შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთებშია თავისუფლება! (12) სინათლის სიბნელეში.


28-07-2019, 10:38
ავტორი truelove
ნანახია 2 823

თვალი ნელა გავახილე,სხეული საშინლად მქონდა დამძიმებული,წამოჯდომას ვცდილობდი,მაგრამ არ შემეძლო..ხმასაც ვერ ვიღებდი..ნერსე დავინახე ჩემგან ზურგით იდგა,წინ ზურა ედგა მარჯვნივ ბათუ და რაღაცას განიხილავდნენ..თავს ძალა დავატანე,რომ მომესმინა,ყურები დაგუბებული მქონდა და რაღაც წუილი მესმოდა,ამისგამო თავი საშინლად მტკიოდა.
-ნერსე,ერთადერთი ანტიდოტი მთავარს აქვს.-ეუბნებოდა ზურა.
-მთავართან ვერ მივალთ ომის მერე-ჩაილაპარაკა ბათუმ..
-ნერსე,სწრაფად თუ არ მივცემთ ანტიდოტს მოკვდება..-დააგვირგვინა ექიმმა.
-ნერსე...-ბათუმ მკლავზე გაკრა ხელი და ჩემზე ანიშნა..ყველა ჩემსკენ მოტრიალდა,ქითუთოები იმდენად დამძიმებული მქონდა,რომ ვერ ვიყურებოდი.
ოთახიდან ყველა გავიდა ნერსეს გარდა..ნერსე ჩემთან მოვიდა საწოლზე ჩამომიჯდა და ჩემი ხელი მის ხელში მოიქცია,თან პერიოდულად მკოცნიდა.
-კარგად ხარ?-პირველად ვნახე ნერსეს თვალებში შიში მივხვდი,რომ ჩემი საქმე კარგად არმიდიოდა.
-ნერსე..-ძვლივს ამოვილუღლულე და წამოვახველე-რა მ..მჭირს?
-არ ილაპარაკო,ხელი სახეზე ჩამომისვა-თავი არ გადაიტვირთო კარგი? გახსოვს ომის დროს ისრით,რომ გაგკაწრეს?
თავი ნელა და მძიმედ დავუქნიე.
-ისარი მოწამლული იყო,ამ შხამის ერთადერთი ანტიდოტი კი მთავარს აქვს.
-ნერსე მოვკვდები ხო?ვეცადე შიში არ შემემჩნია და სერიოზული სახე
მივიღე,თუმცა არვიცი დამეტყო თუარა მკერდს ქვემოთ პარალიზებული მთლიანად ვიყავი პარალიზებული,მკერდს ზემოთ ნახევრად.
-არ მოკვდები-ხელზე მაკოცა-ხომ გითხარი? სანამ მე ცოცხალი ვარ შენ ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს...თანაც შხამმა გულამდე უნდა მიაღწიოს ასე,რომ საკმარისი დრო გვაქვს,ნასია გეფიცები,შვიდეულის სასახლის გადაწვა,რომ მომიწიოს მაინც მოგიტან ანტიდოტს.
-ვიცი...-ოდნავ გავუღიმე,მინდოდა მისთვის ხელები სახის გარშემო შემომეწყო და მეკოცნა,მართალია მე ვიდექი სიკვდილის წინ,მაგრამ მას უფრო სჭირდებოდა ახლა დახმარება..
-მიყვარხარ ათანასია-ჩემსკენ დაიხარა და მისი ტუჩები ჩემსას შეახო.
-მეც მიყვარხარ ნერსე.შენდეგ კი ყველაფერი გაქრა და კვლავ მოვწყდი ამ სამყაროს.

ნერსე
ნასია ძალიან სუსტად იყო,ჩემი საყვარელი ადამიანი სიკვდილს ჩემსგამო ებრძოდა,მე ის ვერ დავიცავი,რომ მომესწრო ისარს ავარიდებდი.
ეზოში გავვარდი და ცხენზე ავხტი..ბათუმ შემნიშნა და გამომეკიდა.
-სად მიდიხარ ნერსე?
-საყვარელი ქალის გადასარჩენად.
-ნერსე გაჩერდი!-პირველად აუწია ტონს ზურამ ჩემთან.
ცხენი გავაჩერე და მოხუც მამას შევხედე.
-მთავარსაც ეგ უნდა.
-აბა რა გავაკეთო მამა,ნასიას სიკვდილის უფლება მივცე?!
-შენს თავს არგავხარ ნერსე! როგორ ფიქრობ ათანასიას სიკვდილს ჩავაბარებ?
-კვდება მამა!-ცხენიდან ჩამოვხტი და მასთან მივედი-საყვარელი ქალი ხელიდან მეცლება!
-დაწყნარდი..არ მოკვდება,ანტიდოტი მხოლოდ მას არაქვს.
-რას გულისხმობ?-გულში იმედის ნაპერწკალი უფრო გამიღვივდა.
-ამ შხამის მხოლოდ ორი ანტიდოტი შეიქმნა,ერთი მთავარს აქვს,მეორეკი საუკეთესო მეგობარს აჩუქა,რომელიც რამდენიმე წლის წინ გაიქცა.
-კოკას...-ეს იმას ნიშნავდა,რომ ან მთავარი უნდა მომეკლა ან ათანასიას მამისთვის გამომერთვა ანტიდოტი.
-შვილო,კოკა არცისეთი კეთილია როგორიც გგონია.
-მამამისია,შვილი უკვდება და მისთვის ანტიდოტს არ მომცემს?
-მამამისმა პირდაპირ მთავართან გაგზავნა დაგავიწყდა?
-არა,მაგრამ..
-ნერსე შვილო,მე დავურეკავ მაინც კოკას და თუ ვერაფერს ვერ ვიზავთ მაშინ მივიდეთ მთავართან.
-მამა მასთან 21 წელია არ დაგირეკავს.
-წამოდი..-ხელი მომკიდა და სახლში შემიყვანა.
მობილური აიღო და რამდენიმე ზარის შემდეგ კოკას ხმაც გაისმა.
-გისმენთ-ცივი ხმის გაგონებისას მამაჩემს ცრემლები მოადგა.
-ზურა ჯიშკარიანი ვარ-უპასუხა მამაჩემმა და პასუსხ დაელოდა,დუმილი ნახევარი წუთი გაგრძელდა,შემდეგ ისე მამაჩემმა განაგრძო.
-შენი შვილი იმ შხამით კვდება,რომლის ანტიდოტიც მხოლოდ შენ და მთავარსგაქვთ.-არც ამაზე უპასუხია რამე.
-მინდა შენ შვილს დავეხმარო,ანტიდოტი გადმოგვეცი,თორემ ათანასია მოკვდება...
კოკამ მობილური გაუთიშა,გაოცებას ვერ ვმალავდი..
-როგორ შეუძლია ასეთი ნაბი*ვარი იყოს?!-ვიყვირე და სკამი გადავაყირავე.
-დამშვიდდი..
-როგორ დავმშვიდდე მამა როგორ?! ეს გოგო ხელში მაკვდება და ვერაფერს ვაკეთებ.
-ნერსე შენი ყვირილი ესმის...
-მე მას დავპირდი დავპირდი,რომ გადავარჩენდი და ასეც იქნება,აღარავინ გაბედოთ ჩემი შეჩერება.-ფეხზე წამოვხტი,თუმცა ოთახში ბათუ შემოვიდა გაფითრებული სახით,გული გადამიტრიალდა მასთან მივვარდი და მხრებში ჩავაფრინდი.
-რამოხდა? ნასიას მოუვიდა რამე?-ვღრიალებდი არმინდოდა პასუხის მოსმენა.
-არა-ნელა დაიწყო ბათუმ-ლილე ოთახში აღარარის მამამისთან წავიდა ანტიდოტის გამოსართმელად.
ზურამ თავში შემოირტყა ხელები.
-ღმერთოჩემო,პრობლემა პრობლემას ემატება!-ვიყვირე და გარეთ გაგიჟებული გამოვვარდი.


ლილე
ჯიშკარიანების სასახლეს მოვშორდი და მოსასხამის ქუდიც გადავიძრე,ჯიბეში ბათუს იარაღი მედო,ანასტასიამ ჩემსგამო თავისაფრთხეში ჩაიგდო,ახლა ჩემი ჯერია იმას გავაკეთებ,რისი გაკეთებაც სულ მინდოდა.
სასახლის შესასვლელთან გავჩერდი.
-ჭიშკარი გააღეთ!-ვიყვირე და დაველოდე როდის გააღებდნენ.
ჭიშკარი გაიღო და ცხენი შიგნით შევიყვანე.
პირველი თვალში ლადო მომხვდა,თვალები ჩალურჯებული ქონდა ნაცემი იყო,მივხვდი მისი ცემის მიზეზს,მისკენ გავიქეცი და ჩავეხუტე.
-აქ რატომ დაბრუნდი შვილო?-მხრებში ჩამავლო ხელი-ახლავე უნდა წახვიდე.
-მაპატიე ლადო ბიძია-ცრემლები გადმომცვივდა-მაპატიე მამაჩემის საქციელი.
-შენ რა შუაში ხარ შვილო? შენს გამო სიკვდილსაც შევხვდები ოღონდ აქედან წადი ახლა.
-არა..რაღაც საქმე დამრჩა მოსაგვარებელი.-მტკიცედ ვთქვი და სასახლის კარი გავაღე,მამაჩემი თავის ტახტზე იჯდა და ზემოდან მიყურებდა.
-ოჰო,უძღები შვილი დაბრუნდა?
-ანტიდოტი მომეცი!-ვუთხარი მკაცრად.
-კი შვილო ახლავე-მითხრა სარკაზმულად.
-მთელი ცხოვრება გამიმწარე,მთელი ცხოვრება გეზიზღებოდი,დედაჩემს აწამებდი,ჩემი ძმა მოკალი მე კი მემუქრებოდი,ახლა კი გინდა უცოდველი გოგო მოკლა? შეწყვიტე მამა! შეწყვიტე ეს საშინელება თორემ გეფიცები ჩემი ხელით გაგგზავნი ჯოჯოხეთში.
-როგორ მიბედავ ამის თქმას?!იმ ხალხმა ერთადერთი ვაჟი მომიკლა-ჩემსკენ წამოვიდა და გასარტყმელად ხელი აწია,თუმცა იარაღი ამოვიღე და თავში დავუმიზნე.
-არ გაბედო! აღარ გაბედო და ხელი არ დამაკარო-ვუთხარი მკაცრად და იარაღი შუბლზე მივადე-აღარგაბედო ჩემი ძმის და დედაჩემის ხსენება,ისინი ორივე შენ დაღუპე! ახლა კი მომეცი ეს დაწყევლილი ანტიდოტი!
მამაჩემი გაოცებული მიყურებდა,თვალებში შიში ედგა,თუმცა ბოლომდე არიყო დარწმუნებული,რომ მის მოკვლას შევძლებდი.
-ამას არ იზავ ლილე.
-რა დარწმუნებულიხარ?-ცრემლები ვეღარ შევიკავე და გადმომცვივდა-მე მხოლოდ მშვიდად ცხოვრება მსურდა დედაჩემთან და ჩემს ძმასთან,დედაჩემი შეარცხვინე და შემდეგ მოკალი,რადგან ღირსება დაგეცვა,ჩემი ძმა იმ კაცს ჩაუგდე ხელში ვინც მოკლავდა,მე კი სიცოცხლე გამიმწარე,ყველაფერს ვაკეთებდი მამა-იარაღი უფრო მივაბჯინე შუბლზე-ყველაფერს ვაკეთებდი რასაც მეუბნებოდი შენკი სწავლის უფლებაც კი წამართვი,ჰაერი წამართვი,შენ მე სიცოცხლე წამართვი,ჩემი გულის ნაწილი პირველად მაშინ ამოგლიჯე,როცა დედაჩემი მოკალი,მეორე კი მაშინ როდესაც ძმა დამიღუპე,გული აღარ მაქვს გესმის?! აღარ!-თვალებიდან ცრემლები მომდიოდა.-ამის შემდეგ ერთი მიზეზი მაინც დამისახელე,ერთი მიზეზი რატომ ვერ უნდა მოგკლა!
-მამაშენი ვარ.
-მე მამა არც მყოლია და არც ახლა მყავს.
-გეყოფა ლილე ეს იაფფასიანი სცენები ორივემ ვიცით,რომ ვერაფერს დამიშ...
წინადადება არ დავამთავრებინე,იარაღი მხარზე დავუმიზნე ჩახმახს თითი გამოვკარი და ტყვია მის მხარში შეიჭრა..მისი ღრიალი ცას წვდებოდა.
-ჯერ არ დამისრულებია!-ვუთხარი და ახლა ფეხზე დავუმიზნე.-მომეცი ანტიდოტი ან გესვრი.
-სულ გადაირიე?!-იყვირა და ხელს ჭრილობას ადებდა.
-შენს ხელში მე კიარა ჩვენი ქალაქის ცხოველებიც გაგიჟდნენ..თემას ნუ ცვლი! სად არის ანტიდოტი?!
-საკმა..
ისევ ვისროლე და ამჯერად ფეხში მოხვდა..იარაღი ისევ გადავტენე..ჩემსთავს არ ვგავდი მთელი ბრაზი,ზიზღი რაც კი გულში მქონდა მის მიმართ ყველაფერმა ახლა ამომასხა.
-გეყოფა...-ღრიალებდა და ხელებით ჭრილობებს ფარავდა.
-ოდნავადაც არ მეცოდები! დედაჩემის სულს ვფიცავარ ჩემი ხელით გამოგასალმებ სიცოცხლეს! შენნაირი ახვ*ები არ უნდა ცოცხლობდნენ.
-კარგი..გეტყვი.
-სწრაფად!
-კისერი..
-რა კისერი?-კისერზე შევხედე და წვრილი უფერული ძუა შევნიშნე.
ხელი ძუასკენ წავიღე და პატარა ბოთლი ეკიდა,მასში კი ხსნარი ესხა..ყელიდან ჩამოვგლიჯე და ჯიბეში ჩავიდე..მოვტრიალდი და კარისკენ წავედი.
-ლილე შვილო..
შევჩერდი და სწრაფად მივტრიალდი.
-შვილოს თუ კიდევ ერთხელ დამიძახებ პირდაპირ შუბლში დაგახლი ტყვიას!-მას მივუახლოვდი-და კიდევ ერთი,ლადო,რომ არ გყოლოდა დიდი ხნის ჩამოგდებული იქნებოდი ამ შენი ტახტიდან ასერომ მეტი პატივისცემა გამოიჩინე შენზე ჭკვიანი და მამაცი ადამიანების მიმართ.
კარი გავაღე და ეზოში გამოვედი.
-შვილო კარგად ხარ?-ლადო მოვიდა ჩემთან.
-დიახ,ლადო ბიძია მე კარგად ვარ თუმცა იმას დახმარება ჭირდება.
ლადომ გაფითრებულმა შემომხედა და დარბაზის კარში გაუჩინარდა..ცხენზე ავხტი და ჯიშკარიანების სასახლისკენ მთელი სისწრაფით წავედი.

ნერსე
მთელი დღე რა საშუალება არ ვცადეთ,საუკეთესო ექიმები,ქიმიკოსები ყველა ჩვენს სასახლეში ტრიალებდა,თუმცა ვერც შხამს ცნობდნენ და არც ანტიდოტი იცოდნენ,საავადმყოფოში წაყვანას აზრი არ ჰქონდა,ჩვენი დრო იწურებოდა ათანასია შუაღამემდრ თუ გაქაჩავდა ახლა კი უკვე შვიდი საათი ხდებოდა,მის საწოლთან ვიჯექი და უკვე იმედგადაწურებული შევყურებდი,ჭკუიდან მშლიდა ის ფაქტი,რომ ვერ ვეხმარებოდი,თუმცა ახლა რომ წავსულიყავი შეიძლება ვერც მომესწორ მისთვის.
უცბად მთელი ტანით წამოიწია და ყვიროდა.
-ხელი გამიშვით! გამიშვით! კოკა უთხარი გამიშვან! რატომ?! ეს რატომ გამიკეთე?! მე ხომ შენი შვილი ვარ! ამას რატომ მიკეთებთ!-ყვიროდა და ცდილობდა საკუთარი თავი დაეზიანებინა.
ხელები დავუჭირე და მაგრად ჩავიხუტე ვცდილობდი დამეწყნარებინა და გამომეღვიძებინა.
-ჩშშ უბრალოდ სიზმარია,ცუდი სიზმარი-ყურში ვუჩურჩულებდი და თან ცხოვრებაში პირველად ყელში ბურთი მქონდა გაჭედილი,თვალებში კი ცრემლები მედგა.
-მე შენთან ვარ და ყოველთვის შენთან ვიქნები-თმაზე ნაზად ვუსვავდი ხელს,სიცხისგან იწვოდა..შუბლს დასველებული ცივი ნაჭრით ვუმშრალებდი,ეს იმაზე მეტყველებდა,რომ შხამი გულამდე უკვე აღწევდა.
გულში ჩავიკარი და ხელები მჭიდროდ შემოვხვიე.
-მაპატიე...მაპატიე-ვჩურჩულებდი და აქეთიქით ვქანაობდი,უცბად ლილემ კარი შემოგლიჯა და უკან ბათუც შემოყვა ლილე მომიახლოვდა და პატარა ბოთლი გამომიწოდა.
-ეს რა არის?-დავხედე ბოთლს.
-ანტიდოტი,მამაჩემს გამოვართვი..რაღას მიყურებ სწრაფად დაალევინე.
ბოთლი ხელიდან გამოვტაცე თავსახური მოვხადე და ანასტასიას ფრთხილად დავალევინე,რამდენჯერმე წამოახველა,თუმცა არ გაუღვიძია.
-რატომ არ იღვიძებს?-მიმოვიხედე და პასუხს რომელიმესგან ველოდი.
-ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ორგანიზმს დრო სჭირდება,რომ შხამისგან გაიწმინდოს-ამიხსნა ზურამ.-ჯობია დავასვენოთ.
ტემპერატურა უფროდაუფრო იკლებდა.
საწოლში დავაბრუნე და საბანი გადავაფარე.
ოთახიდან გამოვედით და მისაღებში გავედით.
-ლილე არც კივიცი მადლობა როგორ გადაგიხადო.
-თქვენ ჩემსგამო ამხელა ომი დაიწყეთ,სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეთ,მე კი ასე დაგიბრუნეთ,ამისთვის არსებობენ მეგობრები და ოჯახის წევრები.-გამიღიმა და ეზოში გავიდა.
დივანზე ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე,არც კი მინდოდა მეფიქრა რამოხდებოდა თუ ლილე ანტიდოტს ვერ მოიტანდა..ცოტა დავმშვიდდი და ღმრად ამივისუნთქე მანქანის გასაღები ავიღე ფარეხში გავედი და მანქანით ცენტრალურ გზაზე გავედი.

ლილე
ეზოში გავედი და სკამზე ჩამოვჯექი სუსხი იყო,როგორც ჩვენს ქალაქს ჩვევია..სეზონს მნიშვნელობა არაქვს საღამოობით მაინც ცივა.
-ლილე...-ბათუ მომიახლოვდა და გვერძე ჩამომიჯდა.-რა მოხდა არ მომიყვები?
-მამაჩემს ვესროლე-უცბად ისტერიული სიცილი ამიტყდა ისეთი,რომ ვერ ვჩერდებოდი-თანაც ორჯერ-თითით ვანიშნე და სიცილი განვაგრძე შემდეგ სიცილი ტირილში გადამეზარდა და ბოლოხმაზე ავტირდი.-ბათუ მე მამაჩემს ვესროლე,-ვტიროდი და სახეზე ხელბს ვისვავდი.-მას ვემსგავსები,მამაჩემს ვემსგავსები.
ბათუ მომიახლოვდა და მჭიდროდ შემომხვია ხელები.
-ასე არარის,არ იტირო-თავზე მკოცნიდა-შენ უბრალოდ ანასტასია დახმარება გსურდა სხვა გზა არ გქონდა,შენ ცყდი არაფერი გაგიკეთებია.
-კი ბათუ..გავაკეთე..როდესაც მას ვესროლე და მისი ღრიალი გავიგე,როდესაც მისი სახე ტკივილისგან იმანჭებოდა ეს მსიამოვნებსა გესმის? მისთვის სამაგიეროს გადახდა ყოველთვის მსურდა,თუმცა დღეს ნამდვილი ფსიქოპატი მკვლელივით მოვიქეცი.
-ასე არარის..მაგ ადამიანმა ძალიან ბევრს მოუსწრაფა სიცოცხლე,ბევრი გაამწარა,მათ შორის შენც..მთელი ქალაქის ხელში ჩაგდება სურს..ის ბოროტია,შენ კი სამართლიანად მოიქეცი-ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამხედა.
-შენ არც მამაშენი მოკალი და თან უდანაშაულო გოგონა სიკვდილისგან იხსენი,შენ ყველაზე კეთილი ადამიანიხარ ვინც კი შემხვედრია,ჩემი პატარა ფერია ხარ,მე კი გული მტკივა,როდესაც ასეთს გხედავ.-ცრემლები მომწმინდა და უფრო მიმიხუტა.
ბათუს სიტყვებმა როგორც ყოველთვის დამამშვიდა და სხეულშითბილი ტალღა ვიგრძენი.
თავისი მოსასხამი გაიხედა და მხრებზე მომაფარა.
-არ გაცივდე-სკამზე ჩამოვჯექით-სიმყუდროვეს ხომ არ გირღვევ?-გადმომხედა და გამიღიმა,ისე გამიღიმა მე,რომ მიყვარდა.
-შენხარ ჩემი სიმყუდროვე-მივეხუტე და გადაღლილობისგან თვალები მიმენაბა.

ანასტასია
დილით უცნაურმა შეგრძნებებმა გამაღვიძა,თავს ბევრად კარგად ვგრძნობდი ვიდრე ერთი დღის უკან..სულ ცოტათი ვიყავი დამძიმებული,ხელი ავამოძრავე და თვალი ნელა გავახილე,სხეულში ძალა დამიბრუნდა,პარალიზებული აღარ ვიყავი.
თავი ნელა წამოვწიე და ჩემს წინ მომღიმარი ნერსე დავინახე.
-მოვკვდი და სიზმარია ხო?-შევხედე და ჩემსთავს ვუჩმიტე.
ნერსე ჩემსკენ დაიხარა და მოულოდნელად სიყვარულით სავსე კოცნა მაჩუქა მისი კოცნა ამჯერად ძლიერი და მომთხოვნი იყო.
-მე შენ მიყვარხარ ათანასია და ამას ყოველდღე გაგიმეორებ!
გამეღიმა..
-მგონი მართლა მოვკვდი.
-მოდი ადექი რაღაც მინდა გაჩვენო-წელზე ხელი შემომხვია და ფეხზე სწრაფად წამომაყენა.
-ცოტა ფრთხილად ორი დღეა არ მივლია-გამეცინა და ახლად დავრუნებულ ფეხებში ვცდილობდი საკმარისი ძალა გამეშვა.
ნაბიჯებს ნელა ვადგავდი და რამდენიმე წუთში უკვე ჩემი სხეული დავიმორჩილე..ნერსემ ხელი ჩამკიდა და აივანზე გამიყვანა აივნიდან მთლიანად ქალაქის ხედი იშლებოდა..გრძლად მაგიდა იყო გაშლილი და ის საჭმელები იდო მე,რომ მიყვარდა..კრუასანები,ბლინები,წვენი,ყავა..ყველაფერი რაც სულს და გულს გაუხარდება.
-უნდა ჭამო ორი დღეა არაფერი გიჭამია თან ძალები უნდა აღიდგინო.
-ჯერ ბანაობა მინდოდა.
-ეგ მოიცდის კუჭი ვერა.-სკამი გამომიწია და დამსვა,თვითონ სუფრის მეორე ბოლოში მოექცა.
გამეღიმა და თეფშზე კრუასანი გადმოვიღე..ბევრი ვერ ვჭამე,ყავა დავაყოლე და ნერსეს შევხედე,რომელიც ბლინებს გულაცრუებული უყურებდა..ამაზე გულიანად გავიცინე.
-რა გაცინებს?-ამომხედა ღიმილით.
-ასე რატომ უყურებ მაგ ბლინებს.
-არვიცი უბრალოდ ვერ ვხვდები ამას როგორ ჭამთ.
-რატომ?
-ზედმეტად თხელია და რავიცი მოკლედ.
-ააა შენ ალბათ დილიდან რაღაც ოსტრსბს და ეგეთ რაღაცეებს ჭამ ხო?
-არა,მე დილით ჰერკულეს ვჭამ.
-ოჰ..
-წამო შევიდეთ თუ დაასრულე.
-კარგი.
ოთახში შევედი და საწოლზე ლამაზად შეფუთული ყუთი დამხვდა.
-ეს რაარის?-შევხედე ნერსეს.
-ნახე-გამიღიმა და მსუბუქად მაკოცა ტუჩებზე.
ყუთისკენ დავიხარე და ლენტი გავხსენი..ყუთს თავი ავხადე და ბოლო გამოშვების iphone-ი და macbook-ი დამხვდა.
ძალიან გამიხარდა,ჯერესერთი იმიტომ,რომ ამხელა ყურადღება გამოიჩინა ნერსემ და შემდეგ იმიტომ,რომ ეს ორივე ძალიან მაკლდა.
-კეთილი იყოს შენი დაბრუნება-გამიღიმა, უკნიდან ხელები წელზე შემომხვია და ყელზე სველი კოცნა დამიტოვა,შევტრიალდი ხელები სახეზე ჩამოვუსვი და ნაზად ვაკოცე.
-მადლობა..ყველაფრისთვის.
-ვიცოდი,რომ გაგიხარდებოდა.
ძალიან მომინდა,რომ ჩავხუტებოდი..არვიცი თვენახევარში ამ ადამიანმა როგორ მოახერხა,რომ მასზე სრულიად შემაცვლევინა წარმოდგენა და მაიძულა შემეყვარებინა ისეთი როგორი არის..ხელები კისერზე შემოვხვია და მაგრად ჩავეხუტე..ხელები მომხვია.
-მიყვარხარ ნერსე ჯიშკარიანო.-ჩუმად ვუთხარი ყურში და ლოყაზე ვაკოცე..ოდნავ ჩაეღიმა,მისმა მობილურმა რეკვა დაიწყო,ცალი ხელით მობილური აიღო და უპასუხა.
-გისმენთ?
-დიახ,რათქმაუნდა გამოვდივარ ოც წუთში მანდ ვიქნები.
-კარგი,ყველა შეკრიბე ომის შემდეგ ბევრი საქმეა.
მობილური გათიშა და ზემოდან სევდიანად დამხედა.
-ხო ვიცი უნდა წახვიდე-ავატრიალე თვალები და ხელები უფრო მაგრად მოვხვიე.
ყელზე მსუბუქად შემომხვია ხელები და თავი ამაწევინა.
-საღამოს დაბრუნდები,მანამდე გაერთე ლილესთან და ბათუსთან ერთად ოღონდ ივარჯიშე.-თითი მსუბუქად ჩამომკრა ცხვირზე მოწყეტით მაკოცა და ოთახიდან გავიდა.
ჩემს შიგნით ისეთი სითბო იყო,მუცელი პეპლებით მქონდა სავსე,საწოლზე გადავწექი და ჭერს მივაშტერდი..რას ვაკეთებდი? საკუთარი გამტაცებელი შემიყვარდა,თანაც ისე,რომ მისი წასვლა მწყინს გამეცინა და თან პერიოდულად დებილივით ვასერიოზულებდი სახეს..ისევ ავირიე..თავი ხელზე მოვიკიდე,უამრავი ფიქრი მიტრიალებდა.
დერეფანში გავედი და შორიდანვე გავიგე ლილეს და ბათუს მოგუდული სიცილის ხმა.
გამეღიმა და ლილეს ოთახთან მივედი,მსუბუქად დავაკაკუნე და რამდენიმე წუთში ლილემაც ფართოდ გააღო კარი,ყურებამდე გამიღიმა და მომეხვია.
-მიხარია,რომ კარგად ხარ.
-ეს შენი დამსახურებაა,მადლობა მინდოდა,რომ გადამეხადა.
-შენ ჩემთვის ნერსეს მოთხოვნასაც კი გადააბიჯე და საბრძოლველად ომში წახვედი,მეც მინდოდა,რომ შენთვის რაღაც გამეკეთებინა.
-არგინდა ქვევით ჩავიდეთ? მარინესთან-გავუღიმე ლილეს.
-კი რატომაც არა-დანანებით გაიხედა იმ ადგილისკენ,სადაც ბათუ დაიმალა.
გულიანად გამეცინა.
-კარგი,ოღონდ ცოტა ჩუმად იყავით თქვენი ხმა ყველგან ისმის-თითით ვანიშნე სახლზე,ლილე მთლიანად გაწითლდა,იქ სადაც ახლა ვიყავით..დაუნიშნავი წყვილის ერთ ოთახში ყოფნა სირცხვილი იყო და ამას ყველა კრიტიკული თვალით უყურებდა.
ბათუ ფრთხილად გამოვიდა სამალავიდან და ფრთხილად გამიღიმა.
ოთახში დავბრუნდი და ლეპტოპით ქვემოთ ჩავედი.
მისაღებში დავჯექი და სულ ახალი ლეპტოპი ჩავრთე.
ამდროს მარინე გამოვიდა,ჩემს დანახვაზე სახე გაუბრწყინდა ლეპტოპი მაგიდაზე დავდე მასთან მივირბინე და მოვეხვიე.
-როგორ მიხარია პატარა ანგელოზო კარგად,რომ ხარ-ხელები თმაზე გადამისვა.
-მეც მიხარია,რომ მოწამლული ისრით არ დავასრულე სიცოცხლე-გავიღიმე და მარინეს ცრემლები მოვწმინდე.
-ეს რაარის?-ლეპტოპს დახედა.
-ნერსემ დამახვედრა დილით-წარბები ავზიდე და ნერსეს სასიამოვნო ჟესტს ხაზი გავუსვი.
-ეჰჰ ნერსე,შეიძლება ერთი შეხედვით ყველაზე უხეში ადამიანია,მაგრამ მასზე თბილი მე არავინ მეგულება-გაიღიმა მარინემ და კედელზე ნერსეს პატარაობის სურათებს შეხედა.
-არშემიძლია არ დაგეთანხმოთ-მეც გავიღიმე.
-ყავა არგინდა?
-არაა,მადლობა დილით დავლიე.-გავუღიმე და ლეპტოპს მივუჯექი,ერთადერთი ახლა რაც მაინტერესებდა ის იყო,რომელ უნივერსიტეტში რომელ ფაკულტეტზე მოვხვდი,ხელის კანკალით ჩავწერე კოდიი და თვალებ დახუჭული გაიხსნა ფანჯარა ფრთხილად გავახილე თვალი,მაუსი სიხარულით გავატარე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-სამართლის ფაკულტეტი,100%-იანი დაფინანსებით.
სიხარულისგან შევკივლე და ფეხზე წამოვხტი.
მარინე ოთახში შემოვარდა.
-რამოხდა შვილო?
-იმ უნივერსიტეტში ჩავირიცხე,სადაც მინდოდა- სიხარულისგან მოვეხვიე.
-რახდება?-ოთახში ბათუ და ლილე შემოვიდნენ.
-სამართალზე მოვხვდი-გავუღიმე ბათუს,ბათუსთან ამ თემაზე ნალაპარაკები მქონდა იცოდა,რომ სწავლა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო.
-ეეე გილოცავ-გაიღიმა
ლილეს ხელი გაუშვა ჩემსკენ წამოვიდა და ძლიერად ჩამეხუტა..მერე თმები ამიჩეჩა.
-შენს ადგილას სიხარულისგან გავაფრენდი-ლილეც მომეხვია და მომილოცა.
ამ სცენის გადამკიდე გულიამიჩუყდა პირველად მყავდა ოჯახი,რომელსაც ჩემი წარმატება უხაროდა.
-ნერსეს არ დაურეკავ?-მითხრა ბათუმ.
სახე დამისერიოზულდა და მობილური ხელში ავატრიალე,რათქმაუნდა გამიხარდა,მაგრამ სწავლის გაგრძელება თბილისში მომიწევდა რაც ამ სიტუაციაში შეუძლებელი იყო..სახე ყალბი ღიმილი გადავიკარი.
-მერე დავურეკავ-გავიღიმე და მობილური მაგიდაზე დავდე.
-ეს უნდა ავღნიშნოთ-ტაში შემოკრა ბათუმ.
-არარის საჭირო-შევიშმუშნე.
-რასამბობ შვილო-მარინეც აყვა ბათუს-აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ ზურასაც ვეტყვი,რომ ადრე დაბრუნდეს.
-კარგი..-მხრები ავიჩეჩე.
-მიდით მანქანაში ჩასხედით ქალაქში ჩავიდეთ,რაღაცეების საყიდლად.-ბათუმ გასაღები აიღო და ფარეხიდან მანქანა გამოიყვანა.
მანქანაში ჩავჯექით და ბათუმ მანქანა დაძრა..მობილურზე მესიჯი მომივიდა დავიხედე და მესიჯი გადავიკითხე.
-“როგორ არის ჩემი საცოლე?”-ნერსეს წერილი გადავიკითხე და პასუხი ღიმილით მივწერე.
-“ყველაზე კარგად”
-ნერსე თუა არუთხრა რასაც ვაპირებთ,სიურპრიზი მოვუწყოთ-მითხრა ბათუმ.
-კარგიი.
-“სახლში მალე მოხვალ?” მივწერე და პაუსიხს მოლოდინში ფანჯრიდან ვიყურებოდი.
-“უკვე მოგენატრე?”-ვკითხულობ მის მესიჯებს და ზუსტად ვიცი რა სახეცაქვს ახლა.
-“ნწ სულაც არა”-გაღიმებულმა მივწერე.
-“საღამოს,ახლა შეხვედრა მაქვს და მოგწერ მერე,გკოცნი და მიყვარხარ”
-“მეც მიყვარხარ”
ბათუმ მანქანა დიდ ჰიპერმარკეტთან გააჩერა.
-ვაა თქვენ ასეთებიც გაქვთ აქ?-გამეცინა.
-შენ ჩვენს ქალაქს ეგრე ნუ უყურებ...-გამაფრთხილებლად მითხრა ბათუმ და ცხვირი აწია.
-ცხვირს ნუ იბზუებ,თორემ პოლიციასთან ჩაგიშვებ,რომ არასწრულწლოვანი მანქანას ატარებ.-გავიცინე და ენა გამოვუყავი.
-აჰა,ჯერ რძალი არგამხსარა და უკვე მაშანტაჟებს,ლილე უთხარი რამე ჩემი შეყვარებული არხარ?
-არც მე არმომწონს კანონს რო არღვევ.
-ღირსები არხართ აქედან ფეხით წამგიყვანით სახლამდე?-გადმოგვხედა და ჰიპერმარკეტში შევიდა.
გავიცინეთ და მას შევყევით,სხვადასხვა სექციებში დავდიოდით და პროდუქტებს ვყიდულობდით.
-წავალ მე პიცისთვის ავიღებ პროდუქტებს და მოვალ.-ვთქვი და სხვა სექციაში გადავედი,უცბად ლილეს კივილი მესმის,სოკო ხელიდან მივარდება და საიდანაც კივილი მოდის იქით გავრბივარ იმედიმაქვს მთავარმა არ დაიჭირა..
სექციაში შევუხვიე და ამ სცენის შემხედვარე მომინდა ორივე ბათუც და ლილეც მომეკლა ჩემი შეშინებისთვის.
ბათუს ლილე ურიკაში ჩაეგდო და აქეთიქით დაარბენინებდა ისე,რომ ამოსვლას არ აცლიდა.
თან მეცინებოდა მათ გიჟურ სიყვარულზე და თან ნერვები მეშლებოდა ისე შემაშინეს,ხელი ჩავიქნიე და ჩემი საქმე გავაგრძელე,გასტრონომიის ხაზთან მივედი.
-გისმენთ?
-თუ შეიძლება აი ეს დამიჭერით თხლად,პიცისთვის მინდა.
-კარგით..
კონსულტანტი მიტრიალდა და ძეხვის დაჭრა დაიწყო.
-ანასტასია არაბული თქვენ ხართ?-უცხო კაცი დამიდგა გვერძე..ფრთხილად დავიხიე უკან და უკვე უნდა გავქცეულიყავი კაცმა,რომ შემაჩერა.
-ნუ ღელავთ,დამშვიდდით..მე მამათქვენის ხელქვეითი ვარ.
ბრაზი ერთიანად დამეტაკა.
-რაუნდა მაგ არაკაცს ჩემგან?!
-ეს გამომატანა-პატარა ბითლი მაჩვენა,რომელშიც რაღაც სითხე ესხა.
-ეს რაარის?!
-ანტიდოტი,თუმცა როგორც ჩანს არ გჭირდებათ.
ბოთლი ჯიბეში ჩაიდო და გადასვლელისკენ წავიდა დავეწიე და წინ გადავუდექი.
-კოკა აქ არის?!
-არა.
-არ გაბედოს აქ ჩამოსვლა,თორემ პირველი მე მოვკლავ.
დაცვამ თავი დამიქნია და გამეცალა იქვე ჩავიკეცე დათავი ხელებში ჩავრგე.
-ანასტასია რამოხდა?-ლილემ შემნიშნა და ჩემსკენ დაიხარა.
-არაფერი ცრემლები მოვიწმინდე,ბათუ სად არის?
-ალკოჰოლის საყიდლად წავიდა.
ვხედავდი როგორ გადიოდა ის კაცი,მასთან ისევ მივირბინე და ხელით შევაჩერე,გამომხედა და შავი სათვალე გაისწორა.
-საიდან გაიგო მამაჩემმა,რომ მომწამლეს?
-თუ რამე გაინტერესებს ხვალ სამ საათზე აქ მოდი,მარტო-ფურცლის ნაგლეჯი გამომიწოდა,რომელზეც მისამართი ეწერა,შემდეგ კი კარში გაუჩინარდა,ნაგლეჯი დავკუჭე და ჯიბეში ჩავიდე.
ლილესთან დავბრუნდი,ვიცოდი,რომ ამ სხენის ახსნას მოელოდა.
-ანასტასია რა დაგემართა წეღან?
-თავი ამტკივდა ძალიან,ალბათ დროთა განმავლობაში გაივლის.
-რათქმაუნდა გაივლის,მეც გამიკვირდა ერთდღეში,რომ გამოჯანმრთელდი.
გავუღიმე და კონსულტანტს დაჭრილი ძეხვი გამოვართვი.

ნერსე
მთელი დღე შეხვედრები მქონდა,ომის ზარალი მთავრის რესურსებიდან დავფარე,ომში დამარცხდა,შეასაბამისად მისი ქონება,ჯარი,სასახლეები ყველაფერი ჩვენ გადმოგვეცა,თუმცა სტატუსი შეინარჩუნა და ახლიდან სიმდიდრის მოხვეჭა არ გაუჭირდებოდა,თუმცა ხალხი მხარს აღარ უჭერდა.
საღამოს რვა საათი გახდა თვალები მოვისრისე და ოფისიდან გამოვედი.
სახლში სწრაფად მივედი,მთელი დღე ნასიაზე ვფიქრობდი არმინდოდა მისი დატოვება,თუმცა მომიწია.
სასახლესთან მივედი.
-ჭიშკარი გააღეთ!-ვიყვირე და დაველოდე როდის გახსნიდნენ,შიგნით შევედი.
ცხენი თავლაში დავაბი და სახლსი შევედი.
მისაღები მთლიანად მორთული იყო ბუშტებით და სადღესასწაულო დეკორაციებით,სწრაფად გავიხსენე თარიღი,თუმცა არავის დაბადების დღე არ იყო.
დიდ დარბაზში გავედი და სუფრა დამხვდა გაშლილი..პიცა,ჰამბურგერები,სენდვიჩები..ეს ნასიას და ბათუს ხელწერა იყო.
სამზარეულოში გავედი ნასია სკამზე იყო აცოცებული და ზემოთ თაროებში რაღაცას ეძებდა.
-რას აკეთებ ნასია!-ვუყვირე,რომ შემეშინებინა.
შეხტა და ფქვილი თავზე დაეყარა.
სიცილი წამსკდა.
-შენ ნორმალური ხარ? რამის ჩამოვვარდი აქედან.
-მერე რა,მე ხო აქვარ დაგიჭერდი-ხელები გავშალე.
მთლიანად ფქვილში იყო ამოგუნგლული.
-კარგი რა ნერსე,შეხედე რას დავემსგავსე.
წელზე ხელები შემოვხვიე და სკამიდან ძირს ჩამოვსვი.
-შენ ესეც ძალიან ლაამაზი ხარ-გავუღიმე და ტუჩებიდან ფქვილი მოვაშორე დავიხარე,რომ მეკოცნა,მაგრამ თავი გაწია.
-არ იმსახურებ-ცხვირი სასაცილოდ აიბზუა და კიბეებზე აირბინა.
გამეღიმა და თეფშიდან ზეთისხილი მოვპარე.
დარბაზში დავბრუნდი და დავინახე,ლილე და ბათუ როგორ აბავდნენ ლენტებს.
-ხალხნო რახდება?-ვკითხე.
-შენ უკვე სახლში ხარ?-შემომხედა ბათუმ.
-არა ბათუ გეჩვენები.
-რახდება და..-დაიწყო ბათუმ მაგრამ ლილემ შეაჩერა და თავისი ჭკუით ისე გადაუჩურჩულა “თვითონ უთხრას” რომ ვერ გავიგე.
ოთახში ავედი და ნასია დამხვდა სველ თმებში.
-აბაა,რახდება?
-არაფერი ისეთი...-უცნაურად იქცეოდა ანასტასია.
-მითხარი.
-არაფერი უბრალოდ იმ უნივერსიტეტში და იმ ფაკულტეტზე ჩავირიცხე,რომელზეც მინდოდა,ამას ავღნიშნავთ,თუმცა ამას მნიშვნელობა არაქვს-მხრები სევდიანად აიჩეჩა და ოთახიდან გავიდა.
საწოლზე ჩამოვჯექი,ლეპტოპი ჩართული იყო,ძალიან კარგი ქულები ეწერა,თანაც 100% იანი დაფინანსებით მოხვდა.
ამოვიხვნეშე და თავი ხელებში ჩავრგე.

ანასტასია
მთელი საღამო ვფიქრობდი და დაკუჭულ ფურცელს ხელში ვატრიალებდი.
კარის ხმა იყო,ოთახში ზურა შემოვიდა ჩემსკენ წამოვიდა და მომეხვია.
-ძალიან გამიხარდა შენი წარმატება-გამიღიმა და პარფიუმერიის მაღაზიის შეფუთვა გადმომცა.
-მადლობა-გავუღიმე.
-ახლა ჩვენი ჯერია-ფეხზე ადგა ბათუ და ლილეც წამოყვა.
ნერსე დივანზე იჯდა და სიტუაციას მშვიდად ადევნებდა თვალს.
-ეს ჩვენგან-გამომიწოდა ბათუმ-ყუთი გავხსენი და შიგნით სპეციალური გამოშვების ისრები იდო.
-ვაუუუ მადლობა-მართლა გამიხარდა ახალი ისრები.
ითახში მარინე შემოვიდა და ლამაზი შარფი მაჩუქა.
-მადლობა მარინე დეიდა.
-ჩვენ წავალთ ახალგაზრდებს მარტო დაგტოვებთ-მხარზე ხელი დაადო ზურამ მარინეს და ოთახიდან გავიდნენ.
საღამკს ბევრი ვიმხიარულეთ ყველაზე ბევრს ბათუ გვაცინებდა მე და ლილემ მაგიდა სწრაფად ავალაგეთ და დაღლილები ავლასლასდიტ ოთახებში,სამკაულების მოხსნა დავიწყე ოთახში ნერსე,რომ შემოვიდა.
გავუღიმე და ხელზე კრემი წავისვი.
-ცოტა უსამართლობაა საკუთარი საქმროს გარდა საჩუქარი ყველამ,რომ გადმოგცა.
-კარგი რა ნერსე,უბრალოდ საქეიფო მიზეზი იყო,ფორმალურად ავღნიშნეთ-ავიჩეჩე მხრები..მართლა ასე იყო,სწავლსაც მაინც ვერ გავაგრძელებდი.
მომიახლოვდა და წელზე ხელები შემომხვია და მუსიკა ჩართო,ვგიჟდები ამ სიმღერაზე. “what a wonderful world”
ნელა ვცეკვავდით,თავი მხარზე მივადე.
-არვიცოდი ცეკვა თუ იცოდი-გავიღიმე და უფრო მაგრად შემოვხვიე ხელები.
-იცი ჩემს ცხოვრებაში ამდენჯერ არ გამიღიმია რამდენიც ამ პერიოდის განმავლობაში,რაღა დავმალო და ნერვებიც არმომშლია ასე,შენ ჩემი ყველა ღიმილის მიზეზი ხარ ნასია,ჩემს ერთფეროვან ცხოვრებაში დიდი სინათლე შემოიტანე,არმინდაგული გატკინო,არმინდა შენი ცრემლების მიზეზი ჩემი საქციელი გახდეს,ამიტომ თავისუფალი ხარ ნასია,შეგიძლია აქედან წახვიდე.
თავი ავწიე და მას შევხედე,თვალებში დიდი ტკივილი ედგა.
-შენ რა მიშვებ? ისე,რომ არ გამომეკიდები?
-შენ ამას იმსახურებ,შენ მშვიდად და თავისუფლად ცხოვრებას იმსახურებ-გამიღიმა,ცრემლები თვიტონ გადმომცვივდნენ-ასე ჯობია ნასია,მთავარი დამარცხდა ასერომ შენც არხარ ვალდებული აქ იყო გამოკეტილი და ჩემი ცოლი გახდე,თბილისში უნდა დაბრუნდე და სწავლა უნდა განაგრძო,შენ ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი გოგო ხარ.
სიბრაზემ შემომიტია.
-ამას რატომ ამბობ ნერსე?! გგონია აქ იმიტომ დავრჩი,რომ მაიძულე? ყოველდღე შემეძლო გაქცევა,მაგრამ არგავიქეცი,არგავიქეცი იმიტომ,რომ მიყვარხარ.
-ნასია შენს მიმართ ეგოისტი ვერ ვიქნები,ვეღარ დავუშვებ,რომ ჩემსგამო საფრთხეში კიდევ ჩავარდე.ხელი გამიშვა და კარისკენ წავიდა.
-არა ნერსე! ასე ვერ დამტოვებ! შენც წამოდი,წამოდი ჩემთან ერთად..-ბოლო სიტყვების იმედად გასუსული ვიყავი,ცრემლები ღაპაღუპით მდიოდა,ის ჩემსკენ შემოტრიალდა.
-ჩემი ადგილი აქ არის,მე აქ დავიბადე სხვაგან ვერ ვიცხოვრებ,შენ თავისუფლება თბილისში გელოდება ჩემი თავისუფლება კი მთებშია.-მითხრა და კარი ფრთხილად გაიხურა.


პ.ს ბოდიში დაგვიანებისთვი,ძვირფასო მკითხველებო დიდი ბოდიშის მოხდით და დიდი მწუზარებით მინდა გითხრათ,რომ დაახლოებით ათი დღე სიახლეს ვერ დავამატებ,რადგან ქალაქიდნა მიწევს გასვლა,თუმცა შემდეგ ხუთ თავს დავდებ ერთად და იმედიმაქვს ამით გამობასწორებ და არ მიწყენთ. ახლა კი შემიფასეთ ეს თავი.



№1 სტუმარი სტუმარი ლოლა

აუუ არა , რა 10 დღე, ახლა ვიტირებ...;(

 


№2 სტუმარი გვანცუციი

ძაან მომეწონა მარა რა ათი დღე კაი რაა...

 


№3 სტუმარი სტუმარი ანი

აუუუუუუ 10დღე???? ღმერთოოოო რა მოითმეენს :'( :'( :( :( :( :(

 


№4  offline წევრი anako

გაუშვა?ასე უბრალოდ ადგა და გაუშვა?
ნერსემ გაუშვა ათანასია?მისი საცოლე?ნასია?
არ მოველოდი ნერსესგან ასეთ საქციელს
და თან როგორც მახსოვს უთხრა რომ მეც წამოგყვები თბილისშიო და ეხლა რა შეიცვალა?
მიუხედავად იმისა რომ ნერსეს საქციელი გამიკვირდა ეს ტავიი მაინც ძაან მომეწონა როგორც სხვა თავები joy
გამიკვირდა კოკამ რომ ანტიდოტი რომ გამოაგზავნა,მეგონა არ გამოაგზავნიდა
მაინტერესებს ვის შეხვდება ნასია კიდე
და რა ვიცი ამ ათ დღეში თუ არ გავგიჟდი მაშინ იმ ხუთ ტავს წავიკითხავ joy
მოკლეედ ძაან მომეწონა ეს თავი და ისტორიაზე ვგიჟდები
კიდე ძაან კაი რომ ლილემ იმ მთავარს ესროლა იმედი მაქვს მოკვდება smiling_imp
ან ნასია მოკლავს (რა ბოროტი ვარ joy joy )
უხხ კაი თავი იყო მსუყე და ათი დრE გამყვება ალბატ
მოკლედ იმედი მაქვს რომმ ეს ათი დღე მალე გაივლის
წარმატებებიიი heart_eyes heart_eyes

 


№5 სტუმარი სტუმარი ანი

ვფიქრობ ნერსე სწორად მოიქცა რომ გაუშვა... იმიტომ რომ არ მგონია მთაში გაზრდილმა თბილისში ლაღად იყოს მითეტეს თუ ეს ნერსეა...არ გამოუვა ბინძურ ქალაქში ცხოვრება და სწორი გადაწყვეტილებაც მიიღო.. გულდასაწყვეტია მაგრ სწორი.
იმედია ამას ათანასიაც მიხვდება

"-ჩემი ადგილი აქ არის,მე აქ დავიბადე სხვაგან ვერ ვიცხოვრებ,შენ თავისუფლება თბილისში გელოდება ჩემი თავისუფლება კი მთებშია.-მითხრა და კარი ფრთხილად გაიხურა."
აი ზუსტად....

 


№6 სტუმარი ელეე

ანასტასიაც რომ დარჩეს ნერსესთან მთებში კარგი იქნება ნუ ყველა ვარიანტში ნერსე და ანასტასია ერთად დატოვე♡♡

 


№7 სტუმარი likakooo

ნერსე და ანასტასია ერთად იყვნენ მთავარია და სად იქნებიან მნიშვნელობა არ აქვს...გელიიი

 


№8  offline წევრი truelove

მეგობრებო მაპატიეთ იმ ათი დღისთვის იმედიმაქვს იქ ცივილიზაციას მივაგნებ და 4G-ით მაინც ავტვირთავ...შეფასებები კი ძალიან გამიხარდა ❤️❤️❤️

 


№9  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აუუუფფფფ.........

 


№10 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა კარგია მაგრამ ასეთ ცვლილებას არ ველოდი არ მეგონა ანასტასიას გაუშვებდა ქალაქში????ეხლა როცა ანასტასიას შეუყვარდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent