შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩიხი #3


21-07-2019, 02:29
ავტორი ქეთათო4
ნანახია 1 566

ნაცრისფერი ცის ქვეშ ისხდნენ...
ყელზე სიმბოლურად მოხვეული ხუთი თითი უთბობდა მთელს სხეულს..
ისევ არანაირი შეხება არც ჩახუტება უბრალოდ ყელზე მოხვეული ხუთი თითი...
ღიმილით მორთული სახე და მასზე აცეკვებული ფიფქები...
,,რომელი საათია?" იკითხა სოფიომ მაგრამ პასუხი იგვიანებს.
მოხვეული თითები ახლა ხელზე სრიალდებიან და სადღაც იკარგებიან.
ფეხზე დგება კანდელაკი.
-ძილის საათია სოფ!
არ შეხებია ისევ მაგრამ კარგად გრძნობდა იმპულსებს ქალი. მასში გამეფებულ ვნებასაც კარგად გრძნობდა.

აბაზანიდან პროვოკაციულად მოკლე პენუარით გამოვიდა.
კანდელაკის აბრჭყვიალებული თვალები მაშინვე სარკისებრი გახდა.
სოფიოს გრძელ ფეხებს მზერა ააყოლა და ისევ სამ აცეკვებულ ხალზე შეჩერდა.
მისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა..
მერე მეორე... და საბოლოოდ დაფარა მანძილი მათ შორის.
ცხელი სუნთქვა ეთამაშებოდა სოფიოს ყელს და მთლიანად გადაჰყავდა სხვა სამყაროში.
კანდელაკის ცხელი თითის ბალიშებმა მის ლავიწზე რომ გადაიარა უმისამართოდ ამოუშვა ბგერები.
ცხელი ტუჩების მიწებება იგრძნო ყელზე და ამან მეტად გაათამამა სოფიო.
კაცის სვიტერი ერთი ხელის მოსმით ასწია ზემოთ და მისი სიცივისგან გაყინული თითები ააცეკვა კანდელაკის მხრებზე.
დიდი სავსე მთვარე მთლიანად ანათებდა ნაცრისფერ ოთახს...
სოფიოს გლუვ კანზე ტუჩები ოსტატურად ააცოცა და საბოლოოდ გამოეთიშა ქალი ყველაფერს.
რბილ ზეწარზე დაეშვა და თან გაიყოლა მამაკაცი.
-სოფიო! ისევ აკონტრილებდა საკუთარ თავს კანდელაკი.
-საბოლოოდ მინდა შევიდე ჩიხში სადაც ისედაც ვარ!
თვალებ აბრჭყვიალებული ქალი მალევე შეცვალა მუცელში აფეთქებულმა სითბომ.
ყველგან გრძნობდა კაცის ცხელ ტუჩებს, რომელიც წვავდა.
საბოლოო დეტალმა ყველაფერს საკუთარი ადგილი მიუჩინა ჩიხში სადაც არეულად ეყარა ყველაფერი. ქალი, მამაკაცი,გრძნობები და ყავის ფინჯნები...


,,მკითხავ -რომელი საათია? მე კი გიპასუხებ, რომ -ჩვენი საათია!"

დილა არაჩვეულებრივად დაიწყო.
რომანტიკოსობის გარეშე, ჩვეულ ფორმაში ადგა კანდელაკი და აივანზე გასულმა მოუკიდა სიგარეტის ღერს, რომლის კვამლიც ბაკურიანის ჰაერს გაჰყვა უსასრულობაში.
ზურგით იდგა მაგრამ კარგად გრძნობდა სოფიოს ყველა გატოკებას.
სიგარეტის ბიჩოკი სანაგვეში მოისროლა და ოთახში შებრუნდა.
სითბომ ესევე დაუარა მთელს სხეულში და საბოლოოდ გამეფდა კიდეც.
-რომელი საათია? ჩვეული წკრიალა ხმით იკითხა სოფიომ და თვალები დაქაჩა
-შეგიძლია იძინო.
-არ ვარ მიჩვეული ასეთ დროა ძილს. გაუღიმა და საკუთარ ფუმფულა სვიტერს დასწვდა.
-ამის შემდეგ მიეჩვევი
-იყოს არმინდა. მირჩევნია არაფერი შეიცვალოს ჩემს ცხოვრებაში.
-მაგრამ იცვლება. შენი სტატუსი ახლა შეიცვალა
-და გგონია იმის გამო, რომ კაკი კანდელაკი სიყვარულში გამომიტყდა ამით რამე შეიცვალა? მითუმეტეს ჩემი სტატუსი არ შეცვლილა. არ მინდა შენით მოვწონდე ვინმეს ან მაფასებდეს.
-მაგრამ შენ ჩემს გვერდით ხარ! მთავარი ესაა! არასდროს გეტყვი, რომ ვინმე ჩემს გამო დაგაფასებს!
შენ ისეთი ხარ, რომ შენს გვერდით როცა მნახავენ ალბათ მეტად დამაფასებენ.
-და მაინც რომელი საათია?
-ცამეტი საათია!
ორივეს გაეცინა...
მერე კი ისევ დაკარგეს დროის აღქმა..

შუადღის პირას თხილამურებზე იდგნენ და გულახდილი სიცილით მისრიალებდნენ.
თეთრი ფიფქებიც ხარობდნენ მათით...

მხოლოდ ორი დღე იყო გამოთიშული კანდელაკი საკუთარ გადატცირთულ ცხოვრებას მერე კი ერთად დაუბრუნდნენ ხმაურიან თბილისს.
სოფიოს ისევ ჩვეული ფორმა ეცვა და გადაღლილი სახით დაჰქონდა სასმელები აქეთ-იქით.
-გამარჯობა ქალბატონო რძალო! ვატოს ხმამ ისევ გაამხიარულა და მისკენ შეტრიალდა
-სტატუსი მომწონს!
-მარტო ამიტომ შეიძლება მიყვარდე როგორც მეგობარი, რომ გულახდილი ხარ!
-მოგატყუებ თუ გეტყვი, რომ კაკის ცოლობა არ მინდა! მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ სიმშვიდე მინდა.
-და მასთან არაა სიმშვიდე?
-არა არაა! მასთან სიმშვიდეა ოღონდ თუ ის კაკი კანდელაკი არაა ჩემთან და უბრალოდ კაკია!
ანუ ძაან ჩვეულებრივი როცაა სიმშვიდეა და თანაც როგორი.
-ხო მართლა დღეს ბედობაა!
-მე ისე კაკის უნდა დავებედო.
-ეჭვიც არ მეპარებოდა!
გაიცინა და წყალი მოსვა.

ახალი წლის დღეები ერთმანეთს სასწრაფოდ ენაცვლებოდნენ და სულ მალე მიილია კიდეც ამ დღესასწაულის სასწაული დღეები.
სახლში იჯდა და ფილმს უყურებდა. სამყაროს გამოთიშულმა მხოლოდ კარზე ბრახუნმა მოიყვანა გონს და მშვიდად დაიძრა კარის გასაღებად.
-ჯანდაბა! კარში გაცეცხლებულ კანდელაკს, რომ მოავლო მზერა მაშინვე ამოხდა და უკან შეტრიალდა.
-დედას შევეცი გინდა მომკლა ნერვიულობით? მხოლოდ უხეში სიტყვები... ტონს ერთი დონითაც არ აუწევია
-მშვენიერი ფილმია კაკი გინდა ჩემთან ერთად უყურო?
-სოფიო! თვალები დააბრიალა კაცმა და ჰალსტუხი ერთი ხელის მოსმით მოიშორა.
-პოპკორნიც მაქვს! მის წინ დაჯდა და ისევ განაგრძო ფილმის ყურება.
-ნუ გგონია შენი სკოლის ლაწირაკი ბიჭი ვარ რომელსაც შენზე უდგება და მაგრად ჰკიდია ტელეფონს უპასუხებ თუ არა გესმის? მითუმეტეს როცა ცხოვრობ აქ სადაც იმდენი *ლეა რამდენი ვარაკვლავიცაა ცაზე.
-ონიანს თუ გულისხმობ მიცნობს.
-ონიანის დედას შევეცი გაიგეე? მაგ სახელს კიდევ ერთხელ ახსენებ და მაგრამ ვიჩხუბებთ.
-ვერ გავიგე რა გინდა კაკი! ფეხები აკეცა და ჩაის ფინჯანს თითები გადაატარა.
-საცხოვრებლად სხვაგან გადახვალ.
-კარგი გადავალ! ასე გაწყობს? თავი გიქნიო ყველა ხუშტურზე?
-ხო უნდა მიქნიო თავი მაგრამ ყველაფერზე არა!
რაც შეეხება ამ საკითხს გადაწყდა უკვე!
აქედან არაფერი მოგაქვს ყველაფერი დაგხვდება.
-უკვე დაიწყე მოქმედებები შენეულად?
-მე დიდი ხანია ჩემეულად ვმოქმედებ!
-და რა უფლებით? ფეხზე წამოიჭრა სოფიო და არც კანდელაკმა დააყოვნა მასთან ახლოს მისვლა.
ცხელი სუნთქვა ყელზე ედებოდა და მთელს სხეულში ვნების ნაპერწკალს აღვივებდა.
-ჩიხში ხარ სოფ! სადაც გადაწყვეტილებას მე ვიღებ!
ყურთან ახლოს აკოცა და თითით ანიშნა მოემზადეო!

გარდა იმისა, რომ ამ სახლთან ბევრი ცუდი აკავშირდებდა მაინც ძალიან უჭირდა ყველა ნაბიჯის გადადგმა და საბოლოოდ ზღურბლზე გადასულმა კიდევ ერთხელ მოავლო ხის მისაღებს თვალი.
ეცოტავებოდა ყველა დღე რომელიც აქ გაატარა თუმცა მაინც დადგა ზურგით და გაიხურა სახლი რომელმაც დამოუკიდებლობის ფასი ასწავლა.
მანქანაში ხმა არცერთს ამოუღია.
რადიოდან ჯიუტად მოისმოდა Don't give up on me.
-ეს ფილმი იცი? მყუდროება კანდელაკმა დაარღვია და მის თვალებს გახედა წამით.
-კი. ორი ნაბიჯით შორს! თუ არ ვცდები
-რაღაც მაგდაგვარია სახელი არ მახსოვს მხოლოდ ფრაგმენტები და ეს მელოდია!
-შენ რა ფილმებსაც უყურებ?
-რატომ გგონია, რომ ჩვეულებრივი ადამიანი არვარ?
-ხაარ?
-კი იმაზე მეტად ვიდრე გგონია.
მანქანა შეანელა და საბოლოოდ მწვანე ეზოში შეაჩერა.
ჩვეულებრივი ორ სართულიანი სახლი იდგა, მწვანე შემოგარენით.
ბევრი ხე ნაწილობრივ ფარავდა სახლის წიმა ფასადს, რომლის თითოეული დეტალი გემოვნებასთან პირდაპირ კავშირში გახლდათ.
-ახლა ზამთარია და შენთან მაინც მწვანეა ყველაფერი!
-ხო ეს ხელოვნურია. მაგრამ ბუნებრივიც მალე იქნება.
-და დალოდებოდი ბუნებრივს. ხელები გულზე მიიბჯინა და უკან მიჰყვა კანდელაკს.
-სოფიო მეჩვენება თუ ყველაფერზე მეკამათები? ზემოდან დახედა ქალს.
-გეჩვენება! ხელები გადააჯვარედინა და წინ წავიდა.

ბევრი დრო არ გაუტარებია კაკისთან ერთად. საქმეებზე გაქცეულს ბოლოს დააწია სიტყვა და იმის მერე არ შეხმიანებია.
სახლში იჯდა...
თეთრ ფანტელებს უყურებდა და ცხელი ფინჯანი ეჭირა ხელში...
ბევრს არაფერზე ფიქრობდა და არც ილუზიებით იწუხებდა თავს. მოსწონდა აქაურობა მაგრამ განსაკუთრებით ბუხარში ხმელი შეშისგან გამოწვეული ხმები.
-დავბრუნდი! კანდელაკის ხმამ მალევე გაარღვია ჰაერი და სოფიოს ყურთასმენას დასწვდა.
-გელოდი. კაცისკენ წავიდა.
-დავაგვიანე ხო? ოდნავ გაიღიმა და პიჯაკი გვერდით მოისროლა
-არც გამიგია დრო როგორ გავიდა.
-კარგია! ვისკის ჭიქა მიმის მაგიდაზე დააბრუნა და ტელევიზორს გახედა საიდანაც საკუთარი თავი კარგად ამოიცნო.
-დედას შევეცი! შეიკურთხა კანდელაკი და მობილურს დასწვდა
-გავაფრთხილე მე ეგენი. ვერ გავიგე დავა უნდათ?
-დედას მოვუტ*ნავ ნოდარ! გააფრთხილე შენი შვილი ან დაახვიოს მაქედან ან არადა ყველას ერთად ჩავძირავ.
გაბრაზებულმა მოისროლა მობილური და ბოლომდე გამოცალა ჭიქა.
-დღეს გარეთ დავიძინებ ადი შენ!
-მე შენი ხელქვეითი არ ვარ ბატონო კაკი და როგორც ჩანს გავიწყდება!
-სოფიო არ გამაბრაზო! კბილებში გამოსცრა კანდელაკმა და სიგარეტს მოუკიდა
-ახლავე წავალ აქედან თუ არ მოეშვები ასეთ სისულელეებს და მითუმეტეს ბრძანებებს.
-ვერც ახლავე და ვერც მერე ვერ წახვალ აქედან ეს ერთი და მეორე არავინ გიბრძანებს უბრალოდ ძალიან არ მინდა ნახო ისეთი კაკი რომელიც არავის უნახავს.
-და მაინც როგორი არ უნახავთ კაკი? კაცთან ახლოს დაჯდა და პროვოკაციულად გაუყარა მზერა.
-ქალის გამო სუსტი კაკი არ უნახავთ არასდროს!
-და ახლა?
-ახლა ხანდახან ასეთია! უკვე გრძნობდა სოფიოს კანის სიმხურვალეს კანდელაკი.
-სუსტია?
-ხო სუსტია!
ქალის სუსტ სხეულს დასწვდა და ბოლომდე მოიქცია საკუთარ მკლავებში.
-ნეტავ იცოდე რის გამკეთებელი ვარ შენს გამო.
თითები ფეხებზე ააცოცა და მალევე მიაღწია სასურველ ადგილს, რასაც მაშინვე მოჰყვა სოფიოს კვნესა.

გარეთ თოვდა. უამრავი კაცი იცავდა კაკი კანდელაკის სახლში მყოფი ქალის სიმშვიდეს.

,,მკითხავ რომელი საათია! მე კი გიპასუხებ, რომ მონატრების საათია რომელიც შენს გვერდითაც ისევე მახრჩობს როგორც შენს არ ყოფნაში"

დავბრუნდი!
იმედია მოგეწონებათ!
ველი შეფასებებს



№1  offline წევრი Rania

Zalian magariaaa. Da tan zalian agvianebbbbb
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი Maia G.

მომეწონა აბა რაა,კარგია ძალიან,ოღონდ მალე გაგვახარე კაი? ❤❤❤❤❤

 


№3  offline წევრი ქეთათო4

მაია❤
მომეწონა აბა რაა,კარგია ძალიან,ოღონდ მალე გაგვახარე კაი? ❤❤❤❤❤

მადლობაა. კიი კიი ვეცდები❤

Rania
Zalian magariaaa. Da tan zalian agvianebbbbb

პირადი პრობლემები! მაპატიეთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent