შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.მესამე ნაწილი 6 თავი.


3-08-2019, 04:18
ავტორი zia-maria
ნანახია 2 658

წვიმს, თითქოს გული ეწვის ცას. გიორგიმ ღრმად შეისუნთქა ჰაერი და ბექას მოცმულ მისამართი გადაიკითხა და რაც უფრო უახლოვდება იმ ადგილს,სუნთქვა მით უფრო უძნლდება,საათის ისრებიც ძალიან სწრაფად ტრიალებს და თითქოს ირგვლივ ყველაფერი უმეტყველოა და ცივი.
-ღმერთო რომ იცოდეთ რა ცუდად ვარ,მარიამ როგორ დაგიჯერე და არ წამოგიყვანე,ახლა მხოლოდ შენი ხმა დამამშვიდებს.გიორგი ნრვიულობდა და ოფლით დაეცვარა შუბლი, მისთვის კარგად ნაცნობ ადგილზე მივიდა,მიიხედ მოიხედა და დაინახა განმარტოვებით მჯდარი ახალგაზრდა მამაკაცი რომელიც ფეხზე ადგა და გიორგისკნ ღიმილით წავიდა,გიორგი გაოცებული დარჩა ნანახით,ის იმ წუთებში მის ორეულს უცქერდა,მის თავს,მის ახალგაზრდობას.თავადაც გადადგა გაუბედავად ნაბიჯი,ხელები გაშალა წინ წაიწია და თქვა.
-მითხრეს გგავსო,მაგრამ ასეთ მსგავსებას არ ველოდი,გამარჯობა.გიორგიმ ხელი ჩამოართვა მის ორეულს და რამდნიმე წუთი უხმოდ იჯდა,უმცროსმა გიორგიმ შეხდა ახლად გაცნობილ ჯერ კიდევ შოკში მყოფ მამას და უთხრა.
-ვიცი რომ მოულოდნელად შემოვიჭეერი თქვენს ცხოვრებაში,მე თვალს ვადვნებ თქვენს ბიზნესს,თქვენი ტკივილიანი ცხოვრების ისტორია გაზეთებიდან შევისწავლე,შემდეგ მცირე დროით მეც მივიღე მონაწილეობა ექიმების დაკითხვაზე და მივხვდი ჯერ კიდევ უნდა გადამედო შეხვედრა თქვენთან,რომ არა ის საღამო და ძია ბექასთან მოულოდნელი შეხვედრა,შესაძლებელია არც არასოდეს შემეწუხებინეთ.
-რატომ?
-ვიცოდი,რომ თქვენ არ იცოდით ჩემი არსებობის შესახებ,თქვენ გამიზნულად არ მიგიტოვებიათ დედა ჩვილი ბავშვით ხელში,ამიტომ არ მინდოდა გეფიქრათ მე თქვნი სახლის და გავლენის გამო ან ქონების გამო დაგიახლოვდით.მე მაქვს სახლიც,სახელიც და სამსახურიც.დედას უნდოდა იურდიულზე მესწავლა,ის ვერ მოესწრო ჩემს წარმატებას,მაგრამ მე გავხდი იურისტი და სამსახურიც მაქვს.მინდა მხოლოდ ჩემი ბებო გაიცნოთ,მან იცის რომ მე თქვენ გიპოვეთ და გელოდებათ.გიორგი მთელი ეს დრო უსმენდა შვილს,მის თავდაჯერებულ და მშვიდ საუბარს და ხმამაღლა გაიფიქრა.
-მეც ასეთი აუჩქარებელი ვიყავი შენს ასაკში.
-ვიცი,ძია ბექას შევხვდი და მან ძალიან ბევრი რამ მომიყვა თქვენზე.
-არ ვიცი რა მოგიყვა და არც ის ვიცი ახლა რა გითხრა,რაზე გელარაკო,მაგრამ დედაშენმა რაც გითხრა სიმართლეა,ჩვენ მხოლოდ იმ ერთხლ შვხვდით ერთმანეთს და ეს მეტჯერ არ განმეორბულა,მხოლოდ მისი სახელი ვიცი და მან ჩემი,სულ ეს იყო ჩვენი ნაცნობობა.
-გიყურებთ და იცით რას ვფიქრობ?
-ალბად ისე ძალიან გეზიზღები,სულ ეს იყო ჩვენი გაცნობის წუთეები ადგები და წახვალ.ასე დამსჯი და ღირსიც ვარ,მე ხომ ყველაზე ცუდი ადამიანი ვარ.
-არა,ნუ ფიქრობთ ცუდზე,დედამ რაც მითხრა იმ ერთი შეხედვით და შეხებით,იმ ერთი ზღაპრული და მისთვის ჯადოსნური ღამით,სწორედ ისეთი დაგახასიათათ როგორსაც ახლა გიყურებთ.მინდა მადლობა გითხრათ იმ ღამისთვის,ნამდვილად არ ვისურვებდი სხვისი შვილი ვყოფილიყავი.
-კარგი შვილი ხარ შენ გიორგი და მინდა ბებოს მადლობა ვუთხრა,რომ კარგი შვილი აგღზარდა.
-თუ დრო გაქვთ,ის გვლოდბა.
-გველოდება?
-დიახ.
-უხერხული არ არის?
-არა,მან იცის ჩვენი შეხვედრის შესახებ.
-წავიდეთ,მაგრამ ერთი პირობით.უმცროსმა გიორგიმ გიორგის თვალებში შეხედა და მასავით სერიოზული ხმით უთხრა.
-გისმენთ.
-ხვალ საღამოს ჩემთან გეპატიჟბით,მინდა და და დიშვილი გაიცნო.უმცროს გიორგის სახე დაუთბა,გაეცინა და თქვა.
-25 წელია მარტო ვარ და ახლა და მყავს და არა მარტო და,დიშვილიც მყავს,არ მჯრა.
-დაიჯერებ,სულ მალე ჭკუიდან რომ გადაგიყვანს მისი ტიკტიკი.ორივემ ერთად წამოდგა,ორივემ ერთნაირი სიარულის მანერით მიდიოდა და სულ მალე ერთ პატარა და კოხტა სახლთან გაჩერდნენ.
-აქ ცხოვრობ?
-აქ ბებია ცხვრობს,ბაბუას სიკვდილის შემდეგ გაყიდა დიდი სახლი და ეს პატარა სახლი იყიდა,მე კი ხშირად მოვდივარ მასთან.გიორგიმ კარი გააღო,სახლში შვიდა იქვე ვაზაზე დადებული მწვანე ვაშლს ხელი დაავლო და ხმამაღალი ხმით იყვირა.
-ბებო სად ხარ,მოვედი.გიორგის გაეცინა და გაიფიქრა.
-ჩემსავეთ მწვანე ვაშლი უყვარს.შეემდეგ კი სასიამოვნო სურნლი შეიგრძნო,დაჯინებული მზერა იგრძნო და უკან მიიხედა,ძალიან საყვარელი მოხუცი დაინახა და მიუახლოვდა.
-გამარჯობათ,მყუდროება დაგირღვიეთ.
-არა,რას ამბობ შვილო მობრძანდით.მოხუცი გიორგის უცქერდა,შემდეგ შვილიშვილს შეხედა და უთხრა.
-მას რომ ჭაღარა არ ჰქონდეს,ვერ გაგარჩვდით რომელი-რომელი ხართ.აი ეს არის მამა-შვილის მსგავსება,ახლა კი მობრძანდი შვილო ძალიან მინდოდა თქვნი ახლოს გაცნობა.
-მც მოვდი აქ ვარ დეიდა,თქვნს წინ ბიზნესმენი გიორგი გოგაბერიშვილი დგას.
-ვიცი შვილო ვინც ხართ,მაგრამ ძალიან მინდოდა მენახა ის ადამიანი ვისაც ჩემმა შვილიშვილმა მამა უნდა დაუძახოს.მამას ვგავარო რომ მითხრა ერთ დილით სიმართლე გითხრა გავშეშდი და ვკითხე,შენ საიდან იცნობ შენს მამას ვინ არისთქო და მითხრა.
-ვიცი შორიდან ბებო,ისიც ვიცი რომ კარგი ადამიანია,კარგი სამგობრო ჰყავს და მინდა მეც ისეთი ვიყო როგორიც ის არისო.ამიტომ მინდოდა ახლოს მენახე და გამეგო ჩემს მერე ჩემი გიორგი ვისთან დარჩებოდა,შეგხედე და ყველა შიში გამიქრა,ვიცი რომ ჩემს წინ ადამიანი დგას ვინც ამ ცხოვრების ავ-კარგი გამოიარა და იცის რას ნიშნავს ჯოჯოხეთური და ტკივილიანი ცხოვრება,იცის ასევე სიკეთის და სიყვარულის ფასი,მადლობა რომ მოდი და მნახე შვილო.
-მე ყვლაფერს გავაკეთებ გიორგისთვის და პირველი რაც მინდა გავაკეეთო ოჯახი უნდა გავაცნო,სულ ორი დღეა შვილიშვილი შემეძინა,მას კი დიშვილი და ვფიქობ უნდა გაიცნონ ერთმანეთი.ჩემი ოჯახი დღეიდან თქვენი ოჯახიც არის,ვიცი ჯერ-ჯერობით ორივე მხარეს გაგვიჭირდება სიმართლესთან შეგუება,მაგრამ................
-მე შეგუბული ვარ იმ წუთიდან,როცა ჩემმა შვილმა აუღელვბლად მითხრა მისი ორსულობის შესახებ.ძალიან გამიჭირდა,მაგრამ როგორც დედამ და როგორც ქალმა პატივი ვეცი მის გადაწყვტილებას.საკუთარ პიროვნულ ბედნიერებაზე უარი ჰქონდა ნათქვამი და უეცრად გამოჩნდა ადამიანი ვინც იმედი ჩაუსახა და სიცოცხლისკენ შემოაბრუნა,ხალისი და სიცოცხლის წყურვილი დაუბრუნა.ჩემი ქმარი მარგარიტას ჯავრით გარდაიცვალა,რადგან ის ქორწინება მისი დაჯინებული თხოვნით შედგა და შეცდომას ძალიან გვიან მიხვდა,ის ვერ მოესწრო გიორგის წარმატებებს და არ იცის რა კარგი შვილიშვილი ყავს.მარგარიტას გარდაცვალბიდან რამდენიმე დღეში ისიც გამომეცალა ხელიდან და გარდაიცვალა.ის ცოცხალი რომ იყოს დარწმუნებული ვარ ჩემსავით იამაყებდა შვილიშვილით,ეს არის ახლა ჩემი სიბერის სიხარული,ვინც მე მახარებს და სიცოცხლეს მიხანგრძლივებს,მისი დაძახებული ,,მოვედი ბებო'' ყოველ ჯერზე სიცოცხლის წლებს მმატებს.გიორგის ძალიან ესიამოვნა მოხუცთან საუბარი და რამოდენიმე საათი შემორჩა მასთან და ისეთი შეგრძნება ჰქონდა,რომ თითქოს საკუთარ დედას ესაუბრებოდა.საათზე დაიხედა და თქვა.
-რა მალე გავიდა დრო...........
-სამწუხაროდ ასეა,დრო ძალიან მალე გადის და შემდეგ გვიკვირს რომ ვერ მოვასწარით ის რისი გაკეთებაც ძალიან გვინდოდა.
-სამწუხაროდ სრული სიმართლეა,ეს ასეა.
-არ მინდა ჯერ წახვიდე,მინდა ჩემი ნახელავი მიირთვა,ვახშამი მზად არის.
-ქალბატონო ნონა მე................
-ჩუმად,არაფლის მოსმენა არ მინდა და ხელები დაიბანეთ ორივემ,სამზარულოში გელოდებით.გიორგიმ გაოცბულმა შეხედა უმცროს გიორგის და მანაც ღიმილით უთხრა.
-ბებომ ვახშამზე მოგიპატიჟა,ესე იგი უნდა გიხაროდეს,მას თქვენ მოეწონეთ.
-გამოდის,რომ.....
-გამოდის რომ უარს ვერ იტყვით,ძალიან ეწყინება და გული ეტკინება.გიორგიმ უხმოდ შვიდა სააბაზანოში,ხლები დაიბანა და სამივე სავახშმოდ დასხდნენ,გიორგიმ კერძი დააგემოვნა და თვალბდახუჭულმა თქვა
-უგმრიელესია,მადლობა ქალბატონო ნონა.
-იმიტომ ამბობ გამიხარდეს,თუ კიდვ მოხვალ ჩემთან გაუფრთხილებლად.გიორგის გულიანად გაცინა და საყვარელ მოხუცს ღიმილით უთხრა.
-ამიერიდან ხშირად გესტუმრებით,გაუფრთხილებლადაც მოვალ,მაგრამ მეც მაქვს თხოვნა თქვენთან,უნდა დამპირდეთ რომ ხვალ გიორგისთან ერთად თქვენც მესტუმრებით და დარჩებით კიდეც ჩემს ოჯახში.
-მოვალ შვილო,გპირდები აუცილებლად მოვალ.ხედავ იმ ხეს შემოსასვლელში რომ დგას?გიორგიმ გაიხედა და ეზოში ამაყად მდგარ ხეს შეხედა,შემდგ კი მოხუცს მიუბრუნდა.
-ვხედავ იმ ხეს,მერე?
-სულ პატარა იყო გიორგი ის ხე დედასთან ერთად რომ დარგო მისი პატარა ხელებით,მაგრამ ის ხე გაიზარდა და მისი ტოტები სხვა ხეებში შეერია,ცხოვრებაც ასეთია შვილო ეს ნორჩი და უსუსური,დაუცველი ბავშვი გაიზარდა და ისწავლა,ფესვები მისი უფრო და უფრო ძლიერდება,იზრდება და ერთმანეთს ეხუტება,ხედავ მის ტოტებს?ცისკენ მიიწევს.ნუ მიყურებ ასე გაკვირვებული,შვილო გიორგის ტანი შენ ხარ და ის შენი ყლორტია.
-პირდაირ მითხარი რისი თქმაც გინდათ ნონა დეიდა.
-მას ყვლაფერი აქვს,მაგრამ მინდა ერთი თვალით მისკენ იყო და მან იგრძნოს რომ მის გვრდით დგას ადამიანი ვისაც დაეყრდნობა,ეს მყარი კდელი კი მისი მამა იქნება.
-ეს ყველაფრი ასე იქნბა,იმ წლებს სამწუხაროდ ვერ დავაბრუნებთ რაც ერთმანთის გარშე გავატარეთ,მაგრამ იმედი გქონდეს,რომ ამიერიდან ჩვენ ერთად ვიქნებით.გიორგი ფეხზე წამოდგა და ნონას მორიდებულად შეხედა.
-მითხარი,რაღაც გინდა რომ მითხრა,გისმენ.
-ძალიან გამახარებთ ხვალ გიორგისთან ერთად მოხვიდეთ,უარს არ მივიღებ,გელოდებით.
-უარის თქმას არ ვაპირებდი,მოვალ ჩემს შვილიშვილთან ერთად.გიორგი უკვეე შებინდებული იყო სახლში რომ დაბრუნდა,ყველა ნერვიულობდა და მარიამმა გაიგონა თუ არა მანქანის ხმა გიორგის კარებში შეეგება და თვალებში უცქრდა თითქოს იქ უნდოდა პასუხი ამოეკითხა გიორგის თქმამდე.გიორგიმ შეხედა და მკაცრად უთხრა.
-ამიერიდან როცა გეტყვი შენ ჩემთან ერთად წამოხვალ,იცოდე მარტო არ გამიშვა.
-რა მოხდა გიორგი.
-მოხდა,დღეს ძალიან დავაშავე რომ დაგიჯერე.
-უკმაყოფილო ხარ დღევანდელი შეხვედრის?
-არა,მაგრამ მინდოდა შენც ჩემს გვერდით ყოფილიყავი.
-აღარ იტყვი რა მოხდა? გიორგის გაეცინა,ხელი გადახვია მარიამს და უთხრა.
-ყველაფერი კარგად არის საყვარელო.
-შენს თვალბში კმაყოფილბის სხივია,შენ ის მოგეწონა,ასა?
-ასეა,ვნახე და ვისაუბრეთ და ხვალ მის ბებოსთან ერთად აქ მოვა. ჩემი შეკრებილი მუშათა გუნდი სად არიან,მუშაობენ ისევ?
-ზემოთ არიან,ცოტა ხნის წინ რატიმ დარკა მეც მოვდივარო,მაგრამ ის რომ მოვა ყველაფრი მზად დახვდება.
-მოვიდეს,ერთად ვივახშმებთ.გააწყვეთ მაგიდა და მე ზემოთ ავალ ვნახავ რა გააკეთეს.მარიამმა სეევდიანი თვალბით შეხედა გიორგის და უთხრა.
-სხვას არაფრს მეტყვი?
-სხვას როცა ყველა ერთად დავსხდებით მაშინ ვიტყვი.
-გიორგი.
-გისმენ საყვარელო.გიორგიმ მარიამს შეხედა,მარიამმა თვალებში ჩახედა,სახეზე ხელი ჩამოუსვა და უთხრა.
-შენ დღევანდელი დღით მართლა ბედნიერი ხარ,თუ გინდა თავი მომაჩვენო.
-არა,რას ამბობ ბედნიერიც ვარ და კმაყოფილიც.საუბარში კიბეები ერთად აიარეს და პატარა პრინცესას ოთახში შვიდნენ,გიორგიმ ოთახს მოავლო თვალი და ხმამაღლა თქვა.
-მეც მოვედი,უკვეაქ ვარ და მოგეხმარებით.
-აქ რომ ხარ უკვე,რას გააკეთებ.
-რაც გინდა,არაფერი არაა გასაკეთებელი?
-დასრულდა სამუშაო საათები,მაგრამ მე ერთი კითხვა მიხრავს გულს.
-მკითხე,გისმენ.გიორგიმ ბექას შეხედა და კითხვას დაელოდა.
-კითხვა რთულია,პასუხი კი შენი გამოხედვით მარტივი უნდა იყოს.
-მართალია,პასუხი მარტივია.გიორგის შესახებ რომ გავიგე ჩემს თავს ვადანაშაულბდი ამდენი დრო გავიდა და მისი არსებობის შესახებ არ ვიცოდი,მაგრამ მან 18 წლის ასაიდან იცოდა მე ვინ ვიყავი.
-გაიგო მამა იყავი მისი და არ მოვიდა,არ გნახა? იკითხა ალიკამ.
-არა,არ მოვიდა,რადგან არ იცოდა თუ როგორ შევხვდებოდი მე და როგორ შეხვდებოდა ჩემი ოჯახი.მართალია ის მარიამის სხეულში არ გაზრდილა,არც ჩემს გულში დაუდვია პატარას ბინა,მაგრამ ის ჩემი შვილია,ჩემი ორეული და ამიერიდან ერთად ვიქნებით.მას შვხედე თუ არა წუთირად ჩემს წინ ის უზარმაზარი პატიოსნების კედელი აღიმართა რომლსაც თავგამოდებით ვიცავდი მთელი ჩემი ცხოვრება,მაგრამ როგორც ხედავთ სუსტი წერტილი როგორც ყველა ადამიანს მეც მაქვს და ის ვიღაცამ მიპოვა და ამ სისუსტემ 25წლის შეემდეგ იჩინა თავი.ალიკამ საათზე დაიხდა და გაოცბულმა თქვა.
-ძმიშვილს ჩვენ სიყვარულით მივიღებთ,მაგრამ ახლა მე არ ვიცი თქვნი კუჭი რა მდგომარობაშია,მე კი უნდა ვაღიარო რომ ძალიან მშია.
-წავიდეთ,დღეს თამაშია მგონი თუ კარგად მახსოვს.თქვა გელამ.
-არა ხვალ არის თამაში და ჩვენ არ გვაქვს დრო ხვალ თამაშს ვუყუროთ.
-ვითომ რატომ?
-მიტომ რომ ხვალ დიდი დღეა,ხვალ სტუმრები გვეყოლბა ხომ ვართ მზად.რუსო სად ხარ,ხვალ პატარა რუსოს დაიჭერ ხელში.
-ხვალ ჩემი რუსო მოვა.თვალბ გაბრწყინებულმა შეხედა გიორგის და მარიამს.
-ხო დედა,ძალიან მომეწონა უმცროსი მარიამის არჩევანი.
-მეც მომეწონა და არც შვეწინააღმდეგე.უთხრა მარიამმა საყვარელ დედამთილს,გიორგიმ კი ორივს ხელი მოხვია და გულში ჩაიკრა დედა და ცოლი
-პასუხი არ გამიგონია,ვართ თუ არა ხვალისთვის მზად თუ გვჭირდება რამე მოვიტანო.
-ყველაფერი გამზადებულია შვილო,ანა და მარიამი დღეს მთელი დღე სამზარეულოში არიან.
-ანა? დაიხოცბა ხვალ ხალხი და როგორ შევხედო მათ ახლობლებს.
-გიხაროდეს,რომ ძალიან დაღლილი ვარ,მაგრამ დიდი სიამოვნებთ ამოგაცლიდი მაგ შხამიან ენას,მაგრამ ანაკონდა შხამის გარეშე ვის გესლავს.გიორგიმ გულიანად გაიცინა და ანას ბავშვივით თმები აუჩეჩა.
-მშია რძლებო,უნდა ვიყვირო მაგიდა რომ გააწყოთ? იყვირა ალიკამ და ჯერ კიდვ ცარიელ მაგდასთან პირველი დაჯდა.მალე გაივსო მაგიდა ნაირ-ნაირი კეერძებით და გვიან ღამემდე ისმოდა მათი მხიარული შეძახილები.



№1  offline წევრი mia miako 15

ველოდები სულმოუთმენლად შემდეგ თავს❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent