შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძმები (თავი 13)


30-07-2019, 15:51
ავტორი naattii
ნანახია 1 797

-ყველაფერი კარგად იქნება_წყნარი, თბილი ხმა მოესმა უკნიდან და ვერც გაიაზრა როგორ, უკვე გაბრიელის იმედით სავსე თვალებს რომ შეჰყურებდა და წყნარდებოდა.
-ისე ამბობ თითქოს ზუსტად იცოდე_მზერის დასამალად ისევ ფანჯარას გახედა ლილუმ.
-რატომაც არა? ახლა ჩვენთან ხარ, ხომ იცი ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოწმე ხარ, ყველანაირად ვეცდებით დაგიცვათ.
-ხო, მნიშვნელოვანი მოწმე_უხერხულად შეიშმუშნა გოგო, -ჯობია წავიდე მოვემზადო_უხერხული ღიმილით აუარა ბიჭს გვერდი და ოთახში შეიკეტა.
ფიქრები ჯერ კიდევ ერთმანეთში არეოდა გაბრიელს, მაგრამ მთავარ აზრს არც უხვევდა და არც კარგავდა, რაოდენ დიდი სურვილიც არ უნდა ქონოდა ფაქტი ფაქტად რჩებოდა, ლილუ დამნაშავე იყო, თვითონ კი გამომძიებელი, რომელმაც დამნაშავე დაიჭირა. ეს ის ფაქტები იყო, რომლებსაც ვერსად გადამალავდა.
-დედიკო გააბრაზე თუ ასე მალე რატო დაიშალეთ? ხელებ აფარებული შემოვედი, რავიცი მაინც რამე პიკანტური სცენისთვის არ მომესწრო, ჯერ პატარა ვარ მასეთებისთვის_ფიქრებშ გართულს იოანე წამოდგომოდა თავზე და ხითხითით უთამაშებდა თვალებს.
-სულ მაინტერესებდა ოდესმე, აი რამდენი წლის არ ვიცი, მაგრამ ოდესმე თუ დაჭკვიანდებოდი.
-მერე ძამიკო რა განაჩენი გამომიტანე?
-დღეს საბოლოოდ გადამეწურა ყველანაირი იმედი შენი გაზრდის_თმები აუჩეჩა უნცროს და მასსავეთ წარბების თამაშით გავიდა სამზარეულოდან, თუმცა კარზე ზარმა გეგმები შეუცვალა და აიძულა სააბაზანოს ნაცვლად შემოსასვლელისკენ წასულიყო.
-თამარ_ამოოხვრას გავდა მისი ხმა.
-ხო, უკვე დიდები ხართ და დედის დაძახება არ გეკადრებათ? ვინ მოგცა უფლება საავადმყოფოდან წამოსულიყავი? ან მე არ უნდა მცოდნოდა? გაბრიელ, იცი რომ ოჯახი გყავს, რომელიც შენზე ნერვიულობს და უპასუხისმგებლოდ იქცევი?_თვალები ავად უელავდა ქალს
-ვიცი დე, მაპატიე_ხმა დაიტკბო ბიჭმა და თვალების ციმციმით დახედა დედას.
-ღმერთო ამ ბიჭმა აფირისტობაც რა კარგად შეგასწავლა_უკვე მოთაფლულმა აკოცა შვილს და ჩანთა დივანზე დადო, -სად ბრძანდება?
-ჩემი მოკრძალებული სალამი მსოფლიოს უმშვენიერეს ქალბატონს, როგორ ბრძანდება ქალბატონი დედა?_სამზარეულოდან ხელებ გაშლილი მოემართებოდა იოანე.
-არა რა, ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს, ვერაფერიც ვერ გისწავლია_ღიმილით გადაეხვია მეორე შვილს უკვე საბოლოოდ მოთაფლული ქალი.
-დედა, ჩვენ გავდივართ_ძმას გადახედა გაბრიელმა და ეცადა ენიშნებინა, თუმცა კარში გამოჩენილმა ლილუმ ეს საშუალება მაშინვე მოუსპო.
-ამ პერანგს დავიტოვებ რა, გამოსაცვლელი ჯერ კიდევ........ ამ, გამარჯობათ_უცებ გაჩუმდა თვალებ გაფართოებული ქალის დანახვაზე და კარებთანვ შედგა, აშკარა მსგავსებით მიხვდა ვინც იდგა მის წინ.
-ეს ვინ არის?_არც ფარავდა თამარი როგორც ათვალიერებდა გოგოს.
-ჩვენი სტუმარია დედა_მაშინვე შუაში ჩადგა გაბრიელი.
-რომელსაც შენი პერანგები აცვია?_წარბები აწია ქალმა.
-უბრალოდ მოწმეა დედა, საქმეში გვეხმარება და რამდენიმე დღით თავშესაფარი სჭირდებოდა_სიტუაციის გამოსწორება სცადა იოანემ.
-და მეტი ადგილი ვერსად ნახეს ორ უცოლო ძმასთან გამწესების გარდა? მოიცა, რომელი საქმის მოწმე? მის გამო დაგჭრეს?_უკვე აშკარა იყო დედის ხმის ტემბრის შეცვლა.
-მოდი ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ, კარგი? გპირდები დღეს ან ხვალ მოვალ და ყველაფერს აგიხსნი_გული შეუტოკდა გაბრიელს კარებთან აწურული გოგოს დანახვისას.
-წარმატებებს გისურვებთ_გამწარებულმა დასტაცა თამარმა ჩანთას ხელი და გასვლამდე კიდევ ერთხელ აათვალიერა პერანგის წვალებით დაკავებული გოგო.
-არაუშავს, რძალ-დედამთილები ხშირად ჩხუბობენ ხოლმე_თვალი ჩაუკრა იოანემ და ძლივს შეასწრო ოთახში აღრიალებულ გაბრიელს.

აღმოსავლეთში წვიმა გადაღებას როგორც ჩანდა არ აპირებდა, ისევ წვეთების წკაპუნში უწევდა გიორგის დაძინება და მისი მოთმინების ფიალაც ნელნელა ივსებოდა. სანდრო არხეინად ცხოვრობდა, ყველაფერი გამზადებული მოუდიოდა, არც ქალების ნაკლებობა ჰქონდა, ყველას სხვადასხვა სახელით და გვარით ეცნობოდა და ისეთ ისტორიებს თხზავდა მაღლაფერიძეც კი დაიჯერებდა.
-გიორგი, რაღაცას არ მეუბნები_გვერდით გადადო ერთ საღამოს სიგარეტი და თვალი გაუსწორა მეგობარს.
-ახლა ისევ ნუ დაიწყებ_დაძაბულმა აირიდა მზერა სტუმარმა და ტელევიზორს ხმა აუწია.
-ხომ იცი რომ გიცნობ, მომიყევი რა გაწუხებს, ერთი კვირაა აქ ხარ და წესიერად ხმაც არ ამოგიღია.
-უბრალოდ ხასიათზე არ ვარ, თან ასე მოშორებით და წყნარ ადგილას პირველად ვარ_კიდევ სცადა პასუხის არიდება
-გიორგი, ...........
-ჯობია შენ მითხრა რას აპირებ_ჭიქა მიიყუდა და შემდეგ გაბედა მეგობრისთვის გაეხედა.
-მაგალითად რაზე_დივანზე გადაწეული თავით გამოუშვა კვამლი სანდრომ.
-სულ აქ ხომ არ დარჩები? ქუთაისში დაბრუნებაზე.
-იცი რა ძმაოო? მაგაზე ბევრი ვიფიქრე, მოკლედ დაბრუნებას ვფიქრობ _ზარივით დარეკა გიორგის თავში ამ სიტყვებმა?
-სად ბიჭო?_ლამის გაეპარა ხმა
-სახლში, როგორც შენ თქვი ეს ტყუპებიო ვინც არიან ახლოს მოვიდნენო, ანუ არ არიან ხელ წამოსაკრავები, თან ლილუც მაგათთან მუშაობს, ხოდა დავბრუნდები რა, მივალ, მოველაპარაკები, ჩემზე არაფერი აქვთ რომ დამიჭირონ და ჩემი მიხმარებით თუ ნაგაზი დავაჭერინე თავის ბახალათი დასამალი აღარაფერი მექნება_მხრები აიჩეჩა ბიჭმა და აღელვებულ მეგობარს ეჭვით გადმოხედა.
-ანუ ბრუნდები_კანკალით მოისვა ხელი გიორგიმ დაცვარულ შუბლზე და კიდევ ერთი ჭიქა არაყი გადაუშვა ხახაში.


-თქვენი სრული სახელი და გვარი_ოფიციალურად ჟღერდა იოანეს ხმა
-ლილუ ნემსიწვერიძე.
-რა შეგიძლიათ უთხრათ გამოძიებას აღნიშნულ სამესთან დაკავშირებით?
-ყველანაირი ის ინფორმაცია, რაც კურიერს მოეპოვება, სახელები და გვარები, ვისთანაც მქონდა კავშირი და ვისაც ვაწოდებდი ტავარს, ასევე ინფორმაცია როგორ ხდება მიწოდება, ოღონდ რასაკვირველია იმ პირობით თუ გამათავისუფლებთ და შესაბამისი დაცვა მექნება.
-თქვენი მოთხოვნები თავიდანვე გასაგები იყო, რომელზეც დავთანხმდით, ამიტომ უბრალოდ აიღეთ კალამი და ფურცელი, ჩამოწერეთ სახელები და გვარები და მოგვიყევით როგორ ხდებოდა თქვენს შემთხვევაში ტავარის გავრცელება_კამერა არ შეიმჩნია ისე გაიმკაცრა გაბრიელმა ხმა და წინ გადაიწია.
-პიონერთა პარკში, _დიდი ნერწყვი გადაეყლაპა ლილუს. -შუადღის სამ საათზე მივდიოდი, რომ ნაკლები ხალხი ყოფილიყო, პაკეტი ჩვეულებრივ ნახატებიან ცელოფანში იყო გახვეული, მითითებულ სკამზე ვჯდებოდი და ველოდებოდი.
-ერთმანეთს რატომ ხედავდით? ამ დროს ხომ უკეთესია თუ უცნობები იქნებიან?_გაკვირვება ჩანდა იოანეს ხმაში.
-მე ფულს თუ არ ჩამაბარებდნენ უფლება არ მქონდა შემცვლელი წამალი დამეტოვბინა_გაბრიელს ამოხედა საცოდავი სახით გოგომ.
-ყველანაირი ინფორმაცია დაგვჭირდება წერილობით._პირქუში სახით გაწია ფურცელი ბიჭმა ლილუსკენ და ოთახი დატოვა.

რამდენიმე საათი შეაყოვნეს ლილუ განყოფილებაში, ინფორმაცია საკმაოდ ბევრი იყო, ვინაობაც რამდენიმე დილერის უპრობლემოდ ჩააბარა გამომძიებლებს და რატომღაც ცოტათი გულზე მოშვებაც იგრძნო, ერთადერთი რაც მოსვენებას არ აძლევდა მაღლაფერიძის გაქრობა იყო, ვერ მოისვენებდა სანამ ის ნაბი*ვარი ციხის კედლებში არ იქნებოდა გამოკეტილი, იქნებ მაშინ მაინც შეწყვეტილიყო ღამის კოშმარები. მასთან დაკავშირებული ფორმალობების შემდეგ ჯერი ძმებზე დადგა, რადგან ჯერ სახლის გასაღები არ ქონდა და დიდად არც მისამართის დამახსოვრებით მოუკლავს თავი, გადაწყვიტა დალოდებოდა და უსაფრთხოდ წასულიყო მათთან ერთად. უკვე დაღამებულიყო განყოფილების კარი რომ მოიხურეს და გარეთ გამოვიდნენ .
-სადმე ხომ არ გავიდეთ?_ჩუმად გამოყოლილ წყვილს გახედა იოანემ.
-მე დასვენება მირჩევნია_მანქანას სიგნალიზაცია გამოურთო გაბრიელმა.
-მეც_მალევე აყვა ლილუც.
-დედიკო და მამიკო ისვენებს, შვილი გასართობად მიდის_სიცილით გამოაღო კარი ბიჭმა, თუმცა მალევე მიაკეტინეს. წინ შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი ახმახი ედგა და უემოციოდ უმზერდა.
-მანქანა გელოდებათ_დაბურულ მინებიან მერსედესზე მიუთითა, რომელიც იქვე უკვე დაქოქილი იცდიდა.
-იცით მაინც ვის ელაპარაკებით?_იარაღისკენ წაიღო ორივე ტყუპმა ხელი.
-რასაკვირველია, ბატონო იოანე, ბატონო გაბრიელ, ქალბატონო ლილუ_თავი დაუკრა კაცმა -გთხოვთ, წამობრძანდეთ, სტუმრად ხართ მიწვეული, არაფერი ზედმეტი.
-მეტი არც არაფერი მინდა რამე ზედმეტი იყოს_მალევე გადაწყვიტა გაყოლა გაბრიელმა და მაშინვე ამოუდგა უკან ორივე თანმხლები. -აბა, გავიცნოთ ერთმანეთი რომელი მიბარებ_ჩუმად ჩაილაპარაკა და მანქანაში მალევე დაჯდა.



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

იცით რა მიკვირს? ზოგ ისეთ უაზრობას იმდენი ნახვა აქვს მიკვირს. თქვენ კი ერთერთი საუკეთესო ხართ უდავოდ. თქვენს ადგილას წერის სურვილიც დამეკარგებოდა უაზრობებს რომ ათასობით ნახვა აქვს თქვენს კარგად ნააზრებს კი ძალიან ცოტა. მაგრამ ჩემნაერებიც ხომ არიან, ვინც მოუთმენოად ელოდება თქვენს ნიკს და დასასრულს რომ დაიწყოს კითხვა. არ გვიღალატოთ. უნიჭიერესი ხართ.

 


ისეთი სუნი მცემს, რომ ეს ჩვენი სანდრო მალე წერილს წაიღებს გიორგის წყალობით :) ღირსი კი არის, მაგრამ ჯერ ის ბახალა და ნაგაზი უნდა დააჭერინოს.
საინტერესოა ვისთან აქვთ ბიჭებს პაემანი? მემგონი უფრო ბახალასთან. მგონია, რომ ეგ უფრო შემწყნარებელია, აბა იმას სახელზედაც ეტყობა როგორიცაა. მთავარია ჩემი ბიჭები მშვიდობით დააბრუნონ უკან და დანარჩენს არ დავეძებ.
ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად ❤ კი დააგვიანე, მაგრამ ღირდა❤❤

 


№3  offline მოდერი naattii

სტუმარი ნანა
იცით რა მიკვირს? ზოგ ისეთ უაზრობას იმდენი ნახვა აქვს მიკვირს. თქვენ კი ერთერთი საუკეთესო ხართ უდავოდ. თქვენს ადგილას წერის სურვილიც დამეკარგებოდა უაზრობებს რომ ათასობით ნახვა აქვს თქვენს კარგად ნააზრებს კი ძალიან ცოტა. მაგრამ ჩემნაერებიც ხომ არიან, ვინც მოუთმენოად ელოდება თქვენს ნიკს და დასასრულს რომ დაიწყოს კითხვა. არ გვიღალატოთ. უნიჭიერესი ხართ.

ძალიან დიდი მადლობა, გულახდილად რომ გითხრათ სწორედ თქვენს გამო ვაგრძელებ და ყოველთვის გავაგრძელებ. ზოგჯერ მართლაც მწყდება გული, მაგრამ თქვენნაირი მკითხველი სანამ მყავს არასდროს გავჩერდები ❤️

რუსკიმარუსია
ისეთი სუნი მცემს, რომ ეს ჩვენი სანდრო მალე წერილს წაიღებს გიორგის წყალობით :) ღირსი კი არის, მაგრამ ჯერ ის ბახალა და ნაგაზი უნდა დააჭერინოს.
საინტერესოა ვისთან აქვთ ბიჭებს პაემანი? მემგონი უფრო ბახალასთან. მგონია, რომ ეგ უფრო შემწყნარებელია, აბა იმას სახელზედაც ეტყობა როგორიცაა. მთავარია ჩემი ბიჭები მშვიდობით დააბრუნონ უკან და დანარჩენს არ დავეძებ.
ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად ❤ კი დააგვიანე, მაგრამ ღირდა❤❤

მე შენს კომენტარებს ველოდები ყოველთვის მოუთმენლად ❤️

 


№4  offline წევრი Maia G.

როგორ გელოდი❤არაჩვეულებრივია,უბრალოდ პატარა თავებია,მეტი არაფერი :D: D

ძალიან მომწონს და სულ გელი ხოლმე ❤❤

 


№5  offline წევრი Rania

Vaimee. Ioanes xumrobebi rogor alamazebs amden dazabulobass. Gaskda guli natia da agar sheuzliaa. Vitom baxalam miicvia tavistaannn. Es sandro ukacravad da didi axvari vinmeaaa. Zmakacic isetive hyavss. Da gauupatiuraa. Ai mesmis gagebaaa. Moutmenlad veli momdevnoss. Carmatebebiiiii
--------------------
Q.qimucadze

 


№6 სტუმარი სტუმარი gvantsa

ოო ცოტა დაიძაბა სიტუაციაა ,საინტერესოა რომელმა გადაწყვიტა გაეცნო ტყუპები : )) იოანე ისევ ფორმაშია როგორც ყოველთვის : )) ერთი გოგო უნდა გამოჩნდეს ესეც რომ "მოარჯულოს" : ))

 


№7  offline მოდერი naattii

მაია❤
როგორ გელოდი❤არაჩვეულებრივია,უბრალოდ პატარა თავებია,მეტი არაფერი :D: D

ძალიან მომწონს და სულ გელი ხოლმე ❤❤

დიდი მადლობა, რა ვქნა მეტნაირად ვერ ვახერხებ....

Rania
Vaimee. Ioanes xumrobebi rogor alamazebs amden dazabulobass. Gaskda guli natia da agar sheuzliaa. Vitom baxalam miicvia tavistaannn. Es sandro ukacravad da didi axvari vinmeaaa. Zmakacic isetive hyavss. Da gauupatiuraa. Ai mesmis gagebaaa. Moutmenlad veli momdevnoss. Carmatebebiiiii

ვნახოთ რა მოხდება :D

სტუმარი gvantsa
ოო ცოტა დაიძაბა სიტუაციაა ,საინტერესოა რომელმა გადაწყვიტა გაეცნო ტყუპები : )) იოანე ისევ ფორმაშია როგორც ყოველთვის : )) ერთი გოგო უნდა გამოჩნდეს ესეც რომ "მოარჯულოს" : ))

აუცილებლად შეხვდება :D

 


№8 სტუმარი სტუმარი სტუმარი

არაჩვეულებრივი და ძალიან საინტერესო ისტორიაა,როგორც ზემოთ აღნიშნეს მეც იგივე მჭირს,არ მყოფნის????ძალიან დიდი მადლობა და იმედია მალე დადებთ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent