შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მას მხოლოდ სიცოცხლე უნდა(სრულად)


24-07-2019, 12:52
ავტორი BonaDea
ნანახია 1 687

ახალი სიცოცხლის დაბადებაზე სასიხარულო არსებობს რამე? როცა საკუთარ შვილს ხელში აიყვან და იმდენს აკოცებ რამდენსაც გინდა. სამყაროში უამრავი ფერია და ეს ყველა'ფერი სწორედ ამ დღეს ერთიანდება. უზომო სიხარული,ბედნიერების ცრემლები, მამის უბედნიერესი სახე.ახალი სიხოხლე, რომელიც ბედნიერების სხივია. მარიამი 20წლის იყო როცა დაქორწინდა, უბედნიერესი იყო რადგან საყვარელ მამაკაცს მიყვებოდა ცოლად . უბედნიერესი წუთები. ქორწინებიდან სამ თვეში გაიგო რომ , მის სხეულში ახალი სიცოცხლე არსებობდა. უამრავი ცრემლები, ღელვა, ბედნიერება. საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულ გიორგის პატარა ლამაზად შეფუთული ყუთი დაუდო საწოლზე. როცა ყუთი გახსნა, მასში მოთავსებული სულ სულ პატარა მაისური ამოიღო წარწერით "გვიყვარხარ მამიკო" ატირდა... ბედნიერების ცრემლებით ტიროდა. შემდეგ მარიამი ხელში აიყვანა და ატრიალა იქამდე სანამ არ დაიღალა. ახალი სიცოცხლე, ახალი დასაწყისი. მარიამის ძალიან სასაცილო სურვილები. უამრავი მჟავე საჭმელები უნდოდა... დილის სამი საათი იყო როცა გიორგის გაეღვიძა და დაინახა როგორ ტიროდა მარიამი. უცებ წამოდგა და მასთან მივიდა
-რამოხდა პარატავ? რატომ ტირი?
-ალუჩა მინდა,ძალიან მინდა და არგვაქვს-ტირილით უთხრა. ამდროს ისეთი საყვარელი იყო. მისი ღია თაფლისფერი თვალებიდან ცრემლებს რომ აფრქვევდა და მისი გრძელი წამწამები რომ სველდებოდნენ.
-სამი საათია, ახლა საიდან მოვიტანო ალუჩა? ხვალ დილით ეგრევე ავდგები და მოგიტან პატარავ
-საერთოდ არ გიყვარვარ, არ გადარდებ.ამხელა მუცელით, გაბერილი, რატომ უნდა გიყვარდეს ხოო? სხვა ლამაზ ქალებთან დადიხარ და ამიტომ აღარ გიყვარვარ-უფრო ატირდა. გიორგი ჯერ უყურებდა მერე სიცილი დაიწყო. ბოლოს ჩაიცვა და სახლიდან გავიდა. ძალიან ბევრი იარა. ძლივს ნახა კაცი რომელიც ალუჩას ყიდდა. 24 საათიანი ხილ-ბოსტანის შენობაში შევიდა. ალუჩასთან ერთად კიდევ იყიდა რამდენიმე სახეობის ხილი და სახლში დაბრუნდა. საძინებლის კარი რომ შეაღო და მარიამი მძინარე დაინახა, გაეღიმა გადასაფარებელი დააფარა და თვითონაც მის გვერდით დაწვა. დილით მარიამმა რომ გაიღვიძა ხილით სავსე უზარმაზარი თეფში დაინახა და არფერზე უფიქრია იმ წამსვე გაღიმებულმა დაიწყო ჭამა.
-დილამშვიდობისა პატარავ
-დილამშვიდობის
-მეც მინდა შეიძლება ავიღო?
-არააა, ეს სულ ჩემია, ჩვენ ორნი ვართ და ბევრი გვინდა .
-კარგი მაგრამ კოცნაც არ მეკუთვნის?
-კოცნა კი- საწოლზე მჯდარ გიორგისთან დაგაბობღდა და ლოყაზე აკოცა
- სერიოზულად? ლოყა? კოცნა აი ასე უნდა- უთხრა და მის მსხვილ ტუჩებს დაეწაფა. შემდეგ სამსახურში წავიდა. ასე გავიდა 40 კვირა. უკვე ნერვოზი ჰქონდა გიორგის , მარიამის ტკივილების, ძლიერი ემოციურობის, მარიამის ხშირი ტირილის და ათასი ბავშური ქცევების შემხედვარე.
დილით მუცელი საშინდალ ატკივდა. გიორგის ჯერ კიდევ ეძინა,საწოლიდან წამოდგა მაგრამ ნაბიჭი ვერ გადადგა. შიშისგან და ტკივილისგან შეცვლილი ხმით დაიყვირა გიორგიო და ისიც წამსვე გამოფხიზლდა
-რახდებაა? დაგეწყოო? ბავშვი ? ღმერთო
- დამეწყოოოო ვაიმე ღმერთო მუცელიი
- ახლავე ავიღებ ჩანთას და წავიდეთ . არ ინერვიულო პატარავ ყველაფერი კარგად იქება. - სინამსვილეში თვითონაც ძალიან ნერვიულობდა. წინასწარ გამზადებული ჩანთა აიღო რომელშიც საჭირო ნივთები იდო და მანქანისკენ წავიდნენ.
საავადმყოფოში რომ შეივანეს და ექიმმა ნახა სამშობიარო ბლოკში გადაიყვანეს. გიორგი დარჩა გარეთ,ათასი ფიქრებით თავში. რადგან ბავშვის სქესი წინასწარ არ გაიგეს ახლა ორმაგად ნერვიულობდა. წინ და უკან დადიოდა ვერ ისვენებდა სანამ, ექთანი არ გამოვიდა და არ გაიგო "გილოცავთ ორივე კარგად არის. თქვენი ბიჭი ძალიან კარგად გრძობს თავს"ამის გაგება და გრძობების აფეთქება ერთი იყო. უხაროდა , სიგიჟემდე უხაროდა. ახლა უკვე მამა იყო.. ათას რამეზე ფიქრობდა.
ექიმს გაესაუბრა და ყველაფერი დაწვრილებით გამოკითხა. შემდეგ მარიამთან შევიდა რომელიც ბავშვით ხელში იწვა და იღიმოდა. რა უნდა ნახოს ადამიანმა ამაზე ლამაზი? მასთან მივიდა და აკოცა. შემდეგ ბავშვს შეხედა და ძალიან ნაზად აკოცა შუბლზე.
-ჩვენი პატარა ალექსანდრე
-ალექსანდრე? ჩვენი პატარა ალექსანდრე
-უბედნიერესი ვარ
-მე ვარ უბედნიერესი ულამაზესი და უკარგესი ცოლი და სულ სულ პატარა და უსაყვალესი შვილი მყავს.
-მიყვარხარ
-მეც ძალიან მიყვარხარ.
შემდეგ სახლში წავიდნენ. ყველაფერი მოაგვარეს საავადმყოფოში და წავიდნენ.
ალექსანდრე იზრდებოდა. მისი პირველი ნაბიჯები, პირველი სიტყვა "მამა" , მისი პაწაწინა თითები და სულ ახლად ამოსული კბილები. ბედნიერება. პირველი დღე ბაღში, მეგობრების შეძენა. ბაღის დამთავრება და სკოლის კარის შეღება. დრო გადიოდა... ისეთი ბიჭი გაიზარდა რომ გოგოები მის დანახვაზე პრანჭვას იწყებდენ. 17წლის ალექსანდრე. მეთერთმეტე კლასელი. უსაყვარლესი და ულამაზსი შეყვარებული, თაია. და კიდევ 2 დაიკო,რომლებიც უკვე 9წლისები იყვნენ. იდენტური ტყუპები. თათა და ნიცა. ყველაზე. ბედბიერი ოჯახი იყო, უამრავი სიხარულის სხივი იყო მათ სახლში. ერთ საღამოს ალექსანდრემ დააგვიანა სახლში მისვლა. ტელეფონს არ იღებდა.. უარმრავი ცრემლი, დარდი, ნერვიულობა. შემდეგ მარიამის ტელეფობმა გაანათა და რომ დაინახა ალექსანდრე იყო წამსვე აიღო
-ალექსანდეე, დედი სად ხარ? ძალიან ვნერვიულობთ დე როდის მოხვალ?- სულ ერთ წამში უთხრა თუმცა ალექსანდრეს მაგივრად ვიღაც კაცის ხმა გაიგო
-ალექსანდრეს დედა ბრძანდებით როგორც მივხვდი, ის ახლა საავადმყოფოშია. მანქანა დაეჯახა.მისი მდგომარეობა არვიცი ქალბატონო , მაგრამ ვიცი რომ ცოცხალია.- ამის გაგება და სახლიდან გავარდნა ერთი იყო. საავადმყოფოში მისულს ალექსანდრე საოპერაციოში დახვდა. როგორც გაიგო , ნასვამი მძლოლი დაეჯახა, ორი ნეკნი ქონდა დამსხვრეული, და ერთი ღრმა ჭრილობა გულ-მკერდის არეში. ყველაფერი რთულად იყო... მარიამი იატაკზე იჯდა, გათიშული იყო. რამდენიმე საათი გაგრძელდა ოპერაცია. შემდეგ ექთანი გამოვიდა რათქამუნდა მარიამი თაია და გიორგი მასთან მივიდნენ. იმ წამს რომ დაგენახათ ისინი თქვენც გადმოგედებოდათ მათი ტკივილი.
-როგორ არის? ხომ ცოცხალია? ხომ კარგადაა? გთხოვთ ცუდი არაფერი მითხრათ,ალექსანდრრე.. ხომ კარგად იქნება?- ტირილით ეკითხებოდა ექთანს მარიამი.თაია და გიორგიც იქვე იყვნენ. სამივენი წაშლილი სახით იდგნენ და ექიმის პასუხს ელოდნენ.
- ჭრილობა გულ-მკერდის არეში იყო მიყენებული. ძალიან რთული ოპერაცია ჩატარდა. ჯერ უნდა დავაკვირდეთ, 24 საათი იქნება გადამწყეტი, მხოლოს მოთბინება შეგვიძლია. -ამის გაგება და მარიამმა გონი დაკარგა. თაია ისე ცუდად იყო რომ, ვერაფერს ამბობდა, ტკიოდა.საყვარელი ადამიანი როგორ უნდა დაეკარგა.უამრავ ლამაზ დღეს იხსენებდა.გიორგი..გიორგი თავს ერეოდა და ცდილობდა გაემაგრებინა და დაემშვიდებინა ორი სრულიად შეშლილი ქალი..დიახ შეშლილი როცა შვილი ან სიყვარული სიკვდილს ებრძვის ძნელია არ შეიშალოა მარიამთან მივიდა
- რატომ ის? რატომ დაემართა ეს, რამე რომ მოუვიდეს მოვკვდები, ვერ ვიცოცხლებ,გეფიცები სიცოცხლეს ვერ გავაგრძელებ მის გარეშე -ტიროდა, მთელი ეს დრო ცრემლი ერთხელაც არ შეშრობია თვალზე.
- ყველაფერი კარგად იქნება. ის ძლიერია. გახსოვს ხელი რომ მოიტეხა? ძალიან ამაყად იჯდა ექიმთან, ტკიოდა მაგრამ არ იმჩნევდა ძლიერია...ძალიან ძლიერი.
- მას ხომ მხოლოდ სიცოცხლე უნდა, როგორ დავიჯერო რომ ღმერთი ამას დაუშვებს? შევიშლები მას რომ რამე დაემართოს.
"მას ხომ მხოლოდ სიცოცხლე უნდა"ეს ფრაზა უტრიალებდა გიორგის თავში.მხოლოდ ერთი ოცნება ქონდა ალექსანდრეს.. ის არ გავდა სხვებს.. მხოლოდ თაიასთან ერად დიდხანს და ბედნიერად უნდადა ცხოვრება. მხოლოდ ეს სურვილი ქონდა და ყველაფერს აკეთებდა ამისთვის. მუშაობდა კიდეც. ფულს აგროვებდა მომავლისთვის... იმედია თაიასთან ერთად დიდხანს და ბედნიერად ცხოვრებას შეძლებს.. ერთ წამში იცვლება ადამიანის ცხოვრება. რადიკალური ცვლილებებიც ხდება. არ მოელი რომ შეიძლება ხვალ აღარ იყო..მაგრამ ცხოვრება.. ეს წყეული ცხოვრება სხვაგვარად ფიქრობს. "მას ხომ მხოლოდ სიცოცხლე უნდა" სხვა არც არაფერი უნდოდა. მესამე დღეს... როცა მარიამს მის თავთან ეძინა, თვალები გაახილა. მისი ღია თაფლისფერები ისევ ანათებდნენ.
-განერვიულეთ?
-ალექსანდრეე, დედიი, შენ... ძალიან შეგვაშინე. დე მადლობა ღმერთს კარგად ხარ. ახლავე მოვალ, თაიას და გიორგის ვეტყვი.ისინიც აქ არიან.
-კარგი დე მალე მოდი
უცებ გავარდა და დაიყვირა"თვალები გაახილა" და მერე იყო ულევი სიხარული და ბედნიერების ცრემლები. რომელებიც თაიას თვალებს ამშვენებდნენ. პალატაში შევიდნენ.
-დედი შეგიძლია ჩემი ქურთუკი მომაწოდო?
-ახლავე დეე
ალექსანდრემ ქურთუკის ჯიბეში ხელი ჩადო და უეცრად, სრულიად მოულოდნელად პატარა ყუთი ამოიღო. თაია მის წინ იჯდა. ყუთი გახსნა და ულამაზესი ბეჭედი აბრჭყვიალდა.
-აღარ მინდა დრო დავკარგო. თაია, თანახმა ხარ ცოლად გამომყვე? -ყველასთვის უეცარი იყო ეს. უკვირდათ და უხაროდათ
-თანახმა ვარ-ამ ორმა სიტყვამ რამდენი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. მერე უამრავი მილოცვები, სიხარული და ბედბიერი დასასრული იყო.. დასასრული ამ საშინელი დღეების და დასაწყისი.. ახალი ეტაპის დასაწყისი. ქორწილი. ახალი სახლი და ახალი სიცოცხლე. უამრავი ბედნიერი წუთები რომელსაც არა მარიამი და გიორგი არამედ ალექსანდრე და თაია გამოივლიდა...
არავინ იცის რას გვიმზადებს ცხოვრება, ამიტომ დაკავდით სიყვარულით დაჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების გახარებით. არაფერია იმაზე კარგი რომ იყო ადამიანი. იქნებ ერთ დღეს ისე წავიდეთ ამ ქცეყნიდან რომ, ართქმული" მიყვარხარ","მაპატიე", "მჭირდები" და კიდევ ათასი უთქმელი სიტყვები წავიღოთ თან. სიტყვები რომლებიც უნდა გვეთქვა. რათა ცხოვრება უფრო ადვილი ყოფილიყო....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent