ამნეზია (სრულად)
ჩემს შვულებს ჩემნაირი თაფლისფერი თვალები აქვთ. სამივეს. ბიჭს რომელიც 3 წლისაა და გოგონებს რომლების 1წლის გახდებიან მალე. ჩემს ქმარსაც სიგიჯემდე უყვარს ეს თვალები. რადგანროცა მათში იხედება სიყვარუსლ ხედავს. ბედნიერო ოჯახი გვაქვს. რა უნდა ქონდეს ადამიანს ამაზე მეტი? მაგრამ... თვალები... თაფლისფერი,მწვანე, ცისფერი,შავი და კიდევ მრავალი ფერი. თვალები რომლითაც სამყაროს აღვიქვამთ. თვალები რომლებიც მეხსიერებას ლამაზ კადრებს აწვდიან. აწვდიან რომ შეინახოს მთელი ცხოვრება. სიხარულს, ტკივილს..რას არ დაინახავს თვალები. თუმცა ერთ დღეს შეიძლება ეს თვალები უმნიშვნელო გახდეს... ამნეზია არის დაავადება როცა გავიწყდება.. გავიწყდება ვინ ხარ, რა გამოიარე, რას მიაღწიე.გავიწყდება ყველა და ყველაფერი შენს გარშემო. იტანჯები.შეიძლება სახლის გზაც კი დაგავიწყდეს. როგორ გავუძელი ამას? რა გადავიტანე ამ დაავადების გამო? ყველაფერი იმით დაიწყო რომ სახლიდან გასულს გზა დამავიწყდა.ვერაფრით გავიხსენე.მივდიოდი გაურკვეველი მისამართით. მაგრამ ჩემმაქმარმა მიპოვნა.. საავამყოფოს კაი შევაღე . არ ვიცოდი იქედან გამოვღწევდი თუ არა..ექიმებმა დამისვეს დიაგნოზი...ამნეზია. შეუძლებელი გახდა ადამიანებთან კონტაქტი. იმ ცოდნის გამოყენება რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვისწავლე, ვისწავლე წლების განმავლობაში. დავრჩი მარტო გამოფიტული ადამიანი .ადიანი უფუნქციო ტვინით. საავადმყოფო. გამოკვლევები.ანალიზები.ეს ყველაფერი დამღლელია. ამ დაავადებამ დამავიწყა ვინნვიყავი . როგორი მეუღლე მყავდა.რამდენი ან რომხელაა შვილები. არ მახსოვს... მხოლოდ ის ვიცი რომ ვსუნთქავ. ისივ კი არ ვიცი რისთვის,უბრალოდ ვსუნთქავ. რადმინდა ასეთი სიცოცხლე, თუ ყოველი წამი იშლება ჩემი მეხსიერებიდან. რომ მოვხუცდები(თუ მოვა ეს დრო)რა მექნება მოსაყოლი? ან ვის მოვუყვები რა გამოვიარე? საერთოდ მეცოდენება?ოთხ კედელში გამოკეტილი ცოცხალი მაგრამ უფუნქციო ადამიანი ვარ. ცრემლებით გაჟღენთილი...სხვა ხომ არაფერი შემიძლია.ყოველდღე მოდიან ჩემთან 3 პატარა ბავშვი, რომლებიც ულამაზესები არიან.ერთი ბიჭი და ორი გოგონა ,ძალიან გვანან ეს ორი ერთმანეთს,მგონი ტყუპები არიან. ისინი მოყავს კაცს. რომელიც ყოველდღე მეუბნება რომ ის ჩემი ქმარია და მაჩვენებს ბეჭედს რომელიც თურმე ოდესღაც მე გავუკეთე. ვერ ვიხსენებ... მეუბნება რომ ეს სამი ანგელოზი ჩემი შვილები არიან.. მაგრამ მათი წასვლის შემდეგ ყველაფერი ქრება.. ისევ კარგავს მეხსიერება ამ წუთებს. ჩემს თვალებში კი კვლავ ცრემლებია. მავიწყდება რატომ ვტირი ,მაგრამ ვიცი რომ ეს არასდროს დამთავრდება. იქნებ იმედი გადაეწუროთ და ერთ დღეს აღარც მოვიდნენ...ვისზე ვსაუბრობდი? ვინ უნდა მოვიდეს? ვდგები და ყველაფერს ვლეწავ .. ისევ დამავიწყდა..ექთნები შემოდიან და მაკავებენ. შემდეგ რაღაც წამალი შეყავთ ნემსისგან დამახინჯებულ ვენასა და ხელებში და ვხუჭავ თვალებს. რომლებიც მხოლოდ წამიერად ხედავენ და მერე ავიწყდებათ ყველაფერი. ყველაფერი ქრება.. ყველა და ყველაფერი ჩემს გარსშემო.. წამალი მოქმედებს და ღრმა ძილში ვინაცვლებ. იქნებ ეს ბოლო დღეა? ან იქნებ...საერთოდ ვინ ვარ? სახელი ხომ არ მითქვამს თქვენთვის, რომ გამახსენოთ? ისევ გაქრა ყველაფერი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.