ბიბლიოთეკა (დაიჭირე წამი) სრულად
უნივერსიტეტის შენობას ვტოვებ და ღმერთმა უწყის მერამდენედ მაქვს იმის იმედი, რომ და თას სადმე ისევ შევხვდები. წინა დღით დამირეკა და კიდევ უარესად განვიცადე მისი არ ყოფნა. მთელი დღეა მისი მონატრება და ერთ-ერთი ისევ გადათენებული ღამე გაღიმების საშუალებას არ მახლევს. არეული ნაბიჯებით ჩავუყევი იმ ქუჩას, სადაც პირველად დავინახე. არ მინდოდა დაცარიელებულ სახლში მარტო ყოფნა და ისედაც გრძელ გზას, უარესად ვწელავდი. ბიბლიოთეკის გახსენებისას თვალები გამივრწყინდა და მარჯვნივ ავუხვიე. ეს იყო ერთადერთი ადგილი, სადაც შემეძლო საათობიყ ვმჯდარიყავი და იმ სიჩუმისთვის მესმინა, რომელიც სულს მიწყნარებდა. გამიკვირდა, როცა ჩემსა და ბიბლიოთეკარის გარდა კაციშვილი არ ჭაჭანებდა ამხელა შენობაში. ჩემს პირისპირ მდგარ როიალს ვუყურებდი და დროთა განმავლობაში საკუთარ თითებსაც ვაშტერდებოდი. თითებს, რომლებზე კოცნაც დათას გაგიჟებით უყვარდა, გადაავიწყდათ კლავიშებთან გატარებული საღამოები. უდიდესი განცდაა, როცა შეგიძლია შენი თითებით ის მელოდია შექმნა, რომელიც ადამიანის ყურამდე სასიამოვნოდ აღწევს და გულის მიმართულებით იწყებს სვლას. მსმენელკ ვერასოდეს განიცდის იმ გრძნობას, რასაც თავად გრძნობ, როცა შენი თითები გრძელი როიალის კლავიშებს როთმულად ერწყმის. - დაუკარი. - თავზე ხელს მისვამს ბიბლიოთეკარი და როიალისკენ მიბიძგებს. - მე.. არ შემიძლია. - გაოგნებული ვპასუხობ და უარყოფის ნიშნად თავს ვაქანავებ. - დაუკარი. - მიმეორებს ის დათბილად მიღიმის. - კარგი. - თავს ნაზად ვაქნევ და როიალისკენ გადადგმული ნაბიჯი უფსკრულში მითრევს. როგორც კი თითები კლავიშებს შევახე, ყველა ის პაემანი ვინანე, რომელზეც როიალს უდიდესი უარი განვუცხადე. პირველი აკორდისთანავე დავრწმუნდი, რომ შოპენის გაზაფხულის ვალსი ზუსტად შეესაბამებოდა ჩემს ხასიათს. დასასრული ისეთივე მტკივნეული აღმოვნდა, როგორც ყოველი წამი დათას გარეშე. ახლა უფრო ვიგრძენი სიცარიელე, რომელიც იმ ადამიანმა დამიტოვა, ვინც ლამაზ ფერებში საგულდაგულოდ გავაფერადე. ბიბლიოთეკარი მომიახლოვდა, “მუდამ ბედნიერი იყავი შვილოო” ჩამჩურჩულა და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი ხელის გულით მოიწმინდა. ვგრძნობ, როგორ მევსება თვალები ცრემლებით, ძლივს შეკოწიწებული მოთმინება წამში დამემსხვრა და იატაკზე ჩამოშლილი ბიბლიოთეკის კუთხეებში მიიმალა. არ ვიცი ქალს რა ატირებდა, მაგრამ როიალზე გაშეშებული თითების ანარეკლი ბუნდოვანი რომ გახდა, მივხვდი მეტს ვეღარ გავუძლებდი და მთელი გულით ავქვითინდი. შუა ხნის, ორმოცდაათ წელს გადაცილებული ბიბლიოთეკარი თმებზე მეფერებოდა და რუტინულად მიმეორებდა ბოლომდე დავცლილიგავი. კლავიშებს თითები მხოლოდ მაშინ მოვაშორე, როცა ტირილი საბოლოოდ შევწყვიტე. როგორ მენატრებოდი.. პატიება მაინც გეთხოვა იმ ცრემლებისთვის, რომლების შენს გამო ქუთუთოებს საშინლად მიწვავდა. ყველა მოგონება შენ გიკავშირდება.. დათა.. ვერ ვიტან მონატრებას!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.