შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმრების მცველი(დასასრული)


22-07-2019, 18:09
ავტორი dara
ნანახია 3 222

მშვიდად საუზმობდნენ.არცეთი აპირებდა გუშინდელთან დაკავშირებით ხმის ამოღებას.უეცრად ალექსანდრეს ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა.
-გისმენთ!-წამოდგა და გავიდა ანასტასია კარგად არჩევდა ყვირილისა და გინების ხმებს.ოთახში ანერვიულებული ალექსანდრე შემოვიდა.-დღეს მთელი დღე სახლში იქნები ფეხს არ გაადგამ ლუკაც შენს გვერდით იქნება!
-კი მაგრამ ლექციას უნდა...
-რასაც გეუბნები იმას გააკეთებ გასაგებია?
-ზურამ დარეკა?
-ეგ შენ აღარ გეხება უბრალოდ სახლიდან ეზოშიც კი არ გახვიდე!-სწრაფად მიაძახა და სახლიდან გავარდა.-მამა სად ხარ?ძალიან კარგი!....მისმინე არ მინდა დღეს სადმე გახვიდეთ კარგი?...არა მამა უბრალიდ დაისვენეთ...სახლში იყავით...რამდენი ხანია ერთად დრო არ გაგიტარებიათ...კარგი აბა თქვენ იცით!-ისევ სადღაც დარეკა.-კაკი იზრუნე რომ დღეს გარეთ არ გამოვიდნენ გაიგე?ხო და რამდენიმე ბიჭი გაგზავნე იოანეს სახლთან!....რატომ მისვამთ ამ იდიოტურ კითხვებს თუ მესმოდეს *ოზის შვილი ვიყო რა!გააკეთე რასაც გეუბნები!-სამსახურში მივიდა სეიფიდან იარაღი ამოიღო და ზურასთან შესახვედრად წავიდა.
-რას მოვესწარი ჩემი მთავარი მტერი თავისი ფეხით მოვიდა რომ დავბრიდო ხო?-ჩაისისინა ზარდანიამ.
-შე ვირთხა სად იმალებოდი ამდენი ხნის მანძილზე?-იღრიალა ნაკანმა.
-იმდენად გეშინია ჩემი ყველგან დაცვა დააყენე შე გამო**** და კიდე მე ვიმალებოდი?
-ჩემ თავზე მეცინება როგორ ვიფიქრე რომ შენ რაიმე ჭკვიანურს დაგეგმავდი!-ხმამაღლა გაიცინა ალექსანდრემ და მუჭი მოუქნია ზარდანიას.ორ წამში ზურას ტუჩიდან სისხლმა დაიწყო დენა. სასტკი ბრძოლა გაჩაღდა ნაკანს მარტოს უწევდა ზარდანიას ფინიებთან გამკლავება მიუხედავად ამისა მაინც უპირატესობას ინარჩუნებდა....უკვე ძალა ელეოდა კარში იოანე და დათა რომ გამოჩნდნენ.
-თქვენ აქ რა ჯანდაბას აკეთებთ?-იღრიალა ალექსანდრემ და თან ერთი იატაკზე გააგორა.
-სად მოეთრეოდი მარტო?-არც იოანემ დააკლო და მანაც მოუქნია ხელი ზარდანიას ფინიას.
-ლიზა მარტო დატოვე შე გამო****?
-ანასტასიასთანაა!
-დიდხანს აპირებთ ლაპარაკს თუ მიხედავთ საქმეს?-ჩაერია დათა.
-შენ საიდანღა გაიგე?-ახლა მას მიუბრუნდა ალექსანდრე და თან ერთ-ერთს იგერიებდა.
-ტასომ დამირეკა მოძებნეო!...ოხ შენი!
-ტაისა,ტაისა!-ჩაილაპარაკა ალექსანდრემ და ჩხუბი განაგრძო.
-დათა გამახსენე აქედან რომ გავალთ ეს კარგად დავლეწო!-კბილებს შორის გამოსცრა იოანემ.
-თუ ძმა ხარ რა!
მალევე დატოვეს შენობა,დალეწილი ზარდანია და მისი ბიჭები.
-შენ ბიჭო ნორმალური ხარ?-მაშინვე ყვირილი დაიწყო იოანემ როგორც კი მანქანაში დაიკავეს ადგილი.
-ნუ ყვირი ქალივით...ისედაც გახეთქვაზე მაქვს თავი!
-მოსაკლავი ხარ!რატომ არ მითხარი?
-ახალდაქორწინებული კაცი ხარ სხვა საქმე არ გაქვს?-გაეცინა ალექსანდრეს.
-ხო იცინე და ეგრე დალეწილი რო მიხვალ შენი და უარესს გიზამს!
-შენ იკითხე სახლშიც რომ გაგიგრძელებს ლექციებს თორე მე ტაისა არაფერს მეტყვის!
-ეს ნამდვილად ჩემს დაზე საუბრობს?-გაიცინა დათამ.
-საერთოდ არ იცნობ შენს დას!
.........................................
სავარძლებში ისხდნენ და ნერვიულობდნენ ბიჭებმა კარი რომ შეაღეს.
-ალექსანდრე კარგად ხარ?-ტაისა მაშინვე მისკენ გაიქცა რამაც ცოტა არ იყოს გააკვირვა ნაკანიც და თავად ანასტასიაც.
-ნახე რა ტყუპისცალი ისეთივე დალეწილია როგორც ქმარი და პირველი მაინც მას მივარდა შესამოწმებლად!-ამოიბუზღუნა ავალიანმა.-ღმერთო ჩემო!არ შემიძლიხართ ეს შეყვარებული წყვილები წავედი მე ჩემს სამფლობელოში!-შებრუნდა და კარი გაიხურა.
-ეს ახლა ნორმალურია?-გაეცინა იოანეს.
-კარგად ხარ?-თვალები ცრემლებით აევსო ლიზას.
-კარგად ცარ ფერია დამშვიდდი!არაფერი მჭირს!-იოანემ გოგოს სახე ხელებში მოიქცია და ცრემლიანი თვალები დაუკოცნა.
-ხო მაგრამ სულ სისხლიანი ხარ!-ამოისლუკუნა.
-არაა ჩემი საყვარელო მე მხოლოდ რამდენიმე დალურჯება თუ მექნება!-გაეცინა ბიჭს.
-რა საჭირო იყო დათასთან დარეკვა?-კითხა ალექსანდრემ ტაისას.
-ვიფიქრე დახმარება დაგჭირდებოდა!-უკვე სამზარეულოში იყვნენ და ამიტომ მათი ხმა არავის ესმოდა.
-ფიქრობ ვიმსახურებდი მისგან დახმარებას?
-იმსახურებდი!-მტკიცედ უპასუხა გოგომ.
-ყველაფერი დასრულდა!
-ჰო?
-ყველაფერი დასრულდა ტაისა...აბსოლიტურად ყველაფერი!
-ალექსანდრე ახლა ამის დრო არ არის ჭრილობები უნდა დაგიმუშავოთ!-სწრაფად უთხრა და ოთახიდან გავიდა.-არ მოდიხარ?
-მოვდივარ ხო!
-არა ასე როგორ გცემეს?!-ბუზღუნებდა ლიზა ანასტასია კი მსვიდად ამუშავებდა ალექსანდრეს ჭრილობებს.
-აუ ლიზუ თავი მატკინე რა!
-მეტის ღირსი ხარ ძვირფასო ძამიკო!
-შენ არ იცი ისინი რა დღეში იყვნენ!-გაეცინა იოანეს და ალექსანდრეც აყვა.
-უგულოები ხართ რა!
-მისმინე საყვარელო ისინი შეგვეხნენ ჩვენ არაფერი დაგვიშავებია და თავიც არ დაგვეცვა?
-ამიტომ ხართ მთელი კაცების მოდგმა მხეცები!
-გმადლობ!
-არაფერს!
-მოვრჩი!-ბოლო ჭრილობაზეც რომ წაუსვა კრემი მხოლოდ მერე ამოიღო ხმა ანასტასიამ.
-მადლობა!-ამოიჩურჩულა ალექსანდრემ.
-კარგი ჩვენ უნდა წავიდეთ მერე შეგეხმიანებით!-წამოდგა იოანე.
-კარგად ლექსო!-მივიდა და ძმას ლოყაზე აკოცა მერე ანასტასიასთანაც იგივე გაიმეორა.
-ნახვამდის!-ანასტასიამ მაშინვე იქაურობის დალაგება დაიწყო.ალექსანდრეს ლაპარაკი უნდოდა მაგრამ ყველაფერი დილისთვის გადადო.
-მოგეხმარები!
-არ არის საჭირო სჯობს დაისვენო!-ანასტასიაც მოელოდა ლაპარაკის წამოწყებას ამიტომ ცდილობდა მისთვის თავი აერიდებინა....ყველაფერი დასრულდა ეს ნიშნავდა რომ ალექსანდრე სიტყვის შესრულებას….თავადაც არ იცოდა რატომ მაგრამ ეს ძალიან აშინებდა არ უნდოდა იმის მოსმენა რაც მოსალოდნელი იყო...არ ესმოდა ვერ ხვდებოდა და თავი უკანასკნელ სულელად წარმოედგინა....ბოლო მოვლენებმა მის ცხოვრებასა და განცდებში ბევრი რამ შეცვალა...ალექსანდრე....ის მასში რაღაც სხვა იმპულსებს იწვევდა...თითქოს იზიდავდა...ან იქნებ უბრალოდ მიეჩვია...მაგრამ არა!ეს არ იყო მიჩვევა ეს რაღაც გაცილებით მაშტაბური იყო....ისეთი რაც მასში პროტესტისა და სასიამოვნო იმპულსების ერთდროულად გამომუშავებას უწყობდა ხელს.ეწინააღმდეგებოდა დიდი ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა მაგრამ არაფერი გამოუვიდა ის როგორც ყოველთვის ახლაც დაუკითხავად შემოიჭრა და წასვლასაც არ აპირებდა.შემოიჭრა და ვეღარასდროს ვერავინ განდევნიდა ტაისას ორგანიზმიდან.ანასტასია ავალიანი ტაისა ნაკანად აქცია ალექსანდრე ნაკანმა,ამ კაცმა დაიწყო ყველაფერი და ნუთუ ახლა თავად დაასრულებდა...არ ჰქონდა ამის უფლება ტაისა არ აპირებდა მთლიანად მის ხელში დაეტოვებინა ძალაუფლება...მან უკვე გადადგა ნაბიჯი ახლა ანასტასიას ჯერი იყო ამჯერად თავად მიიღებდა გადაწყვეტილებას და ყველაფერი არა ალექსანდრეს არამედ ტაისას სურვილისამებრ მოხდებოდა....არ შეეძლო ნაკანს ისევ შეეცვალა ქალის ცხოვრება ახლა თავად იქნებოდა მმართველი...მაგრამ...იქნებოდა კი ეს მარტივი....დათმობდა ალექსანდრე პოზიციას?....იცით რაა?!....ჩვენ ქალებს თუ მოგვინდება ყველაფერი ისე იქნება როგორც ჩვენ მოვისურვებთ...ანასტასია ძლიერი ქალია და ვინ არის ალექსანდრე მასთან...უბრალო ლეკვი?...არააა ლეკვობას ვერ ვკადრებთ!...გააწყვეტილება მიიღო ამიერიდან თავად ითამაშებდა და შეწინააღმდეგებოდა ალექსანდრე თუ ბიჭი იყო
იმ ღამიტ ორივემ მშვიდად დაიძინა რაც სულიერ მდგომარეობაზე უფრო მეტად დაღლილობის ბრალი იყო.
დილიტ გაღვიძებულს ანასტასია საწოლში არ დახვდა რაც ისედაც არ იყო გასაკვირი ეს ხომ ჩვენი ძილისგუდა ალექსანდრე ნაკანია.კიბე სწრაფად ცაირბინა და სამზარეულოში შევიდა...სადაც ანასტასია მშვიდად მიირთმევდა საუზმეს.
-დილამშვიდობის!-მიესალმა ბიჭი.
--დილამშვიდობის!-გაუღიმა გოგომ.
-კარგ ხასიათზე ხარ!
-ნამდვილად!
-ალბათ მოსალოდნელი საუბრის გამო?!-თავზე ხელი გადაისვა ნაკანმა.
-რა საუბრის?-გაიკვირვა ანასტასიამ არადა ძალიან კარგად იცოდა რას გულისხმობდა ალექსანდრე.
-ტაისა გუშინაც გითხარი ყველაფერი დასრულდა და შენ შეგიძლია....
-უჰ რა დრო გასულა მე უნდა წავიდე!გემრიელად მიირთვიი!-უცებ წამოდგა ნაკანს ლოყაზე აკოცა და დატოვა დაბნეული ბიჭი რომელსაც ვერ გაეგო რა ხდებოდა.
-ეს რა ჯანდაბა იყო?ღმერთო რა დაგიშავე?რატომ მეთამაშები?ეს მინდოდა ახლა მე?არა სულ გავგიჟდი მგონი!იქნებ მომეჩვენა?ვერაფერი გავიგე ჭკუიდან გადამიყვანს ეს გოგო!ღმერთო გემუდარები დამეხმარე ეს შევძლო!-იმ დღეს სახლიდან გასვლას არ აპირებდა ამიტომ ფილმის ყურება დაიწყო თუმცა გული ვერ დაუდო სულ იმაზე ფიქრობდა შეძლებდა თუ არა ტაისას გარეშე ცხოვრებას ანდაც ამ განქორწინების შემდეგ ტაისას ისევ საფრთხე რომ დამუქრებოდა....მაგრამ ვერ დარჩებოდა მასთან ამის უფლება არ ჰონდა...თითქმის მტელი დრო აზრების დალაგებაში გაატარა,მიუხედავად ამისა მაინც იგივე აზრზე დარჩა წავიდოდა ანასტასიას ცხოვრებიდან თუმცა ყო9ველთვის დაიცავდა მას!....საბოლოო გადაწყვეტილება რომ მიიღო სახლის კარიც გაიღო და და ანასტასიაც შემოვიდა ღიღინით.
-მოვედიიიი! და მშია სასტიკად!-პირდაპირ სამზარეულოსკენ წავიდა...ალექსანდრეც რა თქმა უნდა უკან გაყვა.-რა იყო?რატომ მიყურებ?არ გინახავს მშიერი ადამიანი?-გაოცებული თვალებიტ უყურებდა არანაკლებ გაოცებულ ალექსანდრეს.-ვიცი ხო არანორმალურად საშინლად გამოვიყრები!დაიწვას სტუდენტის გაჩენა!-თან ლაპარაკობდა და თან საჭმელს იმზადებდა.-გამამწარეს დღეს მგონი ყველამ პირი შეკრა და გადაწყვიტა დავეღალე!შენ არსად გასულხარ?
-არაა!
-რა გჭირს ალექსანდრე?რა სახე გაქ?
-ანასტასია უნდა ვისაუბროთ!-ამიხვნეშა ბიჭმა.
-მაპატიე მაგრამ ძალიან მშია და დაღლილიც ვარ!სხვა დროს იყოს არა?!
-კარგი!სხვა დროს იყოს!-ანასტასიამ მიირთვა და პირდაპირ საძინებლისკენ გაემართა.მსვიდად მოკალათდა და ქეთას დაურეკა.საკმაოდ დიდხანს ესაუბრა შემდეგ დაემშვიდობა და ლეკვთან დაიწყო თამაში თან ისვენებდა და თან ერთობოდა მანამ სანამ ოთახის კარი ალექსანდრემ არ შემოაღო.
-არ გზინავს?....თუ არ გეძინა გვესაუბრა!
-იცი ახლა უნდა ვიბანაო!ასე რომ არ გამოვა!-კარადიდან საჭირო ნივთები აიღო და აბაზანის კარი შეიკეტა.
-არა შევიშლებიი!-ამოიზმუვლა ბიჭმა და საწოლზე დავარდა.მთელი ორი საათი ზუსტად ორი საათი ბანაობდა,ბოლოს თავადაც რომ ამოუვიდა ყელში პირსახოცშემოხვეული გამოვიდა.არც გაჰკვირვებია ალექსანდრე იქ რომ დახვდა.მშვიდად აუარა გვარდი და კარადიდან ტანსაცმელი გამოიღო.
-შეგიძლია გახვიდე?
-ახლავე მაგრამ მალე მოემზადე უნდა ვისაუბროთ!-გააფრთხილა ალექსანდრემ და ოთახი დატოვა.ანასტასიამ რაც შეეძლო გაწელა პროცესი თუმცა რამდენხანს შეძლებდა ამას.შემდეგ წიგნები აიღო და მეცადინეობა დაიწყო.ალექსანდრე უკან რომ დაბრუნდა ბუზღუნი დაიწყო.
-ანასტასია ხომ გთხოვე არა?უნდა ვისაუბროთ დამიჯერე მოგეწონება რასაც გეტყვი!
-ალექსანდრე შეგიძლია დამეხმარო?ამ საკითხს ვერაფერი გავუგე!
-მეხუმრები?გინდა გამაგიჟო ხო?!
-სერიოზულად გითხარი!-საცოდავი სახე მიიღო....ალექსანდრე ოთახიდან გავარდა ანასტასიამ კი სიცილი დაიწყო მოსწონდა მის ნერვებზე თამაში.მერე მართლა დაიწყო მეცადინეობა აბა უნივერსიტეტში უსწავლელი ხომ არ მივიდოდა ამ თამაშის გამო.დიდხანს სწავლობდა და კუჭმა განგაშის ზარი რომ მისცა ქვევით ჩავიდა ...ალექსანდრე ისევ მშვიდად იჯდა და ელოდა ჭამა რომ დაიწყო ალექსანდრეც მასთან ჩამოჯდა.
-შეგიძლია მიირთვა მე კი ვისაუბრებ კარგი?-ახლა რაღა უნდა ექნა ალბათ თავს ვერ დაიძვრენდა.
-მშვიდად ვაპირებდი...
-ხოდა იყავი მშვიდად და მომისმინე!
-ალექსანდრე ახლა ამის თავი არ მაქვს!
-ტაისა!-მკაცრი ხმით მიმართა.-არ მინდა ამ საუბრის გადადება!
-კი მაგრამ....-რაღაცის თქმას აპირებდა თუმცა მისმა ტელეფონმა დარეკა.ლიზა იყო.-გისმენ ლიზა!-გაბადრული სახით უპასუხა.
-ვაუ რა ხმა გაქ?კარგ დროს დავრეკე?
-არაჩვეულებრივ!
-რა ხდება?ანდაც არ მაინტერესებს!მოშორდით შენ და ჩემი ძამიკო ერთმანეთს და წამოდით კლუბში!
-ძალიან კარგი იდიაა აუცილებლად წამოვალთ!-ტაში შემოკრა ანასტასიამ.
-სად მივდივართ?-გაკვირვებული სახით შეხედა ალექსანდრემ.
-მოიცა!
-ძალიან კარგი რძალო ლექსო ჩამიკოცნე და გელოდებიით!-კოცნის იმიტაცია გააკეთა და ტელეფონი გათიშა.
-ტაისა სად მივდივართ?
-კლუბში!-აუღელვებლად უპასუხა და თეფში ნიჯარაში ჩადო.
-შეგეძლო გეკითხა!-გაღიზიანებით უთხრა ალექსანდრემ.
-შენ თუ არ გინდა ნუ წამოხვალ!
-ჯერ ვისაუბროთ და მერე წადი მე არ ვაპირებ!
-არ მცალია სასაუბროდ უნდა მოვემზადო ასე ხომ არ წავალ?
-ანასტასია!-უკვე კიბეზე მირბოდა.-ოხ ლიზააა! რა დროს დრეკვა იყო!-დივანზე ჩამოჯდა და ტაისას ლოდინი დაიწყო.
-წავედიი!-ალექსანდრემ მისკენ რომ გაიხედა პირი ღია დარჩა.-აბა როგორ გამოვიყურები?
-უფრო მოკლე არაფერი გქონდა?
-რა ცუდი ბიჭი ხარ!მე ძალიან მომწონს წავედი!
-მოიცა!ასე მიდიხარ სერიოზულად?
-ჰო რა იყო?-გაიკვირვა თუმცა ახლა ძალიან უნდოდა ახლა გაეცინა.
-არაფერი მეც წამოვალ!-უცებ წამოხტა და კიბისკენ გაემართა.
-რომ არ გინდოდა?
-მომინდა!გართობა არ მაწყენდა!
-კარგი გელოდები!....ყოჩაღ ანასტასია ყველაფერი კარგად მიდის!-ჩუმად ჩაიცინა და ლოდინი დაიწყო.დამიჯერეთ მგონი ალექსანდრეს უფრო დიდი დრო დასჭირდა ვიდრე ტაისას.-ალექსანდრეეე დავიღალე ჩამოაღწიე!
-მოვედიი!-ისე გამოიყურებოდა ანასტასიამ ლამის წასვლა გადაიფიქრა.-წავედით!ცოტას მაინც გავერთობი!-ჩაილაპარაკა ნაკანმა.
-არამგონია გაერთო!მაინც ლიზაც იქ იქნება და ვერ მოახერხებ ვინმე შეაბა!
-მაინც არ დამიჯერებ რომც აგიხსნა ხო?-ამოიხვნეშა ალექსანდრემ.
-რა საჭიროა ახსნა!-არადა ძალიან კარგად იცოდა რომ არ ატყუებდა...მაგრამ ხომ უნდა გაემწარებინა არა?!
-ოჰ ტაისააა!
-იძახე ახლა ტაისა!დროზე თორე ლიზამ უკვე მილიონჯერ დარეკა!-ამოიწუწუნა ავალიანმა.
-კარგი წავიდეთ!
**
-სად ხართ ამდენ ხანს რძალო?
-შენს ძმას კითხე ხომ უნდა გამოპრანჭულიყო?!-გაეცინა ანასტასიას.
-იცინე იცინე და რომ აგახევენ ქმარს ნახავ მერე!
-ვინ წამართმევს იმას რაც ისედაც არ არის ჩემი!-ახლოს მიიწია თითქოს ლოყაზე კოცნიდა და ყურში უჩურჩულა.მერე კი უკვე ხმამაღლა წარმოთქვა.-მე შეუცვლელი ვარ ძვურფასო!
-რა თქმა უნდა!
კლუბში კარგად გაერთნენ ანასტასია ისე ცეკვავდა ალექსანდრეს სულს უხუთავდა.საბოლოო ნაბიჯი იყო ვიღაც ბიჭთან ერთად რომ დაიწყო ცეკვა,ალექსანდრემ ვეღარ გაიძლო პირდაპირ მათკენ დაიძრა ბიჭი მოაშორა და ზურგიდან აეკრო.ცხელი სუნთქვა პირდაპირ ყელში ეფრქვეოდა ავალიანს და უკვე თავსაც ვეღარ აკონტროლებდა.
-რის მიღწევას ცდილობ ტაისა?!-უჩურჩულა და ყელში აკოცა.
-არაფრის ნაკანო!-შემობრუნდა და ხელები კისერზე მოხვია.-უბრალოდ ვცეკვავ!შენ არ გინდოდა და მეც ისეთი ვიღაც ვნახე ვინც უარი არ მითხრა!
-და შენ მოგეწონა მისი შეხება?
-რა ვიცი ჩვეულებრივად მეხებოდა...
-ხელებს დავამტვრევ!-კბილებს შორის გამოსცრა ნაკანმა.
-რატომ?შენ ხომ ამბობ რომ მე შენ....
-არ აქვს მნიშვნელობა მე რას ვამბობ ეს არ აძლევს უფლებას ვიღაც ნაბი*ვარს შეგეხოს!
დანარჩენი დრო შედარებით მშვიდად გაატარეს. ანასტასიამ იმდენი დალია გზაში ჩაეძინა და ალექსანდრეს სატარებელი გახდა.ბიჭმა ფრთხილად აიყვანა ხელში და სახლისკენ დაიძრა.ანასტასიან ტუჩები გააცმაცუნა კომფორტულად მოკალათდა თავი მხარზე ჩამოსდო და ხელბი კისერზე დაალაგა.
.................
მთელი კვირა ისე გავიდა ალექსანდრემ ანასტასიასთან საუბარი ვერ მოახერხა.
-დილამშვიდობისაა!ასე ადრე რატომ გაიღვიძე!-ღიმილიანი სახით მიესალმა ტაისა.
-დღეს სადმე გადიხარ?
-არა!დასვენების დღე მაქვს და ლიზასთან არ წავიდეთ?
-არა უნდა ვისაუბროთ!
-იქნებ სხვა....
-არა ახლავე!ტაისა რაც დრო გადის მით უფრო მიჭირს ამაზე საუბარი და მეტად ვეღარ გადავდებ!მორჩა დამთავრდა ყველაფერი და შენი ტანჯვაც!შეგვიძლია ახლავე შევიტანოთ განცხადება განქორწინებაზე!ხვალვე გავაკეთებ ამას!
-მორჩი?მორჩი ჩემი ცხოვრების ჩემს გარეშე დაგეგმვას?ძალიან მოგწონს არა ყველაფერს შენს ნებაზე რომ აკეთებ?!მე არა ნაკანო მე არა!არ გაქვს უფლება ერთხელ ხომ შეცვალე ჩემი ცხოვრება დაუკითხავად ახლა ამას ვეღარ გააკეთებ რადგან მე არ მინდა განქორწინება!
-რას გულისხმობ?-ხმა ჩაეხლიჩა ნაკანს.
-იმას ალექსანდრე რომ არ მინდა შენს გარეშე გასაგებია?-იყვირა და იქვე მდგარ ჭიქას ხელი ჰკრა.
-სულელობ ანასტასია!
-სიყვარული სისულელეა ალექსანდრე!
-ეს სიყვარული არაა ტაისა შეუძლებელია შეგიყვარდეს კაცი რომელმაც შენი ცხოვრება ისე შეცვალა არც გკითხა!
-შენ ხომ შეგიყვარდი?
-ეს სხვა რამეა ერთმანეთს ნუ ადარებ!
-რა მნიშვნელობა აქვს რა ვითარებაში მთავარია მიყვარხარ!
-ეს სიყვარული კი არა ლტოლვაა ანასტასია და შენ მათ ერთმანეთში ურევ!
-ალექსანდრეე!
-ტაისა შენ შეგიძლია ამ სახლში იცხოვრო მე გადავალ!დღესვე!
-ალექსანდრე არა გთხოვ!
-შენ უკეთესს იმსახურებ ანასტასია!
-რა ბანალური ფრაზაა!როგორი აუტანელი ხარ!მითხარი რომ გიყვარდი ხომ ასეა?-უყვირა და მკერდზე მუშტები დაუშინა.-მითხარი და თავიც შემაყვარე!მიუხედავად იმისა რაც გამიკეთე შემიყვარდი გაპატიე და ახლა მეუბნები უნდა გავშორდეთო რა ადამიანი ხარ?!მითხარი რა ადამიანი ხარ!-ალექსანდრეს უკვე არ შეეძლო ამ სიტყვების მოსმენა ერჩივნა ისევ უგულო ადამიანის როლი ეთამაშა და დაეტოვებინა.ასეც მოიქცა დატოვა ცრემლიანი ტაისა და თავი ისევ კაბინეტს შეაფარა თითქოს დასასრული დასაწყისს დაემსგავსა...ანასტასია ისევ ტიროდა...ალექსანდრე კი როგორც მაშინ ახლაც კაბინეტში დააბიჯებდა და ყველაფერს ამტვრევდა.
ჯერ ისევ არ იყო მდგომარეობიდან გამოსული კარზე კაკუნი რომ გაიგონა...არ ჰქონდა ისე მოქცევის თავი თითქოს ყველაფერი კარგად იყო...კარი გააღო.იოანე იყო...ცრემლიანი გოგო რომ დაინახა ძალიან შეეშინდა მაშინვე მოკიდა ხელი რომ არ წაქცეულიყო.
-ანასტასია კარგად ხარ?
-არ ვარ კარგად იოანე!არ ვარ!-ამოისლუკუნა და თავი მხარზე დაადო.
-ანასტასია მითხარი რა მოხდა ალექსანდრეს დაემართა რამე?-ანასტასიას ისტერიული სიცილი აუტყდა.
-ალექსანდრეს?არა იოანე ის კარგადაა მას სიცოცხლის უნარს ადამიანების განადგურება აძლევს ხოდა ახლა ალბათ ყველაზე კარგადაა!
-ანასტასია მომიყევი რა მოხდა!
-მაღლაა თავის კაბინეტში ადი და თავად გიამბოს!
-კარგად იქნები?
-შევძლებ!
იოანემ კიბე სწრაფად აირბინა და კარი გაბრაზებულმა შეხსნა.
-შენ ბიჭო აზრზე ხარ?
-რა?
-ამჯერად რაღა დააშავე ალექსანდრე გოგო განადგურებულია!-ღრიალებდა იოანე.
-მითხრა...გესმის იოანე?
-რა გითხრა რა?
-მითხრა რომ ვუყვარვარ!-გაყინული სახით საუბრობდა ნაკანი.
-მერე მაგას რა ჯობიაა!რატომ გაქვს ასეთუ განადგურებული სახე?
-იმიტომ რომ ეს სიყვარული არ არის!შეუძლებელია მას შევყვარებოდი!ჯერ კიდევ პატარაა და სიყვარული და ლტოლვა ერევა!
-პატარაა?რა პატარა ბიჭო ოთხი წელი რას წყვეტს?!ის გოგო შენზე უკეთ მსჯელობს!მას უყვარხარ რადგან გითხრა გასაგებია?
-ასეც რომ იყოს!...
-რაა?
-მე არ ვიმსახურებ მის სიყვარულს!ის ვერასდროს შეძლებს ბოლომდე მაპატიოს!ის ანგელოზია მე კი...მე ...
-რა შენ ალექსანდრე?!შენ ყველაზე ყველაზე ძლიერი და ღირსეული კაცი ხარ ვუსაც კი ვიცნობ!ორი წლით უფროსი ხარ ჩემზე და ყოველთვის ჩემი მაგალითი იყავი!ყოველთვის ვცდილობდი შენთვის მომებაძა!ყოველთვის!ყველაფერში!შენი სიყვარულიც კი ამ ოთხი წლის მანძილზე მაგალითი იყო ჩემთვის და რას აკეთებ დანებებას აპირებ მაშინ როცა როგორც იქნა მასაც აქვს გრძნობები შენს მიმართ!რატომ არ ეუბნები ყველაფერს?
-რა ვუთხრა იოანე?!რა?!შენ არც კი იცი როგორ უყვარს ბიძამისი!არც კი იცი რა აღფრთოვანებული საუბრობს ამ ადამიანზე რომელიც მისთვის იყო ყოველთვის მაგალითი!და ახლა როგორ ვუთხრა რომ ჩვენი ქორწინება მხოლოდ მისი ბრალია!რომ ეს ნაბი*ვარი მის გაყიდვას აპირებდა მსოფლიოში ყველაზე ბინძურ ადამიანზე ზურა ზარდანიაზე რომ თუ მე მის სანაცვლოდ ზარდანიაზე მეტს არ გადავიხდიდი სამუდამოდ ამ ღორის გვერდით მოუწევდა ყოფნა და ამაში მხოლოდ ბიძამისი იქნებოდა დამნაშავე!წარმოგიდგენია როგორ ეტკინებოდა?იმაზე მეტად როცა გაიგო რომ უნდა გათხოვილიყო...იმაზე მეტად როცა ამ ზღურბლს გადმოაბიჯა...იცი როგორ ეშინოდა?იცი მაინც როგორ კანკალებდა?...და მე მაშინ ვიგრძენი თავი არარაობად!და ახლა რომ გაიგოს საკუთარმა სისხლმა და ხორცმა გაყიდა...რომ სინამდვილეში არანაირი საშანტაჟო ფაილები არ არსებობს და არც ეგოიზმის გამო მომიყვანია ცოლად...გაიგოს რომ მიყვარდა რაც უკვე იცის...და იმიტომ მოვიყვანე რომ ბიძამისისგან დამეცვა რა მოუვა ხვდები?...მირჩევნია მე ვძულდე ვიდრე დაიტანჯოს!...მე დამივიწყებს ეს ტვირთი კი ცხოვრების ბოლომდე გაყვება და იარა არასდროს მოუშუშდება გესმის იოანე?-სუნთქვა უჭირდა ვერც კი წარმოიდგენდა სინამდვილეში რა მოხდა...ახლა კიდევ უფრო შეუყვარდა ნაკანი რომელსაც თურმე მხოლოდ მისი დაცვა უნდოდა და თავს ახლაც მხოლოდ იმიტომ წირავს ტანჯვისთვის რომ ის იყოს ბედნიერი.ვეღარ გაუძლო და იქვე ჩაიკეცა ცრემლებმა ლოყებზე გაიკვლიეს გზა...ნუთუ ასე უნდა მომხდარიყო...ამ საშინელი გზით უნდა ეპოვნა თავისი სიყვარული ნუთუ?!ფეხზე წამოიჭრა და ოთახში შევარდა.
-როდემდე?-იყვირა-როდემდე აპირებდი ჩემთვის ამის დამალვას?!ასე როგორ მომექეცი როგორ?!და შენ ამბობ რომ გიყვარვარ?ისევ იმ კაცის ხელში აპირებდი ჩემს დატოვებას?ალექსანდრე ნაკანო ისეთი გულქვა ხარ რომ მართლა ასე მოექცეოდი საკუთარ თავს?ისევ აპირებდი თავი სატანჯველად გაგეწირა!არ გაპატიებ!არასდროს გაპატიებ იმას რაც ამ დროის განმავლობაში საკუთარ თავს დამართე!ჩემს გამო ღირდა კი ამ ყველაფრის გაკეთება?!...ნუთუ ამდენად გიყვარვარ?...
-ანასტასია შენ ყველაფერი გაიგე?
-გავიგე და კითხვა დაგისვი!
-მიყვარხარ ხოო!უკვე გითხარი და გიმეორებ რომ საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარ და ეს არასდროს შეიცვლება!
-მაგრამ მე ამ ყველაფერს არ ვიმსახურებდი!
-შენს გამო მზად ვარ მოვკვდე!
-მიყვარხარ!გესმის?სიცოცხლეზე მეტად და არასდროს შეიტანო ეჭვი ამაში!არასდროოს!-ახლოს მივიდა და ამჯერად უკვე თავისი ნებით შეუერთა საკუთარი ტუჩები ნაკანისას.
-მოვკვდები თუ ამ სიტყვებს მთელი ცხოვრების განმავლობაში არ მოვისმენ!-თქვა ნაკანმა და ისევ მოეხვია ავალიანს.
-მიყვარხარ ალექსანდრე ნაკანო სიცოცხლეზე მეტად და მე ამ სიტყვებს ყოველ დღე გაგიმეორებ!
-მიყვარხარ ჩემო ტაისა!
-ნუთუ ამდენი უნდა გვეტანჯა ერთმანეთამდე რომ მიგვეღწია?-ცრემლები გადმოსცვივდა ანასტასიას.
-იქნებ სწორედ ეს უნდა მომხდარიყო ასე რომ შეგვყვარებოდა ერთმანეთი!-გაუღიმა ნაკანმა და ცრემლიანი თვალები დაუკოცნა.
................................
-დეე გაიღვიძე ლაა!-პატარა ხელებს სახეზე უსვამდა.
-გისმენ დე?-ძლივსძლივობით გაახილა თვალი და პატარა ბიჭს ბუთქუნა თითები დაუკოცნა.-ახლა შემომეჭმები დამიანე!
-ალა ლა ალ სემწამო ლა!
-არ შეგჭამოო?-გაიცინა.
-ალა!
-მამა სად არის?
-ქვევით დე მგონი გაბლაზებულია!
-ვიცი ხო ბუზღუნებს!-წამოდგა ხალათი მოიცვა და სამზარეულოში ჩავიდა.ქმარს მიუახლოვდა და ყელში აკოცა.-გავიგე გაბრაზებული ხარ!
-არ იცოდი?!
-ალექსანდრე რა გინდა ვერ გავიგეეე?!
-არაფერი ანასტასია!
-ანასტასია?ტაისა სად წავიდა?!
-ტაისას ვუყვარდი ანასტასიას არა!
-საიდან მოიტანე ალექსანდრე?-ტუჩები დაბრიცა.
-ასე მგონია ვეღარ მიტან!საერთოდ აღარ მაქცევ ყურადღებას!
-აუ ალექსანდრეე!
-ნუ წუწუნებ!დამიანეეე კიბესთან ფრთილად დამელოდე!-სწრაფად გაიქცა და უკვე ნახევარზე ჩამოსული ბავშვი ხელში აიყვანა.-შენ მაინც იფიქრე ჩემზე შვილო!რატომ არავის ახსოვს რო სამი წლის ხარ?!
-ნუ მეჩქუბები!
-ხო რა თქმა უნდა როგორ შეიძლება!
-დაანებე ბავშვს თავი შენ აღრენილი ხარ დაგვაბრალე ჩვენ!-შეუღრინა ანასტასიამ.-რას მერჩი მაინც ვერ გავიგე!
-ანასტასია გაღიზიანებ უკვე!ასე მგონია თითი რომ დაგადო გული აგერევა!ბავშვსაც აღარ აქცევ ყურადღებას და როდის იყო ჩემზე გვუან გაგეღვიძა?
-შენ ხომ ადამიანს სიურპრიზის მოწყობას არ დააცდი რა!-ამოიბუზღუნა და ხელები გადააჯვარედინა.-შეგიძლია დამშვიდდე....შენი ტანჯვის პერიოდი იწყება....მთელი ცხრა თვე ცხვირში ამოგადენ ამ სამ წელიწადს!ყველაფრის კეთება შენ მოგიწევს და იმდენად დაიღლები ხმას ვეღარ ამოიღებ ხოლმე ამაზე მე და ჩვენი ბავშვები ვიზრუნებთ!-მუცელზე ხელი მიიდო და ფართოდ გაიღიმა.
-რააა?ორსულად ხარ?და ამდენ ხანს ამას მიმალავდი?
-დიახ თანაც ერთს კი არა ორს ველოდები ამიტომ ირმაგად მოგიშლი ხოლმე ნერვებს!-ისევ აგრძელებდა თუმცა ალექსანდრეს უკვე ხელში ყავდა აყვანილი და სახეს უკოცნიდა მერე უცებ დასვა და მუცელზე დაუწყო ფერება.
-იმედია ერთი მაინც იქნება გოგო...მაგრამ ის პატარა იქნება და მე რომ ვერ ავიყვანო...მერე გაიზრდება და იმის თაყვანისმცემლები უნდა ვცემო...მერე კიდე ვიღაცას უნდა გაყვეს...აუუ არა არ მინდა!-გაიცინა მაგრამ ანასტასიამ სერიოზულად მიიღო და თავში წამოარტყა.-მეტკინაა!
-დე მა ლა ქდებაა?
-არაფერი დე მალე პატარა დაიკოები ან ძამიკოები ან კიდევ დაიკო და ძამიკო გეყოლება!
-მაგალიააა!
..............................
დასასრული!შეიძლება ისეთი არ არის როგორსაც მოელოდით მაგრამ მე ყველანაირად შევეცადე!მიყვარხართ ძალიან თქვენ მაძლევდით ძალას რომ მეწერა და დოდიში თუ იმედები გაგიცრუეთ!



№1 სტუმარი მია

რა იმედების გაცრუება ნებისმიერ მწერალს მირჩევნიხარ არვიცი ვინხარ მაგრამ აი ეს იყო მოლოდინის გამართლება ყველაზე საოცარი სა საინტერესო იყო ეს მოთხრობა რომ გა იგე დაიდო იმწამსვე კითხვა დავიწყე რომ დავამთავრე თავიდან წავიკითხე აი უმაღლესი სსხის მოთხრობაა მადლობა რომ ასეთი კარგი ფანტაზია გაქვს❤❤❤

 


№2  offline წევრი dara

მია
რა იმედების გაცრუება ნებისმიერ მწერალს მირჩევნიხარ არვიცი ვინხარ მაგრამ აი ეს იყო მოლოდინის გამართლება ყველაზე საოცარი სა საინტერესო იყო ეს მოთხრობა რომ გა იგე დაიდო იმწამსვე კითხვა დავიწყე რომ დავამთავრე თავიდან წავიკითხე აი უმაღლესი სსხის მოთხრობაა მადლობა რომ ასეთი კარგი ფანტაზია გაქვს❤❤❤

ვერც კი წარმოიდგენ რამდენად გამახარა შენმა კომენტარმა.ძალან...ძალიან მეშინოდა რომ არ მოგეწონებოდათ ვიღაცას იმედს გავუცრუებდი...დავმშვიდდი ახლა თუნდაც უარყოფითი დამოკიდებულებაც რომ წამოვიდეს მეცოდინება რომ ერთ ადამიანს მაინც მოეწონა და ეს ყველაფერს გადაწონის დამიჯერე❤❤❤????????????

 


№3  offline წევრი BASI

ისე მომეწონა, რომ წინა ისტორიის წაკითხვა გადავწყვიტე.მაგრამ ალბათ წაიშალა საიტიდან. იქნებ თავიდან დადოთ რომ შევძლო გავეცნო კიდევ ერთ თქვენს ნამუშევარს. წინასწარ გმადლობთ

 


№4  offline წევრი dara

BASI
ისე მომეწონა, რომ წინა ისტორიის წაკითხვა გადავწყვიტე.მაგრამ ალბათ წაიშალა საიტიდან. იქნებ თავიდან დადოთ რომ შევძლო გავეცნო კიდევ ერთ თქვენს ნამუშევარს. წინასწარ გმადლობთ

სამწუხაროდ წინა ისტორიის სხვა ჩანაწერრბიც აღარ მაქვს იქნებ ოდესმე შევძლო და მოვახერხო შევკრა ყველა'ფერი და სრულად ავტვირთო????????????

 


№5  offline წევრი izabella

აი რატო დაამთავრე მალე, რატო? ბევრი სიუჟეტი მინდოდა კიდე, ნაკანის და ტასიასი ისინი რაც იყო ცოტა იყო და არ მეყო.
წარმატებები და ახალი მუზები შენ ❤❤❤

 


№6  offline წევრი dara

izabella
აი რატო დაამთავრე მალე, რატო? ბევრი სიუჟეტი მინდოდა კიდე, ნაკანის და ტასიასი ისინი რაც იყო ცოტა იყო და არ მეყო.
წარმატებები და ახალი მუზები შენ ❤❤❤

რაც მისურვე ნამდვილად მჭირდება იმიტომ რომ სწორედ უმუზობის ჟამს დავასრულე ასე სწრაფად...გაამბედნიერა შენი კომენტარის დანახვამ და შევეცდები მომდევნო ისტორია(რა თქმა უნდა თუ მუზამ ინება სტუმრობა!)მოგეწონება! heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent