შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილი შენ...შენისგან!..


22-07-2019, 12:43
ნანახია 1 269

ახლა ღამეა,უკუნითი,უძირო და სევდიანი...ოთახში,სადაც მხოლოდ ერთი ფანჯარაა,მარტოობას გაუდგამს ფესვები,თანაც ისე ღრმად,რომ მისი ამოძირკვა უკვე შეუძლებელია...ისე მტკიცედ,რომ მთლიანად შეუსისხლხორცებიათ ერთმანეთი ოთახს და მარტოობას...
ირგვლივ ყველაფერს ტკივილის სუნი აქვს...საწოლს,რომელსაც თეთრი ზეწარი სუდარასავით გადაჰფენია...თაროებს,რომელზეც კარგა ხანია მტვერი არავის გადაუწმინდავს...იმ პატარა საწერ მაგიდასაც ზედ ფურცლები არეულად რომ დაუწყვიათ...განსაკუთრებით კი ძველ როიალს,რომელსაც აქა-იქ კლავიშები ჩავარდნია.როიალს,რომელზეც თეთრი და შავი კლავიშები დიდი ხანია ჰარმონიულ ჟღერადობას აღარ გამოსცემენ,ხავსი მოეკიდა მას შემდეგ რაც მათ აღარ დაუკრავთ...მას შემდეგ,რაც შენი თითები ამ კლავიშებს აღარ შეხებია...მას შემდეგ რაც შენ წახვედი...და მე დამტოვე სიბნელეში,სიჩუმეში,სიმარტოვეში,ტკივილში,სევდასა და მონატრებაში.შენს მონატრებაში...

ოთახში სიბნელეა,სინათლე მკრთალად აღწევს იმ ერთადერთი ფანჯრიდან,საიდანაც დიდი ხანია ცაზე მოკიაფე ვარსკვლავები აღარ ჩანან...
ფანჯრიდან,რომელშიც მზის სხივები წლებია ვეღარ აღწევენ.

ღამის სამი საათია,არავინაა ქუჩაში,არც ოთახში,არავინაა არც ჩემს სამყაროში-შენ არხარ!!მხოლოდ წყვდიადი....მას შემდეგ...

რა იქნებოდა შენი ნაცრისფერი და უძირო თვალებით, კიდევ ერთხელ,რომ შემოგეხედა ჩემთვის,როიალთან დამჯდარიყავი,შენი გრძელი თითები ასე რომ მიყვარდა დაგეწყო იმ კლავიშებზე და ჩვენი სიყვარული ნოტებად მოგეტანა ჩემამდე...იმ ლამაზ ნოტებად უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მე რომ მიძღვნიდი...
მენატრები ჩემო...მენატრები უკიდეგანოდ,დაუსრულებლად...შენი თვალების ბილიკები მენატრება,ჩემთან რომ მოჰყავდი...შენი თითებია ენა,რომელიც. მხოლოდ მე მესმოდა,მხოლოდ მე რომ მეკუთვნოდა...

უკვე რამდენი წელია აღარ მინახავს შენი ღიმილი ასე,რომ მათბობდა...(მზესავით)..

უკვე რამდენი წელია აღარ მომისმენია შენი ბაგეებიდან წამოსული მიყვარხარ .

.ხუთი?ათი?-უკვე სათვალავუც ამერია..იცი?წლებია შენს ბალიშს აღარ ასდის შენი სურნელი,მე კი მაიმც მაგრად ვიკრავ გულში იმ იმედით,რომ ისევ გიგრძნობ...თუმცა უშედეგოდ...მეშინია,რომ ვეღარ გავიხსენებ შენს სურნელს...რომ დაგკარგავ..მეორეჯერ...

იცი?საათიბით ვზივარ მოწმენდილი ცის ქვეშ და ვიყურები,მაგრამ ვერ გხედავ...

მენატრები ღიმილმზიანო...მენატრები უსაშველოდ უკვე წლებია...

გახსოვს?მითხარი,რომ ვერიტანდი ჩემს ცრემლებს და ვერაფერს რაც მათ იწვევდა...და ახლა?ახლა როცა შენ ხარ თითოეული ამ ტკივილის მიზეზი?თითოეული ამ ცრემლის...ახლა რაღას მეტყვი ჩემო?!..

რომ შემეძლოს ამ ნაწერებს იმ სიოს გამოვატანდი შენ,რომ ასე გიყვარდა...რომ ვიცოდე შენამდე მოიტანს,რომ ვიცოდე წაიკითხავ...რომ შენ იცოდე ისევ მიყვარხარ...და სულ მეყვარები_ბოლომდე...

მახსოვს მითხარი ჩემი სიმღერების თითოეული ნოტი შენ ხარო და იმ მელოდიებს,რომლებსაც შენით ჩავუდგი სული ცხოვრების ბოლომდე მოგიძღვნი,თუკი შენს ნაწერებს მხოლოდ მე მომიძღვნიო- მე ახლაც შენთვის ვწერ შენ?

მენატრები სიყვარულო სიკვდილამდე..შენი თითოეული ჩახუტება მენატრება...შენი სულ ყველა გამოხედვა...

და რა ვქნა თუ ჩემში ჩემზე მეტი ხარ?!.

იასამნები ჩემი სულის ყვავილებიაო ამბობდი,შენ გგავსო..იცი? შენს მკერდზე სწორედ,რომ იასამნები ყვავილობენ,იმ სასაფლაოზე სადაც შენთან ერთად მეც დავიმარხე...სასაფლაოზე სადაც ყველა ჩემი იმედი,ოცნება და სიხარული შენ გაგატანე...იქ სადაც ჩემი ცრემლები მოგიძღვენი...სწორედ მანდ ყვავილობს იასამანი.მე კი მჯერა,რომ მასში შენი სულია...მოვდივარ და საათობით ველაპარკები-გელაპარაკები...

რა ვქნა,რომ არ შემიძლია შენი გაშვება?!..

რა ვქნა,რომ ჩემს თითოეულ სისხლძარღვში შენი სიყვარული მოედინება?!.


ამდენი წელი გავიდა მე კი ისევ ისე მიყვარხარ და ეს სიყვარული საერთოდ არ გამნელებია,ცოტათიც არა...ოდანავადაც არა...არც განელდება გპირდები!..


შეხვედრამდე სიყვარულო...
მე მჯერა რომ ისევ შევხვდებით,რადგან არ შეიძლება ეს დამთავრდეს...ასე არა..






შენი!!!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent