ?_ჯერ კიდევ გაოცებული იჯდა იოანე
-აუ ჩემი რა ხალხს ამუშავებენ მილიციაში, მიტო არაა საშველი_თავი გადაქნია მალხაზიმ, -ჩემო ბიჭო მომხედე, იმ გამო*ლევებულმა ორ ყველაზე დიდ ნარკომოვაჭრეს დაადო, ოჯახი მოაკვლევინა და დაც გაწირა, თავიდან კი გააერთიანა ისინი მაგრამ შემდეგ სამკვდრო სასიცოცხლოდ გადაკიდა, ორივე პაიკების მოშორებით იბრძოდა და ბევრიც დაიღუპა, ახლა ორივე საქართველოში მოღვაწეობს, როგორც ვიცი მომთაბარეებად იქცნენ, მაგრამ საქმეს ათიანზე აკეთებენ, თუ სადმე ერთმანეთის ხალხს ნახავენ აჩეხავენ და მიაგდებენ_მეორე ბოთლისკენ გაიწია კაცმა.
-შენ ამდენი საიდან იცი?_მოჭუტული თვალებით გამოხედა იოანემ.
-რადგან ამ სოროში ვზივარ არ გეგონოს ამბავი არ მომდიოდეს, გარეთ ბიჭები ხომ ნახეთ? ნახევარი რომელიმეს ბანდაში იქნება, წამში მიუვათ ჩემი ამბავი და სავარაუდოდ ბოლოჯერაც გხედავთ, მაგრამ მაგარი მ*იდია, ცოლმა მიმატოვა,ბავშვების ნახვა და საერთოდ მიახლოება აკრძალული მაქვს, გინდა სასმელში ჩავიხრჩო გინდა უცებ მომკლან ტყვიით.
-ანუ ლილუ პირდაპირ ნაგაზზე მუშაობს? ნარკომანია?_ხმა გაებზარა გაბრიელს.
-არ ვიცი ძმაო მოიხმარს თუ არა, მაგრამ მისი ძმის გადამკიდე სხვა გზა არ აქვს, ან უნდა მოკვდეს ან ნაგაზზე იმუშაოს_მხრები აიჩეჩა მასპინძელმა.
-ნაგაზზე რას იტყვი?
-არავინ იცის არც სახელი არც გვარი და არც გარეგნულად როგორია, მხოლოდ რამდენიმე დაახლოებულ პირს ენდობა, მაგაში ვერ დაგეხმარებით. აი ის მეორე კი ცოტა ლმობიერია, ნაგაზივით არ აფრენს, გაგეცინებათ და ბახალას ეძახიან.
-მაღლაფერიძე?
-ეგ ნაბი*ვარი არ მიხსენოთ_კბილები გააღრჭიალა კაცმა -სანდროს და ევასებოდა სულ და რო ვერაფერი მოახერხა უფრო გამწარდა, არც ვიცი ახლა სად ჯანდაბაშია.
-ნაგაზზე მუშაობს_მწარედ ჩაეცინა გაბრიელს და წამოდგა
-ღადაობთ სიმოონ? უყურე შენ მაღლოს, დამ*ალი პიდარა*ტი, მოუძებნია შესაფერისი ადგილი_ჩაეცინა ბოლოს.

-მოიცა, ანუ რა გამოდის, წითურის ძმის გამო ხდება ყველაფერი? ან მაშინ ბაჩო რა შუაშია რომ აკუწეს?
-ფაქტია ისიც გარეული იყო, ან ხელი შეუშალეს რამეში და უბრალოდ მოიცილეს, ან რაღაც ისეთი გაიგო რაც არ უნდა სცოდნოდა_მხრები აიჩეჩა გაბრიელმა.
-მე განყოფილებაში წავალ, ვეცდები ამ ნაგაზზე და ბახალა თუ ვინცაა რამე გავიგო, ან როგორ მოხდა აქამდე არც გვსმენია, შენ ქალბატონს დაელაპარაკე_წარბები მაცდურად აუთამაშა იოანემ.
-ახლა მასთან ასარკვევი არაფერია, ჯერ სრულ ინფორმაციას არ ვფლობთ, მეც განყოფილებაში წამოვალ_ძლივს მოთავსდა მძღოლის გვერდითა სავარძელში გაბრიელი და ხელით ანიშნა ძმას წადიო.

-მოკლედ ასეთი ამბავი გავიგეთ ბატონო დაჩი, ახლა ვცდილობთ ამ ნაგაზზე და ბახალაზე მოვიპოვოთ ინფორმაცია და იქნებ რომელიმე მათ კაცზე გავიდეთ, რასაკვირველია ქუთაისში თავად არ არიან, მაგრამ იქნებ ვეცადოთ ავიყვანოთ ან გავიგოთ მაინც ვინც არიან, მამუკა უკვე მუშობს_იოანემ მხრების აჩეჩვით გადახედა ჩაფიქრებულ უფროს.
-როგორ არ მინდოდა ბიჭებო თქვენი ასეთ საქმეში გარევა_თავი გადააქნია კაცმა და მძიმედ წამოდგა სავარძლიდან -მამუკა არ დაგჭირდებათ, არ მეგონა ამ საქმეში ბახალას თუ გავიგონებდი _სქელი საქაღალდე ამოაძვრინა უჯრიდან და ბიჭებს გაუწოდა -აქ ყველაფერს ნახავთ რაც მაგ კაცზე დაგჭირდებათ, მქონდა ბედნიერება ერთ-ერთ საქმეზე გადავყროდი, თუმცა დაჭერა ვერ მოვახერხე.
-გასაგებია უფროსო_მაშინვე წამოდგა გაბრიელი და საქაღალდეთი ხელში ანიშნა იოანეს გავიდეთო.
-სახლში ჩავუჯდეთ?_გარეთ გასულ ძმას კითხა ბიჭმაც.
-ხო, თორემ ვგრძნობ ნელნელა ფეხზე დგომა მიჭირს.
უკვე მანქანაში ჩაჯდომას და წასვლას აპირებდნენ გაბრიელის ტელეფონმა რომ გამოსცა ხმა:
„გთხოვ დამეხმარე, შარში ვარ, ტელეფონის ლოკაციით მიპოვი, გთხოვ იჩქარე“
ლილუს ნომერი ციმციმებდა შეტყობინებაზე.

---------------------------------------
ძალიან გული მწყდება ასე რომ პასიურობთ :( ის მაინც მითხარით, რომ არ მოგწონთ, ან ცუდია....



№1  offline წევრი gogincha

იცი რა ძაან ცუდი არ არის. მაგრამ თითქოს მარტო ფაქტების ჩვეება ხდება, ან ემოცია განცდები სადაა, მეტი დიალოგი, მეტი გრძნობების გამოხატვა საჭირო და არა ასე მშრალად მოყვე ამბავი, ან ასე სწრაფად ვითარდებოდეს მოვლენები, არც იმას ვამბობ რომ გაწელო სიუჟეტი, თუმცა რაღაცეების დამატება და მეტად გავრცობა შეიძლება. წარმატებები :)

 


№2  offline წევრი Rania

Nati axla cavikitxe yvela tavi ertad sayvareloo. Zalian kargiaa. Jerjerobit xurseba siujeti. Ubralod tavebis simciris gamo ikargeba saerto muxti. Torem arsheizleba cudi iyoss. Bolobolo sheni istoriaaa. Miyvars sheni tkbilobebi. Cota moumate ra gtxovvvv tavebis sisidesss
--------------------
Q.qimucadze

 


№3  offline მოდერი naattii

მადლობა ❤️❤️

 


სხვისი არ ვიცი და მე ძალიან მომწონს❤
ძალიან მაინტერესებს საბოლოოდ რა მოხდება და სად მარხია ძაღლის თავი. ლილუ შემეცოდა, ძმის გამო რა დღეშია. ისე კი არ მგონია ლილუს მოწერილი იყოს ის ესემესი, ისევ მგონია რომ გაბრიკოს რაღაცას უჩალიჩებენ და იმედია ჩემი ბიჭი დაფიქრებით მოიქცევა და ორივე ფეხს არ გადაიჩეხავს ისევ.
შემდეგს ველოდები.

 


№5 სტუმარი maco maco

იმიტო ვპასიურობ მე პირადად რომ ხშირად ვერ ვხედავ არადა ისეთი აზარტულია წესით ერთი სული გაქ ნახო რა მოხდება ან ცოტა გაზარდე თავები ან ხშირ ხშირად დადე, შენგან ასე არ ვართ მიჩვეული შენებურად გააგრძელე

 


№6  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

მე ძალიან მომწონს, ლილუ უზომოდ შემეცოდა, როგორც ყოველთვის ფორმაში ხარ, ველოდები გაგრძელებას ბახალას და ნაგაზის ამბავი ძალიან მაინტერესებს

 


№7  offline წევრი marikoshine:)

ძალიანაც კარგრია და ძალიან მომწენს შენი დეტექტივები :) წერის კარგი სტილი გაქვს ყოველშემთხვევაში მე ძალიან მომწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent