შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაკარგული თაობა ( დასასრული )


21-07-2019, 09:53
ავტორი ნიანო
ნანახია 1 794

-გამარჯობა თათა...
გაოგნებისგან ხმას ვერ ვიღებდი.. ძალიან დიდხანს ვიდექი გამეხებული. არც კი ვიცოდი რა უნდა მეთქვა
-თათა მიცანი?_ისევ თვითონ ალაპარაკდა..ბოლოს როგორც იქნა გავბედე და ლაპარაკი დავიწყე
-სალომე.. _ყველას წარმოვიდგენდი , თვით გიორგი ნაკაშძეს.. მაგრამ .. ჩემთვის დაუჯერებელზე მეტი იყო ამ ადამიანის ჩემს წინ დგომა_ კი გიცანი
-ესეიგი გახსოვარ არა?
-მახსოვხარ..
-როგორ ხარ თათა?!
-აქ რას აკეთებ..?
-მე..მე შენთან მინდოდა ლაპარაკი
-ჩემთან?!.. სალომე შენ..
-შეგვიძლია სადმე წყნარ ადგილას წასვლა?
-ჩემთან სახლში..
...
ჩემდა საბედნიეროდ ლადო სახლში არ დამხვდა.. მესიჯი მოუწერია მეგრობრებთან მივდივარ და არ მოვალ სახლშიო..

-დაჯექი.. რამეს ხომ არ დალევ.. ჩაი ყავა, ან რამე უფრო ძლიერი?
-რამე უფრო ძლიერს დავლევ თუ შეიძლება..
კარადიდან ვისკი გადმოვიღე, ჭიქებში დავასხი და სალომესთან აივნის ვერანდაზე გავედი..
-წლებია შენზე არაფერი გამიგია
-ვიცი, არავის გაუგია_ნაღვლიანად ჩაილაპარაკა_ხომ იცი გიორგის სიკვდილის შემდეგ ჩვენ აქედან წავედი.. მე ჩემს ოჯახთან დავბრუნდი გონიოში.
-და საიდან მიპოვე
-რამდენიმე წელია ისევ დავბრუნდი.. აქ ვცხოვრობდი პლეხანოვზე.. შენზე გავიგე დიდი ქალი გამხდარაო.. და აი ასე გიპოვე.. თბილისი პატარა ქალაქია..
-ამბობ დავბრუნდიო.. შენი შვილი?
-შვილი?!
-ვიცი რომ ორსულად იყავი, გიორგიმ მითხრა..
-ხო ორსულად ვიყავი.. ცოლადაც ამიტომ მომიყვანა..იცი ერთი პატარა ისტორია მინდა მოგიყვე..
-როცა ჩვენ აქედან წავედით, მე გონიოში დავბრუნდი.. დღეებისმანძილზე ვფირობდი როგორ უნდა გამეარდა ჩემი შვილი.. მე გიორგი მიყვარდა.. მართლა მიყვარდა.. ან როგორ შეიძლება ის ვინმეს არ ყვარებოდა.. ყველგან ვეძებდით, შენც ხომ იცი, მაგრამ ვერსად ვიპოვე... თათა, იცი მე ჩვენს ქორწილში დაგნახეთ.. ვიცოდი რომ გიორგის უყვარდი.. ჩვენი ქორწინების ღამესაც მომახალა ნასვამმა.. თათა მიყვარს და მხოლოდ ის იქნება ჩემინამდვილი ცოლიო.. ბავშვი გაჩნდება და გაგშორდებიო.. მეორე დღეს კი შენთან წამოვიდა..ვიცოდი რომ ასე იზამდა.. ვიცოდი რომ ბავშვის გაჩენას დაელოდებოდა..
-მე ვეუბნებოდი რომ ცოლიან კაცთან არ ვიქნებოდი, გეფიცები ვეუბნებოდი მაგრამ..
-ჩშშ.. შენ არც გადანაშაულებ.. პატარა იყავი. .პატარა ბავშვი იყავი.. საიდან უნდა გცოდნოდა.. ყველაფერში ჩემ თავს ვადანაშაულებ გესმის... ჩემი ბრალია ყველაფერი რაც მოხდა.. მე ძალიან დიდი საიდუმლოები მაწევს კისერზე.. და აღარ შემიძლია ამდენი რამის გაძლება გესმის.. მალე ჩემგან მხოლოდ სხეული დარჩება.. თათა,კიბო მაქვს.. ექიმები იმედსაც ვეღარ მაძლევენ და მეც ვიცი რომ მალე ყველაფერი დამტავრდება.. უბრალოდ არ მინდა ეს ყველაფერი საფლავში წავიღო
-კიბო?!.. _სასმლის ჭიქისკენ გამექცა თვალი
-ეს ?! ეს არაფერია.. რამდენიმე დღის სიცოცხლეღა შემრჩენია, ეს მაინც მქონდეს ბედნიერებად..
გაჩუმდა.. ძალიან დიდხანს იყო ჩუმად.. სადღაც სივრცეში იყურებოდა.. ბოლოს ისევ დაიწყო
-მე შენი სიკვდილი მინდოდა.. მაშნ მეგონა, რომ გიორგი შენ წამართვი.. საშინლად ვეჭვიანობდი.. საკუთარ ქორწილშიც კი სხვისკენ გაიწია.. ვკვდებოდი როცა ვფიქრობდი რომ გიორგი ჩემი არ იქნებოდა.. _ისევ გაჩუმდა.. ვხვდებოდი რომ უჭირდა საუბარი.. რაღაც ისეთს მალავდა რაც კლავდა..- თათა, მე ვიცი ის ხალხი ვინ იყიო ვინც იმ ღამეს მოგივარდათ.. ისინი მე გამოვგზავნე თქვენთან.. ჩემი ძმა და ბიძაშვილი..
...
წამები უსასრულოდ გაიწელა.. ფეხზე წამოვხტი , ტანმა მთლიანად კანკალი დაიწყო.. ყველაფერი კადრებად ამოტივტივდა ჩემს გონებაში.. გიორგი.. სროლა.. ჩემთან შემოვარდნილი ტიპები..მას შევხედე.. უდიდესი ტანჯვა ეხატა სახეზე..ვხვდებოდი როგორ უჭირდა.. სული სტკიოდა..
-მერე?_ვკითხე აკანკალებული ხმით..
-მერე.. გიორგის ადგილას შენ უნდა ყოფილიყავი.. მეგონა გიორგი სახლში დაბრუნდებოდა.. მაგრამ კამათისას გიორგი შემოაკვდათ...იმ ღამეს ნუკრი სახლში მომადგა.. გარეთ რომ გავედი და ყველაფერი მომიყვა მე იმ დღეს მოვკვდი.. საკუთარი თავი იმ დღეს ყველზე მეტად შემძულდა.. მხოლოდ მაშნ გავიაზრე რომ საკუთარი ძმა 16 წლის გოგოს მოსაკლავად გამოვგზავნე...იმ ღამითვე ქვეყნიდან გაიქცნენ.. ამიტომ ვერ იპოვა ვერავინ.. მაგრამ.. თათა .. გიორგი სასიკვდილოდ არ დაუჭრიათ.. არ დაგვიჭრიაო ასე თქვეს..
-მართლა?!_თავი ვეღარ შევიკავე და წამოხვტი- სასიკვდილოთ არ დაჭრეს არა?! მაშინ სად არის ახლა გიორგი.. რატომ ვერავინ იპოვა.. თუ სასიკვდილოდ არ დაჭრეს მე გიორგის მკვდარი სხეული რატომ ვნახე იმ დღეს ეზოში.. ოცი წელი გავიდა გესმის.. ოცი წელი.. დღე კიარა ან თვე.. ადამიანირომელიც სასიკვდილოდ არ დაჭრეს რატომ არ გამოჩნდა.. ადამიანს რომლებსაც მშობლები ყავდა.. მე ვყავდი.. შვილი ყავდა.. რატომ არ გამოჩნდა.. გეკითხები.. მოდიხარ და მეუბნები იმის გამო რომ შენ ეჭვიანობდი გიორგი ახლა მკვდარია.. შენ ძმას შემოაკვდა.. ამას მეუბნები?! და მშვიდად ვისმინო? იცი რამდენი წელია შავს ვერ ვიხდი.. იცი რამდენი წელია გიორგის საფლავს ვეფერები? მისი სხეულიც კი არ გვაქვს.. მხოლოდ საფლავის ქვა.. იცი რამდენი წელია რაც მკვდარი დავდივარ?! ოცი.. ოცი წელი გესმის.. ერთადერთი იმედი ლადო მყავს და ისიც ვერ მიხურავს იარებს .. ისიც ვერ..
-ლადო?_გამაწყვეტინა ლაპარაკი..ლადო ქვია არა?.. ლადო... _ჩაილაპარაკა.. -კარგი ბიჭია.. ლამაზი.. საყვარელი.. თათა არავის გაგონებს?
-რას ბოდიალობ?_ვკითხე დაეჭვებულმა
-გიორგის არ გაგონებს თათა?!__მივხვდი რომ უარესი მელოდა..
-რას ნიშნავს გიორგის მაგონებს_ძლივს მოვიბრუნე ენა
- ჩემი შვილი რომ გაჩნდა_ისე განაგრძო თითქოს ჩემი შეკითხვა არც გაუგია_თბილისში წამოვედი.. ბავში გულზე მქონდა აკრული და არ ვიცოდი რა მექნა.. მისი გაშვილება მქონდა გადაწყვეტილი.. შენს კორპუსთან რომ მოვედი ძალიან დიდხანს ვიდექი.. სადარბაზოში შემოსვლა მეშინოდა.. მაგრამ ვხვდებოდი რომ მხოლოდ შენთვის შემეძლო გიორგის ნაწილი დამეტოვებინა_ამას ვეღარ გავუძელი .. მუხლები მომეკვეთა და იქვე სავარძელში ჩავიკეცე.. შემატყო რომ ცუდად ვიყავი.. გაჩუმდა.. დამაცადა სანამ ადამიანის მდგომარეობას დავუბრუნდი.. შემდეგ სივრცეს გახედა და განაგრძო- დიდხანს ვფიქრობდი როგორ მოვქცეულიყავი.. ერთი პირი უკან დაბრუნება და ბავშვის გაზრდაც კი ვიფიქრე.. მაგრამ ვიცოდი, შენთან უკეთესად იქნებოდა..კიბეებზე ფეხის ხმა გავიგე.. ბავშვი კართან დავდე და შენს მოპირდაპირედ , მიტოვებულ ბინაშ შევიმალე.. მერე შენც გამოჩნდი.. ახლაც მახსოვს როგორ მიიკარი ჩემი შვილი გულზე.. როგორ ეფერებოდი.. შემდეგ მე გონიოში წავედი.. და თბილისში მას მერე არ ჩამოვსულვარ.. სამი წელია რაც კიბო დამიდგინეს და მეც აქ ვარ.. ლადო შემთხვევით შემხვდა მაღაზიაში ერთ დღეს.ძალიან.. ძალიან ნაცნობი სახე ქონდა.. თვალებით ვიცანი.. გამყიდველს რომ ვკითხე თათა ასათიანის ბიჭიაო.. მაშინ ვერ გავიხსენე ვინ იყო თათა ასათიანი.. რამდნიმე თვის წინ კი ერთად დაგინახეთ, მაშინ კი ყველაფერს მივხვდი..
-ვერ გამიხსენე?..
-გთხოვ დამამთავრებინე.. მკურნალობის დროს გონება ზედმეტად დამისუსტდა.. ერთ მმომენტში ვერ აღვიქვი ვინ იყო თათა ასათიანი.. მისმინე, მე არც შვილის წართმევას გიპირებ და არც რამე ვითხოვ შენგან.. გიორგი მე წაგართვი და ეს ვიცი, ამიტომ მინდა მისი ნაწილი მაინც გყავდეს შენ.. ამიტომ დავტოვე ბავშვი შენთან.. მიუხედავად ყველაფრისა მაინც ვეჭვიანობდი და არ გაგიმხილე ვინ იყო.. შემეძლო მოვსულიყავი და ბავშვი შენს თვალწინ დამეტოვებინა მაგრამ არ მინდოდა გცოდნოდა რომ გიორგის შვილს გიტოვებდი.. ვხედავ.. თათავხედავ შენს თვალებში იმ სიხარულს რომელსაც ახლა განიცდი.. ვიცი რომ შენი შვილი ყველაზე მეტად გიყვარს და კიდევ უფრ შეგიყვარდა რადგან გიორგის ნაწილია..
-მთელი ეს დრო ჩემი მთავარი მიზანი ლადოს გაზრდა იყო, ლადოს შევალიე ყველაფერი.. არ მომიკითხავს ვისი იყო, ვინ დამიტოვა კართან.. ის ბედმა ჩემთან მოიყვანა და ის ჩემია..არცმას ვუმალავ.. სიმართლე კარგად იცის.. და მეც ვიცი რომ მისთვის დედაზე ბევრად ძვირფასი ვარ..ყოველთვის გულს მიღრღნიდა ეჭვი რომ ლადო შეიძლბა შენი ყოფილიყო მაგრამ დროთა განმავლობაში,როცა მივხვდი რას ნიშნავს დედისთვის შვილი, ეს აზრებიც გამეფანტა.. ვერ წამოვდგენდი თუ ამას გააკეთებდი.. მე ეს სიმართლე არაფერში მჭირდებოდა.. მაგრამ არასდროს არ გაპატიებ იმას , რომ გიორგი ახლა შენს გამო არ არის მისი ბიჭს გვერდით..
-თათა.. მე არ ვიცოდი
-სალომე, ადექი და წადი..
-გევედრები.. მომეცი უფლება ბავშვს შევხვდე.. გააცანიჩემი თავი როგორც მეგობარი, არ ვიცი , ვინც გინდა.. ოღონდ გთხოვ.. ბავშვთან შემახვედრე..
-ლადოს თუ მიეკარები, მშობლების საფლავებს გეფიცები დროზე ადრე მოგკლავ.. ახლა ადექი და წადი
..
ადგა და წავიდა.. უსიტყვოდ წავიდა.. მზის ამოსვლამდე აივანზე ვიჯექი.. სალომეს მონაყოლზე ვფიქრობდი „სასიკვდილოდ არ დაუჭრიათ“ მუდმივად გონებაში მიბრუნავდა ეს ფრაზა.. დილას სახლიდან გამოვედი, მანქანა სამსახურში მყავდა დატოვებული, მოვაყვანინე და კახეთის გზაზე გავედი.. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი შეცვლილი იყო , მაინც თვალნათლივ მახსოვს ის ადგილი სადაც მუხლი ვიტკინე, როგორ ვიდექით მანქანასთან.. გზა.. ყველაფერი მახსოვს.. ბოლოს იმ სახლსაც მივაგენი სადაც მე და გიორგი წავედით.. არაფერი შეცვლილიყო.. მხოლოდ ეზო უფრო ლამაზი და სახლი უფრო თეთრი იყო.. ეზო ბავშვებით იყო სავსე..ეზოში შევერცხლილი შუახნის კაცი იჯდა და შეჭმუხნული შუბლით წიგნს კითხულობდა, დროდა დრო ბავშვებს გამოხედავდა ცალი თვალით , მერე ისევ წიგნს უბდუნდებოდა..
-პაპა ნახე ვიღაც მოვიდა.._მოკლე კაბიანმა გოგონა სირბილით მოვიდა ღობესთან
კაცმა წიგნი დახურა, დამინახა თუარა ჯერ შეცბა, მერე კი სწრაფად წამოვიდა ჩემსკენ.
-თათა.. ნუთუ შენ ხარ..
-დავით.._ გავუღიმე სევდიანად
-ქუჩაში რატომ დგახარ.. შემოდი.. მოდი..._ქეთი.. - ვიღაცას გასძახა სახლში_ შემოდი რა, მოდი გენაცვალე..
-თათა.. თვალებს ვერ ვუჯერებ.._ჯერმიყურა .. მერე კი გადამეხვია.. დიდხანს მკოცნა..
აივანზე ჩემი ასაკის ქალი გამოვიდა.. ნელ-ნელა ჩამოვიდა ეზოში.. უცებ ადგილს მოწყდა და ჩემკენ გამოიქცა..
-თათა.._ ორივე ერთად ჩავიკეცეთ..დიდხანს ძალიან დიდხანს ვტიროდით და ვეხუტებოდით ერთმანეთს..-ჩემო თათა_თავზე მეფერებოდა ქეთი.. - ჩემო გოგო, ჩემო საყვარელო..
...
მე და ქეთი სკოლის მეგობრები ვიყავით.. ქუთაისიდან რომ ჩამოვედი ის ზრუნავდა ჩემზე.. პატარა ბავშვივით თან მევლებოდა.. როდესაც გიორგი გაქრა ქეთი ათენებდა ღამეებს ჩემს სასთუმალთან.. შემდეგ ქეთი გათხოვდა.. შვილები.. მე ლადო მყავდა.. ის საზღვარგარეთ იყო.. უფრო და უფრო ცოტას ვკონტაქტობდით.. მაგრამ ჩვენს გულებში ის ცეცხლი არასდროს ჩამქრალა.. დავითი კი გიორგი მეგობარი იყო.. სწორედ მის სახლში ვიყავით იმ უბედურ ღამეს..
ქეთი ფეხზე წამოვაყენე და ცრემლები შევუშრე.. გულში მიხუტებდა.. ხან ხელს მიშვებდა და სახეზე მაკვირდებოდა..
სახლში არ შევედით.. ვერ შევედი.. ეზოში საქანელა სკამზე ჩამოვსხედით.. ქეთის კალთაში თავი მედო და ვტრიოდი .. ის კი როგორც ბავშვობაში თმაზე მეფერებოდა და მიმღეროდა..
ბოლოს ჩემი ჩამოსვლის მიზეზი გავუმხილე.. ყველაფერი მოვუყევი..
-სალომეს სიტყვებმა იმედის ნაპერწკალი გამიჩინა.. იქნებ მართლა არ მომკვდარა.. იქნებ ცოცხალია.. წლების მანძილზე საკუტარ ტავს ვაჯერებდი რომ გიორგი არ მომკვდარა.. იქნებ მართლაც ასეა..
-საყვარელო, ხომ გამოჩნდებოდა.. ნეტავ სიმართლეს ამბობდე.. ნეტავ მართლაც ეგრე იყოს.. მაგრამ..
-ქეთი, შენ ხომ იცი.. ყველაფერი გადაატრიალეს და ცხედარიც კი ვერ იპოვეს.. თან ხომ გახსოვს ექთანმა მითხრა გზაზე გიპოვეთო.. მახსოვს.. მახსოვს ზუსტად ამ ადგლას ეგდო.. კიბეები რომ ჩამოვიარე ძალა გამოცლილმა და ნაწამებმა თავი ვეღარ შევიკავე და იქვე ჩავიკეცე.. ქეთი მე ახლაც კი ვხედავ იმ კადრებს.. ნაბიჯ-ნაბიჯ მახსოვს.. მჯერა რომ აქ ვიღაც იყო ან გიორგი სასიკვდილოდ არ დაუჭრიათ..
-დავით_გასძახა ქმარს_დავით ჩამოდი ცოტახანს..- დავით მოუყევი..
-რა უნდა მომიყვეს.. თქვენრა რამე იცით?!
-თათამ დამშვდდი ძალიან გთხოვ..
-დავით მომიყევი რა იცი
-იმ ღამეს , როდესაც სალომეს ძმა მოგივარდათ.. სალომე ჩემთან მოვიდა და მითხრა რაც მოხდა.. მაშინვე აქეთ წამოვედი.. დილას აქ ვიყავი უკვე და გიორგის ცხედარი აქ აღარ დამხვდა.. ვერც შენ გიპოვე.. შენ სასწრაფოს ყავდი წაყვანილი.. გიორგი კი თითქოს მიწამ ჩაყლაპაო.. მაშინ გავჩუმდი.. არაფერი ვთქვი.. შემდეგ ცოლი მოვიყვანე და გერმანიაში ვიყავით ხომ იცი.. როცა ჩამოვედი და სახლის გარემონტება დავიწყე, ერთი კაცი მომადგა..
-ვინკაცი..
-მე შემიძლია შეგახვედრო.. ხვალვე წაგიყვან მასთან..
-რა ხვალვე.. დათო გევედრები.. ქეთი.. თუ ოდნავ მაინც მცემ პატივს .. მომიყევი რა მოხდა.. ან წამიყვანე.. ოცი წელია სიმართლეს ველოდები შენ გესმის?! დათო , შვილებს გაფიცებ..
დიდხანს იყო ჩუმად..
-გასაღები მომიტანე_უთხრა ბოლოს ცოლს
...
ნახევარი საათი ვიარეთ, ბოლოს პატარა სახლთან მივედით..
-აქ დამელოდე_დათო მაქანიდან გადავიდა და ღობესთან მივიდა
-ვაჟა_დაიძახა..
-იქნებ აქ არ არის.. იქნებ სახლში არ არის ქეთი... ღმერთო დამეხმარე..
ეზოდან მოხუცი კაცი გამოვიდა.. დავითი ცოტახანს ელაპარაკა , მერე ხელით გვანიშნა და ჩვენც გადავედით..
...
დიდხანს მიყურა.. ძალიან დიდხანს.. თვალები ცრემლით ქონდა სავსე.. სახე ხელზე ედო და აქეთ-იქთ ქანაობდა
-მე.. გიორგი ნაკაშიძის საცოლე ვიყავი.. ოცი წლის წინ მომიტაცა და აქ მომიყვანა..შემდეგ თავს დაგვესხნენ და გიორგი..
-ვიცი_გამაწყვეტინა შუა ლაპრაკში-ვიცი ვინც ხარ.. რა მოხდა ისიც ვიცი...
-რა მოხდა იმ ღამეს.. დავითმა მითხრა რომ თქვენ სიმართლე იცით
-მე მოგიყვები, მაგრამ ძალიან მწარეა შვილო..
-როგორიც არ უნდა იყოს პაპა, მე იმ ღამეს ჩემი ნაწილი და ცხოვრება დავკარგე.. ოცი წელია კითხვებზე პასუხს ვერ ვცემ.. არ ვიცი ცოცხალია თუ არა..
-შვილო..იმ ღამეს საქონელი მაყვდა გაშვებული, იმ სახლის უკან დიდი მინდვრებია.. გასროლის ხმა გავიგე.. შემეშინდა ვინმეს რამე არ უჭირდეს მეთქი.. რომ მოგაგენით ჯერ შენ დაგნახე.. კიბეზე მობანცალებდი.. შემოხვედი თუარა წეღან მაშნვე გიცანი.. დაგინახე იმ საყწალი ბიჭის სხეულთნ როგორ ჩაიკეცე.. შემოვვარდი მოსაშველებლად.. ამ დროს ბიჭმა ხმა გაიღო..გოგოს დაეხმარე მე არაო.. ძლივს ძლიობით გზაზე გაგიყვანეთ და სასწრაფო გამოგიძახეთ.. ჩვენ იქვე ვიმალებოდით სანამ არ მოვიდნენ..ეტყობა ძალიან უყვარდი შვილო.. ძალიან.. სასწრაფო რომ მოვიდა ვეუბნებოდი გამოყოლოდა.. მაგრამ არ წამოვიდა.. არ ვიცი რატომ.. მერე მითხრა თავს ვერ ვპატიობ რომ ვერ დავიცავიო.. ერთი ტყვია ფეხში ქონდა.. მეორე მუცელში.. ჩემთან წავიყვანე სახლში..დიდხანს იწვალა.. ძალიან დიდხანს.. მაგრამ ვერ გადაიტანა.. სიკვდილის წინ შემევედრა.. უპატრონოდ არ დამტოვოო.. იქვე დავმარხე ჩემს ეზოში..მას შემეგ ამ საიდუმლოს გულით დავატარებ შვილო.. ასე მთხოვა საცოდავმა.. იმის მერე ამ ბიჭის მომკითხავი არ მინახავს, დავთი რომ იმ სახლში დავინახე მივხვდი ამ საცოდავის პატრონი იქნებოდა.. და აი ახლა აქ ხარ შენცა და მეც..
თავბრუ მეხვეოდა.. გარეთ გამოვვარდი..იმ მომენტში ჩემთვის არაფერი აღარ არსებობდა.. ყველაფერი გამინადგურდა..ეზოს კუთხეში ჩარჭობილი ჯვარი დავინახე.. მივხვდი რომ ის იყო.. აკანკალებული მივედი და ზედ გადავემხე.. ის რისიც ორი წელი მჯეროდა აქ იყო.. ცივ მიწაში იწვა..უკნიდან ქეთი მომეხვია.. არ დავუწყნარებივარ ..საშუალება მომცა ბოლომდე გამომეტირა
-ოცი წელი ვეძებდი.. ოცი წელი ვნატრობდი და აქ ყოფილა.. როგორც ახლოს ყოფილა..
არ მჯეროდა რომ ის აქ იყო.. არ მინდოდა დამეჯერებინა რომ ჩემი გიორგი მართ₾ა აღარ იყო ამ ქვეყანაზე.. ჩემი დარჩენილი ნაწილი იქ მოკვდა..ამ ტკივილს ლადოს არსებობაც კი ვერ მიკურნავდა..
...
გიორგი რამდენიმე დღეში მის საფლავში გადავასვენეთ.. მთელი პლეხანოვი დამხობილი დასტიროდა სახლში დაბრუნებულ შვილს.. მისი გადმოსვენების ღამეს ისევ კოშმარმა გამაღვძა.. ის სიზარი ვნახე რაც მაშინ , როდესაც პირვლად დამესიზმრა გიორგი ნაკაშიძე.. ის მეძახდა მე კი ვერ მივდიოდი.. უფსკრულში ჩავიჩეხე.. თვალები რომ გავახილე თავზე შეშინებული ლადო მედგა..
-დედა კარგად ხარ?
-კოშმარი იყო დე, დაიძინე..
ლადო დასაძინებლად გავუშვი.. მეკი სახლდან გამოვედი და სასაფლაოსკენ დავიძარი.. კარგად არ ვიყავი.. საერთოდ არ ვიყავი.. გიორგი ვიპოვე მაგრამ ვერ ამოვისუნთქე.. უფრო შემეკრა სუნთქვა.. უფრო გავნადგურდი..
საყვარლ ქვას ხელი გადავუსვი და მტვერი მოვაცილე.. „სასთუმალთან“ ჩამოვჯექი.. დიდხანს გაიწელა ჩვენი სიჩუმე.. პირველად არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა..
-წლები გელოდებოდი.. წლების მანძილზე მჯეროდა რომ შენ მოხვიდოდი და დამიბრუნდებოდი.. შენ თუარა შენი ნაწილი მაინც იყო ჩემთან.. ჩემი სულის ნაწილი ჩემტან დაბრუნებულა გიორგი.. შენი ბიჭი ჩემთან ბედმა მოიყვანა..ის ჩემიშვილია.. ჩვენი შვილია.. შენ წახვედი მაგრამ მისი თავი დამიტოვე.. ჩემი სიყვარული ისევ ისეთი ცოცხალია.. მაგრამ ვბრაზობ შენზე.. ვბრაზობ რომ არჩევანის საშუალება არ მომეცი.. რა იქნებოდა იმ ღამეს ჩემთან ერთად დალოდებოდი ექიმს.. რა იქნებოდა გეცოცხლა.. ვბრაზობ შენზე რადგან შენი თავი წამართვი.. მე შენი საფლავიც კი არ მქონდა.. და თურმე როგორ ახლოს ყოფილხარ ჩემთან.. ყველა მათგანზე ვბრაზობ ჩემო ნაწილო, ყველაზე ვინც სიმართლე იცოდა და არ მითხრა.. ყველაზე ვინც შენთან დამაშორა.. არ იდარდო.. კარგ ბიჭს გაგიზრდი.. ისეთს შენ რომ გენდომებოდა.. იმისმერე რაც სიმართლე გავიგე და ჩვენ ბიჭს დავაკვირდი ... მართლა შენ გგავს.. შენნაირი თვალები აქვს.. მაშინ როცა ჩემი მშობლების სახელიც კი დამავიწყდება.. შენი თვალები არასოდეს ამომივა გონებიდან... შენი სიცილი არასდროს მოშორდება ჩემს ყურებს. ახლაც ჩამესმის.. ახლაც მგონია რომ ჩემთან ხარ.. ჩვენს ქუჩაზე ჩემი ყოველი გასვლა ტანჯვაა.. შენს სახლში ვცხოვრობ და ვიცი რომ თავს ვიწამებ.. მაშინ როცა შენი სახლი ვიყიდე ვიცოდი რომ მე იქ მოვკვდებოდი.. იქ ხომ ყველგან შენ ხარ..აივანზე რომ ვზივარ შენ მიდგები თვალწინ.. მახსოვს როგორ იჯექი ხოლმე..ნეტავ მე მოვეკალი მაშინ და შენ ცოცხალი ყოფილიყავი.. ნეტავ ეს ტკივილი არ გამომეცადა...ჩვენი ბიჭი ჩემი ერთადერთი იმედია მაგრამ ამას ვერ ფარავს.. ამ ტკივილს ვერაფერი შველის.. ყველაფერს მივაღწიე რასაც მინდოდა მაგრამ .. შენს გარეშე ფასი არ აქვს.. სამუდამოდ აქ იქნები_გულზე დავიდე ხელი- სამუდამოდ, ჩემო ნაწილო..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent