ვერ დამემალები (თავი 3)
ბიჭმა ხელები ლილეს წელზე მოათავსა და ტანის მსუბუქი რხევით აყვნენ მუსიკის ჰანგებს. გოგონას დემეს დაჟინებული მზერა აბნევდა, მის გახშირებულ სუნთქვას კი სახესთან ძალიან ახლოს გრძნობდა. დროის შეგრძნება ორივეს დაეკარგა. ბოლოს მარიამმა გამოაფხიზლა, მუსიკა უკვე 5 წუთია დასრულდაო. მაგიდასთან მჯდომმა ვაჩემ კი ეჭვის თვალით გადახედა “წყვილს” და მარიამს რაღაც გადაჩურჩულა. ამ დღის შემდეგ მომდევნო 1 კვირა ასე გამოიყურებოდა: ლილე დემეტრეს თავს არიდებდა და მასთან მხოლოდ მისალმებით შემოიფარგლებოდა. ბიჭის გვერდით კი სულ ნატა ტრიალებდა. შუადღე იყო, მარიამი და ლილე სავაჭრო ცენტრში დადიოდნენ და ბაკურიანში წასასვლელად საჭირო ნივთებს ყიდულობდნენ. - ძალიან მაგარი იქნება, ახალ წელს ბაკურიანში შევხვდებით. თან დემეს რომელიღაც ძმაკაცს სახლი აქვს იქ და სასტუმროში დარჩენაც არ მოგვიწევს - აღტაცებული საუბრობდა მარიამი. - უი ვინები მივდივართ? - მე, შენ, დემე, ვაჩე, თათია და ჩვენი ძმების რამდენიმე ძმაკაცი რა, კარგ დროს გავატარებთ. უი ბექას და ანასაც უთხარი თუ სხვა გეგმები არ აქვთ წამოვიდნენ - მე ჩემთვის საბანში გახვევა და ჭიქა კაკაოს დალევა მქონდა საახალწლო გეგმებში მარა მაცდი? - ჩაიფრუტუნა ლილემ - უიმე შენ ხო უჟმური ხარ რა, რამდენიც გინდა ილაპარაკე მაინც მოდიხარ - ჩაიკისკისა მარიამმა და მორიგ ნივთს დასტაცა ხელი. ლილე სახლში გადაღლილი დაბრუნდა, წყალი უცებ გადაივლო და საწოლზე დაწოლისთანავე მორფეოსის სამყაროში გადაეშვა. შუაღამით შიმშილმა გამოაღვიძა. კიბეები ჩაირბინა და სამზარეულოში სწრაფად შეიჭრა, ამ დროს კი სიბნელეში რაღაც მაგარს დაეტაკა. გოგონა ხვდებოდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, ნელ-ნელა ზევით აიხედა და მომღიმარე დემეტრეს თვალებს გადააწყდა. ორი წუთი ასე გაშტერებული იდგა გოგონა ხოლო როდესაც ყველაფერი გააანალიზა სწრაფად გაინთავისუფლა თავი ბიჭის მკლავებისგან. - აქ რას აკეთებ? - მომშივდა - მხრები აიჩეჩა ბიჭმა - ჩემს სახლში რას აკეთებთქო ჭკვიანო - როგორც მახსოვს ეს სახლი მარტო შენი არაა - ყველა გზა მოუჭრა დემემ გოგონას, ლილემაც მხრები აიჩეჩა და კვლავ ბიჭს მიაშტერდა, თან გულში ლანძღავდა რაღა ჩემს ბედად მოშივდა ღამის 3 საათზეო - რას აკეთებ? - პომიდორზე მიანიშნა გოგონამ - სალათა უნდა დამეჭრა, გინდა? - კიი შენ ეგ დაჭერი და მე ჩაის გავაკეთებ - კარგი მბრძანებელო - ჩაიღიმა ბიჭმა და სალათის ჭრას შეუდგა. ბოლოს ორივე მაგიდასთან იჯდა და მადიანად შეექცეოდა საჭმელს. - თავს რატომ მარიდებ მთელი კვირაა? - გახედა მის გვერდით მჯდომს - არ გარიდებ - უპასუხა ლილემ, - დარწმუნებული ხარ შენს სიტყვებში? - წარბი აუწია დემემ, - სრულებით - ჩაილაპარაკა გოგონამ და 2 წუთიანმა სიჩუმემ დაისადგურა. ბოლოს საუბარი კვლავ დადეშქელიანმა დაიწყო - იცი, შენს კითხვაზე ბოლომდე გულრწფელი პასუხი არ გამიცია - რომელ კითხვაზე? - თვალები ჭყიტა გოგონამ - თუ რატომ ჩამოვედი.... - ხოო - ძლივძლიობით ამოღერღა გოგონამ - პასუხი ის არის რომ ვეღარ გავძელი ახლობელი ადამიანების გარეშე, განსაკუთრებით კი შენს გარეშე ლილ.... - ჩემს გარეშე? - ირონიულად ჩაიცინა არაბულმა, თუმცა მისი გული ამოვარდნას იყო - მენატრებოდი ლილ.... შენი სურნელი, შენს კულულებზე თამაში, შენთან დაუსრულებელი კინკლაობაც კი მენატრებოდა.... - თავჩაქინდრული საუბრობდა ბიჭი და ლილემაც ვერ შეიკავა ცრემლები, ამდენ ემოციას ერთად ვეღარ გაუძლო და სასწრაფოდ თავის ოთახში აირბინა. საწოლზე წამოწვა და დემეს სიტყვებზე დაიწყო ფიქრი. ნუთუ ბიჭი მის გრძნობებზე ასე სასტიკად თამაშობდა? ვეღარ დაიძინა, თუმცა რა დააძინებდა.... ამ დროს დაინახა როგორ გაიელვა და ქუხილის მოლოდინში ყურებზე ხელები აიფარა. ბავშვობიდანვე ეშინოდა ჭექა-ქუხილის და ამ დროს მუდამ დედის, მამის ან ვაჩეს გვერდით იძინებდა. ახლა კი ალბათ სამივეს ღრმა ძილით ეძინა და მათი მოლოდინი სისულელე იქნებოდა. დემე კი ისევ სამზარეულოში იყო, გასარეცხ ჭურჭელს ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ალაგებდა და თან ლილეს რეაქციაზე ფიქრობდა. ბიჭი გოგონაზე 5 წლის ასაკიდან გიჟდებოდა თუმცა სულ ცდილობდა თავისი გრძნობები დაემალა. სულ კინკლაობდნენ თუმცა ერთმანეთს მუდამ უფრთხილდებოდნენ. დემე გოგონას ცრემლებს არასდროს არავის არ არჩენდა. ამერიკის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტისგან ჩარიცხვის წერილის მიღების შემდეგ კი ბიჭს წასვლა მოუწია. ყოველ დღე ენატრებოდა გოგონა და ყოველ დღე უფრო და უფრო ნანობდა თავის გადაწყვეტილებას. ბოლოს ვეღარ გაუძლო და ჩამოვიდა.... დადეშქელიანი ფიქრებს ქუხილის ხმამ მოსწყვიტა. ბიჭმა კარგად იცოდა ლილეს ფობიის შესახებ და მისი ოთახისკენ დაიძრა, კარი ფრთხილად შეაღო და საწოლზე მწოლი მოკანკალე გოგონა დაინახა. დემე საწოლზე ლილეს პირისპირ დაწვა და სახეზე აფარებული ხელები ფრთხილად ჩამოაწევინა. გოგონა ბიჭის დანახვამ შეაკრთო, თუმცა კიდევ ერთი ქუხილი და მის მკლავებში აღმოჩნდა. ბიჭიც ძლიერად იკრავდა გულში მოკანკალე გოგონას. ლილე მის მკლავებში გაიტრუნა, ასე თავს უსაფრთხოდ გრძნობდა, ბიჭის სურნელი კი უფრო და უფრო აბრუებდა. ორივეს მალევე ჩაეძინა. დილით ვაჩეს ხმამ გამოაღვიძათ ისევ ერთმანეთზე აკრულები. ლილე დაფეთებული გაეცალა ბიჭის სხეულს და საწოლზე წამოჯდა. დემემაც მას მიჰბაძა. - ისადა აქ რა ხდება? - იკითხა ნანახით გაოცებულმა, თან ცოტა არ იყოს გაბრაზებულმა ვაჩემ და თვალები მოჭუტა. ლილეს ხმა ჩაუვარდა, დემეტრემ კი მშვიდად დაიწყო საუბარი. - მოკლედ ლილეს ფობიის შესახებ ხომ იცი, ხოდა გუშინ ქუხილი რომ გავიგე ვიცოდი შეეშინდებოდა და გამოვედი. - აუუ ბოდიში რაა ლილე რომ ვერ გამეღვიძა.... - დანაშაულის გრძნობამ შეაწუხა ვაჩე, თუმცა რაღაცა მაინც არ ასვენებდა. - ბოდიში არაა საჭირო ვაჩ, რა იცოდი - მსუბუქად გაუღიმა ლილემ ძმას - მგელივით მშია და წამოდით რა - ორივეს გადახედა და როდესაც დემეს თვალებს გადააწყდა ლოყები ოდნავ შეეფარკლა. დაბლა ჩავიდნენ და სამზარეულოში შეაბიჯეს. ნენეს საუზმე უკვე მოემზადებინა და სუფრასთან მეუღლის გვერდით დაეკავებინა ადგილი. ისინიც სუფრას მიუსხდნენ და მადიანად დააგემოვნეს ლილეს გამომცხვარი ბლინები. - ლექციები არ გაქვთ? - სამივეს გადახედა ზურამ. - უკვე დაგვაგვიანდა კიდეც - საათზე დახედვის შემდეგ წამოფრინდა ლილე - წავედი ჩავიცვა - თვალის დახამხამებაში აირბინა კიბეები. სწრაფად მოწესრიგდა, თბილად ჩაიცვა და დაბლა ჩავიდა სადაც უკვე მომზადებული დემეტრე დახვდა. - ვაჩე სად არის? - წავიდა უკვე - და მე ასე დამტოვა? - წარბები შეკრა გოგონამ - ჩემთან ერთად მოდიხარ - არ მინდა ფეხით წავალ - ეცადა ბიჭისთვის გვერდი აეარა და კარში გასულიყო თუმცა დემეტრე წინ გადაუდგა. - ლილე ტყუილად ჯიუტდები - მინდა და გავჯიუტდები - თვალებში ჩახედა მის წინ მდგომ ბიჭს. ამ დროს ნენე გამოვიდა - თქვენ ჯერ კიდევ აქ რატომ ხართ? - წარბები აუწია ქალმა - ლილე გაჯიუტდა და ჩემთან ერთად არ მოდის - მხრები აიჩეჩა დემემ. აი ასე, მუდამ პატარა ბავშვებივით კინკლაობდნენ ზრდასრული ადამიანები. - შვილო ლილე გაგვიანდებათ და ერთი გზა გაქვთ მაინც, ან რას ერჩი დემეტრეს ერთად გაზრდილები მაინც არ იყოთ და არ იცოდე როგორი კარგი ბიჭია - თვალები დაუბრიალა ქალმა - ოოო რაა ბარემ ცოლადაც გამაყოლეთ და ეგ იქნება - თვალები გადაატრიალა ლილემ და როცა მიხვდა რა სისულელე წამოროშა ლოყებზე ალმური მოედო. შემდეგ ჩუმად ჩაიბურტყუნა კაი ხოოვო და ბიჭის მანქანისკენ წავიდა. უნივერსიტეტში ისე მივიდნენ გზაში ხმა არ ამოუღიათ, მხოლოდ ჩუმად გადახედავდნენ ხოლმე ერთმანეთს. - აბა დროებით ცოლო - ჩაიცინა ბიჭმა და გოგონას 15 წუთის წინანდელი ინციდენტი გაახსენა. ლილემ ერთი თვალები დაუბრიალა და აუდიტორიაში შეაბიჯა. - არაბული მეტად ვეღარ დაიგვიანე? - ტუჩები დაპრუწა მანანამ. - ვერა - გადახედა ლექტორს და ანას გვერდით დაიკავა ადგილი. ქალმაც ერთი ჩაილაპარაკა თავხედიო და საუბარი განაგრძო. ლექცია ერთ საათში დასრულდა და მაშინვე კაფეტერიაში ჩავიდნენ. ანამ ჰამბურგერი აიღო, ლილემ მხოლოდ ყავა და ბექასკენ წავიდნენ. - აბა როგორ ხართ? - იკითხა გამხიარულებულმა ბექამ. - კარგად რავი შენ? - უპასუხა ანამ - მშვენივრად. ლილე რა გჭირს რა ჩაფიქრებული ხარ? - ფიქრებში წასული გოგონა გამოაფხიზლა. - არაფერია - ხელი ჩაიქნია ლილემ - უი ახალ წელს რა გეგმები გაქვთ? - იკითხა ხასიათზე მოსულმა ლილემ - რავი სახლში ვარ რა - უპასუხა ანამ - მეც მასე - ჩაიცინა ბექამ - და შენ? - ესეიგი ბაკურიანში მივდივართ ბავშვები და იქ უნდა შევხვდეთ ახალწელს, ხოდა კაკრას თქვენც არანაირი გეგმა არ გაქვთ და წამოდით - აუ რა კარგიაა - ხელები ერთმანეთს შემოჰკრა ანამ - დემეტრეც მოდის? - გაეკრიჭა ანა და ბექასაც ხველება აუტყდა. - უფფ აბა მაგის გარეშე როგორ - ჩაიფრუტუნა ლილემ - აი ძაღლი ახსენეო. დემეტრე კაფეტერიაში ერთ-ერთ ძმაკაცთან ერთად შემოვიდა და მათი მაგიდის გვერძე მდგომ მაგიდაზე დაჯდა. მალევე მიუსხდნენ ნატა და თეკო. ლილემ ამის დანახვაზე თვალები აატრიალა და საუბარი განაგრძო - აბა ბექა შენც ხომ წამოხვალ? - წამოვალ რატომაც არა - ძალიან კარგი - გაიკრიჭა გოგონა. 5 წუთში დემეტრე და ლაზარე წამოდგნენ. დემემ ბიჭს რაღაც უთხრა, ლილემ ვერ გაიგო თუმცა მიხვდა ხელით ანიშნებდა გარეთ დამელოდეო. ბიჭი მათ მაგიდას მიუახლოვდა და ლილეს გვერდით თავისუფალ სკამზე ჩამოჯდა. - გამარჯობა ყველას. ლილ რაღაცის სათქმელად მოვედი, - გელოდები - გახედა ლილემ - გუშინ შენს ოთახში ტუმბოზე საათი დამრჩა ხოდა ხვალ წამომიღე რა, ხომ იცი თილისმასავითაა - ჩაიცინა დადეშქელიანმა - არის სერ - სახე დამანჭა ლილემ. დემე წამოდგა, გოგონას წინ გადმოვარდნილი კულული ყურს უკან გადაუწია, გაუღიმა, დროებითო უთხრა და წავიდა. - ნატა ცოფებს ყრის - ჩაიცინა ანამ - ისა დაა დემეტრეს შენს ოთახში რა უნდოდა? საერთოდ აღარაფერს მიყვები რაარის ეს რაა -უკმაყოფილო და ცნობისმოყვარე თვალებით შეხედა ანამ მეგობარს, ბექას კი აშკარა გაბრაზება ეტყობოდა. - რა უნდა სდომნოდა - თვალები გადაატრიალა ლილემ - დაიცა თქვენ ხომ არ?.... - კი ანა და თან გვერძე ოთახში ჩემს ძმას ეძინა - თვალები დაუბრიალა გოგონას და განაგრძო - გუშინ ჭექა-ქუხილი იყო და რომ მეშინია ხომ იცი? ხოდა ჩემს გვერდით იყო უბრალოდ. წამოდი ახლა გოგო ლექცია გვაქვს. - იცოდე მეტს მაინც მომიყვები - უთხრა კაფეტერიიდან გამოსვლის დროს ანამ, - მეტი არც არაფერია - უპასუხა ლილემ, - ლილე, შენი დაქალი არ ვარ? ხომ იცი რომ შეგიძლია შენს გრძნობებზე მესაუბრო, გგონია ვერაფერს გატყობ? - ანას სიტყვებმა გოგონა დააფიქრა, იქნებ კარგიც ყოფილიყო დაქალისთვის გულის გადაშლა? იქნებ ცოტა დამშვიდებულიყო კიდეც? - კარგი.... დღეს ჩემთან დარჩი და მოგიყვები რაღაცეებს - გაუღიმა დაქალს და აუდიტორიაში მასთან ერთად შევიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.