შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.მესამე ნაწილი 5 თავი.


1-08-2019, 21:33
ავტორი zia-maria
ნანახია 3 352

-როგორ მინდა ახლა შენს ახლოს ვიყო,შენს სუნთქვას ვგრძნობდე,მაგრამ ეს ისეა შესაძლბელი როგორც ცისა და მიწის შეეთება.ვიცი რომ მარტოსულად გრძნობ თავს,მაგრამ თუ ოდესმე ამ დღიურს ნახავ და წაიკითხავ,დიდი იმედი მაქვს რომ შენს მარტოობას ბოლო მოეღება.შენს წინ კიდევ ერთი კარი გაიღება და ვიცი ამ კარში შეესვლა ბედნიერებას მოგიტანს.შენზე ვფიქრობ ჩემო ერთადერთო,შენი დიდი იმედი მაქვს,ვიცი შვილო თუ მარტო იქნები შესაძლებელია შენს წინ უფრსკული გაჩნდეს და დიდი შავი პირი დააღოს,მაგრამ ეს კარი გიხსნის შენ ამ დიდი უფრსკულისგან.ჩემი ცხოვრება ხანმოკლე და უბედო იყო შვილო,გთხოვ მოიწყვე ცხოვრება ისე როგორც შენ გინდა,ისე როგორც მე გამიხარდებოდა.ძალიან მინდა მოგეხვიო,ძალიან მინდა შეგხედო და თვალებში ჩაგხედო,იქ ამოვიკითხო ჩემი ჩანაწერების წაკითხვის შემდეგ რას გრძნობ.უბრალოდ მინდა ვიცოდე ტკივილი ხომ არ მოგაყენე შვილო.გიორგიმ დედის დღიურის ბოლო ფურცლი ჩაიკითხა,რვეული დახურა დედის ფოტოს ცრემლიანი თვალით შეხდა და უთხრა.
-დედა,მეც ძალიან მინდა ახლა მოგეხვიო.ხელები მაგრად მოგხვიო და იგრძნო თუ როგორ თბილია ჩემი სხულის მარცხენა ნაწილში,დედა შენ ამ ნაწილში მყავხარ და მუდამ აქ იქნები.მახსოვს ჩემი პირობა რომელიც მე მოგეცი,მე შევასრულე პირობა დედა,მაგრამ შენ საშინლად მაკლიხარ და მენატრები.ტელფონმა დარეკა და შეკავბული,ჩუმი ხმით უპასუხა.
-გსმენთ ქალბატონო ანა.
-გიორგი სადაც მითხარი შევხვდეთო მე მოვედი,აქ ვარ.
-მოვდივარ,მეც აქვე ვარ ახლოში.კიდევ ერთხელ შეავლო თვალი დედის ფოტოს და წავიდა,რამდნიმე წუთში მიუახლოვდა ანას და ხელი ჩამოართვა.
-როგორ ხარ გიორგი.
-კარგად ვარ,მაგრამ ვფიქრობ რომ ყველაფრი არც ისე მარტივია.
-რატომ ამბობ ამას
-მტკივა ძალიან რომ დედას ხშირად არ ვუბნებოდი როგორ ძალიან მიყვარდა,ახლა კი გვიანია ამ სიტყვის თქმა ხმამაღლა,ამიტომ მხოლოდ გულში ვიმეორებ.
-დამშვიდდი,გპირდბი,რომ ყელაფერი კარგად იქნება.
-დრო გვიჩვენებს ყველაფრს,აი ეს არის დედას ჩანაწერების რვეეული და გთხოვთ უკან დამიბრუნოთ.
-აუცილებლად,თვალს გადავავლებ და დაგიბრუნებ.ანამ დაემშვიდობა გიორგის და გეზი პირდაპირ მარიამისკენ აიღო.მიიჩქაროდა და თვალს გვერდით დადებულ რვეულსკენ აპარებდა,ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა სადმე მყუდრო ადგილას დამჯდარყო და თავად წაეკითხა,მაგრამ უნდოდა მარიამიც მის გვერდით ყოფილიყო.როგორც იქნა მივიდა მარიამთან,ოთახში ავიდნენ და მოემზადნენ სულახალი სამყარში შესასვლელად,მაგრამ ეს სამყარო არ იყო მათი,მათ არ ეკუთნოდათ.ანამ ხელის კანკალით გადაშალა რვული და კითხვა დაიწყო.
-ყველაზე საშინელებაა უშენობა,მაგრამ იმედია მალე შევეჩვევით უერთმანეთობას.მარიამმა ხელი დაადო ხელზე ანას და უთხრა.
-გული გამიჩერდა,მოდი დავხუროთ ეს რვეული და ყველაფრი ისე დავტოვოთ როგორც არის.რას ვეძებთ,ადამიანი ცოცხალი აღარ არის და ჩვენ მის ტკივილზე დაწერილ ჩანაწერებს ვკითხულობთ? რომ დავფიქრდეთ,ეს არასწორია ანა.
-შენ მართალი ხარ,მაგრამ გთხოვ თავი აიყვანე ხელში და უბრალოდ თვალი გადავავლოთ,რომ გავიცნოთ მისი შინაგანი სამყარო.

-რამდენი დღით მიდიხარ საყვარელო.
-რამოდენიმე დღით,შესაძლბლია ორი ან სამი ან ერთი კვირით დაზუსტბით ვერაფერს ვერ გეტყვი როდის დავბრუნდბი,მაგრამ ნუ ღელავ დაგირეკავ,რადგან ნამდვილად არ მაქვს სურვილი ჩემს სახლში და ჩემს საწოლში სხვა ქალთან ერთრად წაგადგე თავზე.
-რა მწარე ენა გაქვს,მაგრამ შენ ხომ ჩემი შხამიანი ხარ,ჩემთვის სასიამოვნო შხამს აფრქვვ და ეს შხამი უფრო და უფრო მიზიდავს შენსკენ ქალბატონო.მანქანა აეროპორტში მიიყვანა და უზარმაზარ ჩემოდანს ხელი მოკიდა,მაგრამ მამაკამა ხელზე ხელი დაადო და უთხრა.
-მე გადმოვიღებ,შენთვის სიმძიმის აწევა არ შეიძლება,ჩემს შვილს უნდა გაუფრთილდე.
-მარტო შვილზე ფიქრობ და არა მის დედაზე.გაუშვი ხელი,ჯერ კიდევ შემიძლია შენი დახმარების გარეშე გავაკეთო ყველაფერი.აეროპორტში შეევედი და დაჟინებული მზერა ვიგრძეი,არ მინდოდა მიმეხედა,მაგრამ გულმა არ მოითმინა და მივიხედე,ჩვენ ერთმანეთის თვალებში ჩავხედეთ,ვიგრძენი რომ არა ჩვენ,ჩვენი სხეულები ერთმანეთს იზიდავდნენ.
-ეს თვალები მე ხომ ადრეც მინახავს,კი ეს ის თვალბია ცრემლით და სვდით სავსე,რატომ არის ასეთი დიდი სევდა მის სიღღმეში,ვინ იცის რამხელა ტკივილს ატარებ.ჩავფრინდი თუ არა ლონდონში ჩენ ერთმანეთი დავკარგეთ,მაგრამ ჩემს წინ ჩემი აუტანელი მეუღლე დადგა და მე გაოცებულმა შევეკითხე.
-აქ როგორ გაჩნდი,ან თუ მოდიოდი რატომ არ მითხარი.
-ვინ იყო ის მამაკაცი თვალებით რომ ჭამდით ერთანეთს.
-შენ არ ხარ სრულ ჭკუაზე,ადამიანი პირვლად ვნახე ჩემს ცხოვრებაში ან რას გიხსნი დარწმუნებული ვარ მაინც ვერ გაიგებ.
-მარგარიტა გაფრთხილებ,ღალატს არასოდსარ გაპატიებ.
-მე არც გამივლია გულში შენი ღალატი,რადგან შენით ყველა მამაკაცი მეზიზღება,მაგრამ არ დაგავიწყდეს,რომ მე თვალს ვხუჭვ შენს ღალატზე და ისე ვიქცევი თითქოს არც არაფრი მომხდარა,ეს იმას არ ნიშნავს რომ მე ვერ ვხვდები ვერაფერს.აქ საქმეზე ჩამოვედი და ვერ ავიტან უმიზეზოდ შენი ეჭვიანობის სცენები ავიტანო.
-დაწყნარდი,ახლა დავისვენებთ და შემდეგ ორივე შეხვედრისთვის მოვემზადებით>
-შეხვდრისთვის? შენ შეხვდრისთს მოემზადები? ეს როგორ მამიკოს ბრძანებას ასრულებ თუ თხოვნას.
-გეყოს ირონია,არაა საჭირო ასე მაგრძნობინო შენი ჩემდამი ზიზღი.
-თავადაც ხვდები რომ დამსახურბულად მეზიზღები,თავმოყვარე კაცი ადგებოდა და წავიდოდა,მაგრამ შენ..................... ვერ ვიტანდი,მისი შეხედვაც გულს მირევდა და მის წინაშე არც ვმალავდი მისდამი ზიზღს,ჩვენი ქორწინება ჩვენი მამების შეთანხმებით მოხდა,ეს ბიზნესის გამო.დედა ყოვლთვის უარზე იყო ამ ქორწინბაზე,მაგრამ მამასთან ვრაფერს ვერ გახდა და ჩვენც დავქორწინდით.იმ ღამით დავისვნე,თენგო იმ ღამით არც გამოჩენილა ჩემს ნომეერში არ შემოსულა,არ ვიცი სად იყო მაგრამ დარწმუნბული ვიყავი სადმე ბარში ერთობოდა,შემდეგ კი სხვა ნომერში ვინმე დიდ-მკერდა ქალის გვერდით ეძინა.დილით ვისაუზმე და მოვემზადე,ჩემი ნომერი დავტოვე და შეხვედრაზე წავედი.არ ვიცი როგორ, მაგრამ უცხოელების წინ მდგარს თენგო ჩემს გვერდით იყო.ეს შეხვედრა ძლიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მამებისთვის,მათი კომპანიისთვის და ბრძოლა მომიწევდა მე ამ შეხვედრიდან გამარჯვებული გამოვსულიყავი.მართლაც, ჩემმა ყველა მცდელობამ მე გამარჯვბა მომიტანა,რამდნიმე დამღლელი საათის შემდეგ მხოლოდ იმას ვნატრობდი,როდის მივიდოდი ნომერში და დავისვენბდი,მაგრამ თენგომ არ დამიჯერა და გზიდან გადაუხვია,მან მის მგობრებში წამიყვანა იქ უაზროდ დალია და არ მომცა ნება მანქანაზე მე დავესვი,თავად ისურვა მძღოლობა და ის საღამო ჩემთვის საბდისწერო აღმოჩნდა,რამდნიმე წუთში ყველაფრი ბურუსში გაეხვია და თვალებზე შავი სუდარა გადამეფარა,მხოლოდ ჩემი სახლი ჩამესმოდა.
-მარგარიტა,მარგალიტა გთხოვ გაუძელი ჩვენი შვილი..............თვალი რომ გავახილე ჩემს საწოლთნ დედა იდგა თვალცრმლიანი.
-დედა? შენ აქ რა გინდა,თენგო სად არის,ცოცხალია?
-ცოცხალია,ოპერაცია გაუკეთდა და შენც სუსტად ხარ უნდა დაისვნო.
-ვინ გითხრა,ვინ დაგირკა.
-არ ვიცი ვინ იყო,ვინ დაგვირეკა მაგრამ პირვლივე რეისზე წამოვედით მე და მამაშენი.რაღაც სიმსუბუქე ვიგრძენი,აღარ ვიყავი ისეთი მძიმე როგორც წინა დღეეს,ხელი მუცელზე დავიდე და გულჩაწყვეტილმა ვთქვი.
-ჩემი პატარა,როგორაა ჩემი შვილი დედა.
-არ ინერვიულო შვილო,ჯერ ახალგაზრდები ხართ და შვილები კიდევ გაგიჩნდებათ.
-დავკარგე,ჩემი პატარა ბასასუნა დავკარგე.
-შეეცადნენ ექიმებმა შვილო,მაგრამ ვერ შეძლეს მისი გადარჩენა.პალატაში ნერვიულობისაგან ერთანად გათეთრებული მამა შემოვიდა,მომიახლოვდა და მითხრა.
-შვილო მაპატიე.
-ახლა ხვდბი,რომ შენ შენი ბიზნესის გამო ჩემი ცხოვრება დაანგრიე და გამაუბედურე?
-რაც არ უნდა მითხრა შენ მართალი ხარ შვილო,მე ძალიან გვიან მივხვდი ჩემს შეცდომას.
-გაპატიე მამა,მე დიდი ხნის წინ გაპატიე მშიდად იყავი.თენგოს მშობლებიც ჩამოვიდნენ?
-არა,მხოლოდ ჩვენ ჩამოვედით,ოთრიმ კომპანიას ვერ დავტოვებ თქვენ ხომ მიდიხართ და მე აქ ვიქნებიო.
-შვილზეე მეტად კომპანია უფრო მნიშვნელოვანია მისთვის და არა მისი შვილის სიცოცხლე.კარგი,კარგად ვიცნობ მათ.თენგო?
-ნარკოზშია ჯრ კიდევ,მაგრამ საშიში არაფერია.რამდენიმე დღე ვიწექი,ძალან იმოქმედა ჩემზე პატარას დაკარგვამ და არაფერს არ ვჭამდი,უჭმლობით ძალიან დავსუსტდი.მესამე დღეს თენგო შემოიყვანს ჩემს პალატაში,ზიზღით სავსე თვალებით შევხედე და შეშინდა,მიხვდა თავის დანაშაულს,მომიახლოვდა და მითხრა.
-ჩვენ კიდევ გვეყოლება შვილები,მამას მალე ისევ გავახარებთ შვილიშვლით.გაბრაზებულმა შვხედე და ვუთხარი.
-იმ კაცს ვისაც მამის ეშინია და მხოლოდ იმიტომ უნდა ოჯახი ყავდეს,რომ მამა გაახაროს და არა ცოლი,ასეთი კაცი ქმრად მე არ მჭირდება.
-რას გულისხმობ საყვარელო.
-რას ვგულისხმობ? იმას,რომ ჩვენი ქორწინება აქ დასრულდა.
-რას ამბობ, მარგარიტა ეს მამას როგორ ვუთხრა.
-ეს შენი პრობლემაა და არა ჩემი,როგორც გინდა ისეე უთხარი ახლა კი გაქრი ჩემი ცხოვრებიდან.ბეჭებში მოხრილი და დაპატარავებული გავიდა ჩემი პალატიდან,თითქოს შვება ვიგრძენი და მხრებიდან ძალიან დიდი ტვირთი ჩამოვიხსენი. საავადმყოფოდან გამომწერეს,ჩემს მშობლებთან ერთად დავბრუნდი თბილიში და განქორწინებაზე შევიტანე განცხადება.მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა და უამრავი სხვა პირების ჩარევით განქორწინება შედგა,მაგრამ აქ არ დასრულდა ყველაფერი,რადგან ის ყველგან ცდილობდა ჩემს დამცირებას,რომ მე არ ვიყავი არასდროს მისთვის სასურველი ქალი,რომ ის ჩემს გვერდით არ იყო ბედნიერი რადგან ვერ ვავსებდი მას,ვერ გრძნობდა ჩემს გვერდით ვნებას და ამიტომ ის ყოველთვის სხვასთან გარბოდა, რადგან სხვისგან მიეღო ის რაც აკლდა ჩემგან.რამდენიმ დღის ჩაკეტილობამ დღეები მიილია და დღეებმა თვეები,ერთ საღამოს სახლთა ახლო მდებარე პატარა სკვერში გავედი და იქ ისევ ვნახე ის თვალები,ეს ის თვალები იყო რომლებიც დიდ სევდას ატარებდა,ეს თვალები რომლებიც არ ცდილობდნენ ცრემლის დამალვას.ჩვენ ისევ შევხედეთ ერთმანეთს და უხმოდ,უსიტყვოდ დავტოვე ის ადგლი.დეპრესიამ უფრო იმატა ჩემში,დედამ ძალიან შეეცადა დამხმარებოდა,ის პროფესიით ფსიქოლოგია და მან თავისი კოლეგას დაურეკა და მოიყვანა.
-მარგარიტა შვილო ეს ჩემი კოლეგა და მეგობარი გოგი რობაქიძეა,გთხოვ მოუსმინე შვილო და შენს ტკივილზე მას შეგიძლია დაელაპარაკო.
-ნონა დაგვტოვე,მე და მარგარიტას სალაპარაკო გვაქვს.დედა გავიდა კარი მიიხურა და გოგი ძიაც მომიბრუნდა,შემომხედა და მითხრა.
-შვილო დედას გული ტკივა შენს ასეთ ჩაკეტილობაზე,თვლის რომ დახმარება გჭირდება,მაგრამ მე ვფიქრობ შენ ძლიერი ხარ დაძლევ ამ სიძნელეს და გადალახავ.მე შემიძლია დაგეხმარო,მაგრამ უკეთესია თუ შენით შეძლებ.მოგისმენ,დამელარაკე და ერთად გადავჭრათ შენი პრობლემა.კარგია თუ მტყვი რას ფიქრობ,რა გინდა,რას განიცდი.
-მხოლოდ აქედან წასვლაზე ვფიქრობ და სხვაზე არაფერზე.
-თუ შენ დარწმუნებული ხარ აქედან წასვლა დაგამშვიდებს,წადი შვილო.
-აქ ვიხრჩობი,ამ ოთახში სული მეხუთება.თითქმის ერთი საათი ვისაუბრეთ და რამდენიმე სეანსის შემდეგ გადაწყვეტილება მივიღე,რომ წავსულიყავი ქვეყნიდან დროებით.არ ვიცი როგორ და საიდან,მაგრამ თენგომ ჩემი წასვლის შესახებ გაიგო და წასვლის წინა საღამოს მოვიდა,ნასვამი იყო რომ უფრო გაბედულად ეთქვა მისი სათქმლი.
-აქ რა გინდა,რატომ მოხვედი ჩვენს შორის ხომ ყველაფერი დასრულდა.
-ნუ გამაგდბ გთხოვ,მინდა დაგელაპარაკო.
-შენთან სათქმელი არაფრი მაქვს,შენგან და შენი ცხვრებიდან მე წავედი და დროა შეეგუო ამ აზრს.
-არა,არა მარგარიტა ეს არ მოხდება.ეს შეუძლებელია შენ ჩემგან ვერ წახვალ.განქორწინება მოგეცი,დაგთანხმდი მაგრამ მე ისევ შევეცდები დაგიბრუნო,რადგან მივხვდი რომ ძალიან მიყვარხარ.
-რას ამბობ,როდის გაიგე რომ გიყვარვარ.
-ვიცი რომ არ გჯერა,მაგრამ მოდი დავივიწყოთ ერთმანეთი და ჩვენს ქორწინებას მივცეთ მეორე შანსი,გთხოვ მარგარიტა.
-შენ არასოდეს ფიქრობდი ჩემზე და ჩვენს ქორწინებაზე,ახლაც დარწმუნებული ვარ მამაშენმა გამოგაგზავნა ჩემთან,რადგან მას ჰგონია მისი ხათრით დავივიწყბ ყველა ტკივილს და წამოგყვები.არა,ამჯერად ვეღარ გავავყლაპავ შენს დაცინვას და დამცირებას.გაეთრიე ჩემი სახლიდან,ჩემს გვერდით აღარასოდეს იქნება შენი ადგილი,შენ მომიკალი შვილი და შენ ხარ ჩემი პატარას მკვლელი.
-მარგარიტა.....................
-რა მარგარიტა,რა მარგარიტა თქვი,მაგრამ რა უნდა თქვა რადგან არ შეგიძლია გაიგო თუ როგორ ძალიან მტკივა მთელი სხული,იცი რატომ? ის აქ მყავდა,ჩემში იყო და ნელა ნელა იზრდებოდა,შენ კი რა გააკეთე,მომიკალი.საკუთარი შვილის მკვლელი ხარ ეს არასოდეს დაგავიწყდეს,ახლა კი წაეთრიე აქედან.მეორე დღეს გათენდა თუ არა წავედი ლონდონში კერძოდ ლივერპული ავირჩიე,მაგრამ ორი დღის შემდგ დიდი ბრიტანეთის ბილეეთი ავიღე და იქ გადავედი.ორი თვე სრულ ჰარმონიაში და სიმშვიდში გავატარე,კონტაქტი მქონდა მხოლოდ ერთ მეგობართან და ის მეუბნებოდა ამბებს,მითხრა რომ თენგო ჩვენს რეთ ახლო მეგობარს დაუახლოვდა,სიმართლე ვთქვა არ მიმიქცვია ყურადღება,მაგრამ ორიოდე თვის შემდეგ მითხრა რომ მისგან თნგო შვილს ელოდა,მტკივნეული კი ის იყო პატარა იმ დროს ჩაისახა როცა მე ვიყავი ორსულად და ჩემში პატარა სიცოცხლ იზრდბოდა.შემზიზღდა ჩემი თავი,არა იმიტომ რომ ჩემი ცხოვრების რამოდნიმე წელი მასთან გავატარე,მე სწორედ ის წლები შემზიზღდა რომლებიც მას დავუთმე.მაინც მეტკინა გული და იმ დღეს მთელი დღე ვტიროდი,საღამოს გამოვდი და ბაღში დავჯექი,შემდეგ დალევა მომინდა და ერთ ბარში შევედი,მახსოვს გართ გამოსულმა ისევ პარკში შევედი,ვიტირე მეგონა არავინ მისმენდა,მაგრამ ნაცნობი თვალები მომიახლოვდა და ორივემ ერთმანეთს ჩვენი უბედობა ვუამბეთ.არ ვიცი როგორ,არ ვიცი რა მოხდა,მაგრამ სასტუმროში მე მის გვრდით აღმოვჩნდი,ის ღამე იყო ჩემთვის ზღაპრული ღამე და იმ ღამით ვიგრძენი რომ ვიყავი ქალი.ალბად შეგზიზღდები,მაგრამ სწორედ იმ ზღაპული ღამის საჩუქარი ხარ და შენ მამის სახელი გქვია.ის ძალიან კარგი ადამიანია.იპოვე და დაუახლოვდი,რომ გვრდით მყარი კედელი გყავდეს.გიორგი გოგაბერიშვილი მეტი მეც არ ვიცი მასზე არაფერი,მოგვიანებით გავიგე რომ ის ბიზნესმენია და საკმაოდ წარმატბული.ესაა ჩემი ცხოვრების ისტორია შვილო,მიყვარხარ ჩემო ერთადერთო და მშვიდობით,დედა ყოვლთვის შენს გვერდით არის და დაგიცავს.ანამ რვეული დახურა და მარიამს შეხედა.
-რას იტყვი,რა აზრის ხარ მარგარიტაზე.
-მას არ გაუმართლა,უარგისი მეუღლე შეხვდა და მხოლოდ ერთხელ ნახულ მამაკაცთან ისურვა დაწოლა,დაწვა და შვილიც არ ჩაკლა მასში,იმ ერთი ღამის სიამოვნება არ ჩაკლა
სიხარულით გააჩინა,რადგან მიხვდა ის მამაკაცი ღირსეული ადამიანი იყო.
-ეჭვიანობ?
-არა,კითხვა დამისვი თუ რას ვფიქრობდი და მეც გიპასუხე.
-მართალი ხარ,მამა-შვილი უნდა შეხვდეს ერთმანეთს გაიცნონ და დაილაპარაკონ.
-არ არსებობს სირთულე გიორგიმ რომ ვერ გაუძლოს,ამ რთულ ეტაპსაც დაგალახავს.
-მარიამმა გაიგო,იცის რომ ძმა ჰყავს?
-მარიამს ჩემზე უკეთესად შენ იცნობ ანა,მას ძალიან უყვარს მისი სამეგობრო წრე,მაგრამ რომ გაიგო ძმა ჰყავს ჯერ გაუკვირდა და პირველად მისი ასაკი იკითხა,შემდეგ კი მითხრა,რომ ,,ეს წლები მამიკოსთვის ძალიან მძიმე წლები იყო,ვერ ვუსაყვედურებ და ჩემს ძმას კი მივესალმებიო''.
-მაშინ დავთქვათ შეხვედრის დღე.
-მე ვფიქრობ ეს დღე ისედაც დადგება,მაგრამ უკეთესია ჯერ თუ მამა და შვილი შეხვდება და ისაუბრებს.
-ამ საქმეზე მე უკვე ვიმუშავე რძალო,ისინი დღეს შეხვდბიან ერთმანეთს.უთხრა ბექამ მარიამს და ანას შეხედა.
-ხვალ მარიამი გამოგვყავს საავადმყფოდან და კარგია თუ იქ იქნება ჩვენი ოჯახის ახალი წევრიც.
-კარგია,გამეხარდა ორი გიორგის შეხვეედრა რომ არ გადადეთ,დღეს შეხვდბიან ერთმანეთს და დაილაარაკებენ.დაველოდოთ გიორგის ის თავად გვეტყვის რა როგორ გაკეთდეს.გიორგი მიუახლოვდა მათ და ბექას უთხრა.
-გიორგი უკვე მიდის და აქ უფროსი შენ ხარ,საქმეს მიხედეთ,მარიამ აქ ანა მიხედავს ყვლაფერს და შენ ჩემთნ ერთად წამოხვალ.მარიამმა გიორგის შეხდა და უთხრა.
-მე სახლში რომ მოვა მაშინ გავიცნობ,ახლა შენ წადი ეს უფრო აუცილებელია,თქვენ შეხვდით და გაიცანით ერთმანეთი,დაილაპარაკეთ.
-დარწმუნბული ხარ?
-დარწმუნბული ვარ საყვარლო,ჩემთან თავს ნუ დაიდანაშაულბ,დამიჯრე ყველაფერი კარგად არის.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent