შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოქროს შუალედი / დასასრული /


30-07-2019, 17:06
ავტორი იაგამი
ნანახია 2 828

***
ვერ უჯერებდა გოგონა თვალებს. როგორი გაზრდილი და მამაკაცური იყო გიორგი. მისი განიერი მხრები, უნაკლო სხეულის ფიგურა და ყორნისფერი თვალები ერთიანად წვავდა ანიკას მუცლის ღრუს.
აივნიდან დაინახა გიორგის სახე, და სწრაფად დაეშვა კიბეს საფეხურებზე.
ბინის შუა ნაწილში შეეჩეხა წყვილის თვალები ერთმანეთს.. მათი მზერა იმ წუთებში ყველაფრის გამომხატველი იყო.
მონატრების,
მწუხარების,
სევდის და უდიდესი ბედნიერების.
ცოტა ხანს გონს ვერცერთი მოეგო. ძნელი იყო საღად აზროვნება მათ სიტუაციაში.
გიორგიმ გოგონას სახე ხელებში მოიქცია და მალევე შეეხო მის ვარდისფერ ტუჩებს. კისერზე ეხვეოდა ანიკას ხელები და სიყვარულის იმპულსებს მთელს სხეულში გრძნობდა.
ახლა შეეძლო მთელი სამყარო ჯანდაბაში გაეგზავნა, ოღონდ ანიკას ტუჩებს არ მოშორებოდა, ოღონდ მისი თბილი თითები ისევ ეგრძნო ყელზე..
ნაზად დაუშვა გოგონამ ხელები და შუბლით ნიკაპზე მეყრდნო.
- არსდროს დამტოვო გიორგი. გევედრები წამითაც არ მომშორდე..
ცრემლებს ამოაყოლა სიტყვები ანიკამ.
- ჩემო ანიკა, ჩემო სიყვარულო, ჩემო მონატრებავ..
გულზე მიკრულს, თმაზე ეფერებოდა გოგონას და ცრემლები სრაფად ტოვებნენ მისი თვალის ჯებირებს.
წლები იყო ანიკას სიყვარული უტანჯავდა სულსა და გულს. მთელი ეს დრო მასზე ფიქრში გაატარა, მომავლის დაგეგმვაში და მოგონებებზე ფიქრში. შორეული სამახსოვრო წუთები იყო ერთადერთი მისი მონატრების გამაქარწ....ბელი. ანიკას წასვლის დღიდან დაიწყო გაზრდა გიორგიმ. მას შემდეგ განიცადა სრული მეტამორფოზი მისმა აზრებმა და გონებამ. ესკალატორთან დამშვიდობების წამიდან დაიწყო ზრდა მათმა სიყვარულმა. არაფერს აკლედბა დრო მის გრძნობას, ქირიქით უფრო ზრდიდა და აძლირებდა. ყოველდღიური მონატრება და მოგნებებით ფიქრი უფრო აახლოვებდა მისი ცხოვრების თანამგზავრთან.
ერთი ტანჯვა იყო მის გარეშე ამდენი წლის გატარება, მაგრამ არ შეეძლო მისვლა.
იცოდა თუ ერთხელ ჩავიდოდა მასთან უკან ვეღარ დბრუნდებოდა და ანიკასაც ვერ დაიბრუნდებდა. ელოდებოდა, ყოველთვის, ყოველ წამს. იცოდა, რომ დაბრუნდებოდა იცოდა, რომ არ დათმობდა ანიკა მათ სიყვარულს. ვინ იცის რამდენჯერ გააუქმა დაჯავშნილი რეისი ამერიკის მიმართულებით, ან რამდენჯერ არ გაფრინდა აეროპორტში მისული. ამას მხოლოდ ანიკას გამო უძლებდა. მხოლოდ იმიტომ, რომ არ გაერთულებინა მისთვის ცხოვრება და არ შეეშალა ხელი მამამისისთვის დადებული პირობის შესრულებაში. გიორგიმ კარგად იცოდა რას ნიშნავდა ანიკასთვის და ნინიასთვის ვიტალის დატოვებული სიტყვა. ერთადერთი თხოვნა იყო მისგან დარჩენილი და მის შესრულებაში ვერ შეუძლიდა საყვარელ ქალს ხელს. ამას ვერც მას გაუკეთებდა და ვერც საკუთარ თავს. სწორედ ამიტო იყო გიორგი ასეთი კრგი, ასეთი სასურველი ანიკასთვის. მანაც უამრავი დღე გაატარა მის მონატრებაში. ყველაფრსგან დაღლილი ცრემლთა ცვენით იქარვებდა დარდსა და ვარამს, მაგრამ გულის ტკივილს არაფერი შველოდა. მონატრება ისევ მასთან იყო. წამითაც არ ტოვებდა მარტო.
გიორგიმ გოგონას ხელი მოკიდა და დაბლა ჩაიყვანა. უსახელოსტან იდგნენ. მაიც რა ლამაზი იყო ეს ოხერი ხე. სამოთხისგან გადმოვარდნილს გავდა. იმ ხესთან იდგნენ, რომელიც ანიკას დაბადებას მოჰყვა და მ ხესთან, რომელიც შეგრძნბებით სულიერს გავდა, რადგან ანიკას ჩამოსვლისას თითქოს გამოცოცხლდა და ახალი ენრგიით აივსოო, ისე აშრიალდა, ისე ლამაზად და თვალისმომჭრელად. ოჯახივით სამეზობლო აივნიდან უყურებდა წყვილს. მათი ბედიერება ყველაზე ტანაბრად ნაწილდებოდა და შემდეგ ერთ მთლიან ნაწილად იკვრებოდა. სწორედ ამიტომ იყო შემოდგომა ტოლბუხინზე ყველაზე განსხვავებული. და სწორედ ამიტომ იყო ტოლბუხინი ქალაქის ყველაზე ლამზი ქუჩა. განა რა სჭირდება სხვა ბედნირებისთვის ადამანს?! ერთი წვეთი სიყვარული საკმარისია მთელი ორგანიზმის ბედნიერებით მოსაწამლად. ერთი წვეთი სიყვარული ანულებს ყველა მძიმე მოგონებას და სადღაც ჯანდაბაში ისვრის, თანაც უგზოუკვლოდ.
იმ ღამით ბინის წინ, ეზოში ბედნიერების მაგიდა გაიშლა. ერთად ფუსფუსებდა მთელი ოჯახი. ზოგი მჭადებს აცხობდა, ზოგი ხაჭაპურებს, ზოგიც კიდე ღვინოს ამარაგებდა.. ერთი სიტყვით ყველა თავის საქმეს აკეთებდა. იცოდნენ რაც უნდა გაეკეთებინათ და ისე აგვარებნენ ყველაფერს, რომ ერთმანეთისთვის ხელი არ შეეშალათ. ბინდდებოდა, ამიტომ განათებაც საჭირო იყო, რაც ახალგაზრდებს შეატოვეს და ისინიც დაასაქმეს.
მე უნდა გითხრათ რა სუფრა გაიშალა. ჩიტის რძე არაკლდა მეთქი ისიც უნდა გითხრათ. სიყვარული, სიხარული და ბედნიერების ცრემლი არ აკლდა მეთქი ისიც და არ დამავიწყდეს, რომ აქ ვირაცამ ვიღაცის ხელი ითხოვა მტელი სამეზობლოსგან . ერთ მიწყობა სადღეგრძელოებს რომ მორჩნენ, ვიტალის მოგონება რომ თქვეს, სამსობლო დალოცეს, ჩვენი რელიგია და შეკრების მიზეზიც, ახალგაზრდა მამაკაცმა ბოდიშებით მოითხოვა სიტყვა და სადრეგრძელოს მოჰყვა : ერთ კუნძულზე ცხოვრობდა მსოფლიოში არსებული ყველა გრძნობა და ერთ მშვენიერ დღეს გრძობებს გამოუცხადეს, რომ მათი კუნძული იძირება. ყველამ უცებ მოამზადა ნავები და გასცურეს. მხოლოდ სიყვარული დარჩა კუნძულზე უკანასკნელ მომენტამდე. როცა კუნძული თითქმის დაიფარა წყლით,სიყვარული შველას ითხოვდა.
ახლომახლო დიდებული ნავით ჩაიარა განცხრომამ. სიყვარულმა თხოვნით მიმართა მას:განცხრომავ, ამიყვანე გეთაყვა შენს ნავში? არა, – უპასუხა განცხრომამ – ჩემს ნავზე იმდენი სიკეთეა,რომ ადგილი აღარ მაქვს!
სიყვარულმა გადაწყვიტა მიემართა თხოვნით სხვა ლამაზ ნავში მჯდომისთვის:პატივმოყვარეობავ, ამიყვანე გეთაყვა შენს ნავში? არაფრით არ შემიძლია დაგეხმარო სიყვარულო,შენ მთლად სველი ხარ და დამისვრი ჩემს ლამაზ ნავს! უპასუხა პატივმოყვარეობამ.
შორიახლო გასცურა მწუხარებამ. მწუხარებავ ნება მომეცი შენთან ერთად წამოვიდე, -ოჰ სიყვარულო, მე ძალიან დამწუხრებული ვარ, მინდა, მარტო დავრჩე.
მაშინ სიყვარულმ ადაუძახა ბედნიერებას,მაგრამ ის იმდენად აღრფთოვანებული იყო თავისი ბედნიერებით, რომ ვერც გაიგონა სიყვარულის ძახილი.
უცებ მოესმა ხმა: სიყვარულო! მე აგიყვან ჩემს ნავზე. ეს იყო მოხუცი სიყვარული იმდენად აივსო სიხარულით, რომ დაავიწყდა სახელი ეკითხა მისთვის. როცა ისინი ნაპირს მიუახლოვდნენ, მოხუცი თავისი გზით წავიდა. როცა სიყვარული მიხვდა, რამდენად დავალებული იყო მოხუცისგან, სხვა მოხუცს, ცოდნას მიმართა: ვინ დამეხმარა მე? ეს იყო დრო. უპასუხა ცოდნამ. დრო? მაგრამ რატომ დამეხმარა დრო? ცოდნამ გაიღიმა და უპასუხა: იმიტომ რომ მხოლოდ დროს შეუძლია შეაფასოს, თუ რამდენად დიდებულია ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი!
- შენ ჩემი მარადიული სიყვარული ხარ. ჩემი ერთადერთი ანიკა! გამომყვები ცოლად ?
გრაციოზული მოძრაობით ჩაიმუხლა და ჯიბიდან ამოღებული ულამაზესი ანიკას თვალის ფერისთვლიანი ბეჭედი გაუწოდა გოგონას.
- გიორგი..
გაჭირვებიტ ამოილაპარაკა გოგონამ და ცრემლინი თვალები ბიჭს შეანათა.
- გახდები ჩემი მეუღლე და გაატარებ შენს დარჩენილ ცხოვრებას ჩემთან ? მომცემ უფლებას ავანაზღაურო ყველა უერთმანეთოდ გატარებული წამი და გახდე ჩემი შვილების დედა ?
- რამდენი შვილი გინდა
ცრემლიანი თვალებით გადაიკისკისა ანიკამ. გიორგი დააბნია მისმა კითხვამ და დაბნეულმა გაიღიმა
- ჰო, მოგყვები და რამდენი შვილი გინდა-მეთქი სიცილით მოეხვია ბიჭს.
იქ ჟრიამული ატყდა, იქ ამბავი დატრიალდა მე რა გითხრათ, რა სიტყვებით გადმოგცეთ.. ეზოში მსხდომები ყველა გამვლელს მაგიდასთან იწვევდნენ და ერთად აგრძელებნენ ბედნიერების ღამეს. ის ნელი ხომ გახსოვთ აკაკი, რომ ხის სახლში დარგვით ემურებოდა გვერდიგვერდ იჯდნენ და ერთად არნიშნავდნენ წყვილის ნიშობას. ნელი ყანწი ერთი მოსმით, რომ გამოცალა აკაკიმ უკან დაიხია ახლა ატეხს ერთამბავსო, მაგრამ ისე გემრიელად აკოცა გვერდითმჯდომმა ამხინკაცი სულ მიჩურინის ვაშლად გადაქცია. დალი ბებო სუფრის თავში იჯდა და ცრემლიანი თვალებით უყურებდა ერთმანეთზე აკრულ ორ ალუბალს. ასე ეძახდა გიორგის და ანიკას ბავშვობიდან, წყვილი გამბული ალუბალი ხართო. ბავშვობაში კი უკვირიდათ, რას ამბობს ეს ქალი ლა ალი და ბალი აუტყდაო, მაგრამ ახლა ხვდებოდნენ, სად იწერებოდა მათი ისტორია და იმასაცას ხვდებოდნენ, რომელი ალუ იყო და რომელი ბალი..
ნინია წყვილის მოპირდაპირე მხარეს იჯდა და ყველაფერს ზედმიწევნით აკვირდებოდა. უბედნიერესი ქალი იყო მთელს ქვეყანაზე მისი შვილის ბენიერების გამო, თუმცა მისი სიყვრულის მონატრება სულს ხორცში გაჩერების საშუალებას არ აძლევდა, უყურებდა ცარიელ სკამს, ცარიელ ტეფშსა და ერთი კაცისთვის მირმეულ ატრიბუტს, სკამზე კი მისი სიყვარულს ლანდავდა, ისე რეალურად, ისე ახლოდან თავგადახრილი ცრემლიანი თვალებით დაშტერებოდა ადგილს.. შემდეგ კი გამოერკვა ცრემლები მოიწმინდა და თვალი ჩაუკრა გიორგიზე მიკრულ შვილს..
მთელი ღამე აღნიშნავდა ტოლბუხინი და ყველა გამვლელი წყვილის ნიშნობას იმ ღამით, ათ თვეში კი უკვე პატარა გოგონას დაბადებას ზეიმობდნენ იგივე შემადგენლობით და უფრო ბედნიერი გულებით. უსახელოს გვერდით საკურას ხე დარგეს. უკვე ტრადიციად გადაექცათ ბავშვის დაბადებისას ხის დარგვა, ერთგვარი დალოცვის მეთოდი იყო სამეზობლოსგან.. საკურას ხეს ნონორე დაარქვეს. ბავშვს კი კესანე, იმ ყვავილის საპატივცემულოდ, რომელიც არ დამივიწყოს ნიშნავს. კესანე იყო მონატრებისა და მარადიული სიყვარულის ულამაზესი და უსაყვარლესი გვირგინი, რომელიც რაღაც ახალს ნიშნავდა, რაღაც განსაკუთრებულს.
წლების შემდეგ, როცა ტოლბუხინზე ჩავიარე ულამაზესი ხეივანი დამხდა, უ ლ ა მ ა ზ ე ს ი, რომელსაც შუა ადგილას უსახელო ამშვედებდა, გვერდით კი ამაყად ერგო ნონორე.. ხის ძირში კი პლედზე გოგონა იჯდა თვალზე დაკოსილი სათვალით და ხელში მომარჯვებულ წიგნს ინტერესით ჩასჩეებოდა.

ე პ ი ლ ო გ ი
მინდა გისურვოთ, მარადიული სიყვარული, რომელიც ბედნიერების მომტანი იქნება თქვენთვის. ასევე ერთი აკაკი, ნელი და დალი სამეზობლოში, ჰო კიდევ მზია ბებოც. ერთსაც გირჩევთ, როცა შვილი გეყოლებათ მის სახელზე აუცილებლად დარგეთ ხე, ადრე მასწავლეს ერთ სამზობლოში, როცა ვცხოვრობდი შვილის სახელზე დარგულ ხეს მისი უარყოფითი აურა მიაქვს და სამაგიეროდ თავის დადებითს უგზავნისო. ამაში მე ღრმად დავრწმუნდი, მრავალთაგან ცდაზე.
ახლა კი მინდნა ოქროს შუალედზე გესაუბროთ, რომელიც ისტორიას ახლდა, რომელიც მთავარ კვანძს წარმოადგენს. არ არსებობს ადამიანის დავიწყევისთვის განკუთვნილი დროება, არც საყვარელი ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილის განკურნების დროა ვინმესთვის ცნობილი. ბედნიერებასა და უბედურებას შორის სწორედ ეს ოქროს შუალედია გაჭიმული. ყველა ბედნიერ მომენტში, როცა შენი გული ხარობს, მაშინ სული გაწვდის იმ ემოციას, რომელიც გძაბავს, მაგრამ არ გაუბედუებს. სწორედ ესაა ოქროს შუალედი, რომელიც დანსდევდა სამეზობლოს ცხოვრებას, ვიტალის გარდაცვალების დღიდან და ახლდებოდა მაშინ, როცა რომელიმე წევრი ტოვებდა ოჯახს. ჩვენ ამას ვერ შევაჩერბთ, ვერ გამოვცვლით და ვერ გადავაკეთებთ, ამიტომ ვცხოვრობთ ამ შუალედში და ცხოვრების გზაზე ყველა წამს ბოლომდე ვიგრძნობთ.
* ზუსტად მაშინ როცა ისტორიას ვასრულებდი, ზარი დაირეკა ჩემს კარზე. ზარს კი სწრაფი კაკუნუ მოჰყვა. შეშინებულმა გავაღე კარი და კართან გაკრეჭილი ანიკა დამხვა..
- ანიკა ?
გაკვირვება ვერაფრით დავმალე
- იცოდე გიორგის დაურეკე ან შენ წამიყვანე თორემ ამ ბავშვს ტოლბუხინზე დავსვამ
სიცილით ცამოარაკრაკა ანიკამ და აივანს ცამოეყრდნო.
გამტენიისას მეექვსე შვილი შეეძინა ანიკას ოცდატხუთმეტი წლის ასაკში, გიორგი მეექვსეჯერ შეწუხდა სამშობიაროში, ტოლბუხინმა კი ვინ იცის უკვე მერამდენე ხე დარგო ხეივანში.


სალამი :) ვიცი მათ, ვინ ჩემს ისტორიას კითხულობდა ცუდად მოვექეცი. ძალიან ვწუხვარ ამხელა შუალედისთვის, უბრალოდ ცემთვის პირველი ისტორიაა და დასასრულის დაწერა ძალიან გამიჭირდა. იმედი მაქვს მოგეწონებათ, მაქსიმალურად ვეცადე, რომ კარგი გამოსულიყო, ყველა გრძნობა ჩავდე და გამიხრდება თუ თქვენამდე მოვიტან ამ ყველაფერს. იმედი მაქვს შთაბეჭდილებებს გამიზიარებთ <3



№1 სტუმარი სტუმარი დადუ

ძალიან კარგი ისტორია იყო.კარგად წერ. წარმატებები

 


№2  offline წევრი იაგამი

სტუმარი დადუ
ძალიან კარგი ისტორია იყო.კარგად წერ. წარმატებები

ძალიან დიდი მადლობა ❤

 


№3  offline წევრი browsky

პატარა, კოხტა და უამრავი ემოციით სავსე ♥️

მალე დაგვიბრუნდი.

 


№4  offline წევრი იაგამი

browsky
პატარა, კოხტა და უამრავი ემოციით სავსე ♥️

მალე დაგვიბრუნდი.



დიდი მადლობა, ვეცდები ❤

 


№5  offline წევრი ენნე

ძალიან ემოციური და თბილი ისტორია იყო და მომეწონა შენი მდიდარი ლექსიკა და წერის მანერაც <3<3<3

 


№6  offline წევრი იაგამი

ენნე
ძალიან ემოციური და თბილი ისტორია იყო და მომეწონა შენი მდიდარი ლექსიკა და წერის მანერაც <3<3<3


ძალიან, ძააალიან დიდი მადლობა ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent