შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძმები (თავი 11)


22-07-2019, 16:20
ავტორი naattii
ნანახია 1 821

-ნაგაზი თავიდანვე უფროსი არ იყო, ერთერთი ნარკომოვაჭრის მარჯვენა ხელი იყო, თანაც საკმაოდ კარგი, რამდენიმე წელიწადში, როცა უფროსს ცოლთან შვილი შეეძინა მთელი მოვალეობები დროებით ჩვენს ზემოდხსენებულს გადააბარა, იმდენად ენდობოდა წამით არ დაფიქრებულა მერე რა მოხდაო, ეს ბავშვი შავი ყოფილა საოცრად და აბა თუ მიხვდებით რა შეარქვეს?_წარბებ აწეულმა გამოხედა ყურადღებით მსმენელ ძმებს?
-ფიფქიას ყვები?_წარბები შეეკრა იოანეს
-არაა, ბახალას, მოკლედ ნაგაზი ბახალას მამასთან მუშობდა, კაცის დროებით გვერძე გადგომით და ყურადღების მოდუნებით ისარგებლა და მთელი მისი არმია გადაიბირა, ორივე ცოლ-ქმარი სასტიკად ამოხოცეს, ფაქტობრივად ცოცხლად დაწვეს ცეცხლმოკიდებულ სახლში, ეგონა შვილიც იქ იყო, მაგრამ როგორც ჩანდა რომელიმე მსახურმა გადაარჩინა და გაზარდა. სიმართლე რომ გაიგო შურისძიება გადაწყვიტა და ნაგაზს დაუპირისპირდა, იმის დაბრუნება უნდოდა რაც წესით თავად ეკუთვნოდა, თუმცა სამაგიეროს გადახდაც დიდ როლს თამაშობს_მხრები აიჩეჩა გოგომ.
-შენ როგორ მოხვდი ამ გაუგებრობაში?_მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა დასვა გაბრიელმა, არ უნდოდა ლილუ მართლა ისეთი დამნაშავე ყოფილიყო როგორიც ეგონა.
-ჩემი ძმის გამო, იდიოტი, თავიდან ბახალასთან მოხვდა, მერე ნაგაზთან გადავიდა, ბოლოს რომ არ მოეკლათ ვითომ ამ ორის ჯაშუში იყო, თუმცა წამლით გაბრუებულს ისე აერია საბოლოოდ ყველაფერი ვის ინფორმაციას ვის აძლევდა თავადაც არ იცოდა, ამიტომ ერთს დიდი რაოდენობის ნარკოტიკი დააწერა, მეორეს ფული.
-მოკლეს?
-ვერ მიაგნეს, ბედი მისი მკვდარი არაა და იმედია სანამ ვნახავ მანამდე მოკლავენ, თორემ ჩემივე ხელს გავისვრი საკუთარი ძმის სისხლში, მისი დაკიდების გამო სიცოცხლე გამიმწარდა_ბრაზით ჩაილაპარაკა ლილუმ.
-რას გავალებდნენ?_ისევ დაძაბული იყო გაბრიელი
-კურიერი ვიყავი_თვალი აარიდა ბიჭს და პირველად ინატრა მის მზერაში იმედგაცრუება ვერ დაენახა.
-კლიენტები?_იოანე მიხვდა გაბრიელს აღარაფრის თავი ქონდა და დაკითხვა თავად გააგრძელა.
-არა, მეტს არაფერს გეტყვით სანამ თქვენს უფროს არ დაელაპარაკებით და ჩემს მოთხოვნებს არ დათანხმდება._გულზე გადაიჯვარედინა ხელები და კედელს დაუწყო ყურება, არ შეეძლო ახლა გაბრიელისთვის შეეხედა.
-კარგი, თქვენ იჭუკჭუკეთ მე ბოსთან წავალ, ჩემ მოსვლამდე ერთმანეთს არაფერი დააპუტოთ არ გამომატოვებინოთ ეგ სცენა_წარბების თამაშით და თითის ქნევით დატოვა ოთახი იოანემ და ღიმილით გაემართა დაჩის კაბინეტისკენ.

ოთახში სიჩუმემ დაისადგურა, ლილუ ჯიუტად არ აშორებდა კედელს თვალს, არადა გაბრიელს ერთი სული ქონდა მისი თაფლისფერი ათამაშებული სფეროები დაენახა. ჯერ საკუთარ თავშიც ვერ გარკვეულიყო, მაგრამ იმ წუთას იმედს, მოფერების სურვილს, იმედგაცრუებას, მოწონებას, სიყვარულს ყველაფერს ერთად გრძნობდა და ლამის იყო თავი გასკომოდა ამდენი გრძნობისგან.
-რატომ მოხვედი?_წყნარად გაისმა ლილუს ხმა ოთახში.
-იმიტომ, რომ მეგონა გჭრდებოდი.
-არ გიფიქრია, რომ მახე იყო?_ამჯერად გაბედა მზერა გაესწორებინა ბიჭისთვის.
-მიფიქრია_მძიმედ დააქნია თავი ტყუპმა.
-და შენ მაინც მოხვედი_მთელი გულით გაეღმა ქალს და თვალები აუელვარდა.
-არ დავუშვებდი მეორედაც საფრთხე შეგქმნოდა, არავის მივცემ უფლებას ჩემს გამო დაზარალდეს, მითუმეტეს ასეთ მნიშვნელოვან მოწმეს, შენ ჩვენი გასაღები ხარ ბახალასა და ნაგაზის დაჭერაში_წარბი აუწია გაბრიელმა და იმ წუთას მართლაც სიამოვნებით დააკვირდა როგორ გამოეხატა სახეზე ლილუს აშკარა გულისწყვეტა. თავს მისცა ოცნებებში წასულიყო და ეფიქრა, რომ გოგოსაც ქონდა მისდამი რაღაც გრძნობები და ასე თავჩახრილი მიტომაც მალავდა რეაქციას. იქნებ?...... არა, ახლა არანაირ იქნებ, ქონდა უფლება ორი წუთით თვითონაც დამტკბარიყო.

-უფროსო, შეიძლება?_დაკაკუნების შემდეგ თავიც შეყო დაჩის კაბინეტში ბიჭმა.
-აბა, ახალი რა გაქვთ? გელოდებოდი_მაშინვე შესწორდა სკამზე უფროსი გამომძიებელი.
-ბატონო დაჩი, ლილუ თანახმაა სრული ჩვენება მოგვცეს, კურიერი იყო და კლიენტებსც კარგად იცნობს, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ სურს გადმოსვლა და უნდა ციხეს აცდეს.
-მთვარეზეც მოეთხოვა ბარემ სახლი_წარბები შეეკრა უფროსს.
-რაღა კურიერს მივცეთ უფროსო მთვარეზე მეც კი ვიცხოვრებდი_სკამზე გადაწვა იოანე და ოცნებებში გადაეშვა.
-შეიძლება მერე ნდობა? _წამით დაფიქრდა კაცი.
-არავითარ შემთხვევაში უფროსო, მაგრამ დამიჯერეთ გაბრიელი თვალს არ მოაცილებს_ჩაიხითხითა ბიჭმა.
-ახლა არ მითხრა, რომ რამე გამომრჩა.
-არა, არა ბოს, ხომ იცით ჩემი ძმა რა პროფესიონალია, ლილუ უბრალოდ კარგი ინფორმატორია, მისი ჩვენებით იქნებ მაღლაფერიძეც ავიყვანოთ, კლიენტებზე გავალთ და ნაგაზს ჩავუსაფრდებით, მემგონი ღირს ერთი თავქარიანი გოგოს თავისუფლებად_დაძაბული დააკვირდა იოანე უფროსის რეაქციას.
-ბევრს პროფესიონალს შეყვარებია გამოძიების მსვლელობაში ან მოწმე ან დამნაშვე, ეგ არავინ იცის_თავის წარსულში გადაეშვა დაჩი და მისი ცოლის გაცნობა გაახსენდა (იხ. ორი მოწმე) -თავქარიანი უძახე და ასეთი ამბავი კი დაგვატეხა_თავი გადააქნია კაცმა და ჩაფიქრდა. -იცოდე მთელი პასუხისმგებლობა ტყუპებს გეკისრებათ, არ გაბედოთ და ხელმოცარულები არ დაბრუნდეთ, თორემ იცოდეთ ლილუს დაკარგვა თქვენ უსამსახურობას ნიშნავს_თითი დაუქნია ბიჭს და ანიშნა გასულიყო.
-ოხ ლილუ, ისევ ჩემი ძმის ბედნიერების გამო გარისკავს კაცი, თორემ ქალებიიი..._ვითომ აცრემლიანდა იოანე და სიცილით დაიძრა დასაკითხი ოთახისკენ.
-წავედით ოჯახო_ომახიანად შესძახა ერთმანეთის ყურებაში გართულ წყვილს და წამში გაუხსნა ხელები გოგოს.
-იმედია წესიერ სახლში ცხოვრობთ_ენა ვერ გააჩერა ლილუმ.
-მშვენიერი ფუმფუმა ხალიჩა გვაქვს, გესიამოვნება_თვალი ჩუკრა უნცროსმა.
-რა გაააქვთ?_თვალები გაუფართოვდა გოგოს.
-დივანი, გითხარი მშვენიერი დივანი გვაქვსთქო_ჩახველებით შეიკავა სიცილი იოანემ.
-ბიჭი, არაფერი შეგეშალოს_ცალი წარბი აუწია ლილუმ.
-გეკადრება დედიკო?_მშვენიერ ხასიათზე იყო ბიჭი.
-ხოდა დედიკოს დაგანახებ კუთხეში რომ დაგაყენებ_წარბები აუთამაშა უკანა სავარძლიდან ტყუპს და მანაც მთელი ხმით გადაიხარხარა.
-ახლა სულ ასე უნდა იყოთ?_აშკარა წუხილი ისმოდა გაბრიელის ხმაში.
-მაცადე ძმა, ოჯახის ახალ ბინადარს ვეცნობი_თვალი ჩაუკრა იოანემ ძმას და მანქანა დაძრა.

მხოლოდ ერთი ფარებ ანთებული მანქანა მიქროდა აღმოსავლეთისკენ წასასვლელ ტრასაზე. მძღოლი შეუჩერებელი მგზავრობიდან უკვე საკმაოდ დაღლილი ჩანდა, თუმცა არ ნებდებოდა, უკვე ვეღარ ითვლიდა მერამდენე ენერგეტიკულ სასმელს სვამდა და მთელი ძალით ცდილობდა თვალის დახუჭვის მოთხოვნას შეწინააღმდეგებოდა. ამ იდიოტმა გოგომ და ორმა გამომძიებელმა მთელი ცხოვრება აურიეს, ფიქრებში იგინებოდა მაღლაფერიძე და ცდილობდა სიჩქარე არ დაეგდო. ახლა რა ჯანდაბა უნდა ექნა? ნაგაზი ამას რ აპატიებდა და აუცილებლად მოკლავდა, მთლიანად ჩაფლავდა და მთელ რაზმს გაიყოლებდა, ამიტომ მანამდე გაიქცა სანამ უფროსი რამეს მიხვდებოდა. ცალი თვალით გადახედა გვერდით დაგდებულ ფულით სავსე ჩანთას და კიდევ ერთხელ გააჩერა მანქანის ნომრების გამოსაცვლელად. გრილმა ჰაერმა ცოტა გონს მოიყვანა, თუმცა თვალებს როგორც კი დახუჭავდა მეგობრის დასისხლიანებული სხეული ეხატებოდა და ჭკუიდან გადადიოდა.
-ოხ, მალხაზ, რა გატლიკინებდა, ამხელა ცოდვა რომ ამაკიდებინე_ნაღვლიანად ჩაილაპარაკა გიორგიმ, მონაწევი სიგარეტი გზიდან გადაისროლა და ისევ მანქანას მიუჯდა, წინ კიდევ დიდი გზა ქონდა.
კიდევ რამდენიმე საათი იარა, ბოლოს როგორც იქნა მიადგა ყველანაირ სოფელს მოშორებულ მთასთან რომლის უკანაც საკმაოდ წარმოსადეგი სახლი აეშენებინათ და ღამის ორ საათძე ჯერ კიდევ გამოდიოდა სინათლის შუქი. დაღლილმა გიორგიმ ორი წუთი მანქანაში შეისვენა, შემდეგ შარვლის უკან იარაღი მოისინჯა და გარეთ გადმოვიდა. რამდენიმე წუთი დაკაკუნებას მოუნდა, კარი კი მხოლოდ მაშინ გაიღო ხმამაღალი მუსიკა რომ მიწყდა და თვალი სინათლის კაშკაშა შუქმა მოჭრა.
-ვაა, მაღლოო, აქ რა გინდა ბიჭო? შემო შმო, გახურებულ ქეიფში ვართ_აშკარად კაიფში იყო მასპინძელი.
-შენთან უნდა დამიტოვო რა ძმა, ცოტა ხნით.
-შემოგევლოს ჩემი თავი, შენ მე ვინ გგონივარ? ბავშვობის მეგობარს თუარა ვინ ჩემ *ლეს უნდა დავეხმარო?
-გაიხარე სანდრო_ბეჭზე დაკრა ხელი ძველ მეგობარს და კარგად დააკვირდა ნაცნობ თაფლისფერ თვალებში -სულ არ შეცვლილხარ ნემსო რა_ღიმილით გადააქნია თავი და მთელი ძალით მოეხვია ბიჭს.



რაო? მოიცა ის იდიოტი ცოცხალია, ჯანმრთელი და მისი და ასეთ დღეში ჩააგდო, გიორგის კიდევ ნამუსი საერთოდ არ აქვს? ასეთი რაღაც გაუკეთა ლილუს და ამის შემდეგ რა ნამუსით მივიდა მასთან დახმარების სათხოვნელად? ნუ პრინციპში ორი ერთნაირი შეხვდა ერთმანეთს. ღირსია ორივე ერთმანეთი ჩააძაღლონ, დამპალი ნაბი'ჭვრები.
ანუ რა გამოდის ნაგაზი "ზროსლი" ტიპია და ბახალა ფაქტობრივად ჯერ ისევ ბავშვი? საინტერესოა ვინ დარჩება ამათ შორის მოგებული.
იოანემ "ოჯახი" შეკრიბა და წინ დიდი მხიარულება გველის ალბათ :) ვგიჟდები მე ამ ბიჭზე❤ გაბრიელიც მიყვარს მაგრამ იოანე სულ სხვაა ❤
ერთი სული მაქვს ფინალი როდის იქნება რომ საბოლოოდ გავიგო ვინ ვინაა, ხვალ ისევ გელოდები❤

 


№2  offline მოდერი naattii

რუსკიმარუსია
რაო? მოიცა ის იდიოტი ცოცხალია, ჯანმრთელი და მისი და ასეთ დღეში ჩააგდო, გიორგის კიდევ ნამუსი საერთოდ არ აქვს? ასეთი რაღაც გაუკეთა ლილუს და ამის შემდეგ რა ნამუსით მივიდა მასთან დახმარების სათხოვნელად? ნუ პრინციპში ორი ერთნაირი შეხვდა ერთმანეთს. ღირსია ორივე ერთმანეთი ჩააძაღლონ, დამპალი ნაბი'ჭვრები.
ანუ რა გამოდის ნაგაზი "ზროსლი" ტიპია და ბახალა ფაქტობრივად ჯერ ისევ ბავშვი? საინტერესოა ვინ დარჩება ამათ შორის მოგებული.
იოანემ "ოჯახი" შეკრიბა და წინ დიდი მხიარულება გველის ალბათ :) ვგიჟდები მე ამ ბიჭზე❤ გაბრიელიც მიყვარს მაგრამ იოანე სულ სხვაა ❤
ერთი სული მაქვს ფინალი როდის იქნება რომ საბოლოოდ გავიგო ვინ ვინაა, ხვალ ისევ გელოდები❤

მადლობა ჩემო კარგო, გაბრიელი უნდა ყოფილიყო მთავარი არადა მეც იოანეზე გავგიჟდი :D ვნახოთ ვნახოოთ რა მოხდებაა :D

 


№3  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

იოანე რა ტიპია, მიუხედავად ამდენი დაზაბულობისა როგორი პოზიტიურია, უფრო და უფრო საინტერესო ხდება ეს ისტორია ❤️

 


№4  offline წევრი Rania

რაიიიი. სანდროსთან მივიდა მაგლაფერიძეო და მისი და ასე ყავს დატოვებულიო. ორივე დააჭერინე ნათ იოანეს. რა საყვარელი ვინმეა ეს ბიჭი. იმერული იუმორი აქვს ხალასიიი. ზალიან საინტერესო ადგილას გაწყვიტე. იმედია მალე დადებ მომდევნოსს. მაგარია ყოჩაგგგ
--------------------
Q.qimucadze

 


№5  offline მოდერი naattii

ablabudaa
იოანე რა ტიპია, მიუხედავად ამდენი დაზაბულობისა როგორი პოზიტიურია, უფრო და უფრო საინტერესო ხდება ეს ისტორია ❤️

მადლობა ❤️

Rania
რაიიიი. სანდროსთან მივიდა მაგლაფერიძეო და მისი და ასე ყავს დატოვებულიო. ორივე დააჭერინე ნათ იოანეს. რა საყვარელი ვინმეა ეს ბიჭი. იმერული იუმორი აქვს ხალასიიი. ზალიან საინტერესო ადგილას გაწყვიტე. იმედია მალე დადებ მომდევნოსს. მაგარია ყოჩაგგგ

ყველანაირად ვეცდები მალე იყოს ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent